Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კუჭის შეკრულობა


Posted by: Miss_T 21 Apr 2006, 21:46
ბევრს აწუხებს შეკრულობა. მე მოწესრიგებული დიდად არ მქონია არასდროს, მაგრამ ახლა უკვე შემაწუხა. cry.gif

მას შემდეგ რაც სიგარეტს თავი დავანებე, (1თვეა), მაწუხებს სიმძიმე მუცლის არეში, წონაშიც ვიმატებ და მეუბნებიან, რომ ესეც უწყობს ხელს.

ახლობელმა მირჩია ასეთი პრეპარატი : Acidophilus

იშოვება მხოლოდ ოპერის წინ ავერსში, არის მცენარეული, შეიცავს 100 ტაბლეტს და ღირს 38 ლარი.
აფთიაქში ვიკითხე და არ არის აუცილებელი ექიმის დანიშნულებით იყიდოო. ყოველ დღე ერთი ტაბლეტი მიიღება.

იქნებ ვინმემ იცით მის შესახებ?? ან იქნებ რამე სხვა უვნებელი საშუალებები იცოდეთ???
მადლობთ!


Posted by: Breaky 21 Apr 2006, 22:09
ყველაზე უვნებელი საშუალება, რაც მე ვიცი და საკმაოდ ეფექტურიცაა, არის პურის ქატო. 1ს/კ უნდა გაურიოთ ერთ პორცია მაწონში (რამდენსაც შეჭამთ ერთ ჭამაზე) და შეჭამოთ. ეს პროცედურა თავიდან დღეში რამოდენიმეჯერაა საჭირო. შედეგის მიღების მერე კი ნელ-ნელა შეგიძლიათ შეამციროთ და ბოლოს დღეში ერთხელ, უზმოზე მიღებას დასჯერდეთ. თავიდან შეიძლება არ იმოქმედოს, დრო სჭირდება, რომ ნაწლავები გამოაცოცხლოს და ტონუსში მოიყვანოს. ვისაც ქრონიკული ყაბზობა აწუხებს, მან ეს პროცედურა ყოველდღიურ ჩვევად უნდა გადააქციოს, ისევე როგორც კბილების გახეხვა.
ხო, კიდევ შეიძლება ასეც მიიღოთ: საღამოს 1ს/კ ქატოს დაასხათ 1ჭიქა ადუღებული წყალი, დაახუროთ თავზე და გააჩეროთ დილამდე. დილას მოურიოთ და სულმოუთქმელად დალიოთ. მაგრამ ეს უფრო ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელია, საშინელი გემო აქვს ასეთი წესით მომზადებულ ქატოს. ამიტომ მაწვნით ჯობია.
ქატო იყიდება წისქვილკომბინატში, სადღაც დიდუბეშია. რომ ეტყვით რომ წამლად გინდათ, სუფთად დაფქულს მოგცემენ და 1კგ ღირს 1ლარამდე. ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება ნაკლებიც.
მე პირადად არც ერთ წამალს (თუნდაც მცენარეულს) არ ვენდობი, როდესაც საუბარია ყოველდღიურ მიღებაზე დიდი ხნის განმავლობაში, რაც არ უნდა მცენარეული იყოს, მაინც წამალია და ქიმიაა და არ შეიძლება მუდმივი მიღება.

Posted by: Suleluka 21 Apr 2006, 22:11
Miss_T
დილას უზმოზე 1 ჭიქა წყალი, ან ვაშლი 1-2 ცალი,
და მედიკამენტებიდან ყველაზე უვნებელი და ნორმალური საშვალებაა Festal და იგივე Festol, ჭამის პროცესში უნდა მიიღო 1 აბი, სიმძიმესაც ხსნის, კუჭის მოქმედებასაც აწესრიგებს და ფასიც ნორმალურია 10-12 აბი 1 ლარი ღირს, ტან ეფექტურია wink.gif

Posted by: pudelblack 22 Apr 2006, 04:58
Miss_T
QUOTE
მას შემდეგ რაც სიგარეტს თავი დავანებე, (1თვეა), მაწუხებს სიმძიმე მუცლის არეში, წონაშიც ვიმატებ და მეუბნებიან, რომ ესეც უწყობს ხელს.

სიგარეტის დანებების სემდეგ ონაში მომატება იცის ეგ ყველას ემართება ამიტომ ნუ გეში .
აბა მე სხვა რა გირჩიო ზემოთ უკვე დაგიწერეს.

QUOTE
Acidophilus

ეს არის კუჭის ამამშლელი პრეპარატი და რათ გინდა ვერ გავიგე?

Posted by: Miss_T 22 Apr 2006, 14:36
Breaky
suleluka

დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ. 2kiss.gif

ყოველ დილას ჰერკულესის ფაფას ვჭამ უზმოზე, მაგრამ ეგ არ მშველის.

pudelblack
QUOTE
Acidophilus


ეს არის კუჭის ამამშლელი პრეპარატი და რათ გინდა ვერ გავიგე?


მართლა??? მემითხრეს, აწესრიგებსო და 3 თვე უნდა სვაო....

ნახშირზე რას ფიქრობთ?? გუშინ ეგეც მითხრეს.

Posted by: ლაბუ 22 Apr 2006, 15:39
მე ვფიქრობ მაინც სერიოზული გამოკვლევა და ექიმის დანიშნულებაა საჭირო, თვითმკურნალობა ნწუ no.gif
გისურვებ წარმატებებს smile.gif

Posted by: kuna 23 Apr 2006, 19:11
სასურველია მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობა!
აფთიაქში და მეზობლის ნათქვამზე დიდად არ უნდა დაეყრდნო!
ისე ქატოზე მეც გამომიცდია,ცუდი საჭმელია მაგრამ ეფექტურია, პროქტოლოგები ნიშნავენ ხშირად!

Posted by: Natuka NGN 24 Apr 2006, 00:33
Miss_T
მე ჩემს გამოცდილებაზე და ჩემი ახლობლების გამოცდილებაზე გეტყვი. წლების განმავლობაში ექიმები ხან რა ფერმენტს მინიშნავდნენ ხან რას. ფესტალის დანახვა არ მინდოდა. ერთხელაც, ერთ რუსულ წიგნში ამოვიკითხე ასეთი რეცეპტი, და მას შემდეგ ყველას ვასწავლი და ვინც შეასრულა და მკურნალობა დაასრულა უზომოდ მადლიერია.
მთელი საიდუმლო კი ვაშლია. ჩვეულებრივი ვაშლი. ოღონდ ბევრჯერ გამიგია, უზმოზე ჭამე 1-2 ცალიაო, აქაც იყო რჩევა. ოღონდ ეს საკმაოდ არაეფექტურია იმასთან შეადრებით, არც მე ამოვიკითხე. აი, რეცეფტიც:
2 ცალი დიდი ზომის (3 ცალი საშუალო) ვაშლი გათალეთ და გახეხეთ აუცილებლად პლასტმასის (და არა რკინის, რომ მალე არ დაიჟანგოს) სახეხზე და დილას უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე მიირთვით. ვაშლი პირში არ უნდა დაღეჭოთ, სწორედ ამიტომ ვხეხავთ, და პირდაპირ უნდა გადავყლაპოთ, ისე რომ მისი ის აქტიური ნივთიერება, როემლიც მკულრალობს, არა ნერწყვთან ერთად დაიშალოს, არამე პირდაპირ კუჭში. ესაა ყველაზე მთავარი. ამიტომაა ხშირად საკმაოდ არაეფექტური უზმოზე უბრალოდ ვაშლის ჭამა.
პირველი ერთი თვე ეს პროცედურა მეორდება ყოველდღე, მეორე თვის განმავლობაში - ყოველ მეორე დღეს, მესამე თვის განმავლობაში - კვირაში ორჯერ.
ერთი სიტყვით, ეს არა მარტო კოლიტის, არამედ გასტრიტის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. იმათთვის ვისაც ვაშლი არ უყვარს, ცოტა ძნელი ასატანია.
ყველა, ვისაც ნება ეყო და ბოლომდე დაიცვა ყველა წესი, დღეს უზომოდ მადლობელია ვაშლის.
ასე რომ.... წამლებით გაჭყეპვას, ყოველთვის ბუნებას მივმართოთ საშველად სჯობიაsmile.gif

Posted by: pudelblack 24 Apr 2006, 01:46
Miss_T
QUOTE
ნახშირზე რას ფიქრობთ?? გუშინ ეგეც მითხრეს.

არ გაწყენს მაგრამ ნახშირი კრავს როგორც ვიცი smile.gif
ისე მართლა ექიმტან მიხვიდე ჯობს ამდენ სხვა და სხვა პრეპარატების დალევას .რაიცი იქნებ სულ სხვა რახაცის გამო არის ეგ smile.gif

Posted by: irmisa2005 24 Apr 2006, 14:19
QUOTE
ექიმტან მიხვიდე ჯობს
ხო და დაგინიშნავს წამალს რომლის შემომტანი ფირმაც უფრო ბევრ ფულს უხდის(სამწუხაროდ)

ხო,ვაშლი მაგარია,ასევე შავი ქლიავიც სეზონზე,და ქატოც,,(ეს ცოტას ასუქებს მაგრამ ეფექტურია) ძალიან კარგია განწმენდა ზეითუნის ზეთითა და ფორთოხალით(თუ დაგაინტერესებთ გეტყვით)და საერთოდ რაა უამრავი საშუალებაა,მთავარია შენი ჯანმრთელება არ :გეკიდოს" ანუ შინაგანი კულტურა გქონდეს) და არ გეზარებოდესsmile.gif))

Posted by: Breaky 24 Apr 2006, 18:59
irmisa2005
QUOTE
ქატოც,,(ეს ცოტას ასუქებს მაგრამ ეფექტურია)

no.gif არავითარ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში ვსვავდი და 50 კილოს არ ავცილებივარ. თავიდან მეც ეგრე მეგონა და არ ვაპირებდი დაწყებას wink.gif მაგრამ ეგ სისულელეა, არანაირად არ ასუქებს, პირიქით, ნაწლავები მოყავს ტონუსში და მთლიანად გამოდის გარეთ დანარჩენ მასასთან ერთად gigi.gif (უკაცრავად გამოთქმისათვის, სხვა ფორმა ვერ მოვნახე)
რესპუბლიკურში რომელ პროქტოლოგთანაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველა ქატოს დაგინიშნავთ. საკმაოდ აპრობირებული და შედეგიანი მეთოდია, თან უვნებელიც.
ხო მართლა, სადღაც 4 წელი ვსვი მუდმივად. მერე ორსულობისას ტოკსიკოზის გამო მივატოვე, სუნზეც კი ცუდად ვხდებოდი. და მას მერე აღარც დამიწყია. მაგრამ ეტყობა თავისი საქმე ისე კარგად გააკეთა, რომ პრობლემა აღარ შემქმნია აგერ უკვე 3 წელია smile.gif

Posted by: irmisa2005 25 Apr 2006, 09:33
QUOTE
არანაირად არ ასუქებს

შენ არ გაგსუქა სხვები გაასუქაsmile.gif)))ხო წესით არანაირ გასასუქუბლებს არ უნდა შეიცავდეს მაგრამ ღორებს ხომ ასუქებებ მაგით? ნუ შემხსენებთ რომ ადამიანი ღორი არ არის ,,მახსოვსsmile.gif)))[

Posted by: Breaky 25 Apr 2006, 13:27
irmisa2005
QUOTE
შენ არ გაგსუქა სხვები გაასუქა

დარწმუნებული ვარ, ის სხვები სხვა რამეებმა გაასუქა smile.gif მე მაქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება და აუცილებლად გამასუქებდა, ეგ თვისება რომ ქონდეს. ღორებზე სხვანაირად მოქმედებს ეტყობა givi.gif თან ღორებისთვის და ძროხებისთვის ქატოში სხვა რამეებსაც ურევენ.
ყოველ შემთხვევაში, ქატოს მეთოდი არის ყველაზე უვნებელი მეთოდი ყაბზობისთვის და ჯობია ცოტა მოიმატო ადამიანმა, ვიდრე ნაწლავები დაიზიანო wink.gif

Posted by: N.G. 25 Apr 2006, 13:34
Miss_T
კოლიტმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
ისეთი ტკივილები მქონდა აღარ ვიცოდი რა იყო. ბრმანაწლავი გაკეთებული მაქვს ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვერ ვიგებდი რა მჭირდა. მერე მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა კოლიტი.
არანაირმა წამალმა არ მიშველა. თუ გინდა დაგიპიემებ იმ ბალახებს რომლსაც ვსვავ, ამოვისუნთქე მოკლედ.

Posted by: miki 26 Apr 2006, 11:48
QUOTE
ყველაზე უვნებელი საშუალება, რაც მე ვიცი და საკმაოდ ეფექტურიცაა, არის პურის ქატო. 1ს/კ უნდა გაურიოთ ერთ პორცია მაწონში (რამდენსაც შეჭამთ ერთ ჭამაზე) და შეჭამოთ

ლექსიკონში ვერ ვნახე პურის ქატო. იქნებ მითხრას ვინმემ როგორაა რუსულად და გერმანულად. საინტერესოა საზღვარგარეთ თუ შეიძლება ყიდვა.

