მოგესალმებით,
პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, გული მიგრძნობს აქამდე ექნებოდა ვინმეს გახსნილი თემა ამ საკითხზე, თუმცა სარჩევში თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ გავხსენი. თუკი არასწორ ადგილას არის, მოდერს ვთხოვ, რომ შესაბამისი ადგილი მიუჩინოს ამ თემას.
ეხლა უშუალოდ საკითხს რაც შეეხება:
ძალიან მინდოდა ჩამომეყალიბებინა ელექტრონული კომერციის ასოციაცია. თუმცა, როგორც ვნახე, ჩემამდე, დაახლოებით 10 თვის წინ სხვასაც ქონდა მსგავსი იდეა და, ჩემგან განსხვავებით, განახორციელა კიდეც.
თუმცა.. შემიძლია თქვენი აზრით, რომ ცოტა განსხვავებული სახელი დავარქვა და ამ სახით დავაფუძნო მაინც ?
მაგალითად, თუკი შექმნილია ელექტრონული კომერციის ასოციაცია, მე შევქმნა ელექტრონული ვაჭრობის ასოციაცია, ან ინტერნეტ ვაჭრობის ასოციაცია ?
ვიცი უაზრობაა, თუმცა მაინც ვიკიტხავ: ფერდერაცია ეს სპორტის მიმართულებაა და ჩემს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ხომ ? (ძალიან ცუდად ვერკვევი იურისპრუდენციაში)
ასევე, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა თანხა ჯდება დაახლოებით ასოციაციის დაფუძნება ?
წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის