Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > თარგმანი და მთარგმნელები


Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 16:33
ქვესათაურში გამოტანილი ეს გენიალური სიტყვები მეფე ლირიდაა, აი ესაა ნაღდი ქართული შექსპირი, ასეთი რამე მხოლოდ ქართულად შეიძლებოდა თქმულიყო, მაჩაბლისა და ილიას პირით. biggrin.gif

გახსოვთ ალბათ ის სცენა, კენტს რო ლირი გადაუვლის "გა!... ვფიცავ ზევსსა, არ გადითქვას ეს სიტყვა ჩვენი!" ხოდა მანდ კენტი მაგარ სიტყვას ტოვებს, ქურდულს, მშვიდობით მეფევ, რამე-რუმე, იქეთ კორდელიასაც - გულმართლობით აღმომეტყველოო და ბოლოს:

"ბატონის-შვილნო, გეთხოვებათ თქვენ ყველას კენტი, -
უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად. (გადის)

ეგეთი სასწაული კენტობის მერე ეს გადის მართლა გულისმომკვლელია biggrin.gif

მოდით ვისაუბროთ მთარგმნელების შესახებ, ზემოხსენებული ორი ბაჯაღლო კაცი, ეფრემ მცირე, მთაწმინდელები, სარგის თმოგველი, ვახტანგი და საბა, გერონტი ქიქოძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ერეკლე ტატიშვილი, დათო წერედიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ჯორჯანელები, გურამ გოგიაშვილი, შოთა ჩანტლაძეც კი თარგმნიდა (კალევალა აქვს ბოლობოლო ნათარგმნი biggrin.gif), ბაჩანა ბრეგვაძე (რომელმაც ლამის ყველაფერი თარგმნა, პლატონიდან დაწყებული - სენტ ეკზუპერით დამთავრებული), გიგლა სარიშვილი, ასმათ ლეკიაშვილი, ელზა ახვლედიანი, ზვიად რატიანი, ირმა ტაველიძე, შოთა იათოვიც კი თარგმნის, საინტერესო ახალი თაობა გვყავს თარგმანში და საშუალო თაობაც მაგარია, მარა რატომღაც ცოტა უცნაურ რამეებს თარგმნიან smile.gif

ერთ პოსტში ყველა გვარს ვერ ჩამოვთვლით, კიდე ბევრი მახსენდება, მარა ყველას ხო არ დავპოსტავ biggrin.gif

უცხოელებში, ედუარდ ფიცჯერალდი, ლეკონტ დე ლილი, პასტერნაკი, ჰოლდერლინი შენხარჩემიბატონი, ნაბოკოვი, რიტა რაიტ-კოვალიოვა, აპტი, ვერც აქ ამოვწურავთ...

მოკლედ, ვისაუბროთ თარგმანზე, მთარგმნელებზე, კონგენიალურ თარგმანებზე, ქართველებზე, უცხოელებზე, დედანზე და მამანზე, კულტურაზე და პასუხისმგებლობაზე, წავიდაააააა biggrin.gif

Posted by: TomWaits 18 Apr 2008, 16:45
ფრიად საინტერესო თემაა, თუმცა ისე მეზინება რა დავწერო არ ვიცი

მარა მოვა სასტავი და იტყვის რო რა თარგმანი დასტაევსკი დედანში უნდა წაიკითხოო


ხოდა მე ვეტყვი, მე რომ რუსული არ ვიცი? მოკლედ მე მიყვარს თარგანები, განსაკუთრებით მაშინ თუ კარგია. ნუ რაც უნდა ვაღიაროთ რო იშვიათობაა.

ყველაზე ცუდ თარგმანსაც ვიტყვი თუ ნებას მომცემთ, ეს იყო დოქტორი ფაუსტუსი, საიდან მოჰგონდა ამ კაცს ეს არქაული სიტყვები ჩემთვის Dრესაც გამოცანას წარმოადგენს, ასევე წინადადების კონსტრუქცია სრულიად უცნაური. იქნებ მე ვცდები, თქვენც თქვით ორიოდ სიტყვა ამ თარგმანზე.


Posted by: netarato 18 Apr 2008, 16:53
დათო აკრიანზე რას იტყვით?


და ერთი რაღაც მაინტერესებს - მისიმა არის თარგმნილი ქართულად? ან ახალი ან ძველი თარგმანი არსებობს?

the_lizard_king

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 16:54
TomWaits
QUOTE
ყველაზე ცუდ თარგმანსაც ვიტყვი თუ ნებას მომცემთ, ეს იყო დოქტორი ფაუსტუსი, საიდან მოჰგონდა ამ კაცს ეს არქაული სიტყვები ჩემთვის Dრესაც გამოცანას წარმოადგენს, ასევე წინადადების კონსტრუქცია სრულიად უცნაური. იქნებ მე ვცდები, თქვენც თქვით ორიოდ სიტყვა ამ თარგმანზე.


ჯორჯანელს ანუ? მართალი ხარ, მაგ წლებში კარლო ჯორჯანელი სინონიმთა ლექსიკონს აკეთებდა, ხოდა როგორც ჩანს, გადაყვა სიტყვებს biggrin.gif

Posted by: სექსტეტი 18 Apr 2008, 16:57
netarato

QUOTE
დათო აკრიანზე რას იტყვით?


ან კარგს, ან არაფერს...

თუმცა, მოიცა, აკრიანი ცოცხალია ხო? ხო და მაშინ კატასტროფაა, სრული კოშმარი და მაჯლაჯუნა biggrin.gif

Posted by: TomWaits 18 Apr 2008, 16:59
gabarzgaleba


ცოცხალი ენციკლოპედია ხარ ბარძგალ

ისე კარგ თარგმანზე არ მითქვია, ალბათ გავიფიქრე და აღარ დავწერე. ბოლო დროს წაკითხულ წიგნებში რაც კარგად მახსოვს, ეგ იყო აგვისტოს ნათელი. ცალკე წიგნით და არანაკლებ თარგმანით აღფრთოვანებული გახლდით კითხვისას.

Posted by: the_lizard_king 18 Apr 2008, 17:01
კარგი თარგმანები რაც წამიკითხავს ესენი იყო აკრიანის "თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი", ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი არ მახსოვს ვისია და ფოლკნერის აგვისტოს ნათელი ესეც არ მახსოვს ვისია...
ნუ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები ძალიან მაგარია, რისი წაკითხვაც დამჭირდა და ისედაც მაინტერესებდა ესენი იყო მაკიაველი, პლატონი (ესენი სპეციალობისთვის) და ბორხესი წავიკითხე კიდევ ბრეგვაძის...
იმ 2 ნაწილის შეძენა მინდა კაი ხანია, ბრეგვაძის თარგმანები რომ არის, შინდისფერი თხელყდიანი წიგნებია
თითო 29 ლარი ღირს ბლიად..

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 17:02
TomWaits
QUOTE
ისე კარგ თარგმანზე არ მითქვია, ალბათ გავიფიქრე და აღარ დავწერე. ბოლო დროს წაკითხულ წიგნებში რაც კარგად მახსოვს, ეგ იყო აგვისტოს ნათელი. ცალკე წიგნით და არანაკლებ თარგმანით აღფრთოვანებული გახლდით კითხვისას.


ზაზა ჭილაძე მართლა კაი მთარგმნელია, ზომიერი, არ ეტანება არქაიზმებს, არც უაზრო გამბედაობით გამოირჩევა, მოკლედ ზუსტიცაა და შთამაგონებელიც.

the_lizard_king
QUOTE
ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი


გია ჭუმბურიძის თარგმანია.

Posted by: the_lizard_king 18 Apr 2008, 17:13
gabarzgaleba
QUOTE
გია ჭუმბურიძის თარგმანია.

ჰო... დიდად კომპეტენტური არ ვარ თარგმნის შეფასების საკითხში
მაგრამ მე მევასა, არ არის ცუდი თარგმანი

Posted by: strixnina 18 Apr 2008, 17:33
QUOTE (gabarzgaleba @ 18 Apr 2008, 16:33 )
ქვესათაურში გამოტანილი ეს გენიალური სიტყვები მეფე ლირიდაა, აი ესაა ნაღდი ქართული შექსპირი, ასეთი რამე მხოლოდ ქართულად შეიძლებოდა თქმულიყო, მაჩაბლისა და ილიას პირით. biggrin.gif

გახსოვთ ალბათ ის სცენა, კენტს რო ლირი გადაუვლის "გა!... ვფიცავ ზევსსა, არ გადითქვას ეს სიტყვა ჩვენი!" ხოდა მანდ კენტი მაგარ სიტყვას ტოვებს, ქურდულს, მშვიდობით მეფევ, რამე-რუმე, იქეთ კორდელიასაც - გულმართლობით აღმომეტყველოო და ბოლოს:

"ბატონის-შვილნო, გეთხოვებათ თქვენ ყველას კენტი, -
უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად. (გადის)

ეგეთი სასწაული კენტობის მერე ეს გადის მართლა გულისმომკვლელია biggrin.gif

მოდით ვისაუბროთ მთარგმნელების შესახებ, ზემოხსენებული ორი ბაჯაღლო კაცი, ეფრემ მცირე, მთაწმინდელები, სარგის თმოგველი, ვახტანგი და საბა, გერონტი ქიქოძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ერეკლე ტატიშვილი, დათო წერედიანი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ჯორჯანელები,  გურამ გოგიაშვილი, შოთა ჩანტლაძეც კი თარგმნიდა (კალევალა აქვს ბოლობოლო ნათარგმნი biggrin.gif), ბაჩანა ბრეგვაძე (რომელმაც ლამის ყველაფერი თარგმნა, პლატონიდან დაწყებული - სენტ ეკზუპერით დამთავრებული), გიგლა სარიშვილი,  ასმათ ლეკიაშვილი, ელზა ახვლედიანი, ზვიად რატიანი, ირმა ტაველიძე,  შოთა იათოვიც კი თარგმნის, საინტერესო ახალი თაობა გვყავს თარგმანში და საშუალო თაობაც მაგარია, მარა რატომღაც ცოტა უცნაურ რამეებს თარგმნიან smile.gif

ერთ პოსტში ყველა გვარს ვერ ჩამოვთვლით, კიდე ბევრი მახსენდება, მარა ყველას ხო არ დავპოსტავ biggrin.gif

უცხოელებში, ედუარდ ფიცჯერალდი, ლეკონტ დე ლილი, პასტერნაკი, ჰოლდერლინი შენხარჩემიბატონი, ნაბოკოვი, რიტა რაიტ-კოვალიოვა, აპტი, ვერც აქ ამოვწურავთ...

მოკლედ, ვისაუბროთ თარგმანზე, მთარგმნელებზე, კონგენიალურ თარგმანებზე, ქართველებზე, უცხოელებზე, დედანზე და მამანზე, კულტურაზე და პასუხისმგებლობაზე, წავიდაააააა biggrin.gif

ოქრო თემა!
კლასიკურ პერიოდში სულ სამი კაცი მეგულება, ვისი წაკითხვა დღესაც (ალბათ დღეს უფრო) ისეთი სიამტკბილობით და ჰადრენალინით შეიძლება, რო წიგნის რიგ საკვანძო მომენტებში ვინძლო ჰუბორნიაშიც მოგინდეს; და ერთ-ერთი ამ სამი წიგნიდან ("ვეფხისტყაოსნის" და"ამირანდარეჯანიანის" გვერდით) თარგმანია. ვისრამიანი, იასნა. ეგეთი კოკროჭინა პერევოდი იშვიათია.
რაღაი გერონტიც ახსენე... მაგ კაცის ტექსტები - თარგმანებიც, ესსეებიც (შეიძლება ვცდები) ძალიან განსხვავდება იმ დროის ნაწერებისგან. ანუ, სადად და ჭკვიანურად წერს. კაი, შესარგები ქართულით.
დღევანდელი ყმაწვილკაცებიდან baby.gif რატიანზე გეთანხმები. მხეც! მარტო ელიოტი მოისლაბებს, მაგრამ მაგაზე უკეთესი თარგმანი ჯერ არ წამიკითხავს; და სუ სუ ახლებში თუ ვინმე კაი გეგულება მითხარი და მადლიც მოისხი. ინტერესნა.

Posted by: xachapuridze 18 Apr 2008, 19:28
ვახტანგ ჭელიძე არ გამომიტოვოთ და არც შემეკამათოთ!

Posted by: inana 18 Apr 2008, 20:40
gabarzgaleba
მთარგმნელებზე პირველი ვინც გამახსენდება, ლოზინსკია.
აქეთ, ჩვენებზე კი, მგონი, მაყვალა მრევლიშვილი არ გიხსენებია. არაჩვეულებრივად თარგმნა ულენშპიგელი.
კარგი თემაა.

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 20:41
xachapuridze
QUOTE
ვახტანგ ჭელიძე არ გამომიტოვოთ და არც შემეკამათოთ!


ქეც შეგეკამათები და ქეც არ შეგეკამათები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 18 Apr 2008, 21:10
inana
QUOTE
არაჩვეულებრივად თარგმნა ულენშპიგელი

კი, ბავშვობაში ბუნებრივად მიიღო ჩემმა ცნობიერებამ რაც ნიშნავს, რომ თარგმანი კარგია.

ისე, ლავრენტი არდაზიანის ჰამლეტი თუ წაგიკითხავთ ვინმეს....?

მე -- არა.

მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ არის იქ ეგეთი ტექსტები, დაახლოებით:

ჰამლეტი - კლავდიუსს: "რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?" biggrin.gif

ხოდა მაინტერესებს, მათლა ასეთი დონეა, თუ არა.

Posted by: xachapuridze 18 Apr 2008, 21:12
აბა ის საიდანღაა, კოროლო, შე მერზავეცო!

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 21:33
Johnnie Walker
QUOTE
კი, ბავშვობაში ბუნებრივად მიიღო ჩემმა ცნობიერებამ რაც ნიშნავს, რომ თარგმანი კარგია.

ისე, ლავრენტი არდაზიანის ჰამლეტი თუ წაგიკითხავთ ვინმეს....?

მე -- არა.

მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ არის იქ ეგეთი ტექსტები, დაახლოებით:

ჰამლეტი - კლავდიუსს: "რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?"

ხოდა მაინტერესებს, მათლა ასეთი დონეა, თუ არა.


რაის ლავრენტი, ილიას და მაჩაბლის თარგმანში კინტაურები მიდიიიიის, იმისდედავატირე biggrin.gif მაგალითად:

კენტი ეუბნება ოსვალდს, "გაიძერ ხმალი მეთქი, შე ყურუმსაღო..." და მოგვიანებით "ამოიღე ხმალი, შე ვირ-ეშმაკავ, თორემ სულ სუკებს ამოგათლი!" biggrin.gif

(თუ სურვილი იქნება, გაგრძელებაც იქნება...)

Posted by: Johnnie Walker 18 Apr 2008, 21:57
gabarzgaleba
lol.gif lol.gif კაი იყო, მაიტა მარგალიტები კიდევ, თუ გახსოვს.


Posted by: damkveTi 18 Apr 2008, 22:11
QUOTE (Johnnie Walker @ 18 Apr 2008, 21:10 )
ისე, ლავრენტი არდაზიანის ჰამლეტი თუ წაგიკითხავთ ვინმეს....?

გადმოცემით ვიცი, რომ არის იქ ეგეთი ტექსტები, დაახლოებით:

ჰამლეტი - კლავდიუსს: "რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?" biggrin.gif


ეგ ფრაზა არ მაგონდება, არდაზიანისაა ვითომ?
ეგეთები და კიდე უფრო საყვარლობები დანიელ ჭონქაძის თარგმანში მახსოვს, მაგალითად:

იყოს კაცი, არ იყოს კაცი, აი ვაპროსი...

მამიჩემის გრობს მიასვენებდნენ...

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 22:13
Johnnie Walker
QUOTE
  კაი იყო, მაიტა მარგალიტები კიდევ, თუ გახსოვს.


ხუმარა ამბობს ერთგან (სუფთა გრიშკა ორბელიანის მუხამბაზია) "ბედი სწორედ უნამუსო ქალია,/ ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია..." მერე გლოსტერი შემოდის და დედისფათახს ახურავს სუყველას biggrin.gif კიდე ერთი: კორნუოლი ამბობს: "გა და გაერთხე დედამიწას, მურტალო ლორწო!/ შენ აღარ გქონდეს ბრკიალება ჩვეულებრივი." ამ სიტყვებშიც არის რაღაც: "შტო, რომელიცა მოსწყდეს თავის მშობელსა ხესა,/ დაჭკნეს და გახმეს, ჯოჯოხეთის ცეცხლს შეეკეთოს." biggrin.gif

damkveTi
QUOTE
იყოს კაცი, არ იყოს კაცი, აი ვაპროსი...


ხურამს, მე ვიყო ხამსა biggrin.gif

Posted by: karlsoni 18 Apr 2008, 22:19
ლერი ალიმონაკი არ გამოტოვოთ. მე ჩინურს ვერ ვისწავლი და ორიგინალს ვერ შევადარებ. მაგრამ წიგნი რომ მაგარია ფაქტია. smile.gif
ეტყობა რომ დიდხანს იშრომა.

Posted by: damkveTi 18 Apr 2008, 22:20
QUOTE (karlsoni @ 18 Apr 2008, 22:19 )
ლერი ალიმონაკი არ გამოტოვოთ. მე ჩინურს ვერ ვისწავლი და ორიგინალს ვერ შევადარებ. მაგრამ წიგნი რომ მაგარია ფაქტია. smile.gif

გარწმუნებ, თავის თარგმანებს ვერც ალიმონაკი შეადარებს ჩინურ ორიგინალს.

და ჩინურიდანაც იმდენი არაფერი უთარგმნია, დიდხანს შრომა დასჭირვებოდა.
ეტყობა, "უპანიშადებს" გულისხმობ, ოღონდ სანსკრიტზეა ეგა (უფრო სწორად, უმეტესი ნაწილია სანსკრიტზე), თუმცა ვერც მაგ თარგმანს შეადარებდა ორიგინალს.

Posted by: gabarzgaleba 18 Apr 2008, 22:25
QUOTE
ლერი ალიმონაკი არ გამოტოვოთ. მე ჩინურს ვერ ვისწავლი და ორიგინალს ვერ შევადარებ. მაგრამ წიგნი რომ მაგარია ფაქტია.

გარწმუნებ, თავის თარგმანებს ვერც ალიმონაკი შეადარებს ჩინურ ორიგინალს.


ალიმონაკს ლაო ძი ისე აქვ თარგმნილი, კაცი იფიქრებ ტერენტი გრანელი გადმოაქართულა მეგრულიდან biggrin.gif

Posted by: BEKO 18 Apr 2008, 22:27
inana

პოსტავ, ე.ი.ცოცხალი ხარ, ეგეც შვებაა 2kiss.gif

არიან კარგი მთარგმნელები, ძალიან კარგი მთარგმნელებიც არიან, მაგრამ - "გენიალური" მარტო დათო წერედიანისთვის მემეტება biggrin.gif

ჰოდა, კიდევ ისა, შინაურ მღვდლებს შენდობა არაა აქვთ! givi.gif

Posted by: karlsoni 18 Apr 2008, 22:32
gabarzgaleba
QUOTE
ალიმონაკს ლაო ძი ისე აქვ თარგმნილი, კაცი იფიქრებ ტერენტი გრანელი გადმოაქართულა მეგრულიდან biggrin.gif

მაგაზე ვამბობდი.
რატომ არ მოგწონს?
რამდენიმე შემხვედრია ინეტში რუსულად და ინგლისურად.
ჩემი აზრით არ დაიწუნება.

