Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ჰელიოცენტრული მოდელის პარადოქსი

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 21:38
ყველას მოგვეხსენებათ, რომ ჰელიოცენტრული მოდელის მიხედვით დედამიწის ღერძი დახრილია დაახლოვებით 23 გრადუსით და მაგ დახრილ მდგომარეობაში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო.
ეს არის სრული აბსურდი და ეხლა მე დაგიმტკიცებთ ამას 100% -ით.

ანუ თუ დედამიწის ღერძი დახრილია 23 გრადუსით, ეგეთ შემთხვევაში 21 მარტს (გაზაფხულის ბუნიაობა) და 23 სექტემბერს (შემოდგომის ბუნიაობა) მზის ჩრდილი როდესაც მზე იმყოფება ზენიტში უნდა ეცემოდეს 23 გრადუსით, ანუ ჩრდილის აზიმუტი უნდა იყოს 23 გრადუსი, გეოგრაფიულ პოლუსთან მიმართებაში. ხოლო 21 ივნის (ზაფხულის მზის დგომა) და 22 დეკემბერს (ზამთრის მზის დგომა) ჩრდილის აზიმუტი უნდა იყოს 0, ანუ უნდა ემთხვეოდეს პირდაპირ გეოგრაფიულ პოლუსს.

ვინაიდან 21 ივნისს და 22 დეკემბერს თუ შევხედავთ დედამიწას მზიდან, ერთ შემთხვევაში დედამიწის ღერძი დახრილია მზისკენ, ხოლო მეორე შემთხვევაში გადახრილია საწინააღმდეგო მიმართულებით, რა დროსაც ორივე შემთხვევაში მზის ჩრდილი მოგვცემს 0 გრადუსს და დაემთხვევა ზუსტად დედამიწის გეოგრაფიულ პოლუსს. ხოლო თუ იგივე მზიდან შევხედა დედამიწას 21 მარტს და 23 სექტემბერს, ერთ შემთხვევაში დედამიწის ღერძი გადახრილი იქნება მარჯვნივ მეორე შემთხვევაში მარცხნივ 23 გრადუსით, და თავისთავად მზის ჩრდილი მიმათული იქნება 23 გრადუსით დედამიწის გეოგრაფიული პოლუსიდან .

აგერ ილუსტრაციები უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს რაზეა საუბარი:

user posted image
დედამიწის ღერძი გადახრილია მზისკენ

user posted image
დედამიწის ღერძი გადახრილია მარჯვნივ

user posted image
დედამიწის ღერძი გადახრილი მზის საწინააღმდეგო მიმართულებით

user posted image
დედამიწის ღერძი გადახრილია მარცხნივ, მზიდან თუ შევხედავთ

აგერაა საიტი, შეგიძლიათ თავად გაერთოდ ილუსტრაციებით, საკაიფო საიტია
https://www.solarsystemscope.com/

სინამდვილეში კი რა გვაქვს, სინამდვილეში გვაქვს ის, რომ მზის ზენიტში ყოფნის წლის ნებისმიერ დღეს მზის ჩრდილი ყოველთვის იძლევა 0 გრადუს gigi.gif

ანუ წელიწადის ნებისმიერ დღეს, დღის იმ მონაკვეთში როდესაც მზე ზენიტშია მზის ჩრდილი ყოველთვის მიმართულია ზუსტად ჩრდილოეთისკენ და ეგ თქვენი 23 გრადუსი, ვითომ დედამიწის ღერძის დახრა, რატომღაც არსად არ ჩანს givi.gif

შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, გახვიდეთ ბუნებაში და პირდაპირ მოახდინოთ დაკვირვებები, თან გაერთობით კიდეც. ან შეგიძლიათ აგერ ამ საიტზე გადაამოწმოთ, რომელი საიტიც შემოწმებულია და ზუსტად ასახავს ყველაფერს როგორც არის სინამდვილეში.

user posted image
21 ივნისი

user posted image
21 მარტი

user posted image
22 დეკემბერი

user posted image
23 სექტემბერი

ეს კალკულატორი წინა თემაშიც გამოვიყენე, ძალიან კარგი საიტია და ძალიან კარგადაა ყველაფერი დატანილი.
https://www.suncalc.org/#/41.6401,45.2197,5/2018.02.13/13:13/1/0

თუ არ ენდობით ამ საიტს, შეგიძლიათ სხვა საიტი მოიძიოთ, უამრავია ინტერნეტში, ან ბოლოს და ბოლოს ტავად გაზომოთ ჩრდილის აზიმუტი, ამისთვის მხოლოდ კომპასია საჭირო და ვერტიკალურად ჩარჭობილი ბოძი gigi.gif

ანუ ეს ყველაფერი არის იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ არანაირი ღერძის გადახრა არ არსებობს და არანაირი დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო.

ის რომ წლის ნებისმიერ დღეს, მზემ ზენიტში ყოფნისას ჩრდილის მიმართულება მოგვცეს ყოველთვის ზუსტად ჩრდილოეთით, საჭიროა რომ დედამიწის გარშემო იყოს სამხრეთი სადაც მზე მოზრაობდეს დედამიწის ცენტრის ჩრდილოეთის გარშემო.

ეს კი ზუსტად გეოცენტრულ მოდელს ნიშნავს, რაც ყველაფერი ისე ემთხვევა როგორც ფაქტებით დგინდება, მხოლოდ ამ მოდელის შემთხვევაშია შესაძლებელი წლის ნებისმერ დღეს, მზის ჩრდილი ზენიტში ყოფნისას ყოველთვის მიმართული იყოს ზუსტად ჩრდილოეთით.

აი ამის თვალსაჩინო მაგალითი და ილუსტრაცია

https://www.youtube.com/watch?v=ayy3i-D5XB4

user posted image
21 ივნისი

user posted image
21 მარტი

user posted image
22 დეკემბერი

user posted image
23 სექტემბერი

პ.ს. ხო გინდოდათ მტკიცებულება, აჰათ ტქვენ მტკიცებულება yes.gif

შახი და მატი მეგობრებო givi.gif

აწი მიდით და დაამტკიცეთ საწინააღმდეგო თუ მაგარი ბიჭები ხართ boli.gif

პ.ს.ს ბონუსად, თუ ვინმე გადაწყვეტს ბუნებაში გასვლას და რეალურად ამ ყველაფრის კომპასით შემოწმებას, გაითვალისწინეთ დედამიწი მაგნიტური პოლუსის ცდომილება გეოგრაფიულ პოლუსთან შედარებით. ანუ მაგნიტური და გეოგრაფიური პოლუსი არ ემთხვევა ერთმანეთს და საქართველოს შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 6.5 გრადუს. ანუ როდესაც გაზომავთ მზის ზენიტში ყოფნის დროს მისი ჩრდილის მიმართულებას მიიღებთ 6.5 გრადუს 0-ის მაგივრად და ეს არის ზუსტად ამ ცდომილების გამო. ეს ისე ცნობისათვის ვინც არ იცოდა.
ანუ გეოგრაფიული პოლუსი ქვია ჰელიოცენტრული მოდელის მიხედვით ღერძის წერტილს, რის გარშემოც ბრუნავს დედამიწა, გეოცენტრული მოდელის მიხედვით კი წერტილს, რის გარშემოც ბრუნავს მზე. ხოლო მაგნიტური პოლუსი ქვია წერტილს, სადაც კომპასი აჩვენებს 0 გრადუს ანუ ჩრდილოეთს, ეს ორი წერტილი ერთმანეთს არ ემთხვევა, აცდენილია ცოტათი.
https://www.ngdc.noaa.gov/geomag-web/#declination

პ.ს.ს.ს. მოდერაციავ თქვენი თვალების ჭირიმე, ცოტახანი იყოს ეს თემა აქ, ხალხიც ცოტას განიტვირთება ამ პოლიტიკისგან და მერე ესეც მეცნიერებაში გადაისროლეთ, იქ მოვუშლი ხალხს ნერვებს gigi.gif

პ.ს.ს.ს.ს თხოვნა იქნება, ვისაც აზროვნება არ შეუძლია და ეს ყველაფერი მისთვის ჩინურია, თავს ნუ შეიწუხებთ კომენტარებით და აზრის გამოხატვებით 2kiss.gif

პ.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.

ესეც ის ცნობილი ფილმი, მის გამოსვლას ესე რო ელოდებოდა ხალხი.

ფილმი გადაღებულია ოფიციალურად მეცნიერების მიერ, რომლებიც 7 წლის განმავლობაში იკვლევდნენ დედამიწის ფორმას. როგორც ფილმის ავტორები აცხადებენ სენსაციური აღმოჩენები გააკეთეს.

Posted by: FROM GEORGIA 29 Mar 2018, 21:40
ანუ საით ვართ გადახრილი უნფრო მეტად ჩრდილოეთისკენ?

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 21:42
ბანი კიდე არ ადევს ამას?
.........

Posted by: Lаki 29 Mar 2018, 21:42
tb-seli
ჯორდანო ბრუნოს რა ვუყოთ?
არაფერი გითქვამს ამაზე sad.gif

გალილეიმ კიდევ კინაღამ კოჭი იღრძო, სასამართლოდან გამოსულმა გაბრაზებულმა რომ დაჰკრა ფეხი დედამიწას user.gif

Posted by: SNYPI 29 Mar 2018, 21:42
მეზარება წაკითხვა და

დავუშვათ და მართლა ბრტყელია

მერე? givi.gif
რა იცვლება მაგით? biggrin.gif

Posted by: Atom 29 Mar 2018, 21:45
კუ არ გამიბრაზოთ. smile.gif

user posted image

Posted by: brutala 29 Mar 2018, 21:48
tb-seli
გავიცინეთ გვეყო!

Posted by: David_Gale 29 Mar 2018, 21:52
მაინტერესებს და მაინც ვერ ვიგებ ამ დედაც მოვდღან

Posted by: wolf-larsen 29 Mar 2018, 21:52
არ ასვენებს ამას გამჩენი. ..............

Posted by: შაქროII 29 Mar 2018, 21:55
QUOTE
სინამდვილეში კი რა გვაქვს, სინამდვილეში გვაქვს ის, რომ მზის ზენიტში ყოფნის წლის ნებისმიერ დღეს მზის ჩრდილი ყოველთვის იძლევა 0 გრადუს

ასეც უნდ აიყოს....შენ გრძნობ გადახრას 23 გრადუსით?
მზის სხივები მოდიან პარალელურად , გადავაგდოთ გრძედ განედები და სადაც მეზე ეცემა ანუ განათებულ მხარეზე მიირებ 0 გრადუსს...
საკოორდინატო სისტემა მიბმულია შენთან ანუ დამკვირვებელთან....შენ რასაც უყურებ არის ის რომ აღმ. ამოდის დასავ. ჩადის თან სხვადასხვა დღეს ზენიტი სხვადასხვაა..დახრილობას ესეც ამტკიცებს...
ძველების საატები როგორ მუშაობდა ნახე..მზის საათები , ჩრდილით რომ ზომავდნენ დროს....ღრმად არ წამიკიტხავს ამის შესახებ და არ მინდა შეცდომით რაიმე დავწერო..

ესაა მზის საათებზე
http://www.sundials.org/ ნორმალური საიტია ყვითელი ინფოს გარეშე..

Posted by: brutala 29 Mar 2018, 21:57
QUOTE
ანუ წელიწადის ნებისმიერ დღეს, დღის იმ მონაკვეთში როდესაც მზე ზენიტშია მზის ჩრდილი ყოველთვის მიმართულია ზუსტად ჩრდილოეთისკენ და ეგ თქვენი 23 გრადუსი, ვითომ დედამიწის ღერძის დახრა, რატომღაც არსად არ ჩანს 

მგონი შენი ტვინია 23 გრადუსით გადახრილი sad.gif

Posted by: dega 29 Mar 2018, 22:01
ამდენი ხანი სიცრუეში გვაცხოვრებდნენ sad.gif

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 22:03
გუშინ ჰაბლმა გალაკტიკა იპოვა თითქმის ბნელი მატერიის გარეშე

და თბილისის ფორუმზე რეები ხდება ტო, ბრტყელიო

facepalm.gif

Posted by: brutala 29 Mar 2018, 22:04
tb-seli
მილიარდელი რო ვიყო შენს ერთ კოსმოსში გაფრენას პირადად დავაფინანსებდი რო გარედან შეგეხედა ჩვენი პლანეტისთვის, თუ დამნანებოდა ის 20 მილიონი მწვანე მე ვიყო კვირიკაშვილი lol.gif

Posted by: david40 29 Mar 2018, 22:09
QUOTE
აწი მიდით და დაამტკიცეთ საწინააღმდეგო თუ მაგარი ბიჭები ხართ

თუ ამისთვის რამის დამტკიცებას დაიწყებს ვინმე, ამაოდ გაირჯება.
სხვებმა კი ისედაც ვიცით, რომ მრგვალია.
აქვს აზრი ვითომ?

