Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სერიალები > რუსული სერიალები


Posted by: weisenhaus 6 Oct 2012, 15:08
გამიკვირდა, მსგავსი თემა რომ ვერ ვნახე. პირადად მე რუსული სერიალების დიდი მოყვარული გახლავართ.
აბა, ვის რა გაქვთ ნანახი, რომელი რუსული სერიალი მოგეწონათ და დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, დაწერეთ.

Posted by: ერეკლე! 6 Oct 2012, 20:00
ბრიგადა კაია...
კომედიებიდან ტეენტეს უნივერი მევასება smile.gif

Posted by: _kutaiseli_ 6 Oct 2012, 21:49
QUOTE
Ликвидация

QUOTE
Меч

QUOTE
Апостол

უძლიერესი სერიალებია... ა საერთოდ რუსებს ბევრი აქვს საკაიფო სერიალები

Posted by: ციტრამონი 7 Oct 2012, 04:11
QUOTE
Идиот

QUOTE
Бригада


Posted by: _Lali_ 7 Oct 2012, 13:55
კარგი თემაა. ძალიან მიყვარს რუსული სერიალები. ძირითადად პოლიციელებზე. ესეც ჩემი რეიტინგი:

Игра - 10 (სულ ერთი სეზონია, მაგრამ ყველაზე კარგი სერიალია, რაც მინახავს. ძალიან მაგარი სიუჟეტი და მსახიობები!)
Шахта - 10 (ფანტასტიკა. ძალიან მომეწონა!)
Ментовские войны - 9.5 (მენტებზე საუკეთესოა, ჩემი აზრით. ველოდები მე-7 სეზონს, მიმდინარეობს გადაღება)
Закон - 9.5 (ესეც ერთი სეზონია, გადაბმული სიუჟეტით. არ მეგონა, ასე თუ მომეწონებოდა!!!)
Меч - 9 (ცნობილი სერიალი. სამწუხაროა, რომ აღარ გაგრძელდება. ისეთი ფინალი იყო, რომ მეგონა გააგრძელებდნენ)
Мент в законе - 8 (ესეც მორიგი სერიალი მენტებზე. აქაც ველოდები მე-6 სეზონს)
Паутина - 7 (პირველი სერიალი, რომელიც ვნახე ამ ტიპის სერიალებში. აქედან დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, გატაცება რუსული სერიალებით)
Гончие - 6 (უფრო მაღალ ქულას დავუწერდი, მაგრამ სიუჟეტი ყველა ფილმში ერთი და იგივეა: ციხიდან გაქცეული დამნაშავეების ძებნა)
Женские мечты о дальних странах - 5 (არის რა!)

Глухарь - ახლა ვუყურებ. დიდი არაფერი, შიგადაშიგ მეცინება ხოლმე, ცოტა იუმორისტულია და ...
Москва - 3 вокзала - დავიწყე, მაგრამ სისულელეები იყო და დავანებე თავი
Бандитский Петербург - აი, ამას საერთოდ როგორ უყურებთ, ვერ ვხვდები. შეიძლება უბრალოდ, ძველი სერიალია და იმიტომ. თავის დროზე ალბათ მაგარი იყო. რა ვიცი, მე ვერ ვუყურე.

გადმოწერილი მაქვს და ვაპირებ შემდეგი სერიალების ყურებას:
Ликвидация; Бригада; Товариши полицейские; Профиль убийцы

ამ თემიდან გამომდინარე, აპოსტოლიც კარგი უნდა იყოს. ვნახავ ერთი

Posted by: gio-giorgi54 7 Oct 2012, 14:42
პაპინი დოჩკი მიყვარს givi.gif








------------

Posted by: მენდოსა 7 Oct 2012, 18:48
QUOTE
რომელი რუსული სერიალი მოგწონთ ყველაზე მეტად?