Posted by: strixnina 18 Apr 2008, 22:32
QUOTE (BEKO @ 18 Apr 2008, 22:27 )
inana

პოსტავ, ე.ი.ცოცხალი ხარ, ეგეც შვებაა 2kiss.gif

არიან კარგი მთარგმნელები, ძალიან კარგი მთარგმნელებიც არიან, მაგრამ - "გენიალური" მარტო დათო წერედიანისთვის მემეტება biggrin.gif

ჰოდა, კიდევ ისა, შინაურ მღვდლებს შენდობა არაა აქვთ! givi.gif

მორჩა ეგ კაცი "ფაუსტს" ბოლო-ბოლო? რაც ნაგლეჯები წავიკითხე ქაი ნათარგმნი იყო.

Posted by: BEKO 18 Apr 2008, 22:38
strixnina


"ფაუსტს" აქნობამდის არ უმართლებდა ქართულად, რას გაიგებ, შეიზლება მორჩა კიდეც!

"ფრანსუა ვარ, ესეც ისე
მაწევს, როგორც, განაჩენი...
ეუწყება მალე კისერს
რას იწონის გავა ჩემი...."

Posted by: strixnina 18 Apr 2008, 22:39
QUOTE (karlsoni @ 18 Apr 2008, 22:32 )
gabarzgaleba
QUOTE
ალიმონაკს ლაო ძი ისე აქვ თარგმნილი, კაცი იფიქრებ ტერენტი გრანელი გადმოაქართულა მეგრულიდან biggrin.gif

მაგაზე ვამბობდი.
რატომ არ მოგწონს?
რამდენიმე შემხვედრია ინეტში რუსულად და ინგლისურად.
ჩემი აზრით არ დაიწუნება.

არ დაიწუნების gigi.gif ნამდვილათ! lol.gif
* * *
QUOTE (BEKO @ 18 Apr 2008, 22:38 )
strixnina


"ფაუსტს" აქნობამდის არ უმართლებდა ქართულად, რას გაიგებ, შეიზლება მორჩა კიდეც!

"ფრანსუა ვარ, ესეც ისე
მაწევს, როგორც, განაჩენი...
ეუწყება მალე კისერს
რას იწონის გავა  ჩემი...."

მე ეს უფრო მამწონს:

"მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი,
ჩემი მზე მალე ჩავა.
ხვალე შეიტყობს კისერი
რასაც იწონის გავა." gigi.gif

ვინ თარგმნა? ლებანიძე შტო ლი?

Posted by: Antigone 18 Apr 2008, 22:45
BEKO
შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია
ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთია

cry.gif

Posted by: xachapuridze 18 Apr 2008, 22:45
აბაბდურა-დაბდურა
აძვრა სახლის თავსაო.
ის რომ ჩამოდაბდურდა,
შენს მტერსა და ავსაო.
მეფის მთელი მხედრობა,
მთელი ლაშქარ-უშქარი
ვეღარ აკრიფავსაო.
(უკაცრავად, მგონი ერთი ტაეპი აკლია)

ინგლისური ხალხური საბავშვო პოეზია
დ. წერედიანი

Posted by: BEKO 18 Apr 2008, 22:53
Antigone

მოვფრინავ ბატონო, მოვფრინავ...
სკაიპი ჩართე მარტო 2kiss.gif


xachapuridze

"ნალს დააკლდა ლურსმანი
ერთადერთი ცალი,
ლურსმანი რომ დააკლდა
ცხენს ავარდა ნალი.
ვერ ატარა მხედარი
ლაშქარს მიმავალი"

"ეს ცალად აგდია პატარა ჩექმა
დიდ სახლში, რომელიც ააგო ჯეკმა" და ა. შ....

"არილში" იყო ოდესღაც ეს პუბლიკაცია, ჯერ კიდევ მაშინ, "არილი" გაზეთი რომ იყო. ბარძგალ, ხომ არ მოგეპოვება?





Posted by: zen 18 Apr 2008, 22:53
ქართული თარგმანი რაღაც ვერ დავამუღამე ბავშვობიდან... biggrin.gif რუსულში ვიყავი ჩამჯდარი...
მარა ახლა ვცდილობ უფრო დაკვირვებით ვიკითხო. biggrin.gif

Posted by: Solveig 18 Apr 2008, 23:14
xachapuridze

QUOTE
აბა ის საიდანღაა, კოროლო, შე მერზავეცო!


ეგაა, ეგ biggrin.gif

ფრაზები ძველი "ჰამლეტიდან"..

აჰა ორი პატრეთი!

(კაი ხანი დამჭირდა, მივმხვდარიყავი, რომ პატრეთი არის პორტრეტი).

ამ პლაშჩს იცნობთ თქვენა?

(ეგ ფრაზა დღემდე მოიპოვება ჩემი და ჩემი ძმის სასაუბრო ფრაზებს შორის biggrin.gif)

არ გაუცვეთია ბაშმაკები, რომლითაც მისდევდა ქმრის კუბოსა!

კოროლო მერზავეცო, დამიბრუნე მამაჩემი!

ისე, ჰამლეტში ერთი ფრაზაა მაგარი (თუმცა, რომელი არაა, მაგრამ ამ წუთში ეს მომაგონდა...) მამინაცვალი რომ ჰამლეტს ეკითხება-პოლონიუსი სადააო (პოლონიუსი უკვე მკვდარია) და ჰამლეტი პასუხობს: "ვახშმად არის, მაგრამ თვითონ კი არ სჭამს, მას სჭამენ, პოლიტიკოსი მატლები შემოსხდომიან"..


QUOTE
"გენიალური" მარტო დათო წერედიანისთვის მემეტება


"ფაუსტი" ჯორჯანელის ნათარგმნი უფრო მომწონს... წერედიანისეული ვიიონი კი ძააალიან მაგარია.

QUOTE
"მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი,
ჩემი მზე მალე ჩავა.
ხვალე შეიტყობს კისერი
რასაც იწონის გავა."

ჰაჰ biggrin.gif გუშინწინ გამახსენდა ეგ ლექსი სწორედ biggrin.gif

Posted by: karlsoni 18 Apr 2008, 23:16
strixnina
QUOTE
არ დაიწუნების gigi.gif ნამდვილათ! lol.gif

მხრებისაჩეჩვისსმაილიკი.

Posted by: kanonika 19 Apr 2008, 00:44
gabarzgaleba
თემა მაგარია და დეფიციტური, მაგრამ მგონი დასაწყისშივე დაპოსტილმა ოხუნჯობებმა განაპირობა ის ღლაბუცი, რასაც მთელი ონლაინ ლიტერატურის კორიფეები აყვნენ.

მე მართლა მაინტერესებს ტუ არსებობს თანამედროვე თარგმანების შედარება ორიგინალთან, კი წავიკითხე, რომ ზოგიერთებს წაკითხული აქვს დედანიც და თარგმანიც, მაგრამ როგორც ვენდო მათ შეფასებას? ისიც ვიცი, რომ ზოგი თარგმანIს გაიჭრება ხოლმე და დედნს შორდება.

ხო, მთარგმენლებში კიდევ მგონი სულხან-საბა დაგავიწყდა

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2008, 01:16
kanonika
QUOTE
მე მართლა მაინტერესებს ტუ არსებობს თანამედროვე თარგმანების შედარება ორიგინალთან, კი წავიკითხე, რომ ზოგიერთებს წაკითხული აქვს დედანიც და თარგმანიც, მაგრამ როგორც ვენდო მათ შეფასებას? ისიც ვიცი, რომ ზოგი თარგმანIს გაიჭრება ხოლმე და დედნს შორდება.


მაგალითად ჯემალის ებრაული პოეზია სუ გაჭრაა...

QUOTE
ხო, მთარგმენლებში კიდევ მგონი სულხან-საბა დაგავიწყდა


არ დამვიწყნია, სადღაც ვახსენე, ვახტანგი და საბა-თქვა

QUOTE
ეფრემ მცირე, მთაწმინდელები, სარგის თმოგველი, ვახტანგი და საბა,


xachapuridze
QUOTE
აბაბდურა-დაბდურა
აძვრა სახლის თავსაო.
ის რომ ჩამოდაბდურდა,
შენს მტერსა და ავსაო.
მეფის მთელი მხედრობა,
მთელი ლაშქარ-უშქარი
ვეღარ აკრიფავსაო.
(უკაცრავად, მგონი ერთი ტაეპი აკლია)

ინგლისური ხალხური საბავშვო პოეზია
დ. წერედიანი


ჰამპთი დამფთი სეთ ონავოლ, ჰამფთი დამფთი ჰედა გრეით ფოლლ biggrin.gif ეგ ლექსია?

Posted by: kanonika 19 Apr 2008, 01:35
QUOTE
ჰამპთი დამფთი სეთ ონავოლ, ჰამფთი დამფთი ჰედა გრეით ფოლლ  ეგ ლექსია?
Fოლთ დაუნ Fრომ ე ვოლ
ოლ ზი ქინგს ჰორსიზ ენდ ოლ ზი ქინგს მენ, ქენ'თ დუ ჰამთი-დამფთი თუგეზე ეგეინ


ჰამფთი მე მთელი ცხოვრება კვერცხის გული მეგონა?

QUOTE
მაგალითად ჯემალის ებრაული პოეზია სუ გაჭრაა...


ამენ და ამენ

QUOTE
ვახტანგი და საბა-თქვა

ბოდიში,
ხო, ვიცი ხოლმე ზერელედ თვალის გადავლება

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2008, 01:56
kanonika
QUOTE
ჰამპთი დამფთი სეთ ონავოლ, ჰამფთი დამფთი ჰედა გრეით ფოლლ  ეგ ლექსია?

Fოლთ დაუნ Fრომ ე ვოლ
ოლ ზი ქინგს ჰორსიზ ენდ ოლ ზი ქინგს მენ, ქენ'თ დუ ჰამთი-დამფთი თუგეზე ეგეინ


მაგის ყველაზე ზუსტი ქართული თარგმანია, ჰამპტიტაპიტი, დუმპტიტაპიტი, დუმ ტაუ ტაუ დიმპიტაპიტი, ტაური ტაური დუმპიტაპიტი biggrin.gif

Posted by: kanonika 19 Apr 2008, 02:05
QUOTE
მაგის ყველაზე ზუსტი ქართული თარგმანია

biggrin.gif

ბწკარედი და შედარება ვინ გააკეთა?

Posted by: gabarzgaleba 19 Apr 2008, 02:14
kanonika
QUOTE
მაგის ყველაზე ზუსტი ქართული თარგმანია

ბწკარედი და შედარება ვინ გააკეთა?


რეზო გაბრიაძემ და გია ყანჩელმა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: xachapuridze 19 Apr 2008, 14:06
ძალიან რთული საქმეა თარგმნა. დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა თარგმნის. მოეწონებათ რამე, დაეტაკებიან და თარგმნიან. ჰგონიათ, შევძლებთ, უცხო ენა ვიცითო - ადვილ საქმედ ეჩვენებათ. აქ პოეტურ თარგმანზედ არ მოგახსენებთ, ეგ სულ სხვა თემაა. მთავარია, ქართული იცოდნენ ღრმად. არადა, მოვა ახალგაზრდა და ვეკითხები, რომელი ქართველი მწერალი გიყვარს? პირს აღებს - არ წაუკითხავს - პირდაპირ თარგმნით იწყებს. გასულ ზაფხულს ვახუშტი კოტეტიშვილმა დიდი საქმე გააკეთა - მასტერკლასი ჩაუტარა ახალგაზრდა მთარგმნელებს. მერე კრებულიც გამოუშვეს ვახუშტის წინასიტყვაობით. სწორედ ამ წინასიტყვაობაში წერია, რა უნდა იცოდეს მთარგმნელმა - ძალიან ბევრი რამ, განსაკუთრებით იმ ქვეყნის და იმ დროის რეალიები, ისა, ესა...
თან, რაც მთავარია, ნიჭი უნდა ჰქონდეს.

Posted by: karlsoni 19 Apr 2008, 14:12
gabarzgaleba
QUOTE
აბაბდურა-დაბდურა
აძვრა სახლის თავსაო.
ის რომ ჩამოდაბდურდა,
შენს მტერსა და ავსაო.
მეფის მთელი მხედრობა,
მთელი ლაშქარ-უშქარი
ვეღარ აკრიფავსაო. (უკაცრავად, მგონი ერთი ტაეპი აკლია)



ჯაბა-ჯუბა, კვერცხის ჯუჯა
სახურავზე იჯდა,
ჯაბა-ჯუბა ჩამოვარდა
ნამსხვრევებად იქცა,
შემოგროვდა მხედრიონი,
მეფის მთელი ხალხი
ვერ ააწყვეს ჯაბა-ჯუბა
და ჩაიცვეს თალხი.

ეს უფრო რეალისტურია. biggrin.gif

Posted by: xachapuridze 19 Apr 2008, 14:19
უკაცრავად, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში რეალისტური?

Posted by: karlsoni 19 Apr 2008, 14:27
xachapuridze
QUOTE
უკაცრავად, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში რეალისტური?

მონივთიერების სტადიის დასაწყისს. yes.gif

Posted by: tikoroma 19 Apr 2008, 16:31
მე ვერ ვისაუბრებ თარგმნის ხარისხზე ობიექტურად, მით უმეტეს ქართველი მწერლების გარდა დედანში არაფერი წამიკითხავს ბაირონის და შელის იმ ლექსების გარდა სკოლის პროგრამებში რომ იყო შეტანილი, მაგრამ ჩემი ინგლისურით რა აზრს გამოვიტანდი.
თუ წიგნი მომეწონა, ე.ი. თარგმანიც კარგია. დიდ პატივს ვცემ მათ შრომას. ძალიან ძნელია შენს ენაზე გადმოტანა კარგი ნაწარმოების.

Posted by: inana 19 Apr 2008, 16:58
gabarzgaleba
იცი, კიდე რა მიყვარს? გიორგი ლობჟანიძის სოჰრაბ სეფეჰრი, სხვათა შორის, სწორედ ,,არილში" წავიკითხე პირველად.

Posted by: Solveig 21 Apr 2008, 16:51
QUOTE
ეს ცალად აგდია პატარა ჩექმა
დიდ სახლში, რომელიც ააგო ჯეკმა


აუ ეგ მაგარია biggrin.gif

და ბოლოს მამალი, მამალთა მჯობი,
რომელმაც დაცეცხლა პასტორი ტობი,
რომელმაც სასტიკად შერისხა შვილი,
რომელმაც გაწეწა გოგონა დილით,
რომელმაც გაწკეპლა პატარა კატა,
რომელმაც თაგუნას შესანსვლა სცადა,
რომელმაც კაკლით გაავსო ჩექმა,
დიდ სახლში, რომელიც ააგო ჯეკმა

biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Apr 2008, 18:40
QUOTE
და ბოლოს მამალი, მამალთა მჯობი,
რომელმაც დაცეცხლა პასტორი ტობი,
რომელმაც სასტიკად შერისხა შვილი,
რომელმაც გაწეწა გოგონა დილით,
რომელმაც გაწკეპლა პატარა კატა,
რომელმაც თაგუნას შესანსვლა სცადა,
რომელმაც კაკლით გაავსო ჩექმა,
დიდ სახლში, რომელიც ააგო ჯეკმა

გამომრჩა..

გაწეწილი გოგონას მერე უნდა იყოს:

რომელმაც გაცოცხა ფურდედო ჩვენი
რომელმაც მურია გააგდო რქენით,
რომელმაც დაკბინა პატარა კატა,
რომელმაც თაგუნას და ა.შ.

Posted by: BEKO 22 Apr 2008, 19:06
Solveig

ხომ არა გაქვს ეგ ლექსები?

გაზეთის გვედი მქონდა შენახული, და მიმეკარგა.

მანდ ერთი მომწონდა კიდევ:


ნალს დააკლდა ლურსმანი
ერთადერთი ცალი
ლურსმანი რომ დააკლდა,
ცხენს ავარდა ნალი...


Posted by: nakash 22 Apr 2008, 20:25
გამაფუჭეს ბოვშობიდან და ყველაფერს რუსულ თარგმანებში ვკითხულობდი boli.gif... ქართული თარგმანებისადმი უნდობლობა განს. მას შემდეგ გამიცხოველდა, როდესაც პირველ კლასში სწავლისას აღმოვაჩინე, რომ რუსულ "საიდუმლო კუნძულში" გაცილებით მეტი თავები იყო ვიდრე ქართულში biggrin.gif...
ქართულებიდან რაც მახსოვს დალი ფანჯიკიძის ნათარგმნი თომას მანი მომეწონა (ბუდენბროკები და ჯადოსნური მთა)... და გვასალიას ნათარგმნ გარსია მარკესსაც არა უშავდა (ყოველ შემთხვევაში რუსულ ვერსიაზე მაგრა "წაიღო" biggrin.gif)...
ბავშობიდან მგონი ჯაველიძის ნათარგმნია(?) შერლოკ ჰოლმსი მითბობს გულს კიდე smile.gif... თუმცა რიგი საკუთარი სახელების პრონონსი ღრმა ეჭვს მიტოვებს რომ ბატონი მთარგმნელი რუსულ გამოცემებში უფრო ხშირად იჭვრიტებოდა, ვიდრე ორიგინალში...
ახალ თარგმანებს აღარ ვიცნობ sad.gif... ანგლიჩნურებს ორიღინალში ვეპოტინები.. და ესპანო/გერმანულებს კიდე... თუმცა ეხლა ცხვირი გამეზრდება.. სადღაა წიგნების დრო და თავი ბლინ user.gif

უი ხო ედგარ პო ვინც თარგმნა (15 მოთხრობა თუ რაცხა ჯანდაბა, ქერო ცისფერი წიგნია) იმან არ გეიხარა თავის ოჯახში ... ზუსტად 5 წელი ვკითხულობდი ერთ მოთხრობას - ლიგეას და დღემდე არ მეცოდინებოდა რაზეა მერე 5 წუთში რომ არ ჩამერაკრაკებინა რუსულად biggrin.gif

პოეზიაზე ია პასს... ლებანიძის ნათარგმნი "კაცი ვარ და ქუდი მხურავს" ის მეტი თუ რამე წამეკითხოს უოღრაში ვიყო biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Apr 2008, 20:40
BEKO
QUOTE
ხომ არა გაქვს ეგ ლექსები?

არა... sad.gif(
დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ეგ გაზეთი ვნახე საჯაროში-სხვა რაღაცას ვეძებდი და ვიჩხრიკებოდი ძველ გაზეთებში biggrin.gif ისე მომეწონა, ზეპირად დამამახსოვრდა...ხო, კიდევ Metallica-ს აქვს სიმღერა House Jack built და ალბათ მაგიტომაც მივაქციე ყურადღება მაგ ლექსს ყველაზე მეტად...

