Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > მცენარეების ყიდვა/გაყიდვა/გაჩუქება


Posted by: kate79 14 Jun 2007, 21:45
თბილისში კარგი მაღაზია მინდა, სადაც შევძლებ ყველანაირი ქოთნის ყვავილების თესლების ყიდვას.

Posted by: beberi_kaci 15 Jun 2007, 11:58
QUOTE
თბილისში კარგი მაღაზია მინდა, სადაც შევძლებ ყველანაირი ქოთნის ყვავილების თესლების ყიდვას.

no.gif no.gif no.gif no.gif no.gif
თბილისი, კარგი მაღაზია, ყველანაირი ქოთნის ყვავილები......ეჰჰჰჰჰ მასე მხოლოდ ზღაპრებშია.
ისე რა ყვავილები გაინტერესებს?

Posted by: krematori 5 Apr 2009, 20:45
იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება ვნახო მწერიჭამია მცენარეები, ადრე მქონდა მაგრამ ზამთარში შიმშილით მომიკვდაsad.gif

Posted by: Maykuna 17 Apr 2009, 23:17
უი რადგან აქ კითხულობენ მეც ვიკითხავ რა ძალიან მომწონს პომიდორები ჩერი ამ დღეებში ვიყიდე გუდვილში ჰოდა ვიფიქრე თესლები რომ დავრგო თუ გამოვა რამე მოვიძიე საიტებზე და სხვა ქვეყნის კლიმატიც ხომ უნდა გავითვალისწინო და ამიტომ მაინტერესებს ჩვენი კლიმატისთვის დაგვიანებული ხომარარის და საერთოდ გამოვა რამე აივანზე მინდა მქონდეს მზიან მხარეს თუ გაგეგებათ რამე ამ საქმის იქნებ მირჩიოთ რა და კიდევ როზმარინის ნერგი მინდა smile.gif

Posted by: ketato617 23 Apr 2009, 14:28
QUOTE (Maykuna @ 17 Apr 2009, 23:17 )
უი რადგან აქ კითხულობენ მეც ვიკითხავ რა ძალიან მომწონს პომიდორები ჩერი ამ დღეებში ვიყიდე გუდვილში ჰოდა ვიფიქრე თესლები რომ დავრგო თუ გამოვა რამე მოვიძიე საიტებზე და სხვა ქვეყნის კლიმატიც ხომ უნდა გავითვალისწინო და ამიტომ მაინტერესებს ჩვენი კლიმატისთვის დაგვიანებული ხომარარის და საერთოდ გამოვა რამე აივანზე მინდა მქონდეს მზიან მხარეს თუ გაგეგებათ რამე ამ საქმის იქნებ მირჩიოთ რა და კიდევ როზმარინის ნერგი მინდა smile.gif

ერჯერადებში ჩარგე და მერე გადარგე... გვიანი ჯერ არ არის. მაგრამ რამდენად მოისხავს არ ვიცი. დამტვერვა და რაიმე ეგეტებია საჭირო. ის სამთო ქიმიასთან ბევრი მაღაზიები და იქნებ იქ გაგიწიონ კონსულტაცია.

Posted by: DeNadie 25 Apr 2009, 16:41
დამეხმარეთ რა ,აივნისთვის მინდა ისეთი მცენარე,ყინვაგამძლეც რო იყოს და ლამაზიც
მირჩიეთ რომელი ჯობია,ან თუ არსებობს ასეთი მცენარე

Posted by: Varvara 25 Apr 2009, 16:55
შეგიძლია აუკუბა სცადო.............

Posted by: varianeli 30 Apr 2009, 19:06
გამარჯობა

შროშანის ტუბერების ყიდვა სად შეიძლება ვინმემ თუ იცის?

Posted by: pernata 1 Jun 2009, 01:13
QUOTE
აუფ მოინდომეთ რა. ინვაზიური მცენარეა და არ შეიძლება საქართველოში გაშენება.

ჩვენ გვაქვს, Greenservice -ში და მშვენივრად ხარობს ლილოში. www.greenservice.ge
* * *
QUOTE
უი რადგან აქ კითხულობენ მეც ვიკითხავ რა ძალიან მომწონს პომიდორები ჩერი ამ დღეებში ვიყიდე გუდვილში ჰოდა ვიფიქრე თესლები რომ დავრგო თუ გამოვა რამე

კი. გამოდის ძალიან კარგად. აივანზე საკმაოდ კარგ მოსავალს ვიღებთ ხოლმე smile.gif თითო ჩითილი დაახლოებით ვედროს ხელა ქოტანში უნდა იყოს ბოლოს. მანამდე პატარა კონტეინერში დათესე, რომ გაღივდება, "პიკირება" გაუკეთე ცოტა დიდში, დააცალკევე ჩითილები, შეიძლება შეწამლვა დაჭირდეს, "ნაცარი" ემართებათ, და "ხუჭუჭა" . სამთო ქიმიასთან რომ მიიტანო დაზიანებული ფოთოლი, გირჩევენ და მოგცემენ წამალს. გააჩნია, რომელი ჩერი იყიდე, უამრავი ჯიშია. ოქტომბრამდე იძლევა "მოსავალს"
* * *
QUOTE
საკურას ნერგი თუ იყიდება სადმე? ძალიან მჭირდება

გვაქვს yes.gif
* * *
QUOTE
დამეხმარეთ რა ,აივნისთვის მინდა ისეთი მცენარე,ყინვაგამძლეც რო იყოს და ლამაზიც მირჩიეთ რომელი ჯობია,ან თუ არსებობს ასეთი მცენარე

შეგიძლია მუშმალას კურკა დათესო, 80% იძლევა შედეგს. ძაან ლამაზი ყინვაგამძლე ხეა, პახოდუ ზამთარში ყვავილობს ფანტასტიური სუნი აქვს. ახალი წლების პერიოდში. ზაფხულკში-ხილი. 70 სმ-სიმაღლის კონტეინერში მიდგას, ხე 2 მეტრამდე უკვე. (ნერგებსაც ყიდიან) ავოკადოს კურკა ნაკლები პროცენტია, მაგრამ, ეგეც შეგილია ცადო..
აუკუბა, (ბუჩქია მწვანე ფოთლებზე ყვითელი წინწკლებით) სურნელოვანი დაფნა (ჩინურ იასამანს ეძახიან ჩვენთან) ძაან სურნელოვნად მოყვავილე ბუჩქი. აზალია.. ეს მარტივი ასორტიმენტი, რაც ნებისმიერ ქუჩაში გაჩერებულ ნერგების გამყიდველს აქვს. შედარებით ძვირიანი ვარიანტები-სანერგეებში.

Posted by: daitio 2 Jun 2009, 08:11
სახლის ერთერთი კედელია 400 კვ.მ. მირჩიეთ რით შემიძლია გავალამაზო? ხვიარა თუ სხვა?? მარადმწვანე მინდა რამე
* * *
pernata
გუგლში ნახე vertical green garden . ალიბაბაზე ოხრადაა ეს პანელები 3-6 $ . რომ ჩამოვიტანო გამიკეთებთ? ან აქვე რომ ავაწყობინოთ პლასტიკტებით

Posted by: pernata 2 Jun 2009, 20:43
daitio
ეგ ვერტიკალური კედლები და green roof ახალი სიტყვაა დენდროლოგიაში. ანუ, მცოცავი მცენარეებით კი არ არის, სპეციალურ პანელებში ირგვება გარკვეული ჯიშის მცენარეები და განუწყვეტლათ მინერალური სასუქებით იკვებება. საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ ივანიშვილს ააქვს მთაწმინდის აპარტამენტებში. თუ ისევ დაინტერესებული ხარ, დამიკავშირდი smile.gif აქ უკვე აქვთ შემოტანილი ეგ პანელები, და ეხლა ვაკეთებთ სახურავს ერთ-ერთ აგარაკზე (სედუმებით - sedum).
თუ ცოტა მარტივად გინდა, გირჩევდი სხვადასხვა სახის ლიანების დარგვას. მარადმწვანე მხოლოდ სუროა (hedera hibernica), ყვავილოვანი ლიანები, რაც უპრობლემოდ იშოვება საქართველოში-პართენოცისუსი - Parthenocissus, (ეს არაა ყვავილოვანი, შემოდგომაზე რომ წითელია, ის არის) ტეკომა - campsis, გლიცინია glicinia, პასიფლორა - passion flower, კლემატისი - clematis. დაგუგლე, აარჩიე და გემოვნების მიხედვით შეგიძლია დარგა შერეულად.

Posted by: daitio 2 Jun 2009, 20:53
pernata
სუროს მეც ადვილად დავრგავ, უბრალოდ კედლების დაცვაც მინდა და პროპორციულად და ლამაზად დაფარვა. ფასები იქნებ მომცე

Posted by: pernata 2 Jun 2009, 21:16
დრო უნდა ცოტა და სულ შეივსება კედელი. ეს ყველა მცენარე შეგიძლია თითონ დარგო, უპრეტენზიოები არიან. ფასები-15დან 40 ლარამდე, ზომიდან გამომდინარე. პასიფლორა და კლემატის შედარებით კომპაქტურები არიან, გლიცინია და ტეკომა-ძალიან აქტიურები. მზე უყვარს ყველას.

Posted by: daitio 3 Jun 2009, 00:18
pernata
ხომ არ იცი კედელს არ აფუჭებს??

Posted by: pernata 3 Jun 2009, 20:30
სურო, მამენტ კი, შტუკატურკას. საცეცებით ეწეპება, მაგრამ თუ ნესტიანი კედელია, ის ნესტი გამოაქვს. დანარჩენები-არა, მაგრამ დამხმარე შტირების ან თოკების გარეშე არ ეკვრის კედელს.

Posted by: Baiateo 5 Jun 2009, 02:03
მშვენივრად შეიძლება ხარობს მაგრამ ძალიან არასასურველი მცენარეა ადგილობრივი სახეობებისთვის

Posted by: pernata 11 Jun 2009, 14:07
QUOTE
მშვენივრად შეიძლება ხარობს მაგრამ ძალიან არასასურველი მცენარეა ადგილობრივი სახეობებისთვის

რატომ?

Posted by: ju_sa 28 Jun 2009, 19:40
მოგესალმებით ყველას. smile.gif ერთი კითხვა მაქვს .
ძალიან მიყვარს, ლათინურად Hyacinth, ქართულად თუ არ ვცდები სუმბული. სად შეიძლება ვიყიდო ბოლქვები?? როგორ მოვუარო ??? თუ არ დაიზარებთ მიპასუხეთ baby.gif

Posted by: pernata 28 Jun 2009, 22:19
QUOTE
ძალიან მიყვარს, ლათინურად Hyacinth, ქართულად თუ არ ვცდები სუმბული. სად შეიძლება ვიყიდო ბოლქვები?? როგორ მოვუარო ??? თუ არ დაიზარებთ მიპასუხეთ

სუმბულის (გიაცინტის) ბოლქვები უნდა დარგა მიწაში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და ადრეულ გაზაფხულზე იყვავილებს. ეხლა გასაყიდი ბოლქვების სეზონი არ არის, ცივ ადგილას ინახავენ ზაფხულში. შემოდგომაზე გამოჩნდება გაყიდვაში მაღაზიებშიც და ბაზარზეც. მაღაზიაში ყიდვა ჯობია, რათქმაუნდა, ფერი და ხარისხი მეტად გარანტირებულია.

Posted by: ju_sa 28 Jun 2009, 23:09
pernata

დიდი მადლობა ოპერატიული გამოხმაურებისთვის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 29 Jun 2009, 10:50
ju_sa
QUOTE
დიდი მადლობა ოპერატიული გამოხმაურებისთვის

არაფრის! smile.gif

Posted by: etuka 4 Jul 2009, 02:43
არმა მინდა ვიყიდო არმა ,იქნებ შემომთავაზოთ, ფასი და სურათი დადეთ ფლზ

Posted by: datiko1960 4 Jul 2009, 19:04
ახალი წინადადება "პავლოვნია"-ს ხის ჩითილებთან დაკავშირებით,ვყიდი იაფად ფასი 1$.
საკონტაკტო ტელეფონი 879151514.

Posted by: datiko1960 6 Jul 2009, 22:11
ახალი წინადადება "პავლოვნია"-ს ხის ჩითილებთან დაკავშირებით,ვყიდი იაფად ფასი 1$.
საკონტაკტო ტელეფონი 879151514. ან 899149144

Posted by: Mur_Mur 9 Jul 2009, 23:32
იყიდება სხვადასხვა ასაკის ჯუჯა ხეები, აფრიკული იები, ლილია, კოლეუსი, ფინიკის პალმის ნერგებისხვადასხვა ჯიშის კაქტუსი და ბეგონია. ფასები - 8 ლარიდან ზევით. თუ დაინტერესდებით - PM smile.gif

Posted by: pernata 11 Jul 2009, 11:14
ვისაც პრობლემა გაქვთ ზაფხულში მცენარეების დატოვების, შპს "ეკო დესანტი" თქვენი აქ არყოფნის დროს მოუვლის თქვენს გამწვანებას.

Posted by: Kmuno 13 Jul 2009, 11:20
http://www.radikal.ru


ეს რა ყვავილია შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: pernata 14 Jul 2009, 00:59
kmuno
კაქტუსის ყვავილია, კაქტუსი, კი, თუ არ ვცდები, არის - რებუცია - Ребуция - Rebutia.
* * *
სახეობა - ჯუჯა რებუცია. Ребуция карликовая

Posted by: veragi 17 Jul 2009, 13:00
QUOTE (pernata @ 11 Jul 2009, 11:14 )
ვისაც პრობლემა გაქვთ ზაფხულში მცენარეების დატოვების, შპს "ეკო დესანტი" თქვენი აქ არყოფნის დროს მოუვლის თქვენს გამწვანებას.

