მე ვიყავი წელს, ივლისში.
ვაჟას ძეგლიდან 206 კმ.-ია. დაახლოებით 3 საათში ჩახვალ.
გიდი არ აგვიყვანია, მაგრამ მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლა 5 ლარია.
თუ ბორჯომიდან წახვალ გირჩევ მწვანე მონასტერი ნახო, ლიკანს რომ გაცდები, გზაზე შეგხვდება აბრა და დაახლოებით 2კმ-შია გზიდან.
ულამაზესი ადგილია
მე გავაკეთე ერთდღიანი ტური:
მწვანე მონასტერი->რაბათი->საფარას მონასტერი->ხერთვისის ციხე->ვარძია->და უკანა გზაზე ბორჯომში მწვადები
სანამ წავიდოდი ბევრმა მითხრა ვერ მოასწრებო, მაგრამ მშვენივრად ჩავეტიე დროში.
This post has been edited by Take_Off on 19 Aug 2015, 14:58