QUOTE
Бандитский Петербург  [ 1 ]  [9.09%]


Posted by: ერეკლე! 7 Oct 2012, 22:12
gio-giorgi54
QUOTE
პაპინი დოჩკი მიყვარს 

მაშა user.gif
ეგ არსებობს კიდე? givi.gif

Posted by: agnusweisen 8 Oct 2012, 14:10
QUOTE
Игра - 10 (სულ ერთი სეზონია, მაგრამ ყველაზე კარგი სერიალია, რაც მინახავს. ძალიან მაგარი სიუჟეტი და მსახიობები!)

მე საერთოდ არ მომეწონა! ზედმეტად გაწელილი და არარეალური სერიალია. თუმცა, მსახიობები ნამდვილად კარგად თამაშობენ.
QUOTE
Закон - 9.5 (ესეც ერთი სეზონია, გადაბმული სიუჟეტით. არ მეგონა, ასე თუ მომეწონებოდა!!!)

ეს გადმოწერილი მაქვს, მაგრამ ხარისხი აქვს საშინელი. მგონია, რომ კარგი იქნება.

QUOTE
Бандитский Петербург - აი, ამას საერთოდ როგორ უყურებთ, ვერ ვხვდები. შეიძლება უბრალოდ, ძველი სერიალია და იმიტომ. თავის დროზე ალბათ მაგარი იყო. რა ვიცი, მე ვერ ვუყურე.

პირველი ორი ნაწილი შედევრია, იმიტომ რომ გენიალურმა რეჟისორმა (ვლადიმირ ბორტკომ) გადაიღო. დანარჩენი მხოლოდ გასართობად წავა. ისე, სეზონებად დაყოფილ სერიალებს ვერცერთს ვერ ვიტან, გარდა "ბანდიტური პეტერბურგისა".


p.s. კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი სერიალის დამატება შეიძლება, ისე კი - მინი-სერიალები უფრო მიზიდავს.
Небесный суд
Граница: Таежный роман
Охотники за бриллиантами
Дело гастронома №1
Наркомовский обоз
Курсанты - ეს განსაკუთრებით მომეწონა, თან ქართველიც თამაშობს.

Posted by: gio-giorgi54 8 Oct 2012, 14:45
QUOTE (ერეკლე! @ 7 Oct 2012, 22:12 )
gio-giorgi54
QUOTE
პაპინი დოჩკი მიყვარს  

მაშა user.gif
ეგ არსებობს კიდე? givi.gif

კი ახლა სექტემბრიდან დაიწყო ახალი სეზონი პაპინი დოჩკი: სუპერ ნევესტი gigi.gif
ახალ სახლში გადავიდნენ, დედ-მამაც ერთად არიან givi.gif ნუ მოკლედ კარგად ვხალისობ მე პირადად user.gif

Posted by: unusual 8 Oct 2012, 22:58
რუსული სერიალებიდან მარტო ეს მაქვს ნანახი Мастер и Маргарита და ადრე "ალანიაზე" საღამო ხანს გადიოდა სერიალი И все-таки я люблю...

Posted by: agnusweisen 13 Oct 2012, 02:14
შესანიშნავი კრიმინალური სერიალი "Тульский Токарев" - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2901090

ეს კი - 8 სერიანი ფილმი "Аптекарь" ვლადიმირ ორლოვის რომანის მიხედვით. "ოსტატი და მარგარიტასეული" მისტიურობაც დაჰკრავს ცოტა ფილმს, პირადად მე - ძალიან მომეწონა - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3985762

Posted by: Paranormal 13 Oct 2012, 15:42
QUOTE
Бандитский Петербург  [ 3 ]  [14.29%]

უძლიერესი სერიალი, განსაკუთრებით პირველი ორი ნაწილი.

Posted by: _kutaiseli_ 14 Oct 2012, 21:14
QUOTE
Игра

QUOTE
Закон

ეს სერიალები სადმე ქართულ ვებ სივრცეში არის ატვირთული რომ გადმოვწერო?

Posted by: _Lali_ 15 Oct 2012, 11:47
_kutaiseli_
QUOTE
ეს სერიალები სადმე ქართულ ვებ სივრცეში არის ატვირთული რომ გადმოვწერო?