გუშინ გამახსენდა ეგ ლექსი...დღეს დილით კიდევ გამახსენდა-მატარებელში ვიჯექი და დაღლილობისგან ვთვლემდი...კირხეს დანახვაზე პასტორი გამახსენდა, პასტორზე-ეგ ლექსი და უცებ ამომიტივტივდა გონებაში, რომ სტრიქონები დავაკელი ციტატას.............ჩამოვედი და ჩავამატე biggrin.gif

ვგიჟდები მგონი biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 22 Apr 2008, 20:47
nakash
QUOTE
და გვასალიას ნათარგმნ გარსია მარკესსაც არა უშავდა


უსუსტესი თარგმანი, მე ვიყო სკუმბრია. ეგეთი სუსტი მის მიერ მომზადებული სვეტსკი ნიუსები არ იყო, პირველ არხზე რო მიჰყავდა კვირაში ერთხელ. ნუ მაიძულებ რო ციტატები დავყარო biggrin.gif (როცა ელზა ახვლედიანის მარკესი არსებობს (არც ეგაა შედევრი, მარა მაინც) რადროის გვასალიაა biggrin.gif)

QUOTE
ბავშობიდან მგონი ჯაველიძის ნათარგმნია(?) შერლოკ ჰოლმსი მითბობს გულს კიდე


ელგუჯა მაღრაძე იგულისხმე ალბათ smile.gif

QUOTE
თუმცა რიგი საკუთარი სახელების პრონონსი ღრმა ეჭვს მიტოვებს რომ ბატონი მთარგმნელი რუსულ გამოცემებში უფრო ხშირად იჭვრიტებოდა, ვიდრე ორიგინალში...


yes.gif ტომას მელორის მეფე არტურის ზეობის ამბავიც მოჰქექე, იქნებ მანდაც ნახო რუსული ჭვრიტინი biggrin.gif

QUOTE
უი ხო ედგარ პო ვინც თარგმნა (15 მოთხრობა თუ რაცხა ჯანდაბა, ქერო ცისფერი წიგნია) იმან არ გეიხარა თავის ოჯახში


ზაურ კილაძე biggrin.gif შენ ფოლკნერი უნდა ნახო როგორი ნათარგმნია biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Apr 2008, 21:10
gabarzgaleba
QUOTE
უსუსტესი თარგმანი, მე ვიყო სკუმბრია

რა ვიცი,მაგალითად ოტერო სილვა მომეწონა...რუსულს ბევრად სჯობდა, ჩამი აზრით...მაგრამ დონია კონსუელოს ლოცვები ამოღებული იყო. კაცმა რომ თქვას, არც არაფერს მატებს ნაწარმოებს ეგ ლოცვები...

Posted by: nakash 22 Apr 2008, 22:44
gabarzgaleba
QUOTE
ბავშობიდან მგონი ჯაველიძის ნათარგმნია(?) შერლოკ ჰოლმსი მითბობს გულს კიდე
ელგუჯა მაღრაძე იგულისხმე ალბათ

ვო ვო გოვორიუ "ლენინ" პოდრაზუმევაიუ "პარტია".. სწორედ მაღრაძე biggrin.gif
ისე კიდევ ტყემალზე გამახსენდა და სულ მიკვირდა Le Morte d'Arthur რატომ გადაიქცა არტურიკას ზეობად spy.gif...
წარმოდგენაც კი მეშინია რას დაემსგავსებოდა "სიკვდილი ვენეციაში" biggrin.gif
QUOTE
ზაურ კილაძე  შენ ფოლკნერი უნდა ნახო როგორი ნათარგმნია

უიჰ ხმაური და მძვინვარებაც მაგის კალამს ეკუთვნისა? ტო-ტო ია დუმაიუ გდე ია ეტუ მორდუ ვიდელ rolleyes.gif
QUOTE
უსუსტესი თარგმანი, მე ვიყო სკუმბრია

რევიც რევიც... მე კი მომეწონა თავის დროზე და ეხლა ვერაფერს ვიტყვი... უბრალოდ ქართული უხდება ტიპა ლათინურამერიკულ პროზას... ისე კიდე გვასალია კი არა მაგ დროს მე რა მერქვა ის აღარ მახსოვს ....

ხო სტუდენტობისას ჭუმბურიძის ნათარგმნი მექანიკური ფორთოხალი მომეწონა.. თუმცა არ ვიცი ეხლა რო წავიკითხო ისევ ისე მომეწონება თუ არა... მაგრამ ერთი რამ ფაქტია - რუსულ თარგმანზე ბანძი და უაზრო "აპელსინი" არ არსებობს... smile.gif სულ იკარგება რუსულენოვანი ფუტურისტული სლენგის მუღამი ... აი ქართულს კი მოუხდა...აქაური სლენგიც ხო რუსულის ბაზაზეა

ისე ნელ ნელა მახსენდება რაღაც რაღაცეები მქონია წანაკითხი კიდევ ქართულად...

აგერ ფოლკნერიო.. იქით ჰემინგუეი უქლიბესი farewell ით... კიდე ბავშობაში სერვანტესი.... უი ხო მობი დიკსაც მშობლიურ ენაზე ვეზიარე და დიდი სურვილი მაქვს ორიგინალში წავიკითხო მაგრამ კვლავ უდროობის ა ტოჩნეე "სადღააა მაგისი ნერვების" პრობლემა user.gif..

Posted by: Potida 23 Apr 2008, 12:46
რა კარგი თემაა smile.gif

ერთი რამე არ მიყვარს ოღონდ, როდესაც მთარგმნელის სტილი "სძალავს" ყველა ავტორთან. აკრიანთან ეს ვიგრძენი ბოლო დროს. ერთი ფრანგი მანდილოსნის ავტობიოგრაფიის თარგმანში (სახელი არ მახსოვს, "სანტა ესპერანსაში" კი შემხვდა ამას წინათ და მთარგმნელის ხათრით შემომეყიდა). კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ქალად გადაცმული აკრიანი ყვებოდა სამამულო ომამდელ ანდებში ცხოვრების ამბავს. biggrin.gif

ჰო, ჰო, მეტრიე იყო ის ქალბატონი. ვააა, ეს მალაძიოჟნი სკლეროზი. smile.gif

Posted by: Solveig 23 Apr 2008, 15:50
QUOTE
ლებანიძის ნათარგმნი "კაცი ვარ და ქუდი მხურავს" ის მეტი თუ რამე წამეკითხოს



მე აი, ეს მიყვარს ბერნსის თარგმანებიდან:

Scots, wha hae wi' Wallace bled,
Scots, wham Bruce has aften led,
Welcome to your gory bed,
Or to victorie.
Now's the day, and now's the hour;
See the front of battle lour;
See approach proud Edward's power -
Chains and slaverie!

Wha will be a traitor's knave?
Wha can fill a coward's grave?
Wha's sae base as be a slave?
Let him turn and flee!

Wha for Scotland's King and Law,
Freedom's sword will strongly draw,
Free-man stand, or free-man fa'?
Let him follow me!

By oppression's woes and pains!
By your sons in servile chains!
We will drain our dearest veins,
But they shall be free!

Lay the proud usurpers low!
Tyrants fall in every foe!
Liberty's in every blow!
Let us do, or die!


ბრუსი მიმართავს სკოტლენდის ლაშქარს

თქვენ, ვინც ჰქროდით ქარდაქარ,
ბრძოდით ბრუსის მხარდამხარ,
ვინც საკვდავად მზად ხართ,-
დღეს სიკვდილის დროა!

ელავს მზეში ჩაჩქანი,
კარზე გვადგას ლაშქარი,
მოჰყავს ედვარდს ლაშქარი,-
ბორკილები მოაქვს!

მაშ ვინც ფიქრობს, დაგვტოვოს,
იარაღი დაყაროს,
ლაჩრად ქედი წახაროს,-
მოსახდენი მოხდეს!
მწყობრში დარჩეს ვაჟკაცი,
ვისაც ხმლების კაშკაშში
ურჩევნია კაცურად
სამშობლოსთვის მოკვდეს!

წინ! მახვილი ვაწივლოთ!
მიწას სისხლი ვაწვიმოთ!
ბორკილები ვაცილოთ
ძმანო, შვილთა ჩვენთა!

წინ! დავამხოთ ტირანი!
წინ! დიდება წინ არი!
ან სიცოცხლე ბრწყინვალე,
ან სიკვდილი ერთად!

Posted by: xachapuridze 23 Apr 2008, 20:43
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს " თამარ ერისთავის ნათარგმნია.

Posted by: gabarzgaleba 23 Apr 2008, 20:50
xachapuridze
QUOTE
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს " თამარ ერისთავის ნათარგმნია.


თამარ ერისთავის ტარგნილი რამდენიმე აპოლინერი მომეწონა მახსოვს 1992-ში გამოდიოდა ერთი პატარა მთარგმნელობითი გაზეთი, ირაო, შენახული მაქვს, იქ იყო დაბეჭდილი, მერე არც არსად მინახავს smile.gif

Posted by: nakash 23 Apr 2008, 21:26
QUOTE
კაცი ვარ და ქუდი მხურავს " თამარ ერისთავის ნათარგმნია

მოკლედ ვერც ერთს ვერ გავარტყი... ნამდვილად ეკლერი მაქვს...სახელებიც კი მავიწყდება user.gif

Posted by: BAUSHKE_ 23 Apr 2008, 23:50
ეკლერი sad.gif

____________________________

Posted by: nakash 24 Apr 2008, 00:27
BAUSHKE_
ნუ ხო ვთქვი სახელები მავიწყდება მეთქი.. აბა მაგას რა ქვია? აი რო გავიწყდება...
და რაზე ვლაპარაკობდით??? spy.gif



Posted by: BAUSHKE_ 24 Apr 2008, 02:17
nakash

არ ვიცი. ეკლერი მაქვს... biggrin.gif

ისე ერთი ჩემი ჯგუფელი თარგმნიდა აპოლინერს ისე ლამაზად...
ნეტა სად მაქვს ის რვეული, სიამოვნებით გამოვაქვეყნებდი თუნდაც
ფორუმზე და რაც მთავარია ნებართვის გარეშე smile.gif ეხლა ამას რომ
ვწერ ესეც რაღაცად მიმაჩნია



Posted by: Potida 24 Apr 2008, 14:15
გარგანტუა და პანტაგრუელი უკვე ახსენეთ, ხომ?

Posted by: LKLK 24 Apr 2008, 17:01
xachapuridze
QUOTE
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს " თამარ ერისთავის ნათარგმნია.

იმედი მქონდა ამ ქალს მაინც ახსენებდა ვინმე. ბერნსი მართლა ღირსეულად თარგმნა, გასაღები მოუძებნა.
ისე კი ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ მესმოდა რუსული თარგმანები გაცილებით უკეთ ვიდრე მშობლიურ ენაზე ნათარგმნი უცხოური ლიტერატურა. ერთადერთი რაზეც არ დავიტანჯე და დიდი სიამოვნებაც მივიღე ტომ სოიერი იყო. ნაცრისფერი მაგარყდიანი წიგნი. ვინ თარგმნა ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: gabarzgaleba 24 Apr 2008, 17:11
LKLK
QUOTE
ისე კი ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ მესმოდა რუსული თარგმანები გაცილებით უკეთ ვიდრე მშობლიურ ენაზე ნათარგმნი უცხოური ლიტერატურა.


ეხლა ხვდები? იქნებ გაგვიზიარო. იმიტო რო მე ჩემი მოსაზრებები მაქვს მაგის თაობაზე და უბრალოდ მაინტერესებს.

Posted by: LKLK 24 Apr 2008, 17:35
gabarzgaleba
QUOTE
ეხლა ხვდები?

ეხლა ქართულ თარგმანებს აღარც ვკითხულობ. რუსულიც ზოგი ისეთია...... ჰმმმმმ. მწარედ მახსოვს ქართულად თარგმნილი "აბესალომ, აბესალომ", ჩემთვის დაულაშქრავ სიმაღლედ დარჩა არაერთი მცდელობის მიუხედავად.
ისე პრინციპში რუსულ ენაზე იაღლიშები შეიძლება გაცილებით ნაკლებად მოგხვდეს თვალში, მშობლიურზე ანალოგიური უფრო მძაფრად აღიქმევა.

Posted by: Solveig 24 Apr 2008, 18:07
QUOTE
ბერნსი მართლა ღირსეულად თარგმნა, გასაღები მოუძებნა


რა ვიცი, მე ლებანიძისეული თარგმანები მირჩევნია....

ლუდი ედუღა, ბიჭებო, ვილის,
ელან და რობინ ვეწვიეთ ამფსონს,
სამი ჩვენებრი წურბელა ლხინის
სკოტლენდის ცის ქვეშ, თქვით რომელს გახსოვთ..

ან კიდევ

ჯონ ანდერსონ, ჩემო ჯონ, ჩემო მეგობარო,
როცა ერთად სევუდექით წუთისოფლის მთას
გახსოვს შენი ქოჩორი,
გახსოვს-შავი ქოჩორი,
შენი შავი ქოჩორი
გავდა ყორნის ფრთას..

თამარ ერისთავის ნათარგმნი "ჯონ ანდერსონიც" კარგია, მაგრამ მე ეს მირჩევნია რატომღაც..

ქართული თარგმანი ყველაფერს მირჩევნია, თუ ის ცუდია, ძალიან მხვდება ხოლმე გულზე, მაგრამ აქ რომ გააკრიტიკეს ზოგიერთი, მე მომწონს..



Posted by: faustus 24 Apr 2008, 18:47
თამაზ ჩხენკელიც მაგარი მთარგმნელია, ვისაც პოეზია გიყვართ

Posted by: BAUSHKE_ 24 Apr 2008, 19:34

სახლში Folio bilingue-ის გამოცემული რამოდენიმე წიგნი მაქვს
ერთ გვერდზე ვთქვათ ფრანგულია, მეორეზე ესპანური ან ინგლისური.

ხოდა როცა ამ ორ ვერსიას ვაკვირდები, ერთი ენიდან მეორეზე სიტყვების რაოდენობაც ძალიან
ხშირად ემთხვევა ერთმანეთს და შინაარსიც ( ფრანგული და ესპანური რო გავს ვიცით ) მაქსიმალურად
დაცულია. მე მგონი, რუსულიც უფრო ადვილად გადადის ევროპულ ენებზე და პირიქით.
ქართულად ესეთი შედეგი ალბათ ძაან ძნელია. სისულელეს თუ ვამბობ მითხარით .


user.gif

Posted by: Potida 24 Apr 2008, 20:40
იქნებ პრობლემა ისაა, რომ ანალიტიკური ენა სინთეზურზე ძნელად გადმოდის და პირიქით.
სინთეზური სინთეზურზე კი ადვილად. ამიტომაა ბევრი თარგმანი რუსულიდან ქართულად კარგი.

Posted by: xachapuridze 24 Apr 2008, 20:44
სრულ სიმართლეს ამბობ. ეგენი მონათესავე ინდოევროპული ენებია და, ძალიან მიახლოებული ლექსიკის გარდა, მათ სინტაქსური წყობაც ერთნაირი აქვთ. ამიტომ თარგმნა, მათ შორის რუსულისაც, მათთვის უფრო ადვილია. ქართული კი განსხვავებულია ყველა თვალსაზრისით. ხშირად მთლიანად უნდა შეიცვალოს წინადადების წყობა, მიესადაგოს იდიომატური გამოთქმები და სხვა და სხვა. და თვითონ მწერლის ენა უნდა დაიჭირო, ისე კარგად უნდა იცოდე უცხო ენა. და მთარგმნელმა ის თუ მოახერხა, რომ სხვადასხვა მწერალი სხვადასხვა ენით თარგმნა, მაშინ ის ჭეშმარიტი მთარგმნელია.
მაგალითად, რუსულად წამიკითხავს ოთარ ჩხეიძის "ბორიაყი". ეს არის დიდოსტატის ნათარგმნი. შენარჩუნებული აქვს რომანის არათუ სული, არამედ გარკვეულად მწერლის სტილიც კი, რაც ოთარ ჩხეიძის შემთხვევაში სრულიად წარმოუდგენელია.
* * *
აღარ მახსოვდა მთარგმნელის ვინაობა და დავაზუსტე - ნოდარ თარხნიშვილი ყოფილა. ამჟამად ცოცხალი აღარ არის. ამასვე უთარგმნია რუსულად იოსებ გრიშაშვილის "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა". ესეც ბრწყინვალე თარგმანიაო, მითხრეს.

ლევან ბერძენიშვილმა ძველბერძნულიდან თარგმნა არისტოფანეს კომედიები. ძალიან კარგი თარგმანია. მე წაკითხული მაქვს "ბაყაყებისა და თაგვების ომი". გირჩევთ, ისიამოვნებთ.

Posted by: patriciia 25 Apr 2008, 00:11

QUOTE
მწარედ მახსოვს ქართულად თარგმნილი "აბესალომ, აბესალომ",

yes.gif yes.gif yes.gif ადრე რომანებს ერთდროულად სამ ენაზე ვკითხულობდი ხოლმე, ეგ წიგნიც ასე წავიკითხე და ქართული თარგმანი არ ვარგა.

Posted by: flying teapot 25 Apr 2008, 10:39
გამარჯობა ყველას. ამ თემაზე იმიტომ შემოვედი, რომ სიახლე მაქვს: ითარგმნა და მალე გამოიცემა ცნობილი ამერიკელი პოსტმოდერნიზმის, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და უცნაური მწერლის, პოლ ოსტერის ყველზე ცნობილი ნაშრომი "ნიუ-იორკული ტრილოგია" ქეთი ქანთარიამ თარგმნა და მოკრძალებით აღვნიშნავ, რომ რედაქტორი თავად გახლავართ

Posted by: inana 25 Apr 2008, 19:36
nakash
QUOTE
დალი ფანჯიკიძის ნათარგმნი თომას მანი მომეწონა (ბუდენბროკები და ჯადოსნური მთა)...

ოოო.. სტუდენტობისას მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამასწინათ გადავიკითხე ,,ჯადოსნური მთა" და ვაი ვაი, გამიჭირდა. რომ არა ის მარგალიტები, რომლებითაც სავსეა ეს წიგნი, ბოლომდე ვერ გავიდოდი.
* * *
QUOTE
გვასალიას ნათარგმნ გარსია მარკესსაც არა უშავდა

აბა რას ამბობ, რამდენიმე წლის წინ ინტერესის გულისთვის ჩავხედე, ვწუხვარ, მაგრამ, მოკლედ არც ეს მომეწონა. smile.gif

Posted by: Potida 25 Apr 2008, 22:35
გვასალიას ნათარგმნი მარკესი იყო სრული კოშმარი. ლიტერატურასთან მწყრალად მყოფი კაციც უნდა ხვდებოდეს ამას.

Posted by: nakash 26 Apr 2008, 00:51
inana
QUOTE
ოოო.. სტუდენტობისას მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ამასწინათ გადავიკითხე ,,ჯადოსნური მთა" და ვაი ვაი, გამიჭირდა. რომ არა ის მარგალიტები, რომლებითაც სავსეა ეს წიგნი, ბოლომდე ვერ გავიდოდი.

არ გეკამათები... მეც სტუდენტობისას მაქვს წაკითხული და სამწუხაროდ ორიგინალს ვერ შევადარებ ენის არცოდნის გამო sad.gif...

Potida
QUOTE
გვასალიას ნათარგმნი მარკესი იყო სრული კოშმარი. ლიტერატურასთან მწყრალად მყოფი კაციც უნდა ხვდებოდეს ამას.

რათა რათა ჰააა... აი რატომ მაინდამაინც პიროვნულად უნდა გადაუარო ადამიანს იმის გამო რომ რაღაცა მოეწონა? biggrin.gif... უბრალოდ გვასალიას თარგმანით წავიკითხე პირველად ე.წ. "ფოთოლცვენა" და "ერენდირას" მოთხრობების კრებული რომელიც როგორც ნაწარმოები ძალიან მომეწონა... ქართულად გარსია მარკესი გაცილებიდ კარგად "ჟღერს" ვიდრე რუსულად იმჰო... ესაა და ეს...
და შეგიძლია ამომიკრიფო კოშმარები? და შევადაროთ თუნდაც რუსულ თარგმანებს? სამწუხაროდ ესპანურად ნო პასარან biggrin.gif...

