forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა., კეთილისა და ბოროტის შეცნობა რატომ არის ცოდვა?
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22796
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 11:56  #55187829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეორე

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
http://orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-2.htm




რატომ არ სურდა ღმერთს , რომ ადამიანები ყოფილიყვნენ შემცნობი კეთილისა და ბოროტისა?
+
რა მდგომარეობაა როცა არ იცი კეთილისა და ბოროტის შეცნობა? smile.gif


რა დაუშავდა ამით ღმერთს, ან ადამიანს? spy.gif

და ბოლოს , თუ კეთილისა და ბოროტის შეცნობა ცოდვაა, რატომ გვეუბნება ქრისტე აპოკალიფსში რომ გამოვიცნოთ მხეცის სახელი. რატომ უნდა ვიფიქროთ ვიღაც ბოროტ ,,მხეცზე''. ეს არ ვნებს ადამიანს?

ქრისტე ამას არ გვავალდებულებს, მაგრამ ვისაც სიბრძნე აქვს გამოიცნოსო.

სიბრძნე , რომელიც სამოთხის ბაღში აკრძალულ ნაყოფად* ითვლებოდა, ეხლა თითქოს თავად ქრისტე სურს ვიყოთ ბრძენნი. რატომ?




მიმაგრებული სურათი
weetniet.gif


--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19073
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 12:47  #55187998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
რატომ არ სურდა ღმერთს , რომ ადამიანები ყოფილიყვნენ შემცნობი კეთილისა და ბოროტისა?

სად წერია რომ არ უნდოდა? მან აუკრძალა მხოლოდ, ვინაიდან ადამიანს რაიმე დამოუკიდებელი აზრი მაინც გასჩენოდა…
მაგ. შეკითხვა: რატომ აუკრძალა ან სხვა ასეთი, ინდივიდუმის ჩამოყალიბების პროცესს გამოხატავს ეს ამბავი თუ რა ძნელია
ადამიანს, რომელიც შექმნილია და ყველაფერი "იდეალურად" აქვს მოწყობილი, ინდივიდუალური ცნობიერება გაუჩინო თავში..
წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი სრულყოფილი არ გამოდის, ინდივიდს თავისუფალი ნაბიჯების გადადგმა უნდა შეეძლოს...

QUOTE
რა მდგომარეობაა როცა არ იცი კეთილისა და ბოროტის შეცნობა? 

ცხოველის მდგომარეობაა, როცა მხოლოდ იმას განარჩევ რისი ჭამის უფლება გაქვს და რისი არა, სხვა ყველაფერი ღმერთზეა
მინდობილი და ცხოვრობს ასე შიშველი და უდარდელი ცხოველივით, ამას ქვია სამოთხეში ცხოვრება, რომელსაც მისტირის ბევრი…

This post has been edited by Artist on 1 Sep 2019, 12:51


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22796
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 17:53  #55189217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
სად წერია რომ არ უნდოდა? მან აუკრძალა მხოლოდ, ვინაიდან ადამიანს რაიმე დამოუკიდებელი აზრი მაინც გასჩენოდა…

ეს ხომ ვარაუდია, ანუ აზრის გამოხატვა ღმერთის მაგივრად.
მე რატომ ღაც ასეთი აზრი მიჩნდება :არ გაუჩნდებოდა ადამიანს დამოუკიდებელი აზრი , თუ მას ვინმე ან რაიმე არ აღძრავდა მასში. (რაც გამოიწვია აკრძალული ნაყოფის ჭამამ)
ღმერთმა უთხრა ადამიანს ეჭამა რისი ჭამაც შეიძლებოდა,მან ჭამა. ღმერთმა უთხრა ცხოველებზე სახელი დაერქმია, მან დაარქვა. ღმერთმა უთხრა რა არ ეჭამა , მან არ ჭამა, სანამ არ აცდუნა მაცდურმა. ოღონდ გამრავლდითო რომ უთხრა, გამრავლება ვერ მოასწრო სამოთხეში.
თითქოს, ისე გამოდის, ადამიანმა რაღაც უნდა ჭამოს, რომ მას ახალი აზრი გაუჩნდეს.