Posted by: dega 29 Mar 2018, 22:10
brutala
QUOTE
გარედან შეგეხედა ჩვენი პლანეტისთვის,

შორიდან იასნა მრგვალი გამოჩნდება

Posted by: DORO 29 Mar 2018, 22:10
23 გრადუსით ანუ
23 დღით გადაიწია თვეებმა წელიწადის დროების მიმართებაში biggrin.gif

გვიანი ზამთარი ,გვიანი ზაფხული -- ეს თემაა რა

Posted by: Lаki 29 Mar 2018, 22:10
თემის ავტორი რომ აღარ გპასუხობთ ამას თუ უკვირდებით lol.gif

Posted by: brutala 29 Mar 2018, 22:12
Lаki
QUOTE
თემის ავტორი რომ აღარ გპასუხობთ მას თუ უკვირდებით

აღარ გვიყადრებს თავს

Posted by: მამაო ენუქი 29 Mar 2018, 22:17
QUOTE
თემის ავტორი რომ აღარ გპასუხობთ მას თუ უკვირდებით

გადავარდა ბრტყელი დედამიწიდან. yes.gif

Posted by: ფორცხოლი 29 Mar 2018, 22:17
Lаki
QUOTE
თემის ავტორი რომ აღარ გპასუხობთ მას თუ უკვირდებით

შეიძლება 437 წინადადებიან პოსტს აცხობს. biggrin.gif

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 22:18
შაქროII
QUOTE
ასეც უნდ აიყოს....შენ გრძნობ გადახრას 23 გრადუსით?
მზის სხივები მოდიან პარალელურად , გადავაგდოთ გრძედ განედები და სადაც მეზე ეცემა ანუ განათებულ მხარეზე მიირებ 0 გრადუსს...
საკოორდინატო სისტემა მიბმულია შენთან ანუ დამკვირვებელთან....შენ რასაც უყურებ არის ის რომ აღმ. ამოდის დასავ. ჩადის თან სხვადასხვა დღეს ზენიტი სხვადასხვაა..დახრილობას ესეც ამტკიცებს...
ძველების საატები როგორ მუშაობდა ნახე..მზის საათები , ჩრდილით რომ ზომავდნენ დროს....ღრმად არ წამიკიტხავს ამის შესახებ და არ მინდა შეცდომით რაიმე დავწერო..

შენ ჭკვიანი იუზერი ხარ და აბა კარგად დააკვირდი ამ ილუსტრაციას

user posted image

როდესაც ყვითელი ზოლის გასწვრივ მოექცევა საქართველო, დედამიწის ვითომ ბრუნვის შედეგად, მაგ დროს საქართველოსთვის მზე იქნება ზენიტში, მაგ დროს მზიდან წასულმა სხივმა, ჩრდილი უნდა მოგვცეს 23 გრადუსით გადახრილი, გეოგრაფიული პოლუსიდან.
რო იყოს 21 ივნისი ან 22 დეკემბერი, კი ბატონო მაგ დროს ჩრდილი გაივლის პირდაპირ დედამიწის ღერძზე, და მზის ჩრდილი მოგვცემს 0 გრადუს, მასეც არის. მაგრამ საუბარია 21 მარტზე, მაგ დროს 23 გრადუსიანი დახრა უნდა მოგვცეს ჩრდილმა.
სინამდვილეში კი მაგ დროსაც 0-ს გვაძლევს.

აი ეს არის მთავარი იაღლიში ჰელიოცენტრული სისტემის, ყველაფერი შეთითხნეს, ყველაფერი მოარგეს მაგ მოდელს, აი ამას კი ვერაფერი ვერ მოუხერხეს და დარჩა ესე ჰაერში ჩამოკიდებული ეს საკითხი. ეგხა პოსტებზე უნდა ვიკაიფო, მაგარი მარგალიტები დაიყრება გული მიგრძნობს givi.gif

Posted by: Lаki 29 Mar 2018, 22:25
user posted image
ამანაც ის თქვა-მრგვალიაო yes.gif

Posted by: შაქროII 29 Mar 2018, 22:26
tb-seli
ბჯ სხვადსხვა დღეს რომ დღის ხანგძლივობა სხვადასხვაა და აზიმუტი სხვადასხვა ეგ უკვე ნიშნავს დახრილობას ..კარგი ჩავხედავ წიგნებს...შენ ის საიტი ნახე მზის საათი როგორ მუშაობს.
მიაბი შენს ტავს საკოორდინატო სისტემა დადექი ისე რომ აღმოსავლეთი მარცხნივ იყოს უკან იქნება ჩრდილოეთი... და ამ ზაფხულს უყურე მზის ამოსვლას...
პ.ს.
23გრადუსზე მეტად არ გადაიხარო არ გადავარდე კუდან smile.gif

ჩვენი პლანეტა ,რგვალიც არაა...ძუძუს ფორმა აქვს(ორი ძუძუა ატლასს რომ დახედო) და მზე უვლის და სხვადასხვა კუთხით უყურებს და ავიწროვებს...ესაა მთავარი და ამას გვიმალავენ კაცები....
ღამე კიდევ მზე იღლიაშია და არ ჩანს...

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 22:27
ღადაობა ისაა რო ეს თემაც 100 გვერდამდე ავა

Posted by: ელექტრონიუმი 29 Mar 2018, 22:30
რა ქნა ჩინურმა კოსმოსურმა სადგურმა
დაგვეცა უკვე თუ ჯერ არა?

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 22:33
tb-seli
რა იყო, მოგწყინდა მეცნიერების განყოფილებაში რომ გადაგიგდეს თემა? იქ ვერ კაიფობ ხალხზე ეხლა აქ მეორე თემას ხსნი?

ყველა კითხვაზე ხომ მიიღე პასუხი იმ თემაში, ხელებიც აწიე არ ვამტკიცებო ბრტყელ დედამიწასო?

ბილეთიც აგიღე იოჰანესბურგიდან სანპაულოში.

ეხლა ის ყველაფერი აქ გადმოვაკოპირო?

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 22:37
შაქროII
QUOTE
ჯ სხვადსხვა დღეს რომ დღის ხანგძლივობა სხვადასხვაა და აზიმუტი სხვადასხვა ეგ უკვე ნიშნავს დახრილობას ..კარგი ჩავხედავ წიგნებს...შენ ის საიტი ნახე მზის საათი როგორ მუშაობს.
მიაბი შენს ტავს საკოორდინატო სისტემა დადექი ისე რომ აღმოსავლეთი მარცხნივ იყოს უკან იქნება ჩრდილოეთი... და ამ ზაფხულს უყურე მზის ამოსვლას...

ბიჯო ეგ მზის საათი და სხვა და სხვა დრეს დღის ხანგძლივობა რო სხვადა სხვა გეოცენტრულ მოდელშიც საკაიფოდ მუშაობს და რა მერე? უაზრობაა მაგაზე კამათი, იმიტომ რომ ორივე მოდელში იმუშავებს.

ხოდა ზუსტად ის თემა გავჩითე რაც მხოლოდ ერთ მოდელში მუშაობს, გეოცენტრულში, ჰელიოცენტრულში ვერ იმუშავებს და არ გინდათ საკითხის ბოლომდე გაგება, მაინც თქვენსას არ იშლით, აბა ის როგორააო. იმას თავი გაანებე და ამაზე დაფიქრდი, ის გითხარი გეოცენტრულშიც საკაიფოდ მუშაობს.

QUOTE
23გრადუსზე მეტად არ გადაიხარო არ გადავარდე კუდან smile.gif

გასაგებია შენთანაც ყველაფერი.

პ.ს. რა ტყუილად ქვია ამ ფორუმს ინტელექტუალური facepalm.gif

ანეგდოტია პირდაპირ war.gif

პ.ს. გადაიტანე მოდერ მეცნიერებაში, აქ სულ საერთოდ სხვაგანაა, ხალხი ამ განყოფილებაში სამსახურის პონტში შემოდის მგონი, მარტო რამის გაპრავებაზე აქვთ რეაქციას, სხვა ყველაფერი კიდიათ user.gif

Posted by: შაქროII 29 Mar 2018, 22:40
tb-seli
ბოლობოლო ბრტყელობას აწვები თუ გეოცენტრულობას?

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 22:41
ბიჭო დახურეთ ეს თემა ამ განყოფილებაში , პატრონი არ ყავს აქაურობას?

Posted by: CHAXU 29 Mar 2018, 22:41

შეიძლება ხელს ის გიშლის მაგ გაზომვებში რო მთლად მრგავლები არ ვართ აა?

დედომიწა

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 22:42
DRAKONI
QUOTE
რა იყო, მოგწყინდა მეცნიერების განყოფილებაში რომ გადაგიგდეს თემა? იქ ვერ კაიფობ ხალხზე ეხლა აქ მეორე თემას ხსნი?

იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტია რომ ცალკე ტემას იმსახურებს yes.gif

მერე ესეც იქ გადააგდონ კაცო, ტუ უნდათ იმას მიუერთონ.

ამ განყოფილებაში ბევრი ხალხი პოსტავს და იქნებ შემთხვევვით ვინმე საინტერესო იუზერმა წაიკითხოს და საინტერესო მოსაზრებები დაწეროს, აი ამიტო ვხსნი ამ განყოფილებაში.

პ.ს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე, რაც ამ თემაში ავღწერე?

რაში ვცდები? რა გამომრჩა და რა შემეშალა? drug.gif

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 22:43
tb-seli
QUOTE
პ.ს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე, რაც ამ თემაში ავღწერე?

რაში ვცდები? რა გამომრჩა და რა შემეშალა? 

ესე მოკლე მახსოვრობა გაქვს? იმ თემაში ხო გავარკვიეთ ყველაფერი.

Posted by: mikheill1 29 Mar 2018, 22:43
ამ თემის ავტორს თავი აქვს ბრტყელი, ან ტვინი წვეტიანი.

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 22:45
tb-seli

ბიჭო სეიგანი არ გაგიგია? ან ბლუ ფეილ დოთი?

რისთვის შემოაბრუნა ობიექტივი იმ კაცმა, რისთვის დააყენა რისკის ქვეშ ის აპარატი? რო დღეს ეგენი გეწერა?

Posted by: შაქროII 29 Mar 2018, 22:47
tb-seli
https://www.quora.com/How-do-we-know-that-the-Earths-axis-is-tilted-at-23-5-degrees

და ეს
https://www.youtube.com/watch?v=PE3NQFuDpws

Posted by: stinky 29 Mar 2018, 22:48
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif user posted image

lol.gif

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 22:49
DRAKONI
QUOTE
ესე მოკლე მახსოვრობა გაქვს? იმ თემაში ხო გავარკვიეთ ყველაფერი.

რა გავარკვიეთ?
არ გაქვს პირდაპირი მტკიცებულებები და მოგყავს ინტერნეტ საიტები სადაც იყიდება ბილეთები.

მეც მილიონჯერ დაგიწერე, კი არის ეგ მტკიცებულება მაგრამ არის ირიბი და არა პირდაპირი.

მეტი როგორღა აგიხსნა. თუ არ იცი რას ნიშნავს ირიბი მტკიცებულება დაგუგლე.

პირდაპირი მტკიცებულება არის ის, რაც ამ ტემაში მყავს მოყვანილი მაგალითად, ანუ ვინმე ორგანიზაციაზე დაყრდნობით და რამე საზოგადოდ ცნობილი მოვლენით კი არ ვასკვნი რამეს, პირდაპირ ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება.

მასე ნების მიერს შეუძლია თქვას, აგერ არსებობს მთვარეზე გადაღებული სურათები, მითუმეტეს ოფიციალური ნასა ამბობსო და ყველამ დაიჯერეთო. რატო არ ჯერათ?
მითუმეტეს ავტორიტეტულ მევნიერებს და მოღვაწეებს არ სჯერათ და რა მერე? ვერ არიან ტავის მატორზე? თუ რას დავაბრალოთ?

არაა ესე მარტივად ყველაფერი თქვენ რო წარმოგიდგენიათ და რისი შემოწმების და ექსპერიმენტარულად დადასტურების საშუალება არსებობს მაგაზე უარი არ უნდა თქვა იმ მოტივით, რომ რატო ავწიო ერთი ადგილი დივანიდან, როდესაც აგერ ნასა დაღეჭილს მაწვდისო.

აი ეგაა ზუსტად არასწორი მიდგომა და არაპროფესიონბალიზმი.

Posted by: 110iani 29 Mar 2018, 22:50
tb-seli
მიჩიგანის ტბის მეორე ნაპირიდან რატო ჩანს ჩიკაგო, მაგას მიხვდი ?

Posted by: kataxxl 29 Mar 2018, 22:52
tb-seli

მოიცა და შენ გინდა თქვა რომ დედამიწა არ ბრუნავს მზის გარშემო???

და მაშინ ვინ ვის გარშემო ბრუნავს????

თუ ცა მრგვალი ბურთია და ზედ ეს ყველაფერი დახატულია????

