ჰეჰ,
DARKnodo ჩემს თავში იჯდაო თითქოს.
საქმე იმაშია, რომ ამ კაცზე ვწერ საკურსოს.
საინტერესო ვინმეა და ფილმებიც შესაბამისი აქვს.
"შეუქცევადობა" მისი ყველაზე კარგი ფილმია. მაყურებელს ზუსტად ისევე ხნავს, როგორც მონიკა ბელუჩის - ის მახინჯი.
კანში ამის ჩვენებაზე ხალხს რა არ ემართებოდა თურმე. ჰოდა, ჩემი აზრით, კარგი კინოს ჩვენება ასეთი უნდა იყოს, უნდა ძალადობდეს მაყურებელზე, გადატანითი მნიშვნელობით და თუ პირდაპირითაც, მთლად უკეთესი.
მუსიკალური გაფორმებაც შესანიშნავი იყო. ფინალში ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია და მანამდე დაფთ პანკის ერთერთი წევრის ზუსტად ისეთი კომპოზიციები, როგორიც საჭირო იყო.
განათება - იდეალური.
მსახიობები - იდეალური.
ოპერატორი, თუ სწორად მახსოვს, თავად ნოე იყო. ჰოდა, გამოდის, რომ ორგზის ბრავო - როგორც რეჟისორს და როგორც ოპერატორს.
რაც შეეხება "ერთი ყველას წინააღმდეგ"-ს, ისეთი მაგარი არ იყო, როგორიც "შეუქცევადობა", მაგრამ მასაც გააჩნდა თავისი ღირსებები, მაგალითად მონტაჟი.
ამ მხრივ განსაკუთრებით მაგარი ფინალური სცენა იყო. მეთქი ჰა ჰა და გავწყდები, ისე დავიჭიმე, ბოლოს კი დიდი "აჰჰ", ისე მოვეშვი.
აგონიის ასეთი ზუსტი მოყოლა მონტაჟით - კარგი ეფექტი იყო.
და ჰო, განწყობა. ზედმეტად დეპრესიულია. იმდენად ზედმეტი, რომ ზოგჯერ მახალისებდა. მე არ მჯერა ისეთი...ისეთი...ისეთი...რა დავარქვა, არ ვიცი...ისეთი "ძღნერი ცხოვრების" (პარდონ, მაგრამ მგონი სწორედ ეგრეა), როგორიც ამ ფილმშია.
"La Carne" საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ამ საათნახევარში ყველაფერი ისაა, რასაც მერე გასპარ ნოე თავის ფილმებში ატრიალებს.
სწორედ ამ ფილმის მერე დავასკვენი საბოლოოდ, რო ყველაზე მეტად ნოეს კინო - ესაა მრისხანება.
"შესვლა სიცარიელეში"-ს ველი დიდი ამბით. გული მიგრძნობს, კარგი იქნება. და საერთოდ, გული მიგძნობს, რომ ეს რეჟისორი მომავალში უფრო და უფრო კარგ კინოს გააკეთებს.
ამ კლიპის ავტორია. მომწონს.
This post has been edited by მო on 18 May 2010, 22:58