Davit_akhali
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 271718
რეგისტრ.: 26-October 23
|
#60799554 · 26 Oct 2023, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგიყვებით ერთ ამბავს, თუ წაიკითხავთ, ვფიქრობ მოგეწონებათ. მაშ, ასე:
ქალაქი ის ადგილია, ბეტონებით, სიმჭიდროვით, მანქანებით, შავ-ხვრელივით დამუხტული, ვერ ვცილდებით, ჩავვარდნილვართ. სიხალვათის გვეშინია თუ ტურების დამუქრების ღამით?! გაიღვიძებ, გაიხედავ - ნუგეში გაქვს ხალხის ნახვით.
საქმეები აქ მეტია, მიდი-მოდი არ ჩერდება. ქალაქი ის სანთელია, ლიბერალიზმს რომ ანათებს. ადამიანს ის სთავაზობს გამოხატვის სხვადასხვა ფერს. ცოდნისაკენ მოუწოდებს, შრომის ბაზარს უხილავი ხელით ავსებს.
და დოვლათი, და დოვლათი, იქ იქმნება უჰ, რამდენი.. და ამრიგად, დაშორება მდიდარსა და ღარიბს შორის არ მცირდება. და პირიქით. და რადგანაც ჩემი ლექსის მიზანი აქ სულ სხვა იყო, ამ თემაზე გაგრძელება უადგილო გამხდარიყო.
დღეს მე მინდა დავინახოთ ერთი კაცი. კაცი მასზე ნაკლებ ითქმის, თან ბიჭია, თან არც ბიჭი. თვითონაც ვერ გაუგია, დაუკარგავს თავის თავი, და თუმცა კი - ფინანსური მას არა აქვს გასაჭირი.
იგი ხედავს და აფასებს ყველა ნიჭს და შრომის შედეგს. აღმაფრენით გადაჰყურებს (და აჰყურებს) თვის საქმეში ბრძენთა ბრძენებს. აკვირდება, რომ ყოველი ვინც კი რამეს მიაღწია, თავჩარგული შრომის ხარჯზე, ძალები ერთ კალაპოტში მოაქცია.
დაასკვნა, რომ ადამიანს მართებს საქმის ერთგულება. ყველა ბრძენი ხელში ცელით წარმოუსდგა. იკვალავენ გაწურული ოფლში ცელით, თვალიც კი არ ეპარებათ უსურვაზზე, და მით - ხელი.
ამას კიდევ, ბედოვლათსა, დაუგდია ცელი სადღაც. ამ ჯაგში და ამ შამბნარში, ბილიკს ეძებს თვის სავალად. განა არა, ბევრი არის, ბილიკები უხვადაა, მაგრამ მისთვის სარგო არცერთს აღარ მოაქვს სავალალად.
ყველა ბილიკს დასტყობია საწყისისკენ მიბრუნება. აკი ვიცით ყველა ცოცხალს სწვავს სიცოცხლის სწყურვილია. ამიტომაც, ახლა კიდევ უფრო მეტი სიველურე დასგომია. შუა გზიდან განცდა თითქოს - „ეს გზა სრულად უვალია“.
გზიდან უკან მობრუნებულს ეკვეთება მუდამ სასო. სახლში ჩემი შვილი მყავს და რად დავშორდი ასე სახლსო. სხვისა გზაზე ნაწანწალით ვერ მოვიმკი მაინც ღვაწლსო. ბავშვებს მამა სჭირდებათ და მე კი სხვაგან ვიქცევ თავსო.
დაადგება სახლისაკენ ბედნიერი ნაცნობ გზასა. აღარ უნდა არც სიბრძნე და აღარც შრომა სხვისა დარად. ეს უბრალო კაცი არის, ისინი მას არა გვანან... და თვითონაც უკვირს მისი შეგუება თავმდაბალად.
ადრე მისთვის ის რომ გეთქვათ, უბრალო ხარ თუნდაც შენო, მისთვის გიჟად წარსდგებოდით, ანდა ჭკუა-მცირე მავნად. „ჯერა მხოლოდ თესლი ვარ და ვიფურჩქნები ხვალ ან ზეგო, მერე უკვე ვერ უარყოფთ თვალისმომჭრელ ნათელს ჩემსო“.