Posted by: LULA_QABABI 26 Apr 2006, 12:17
ეგება "კოლიტის" განსაზღვრება დამიწეროთ, ლიტერატურის მინიშნებით

Posted by: ტანკე 26 Apr 2006, 22:19
LULA_QABABI
QUOTE
ეგება "კოლიტის" განსაზღვრება დამიწეროთ, ლიტერატურის მინიშნებით

coli იცი რაც არის,itic ici rom anTebis aRmniSvneli sityvaa smile.gif
anu ver gavige eg ratom dawere smile.gif

Posted by: SPC 27 Apr 2006, 01:50
ხალხო მეშინია sad.gif გავიგე რომ დიდი ხნის კოლიტი იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს, ნუ იწვევს რა შანსებს ზრდის, მართალია?

Posted by: Breaky 27 Apr 2006, 10:26
SPC
QUOTE
დიდი ხნის კოლიტი იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს, ნუ იწვევს რა შანსებს ზრდის, მართალია?

yes.gif თუ არ უმკურნალე და დაიკიდე, ეგრეა sad.gif

Posted by: LULA_QABABI 27 Apr 2006, 10:57
QUOTE (ტანკე @ 26 Apr 2006, 13:19 )
LULA_QABABI
QUOTE
ეგება "კოლიტის" განსაზღვრება დამიწეროთ, ლიტერატურის მინიშნებით

coli იცი რაც არის,itic ici rom anTebis aRmniSvneli sityvaa smile.gif
anu ver gavige eg ratom dawere smile.gif

მე არ მითხოვია სამედიცინო არითმეტიკა coli + itis.

მე იმის თქმა მინდოდა (მერამდენედ?) რომ სავალალოა დაუსაბუთებელ თვითდიაგნოზებზე მსჯელობა და მითუმეტეს ნიორ-ხახვიანი "რჩევების" ჩამორიგება. საუბარია ელემენტარულ სამედიცინო კულტურაზე:

1. დიაგნოზი ისმება გარკვეული კლინიკურ-ლაბორატორიული თუ სხვა მონაცემებისა და მეთოდების (მაგ, ენდოსკოპიური) საფუძველზე.
2. პრობლემის განხილვა თუ გნებავთ და დიაგნოზი ზემოხსენებულის მიხედვით არაა დასმული, წარმოადგინეთ მხოლოდ ჩივილები[/B]. სხვა შემთხვევაში ეს იქნება თვითდიაგნოზი, ანუ ხალხურად მკითხაობა. თუ დიაგნოზი დასმული გაქვთ ზემოხსენებული მონაცემების საფუძველზე, მაშინ დიაგნოზის დამსმელი ექიმი ვალდებულია მოგცეთ შესაბამისი ინსტრუქცია-მკურნალობაც.
3. "კოლიტს" რაც შეეხება: ცალკე აღებული არაფრისმთქმელი ფრაზაა (იგივეა გვარი რომ თქვა სახელის გარეშე), ვინაიდან სხვადასხვა ტიპის კოლიტები არსებობს და არანაირ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. შესაბამისად მკურნალობაც სხვადასხვა აქვთ.
მე რამდენადაც მახსოვს, ქართულ სინამდვილეში (სამწუხაროდ, სამედიცინოშიც) ყველა ქრონიკულ ფაღარათ-ყაბზობის მონაცვლეობის სინდრომს კოლიტს უძახიან რაც მცდარზე მცდარია.
4. თუ შეიძლება ნუ გასცემთ უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელ რჩევებს, განსაკუთრებით არაექიმები. მიუთითეთ პირველწყარო.
5. სასურველია რჩევის ადრესატებმა გამოიჩინონ ყურადღება, და ყველა რჩევას ხელგაშლილი ნუ შეეგებებიან.

ეს პუნქტები, კოლიტის გამოკლებით, უნივერსალურია. სასურველია გაითვალისწინოთ ანალოგიურ სიტუაციებშიც.

Posted by: tukula 27 Apr 2006, 11:55
LULA_QABABI
ვეთანხმები yes.gif თვითდიაგნოზირება და თვითმკურნალობა მართლაც დამღუპველია


Miss_T
ოპერის წინ ავერსის აფთიაქი არ არის. მანდ ალბათ თვითმარქვია ავერსელია. აციდოფილუსი ავერსის ქსელში არ არის და არც ყოფილა არასდროს (ბოლო 6 წლის მონაცემებით).
თავად პრეპარატი შეიცავს ლაქტობაქტერიას საკმაოდ მწირი რაოდენობით. არსებობს გაცილებით უკეთესი შემცველობის პრეპარატები, თუმცა არცერთის მიღებას არ გირჩევ მანამ, სანამ ზუსტი დიაგნოზი არ გეცოდინება.

Posted by: ტანკე 27 Apr 2006, 16:23
სამწუხაროდ მე არ მაქვს იმის რესურსები,რომ იუზერებს ავუკრძალო რჩევების მიცემა და ასე შემდეგ.ექიმები აქ იმისთვის არიან,რომ ან დაადასტურონ,ანაც უარყონ.
მე ვერაფერს გავაკეთებ,არ მაქვს ამის უფლება.მაშინ უნდა დაიხუროს მთლიანად განყოფილება

Posted by: Breaky 27 Apr 2006, 19:26
მე არასოდეს ამ განყოფილებაში არ "დმინიშნავს" არავისთვის არავითარი წამალი smile.gif რაც შეეხება ჩემს რჩევებს ქატოსთან დაკავშირებით:

1. ყაბზობას არ სჭირდება არანაირი დიაგნოზის დასმა (მე სიტყვა კოლიტი არც მიხსენებია არსად), ის უბრალოდ გაქვს ადამიანს და გაწუხებს და იმისათვის, რომ დაადგინო, ყაბზობა გაწუხებს თუ არა, ექიმი არაა საჭირო. სხვა საქმეა, ამის გამომწვევი მიზეზების დადგენა. აქ ექიმის მიერ სპეციალური გამოკვლევის გარეშე დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია. უბრალოდ ხალხი კოლიტს აიგივებს ყაბზობასთან და აქ დასმული კითხვაც შეეხებოდა ყაბზობას და არა კოლიტს. დააკვირდით, კოლიტი სათაურად აქვს თემას, თორემ ავტორი დასაწყისშივე ამბობს, შეკრულობამ შემაწუხაო...
2. ქატო არის სრულიად ბუნებრივი და ნატურალური საშუალება ყაბზობის მოსახსნელად მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა. ის მოქმედებს მარტო ნაწლავზე და მოყავს ის ტონუსში. ქატო არ მოქმედებს სხვა არც ერთ ორგანოზე, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს, დაუზიანებს ის სხვა რამეს თუ არა, გასხვავებით მაგალითად ვაშლის უზმოზე ჭამისგან, რადგან უზმოზე ვაშლმა შეიძლება ვიღაცას კუჭი გაუღიზიანოს და ყაბზობას სულაც არ უშველოს.
3. ამ საშუალების პირველწყარო არიან მამა-შვილი მუხაშავრიები. ყველას, ვისაც აწუხებს ყაბზობა, იმისდა მიუხედავად, მისი გამომწვევი მიზეზი რა არის, უნიშნავენ ქატოს (ესეც აღვნიშნე ზემოთ რომელიღაცა პოსტში).
4. ამიტომაც მე თავს უფლება მივეცი დამეწერა აქ ეს რჩევა, რადგანაც ვიცი, თუ რა არის ყაბზობა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი და ქატოც ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი. ვიფიქრე, დავეხმარები გაჭირვებულ ადამინებსთქო, მერე რა რომ ექიმი არ ვარ. თან არა მგონია აქ პროქტოლოგები შემოდიოდნენ.

Posted by: miki 27 Apr 2006, 20:43
[quote]ყველაზე უვნებელი საშუალება, რაც მე ვიცი და საკმაოდ ეფექტურიცაა, არის პურის ქატო.

ლექსიკონში ვერ ვნახე ქატო. იქნებ ვინმემ გადმომითარგმნოს რუსულად ან გერმანულად. და კიდევ საზღვარგარეთ შეიძლება მისი ყიდვა? წინასწარ დიდი მადლობა. მათლაც საინტერესო და მისაღები რჩევებია

Posted by: ikafoto 27 Apr 2006, 20:45
QUOTE
ქატო არის სრულიად ბუნებრივი და ნატურალური საშუალება ყაბზობის მოსახსნელად

აბსოლუტურად გეთანხმები,ეს მეთოდი არვის ავნებს არასოდეს
QUOTE
ამ საშუალების პირველწყარო არიან მამა-შვილი მუხაშავრიები.

მუხაშავრიებმა მე პირადად დამინიშნეს ქატო და შედეგმაც არ დააყოვნა.

ის,რომ ყაბზობაა 24 საათზე დიდი შუალედი კუჭის მოქმედებებში,ეს თითქმის ყველამ იცის და
ადამიანმა თუ თავს ბუნებრივი პროდუქტით უშველა,აქ ხელების გასასავსავებელი არაფერია.
QUOTE
თუ შეიძლება ნუ გასცემთ უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელ რჩევებს,

[b]Breaky[/bის რჩევაში უპასუხისმგებლო არაფერია,მან ხომ თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.
არავინ აძალებს არავის რომ აუცილებლად შეასრულონ აქ მითითებული რჩევები.
და თუ ვინმეს უჭირს და რჩევას კითხულობს,მისი გადასაწყვეტია რომელ რჩევას გაითვალისწინებს.
ეს ხომ ფორუმია !!!!!
yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: kuna 27 Apr 2006, 22:29
ikafoto[
[b]Breaky

აბსოლუტურად გეთანხმებით!
ეგაა კარგი რომ გინდა და ილანძღები!
არა და ყაბზობაც ხომ ცუდია?

Posted by: LULA_QABABI 28 Apr 2006, 01:39
კიდევ ერთხელ, მე ჩამოგითვალეთ რჩევის მიცემის ზოგადი პრინციპები. როგორც ავღნიშნე ეს არ ეხება კოლიტს თუ კონკრეტულ გამომსვლელებს.
რაც შეეხება პირველწყაროს, აქ იგულისხმება სამედიცინო ლიტერატურა და არა სახელები (იმან-ამან თქვა...). ესეც ზოგადი აზრია, და თუ ამაში საკუთარ თავს, ქატოს და მუხაშავრიებს მოიაზრებთ, თქვენი საქმეა. wink.gif

Posted by: kuna 28 Apr 2006, 13:18
QUOTE
თუ ამაში საკუთარ თავს, ქატოს და მუხაშავრიებს მოიაზრებთ,

LULA_QABABI
მუხაშავრიები რომ დიდი გამოცდილებისანი არიან ამაში მგონი არ ღირს დავა!
და რჩევაც არ ისჯება კანონით!

მაგრამ საკუთარი ცოდნით სხვისი გადათელვა უკვე ცალკე თემაა!

Posted by: irmisa2005 28 Apr 2006, 14:14
QUOTE
მე იმის თქმა მინდოდა (მერამდენედ?) რომ სავალალოა დაუსაბუთებელ თვითდიაგნოზებზე მსჯელობა და მითუმეტეს ნიორ-ხახვიანი "რჩევების" ჩამორიგება. საუბარია ელემენტარულ სამედიცინო კულტურაზე:


რა არის ეს ნიორ-ხახვობის მსჯელობა? ხალხო არ გადამრიოთ აბა ფორუმზე წამლები უნდა ურჩიოთ ხალხს?ქიმიური პრეპარატები? რომლის დანიშვნას უნდა,კაკ მინიმუმ სისხლის ანალიზი, თირკმელების მდგომრეობა და ბევრი რამე კიდევ ,,რომ გათვალისწინებული იქნას ფარმაკოკინეტიკა და სე შ არ მინდა ეხლა აქ ბევრიო წერა,,, ხოო,ეხლა არა ტQვათ თბილსში რომელი ექიმი მუშაობს პრეპარატის Fარმაკოკინეტიკის გათვალისწინებითოო,მ და თუ არ მუშაობს ვაი ჩვენს პატრონს და ვაი ჩვენი ბრალი ,,,

ნიორი და ხახვი რომ სასრგებლოა ვინმეს ეჭვი ეპარებაsmile.gif)))))))))

ისე არატრადიციული მედიცინა ფეხს უფრო და უფრო იკიდებს მთელ მსოფლიოში(უკვე მეცნიერული დასაბუთებებიც არსებობს,და უფრო და უფრო მეტი იარსებებს თანდათან,,) და ნატურალური საშ უალებებით ,მკურნალობის სერიოზულობაზე მსჯელობას ცოტა გააზრებულად მოეკიდოს ყველა პროფესიონალიც და არაპროფესიონალიც,, უკეთესი იქნებოდა,,,

* * *
QUOTE
ლექსიკონში ვერ ვნახე ქატო. იქნებ ვინმემ გადმომითარგმნოს რუსულად

ენის წვერზე მაქვს და აუცილებლად გამახსენდება და დაგიწერ ოკ?"))

Posted by: kuna 28 Apr 2006, 15:57
QUOTE
ლექსიკონში ვერ ვნახე ქატო. იქნებ ვინმემ გადმომითარგმნოს რუსულად ან გერმანულად.