გამწვანებას კი , მაგრამ აი სახლის ყვავილებს ვინ მოუვლის, უნდა ვეძებო ვინმე ვინც არდაიზარებს 2 დღეში ერთხელ მოსვლას და მორწყვას...ნუ 3 დღეში ერთხელ მაინც...

Posted by: pernata 17 Jul 2009, 21:33
QUOTE
გამწვანებას კი , მაგრამ აი სახლის ყვავილებს ვინ მოუვლის, უნდა ვეძებო ვინმე ვინც არდაიზარებს 2 დღეში ერთხელ მოსვლას და მორწყვას...ნუ 3 დღეში ერთხელ მაინც...

რა უბანშია ყვავილები?

Posted by: veragi 18 Jul 2009, 01:03
QUOTE (pernata @ 17 Jul 2009, 21:33 )
QUOTE
გამწვანებას კი , მაგრამ აი სახლის ყვავილებს ვინ მოუვლის, უნდა ვეძებო ვინმე ვინც არდაიზარებს 2 დღეში ერთხელ მოსვლას და მორწყვას...ნუ 3 დღეში ერთხელ მაინც...

რა უბანშია ყვავილები?

war.gif ანუ შესაძლებელია სახლშიც მოვიდნენ და მოუარონ მცენარეებს? ეჭვი მეპარება ამას ვინმე დატანხმდეს... gigi.gif
არა ისევ მეზობელს ან ნატესავს დავავალებ...

Posted by: pernata 18 Jul 2009, 22:36
QUOTE
ანუ შესაძლებელია სახლშიც მოვიდნენ და მოუარონ მცენარეებს? ეჭვი მეპარება ამას ვინმე დატანხმდეს..

არის ესეთი სერვისიც. yes.gif უბანს გააჩნია. ბიჭები დადიან და უვლიან, გარკვეულ საფასურად.

Posted by: Gol-um 30 Jul 2009, 16:37
იყიდება მცენარე ,,მონსტერა" 8 წლის

ვისაც დაგაინტერესებთ PM-ში მომწერეთ

რამე ზედმეტი კითხვები არ დამისვათ ახლობელმა მთხოვა დამედო ეს პოსტი biggrin.gif

Posted by: perry-wuna 31 Jul 2009, 02:15
ყავის ხე ხომარ იცით სადმე გასაყიდი?იქნებ ვინმემ მიმასწავლოს სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: Hate_eternal 31 Jul 2009, 03:07
Love Lies Bleeding მინდა

რატომღაც ძალიან მომწონს
შეილება სახლში ეს?


user posted image

ან Devil's Tongue

user posted image


ან Calico Flower

user posted image


უფრო ეს მესამე

სადმე შეილება რომ ვიყიდო ამათგან რომელიმე?

ან ესენი თუ არა რამე დიდი ყვავილი მინდა
ოთახში რო შეავსოს და გაალამაზოს
უფრო წიტელ ფერებში მინდა
რამე ვარიანტს ვერ შემომთავაზებთ??

Posted by: selavi 2 Aug 2009, 16:53
იქნებ ვინმემ მითხრათ სად შევიძენ ბამბუკის ნერგებს?
გმადლობთ.

Posted by: anatoreli 3 Aug 2009, 22:38
ურთხმელის თესლის ან ნერგის ნახვა სად შეიძლება ხო არ იცით?.....

Posted by: Morbid Angel 8 Aug 2009, 19:47
თბილისში ყველაზე კარგი ყვავილების მაღაზია სად არის ხო ვერ მეტყვით??

Posted by: taileri 11 Aug 2009, 12:54
მონსტერასა და ჯუჯა ვარდების ყიდვა მინდა, სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: persona_nongrata 11 Aug 2009, 13:33
ხალხოო salvia divinorum ის ნერგი ან თესლი ან ფოთლები იყოს თუნდაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაშოვნინეთ სადმე. თუ რამეა ფულსაც გადავიხდი.



http://www.radikal.ru
salvia divinorum

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: veragi 11 Aug 2009, 14:08
სილვია იისფერია, წიტელი არაა სილვია დივინორუმი, და საერტოდ რატ გინდა ეგ?! gigi.gif

Posted by: persona_nongrata 11 Aug 2009, 14:22
veragi

ბოლო 2 სურათია დივინორუმის. და ის წითელიც ვარგა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: veragi 11 Aug 2009, 14:24
წითელი ჩვეულებრივია და არ ვარგა იმისტვის შენ რაშიც გინდა! დივინორუმი გამოიწერე ფოსტით, აქ ვერ ნახავ! gigi.gif

Posted by: Morbid Angel 12 Aug 2009, 22:57
QUOTE
თბილისში ყველაზე კარგი ყვავილების მაღაზია სად არის ხო ვერ მეტყვით??



Posted by: pernata 13 Aug 2009, 20:37
Morbid Angel
წერეტელზე, "გამოფენაზე" euro plant, უცხოური და ძვირიანი ნერგები. იქვეა "ევრო ეზო", ვდნხ-მდე ჩასახვევში. სუპერმარკეტ "ჯორჯიტა"-სთან. "duch garden design" დიღომშია, 09-ში გაიგე ზუსტი მისამართი. იქაც - ჰოლანდიური და ძვირიანი. ქართული და კარგი ნერგები-გააჩნია, რა გინდა. დაფანტულია.
* * *
QUOTE
ბოლო 2 სურათია დივინორუმის. და ის წითელიც ვარგა. 

წითელი არა biggrin.gif სალვიები - (შაფრან) მოიკითხე სანერგეებში- "გამწვანება კრწანისში" მგონი აქვთ. 09-ში ტელ.ს გეტყვიან.

Posted by: veragi 13 Aug 2009, 21:14
QUOTE (pernata @ 13 Aug 2009, 20:37 )
[b]
QUOTE
ბოლო 2 სურათია დივინორუმის. და ის წითელიც ვარგა.  

წითელი არა biggrin.gif სალვიები - (შაფრან) მოიკითხე სანერგეებში- "გამწვანება კრწანისში" მგონი აქვთ. 09-ში ტელ.ს გეტყვიან.

შაფრან არა-შალფეი ანუ სალბი ქართულად ყველა სახეობა თიტქმის სამკურნალო მცენარეა, ერთადერთი დივინორუმია , რომელიც შეიცავს იმას რაც იმ ახალგაზრდას აინტერესებს! აქ ეგ არ ექნებათ არცერთ ვარიანტში!!! givi.gif

Posted by: pernata 13 Aug 2009, 22:29
QUOTE
შაფრან არა-შალფეი ანუ სალბი

უი ხო, ხო, შემეშალა, სპას.
http://www.drevo-poznaniya.ru/magazin-enteogenov/?page_id=3&category=3&product_id=1
და
http://en.wikipedia.org/wiki/Salvia_divinorum
ხოო, ეს ალბათ არ ექნებათ smile.gif

Posted by: marimari 14 Aug 2009, 15:03
იყიდება ალოე, 2 წლის, იაფად, პირადში მომწერეთ

Posted by: so_catchy 18 Aug 2009, 19:54
ყვავილი ბაია სად შეიძლება ვიშოვოო?

Posted by: Morbid Angel 22 Aug 2009, 04:31
pernata

QUOTE
წერეტელზე, "გამოფენაზე" euro plant, უცხოური და ძვირიანი ნერგები. იქვეა "ევრო ეზო", ვდნხ-მდე ჩასახვევში. სუპერმარკეტ "ჯორჯიტა"-სთან. "duch garden design" დიღომშია, 09-ში გაიგე ზუსტი მისამართი. იქაც - ჰოლანდიური და ძვირიანი. ქართული და კარგი ნერგები-გააჩნია, რა გინდა. დაფანტულია.* * *


გაიხარე, მადლობა!.. smile.gif

Posted by: pernata 22 Aug 2009, 21:13
Morbid Angel
2kiss.gif my pleasure

Posted by: marimari 28 Aug 2009, 16:57
ვყიდი თეთრ და იისფერ იებს, თითო 2,5 ლარად,კიდევ ალოეები.5 წლის- 3 ლარად, 2 წლის- 1 ლარად

Posted by: pernata 29 Aug 2009, 17:27
ესეთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით: ჩემი ახალი სანერგე არის დიღმის ბოლოში, და მინდოდა ტრასაზე ნერგებით ვაჭრობის დაწყება, მაგრამ მერიის კეთილმოწყობას აგრძალული ქონია (მამენტ, მართალიცაა). მცხეთის გამგეობაში კიდე არის შანსი ნებართვის, "თბილისის" აბრის მერეო. ოღონდაც არ არის მარტივიო. რამე გზები ხომ არ იცით ვინმემ? (ისეთი კარგი მცენარეები გვაქააქვს smile.gif )

Posted by: fenix_n 12 Sep 2009, 01:30
ცისფერი ვარდი ვის უნდოდა მე მივასწავლი. აქ რო დავწერო რეკლამააო დაა რავიცი. არ გირს ძვირი 8 ლარი ღირს ცაილი. ოგონდ ეგენი შეღებილია რო იცოდეთ, რაგაცას უკეტებენ ზრდის პროცესში. რავი ეგრე მიტხრა გამყიდველმა. გარედან საგებავით შეღებილი არ არის biggrin.gif

Posted by: perry-wuna 12 Sep 2009, 03:24
pernata
რა მცენარეები გაქვთ იქნებ დაწეროთ
fenix_n
სად იყიდება ცისფერი ვარდი ძალიან მინდა

Posted by: pteranouka 20 Sep 2009, 15:03
perry-wuna

fenix_n



წყალში ჩადებ თეთრ ვარდს და ამ წყალში ლურჯ საღებავს ჩაასხამ
ასე აცისფრებენ ვარდებს biggrin.gif

Posted by: wirus 20 Sep 2009, 15:15
და გამოყვანილი ჯიში რომ ვიყიდო სადმე არ იცით? ლურჯი ვარდის ძალიან მინდა smile.gif

Posted by: pteranouka 20 Sep 2009, 15:56
wirus

არსებობს საერთოდ გამოყვანილი ჯიში ?

Posted by: pernata 20 Sep 2009, 16:20
perry-wuna
QUOTE
რა მცენარეები გაქვთ იქნებ დაწეროთ

ცოტახანში გავაკეთებთ კატალოგს და ვებ გვერდზე დავდებთ. შეგატყობინებთ smile.gif
QUOTE
სად იყიდება ცისფერი ვარდი ძალიან მინდა

ცისფერი ვარდი, საღებავების გარეშე, არ არის აქტიური ცისფერი, მოვარდისფრო-მოიასამნისფრო-მონაცრისფეროა. ლამაზია ძალიან. რომ აყვავდება, დავდებ ფოტოს. ინტენსიური ცისფერი, მართლაც შეღებილია.

Posted by: anatoreli 22 Sep 2009, 03:29
დღეს დავითრიე ჰიმალაის ფიჭვის გირჩები,ვინმემ ხო არ იცის როგორ დავთესო რო ნერგი გავზარდო?მე ეს ფიჭვი საქართველოში არსად შემხვედრია....

Posted by: perry-wuna 23 Sep 2009, 15:59
pernata

QUOTE
ცოტახანში გავაკეთებთ კატალოგს და ვებ გვერდზე დავდებთ. შეგატყობინებთ


აბა მოუთმენლად გელოდებით biggrin.gif biggrin.gif
სახლში მაქვს ბამბუკის ტოტები,ხომ ვერ მეტყვით წყალში რომ ჩავდო გაიხარებს? ან როგორ დავაფესვიანო? 2kiss.gif

Posted by: pernata 23 Sep 2009, 22:35
anatoreli
QUOTE
დღეს დავითრიე ჰიმალაის ფიჭვის გირჩები,ვინმემ ხო არ იცის როგორ დავთესო რო ნერგი გავზარდო?მე ეს ფიჭვი საქართველოში არსად შემხვედრია....

მინი-სათბური გაუკეთე, პლასტიკატის ან ხის ყუთში, თავზე დააფარე ხოლმე მინა ან ორგმინა, სითბო, სითბო და სითბო უნდა აღმოცენებისთვის, და მაქსიმალურად დღის შუქი. ქვიშანარევი (გარეცხილი ქვიშა) მიწა. 1X1 თან. მინა ახადე ხოლმე, რომ არ "დაიხრჩოს'. ჩაყარე თესლები გარკვეული ინტერვალით. 5-6 სმ რომ გახდებიან, პიკირება გაუკეთე, და სათითაოდ გადაიტანე დახვრეტილ პლასტმასის ჭიქებში.
perry-wuna
QUOTE
სახლში მაქვს ბამბუკის ტოტები,ხომ ვერ მეტყვით წყალში რომ ჩავდო გაიხარებს? ან როგორ დავაფესვიანო?

ბამბუკი გაყოფით მრავლდება, ანუ დედა-ხეს ამონაყარს რომ მოაცლი. ტოტით-არამგონია რამე გამოგივიდეს smile.gif თუმცა, შენი რა მიდის, ჩადე წყალში, დიდი ხანი გაძლებს.

Posted by: abelo 23 Sep 2009, 22:47
anatoreli
pernata

QUOTE
დღეს დავითრიე ჰიმალაის ფიჭვის გირჩები,ვინმემ ხო არ იცის როგორ დავთესო რო ნერგი გავზარდო?მე ეს ფიჭვი საქართველოში არსად შემხვედრია....


სტრატიფიაკაცია არ უნდა გაუკეთდეს?



Posted by: pernata 23 Sep 2009, 23:09
abelo
QUOTE
სტრატიფიაკაცია არ უნდა გაუკეთდეს?

კვიპაროსის გირჩებით მქონდა მაცივარი გატენილი, ტილოებში გახვეულიც, ისეც, ასეც, და უკეთ ჩვეულებრივად ჩაყრილები ამოვიდა. რავიცი, მე არ ვუკეთებ ხოლმე, შეიძლება გაკეტდეს კიდეც. smile.gif

Posted by: fenix_n 23 Sep 2009, 23:27
QUOTE
fenix_n
სად იყიდება ცისფერი ვარდი ძალიან მინდა


პმ-ში მომწერეთ და გეტყვით აქ რავი რეკლამაში არ ჩამეთვალოს. ხო ისე ეგ შეღებილებია ოგონდ ზრდის პროცესში უკეთებენ ფერს და მერე ცისფერი გამოდის.