ჩამოაყალიბე ერთი თუ შეიძლება

Posted by: Internet_Contraband 29 Mar 2018, 22:55
tb-seli

QUOTE
ანუ წელიწადის ნებისმიერ დღეს, დღის იმ მონაკვეთში როდესაც მზე ზენიტშია მზის ჩრდილი ყოველთვის მიმართულია ზუსტად ჩრდილოეთისკენ და ეგ თქვენი 23 გრადუსი, ვითომ დედამიწის ღერძის დახრა, რატომღაც არსად არ ჩანს 

არსად როგორ არ ჩანს, ადექი და გაზომე ჩრდილის სიგრძე წლის სხვადასხვა დროს და ნახავ თუ არ ჩანს.

ეგ იყო სუ?

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 23:00
Internet_Contraband
QUOTE
არსად როგორ არ ჩანს, ადექი და გაზომე ჩრდილის სიგრძე წლის სხვადასხვა დროს და ნახავ თუ არ ჩანს.

ეგ იყო სუ?

ჩრდილის ზომა რა შუაშია?
გეოცენტრულ მოდელში ჩრდილის ზომა არ შეიცვლება? რა მერე?

ძალიან გასაგებად მაქვს ახსნილი პირველ გვერძე და რატო არ გინდათ გაგება?

21 მარტს მზესთან მიმართებაში დედამიწა დახრილია პირდაპირ 23 გრადუსით, არა პირდაპირ არამედ გვერდულად და ტქვენ იძახით რომ მზის ჩრდილი მაინც ჩრდილოეთით უნდა დაეცეს?

დაააააააა

დაგიხატეთ და მეტი რაღა გავაკეთო gigi.gif

გიორგი XII

ეგ მასე რო იყოს, დედამიწაზე ჩრდილი საერთოდ არ იქნებოდა, არც წელიწადის დროები და არც დღე და ღამე, იმხელა გამოსხივებას მიიღებდა დედამიწა, რომ არანაირი მაგნიტური ველი არ უშველიდა მაგხელა ენერგიისგან დასაცავად

Posted by: აჩრდილი 29 Mar 2018, 23:01
რა უნდა ამ კაცს ჩვენგან?

---------------------------------------

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 23:04
tb-seli
QUOTE
QUOTE
ესე მოკლე მახსოვრობა გაქვს? იმ თემაში ხო გავარკვიეთ ყველაფერი.

რა გავარკვიეთ?
არ გაქვს პირდაპირი მტკიცებულებები და მოგყავს ინტერნეტ საიტები სადაც იყიდება ბილეთები.

მეც მილიონჯერ დაგიწერე, კი არის ეგ მტკიცებულება მაგრამ არის ირიბი და არა პირდაპირი.

შენ ყველაფერზე ეგრე ამბობ, წაუგებელ პოზიციას აწვები.

აბა მრგვალ და მბრუნავ დედამიწას როგორ დაგანახებ ლაივში? ყველაფერ დანარჩენზე კი ამბობ რომ ფალსიფიკაციაა.

ბილეთი აგიღე იოჰანესბურგიდან სან პაულოში როცა ეს ფრენა ბრთყელი დედამიწის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა და შენ ამბობ ეგ საიტი ფეიკიაო და რეალური ბილეთი არ არსებობსო.

აბა ამის მერე სერიოზულად როგორ უნდა გეკამათოს კაცი?

თუმცა, არსებობს ერთი გზა, ჯერ ის მითხარი, შენს "ბრტყელ" თეორიაში მაგალითად მთვარე ბრტყელია თუ მრგვალი?

Posted by: გიორგი XII 29 Mar 2018, 23:06
tb-seli
QUOTE
ეგ მასე რო იყოს, დედამიწაზე ჩრდილი საერთოდ არ იქნებოდა, არც წელიწადის დროები და არც დღე და ღამე, იმხელა გამოსხივებას მიიღებდა დედამიწა, რომ არანაირი მაგნიტური ველი არ უშველიდა მაგხელა ენერგიისგან დასაცავად

ბიჯოოო, ბლუ ფეილ დოთი განა გამოსხივებაა, მოვლენაა ეგეთი, ვოიაჟერი პირველი როცა გაუშვა ნასამ , აი გოლდენ დისკი რო აქ წაღებული თან უცხოებთან , მაგის კამერა შემოატრიალეს სეიგანის მითითებით, მიუხედავად იმისა რომ უდიდესი რისკი იყო იმისა რომ მწყობრიდან გამოვიდოდა რადიაციის გამო კამერა, და გადაიღეს დედამიწა დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრიდან.

და რატომ?

იმიტომ რომ დაგენახათ ,რომ სამყაროს პიქსელია დედამიწა, არაფერი განსაკუთრებული როლი არ უკავია უკიდეგანო სამყაროში.
თუ არც მაგის არ გჯერა ვოიაჟერი რო მიფრინავს დღემდე?

Posted by: Internet_Contraband 29 Mar 2018, 23:11
tb-seli
QUOTE
ჩრდილის ზომა რა შუაშია?
გეოცენტრულ მოდელში ჩრდილის ზომა არ შეიცვლება? რა მერე?

QUOTE
21 მარტს მზესთან მიმართებაში დედამიწა დახრილია პირდაპირ 23 გრადუსით, არა პირდაპირ არამედ გვერდულად და ტქვენ იძახით რომ მზის ჩრდილი მაინც ჩრდილოეთით უნდა დაეცეს?

ჰოდა მაგასაა რო ურევ, ეტყობა წარმოსახვაში ორბიტის გვერდით გადახრა წარმოგიდგენია.

გვერდულად არის ორბიტის მიმართ გადახრილი შესაბამისად ყოველთვის ჩრდილოეთით დაეცემა, უბრალოდ სხვადასხვა ზომის იქნება აი ასეა:

user posted image

ლურჯი ხაზი არის ზამთრის ბუნიობა და "გადახრილია"
წითელი ხაზი არის ზაფხულის ბუნიობა და "გადმოხრილია"

ჩრდილოეთ-სამხრეთისკენ არის გადახრილი და არა აღმოსავლეთ დასავლეთისკენ, ამიტომ ეგ გრადუსი მარტო ჩრდილის სიგრძეს ცვლის და არა გრადუსს (და ნუ... სეზონებს biggrin.gif )

ანუ შუქი რო უკნიდან მიინათო და მერე წინ გადაიხარო ერთდაერთი რაც მოხდება ჩრდილი დაგრძელდება, აი მაგას ურევ გვერდზე გადახრაში (რა შემთხვევაშიც ჩრდილიც შეცვლის გრადუსს)

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 23:12
გიორგი XII
QUOTE
ბიჯოოო, ბლუ ფეილ დოთი განა გამოსხივებაა, მოვლენაა ეგეთი, ვოიაჟერი პირველი როცა გაუშვა ნასამ , აი გოლდენ დისკი რო აქ წაღებული თან უცხოებთან , მაგის კამერა შემოატრიალეს სეიგანის მითითებით, მიუხედავად იმისა რომ უდიდესი რისკი იყო იმისა რომ მწყობრიდან გამოვიდოდა რადიაციის გამო კამერა, და გადაიღეს დედამიწა დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრიდან.

და რატომ?

აუ რა ტყუილა წვალობ?
ტბ-სელი მაგის ჩიტია ეგ დაიჯეროს? ეგ არგუმენტი ტბ-სელისთვის სასაცილოა, მასონები გვატყუებენ რომ სადღაც რაღაც მიფრინავს და იქიდან სურათი გადაუღეს დედამიწას.
სინამდვილეში ეგ სურათი დედამიწაზე დახატეს, მიდი აბა დაუმტკიცე რომ ეგ სურათი ნამდვილია.

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 23:12
DRAKONI
QUOTE
შენ ყველაფერზე ეგრე ამბობ, წაუგებელ პოზიციას აწვები.

აბა მრგვალ და მბრუნავ დედამიწას როგორ დაგანახებ ლაივში? ყველაფერ დანარჩენზე კი ამბობ რომ ფალსიფიკაციაა.

ბილეთი აგიღე იოჰანესბურგიდან სან პაულოში როცა ეს ფრენა ბრთყელი დედამიწის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა და შენ ამბობ ეგ საიტი ფეიკიაო და რეალური ბილეთი არ არსებობსო.

აბა ამის მერე სერიოზულად როგორ უნდა გეკამათოს კაცი?

რატო არ უნდა იარსებოს მაგ რეისმა ბრტყელი დედამიწის შემთხვევაში? ისე არ იარსებებს როგორც საიტზეა მოყვანილი. და დაგიდე ლინკები სადაც ხალხი უკმაყოფილი იყო მსგავსი რეისებით, ვინაიდანდრო გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა ვიდრე მოცემული იყოო და ასევე არც პირდაპირი რეისი არ ყოფილაო.

უამრავი მითქმა მოთქმა არსებობს მაგ საკითხზე და მე მაგ თემაში თავიდანვე ვთქვი რომ ეს რეისების საკითხი ძალიან საჩოთირო თემაა და არ ღირს მაგაზე საუბარი და კამათითქო. მოდი უფრო ისეთზე ვისაუბროთ სადაც საიტებზე და რაღაც ეგეთებს კი არ ვიქნებით დამოკიდებული არამედ პირდაპირ ჩვენივე ხელებით და თვალებით შევძლებთ ექსპერიმენტის ჩატარებას და შემდეგ საღი აზრის გამოტანას.

მაგრამ ხო ხედავ აქაც ტავს არიდებ ამ საკითხს რაზეც თემაა გახსნილი და ისევ იმ რაღაც რეისებზე იწყებსა უბარს.

თან ისეთი ეგოთი საუბრობ, აშკარად ნიშნის მოგება გინდა და მეტი არაფერი, დანლშე სულ გკიდია ყველაფერი.

ხოდა თუ გგონია რო მართალი ხარ და მე მტყუანი ვარ იყოს მასე, მე არ დაგიწყებ მაგაზე დავას და კალთების დახევას. თუ ეს შენთვის ესე მნიშვნელოვანია იყოს მასე, არა მაქვს პრობლემა.

ამიტომ არ მინდა ამ თემაში მაგაზე საუბარი და თუ რამის თქმა შეგიძლია ამ საკითხზე ამაზე დაწერე smile.gif

გიორგი XII
QUOTE
თუ არც მაგის არ გჯერა ვოიაჟერი რო მიფრინავს დღემდე?

შენ ის მითხარი, ის მანიკენი ჩავიდა მარსზე თუ დააჯარიმა რუსების ბირთული ძრავით კოსმოსში გაშვებულმა გაიშნიკმა ეგ მანიკენი და უკან გამოაბრუნა?

Posted by: iviko18 29 Mar 2018, 23:12
QUOTE (შაქროII @ 29 Mar 2018, 22:40 )
tb-seli
ბოლობოლო ბრტყელობას აწვები თუ გეოცენტრულობას?

მიშისტობას yes.gif

...............

Posted by: brutala 29 Mar 2018, 23:13
თემის ავტორს კი აქვს დედამიწის კუთხეზე თავი ჩამორტყმული ან ტროლაობს მარა ვინც აქ რამეს უმტკიცებთ და უხსნით სულ ღრუსული ჩექმით უნდა გცემოთ კაცმა

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 23:16
tb-seli
QUOTE
ამიტომ არ მინდა ამ თემაში მაგაზე საუბარი და თუ რამის თქმა შეგიძლია ამ საკითხზე ამაზე დაწერე 

კარგი, მიპასუხე: რა არგუმენტი არის შენთვის მისაღები?

მთვარე ბრტყელია თუ მრგვალი ამაზე არ მიპასუხებ? თუ დაგიმტკიცე რომ მთვარე მრგვალია, დაიჯერებ რომ დედამიწაც მრგვალია?

Posted by: UMTS 29 Mar 2018, 23:17
კაი ბრტყელია იყოს ჯანდაბას ბრტყელი, მაგრამ მუღამი რაა, რატო გვიმალავენ ამ სიბრტყელეს?

Posted by: brutala 29 Mar 2018, 23:18
UMTS
QUOTE
კაი ბრტყელია იყოს ჯანდაბას ბრტყელი, მაგრამ მუღამი რაა, რატო გვიმალავენ ამ სიბრტყელეს?

საზოგადოება არაა ჯერ მზად

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 23:21
Internet_Contraband
ვახ ტო

ეს შენ გიჭირს გატყობ წარმოსახვაში, 23 გრადუსით გადახრილია გვერდით გვერდით და არა პირდაპირ ან უკან.

მაგ სურათებზე რაც დამიდე, ეგ იმუშავებს იმ შემთხვევაში 21 მარტი და 23 სექტემბერი რო არ არსებობდეს და ღერძის გადახრა მხოლოდ ერთი მიმართულებით რო ხდებოდეს, როგორც მაგალიტად 22 დეკემბერსაა ან 21 ივლის.

მაგ ორ სურათში მოგვანილია მაგალითი, მიახლოვებული 22 დეკემბარსა და 21 ივლის შორის. ეხლა კიდევ ორი სურათი დაამატე სადაც ნაჩვენები იქნება 21 მარტი და 23 სექტემბერი, აი მანდ უკვე პირდაპირ დედამიწის ღერძზე არ გაივლის ჩრდილი, ვინაიდან ეგ 23 გრადუსიანი დახრა, გვერდიდანაა უკვე მზესტან მიმართბაში და არა პირდაპირ.