QUOTE
ენის წვერზე მაქვს და აუცილებლად გამახსენდება და დაგიწერ ოკ?"))

ქატოს რუსულად ჰქვია ოტრუბ

Posted by: Breaky 28 Apr 2006, 16:17
miki
ქატოს რუსულად ქვია отруби
ხოლო ინგლისურად bran

Posted by: miki 29 Apr 2006, 11:41
QUOTE
ქატოს რუსულად ქვია отруби
ხოლო ინგლისურად bran

დიდი მადლობა ბრეიკი , მართლა ძალიან დამეხმარე. wink.gif

Posted by: Miss_T 29 Apr 2006, 13:39
ძვირფასო და კეთილო მეგობრებო,

ვერაფრით ვერ მოვახერხე აქ შემოძრომა ამდენი ხნის განმავლობაში და დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ ამდენი რჩევებისთვის.

მე მირჩევნია სანამ ეშველება ნატურალური საშუაელბებით ვისარგებლო და ქიმიური ტაბლეტები არ მოვიშველიო.

მაგრამ მე მგონი ჩემი უვიცობით შეცდომაში შეგიყვანეთ. rolleyes.gif მართლა დარწმუნებული ვიყავი აქამდე, რომ კოლიტი და შეკრულობა ერთი და იგივე იყო. cry.gif
თანაც ითქვა, რომ კოლიტი ბევრნაირი არსებობსო და კიბოსაც აჩენსო. cry.gif სერიოზულად შევშფოთდი, სად, ვისთან და როგორ უნდა გამოვიკვლიო ??? და იქნებ უმოკლესად დაპოსტოთ რა არის კოლიტი, ანუ სიმპტომები..

QUOTE
ქატოს რუსულად ჰქვია ოტრუბ


და აქედან გამომდინარე, ლინგვომ მითხრა, რომ გერმანულად ერქმება Abhacken, ( бревна ) Ende


N.G.
QUOTE
არანაირმა წამალმა არ მიშველა. თუ გინდა დაგიპიემებ იმ ბალახებს რომლსაც ვსვავ, ამოვისუნთქე მოკლედ.


ეგეც მინდა. yes.gif

Posted by: Breaky 29 Apr 2006, 19:20
Miss_T
საქართველოში ყველაზე კარგი პროქტოლოგები არიან გელა და გია მუხაშავრიები, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მე გია მუხაშავრიასთან დავდიოდი. მე-11 სართულზე, ლიფტიდან რომ გამოხვალ, დერეფანში მარჯვნივ იქვეა მაგის კაბინეტი. არ ვიცი ახლა ჩაწერის მექანიზმი მანდ როგორაა გიასთან, ჯობია მიხვიდე და იქ გაარკვიო. და გამოკვლევა აუცილებლად გჭირდება.

Posted by: kuna 30 Apr 2006, 21:06
QUOTE
საქართველოში ყველაზე კარგი პროქტოლოგები არიან გელა და გია მუხაშავრიები,

QUOTE
არ ვიცი ახლა ჩაწერის მექანიზმი მანდ როგორაა

პირველ სართულზეა პროქტოლოგიური მიმღები
მაგრამ თავიდან პირდაპირ გიასთან მისვლა სჯობს!

Posted by: irmisa2005 1 May 2006, 11:09
kuna
როგორ არის შენი ცუგა? სიმხნევე ხომ არ დაკარGა?smile.gif)))

Posted by: kuna 1 May 2006, 15:00
irmisa2005
მადლობთ,კარგადაა,მაგრამ რატომ მეკითხები?
თან ამ კოლიტის თემაში? smile.gif smile.gif rolleyes.gif

Posted by: irmisa2005 2 May 2006, 22:18
QUOTE
irmisa2005
მადლობთ,კარგადაა,მაგრამ რატომ მეკითხები?
თან ამ კოლიტის თემაში? 

kuna არა სულ მინდოდა შენი ცუგა მომეკითხა,,smile.gif))) კარGი ცუგაა და იმიტომsmile.gif)

Posted by: Miss_T 3 May 2006, 01:23
რა ცუგა?? smile.gif

იცით , მაინტერესებს რა არის კოლიტი გარდა იმისა, რაც მე მგონია???
პროქტოლოგი რა შუაშია??? spy.gif

ძაან უვიცი ვარ, მომიტევეთ! user.gif

Posted by: metalliq 4 Nov 2006, 00:40
მოკლედ ასეთი სიტუაციაა:
ჩემ ნათესავს წლის დასაწყისში დაემართა იშემიური ინსულტი. ნუ ყველაფერმა შედარებით იოლად ჩაიარა, წნევები და საერთო მდგომარეობა შედარებით ნორმალურია, მაგრამ გაურთულდა კუჭის მოქმედება, რაც ძლიერ ნერვულ სტრესს იწვევს. ანუ ეს პრობლემა ადრეც ჰქონდა, მაგრამ ინსულტის შემდეგ ძალიან გართულდა.
დაახლოებით 8 თვის განმავლობაში სვავდა რეგულაქსს. ნორმალური შედეგი იყო, მაგრამ შემდეგ ეტყობა მოხდა შეჩვევა და გადავიდა ექიმბაშის თუ ფიტოთერაპევტის, რაც გინდათ ის დაარქვით, მიერ დამზადებულ ნაყენზე. თვენახევრის განმავლობაში შედეგი ნორმალური იყო, შემდეგ ისევ გაუარესდა სიტუაცია. დაახლოებით ერთი კვირაა კუჭის ნორმალური მოქმედება არ ჰქონია, ანუ მოქმედება ცოტათი არის, მაგრამ უხდება დაძაბვა.
რას მირჩევთ? არ უნდა "ქიმიის" დალევა. რეგულაქსის მაგალითმა შეაშინა. ხომ არ იცით ვინმე, ვინც ბალახეულით და ესეთი რამეებით დაეხმარება?
პ.ს. განავლის ანალიზი არ გაკეთებულა, ისე სვავდა იმ ნაყენს. თვითონაც გაუკვირდა, ასე რომ დაუნიშნა ექიმბაშმა, მაგრამ ფაქტია თვენახევარი შედეგი იყო.

უკაცრავად დელიკატური ტოპიკის შექმნისთვის, მაგრამ ადამიანს ძალიან უჭირს sad.gif

წინასწარ მადლობა პასუხებისთვის

Posted by: radiology 4 Nov 2006, 08:18
metalliq

არის ესეთი სამკურნალო სიროფი ,,ნოვოლაქსი" ,რომელიც ყაბზობის(შეკრულობის) საწინააღმდეგოდ გამოიყენება,მათ შორის კარდიოლოგიაში..
პსპ-ში ყოველთვის არის...ზემოთ თავის საზომი ჭიქა მოყვება და პაციენტმა ყოველ დილით 30მლ ანუ სამი ასთი ჭიქა უნდა დალიოს...შეუძლია დოზა 60მლ გაზარდოს...2 კვირიანი კურსი ჩაიტაროს.....დანარჩენს ანოტაციაში გაეცნობა....

Posted by: metalliq 4 Nov 2006, 11:18
radiology
მადლობა გამოხმაურებისთვის
უბრალოდ ამ "...ლაქსების" უკვე ძალიან ეშინია, შეჩვევა არ გამოიწვიოსო

Posted by: radiology 4 Nov 2006, 11:46
[b]metalliq[/b
მე როგორც ვიცი ეს წამალი შეჩვევას ნაკლებად იწვევს......

Posted by: roo 5 Nov 2006, 13:35
ალბათ უფრო რომ გამოკვლევა, უნდა და შეკრულობის მიზეზის დადგენა, თუ თან ინსულტის ფონია მაშინ წამალი სპეციალისტმა უნდა დაუნიშნოს რომ რამე გართულება არ მისცეს, მოკლედ სტანდარტული რჩევაა ექიმს ეჩვენოს.

Posted by: metalliq 13 Nov 2006, 16:13
ანალიზის პასუხი 1-2 დღეში იქნება ბაქტერიოფაგიდან.
QUOTE
წამალი სპეციალისტმა უნდა დაუნიშნოს

ჰოდა, აი ეგეთი სპეციალისტის კოორდინატები მჭირდება სწორედ

Posted by: perikardi 14 Nov 2006, 18:39
metalliq
ყაბზობა ინსულტის ფონზე რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ერთერთი მათგანია ნაწლავების პერისტალტიკის დაქვეითება, რადგან პრობლემა უკვე ჩამოყალიბდა ეჭვი მეპარება, რომ მცენარეულმა პრეპარატებმა საკმარისი შედეგი გამოიღოს, ჯობია ყაბზობის ძირითადი მიზეზი დაადგინოთ (კარგია რომ ბაქტერიოლოგიური ანალიზი გააკეტეთ) და მერე აპრობირებული მედიკამენტებით ჩარევა სულაც არ იქნება ორგანიზმისთვის საშიში, მერწმუნეთ ის პრობლემები, რომელიც პაციენტს აქვს ეხლა მოუწესრიგებელი ნაწლავების მოქმედების გამო უფრო შემაწუხებელია მისთვის, პირველ რიგში დაიწყოს კვების რითმის მოწესრიგებით, ჯობია იკვებოს მცირე ულუფებით და უფრო ხშირად, თან ერთიდაიგივე დროს, დილით უზმოზე კარგია ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევა და მსუბუქი მოძრაობითი ვარჯიშის ჩატარება, აქედან სრულყოფილი რჩევის მოცემა ძალიან ძნელია, ამიტომ მიმართოს ვინმე ნორმალურ სპეციალისტსsmile.gif რესპუბლიკურში ვიცი, რომ ალეკო მაჭავარიანი ძალიან კარგია

Posted by: metalliq 16 Nov 2006, 17:21
perikardi
მადლობა smile.gif
-----------------------------------------

Posted by: revolucioneri 18 Nov 2006, 21:07
მაგან არ მომკლა, ბავშვობიდან? ძლივს არ მოვითქვი ცოტა სული?! ასე რომ მისმინე, რას ვაკეტებ.
ჯერ ერთი წყალი დიდი რაოდენობით!
ასევე , ვაშლი უებარი წამალია მაგის ვინც მას ჭამს, ეგ პრობლემა არ აქვს საერტოდ! (მე მაგრა მძულს ვაშლი და როცა კი ძალათი მიჭამია, უშველია ეგრევე! yes.gif )
ეხლა ძირიტადად რას ვაკეტებ;, რომ გავიღვიზებ უზმომზე ვსვამ 1 ჭიქა თაფლიან წყალს!(წინასწარ მაქვს გამზადებული), დაჟე ნახევარი ლიტრი (მაინც) წყალი უთაფლოთაც შველის დილას უზმოზე!
ასევე შველის ყავა უზმოზე!
მე ორივეს ვაკეტებ, უვერენი რომ ვიყო yes.gif
რაც ამას ვაკეტებ, ამოვისუნთქე.

კიდევ, დავაკვრდი, სალატას რომ ვჭამ , ყოველტვის ბევრ ზეთს ვასხავ და მეორე დღეს უპრობლემოდ ....

ასევე ძალიან ეფექტური და ნაცადია წინა დღეს საღამოს კეფირის დალევა, თურმე, ასე აკეტებენ მინერალნი ვოდნში იქ ჩვენნაირებისტვის სპეციალური პანსიონატი ყოფილა და ასეთი რეჟიმი აქვთ! yes.gif

ასე რომ, აბა, ჰე, იმედია, რომელიმეს გამოიყენებს და უშველის, რა ვიცი, მე მშველის. yes.gif

Posted by: PING 28 Nov 2006, 21:03
აგრეთვე ბანანი და დილით მაწვნიანი წყალი ძალიან კარგია კუჭის მოქმედებისთვის

Posted by: revolucioneri 28 Nov 2006, 23:34
PING
მაწონი კი და ბანანი???!!! ბანანი ცნობილია, როგორც კუჭის შემკვრელი!!!! მე მკიტხე ეგა!

Posted by: ancho 29 Nov 2006, 00:12
ღომი შველის მაგ საქმეს. ჩემ შვილს წამლებმა არ უშველა და ღომმა უშველა.
ღომში (და საერთოდ მსხვილად დაფქულ ბურღულეულში) შედის უჯრედისი, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

Posted by: aqilevsa 29 Nov 2006, 11:31
კაროჩე მაგარს გასწავლი რაა, არც ფული დაგეხარჯება და კიდეც ამოისუნთქავ თუ შეკრულობა გაწუხებს,

ბებიაჩემიდან ვიცი რააა smile.gif

აი ყველს რო ამოიყვანენ, მერე ხო რჩება წაქი თუ რაღაცას ეძახიან. აი ეგ დალიე 1 ჭიქა და მერე ტვალეტში მისასვლელი გზა ძილშიც კი გემახსოვრება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ShadowCat 29 Nov 2006, 13:48
თაფლიანი წყალი (და ზოგადად თაფლი) ყველაფრისთვის კარგია yes.gif
მაგრამ perikardi-მ მართალი თქვა - საჭმილის სწორად მიღება აუცილებელია yes.gif
ყოველ დღე წვნიანი უნდა ჭამოს. ასევე ბოსტნეული: ჭარხალი I-ლ რიგში smile.gif სალათის ფოთოლიც კარგია..
კარტოფილი და ბრინჯი - პირიქით, კუჭში კრავს! ისევე, როგორც hard boiled eggs.