არა მგონია. რუსული ტორენტიდან გადმოვიწერე მე
http://rutracker.org

Posted by: Marco Materazzi 15 Oct 2012, 15:00
QUOTE
Ликвидация


up.gif

love.gif

და მაგრად მევასებოდა

Улицы разбитых фонарей

love.gif

Posted by: weisenhaus 16 Oct 2012, 15:06
ახლა გადის რუსულ არხზე სერგეი ურსულაკის ("ლიკვიდაციის" რეჟისორის) ახალი სერიალი "Жизнь и судьба". უფრო სწორად 6 ფილმადაა დაყოფილი, ერთი ფილმი - ორ სერიანია.
ჯერჯერობით, მხოლოდ 6 სერიაა გამოსული - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4216008

აგრეთვე ნიკოლაი ხომერიკის საკმაოდ საინტერესო კრიმინალური სერიალი "Синдром дракона" - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4216405 - აქაც 6 სერია დევს მარტო ჯერ.


ალეკო ცაბაძის გადაღებულ სერიალს უყურა ვინმემ? რუსეთის პირველმა არხმა შეუკვეთა. საინტერესო იქნება, მაგრამ მელოდრამების მოყვარული არ ვარ და მეზარება ყურება.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4165353

Posted by: iulka1983 16 Oct 2012, 16:52
Знахарь
Год: 2008.
user posted image
კარგი სერიალია, ცოტათი ძველია მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: Qute 16 Oct 2012, 16:57
"Бригада"
"Знахарь"
"Жизнь и приключения Мишки Япончика"

ეს სამი სერიალი რომლებიც ძალიან მომეწონა, მაგრამ "Жизнь и приключения Мишки Япончика" ყველაზე უმაგრესია, მართლა მაგარი სერიალია, ყველას გირჩევთ

Posted by: zadigi 6 Jan 2013, 01:28
ასფალტზე ნადირობა ესეც კარგი მინი სერიალი აქვთ smile.gif

Posted by: weisenhaus 17 Jan 2013, 01:19
2012 წლის საუკეთესო რუსული სერიალია - Oбратная cторона Лyны.
ნუ, ბოლოში რაღაცეები ცოტა აურდაურიეს, მაგრამ მაინც მშვენივრად გაერთობი კაცი.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4274773

ამას ჩავუჯდები მერე - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4316700

Posted by: _Lali_ 17 Jan 2013, 12:04
weisenhaus
უმაგრესი სერიალია Карпов. მაგრამ ჯერ Глухарь უნდა გქონდეს ნანახი, მერე Пятницкий, ამის მერე უნდა უყურო კარპოვს და ბოლოს Пятницкий-2. ძალიან მომეწონა ყველა. მარტში გამოდის კარპოვის გაგრძელება და მერე მალევე Пятницкий-3

Oбратная cторона Лyны - ეს არ ვიცი და ვნახავ ერთი, სანამ ველოდები ძველი სერიალების ახალ სეზონებს smile.gif

Posted by: თბილისელი 17 Jan 2013, 12:23
მხოლოდ სინდბადს მაქვს ნაყურები ეხლა ზაფხულში დრო რო გამყავდა ზღვიდან მოსულს biggrin.gif

საინტერესო იყო მარა გადასარევი არა

Posted by: weisenhaus 17 Jan 2013, 15:46
_Lali_
QUOTE
უმაგრესი სერიალია Карпов. მაგრამ ჯერ Глухарь უნდა გქონდეს ნანახი, მერე Пятницкий, ამის მერე უნდა უყურო კარპოვს და ბოლოს Пятницкий-2. ძალიან მომეწონა ყველა. მარტში გამოდის კარპოვის გაგრძელება და მერე მალევე Пятницкий-3

სერიალის რამდენიმე სეზონს დავინახავ თუ არა, ყურების სურვილი მეკარგება. biggrin.gif ზედმეტად არარეალური ხდება ყველაფერი და თითიდან გამოწოვილ სიუჟეტებს გვთავაზობენ სერიალის შემქმნელები.
თან ენტევეს სერიალების დიდი მოყვარულიც არ ვარ. ერთადერთი "Тульский Токарев" მომეწონა.