Posted by: jasmine 26 Apr 2008, 01:53
კარგი მთარგმნელის მიერ გაკეთებული თარგმანი ფაქტიურად ახალი ნაწარმოებია-

Posted by: inana 26 Apr 2008, 09:47
nakash
QUOTE
და შეგიძლია ამომიკრიფო კოშმარები? და შევადაროთ თუნდაც რუსულ თარგმანებს?

ჩემთვის არ მოგიმართავს, მართალია, მაგრამ, მაინც ვერ გავირჯებოდი ასე. დამიჯერე, შეიძლება ნაწარმოებები მოგეწონა, მაგრამ გვასალიამ ქართული, უბრალოდ, არ იცის. შესაძლოა, ესპანური კარგად იცოდეს.

Posted by: Solveig 26 Apr 2008, 12:56
nakash
QUOTE
გვასალიას თარგმანით წავიკითხე პირველად ე.წ. "ფოთოლცვენა" და "ერენდირას" მოთხრობების კრებული რომელიც როგორც ნაწარმოები ძალიან მომეწონა... ქართულად გარსია მარკესი გაცილებიდ კარგად "ჟღერს" ვიდრე რუსულად იმჰო...

აბსოლუტურა გეთანხმები მაგაში...
ზემოთ დავწერე ოტერო სილვაზეც.

inana
QUOTE
გვასალიამ ქართული, უბრალოდ, არ იცის

ბოდიში, მაგრამ მისი თარგმანების მიხედვით ამას ნამდვილად ვერ იტყვი. მარკესი საერთოდ, ძალიან სიტყვაუხვი მწერალია და ქართულის უცოდინარი ადამიანი უბრალოდ, ვერ თარგმნიდა მას..სიტყვების გეიზერს და უზარმაზარ წინადადებებს გადმოქართულება არ უნდა? კი ბატონო, ხანდახან ბარბარიზმები გაერევა ხოლმე (რულზე იჯდაო, მაგალითად..), მაგრამ ესეც იშვიათად.

ისე, მსგავსი ლაფსუსები სხვა მთარგმენლებისთვისაც შემიმჩნევია. მაგალითად: მალინის კარამელი (მალინი იმ წიგნში გოგოს ერქვა და ვერაფრით დავუკავშირე, რა შუაში იყო კარამელი, მერეღა მიხვდი, რომ ჟოლოს კარამელზე იყო ბაასი), ან კიდევ, ლივერის ძEხვი (ჰაინრიხ ბელის თარგმანი იყო, "როცა ომი დაიწყო")-გულღვიძლის ძEხვის ნაცვლად და ა.შ. ვახტანგ ჭელიძეს კიდევ დიალექტიზმები აქვს ხოლმე: "მოსულიყო აქა", "წასულიყო იქა", "ჩატიტკნილი" (საიდან მოიტანა ეგ სიტყვა...ფალსტაფის ეპითეტად იყენებს), თუმცა ამასთან ერთად იგივე ჭელიძეს ისეთი ოსტატური მიგნებებიც აქვს, რომ...რა ვიცი, ვპატიობ ხოლმე ასეთ ჩავარდნებს biggrin.gif

Posted by: inana 26 Apr 2008, 13:15
Solveig
QUOTE
ვპატიობ ხოლმე ასეთ ჩავარდნებს

მე კიდევ, არ ვპატიობ. smile.gif

Posted by: xachapuridze 26 Apr 2008, 15:23
რაც ვახტანგ ჭელიძეს შეეხება, ის ჩავარდნები არ არის. ძნელად მოიძებნებოდა იმისთანა მოქართულე და, საერთოდ, იმისთანა პიროვნება . აქ შეიძლება კამათი, რამდენად მიესადაგება ესა თუ ის ქართული სიტყვა. შეიძლება ძალიან "ღრმა" ქართული იყოს ინგლისურისათვის. რაც შეეხება სიტყვას "ვპატიობ", ეს ზმნის არასწორი ფორმაა. ყველა შემთხვევაში უნდა "ვაპატიებ" (ეს სხვათა შორის). ძალიან მიხარია, რომ ვხედავ აქ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ, ენას მოუარონ. აბა, თქვენ იცით.საქართველო თქვენს იმედზეა(ძალიან ბანალური ფრაზაა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით)! 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Potida 26 Apr 2008, 16:28
გვასალიას თარგმანთან დაკავშირებით:

სამწუხაროდ, წიგნი ვითხოვე და ისე წავიკითხე. ამჟამად ხელთ არ მაქვს, თორემ მერწმუნეთ, მაგალითების მოძიებას არ დაგზარდებოდით.
თარგმანის ხარისხის შესაფასებლად კი ტექსტის ორიგინალის ენის ფლობა აუცილებელი არაა smile.gif
გაუმართავი სინტაქსი, მწირი მორფოლოგია, სტილისტურად კოჭლი ტექსტი მაიძულებს ასე კატეგორიულად გამოვხატო ჩემი აზრი ამ კონკრეტულ თარგმანზე.
ვწუხვარ, თუ ვინმეს ვაწყენინე smile.gif

Posted by: სექსტეტი 27 Apr 2008, 18:56
Potida

QUOTE
მწირი მორფოლოგია


ა ეს რას ნიშნავს, ამიხსენით ვინმემ თქვენს გაზრდა-გახარებას...

Posted by: strixnina 27 Apr 2008, 19:01
QUOTE (სექსტეტი @ 27 Apr 2008, 18:56 )
Potida

QUOTE
მწირი მორფოლოგია


ა ეს რას ნიშნავს, ამიხსენით ვინმემ თქვენს გაზრდა-გახარებას...

რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ... biggrin.gif
:ლეოკვაჭაძე:

Posted by: Potida 27 Apr 2008, 19:16
ხომ, აშკარად უადგილოდ ვიხმარე სიტყვა smile.gif
სიტყვათა მარაგს ვგულისხმობდი. მოხარული ვარ, რომ სიამოვნება მოგანიჭეთ.

Posted by: Moreira 27 Apr 2008, 19:20
Potida
მე მიყვარს Potida, თავისი თარგმანებითურთ 2kiss.gif

Posted by: strixnina 27 Apr 2008, 19:23
QUOTE
ხომ, აშკარად უადგილოდ ვიხმარე სიტყვა
სიტყვათა მარაგს ვგულისხმობდი. მოხარული ვარ, რომ სიამოვნება მოგანიჭეთ.

აქ კიდევ ერთხელ მომანიჭე. კონკრეტულად სად არ ვიტყვი biggrin.gif

Posted by: Potida 27 Apr 2008, 19:24
strixnina

ორმაგად მიხარია smile.gif smile.gif

Posted by: Tiko-Tiko 28 Apr 2008, 16:51
LKLK
QUOTE
ერთადერთი რაზეც არ დავიტანჯე და დიდი სიამოვნებაც მივიღე ტომ სოიერი იყო. ნაცრისფერი მაგარყდიანი წიგნი. ვინ თარგმნა ნამდვილად არ ვიცი.


გრიგოლ ყიფშიძე smile.gif

"ოღონდაც, ჰეკ!" gigi.gif
გლიჯავს biggrin.gif
* * *
QUOTE
ჰამლეტი - კლავდიუსს: "რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?"


QUOTE
აბა ის საიდანღაა, კოროლო, შე მერზავეცო!


QUOTE
"გაიძერ ხმალი მეთქი, შე ყურუმსაღო..."


QUOTE
იყოს კაცი, არ იყოს კაცი, აი ვაპროსი...

მამიჩემის გრობს მიასვენებდნენ...



აააააააააააააააააააააააააააააააააააა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: gabarzgaleba 5 Oct 2008, 13:40
ეს თემა რატო ჩაამსერეთ ქვეითკენ. ამოვქაჩოთ მეგობრებო smile.gif

Posted by: Tarnum 5 Oct 2008, 14:37
დიდი ექსპერტი არ ვარ თარგმანების შეფასებაში, იქიდან გამომდინარე რომ ქართულის გარდა ჯერ მხოლოდ რუსულს ვფლობ სათანადო დონეზე(შესადარებლად). მიმდინარეობს მუშაობა ინგლისურ-ესპანურის ასათვისებლად biggrin.gif

ბოლოს რაც წავიკითხე და მომეწონა იყო ჭელიძის ნათარგმნი სტაინბეკი, ახვლედიანის მარკესიც კარგია(გვასალია დაგიწუნებიათ, მაგრამ მისი "პოლკოვნიკს არავინ სწერს" მომეწონა).

გასულ თვეს ხელში ჩამივარდა მანის მოთხრობების კრებული(საკმაოდ სქელტანიანი, მწვანე ყდით, შეიძლება იცის ვინმემ კონკრეტულად ეგ გამოცემა), ნამდვილად ვერ გაქაჩა, მგონი გერმანულიდან კი არა რუსულიდან იყო ნათარგმნი.

ჭუმბურიძის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" საკმაოდ თამამი თარგმანია, თანამედროვე ქართულ სლენგზე ადაპტირებული. თქვენი არ ვიცი მარა მე ძველ თარგმანს ვამჯობინე.

ჰმმ.. არ ვიცი ჰერბერტ უელსი ქართულად ვინ თარგმნა მაგრამ სრულია არარაობა გამოუვიდა(მაპატიეთ ასეთი ცხრე რეაქცია, ჩემი საყვარელი ფანტასტი მწერალია), რუსული თარგმანის კითხვა მართლა სიამოვნება იყო(უელსს ვგულისხმობ).

Posted by: kanonika 5 Oct 2008, 19:17
gabarzgaleba
QUOTE
აპტი


ეს ვინ არის?


Posted by: Nnino 5 Oct 2008, 20:45
ახალს არაფერს ვიტყვი... წერედიანი გენიალურია... ფრანგული არ ვიცი, მაგრამ თუ ვიიონმა ამაზე უკეთ დაწერა, ბარაქალა - ვიიონს!

"თქვა თუ განხმესა, ვერ იხაროსა,
თან ითმინოსა, თან იხელოსა,
უნდა ვმჯდარიყავ ბნელსა ხაროსა
და გაუწყვეტლივ მასზე მელოცა!"

Posted by: gabarzgaleba 5 Oct 2008, 23:32
kanonika
QUOTE
აპტი

ეს ვინ არის?


ძაან მაგარი მთარგმნელია, მთელი ძველი ბერძნული და გერმანულენოვანი ლიტერატურა მაგის თარგმნილია. ესქილე, არისტოფანე, პლატონი, მუზილი, მანი, კაფკა, ჰესე, კანეტი........

Posted by: BEKO 5 Oct 2008, 23:37
gabarzgaleba
QUOTE
ძაან მაგარი მთარგმნელია, მთელი ძველი ბერძნული და გერმანულენოვანი ლიტერატურა მაგის თარგმნილია. ესქილე, არისტოფანე, პლატონი, მუზილი, მანი, კაფკა, ჰესე, კანეტი........

იმათი ბაჩანაა რა biggrin.gif


ისე, კი იყო საოცრება, ერთი პერიოდი, რამდენი წიგნიც არ ავიღე ხელში, ყველას ეგრე ეწერა, პერევიოლ სერგეი აპტ.

Posted by: gabarzgaleba 5 Oct 2008, 23:56
BEKO
QUOTE
ისე, კი იყო საოცრება, ერთი პერიოდი, რამდენი წიგნიც არ ავიღე ხელში, ყველას ეგრე ეწერა, პერევიოლ სერგეი აპტ.


სოლომონ wink.gif

Posted by: kanonika 6 Oct 2008, 00:34
gabarzgaleba
მადლობა არ ვიცოდი.

იცი ბერლინში ცხოვრობს აპტი ბისულტანოვი (ჩეჩენი პოეტია და ძალიან კარგი ტიპი), ხოდა მეგონა მასზე საუბრობდი, არადა თაგმანში ვიცი, რომ ჭედავს biggrin.gif


QUOTE
მთელი ძველი ბერძნული და გერმანულენოვანი ლიტერატურა მაგის თარგმნილია.

ე.ი. ბუკეტში ჰიოლდერლინი ყოფილა

Posted by: gabarzgaleba 6 Oct 2008, 00:37
kanonika
QUOTE
ე.ი. ბუკეტში ჰიოლდერლინი ყოფილა


სიგიჟე აკლდა მარტო ჰოლდერლინის. აპტი ძალიან შრომისმოყვარე და გაწონასწორებული ებრაელია smile.gif

Posted by: BEKO 6 Oct 2008, 01:31
gabarzgaleba
QUOTE
სოლომონ

ჰე, ჰე...
რო შემეშალა, მივხვდი, მაგრამ წიგნის მოძებნა დამეზარა biggrin.gif

Posted by: BlackRat 7 Oct 2008, 14:20
მე არ მომწონს ნათარგმნი წიგნები.... რა თქმა უნდა ყველაფერს ორიგინალშI ვერ წაიკითხავ, მაგრამ თუ მასე ხდება მირჩევნია რუსულად წავიკითხო... რატომ???? უფრო ზუსტად გადმოსცემს ემოციებს... და არ არის დამახინჯებული

Posted by: სექსტეტი 8 Oct 2008, 13:13
აი, რას ჰქვია კარგი თარგმანი smile.gif

http://arili2.blogspot.com/2008/10/blog-post_08.html

მხეცია წერედიანი...

Posted by: Solveig 8 Oct 2008, 22:12
Tarnum
QUOTE
გასულ თვეს ხელში ჩამივარდა მანის მოთხრობების კრებული(საკმაოდ სქელტანიანი, მწვანე ყდით, შეიძლება იცის ვინმემ კონკრეტულად ეგ გამოცემა), ნამდვილად ვერ გაქაჩა, მგონი გერმანულიდან კი არა რუსულიდან იყო ნათარგმნი.

ჰეჰე, ვიცი ეგ წიგნი biggrin.gif ბებიაჩემის ბიბლიოთეკიდან მახსოვს.

პირვველი იყო, რაც წავიკითხე მაგ ავტორის და არ მომეწონა biggrin.gif (მაშინ 15 ან 16 წლის ვიყავი, მეტის არა). საბედნიეროდ, ბუდენბროკების წაკითხვის ბედნიერება წინ მელოდა.. biggrin.gif

ახლა რაც წავიკითხე, ბოლოს, იყო ორჰან პამუკის "ფარული სახე" და "თეთრი ციხესიმაგრე". პირველი არის ნაღდი კოშმარი sad.gif მე მგონია, ფილოლოგები პირველ რიგში ქართულს უნდა სწავლობდნენ და არა უცხო ენას (მომიტევეთ, მაგრამ სხვა შთაბეჭდილება არ დარჩებოდა კაცს!). თეთრი ციხესიმაგრე გაცილებით უკეთესია. ახლა, შედევრი არაა, მაგრამ იკითხება, ყოველ შემთხვევაში.

Posted by: Blue Note 31 Dec 2008, 04:18
ვინმემ იქნებ იცით, პოლ ოსტერი თარგმნილია ქართულად?

Posted by: Solveig 2 Jan 2009, 00:31
სექსტეტი
QUOTE
აი, რას ჰქვია კარგი თარგმანი

სცენა ”ფაუსტიდან”

რა ვქნა, მე მაინც გიორგი ჯორჯანელი მირჩევნია....


აუ, როგორ მომენატრა...აქ კიდევ უფრო მეტად...როდის ჩავალ თბილისში, წიგნს წამოვიღებ...ნეტავ ერთი-ჩემს მეტი მაინც არავინ კითხულობდა biggrin.gif jump.gif

Posted by: BEKO 2 Jan 2009, 05:39
Blue Note

თარგმნიალია, ქეთი ქანთარიამ თარგმნაsmile.gif


http://forum.ge/?showtopic=33894004&f=&st=0&

Posted by: შემოქმედი 2 Jan 2009, 12:58
ერაზმუსის Stultitiae Laus-ს გადავაწყდი ერთ თაროზე, ნათარგმანებს ჩვენს ენაზე და ავხუნტრუცდი, მაგრამ თან დავიბენი - ლათინურად მე მაგას ვერ წავიკითხავ ჯერ, ნათელია, და ქართულ თარგმანს მოაქვს დეზიდერიუსის სული? წაგიკითხავთ ვინმე სულიერს?

პ.ს. ემანდ სისულელის ქებაა ეგ თუ სიგიჟის ქება? გავოგნდი ამხელა ჩემხელა კაკალი მამაკაცი.

Posted by: xachapuridze 2 Jan 2009, 13:03
b]შემოქმედი[/b]
QUOTE
პ.ს. ემანდ სისულელის ქებაა ეგ თუ სიგიჟის ქება? გავოგნდი ამხელა ჩემხელა კაკალი მამაკაცი.

დაუჯერე მთარგმნელს, ლალი კოჭლამაზაშვილს. საქმის მცოდნენი ამბობენ, რომ ძალიან კარგია.

Posted by: gabarzgaleba 2 Jan 2009, 14:03
შემოქმედი
QUOTE
ერაზმუსის Stultitiae Laus-ს გადავაწყდი ერთ თაროზე, ნათარგმანებს ჩვენს ენაზე და ავხუნტრუცდი, მაგრამ თან დავიბენი - ლათინურად მე მაგას ვერ წავიკითხავ ჯერ, ნათელია, და ქართულ თარგმანს მოაქვს დეზიდერიუსის სული? წაგიკითხავთ ვინმე სულიერს?

პ.ს. ემანდ სისულელის ქებაა ეგ თუ სიგიჟის ქება? გავოგნდი ამხელა ჩემხელა კაკალი მამაკაცი.


ეგ რომელი? მორიას ენკომიონი?

Posted by: შემოქმედი 2 Jan 2009, 15:11
QUOTE (gabarzgaleba @ 2 Jan 2009, 14:03 )
შემოქმედი
QUOTE
ერაზმუსის Stultitiae Laus-ს გადავაწყდი ერთ თაროზე, ნათარგმანებს ჩვენს ენაზე და ავხუნტრუცდი, მაგრამ თან დავიბენი - ლათინურად მე მაგას ვერ წავიკითხავ ჯერ, ნათელია, და ქართულ თარგმანს მოაქვს დეზიდერიუსის სული? წაგიკითხავთ ვინმე სულიერს?

პ.ს. ემანდ სისულელის ქებაა ეგ თუ სიგიჟის ქება? გავოგნდი ამხელა ჩემხელა კაკალი მამაკაცი.


ეგ რომელი? მორიას ენკომიონი?

ჰო, ეგა :ΜωρίαςΕγκώμιον:

და Lof der Zotheid (თურმე) ავტორის მშობლიურ ენაზედ...

რა მაინტერესებდა ინგლისურ თარგმანს უწევს ღირსეულ მეტოქეობას?

ისე დავჯდები და წავიკითხავ, რაც მაქვს, ამდენ ბოდიალს... თან იმ ქართულის ყიდვას ფული უნდა... ჩემს ხარჯზე უნდა დამდიდრდეს ყველა მთარგმნელი და მაიმახი?!

Posted by: xachapuridze 2 Jan 2009, 22:00
შემოქმედი
QUOTE
ჩემს ხარჯზე უნდა დამდიდრდეს ყველა მთარგმნელი და მაიმახი?!

ვიინ არის მაიმახი, შენ თითონ სიპატიურო!

Posted by: შემოქმედი 2 Jan 2009, 23:03
QUOTE (xachapuridze @ 2 Jan 2009, 22:00 )
შემოქმედი
QUOTE
ჩემს ხარჯზე უნდა დამდიდრდეს ყველა მთარგმნელი და მაიმახი?!

ვიინ არის მაიმახი, შენ თითონ სიპატიურო!

მაპატიეთ, ქალბატონო ლალი. სისულელით მომივიდა... ქებამ გამაფუჭა...