Posted by: tikusha 29 Nov 2006, 17:47
დილით უზმოზე კივი ძალიან კარგია კუჭის შეკრულობის სამკურნალოდ

Posted by: მამაო ენუქი 29 Nov 2006, 17:50
pol bregis dieta unda daicvas , asetia chemi ubejdenia.

Posted by: tikusha 29 Nov 2006, 17:54
დილით უზმოზე კივი ძალიან კარგია კუჭის შეკრულობის სამკურნალოდ

aqilevsa
QUOTE
აი ყველს რო ამოიყვანენ, მერე ხო რჩება წაქი თუ რაღაცას ეძახიან. აი ეგ დალიე 1 ჭიქა და მერე ტვალეტში მისასვლელი გზა ძილშიც კი გემახსოვრება

შენ კუჭის აშლას თუ გულისხმობ ძალიათ მაშინ ურჩიე რამე დამპალი ხილი ჭამოს და კუჭშიც გათხელდება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tatusia 24 Oct 2009, 21:00
Breaky
QUOTE
პურის ქატო. 1ს/კ უნდა გაურიოთ ერთ პორცია მაწონში (რამდენსაც შეჭამთ ერთ ჭამაზე) და შეჭამოთ

ერთი სუფრის კოვზი ალბათ დიდის ნორმაა, და ბავშვს ( 2 წლის ) ალბათ ერთი ჩაის კოვზი ეყოფა არა?, დიდი აიმედი არ მაქვს რომ შეჭამს, მაგრამ ენტენორმი, ლაქტოჯი და ჰეპატოლაკი ფაქტიურად უშედეგოთ, ვსვით და ვსვამთ კაი ხანია sad.gif


Posted by: Breaky 26 Oct 2009, 10:10
tatusia
კი, 2 წლის ბავშვისთვის 1 სუფრის კოვზი ძალიან ბევრია და არც შეჭამს.
1 სავსე ჩაის კოვზ ქატოს დაასხი იმდენი ადუღებული წყალი, რომ უბრალოდ მოედოს ყველგან და დალბეს, ანუ წყლად რომ არ წავიდეს.
5 წუთში აურიე მაწონში და ისე აჭამე. უფრო გაუადვილდება.

Posted by: lgogokhia 26 Oct 2009, 11:43
QUOTE
პურის ქატო.

აბსოლუტურად გეთანხმებით. საქართველოს პირობებში მაგაზე უკეთესს ვერაფერს იშოვით. არსებობს ასევე შედარებით უფრო "კულტურული" საკვების დანამატები იგივე დანიშნულების, რომელიც როგორც მე ვიცი საქართველოში არ იყიდება. ისე გამოდის ციტრუსელის(Cirtucel) და მეტამუცილის(Metamucil) სახელით (უამრავი ბრენდის, გემოვნების და ფორმის) და არის ფსილიუმის(Psyllium) (ქართულად არ ვიცი როგორაა ეს მცენარე) თესლის ჩენჩოსგან დამზადებული ბოჭკოვანი საკვები დანამატი.

Posted by: Breaky 26 Oct 2009, 11:55
tatusia
ხო, დამავიწყდა. მარტო მაწონში კი არა, ნებისმიერ რამეში შეგიძლია აურიო. ფაფაში, სუფში, რავიცი, ნებისმიერ საჭმელში, რაშიც კი არევადია.
მთავარია შეჭამოს. დღეში რამდენჯერმე თუ მისცემ, მაგალითად, დილით ფაფაში, მერე სადილზე სუფში, კვებებს შორის მაწონში და ა.შ.
ეგ მთლად უკეთესი. მთავარია, ერთი აუმუშაოს ნაწლავი და მერე შეუმცირებ დოზას.

Posted by: Mrs Raycher 15 Nov 2009, 16:15
შავი ქლიავის ჩირი, დამიჯერეთ ყველაზე მაგარია...

საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ისე გადიოდა კვირები რომ სანამ წამალს არ დავლევდი არაფერი არ მშველოდა.....

ბოლოს შავი ქლიავის ჩირის ჭამა დავიწყე, ყოველ დილით, უზმოზე და დავისვენე....


საღამოს ჩაყარეთ ჭიქაში 7-8 ცალი შავი ქლიავის ჩირი, დაასხით წყალი და დატოვეთ, მეორე დილით კი წყალიც დალიეთ და ეს ქლიავებიც შეჩამეთ...



Posted by: Grlfona 22 Mar 2010, 17:28
მითხარით რა ესეთი თემა ვერ ვნახე და არც ვიცი სად დავსვა ეს კითხვა

ძალიან ძნელად გავდივარ კუჭში და ძალიან დამღლელია biggrin.gif

მირჩიეთ რა ვჭამო და რა არ ვჭამო რო არ შევიკრა კუჭში რა გთხოვთ help.gif

Posted by: LUKA-BRAZI 22 Mar 2010, 17:47
ეს ნახე აბა:
http://forum.ge/?f=43&showtopic=33686834&st=0
QUOTE
მირჩიეთ რა ვჭამო და რა არ ვჭამო რო არ შევიკრა კუჭში რა გთხოვთ

მცენარეული საკვები, ცელულოზას შემცველი.. ბევრი სითხე და ზომიერი ვარჯიში..

Posted by: Grlfona 22 Mar 2010, 17:59
LUKA-BRAZI
QUOTE
ეს ნახე აბა:
კუჭის შეკრულობა

QUOTE
მცენარეული საკვები, ცელულოზას შემცველი.. ბევრი სითხე და ზომიერი ვარჯიში..

მადლობა

Posted by: mind_auger 22 Mar 2010, 20:18
Gr1fonaa
QUOTE
მირჩიეთ რა ვჭამო და რა არ ვჭამო რო არ შევიკრა კუჭში რა გთხოვთ


ნაკლებ ბარსას თამაშებს უყურე და biggrin.gif

ისე კი იმ ყავაზე და წყალზე რომ უწერია გოგონას ეგ მართალია,პლუს ასევე ხილი,მცენარეული საკვები,დიდი რაოდენობით ცხოველური საკვები ანუ რძე,ხორცი და ა.შ. კუჭის შეკრულობის პირველი ძმაკაცი.
ასევე ყველა ვისაც ეგ აწუხებს ერთი ზაფხული მაინც უნდა წავიდეს ბორჯომში და გამორეცხვები გაიკეთოს თბილი ბორჯომით.ყველაზე მეტად ეგ შველის.ანუ დღეში სამჯერ დილით უზმოზე,შუადღისას და საღამოს ნახევარ-ნახევარი ლიტრი ნაღდი ბორჯომი ყველაზე მეტად შველის მაგას.

Posted by: patriciia 23 Mar 2010, 00:30
QUOTE
ბებიაჩემიდან ვიცი რააა

აი ყველს რო ამოიყვანენ, მერე ხო რჩება წაქი თუ რაღაცას ეძახიან. აი ეგ დალიე 1 ჭიქა და მერე ტვალეტში მისასვლელი გზა ძილშიც კი გემახსოვრება

ეგ კუჭის წყლულსაც არჩენსო, გამიგია

Posted by: sazageli iezuiti 23 Mar 2010, 00:39
აბსოლუტურად არაფერი არ მშველის ზემოთ ჩამოთვლილებიდან(ნერვიულობის გარდა), ყველა მასე ვართ საგვარეულოში სამწუხაროდ. ახლახან დისშვილი შემეძინა და ისიც დატანჯულია საწყალი პაწია.

Posted by: karaoke 23 Mar 2010, 14:14
revolucioneri
QUOTE
ვაშლი უებარი წამალია

QUOTE
ბანანი და დილით მაწვნიანი წყალი

ამათზე უკეთესი ვიცი არ ვხუმრობ ...
თუ საშუალება არსებობს დილით ყოველდღე კივი ერტიცალი და ყველანაირად სასარგებლოცაა და ამ პრობლემის უებარი წამალიც....
აბა სინჯეტ

Posted by: tatusia 23 Mar 2010, 16:28
ჩემს შვილს აქვს შეკრულობა, და ფლორიდან და დუფალაკიდან დაწყებული, ამშლელები , კვება შესაფერისი, ვაშლი, მაწონი, ქატო... ყველაფერი, ყველაფერი ვცადეთ...
ერთადერთი რამაც უშველა ეს იყო კურაგა (გარგარის ან ჭერმის ჩირი) ოღონდ დღეში თავიდან 200 გრ. მაინც და მერე ყოველ დღე 100 გრამი, რომ მოუწესრიგდება, მერე 50 გრამზეც შეუძლია ჩამოვიდეს დღეში.
მაგრად უშველა მაგან... უკვე პანიკაში ვიყავი არაფერი რომ არ შველოდა... ხოდა მობეზრდა ეხლა, პატარაა 2,5 წლის და ძალით ვერ შეაჭმევ მაინც.. ხოდა რაც მობეზრდა და აღარ ჭამს ინტენსიურად ისევ დაბრუნდა ეს შეკრულობა sad.gif
* * *
karaoke
კივიც ძალიან კარგია, ოღონდ არავითარ შემთხვევაში მჟავე, უნდა ჩამწიფებული იყოს, რომ იყიდი როგორც წესი მაგრებია, ხოდა ქაღალდის პაკეტში ჩააწყობ და 3-4 კვირაში მწიფდება. აი მერე მართლა ძალიან სასარგებლოა ერთ ჭამაზე 3-4 დიდი კივი.
ლორწოვანს ხდის განავალს და იოლად მოსრიალებს.
ოღონდ ყოველ დღე, ან დღეგამოშვებით მაინც აუცილებლად...

მე მგონი დისერტაციას დავწერ მალე შეკრულობაზე biggrin.gif
6 თვეა მაგას ვმკურნალობთ

ეს ორივე მეთოდი იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ მიკროფლორა მოწესრიგებულია და ნაწლავის პერისტალტიკის პრობლემაა...

Posted by: TaTa_TaTuLi 24 Mar 2010, 18:41
QUOTE (tatusia @ 23 Mar 2010, 16:28 )

ერთადერთი რამაც უშველა ეს იყო კურაგა (გარგარის ან ჭერმის ჩირი)



ეს მეც გამოვცადე ჩემს შვილზე და ძალიან უშველა. პლიუს შავი ქლიავი, ჩირი ან ცოცხლად, როცა სეზონია. უებარია

Posted by: mtvareuli 25 Mar 2010, 20:44
QUOTE
კუჭის შეკრულობა

აქ სიტყვა "კუჭი" სრულიად ზედმეტია


Posted by: Matronaa 26 Mar 2010, 18:41
QUOTE (tatusia @ 23 Mar 2010, 16:28 )
ჩემს შვილს აქვს შეკრულობა, და ფლორიდან და დუფალაკიდან დაწყებული, ამშლელები , კვება შესაფერისი, ვაშლი, მაწონი, ქატო... ყველაფერი, ყველაფერი ვცადეთ...
ერთადერთი რამაც უშველა ეს იყო კურაგა (გარგარის ან ჭერმის ჩირი) ოღონდ დღეში თავიდან 200 გრ. მაინც და მერე ყოველ დღე 100 გრამი, რომ მოუწესრიგდება, მერე 50 გრამზეც შეუძლია ჩამოვიდეს დღეში.
მაგრად უშველა მაგან... უკვე პანიკაში ვიყავი არაფერი რომ არ შველოდა... ხოდა მობეზრდა ეხლა, პატარაა 2,5 წლის და ძალით ვერ შეაჭმევ მაინც.. ხოდა რაც მობეზრდა და აღარ ჭამს ინტენსიურად ისევ დაბრუნდა ეს შეკრულობა sad.gif
* * *
karaoke
კივიც ძალიან კარგია, ოღონდ არავითარ შემთხვევაში მჟავე, უნდა ჩამწიფებული იყოს, რომ იყიდი როგორც წესი მაგრებია, ხოდა ქაღალდის პაკეტში ჩააწყობ და 3-4 კვირაში მწიფდება. აი მერე მართლა ძალიან სასარგებლოა ერთ ჭამაზე 3-4 დიდი კივი.
ლორწოვანს ხდის განავალს და იოლად მოსრიალებს.
ოღონდ ყოველ დღე, ან დღეგამოშვებით მაინც აუცილებლად...

მე მგონი დისერტაციას დავწერ მალე შეკრულობაზე biggrin.gif
6 თვეა მაგას ვმკურნალობთ

ეს ორივე მეთოდი იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ მიკროფლორა მოწესრიგებულია და ნაწლავის პერისტალტიკის პრობლემაა...

ჩემს პატარასაც აწუხებს შეკრულობა.. ლამის დაბადებიდან...ახლა 2 თვეში ხდება 3 წლის და უკვე 10 თვეა ვასმევთ ხეჭრელის ნაყენს. არაჩვეულებრივია...მანამდე ყველა შესაძლბელი საფაღარათო საშუალება ვცადეთ და უშედეგოდ..
ასე, რომ ყველას გირჩევთ ხეჭრელს.. აბსოლუტურად უვნებელია..

Posted by: sazageli iezuiti 26 Mar 2010, 19:22
კივი მართლა მაგარი ყოფილა, გამოვცადე და განცვიფრებული დავრჩი.
* * *
ძმისშვილი მყავს 9თვის , გაზები აწუხებს ძალიან და რამეს ვერ მირჩევთ?

