დავიწყოთ სულ თავიდან. ძირითადად არსებობს სულ
3 თამაშის სტილი, ესენია: Roleplay(RP), Godfather(GF), Deathmatch(DM)
რა არის "Roleplay(RP)"? როლის თამაში. როლის თამაში ეს არის კომპიუტერული რეალობა, სადაც თქვენ თამაშობთ თქვენს მიერ არჩეულ როლს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თქვენ უნდა მოიქცეთ სერვერზე როგორც რეალური/ცოცხალი პიროვნება. თქვენ უნდა ირბინოთ, ისაუბროთ, გეშინოდეთ, გამოხატოთ ასევე სიხარული როგორც ნამდვილი ადამიანი. ეს იგივე რეალობაა, უბრალოდ თქვენ კომპიუტერში ხართ. როლის თამაშის არსია შესაბამისად თქვენი პერსონაჟის როლის თამაში. აქ ადგილი არ აქვს უაზო "Deathmatch(DM)"- ს (ყველას უმიზეზოდ დახოცვა). მთავარი ის კი არ არის აქ, ვინ ავა ყველაზე მეტ ლეველზე, ვინ შეაგროვებს ყველაზე მეტ ფულს და ვის ეყოლება ყველაზე მაგარი მანქანა. აქ მთავარია - ხარისხიანი როლის თამაში.
თქვენ ქმნით პერსონაჟს თავისი ხასიათით, ქცევებით, სურვილებით, გემოვნებით, მინუსებით და პლუსებით. თქვენ უნდა მართოთ თქვენი პერსონაჟი როგორც ცოცხალი ადამიანი.
იმისთვის, რომ ყველაფერი ერთად შეკრიბოთ და დაანახოთ ყველას თქვენი პერსონაჟი, ამისთვის არსებობს ფორუმზე განყოფილებაც, სახელად "პერსონაჟის ბიოგრაფიები". აქ თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ინფორმაცია თქვენს პერსონაჟზე, თუნდაც ისტორია.
ყველაზე მთავარია არ გააკეთოთ ის, რაც გინდათ თქვენ. გააკეთეთ ის, რაც უნდა თქვენს პერსონაჟს. თქვენ თქვენი თავი უნდა დააყენოთ მის ადგილას და თან მიინიჭოთ მისი ხასიათი და ყველაფერი ის, როგორიც თქვენ შექმენით ის თავიდან.
მაგალითად:წარმოიდგინეთ, თქვენ ელოდებით მეგობარს რომელიც არის შესული მაღაზიაში. ის უკვე დიდი ხანია მაღაზიაშია. თქვენს პერსონაჟს კი არ უყვარს ლოდინი, შესაბამისად ის ბრაზდება. თქვენ უნდა გამოხატოთ თქვენი სიბრაზე, რეაქცია და ყველაფერი სხვა. გაბრაზებული იაროთ იქეთ-აქეთ. როცა თქვენი მეგობარი გამოვა მაღაზიიდან, გაბრაზებულმა მიაყაროთ მას სიტყვები...
შემდეგ...ჩვენ ვთამაშობთ მიმდინარე დროს. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ნებისმიერ ახალ ამბებზე, რომლის ცოდნაც უნდა თქვენს პერსონაჟს. თქვენი თამაში უნდა ასევე ეყრდნობოდეს IRL-ს (რეალურ ცხოვრებას/In Real Life). ისაუბრეთ სპორტზე, პოლიტიკაზე და ა.შ.
თუ თქვენი პერსონაჟი არის ზანგი განგსტერი გეტოდან (Ghetto), მას უბრალოდ არ ეცოდინება რა ხდება მაგალითად, აზერბაიჯანში ან თუნდაც საქართველოში, რადგან მას ეს არ არინტერესებს. მაგრამ მან შეიძლება იცოდეს ფილმების შესახებ რაიმე... წესით ასეთ განგსტერს უფრო უნდა აიტერესებდეს, თუ როგორ იშოვოს ფული თავის გადასარჩენად. რადგან მსგავსი ბანდები იქმნება იმიტომ, რომ მათ წევრებს არ აქვთ საკმარისი ფული თავის გადასარჩენად და თავის დასაცავად, ამიტომ ისინი ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს. ნუ, მგონი ხვდებით...
როლის თამაში არ არის მხოლოდ ფულზე, ძარვაზე და ა.შ. ასევე არის კეთილი მხარეებიც. გართობა, ოჯახი, მეგობრები და ა.შ. მაგალითად წყნარ თამაშებს ეძახიან "ჰუდ რპ-ს" (Hood rp). თქვენ შეგიძლიათ ითამაშობ ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა.. მოუყვეთ თქვენს მეგობრებს ამბავი, რომელიც დაგემართათ დღეს, როგორ შეაბით გოგო და როგორ ერთობოდით და ა.შ. მოკლედ ძალიან ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება =)
იმედია რაღაცას მაინც მიხვდით როლის თამაშში.
