forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (87) « პირველი ... 85 86 [87]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მესაქონლეობის ფერმა, ხომ არ გაქვთ ვინმეს ბიზნეს გეგმა?
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2282
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 27 Apr 2018, 18:56  #52609329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩაკრულო
მოდი ცალკე გააკეთე თემა და ჩამოწერე რა რას საქმიანობ და რა სერვისებს სთავაზობ ხალხს. აგერ სულ არ ვიცოდი ეგ ამბავი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ არ ვიცი... ღორის განაყოფიერებაზე არაფერია წინსვლა?


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
ჩაკრულო
გამხიარულდი ბუხარო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4375
წევრი No.: 4567
რეგისტრ.: 13-March 04

გამოგზავნილია: 28 Apr 2018, 11:51  #52612060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
vano22
ეეჰsmile.gif იმდენ რამეს ვაკეთებ ძმისავ ხან მეც გამიკვირდება ხოლმე, მაგრამ კაი მაგას აქვს რაც მეტს გააკეთებ, ახალს, უცხოს და ინოვაციურს. არ მიყვარს იმის კეთება რასაც სხვა უკვე აკეთებს! ან თუ აკეთებს მაგრამ ცუდად და მე უკეთესი შემიძლია იქაც ვხედვა ჩემს ადგილს. შედეგებს ასე თუ ისე კი ხედავ შენს ფერმაში.

ღორის განაყოფიერებაზე 1 წელი დაცდა მოგვიწევს დაახლოებით, სანამ ჩემი ცენტრი შევა ექსპლუატაციაში, სამწუხაროდ სხვა ხარისხიან მომწოდებელს ბაზარზე ვეტ ვხედავ და ეგ არაა კარგი.


--------------------
[B]კახელი კაცი ვარ, ალალი კაცი[/B]

[B]დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ[/B]
memberii
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 28 Apr 2018, 23:23  #52615373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი მეგობრებო,ხომ არ გაქვთ ინფორმაცია,როგორ შეიძლება დავადგინო ძროხის მაკეობა მარტივად? რაიმე ტესტი არის? პირველ ხბოზეა თან..წესით 7 თვის უნდა იყოს თუ არის მაკედ... მუცელი რაიმე განსაკუთრებულად არ ეტყობა,ჯიქანი ცოტათი დაუშვა დაბლა...
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1344
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 10:25  #52617020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.

This post has been edited by kaxaberski66 on 29 Apr 2018, 10:26
memberii
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 11:14  #52617163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (kaxaberski66 @ 29 Apr 2018, 10:25 )
memberii
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.


მადლობა,დავაკვირდები აბა... რატომღაც ვფიქრობ,რომ უფრო დიდი მუცელი უნდა ჰქონდეს და არ აქვს... სხვა რა საშუალებაა რომ დავადგინო? არადა 7 თვისას კი უნდა ეტყობოდეს კარგად..
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1344
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 13:09  #52617609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii
შვიდი თვისას არ ექნება დიდი მუცელი.
სწორედ 7 თვის შემდეგ იზრდება ინტენსიურად ხბო. ბოლო ორ თვეში. ეხლა შეიძლება კარგად ვერც შეატყო.
სხვა საშუალებაც არსებობს. ვეტექიმმა უნდა გასინჟოს უკანა ტანიდან ხელთათმანიანი ხელის შეყოფით.
merabc
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 159684
რეგისტრ.: 18-January 13

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 13:45  #52617789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii
QUOTE
სალამი მეგობრებო,ხომ არ გაქვთ ინფორმაცია,როგორ შეიძლება დავადგინო ძროხის მაკეობა მარტივად? რაიმე ტესტი არის? პირველ ხბოზეა თან..წესით 7 თვის უნდა იყოს თუ არის მაკედ...

ძროხის მაკეობის რაც შეიძლება სწრაფად დადგენას დიდი ნიშვნელობა აქვს. ყველა ადრეული დადგენა (1 თვეში) შესაძლებელია ულტრაბგერითი აპარატით (პორტატულით) ან სისხლის ანალიზით. 2 თვეში შესაძლებელია საშვილოსნოში ხელით მოსინჯვით. ორივე მანიპულაციას კვალიფიციური ვეტერინარი ან ლაბორატორია სჭირდება.
საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ძალიან ცოტა ვეტერინარს აქვს ეგეთი აპარატი და არც ის ვიცი ზუსტად, ჩვენთან შეუძლიათ თუ არა ლაბორატორიებს დაადგინონ ეს სისხლით.
QUOTE
თუ 7 თვისაა, ესეიგი ხბო უკვე მოძრაობს კარგად. მშიერზე მარჯვენა მხრიდან მუცელზე მიაწექი, ხბოს რომ შეეხები, უნდა ამოძრავდეს.

ნუ თუ განაყოფიერებიდან 7 თვის შემდეგ კიდევ არკვევ მაკეა თუ არა ძროხა, ოო ვერ ააწყობ ეგრე საქმეს. არ არის ეს სერიოზული მიდგომა საქმისადმი.

