აზარტული არ ვარ საერთოდ. პირიქით, არ მიყვარს არც კარტის და არც ნებისმიერი სხვა აზარტულის თამაში.
გასულ ზაფხულს ნათესავი ჩამოვიდა მოსკოვიდან. ქალაქში გავიარ-გამოვიარეთ. სლოტკლუბში შესვლა მოინდომა. ვეცადე გადამეფიქრებინა მაგრამ ვერა. შევედით. მიახარჯა ფული და გამოვედით. კიდევ ვაკეთეთ რაღაცები და ისევ მოუნდა სლოტკლუბში შესვლა.
მეორე შესვლაზე ვიფიქრე ერთხელ მეც ვითამაშებთქო და აპარატში 20 ლარი შევაცურე.
დავაწკაპუნე რამდენიმეჯერ და 20 ბონუს დატრიალება მაჩუქა. და ამ ბონუს დატრიალებებმა ჯამში სადღაც 15 ლარი მომაგებინა. მოკლედ ბალანსი მქონდა 30 ლარი.
შევწყვიტე თამაში და გამოვიტანე ფული.ამასობაში ჩემს მეგობარს კიდევ ბლომად ფული წაეგო და ბოლო რამდენიმე დატრიალებაღა ჰქონდა დარჩენილი.
ისიც დამთავრდა და გამოვედით კლუბიდან.
იმას ცხვირპირი ჩამოსტიროდა მეკიდევ მოგებაში ვიყავი
ცალკე კლუბის თანამშრომელი გამოშტერდა მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებიაო აქ ანუ 10 ლარის მოგების გატანა
მოკლედ კარგად ვიხალისე პირველი და ბოლო შესვლა იყო შპლოტკლუბში
This post has been edited by llev on 23 Nov 2018, 00:38
საკონსტიტუციო სასამართლო ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ (c) კონსტიტუციონალისტი ჩიპოლინო