ახლა კი უნდა გაეცნოთ თამაშის ტერმინებს:Role Play - როლის თამაში. ვირტუალური რეალობა, ის რაც ზევით იყო ახსნილი.
/me - ამ კოდის გამოყენებით თქვენ აღწერთ თქვენს მოქმედებას თუ რას აკეთებთ იმ წამს.
IC (In Character) - ყველაფერი რაც ეხება მხოლოდ თამაშს, როლური ინფორმაცია. თავიდან ძნელი მისახვედრია, მაგრამ ნელნელა გაიგებთ.
OOC (Out of character) - არაროლური ინფორმაცია. რაც არ ეხება თამაშს.
Bunny Hop (BH) - კურდღლის ნახტომი. ხტომით სირბილი. იმისთვის, რომ აუჩქაროთ სიარულს. აკრძალულია სერვერზე.
Death Match (DM) - უმიზეზოდ სხვა პერსონაჟის მოკვლა. ასევე აკრძალულია.
Metagaming (MG) - ნიშნავს იმას, როცა იყენებ ინფორმაციას IC-ში, რომელიც აიღე OOC-დან.მაგალითად:
მოთამაშე "ა" მივიდა მოთამაშე "ბ"-სთან, მაგრამ მოთამაშე "ა" არ იცნობს მოთამაშე "ბ"-ს IC-ში, ანუ თამაშში. ამ დროს მოთამაშე "ა" ეძახის მოთამაშე "ბ"-ს მის სახელს, რომელსაც ხედავს OOC-ში, რომელიც აწერია მოთამაშე "ბ" თავზე.
მოთამაშე "ა" არის მკვლელი და იმყოფება შენობაში, რომლის გარშემო არიან პოლიციელები, მაგრამ მოთამაშემ ეს არ იცის. მოთამაშე "ბ"-ც არის მკვლელი, მაგრამ მან მოასწრო შენობიდან გასვლა პოლიციის მოსვლამდე, ეს ორივე მოთამაშე ესაუბრება ერთმანეთს სკაიპის საშუალებით. ამ შემთხვევაში მოთამაშე "ბ" იმალება ქუჩაში და ხედავს ამ ყველაფერს და უცბათ ეუბნება მოთამაშე "ა"-ს, რომ მოვიდა პოლიცია და შენ უნდა იმოქმედო რამე, ამ დროს ის გადის სერვერიდან და შემოდის იმ დროს, როცა IC-ში უკვე პოლიცია იქ აღარ არის.
Revenge-killing (RK) - მოთამაშის მოკვლა იმის გამო, რომ მან მოგკლათ თქვენ IC-ში. (თქვენი მხრიდან ეს ითვლება OOC შურისძიებად).
მაგალითად:
მოთამაშე "ა"-მ მოკლა მოთამაშე "ბ". Roleplay დამთავრდა და მოთამაშე "ბ" გამოვიდა საავადმყოფოდან, ამის შემდეგ კი მან იშოვა იარაღი და წავიდა ისევ მოთამაშე "ა"-სთან და მოკლა ის ყოველგვარი მიზეზის გარეშე (მიზეზი იყო მხოლოდ ერთი: OOC შურისძიება).
მოთამაშე "ა"-მ გაუკეთა მოთამაშე "ბ"-ს CK. მოთამაშე "ბ"-მ შექმნა სხვა პერსონაჟი, იპოვა მოთამაშე "ა" და შურისძიების მიზნით გაუკეთა მას CK.
Player Kill (PK) - წესით ამას აკეთებენ მაშინ, როცა გინდა რომელიმე მოთამაშის თავიდან მოთორება იმ IC სიტუაციაში. მაგალითად ის გიშლით რამეში ხელს, თქვენ უკეთებთ მას PK-ს და ის დათანხმდება სიკვდილზე (accept death), ამის შემდეგ მან უნდა დაივიწყოს ყველაფერი რაც მოხვდა და აღარ გაიხსენოს ის IC-ში.
Character Kill (CK) - უკვე მთლიანად პერსონაჟის მოკვლა. CK-ს გაკეთებისთვის არის საჭირო ძალიან ძლიერი მიზეზი. +ამას, თუ თქვენ დააპირებთ გააკეთოთ ეს ჩვენს სერვერზე, აუცილებლად უნდა გახსნათ თემა "სიტუაციების" გაყოფილებაში, "CK - Player Name" და შემდეგ ატვირთოთ იქ სურათები ამ სიტუაციიდან. CK-ს გაკეთების შემდეგ იმ მოთამაშემ ვისაც გაუკეთეს ეს, ტოვებს თავის პერსონაჟს (აღარ ითამაშებს იმ პერსონაჟით სერვერზე) და ქმნის ახალს...
Powergaming (PG) - ნიშნავს ისეთი მოქმედებების გაკეთებას, რასაც რეალობაში ვერ იზამდა თქვენი პერსონაჟი.