შეიძლება მე პრიმიტიულად ვამბობ..............

QUOTE
წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი სრულყოფილი არ გამოდის, ინდივიდს თავისუფალი ნაბიჯების გადადგმა უნდა შეეძლოს...

ბიბლიაში რომელიმე ღვთისრჩეულს თავისუფალი აზრი ჰქონია, რომელიც ღვთის თვალში მოსაწონი იყო.?
მე ვფიქრობ რომ ის რაც ღვთისთვის მოსაწონი იყო, იყო მხოლოდ ღვთისაგან ნაკარნახევი.

QUOTE
ცხოველის მდგომარეობაა, როცა მხოლოდ იმას განარჩევ რისი ჭამის უფლება გაქვს და რისი არა, სხვა ყველაფერი ღმერთზეა
მინდობილი და ცხოვრობს ასე შიშველი და უდარდელი ცხოველივით, ამას ქვია სამოთხეში ცხოვრება, რომელსაც მისტირის ბევრი…

მაგრამ, ღმერთი არ უწოდებდა მათ ცხოველებს იმიტომ რომ არ იცოდნენ კეთილისა და ბოროტის შეცნობა. ანუ მას ასეთ მდგომარეობაში უნდოდა ყოფილიყვნენ ადამიანები.


უბრალოდ რომ ვთქვათ თუ ვინმემ არ გაწყენინა როგორ უნდა მიხვდე რა არის წყენა.
ტკბილის ჭამით ხომ ვერ მივხვდებით რა არის მწარე.

შეიძლება სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული, რომ ღმერთს არ უნდოდა ადამიანს გაეგო რა არის ბოროტება. რადგან ბოროტება უნდა მოხდეს ჯერ და მერე ვიგებთ რა არის ბოროტება.


თუ ირგვლივ გარემო, ჰაერი, ადამიანები, საკვები უვნებელია, რაში გვჭირდება ზედმეტი ჭკუა.
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19073
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 20:03  #55189717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
ეს ხომ ვარაუდია, ანუ აზრის გამოხატვა ღმერთის მაგივრად.

ეს ვარაუდი კი არა ლოგიკაა, ღმერთს რომ რაიმე არ დომოდა არც მოხდებოდა…

QUOTE
არ გაუჩნდებოდა ადამიანს დამოუკიდებელი აზრი , თუ მას ვინმე ან რაიმე არ აღძრავდა მასში.

დიახ მასეც მოხდა თავისთავად ანუ მხოლოდ აკრძალვით არავითარი აზრი არ გაუჩნდათ ადამიანებს…
ხოდა მათი ცდუნება გახდა საჭირო.. ლუციფერის (დაცემული ანგელოზი) მეშვეობით, რომელიც სიმბოლურად
გველის სახით გვევლინება..
QUOTE
თითქოს, ისე გამოდის, ადამიანმა რაღაც უნდა ჭამოს, რომ მას ახალი აზრი გაუჩნდეს.

ეს სიმბოლრად არის რაღაც ნაყოფის შეჭმა, ანუ ეს ნიშნავს აკრძალულის გადალახვას ანუ ინდივიდუალური ნაბიჯებს გადადგმას ნიშნავს..

QUOTE
მაგრამ, ღმერთი არ უწოდებდა მათ ცხოველებს იმიტომ რომ არ იცოდნენ კეთილისა და ბოროტის შეცნობა. ანუ მას ასეთ მდგომარეობაში უნდოდა ყოფილიყვნენ ადამიანები.

არც მე არ ვუწოდებ მათ ცხოველებს, ისინი ცხოველის მდგომარეობაში იყვნენ მხოლოდ, მაგრამ ადამიანად შექმნილნი რომლებსაც შეეძლოთ ცხოველებზე ბატონობა, მაგრამ ამისათვის
საკუთარი მე-ს გაღვიძება იყო საჭირო მათში… ეს ჩადო ღმერთმა მათში ინდივიდი უბრალოდ ამოქმედება იყო საჭირო… მათ ხომ ინდივდიდუალური სული გააჩნდათ… რაც ცხოველებს არა აქვთ..
QUOTE
ანუ მას ასეთ მდგომარეობაში უნდოდა ყოფილიყვნენ ადამიანები.