Posted by: xachapuridze 2 Jan 2009, 23:05
შემოქმედი
QUOTE
მაპატიეთ, ქალბატონო ლალი. სისულელით მომივიდა... ქებამ გამაფუჭა...

გადავცემ ქ-ნ ლალის და გიჩვენებს სეირს, შე ქებით გაფუჭებულო!

Posted by: sting 3 Jan 2009, 01:23
კონსტანტინე გამსახურდიას კარგი თარგმანები აქვს
ისე ტატისშვილის ზარატუსტრას თარგმანმა კაი ჯვარს მაცვა ერთ დროს biggrin.gif

Posted by: Annabel Lee 3 Jan 2009, 07:28
ზემოთაც ვიკითხე და თქვენც, თარგმანის ხალხსაც გკითხავთ:
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების ინგლისურ თარგმანს ვეძებ, არსებობს თუ იცით და სად შეიძლება მოვიძიო?

Posted by: sarzamin 4 Jan 2009, 07:46
QUOTE (sting @ 3 Jan 2009, 01:23 )
კონსტანტინე  გამსახურდიას კარგი თარგმანები აქვს
ისე ტატისშვილის ზარატუსტრას თარგმანმა კაი ჯვარს მაცვა ერთ დროს  biggrin.gif



სად ერეკლე ტატიშვილი და სად კოწიე ეე eek.gif
ერეკლე ტატიშვილი სერიოზული ადამიანი იყო cry.gif :
* * *
QUOTE (BEKO @ 2 Jan 2009, 05:39 )
Blue Note

თარგმნიალია, ქეთი ქანთარიამ თარგმნაsmile.gif


http://forum.ge/?showtopic=33894004&f=&st=0&


უკვე ითარგმნა? ესე უცებ, კაცო? baby.gif

Posted by: chorven:) 4 Jan 2009, 16:03
sarzamin
QUOTE
უკვე ითარგმნა? ესე უცებ, კაცო? baby.gif

დასწრებაზეა ყველაფერი! biggrin.gif

შენი საქმე როგორ მიდის? smile.gif

Posted by: Blue Note 4 Jan 2009, 16:13
BEKO
QUOTE
Blue Note

თარგმნიალია, ქეთი ქანთარიამ თარგმნა


პოლ ოსტერი

მადლობთ 2kiss.gif

Posted by: Solveig 4 Jan 2009, 18:42
QUOTE
კონსტანტინე  გამსახურდიას კარგი თარგმანები აქვს


"ვერთერის", "დასავლეთის ფრონტის" და "ღვთაებრივი კომედიის გარდა რა აქვს კიდევ ნათარგმნი?


Posted by: sarzamin 4 Jan 2009, 20:39
QUOTE (chorven:) @ 4 Jan 2009, 16:03 )
sarzamin
QUOTE
უკვე ითარგმნა? ესე უცებ, კაცო? baby.gif

დასწრებაზეა ყველაფერი! biggrin.gif

შენი საქმე როგორ მიდის? smile.gif

სალამი, ჩემო კარგო. 2kiss.gif

gigi.gif

Posted by: sting 4 Jan 2009, 21:45
QUOTE (Solveig @ 4 Jan 2009, 18:42 )
QUOTE
კონსტანტინე  გამსახურდიას კარგი თარგმანები აქვს


"ვერთერის", "დასავლეთის ფრონტის" და "ღვთაებრივი კომედიის გარდა რა აქვს კიდევ ნათარგმნი?

კი ბევრი აქვს ნათარგმნი რაც შენ ჩამოთვალე იმის გარდა ვიცი რო უიტმენს, მანს, პუშკინს თარგმნიდა. წაკითხული მეც მარტო ეგენი მაქვს

Posted by: gabarzgaleba 25 Jan 2009, 02:03
ეს ჩემგან, წერედიანის და გოეთეს თაყვანისმცემლებს smile.gif

user posted image

http://arili2.blogspot.com/2009/01/blog-post_24.html

მეფისტოფელი

ჩემი ბარტყებია,
უკან დამყვებიან.
ღლაპთა კვალობაზე
ბრძნული გალობა თქვეს.
გირჩევენ: დატოვე
ეს ბნელი დილეგი,
დათმე სიმარტოვე,
სიკვდილის ჩრდილები.
ვეღარ დახსნიხარ წუხილთან ლაციცს,
გფლეთს, როგორც ძერა, გაალმასებით!
ჯობს, კაცთა შორის ცხოვრობდეს კაცი,
ბრბოში ჩამდგარიც იგრძნობ სავსებით.
ბრბო სიტყვად ითქვა, ვინ გკადრებს მაგას,
შენთვის სარბიელს გადავშლით სხვაგვარს.
ვთქვა, დიდთაგანი ვარ-მეთქი, არ ვარ,
მაგრამ, რაცა ვარ, გზად გავიგები,
არ გაგაყოლებ არაფერს ჯავრად,
თუკი გარიგდა გასარიგები.
ქვეყანას ერთად მივივლ-მოვივლით,
თვით გიმეგზურო, მაქვს განზრახული,
გსურს, გამოგყვები გვერდზე ტოლივით,
გსურს, შევიქმნები ყმა და მსახური.

Posted by: fergusonscottie 25 Jan 2009, 02:12
gabarzgaleba

ესაა ძაან მაგარი:

მოწაფე

უნდა გამოვტყდე, მიჭირს გაგება.

მეფისტოფელი

შეჯერდეს, რას რაც ესადაგება,
რედუცირდეს და შემდგომ ამისა
კლასიფიცირდეს შესაბამისად.

Posted by: sarzamin 26 Jan 2009, 09:03
რომელი წიგნების თარგმნის საჭიროებას ხედავს დიადი ქართველობა?
ეს პოლია фактически
პოლების გახსენება აღარ მინდა , მაგრამ ეს საინტერესოა


Posted by: gabarzgaleba 26 Jan 2009, 13:37
sarzamin
QUOTE
რომელი წიგნების თარგმნის საჭიროებას ხედავს დიადი ქართველობა?
ეს პოლია фактически
პოლების გახსენება აღარ მინდა , მაგრამ ეს საინტერესოა


ანტიკურობიდან დავიწყო, თუ მე-20-დან? biggrin.gif

Posted by: sarzamin 26 Jan 2009, 16:36
gabarzgaleba

თუ დაწყებაზე მიდგა საქმე, მაშინ - ინგლისურიდან gigi.gif

ანტიკურობით დაამთავრე.

ხო. მოდი პრუსტის თარგმნის მტანჯველი გეგმები დააწყე(თ)

მიდი აბა, გაბარძგალება.

არადა რა სისულელეს ვკითხულობ spy.gif

რა არ არის სათარგმნი.

მაგრამ ვილაპარაკოთ მაინც ამაზე
* * *
უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ სახლში მიდევს ერთი მაგარი წიგნი ( არ წამიკითხავს, მაგრამ პარტიული ინტუიცია მეუბნება).

John Kennedу Toole. A Cjnfederacу of Dunces ანუ Сговор остолопов
უზარმაზარია. მე ამხელა წიგნი ჩემ დღეში არ წამიკითხავს
spy.gif gigi.gif თუ ვინმეს უნდა თარგმნა ვუბოძებ. გაითვალისწინოს რომ ჯვარს ეცმევა. ძნელი სათარგმნია, მაგრამ კარგი ჩელენჯია, ათასწლეულის.
* * *
აი ძალიან მოკლე ინფორმაცია წიგნზე:
Сговор остолопов: Роман.
Игнациус Ж. Райлли - интеллектуал, идеолог, лодырь, посмешище, обжора. Гаргантюа, презирающий современность за недостаток должной теологии и геометрии. Опустившийся Фома Аквинский, который ведет свою безнадежную войну против всех: Фрейда, гомосексуалистов, гетеросексуалов, протестантов и всевозможных излишеств века, главным образом - междугородных автобусов. Литературный герой, не имеющий аналогов в мировой сатирической литературе.
Новоорлеанский писатель Джон Кеннеди Тул (1937-1969) не дожил до присуждения своему великому детищу Пулитцеровской премии (1981). И вот теперь "Сговор остолопов", самый оригинальный комический эпос XX века, - впервые на русском языке.

* * *
не дожил, იმიტომ რომ ეს რომანი ყველა გამომცემლობამ აიგდო, და კაცმა თავი მოიკლა. ეგეთი ამბებია.

Posted by: anthro 27 Jan 2009, 05:46
sarzamin
QUOTE
ერთი მაგარი წიგნი ( არ წამიკითხავს, მაგრამ პარტიული ინტუიცია მეუბნება).


ინტუიცია არ გღალატობს ხოლმე?
იმედია რომ თუ წაიკითხავ, გამოხვალ მაგ პარტიიდან და შემოხვალ ჩემს პარტიაში 2kiss.gif

Posted by: sarzamin 27 Jan 2009, 05:50
gigi.gif რესპი ხარ? როგორაა საქმეები?

Posted by: anthro 28 Jan 2009, 02:54
sarzamin
რა ვი -მივათრევ ამ წუთისოფელსა ... smile.gif
QUOTE
ხო. მოდი პრუსტის თარგმნის მტანჯველი გეგმები დააწყე(თ)

Что, разве геноссе Полыхаев еще не приходил? Странно.
gigi.gif

Posted by: strixnina 2 Apr 2009, 21:44
МОСКВА, 2 апреля. В столице на 81 году жизни скончалась переводчик, эссеист и мемуарист Наталья Трауберг.

Posted by: Johnnie Walker 2 Apr 2009, 22:08
ჩემი მოკრძალებული აზრით, თარგამნების კითხვაზე დახარჯული დრო ისევ უცხო ენის შესწავლას რომ მოვახმაროთ და მერე დედანში ვიკითხოთ წასაკითხი, უმჯობესია smile.gif

ხო, ნუ დამეცემით ახლა biggrin.gif

Posted by: strixnina 2 Apr 2009, 22:12
Johnnie Walker
სულ მშურდა ენამცოდნია ხალხის. ბოღმა ვარ, დიახ. chups.gif

Posted by: Antigone 2 Apr 2009, 22:17
Johnnie Walker
დაჯექი და ისწავლე ახლა ძველი ბერძნულიდან მოყოლებული იაპონურის ჩათვლით.

Posted by: Johnnie Walker 2 Apr 2009, 22:24
strixnina
Antigone
კაცო, მე თარგმანის მოწინააღმდეგე კი არა ვარ.... უბრალოდ უმჯობეს ვარიანტს ვამბობ.

იგივე ძველი ბერძნული თუ არ იცი, არა სჯობია, რ ა მ დ ე ნ ი მ ე ენაზე თარგმნილს გაეცნო, ვიდრე ვინმე დილეტანტის ნაჩხაპნს ბოლომდე ენდო და იფიქრო, რომ სწორედ ესაა ესქილე (სოფოკლე, ევრიპიდე, etc.) და არა სულ სხვა რამ? biggrin.gif

არა სჯობია, მაგალითად, სულ არ წაიკითხო დონ კიხოტი, ვიდრე წაიკითხო რუსული თარგმანიდან ნათარგმნი ქართულად? lol.gif

მაგალითად, მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ აპტისა და ნატალი მანის თარგმნილი "დოქტორ ფაუსტუსი" (რუსულად) სჯობია ინგლისურ თარგმანს. და პირიქით, კაფკას ინგლისურად თარგმნილი "პროცესი" (რობეტრ და ედნა მუირის) სჯობია რუსულ თარგმანს. ეს უკვე საშუალებას გაძლევს, წარმოდგენა იქონიო, რანი არიან ის მწერლები მათს მშობლიურ ენობრივ სტიქიაში.

რა არის ამაში ცუდი?

ნუ ეს ყველაფერი დედანში კითხვის უმჯობესობის გარდა, რასაკვირველია.

Posted by: strixnina 2 Apr 2009, 22:30
Johnnie Walker
ეეჰ, ვისაც ნაბოკოვური ბალღობა არა გვქონდა? რა ქვეყანა დაანგრიეს, ამათი... biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 2 Apr 2009, 22:32
strixnina
QUOTE
ეეჰ, ვისაც ნაბოკოვური ბალღობა არა გვქონდა? რა ქვეყანა დაანგრიეს, ამათი... 

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif help.gif

Posted by: Antigone 2 Apr 2009, 22:36
Johnnie Walker
მე თუ მკითხავ ძველი ბერძნული საერთოდ არ ითარგმნება არანაირ ენაზე biggrin.gif

Posted by: strixnina 2 Apr 2009, 22:40
Antigone
QUOTE
მე თუ მკითხავ ძველი ბერძნული საერთოდ არ ითარგმნება არანაირ ენაზე

დევანაგარი და ლურსმული ხო სულ რიხინ-რიხინით მიდის. biggrin.gif

Posted by: Antigone 2 Apr 2009, 23:17
strixnina
აქ მე დიდი რაოდენობის დიდი ღირებულების ლიტერატურაზე ვსაუბრობ, რომელიც ბერძნულ ენაზეა დაწერილი tongue.gif

Posted by: the_lizard_king 2 Apr 2009, 23:23
ჰა, აბა ვინმემ ხომ არ იცით ახალი და კარგი რეები იგეგმება?

Posted by: strixnina 2 Apr 2009, 23:36
Antigone
QUOTE
აქ მე დიდი რაოდენობის დიდი ღირებულების ლიტერატურაზე ვსაუბრობ, რომელიც ბერძნულ ენაზეა დაწერილი

ჰო, რა ვიცი, "უფანიშადები" და "გილგამეში" რა სახსენებელია chups.gif

Posted by: Antigone 2 Apr 2009, 23:40
strixnina
biggrin.gif

ხო, ეგრე, დამჭიპე.

ახლა შენ მითხარი, რომელი ენის სწავლა უფრო მომგებიანია? biggrin.gif რომელ ენაზე უფრო მეტს წაიკითხავ? smile.gif

ვახურებ ახლა. რა სჯობს ორიგინალში კითხვას. ფილმებსაც ორიგინალში უნდა უყურო და საერთოდ - მალე მაინც ყველა ერთ ენაზე ვილაპარაკებთ biggrin.gif

Posted by: chorven:) 3 Apr 2009, 00:05
Antigone
QUOTE
მალე მაინც ყველა ერთ ენაზე ვილაპარაკებთ biggrin.gif

მერე და რა კეთილხმოვანია ჩინური! chups.gif

Posted by: strixnina 3 Apr 2009, 00:07
chorven:)
QUOTE
მერე და რა კეთილხმოვანია ჩინური!

ალიმონაკს ვეხუტუნე du.gif

Posted by: gabarzgaleba 30 Sep 2009, 17:40
დღეს თარგმანის დღეა. გილოცავთ smile.gif

http://en.wikipedia.org/wiki/International_Translation_Day

Posted by: strixnina_ 30 Sep 2009, 17:57
sarzamin
QUOTE
John Kennedу Toole. A Cjnfederacу of Dunces ანუ Сговор остолопов

ე, ამას უყურეთ. ეხლა შევამჩნიე. მეც მიდევს ეგ კნიჟკა. არ ვიცი საიდან. ეგრე ჩნდება და ქრება ჩემ სახლში წენგნები. რაღაც მაგარი წიგნი ჩანს და რატო ვერ ჩავუჯექი ნეტა du.gif

* * *
gabarzgaleba
QUOTE
დღეს თარგმანის დღეა

Хартия переводчиков гласит... biggrin.gif

Posted by: Beren_Perian 1 Oct 2009, 21:25
ყველაზე ღირებული თარგმანი,რაც კი აქამდე წამიკითხავს,ეს არის ედგარ ალან პოს კრებულის თარჯიმანი,ბატონი ზაურ ჭილაძე.კარგი იქნება,თუ თქვენც გადაავლებთ თვალს ამ წიგნს.ვფიქრობ,რომ თუნდაც ასეთი კარგი თარგმანის გამო ღირს ამ წიგნის ხელში აღება,გადაფურცვლა და წაკითხვა.

Posted by: perfectstranger 1 Oct 2009, 21:33
QUOTE
ზაურ ჭილაძე


მგონი კილაძე მახსოვს

Posted by: xachapuridze 1 Oct 2009, 21:53
perfectstranger
QUOTE
მგონი კილაძე მახსოვს

კი და თანაც თარჯიმანი კი არა, მთარგმნელი.

Posted by: strixnina_ 1 Oct 2009, 21:57
xachapuridze
QUOTE
თარჯიმანი კი არა, მთარგმნელი

up.gif lol.gif

Posted by: axavild 23 Mar 2012, 02:12
QUOTE
მთარგმნელები

love.gif

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 15 Apr 2012, 20:11
წინასწარ ბოდიშს ვიხდი ოფტოპიკისთვის, მაგრამ ერთი კითხვისთვის თემის წამოჭიმვას ისევ რომელიმე თემის გაოფება გერჩიოსო ნათქვამია ძველთაგან.
კეთილო ხალხო, მაინტერესებს როგორ შეიძლება თარგმანი "გაყიდო" (და თუ არის ამის შესაძლებლობა საერთოდ) დღევანდელ ინტერნეტ თუ ბეჭდურ ლიტერატურულ სივრცეში.
ვის უნდა მიმართოს ან როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ ვთქვათ უკვე მზად აქვს ნამუშევარი?

თემასთან დაკავშირებით კი, ბაჩანა ბრეგვაძის ფან-კლუბში ჩავეწერებოდი სიამოვნებით. smile.gif

Posted by: xachapuridze 15 Apr 2012, 21:00
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
კეთილო ხალხო, მაინტერესებს როგორ შეიძლება თარგმანი "გაყიდო" (და თუ არის ამის შესაძლებლობა საერთოდ) დღევანდელ ინტერნეტ თუ ბეჭდურ ლიტერატურულ სივრცეში.

დღეს ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი გამომცემლობა ყიდულობს საავტორო უფლებას მისი მფლობელისაგან. მთარგმნელი მიდის გამომცემლობაში და გამოთქვამს სურვილს, რომ სურს თარგმნოს ესა და ეს. თუ გამომცემლობას (გამომცემელს) ჭკუაში დაუჯდა, უგზავნის შეკითხვას კოპირაიტის მფლობელს და არკვევს პირობებს: ფასს, ვადებს და სხვ. სრულიად დაუშვებელია იმის თქმა, რომ ნაწარმოები უკვე თარგმნილია, რადგანაც რამის თარგმნა დაუკითხავად აკრძალულია. თანაც ხშირად ხდება, რომ მთარგმნელს მოეწონება რომელიმე წიგნი, ეტაკება და თარგმნის, მერე მიიტანს გამომცემლობაში და აღმოჩნდება, რომ სხვასაც უთარგმნია, ან კოპირაიტი გაყიდულია და ამდენი ხნის ნამუშევარი წყალში ეყრება. ხშირად გავმხდარვარ ამის მოწმე. თანაც დიდი სხვაობაა ჰონორარში იმის მიხედვით გამომცემლობა უკვეთავს მთარგმნელს თუ ის თვითონ სთავაზობს ნამუშევარს. ასე ხდება ეს.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 15 Apr 2012, 22:20
xachapuridze

უღრმესი მადლობა.

გასაგებია ზოგადი პრინციპი. ესეიგი გამოდის რომ პატარა თარგმანში (მაგალითად ერთი ან ორი მოთხრობა/ესსე/სტატია) ჰონორარის აღების შანსი თითქმის არ არის.
თუ მთარგმნელი ახალგაზრდაა და გამოცდილებაც არ აქვს, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? biggrin.gif

Posted by: xachapuridze 15 Apr 2012, 22:29
watch_out_someone_is_in_the_room
QUOTE
თუ მთარგმნელი ახალგაზრდაა და გამოცდილებაც არ აქვს, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს?

