ვეცდები მოკლედ დავწერო ჩემი დიდი პრობლემის შესახებ რასაც შფოთვები და უიმედობის განცდა ჰქვია
ეს შფოთვა უმეტესწილად მოიცავს ნერვიულობას ოჯახზე, ფინანსებზე, დაავადებებზე, სამსახურზე. სულ მგონია რაღაც ცუდი მჭირს ექიმთან ვერ მივდივარ ცუდი დიაგნოზის შიშით, თუ ძაან არ გამიჭირდა და ყველაფერი ნორმ რო აღმოჩნდება მაგარი შეგრძნებაა, ბედნიერი და ძლიერი ვხდები. ასევე ოჯახის წევრების ცუდად გახდომის მედინია პანიკურად. ზოგადად კი თავი იმენა ლუზერი მგონია და ვარ კიდევაც, რომელიც სამსახურში არის დაბმული 9დან 6მდე სადაც ისე ვიღლები ფიზიკურად და ემოიურად რომ არაფრის თავი აღარ მაქვს, სახლში მოსულს მუსიკა მაწყნარებს თავდაჯერებულობსს მმაატებს. სამსახურს ვერ ვიტან მონობსს და უპერსპექტივობა მძულს, ჩემი თავიც მძულს რო ვერანაირ ნაბიჯს ვერ ვდგამ ან სხვა სამსახურის ძებნა ან სასწავლებლად წასვლა მხოლოდ ვფიქრობ ნაბიჯს ვერ ვდგავ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მყავს ვისთანაც მსიამოვნბს ურთიერთობა. სხვას ყველას ვერიდები ვერ ვუგებ არ მსიამოვნებს, ნორმ კონტაქტს ვერ ვახერხებ ვიძაბები. ასევე თავშეყრის ადგილებს ვერიდები არ მსიამოვნებს რაღაც ქვეცნობიერი შიში მაქვს რომ ყველა მე მიყურებს ან დამცინიან))). ისეთი აღწერა გავაკეთე და##### მაქვს
)))))
გარეგნულად ეს არ მემჩნევა ვერავინ იფიქრებს იმას რაც მე აქ ჩამოვწერე. ხანდახან თავდაჯერებული და ბედნიერიც ვარ. მოკლედ მე ვფიქრობ რომ ფინანსებია მთავარი პრობლემა სპორტი ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრება გამაძლიერებდა მაგრამ არ გამოდის ამ სამსახურის გადამკიდე დავდიოდი ფიტნესზე მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი ვერაფერს ვაკეთებდი უშედეგო იყო
მოკლედ ვფიქრობ რაღაც წამლები მჭირდება თორემ ძაან ვიტანჯები რამე დანემართება მართლა ))) გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრები და გამოცდილება როგორ დავდგე სწორ გზაზე...