მეორე ტური დაიდო ყველგან თბილისში.
ერთი პლუსი აქვს მაგას თემქისთვის - დაამთავრებენ მეორე ტურამდე სკვერის მოწყობასაც, გზის დაგებასაც და იქნება კიდევ გამოვრჩეთ რამეს.
აი მეორე ტურზე წამსვლელი ნაღდად არ ვარ - აქეთ ქოცკანდიდატი და იქით შალვა ნათელაშვილი
ყაველაც ღირსია რო ვერ მოხვდეს, პროპორციულზე გადასვლა რო ჩააგდო და მეორეს მხრივ ნათელაშვილსაც რა უნდა პარლამენტში.
მე პილატეს როლს მოვირგებ, ხელები დამიბანია.
მიუხედავად ნაცების ზიზღისა, გლდანში გაასწორა მელია რო იმარჯვებს.
პოლიტიკოსი მელიას შესვლა ჯობს პარლამენტში კობიაშვილის შესვლას.
სიით გადაზღვეული ტიპები ვერ უნდა იღებდნებ მაჟორიტარულში მონაწილეობას და ეგეც ღირსია რო ვერ გაიმარჯვოს.
თუმცა კობიაშვილი პარლამენტში არაფერს აკეთებს, ფული მაგას არ უჭირს და უმუშევარიც არ არის... აჯობებს ფედერაციას მიხედოს კობიმ.
აი საბურთალოზე ელისაშვილს ვქომაგობ - პარლამენტშიც საჭირო კაცია და სამსახური და პარლამენტარის ხელფასიც ალალია.
სერგეენკოც არაა ცუდი ტიპი, მაგრამ თუ კაი ტიპია და პარლამენტში შესვლას იმსახურებს, ჩაესვათ სიაში, ვიქტორ სანიკიძე რო ჩასვეს წინა რიგებში.
თუ არის სიაში სერგეენკო, მითუმეტეს...
მიუხედავად გირჩის მხარდაჭერისა, ანა დოლიძე თუ გავიდა ჩუღურეთში მეორეზე და მეორე ტურში გადავიდა, მაგრად გამისწორდა.
ჯაფარა ისედაც მოხვდა პარლამენტში სიით და ანა დოლიძეც უნდა მოხვდეს.
ანაზე უკეთესი პოლიტიკოსი არ მეგულება არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში...
ვოლსკი არის თუ არა სიაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ მაგის სახეს თუ ვეღარ დავინახავთ, გაასწორებს...
სხვა უბნებშიც კაი იქნება თუ დაისჯებიან ქოცმაჟორიტარები პროპორციულის ჩაგდების გამო.
ნაძალადევში რო არ დაეცინა ოპოზიციას ჩვენთვის და შალვა არ დაეყენებინა, წავიდოდი და ქოცების წინააღმდეგ მივცემდი ხმას.
ეხლა როგორც ვთქვი ხელები დამიბანია.
პროგნოზს რაც შეეხება, ყაველა მოიგებს.
ნაძალადევია, ყაველაა, ხალხი ყავს გვერდში, ტიპები...
ამუშავდება ქუჩა, წავა მხარდამჭერების მობილიზება.
P.S. ♡
This post has been edited by Frankens†ein on 1 Nov 2020, 10:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)