ესე იგი, ფრიად შოკირებული და პროპელერის უნარწართმეული ვარ ამ საპასუხისმგებლო საქმის ჩემთვის მონდობის სულისშემძვრელი ფაქტით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და წარმოგიდგენთ "თევზებისა და აკვარიუმების" თემის მორიგ (თუ რომაული ციფრები კარგად მახსოვს), 55-ე ნაწილს.
) ვზრუნავთ აკვასამყაროს სილამაზეზე და მათი ბინადრების ჯანმრთელობა-გამრავლებაზე.
მანიაკი - ჩვენი თემის აქილევსის ქუსლი!..
ეს კი შესანიშნავი გზამკვლევი (ქართულად რომ ვთქვა, გაიდი) ბაბუა ჯიგუარისგან.
რა არის აკვარიუმი? ან guide for newbiesპირველ რიგში, ეს არის ჩაკეტილი სისტემა, შუშაში მოთავსებული ბუნების პატარა ნაჭერი, რომელშიც პატრონის სურვილებისამებრ ბინადრობენ და მრავლდებიან თევზები, ლოკოკინები და სხვა მოლუსკები, წყლის მცენარეები და ა.შ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აკვარიუმს მინიატურული ტბა, მდინარე ან ზღვა ვუწოდოთ.
პირველი დანახვით ეს საკმაოდ მარტივი სისტემაა, მაგრამ ამ სფეროში ჩაღრმავებისთანავე აკვარიუმისტი ნელნელა ხვდება, თუ რამდენად რთულად და საინტერესოდ არის იგი მოწყობილი.
აკვარიუმის შერჩევადავუშვათ, რომ გადაწყვიტეთ აკვარიუმის დადგმა. გებადებათ კითხვა - ”როგორი აკვარიუმი დავდგა?”. რა თქმა უნდა პირველ რიგში აკვარიუმის ზომა განპირობებული იქნება მისი მოთავსების ადგილის ზომებზე. თუმცა ბევრი დამწყები უპირატესობას ანიჭებს მრგვალ და პატარა აკვარიუმებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მოვლა უფრო ადვილია. ეს ასე არ არის! მრგვალი აკვარიუმი როგორც საჭირო აპარატურის დამაგრების და განთავსებისთვის მოუხერხებელია, ასევე თევზების ცქერისას მათ ამახინჯებს. მცირე მოცულობის აკვარიუმში კი ბევრი თევზის გაშვება უკვე არარეალურია. გარდა ამისა ამას მოჰყვება სხვა მრავალი პრობლემა (თევზების არჩევანის შემცირება, მათი მოვლის გართულება და ა.შ).
ამიტომ, დამწყებებისთვის ოპტიმალურია მართხუთხა ფორმის აკვარიუმი, მოცულობით 70-100 ლიტრი.
აკვარიუმის დადგმა, საჭირო აპარატურის დაყენება და გაშვებააკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე დადგმა. აკვას მოთავსებამდე, კარგი იქნება მის ქვეშ პენოპლასტის ან რაიმე ნაჭერის დადება.
ეხლა, როცა ავკა მოთავსებულია თავის კუთვნილ ადგილზე, ფსკერზე ვყრით გრუნტს (კენჭებს), შემდეგ ვასხავთ წყალს. ამის შემდეგ ვამაგრებთ ფილტრს, რომელიც მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, და ვრთავთ მას. თუ თბილი წყლის თევზების ყოლას აპირებთ, მაშინ აგრეთვე გამათბობლის დაყანებაა საჭირო.
ბევრი აკვარიუმის თევზისთვის ოპტიმალურია 25-26 °С წყალი, ამიტომ გამათბობლის სკალის მიხედვით ვანეყებთ ტემპერატურას 25-26 გრადუსზე.
ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გაუშვას მომავალი ბინადრები, რაც ხშირად აკვარიუმისტისთვის პირველი და თევზისთვის ბოლო შეცდომაა. თევზების გაშვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის, ან კვირის მოცდაა საჭირო, სანამ გრუნტში და წყალში დასახლდებიან და გამრავლდებიან საჭირო სასრგებლო ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.