ესე რატო გიჭირთ აღქმა, პირველ გვერძე გადადი და ახლიდან წაიკითხე ყველაფერი, რასაც ქვია დავღეჭე და ერთი და იგივეს რატო მაწერინებთ drug.gif

Posted by: 110iani 29 Mar 2018, 23:24
QUOTE
ესე რატო გიჭირთ აღქმა, პირველ გვერძე გადადი და ახლიდან წაიკითხე ყველაფერი, რასაც ქვია დავღეჭე და ერთი და იგივეს რატო მაწერინებთ

tb-seli

როგორც ჩანს შენი უფრო ჭკვიანი ხარ ბრო, ვინემ ჩვენ
სხვა ლეველზე ხარ

Posted by: Internet_Contraband 29 Mar 2018, 23:32
tb-seli
QUOTE
ეს შენ გიჭირს გატყობ წარმოსახვაში, 23 გრადუსით გადახრილია გვერდით გვერდით და არა პირდაპირ ან უკან.

რას ნიშნავს "გვერდით" განმარტე, დედამიწის ღერძი არის დახრილი მისი ორბიტის მიმართ მზის გარშემო:

აი ასე:

user posted image

და მანდ ურევ ზუსტად, შენ გგონია რომ გვერდითაა გადახრილი და არა ორბიტის მიმართ.

QUOTE
აი მანდ უკვე პირდაპირ დედამიწის ღერძზე არ გაივლის ჩრდილი, ვინაიდან ეგ 23 გრადუსიანი დახრა, გვერდიდანაა უკვე მზესტან მიმართბაში და არა პირდაპირ.

ჰოდა არაა

არის ორბიტის მიმართ

ვაახ.

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 23:40
DRAKONI
QUOTE
მთვარე ბრტყელია თუ მრგვალი ამაზე არ მიპასუხებ? თუ დაგიმტკიცე რომ მთვარე მრგვალია, დაიჯერებ რომ დედამიწაც მრგვალია?

იცი რამდენი ირიბი მტკიცებულება არსებობს დედამიწის სიმრგვალის და მზის გარშემო ბრუნვის შესახებ? აი ძალიან ძალიან ბევრი.

ამიტომ მე რისი მჯერა და რისი არა ეგ წესით მეათე ხარისხოვანი უნდა იყოს შენთვის, ვინაიდან მე არც ვალი მაქვს სენი და არც ნიძლავი მაქვს დადებული რამეზე რომ რამეს დაგიმტკიცებ.

რაც ვნახე და რაც საინტერესოდ მომეჩვენა მაგაზე ვხსნი ტემას, მე ვტვლი რომ ძალიან საინტერესო მომენტია და სერიოზული იაღლიშია ჰელიოცენტრული მოდელისთვის.

მოდი ამაზე ვისაუბროტ და დავწეროტ ჩვენ ჩვენი აზრები, რა საჭიროა ერთმანეთის ჯიბრი და ნიშნის მოგებები.

რა შუაშია მთვარე? ან რა შუაშია მე რამეს ვაღიარებ თუ არა?

შენ ესე რატო გადარდებს და რატო გახარებს ცემი აღიარება არ არიარება?

მე რას ვაღიარებ ეგ უფრო საინტერესოა შენთვის თუ რაც სინამდვილეში ხდება?

ხოდა დაგიდე აგერ საინტერესო მომენტი და მე რას მეჯიბრები?

მოდი ერთად განვიხილოთ და ერთად გამოვიტანოტ დასკვნა, რა საჭირო ხიშპობა და დავა?

პ.ს. კონკრეტული თემაა და რატო იწყებ სხვა რარაცეებზე საუბარს? მკიდია ამ ტემაში მთვარეც და ვარსკვლავებიც, კონკრეტული თემაა და ამაზე მაქვს მტელი აქცენტი.

Posted by: ბეჟანბეჟანი 29 Mar 2018, 23:43
tb-seli
QUOTE
ყველას მოგვეხსენებათ, რომ ჰელიოცენტრული მოდელის მიხედვით დედამიწის ღერძი დახრილია დაახლოვებით 23 გრადუსით და მაგ დახრილ მდგომარეობაში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო.
ეს არის სრული აბსურდი და ეხლა მე დაგიმტკიცებთ ამას 100% -ით.

რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ. love.gif
გამოგრჩა ალბათ, თხოვნა მოდერებისადმი - მას შემდეგ, რაც პოლიტიკის განყოფილებაში ეს თემა აქტუალობას დაკარგავს (ყველა გამოთქვამს თავის აზრს და დასრულდება პოლემიკა), თემა გადავიტანოთ მეცნიერების განყოფილებაში, ასფურცელასთან, რათა იქ, აკადემიურ დონეზე გავაგრძელოთ მსჯელობა და ფსევდომეცნიერი გრავიტონი ბეჭებზე გავაკრათ. პა ხოდუ სისხლი გავუშროთ თავად მოდერ ასფურცელას, რომელსაც ისევ ჯიქურ ჯერა, რომ დედამიწა სფეროსებრია და მზის გარშემო ბრუნავს.

Posted by: tb-seli 29 Mar 2018, 23:46
Internet_Contraband
აი შენს მიერ დადებულ სურათზე 21 მარტი სადაცაა, აი მანდ მზის ჩრდილი რატო უნდა დაეცეს ზუსტად ჩრდიოეთით და არა ჩრდილო დასავლეთით?
აი რის საფუძველზე ამბობ მაგას და ამტკიცებ?

ღერძის დახრა ოთხივე დროს მზესთან მიმართებაში სხვა და სხვა კუთხითაა და შენ იძახი რომ ოთხივე დროს მაინც და მაინც ზუსტად ჩრდილოეთით უნდა გაიაროს მზის ჩრდილმაო და რატო?

ეს შენ გინდა რო მასე იყოს თუ რატო? smile.gif

Posted by: DRAKONI 29 Mar 2018, 23:58
tb-seli
QUOTE
იცი რამდენი ირიბი მტკიცებულება არსებობს დედამიწის სიმრგვალის და მზის გარშემო ბრუნვის შესახებ? აი ძალიან ძალიან ბევრი.

ამიტომ მე რისი მჯერა და რისი არა ეგ წესით მეათე ხარისხოვანი უნდა იყოს შენთვის, ვინაიდან მე არც ვალი მაქვს სენი და არც ნიძლავი მაქვს დადებული რამეზე რომ რამეს დაგიმტკიცებ.

რაც ვნახე და რაც საინტერესოდ მომეჩვენა მაგაზე ვხსნი ტემას, მე ვტვლი რომ ძალიან საინტერესო მომენტია და სერიოზული იაღლიშია ჰელიოცენტრული მოდელისთვის.

რა არის იაღლიში? შენ რომ არ გესმის, ეს არ ნიშნავს რომ იაღლიშია. ეს საკითხი ამოვწურეთ წინა თემაში, (ეხლა მთელი პოსტები ვაკოპირო აქ?) ახალი თემა სხვა არგუმენტით უნდა გაგეხსნა მაინც.
დადე სხვა რამე, რაც არ გავარკვიეთ წინა თემაში.

რაც შეეხება მთვარეს, იმიტომ გეკითხები, რომ დედამიწას ვერ დაგანახებ დედამიწიდან რომ მრგვალია, ხოლო მთვარის მიმართ ამის გაკეთება შეიძლება. დედამიწიდან ჩანს, რომ მთვარე არ არის ბრტყელი, არამედ მრგვალია.

და თუ ამას დაეთანხმებოდი, დედამიწის სიმრგვალეც დამტკიცდებოდა.

Posted by: kloden 30 Mar 2018, 00:04
Am temit tvinis burgva ga maklda...

Agar shemidzlia amdenis atana...

Mze mtvare planetebi... Dzveli didebuli civikizaciebi...

Antikuri religia da filosofia...

Imaze fiqri aqvt tu ara ucxo arsebebs cnobieri... Da riti gansxvavdeba is chemi cnobierisagan...

Kvanturi fizika...

Gavrekav aba ra iqneba...

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 00:06
DRAKONI
ნუ აზრი არ აქვს შენთან საუბარს და რა ვქნა მეტი, მართლა ყველანაირად ვეცადე მაგრამ არ გინდა და რა გიყო.

ეს ზუსტად მაგას ნიშნავს რომ არ გაქვს პასუხი და ტავს არიდებ ამ უაზრო ერთი და იგივეს გამეორებით.

ხო კაი შენ გაიმარჯვე, მაგარი ხარ, ყოვლის შემძლე და მცოდნე ხარ. გვაცალე ეხლა მოკვდავებს პოსტვა.

შეგიძლია ამაყად გახვიდე თემიდან და სხვა თემა იპოვო შენთვის შესაბამისი რამე.

პ.ს. არ მინდა ხოლმე ესეთი რაღაცეების პოსტვა, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევით და ნაგლად ცდილობ ისევ შენი გაიტანო და სხვა მიმართულება მისცე თემას. 2kiss.gif

Posted by: graviton 30 Mar 2018, 00:08
ჯერ dკიდევ ნიუტონმა გამოთქვა აზრი, რომ ის ბრუნავს და დიდ სიმაღლიდან ჩამოგდებული ბურთულა, არ დაეცემოდა ვერტიკალის
შესაბამის ადგილზე დედამიწაზე...
მართლაც ჯერ კიდევ მე 18 საუკუნინ დასასრულს და მე19 საუკუნის დასაწყისში(ორი საუკუნის უკან ამათზე ჯკვიანები ცხოვრობდნენ...)
ჩაატარეს ექსპერიმენტი 158 მეტრიდან ჩამოგდებული ბურტულა გადაიხარა 27 მმ -ით... ამ დებილებს იმის თავიც არ აქვს ასეთი ექსპერიმენტი გაიმეორონ..

მერე, საუკუნ ნახევრის წინ ფუკომ ცნობილი ქანქარით დაამტკიცა დედამიწის ბრუნვა და პრეცესიის არსებობა...
ფუკოს ქანქარა გაიზომა ორივე პოლუსზე და დედამიწის უამრავ ადგილას, სხვადსხვა განედებზე, ყველგან ცხადად ჩანს პრეცესიის არსებობა

დღევანდელი გაზომვები აჩვენებენ, რო დედამიწა არაა მთლად სფერო... რადგან ბრუნავს ცხადია ვერც იქნება სფერო.. ის შებრტყელდება და იქნება შეკუმშული სფერო, ანუ ელიფსოიდი...
და ეს შებრტყელება გაიზომა და ზუსტად გვაძლევს ექსპერიმენტის შედეგს 1/298. ესაა გაბრტყელების კოეფიციენტი.. რაღაც 22 კილომეტრი სხვაობა ეკვატორზე პოლსთან მიმართ

მთავარი მაჩვენებელი დედამიწის სიმრგვალის არის გრავიტაციული ველის რადიალურობა

გრავიტაციული რუკების შედგენა დედამიწის, თიტქმის საუკუნეა მიმდინარეობს...
მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე წელში დასრულდა დედამიწის მაღალი სიზუსტის გრავიტაციული
რუკები, რომელიც მიუთითებს ველის მიმართულებას და სფერულისგან გადახრის ანომალიას...
რამოდენიმე სატელიტმა და განსაკუთრებით GOCE, GRACE შეასრულა უნიკალური სამუშაო და მოგვცა მაღალი გარჩევადობის
დედამიწის გრავიტაციული რუკა.. ინფორმაციისთვის 1 გალ არის 1სმ/წმ^2... და დედამიწის გრავიტაციის სტანდარტულ მნიშვნელობა არის 980665გალ(9.80665 მ/წმ^2)
ქვემოთ არის სურათები ამ რუკების.. ყველას შეუძლია შევიდეს ამ არქივებში და მიიღოს მონაცემები ან უკვე რუკები..
არსებოს ევროპის გრავიტაციული ბიურო, არსებობს ნასას და ეზას არქივები:
http://bgi.omp.obs-mip.fr/data-products/Gr...nd-Gravity-data
https://earth.esa.int/web/guest/-/goce-data-access-7219
http://www.esa.int/var/esa/storage/images/...ta_products.tif
ეს ყველა რუკა ამტკიცებს, რომ დედამიწა გრავიტაციული სფერულია, გარკვეული ანომალიებით...

ანუ გაზომილია დედამიწის გრავიტაცია დიდი სიზუსტით და ის რადიალურია, მცირე ანომალიებით, რომელსაც ეს რუკები გვიჩვენებენ....
ესაა სამი აბსოლუტურად უტყუარი ექსპერიმენტული მტკიცება დედამიწის სიმრგვალის....

ცხადია არ არსებობს ვარიანტი უმეცარს და სულელს რამე დაუმტკიცო..., მაგრამ თუ ადამინი თავს საღად მოაზროვნედ თვლის მოუწევს ამ ექსპერიმენტების უარყოფა...
user posted image
ზევით მოვიყვანე სამი მაგალითი რომელიც ამტკიცებს დედამიწის ბრუნვას და მის ელიფსოიდალურ ფორმას...

