ბევრი მიზეზია რატომაც სანე არ დგას მარჯვნივ:
1) სისწრაფის ხარჯზე სანეზე გაკეთებული ბოლოს წინა პასები სიტის ერთ-ერთი მთავარი კოზირია და რადგან მემარცხენეა ასისტებიც ბლომად უგროვდება.
მარჯვნივ რომ გადაწიოს ეგ კოზირი იკარგება, შესაბამისად ისმის კითხვა: აქვს კი სანეს იმის უნარი რომ მარჯვენა ფლანგიდან იმდენი გოლი დადოს რამდენსაც ასისტს აკეთებს ?
ნუ ვიდავებთ რომ მარჯვენა ფეხით ეგ ასისტს ვერ გააკეთებს და გადაკიდებული ბურთების გაჩერებაც გაუჭირდება
2) ასისტების გარდა გოლებიც გააქვს მაგ ფლანგიდან. ანუ ამ ტემპით სადღაც 12-15 გოლამდე შეიძლება ავიდეს და ვინგერისთვის ეგ საკაიფო შედეგია. ანუ რასაც მარჯვნივ გააკეთებდა იმას ისედაც აკეთებს...
3) სისტემა და მასში სანეს როლი. გაცილებით დიდი პლიუსია სანეს სისწრაფე და მისი უნარი გადაკიდებული ბურთები გააჩეროს მარცხენა ფეხით ვიდრე ვთქვათ ბურთი მიიღოს და მესის სტილში 4-5 მცველზე წავიდეს, რომელსაც ვაღიაროთ ხშირად კრახით დაასრულებს.
დაცვის ამბავშიც მემარცხენე უკეთესია მარცხენა ფლანგზე ვიდრე მარჯვენაზე. სიტის კიდევ დაცვაში სერიოზული პრობლემები ექნება მისი სტილიდან გამომდინარე თუ ეგეთი მცირე დეტალები არ გაითვალისწინა გუარდიოლამ.
4) სტერლინგი ###ა მარცხნივ
ახლა რაც სტერლინგმა სანეს ასისტებით და tap-in-ებით გოლები დადო, ჩათვალეთ იმის 95%-ს ვეღარ გაიტანდა მარცხენა ფლანგიდან იმიტომ რომ ფინიში მარჯვენათი უჭირს და მარცხენა სრული კატასტროფაა.
ანუ იდეაში სანე მაინც მარჯვნივ უნდა გადავიდე ადრე თუ გვიან იმიტომ რომ მისი სტილის ფეხბურთი უფრო მეტად უნდა ჩაერთოს თამაშში და ეგ ვერ მოხდება იმ პირობებში როცა ფლანგზეა მისვარკული და ხშირ შემთხვევაში ტროლეიბუსის როლი აქვს.
თუმცა არა წელს და იმ პირობებში როცა სტერლინგი და ბერნარდო არიან გუნდში ალტერნატიულ ვინგერებად
აი სადღაც მოვკარი თვალი გუარდიოლას სანჩესის ამბავში first team ვინგერს დაჰპირდნენ შეიხები ზაფხულზეო და ვნახოთ რა შეიცვლება. თუნდაც იგივე სანჩესი რომ დაედოთ ჩათვალეთ სანე მარჯვნივ გადაჯდებოდა ეგრევე.