თევზების გაშვების დროს თვითონ შეატყობთ. პირველ დღეებში წყალი აკვარიუმში აიმღვრევა, გახდება არაგამჭირვალე, რაც ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით აიხსნება, შემდეგ კი 2-3 დღეში გაიწმინდება. ამ პროცესს აკვარიუმის გაშვება ჰქვია. ეს კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.
თევზების არჩევათევზების ყიდვამდე, კარგი იქნებოდა თუ დასაწყისისთვის ინტერნეტში ან ნაცნობ აკვარიუმისტებთან დაათვალიერებდით თევზებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდით თევზების არჩევანში. ყველაზე მთავარია, რომ ერთ აკვარიუმში მაცხოვრებელი თევზები დაახლოებით ერთნაირი ზომის იყვნენ, რადგან იმის მიუხედავად, მტაცებელი თუ არა თევზი, პირში რაც ჩაეტება ყველაფერს ჭამს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ერთბაშად ბევრი თევზი ნუ მოგყავთ. დასაწყისისთვის დაიკმაყოფილეთ თავი 4-5 თევზით, წყლის მცენარეებით და ლოკოკინებით (თუ გსურთ). შემდეგ უკვე ბინადრების მომრავლებაზე შეიძლება ფიქრი.
თევზების მოვლათევზების მოვლა შესდგება მათი ჭმევისგან და წყლის ცვლისგან.
საკვებიდან ყველაზე პოპულარულებია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები. მაგალითად ტეტრა რუბინი, ტეტრა პრო ქოლორი (რომლებიც შეიცავენ ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს - კაროტნოიდებს, რომლებიც წითელი ფერის თევზს უფრო მკვეთრ ფერს აძლევენ), ტეტრა მინი (ვიტამინიზირებული საკვები), ტეტრა ფილი და ტეტრა პრო ვეჯითეიბლი (მცენარეული საკვები) და ა.შ. თქვენს წყლის ბინადრებს სავარაუდოთ ჩამოთვლილთაგან ყველა დასჭირდება, აი რომელი და რა სიხშირით უნდა აჭამოთ, ეს უკვე თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. აგრეთვე კარგია რაციაონის ცოცხალი საკვებით გამდიდრება - მოტილი (კოღოს ჭუპრები), ტრუბოჩნიკი, დაფნია. ჭმევამდე პირველი ორის დამუშავებაა საჭირო. მოტილს 1-2 წუთით მარნგანცოვკის სუსტ ხსნარში რეცხავენ, რის შემდეგ ათავსებენ ჯამზე ან სხვა რამეზე და საყინულეში ყინავენ. თევზებისთვის მიცემამდე გაყინულ ნატეხს წყალში ალბობენ, შემდეგ წყალს აქცევენ და დარჩენილ ჭუპრებს აკვარიუმში ყრიან.
ტრუბოჩნიკის შენახვა ხდება სხვანაირად - იღებენ ჯამს, ყრიან შიგ ტრუბოჩნიკს და გამდინარე წყლის ქვეშ დგავენ. როცა ტრუბოჩნიკი გაიწმინდება, ის მუქი ფერის მაგვირად ვარდისფერი გახდება (ამისათვის დაახლოებით 1 კვირაა საჭირო), აი ეხლა კი უკვე შეგიძლიათ აჭამოთ თქვენი აკვას ბინადრებს.
ცოცხალი საკვების ჭმევა სისტემატური სახის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ძირითადად მშრალი მიაწოდეთ თევზებს, ცოცხალი კი კვირაში 2-3 ჯერ.
წყლის ცვლა - რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობიანია წყლის ცვლა.
თევზების სახეობები
აქ ჩამოვწერ ყველაზე პოპულარულ და დამწყებებისთვის რჩეულ თევზებს.
პირველ რიგში რა თქმა უნდა ესენი არიან
გუპია, კუდმახვილა და მოლინეზია.არც ერთ მათგანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. დღეში 2ჯერადი კვება, წყლის სტანდარტული ცვლა, ტემეპრატურა 25-26 °С, სულ ეს არის. სამივე ჩამოთვლილი ცოცხალმშობიარეა. აკვარიუმის მოცულობა 60 ლიტრიდან ზემოთ 10-15 თევზზე.