Анна Герман. Тайна белого ангела - მხოლოდ ორი სერია ვნახე, საკმაოდ კარგადაა გადაღებული.

Posted by: Da vinci 17 Jan 2013, 18:10
закрытая школа და ადრე რაღაც ვიდეო თამაშების ძალები რომ იყო,მაგას მაქ ერთი ორი სერია ნანახი,ნო კომედიურებიდან Воронины,Счастливы вместе,Зайцев + 1,реальные пацаны რავი კიდე აღარც მახსოვს,კარგი სერიალები აქვთ უმეტესობა

Posted by: Unico 17 Jan 2013, 19:26
QUOTE
სხვა  [ 8 ]  [22.22%]

სხვა – Улицы разбитых фонарей

:უსერ:

Posted by: weisenhaus 18 Jan 2013, 23:52
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4146193
80-იანელებს მოგეწონებათ! ისედაც კარგი გასართობი სერიალია! smile.gif

Posted by: _kutaiseli_ 20 Jan 2013, 20:57
ახლახანს დავასრულე ყურება

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=30442&LQ&PHPSESSID=anjr0ss517j5hd1flj8rnauto8r9mkn3

კარგი სერიალია

Posted by: soffo 21 Jan 2013, 00:40
კარგიი სერიალები აქვთ რუსებს : )) ისწავლის კაცი რაღაცას.. ძალიან მიყვარს "ბრიგადა" და "ოსტატი და მარგარიტა"..იმედი მაქვს დროოოს გაამოვნახავ და დანარჩენებსაც ავითვისებ biggrin.gif

Posted by: agnusweisen 10 Mar 2013, 12:37
რამდენი ხანია რუსული სერიალი აღარ მინახავს. არის რამე ახალი და საინტერესო კრიმინალურ ჟანრში? rolleyes.gif

Posted by: ni_ca 13 Mar 2013, 14:32
Игра
Мастер и Маргарита
Бригада
Меч
Бандитский Петербург
და
კამენსკაია
ამ სერიალებს დიდი სიაოვნებით ვუყურებდი
gio-giorgi54
QUOTE
პაპინი დოჩკი მიყვარს

მეც ძალიან ვხალისობდი ამაზე smile.gif
* * *
ხმა მაინც ბრიგადას მივეცი.ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო ჩემთვის რუსული სერიალებიდანsmile.gif

Posted by: LaRe 13 Mar 2013, 15:44
weisenhaus
QUOTE
2012 წლის საუკეთესო რუსული სერიალია - Oбратная cторона Лyны.
ნუ, ბოლოში რაღაცეები ცოტა აურდაურიეს, მაგრამ მაინც მშვენივრად გაერთობი კაცი.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4274773

ამას ჩავუჯდები მერე - http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4316700


ეს როგორც აღწერიდან ჩანს ამერიკული თუ ბრიტანული სერიალის life on mars-ის გადმორუსულებული ვარიანტია. ძირითადათ ამ მიზეზის გამო არ ვუყურებ ამ ახალ რუსულ სერიალებს თითქმის ყველა ესე მოპარული თუ მიმსგავსებული იაფფასიანი დრამები გამოსდით. თუმცა მიხეილ ბორტკოს ვაღიარებ რომ შედევრები აქვს შექმნილი და რა თქმა უნდა ბრიგადა კლასიკაა smile.gif

Posted by: agnusweisen 13 Mar 2013, 20:19
LaRe
QUOTE
ეს როგორც აღწერიდან ჩანს ამერიკული თუ ბრიტანული სერიალის life on mars-ის გადმორუსულებული ვარიანტია.

მხოლოდ იდეაა აღებული მაგ სერიალიდან, თორემ რემეიქიც კი არაა. smile.gif
თუმცა, რამდენიმე წერდა, რომ მსგავსი სიუჟეტი სხვა ძველ ფილმებშიც ყოფილა, მათ შორის - რუსულშიც, ასე რომ - არც ეგ სერიალი გამოირჩევა სიახლით.
life on mars-ის პირველ სერიასაც ვერ ვუყურე ბოლომდე იმდენად არ მომეწონა მსახიობების თამაში და დიალოგები.
რუსულში - მსახიობების თამაშიც საკმაოდ მაღალ დონეზეა, სიუჟეტიც იდეალურად ვითარდება და იუმორიც გემოვნებიანი და დახვეწილია.