მაგალითად:
მოთამაშე თამაშობს მსუქანი კაცის როლს და თამაშის დროს მოვა ისეთი სიტუაცია, სადაც ის ვალდებულია გაექცეს პოლიციას (ფეხით). ამ დროს ის იწყებს სირბილს, გადის რამდენიმე წუთი, მან გაირბინა დაახლოებით მთელი ლოს-სანტოსი და ამ დროს არც დაღლილა, ესაა შეცდომა. ყველაფერი, პერსონაჟის დაღლილობაც კი უნდა გამოხატოთ!
ან მაგალითად იგივე სიტუაცია, იგივე მსუქანი პერსონაჟით და როცა ის გარბის უცბათ გადაახტება მაღალ ღობეს, რეალობაში მას ეს ვერ გამოუვიდოდა, ამიტომაც სერვერზეც არ ღირს ამის გაკეთება, რადგან გამოჩნდება არარეალური.- კიდევ ერთი მაგალითი, მოთამაშე წერს: /me awia manqana da gadaisrola Michael'is mimartulebit და ასეთი მსგავსი უაზრობები.
--------------
ხასიათის ჩამოყალიბება.წარმოაიდგინეთ რომ ეს სერვერი არის ერთი დიდი სცენა თქვენ ყველანი კი მსახიობები რომლებიც სხვადასხვა როლებს თამაშობენ მაგრამ ეს როლები თქვენთითონვე უნდა შექმნათ და მისცეთ სწორი მიმართულება, ამ სრულყოფილ გზამკვლევში მე გასწავლით როგორ უნდა მოახერხოთ ეს. პირველ რიგში საჭიროა ჩამოაყალიბო შენი პერსონაჟის ხასიათი, უნდა თქვა რა მოსწონს მას და რა არ მოსწონს, როგორი პიროვნებაა - არის ის კეთილი თუ ბოროტი, რისი ეშინია და რა სურს რომ გააკეთოს, უნდა შექმნა პერსონაჟი რომელიც საინტერესოა და აქვს თავისებური რაღაცეები რაც მხოლოდ მას გააჩნია - მარტივად რომ ვთქვათ უნდა იყო ორიგინალური, შეეცადე არ გაყვე სტერიოტიპებს და არ აირჩიო უბრალო სახელი (თუ გინდა რომ უბრალო პერსონაჟი გქონდეს აირჩიე მაშინ უბრალო სახელები).
ისტორიათუ არ გეზარება შეეცადე რომ დაწერო პატარა ისტორია შენ პერსონაჟზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე შენი პერსონაჟის წასრული რადგან გაგიადვილდება მომავალში მისი ხასიათის ჩამოყალიბება, დიდ რომანის დაწერას არ გთხოვთ უბრალოდ პატარა ორ პარაგრაფიანი ისტორია რომ შემდეგში მოახერხო შენი პერსონაჟის ჩამოყალიბება.
მოტივიმოტივი არის ერთერთი მნისვნელობა პერსონაჯის კონსტრუქციაში, შეეცადე რომ გქონდეს მოტივაცია, მაგალითად შენ გსურს რომ ჩამოაყალიბო ახალგაზრდა თინეიჯერი პერსონაჯი რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია და არის ძალიან დეპრესირებული - შენ თუ ამ პერსონაჟის დეველოპირებას არ განაგძობ მაშინ ის უბრალოდ "უსულოდ" დარჩება და გექნება უბრალო პერსონაჟი რომელსაც არც მოტივი აქვს და არც არაფერი, როგორც ვთქვი მოტივი აუცილებელია შენი პერსონაჟისთვის - რანაირი მოტივი გექნება არის შენზე და შენ კრეატიულობაზე დამოკიდებული.
შეხედულებაშეხედულება არის ერთერთი ყველაზე უმნიშვნელო მარა მაინც საჭირო ასპექტი დეველოპირების, შეეცადე რომ შექმნა ასპექტი - მაგალითად; ჩემი პერსონაჟი არის ას ოთხმოცი სანტიმეტრი და აქვს საშვალო კუნთის მასა, მას აქვს წვერი და ბევრი ბრძოლის იარები, არ უყვარს გამოპრანჭვა და იცვავს უბრალო ტანსაცმელს.
დასკვნადასკვნა ის არის რომ თუ პერსონაჟი იქნება უსულო და უბრალოდ ქაღალდივით თხელი, მარტივად რომ ვთქვათ თქვენ Godfather(GF) თამაშობთ და არა როლეფლეის, წარმატებას გისურებთ პერსონაჟის ჩამოყალიბაბაში.
---------------
როგორ დავიწყო თამაში(ინსტალაცია):ლინკი
--------------
[b]აქტიური ქართული პროექტი:ჯერ-ჯერობით ქართული აქტიური პროექტია
LS-RP, რომელიც სულ მალე გაიხსნება.
---------------
წინა თემა:
GTA SAN ANDREAS მულტიპლეერი, ნაწილი II This post has been edited by JizZy on 14 Sep 2015, 14:52