Posted by: pernata 23 Sep 2009, 23:30
fenix_n
QUOTE
პმ-ში მომწერეთ და გეტყვით აქ რავი რეკლამაში არ ჩამეთვალოს. ხო ისე ეგ შეღებილებია ოგონდ ზრდის პროცესში უკეთებენ ფერს და მერე ცისფერი გამოდის.

ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაა, და ჩვენც გვითხარი, რა! არ ჩაგეთვლება რეკლამაში. smile.gif

Posted by: anatoreli 24 Sep 2009, 00:33
pernata
QUOTE
მინი-სათბური გაუკეთე, პლასტიკატის ან ხის ყუთში, თავზე დააფარე ხოლმე მინა ან ორგმინა, სითბო, სითბო და სითბო უნდა აღმოცენებისთვის, და მაქსიმალურად დღის შუქი. ქვიშანარევი (გარეცხილი ქვიშა) მიწა. 1X1 თან. მინა ახადე ხოლმე, რომ არ "დაიხრჩოს'. ჩაყარე თესლები გარკვეული ინტერვალით. 5-6 სმ რომ გახდებიან, პიკირება გაუკეთე, და სათითაოდ გადაიტანე დახვრეტილ პლასტმასის ჭიქებში.

თითქმის ეგრე გავაკეთე,პლასტმასის ყუთში,ქვიშისა და ცოტა სასუქით გაჯერებული მიწა ავურიე....სახლში მაქვს შიგნით ფანჯრის რაფაზე და მინის დაფარება მაინც უნდა? biggrin.gif მეორე ნაწილი ბამბებს შუა მოვაქციე და ბიოსასუქიანი სითხე დავასხი(სადღაც წავიკითხე,წიწვოვანი მწენარეების ვარგისს თესლს ასე არჩევენო)

უკაცრავად და პიკირება რაა? biggrin.gif

abelo
QUOTE
სტრატიფიაკაცია არ უნდა გაუკეთდეს?


არც ეს არ ვიცი რაა,თორე გავუკეთებდი,კიდე მაქვს გირჩები... biggrin.gif

ძალიან ლამაზია და რბილი, ფუმფულა წიწვები აქვს yes.gif

Posted by: pernata 24 Sep 2009, 00:38
anatoreli
QUOTE
უკაცრავად და პიკირება რაა?

biggrin.gif აღმოცენებული პატარა ნერგების გადარგვა ცალცალკე ჭურჭელში.
QUOTE
სტრატიფიაკაცია არ უნდა გაუკეთდეს?
არც ეს არ ვიცი რაა,თორე გავუკეთებდი,კიდე მაქვს გირჩები...

ქართული ლინკი ვერ ვიპოვე sad.gif
http://www.arsvest.ru/archive/issue663/garden/view8133.html
* * *
QUOTE
თითქმის ეგრე გავაკეთე,პლასტმასის ყუთში,ქვიშისა და ცოტა სასუქით გაჯერებული მიწა ავურიე....სახლში მაქვს შიგნით ფანჯრის რაფაზე და მინის დაფარება მაინც უნდა?

yes.gif მაინც. ღამე აუცილებლად. 22-25გრადუსი რომ უნდა? ფანჯარაზე არ გრილა? გირჩების ნაწილი შეინახე, და თბილ სეზონზე დათესე.

Posted by: anatoreli 24 Sep 2009, 01:13
pernata
QUOTE
მაინც. ღამე აუცილებლად. 22-25გრადუსი რომ უნდა? ფანჯარაზე არ გრილა? გირჩების ნაწილი შეინახე, და თბილ სეზონზე დათესე.

დიდი მადლობა... ეგრე ვიზავ smile.gif


ურთხელის თესლების დათესვაც მინდოდა,მაგრამ გაიყიდა მცენარე და ვერ მოვასწარი user.gif 10 წელი კი მოუნდებოდა ამოსვლას მაგრამ მაინც,შვილიშვილს ხო მოესწრებოდა biggrin.gif


ეს ისევ ჰიმალაის ფიჭვის წიწვები
* * *
abelo
QUOTE
დღეს დავითრიე ჰიმალაის ფიჭვის გირჩები, ვინმემ ხო არ იცის როგორ დავთესო რო ნერგი გავზარდო? მე ეს ფიჭვი საქართველოში არსად შემხვედრია ....



სტრატიფიაკაცია არ უნდა გაუკეთდეს?

არ უნდა სტრატიფიკაციაო,გავიგე.....ოღონდ გაზაფხულზე ჯობია რო დაითესოსო biggrin.gif

pernata
QUOTE
კვიპაროსის გირჩებით მქონდა მაცივარი გატენილი, ტილოებში გახვეულიც, ისეც, ასეც, და უკეთ ჩვეულებრივად ჩაყრილები ამოვიდა. რავიცი, მე არ ვუკეთებ ხოლმე, შეიძლება გაკეტდეს კიდეც. 


აი ამ საიტზე თესლები იყიდება და იქვეა მონაცემები,რომელს როგორი სტრატიფიკაცია ჭირდება(სტრატიფიკაციაც გავიგე რაც არის lol.gif )

http://www.semencesdupuy.com/page.php?pa=liste&la=2&ncat=13&x=23&y=7

Posted by: abelo 24 Sep 2009, 15:58
anatoreli
QUOTE
ეს ისევ ჰიმალაის ფიჭვის წიწვები

ძალიან ფუმფულები და საყვარლები არიან smile.gif

ზევით ნატამ დადო ლინკი თუ როგორ უნდა გაუკეთო სტრატიფიკაცია.
ზოგჯერ ხელოვნურად არ გამოდის ხოლმე სტატიფიკაცია, ამიტომ ჯობია გირჩები მარტამდე ხეზე დარჩეს და ბუნებრივი სტრატიფიკაციაც გამოვა.
გაზაფხულზე კი მოკრიფო და დათესო.

Posted by: anatoreli 24 Sep 2009, 16:23
abelo
QUOTE
ზევით ნატამ დადო ლინკი თუ როგორ უნდა გაუკეთო სტრატიფიკაცია.
ზოგჯერ ხელოვნურად არ გამოდის ხოლმე სტატიფიკაცია, ამიტომ ჯობია გირჩები მარტამდე ხეზე დარჩეს და ბუნებრივი სტრატიფიკაციაც გამოვა.
გაზაფხულზე კი მოკრიფო და დათესო.

ხო ვნახე,მაგრამ ეგ ფიჭვი ბუნებში არც მინახია..მეგობარს აქვს გამწვანების ფირმა და იქ აქვთ გასაყიდად....გაზაფხულამდე გაიყიდება,ჯობია გირჩები დავკრიფო biggrin.gif

Posted by: pernata 25 Sep 2009, 00:34
anatoreli
QUOTE
მეგობარს აქვს გამწვანების ფირმა და იქ აქვთ გასაყიდად.

ევროპლანტი? smile.gif

Posted by: anatoreli 25 Sep 2009, 00:48
pernata
QUOTE
ევროპლანტი? 

yes.gif

Posted by: datiko1960 25 Sep 2009, 10:27
მაქვს სწრაფმზარდი ხე "პავლოვნია"-ს ჩითილები ,ამ ხეს დეკორატიულ და სამრეწველო დანიშნულებით იყენებენ.მის მოშენება დიდ მოგებას იძლევა რადგან სულ რამოდენიმე წელიწადში 3-5 უკვე შესაძლებელია მისი მასალად გამოყენება,ამ ხის მასალაზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა (მათ შორის საქართველოში) რადგან გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.
ვეძებ ბიზნესს პარტნიორს ამ ხის ჯიშებეის მოშენების მიძნით (პრესპექტივაში სხვა კომერციული ჯიშებისაც).აგრეთვე შეიძლება ჩითილების გაყიდვაც.
კონკრეტული წინადადებებისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ 899149144 -აკაკი

Posted by: okelA 29 Nov 2009, 17:39
ხურმის ნერგები ხომ არ უნდა ვინმეს ?

Posted by: perry-wuna 29 Nov 2009, 21:29
ნაძვის ხის ყიდვა სად შეიძლება ვინ მეტყვის?

Posted by: bjalava 7 Dec 2009, 22:19
ეს არის ყავის ხე,რომელიც წელიწადში ერთხელ ყვავილობს და ისხამს ნაყოფს..მისი სიმაღლეა 3მეტრი და არის 5 წლის..

ფასი200 ლარი...
ტელეფონი 855377549

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: lovedior 7 Dec 2009, 22:37
bjalava აუ რა ლამაზი ხეა,არ გენანება რო ყიდი????

Posted by: bjalava 8 Dec 2009, 13:03
lovediorარა კიდევ აქვს დედაჩემს პატარა ყავის ხეები,ეს დიდია უკვე და სახში ყველაფერს ფარავს...ასე რომ სულაც არ მენანება...

Posted by: LIKA-KHATIA 8 Dec 2009, 15:35
bjalava
ლამაზი ხეა.

ფული რომ მქონდეს და ადგილი ვიყიდდი.

Posted by: lovedior 8 Dec 2009, 21:22
ხო მეც დიდი სიამოვნებით ვიყიდდი,მაგრამ სად მაქვს ამის მოვლის თავი....

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Dec 2009, 21:36
იყიდე და დადგი სახლში რაიცი რა ხდება.. ყავა სულ გექნება biggrin.gif

Posted by: bjalava 9 Dec 2009, 00:11
ხო აბა მოწვიტა შეაგდო ყავის დასაფქველში და ეგ არის რა biggrin.gif
* * *
................................................

Posted by: ჩიტუციო 11 Dec 2009, 20:30
bjalava
ამ თემასთან გაერთიანდა შენი ყავის ხის თემა.

Posted by: veragi 11 Dec 2009, 20:46
bjalava
შემთხვევით პატარებს ხო არ ყიდის დედა? არც ამდენი ფული არ მაქვს და ტან ზან დიდია, პატარას კი სიამოვნებიტ ვიყიდდი , ატნ ყავის ფანი ვარ! სისხლის მაგივრად ყავა მაქვს მგონი ძარღვებში biggrin.gif

Posted by: perry-wuna 11 Dec 2009, 20:52
მეც მინდა პატარა ყავის ხე .ხომარ ყიდიტ პატარებსაც?

Posted by: m i r k a 26 Dec 2009, 23:35
მოკლეთ მეზობელმა მთახოვა გამაყიდინე ინტერნეტითო, ბებერი ქალია.
130 ლარი user posted image

Posted by: marimari 28 Dec 2009, 15:58
კარგი მოვლილია მაგრამ ძვირიაააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: nataliaze_2009 29 Dec 2009, 00:52

ძალიან ლამაზია და კი ღირს მაგდენი რაღა ძვირია

Posted by: Inanna 4 Jan 2010, 16:40
http://en.wikipedia.org/wiki/Dieffenbachia

მაქვს 21 ცალი და მინდა გავყიდო. ფასები შეთანხმებით (ვნახე რომ ძალიან ძვირია მაღაზიებში).... დიდებია და კარგად გახარებულები. გამიმრავლდა ჩემი სახლის დიდი დიფენბახია....

არის დაინტერესება?

Posted by: pernata 4 Jan 2010, 19:46
Inanna
სურათები და ფასები დადე, ისე როგორ გითხრათ.

nataliaze_2009
QUOTE
ძალიან ლამაზია და კი ღირს მაგდენი რაღა ძვირია

ძვირია yes.gif ამ ფასად ვერ გაყიდის.

Posted by: lebidor 5 Jan 2010, 22:59
QUOTE
მაქვს 21 ცალი და მინდა გავყიდო. ფასები შეთანხმებით (ვნახე რომ ძალიან ძვირია მაღაზიებში).... დიდებია და კარგად გახარებულები. გამიმრავლდა ჩემი სახლის დიდი დიფენბახია....

არის დაინტერესება?

დაინტერესება ყოველთვის არის კაი მცენარეებზე, შენ ფული თქვი smile.gif ისე რას აფასებ მართლა? და სურათსაც თუ დადებ კაი იქნება smile.gif მე ორქიდეები მომწონს უფრო, თუმძა ეგეც ძალიან ლამაზიაsmile.gif

Posted by: Inanna 6 Jan 2010, 16:43
ყვავილების ქვეყნის პატრონი მომელაპარაკა გამოვალ და ვნახავო... თუმცა ფასი არ მითხრა... sad.gif კიდევ უნდა გავიარო რომ გავარვკიო ოპტავოი ფასი რა არის... მაღაზიის ფასში არ გავყიდი რათქმაუნდა. თან მე მგონი ზომის და მიხედვით უნდა დავადო ფასი. სურათებს გადავუღებ და უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით. მართლა ლამაზი იყო ამათი დედიკო ანუ სანამ დავჭრიდი. დინოზავრის ხელა გაიზარდა და იძულებული გავხდი დამეჭრა.

Posted by: RIIP 5 Feb 2010, 21:16
ლურჯი ყაყაჩოს ყიდვა მინდა იქნებ ვინმე დამეხმაროთ ? sad.gif

Posted by: pernata 5 Feb 2010, 21:23
RIIP
არამგონია აქ იყოსნამდვილი ლურჯი ყაყაჩო. ანემონები შემოვა მაის-ივნისში, თუ გაწყობს. ისე, ამასაც ეძახიან blue poppy.
http://www.radikal.ru

Posted by: abelo 5 Feb 2010, 21:26
RIIP
QUOTE
ლურჯი ყაყაჩოს ყიდვა მინდა იქნებ ვინმე დამეხმაროთ


ჰიმალაის ყაყაჩო აქ არც მინახავს.

ეს არის Meconopsis betonicifolia ?