ამ სცენაზე სულ მეცინება, 19:30-დან უყურეთ ქართველი იჩითება. biggrin.gif
https://www.youtube.com/watch?v=DCucaBJj-Us


QUOTE
არ ვუყურებ ამ ახალ რუსულ სერიალებს თითქმის ყველა ესე მოპარული თუ მიმსგავსებული იაფფასიანი დრამები გამოსდით

მიმსგავსებულებსა და მოპარულებს არც მე ვუყურებ. ისე ვერ ვიტან ამერიკულ სერიალებს და გადარუსულებულს რა მაყურებინებს. biggrin.gif

Posted by: LaRe 13 Mar 2013, 20:51
agnusweisen
QUOTE

ამ სცენაზე სულ მეცინება, 19:30-დან უყურეთ ქართველი იჩითება. biggrin.gif


smile.gif)
ჩავუჯდები სხვა სერიებსაც თავისუფალ დროს იმედია ლაიფ ონ მარსს ბევრად ჯობია

Posted by: agnusweisen 13 Mar 2013, 20:58
LaRe
QUOTE
ჩავუჯდები სხვა სერიებსაც თავისუფალ დროს იმედია ლაიფ ონ მარსს ბევრად ჯობია

ამაზე ბევრად უკეთესი სერიალები აქვთ რუსებს, მაგრამ გასართობად და დროის გასაყვანად ეს - იდეალური სერიალია, რაღაც განსაკუთრებული აზრი მანდ არ დევს. smile.gif

Posted by: waisenhaus 10 Jun 2013, 20:13
Предатель მაგარი სერიალია! ახლა მოვრჩი ყურებას. smile.gif
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4168367

Posted by: essen 18 Oct 2014, 17:12
რაიმე ახალი ,კარგი რუსული სერიალი გამოვიდა 2014-ში?

Posted by: _Lali_ 18 Oct 2014, 18:24
essen
მე ვუყურებ რუსულ სერიალებს, ძირითადად პოლიცია-კრიმინალი და ასეთ ჟანრებში. შენ რა ჟანრი გაინტერესებს?

Posted by: პანკისელი 1 Nov 2014, 22:49
_kutaiseli_
QUOTE
ახლახანს დავასრულე ყურება

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=30442&L...j8rnauto8r9mkn3

კარგი სერიალია

სხვათა შორის მეც მომეწონა, ორ დღეში ამოვწურე

Posted by: Irakli2013 3 Nov 2014, 16:15
_Lali_
QUOTE
მე ვუყურებ რუსულ სერიალებს, ძირითადად პოლიცია-კრიმინალი და ასეთ ჟანრებში. შენ რა ჟანრი გაინტერესებს?


მე მეგონა რუსებს მარტო კომედია (სერიალი) ეხერხებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს სხვა ჟანრის კარგ სერიალებსაც უშვებენ

Posted by: elen7 16 Apr 2015, 23:26
Королева игры დავიწყე, და ნეტა არ დამეწყო., უაზრობაა,

რამე კარგი მირჩიეთ ))))

Posted by: _Lali_ 17 Apr 2015, 11:58
elen7
QUOTE
რამე კარგი მირჩიეთ

რა ჟანრში?

Posted by: elen7 17 Apr 2015, 13:44
_Lali_

QUOTE
რა ჟანრში?

ცხოვრებისეული. სიყვარულზე და ოცნებების ასრულებაზე, მოგზაურობაზე

Posted by: _Lali_ 17 Apr 2015, 15:02
elen7
ა, მაგ ჟანრში სამწუხაროდ ვერაფერს გირჩევ. მე მხოლოდ კრიმინალურებს ვუყურებ biggrin.gif

Posted by: elen7 18 Apr 2015, 00:21
_Lali_
კარგი, მითხარი საუკეთესო კრიმინალური შენთვის და დავიწყებ ყურებას, იქნებ მეც გადმოვიდე მაგ ჟანრზე biggrin.gif

Posted by: kodeqsi 18 Apr 2015, 00:26
QUOTE (elen7 @ 17 Apr 2015, 13:44 )
_Lali_

QUOTE
რა ჟანრში?