უნდა უჩვენოს საქმის მცოდნეს და აიტანოს კრიტიკა. smile.gif

Posted by: მენდოსა 15 Apr 2012, 22:36
QUOTE
თარგმანი და მთარგმნელები

ქართვლებში მთარგმნლებს შორის გამორჩეულია ბაჩანა ბრეგვაძე, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თსუ-ში რისმაგ გორდეზიანის ხალხი და ღირსეულად აგრძლებენ სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ტრადიციებს.

Posted by: xachapuridze 15 Apr 2012, 22:42
მენდოსა
QUOTE
აქართვლებში მთარგმნლებსს შორის გამორჩეულია ბაჩანა ბრეგვაძე, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თსუ-ში რისმაგ გორდეზიანის ხალხი და ღირსეულად აგრძლებენ სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ტრადიციებს.

yes.gif yes.gif
სხვებიც არიან, მართალია, არც ისე ბევრი. ერთი შეხედვით, თითქოს უცხო ენის მცოდნე ძალიან ბევრია, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალი სინამდვილეში ცოტაა. ეს ყველა დარგში ასეა.

Posted by: Jeanne Hébuterne 15 Apr 2012, 22:54
თარჯიმანი უპირველესად მშობლიურ ენას უნდა ფლობდეს ზედმიწევნით, მარტო უცხო ენის ცოდნა არ არის საკმარისი.

Posted by: xachapuridze 15 Apr 2012, 23:20
ჟეანნე Héბუტერნე
QUOTE
თარჯიმანი უპირველესად მშობლიურ ენას უნდა ფლობდეს ზედმიწევნით, მარტო უცხო ენის ცოდნა არ არის საკმარისი.

რა თქმა უნდა, ასეა. ორივე აუცილებელია. მაგრამ აქ არის მესამე მომენტი და მთავარი: როგორ მოარგო ერთი მეორეს. ამას ჰქვია მთარგმნელის ოსტატობა. ყველას გირჩევთ, გაიქცეთ და იყიდოთ გოეთეს "ფაუსტი", რომელიც თარგმნა დავით წერედიანმა. გასაოცარი რამაა!
[ქუოტე]თარჯიმანი[/ქუოტე]
ოღონდ თარჯიმანი და მთარგმნელი სხვადასხვა პროფესიაა.

თარჯიმან-ი (თარჯიმნისა) [არაბ. თარჯ‘მ‰ნ] საუბრის დროს, ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირად მთარგმნელი. `სრულებით ვერა გავიგე-რა..., ქართულადა სთქვით და თარჯიმანი გადამითარგმნის" (რ. ერისთ.). საგუშაგოდან ეფრეიტორი და თარჯიმანი გამოვიდნენ (ა. ქუთათ.). ტყვე... კაპიტანთან თარჯიმნის საშუალებით საუბარი გავაბით (დ. ბაქრ.).
მთარგმნელ-ი (მთარგმნელისა) მიმღ. მოქმ. 1. ვინც თარგმნის, _ ვინც ერთ ენაზე დაწერილს მეორე ენაზე გადმოსცემს. რომანის მთარგმნელი. _ მთარგმნელთა კოლექტივი. _ მთარგმნელთა სექცია.ოსად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და, სად «შეშლილის» მთარგმნელი! (ილია). || იგივეა, რაც თარჯიმანი. 2. ძვ. განმმარტებელი, კომენტატორი. იგი იყო კაცი, რომელსაც... განწმენდილი ჰქონდა თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად... და ენა_ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად (ილია).

Posted by: Jeanne Hébuterne 15 Apr 2012, 23:46
xachapuridze
QUOTE
მაგრამ აქ არის მესამე მომენტი და მთავარი: როგორ მოარგო ერთი მეორეს. ამას ჰქვია მთარგმნელის ოსტატობა. ყველას გირჩევთ, გაიქცეთ და იყიდოთ გოეთეს "ფაუსტი", რომელიც თარგმნა დავით წერედიანმა. გასაოცარი რამაა!

სწორედ მაგაში ვიგულისხმე მშობლიური ენის კარგად ცოდნა. ჩემი აზრით ანგლისტმა და გერმანისტმა დამატებით ქართული ენის და ლიტერატურის კურსი უნდა დახუროს და მშობლიურ ენაზე უნდა ახერხებდეს წერას, ვგულისხმობ კრეატიულ ლიტერატურას. მე სწორედ ეგ პრობლემა მაქვს თარგმნისას. ტექნიკური თარგმანი არ მიჭირს, მაგრამ როცა საქმე ქართულ სალიტერატურო ენას ეხება უკვე ვჭოჭმანობ.

Posted by: candy@ 15 Apr 2012, 23:47
საერთოდ ქართველებს მაგარი მთარგნელები გვყავს, მექანიკური ფოროთოხლი წავიკიტხე,ახაალი გამოცემა გვარი არ მახსოვს ვისი ნათარგმნია,მაგრაამ არ ვიცოდი ჩვენ გარდა ბერჯესიც თუ იყენებდა "შენმა მზემ"-ს
biggrin.gif idea.gif idea.gif idea.gif
უბრალოდ სსასაცილოა სატირალი რო არ იყოს biggrin.gif

Posted by: Jeanne Hébuterne 15 Apr 2012, 23:49
* არა მარტო ანგლისტმა და გერმანისტმა ზოგადად უცხო ენის სპეციალისტმა. ზემოთ გაურკვევლად დავწერე.

Posted by: xachapuridze 16 Apr 2012, 00:06
candy@
QUOTE
გვარი არ მახსოვს ვისი ნათარგმნია,მაგრაამ არ ვიცოდი ჩვენ გარდა ბერჯესიც თუ იყენებდა "შენმა მზემ"-ს

გია ჭუმბურიძისაა, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელია. ეს "შენმა მზემ“ არ ვიცი, რასაა მორგებული, შედარების საშუალება ამ წუთში არა მაქვს, მაგრამ ზოგადად ფრაზეოლოგიზმების, საუბრული გამოთქმების და ჟარგონის (სლენგის) მისადაგება ერთ-ერთი რთული საქმეა ამ პროფესიაში.
გია ჭუმბურიძის თარგმნილია სწორედ ჯ. სელინჯერის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" და "ფრენი და ზუი".

Posted by: Ocelot 16 Apr 2012, 00:07
წიგნის თარგმნა იმიტომაა ძნელი, რო თითქმის ყველას სიტყვას რამდენიმე სინონიმი გააჩნია. მაგ. არის ყოველდღიური "ვუყურებ", რომლის გამოთქმაც ლიტერატურაში შეიძლება მოხდეს როგორც "ვუცქერ" ან "ვუმზერ". და წინადადებაში შეიძლება რამოდენიმე ასეთი სიტყვა იყოს, რომლებსაც სინონიმები გააჩნიათ. მთარგმნელის საქმე კიდე ისაა რო ეს სიტყვები ზუსტად მოარგოს, რათა ფორმა და სილამაზე დაიცვას. მაგრამ ქართულს როცა ეხება, მარტო ამ პრობლემით არ შემოიფარგლება საქმე. თითონ ენაა მოძველებული, სადღეგრძელოს სტილის. მაგის გამო ზოგი ავტორის თარგმნა ჭირს. მაგ. ჰენრი მილერის თარგმნა ქართულად წარმოუდგენელია.

Posted by: xachapuridze 16 Apr 2012, 00:11
QUOTE
მაგ. ჰენრი მილერის თარგმნა ქართულად წარმოუდგენელია.

ვინ იცის, ვნახოთ, რა გამოვა!

Posted by: marilis_ 16 Apr 2012, 00:11
Ocelot
QUOTE
წიგნის თარგმნა იმიტომაა ძნელი, რო თითქმის ყველას სიტყვას რამდენიმე სინონიმი გააჩნია. მაგ. არის ყოველდღიური "ვუყურებ", რომლის გამოთქმაც ლიტერატურაში შეიძლება მოხდეს როგორც "ვუცქერ" ან "ვუმზერ". და წინადადებაში შეიძლება რამოდენიმე ასეთი სიტყვა იყოს, რომლებსაც სინონიმები გააჩნიათ. მთარგმნელის საქმე კიდე ისაა რო ეს სიტყვები ზუსტად მოარგოს, რათა ფორმა და სილამაზე დაიცვას. მაგრამ ქართულს როცა ეხება, მარტო ამ პრობლემით არ შემოიფარგლება საქმე. თითონ ენაა მოძველებული, სადღეგრძელოს სტილის. მაგის გამო ზოგი ავტორის თარგმნა ჭირს. მაგ. ჰენრი მილერის თარგმნა ქართულად წარმოუდგენელია.


ოციკ biggrin.gif
ბორხესს თუ კორტასარს რომ თარგმნიდი რუსულიდან, რა ბედს ეწია მაგ საქმეში?!

Posted by: Ocelot 16 Apr 2012, 00:16
xachapuridze
QUOTE
ვინ იცის, ვნახოთ, რა გამოვა!

პირველს თარგმნიან როგორც ვიცი. მაგისგან კიდე შეიძლება რაღაც გამოვიდეს, იმიტო რო მანდ არაა სურეალისტური გაფრენები. აი მეორე და მესამე წიგნები უკვე წარმომიდგენია რა იქნება biggrin.gif

marilis_
QUOTE
ბორხესს თუ კორტასარს რომ თარგმნიდი რუსულიდან, რა ბედს ეწია მაგ საქმეში?!

ეს ქურთული ქართული ვინ გასწავლა? biggrin.gif ბორხესის ერთი მოთხრობა გადავთარგმნე, ორი წლის წინ მგონი. ეგ იყო და ეგ.

Posted by: marilis_ 16 Apr 2012, 00:21
Ocelot
QUOTE
ეს ქურთული ქართული ვინ გასწავლა?

ჰო, რა ვიცი აბა! lol.gif 2kiss.gif
QUOTE
ბორხესის ერთი მოთხრობა გადავთარგმნე, ორი წლის წინ მგონი. ეგ იყო და ეგ.


მერე? დაიდოს! biggrin.gif

Posted by: Ocelot 16 Apr 2012, 00:24
marilis_
QUOTE
მერე? დაიდოს!

დადებულია სათანადო თემაში biggrin.gif

Posted by: marilis_ 16 Apr 2012, 00:26
Ocelot
QUOTE
დადებულია სათანადო თემაში biggrin.gif

ლინკი, მამა biggrin.gif
მაინც არ მეძინება biggrin.gif

Posted by: Ocelot 16 Apr 2012, 00:42
marilis_
დაძებნე ბორხესის თემაში. ეგეც ეხლა 50 გვერდიანია.

Posted by: Jeanne Hébuterne 16 Apr 2012, 14:17

QUOTE
ქართულს როცა ეხება, მარტო ამ პრობლემით არ შემოიფარგლება საქმე. თითონ ენაა მოძველებული, სადღეგრძელოს სტილის. მაგის გამო ზოგი ავტორის თარგმნა ჭირს. მაგ. ჰენრი მილერის თარგმნა ქართულად წარმოუდგენელია.

ამის გამოსწორება ალბათ შეიძლება, თუ სასაუბრო ქართულის გამოყენება მოხდება სალიტერატურო ენაში.
ჰენრი მილერი არ წამიკითხავს ჯერ.

Posted by: Ocelot 16 Apr 2012, 16:04
Jeanne Hébuterne
QUOTE
ამის გამოსწორება ალბათ შეიძლება, თუ სასაუბრო ქართულის გამოყენება მოხდება სალიტერატურო ენაში

ეგ უეჭველი უშველიდა, პროსტა შენამდე ვერავის მოაფიქრდა ეგ ნოვატორული იდეა biggrin.gif

Posted by: candy@ 17 Apr 2012, 00:03
xachapuridze
ხომ მაგრაამ შენმა მზემ რა შუაშია , სასაცილოა ჩემი აზრით ეგ სმაარცხვინოც,სად შენმა მზემ კარგით რა ხალხნო
როგორი საუკეთესოც არ გინდდ იყოს, ესეთი სიდებილე საშინელებააა

Posted by: marilis_ 17 Apr 2012, 00:09
candy@
QUOTE
ხომ მაგრაამ შენმა მზემ რა შუაშია , სასაცილოა ჩემი აზრით ეგ სმაარცხვინოც,სად შენმა მზემ კარგით რა ხალხნო

შენმა მზემ კი არა, ბებიაშენისამ უნდა დაეწერა,
მაგრამ მოსთხოვე რამე ქართველ მთარმნელს! sad.gif

ისე, მართლა რა უნდა მოსთხოვო, მათხოვრებად არიან ქცეულები, ისე დაბალია საქართველოში ანაზღაურება
მარტო თარგმანით ჩემმა მტერმა იცხოვროს

Posted by: Jeanne Hébuterne 17 Apr 2012, 00:49
Ocelot
შენ ყველას ასე ესაუბრები, თუ მე მოგეცი საბაბი და უფლება რომ ამ ტონით მომმართო, რაღაც არ მახსენდება?! Hochmut kommt vor dem Fall!

Posted by: Bebbera 17 Apr 2012, 00:52
QUOTE
სად შენმა მზემ კარგით რა ხალხნო

11\11-ზე გეცოდინებათ,საფეხბურთო გაზეთია
ხოდა 2004 ან 05 წელია,პირველ გვერდზე არის ბექემის სურათი,ინტერვიუ ქვემოთ და სათაური
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა-ამბობს დევიდ ბექემი

პ.ს
თარგმანს რაც შეეხება,სელინჯერმა რა დაუშავა ამ კაი ხალხს?

Posted by: candy@ 17 Apr 2012, 00:56
Bebbera
ჰაჰაა
ვაიმე ეგ მეც ვნახე biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif
ეს სპორტუ;ლი გაზეტები უმაღლესი დონის ნათარგმნიაა

Posted by: Ocelot 17 Apr 2012, 01:02
Jeanne Hébuterne
QUOTE
შენ ყველას ასე ესაუბრები, თუ მე მოგეცი საბაბი და უფლება რომ ამ ტონით მომმართო

საბაბი შენი პოსტი იყო biggrin.gif
QUOTE
Hochmut kommt vor dem Fall!

ითარგმნოს boli.gif

Posted by: candy@ 17 Apr 2012, 01:09
QUOTE
სელინჯერმა რა დაუშავა ამ კაი ხალხს?

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Jeanne Hébuterne 17 Apr 2012, 01:20
Ocelot
არ მიყვარს ეს სარკაზმი და ირონია თვარა კი გეტყოდი ახლა ამ უმფროს კაცს რაცხას! ვთარგმნიო და მარტოც მოერევი მაგ ერთ ფრაზას.


Posted by: Ocelot 17 Apr 2012, 14:36
Jeanne Hébuterne
QUOTE
არ მიყვარს ეს სარკაზმი და ირონია თვარა კი გეტყოდი ახლა ამ უმფროს კაცს რაცხას!

შენ არ ხარ უმფორსი? boli.gif თქვი მერე, რა მოხდა. ცინიზმის გარეშე ფორუმი ვერ იარსებებს, ჯეან ჰებეტურნე boli.gif biggrin.gif

ხო, როგორც გერმანისტს ამ რომანს გირჩევ. შნიცელების, სოსისების, კალბასების, ბლინჩიკების და მსგავსი მწერლების კითხვას. ერთს ვურჩიუ და კმაყოფილი დარჩა.

Posted by: Zbo 17 Apr 2012, 17:47
Bebbera
QUOTE
11\11-ზე გეცოდინებათ,საფეხბურთო გაზეთია
ხოდა 2004 ან 05 წელია,პირველ გვერდზე არის ბექემის სურათი,ინტერვიუ ქვემოთ და სათაური
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა-ამბობს დევიდ ბექემი

უნამუსო ვიყო
წეღან სელინჯერის თემაში ვნახე იქაც ეწერა მაგ "ჩემმა მზემ"-ზე და მეც ეგრევე ბექჰემის ეგ "სიტყვები" გამახსენდა lol.gif
რაღაც არსებობს boli.gif

Posted by: Jeanne Hébuterne 17 Apr 2012, 21:17
Ocelot
ჰოლოკაუსტი ჩემთვის ერთერთი საინტერესო თემაა, ახლა რამდენიმე სხვა წიგნი მაქვს რიგში და შემდეგ მოვძებნი. გერმანულად იქნება ალბათ, ინგლისურად კითხვას დიდ დროს ვანდომებ და მეზარება.
შნიტცლერს რაც შეეხება არც ეგეთი ხელწამოსაკრავია, თორე შენ ასწავლიდი ახლა კუბრიკს ხო იცი!

Posted by: Ocelot 18 Apr 2012, 00:56
Jeanne Hébuterne
QUOTE
ჰოლოკაუსტი ჩემთვის ერთერთი საინტერესო თემაა

ჰოლოკაუსტი რაღაა? ან რა შუაში იყო? spy.gif
QUOTE
გერმანულად იქნება ალბათ

გერმანულ ენაზეა დაწერილი. პროსტა ქოვერის გამო დავდე.
QUOTE
შნიტცლერს რაც შეეხება არც ეგეთი ხელწამოსაკრავია, თორე შენ ასწავლიდი ახლა კუბრიკს ხო იცი!

კუბრიკს კი არა მილიონ მეხუთე ხარისხოვანი მწერლის ეკრანიზაციას დაგისახელებ.

Posted by: მენდოსა 18 Apr 2012, 01:26
Zbo
Bebbera
candy@
ამაზეა ლაპარაკი არა ? http://s54.radikal.ru/i143/1003/ca/b5d0b2ba7546.jpg smile.gif smile.gif

Posted by: Zbo 18 Apr 2012, 13:49
მენდოსა
QUOTE
ამაზეა ლაპარაკი არა ? http://s54.radikal.ru/i143/1003/ca/b5d0b2ba7546.jpg

bis.gif
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
ჰოლოკაუსტი რაღაა?

ოციკ მაგ რაღაცას ბევრად მეტი ადამიანი ყავს გაწყვეტილი ვიდრე შიდსს, შავ ჭირს, კიბოს, სიფილისს და სხვა ყველა დაავადებას ერთად აღებულს biggrin.gif

Posted by: Ocelot 18 Apr 2012, 14:14
Zbo
QUOTE
ოციკ მაგ რაღაცას ბევრად მეტი ადამიანი ყავს გაწყვეტილი ვიდრე შიდსს, შავ ჭირს, კიბოს, სიფილისს და სხვა ყველა დაავადებას ერთად აღებულს

მომავალში გადახვედი? biggrin.gif როგორ ფიქრობ ეხლა, ეგ სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს? biggrin.gif (თან ჰოლოკაუსტი ესე არ გამოითქმის მგონი) პროსტა ის ვერ გავიგე, ჩემ პოსტთან რა კავშირში იყო.

Posted by: masha 18 Apr 2012, 14:22
Zbo
QUOTE
ჰოლოკაუსტი რაღაა?

ოციკ მაგ რაღაცას ბევრად მეტი ადამიანი ყავს გაწყვეტილი ვიდრე შიდსს, შავ ჭირს, კიბოს, სიფილისს და სხვა ყველა დაავადებას ერთად აღებულს

ხოლოკოსტს თუ მეორე მსფოლიო ომს?

Posted by: Jeanne Hébuterne 18 Apr 2012, 17:09

Ocelot
QUOTE
ჰოლოკაუსტი რაღაა? ან რა შუაში იყო?
დამღლელი ვინმე ხარ...
Holocaust "ჰოლოკაუსტ"-გერმანულად გამოითქმის და მეც აღარ გადამიქართულებია. იქიდან გამომდინარე რომ წიგნის ყდას დავითის ვარსკვლავი და "ურჩხული" ახატია, ვიფიქრე მაგაზეათქო, მითუმეტეს ყველაფერი გერმანული და გერმანია ჰიტლერის და შოას (ვინც არ იცის, ესეც ებრაელების დევნა-წყვეტას ნიშნავს) ასოციაციას იწვევს "გარემყოფებისთვის".