Posted by: RIIP 5 Feb 2010, 21:27
საერთოდ ვალენტინობაზე მინდა საჩუქრად და... :-შ ინტერნეტით ყიდვა ან რამე გზა არ არსებობს ?

Posted by: pernata 5 Feb 2010, 21:32
RIIP
QUOTE
საერთოდ ვალენტინობაზე მინდა საჩუქრად და...

"ყვავილების ქვეყანა" -ს ტელ. გაიგე 09 ან 08 -ში და იქ იკითხე.

Posted by: RIIP 5 Feb 2010, 22:47
pernata

დიდი მადლობა :*

Posted by: pernata 5 Feb 2010, 22:50
RIIP
QUOTE
დიდი მადლობა

მთავარია იშოვო, არაფრის smile.gif

Posted by: RIIP 10 Feb 2010, 22:27
ეგეთი რამე არსებობსო ? მკითხეს biggrin.gif

Posted by: pernata 10 Feb 2010, 22:44
RIIP
QUOTE
ეგეთი რამე არსებობსო ? მკითხეს

გენიოსები არიან. sad.gif
დღეს გავიფიქრე- ნეტა თუ იშოვა-თქო. smile.gif
აბა რა გიყო. ძალიან ეგზოტიკური სურვილია. თანაც მოვიდა ვალენტინობაც..
PM ნახე, ტელეფონებია შემომტანების, იქნებ გიშველონ. smile.gif

Posted by: :boli: 23 Mar 2010, 11:14
"ქოქოსომანებო" biggrin.gif ხომ არ იცით სად შეიძლება ქოქოსის ყიდვა თავის ბეწვებთან ერთად. ანუ გაპუტული კი არა, თავისივე "თმებით" რო არის შემოსილი.

და რა ღირს???

: )

Posted by: PANTALONE 23 Mar 2010, 11:16
QUOTE
შეიძლება ქოქოსის ყიდვა თავის ბეწვებთან ერთად. ანუ გაპუტული კი არა, თავისივე "თმებით" რო არის შემოსილი.

მეც შემახვედრეთ 1 ც

Posted by: Ikasss 23 Mar 2010, 11:21
მოგესალმებით ყველას!

თვენახევრის წინ, ვიყიდე ლიმონი ევრო ეზოში, მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა. არადა ყველაფერს ისე ვუკეთებდი როგორც მითხრეს. შემდეგ ინტერნეტში წავიკითხე, რომ ლიმონი თურმე ძნელად ეგუება ახალ გარემოს და ჯობია, რომ უკვე სახლის პირობებს შეგუებული ლიმნის ხე შეიძინოთო. არადა ეს ლიმონი მგონი ჰოლანდიიდან ქონდათ ჩამოტანილი, შემდეგ მაღაზიაში ედოთ, შემდეგ მე ავიტანე მე-8 სართულზე და ვეღარ გაუძლო ამდენ ცვლილებას.

თქვენთან შემდეგი თხოვნა მაქვს: იქნებ მიმასწავლოთ სად შეიძლება, რომ შევიძინო სახლის პირობებს შეგუებული (კარგი ჯიშის) ლიმნის ნერგი, ნორმალურ ფასად. ან თქვენ თუ გაქვთ ლიმნის ხე სახლში, იქნებ მომცეთ ერთი პატარა ტოტი და კალმით დავაფესვიანებ.

გმადლობთ წინასწარ...

Posted by: ჩიტუციო 23 Mar 2010, 11:32

http://forum.ge/?f=72&showtopic=33915896

Posted by: :boli: 23 Mar 2010, 11:37
"ქოქოსომანებო" biggrin.gif ხომ არ იცით სად შეიძლება ქოქოსის ყიდვა თავის ბეწვებთან ერთად. ანუ გაპუტული კი არა, თავისივე "თმებით" რო არის შემოსილი.

და რა ღირს???

: )

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Mar 2010, 11:50
QUOTE
"ქოქოსომანებო"  ხომ არ იცით სად შეიძლება ქოქოსის ყიდვა თავის ბეწვებთან ერთად. ანუ გაპუტული კი არა, თავისივე "თმებით" რო არის შემოსილი.

ბაზარი ვაგზალზე " მშვიდობა ციგნებს" biggrin.gif
QUOTE
და რა ღირს???

: )

არ ვიცი და რათ გინდა? spy.gif

Posted by: :boli: 23 Mar 2010, 12:00
M-A-S-E-R-A-T-I

მჭირდება biggrin.gif გარედან ბეწვები ბლომად აქვს? თუ იმენა კაკლებია? biggrin.gif

Posted by: Chkalovi 25 Mar 2010, 13:53
boli.gif
გუდვილში და პოპულშია კარგი ქოქოსები biggrin.gif
მე იქ ვყიდულობ
ბაზრისას ვერ ვენდობი

Posted by: :boli: 25 Mar 2010, 18:20
Chkalovi

პოპულში აღარაა და გუდვილში პატარები და ხშირად ძველებია

Posted by: Chkalovi 25 Mar 2010, 20:57
:boli
QUOTE
პოპულში აღარაა და გუდვილში პატარები და ხშირად ძველებია

მე რაც მიყიდია ყველა ახალი იყო
პირიქით-ბაზარშია ხშირად ძველი-ერთი ისეთი შემხვდა-ლამის სამუდამოდ ავიღე ხელი ქოქოსებზე biggrin.gif

Posted by: Geosa25 25 Mar 2010, 21:41
ხალხნო და ძვირფასო ფორუმელებო, ვინმე მომცემს რჩევას სად შევიძინო "ედელვაისი" ყვავილი რომელიც საქართველოში არ მოდის. თუ ვინმეს ყავს გამოყვანილი დეკორატიული ჯიშები ან აშენებს, შემიძლია თანხა გადავიხადო ამისთვის.. რჩევებისათვის დაპოსტეთ და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მომწერეთ პმ-ში

Posted by: alabai alabai 26 Mar 2010, 00:53
სალამი ყველას smile.gif
ცოტა უცნაური კითხვები მაქვს.
ამხელა ხეები სადმე იყიდება?
ანუ გაყიდვა რო მოვინდომო არის ამის შანსები?
და კიდევ მაინტერესებს იქნებ ვინმემ იცოდეს,
ძაღლის ფეკალები და შარდი მოქმედებს თუ არა ხეზე უარყოფითად?
შეიკლეს ხელში ეს ორი საცოდავი პალმა ჩემმა ძაღლებმა.

Posted by: krematori 26 Mar 2010, 01:40
QUOTE
სალამი ყველას
ცოტა უცნაური კითხვები მაქვს.
ამხელა ხეები სადმე იყიდება?
ანუ გაყიდვა რო მოვინდომო არის ამის შანსები?

არ ვიცი გაიყიდება თუ არა მაგრამ გადარგვა შეიძლება თუ ფესვები არ დაუზინადა
QUOTE
და კიდევ მაინტერესებს იქნებ ვინმემ იცოდეს,
ძაღლის ფეკალები და შარდი მოქმედებს თუ არა ხეზე უარყოფითად?
შეიკლეს ხელში ეს ორი საცოდავი პალმა ჩემმა ძაღლებმა.

biggrin.gif no.gif ვერაფერს დაუშავებენ


ისე ძალიან ლამაზებია ცოდოა მაგათი გაყიდვა

Posted by: @@kato@@ 26 Mar 2010, 10:33
alabai alabai

QUOTE
ძაღლის ფეკალები და შარდი მოქმედებს თუ არა ხეზე უარყოფითად?
შეიკლეს ხელში ეს ორი საცოდავი პალმა ჩემმა ძაღლებმა.


რა ეტყობათ მაგ პალმებს შეწუხებულის, მგონი უხდება კიდეც biggrin.gif

Posted by: pernata 26 Mar 2010, 10:45
Geosa25
QUOTE
სად შევიძინო "ედელვაისი"

rolleyes.gif ალპინისტებს უნდა დააბარო ალპებში. კულტურულ-კომერციული არ არსებობს, რამდენადაც ვიცი. თუ არსებობს, კი ეგ უკვე ედელვაისის პროვოკაციაა. smile.gifalabai alabai
QUOTE
ამხელა ხეები სადმე იყიდება?

დეზერტირებზე, დასავლეთიდან მოაქვთ.
QUOTE
ძაღლის ფეკალები და შარდი მოქმედებს თუ არა ხეზე უარყოფითად?

კი, აბა? შარდი - განსაკუთრებით - ამიაკია. დიდი რომ არის, ეგ თუ უშველის.

Posted by: alabai alabai 26 Mar 2010, 16:18
გაყიდვაზე იმიტომ ვიფიქრე რომ ძაღლებს ნამდვილად ვერსად წავიყვან და ხეები მეცოდება ძალიან.
ეს სახლი რომ ვიყიდეთ მემგონი უფრო კარგად გამოიყურებოდნენ პალმები ვიდრე ეხლა და ამიტომ მე ძაღლებს დაბავრალე, სხვა მიზეზი არაა, პირიქით მიწაც კი ჩამოვუტანე ტყის, დამწვარი ნაკელიც გავურიე, დაახლოებით 30 სანტიმეტრზე ამოვთხარე და შევუცვალე.
დაბლა ლამაზად რომ იცის ბუსუსები სულ შემოააჭამეს გაქუცულივითაა, ერთი განსაკუთრებით.
ალბათ მე უნდა მივიდე მაგ დეზერტირებზე და იქ დამაკვალიანებენ. ნეტა რა ღირს ასეთი ხეები.
დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის. smile.gif

Posted by: pernata 26 Mar 2010, 20:13
alabai alabai
QUOTE
გაყიდვაზე იმიტომ ვიფიქრე რომ ძაღლებს ნამდვილად ვერსად წავიყვან და ხეები მეცოდება ძალიან.

და მესერი რომ შემოარტყა? ან, ლოდები დაალაგე პალმის გარშემო, წყალი ჩაუვა, ძაღლები კი აღარ მიაფსავენ, რომ ვერ გაქექავენ. user posted image
QUOTE
ალბათ მე უნდა მივიდე მაგ დეზერტირებზე და იქ დამაკვალიანებენ.

მანდ ჩამოაქვთ ძალიან იაფად სამეგრელოდან. არამგონია ჩაიბარონ.

Posted by: zazaazma 28 Mar 2010, 20:34
მეგობრებო, იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ, სად შეიძლება ფიჭვის ნერგების ყიდვა. 200–250 ცალი

Posted by: pernata 28 Mar 2010, 20:59
რამხელები გინდა? ასაკი? ზომა? ფასს განაპირობებს smile.gif

Posted by: zazaazma 28 Mar 2010, 21:39
pernata
მირჩევნია იყოს პატარები, რადგან ბევრი მინდა. ალბათ 50 სმ.

Posted by: anatoreli 28 Mar 2010, 21:54
alabai alabai
QUOTE
გაყიდვაზე იმიტომ ვიფიქრე რომ ძაღლებს ნამდვილად ვერსად წავიყვან და ხეები მეცოდება ძალიან.

გადასარევი პირდაპირ....ძაღლის მიფსმის გამო ყიდი ამხელა განძსს? biggrin.gif

QUOTE
და მესერი რომ შემოარტყა? ან, ლოდები დაალაგე პალმის გარშემო, წყალი ჩაუვა, ძაღლები კი აღარ მიაფსავენ, რომ ვერ გაქექავენ.


ან სკამი გააკეთე... yes.gif

Posted by: pernata 28 Mar 2010, 22:21
zazaazma
QUOTE
მირჩევნია იყოს პატარები, რადგან ბევრი მინდა. ალბათ 50 სმ.

ოკ, ხვალ გეტყვი სად და რამდენად. smile.gif
anatoreli
QUOTE
ძაღლის მიფსმის გამო ყიდი ამხელა განძსს? 

rolleyes.gif თან მაგის მეტი არაფერი მწვანე არ ჩანს ეზოში...

Posted by: kostaia 29 Mar 2010, 12:16
QUOTE
QUOTE
მირჩევნია იყოს პატარები, რადგან ბევრი მინდა. ალბათ 50 სმ.


ოკ, ხვალ გეტყვი სად და რამდენად.


ისე ეს საკითხი მეც მაინტერესებს...
სად შეიძლება ყიდვა?

Posted by: zazaazma 29 Mar 2010, 18:03
pernata
გელოდები სულმოუთქმელად

Posted by: alabai alabai 29 Mar 2010, 18:44
QUOTE (anatoreli @ 28 Mar 2010, 21:54 )
alabai alabai
გადასარევი პირდაპირ....ძაღლის მიფსმის გამო ყიდი ამხელა განძსს? biggrin.gif

ან სკამი გააკეთე... yes.gif




არც მე არ მინდა ამათი მოშორება და ალბათ არც არავინ არ იყიდის. მაგრამ ამ ძაღლების გამო მეშინია არ გაფუჭდნენ. სწორად შენიშნეთ არაფერი სიმწვანე არ მაქვს ეზოში ზუსტად ძაღლების გამო რაც მქონდა ყველაფერი შეჭამეს და გააფუჭეს ესეთი ნადირები არიან. პალმებს სკამს ვერ გავუკეთებ ისეთ ადგილზეა არ მოუხდება. სეტკა ქონდა ადრე მაგრამ არ მომწონდა უშნოდ იყო მოვხსენი და მიწა შევუცვალე. ეხლაც ეგრე ვიზამ რაიონში თუ მოვხვდები ტყის მიწას ჩამოვიტან და ახალს ჩავუყრი. ეხლა მალე ყვავილებს გამოიტანს ყვითელი ბურთულები ჩამოეკიდება ხოლმე ისეთი საყვარელი. [B]

პ.ს. რა ქვია ამ ხეს? ნუ მე პალმას ვეძახი მაგრამ რაღაც სხვა ერქმევა ალბათ. smile.gif

Posted by: pernata 29 Mar 2010, 20:53
alabai alabai
QUOTE
პ.ს. რა ქვია ამ ხეს? ნუ მე პალმას ვეძახი მაგრამ რაღაც სხვა ერქმევა ალბათ

პალმაა, პალმა smile.gif Trachycarpus , веерная пальма.
zazaazma
QUOTE
გელოდები სულმოუთქმელად

დღეს ვერ გაგიდე, სორი smile.gif ხვალ გეტყვი ნამდვილად, არის თუ არა smile.gif

Posted by: zazaazma 29 Mar 2010, 20:56
pernata
არა უშავს. ხვალ დაგელოდები. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: pernata 30 Mar 2010, 11:12
zazaazma
QUOTE
ხვალ დაგელოდები

smile.gif მოკლედ - ნერგები არის კახეთის სანერგეში,, 50-100 სმ, თითო - 6 ლარი, ადგილზე მიტანით, ხარისხის გარინტიით smile.gif

Posted by: kostaia 30 Mar 2010, 11:36
QUOTE
zazaazma

QUOTE
ხვალ დაგელოდები


მოკლედ - ნერგები არის კახეთის სანერგეში,, 50-100 სმ, თითო - 6 ლარი, ადგილზე მიტანით, ხარისხის გარინტიით 


კახეთში სად?

