#55262199 · 18 Sep 2019, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა საიტის გაკეთება ძიუდოზე სტატიების განსათავსებლად რამე უფასო სერვერზე, მაგალითად wp-ზე ან რაზეც თქვენ მირჩევთ. თუ დიზაინს გამიკეთებთ და ამიწყობთ 100 ლარს გადავიხდი.
მესმის რომ ეს მომსახურება ბევრად ძვირი ჯდება, მაგრამ თანხის შესაბამისად არ მექნება პრეტენზიები რაიმე განსაკუთრებული დიზაინი შექმნათ. შეგიძლიათ თქვენი ადრე დამზადებული ან გაუქმებული საიტის ნიმუში გამოიყენოთ. მოთხოვნები არ მაქვს არანაირი, უბრალოდ პირადად დაგრჩებით მადლობელი თუ დიზაინში ძიუდოსთან დაკავშირებული ორნამენტები ბლომად იქნება. ასეთ შემთხვევაში მადლობასთან ერთად გავზრდი მოსაცემ თანხასაც.
არსად არ მეჩქარება. სულ რომ ვერ გავაკეთო არც მაგას დავიჩივლებ, უბრალოდ მინდა ჩემს საყვარელ სპორტს საქართველოში საიტი ქონდეს.
--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
|