Posted by: miscolin 27 Mar 2010, 21:33
გლიცერინის სანთლები,ა კარგი კუჭის შეკრულობის დროს,არის როგორც დიდების დოზა ასევე პატარების დოზა და საკმაოდ იაფია და არ არის მავნებელი,უკანა ტანში იდება და სადღაც 5 წუთში გადიხართ კუჭში,თან არანაირი ტკივილი არიცის მუცლის up.gif

Posted by: Natuka NGN 27 Mar 2010, 22:13
მე ვიცი ვაშლი, ოღონდ გარკვეული წესით მიღება. გარდა იმისა რომ ძლაიან შველის ყაბზობას, გასტრიტის წამალიცაა.
ახლა დავწერ წესს, რომლის მიხედვითაც უნდა მივირთვათ ვაშლი და არა სხვანაირად,
დილით უზმოზე წამამდე 2 საათით ადრე უნდა მივიღოთ ან გახეხილი ან დაბლენდერებული კანგაცლილი ვაშლი ისეთი რომ არ დაჟანდგეს და ეს ვაშლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავამუშავოთ პირში. იმიტომაა საჭირო გახეხვა ან დაბლენდერება, რომ ეს მასა დაუჯანგავი პირდაპირ უნდა გადავყლაპოთ, რომ ჩვენმა ნერწყვმა არ დაშალოს ის ნივთიერება, რომელიც აუცილებლად კუჭში უნდა დაიშალოს და როემლიც არის სწორედ წამალი.
მკურნალობა გრძელდება ამ სქმემით:
I თვე ყოველდღე;
II თვე ყოველ მეორე დღეს
III თვე კვირაში სამჯერ.
ეს ჩავიტარე სადღაც 12 წლის წინ და განვთავისუფლდი ათასი ფესტალების, მეზიმფორტეებისა და ა.შ. ფერმენტების მიღებისგან.
მეტყვით, ვაშლი ჩვენც ვცადეთო. არა. ჩვეულებრივად პირში დაღეჭილს და დაქუცმაცებულს არანაირი სამკურნალო თვისებებიუკვე აღრა გააჩნია ყაბზობისათვის, მხოლოდ და მხოლოდ ისე დამზადებული უნდა მივირთვათ, როგორც დავწერე smile.gif
შედეგს ძალიან მალე ნახავთ.
მას შემდეგ კოლიტს არ შევუწუხეივარ... smile.gif დამღალეს ექიმებმა. მგონი რაიმე საშიში არ მისწავლებია და მოდერაცია არ დამსჯის smile.gif

Posted by: ninano818 13 Apr 2010, 13:07
Natuka NGN
ვაიმე მართლააა? აუცილებლად გავაკეთებ , ისეთ დღეში ვარ აღარ შემიძლია არაფერი არ მშველის , აღარც ლაქტო ჯ , რამდენი რამე მაქვს დალეული sad.gif
* * *
Matronaa
სად ვიშოვო ხეჭრელის ნაყენი?

Posted by: DasAuto 22 Apr 2010, 03:08
მაწუხებს შეკრულობა, ასევე ამ სეკრულობის ფონზე მერე ბუასილიც მისენებს თავს.

ვის მივმართო ამის შესახებ? ანუ ბუსილის ექიმი ცალკეა და ყაბზობაზე ცალკე? დამაკვალიანეთ რა?

თუ კუჭნაწლავის ექიმი და ბუასილი ერთად გადის?


Posted by: DasAuto 22 Apr 2010, 11:18
უპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

Posted by: jazzanova 23 Apr 2010, 11:24
DasAuto

ყოველ დილით, უზმოზე მიირთვი 2 ცალი კივი და ბოლოს დააყოლე 1 ჭიქა ცივი წყალი. მერწმუნე, რომ გადარჩები ექიმთან წასვლას. მე ასე ვუშველე თავს!

* * *
თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა არ გაქვს და აუცილებელი არაა ექიმის ჩარევა შედეგს მალევე მიიღებ, დაახლოებით ერთ კვირაში კალაპოტში ჩადგება ყველაფერი. შეეცადე, მხოლოდ ზეითუნის ზეთზე მომზადებული კერძი მიირთვა ანდაც თითო სუფრის კოვზი დალიო ხოლმე უზმოზე.

Posted by: E N J I 23 Apr 2010, 13:33
თაფლიან წყალში ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი უნდა გაურიო და უზმოზზე მიირთვა. საღამოსაც თუ დალევს უკეთესია. რაც შეიძლება მეტი სითხე და წვნიანი საჭმელებია აუცილებელი smile.gif)))

Posted by: ^Nos_ka 15 May 2010, 00:36
რაშია საქმე biggrin.gif

შეკრულობა ხო მაწუხებს და მაწუხებს,
ვცდილობ(დი) მოვერიდო ცომეულს,
ვიღებდი ბევრ ვაშლს, შAვ ქლიავს და კიდევ Yakult ს biggrin.gif
მაგრამ ბოლო სამი კვირაა დროის უქონლობის გამო, სამსახურის და სწავლის გამო სულ ქუჩაში ვჭამ. უმეტესად döner ს, მაკდონალდსა და ბურგერ ქინგში ჩიზბურგერებს, ჰამბურგერებს,
Fრენჩ Fრაის და ასე შEმდეგ user.gif help.gif help.gif

შედეგი კატასტროFა, მონელებით ასე თუ ისე ვინელებ,
მაგრამ აი მოქმედება, თუ როგორც ქვია კუჭში გასვლა
ძაალიან ცუდი მაქვს, ცუდი კი არა უიშვიათესი...

რა ვქნა?

Posted by: **LEONI** 15 May 2010, 23:53
tos_ka
ფერმენტები დაიხმარე რამე მაგ: ფესტალი ყოველი ჭამის დროს ორი ტაბლეტი და დუფალაკი შეგიძლია მიიღო დილით უზმოზე ერთი პაკეტი და ნახე რა...

Posted by: ^Nos_ka 21 May 2010, 23:01
აქ ალბათ მაგათI შემცვლელები იქნება, თუ აქ არაა წარმოებული (გერმანიაში)

Posted by: MAIN KAMPF 21 May 2010, 23:44
გერმანიაში ''კრეონი" "დიუფალაკი' არის

Posted by: Alpinistka123 18 Jun 2010, 12:33
იქნებ მეც მირჩიოტ რამე. კუჭის მოქმედება კარგი მაქვს, მაგრამ შებერილობებმა მომკლა. ერტი ჭიქა წყალიც კი საკმარისია რომ მუცელი დოლივიტ მექცეს არადა პრესებს ვაკეტებ რომ გიპი დავიგდო. ვსვამ პერმენტებს როცა გამახსენდება, მაგრამ ესეც რომ არა რამდენხანს შეიზლება ვსვა მომბეზრდააააა დამეხაროტ იქნებ

Posted by: usaqmurologi 25 Sep 2010, 19:37

მაინტერესებს საშიშია თუ არა შეკრულობა??? რა გსმენიათ საერთოდ შეკრულობის შესახებ და მართალია თუ არა, რომ ალოე შველის????
* * *

Natuka NGN, ვიცი როგორც ყოვეთვის, გარკვეული იქნებით ამ საკითხშიც.....

Posted by: Natuka NGN 25 Sep 2010, 21:38
usaqmurologi
მგონი არის მააგზე თემა... ყაბზობა ეს როგორც წესი შედეგია რაღაც დარღვევის. 1. შეილზება იყოს დისბაქტერიოზი, 2. იყოს ფერმენტული ცვალ დარღვეული; 3. პრობლემური იყოს ნაღვლის ბუშტი.
მოწესრიგების გზები: თხევადი საჭმლის აუცილებალდ მიღება, დისბაქტერიოზის აღმოფხვრა და ა.შ. შევეცდები თემა მოვიძიო.
როგორც წესი, ძირითადად ნივთიერებათა ცვლაა დარღვეული ამ დროს.
ალოეზე წარმოდგენა არა მაქვს smile.gif მაგრამ საუკეთესოა მაწვნის ყოველ საღამოს მიღება ნახევარი ლიტრის მაინც. ეს დსბაქტერიოზის პირველი მტერია. გახეხილი ვაშლის უზმოზე ჭამა ჭამამდე ორი საათით ადრე.
* * *
http://forum.ge/?f=43&showtopic=33686834
ამ თემასთან შევაერთებ შემდეგ.

Posted by: usaqmurologi 1 Oct 2010, 10:38
Natuka NGN



2kiss.gif გმადლობ...

Posted by: GEORGIA007 30 Oct 2010, 18:13
მუცლის შებერილობას რა შველის?




------------------------------------------

Posted by: Natuka NGN 30 Oct 2010, 18:25
GEORGIA007
ნახშირის აბები... იყიდება აფთიაქებში.

Posted by: patriciia 30 Oct 2010, 20:08
რაღაც უზარმაზარ ქვაბში ვაკეთებთ ხორციან ბირშს კვირაში ერთხელ და მთელი კვირა ვჭამთ
რაც ეს პრაქტიკა შემოვიღე, დავისვენე
უკრაინაშI იციან ასე, სულ აქვთ ბორში
ჯერ ბორშს დახვრეპენ და მერე სხვა რამეებს მიირთმევენ
ზაფხულში ზაფხული პორში აქვთ, ცივად ჭამენ მაცივრიდან ახალგამოღებულს

Posted by: MAGIC_WOMAN 30 Oct 2010, 20:55
ძალიან ეფექტური და გამცდილი, კოლიტსაც შველის და ვიტამინებითაა გაჯერებული
ყველაფერს ვიღებთ ერთი რაოდენობით ანუ სიტყვაზე 200 გრამს
შავი ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი, გარგარის ჩირი (კურაგა).თაფლი,ლიმონი ,ნიგოზი. ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში და მივირთმევთ დღეში 3 ჯერ 1 სადილის კოვზს. გემრიელიცაა და სასარგებლოც : ).

Posted by: LTB1948 1 Nov 2010, 16:36
Breaky
სად იყიდება ქატო? ბაზარში თუ აფთიაქში? ბოდიში ასეთი სულელური კითხვისთვის...smile.gif

Posted by: Breaky 1 Nov 2010, 19:40
LTB1948
ბაზარში.
რატოა სულელური კითხვა biggrin.gif უმეტესობას საერთოდ ის უკვირს, რომ ქატო სამკურნალოდ გამოიყენება და სიცილად არ
ყოფნით ეს "ძროხის საჭმელი" biggrin.gif

Posted by: kuskusa_kusa 3 Nov 2010, 22:17
და საერთოდაც რა იწვევს კოლიტს? ან რა სიმპტომები აქვს?

Posted by: Miss_Nata 3 Nov 2010, 22:48
QUOTE
ქატო სამკურნალოდ გამოიყენება

ვერსად ვიშოვე,მეგობარს მინდა გავუგზავნო უცხოეთში დაიტანჯაsad.gif((( სანამ ვიშოვი იქნება რაიმე ისეთი მასწავოთ რომ ცოტა ხანს შვება მისცეს??? ერთ კვირიანი პაუზები აქვს და + საყლაპავის თიაქარი...sad.gif(((

Posted by: tamuna13 4 Nov 2010, 16:45
ჩემთვის ეს პრობლემა ნაცნობია, არცერთმა წამალამ აარ მიშველა, რა არ ვცადე. ბოლოს აგმოვაჩინე ერთი ეკიმმი რომელმაც განმურნა ამ დაავადებისგან, ვისაც გაინერესებთ მომცერეთ pm_ ში და კორდინატებს გეტყვით, კარაგდ ნაცნობია ეს პრობლემა და ვიცი რა საშინელი ტკივილი ახლავს ამას.

Posted by: teona25 29 Nov 2010, 22:10
გამარჯობა. ვინმე მეტყვის რა არის კუჭის მოქმედებისთვის კარგი. ბავშვი ძუძუზე მყავდა და 2 კვირაა დაანება თავი და ძალიან ცუდი კუჭის მოქმედება მაქვს. იქნებ მითხრათ რა გავაკეთოო? მადლობთ smile.gif

Posted by: Natuka NGN 29 Nov 2010, 22:55
teona25
http://forum.ge/?f=43&showtopic=33686834&st=0
რატომ არ გიყვართ თემების დაძებნა smile.gif
ნახე თემა, იქ კარგი საშუალება მაქვს დაწერილი.
კიდევ უნდა გაარკვიო, რატომ გაქვს ყაბზობა. დსიბაქტერიოზია, ფერმენტების ნაკლებობა თუ რა.
თემა მალე შევუერთებ არსებულს.

Posted by: malinamali 12 Dec 2010, 12:19
tamuna13
მე მინდა მაგ ექიმის კორდინატები და თუ არ შეწუხდები იქნებ PM-ში მომწერო?

Posted by: kuskusa_kusa 6 Feb 2011, 17:45
ქატოს და მაწვნის რეცეპტი მომეწონა, თუმცა გასუქებამ შემაშინა, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემაა უკვე ჩემთვის კოლიტი, ალბათ გასუქებაც ვერ შემაშინებს და აუცილებლად გავაკეთებ,
* * *
tamuna13
მე მინდა მაგ ექიმის კორდინატები და თუ არ შეწუხდები იქნებ დამიPMო?
* * *
tamuna13
მე მინდა მაგ ექიმის კორდინატები და თუ არ შეწუხდები იქნებ PM-ში მომწერო?