ახლა კიდევ თავის თავზე წარმოდგენა ჩამონგრეულს, თავის ბედის პროლეტართან გატოლებულს, სახლისაკენ გზა დამდგარს და მამის როლში ჩაყოლებულს, მამის როლით, ამ ფუნქციით შთაგონებულს,
არ ასვენებს მაინც შიში: „რომ დავკარგო სრულად სარჩო? თუკი სახლში ჩამოვჯექი, აღზრდა მივეც ჩემსა ბავშვსო, თუკი მთელი დრო მას მივეც, ვინ მიხედავს საქმეს ჩემსო? თუ წამიხდა ყოველი, ბავშვს რა ვაჭამო, სულის საზრდო?“
„ბავშვსა მამა იმად უნდა (კლოუნში არ აგერიოს), უზრუნველყოს მისი გზა და ფინანსურზე არ აფიქროს. ეჰ, მამავ, რომ მყოლებოდი დღეს სულ სხვაგან ვიქნებოდი! ოღონდ თუკი ჩემნაირი, კაი კაცი იქნებოდი.“
გადაწყვიტა, ვალად ადევს, ბავშვს მამობა გაუწიოს. ოღონდ განა იმითი, რომ აკვანი მან დაურწიოს. წელზე ფეხი უნდა იდგას, ყურძენივით დაიწუროს, რომ ბავშვისთვის უზრუნველი მომავალი დაიგულოს.
მაგრამ ხვდება, რომ ამისთვის ის, რაც მას აქვს, არა კმარა. წყარო უნდა რომ იპოვოს, ჭეშმარიტებით კამკამა. ხელში ცელი დაიჭირა, გზას დაუწყო უმალ კვალვა (და თუმცა კი ჯერ აზრადაც არ მოსვლია - რისკენ კვალვა).
ხან ერთ გზისკენ გაუხვია, ხანაც კიდევ მეორისკენ. ამის გეგმა რომ განახათ, ზიგზაგები - რვიანისკენ.. ისეთივე ქაოსია, ლაბირინთი, რაც მის ტვინში. ამან კიდევ უფრო მეტად წყალი უდგა რწმენას ნიჭში.
ჩაიქნია ხელი ისევ, ახლა სახლშიც ვეღარ მიდის. მეგობარი ვინც კი ჰყავდა, ვეღარც მათკენ ვეღარ მიდის. თავის დროზე მან ჩათვალა, მეგობრობას მსხვერპლად ვწირო. და თუ ასე არა ვქენი, წარმატებას ვით შევწვდეო?!
ხან ტელეფონს არ იღებდა, ხანაც გრძელი გზებით ვლოდა. გაეჩვია ხალხთან კავშირს და სრულებით გაუცხოვდა. მათთან კავშირს მხოლოდ ერთი, ინახავდა წარმოსახვა. ყინულივით ცივი გახდა ფიზიკურად მათი ნახვა.
მეგობრები განაწყენდნენ, რა იციან, რომ ეს კაცი ფიქრობს მათზე უფრო ხშირად, უფრო მეტად ნანობს კიდევ. და კი მაინც მსხვერპლად სწირავს, მსხვერპლად სწირავ თავის მიზანს. თავის დროზე დარდობს მეტად. და ეძღვნება მუდამ კითხვას.
რაც აქამდე უნდა ექნა (არ უქნია, გარეთ ეგდო), ახლა ცდილობს ისიც კი ქნას და სხვაც ბევრი სასარგებლო.
და თუმცა კი - ახლა მიზანს რომ დაესო ავი დაღი, ახლა როცა გაცამტვერდა ყველა მისი ნანატრალი, ყველა მხარეს სიყვარულით ხალხთა ჯგუფი მოცინარი, ვერ უყურებს, გულს უფატრავს, უასკეცებს რაც აქვს დარდი.
თვალებს ჭუტავს და ისევე თავის სულში იხედება. თავს მიიჩნევს გარიყულად, საზიზღარად თავსა ხედავს. „აი, ნახე, თუნდაც იმ ბიჭს, ეს გოგო ვით ელაღება. სინამდვილით მოქმედებენ, გულწრფელია მათი ქცევა.“
„როგორ მინდა ხალხი ახლა შემომეჯაროსა მეცა. ვიყოთ ოღონდ მოზიარე ყველა ჭირს და ლხინსა ზედა. ფეხთით გვქონდეს ერთი მიწა, თავს გვეხუროს ერთი ზეცა. ზედმეტი თუ რამეღა ვთქვა, უმალ გული დამილპესა.“
„ეჰ, ასეთი არაფერი არ გამოვა, ჩემო თავო... სჯობს ოცნებას ხელი უშვა, ყველა ამ ფიქრს გადეყარო. მეგობრობით თავშექცევას ხამს ძველ მიზანს დაემაგრო. შეიმალო, შედეგს ეღწვა და ხალხს მერე დაენახვო!“
ამას იქით მე ეს კაცი დიდხანს უკვე არ მინახავს. დაველოდოთ, გამოჩნდება, ღმერთმა მისცეს გამარჯვება. მე უბრალოდ, როგორც მწერალს, მისი სული აწეწილი შემებრალა და ამიტომ ვქმენი იგი აღწერილი.
|