ცხოვრებისეული. სიყვარულზე და ოცნებების ასრულებაზე, მოგზაურობაზე

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif givi.gif

სუსტი სქესის რამის რავა ყველა წარმომადგენელს სულ ეს საპნის ოპერების შიგთავსიანი ჟანრები გიზიდავთ.... vis.gif


ნახეთ ჯობია მენტები, მეტ-ნაკლებად სერიოზული ფილმია, კარგად აჩვენებს ღრუსული სახელმწიფოებრიობის სრულ გახრწნილობას... ისინი სუსურუკუდ ჩარჩნენ ისევ თავის ნაბოტაქსევ ბელად ვოვა ლენინთან ერთად... gigi.gif

Posted by: elen7 18 Apr 2015, 00:40
kodeqsi
QUOTE
რამის

:O

ჰოდა გვირჩიე ბატონო კარგი, რუსული სერიალი )))
იმედია ეს ეხლა მაყვლობაში არ ჩამომართვი biggrin.gif

Posted by: kodeqsi 18 Apr 2015, 01:27
elen7
რათაი, რამისაცაა (კინაღამ) და ლამისაცაა (თითქმის), ხოლო სადაც კონკრეტულ წინადადებაში აზრდაუკარგავად გამოყენებადია გინდ კინაღამ და გინდ თითქმის (ყველგან ცხადია ასე არაა), იქ გინდ რ და გინდ ლ გიხმარია... აგერ იყო ამაზეც თემა https://forum.ge/?f=25&showtopic=34041914&st=0 და მასში ზოგან ძაან სწორი პოსტებიცაა...

რაც შეეხება ყურებას, თუ მენტები არ გინდებლარიან, მაშინ უყურე მულტფილმი როა ნუ პოგოდი და მასში პა ხოდუ მგლის ამპლუაში წარმოგიდგება ხოლმე შენი ფემინოთავი ჯიმი ზაეცის დევნისას, რაც მაგრად გაგისწორდება კიდეც... yes.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: givikogiviko 7 Jun 2018, 09:01
ადრე სამზარეულოს ვუყურებდი, ისე არ ეხერხებათ სერიალების გადაღება, ყველაფერში ბანძები როგორ არიან

Posted by: Lysabild 7 Jun 2018, 12:01
რატომაა დამახასიათებელი რუსული სერიალებისთვის მჩხავანა ქალები? რატომ ჩხავიან სულ, აი გონორით ჩხავიან.

Posted by: _kutaiseli_ 7 Jun 2018, 16:53
ბევრი კარგი სერიალი აქვთ რუსებს, ეგრეც არაა რა...

მაგაითად:

ИГРА
Мажор
Пепел
Высокие ставки
Меч
Пенсильвания
Шакал
Метод

და ა.შ.

ყველა მშვენიერი საყურებელია

Posted by: _Lali_ 8 Jun 2018, 10:59
_kutaiseli_
მართალია.
46 სერიალი მაქვს რუსული ნანახი smile.gif
ИГРА, Меч, Метод ნანახი მაქვს და ძალიან კარგია. კიდევ დავუმატებდი
Карпов
Ментовские войны
Шеф
Глухарь (კლასიკაა)
Пятницкий
Нюхач
Шахта
Закон
კიდევ ბევრია

Posted by: _kutaiseli_ 8 Jun 2018, 11:03
_Lali_
ეგრეა კი...

ბევრ ამერიკულ სერიალს ჯობია ზემოთ ჩამოთვლილი...


Posted by: Ras_al_Ghul 1 Mar 2023, 15:26
მოდი გავაცოცხლოთ ეს თემაც... ვინც უყურებთ.. ახალი კარგი სერიალები ჩამოყარეთ


#ღრუსებისდედაც მაგრამ მაინც

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)