ზოგიერთი დებილები ამტკიცებენ, დედამიწა მრგვალი რომ იყოს მაშინ თვითმფრინავი როდესაც გაადგილდება ამ წრეწირზე
მუდმივად უნდა იცვლებოდეს გიროსკოპის მდგომარეობაო, მაშინ როცა თვითმტრინავში ატიტტუდე გირესკოპი მუდმივად ჰორიზონტალურ
ვირტუალურ დონეს აჩვენებს...
მiზეზი ამის ის არის, rom ეს გიროსკოპი არ არის კლასიკური გიროსკოპი, მას აქვს კომპენსაცია სპეციალური ქანქარით და როდესაც
გიროსკოპი გადაიხრება რაიმე მიზეზით, თუ ეს ქანქარა არ იქნება გრავიტაციული ველის რადიალური მაშინ გააღებს პატარა სარქველებს
გიროსკოპზე, რომელიც ამ წნევით მის მდგომარეობას აკომპენსირებს და მოჰყავს რადიალურ მდგომარეობაში.... რაც შეესაბამება ვირტუალურ ჰორიზონტს
მილიონჯერ ავუხსენი , რომ თვითონ წარმოედგინათ ეს მექანიზმი და მის მუშაობის პრინციპი, თუ ჩემი არ სჯეროდათ..
არა, კლასიკურ გიროსკოპს დახატავენ და იწყებენ უმეცრების გამომზეურებას...

აი სურათიც თუ როგორ ხდება ეს... თავისი ტექსტით...

user posted image

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნახეთ ეს ვიდეო, სადაც დეტალურად არის გახსნილი გიროსკოპი და ნაჩვენებია მისი ფუნქციონირება..
ნაჩვენებია ეს ქანქარაც, რომელიც ხსნის სარქველებს ჰაერით კომპენსაციის მექანიზმისთვის... ქანქარა საყოველთაოდ ცნობიალია დგება
რადიალური გრავიტაციის მიმართულებით.... ანუ როგორც რადიალურად დაგება გიროსკოპი ხვრელიც დაიკეტება,.. პირდაპირ ჩანს ვიდეოდან...
ესაც კიდევ მე4 მტკიცება, რომ თვითმფრინავის გიროსკოპი პრეცესიას განიცდის, რომელიც კომპენსირდება....
ესაც მე4 არგუმენტი დედამიწის სიმრგვალის...

Posted by: DRAKONI 30 Mar 2018, 00:18
tb-seli
QUOTE
ნუ აზრი არ აქვს შენთან საუბარს და რა ვქნა მეტი, მართლა ყველანაირად ვეცადე მაგრამ არ გინდა და რა გიყო.

ეს ზუსტად მაგას ნიშნავს რომ არ გაქვს პასუხი და ტავს არიდებ ამ უაზრო ერთი და იგივეს გამეორებით.

კარგი, ნუ ბრაზობ, უბრალოდ ვთვლიდი, რომ წინა თემაში ყველა კითხვას გავეცით პასუხი და აღარ უნდა ყოფილიყავი ამ აზრზე.

რადგან შენსას არ იშლი, კარგი, ჩამოვაყალიბოთ ამოცანა:

შენ კითხულობ: თუ დედამიწის ღერძი დახრილია ორბიტის მიმართ 23 გრადუსით, მაშინ რატომ არის, რომ ოთხივე დროს (21.03.- 22.06- 22.09 და 22.12) ჩრდილი შუადღის მიმართულია ჩრდილოეთისკენ?

ამაზე გაგცემ პასუხს, შესაბამის ილუსტრაციას მოვიფიქრებ, მაგრამ შენც დამეთანხმე, რომ მთვარეზე გამცემ პასუხს.

Posted by: ბეჟანბეჟანი 30 Mar 2018, 00:18
QUOTE (graviton @ 30 Mar 2018, 00:08 )

up.gif
მოვნიშნავ და ვიდეოებს მოგვიანებით გავეცნობი.

Posted by: GიორGი 30 Mar 2018, 00:24
ანუ არც მრგვალია (ნუ ელიფსი) და არც ბრუნავსო?
და არც მზეს ურტყამს კრუგსო?

რა უნდა ბოლობოლო? lol.gif

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 00:26
აქაც მოვიდა facepalm.gif

იაღოველები რო დადიან ხოლმე თემიდან თემაში დასდევენ ხალხს კუდში და მეცნიერიო ტიპებს სჯერავთ givi.gif facepalm.gif

თემა რაზეა და რეებს წერენ facepalm.gif

ვიძახი რა, ეს ხალხი არის, ამბიციური, ხიბლში ჩავარდნილი მორწმუნეები facepalm.gif

DRAKONI
QUOTE
კარგი, ნუ ბრაზობ, უბრალოდ ვთვლიდი, რომ წინა თემაში ყველა კითხვას გავეცით პასუხი და აღარ უნდა ყოფილიყავი ამ აზრზე.

რადგან შენსას არ იშლი, კარგი, ჩამოვაყალიბოთ ამოცანა:

შენ კითხულობ: თუ დედამიწის ღერძი დახრილია ორბიტის მიმართ 23 გრადუსით, მაშინ რატომ არის, რომ ოთხივე დროს (21.03.- 22.06- 22.09 და 22.12) ჩრდილი შუადღის მიმართულია ჩრდილოეთისკენ?

ამაზე გაგცემ პასუხს, შესაბამის ილუსტრაციას მოვიფიქრებ, მაგრამ შენც დამეთანხმე, რომ მთვარეზე გამცემ პასუხს.

ილუსტრაციას მოიფიქრებ ტუ გემრიელად დაგუგლავ? givi.gif

მთვარეზე რა გაგცე აბა, არ ვიცი. საყოველთაო გაგებით მრგვალია, მაგრამ რა აზრი აქვს მაგას ამ შემთხვევაში? ესე ყველაფერს რომ მივედ მოვედოთ ატყდება ისევ ყაყანი, მერე მე სხვა რაღაცას მოგიყვან ისევ მაგალითად და დაიწყება ისევ დონხალი და მოდი აგერ დაღეჭილი მაქვს საკითხი, ტავის სურათებით და ილუსტრაციებით და ამაზე ვისაუბროდ ამ ეტაპზე, თემაც ხო ამაზეა.

ძალიან მარტივადაა ყველაფერი და რატო გიყვართ გართულება? ალბათ იმისთვის რომ ისევ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილო და ნიშნის მოგებით რამეს მიაღწიო? გაღიარებ მაგარი ხარ, მეტი რა ვქნა smile.gif

მასე საქმე არასოდეს არ კეთდება როგორც შენ უდგები საკითხს, ნაწილ ნაწილ უნდა მიყვე დეტალურად და ერთბაშად არ უნდა მიედ მოედო ყველაფერს, თორე წინა ტემასავით დონხალი გამოვა, ყველა ტავისას რო წერს და არანაირი აზრი რო არა აქვს ამ დროს მაგ ყველაფრის წერას.

Posted by: wolf-larsen 30 Mar 2018, 00:28
გაზაფხულზე იცის ხოლმე ესეთი შეტევები.

გაუვლის ერთ თვეში ალბათ.......

Posted by: Larin 30 Mar 2018, 00:36
სტალინისტი ნაცი ჰო გვყავს ფორუმზე, მაგრამ

ეს გაცილებით მძიმე შემთხვევაა sad.gif

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 00:40

აგე ის ნანატრი ფილმი ინგლისურად, უამრავი მეცნიერი და პროფესიონალი ატარებდა ექსპერიმენტს, ოფიციალურად მეცნიერები და პროფესიონალები და ეგენიც ტყემელზე ზიან და მაგათაც გაზაფხულზე შემოუტიეს? givi.gif facepalm.gif

რატო გიყვართ ესე თვითდაჯერებული ყველაფრის დაჯერება?

რამის არ ცოდნა სირცხვილი კი არაა, არ არის აუცილებელი დამიანმა ყველაფერი იცოდეს.

მართლა რო ქართული ფორუმია რა, ყველას რო პირველობა უნდა და ყველა რო ყოვლის მცოდნეა givi.gif facepalm.gif

ტიპებმა რამეზე რო თქვან არ ვიციო სირცხვილად მიაჩნიათ მგონი gigi.gif

Posted by: graviton 30 Mar 2018, 00:51
ამაზე დიდი უმეცრება გინახიათ?
თურმე ჩრდილი გაზფხულზე და დეკემბერში. 23 გრადუსით უნდა იყოს გადახრილი..
ჰოი საოცრებავ თურმე ადამიანი 23 გრადუსიანი დახრილობით უნდა დადიოდეს..

ხეები უნდა 23 გრადუსიანი დახრილობით იზრდებოდნენ... სიდებილეა ეს და მეტი არაფერი..
ეს უმეცრებაც აღარაა..

დედამიწის გრავიტაცია რადიალურია და ადამიანი დგას რადიალურად დედამიწაზე, ხეები იზრდება რადიალურად, სახლებს ვაშენებთ რადიალურად და ასე შემდეგ...

ახლა დედამიწის ბრუნვის ღერძი საითაც გადაიხრება ეკლიპტიკის მიმართ, იქითაც არის გადახრილი რადიალური მიმართულება..
ზაფხულში მზისკენ, ზამთარში საწინააღმდეგოდ.... მზის..
ხოლო მარტში და სექტემბერში ორბიტის მიმართულებით არის გადახრილი რადაილური მიმართულება..

შესაბამისად ჩრდილის კუთხეც ზენიტზე ყოველთვის იქნება ნულიიიიიიიიი......

მაგარმ ვინ მისცა გაბრტყელებულებს ჭკვა? არავინ და ისინი ამას ვერც მიხვდებინ,... თუ რამხელა სისულელეს წერენ... უცოდინრობის ზეიმი აქვთ......

Posted by: დეპუტრაწი 30 Mar 2018, 00:51
რავა დაღლევებულა ვარდენას ქალიშვილი .

Posted by: jmm75 30 Mar 2018, 01:00
tb-seli
კონკრეტული ადგილისთვის მზე როცა ზენიტშია(შუადღეს), ჩრდილი ყოველთვის პოლუსისკენ იქნება მიმართული(ეკვატორის გარდა), ღერძი გინდა გადახარე გინდა გადმოხარე.

Posted by: Internet_Contraband 30 Mar 2018, 01:05
tb-seli
QUOTE
აი შენს მიერ დადებულ სურათზე 21 მარტი სადაცაა, აი მანდ მზის ჩრდილი რატო უნდა დაეცეს ზუსტად ჩრდიოეთით და არა ჩრდილო დასავლეთით?
აი რის საფუძველზე ამბობ მაგას და ამტკიცებ?

იმიტომ რომ შენ უყურებ ორბიტებს გარედან, გაავლე ახლა მანდ ხაზი ჩრდილო დასავლეთით და ნახავ რომ ეგ ხაზი ჩრდ.პოლუსზე მიდის, ანუ დედამიწელებისთვის ჩრდილოეთია.

აი ძალიან უხეშად რომ უკეთ აღიქვა, წარმოიდგინე რომ მზე, "ქვემოდან უნათებს" უფრო სწორად 23 გრადუსით "ქვემოდან" ოღონდ ეს "ქვემოდან" რეალურად ორბიტის მიმართაა, ამიტომ ყველა სხივი სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიდის (და შესაბამისად ხატავს ჩრდილს ჩრდილოეთით), გარდა ტროპიკებისა სადაც ზუსტად თავზე ადგება და ჩრდილის ზომა 0 ია.

QUOTE
ღერძის დახრა ოთხივე დროს მზესთან მიმართებაში სხვა და სხვა კუთხითაა და შენ იძახი რომ ოთხივე დროს მაინც და მაინც ზუსტად ჩრდილოეთით უნდა გაიაროს მზის ჩრდილმაო და რატო?

სხვადასხვა კუთხით კი არის მაგრამ ის 0 დან 90 მდეა

აი აქ უკეთ ნახავ

user posted image

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 01:10
jmm75

user posted image

აი ამ სურათზე, როდესაც საქართველო აღმოჩნდება ყვითელი ზოლის გასწვრივ, პირობითად ყველაზე შემაღლებულ ადგილზე, მაგ დროს საქართველოსთვის მზე იქნება ზენიტში, რანაირად უნდა დაეცეს საქართველოში მდგარი ადამიანის ჩრდილი ჩრდილოეთზე? ანუ პირდაპირ ღერძის გასწვრივ.

მზესა და საქართველოს შორის არსებული კუთხე, მაგ მომენტში როდესაც მზე ზენიტშ იქნება საქართველოსთვის, უბრალოდ გეომეტრიულად არ გამოდის რომ მზის ჩრდილი დაეცეს ჩრდილოეთში. აგერ არის ნახატი, ზეპირად ხო არ გიწევთ რამის წარმოდგენა, პირდაპი ჩანს.