Posted by: busuna80 6 Feb 2011, 21:54
ქატო მართლა ძალიან კარგია კოლიტის დროს, ჩემი და ბევრი ნაცნობის გამოცდილებით.............ორსულობის დროს განსაკუთრებით, როდესაც წამლების მიღება არ არის რეკომენდირებული.....

Posted by: khatia88 24 Nov 2011, 00:15
Breaky
შენ პოსტებს გადავხედე წინა გვერდებზე, 5 წლის წინ დაგიწერია smile.gif)

დამეტანჯა თომა შეკრულობით. ექიმმა ქატო მირჩია და კიდევ რამდენიმე სხვა საკვების სახეობაც. დიდი იმედი მომეცა შენი ნაწერები რომ ვნახე. იქნება უშველოს ამასაც.

წისქვილკომბინატი ისევ არსებობს რომ იქ ვიყიდო ქატო?

Posted by: Breaky 24 Nov 2011, 21:14
khatia88
წისქვილკომბინატი არ ვიცი, მემგონი ბოლო პერიოდია მამაჩემს ბაზრიდან მოაქვს ხოლმე. მე არ მიყიდა არასოდეს, სულ თვითონ
მოაქვს. ქატო არის უებარი არაქიმიური საშუალება, შანსი არაა არ მოუწესრიგოს. ნებისმიერ საჭმელში გაურიე.
ჯერ ადუღებული წყალი დაასხი ხოლმე, რომ გაფუვდეს და დარბილდეს და ასე 10 წუთის მერე აურიე საჭმელში და ისე მიეცი.

Posted by: natia000 28 Nov 2011, 16:29
QUOTE (Miss_T @ 21 Apr 2006, 21:46 )
ბევრს აწუხებს შეკრულობა. მე მოწესრიგებული დიდად არ მქონია არასდროს, მაგრამ ახლა უკვე შემაწუხა. cry.gif

მას შემდეგ რაც სიგარეტს თავი დავანებე, (1თვეა), მაწუხებს სიმძიმე მუცლის არეში, წონაშიც ვიმატებ და მეუბნებიან, რომ ესეც უწყობს ხელს.

ახლობელმა მირჩია ასეთი პრეპარატი : Acidophilus

იშოვება მხოლოდ ოპერის წინ ავერსში, არის მცენარეული, შეიცავს 100 ტაბლეტს და ღირს 38 ლარი.
აფთიაქში ვიკითხე და არ არის აუცილებელი ექიმის დანიშნულებით იყიდოო. ყოველ დღე ერთი ტაბლეტი მიიღება.

იქნებ ვინმემ იცით მის შესახებ?? ან იქნებ რამე სხვა უვნებელი საშუალებები იცოდეთ???
მადლობთ!

მე ვიცი კაი მოსაცესრიგებელი სასჰუალება არ იცვევვს შეჩვევას 200 გრამი კიშმიში შავი ოგონდ 200 გრამი ასკილი და 1 პაჩკა სენადეს ფოთოლიავურიოთ ერტმანეთში და დავასხათ ადუგებული 1 ლიტრა ცყალი ოგონდ ადუგებული ცხელი და გავაჩეროთ 2 საათი ყოველ გამეს 100-150 გრამი დალიეთ დაახლოებით 10 საათისთვის და დალევის მერე არაფერი არ ჭამოთ დილით ჩვეულებრივად გახვალთ კუცში და მოგიცესრიგებთ

Posted by: ninia55 27 Jul 2012, 12:53
იქნებ ვინმემ მითხრათ როგორი სახით მიიგება ქატო?ზოგან წავიკითხე რძე უნდა დაასხაო ზოგან წყალიო და ვეღარ გავიგეეეეეეე

Posted by: rock in rose 27 Jul 2012, 13:16
ninia55

QUOTE
იქნებ ვინმემ მითხრათ როგორი სახით მიიგება ქატო?ზოგან წავიკითხე რძე უნდა დაასხაო ზოგან წყალიო და ვეღარ გავიგეეეეეეე


თუ საჭმელში გაურევთ წყლის დასხმა არაა საჭირო, საჭმელშივე გაფუვდება.
ხოლო თუ პირდაპირ დალევთ, მაშინ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ, ოღონდ პირდაპირ გადაკარით biggrin.gif თორემ ქატო ძირში დაილექება.

ეს თავიდანაა ხშირად მიღება საჭირო, მერე დღეში 1-2 სუფრის კოვზი საკმარისი იქნება.

Posted by: ladymermaid-5 27 Jul 2012, 16:07
ბევრს აწუხებს შეკრულობა. მე მოწესრიგებული დიდად არ მქონია არასდროს, მაგრამ ახლა უკვე შემაწუხა.

დილით უზმოზე უნდა ჭამო გერკულესის ფაფა უმარილოდ და უცხიმოთ . ერთ ჭიქა გერკულესს ორი ჭიქა წყალი უნდა დაასხა ადუგებული და მერე ცოტა ხანი ადუღო 2 წუთი. ხო კიდევ დილით უზმოზე 1 ჭიქა ცივი წყალი. პურს, სუხარს და ცომეულს მოერიდე კუჭში კრავს..და 6 ის მერე არ ჭამო ,კუჭი საღამოს იმდენად აქტიურად ვეღარ ამუშავებს საკვებს .....კიდევ დღის განმავლობაში წყალი ან ლიკანი სვიი..

Posted by: mrudall 23 Aug 2012, 20:11
Miss_T
QUOTE
იქნებ ვინმემ იცით მის შესახებ?? ან იქნებ რამე სხვა უვნებელი საშუალებები იცოდეთ???


Natuka NGN
QUOTE
რეცეფტიც:
2 ცალი დიდი ზომის (3 ცალი საშუალო) ვაშლი გათალეთ და გახეხეთ აუცილებლად პლასტმასის (და არა რკინის, რომ მალე არ დაიჟანგოს) სახეხზე და დილას უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე მიირთვით. ვაშლი პირში არ უნდა დაღეჭოთ, სწორედ ამიტომ ვხეხავთ, და პირდაპირ უნდა გადავყლაპოთ, ისე რომ მისი ის აქტიური ნივთიერება, როემლიც მკულრალობს, არა ნერწყვთან ერთად დაიშალოს, არამე პირდაპირ კუჭში. ესაა ყველაზე მთავარი.

რატ უნდა ამდენი ფილოსოფია ერთი, ისე ვაშლიც მშვენივრად შველის
ატასი სხვა საშეულება კიდევ, ქლიავი (ჩირიც თუ ზამტარია) , თაფლიანი წყალი უზმოზე, ბოლო ბოლო ისე წყალიც რომ დალიო დილაუთენია ნახევარი ლიტრა ეგეც გიშველის

Posted by: mrudall 3 Nov 2012, 12:02
tamuna13
QUOTE
ჩემთვის ეს პრობლემა ნაცნობია, არცერთმა წამალამ აარ მიშველა, რა არ ვცადე. ბოლოს აგმოვაჩინე ერთი ეკიმმი რომელმაც განმურნა ამ დაავადებისგან, ვისაც გაინერესებთ მომცერეთ pm_ ში და კორდინატებს გეტყვით, კარაგდ ნაცნობია ეს პრობლემა და ვიცი რა საშინელი ტკივილი ახლავს ამას

და აქ რატომ არ დაწერ, აკრძალულია თუ საიდუმლო?


Posted by: Natuka NGN 3 Nov 2012, 13:22
mrudall
შენ რაც ჩამოწერე ყველას არ შველის, უბარლოდ ჭამა და ა.შ. და მსგავსად გაკეთებული კი, ფილოსოფიაა არაა ეს, დავწერე რატლომაც არის საჭირო მსგავსად მირება, მხოლოდ კოლიტის წამალი არაა მაგი, გასტრიტისაც. რაცდ ავწერე რეცეპტი მე კი არ მომიგონებია, ერთ კარგ წიგნში ამოვიკითხე. 2kiss.gif

Posted by: OtoVon 21 Nov 2012, 17:38
Breaky
rock in rose

ბოლო 1 თვეა, 3-4 დღე გრძელდება შეკრულობა.
უნდა მივხედო პრობლემას

ქატომ დამაინტერესა ძალიან.
რესპუბლიკურთან იყიდებაო.

ანუ თბილი წყალი უნდა დავასხათ და არანაირად ცივი ხო?

Posted by: rock in rose 21 Nov 2012, 18:07
OtoVon

კი, რესპუბლიკურთან ასხვევი რომაა, მად პატარ-პატარა ჯიხურებია ხილს და ბოსტნეულს ყიდიან ხოლმე, აი მაგ ჯიხურებში ბევრგან უწყვიათ ქატო.

QUOTE
ანუ თბილი წყალი უნდა დავასხათ და არანაირად ცივი ხო?


თუ წვნიანში არ გაურევ, მაშინ ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხი 1 სუფრის კოვზს(ანუ არც ცხელი და არც გაყინული), კარგად მოურიე და დალიე, ბოლოში ცოტა დაილექება, მაგრამ მაგასაც დაასხი სულ ცოტა წყალი და ბოლომდე დალიე, ანუ ისე, რომ ჭიქაში ქატო არ დაგრჩეს.
შედეგს იგრძნობ სადღაც 4-5 დღეში. თავიდან დღეში 3-ჯერ დალიე ხოლმე, მერე რომ მიეჩვევა ნაწლავები უკვე დღეში 1-ხელ ან 2-ჯერ მაქსიმუმ საკმარისი იქნება.

კოლიტისთვის კიდევ ძალიან კარგია კივი, ტკბილი და რბილი კივი ოღონდ, დღეში 3 ცალი რომ მიირთვა დილით ძალიან წაგადგება.

Posted by: OtoVon 21 Nov 2012, 18:36
rock in rose
QUOTE
კიდევ ძალიან კარგია კივი, ტკბილი და რბილი კივი ოღონდ, დღეში 3 ცალი რომ მიირთვა დილით ძალიან წაგადგება.

ამასაც გავითვალისწინებ, დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif




Posted by: rock in rose 21 Nov 2012, 20:07
OtoVon

არაფრის smile.gif

..........................

Posted by: OtoVon 30 Nov 2012, 23:57
ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, ქატოს მიღებიდან ზუსტად მე-4 დღეს რომ დაიწყებოდა პრობლემების მოგვარება.
მოკლედ ვიტყვი, შეკრულობა აღარ მაწუხებს და ნაწლავებმა დაიწყო მუშაობა საათივით.

ნუ ასეთი ფანტასტიკური საშუალება თუ იქნებოდა, არ მეგონა მართლა რა !!!!!!!!!!!!!!!

bis.gif

Posted by: kolxi2008 1 Apr 2013, 18:30

კოლიტთან დაკავშირებით, მაინტერესებს:
1- რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის?
2 - რამდენი დღის შეკრულობაა საგანგაშო?

Posted by: rock in rose 1 Apr 2013, 19:29
kolxi2008

1. ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას შეიძლება შეუწყოს ხელი ქრონიკულმა კოლიტმა.
2. საშუალოდ 1 კვირის

Posted by: Natuka NGN 11 Jul 2013, 17:28
babuacvera გაააქტიურეთ რეგოსტრაციის დროს გამოყენებულ მაილზე მოსული ბმული, ისე ვერ შეძლებთ ფორუმზე პოსტვას.

Miss_T
Miss_T
კოლიტმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
ისეთი ტკივილები მქონდა აღარ ვიცოდი რა იყო. ბრმანაწლავი გაკეთებული მაქვს ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვერ ვიგებდი რა მჭირდა. მერე მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა კოლიტი.
არანაირმა წამალმა არ მიშველა. თუ გინდა დაგიპიემებ იმ ბალახებს რომლსაც ვსვავ, ამოვისუნთქე მოკლედ.

რომელი ბალახებით იმკურნალე თუ შეიძლება მომწერე
* * *
babuacvera გაააქტიურეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მაილზე მოსული ბმული, ისე ვერ შეძლებთ ფორუმზე პოსტვას. სანამდე უნდა მოგვდიოდეს თქვენი სეკითხვები მოდერებს?
ასე გიპასუხებენ იუზერები.

Posted by: Иван Васильевич 13 Jul 2013, 20:36
1 თვეა ვარჯიში დავიწყე, ნუ საერთო ჯამში ჯერ მხოლოდ 5ჯერ ვიყავი მისული დარბაზში.
ეს ბოლო რამდენიმე დღეა ხშირად გავდივარ კუჭში და დავიჯერო ვარჯიშის ბრალია? თუ ეგ არაფერ შუაშია?