ეს რომ სდომოდა დატოვებდა კიდეც მასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მას ინდივიდუალური ანუ სრულყოფილი ადამიანის შექმნა ჰქონდა განძრახული, რომელიც ჯერ კიდევ იხვეწება…
masai11
ფანტომასის სიძე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8310
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 20:22  #55189816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი აზრით, დაცემამდელი ადამის პრიმიტიულობაზე და ინდივიდუალური ცნობიერების არ ქონაზე საუბარი არ არის სამართლიანი და სწორი.
თუ გავიხსენებთ, ადამი, სახელებს არქმებს ცოცხალ არსებებს. სახელის დარქმევა კი უსაკრალურესი აქტია, რომელსაც ნაკლულოვანი ცნობერება ვერ მოახერხებს.

და უფრო საინტერესოდ არ გეჩვენებათ საკითხი, რომ ღმერთის შექმნილ ამ სრულყოფილებაში არსებობს ხე, რომელიც ბოროტის და კეთილი შეცნობის უნარს ანიჭებს. ანუ, ბოროტება უკვე არსებობს როგორც რეალობა, არსებობს ადამის შექმნამდე. ამ ფონზე ფერმკრთალდება და თეოლოგიური ვერსიები იმის შესახებ, რომ ბოროტება სინამდვილეშია არ არსებობს და ის მხოლოდ სიკეთის ნაკლებობაა. ასევე, ვერსიები იმის შესახებ, რომ ლუციფერის ჯანყი ღმერთის მიერ ადამის შექმნას უკავშირდება.

მოკლედ, არ გაინტერესებთ საიდან გაჩნდა ბოროტება? (რომელიც ადამს უნდა შეეცნო ან არა)


--------------------
www.karavi.ge
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 183
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 23:05  #55190604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მგონია რომ ეს ამბავი ასე უნდა გავიგოთ: ღმერთმა ადამიანი შექმნა სრულყოფილ არსებად, თავის სახედ და ხატად. ანუ ადამიანში ღმერთმა ჩადო სრული სპექტრი ცნობიერებისა. ამასთან, იცოდა რა ღმერთმა, რომ ადამიანს თავისი პოტენციალის სწორად რეალიზებისთვის სჭირდებოდა მასწავლებელი, მეგზური, აღმზრდელი - უთხრა, არ ხართ მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ნუ გადახტებით ჩემზე წინო. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ღმერთს სურდა სრული თავისუფლება მიენიჭებინა ადამიანისთვის, მისცა კიდეც "მასზე წინ გადახტომის" შესაძლებლობა. სხვაგვარად გამოვიდოდა, რომ მარიონეტები იყვნენ ღმერთის ხელში.

ამ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვა კი სწორედ ღმერთის მენტორობის უარყოფას და დამოუკიდებელ ცხოვრეებაზე პრეტენზიის გამოცხადება იყო ადამიანის მხრიდან.

ჩემთვის ასეთია ეს ამბავი პრინციპში.

ვინ იყო ღმერთი, სად იყო ადამიანი ნაყოფის გასინჯვამდე, რა ფორმით არსებობდა და "სინამდვილეში" როგორ იყო მოწყობილი ყველაფერი, ცხადია არ ვიცი biggrin.gif სიმართლე გითხრათ ამ ამბავში ჩემთვის არამატერიალურის და მატერიალურის გამიჯნვის სერიოზული პრობლემა დგას და რატომღაც ამაზე არასდროს არავინ ლაპარაკობს.