20 ცალი მინდა 100 სმ-იანი ამ კვირის ბოლოსთვის

Posted by: pernata 30 Mar 2010, 21:59
kostaia
QUOTE
20 ცალი მინდა 100 სმ-იანი ამ კვირის ბოლოსთვის

ფასს რაოდენობა და ზომა განაპირობებს. 6 ლარი 100 ცალის-ის ზევითაა ფასი. 100 ც.-მდე - 8 ლარი. ზომა - 50-100 სმ. 100-150 სმ ცალი - 10-12 ლარი. თუ გაინტერესებს, თბილისის ფარგლებში მოგაწვდით, ან დავითაშვილის ქ-ზე, #15 - ში მივიტანთ მაღაზიაში. წინასწარ შემატყობინეთ smile.gif

Posted by: anatoreli 30 Mar 2010, 22:08
pernata
QUOTE
ფასს რაოდენობა და ზომა განაპირობებს. 6 ლარი 100 ცალის-ის ზევითაა ფასი. 100 ც.-მდე - 8 ლარი. ზომა - 50-100 სმ. 100-150 სმ ცალი - 10-12 ლარი. თუ გაინტერესებს, თბილისის ფარგლებში მოგაწვდით, ან დავითაშვილის ქ-ზე, #15 - ში მივიტანთ მაღაზიაში. წინასწარ შემატყობინეთ 

ვერცხლისფერი სოჭის ნერგებიც აქვთ კახურ სანერგეში?

Posted by: pernata 31 Mar 2010, 01:35
anatoreli
QUOTE
ვერცხლისფერი სოჭის ნერგებიც აქვთ კახურ სანერგეში?

დიახ. smile.gif პაწაწუნებიოო. ფასებს ვერ ვიმახსოვრებ. არ იყი ძვირი.

Posted by: ninavia 1 Apr 2010, 10:09
ხალხნო! 3-წლის წინ ვიყიდე პალმა და ეზოში ჩავრგე. როგორც ჩავრგე ისევ ისეთია, არც იზრდება, არც კვდება .ხომ არ იცით რა უნდა მოუხერხო, რომ გაოზარდოს?

Posted by: pernata 1 Apr 2010, 10:18
ninavia
QUOTE
ხომ არ იცით რა უნდა მოუხერხო, რომ გაოზარდოს?

გაუფხვიერე ნიადაგი, შეიტანე სასუქი (თუნდაც, გადამწვარი ნაკელი), მორწყვას ნუ მოაკლებ, (მაგრამ ზედმეტიც არ ვარგა), ხშირად დაუნამე ფოთლებიც - ნესტის მოყვარულია.

Posted by: ninavia 1 Apr 2010, 20:44
pernata
დიდი მადლობა ,რჩევებს გავითვალისწინებ, მინდა რომ გაიზარდოს და რამე ეშველოს.

Posted by: anatoreli 1 Apr 2010, 21:18
pernata
რაო ჩერქეზაანთ სანერგემ,ალუჩა არაოო?! biggrin.gif

Posted by: pernata 1 Apr 2010, 22:25
anatoreli
QUOTE
რაო ჩერქეზაანთ სანერგემ,ალუჩა არაოო?!

ვერ გავეტიე, ვერაა. იმ კვირისთვის გადავდე. დარგვა მაინც ჯერ არ გვიანდება, მოსავალი კი მაინც წელს არ იქნება.

Posted by: anatoreli 1 Apr 2010, 23:42
pernata
QUOTE
ვერ გავეტიე, ვერაა. იმ კვირისთვის გადავდე. დარგვა მაინც ჯერ არ გვიანდება, მოსავალი კი მაინც წელს არ იქნება.

მარწყვი იყო და აღარ იყო რაოო...დღეს ავიარე დავითაშვილზე,აზალია როა მანდ,რა პირობები უნდა?....

Posted by: pernata 1 Apr 2010, 23:51
anatoreli
QUOTE
მარწყვი იყო და აღარ იყო რაოო.

უი, აღარ დაგხვდა? ზეგ გავიტან ისევ. აზალიას - მჟავე ნიადაგი და ნახევრადჩრდილიანი ადგილი. უპრეტენზიოა.

Posted by: anatoreli 2 Apr 2010, 00:15
pernata
QUOTE
მჟავე ნიადაგი და ნახევრადჩრდილიანი ადგილი. უპრეტენზიოა

ე მჟავე ნიადაგი როგორ გავიგო,ენა დავადო? biggrin.gif

Posted by: pernata 2 Apr 2010, 00:26
anatoreli
QUOTE
ე მჟავე ნიადაგი როგორ გავიგო,ენა დავადო?

smile.gif კახელი დარაჯი გვყავდა, ზუსტად ეგრე ადგენდა, ისე გემრიელად წუწნიდა, მოგინდებოდა. smile.gif ჩვენთან არ იყიდება ეგ PH საზომები. მრავალძარღვა, სამყურა მოდის ნეიტრალურ და მჟავე ნიადაგზე. თუ მოიწყინა მჟავის მოყვარულმა მცენარემ, ან წიწვების მიყრა უხდება, ან ოდნავ ლიმონიანი წყლით მორწყვა, ან როდოდენდრონების სასუქის შეტანა.

Posted by: anatoreli 2 Apr 2010, 01:49
pernata
QUOTE
კახელი დარაჯი გვყავდა, ზუსტად ეგრე ადგენდა, ისე გემრიელად წუწნიდა, მოგინდებოდა.  ჩვენთან არ იყიდება ეგ PH საზომები. მრავალძარღვა, სამყურა მოდის ნეიტრალურ და მჟავე ნიადაგზე. თუ მოიწყინა მჟავის მოყვარულმა მცენარემ, ან წიწვების მიყრა უხდება, ან ოდნავ ლიმონიანი წყლით მორწყვა, ან როდოდენდრონების სასუქის შეტანა.

გასაგებია...არაა მაი პრობლემა biggrin.gif

Posted by: taresha 2 Apr 2010, 22:46
მოგესალმებით ყველას. ხომ ვერ მეტყვით, როგორ შეიძლება მაყვალის გაქრობა? მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, გაქრობის მაგივრად ნაკვეთში მრავლდება მაყვლის ბუჩქები.

Posted by: pernata 2 Apr 2010, 23:15
taresha
QUOTE
როგორ შეიძლება მაყვალის გაქრობა?

მაყვალმა დამიშრო სისხლი, ვერაფრით ვაჯობე ჩემს აგარაკზე. ჰერბიციდიც დავასხი, ამოძირკვაც ვცადე. უიმედოა. შარშან ვიფიქრე, ერთ ადგილას მივცე ნება, იქნებ დაოკდეს და ლოკალიზდეს მაინც. შედეგი ჯერ არ ვიცი. ისეთი ფესვი აქვს გადგმული, არამგონია დამნებდეს. mad.gif

Posted by: ლეონტი 3 Apr 2010, 18:53
ეგრე თუ გაჯიქდა შეეშვი, უბრალოდ გასხალი დამსხვილდეს და კულტურული ფორმა მიეცი.
მერე რა სასარგებლოა თუ იცი?ფესვიან ნაყოფიანად სამკურნალო ძვირფასია და გამოიყენე.
წმინდა ნინოს მაყვლოვანი დღესაც ცოცხალია. თქვენ მანდ მიხვედით სადაც შესაზლოა ეგ მაყვალი 3000 წელია ხარობს და ბუდობს, მაგის ბრალი ხომ არაფერია?
გაუსვი იცოცხლოს. მე კი ვიცი მაგის წამალი მარა არ გეტყვი, გაუსვი გააკულტურე.

Posted by: pernata 3 Apr 2010, 20:32
ლეონტი
QUOTE
გაუსვი გააკულტურე.

ეზოში ვერ გავსულვართ, იკბინება. არ მონდა ამდენი.
QUOTE
მე კი ვიცი მაგის წამალი მარა არ გეტყვი, გაუსვი გააკულტურე.

fig.gif ? ეგრე დებილ ბავშვებს ელაპარაკებიან.

Posted by: lemon tree 15 Apr 2010, 17:53
იასამნის ნერგები სად შეიძლება შევიძინო? და რა ფასში იქნებ ვინმემ შემომთავაზოს?

Posted by: ninavia 16 Apr 2010, 20:07
lemon tree
დეზერტირების წინ იყიდება. დღეს ვნახე ფასი არ მიკითხავს.

Posted by: gamura8677 17 Apr 2010, 12:38
მონსტერა ხო არ გინდათ ვინმეს? 10 ფოთოლი აქ, საკმაოდ დიდია და იდეალურად მოვლილი, სიმაღლეში არის 2 მეტრი, ფოთლების რადიუსი იქნება 1.5–1.2 მეტრი, კარგი ქოთნით. შემეხმიანე PM-ში თუ დაინტერესდი...

Posted by: gamura8677 17 Apr 2010, 13:20
ვინმე თუ ხართ დაინტერესებული მონსტერათი დამირეკეთ 899 38 04 40 ან მომწერეთ PM-ში.
არის 10 ფოთოლი, სიმაღლეში იქნება 2 მეტრი, ფოთლების რადიუსები მერყეობს 1.5-1.2 მეტრი. არის იდეალურად მოვლილი და კარგ ქოთანში თავისი სადინარით ნაღდ მყიდველს რეალურ ფასად მივცემ...
ფასი შემომთავაზეთ, თქვენც კმაყოფილი დარჩებით და მეც biggrin.gif

Posted by: kisi 21 Apr 2010, 00:43
პავლოვნიას გურიაში აშენებს ერთი ჩემი ახლობელი. რამდენადაც ვიცი ეს ხე რბილია და ძირითადად მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება. ძალიან სწრაფად იზრდება სიმაღლეში, 5-7 წლის შემდეგ უკვე ჭრიან რადგან ის უკვე ღებულობს საჭირო სისქესაც.
ისე ძალიან ლამაზი ხეა. რამდენედაც ვიცი ნერგებსაც ყიდის. თუ კიდევ გაინტერესებთ მისი შეძენა, შემიძლია გავიგო დაზუსტებით yes.gif

Posted by: Paulownia 23 Apr 2010, 09:19
პავლოვნიას ჯიშიან ნერგებს აშენებს შპს "სამეფო პავლოვნია". სელექციური თესლები ჩამოტანილი აქვთ ჩინეთიდან და კანადიდან. ინფორმაციისთვის
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 899 547060

Posted by: pernata 23 Apr 2010, 09:27
Paulownia
QUOTE
პავლოვნიას ჯიშიან ნერგებს აშენებს შპს "სამეფო პავლოვნია". სელექციური თესლები ჩამოტანილი აქვთ ჩინეთიდან და კანადიდან. ინფორმაციისთვის
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 899 547060

smile.gif პავლოვნიაზე იმდენი მითი დადის, რომდამაჯერებელი ფოტო-რეპორტაჟის გარეშე აქ აღარავინ დაინტერესდება. ფოტოები - რათქმუნდა საქართველოში გაზრდილი პავლოვნიების. ასაკის მითითებით. თუ მოგეპოვებათ, მადლობელი ვიქნები.
ჩემი დაკვირვებით, სრულიად ჩვეულებრივი ზრდის ტემპი აქვს პავლოვნიას აქ.

Posted by: lebidor 23 Apr 2010, 12:45
QUOTE
ჩემი დაკვირვებით, სრულიად ჩვეულებრივი ზრდის ტემპი აქვს პავლოვნიას აქ.


დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეტანხმები, მე მაქვს სოფელში ეგ ხე, გურიაში, ოღონდ იქ ბოლღვას ეზახია, შუაში გული არ აქვს და ალბათ მაგიტომ, მართლა საუცხოოა ავეჯის დასამზადებლად, და ძააააააალიან სწრაფად იზრდება, ნუ ბამბუკს ვერ სეედრება მარა მაინც smile.gif ბაბუაჩემი კიბეს აკეთებს მაგითი, ზალიან მსუბუქია, ქათქათა თეთრია და ადვილად არ ლპება, ხო კიდევ, ულამაზესი, იასამნისფერი ყვავილები აქვს და მათრობელა სურნელი smile.gif ისე პავლოვნია თუ ერქვა მაგას, აქ გავიგეsmile.gif

Posted by: lashagiorgi 23 Apr 2010, 14:20
მოგესალმებით ყველას,

მემგონი დროა ჩვენც გამოვჩნდეთ თქვენს ფორუმზე smile.gif დიდი ხანია ვაკვირდები ფორუმის ამ ნაწილს და რაღაც-რაღაცეებს საინტერესოსაც ვიგებ ხოლმე. მადლობა ამისათვის.

კომპანია "გრინსერვისი" გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის 40 000 ცალამდე მცენარეს. smile.gif პლიუს ყვავილების ფართო არჩევანს ჩვენი სათბურიდან. რეკლამას შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო "იმედზე". ჩვენი მისამართია კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის გადასახვევიდან 1 კილომეტრში ხელმარცხნივ. მომავალი კვირიდან სარეკლამო აბრაც იდგება და აღარ გაუჭირდება ადამიანს მოგნება.

