მეც ეს მიკვირდა :/
მშვენიერი თემაა და ვერ ვპოსტავდი დიდი ხნის მანძილზე მაგის გამო
kvaratskheliaეგრევე 20 კმ ს მიახტი კაცო?!
მოკლედ 30 კმ მაგ დროში არ არის მარტივი მისაღწევი..
მე დავრბივარ დიდ დისტანციებს და ნახევარმარათონი 1 სთ 32 წთ ში ვირბინე ანუ ფეისი 4:22 გამოვიდა
დამოკიდებულია შენს ვარჯიშებზე, რამდენჯერ დარბიხარ და როგორ ვარჯიშობ, ისე რთულია გირჩიო
ზოგადად რაც შემიძლია ვთქვა ესაა
დაიწყე ქვემოდან ანუ 5-10-15 კმ სირბილებით, დაიმახსოვრე შენი ტემპი და ეცადე აუმჯობესო, ჩაიწერე პროგრამა strava თუ გაქვს სმარტფონი.
ივარჯიშე: 1. გამძლეობაზე (შორი დისტანცია დაბალი ფეისი) 2. ივარჯიშე სისწრაფეზე (მოკლე მანძილი მაღალი ფეისი) 3. და საშუალო (შენი საშუალო ტემპი და მანძილი) 4. და იცოდე შენი საუკეთესო შედეგი 10-15-20-25-30 კმ ებზე, ამას ეტაპობრივად გააუმჯობესებ თუ სწორად ივარჯიშე).
მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გააკეთებ:
1. შეარჩიე სწორი ბოტასი სირბილისთვის, არ დაზოგო ფინანსები თორემ ჯანმრთელობაზე დაგარტყავს ისევ
2. შეარციე სწორი ტანისამოსი სირბილისთვის, ამინდების მიხედვით. არ ჩაიცვა ძალიან თბილად და ეცადე ისუნთქოს კანმა, მითუმეტეს სიცხიან ამინდში
3. დაიცავი რეჟიმი, ძილი, კვება და ა.შ. მაგალითAდ იძინე 8 საათი და იკვებე ჯანსაღად, ასევე ვარჯიშამდე 1.5 სთ-2 სთ ადრე ჭამე
4. წყალი არ მოიკლო სვი, 3-4 ლიტრი.. მასეთი ვარჯიშით დატვირთვას მეტიც უნდა
5. ირბინე სწორად! არ დახტე ქუსლით და არც წვეტით. ეცადე არ იხტუნო ენერგიას დაზოგავ. და რაც მთავარია ტემპი/ფეისი გქონდეს რაც შეიძლება თანაბარი (არ გაიქცე თAვიდან სწრაფად,არ გაჩერდე მალევე. ნელა დაიწყე ნელა დაამთავრე), ისუნთქე 4-5 ნაბიჯზე ჩაისუნქე შემდეგ 4-5 ნაბიჯზე ამოისუნთქე. გააჩნია მე 4:00 ფეისით თუ დავრბივარ 5 კმს მაშინ 3-ზე ძლივს ვასწრებ ჩAსუნთქვას.) 6. აუცილებლად გაახურე ყველა სახსარი სირბილამდე, გააკეტე გაწელვები, ყველაზე მეტად ფეხები გაახურე და გაწელე. პირველი 1 კმ ირბინე ნელა რომ ორგანიზმი შეემზადოს.
7. სირბილის გარდა აკეთე კარდიო ვარჯიშები, ჩაჯდომები, პრესის ვარჯიშები (ქვედა უფრო), ველოსიპედს გირჩევდი კიდევ.
მემგონი ყველაფერი დავწერე
შეგიძლია FB ზე running club georgia შიც დაპოსტო
ჰო და მსოფლიო რბენაზეც თუ გამოხვალ მოგეცემა მოტივაცია მეტად
იმედია რეგისტრაცია არ დასრულდა
ესეც ჩემი შედეგი 15 კმ ზე
This post has been edited by Present> on 29 Apr 2018, 13:34
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)