მაგრამ საერთო ლოგიკა მისაღებია ჩემთვის. აკი პრაქტიკაში ასეც არის. ადამიანისთვის თავისუფლება და აზროვების/ცობიერების არსებობა უდიდესი ტვირთია და ამ ტვირთს ადამიანი ვერ ზიდავს. მუდმივად შინაგანი სიცარიელე აქვს კაცობრიობას და ხან რით ცდილობს ამის შევსებას და ხან - რით. ღმერთთან მყოფი ადამიანი იქნებოდა სრულყოფილი. ე.წ. დაცემული ადამიანი კი ახლოსაც ვერ მივა სრულყოფილებასთან. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეძებს და ვერ ჰპოვებს. მთელი ცხოვრება საკუთარ ხორციელი და სულიერი მიდრეკილებების დაკმაყოფილებას ახმარს მაგრამ ეს მიდრეკილებები არ ცხრება, უკან ბრუნდება უფრო მეტი ძალით.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ თუ ადამის და ევას ამბავი სინამდვილეში მოხდა, ალბათ ღმერთის გეგმა იყო ის, რომ მას თავად ესწავლებინა ადამიანისთვის ყველაფერი - ცნობიერება აემაღლებინა ნელნელა, ემოციური ინტელექტი გამოემუშავებინა, დახმარებოდა რომ ადამიანს საკუთარი უკიდეგანო სულიერი სივრცის ინტეგრაცია მოეხდინა და ფეხზე მყარად დამდგარ არსებად ჩამოყალიბებულიყო.

კიდევ ერთი რამ რაც ძალიან საინტერესოა, არის ის, თუ რაზე ესაუბრებოდა ღმერთი ადამს და ევას ბაღში საღამოობით. ანუ ასწავლიდა თუ არა რამეს ან რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს პერიოდი.

მოკლედ, ღმერთო, გამოჩნდი და გვიპასუხე. ფლიზ

This post has been edited by Grows on 1 Sep 2019, 23:08
ASIA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2734
წევრი No.: 22862
რეგისტრ.: 4-September 06

გამოგზავნილია: 1 Sep 2019, 23:12  #55190641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომ არ შეეჭამა - იქნებოდა ღმერთის ნების აღმსრულებელი, ცდუნების უარმყოფელი და ბოროტის მძლეველი და შემდეგი ცდუნებისთვის უკვე მომზადილი - გამოცდილებაში ექნებოდა უკვე ცდუნებასთან გამკლავება და რაც მთავარია, დამოუკიდებლად მიიღებდა ცდუნების უარყოფის გადაწყვეტილებასაც და შედეგად ეს იქნებოდა პირველი გამარჯვება და შემდეგ რა იქნებოდა არ ვიცით . . . ვვარაუდობთ..

masai11

QUOTE
მოკლედ, არ გაინტერესებთ საიდან გაჩნდა ბოროტება? (რომელიც ადამს უნდა შეეცნო ან არა)


უნდა გვაინტერესებდეს? არადა გვაინტერესებს, არადა არ უნდა გვაინტერესებდეს . . .
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22796
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:05  #55192354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
ღმერთს რომ რაიმე არ დომოდა არც მოხდებოდა

რა არ მოხდებოდა.
ნაყოფის ჭამის შემდეგ ადამი გახდა შემცნობი კეთილისა და ბოროტისა?
არა.
მათ უბრალოდ იგრძნეს რომ შიშვლები არიან.
(არადა გასაკვირია , იყვნენ შიშვლები მაგრამ არ რცხვენოდათ, მერე შერცხვათ. რა იყო ეს. რა მოხდა იმ ხილის ჭამის შემდეგ.)
ღმერთმა დასაჯა იმით რომ, თუ ადრე უმუშევრად*/უფასოდ ჭამდნენ , აწი ოფლით უნდა მოეპოვებინათ საკვები.

QUOTE
ეს სიმბოლრად არის რაღაც ნაყოფის შეჭმა, ანუ ეს ნიშნავს აკრძალულის გადალახვას ანუ ინდივიდუალური ნაბიჯებს გადადგმას ნიშნავს

რომელი ინდივიდუალური ნაბიჯი გადადგა ადამიანმა. რომელია ამის მაგალითი.

masai11
QUOTE
და უფრო საინტერესოდ არ გეჩვენებათ საკითხი, რომ ღმერთის შექმნილ ამ სრულყოფილებაში არსებობს ხე, რომელიც ბოროტის და კეთილი შეცნობის უნარს ანიჭებს. ანუ, ბოროტება უკვე არსებობს როგორც რეალობა, არსებობს ადამის შექმნამდე.