ოფისის ტელეფონია 514951

თუ შევძელი, მცირე სიას დავდებ ჩვენი მცენარეებისას აქვე. ეს მცირე ჩამონათვალია რაც "პირველ ცამოტანაძე" ჩამოვიტანეთ, ამჟამად გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანია.

CHAMAECYPARIS LAWS.COLUMNARIS GLAUCA 150-175 CL

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 100-125 CL 15

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 125-150 CL 18+25

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 150-175 CL 30+35

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 40-60 CL 3

THUYA ORIENTALIS COMPACTA NANA AUREA 60-70 CL 25

THUYA ORIENTALIS PYRAMIDALIS ELEGANTISSIMA AUREA 125-150 CL 18

WISTERIA CHINENSIS 150-200 CL 3

ACACIA DEALBATA (GRAFTED) 150-175 CL 10

ACER PALM.ATROPURPUREUM 80-100 CL 15

ACER PALM.BLOODGOOD 80-100 CL 20

ACER PALM.SANGO KAKU 80-100 CL 12

AZALEA JAPONICA CL 9

BERBERIS THUN.ATROPURPUREA CL 9

BETULA ALBA FEATHERED 6-8 CL 25

CAMPSIS YELLOW TRUMPET 150-200 CL 10+12

CATALPA BUNGEI STD 10-12 CL

CHAMAECYPARIS PISIF.SUN GOLD 40-50 CL 7,5

CUPRESSOCYPARIS LEYL.CASTLEW.GOLD MINISTEM CL 9

CUPRESSOCYPARIS LEYL.CASTLEW.GOLD 1/2 STD D 50-60 CL 25

CUPRESSOCYPARIS LEYL.CASTLEW.GOLD 3 BALLS 140-160 CL

CUPRESSUS ARIZ.FASTIGIATA 175-200 CL 25

CUPRESSUS MACRO.GOLDCREST 150-175 CL 15+18

CUPRESSUS MACRO.GOLDCREST SPIRAL 160-180 CL 25

ELAEAGNUS X EBB.GILT EDGE 50-60 CL 7+9

ELAEAGNUS X EBB.LIMELIGHT 60-80 CL 7+9

EUONYMUS JAP.COMPACTUS 30-35 CL 3

EUONYMUS JAP.AUREOVARIEGATUS MINISTEM CL 9

HIBISCUS SYR.HAMABO 80-100 CL 15

JASMINUM OFFICINALIS 100-125 CL 3

JASMINUM NUDIFLORUM 175-200 CL 12

JUNIPERUS x MEDIA OLD GOLD CL 9

JUNIPERUS CHI.STRICTA 80-100 CL 9

LABURNUM X WAT.VOSSII STD 8-10 CL 25

LAGERSTROEMIA IND.RED 1/2 STD 6-8 CL 15

LIBOCEDRUS DECUR.AUREOVARIEGATA 125-150 CL 25

LIQUIDAMBAR STYRACIFLUA FEATHERED 175-200 CL 15+18

LIRIODENDRON TULIPIFERA FEATHERED 6-8 CL 20

MAGNOLIA X SOULANGEANA 125-150 CL 18+25

MORUS PLAT.KOIDS STD 8-10 CL 15+18

NANDINA DOMESTICA 80-100 CL 18

OSMANTHUS HETER.VARIEGATUS 20-30 CL 2+3

OSMANTHUS HETER.VARIEGATUS 40-60 CL 9

OSMANTHUS TRICOLOR 20-30 CL 2+3

PARTHENOCISSUS VEITCHII 150-175 CL 7

PASSIFLORA CAERULEA 150-200 CL 3

PHOTINIA RED ROBIN 40-60 CL 3

PHOTINIA RED ROBIN 80-100 CL 7+9

PHOTINIA RED ROBIN 1/2 STD 6-8 CL 15+18

PINUS EXCELSA 60-80 CL 20

PINUS MUGO MUGHUS D 30-40 CL 7,5

PRUNUS X CISTENA 80-100-125 CL 9

RHAPHIOLEPIS SPRINGTIME CL 7

ROBINIA PSEUDOACACIA CASQUE ROUGE STD 8-10 CL 15

ROSMARINUS OFFICINALIS CL 3

SEQUOIADENDRON GIGANTEA 80-100 CL 30

SOLANUM JASMINOIDES 150-200 CL 3

SPIRAEA DOUGLASII CL 9

TAMARIX RAMOSISSIMA 80-100 CL 7+9
'pink cascade'

TAXUS BACCATA 80-100 CL 25

THUYA OCCIDENTALIS DANICA 30-40 CL 9

TRACHYCARPUS FORTUNEI 60-80 CL 15

VIBURNUM TINUS GRAND.EVE PRICE 30-40 CL 3

MAGNOLIA SUSAN 60-80-100 CL 7+9

VIBURNUM TINUS GWENLLIAN 30-40 CL 3

CEDRUS ATLANTICA GLAUCA 80-100 CL 18

CEDRUS DEODARA IBRIDO TESI 100-125 CL 15+18

CHAMAECYPARIS LAWS.STARDUST 125-150 CL

LAGERSTROEMIA IND.RED 175-200 CL 35

MAGNOLIA STEL.G.H.KERN 100-125 CL 15+18

NERIUM OL.RED 80-100 CL 15

OSMANTHUS TRICOLOR 40-50 CL 9

PINUS MUGO MUGHUS D 60-70 CL 30

PRUNUS LAUROCERASUS CAUCASICA 1/2 STD D 50-60 CL 25

PUNICA GRANATUM RUBROPLENUM 100-125 CL 15

PUNICA GRANATUM RUBROPLENUM 1/2 STD CL 15

ROBINIA ELLIOTTII (HISPIDA ROSEA) STD 8-10 CL 15

THUYA ORIENTALIS PYRAMIDALIS ELEGANTISSIMA AUREA 60-80 CL 7+9

VIBURNUM HILLIERI WINTON 80-100 CL 18

WISTERIA FLOR.ROSEA 150-200 CL 3

WISTERIA FLOR.ALBA 150-200 CL 3



* * *
ესეც მეორე "პარტია" რომელიც ჩამოვა სამსაბათს ან ოთხშაბათს თბილისში.

ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენნაირ მრავალფეროვნებას ნამდვილად ვერ ნახავთ სხვაგან საქართველოში. ფასებს რაც შეეხება, მობრძანდით და თუ გვეტყვით რომ ნებისმიერი მცენარე სხვაგან უფორ იაფად შემოგთავაზეს, ჩვენ კიდევ უფრო იაფად სემოგთავაზებთ. smile.gif
ამბიცია, ამბიციად. smile.gif რეალურად კი გვსურს საქართველოშიდაც სეძლოს ადამიანმა არა ასმაგ ფასად საკუთარი სამყოფელის გალამაზება.

გელით ყველას და დიდი ინტერესით ველი თქვენს კომენტარებს ჩვენი საქმიანობის შესახებ.

მადლობა წინასწარ

Acacia Dealbata "mirandole"

Acer Palmatum "Bloodgood"

Acer Palmatum "Katsura"

Acer Palmatum "Katsura"

Buddleja Davidii "Black Knight"

Buddleja Davidii "NanhoBlue"

Buddleja Davidii "Royal Red"

Libocedrus Decurrens "Aureovariegata"

Campsis Grandiflora

Campsis radicans "Flava"

Catalpa bignoniodes

Catalpa bignoniodes "nana"

Clematis "Jackmanii"

Clematis " Ville de Lyon"

Clematis "The President"

Clematis Rouge cardinal"

Clematis Montana "Rubens"

Clematis Montana "Tetrarose"

Clematis Montana "Broughton Star"

Cryptomeria Japonioca "Globosa Nana"

Cryptomeria Japonioca "Globosa Nana"

Cupressocyparris Leylandii "Catlewellan Gold" (grafted)

Cupressocyparris Leylandii "Catlewellan Gold" (grafted)

Cupressocyparris Leylandii "Gold Rider" (grafted)

Cupressocyparris Leylandii "Gold Rider" (grafted)

Cupressocyparris Leylandii "2001" (grafted)

CUPRESSUS ARIZONICA FASTIGIATA

CUPRESSUS ARIZONICA FASTIGIATA

CUPRESSUS ARIZONICA FASTIGIATA

Cupressocyparris Leylandii "Variegatus " (grafted)

CUPRESSUS MACROCARPA GOLD CREST

CUPRESSUS MACROCARPA AUREA LUTEA

Lagerstroemia "Coccinea"

Lagerstroemia "Coccinea"

Lagerstroemia "Violacea selez Grassi"

Lagerstroemia "Violacea selez Grassi"

Lagerstroemia Nana "Petite Red"

Lagerstroemia Nana "Petite Orchid"

Nerium Oleander Red

Nerium Oleander Velvet-Red

Nerium Oleander Yellow

Passiflora Amethystina

Passiflora Caerulea

Passiflora "Constance Elliot"

Passiflora "Coccinea"

Passiflora "Edulis"

Passiflora Flavicarpa "imperatrice Eugenia"

Passiflora "Incense"

Passiflora Quadrangularis"

Passiflora "sunburst"

Picea Pungens "Hoopsii"

Pinus Mugo "Winter Gold"

Pinus Mugo "Mugo Mughus"

Punica Granatum "Legrelliae"

Punica Granatum "Lutea Plena"

Punica Granatum "Plena"

Punica Granatum "Nana Gracilissima"

Robinia x Margareta "Casque Rouge"

Robinia x Margareta "Elliottii"

Syringa "Michel Buchner"

Syringa " Miss Canada"

Thunbergia Grandiflora

Thunbergia Coccinea

Thuya Occidentalis "Yellow Ribbon"

Thuya Orientalis "Aurea Nana"

Thuya Orientalis "Aurea Nana"

Wisteria x Formosa "Issai"

Wisteria "Amethist"

Wisteria "Floribunda"

Wisteria Floribunda "Alba"

Rosa "Europeana"

Rosa "Orange sensation"

Rosa "Allgold"

Rosa "Rimosa"

Rosa "Cl. Christophe Colombo"

Rosa "Sympathie"

Rosa "Cocktail"

Posted by: pernata 23 Apr 2010, 20:58
lashagiorgi
QUOTE
გელით ყველას და დიდი ინტერესით ველი თქვენს კომენტარებს ჩვენი საქმიანობის შესახებ.

ჩემს კომენტარებსაც ელი? lol.gif lol.gif
* * *
lebidor
QUOTE
იდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეტანხმები, მე მაქვს სოფელში ეგ ხე,

biggrin.gif პატივისცემის ნიშნად რომ დამთანხმებოდი 2kiss.gif
ვა, როგორ გამაკვირვე/გამახარე. ამ დღეებში დავდებ ჩემი 1 წლის პავლოვნიის ფოტოს. შეიძლება ყოჩივარდა გეგონოთ. თესლი აიღეთ, რააა. იქნებ მე რაც მაქვს, სხვა ჯიშია.

Posted by: lebidor 23 Apr 2010, 23:22
QUOTE
პატივისცემის ნიშნად რომ დამთანხმებოდი
ვა, როგორ გამაკვირვე/გამახარე. ამ დღეებში დავდებ ჩემი 1 წლის პავლოვნიის ფოტოს. შეიძლება ყოჩივარდა გეგონოთ. თესლი აიღეთ, რააა. იქნებ მე რაც მაქვს, სხვა ჯიშია.

ხოო შეიძლება ისე კიი smile.gif ავიღებ არაა მაი პრობლემა smile.gif

Posted by: abelo 24 Apr 2010, 11:41
lashagiorgi
QUOTE
CUPRESSOCYPARIS LEYL


ჩვეულებრივი ლეილანდის კუპრესკიპარისი მინდა, მწვანე.
თუ გაქვთ?

QUOTE
THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 40-60 CL 3

და ამის ფასები მომწერე პმ-ში.

Posted by: lashagiorgi 24 Apr 2010, 14:22
მოგწერ აბელო,
ერთადერთი თქვენ ხართ რომელიც შემომეხმიანა. smile.gif სასაცილოა. smile.gif თქვენი გამოხმაურება ვნახე მარტო და ნატას "კბენია ხუმრობა" smile.gif
არავის არ გაინტერესებთ არაფერი? გგონიათ რომ ინტერესი მაქვს მარტო გავყიდო და "ფულები გავაკეთო" ? smile.gif
ეეეჰ.... რა გვჭირს ხალხო?

CUPRESSOCYPARIS LEYLANDI ჩამოგვდის მემგონი ხუთშაბათს ან პარასკევს

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 40-60 CL 3 ეგ აქაც გვაქვს და კიდევ ჩამოდის 50 ცალი smile.gif ესეც ხუთშაბათს ან პარასკევს.

მოგწერ PM-ში აბელო ფასებს.

მე საერთოდ შემოგთავაზებდით გამოსულიყავით ჩვენთან მომვალი კვირის ბოლოს და დაგათვალიერებინებდით ჩვენ სიამაყეებს smile.gif ისეთი რამეც ბევრი გვაქვს, რომელიც პირველად ჩამოვიტანეთ საქართველოში. ხვიარა ყვითელი და სტაფილოსფერი ვარდები გინახავთ საქართველოში? ან ყვითელი ნერუმი (ოლეანდრი)? ან ფოტინია გინახავთ? smile.gif


ერთი ის მაინტერესებს, მაისის ბოლოს გვექნება პირველი პარტია ბალანსირებული, მიკროელემენტებით გამდიდრებული ტორფის ლატვიიდან. დავაფასოებთ 5, 10 და 20 ლიტრიან ტომრებში. ასევე გვექნება ასე ვთქვათ "უნივერსალური" სასუქი (ფორმულით 14–16–18 პლიუს მიკროელემენტები, ვინც იცის მიხვდება რომ N-P-K ფორმულას ვგულისხმობ). ამ ყველაფრის ფასი იქნება მინიმუმ 2–ჯერ ნაკლები ვიდრე დღეს–დღეისობით შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული "ხარისხის" თბილისში.