თან იძახით რომ წელიწადის ყველა დროს, როდესაც ერთი და იგივე ტერიტორიისთვის მზე იქნება ზენიტში, ჩრდილი მუდმივად ზუსტად ჩრდილოეთზე დაეცემაო და რანაირად? მაგიურად იზიდავს ჩრდილოეთი ჩრდილს თუ როგორ? gigi.gif

მე ხაზზს ვუსვავ მზის ზენიტში ყოფნის დროსთქო, თორე დღის განმავლობაში რათქმაუნდა გაივლის ჩრდილი ზუსტად ჩრდილოეთზეც smile.gif

Posted by: დეპუტრაწი 30 Mar 2018, 01:15
აგერ, შენივე დადებულ საიტზე, შეიყვანე ჩრდილოეთი ტროპიკის კოორდინატები და მიიღებ 0 გრადუსიან ჩრდილს 21 ივნისის შუადღეს.

https://www.suncalc.org/#/23.4478,-109.7031,17/2018.06.21/13:20/1/0

Posted by: DRAKONI 30 Mar 2018, 01:16
tb-seli
QUOTE
ილუსტრაციას მოიფიქრებ ტუ გემრიელად დაგუგლავ? 

არა, ეს ისეთი მარტივი საკითხია, რომ წესით ილუსტრაცია საჭიროც არ არის, ისე უნდა მიხვდეს კაცი, ოდნავ წარმოდგენის უნარი თუ აქვს. უბრალოდ დამატებით შენივე სურათს ავიღებ პირველ პოსტში რომ გაქვს, იმედია არ გაბრაზდები.

ჯერ ძალიან მარტივად აგიხსნი: დედამიწის ორბიტა არ არის მატერიალური სხეული, ის მხოლოდ წარმოსახვითი ხაზია, ბუნებაში ის როგორც საგანი არ არსებობს.
ყველა ეს სურათი ორიენტირებულია დედამიწის ორბიტის მიმართ, წარმოსახვითი ორბიტის მიმართ, ასე უფრო თვალსაჩინოდ ჩანს დედამიწის ღერძის დახრა სხვადასხვა დროს, მაგრამ დეამიწის ზედაპირზე ჩრდილის დაცემაში დედამიწის ორბიტის მდებარეობა გავლენას არ ახდენს. ანუ დროის კონკრეტულ მომენტში, მაგალითად 21 მარტს, როგორ დაეცემა ჯოხიდან ჩრდილი, ეს არ არის დამოკიდებული დედამიწის ისტორიაზე, ანუ რა გზა გამოიარა დედამიწამ დროის ამ მომენტამდე ორბიტაზე. ეს ჩრდილის მიმართულება დამოკიდებულია მხოლოდ მზის და დედამიწის მდებარეობაზე (ორიენტიაციაზე) ერთმანეთის მიმართ.

ანუ ჩრდილის მიმართულება დამოკიდებულია მხოლოდ მზის და დედამიწის იმ კონკრეტული ადგილის (სადაც ჯოხია ჩარჭობილი) ურთიერთმდებარეობაზე.

ანუ ნებისმიერი შენი სურათი შეიძლება დავარედაქტიროთ ასე: წავშალოთ ყველაფერი, პირველ რიგში ორბიტა და დავტოვოთ მხოლოდ მზის და დედამიწის გამოსახულება. ეს სურათი შეიძლება ვატრიალოთ ნებისმიერი მიმართულებით და ამით არაფერი არ შეიცვლება: დედამიწის და მზის ურთიერთგანლაგება არ შეიცვლება.

ეხლა მთავარი შეცდომა რასაც შენ და მაგ სურათების ავტორები უშვებთ: თქვენ ვერ ხვდებით სად არის შუადღე.

მაგალითად 21 მარტის სურათზე ეკვატორზე შუადღე არის ყვითელი და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, მაგრამ აქ ჩრდილი არ იქნება რადგან მზე ზენიტშია. მაგრამ დედამიწის სხვა წერტილებში შუადღე იქნება არა ყვითელი ხაზის გასწვრივ, არამედ წითელი ხაზის გასწვრივ. ანუ ეკვატორის წერტილიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით. ხოლო დედამიწის სიმრგვალის გამო ეს ადგილები აღარ იქნება პერპენდიკულარული მზის მიმართ იმ პროექციაში როგორც ეს სურათზეა მოცემული. აქედან გამომდინარე, ყველა ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი (შენობა) გადახრილი იქნება (ჩრდილოეთი ნახევარსფეროში მარჯვნივ, სამხრეთში მარცხნივ) იგივე კუთხით რა კუთხითაც ამ სურათზე ჩანს წითელი ხაზის გადახრა.

ამიტომ მზის სხივები ყველა ასეთ გადახრილ ჯოხზე (შენობაზე) მოგცემს ასევე გადახრილ ჩრდილს იგივე მიმართულებით ანუ ყველა ჩრდილი შუადღის იქნება ჩრდილოეთის მიმართულებით.

კიდევ უფრო მარტივად რომ წარმოიდგინო, ან სურათზე წაშალე ყველაფერი მზის და დედამიწის გარდა და სურათი გადაატრიალე მარცხნივ 23 გრადუსით (ნუ მაწვალებ შენ თვითონ გააკეთე, ან წარმოიდგინე)
წითელი ხაზი დადგება ვერტიკალურად, რაც ნიშნავს, რომ ყველა წერტილი სადაც შუადღეა განლაგდა ვერტიკალურად შენს სურათზე, ამ პროექციაში ყველა ჯოხი, შენობა იქნება ვერტიკალური და ყველა ჩრდილი იქნება პოლუსისკენ მიმართული.

იმედია გაიგე, მადლობა საჭირო არ არის.

Posted by: picpic 30 Mar 2018, 01:31
რა ხდება ხალხო, ახალი განსაცდელია ჩვენს თავს?!
მზეც ბრტყელია?!

Posted by: 110iani 30 Mar 2018, 01:35
Agmochnda rom roca dedamiwa gadaxrilia mzis mimart, dedamiwaze mdgari adamianic gadaxdilia, amitom garbis chrdili mainc iqit
Ee blin, imedi gamicruvda, megona rame sensacia gaichiteboda ((

Posted by: graviton 30 Mar 2018, 01:40
გამოვიდა კიდევ ერთი ტვინ გაბტყელებულების ვიდეო..
კიდევ ერთი უმეცრების სანახაობა... მთელი თვე რომ ელოდნენ...
პირველსავე ექსპერიმენტში, გემმა დაიწყო ჩასვლა ჰორიზონტზე და ამათ მოეხაზათ...
დაიწყეს მტკიცება აქ სხვა რამეშია საქმეო.... მერე ტელესკოპი მოიტანეს და გვეუბნებიან ჩანსო,..
მირაჟს გვიჩვენებენ და ჩანსო..
შე დედააფეთქებულო თუ ტელესკოპით გვიმტკიცებთ , მაშინ თავიდანვე გვაჩენეთ მთელი სვლა ტელესკოპით,
რომ დავინახოთ რომ არ ჩადის ჰორიზონტზე, და თუ გადაბრუნდა გამოსახულება გვიჩვენეთ, როგორ მოხდა ეს გარდაქმნა გადაბრუნების...

არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა,.. ჩავიდა გემი ჰორიზონტზე და მერე ტელესკოპით superior mirage გვიჩვენეს...
და თან ოპტიკის კანონების გარდაქმნა დაიწყეს.... ახალი კანონები შევიმუშავეთო...
მთლიანად უმეცრებზე გათვლილი ვიდეოა... ასეთივე სისულელეა ყველა დანატჩენი ექსპერიმენტი

Posted by: marta007 30 Mar 2018, 02:01
QUOTE
პირველსავე ექსპერიმენტში, გემმა დაიწყო ჩასვლა ჰორიზონტზე და ამათ მოეხაზათ...

gigi.gif

ანტარქტიდაზე და ჩრ. ყინულვანზე რას ამბობენ,
რომელ მხარეს არისო? :დ

Posted by: akoako_1987 30 Mar 2018, 02:30
QUOTE (picpic @ 30 Mar 2018, 01:31 )
რა ხდება ხალხო, ახალი განსაცდელია ჩვენს თავს?!
მზეც ბრტყელია?!

კი და უკან მბრუნავი სარკე უდგას,90 იანებში ნავთის ლამფა ხომ გახსოვს? აი ეგეთია,ოღოდნ ძალიან დიდი

user.gif

Posted by: Michaell 30 Mar 2018, 02:32
FROM GEORGIA
QUOTE
ანუ საით ვართ გადახრილი უნფრო მეტად ჩრდილოეთისკენ?

ცუდადდდ ვარ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: AAmON 30 Mar 2018, 02:38
ამან ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოც ამოხსნა... კი არ უჩინარდებიან.. პროსტა წინ და წინ მიდიან და მერე ცვივდებიან კოსმოსში. up.gif დამპატენდედ drug.gif!

Posted by: kaxa__01 30 Mar 2018, 02:47

Posted by: konformist 30 Mar 2018, 02:54
QUOTE
გუშინ ჰაბლმა გალაკტიკა იპოვა თითქმის ბნელი მატერიის გარეშე

და თბილისის ფორუმზე რეები ხდება ტო, ბრტყელიო

ამხელა ბნელი მატერია და შავი ხვრელია ფორუმზე, მეტი რა ქნას ამ ფორუმმა

user posted image

Posted by: თოვლი_ 30 Mar 2018, 03:05
არ არის ჯერ ხალხი მზად სიმართლის აღიარებისთვის მარტო რჩეულები ვხვდებით რომ ბრტყელია ჯერ მარტო თუ მართლა მრგვალია ათეისტები არ უნდა არსებობდნენ მაგის გამო სადაც კოსმოსში მფრინავი ბურთის ჯერათ ღმერთის არსებობა უფრო მარტივი დასაჯერებელია
მარტო ის კონტინენტები და ფართობი კი სინამდვილეში არაა რაც რუკაზეა ათასობით კონტინენტია უცხოპლანეტელები იქიდან მოდიან ხოლმე და ბევრი სხვადასხვა არსება ცხოვრობს დინოზავრებიც იქიდან არიან იქ ისევ არიან ზოგ კონტინენტზე არ გადაშენებულან
დადგება იმედია ისეთი დრო რომ საზოგადოება ამ ყველაფრის შესახებ სიმართლეს გაიგებს და ეს უზარმაზარი ტყუილი შეწყდება

Posted by: Pornomaster 30 Mar 2018, 03:07
თოვლი_
facepalm.gif

30 ? 30?

Posted by: თოვლი_ 30 Mar 2018, 03:10
Pornomaster
Pornomaster
პოლნოების და მუხბე მიშკულადეს მეტი რომ არაფერი იცი ცხივრებაში წადი იუთუბზე შედი რამე ვიდეო ნახე ცოტა განათლდი

Posted by: Pornomaster 30 Mar 2018, 03:22
lol.gif

შენ იუთუბზე განათლდი და დაგაჯერეს, რომ დედამიწა ბრტყელია, მაპატიე შენს დონემდე ვერ მოვალ მუხბე !!!
lol.gif facepalm.gif
თავიდან მეგონა ტროლაობდი, მართლა ასეთი ყოფილხარ.
თოვლი_
30 ? 30?

Posted by: თოვლი_ 30 Mar 2018, 03:30
Pornomaster
facepalm.gif

ხუთასი წლის უკან მაშინ როცა მანქანაც კი არ იყკ გამოგონებული ვიღაცამ თქვა მრგვალია დედამიწაო და 21 საუკუნეშიც რომ მაგის ჯერათ
ყველას გონება ვერ ხარშავს უბრალოდ ამდენ წლიანი ტყუილი როა

Posted by: Kakha.G 30 Mar 2018, 03:46
ყოველთვის მაგას ვეჭვობდი.რომ დედამიწა ბრტყელია
ჰოუკინგი რახან მკვდარია ამას ხმამაღლა ვამბობ old.gif help.gif

Posted by: picpic 30 Mar 2018, 04:16
QUOTE (Kakha.G @ 30 Mar 2018, 03:46 )
ყოველთვის მაგას ვეჭვობდი.რომ დედამიწა ბრტყელია

რა უნდა მაგის შემოწმებას, ბურთი ისროლე, იხტუნებს და გაჩერდება. მრგვალი რო იყოს ხო გადაგორდებოდა.

Posted by: jmm75 30 Mar 2018, 04:42
tb-seli
QUOTE
აი ამ სურათზე, როდესაც საქართველო აღმოჩნდება ყვითელი ზოლის გასწვრივ, პირობითად ყველაზე შემაღლებულ ადგილზე, მაგ დროს საქართველოსთვის მზე იქნება ზენიტში, რანაირად უნდა დაეცეს საქართველოში მდგარი ადამიანის ჩრდილი ჩრდილოეთზე? ანუ პირდაპირ ღერძის გასწვრივ.

მზესა და საქართველოს შორის არსებული კუთხე, მაგ მომენტში როდესაც მზე ზენიტშ იქნება საქართველოსთვის, უბრალოდ გეომეტრიულად არ გამოდის რომ მზის ჩრდილი დაეცეს ჩრდილოეთში. აგერ არის ნახატი, ზეპირად ხო არ გიწევთ რამის წარმოდგენა, პირდაპი ჩანს.

