მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა „გლობალური კონკურენტუნარიანობის 2011-2012 წლების ანგარიში“ გამოაქვეყნა. საქართველო 142 ქვეყანას შორის, 4 ქულით (მაქსიმალური ქულა 7–ია) 88-ე ადგილს იკავებს.
წინა ანგარიშებთან შედარებით, ამ კუთხით საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესებულია. 2009-2010 წლების ანგარიშში საქართველო 133 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზე იყო. რაც შეეხება 2010-2011 წლის ანგარიშს, საქართველომ 139 ქვეყნიდან 93-ე ადგილი დაიკავა.
წლევანდელ ანგარიშში საქართველო რამდენიმე კრიტერიუმით არის შეფასებული და თოთოეულის მიხედვით, საკუთარ ადგილს იკავებს კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის.
„ძირითადი მოთხოვნების“ (ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება) – 89-ე ადგილი 142 ქვეყანას შორის.
„ეფექტიანობის ხელისშემწყობები“ (უმაღლესი განათლება, სამომხმარებლო ბაზრის ეფექტიანობა, მუშახელის ბაზრის ეფექტიანობა, ფინანსური ბაზრის განვითარება, ტექონოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა - 89-ე ადგილი.
„ინოვაცია და მომხიბვლელობის ფაქტორები“ ( ბიზნესის მომხიბვლელობა, ინოვაცია) – 117-ე ადგილი.
ბიზნესის კეთების კუთხით, საქართველოს ყველაზე პრობლემურ ფაქტორებად დასახელებულია: ფინანსების ხელმისაწვდომობა, არაკვალიფიციური სამუშაო ძალა, ინფლაცია, პოლიტიკური არასტაბილურობა, საგადასახადო რეგულაციები, ინფრასტრუქტურა, სახელისუფლებო ბიუროკრატიის არაეფექტიანობა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პრობლემებს შორის ერთ-ერთ უკანასკნელ საფეხურზეა კორუფცია და დანაშაული.
გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია თითოეული კრიტერიუმის ინდიკატორების შეფასებაც. მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის გამოყოფაა შესაძლებელი. მაგალითად, საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით 142 ქვეყანას შორის საქართველო 120-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ კი საქართველო 105-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის დაწყების სიმარტივის აღმნიშვნელი ინდიკატორების მიხედვით, საქართველო ამ კვლევაშიც ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
ეს არის ტრიბუნა ჯის სტატია... მაგრამ გირჩევთ ნახოთ თავად რეპორტი:
http://www3.weforum.org/docs/WEF_GCR_Report_2011-12.pdfარ აქვს ტრიბუნას კარგად და ბოლომდე გაანალიზებული... რამდენ რამეში გვაქვს საშინელი პოზიცია ვერ წარმოიდგენთ იმენა
კაროჩე გასაზიზღრებულია მთელი ბიზნეს გარემო საქართველოში...
და მერე აქ დამიწერენ ადვილად იწყებ ბიზნესსო... საბუთებს ბევრს არ გთხოვენ რეესტრშიო...
ბიზნეს გარემოს შეცვლა უნდა და არა მარტივად დარეგისტრირება...
პ.ს. ვიცი რომ ეს ტყუილია უეჭველი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის გაზპრომის მოსყიდული, მე კიდე რაღამც გავბედე და ხელისუფლება გავაკრიტიკე ვარ პუ
წინის შნირი ბიძინას მრევლის წევრი და მიმაჩნია მესიად...
ეგ ვიცი... სხვა არგუმენტები იქნებ გქონდეთ მაინც?