არც მერე არ დაგაინტერესებთ ნუთუ? smile.gif

Posted by: abelo 24 Apr 2010, 14:53
lashagiorgi
დიდი მადლობა პასუხისთვის.

ისედაც ვაპირებდი თქვენი სანერგეს მონახულებას. smile.gif
ამინდის პროგნოზს ვადევნებ თვალს, არ მინდა ნერგები ვიყიდო და მერე მტელი კვირა წვიმამ შემიშალოს ხელი აგარაკზე ატანაში.

QUOTE
ხვიარა ყვითელი და სტაფილოსფერი ვარდები გინახავთ საქართველოში?

მინახავს კი არა მაქვს biggrin.gif Golden Gate.

და კიდევ თქვენს ჩამონათვალში არსებული Rosa "Cocktail"

პ.ს. ველოდები პმ-ს.


Posted by: pernata 24 Apr 2010, 15:10
lashagiorgi
QUOTE
თქვენი გამოხმაურება ვნახე მარტო და ნატას "კბენია ხუმრობა"

და რატომ ელი რამე სხვას? მართლა მაინტერესებს.
QUOTE
გგონიათ რომ ინტერესი მაქვს მარტო გავყიდო და "ფულები გავაკეთო" ?

rolleyes.gif
QUOTE
ეეეჰ.... რა გვჭირს ხალხო?

ვზაიმნად smile.gif და ნაკლები პათოსი აქ მაინც, ფლიზ smile.gif

Posted by: anatoreli 24 Apr 2010, 15:35
lashagiorgi
chamaecyparis obtusa "nana gracilis" მინდა,გააქვთ?....თუ არის ფასი მომწერე...

Posted by: kisi 29 Apr 2010, 00:16
QUOTE
ხალხო თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ვიშოვო პავლოვნიას ნერგი, ტოტი ან რამე ისეთი რითიც შევძლებ რომ გავახარო?

პავლოვნიას მეურნეობა არის ლანჩხუთის რაიონის სოფ. შუხუთში. იქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნერგები

Posted by: malinamali 29 Apr 2010, 13:11
ოთახის მცენარეა აქვს წითელი ყვავილი ყვიტელი ბუტკოთი რაღაცით ხელოვნურს გავს, რუსთაველზე ვნახე ქალი ყიდიდა, ხომ ვერ მეტყვით რა ქვია ამ ყვავილს და სად იყიდება?

Posted by: Maybach 3 May 2010, 14:03
Pachypodium lamerei , Пахиподиум Ламера (Мадагаскарская "пальма")
აი ეს სად შეიძლება ვიყიდო ?
ან ხომ არ აქვს ვინმეს ?
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 May 2010, 16:19
QUOTE
ოთახის მცენარეა აქვს წითელი ყვავილი ყვიტელი ბუტკოთი რაღაცით ხელოვნურს გავს, რუსთაველზე ვნახე ქალი ყიდიდა, ხომ ვერ მეტყვით რა ქვია ამ ყვავილს და სად იყიდება?

მესამე თვალი რომ მქონდეს გეტყოდი rolleyes.gif
QUOTE
Pachypodium lamerei , Пахиподиум Ламера (Мадагаскарская "пальма")
აი ეს სად შეიძლება ვიყიდო ?
ან ხომ არ აქვს ვინმეს ?

არამგონია ეგ საქართველოში სადმე იყიდებოდეს

Posted by: Maybach 3 May 2010, 16:55
ერთ ახლობელს აქვს რა ეგვიპტეში იყიდა და აქ ვერ ვნახე ვერსად

Posted by: pernata 3 May 2010, 20:39
malinamali
QUOTE
, რუსთაველზე ვნახე ქალი ყიდიდა,

QUOTE
სად იყიდება?

რას გვერჩი? smile.gif biggrin.gif
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მესამე თვალი რომ მქონდეს გეტყოდი

biggrin.gif

Posted by: christimimi 29 May 2010, 22:40
ლასჰაგიორგი


ძალიან მაგარი მცენარეები გაქვთ. სამწუხაროდ ზუსტად ეჰლა არ მყავს მანქანა, თორე ხვალვე მან გავჩნდებოდი. ეხლა რა მინდა გკითხოთ: CL რას ნიშნავს?
და მაგალითად WISTERIA CHINENSIS 150-200 CL 3
ანუ 150-200 CL 3 ნიშნავს რო 150-200 ლარი ღირს? თუ როგორ არის? ცოტა დავიბენი

Posted by: lashagiorgi 30 May 2010, 01:21
smile.gif
უმანქანობა რა პრობლემაა? CL ნიშნავს (კონტეინერ-ლიტრს) ანუ რამდენ ლიტრიან კონტეინერშია მცენარე. 150-200 ზომას, ანუ ეგ ვისტერია, იგივე გლიცინია არის 3 ლიტრიან კონტეინერში და ზომით არის 150-200სმ, თუმცა რეალურად 250 სანტიმეტრიც კია.

აგერ დავდებ ახალი ნერგების სიას რომლებიც ორშაბათს საღამოს უკვე ჩვენი სტუმრები იქნებიან იტალიიდან smile.gif კი გამიკვირდა, ცამოტანას ვერ ვასწრებთ, რომ 1 კვირაში 60-70% იყიდება, smile.gif მაგრამ ვიყავი ევრო-ეზოში და ევროპლანტში და ფასები რომ ვიკითხე მივხვდი რატომაც იყიდება ჩვენი ნერგები პანტაპუნტით. smile.gif

აი ორშაბათის სტუმრების სიაც:

ABELIA CONFETTI CONTI CL 3

ABELIA EDWARD GOUCHER CL 3

ABELIA GR.FRANCIS MASON CL 3

ABELIA GRAND. KALEIDOSCOPE CL 3

ABIES CONCOLOR 80-100 CL 50

ABIES PINSAPO GLAUCA 80-100 CL 35

ACER NEG.FLAMINGO 125-150 CL 35

ACER PLAT.CRIMSON SENTRY 100-125 CL 18+25

ACER PLAT.ROYAL RED STD 8-10 CL 18+25

CAREX OSHIMENSIS EVERGOLD CL 3

CORNUS ALBA ELEGANTISSIMA 60-80 CL 9

CORNUS ALBA SIBIRICA 60-80 CL 9

CORNUS KOUSA SATOMI 100-125 CL 18

CORNUS KOUSA 100-125 CL 18

COTINUS COGG.ROYAL PURPLE 100-125 CL 15

CRYPTOMERIA JAP.GLOBOSA NANA D 30-40 CL 12

CUPRESSOCYPARIS LEYL.CASTLEW.GOLD 125-150 CL 9+12

CUPRESSOCYPARIS LEYLANDII 200-250 CL 25

CUPRESSOCYPARIS LEYLANDII 250-300 CL 35

ESCALLONIA CRIMSON SENTRY CL 3

ESCALLONIA CRIMSON SENTRY CL 7

EUONYMUS FORT.CANADALE GOLD CL 3

EUONYMUS FORT.EMERALD GAIETY CL 3

EUONYMUS FORT.EMERALD'N GOLD CL 3

EUONYMUS JAP.EDW.KING CL 3

GYNERIUM ARGENTEUM CL 3

HOUTTUYNIA CORDATA CHAMALEON CL 3

HYDRANGEA MACR. MAMAN BLEU CL 3

HYDRANGEA MACR. MARECHAL FOCH CL 3

HYDRANGEA MACR. ZAFFIRO CL 3

HYDRANGEA MACR.ALPENGLUCHEN CL 3

IRIS KAEMPFERI CL 2

JUNIPERUS HOR.ANDORRA COMPACTA CL 3

JUNIPERUS VIRG.GREY OWL CL 3

JUNIPERUS x MEDIA PFITZERIANA AUREA CL 3

JUNIPERUS x MEDIA PFITZERIANA GLAUCA CL 3

LAGERSTROEMIA NANA PETIT ORCHID CL 3

LAGERSTROEMIA NANA RED IMPERIAL CL 3

LEUCOTHOE AX.SCARLETTA CL 3

LEUCOTHOE FONTAN.RAINBOW CL 3

LIGUSTRUM OV.ELEG.AUREUM CL 3

LIGUSTRUM TEXANUM SILVER STAR CL 3

MISCANTHUS SIN. VARIEGATUS CL 3

MISCANTHUS SIN. ZEBRINUS STRICTUS CL 3

NYMPHAEA ALBA CL 2

NYMPHAEA AURORA CL 2

NYMPHAEA CONQUEROR CL 2

NYMPHAEA MADAME WILFRON GONNER CL 2

NYMPHAEA SUNRISE CL 2

OPHIOPOGON PLANISCAPUS NIGRESCENS CL 2

PENNISETUM ALOPECUROIDES HAMELN CL 3

PENNISETUM SETACEUM RUBRUM CL 3

PHILADELPHUS CORONARIUS CL 3

PHILADELPHUS VIRGINAL CL 3

PHOTINIA LITTLE RED ROBIN CL 3

PHYSOCARPUS OPULIFOLIUS DIABLO CL 3

PICEA PUNGENS GLAUCA GLOBOSA D 30-40 CL 10

PINUS PINEA 8-10 150-175 CL 18+25

PINUS PINEA 8-10 150-175 CL 18+25

PITTOSPORUM TENUIFOLIUM VARIEGATUM CL 9

PITTOSPORUM TOBIRA NANA D 40-50 CL 9

PITTOSPORUM TOBIRA VARIEGATUM 40-60 CL 7+9

PLEIOBLASTUS FORTUNEI VARIEGATA CL 3

PYRACANTHA ORANGE GLOW 80-100 CL 2

PYRACANTHA SOLEIL D'OR 80-100 CL 2

PYRACANTHA VENTOUX RED 80-100 CL 2

ROSA STD WEEPING CL 18+25
RED FLOWER

ROSA STD WEEPING CL 18+25
PINK FLOWER

ROSA CLIMBER 175-200 CL 7
RED FLOWER

ROSA CLIMBER 175-200 CL 7
YELLOW FLOWER

ROSA CLIMBER 175-200 CL 7
IN SORTS

SALIX CAPREA PENDULA 1/2 STD 6-8 CL 15

SOPHORA JAPONICA PENDULA STD 12-14 CL 30

SPIRAEA GOLD FLAME CL 3

SPIRAEA MORE VARIETIES CL 3

TAXUS BACCATA CONE 90-100 CL 25

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 125-150 CL 18+25

THUYA OCCIDENTALIS SMARAGD 100-125 CL 15

VIBURNUM DAVIDII CL 3

VIBURNUM OPULUS ROSEUM CL 3

VIBURNUM PLIC.WATANABE CL 3

VIBURNUM TINUS GRAND.EVE PRICE CL 3

WEIGELA FLOR.NANA VARIEGATA CL 3

WEIGELA NEWPORT RED CL 3

სულ ამ ჯერზე ჩამოგვაქვს 1700 ცალი ნერგი. თითო-თითო არცერთი არ ჩამოგვაქვს, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე რომ მეორე დღესვე იყიდება რაღაცეები. რაღაცეებს კი არ გავყიდი, ჩEMტვის ჩამომაქვს ვინადან ცოტ-ცოტა ქონდათ წელს დარჩენილი smile.gif

Posted by: anatoreli 30 May 2010, 15:09
lashagiorgi
QUOTE
chamaecyparis obtusa "nana gracilis" მინდა,გააქვთ?....თუ არის ფასი მომწერე...


Posted by: christimimi 30 May 2010, 15:51
lashagiorgi

დიდი მადლობა ესეთი ვრცელი პასუხისთვის. ფასები რო მიაწეროთ ( მიახლოებით მაინც) მგონი უფრო ადვილი იქნება ხალხისთვის.

Posted by: bachuki999 31 May 2010, 02:11
christimimi
+11111111111111111111111111111111111111111111

Posted by: maxmmm2007 31 May 2010, 13:59
didi siamovnebit vnaxavdi am mcenareebs....momenatra yvela eseni.....
fotoebit u dadeb am mcenareebs zalian kargi iqneba, xalxi ufro gaigebs ra ra aris...

Posted by: lashagiorgi 31 May 2010, 14:38
ხოდა ჩემო კარგებო, თუკი ასე გაინტერესებთ, დარეკეთ ჩვენს ოფისში და გაგცემენ ყველაფერზე პასუხს, ტელ: 51-49-51 გვაქვს ასევე ლატვიური pH დაბალანსირებული ტორფი, სუბსტრატი და სასუქი (უნივერსალური სასუქი მცენარეებისათვის) PG MIX (N-P-K, 18-10-20), 100გრ - 100 ლიტრ წყალში, მწარმოებელი ქვეყანა, გერმანია.

ტორფის ფასია 1ლიტრი - 1,8 ლარი, 100 ლიტრზე ზემოთ 1,5ლარი
სუბსტრატი 1ლიტრი - 2ლარი, 100 ლიტრზე ზემოთ 1,7 ლარი
სასუქი 100გრ - 1,5 ლარი

ნერგების ფასებს ვერ დაგიწერთ არ გეწყინოთ, 400-მდე სახეობის ნერგის ფასს ნამდვილად ვერ ჩამოვწერ. smile.gif
აგერ უცებ ვერცხლისფერი ნაძვის ფასს (Picea Pungens Hoopsii) გეტყვით რომ წარმოდგენა შეგექმნათ სხვებთან შედარებით როგორი ფასები გვაქვს smile.gif

ვერცხლისფერი ნაძვი - 1,5მ სიმაღლის 340 ლარი
იგივე 3,5 მეტრის სიმაღლის - 985 ლარი

ვინმეს თუ რამე დაგაინტერესებთ, დარეკეთ ოფისში 51 49 51, მობრძანდით, გაგიმასპინძლდებიან ყავა-ჩაით, ცივი წვენით, გაგიღიმებენ და თუ ნაწყენი ნამდვილად არ წახვალთ გპირდებით. თუ არადა, ამ კვირაში აუცილებლად გავხსნით მაღაზიას და მაღაზიაშიც შეგიძლიათ რომ გვესტუმროთ.