ღმერთმა გაითვალისწინა , უფრო სწორად ღმერთმა შექმნა ჯანსაღი სისტემა_ადამიანი(ზოგადად გარემოც), მაგრამ რაღაც დატოვა ადამიანისთვის ამოუხსნელი_ალბათ ის, რომ ადამიანი არ მიმხვდარი ღვთის შესაძლებლობებს.

ზოგადად , რომ დავუკვირდეთ ადამიანი როცა რამეს ქმნის, ის ხომ ითვალისწინებს მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ან შეექმნას მის/მისმა ქმნილებას/ქმნილებამ. ანუ რის გაკეთებაც შეიძლება, იმის გაფუჭებაც შეიძლება. ადამიანი ამ დროს როგორც გონიერი არსება საფრთხეებისაგან დაზღვევას ცდილობს. იცი თუ გაფუჭდა როგორ შეაკეთოს.(თუმცა არა ყოველთვის).

ასევე უზენაესმა იცის ის რაც მან შექმნა , იმის განადგურება როგორ შეიძლება.

მას არ სურდა ადამიანს სცოდნოდა განადურების მეთოდები, რის ცოდნასაც ადამიანი სწორედ იმ გზით შეისწავლიდა რომ ამ სამყაროს გარე და შიდა მატერიალურ/სულიერ შემადგენლობას შეისწავლიდა.

(+ სამოთხე ის ადგილი იყო სადაც სულიერი სულიერს არ ჭამდა. ანუ ადამი არ ჭამდა ცხოველთა და ფრინველთა ხორცს. ასევე ცხოველებიც არ ჭადნენ ცხოველებს.)

Grows
QUOTE
კიდევ ერთი რამ რაც ძალიან საინტერესოა, არის ის, თუ რაზე ესაუბრებოდა ღმერთი ადამს და ევას ბაღში საღამოობით. ანუ ასწავლიდა თუ არა რამეს ან რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს პერიოდი.

ალბათ ეკითხებოდა რა დაარქვა ცხოველებს და ასე შემდეგ.
ნასწავლი ადამი არ ჩანს ბიბლიაში.))

ASIA
ჩემი აზრით ღმერთს არ მოეწონა შიდა სამზარეულოში შეხედვა,ანუ ის რაც მომავალში მედიცინამ/მეცნიერებამ მაინც გააკეთა? smile.gif
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3564
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:14  #55192404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ასევე ცხოველებიც არ ჭადნენ ცხოველებს.)

merkuriela

ეგ საიდან იცი შენ ჭამდნენ თუ არა გარეული ცხოველები ერთმანეთს?


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
Buddha Nirvana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 832
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:42  #55192557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
masai11
Grows
ASIA

რასაც თქვენ ახლა აქ აკეთებთ
სწორედ ეს არის
კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა.
გინდათ ჩაწვდეთ და გაარკვიოთ რაღაც რაღაცეები
მაშინ როცა ღმერთი არსად ამას არ მოგვიწოდებს.
არ უთქვამს ღმერთს ადამისთვის და ევასთვის რაიმე ეკვლიათ და ემეცნებინათ,
თავად ესაუბრებოდა და ასწავლიდა ყველაფერს რაც საჭირო იყო მათთვის.

ადამიანის საქმე არაა რაიმე არკვიოს და იცოდეს,
რამეთუ ვერასოდეს ვერაფერს გაარკვევს და შეიცნობს.
ადამიანის საქმეა იცავდეს ღვთის მცნებებს.
..........................................

რაც მე გითხარით დასტურდება იმ ფაქტით რომ მაგ ადგილის კომენტარები უამრავნაირია, თავად ეკლესიის შიგნით წმინად მამებმაც კი ვერ მიაღწიეს ერთ აზრს მაგ ხის რაობის გარკვევისას და დღემდე ბუნდოვანია ეგ საკითხი. და ეს ასე იმიტომაა, რომ არაა ადამიანის საქმე ცოდნის მიღება! ცოდნას გვაძლევს ღმერთი, ჩვენ კი უნდა ვირწმუნოთ და ვიყოთ ღვთის მიერ მოცემული ცოდნის აღმსრულებელნი.