Posted by: babuacvera 14 Jul 2013, 16:31
შებერილობას როგორ ვუშველო?რაც არუნდა ვჭამო ეგრევე მებერება მუცელი და დისკომფორტი მაქვს მთელი დღე
* * *

Miss_T

რომელი ბალახებით იმკურნალე თუ შეიძლება მომწერე

Posted by: salomedvali 15 Jul 2013, 20:12
დილით დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ნადამი წყალი(ზოგისგან გამიგია 1 ლიტრიო მაგრამ ეს მგონი ნამეტანია biggrin.gif)
ესე 15 წუთში-ნახევარ საათში მიაყოლეთ:
2 გახეხილი ვაშლის ფაფას მოასხით 1 ჩაის კოვზი რამე ზეთი. სასურველია ნატურალური კახური ან ზეითუნის

რავი ჰერკულესიც ძაან მაგარია მაგრამ მე პირადად იჟოგა მეწყება რამდენიმე დღის სისტემატიური მიღების მერე და ვაშლი მირჩევნია-1000ჯერ უფრო გემრიელია სხვაც თუ არაფერი
......
კივის სეზონზე ჭამეთ დღეში 3-4 კივი-რაც მეტი მით უკეთEსი
ასევე ქლიავი, ქლიავის ჩირი, ხშირად დალიეთ ქლიავის ჩირის ნახარში

და საერთოდ ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი ხილი
მოერიდეთ თეთრ პურს, საერთოდ ზრდასრულ ადამიანს დღეში 1 ნაჭერზე მეტი პური არ სჭირდება

გადაეჩვიეთ ყავას და შოკოლადს-ესსენია შეკრულობის I ხელშემწყობები, ასევე ტკბილეული და კარტოფილი
საღამოს დალიეთ კეფირი
ხანდახან დილით დალიეთ 1:1 მაწონშI გახსნილი წყალი

იმოძრავეთ ბევრი და სვით დღეში მინიმუმ 1 ლიტრი წყალი ზამთარში და 1.5ლ-2ლ წყალი სიცხეებში
დროთა განმავლობაში თავად დარეგულირდება ყველაფერი
საწყის ეტაპზე შეგიძლიათ ფესტალი მიაშველოთ

და კიდევ 1 ძალიან მნიშვნელოვანი: ჭამეთ დღეში 3-4 ჯერ, ერთსა და იმავე დროს და ცოტ-ცოტა თან კარგად ღეჭეთ
თქვენ თვითონვე გაგიკვირდებათ ესე 1-2 თვეშI რა მაგარი შედეგი გექნებათ

Posted by: true_woman 31 Jul 2013, 22:03
QUOTE (Natuka NGN @ 11 Jul 2013, 17:28 )
babuacvera გაააქტიურეთ რეგოსტრაციის დროს გამოყენებულ მაილზე მოსული ბმული, ისე ვერ შეძლებთ ფორუმზე პოსტვას.

Miss_T
Miss_T
კოლიტმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
ისეთი ტკივილები მქონდა აღარ ვიცოდი რა იყო. ბრმანაწლავი გაკეთებული მაქვს ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვერ ვიგებდი რა მჭირდა. მერე მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა კოლიტი.
არანაირმა წამალმა არ მიშველა. თუ გინდა დაგიპიემებ იმ ბალახებს რომლსაც ვსვავ, ამოვისუნთქე მოკლედ.

რომელი ბალახებით იმკურნალე თუ შეიძლება მომწერე
* * *
babuacvera გაააქტიურეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მაილზე მოსული ბმული, ისე ვერ შეძლებთ ფორუმზე პოსტვას. სანამდე უნდა მოგვდიოდეს თქვენი სეკითხვები მოდერებს?
ასე გიპასუხებენ იუზერები.

გამარჯობა,
მე მაინტერესებს და იქნებ მითხრა ...

Posted by: Nukito 15 Oct 2013, 14:59
QUOTE (LULA_QABABI @ 27 Apr 2006, 10:57 )
QUOTE (ტანკე @ 26 Apr 2006, 13:19 )
LULA_QABABI
QUOTE
ეგება "კოლიტის" განსაზღვრება დამიწეროთ, ლიტერატურის მინიშნებით

coli იცი რაც არის,itic ici rom anTebis aRmniSvneli sityvaa smile.gif
anu ver gavige eg ratom dawere smile.gif

მე არ მითხოვია სამედიცინო არითმეტიკა coli + itis.

მე იმის თქმა მინდოდა (მერამდენედ?) რომ სავალალოა დაუსაბუთებელ თვითდიაგნოზებზე მსჯელობა და მითუმეტეს ნიორ-ხახვიანი "რჩევების" ჩამორიგება. საუბარია ელემენტარულ სამედიცინო კულტურაზე:

1. დიაგნოზი ისმება გარკვეული კლინიკურ-ლაბორატორიული თუ სხვა მონაცემებისა და მეთოდების (მაგ, ენდოსკოპიური) საფუძველზე.
2. პრობლემის განხილვა თუ გნებავთ და დიაგნოზი ზემოხსენებულის მიხედვით არაა დასმული, წარმოადგინეთ მხოლოდ ჩივილები[/B]. სხვა შემთხვევაში ეს იქნება თვითდიაგნოზი, ანუ ხალხურად მკითხაობა. თუ დიაგნოზი დასმული გაქვთ ზემოხსენებული მონაცემების საფუძველზე, მაშინ დიაგნოზის დამსმელი ექიმი ვალდებულია მოგცეთ შესაბამისი ინსტრუქცია-მკურნალობაც.
3. "კოლიტს" რაც შეეხება: ცალკე აღებული არაფრისმთქმელი ფრაზაა (იგივეა გვარი რომ თქვა სახელის გარეშე), ვინაიდან სხვადასხვა ტიპის კოლიტები არსებობს და არანაირ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. შესაბამისად მკურნალობაც სხვადასხვა აქვთ.
მე რამდენადაც მახსოვს, ქართულ სინამდვილეში (სამწუხაროდ, სამედიცინოშიც) ყველა ქრონიკულ ფაღარათ-ყაბზობის მონაცვლეობის სინდრომს კოლიტს უძახიან რაც მცდარზე მცდარია.
4. თუ შეიძლება ნუ გასცემთ უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელ რჩევებს, განსაკუთრებით არაექიმები. მიუთითეთ პირველწყარო.
5. სასურველია რჩევის ადრესატებმა გამოიჩინონ ყურადღება, და ყველა რჩევას ხელგაშლილი ნუ შეეგებებიან.

ეს პუნქტები, კოლიტის გამოკლებით, უნივერსალურია. სასურველია გაითვალისწინოთ ანალოგიურ სიტუაციებშიც.

გასაგებია ბატონო მაგრამ როცა თვით ექიმი გიდგენს ე.წ დიაგნოზს რომ თწვენ გააქვთ არანორმალურად გრძელი ნაწლავი და რომ ხომ არ მოგაჭრიო და რომ სულ პრეპარატებზე უნდა იყოოოო ამას რა ქვია მედიცინიც ენა

Posted by: Blue October 20 Jan 2014, 13:15
ახლა კივის სეზონია და დილით მიღება შველის.

Posted by: tranka 9 Jan 2015, 18:59
ექიმებო

2.5 წლის ბავშვს აწუხებს მუდმივი შეკრულობა

ბევრ ექიმთან ყავდათ, უამრავი წამალიც დაუნიშნეს, ჰომეოპათიური მეთოდებითაც უმკურნალეს, ჭარხლის და სტაფილოს წვენები, ამშლელები
მაგრამ არაფერი მოქმედებს. მხოლოდ ოყნით გადის კუჭში.
დიდი ხანია, რაც ასეა.

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: tatusia 9 Jan 2015, 23:45
trank
ხეჭრელის ქერქი ცადე. მასე ვეწამე მეც 9 თვე, ოყნის გარდა არაფერი შველოდა. მკურნალობები და ცხენის დოზა წამლები. ნუ მოკლედ ...
ამ თემაშია ის პოსტი, ხეჭრელი რომ მირჩიეს, 10 დღეში მოარჩინა ფაქტიურად. აადუღე 100 მლ წყალი, ჩაყარე ერთი ჩაის კოვზი ხეჭრელი, მოურიე გადმოდგი და დააფარე თავზე, მიეცი 2-3 სუფრის კოვზი. თუ ძალიან აშალა მოაკელი დოზა, თუ არ ეყო მოუმატე. 10 დღე ვაძლევდი და მის მერე აღარ ჰქონია ეგ პრობლემა. ეს მის მერე ბევრს ვასწავლე, და ყველას უშველა.

რა კოშმარები გამოვიარე რომ მახსენდება ეხლაც მაკანკალებს. ყოველ მესამე დღეს ოყნა... ვიჯექი ხოლმე და ვტიროდი ვერაფერს რომ ვერ ვშველოდი ბავშვს ... ამასა ჩვეულებრივი თბილი წყლის ოყნაც არ შველოდა, მარილიანი მასწავლა ერთ საავადმყოფოში მოხუცმა სანიტარმა და იმას ვუკეთებდი, ეს მარილიანი არ შეიძლება ხშირად, არადა გადიოდა დღეების და ცის გახსნასავით ველოდებოდი ბავშვის კუკებს, ფეხები უბუჟდებოდა ხოლმე იმდენ ხანს იჯდა ქოთანზე :-(
და რამდენ საზიზრობას ვასხავდი პირში, რომ რამეს მაინც ემოქმედა, ნამდვილი ფრონტი მქონდა სახლში...


ცადეთ ხეჭრელი, აფთიაქებში იყიდება ყველგან...


რამდენი ვიყბედე :-D
* * *
ექოსკოპიას გადაუღებდით ალბათ, ჩვენთან რაღაც სიგმა ნაწლავზე ჰქონდათ ეჭვი, ბოლოს ზარმაცი ნაწლავის სინდრომი გამოდგა, პერისტალტიკა ჰქონდა სუსტი. იქნებ თქვენთანაც მასეა?

Posted by: otargabunia 17 Jan 2015, 09:51
მოგესალმლებით,

ძალიან მჭირდება სასწრაფო სწორი რჩევა. ეს ორი დღეა ტუალეტში ვერ გავდივარ. განავალი სწორ ნაწლავშია, მაგრამ გარეთ ვერ გამოდის. ძალიან მტკივა. მაწვება, თუმცა ვერ ვახერხებ ვერაფერს. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება მივიღო, ალბათ სანთელი იქნება უკეთესი, რო დაშალოს თვითონ განავალი. თუ არსებობს ასეთი რაიმე? კუჭის ამშლელი, რომ დავლიო უფრო დამაწვება და დავიტანჯები. მინდა, რომ პირიქით, სწორ ნაწლავში მყოფი განავალი დაიშალოს. ძალიან დამეხმარებით თუ რაიმეს მირჩევთ.

Posted by: tatusia 17 Jan 2015, 15:47
otargabunia
გლიცერინის სანთელი გაიკეთე 20 წუთი წამოწექი, მერე შედი საფირფარეშოში. თუ არ იმოქმედა, მეორე სანთელიც მიაყოლე.
ასევე არსებობს ზეთის მინი ოყნა.
ორივე საკმაოდ ეფექტურია.

Posted by: chanelgirl999 28 Jan 2015, 15:05
ვისაც კუჭში შეკრულობა გაწუხებთ გასწავლით ძალიან მარტივად მოსამზადებელ და უაღრესად ეფექტურ რამეს smile.gif შვრიის ფაფა (იგივე გერკულესი) უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე. შვრია უნდა იყოს ყოველგვარი დანამატების (მზესუმზირის, ხილის, ჩირის და ა.შ გარეშე). მომზადება საკმაოდ მარტივია: ჩაღრმავებულ თეფშში ჩაყარეთ 4-5 სუფრის კოვზი შვრია, თუ გნებავთ ცოტა შაქარიც მოაყარეთ და დაასხით ადუღებული წყალი (და არავითარ შემთხვევაში რძე!!!) შემდეგ ამ ჩაღრმავებულ თეფშს დააფარეთ ზემოდან რაიმე ჭურჭელი და იდგეს 5-10 წუთი ასე. შემდეგ გემრიელად მიირთვით smile.gif შვრიის ჭამის მერე ცოტა დრო უნდა გავიდეს, 10-15 წუთი მაინც ეგრევე ნუ მიაყრით სხვა საჭმელებს! ეს უნდა განმეორდეს რამდენიმე კვირა მაინც, 1 და 2 დღიან ჭამას უბრალოდ აზრი არ აქვს. წარმატებები ყველას!

Posted by: ANABELL 25 Jun 2016, 22:43
გამარჯობათ გოგოებო. თქვენტან ერთი კთხვა მაქვს. ბიცჰი მყავს 9 წლის, ზოგადა ძალიან ცუდი მჭამელია, გარდა იმისა რომ ვეგეტარიანელია და არანაირ ხორც არ ეკარება არც ბოსტნეულზე იკლავს ტავს. ერთადერთი კარტოფილი.


ეხლა რა მინდა გკითხოტ. კუჭის მოქმედება აქვს ცუდი. 3-4 დღეში. ეს შეკრულობა ხომ თავისთავად?
დისბაქტერიოზზე ვიმკკურნალეტ მაგრამ არაფერი. და რაც ყველაზე მანერვიულებს, გარდა იმისა რომ 3-4 დღეში აქვს მოქმედება, ზომაშც საკმაოდ დიდი ზომისაა და მეშინია ნაცლავი არ4 დაუზიანოს.

რა გავაკეტო და ვის მიოვმართო??

Posted by: nodari_nx 25 Jun 2016, 22:57
QUOTE
ბიცჰი მყავს 9 წლის,  ზოგადა ძალიან ცუდი მჭამელია, გარდა იმისა რომ ვეგეტარიანელია და არანაირ ხორც არ ეკარება არც ბოსტნეულზე იკლავს ტავს. ერთადერთი კარტოფილი.