თან იძახით რომ წელიწადის ყველა დროს, როდესაც ერთი და იგივე ტერიტორიისთვის მზე იქნება ზენიტში, ჩრდილი მუდმივად ზუსტად ჩრდილოეთზე დაეცემაო და რანაირად? მაგიურად იზიდავს ჩრდილოეთი ჩრდილს თუ როგორ? gigi.gif

მე ხაზზს ვუსვავ მზის ზენიტში ყოფნის დროსთქო, თორე დღის განმავლობაში რათქმაუნდა გაივლის ჩრდილი ზუსტად ჩრდილოეთზეც

მეგობარო, წარმოიდგინეთ მზე ზუსტად ჩრდილოეთ პოლუსის თავზე, ამ შემთხვევაში, ჩრდილო ნახევარსფეროში ნებისმიერი საგნის ჩრდილი
მიმართული იქნება სამხრეთ პოლუსისკენ, ხომ ასეა.
საქართველოსთვის მზე ზენიტში მაშინ იქნება, როცა იგი ზუსტად საქართველოზე გამავალი მერიდიანის და ეკვატორის გადაკვეთის წერტილის თავზე იქნება და ჩრდილიც სწორედ ამ მერიდიანს დაემთხვევა, ე. ი. ჩრდილოეთს.
მაგ სურათზე, საგნის ჩრდილის მიმართულება იქნება, წითელი და ყვითელი ხაზების გადაკვეთიდან ყველა იმ მიმართულებით, საითაც ეგ საგანი მდებარეობს. ანუ თუ საგანი მაგ გადაკვეთის წერტილიდან მარჯვნივ იქნება, მაშინ ჩრდილიც მარჯვნივ იქნება მიმართული, თუ ქვევით, ჩრდილიც ქვევით.
ასეა ეს! smile.gif))

Posted by: Ar-Pharazôn 30 Mar 2018, 10:10
ბრტყელი მთვარის საზოგადოება რატომ არ არსებობს?

რა დააშავა მთვარემ?

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 10:25
კი ამ შემთხვევაში მართალი ხართ, ანუ ჩრდილი ჰელიოცენტრულ მოდელშიც და გეოცენტრულშიც ორივე შემთხვევაში ზუსტად ჩრდილოეთით ეცემა.

მოდერ დახურე თემა

Posted by: ტროლოლო 30 Mar 2018, 11:56
ესეც თქვენი დეკრიმინალიზაცია და მისი შEდეგები !

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: San1 30 Mar 2018, 12:08
brutala
QUOTE
tb-seli
მილიარდელი რო ვიყო შენს ერთ კოსმოსში გაფრენას პირადად დავაფინანსებდი რო გარედან შეგეხედა ჩვენი პლანეტისთვის, თუ დამნანებოდა ის 20 მილიონი მწვანე მე ვიყო კვირიკაშვილი 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: George Bush 30 Mar 2018, 16:58
ამერიკელებს ვეხუმრებოდი გაბრტყელებულების საზოგადოებაზე და თურმე აქაც გვყოლია drug.gif

Posted by: DRAKONI 30 Mar 2018, 17:02
tb-seli
ამას რას ვხედავ, სულ 1 დღე და 7 გვერდი? ასე მალე დანებდი?

მოდერ დახურე თემაო?

ამას ვინ წერდა პირველ პოსტში:
QUOTE
პ.ს. ხო გინდოდათ მტკიცებულება, აჰათ ტქვენ მტკიცებულება 

შახი და მატი მეგობრებო 

აწი მიდით და დაამტკიცეთ საწინააღმდეგო თუ მაგარი ბიჭები ხართ

ეს შახი და მატი რაღამ დაგაწერინა, უკან დასახევი გზა მაინც დაგეტოვებინა.

პ.ს. აბა ეხლა დაფიქრდი, ვის აქვს ქიში და შამათი.

Posted by: wolf-larsen 30 Mar 2018, 17:05
QUOTE
ეს შახი და მატი რაღამ დაგაწერინა, უკან დასახევი გზა მაინც დაგეტოვებინა.

ეგ ტაქტიკური სვლა იყო.

მასალებს აგროვებს და დააყრის ცოტა ხანში.

პ.ს. ეგრე ადვილად არ დავნებდებით ჩვენ, ბრტყელდედამიწელები old.gif

Posted by: გიორგი XII 30 Mar 2018, 17:06
თან ღადოაბა ისაა რო იეჰოვას მოწმეა ტიპი

gigi.gif

ორი უბედურება

Posted by: არიგო 30 Mar 2018, 17:19
QUOTE (გიორგი XII @ 30 Mar 2018, 17:06 )
თან ღადოაბა ისაა რო იეჰოვას მოწმეა ტიპი

gigi.gif

ორი უბედურება

საიდან ეს ინფო? spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: გიორგი XII 30 Mar 2018, 17:23
არიგო
QUOTE
საიდან ეს ინფო?

წლების წინ მეკამათებოდა ხოლმე იაჰვეზე,

პროფილი შეუცვლია, ფსევდო-მეცნიერების განხრით gigi.gif

Posted by: არიგო 30 Mar 2018, 17:36
გიორგი XII
ხო არ გეშლება? მე ქრისტიანობის დამცველად მახსოვს ეგ ტიპი

Posted by: გიორგი XII 30 Mar 2018, 17:40
არიგო
QUOTE
ხო არ გეშლება? მე ქრისტიანობის დამცველად მახსოვს ეგ ტიპი

ეხლა ვერ ვპოულობ მაგის პოსტებს ალბათ ერთი 7-8 წლის წინ იყო
ეგრე მახსოვს რომ არ ვცდები

შეილება გადაპორტირდა ქრისტიანობაზე,

+ სიმრგვალიდან- სიბრტყეზე.

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 18:41
DRAKONI
QUOTE
ეს შახი და მატი რაღამ დაგაწერინა, უკან დასახევი გზა მაინც დაგეტოვებინა.

ერთი თვე მაგ ფილმის გამოსვლას ველოდებოდი, მაგაზე ვაპირებდი უფრო თემის გახსნას მაგრამ ესეც ჩავაკვეხე, ბოლოს კი ფილმი გამოვიდა ჩაკვეხებული gigi.gif

უყურე ფილმს?

რას იტყვი? drug.gif

ოღონდ შენც მირაჟებით არ დაიწყო საუბარი smile.gif

გიორგი XII
QUOTE
ეხლა ვერ ვპოულობ მაგის პოსტებს ალბათ ერთი 7-8 წლის წინ იყო
ეგრე მახსოვს რომ არ ვცდები

facepalm.gif

ცუდი მახსოვრობა გქონია, მე კარგად მახსოვხარ რელიგიის განყოფილებიდან, ათეისტად მოგაქვს თავი მაგრამ სატანისტური მიდრეკილებები უფრო გაქვს yes.gif

Posted by: არიგო 30 Mar 2018, 18:49
tb-seli
მართლა იეღოველი ხარ?

Posted by: tb-seli 30 Mar 2018, 19:08
არიგო

რა იაღოველი? givi.gif

ამ ფორუმზე ტავის დროზე ზუსტად იაღოველებთათ კამათის მუღამით დავრეგისტრირდი, მაშინ რელიგიაში ვპოსტავდი ძირიტადად.

Posted by: არიგო 30 Mar 2018, 19:11
tb-seli
თბილისიდან გადავფრინდი სტამბულში, სტამბულიდან პარიზში პარიზიდან ნიუ იორკში ნიუ იორკიდან ლოს ანჟელესში ლოს ანჯერესიდან ტოკიოში ტოკიოდან ასტანაში და ასტანადან თბილისში ისევ
ეხლა შენ მითხარი თუ დედამიწა პრტყელია რატო არ გადავვარდი კოსმოსურ უსასრულობაში

Posted by: annavita 30 Mar 2018, 19:24
QUOTE
დედამიწიდან ჩანს, რომ მთვარე არ არის ბრტყელი, არამედ მრგვალია.

დისკოც მრგვალია tongue.gif
tb-seli
ეს რა ფილმია და ვისი გადაღებულია 2 სიტყვით რა, დრო რომ არ დავკარგო <3

Posted by: ronald_wesley 30 Mar 2018, 19:31

შენი სახელი რომ დავწერო დამბანენ??tb-seli

Posted by: არიგო 30 Mar 2018, 19:40
QUOTE (ronald_wesley @ 30 Mar 2018, 19:31 )
შენი სახელი რომ დავწერო დამბანენ??tb-seli

საბა ჰქვია yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: devcom 30 Mar 2018, 20:00
აჩრდილი
QUOTE
რა უნდა ამ კაცს ჩვენგან?

ჩვენგან არაფელი, აი შენგა კი.....

Posted by: ronald_wesley 30 Mar 2018, 20:46
არიგო
QUOTE
შენი სახელი რომ დავწერო დამბანენ??tb-seli

საბა ჰქვია           

საბა კი არა ნუგზარი ჰქვია .

Posted by: nutria-113 2 Apr 2018, 08:56
tb-seli
თემა თუ აქტუალურია,
გრავიტაციაზე რა მოსაზრებებაა (ბრტყელი დედამიწის ჭრილში) ?

Posted by: K0lin 2 Apr 2018, 09:22
ბრტყელია, მრგვალია, ოთხკუთხედია, სამკუთხედი თუ სპილოზე დგას ეს მეორე ხარისხოვანია. ღმერთო თემის ავტორთან დამაბოლა არაფერი არ მინდა biggrin.gif

Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 11:33
დავუშვათ ბრტყელია, რატომ გვიმალავენ, რა მიზეზით? biggrin.gif

Posted by: graviton 2 Apr 2018, 13:44
nutria-113
QUOTE
თემა თუ აქტუალურია,
გრავიტაციაზე რა მოსაზრებებაა (ბრტყელი დედამიწის ჭრილში) ?

გრავიტაცია ბრტყელი დედამიწის იდეის მტერია...
აი აქ გადმოვაკოპირე ჩემი დაწერილი სხვა თემიდან, რომელიც ეხება ვიდეოს და გრავიტაციას....

აი ეს ცნობილი ვიდეო.. მე დავუძახებდი თაღლითების, უმეცრების ვიდეოს..

არავითAრი მეცნიერული მიდგომა ამ ვიდეოში არ ჩანს.. შედეგები პირიქით ამტკიცებენ რომ დედამიწა მრგვალია...
გემი ჰორიზონტზე გაქრა, ელექტრომაგნიტური სიგნალი შემცირდა ზუსდატაც დედამიწის სიმრგვალის გამო... ლაზერის სხივი ამ მანძილზე თითქმის მეტრაზე მეტად იშლება... ამათ რაღაც მოციმციმე შუქი დაგვანახეს, მიწაზე ჩაცუცქულები, რაღაცას თამაშობდნენ, ამ ექსპერიმენტს ამზადებდნენ 7 წელიწადს? და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ..
ყველაზე სამარცხვინო, უმეცრების მაჩვენებელი ატმოსფეროს ფორმის შექმნაა, რომელიც ქვედა სურათზე, ლურჯად ჩანს..
ამ ხალხისთვის გრავიტაცია, ყველაზე დიდი მტერია, რადგან იციან რომ თუ გრავიტაცია არსებობს, მაშინ ის რადიალურია და დედამიწა მრგვალი იქნება..
ხოდა დაასკვნეს გრავიტაცია არ არსებობს და “ვაშლები დაბლა არ ვარდებიან”,... ატმოსფეროს ფორმას ქმნის მაგნიტური ველი. თურმე ჰაერი მიჰყვება მაგნიტურ ველს,... არადა ჰაერის მაგნიტური მომენტი იმდენად მცირეა, რომ ჰაერი რომ გააჩერო მასე და არ გაგვექცეს საერტოდ დედამიწიდან
200 ტესლა მაგნიტური ველი მაინც გჭირდება,,... რაც უზარმაზარი ველია,... ასეთი ველის გრადიენტს ადამიანის სიკვდილიც შეუძლია გამოიწვიოს...
დედამიწის მაგნიტური ველი საბედნიროდ პატარააა, სულ 50 მიკრო ტესლა, ანუ 4 მილიონჯერ ნაკლები..
ასეთი მაგნიტურ ველში, ჰაერი დიდი ხანია გაქრებოდა დედამიწიდან...
ასეთ მაგნიტურ ველში, გრავიტაციის გარეშე რომ ახტებოდით მაღლა, გაფრინდებოდით კოსმოსში,
რაღაში დაგვჭირდებოდა კოსმოსური რაკეტები..?
ესენი , რომ თაღლითები არიან გასაგებია ... ეს მათი საქმიანობაა,...
ეს გაუნათლებელი და უვიცი ქართველები აქ რომ ეწევიან პროპაგანდას, კიდევ ეს უნდა საქართველოს?...
აგერ ერთმა ამათმა უვიცმა წინამძღოლმა განაცხადა გადახრილ დედამიწაზე , ზენიტზე , მარტში და დეკმბერში, ჩრდილი 22 გრადუსიან კუთხეს უნდა ქმნიდესო ჩრდილოეთთან... ეს ნიშნავს ადამიანები ვერტიკალურად კი არ უნდა დადიოდნენ, არამედ 22 გრადუსით გადახრილები... ...

user posted image

Posted by: nutria-113 2 Apr 2018, 21:45
graviton
QUOTE
გრავიტაცია ბრტყელი დედამიწის იდეის მტერია...

