მსგავსი თემა ვერ ვნახე და ახალს ვხსნი. აქ განვიხილოთ იდეები და მარშუტები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ასევე ხარჯები და პრაკტიკული რჩევები.
საქართველოდან აღმოსავლეთით წასვლა სჯობს და დასავლეთით დაბრუნება ალბათ კულტურული გადმოსახედიდან.
გადავხედე ბლოგებს იმ ხალხის ვინც იყო და იმათი მონაცემებით თვეში $1.5კ ჯდება ეკონომოიურად მოგზაურობა და სადღაც $2.5კ ნორმალურად რომ იყო. ++$ კომფორტის მიხედვით.
თუმცა არის სხვა ტიპის ხარჯებიც:
-კარიერული შეფერხება
-დანაზოგის შემცირების ფსიქოლოგიური წნეხი
-ახლობლების ვერ დახმარება
-მეგობრებიდან მოწყვეტა
მე პირადად მიყვარს მოგზაურობა ბავშობიდანვე და ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ ერთ თვეზე მეტი არასდროს ერთდროულად. დიდი ოცნებაა ჩემი რომ მსოფლიო მოვიარო. არასდროს მქონია ამის შესაძლებლობა ფინანსურად მაგრამ ახლა მაქვს და ამიტომაც ვფიქრობ. ჰოდა ამ ტიპის მოგზაურობის ფიქრი არ მასვენებს. მინდა ერთი ან ორი წლით მივატოვო ყველაფერი და წავიდე ვიმოგზაურო. ან მარტომ ან ვინმესთან ერთად თუმცა ვერ გადავწყვიტე.
ვინმე წასულხართ დიდ ხნიან მოგზაურობაში? როგორი გამოცდილება იყო და ადვილად გადაწყვიტეთ? ვიცი აქ ერთი იუზერი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო მაგრამ ბლოგი რომ ვნახე ფოტოგრაფია და სავარაუდოდ ეს მის საქმიანობასაც უკავშირდება. ჩემს შეთხვევაში არ მაქვს ისეთი პროფესია მოგზაურობით რომ შევითავსო და პოზიტიურად ავსახო სივიზე.