ყველას მოგვეხსენებათ, რომ ჰელიოცენტრული მოდელის მიხედვით დედამიწის ღერძი დახრილია დაახლოვებით 23 გრადუსით და მაგ დახრილ მდგომარეობაში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო.
ეს არის სრული აბსურდი და ეხლა მე დაგიმტკიცებთ ამას 100% -ით.
ანუ თუ დედამიწის ღერძი დახრილია 23 გრადუსით, ეგეთ შემთხვევაში 21 მარტს (გაზაფხულის ბუნიაობა) და 23 სექტემბერს (შემოდგომის ბუნიაობა) მზის ჩრდილი როდესაც მზე იმყოფება ზენიტში უნდა ეცემოდეს 23 გრადუსით, ანუ ჩრდილის აზიმუტი უნდა იყოს 23 გრადუსი, გეოგრაფიულ პოლუსთან მიმართებაში. ხოლო 21 ივნის (ზაფხულის მზის დგომა) და 22 დეკემბერს (ზამთრის მზის დგომა) ჩრდილის აზიმუტი უნდა იყოს 0, ანუ უნდა ემთხვეოდეს პირდაპირ გეოგრაფიულ პოლუსს.
ვინაიდან 21 ივნისს და 22 დეკემბერს თუ შევხედავთ დედამიწას მზიდან, ერთ შემთხვევაში დედამიწის ღერძი დახრილია მზისკენ, ხოლო მეორე შემთხვევაში გადახრილია საწინააღმდეგო მიმართულებით, რა დროსაც ორივე შემთხვევაში მზის ჩრდილი მოგვცემს 0 გრადუსს და დაემთხვევა ზუსტად დედამიწის გეოგრაფიულ პოლუსს. ხოლო თუ იგივე მზიდან შევხედა დედამიწას 21 მარტს და 23 სექტემბერს, ერთ შემთხვევაში დედამიწის ღერძი გადახრილი იქნება მარჯვნივ მეორე შემთხვევაში მარცხნივ 23 გრადუსით, და თავისთავად მზის ჩრდილი მიმათული იქნება 23 გრადუსით დედამიწის გეოგრაფიული პოლუსიდან .
აგერ ილუსტრაციები უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს რაზეა საუბარი:
დედამიწის ღერძი გადახრილია მზისკენ
დედამიწის ღერძი გადახრილია მარჯვნივ
დედამიწის ღერძი გადახრილი მზის საწინააღმდეგო მიმართულებით
დედამიწის ღერძი გადახრილია მარცხნივ, მზიდან თუ შევხედავთ
აგერაა საიტი, შეგიძლიათ თავად გაერთოდ ილუსტრაციებით, საკაიფო საიტია
https://www.solarsystemscope.com/სინამდვილეში კი რა გვაქვს, სინამდვილეში გვაქვს ის, რომ მზის ზენიტში ყოფნის წლის ნებისმიერ დღეს მზის ჩრდილი ყოველთვის იძლევა 0 გრადუს
ანუ წელიწადის ნებისმიერ დღეს, დღის იმ მონაკვეთში როდესაც მზე ზენიტშია მზის ჩრდილი ყოველთვის მიმართულია ზუსტად ჩრდილოეთისკენ და ეგ თქვენი 23 გრადუსი, ვითომ დედამიწის ღერძის დახრა, რატომღაც არსად არ ჩანს
შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ, გახვიდეთ ბუნებაში და პირდაპირ მოახდინოთ დაკვირვებები, თან გაერთობით კიდეც. ან შეგიძლიათ აგერ ამ საიტზე გადაამოწმოთ, რომელი საიტიც შემოწმებულია და ზუსტად ასახავს ყველაფერს როგორც არის სინამდვილეში.
21 ივნისი
21 მარტი
22 დეკემბერი
23 სექტემბერი
ეს კალკულატორი წინა თემაშიც გამოვიყენე, ძალიან კარგი საიტია და ძალიან კარგადაა ყველაფერი დატანილი.
https://www.suncalc.org/#/41.6401,45.2197,5...02.13/13:13/1/0თუ არ ენდობით ამ საიტს, შეგიძლიათ სხვა საიტი მოიძიოთ, უამრავია ინტერნეტში, ან ბოლოს და ბოლოს ტავად გაზომოთ ჩრდილის აზიმუტი, ამისთვის მხოლოდ კომპასია საჭირო და ვერტიკალურად ჩარჭობილი ბოძი
ანუ ეს ყველაფერი არის იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ არანაირი ღერძის გადახრა არ არსებობს და არანაირი დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო.
