Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფორუმის შესახებ > როგორ გახდეთ მოდერატორი


Posted by: Hyperzet 12 Mar 2013, 14:14
იმისათვის, რომ იუზერი მოდერატორი გახდეს, საჭიროა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:


● კარგად იცნობდეს ფორუმის წესებს.
● იცავდეს forum.ge-ს ინტერესებს.
● კარგად იცნობდეს იმ განყოფილების სპეციფიკას, სადაც მოდერატორობა სურს.
● ფორუმზე მისი რეგისტრაციიდან უნდა იყოს გასული არანაკლებ 2 წელი.
● პოსტების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 2000-ს.
● იყოს განყოფილების აქტიური წევრი.
● იყოს კომპეტენტური იმ განყოფილების თემატიკაში, სადაც მოდერატორობა სურს.
● დადებითი შეფასებით ხასიათდებოდეს განყოფილების იუზერებსა და მოდერატორებს შორის.
● იყოს მიმტევებელი, ზრდილი, თავაზიანი, გაწონასწორებული, აუღელვებელი და მშვიდი.
● იყოს კოლეგიალური, გუნდური, მიუკერძოებელი, ადეკვატური. სამართლიანი, ტოლერანტული.
● შეეძლოს გამართულად, გრამატიკული შეცდომების გარეშე ქართულად წერა.
● შეეძლოს განყოფილებაში წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მართვა, რეგულირება და განმუხტვა.
● მისი ვორნლოგი არ უნდა იყოს დატვირთული უხამსი, უზენცურო გამონათვამებით. სასურველია, საერთოდ სუფთა იყოს.
● არ უნდა იყოს რასისტი, ნაცისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი, პოლიტიკური ან რელიგიური ფანატიზმით გამსჭვალული და ა.შ.
● უნდა იაზრებდეს. რომ მისი თითოეული ქმედება ზოგად წარმოდგენას ჰქმნის მოდერატორთა გუნდზე.
● ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო მოდერატორის ფუნქციის შესასრულებლად.

თუ იუზერის კანდიდატურა აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს და ამავდროულად, შესაბამისი განყოფილების მოდერატორები ხედავენ მოდერატორის დამატების აუცილებლობას, ისინი ამ იუზერის კანდიდატურას განსახილველად წარადგენენ დირექტორის კაბინეტში.


მოდერატორთა გუნდი იმსჯელებს და გამოიტანს დასკვნას, მიზანშეწონილია თუ არა ამ იუზერის კანდიდატურა მოდერატორად.
გადამწყვეტია მოდერატორთა გუნდის უმრავლესობის აზრი.
შესაბამისად, ამ პროცედურიდან გამომდინარე, მოდერატორთა გუნდის უმრავლესობის დადებითი პასუხის შემთხვევაში,
ადმინისტრატორი საცდელი ვადით ჩაურთავს კანდიდატს Mod CP-ს .
ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით, მას შესაძლოა ჩაერთოს " co-Moderators", რაც "Moderators"-ის ანალოგიაა, IP-ს დანახვის ფუნქციის გარეშე.
საცდელი ვადის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კანდიდატს, CP რასაკვირველია, ჩაეხსნება.
წარმატებული მოდერირების შემთხვევაში, კანდიდატი ჩვეულებრივად, გააგრძელებს მოდერირებას,
მოდერატორობის დატოვება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, პირადი თხოვნის საფუძველზე- შესაბამისი მიზეზის მითითებით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)