Nika Kavtaradze
90-იანების ბოლოს თუ რამე კარგი და იმედის მომცემი იყო ამ ქვეყანაში, ეს “რადიო 105” იყო.
ყველა წამყვანი ვარსკვლავი იყო.
ასეთივე ვარსკვლავი იყო DJ დინჯი❤️
მისი საოცარი ხმით.
ძალიან ბევრი საათი, დღე და კვირა გაგვიტარებია ერთად.
მერეც, სულ ცდილობდა ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით.
ერთ დღესაც გავიგეთ, რომ მხიმე დაავადებამ შეუტია.
ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ახალაგაზრდა მეგობარი საშინელი დაავადებით იტანჯება.
მერე თითქოს უკეთ გახდა…
და დღეს გავიგე, რომ ჩვენი დინჯი აღარაა.
საშინლად მეტკინა
ვიტირე.
გამახსენდა უამრავი რაღაც.
ნახვამდის, დინჯ❤️
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ასხუთელებს