მაგიტომ მაინტერესებდა პასუხი, მაგრამ არ ჩანს თემის ავტორი.
QUOTE
ხოდა დაასკვნეს გრავიტაცია არ არსებობს და “ვაშლები დაბლა არ ვარდებიან”,... ატმოსფეროს ფორმას ქმნის მაგნიტური ველი

ეს ვერსია არ ვიცოდი smile.gif
ბოლოს რაც მოვისმინე "გრავიტაცია" იყო ბრტყელი დედამიწის, g-ს ტოლი აჩქარებით "ზემოთ" მოზრაობისას უკუქმედებით წარმოქმნილი ძალა smile.gif)
ზოგი არგუმენტი დაგაფიქრებს ადამიანს, ზოგი კიდე ისეთია, ქვას ქვაზე ადუღებს biggrin.gif

Posted by: asphurcela 3 Apr 2018, 09:41
tb-seli
QUOTE
ეს კალკულატორი წინა თემაშიც გამოვიყენე, ძალიან კარგი საიტია და ძალიან კარგადაა ყველაფერი დატანილი.
https://www.suncalc.org/#/41.6401,45.2197,5...02.13/13:13/1/0

მაგ საიტზე შუადღის დრო რა პრინციპით აირჩიე?
ანუ როგორ ადგენ ზუსტად შუადღე როდის არის 21 მარტს და 23 სექტემბერს?

Posted by: tb-seli 3 Apr 2018, 10:21
asphurcela
QUOTE
მაგ საიტზე შუადღის დრო რა პრინციპით აირჩიე?
ანუ როგორ ადგენ ზუსტად შუადღე როდის არის 21 მარტს და 23 სექტემბერს?

საიტზევე წერია მარცხნივ, ამოსვლა, შუადღე, ჩასვლა

ეს თემა დახურე და მეორეში გავაგრძელოთ, 2 თემა მოუხერხებელია
* * *
nutria-113
QUOTE
ეს ვერსია არ ვიცოდი smile.gif
ბოლოს რაც მოვისმინე "გრავიტაცია" იყო ბრტყელი დედამიწის, g-ს ტოლი აჩქარებით "ზემოთ" მოზრაობისას უკუქმედებით წარმოქმნილი ძალა smile.gif)
ზოგი არგუმენტი დაგაფიქრებს ადამიანს, ზოგი კიდე ისეთია, ქვას ქვაზე ადუღებს biggrin.gif

მაგას რა აზრი აქვს მე რა აზრის ვარ გრავიტაციაზე ბრტყელი დედამიწის შემთხვევაში.

არ არის აუცილებელი ადამიანს ყველაფერზე ქონდეს პასუხის, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო.

ბრტყელი დედამიწის ვერსია, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს რომ რაღაც მიწის ნაგლეჯი დაფრინავს კოსმოსში, ანუ ბრტყელი მიწის ნაგლეჯი.

აქ უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს როგორც ვერსია და გრავიტაციაც შესაბამისად უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს.

თუ ადამიანისთვის უსასრულო კოსმოსის წარმოდგენა ადვილია, რომელსაც დასასრული არა აქვს და რაც დამტკიცებული არაა, რატოა ესეთი ძნელი იმის წარმოდგენა რომ მიწა იყოს უსასრულო და ამ უსასრულო მიწის პატარა მონაკვეთზე არსებობდეს ჩვენი მსოფლიო.
აი მაგ შემთხვევაში უამრავი ვერსია იარსებებს გრავიტაციის მუშაობის, ანუ მიზიდულობის.

პ.ს. ხო აბა ესენი არიან თაღლითები ვინც ეს ფილმი გადაიღო, და დივანზე წამოწოლილი თეორეტიკოსები ამბობენ კრისტალს facepalm.gif

Posted by: polon 3 Apr 2018, 13:40
tb-seli
QUOTE
თუ ადამიანისთვის უსასრულო კოსმოსის წარმოდგენა ადვილია, რომელსაც დასასრული არა აქვს და რაც დამტკიცებული არაა, რატოა ესეთი ძნელი იმის წარმოდგენა რომ მიწა იყოს უსასრულო და ამ უსასრულო მიწის პატარა მონაკვეთზე არსებობდეს ჩვენი მსოფლიო.

ეს გამორიცხულია, რადგან გრავიტაციული დაძაბულობა 9.8 მ/წM^2 და სასრულია...
უსასრულო მიწის შემთხვევაში, გარვიტაციული დაძაბულობაც უსასრულო იქნებოდა...
ამიტომ ბევრი ვარიანტი არ გრჩებათ,... ისევ მაგნიტური ველი...

Posted by: asphurcela 3 Apr 2018, 21:36
tb-seli
ვერ გამიგე კითხვა.
მე გკითხე შუადღის დროს რა პრინციპით ირჩევ, ანუ როგორ ადგენ შუადღე 12 საათზეა, თუ 13 საათზე, თუ 12:47 ზე?
მე არ მიკითხავს საიტზე სად უწერ smile.gif

ამ განყოფილების მოდერი არ ვარ, ვერ გავაერთიანებ.

Posted by: tb-seli 3 Apr 2018, 21:58
asphurcela
QUOTE
ვერ გამიგე კითხვა.
მე გკითხე შუადღის დროს რა პრინციპით ირჩევ, ანუ როგორ ადგენ შუადღე 12 საათზეა, თუ 13 საათზე, თუ 12:47 ზე?
მე არ მიკითხავს საიტზე სად უწერ smile.gif

მე კი არა , ეს შენ ვერ გაიგე ჩემი პასუხი სწორედ.

user posted image

user posted image

აგერ აქ წერია როდის არის კონკრეტულ დღეს მზე ზენიტში smile.gif

Posted by: asphurcela 3 Apr 2018, 23:38
tb-seli
აჰა, გასაგებია.
მეგონა შენ უწერდი შუადღის დროს რამე გამოთვლით.
ანუ მაგავე საიტზე წერია შუადღის დროც culmination.
ოკ, გავიგე.

ეხლა რაც შეეხება ვერტიკალურად ჩარჭობილი ჩრდილის მიმართულებას ბუნიობის დროს და გაგანია შუადღისას.
ჩრდილის მიმართულება ჩრდილოეთისკენ იქნება მიმართული.
ამის მიზეზი არის სფეროს მოცემულ წერტილში აღმართული პერპენდიკულარი.
ანუ, ბოძი, რომელიც ისეა ჩარჭობილი, რომ სფეროს მოცემულ წერტილში გავლებული მხები სიბრტყის პერპენდიკულარულია და მისი (ბოძის) სიგრძივი ღერძის (წრფე) ემთხვევა სფეროს რადიუსის მიმართულებას. ანუ წრფეს, რომელიც გადის სფეროს ცენტრსა და მოცემულ წერტილს შორის.
უფრო უკეთ სადემონსტრაციოდ აიღე ბურთი. მიახატე პირობითად ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები, გაავლე ეკვატორი და მიანათე ბატარეა.
დაასვი ნებისმიერ წერტილში პერპენდიკულარული (რადიუსის პარალელური) ჩხირი, დაიკავე ისე როგორც ბუნიობისას ხდება და დააკვირდი ჩრდილის მიმართულებას.
მთლა უკეთესია გლობუსის აღება.

რავი აბა სხვა როგორ გითხრა smile.gif
ადვილი შესამოწმებელია.

Posted by: tb-seli 3 Apr 2018, 23:56

კი ეგ გასაგებია უკვე, ავღნიშნე კიდეც წინა გვერდძე, იმიტომაც დავწერე თემა დახურეთქო, აღარაა აქტუალური smile.gif

Posted by: graviton 5 Apr 2018, 22:43
ძალიან უბრალო და მარტივი ექსპერიმენტი, რომელიც ადასტურებს კორიოლისის ძალის არსებობას.
ეს ჭკვიანი ადამიანი მარტივი ექსპერიმენტით გიჩვენებთ კორიოლის არ არსებობას ზუსტად ეკვატორზე..
და 20 მეტრით ჩრდილოეთით და 20 მეტრით სამხრეთით კორიოლისის არსებობას... განსხვავებული, საწინააღმდეგო ნიშნით...

Posted by: brutala 8 Apr 2018, 14:23
tb-seli
რა გაგვიტრაკე საქმე ძმა sad.gif

Posted by: GATE 20 Jun 2018, 05:05
უფრო შენ ვერ გაგიგია მარტივი დეტალები და იუთუბზე ნახე დრონის ვიდეოები მაღლა რო მიფრინვს დედამიწას მრგვალი ფორმა რომ ეძლევა და არა ბრტყელი და მეორე კიდე მთვარეს ყველა მხრიდან დაინახავდი შუა დღესაც და ღამითაც გარდა ამისა ბოლო ექნებოდა რავი ალბათ ყველამ იცის დიდი ქვები არ დევს ბოლოში რომ ოკიანე არ გადაიღვაროს

Posted by: KickOff 20 Jun 2018, 08:46
tb-seli
დღეებს რომ ითვლიდი 34 დღეში, 25 დღეში, 18 დღეში და ა.შ დაიდება ინფორმაცია და გაიგებთ რომ ტყუილში ცხოვრობდითო, რა ქნა, დადგა ეგ სანატრელი დღე?

რას ელოდებოდი მასეთს? რა გაირკვა? lol.gif

თუ ტყუილად გალოდინეს? lol.gif lol.gif

Posted by: psyxo 22 Jun 2018, 22:10
tb-seli
ქუმერითი რა ფერი არი დააზუსტე ბოლობოლო...

Posted by: მამა 29 Jun 2018, 17:36
QUOTE
რავი ალბათ ყველამ იცის დიდი ქვები არ დევს ბოლოში რომ ოკიანე არ გადაიღვაროს

აუუ lol.gif

Posted by: helium666 24 Jul 2018, 08:12
სერიოზულად წერ თუ ღადაობ ?

Posted by: 2kS1N 24 Jul 2018, 12:03
QUOTE (GATE @ 20 Jun 2018, 05:05 )
უფრო შენ ვერ გაგიგია მარტივი დეტალები და იუთუბზე ნახე დრონის ვიდეოები მაღლა რო მიფრინვს დედამიწას მრგვალი ფორმა რომ ეძლევა და არა ბრტყელი და მეორე კიდე მთვარეს ყველა მხრიდან დაინახავდი შუა დღესაც და ღამითაც გარდა ამისა ბოლო ექნებოდა რავი ალბათ ყველამ იცის დიდი ქვები არ დევს ბოლოში რომ ოკიანე არ გადაიღვაროს

fuck it, let's all stand up
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ლაპლანდია 24 Jul 2018, 21:02
GATE
სულ რომ ყირაზე დადგე ვერ დაინახავ მთვარეს ყველა მხრიდან იმიტომ რომ მუდმივად ერთი მხრიდან უყურებს დედამიწას. biggrin.gif

Posted by: შავლეგა 12 Oct 2018, 22:30
tb-seli
ჰელიოცენტრულ სისტემაში დედამიწა დიიიდი ბირთვისებური ნივთია, რომელიც ერთი წერტილიდან ნათდება და არა პირიქით, მაგ ვითომ ნახაზებზე რომ არის მოსატყუებლად წარმოდგენილი. აქვე სრულიად იგნორირებულია რა არის ზენიტი და დღეღამე მაგ ნახაზებში. ზენიტი ზუსტადაც ის დროა, როცა დედამიწის შესაბამის მერიდიანზე გამავალი სიბრტყე კვეთს მზეს, როგორც წერტილს (ამ დროს ჩრდილი აუცილენლად მერიდიანის გასწვრივ დაეცემა ჩრდილოეთით, რადგან დედამიწა მრგვალია) და არა ის გაუგებარი სიბრტყე, რაც მაგ ვითომ ნახაზებზეა. იმის გათვალისწინებით, რომ დღე-ღამე სინამდვილეში ერთი სრული ბრუნი არ არის გალაქტიკის მიმართ და არის მხოლოდ მზის მიმართ, ადვილი დასასაბუთებელია, რატომ არის ზენიტებს შორის ყოველთვის ერთი და იგივე დრო - ერთი დღე-ღამე. მარტივად რომ ვთქვათ, მაგ შენს ნახაზზე სულაც არ არის ზაფხულის ბუნიობისას იგივე წერტილში მზე ზენიტში. და არც ჩრდილი ეცემა იქით, საითც მაგ ვითომ ნახაზიდან ჩანს.

Posted by: tb-seli 13 Oct 2018, 20:16
შავლეგა
თემა ამოწურულია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ჰელიოცენტრული იქნება თუ გეოცენტრული, ჩრდილი მზის ზენიტში ყოფნის დროს დაეცემა ზუსტად ჩრდილოეთით, ამიტომ აღარ ღირს ამ თემაზე კამათი.

თუ მოდერაცია დახურავს ამ თემას კარგი იქნება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)