არ შეიძლება არაფერი არ ვთქვათ ცივი წყლის
ოქროს თევზებზე და მათ ნაირსახეობებზე -
ტელესკოპი, კომეტა, ლომთავა, ვუალისებრი და ა.შ. წყლის ტემპერატურა დიდ როლს არ თამაშობს, მთავარია 25-ზე ზემოთ არ ავარდეს. 2 ცალზე მინიმუმ 80 ლიტრიანი აკვაა საჭირო. კვება დიდი რაოდენობით მცენარეულ საკვებს უნდა მოიცავდეს. რომელის წყლის მცენარის გახარება მათთან ძალიან რთული საქმეა.
ბარბუსები - სუმატრული, მუტანტი, ცეცხლოვანი, შუბერტის ბარბუსი, ყველანი არიან აზიური ჯგუფური თევზები. ამიტომ. კომფორტულად რომ იგრძნონ თავი, საჭიროა მათი ჯგუფი მინიმუმ 5-6 თევზისგან. ბარბუსები ცელქები არიან, ამიტომ არ არის დეკომენდებული მათი გრძელკუდიან-ფარბლებიან თევზებთან მოთავსება, იმიტომ რომ დაუძიძგნიან ფარფლებს. ტემპერატურა 25-26 °С. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 50 ლიტრი 10 ცალზე.
ანცისტრუსი - იგივე ”პრისოსკა ლოქო”, ”მწმენდავი”. ლოქო, რომელიც იკვებება ბაქტერიული და წყალმცენარეული ნადებით, ამიტომ მისი ცალკე კვება საჭირო არაა. კარგად გრძნობს ნებისმიერ კომპანიაში და თევზებს არ ავნებს. აკვარიუმის მინიმალური მოცულობა 40 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.
სკალარია - ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური თევზი. ბარბუსებისნაირად, არ არის რეკომენდებული მისი გრძელფარფლიან თევზებთან ყოლა. სასურველი მაღალი აკვარიუმი (45 სმ და ზემოთ), რადგან თევზი ძირითადად სიმაღლეში იზრდება. მინიმალური მოცულობა - 100 ლიტრი წყვილზე. ტემპერატურა 25-26 °С.
გურამი - აზიური ლაბირინთოვანი თევზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟანგბადით ღარიბ წყალში შეუძლია ბინადრობა. დანარჩენი იგივე, რაც სკალართან.
დანიო - ჯგუფური თევზი. ძირითადად გვხდება ხელოვნურად გამოყვანილი
ვარდისფერი დანიო და დანიო-რერიო. წყლის ტემპერატურა 22-23 °С თუმცა 25-26 -ზეც მშვენივრად გრძნობენ თავს. აკვარიუმის მინ. მოცულობა 6-7 თევზის ჯგუფზე 50 ლიტრი.
ლოკოკინები - ამპულარიები, კატუშკები და მელანიები. აკვარიუმში საჭმლის ნარჩენების, დამპალი მცენარეების და ბაქტერიული ნადების ჭამით სანიტარების როლს ასრულებენ. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. არ უყვართ ”ძველი” ანუ რბილი და მჟავე წყალი, რომელშიც ნიჟარის აშენებისთვის საჭირო კალციუმის ნაკლებობაა. ამპულარია სუნქავს ატომსფერული ჰაერით და აკვარიუმიდან გაქცევა შეუძლია, ამიტომ საჭიროა აკვას დაფარვა.
აი ეს არის ძირითადი ინფორმაცია, რომლის გაზიარება მინდოდა თქვენთან.
სხვა კითხვებისთვის მოგვმართეთ აქ, ფორუმზე და ჩვენ ჩვენს მხრივ ვეცდებით უპასუხოდ არ დავტოვოთ თქვენი შეკითხვა.
კტულუხ, შენა ხარ ჩირაღდანი ყველა გზააბნეულისა და აკვარიუმში დაკარგულისა....