#58430158 · 1 Oct 2021, 23:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაცს ბევრი არ ჭირდება სიყვარულისთვის. თვალების ერთი შემოფეთებაც კმარა. :დ ეს ქალები წონიან და ზომავენ ყოველი მხრიდან და მხოლოდ ხანგრძლივი არგუმენტაციისა და მწყობრი სილოგიზმების შემდეგ ასკვნიან, რომ უყვართ. :დ რა ხელი აქვს სიყვარულს გონიერებასა და ლოგიკასთან?
თან თუ კაცი მეოცნებეც არის, შეყვარება კიდევ უფრო ადვილი ხდება. მაშინ მამაკაცი თავის წარმოდგენაში ჰქმნის ხატს, რომელსაც მრავალ თვისებასა და ღირსებას მიაწერს და უყვარს მთელის გულითა და წრფელის სიყვარულით. :დ შეიძლება, ეს მარტოოდენ აჩრდილისა და ქიმერას სიყვარულია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? - სიყვარულის ობიექტი თუ არა, მიზეზი ხომ მაინც არის ნამდვილი ქალი? ან კი დანამდვილებით ვიცით, რა არის ნამდვილი?
მეტიც, ხშირად მხოლოდ სწორედ ერთი, პირველი დანახვით შეყვარებაა შესაძლებელი, რომელიც იქამდე გრძელდება, ვიდრე ქალი პირს გააღებდეს. :დ
რავარც დიდი მიგელ დე უნამუნო იტყოდა, სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას, გაცნობა კი სიყვარულს კლავს.
მაშ! :დ
This post has been edited by Alfred_Albion on 2 Oct 2021, 02:36
--------------------
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი
|