This post has been edited by merabc on 29 Apr 2018, 13:49
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2282
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 14:02  #52617864      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii მე ღორებს ვასინჯვინებ ხოლმე მაკეობაზე. ზემოთ როგორც გითხრეს პორტატული ეხოსკოპიის აპარატები აქვთ ვეტექიმებს და ეკრანზე ჩანს ნაყოფიsmile.gif


გვერდში მიაწექი გაშლილი ხელისგულით და დაუცადე რაიმე მოძრაობას.. .




ჩაკრულო
როგორ ახერხებ ამდენი საქმის ერთად კეთებასsmile.gif დავიცდი მეტი რა გზაა სანამ ფერმაში გადავალ და სანამ ღორებს მოვამრავლებ კი გამართავ შენ მაგ საქმესაცbiggrin.gif.
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1344
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 14:18  #52617936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამოცდილი მესაქონლე ადვილად მიხვდება განაყოფიერების მერე დარჩა თუ არ ძროხა მაკედ.
სამი კვირის გასვლის შემდეგ, განმეორებით აღარ უნდა ახურდეს.
არსებობს ახურების ნიშნებიც.მაგალითად.
აღგზნებადობა, ზედმეტად ბღავილი, ძროხებზე შეხტომა, ჭამისას უმადოდ ჭამა, თუ მეწველია, წველაში მოკლება.
merabc
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 159684
რეგისტრ.: 18-January 13

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 14:54  #52618145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
QUOTE
გამოცდილი მესაქონლე ადვილად მიხვდება განაყოფიერების მერე დარჩა თუ არ ძროხა მაკედ.
სამი კვირის გასვლის შემდეგ, განმეორებით აღარ უნდა ახურდეს.

კახა ეს ნაწილობრივ არის მართალი, რადგან შესაძლებელია მაკედ მყოფმა საქნელმაც გამოამჟღავნოს ახურების ნიშნები და ამ დროს განაყოფიერება, ნაყოფს დაღუპავს. ან შესაძლებელია პირიქით, არ იყოს მაკედ და არც გამოამჟღავნოს ახურება, ჩვენ კი ამიტომ მაკედ მყოფი გვეგონოს. ამიტომ სხვა მეთოდები მაკეობის დადგენის უფრო სასარგებლოა.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ბაგური შენახვის მეთოდით მყოფი საქონელი, რომელიც მუდმივად ბეტონზეა, ჰაერის, მზის და ქორფა ბალახის ნაკლებობას განიცდის, ნაკლებად ამჟღავნებს ახურების მკვეთრ ნიშნებს. ამიტომ შესაძლებელია გამოგვეპაროს.
memberii
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 15:00  #52618177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (merabc @ 29 Apr 2018, 13:45 )

ნუ თუ განაყოფიერებიდან 7 თვის შემდეგ კიდევ არკვევ მაკეა თუ არა ძროხა, ოო ვერ ააწყობ ეგრე საქმეს. არ არის ეს სერიოზული მიდგომა საქმისადმი.


დამწყები ვართქო რომ გითხრა,მოგატყუებ,ადრეც მყოლია და მეტნაკლებად რაღაც გამეგება,მაგრამ ახლა დავეჭვდი რატომღაც,უფრო დიდი ცური და მუცელი უნდა ჰქონდეს,ეგრე მგონია...
ბიზნესი და რამე დიდი წარმოება არ მაქვს,უბრალოდ საოჯახო მეურნეობა მაქვს,მხოლოდ ოჯახისთვის,აქამდე არაფერი შემიმჩნევია,მაგრამ გუშინ ახურების ნიშნები შევამჩნიე და კი დამაეჭვა...ბღაოდა და დახტოდა აქეთ-იქით უაზროდ,ეს 7 თვე რომ მსგავსი არაფერი უქნია...

სხვა რა გზაა,დაველოდები ეს 2 თვე...
* * *
QUOTE (merabc @ 29 Apr 2018, 14:54 )
შესაძლებელია მაკედ მყოფმა საქნელმაც გამოამჟღავნოს ახურების ნიშნები და ამ დროს განაყოფიერება, ნაყოფს დაღუპავს. ან შესაძლებელია პირიქით, არ იყოს მაკედ და არც გამოამჟღავნოს ახურება, ჩვენ კი ამიტომ მაკედ მყოფი გვეგონოს. ამიტომ სხვა მეთოდები მაკეობის დადგენის უფრო სასარგებლოა.


აი ეს მაინტერესებდა ზუსტად,ანუ შეიძლება რომ მაკედ მყოფმაც გამოავლინოს ახურების ნიშნები? დაგრილების მერე არაფერი შემიმჩნევია 7 თვე და მაგიტომ ვიფიქრე ალბათ არ არის მაკედ-თქო.ბაგურზე არ მყავს,სულ საბალახოდ არის გაშვებული.
merabc
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 159684
რეგისტრ.: 18-January 13

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 15:42  #52618375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
memberii
ასეთ კითხვებზე უფრო პროფესიონალურად აქ გიპასუხებენ: http://georgiandairy.org/ka
გადადი "ტექნოლოგიები" - მერე "ექსპერტების მიერ ონლაინ კონსულტაცია"
memberii
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 227461
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 16:45  #52618624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merabc
მადლობა ინფორმაციისთვის,კარგი საიტია
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) « პირველი ... 85 86 [87]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0422 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]