მათ გასაგონად, ვინც არ იცის, რას ნიშნავს საავტორო უფლება
პროგრამულ პროდუქტზე (და არა საიტზე, როგორც ამ შემთხვევაში რატომღაც ჩათვალეთ
თუმცა პროსერვისს boom.ge-ზე აქვს საავტორო უფლება და საიტზეც ედოთ ადრე, ასე რომ სიცილი ანეკდოტების განყოფილებაში
) საქართველოში სამწუხაროდ პროგრამულ პროდუქტს ვერ დააპატენტებთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ საავტორო უფლება პროგრამულ პროდუქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს საავტორო უფლების მფლობელის ინტელექტუალურ საკუთრებას და ნებისმიერ ჭიჭიკო ღობეგლეჯიაშვილს, რომელიც მივა და ამ პროდუქტს გაავრცელებს მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, მფლობელი უჩივლებს და თუ ბრალეულობა დამტკიცდება, საკმაოდ სოლიდურადაც გაწეწავს
ასე რომ პატივი ეცით ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას
რაც შეეხება იმას, რომ რატომღაც ვიღაცამ ჩათვალა რომ პროგრამის ავტორს საავტორო უფლება აღებული აქვს ზოგადად თამაშ ჯოკერზე, ეგ სასაცილოა
საავტორო უფლება ვრცელდება კონკრეტულ პროგრამულ პროდუქტზე და არა ზოგადად ჯოკერზე, შესაბამისად ნებისმიერს შეუძლია დაწეროს ახალი, ანალოგიური თამაში, დაარქვას ჯოკერი და აიღოს საიტი myfuckensexyjoker.ge ან რამე მსგავსი. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ვთქვათ ვინმე შეეცდება გამოიყენოს ამ კონკრეტული პროგრამის სერვერი და ზედ თავისი კლიენტი მიაბას ავტორის ნებართვის გარეშე, ავტორს სრული იურიდიული და მორალური უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს
P.S. "იცოდე კანონი და იქნები დაცული"