QUOTE
კუბრიკს კი არა მილიონ მეხუთე ხარისხოვანი მწერლის ეკრანიზაციას დაგისახელებ.

და ფილმი მოგწონებია და არ დაინტერესებულხარ წიგნით? ძირითადად პირიქით ხდება და იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

ასე რომ შნიტცლერიც უნდა წაიკითხო და ფრიშიც, ჯოისიც და რა ქვია, დენ ბრაუნიც თუ გინდა და თვითონ შეიქმნა წარმოდგენა. მითუმეტეს შნიტცლერს ნამდვილად არაფერი სჭირს დასაცინი და გასაკრიტიკებელი.
წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ტრივიალურ ლიტერატურას კითხულობს იმას რას უზამ...

გვაცალე ბატონო... smile.gif

Posted by: Perfectum 18 Apr 2012, 18:20
მე მომეწონა მუზილის უთვისებო კაცი თარგმანი მართლა კარგი თარგმანი იყო.

არის ასეთი თარგმანი:

ფრანსუა ვარ
ესეც ისე მაწევს
როგორც განაჩენი
ეუწყება მალე კისერს რას იწონის გავა ჩემი

და

არის ესეთი

ფრანსუა ვარ სიკვდილს ველი
ჩამოხრჩობა მერგო რაკი
დილას იგრძნობს ჩემი ყელი
რას იწონის ჩემი ტრაკი

როგორც იტყვიან განსჯა თქვენთვის მიმინდვია


Posted by: Ocelot 18 Apr 2012, 19:10
Jeanne Hébuterne
QUOTE
Holocaust "ჰოლოკაუსტ"-გერმანულად გამოითქმის და მეც აღარ გადამიქართულებია. იქიდან გამომდინარე რომ წიგნის ყდას დავითის ვარსკვლავი და "ურჩხული" ახატია, ვიფიქრე მაგაზეათქო, მითუმეტეს ყველაფერი გერმანული და გერმანია ჰიტლერის და შოას (ვინც არ იცის, ესეც ებრაელების დევნა-წყვეტას ნიშნავს) ასოციაციას იწვევს "გარემყოფებისთვის"

მე ჰოლოკოსტი ატომური არმაგედონი მახსოვდა. მაგიტო გამიკვირდა. მაგრამ ეხლაც ძაან გაკვირვებული ვარ, მაგ პოსტერში ებრაელების გენოციდი რო აღმოაჩინე biggrin.gif
QUOTE
და ფილმი მოგწონებია და არ დაინტერესებულხარ წიგნით?

თითქმის არასდროს. ერთხელ იყო მგონი, სოლიარისის მერე. ძირითადად მეორე ხარისხოვანი რომანები ეკრანიზდება. დიდი ლიტერატურიდან პრაქტიკულად შეიძლებელია ეგ ან ცუდად გამოდის.
QUOTE
ასე რომ შნიტცლერიც უნდა წაიკითხო და ფრიშიც, ჯოისიც და რა ქვია, დენ ბრაუნიც თუ გინდა და თვითონ შეიქმნა წარმოდგენა.

ეგრე იქცევი სარტრის პერსონაჟად, ანბანის მიხედვით რო მიყვება მწერლებს biggrin.gif ლიტერატურაში არქეოლოგია საბოლოოდ ადამიანს პილესოსად აქცევს biggrin.gif

Posted by: litterator 20 Apr 2012, 19:09
საჩემო თემა bis.gif მოვედი ჩემო ბლოგით http://targm.net/

Posted by: xachapuridze 20 Apr 2012, 22:47
litterator
QUOTE
საჩემო თემა  მოვედი ჩემო ბლოგით http://targm.net/

bis.gif yes.gif yes.gif 2kiss.gif

Posted by: Jeanne Hébuterne 21 Apr 2012, 09:29
გერმანული ერთი გვერდი 8-12 ლარიო biggrin.gif
წამოვედი აბა საქართველოში lol.gif

Posted by: Ocelot 21 Apr 2012, 15:45
და რა მაინტერესებს. ვთქვათ წიგნს თარგმნიან და ავტორმა არ იცის ის ენა. როგორ უნდა შეამოწმოს, ვარგა თარგმანი თუ არა? სიტყვაზე ენდოს? biggrin.gif

Posted by: xachapuridze 21 Apr 2012, 15:56
Ocelot
QUOTE
ვთქვათ წიგნს თარგმნიან და ავტორმა არ იცის ის ენა. როგორ უნდა შეამოწმოს, ვარგა თარგმანი თუ არა? სიტყვაზე ენდოს?

ან სიტყვაზე უნდა ენდოს, ან ისეთ ვინმეს უნდა ენდოს, ვინც იცის... მეტი გზა არა აქვს.

Posted by: erer 23 Apr 2012, 11:29
QUOTE (candy@ @ 17 Apr 2012, 00:03 )
xachapuridze
ხომ მაგრაამ შენმა მზემ რა შუაშია , სასაცილოა ჩემი აზრით ეგ სმაარცხვინოც,სად შენმა მზემ კარგით რა ხალხნო
როგორი საუკეთესოც არ გინდდ იყოს, ესეთი სიდებილე საშინელებააა

არაფერი სიდებილე არ არის. გააჩნია ეგ "შენმა მზემ" რა კონტექსტშია და რა ფრაზაა ამ გამოთქმით გადმოქართულებული. ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ კარგი თარგმანი არ ნიშნავს სიტყვასიტყვით თარგმნას. მაგ.: good morning უნდა თარგმნო არა როგორც "კარგი დილა" არამედ - "დილა მშვიდობისა". მიუხედავად იმისა, რომ "დილა მშვიდობისა" სუფთა ქართული გამოთქმაა და სხვა ენებზე ანალოგი არ აქვს და "good morning"-ში სიტყვა "მშვიდობა" საერთოდ ნახსენები არ არის.

Posted by: ლაბარნა 10 Jun 2012, 21:49
ყველა აქაურ თანამოთემეს,

გამარჯობა! გეძიებდით და ძლივს ბოლოს გპოვეთ. ახლა აქედან წამსვლელი აღარ ვარ, თუ ყველა ერთად არ გამაგდებთ biggrin.gif

მეც თქვენიანი ვარ, პროფესიადაც თარგმანი მაქვს კარგა ხანია და ჰობუნია _ ჩუმ სიყვარულადაც.

erer,

სრულიად გეთანხმებით. კარგი თარგმანია განწყობის და ქვეტექსტის თარგმანი. სიტყვა-სიტყვით და ტერმინ-ტერმინ თარგმანი _ ტექნიკურ განყოფილებაში გვინდა wink.gif ისევ ზოგად მიმართვაზე რომ გადავიდე:

განწყობა და პოეზია წინ მოდის, როცა შედევრებს ეხება საქმე, სხვადასხვა ეპოქაში ხუთმა საუკეთესო მთარგმნელმა რომ სცადა და ერთ-ერთმა რომ აჯობა...

იმ მოცულობის საქმეა ჯერჯერობით გასაკეთებელი, რომ ხარისხს ვინ დაეძებს... ოღონდ იყოს ქართულად. მერე კიდევ, თუნდაც ოდნავ ნაკლები ხარისხისა იყოს (მთარგმნელის ნიჭიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე), განა ტიტანური შრომა არ მიდის მაინც თარგმანზე? რომ იშრომებს შესაძლებლობების ფარგლებში პატიოსნად ადამიანი, ასეულობით გვერდს რომ თარგმნის, უნდა დავუფასოთ და ჯერ მადლობა ვუთხრათ. მერე, თუ აუცილებელია, შენიშვნებიც გადმოვულაგოთ, ოღონდ ტაქტიანად და არა აბუჩად აგდების, არამედ "შემდეგ გამოცემაში გათვალისწინების მიზნით".

არ იფიქროთ, რომ ვინმეს ჭკუას ვასწავლი. თავი დავიზღვიე უბრალოდ, ვინ იცის მე აღმოვჩნდე როდესმე მომავალში კრიტიკის ქარცეცხლის სამიზნედ ))

ჯერ აქაურობის სუნთქვას და მაჯისცემას კარგად ვერ ვგრძნობ. ცოცხალ ურთიერთობაში ალბათ უფრო გაგიცნობთ და მეტი სათქმელიც დამიგროვდება. ძველი პოსტები კი წავიკითხე, მაგრამ ახალი ყველაზე საინტერესოა. ჰოდა, მალე გამოჩენილ ახალ პოსტებამდე აბა!

Posted by: THH 21 Jun 2012, 00:00
გახსოვთ ვინ თარგმნა ქართულად ჰოფმანის ''კატა მური''? მე დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და მომეწონა.

Posted by: viegel 21 Jun 2012, 01:43
QUOTE
დათო აკრიანზე რას იტყვით?



ამას წინათ ვნახე.

ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: Hektorinia 21 Jun 2012, 12:40
ხომ არ იცით, ნატალი საროტი არის ქართულად ნათარგმნი?

Posted by: THH 21 Jun 2012, 13:39
ფედერიკო გარსია ლორკა. სხვისი ცოლი

( მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი)

ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
თითქოს უეცრად და უნებურად
ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
აანთეს ღამე წინანდებურად.

ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
მე გავაღვიძე ხელის შევლებით
და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
ვით იასამნის თეთრი მტევნები.

მისმა ხაბარდამ გახამებულმა
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
და აშრიალდა აბრეშუმივით,
თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.

დაუფერავნი ვერცხლის სევადით
ხეები გახდნენ უფრო მაღლები
და ცის შორეულ ჰორიზონტივით
მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.

როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე.

მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
მე მოვისროლე ამოქარგული
ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.

არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი.

გაელვებული სველი სინათლით
და ასხლეტილი ცივი შეხებით,
ბადეში გაბმულ კალმახებივით
არ მიკარებდნენ მისი ფეხები

იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით,
უბადლო გზებზე - შეუსვენებლივ,
უუზანგებოდ და უაღვიროდ
მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.

ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.

როცა კოცნით და სილით მოსვრილი
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.

ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება
მე უშურველი ვიყავ მისადმი -
მრეში ატლასის დიდი ზარდახშა
ვაჩუქე ერთი - ხელსაქმისათვის,

მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს -
არ მითხრა, სხვისი ცოლი რომ იყო,
როცა მიმყავდა მდინარისაკენ.


Posted by: Solveig 22 Jun 2012, 02:31
QUOTE
ფრანსუა ვარ
ესეც ისე მაწევს
როგორც განაჩენი
ეუწყება მალე კისერს რას იწონის გავა ჩემი

და

არის ესეთი

ფრანსუა ვარ სიკვდილს ველი
ჩამოხრჩობა მერგო რაკი
დილას იგრძნობს ჩემი ყელი
რას იწონის ჩემი ტრაკი


მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი,
ჩემი გზა მალე წავა,
ხვალე გავიგებს კისერი-
რასაც იწონის გავა.

biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 2 Aug 2012, 11:39
http://www.tavisupleba.org/content/faust/24660114.html

წერედიანის ფაუსტით გამოვაცოცხლოთ თემა smile.gif

<...> არ შეიძლება ცოტა დეტალურად არ ვისაუბროთ ამ ინტონაციურ და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებაზე. ჯერ ერთი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად გოეთეს მიდგომა - თითქმის ყველა თავი სრულიად განსხვავებული პოეტური ფორმითაა შესრულებული და პერსონაჟების ხმები თუ ინტონაციებიც ძალზე განსხვავებულია. შესაბამისად, მთარგმნელსაც ძალზე მრავალფეროვანი, ხშირ შემთხვევაში კი, სრულიად ნოვატორული სალექსო ფორმებით გადმოაქვს ტექსტი. აი, მაგალითად, ავიღოთ ერთი ეპიზოდი, სადაც ფაუსტი თავის სამუშაო ოთახშია. თავიდან მისი მეტყველება კლასიკური ათმარცვლიანით იწყება, რეფლექსიური ინტონაციით, თუმცა მეცხრე სტრიქონიდან, როდესაც იგი პუდელს გამოელაპარაკება, მთარგმნელი ყველაფერს ცვლის და უკვე დაქტილურ პოლიმეტრიას მიმართავს - პირველი სტრიქონი ცამეტმარცვლედია, მეორე - შვიდი, მესამე - თერთმეტი და ასე შემდეგ. შედეგად ვიღებთ სრულიად უნიკალურ და ქართული ლექსწყობისთვის თითქოს უცხო რიტმულ სქემას:
"დაწყნარდი, პუდელო, რა იყო, რას მირბენ გარს? / რას ყნოსავ ზღურბლსა და კარს? / რას დაწრიალებ, დახტი, წკმუტუნებ, ღრენ? / წექ ღუმელს უკან! ჰა, ჩემი ბალიში შენ! / გზად ბევრი იცელქე, სულ ხტუნვით იარე კარამდე, / აქ უკვე შინა ვართ, ეგ შენი ბზრიალი დამთავრდეს".
შესანიშნავია ეპიზოდი პოემის ცენტრალური სცენიდან, სადაც ფაუსტი და მეფისტოფელი პაქტს დებენ. აქ მეფისტოფელი ერთგან სულების გუნდის პაროდირებასაც ახდენს, მათ წარადგენს მათივე ხმის ბაძვით. დავით წერედიანმა ამ მონაკვეთს ორმაგი ჟღერადობა შესძინა. თუკი კარგად დააკვირდებით, გალაკტიონის "ნიკორწმინდის" ინტონაციებსაც გაიგონებთ მასში, მით უმეტეს, წინა ეპიზოდში სწორედ ტაძარზეა საუბარი:
"ჩემი ბარტყებია, / უკან დამყვებიან. / ღლაპთა კვალობაზე / ბრძნული გალობა თქვეს. / გირჩევენ: დატოვე / ეს ბნელი დილეგი, / დათმე სიმარტოვე, / სიკვდილის ჩრდილები".
ინტონაციებს რაც შეეხება, როგორც ზემოთაც ითქვა, ძალზე მრავალფეროვან სამყაროსთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ფაუსტის და მეფისტოფელის მეტყველება ავიღოთ ღამის სცენიდან. ფაუსტის მეტყველება ელეგიურია და საზომიც შესაბამისია, თოთხმეტმარცვლიანი:
"რა სიბნელეა! ერთადერთი მოკრთის ნათელი, / ბაზილიკაში უქრობელი ბაზმა ანთია. / იქით და იქით წყვდიადია გაუფანტველი... / გულშიც, არ ვიცი, რა მიზეზით, ეგ წყვდიადია". შემდეგ მეფისტოფელის ჯერი დგება, რომელიც სულ სხვა, სკაბრეზული ინტონაციით ხასიათდება: "მე კიდევ ჟინი შემიდგა კატის, / სახურავებზე პარვით რომ დადის, / საქმეს რომ ეძებს ბნელში საღვაწებს, / წაიმძუნავებს, წაიბაცაცებს". ანდა მოხუცი გლეხის ეს მეტყველება ნახეთ, ქართლური პირდაპირობითა და ქალაქური, ტფილისური პოეზიისთვის დამახასიათებელი მოქცევებით:"მივესალმებით ბატონ დოქტორსა, / უფრო გვიყვარხართ კიდევ მისთვისა, / რო არ თაკილობთ ჩვენისთანებსა, / რო მოიცალეთ აქ მოსვლისთვისა..." <...>


Posted by: THH 2 Aug 2012, 12:18
ერთი სული მაქვს ამ თარგმანს როდის შევიძენ. მოყვანილი ნაწყვეტები გვიჩვენებს რომ თარგმანი უმაღლესი ნიშნის ოქროს ზოდია. ვუსურვებ დავითს რომ ''ფაუსტის'' მეორე ნაწილიც ასეთივე დონეზე ეთარგმნოს და ამით ეს მართლაცდა საშვილიშვილო საქმე აღესრულებინოს. დღეგრძელობა დავით წერედიანს.

Posted by: mancunia89 11 Aug 2012, 13:18
ვიყიდე ფაუსტის წერედიანისეული თარგმანი და იმედაგაცრუებული დავრჩი. დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...

Posted by: xachapuridze 11 Aug 2012, 15:11
mancunia89
QUOTE
Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...

სხვა?

Posted by: THH 13 Aug 2012, 11:14
ადრე დავწერე:
QUOTE
ერთი სული მაქვს ამ თარგმანს როდის შევიძენ. მოყვანილი ნაწყვეტები გვიჩვენებს რომ თარგმანი უმაღლესი ნიშნის ოქროს ზოდია. ვუსურვებ დავითს რომ ''ფაუსტის'' მეორე ნაწილიც ასეთივე დონეზე ეთარგმნოს და ამით ეს მართლაცდა საშვილიშვილო საქმე აღესრულებინოს. დღეგრძელობა დავით წერედიანს.


ამასობაში გამოითქვა საპირისპირო აზრი:
QUOTE
ვიყიდე ფაუსტის წერედიანისეული თარგმანი და იმედაგაცრუებული დავრჩი. დაშვებულია საანეგტოტო შეცდომა: Margarete ქართულად რატომღაც მარგერეტადაა თარგმნილი...


ჰოდა, გუშინ მეც შევიძინე წერედიანის ფაუსტი, რათა დავრწმუნებულიყავი რომ აშკარად არაა ის რასაც ველოდი. აი, კიდევ ერთი საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.

რა თქმა უნდა გოეთესთან სხვანაირადაა:

Die Sonne tönt nach alter Weise
In Brudersphären Wettgesang,
Und ihre vorgeschriebne Reise
Vollendet sie mit Donnergang.

როგორც ხედავთ აქ არა თუ წრეზე მოძრაობაზე არაა ლაპარაკი, არც მზის სიფიცხეზეა ლაპარაკი. წერედიანისეულ თარგმანში გვხდება ხელოვნური და ბუნდოვანი ფრაზა ''ძმებრივ დაძრული''. აი რა კარგადა აქვს იგივე ნაწყვეტი თარგმნილი გიორგი ჯორჯანელს:

დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით,
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწარდათქმულ გზის დამთავრებას.



Posted by: qenati 13 Oct 2012, 17:53
უმაგრესი თემაა, მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს smile.gif ვინც სავიანოს "გომორა" წაიკითხა ქართულად რას იტყვთ თარგმანის შესახებ?

Posted by: THH 13 Oct 2012, 19:37
QUOTE
უმაგრესი თემაა, მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს smile.gif ვინც სავიანოს "გომორა" წაიკითხა ქართულად რას იტყვთ თარგმანის შესახებ?

მე არ მაქვს წაკითხული და ვერაფერს ვიტყვი. იქნებ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ?

Posted by: qenati 13 Oct 2012, 20:06
ჩემი აზრით, წიგნი ძალიან მაგარია. თარგმანს რაც შეეხება, თქვენი აზრი მაინტერესებს.

Posted by: aravinac 24 Oct 2012, 13:01
მე არ მაქვს წერედიანის ფაუსტი, მაგრამ მაქვს დავით ონიაშვილის ფაუსტის პირველი ნაწილი,
არის ენობრივი პრობლემები,მაგრამ მთლიანობაში მაინც საყვარელია,
რაც მთავარია არ არის პროზა.