გავიხსენოთ ეკლესიასტეს წიგნის საბოლოო დასკვნა:

12. კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს.
13. მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი.

ძველი აღთქმა.
ეკლესიასტე.
თავი მეთორმეტე

............................
ასე რომ, დანნო და ძმანნო
ნუ აჰყვებით ეშმაკის ცდუნებას
ნუ ინდომებთ იყოთ მცოდნენი
არამედ
ღვთისა გეშინოდეთ და დაიცავით მცნებანი მისნი!




--------------------
BUDDHA
masai11
ფანტომასის სიძე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8310
წევრი No.: 22395
რეგისტრ.: 11-August 06

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:45  #55192567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
ღმერთმა გაითვალისწინა , უფრო სწორად ღმერთმა შექმნა ჯანსაღი სისტემა_ადამიანი(ზოგადად გარემოც), მაგრამ რაღაც დატოვა ადამიანისთვის ამოუხსნელი_ალბათ ის, რომ ადამიანი არ მიმხვდარი ღვთის შესაძლებლობებს.

ზოგადად , რომ დავუკვირდეთ ადამიანი როცა რამეს ქმნის, ის ხომ ითვალისწინებს მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ან შეექმნას მის/მისმა ქმნილებას/ქმნილებამ. ანუ რის გაკეთებაც შეიძლება, იმის გაფუჭებაც შეიძლება. ადამიანი ამ დროს როგორც გონიერი არსება საფრთხეებისაგან დაზღვევას ცდილობს. იცი თუ გაფუჭდა როგორ შეაკეთოს.(თუმცა არა ყოველთვის).

ასევე უზენაესმა იცის ის რაც მან შექმნა , იმის განადგურება როგორ შეიძლება.

მას არ სურდა ადამიანს სცოდნოდა განადურების მეთოდები, რის ცოდნასაც ადამიანი სწორედ იმ გზით შეისწავლიდა რომ ამ სამყაროს გარე და შიდა მატერიალურ/სულიერ შემადგენლობას შეისწავლიდა.

(+ სამოთხე ის ადგილი იყო სადაც სულიერი სულიერს არ ჭამდა. ანუ ადამი არ ჭამდა ცხოველთა და ფრინველთა ხორცს. ასევე ცხოველებიც არ ჭადნენ ცხოველებს.)


რამოდენიმე კითხვა მაქვს შენთან.

1. შემოქმედებითი აქტი განგიცდია, რამე შეგიქმნია?
2. შენი მოსაზრებები რას ეყრდნობა, სადმე წმნდა წერილში არის ამის საფუძველი თუ წმნდა წერილის ინტერპრეტატორებს და ავტორიტეტებს ითვალისწინებს.
3. რისი თქმა გინდა, რომ ბოროტება სამყაროში ადამმა შემოიყვანა?
merkuriela
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22796
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:46  #55192576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაისი
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
http://orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-1.htm

Buddha Nirvana
QUOTE
რასაც თქვენ ახლა აქ აკეთებთ
სწორედ ეს არის
კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა.
გინდათ ჩაწვდეთ და გაარკვიოთ რაღაც რაღაცეები
მაშინ როცა ღმერთი არსად ამას არ მოგვიწოდებს.


ვიფიქრე ამაზე.

ოღონდ ესეც მაინტერესებს


QUOTE
და ბოლოს , თუ კეთილისა და ბოროტის შეცნობა ცოდვაა, რატომ გვეუბნება ქრისტე აპოკალიფსში რომ გამოვიცნოთ მხეცის სახელი. რატომ უნდა ვიფიქროთ ვიღაც ბოროტ ,,მხეცზე''. ეს არ ვნებს ადამიანს?

ქრისტე ამას არ გვავალდებულებს, მაგრამ ვისაც სიბრძნე აქვს გამოიცნოსო.