ის რომ წლის ნებისმიერ დღეს, მზემ ზენიტში ყოფნისას ჩრდილის მიმართულება მოგვცეს ყოველთვის ზუსტად ჩრდილოეთით, საჭიროა რომ დედამიწის გარშემო იყოს სამხრეთი სადაც მზე მოზრაობდეს დედამიწის ცენტრის ჩრდილოეთის გარშემო.
ეს კი ზუსტად გეოცენტრულ მოდელს ნიშნავს, რაც ყველაფერი ისე ემთხვევა როგორც ფაქტებით დგინდება, მხოლოდ ამ მოდელის შემთხვევაშია შესაძლებელი წლის ნებისმერ დღეს, მზის ჩრდილი ზენიტში ყოფნისას ყოველთვის მიმართული იყოს ზუსტად ჩრდილოეთით.
აი ამის თვალსაჩინო მაგალითი და ილუსტრაცია
https://www.youtube.com/watch?v=ayy3i-D5XB421 ივნისი
21 მარტი
22 დეკემბერი
23 სექტემბერი
პ.ს. ხო გინდოდათ მტკიცებულება, აჰათ ტქვენ მტკიცებულება
შახი და მატი მეგობრებო
აწი მიდით და დაამტკიცეთ საწინააღმდეგო თუ მაგარი ბიჭები ხართ
პ.ს.ს ბონუსად, თუ ვინმე გადაწყვეტს ბუნებაში გასვლას და რეალურად ამ ყველაფრის კომპასით შემოწმებას, გაითვალისწინეთ დედამიწი მაგნიტური პოლუსის ცდომილება გეოგრაფიულ პოლუსთან შედარებით. ანუ მაგნიტური და გეოგრაფიური პოლუსი არ ემთხვევა ერთმანეთს და საქართველოს შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 6.5 გრადუს. ანუ როდესაც გაზომავთ მზის ზენიტში ყოფნის დროს მისი ჩრდილის მიმართულებას მიიღებთ 6.5 გრადუს 0-ის მაგივრად და ეს არის ზუსტად ამ ცდომილების გამო. ეს ისე ცნობისათვის ვინც არ იცოდა.
ანუ გეოგრაფიული პოლუსი ქვია ჰელიოცენტრული მოდელის მიხედვით ღერძის წერტილს, რის გარშემოც ბრუნავს დედამიწა, გეოცენტრული მოდელის მიხედვით კი წერტილს, რის გარშემოც ბრუნავს მზე. ხოლო მაგნიტური პოლუსი ქვია წერტილს, სადაც კომპასი აჩვენებს 0 გრადუს ანუ ჩრდილოეთს, ეს ორი წერტილი ერთმანეთს არ ემთხვევა, აცდენილია ცოტათი.
https://www.ngdc.noaa.gov/geomag-web/#declinationპ.ს.ს.ს. მოდერაციავ თქვენი თვალების ჭირიმე, ცოტახანი იყოს ეს თემა აქ, ხალხიც ცოტას განიტვირთება ამ პოლიტიკისგან და მერე ესეც მეცნიერებაში გადაისროლეთ, იქ მოვუშლი ხალხს ნერვებს
პ.ს.ს.ს.ს თხოვნა იქნება, ვისაც აზროვნება არ შეუძლია და ეს ყველაფერი მისთვის ჩინურია, თავს ნუ შეიწუხებთ კომენტარებით და აზრის გამოხატვებით
პ.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.ს.
ესეც ის ცნობილი ფილმი, მის გამოსვლას ესე რო ელოდებოდა ხალხი.
ფილმი გადაღებულია ოფიციალურად მეცნიერების მიერ, რომლებიც 7 წლის განმავლობაში იკვლევდნენ დედამიწის ფორმას. როგორც ფილმის ავტორები აცხადებენ სენსაციური აღმოჩენები გააკეთეს.
This post has been edited by tb-seli on 30 Mar 2018, 00:51