Posted by: THH 25 Oct 2012, 16:09
წინ აგვედზე დავწერემ რომ

QUOTE
შევიძინე წერედიანის ფაუსტი, რათა დავრწმუნებულიყავი რომ აშკარად არაა ის რასაც ველოდი. აი,  საანეგტეტო შეცდომა: წერედიანის ფაუსტში მზე წრეზე მოძრაობს:

მზე მიმოგრგვინავს, მჭეხი და ფიცხი
სფეროთა შორის ძმებრივ დაძრული,
რაითა შეკრას, ვითარცა მიწყივ
გზა იგი თვისი, წრედ მოსაზღვრული.


ერთ-ერთ ნაცნობთან საუბარში, მივხდი რომ ყველასთვის არაა ცხადი, თუ რა უხეში შეცდომაა დაშვებული.
ამიტომ დავამატებ, რომ წერედიანის თარგმნიდან გამოდის, რომ გოეთემ არ იცოდა კეპლერის კანონები, რაც ტყუილია. გოეთე არა მარტო ინფორმირებული იყო კეპლერის კანონებზე, არამედ ნიუტონის შრომებსაც კარგად იცნობდა (რაც კეპლერის შრომათა გენიალური გაგრძელება იყო). უფრო მეტიც ის ცდილობდა ზოგიერტ საკითხში ნიუტონის მოძღვრების ალტერნატივა შეექმნა.

გოეთეს მთარგმნელმა უნდა იცოდეს ეს და ბევრი სხვაც სანამ ამ საქმეს მოკიდებს ხელს. ის პოეტური ფანდები რაც ასე მოუხდა ვიიონის თარგმანს არაა საკმარისი გოეთეს სათარგმნელად.

Posted by: aravinac 25 Oct 2012, 16:56
საოცარი წიგნია, წერედიანის თარგმანი არ ვიცი, მაგრამ დავით ონიაშვილის თარგმანი ძალიან მომწონს.
რა დიდებული წიგნია, მართლაც.
შესანიშნავადაა ადამიანი და მისი მტერის ერთი ალბათ არაერთადერთი შეხვედრა აღწერილი.
და რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმა, გერმანელ ჰუმანისტს არაჩვეულებრივად აქვს გაჟღერებული.
smile.gif

THH
თქვენი შენიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: anthro 1 Mar 2013, 03:14
კითხვა ქართული ლიტერატურის მოყვარულებს:
ვაპირებ თანამედროვე ქართული პროზის რომელიმე (ჯერ კიდევ უთარგმნელი) ნაწარმოების გერმანულად თარგმნას. "სამოსელი პირველი"-სა და "ადამიანთა სევდა"ს შორის ვმერყეობ. იქნებ მომაწოდოთ ალტერნატივები - მეც გავიხარებ, თქვენც და გერმანელი მკითხველიც smile.gif

Posted by: sashbasha 9 Jul 2013, 10:04
გააჩნია რა ჟანრის თარგმანზეა საუბარი და რომელი ენიდან. მაინც, ჩემი ფავორიტები: ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი, გივი კიკილაშვილი, დალი ფანჯიკიძე, ლია ჩლაიძე.

Posted by: sashbasha 15 Jul 2013, 14:39
27 ივლისს, რუსთაველის 16 ნომერში მდებარე წიგნის მაღაზიაში, საღამოს 7 საათზე, გეპატიჟებით ფიოდორ დოსტოევსკის "იატაკქვეშეთის ჩანაწერების" პრეზენტაციაზე.
პირველად ქართულ ენაზე!
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
გამომცემლობა: ოჩოპინტრე

https://www.facebook.com/events/146924488836793/?ref=22

Posted by: Alice_ 29 Aug 2017, 17:44
კარგი მთარგმნელი ცუდისგან რითი განირჩევა? სჯობს მაქსიმალურად ახლოს იყოს პირველწყაროსთან თუ პირიქით, იმ ენაზე გადააწყოს ფრაზები, რა ენაზეც თარგმნის?
popcorn.gif

Posted by: sაlოmეa 29 Aug 2017, 17:48
Alice_
QUOTE
იმ ენაზე გადააწყოს ფრაზები, რა ენაზეც თარგმნის?

Warsaw ნანახი ომიაო არ უნდა თქვას

პ.ს
დიახ, მეგობრებო
ასეთებიც არსებობენ


Posted by: Alice_ 29 Aug 2017, 17:51
sაlოmეa
QUOTE
Warsaw ნანახი ომიაო არ უნდა თქვას

როდის, სად, როგორ
biggrin.gif
რომელ წიგნში თარგმნეს ესე?

Posted by: sაlოmეa 29 Aug 2017, 18:29
Alice_
QUOTE
როდის, სად, როგორ

რომელ წიგნში თარგმნეს ესე?

biggrin.gif biggrin.gif
არა წიგნში არა
დოკუმენტს თარგმნიდა და იქ ჩამიწერა )))))
ეს კიდე რა არის
ისეთები ვიცი ))))

Posted by: ემპეწრი 26 Sep 2017, 01:09
Alice_
რაც ყფრო იდენტურია ექვივალენტები და რაც უფრო ზუსტად ცდილობს ზედმიწევნით ყველაფრის კოპიით გადმოტანას მით უფრო ნახინჯია თAრგმანი biggrin.gif ნუ სიტტვა სიტყვით თAრგმანს ვგუკისხმობ აქ, დინამიკას კარგავს ირიგინალისას როცა ყველაფერი ერთI ერთშIა
სტილის შEნარჩUნევა, კულტურული რეალიების გადმოტანა სათAრგმნ ენასთAნ და კულტურასთAნ ადეკვატურად, ორივე მხარის კულტურა უნდა იცოდეს, ჩAნს კიდეც ეგ კარგ თAრგმანშI, ორიგინალის ეპოQის აფეკვატური უნდა იყოს სათAრგმN ენასთAნ ჰარმონიIთ, ზოგადი დ. კონკრეტული ერუდიცია ჭIრდება
სინტაქსი თAვისთAვად უნდა შEიცვალოს სათAრგმნ ენასთAნ შEსაბამისობაშI
ეგ ძIრითAდი რამეებია, რასაც Xაან ექცევა ყურადღEბა თAრგმანის შEფასებისას და ნუ ბევრი რამეც გემივნების საკითXია

Posted by: HurricaneKat. 26 Sep 2017, 11:04
user posted image

ჯეი ჯეი yes.gif

Posted by: solali 26 Sep 2017, 11:40
აქ აუცილებლად უნდა დავწერო და ლანა კალანდიას ვაცის ნადიმის თარმნისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო. არ ვიცი ესპანური მაგრამ ქართულად ისეთია
ესპანურის მცოდნეების ძალიან მშურს. ის იმხელა წიგნი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ყოჩაღ!

პალიტრას გამოცემულ ზოგიერთ თარგმანზე აქ დაწერეთ უკვე (თუ რედაქტირების ბრალია ეს?!)?
მაგალითად, ამათი გამოცემული (50 წიგნში) სიამაყე და ცრურწმენა ისეთი ნაგავია, რომ არ მცოდნოდა ნაწარმოები, ოსტინის აღარაფერს გავეკარებოდი.

Posted by: Solveig 26 Sep 2017, 16:33
solali
QUOTE
ლანა კალანდიას ვაცის ნადიმის თარმნისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო. არ ვიცი ესპანური მაგრამ ქართულად ისეთია
ესპანურის მცოდნეების ძალიან მშურს. ის იმხელა წიგნი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. ყოჩაღ!

"ვაცის ნადიმი" დიდტანიანი რომანია და ეჭვი არაა, ძალიან ბევრი იშრომა კალანდიამ, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდი ლაფსუსებია გაპარული აქა-იქ. ბარბარიზმები ძირითადად.
ცხადია, რომ შეიძლებოდა, რედაქტორს შეესწორებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, როცა მთარგმნელმა არ იცის, რომ "მინა" რუსული სიტყვაა, რომელსაც ქართულად "ნაღმი" ჰქვია..
* * *
THH
QUOTE
ის პოეტური ფანდები რაც ასე მოუხდა ვიიონის თარგმანს არაა საკმარისი გოეთეს სათარგმნელად.

დასტურ.


პ.ს. მე ჯორჯანელის ნათარგმნი პირველი ნაწილი მიყვარს..

ონიაშვილის თარგმანი, როგორც მახსოვს, გამსახურდიამ გაანადგურა. შეიძლება, ვცდებოდე კრიტიკის ავტორში, მაგრამ სასტიკი კი იყო...

Posted by: solali 30 Sep 2017, 00:23
QUOTE (Solveig @ 26 Sep 2017, 16:33 )

"ვაცის ნადიმი" დიდტანიანი რომანია და ეჭვი არაა, ძალიან ბევრი იშრომა კალანდიამ, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდი ლაფსუსებია გაპარული აქა-იქ. ბარბარიზმები ძირითადად.
ცხადია, რომ შეიძლებოდა, რედაქტორს შეესწორებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, როცა მთარგმნელმა არ იცის, რომ "მინა" რუსული სიტყვაა, რომელსაც ქართულად "ნაღმი" ჰქვია..

უი, არ ვიცი. ეგეთი წვრილმანისთვის (ზოგი ბარბარიზმი) და არ მიმიქცევია ყურადღება. გათვალისწინება რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ ეს კალანდიას ღვაწლს არ არ აყენებს ჩრდილს (რაშიც მგონი მეთანხმებით smile.gif )

და კიდევ, იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ძალიან ბევრი ვიცინე. იუმორის თანგმნა მთარგმნელის ერთ-ერთი დიდი საქმე მგონია

Posted by: Solveig 13 Jan 2018, 17:46
solali
QUOTE
იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ძალიან ბევრი ვიცინე.

ვაცის ნადიმზე, კაცო?

რა იყო მანდ სასაცილო, მართლა ვერ ვხვდები. სასაცილო კი არა, წამებას იმდენად ნატურალური ხერხებით აღწერს,. რომ ლამის გული გამიჩერდა.

სხვათა შორის, კრიტიკოსებმაც "დასცხეს" მაგის გამო-იმდენადაა გადაყოლილი წვრილმანების აღწერას, რომ ნაწარმოების მთავარ "ღერძს" აცილებს შეძრწუნებულ მკითხველსო. მეც ვეთანხმები ამაში.

სამწუხაროდ, არ ვფლობ ესპანურს, რომ ორიგინალს შევადარო თარგმანი.

ინგლისური და რუსული თარგმანები შემიდარებია და აღმომიჩენია ხოლმე უზუსტობები. მაგალითად, ამ რამდენიმე თვის წინ სელინჯერის "ბანანათევზის ამინდი" წავიკითხე ინგლისურად (ქართული ზეპირად მახსოვდა ლამის, ბავშვობაში ვერც დავთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული) და კურიოზული შეცდომები იყო დაშვებული.

მაგალითად, shorts and undershirts რატომღაც "პერანგებად და საცვლებად" არის ნათარგმნი. არადა, ჩვეულებრივი მოკლე შარვალი იგულისხმება, დღეს რომ სულაც "შორტს" ვეძახით. ან, რა გასაკვირია, რომ ზღვაზე დასასვენებლად წასულ კაცს შორტები ჰქონოდა ჩემოდანში?

ან კიდევ, სულაც უარესი. სიმორმა ბარგი გადაქექა და, ორიგინალი გვეუბნება, რომ Ortgies caliber 7.65 automatic ამოიღო. ქართულად ეს თარგმნილია, როგორც 7-65-კალიბრიანი რევოლვერი biggrin.gif Ortgies caliber 7.65 automatic არ არის რევოლვერი. I მსოფლიო ომისდროინდელი ნახევრადავტომატური პისტოლეტია, გერმანული წარმოების, რომელიც აშშ-შიც პოპულარული იყო. ვინმე იტყვის-დიდი ამბავიო. რა მნიშვნელობა აქვს, რით მოიკლავდა სიმორი თავსო. არადა, აქვს მნიშვნელობა. პისტოლეტის მაგიერ, დამბაჩა, რევოლვერი ან ავტომატი არ უნდა დაწერო, სისტემურად განსხვავდება ეს იარაღები ერთმანეთისაგან.


ეს თარგმანი ძველი შესრულებულია, უკვე "ცივი ომის" ხანაში და რთულია, ყველაფერში გაამტყუნო მთარგმნელი. ვინც ამ საქმეს ეჭიდება, ფაქტიურად, ენციკლოპედიური ცოდნა უნდა ჰქონდეს და იმ დროის მთარგმნელები ცუდ დღეში იყვნენ მაგის გამო, რადგან, უცხო ქვეყნებს ეგენი არ იცნობდნენ. ნანახიც კი არ ჰქონდათ ის ქვეყანა, რომლის ენასაც სწავლობდნენ თსუ-ში ან "უცხო ენებში" და მის თანამედროვე კულტურასაც ცუდად იცნობდნენ ხოლმე. დღევანდელ მთარგმნელებს უკვე აღარ ეპატიებათ ასეთები. ინტერნეტი არსებობს, ბოლოს და ბოლოს.. "გუგლი" და სხვა საძიებო სისტემები, ბლოგები, ვიკიპედია და რა აღარ. პლუს, არის საშუალება, რომ გარკვეული დრო იცხოვრო იმ ქვეყანაში, რის ენასაც სწავლობ და ყოფასაც გაეცნო და ენაც უკეთ შეისწავლო. ძველ მთარგმნელებს, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, თედო სახოკიას, გასტონ ბუაჩიძეს ნამდვილად ჰქონდათ ეს უპირატესობა (ბუაჩიძე სულაც ნახევრად ფრანგი იყო-დედით).

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 01:07
.....................................................
* * *
.....................................................

Posted by: RiVAi 20 Jan 2018, 00:19
QUOTE
სელინჯერის "ბანანათევზის ამინდი" წავიკითხე ინგლისურად (ქართული ზეპირად მახსოვდა ლამის, ბავშვობაში ვერც დავთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული) და კურიოზული შეცდომები იყო დაშვებული.

მე ნათარგმნიდან აზრი საერთოდ ვერ გამოვიტანე

შეიძლება ჩემი ანალიზის უნარის არცთუ მაღალი შესაძლებლობის ბრალიცაა

Posted by: Solveig 20 Jan 2018, 18:14
RiVAi
ბანანათევზის ამინდი, მარტივი შინაარსის მიუხედავად, არ არის იოლი გასაგები მოთხრობა.



ცოტათი მაინც უნდა იყო სელინჯერის ცხოვრებისა და შემოქმედების აზრზე.
და გლასების ეპოსიდან "ჭერი ასწით, დურგლებო" უნდა გქონდეს წაკითხული.
მერე მიხვდები, რა კაციც იყო სიმორ გლასი, რა ხალხში ჰქონდა საქმე და რატომაც დამთავრდა მოთხრობა ასე..

Posted by: თარხუჯი 25 Apr 2018, 12:41
დღეს გარდაიცვალა ''ჯადოსნური მთის'' (და ბევრი სხვა გერმანული შედევრის) მთარგმნელი....
https://www.facebook.com/natia.panjikidze.7?hc_ref=ARQgPo9P9l4MByHWdX3Eh8xDt3q_OQrpnE6ANFaKbEls3A6WLB9SLG38Fsg6NpeoZGQ&fref=nf

RIP
* * *

Solveig
QUOTE
გასტონ ბუაჩიძეს ნამდვილად ჰქონდათ ეს უპირატესობა (ბუაჩიძე სულაც ნახევრად ფრანგი იყო-დედით).

გასტონს ერთხელ ნანტში შევხვდი. პროფესორი იყო იქაურ უნივერსიტეტში, ქართველ პოეტებს თარგმნიდა ფრანგულად, არ ვიცოდი, თუ ადრე ფრანგულიდანაც თარგმნიდა ქართულად.

ისე, გალაქტიონის მისიული ფრანგული თარგმანები ჩემს მეგობარ ფრანგებს წავაკითხე და მოეწონათ... მე, სამწუხაროდ, ფრანგულს ვერ ვფლობ და ვერაფერს ვიტყვი, ოდნავ მაინც თუ მიუახლოვდა დედნის სილამაზეს.

Posted by: JSB14BSJ 13 May 2023, 21:19
Solveig
QUOTE
ბანანათევზის ამინდი, მარტივი შინაარსის მიუხედავად, არ არის იოლი გასაგები მოთხრობა.


დღემდე გაუგებარია ჩემთვის და დღემდე ჩემს თავს არ ვპატიობ რო სადაც მივიოდი, იქ წასვლა გადავდე, დავრჩი სახლში და თაროდან ამერიკული ნოველას ის ტომი გადმოვიღე (ახალი გამოსული იყო საცოდავ 90-იანებში და მამაჩემმა მოყარა სახლში ეგრევე).
* * *
inana
QUOTE
მაყვალა მრევლიშვილი არ გიხსენებია. არაჩვეულებრივად თარგმნა ულენშპიგელი.

ბავშვობის უსაყვარლესი რომანი.

Johnnie Walker
QUOTE
კი, ბავშვობაში ბუნებრივად მიიღო ჩემმა ცნობიერებამ რაც ნიშნავს, რომ თარგმანი კარგია.

გეთანხმები, მისტერ.
არსებობს ეგ საინტერესო ფენომენი, მოზრდილობაში ინტელექტით და შემეცნებითი არხებით მიღებული პროპაგანდისტული ნაგვით იფარება და იკარგება.
QUOTE
"რატომ მოჰკალ მამაჩემი, შე რაზბოინიკო, შენა?"

კლასელს ეშლებოდა სისტემატურად. პირველ შეცდომაზე იყო ცირკი და მერე აღარ გვეცინებოდა: ჩათლახო ბოზო დიაცოს ამბობდა...

Posted by: ახალგაზრდა 15 Oct 2023, 11:29
QUOTE (თარხუჯი @ 25 Apr 2018, 12:41 )
დღეს გარდაიცვალა ''ჯადოსნური მთის'' (და ბევრი სხვა გერმანული შედევრის) მთარგმნელი....
https://www.facebook.com/natia.panjikidze.7?hc_ref=ARQgPo9P9l4MByHWdX3Eh8xDt3q_OQrpnE6ANFaKbEls3A6WLB9SLG38Fsg6NpeoZGQ&fref=nf

RIP

ჯადოსნური მთა არასდროს წამიკითხავს მაგრამ სრულიად შემთხვევით ვიყიდე ამ ქალზე წიგნი და მაგით ვიცანი მეტ-ნაკლებად გვარით მაგრამ არასწორი ფეისბუკი გაქვს დალინკული მგონი gigi.gif

Posted by: Malotru 15 Oct 2023, 13:49
ახალგაზრდა
QUOTE
არასწორი ფეისბუკი გაქვს დალინკული მგონი

ფაქტია არასწორი ფეისბუქია biggrin.gif
ეგ ფსიქოლოგიის დედაა.

Posted by: Passe-Partout 12 Nov 2023, 19:43
QUOTE (HurricaneKat. @ 26 Sep 2017, 11:04 )
user posted image

ჯეი ჯეი yes.gif

მეც ეგრე მეგონა სანამ კოფინის ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი არ წავიკითხე (გავისროლე 250 ლარი, ვინ მაძალებდა...)

როგორ წავა გააჩნია. ყუბანეიშვილის ნათარგმნი ვისოცკის ლექსებიც მუცლის გვრემის გარეშე წავიკითხე.

რავი, აბა..

Posted by: მალატესტა 12 Nov 2023, 20:52
Solveig

ეგ ძველი თარგმანები ხომ ვახტანგ ჭელიძისაა,, სელინჯერზე ვამბობ.

არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ნოდარ ნათაძეს ჰქონდა მის თარგმანებზე ძალიან მწვავე წერილები, ჭელიძეს ხშირად პირდაპირ რუსულიდან გადმოჰქონდა როგორც ჩანს ინგლისურენოვანი ნაწარმოებები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)