სიბრძნე , რომელიც სამოთხის ბაღში აკრძალულ ნაყოფად* ითვლებოდა, ეხლა თითქოს თავად ქრისტეს სურს ვიყოთ ბრძენნი. რატომ?



Buddha Nirvana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 832
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:52  #55192611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
და ბოლოს , თუ კეთილისა და ბოროტის შეცნობა ცოდვაა, რატომ გვეუბნება ქრისტე აპოკალიფსში რომ გამოვიცნოთ მხეცის სახელი. რატომ უნდა ვიფიქროთ ვიღაც ბოროტ ,,მხეცზე''. ეს არ ვნებს ადამიანს?

ქრისტე ამას არ გვავალდებულებს, მაგრამ ვისაც სიბრძნე აქვს გამოიცნოსო.

სიბრძნე , რომელიც სამოთხის ბაღში აკრძალულ ნაყოფად* ითვლებოდა, ეხლა თითქოს თავად ქრისტეს სურს ვიყოთ ბრძენნი. რატომ?


ამ ადგილზეა საუბარი:
18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი...

იოანეს გამოცხადება.
თავი მეცამეტე
................................................
რა ლოგიკით აკავშირებთ ხეს კეთილის და ბოროტის შეცნობისას მხეცის რიცხვთან ვერ მივხვდი.
მერე სად წერია რომ ბოროტ მხეცზე უნდა ვიფიქროთ? წერია მხეცის რიცხვი გამოითვალოსო.
მერე სად წერია რომ ვისაც სიბრძნე აქვს გამოიცნოსო? წერია აქაა სიბრძნეო.
მერე სწორად შენიშნავთ, არ გვავალდებულებს ყველას და პრინციპში არავის არ ავალდებულებს, არამედ ვისაც გაგების თავი აქვს გამოითვალოსო და არსად ჩანს რომ თუ გაგების თავი გაქვს აუცილებლად უნდა გამოითვალო.

საბოლოო ჯამში წესიერად ვერ ვხვდები რას კითხულობთ, იქნებ უკეთესად ჩამოაყალიბოთ კითხვა.
თუმცა აქვე გირჩევთ რომ აპოკალიფსის გაგებას თავი დაანებოთ, მაგ წიგნის ინტერპრეტაციაც უამრავია და ფრიად განსხვავებული.

მე პირადად ვფიქრობ რომ ბიბლიის მთელი რიგი ადგილების გაგება შეუძლებელია დღეს, მით უმეტეს აპოკალიპსის რომელიც მომავალს აღწერს. ბიბლია მოიცავს კოსმოსის და კაცობრიობის ისტორიას დასაბამიდან და ბოლომდე რომელიც ჯერ არ დამდგარა და არავინ იცის როდის დადგება, შესაბამისად განსაკუთრებით ადგილები რომლებიც მომავალზეა დაწერილი არა მგონია გაგებას ექვემდებარებოდეს, უნდა მოვიდეს ეგ მომავალი და შემდეგ თავისთავად განცხადდება მანდ დაწერილი.

....................................................

გადაიკითხეთ ეკლესიასტეს წიგნი, ფრიად ადვილი გასაგებია და ძალიან სასარგებლო:
/ამ თემაში თქვენს მიერ დასმულ პრობლემატიკაზეც არის პასუხი/

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm

This post has been edited by Buddha Nirvana on 2 Sep 2019, 14:49
dola86
ქრეიზი ბებიაშენია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4037
წევრი No.: 129409
რეგისტრ.: 30-March 11

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 19:58  #55194365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადამიანს აინტერესებს, სვამს კითხვებს და ეძებს. რატო უკრძალავ კითხვების დასმას და კიდე, რაღა დროს მცნებებია. ქრისტემ მცნებები მოგვიტანა?

This post has been edited by dola86 on 2 Sep 2019, 20:08
Buddha Nirvana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 832
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 20:40  #55194486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dola86
QUOTE
რატო უკრძალავ კითხვების დასმას

სად ვუკრძალავ აბა?

dola86
QUOTE
რაღა დროს მცნებებია. ქრისტემ მცნებები მოგვიტანა?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0371 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]