თუ შეიძლება გეტყვით.
ხორცი და ბოსტნეული მაგ ასაკშიც და საერთოდ ნებისმიერ ასაკში არის უმნოშვნელოვანესი.
უმკაცრესათ აიძულეთ თქვენი შვილი ხორციც მიიღოს და ბოსტნეულიც.
ორივე კომპონენტი აუცილებელია ზრდისთვის, იმუნიტეტისთვის და საერთოდ ყბელაფრისთვის.

თუ დასანახად ვერ იტანს შესაძლებელია სხვა ფორმით მიაღებინოთ, სხვანაირად დაკეპოთ ან დაჭრათ, გაალამაზოთ ულუფა.
ANABELL

Posted by: ANABELL 25 Jun 2016, 23:08
ყველანარი ყველაპერი ვცადე და არაპერი გამოდის, დასჯამაც ვერ გამოიგო სჰედეგი, უკვე აგარ ვიცი რა გავაკეტო

Posted by: nodari_nx 25 Jun 2016, 23:55
ნატურალური რძის ნაწარმი და ხილი მაინც არ მოაკლოთ.
თუ მაგაზეც უარს ამბობს მაშინ აუცილებლად მოსაწესრიგებელია მისი საკვები რაციონი და არა მარტო, ალბათ ძაან გაანებული და ჯიუტია.

წარმატებები.
ANABELL

Posted by: Mekkk 26 Apr 2017, 01:09
2 კოვზი გერკულესი+3 კოვზი ჩ/კ თაფლი+ 3ცალი კაკლის გული.აურიეთ ერთმანეთში დაასხით წყალი ცივი იმდენი რომ მასა დაფაროს და თხლად იყოს და მიიღეთ დილით წყლის დალევის შემდეგ.

Posted by: ASIMO 7 Sep 2018, 19:08
Breaky
QUOTE
ყველაზე უვნებელი საშუალება, რაც მე ვიცი და საკმაოდ ეფექტურიცაა, არის პურის ქატო. 1ს/კ უნდა გაურიოთ ერთ პორცია მაწონში (რამდენსაც შეჭამთ ერთ ჭამაზე) და შეჭამოთ. ეს პროცედურა თავიდან დღეში რამოდენიმეჯერაა საჭირო. შედეგის მიღების მერე კი ნელ-ნელა შეგიძლიათ შეამციროთ და ბოლოს დღეში ერთხელ, უზმოზე მიღებას დასჯერდეთ. თავიდან შეიძლება არ იმოქმედოს, დრო სჭირდება, რომ ნაწლავები გამოაცოცხლოს და ტონუსში მოიყვანოს. ვისაც ქრონიკული ყაბზობა აწუხებს, მან ეს პროცედურა ყოველდღიურ ჩვევად უნდა გადააქციოს, ისევე როგორც კბილების გახეხვა.
ხო, კიდევ შეიძლება ასეც მიიღოთ: საღამოს 1ს/კ ქატოს დაასხათ 1ჭიქა ადუღებული წყალი, დაახუროთ თავზე და გააჩეროთ დილამდე. დილას მოურიოთ და სულმოუთქმელად დალიოთ. მაგრამ ეს უფრო ეფექტურია, მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელია, საშინელი გემო აქვს ასეთი წესით მომზადებულ ქატოს. ამიტომ მაწვნით ჯობია.
ქატო იყიდება წისქვილკომბინატში, სადღაც დიდუბეშია. რომ ეტყვით რომ წამლად გინდათ, სუფთად დაფქულს მოგცემენ და 1კგ ღირს 1ლარამდე. ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება ნაკლებიც.
მე პირადად არც ერთ წამალს (თუნდაც მცენარეულს) არ ვენდობი, როდესაც საუბარია ყოველდღიურ მიღებაზე დიდი ხნის განმავლობაში, რაც არ უნდა მცენარეული იყოს, მაინც წამალია და ქიმიაა და არ შეიძლება მუდმივი მიღება.


რამდენიმე წლის წინ უნდობლად მივმართე ამ მეთოდს და საოცრება მოხდა, მართლა იმუშავა 100%-ით. up.gif
რესპუბლიკურთან ვიყიდე ქატო მაშინ და ახლა აღარ არის, სხვა ვარიატები ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: ASIMO 15 Sep 2018, 12:34
რამდენიმე დღის წინ ვიყიდე გუდვილში ქატო, 3.50 ლარი ღირს, მართლა რომ სასწაულებს ახდენს. ადრე 4-5 დღე ვერ გავდიოდი და ახლა ბოლო სამი დღეს ყოველდღე მაქვს.
რამდენიმე დღე შეჩვევის ამბავია და მერე მოდის ნაწლავები ტონუსში და დგება ჩვეულებრივ ბუნებრივ მდგომარეობაში.

Posted by: chele23 15 Sep 2018, 12:36
თუ ნაღველი არ გაწუხებთ, ლიმონიანი წყალი დილით უზოზე ერთი ჭიქა მიიღეთ და დაისვენებთ.

Posted by: nedved_11 16 Sep 2018, 17:15
აქ შეკრულობაზეა ლაპარაკი და მე მაწუხებს დღეში 3-4 ჯერ მაქვს მოქმედება თხლად და რა ვუშველო ხო ვერ დამეხმარებით

Posted by: ramona 16 Sep 2018, 17:19
ASIMO
ჩVეულებრივი ქატოა თუ რაიმე განსაკუთრებული? ფრინველების საკვებად რომ ხმარობენ ის არ გამოდგება?

Posted by: თორნიკეე 16 Sep 2018, 17:24
nedved_11
QUOTE
აქ შეკრულობაზეა ლაპარაკი და მე მაწუხებს დღეში 3-4 ჯერ მაქვს მოქმედება თხლად და რა ვუშველო ხო ვერ დამეხმარებით

სუხარი ჭამე.. givi.gif

ექიმთან მიდი... თუ ექიმთან არ გინდა მისვლა კუჭში შემკრავი იყიდე რამე... stopex მაგალითად... ორი კაფსულა დალიე პირველ მიღებაზე და თუ კიდე თხლად გახვალ 3-4 სთ-ში ერთიც დააყოლე და 3-4სთ-სი სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ...

Posted by: ASIMO 17 Sep 2018, 00:06
ramona
QUOTE
ჩVეულებრივი ქატოა თუ რაიმე განსაკუთრებული? ფრინველების საკვებად რომ ხმარობენ ის არ გამოდგება?

აი ეს არის ზუსტად, https://www.google.com/search?q=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=hG_9sFnE53nGYM%253A%252CyNKyS0U65TvbmM%252C_&usg=AFrqEzc0uQETGXL76zo0Jm5SDVFG286N4w&sa=X&ved=2ahUKEwizjMnVqMDdAhURtosKHfLXDioQ9QEwAnoECAUQBg#imgrc=hG_9sFnE53nGYM:

ფრინველების საკვებად რომ ხმარობენ არ ვიცი გამოდგება თუ არა.

Posted by: nedved_11 17 Sep 2018, 11:43
თორნიკეე

ექიმები მოვლილი მაქვს, უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში 3-4 ჯერ მაქვს ხოლმე მოქმედება და რა წამლები არ მაქვს დალეილი არაფერი მშველის ამის დედაც

Posted by: falfan 10 Dec 2018, 19:43
მოგესალმებით ყველას smile.gif იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ.ვისთან მივიდე რა ანალიზი და ასე შემდეგ..
მოკლედ კუჭში გასვლა მიჭირს ძალიან შეიძლება რამოდენიმე დღე გავიდეს და არაფერი.ტკივილები არ მაქვს ხანდახან შებერილობა და გაზები, მარტივად რო ვთქვათ საგანგაშოდ არ მაწუხებს ანუ დაცლის მოთხოვნილება არ მაწუხებს..ღამე ვოფლიანობ ძალიან სულ ვსველდები,ხანდახან ძალიან მცივა ოთახში კარგი ტემპერატურის დროსაც.ანალიზები გაკეთებული მაქვს,სისხლის საერთო,ღვიძლის ფუნქციები,ქოლესტერინძე, თირკმელზე,გამონაყრისთვის დამჭირდა და ყველაფერი აბსოლიტურად ნორმაში მაქვს.მინდა მოვიწესრიგო კუჭ ნაწლავი.ვისთან მივიდე რა ვქნა კარგი ექიმი მირჩიეთ იქნებ დამეხმაროთ smile.gif ხო რაც შეეხება რაციონიდან 2თვეა მინიმუმ ამოღებული მაქვს ფასთ ფუდები შაურმები ალკოჰოლი ცხარე და ესეთი რაგაცეები.მააგრამ მაინც ვერ ჩადგა ნორმაში smile.gif


Posted by: Natuka NGN 10 Dec 2018, 21:28
falfan
შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი და აუცილებლად, მიდით ენდოკრინოლოგთან.

Posted by: falfan 12 Dec 2018, 16:20
Natuka NGN

კარგი მადლობა დიდი

Posted by: Miria 12 Dec 2018, 17:32
ASIMO
ქატომ კუჭი გამიუბედურა.
სუსტი კუჭი ვისაც აქვს - არ ვურჩევ.
საშინლად ამტკივდა კუჭი და დაჟე წამლები დამჭირდა რომ მომერჩინა ტკივილი.
მას მერე არ გავკარებივარ ქატოს.
(ნაწლავებს კი ამუშავებს, მაგრამ კუჭს კლავს).

ramona
QUOTE
ჩვეულებრივი ქატოა თუ რაიმე განსაკუთრებული? ფრინველების საკვებად რომ ხმარობენ ის არ გამოდგება?

კი, გამოდგება. ჩვეულებრივი, ხორბლის ქატოა.
მე სამგორის ბაზრობაზე ვიყიდე წლების წინ.

nedved_11
განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი თუ გაგიკეთეს?
შეიძლება რომელიმე ბაქტერია გაქვს ჭარბი დოზით...

Posted by: popusha 14 Dec 2018, 08:30
nedved_11

განავლის ანალიზი გაკეთებული გაქვს?
სულ ესე ხარ თუ რაიმე საკვების მერე გემართება?

Posted by: FRANZ_BECKENBAUER 23 Dec 2018, 15:45
სალამი მეგობრებო. ლეჩკომბინატში ვაკეში ასე 15 წლის უკან მეორე სართულზე რომ ექიმი იყო რომელიც მკურნალობდა შეკრულობას ბალახეული მცენარეებით, ხომ არ იცით მისი სახელი და გვარი და ეხლა სად არის? სხვა დაავადებებსაც მკურნალობდა როგორც მახსოვს და დიდი რიგები ჰქონდა ყოველთვის.

Posted by: babsi 26 Dec 2018, 09:22
ოჯახის წევრი რომელიც შეკრულობით იყო შეწუხებული, ყოველ დილით დიდი ჭიქით წყალს და შემეც ფაფებით იწყებდა, განსაკუთრებით არგო შავი ქლიავის ჩირმა და წვენმა, შეკრულობის პერიოდში სვავდა დაახლოებით 150გ საღამოს და დილით უკვე შვებას გრძნობდა

Posted by: calthelal 3 Jan 2019, 18:24
იქნებ ვინმემ მიშველოთ, წლებია უკვე რაც მაწუხებს.
მირჩიეთ ვინმე ექიმი ვისთანაც მივალ და მიმკურნალებს, ფაქტიურად წამლების გარეშე ვერ გავდივარ კუჭში

დიდი მადლობა

Posted by: calthelal 6 Jan 2019, 01:50
QUOTE
იქნებ ვინმემ მიშველოთ, წლებია უკვე რაც მაწუხებს.
მირჩიეთ ვინმე ექიმი ვისთანაც მივალ და მიმკურნალებს, ფაქტიურად წამლების გარეშე ვერ გავდივარ კუჭში

დიდი მადლობა


Posted by: moen28 7 Jan 2019, 20:39
ინფექციურში ყაზბეგზე, თამრიკო მეგრელიშვილი ძალიან კარგი ექიმია.. calthelal

Posted by: Miria 24 Jan 2019, 20:53
babsi
შავი ქლიავის წვენს სვამდა 150 მლ-ს?
ნაყიდს თუ თვითონ ამზადებდა კამპოტის სახით?

მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: babsi 25 Jan 2019, 08:43
Miria
გამზადებული შავი ქლიავის წვენი, ასევე შეგიძლიათ ქლიავის ჩირიც გამოიყენოთ, უფრო ხელმისაწვდომია საქართველოში

Posted by: ASIMO 14 Aug 2020, 11:21
Breaky
QUOTE
ხო, კიდევ შეიძლება ასეც მიიღოთ: საღამოს 1ს/კ ქატოს დაასხათ 1ჭიქა ადუღებული წყალი, დაახუროთ თავზე და გააჩეროთ დილამდე. დილას მოურიოთ და სულმოუთქმელად დალიოთ. მაგრამ ეს უფრო ეფექტურია

ადრე გავაკეთე ეს და ძალიან ეფექტური იყო.
რომ შემახსენოთ, ამის მიღების შემდეგ საკვები რამდენ ხანში მივაყოლო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)