Posted by: anatoreli 31 May 2010, 16:33
lashagiorgi
QUOTE
ხოდა ჩემო კარგებო, თუკი ასე გაინტერესებთ, დარეკეთ ჩვენს ოფისში და გაგცემენ ყველაფერზე პასუხს, ტელ: 51-49-51 გვაქვს ასევე ლატვიური pH დაბალანსირებული ტორფი, სუბსტრატი და სასუქი (უნივერსალური სასუქი მცენარეებისათვის) PG MIX (N-P-K, 18-10-20), 100გრ - 100 ლიტრ წყალში, მწარმოებელი ქვეყანა, გერმანია.

ტორფის ფასია 1ლიტრი - 1,8 ლარი, 100 ლიტრზე ზემოთ 1,5ლარი

რა ამბავია,ევროპლანტში ეგ დაბალანსებული ტორფი 35 თეთრი ღირს...
QUOTE
ვერცხლისფერი ნაძვი - 1,5მ სიმაღლის 340 ლარი
იგივე 3,5 მეტრის სიმაღლის - 985 ლარი

შეგვექმნა წარმოდგენა,ეე მეთქი მართლა იაფია შედარებით....მაგაზე იაფი ევროპლანტშია biggrin.gif

Posted by: lashagiorgi 1 Jun 2010, 10:55
დილა მშვიდობისა,

მოდით მეგობრებო, ვთქვათ რომ ევროპლანტი უფრო იაფია. ნამდვილად დაგეთანხმებით უფრო იაფია, ბევრად იაფი

ვერცხლისფერი ნაძვი ევროპლანტში 175 -200 სმ ღირს - 781 ლარი
ვერცხლისფერი ნაძვი 100-120 სმ ღირს - 301 ლარი

სუბსტრატი ღირს 250 ლიტრიანი ტომარა, ლიტრი 0,50 თეთრი.

ჩვენთან ვერცხლისფერი ნაძვი ღირს 300 - 350 სმ - 985 ლარი, 125 - 150 სმ -235 ლარი (340 ლარი დამიწერია წინა "პოსტში" რისთვისაც მე გიხდით ბოდიშს.

რაც შეეხება სუბსტრატს, მობრძანდით, განახებთ ევროპლანტის სუბსტრატს, და ჩვენ სუბსტრატს, თუ იტყვით რომ მაინც ევროპლანტის სუბსტრატს ამჯობინებთ, ჩვენ უფრო იაფად მოგყიდით, ან სულაც ბოდიშს მოგიხდით და გაჩუქებთ. რაც შეეხება ფასს, 250 ლიტრიან ტომარას თუ იყიდით ჩვენ მოგცემთ 40 თეთრად ლიტრს (აქაც ბოდიში უნდა მოვიხადო და 100 ლიტრზე ზემოთ რომ მეწერა 1,5 ლარი ტორფის ფასი და 1,7 ლარი სუბსტრატის ფასი, 10 ლიტრზე ზემოთ უნდა ყოფილიყო 100-ის ნაცვლად). ლიტრის ფასი ძვირია, მაგრამ როდესაც ადამიანი ყიდულობს სულ 2 ლიტრს, მაშინ რა თქმა უნდა სხვა ფასი აქვს და როდესაც ყიდულობს 250 ლიტრს რაღა თქმა უნდა სხვა ფასი.

მადლობა ყურადღებისათვის, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ.

პ.ს. ნამდვილად არავისი წყენინება არ მინდა, ევროპლანტის ფასებს იმიტომ ვასახელებ, რომ პრინციპში 2 კომპანიაა სულ რომელიც შეიძლება დავასახელო შედარებებისათვის მემგონი: ევროპლანტი და ევროეზო. ევროეზოს ფასებს არ ვასახელებ. smile.gif

Posted by: anatoreli 1 Jun 2010, 12:18
lashagiorgi
QUOTE
.ს. ნამდვილად არავისი წყენინება არ მინდა, ევროპლანტის ფასებს იმიტომ ვასახელებ, რომ პრინციპში 2 კომპანიაა სულ რომელიც შეიძლება დავასახელო შედარებებისათვის მემგონი: ევროპლანტი და ევროეზო. ევროეზოს ფასებს არ ვასახელებ. 

მე არაფერი არ მწყინს მარა ესე პოსტიდან პოსტში ფასების დაკლება სახალისოა უბრალოდ lol.gif ეხლა მე დაგიწერ ევროეზოს ფასებს და იმედი მაქვს,შემდეგ პოსტში შენი ნაძვი კიდევ უფრო გაიაფდება lol.gif

აი ეს მინდა chamaecyparis obtusa "nana gracilis",ევროპლანტში ძვირი ღირს, 60 ლარი....თქვენ თუ გაქვთ?! იაფი იქნება და ვიყიდი...

Posted by: lashagiorgi 1 Jun 2010, 14:18
სამწუხაროდ ეს სახეობა არ გვაქვს ამჟამად. მართლა ლამაზია ეს მცენარე სხვათაშორის. მე "ლოსის რქებს" ვეძახი ფორმის გამო. ხომ არ მეშლება და იგივე მცენარეზე ვლაპარაკობ? ჩამოვიტანეთ გაზაფხულზე 20 ცალი და 20-ვე გაიყიდა. შემდეგ ცამოტანაზე ჩამოვიტანთ ისევ. 60 ლარი თუ ღირს ევროპლანტში, მემგონი არ არის ძვირი. ზომას გააჩნია.

ევროეზოს ფასები დაწერეთ თუ შეგიძლიათ და მე მივაწერ გრინსერვისის ფასებს. smile.gif
ვერცხლისფერი ნაძვის ფასები შემიძლია მე დავწერო ევროეზოსი
100-120სმ - 500 ლარი smile.gif

სხვა ფასები ალბათ უფრო იაფი აქვთ. smile.gif

მოდით რაღაიკი ასეთი მონდომებული ხართ, მართლა დაწერეთ ფასები თუ შეგიძლიათ.
* * *
პ.ს. პოსტიდან-პოსტში ფასების გაიაფების ამბავში, მემგონი არავის არ უნდა ეწყინოს ეს ამბავი. smile.gif თან, მთელი დღე დილიდან-საღამომდე რომ მუშაობ, ცოტა არ იყოს და ამ სიცხეში, 2 წუთი შემოირბენ ოფისში რომ არ გაგისკდეს "გოგრა" smile.gif, მემგონი არ უნდა იყოს გასაკვირი რომ შეგეშალოს ადამიანს რამე. smile.gif

ფასებს კიდევ გავაიაფებთ შემდეგ პოსტებში გპირდებით. smile.gif ეს "ჯანდაბა" სატრანსპორტო კომპანია რომ ჩამოგვიტანს ჩვენ ნერგებს (რაც აღარ გვაღირსეს, მერე ერთხელაც გავაიაფებთ). smile.gif

Posted by: anatoreli 1 Jun 2010, 20:38
lashagiorgi
QUOTE
სამწუხაროდ ეს სახეობა არ გვაქვს ამჟამად. მართლა ლამაზია ეს მცენარე სხვათაშორის. მე "ლოსის რქებს" ვეძახი ფორმის გამო. ხომ არ მეშლება და იგივე მცენარეზე ვლაპარაკობ? ჩამოვიტანეთ გაზაფხულზე 20 ცალი და 20-ვე გაიყიდა. შემდეგ ცამოტანაზე ჩამოვიტანთ ისევ. 60 ლარი თუ ღირს ევროპლანტში, მემგონი არ არის ძვირი. ზომას გააჩნია.

ეგაა კი,ფერიც დამახასითებელი აქვს,მუქი მწვანე-ბარხატის ფერი.....პატარები მინდა ჯუჯა.....რავიცი ჩვენთან უფრო იაფიაო და იმიტომ დავწერე ძვირიათქო,იაფად რო შემოგეთავაზებინა wink.gif biggrin.gif მე ეგეთი რაღაცეები არ მწყინს,რაც უფრო იაფი იქნება მით უკეთესი ჩემთვის... biggrin.gif

Posted by: Maybach 2 Jun 2010, 11:58
Pachypodium lamerei , Пахиподиум Ламера (Мадагаскарская "пальма")
სად ვიყიდი შედარებით დაბალ ფასად ???

Posted by: XAO 9 Jun 2010, 04:03
რა მაინტერესებს. გვირილა მინდა რო გავზარდო და სად სჰეიძლება რო ვიყიდო სულ სულ პატარა გვირილა თავის ქოთნიანათ.
დაახლოვებით რა ეღირება და სად შეიძლება მაგისი ყიდვა?


Posted by: tamriko1809 9 Jun 2010, 19:06
წითელზოლიანი დრაცენა მინდა. სად შეიძლება ვიყიდო და რა ფასად?

Posted by: ASIA 9 Jun 2010, 21:36
სად შეიძლება შევიძინი წითელფოთოლა თხილი????

Posted by: anatoreli 9 Jul 2010, 17:19
ASIA
QUOTE
სად შეიძლება შევიძინი წითელფოთოლა თხილი????

ევროპლანტში,დიდუბის გამოფენაზე...

Posted by: ხორხე 17 Jul 2010, 14:19
ღობე მინდა შემოვავლო ნაკვეთს შემოდგომაზე და მაინტერესებს რა სისწრაფით იზრდება, დღეს რო ვიყიდო ერთი ღერო და აივანზე რო ჩავრგო ქოთანში და დავაკვირდე შეიძლება?

მეორე კითხვა, მაგ მცოცავი ღობის ბალახებიდან ყველაზე უკეთესი რომელია?

სურ ვიცი ერთი და კიდე?

Posted by: anatoreli 17 Jul 2010, 15:35
ხორხე
QUOTE
ღობე მინდა შემოვავლო ნაკვეთს შემოდგომაზე და მაინტერესებს რა სისწრაფით იზრდება, დღეს რო ვიყიდო ერთი ღერო და აივანზე რო ჩავრგო ქოთანში და დავაკვირდე შეიძლება?

მეორე კითხვა, მაგ მცოცავი ღობის ბალახებიდან ყველაზე უკეთესი რომელია?

სურ ვიცი ერთი და კიდე?

რომელ ღობეს რგავ? lol.gif არა რა ისევ ჯობია კატლეტი შებრაწო.... biggrin.gif

მცოცავი ბალახი არ არსებობს......ისე სურო ნელა იზრდება შედარებით,მაგრამ მარადმწვანეა.....
ეს სწრაფად იზრდება,მარამ არაა მარადმწვანე,მაგრამ შემოდგომით ძალიან ლამაზია,წითელი....Parthenocisus....


ღობეს რაც შეეხება,სად გაქვს ნაკვეთი გააჩნია....

Posted by: ხორხე 17 Jul 2010, 18:36
anatoreli
QUOTE
რომელ ღობეს რგავ?არა რა ისევ ჯობია კატლეტი შებრაწო....

mad.gif

QUOTE
მცოცავი ბალახი არ არსებობს......ისე სურო ნელა იზრდება შედარებით,მაგრამ მარადმწვანეა.....
ეს სწრაფად იზრდება,მარამ არაა მარადმწვანე,მაგრამ შემოდგომით ძალიან ლამაზია,წითელი....Parthenocisus....

ზამთარში მერე გახმება და ცუდი სანახავი იქნება

QUOTE
ღობეს რაც შეეხება,სად გაქვს ნაკვეთი გააჩნია....

ლოტკინის ზემოთ არის, ივერთუბანი ქვია, ადგილია რა biggrin.gif

ჰოდა, მანდ სანამ სახლს ავაშენებ, კაპიტალურ ღობეს არ ვაკეთებ, ტექნიკიკა შესაყვანი რომ გახდეს შეიძლება არ შეეტიოს მთავარი ქუჩიდან, (დავიწროებული არის ქუჩები), ჰოდა მეთქი სანამ ავაშენებ იყიოს ეს მწვანე ღობე და მერე ვნახოთ, თუ გიჟი მეზობლები არ მეყოლებიან შეიძლება დავტოვო თქო

შენ კიდე დამცინი biggrin.gif

Posted by: anatoreli 17 Jul 2010, 19:22
ხორხე
QUOTE
ზამთარში მერე გახმება და ცუდი სანახავი იქნება

ზამთარში არ წახვიდე აგარაკზე და ეგაა biggrin.gif


დიდუბეში გამოფენაზე მიდი "ევროპლანტია" გამწვანების ფირმა,პირველ პავილიონში.....ნაირნაირი სუროებია და კიდე სხვადასხვანაირი მხვიარები,ბენქსის ვარდი,აკებია და ა.შ. დიდებია მანდ,მარა ფასიც მაღალია....

უფრო პატარები და იეფად თუ გინდა დეზერტირებზე ნახე......ან პერნატას მიმართე და გაყიდინებს... wink.gif
* * *
QUOTE
ჰოდა, მანდ სანამ სახლს ავაშენებ, კაპიტალურ ღობეს არ ვაკეთებ, ტექნიკიკა შესაყვანი რომ გახდეს შეიძლება არ შეეტიოს მთავარი ქუჩიდან, (დავიწროებული არის ქუჩები), ჰოდა მეთქი სანამ ავაშენებ იყიოს ეს მწვანე ღობე და მერე ვნახოთ, თუ გიჟი მეზობლები არ მეყოლებიან შეიძლება დავტოვო თქო

აუფ ეს ეხლა წავიკითხე....ესეიგი მერე უნდა ამოძირკვო?!მაშინ რემონტის განყოფილებაში იკითხე რჩევები biggrin.gif ეგ იგივეა მე რო დაგიწერო კატლეტს ნავთი უნდა გადავასხა და ვირთხები მოვწამლოთთქო biggrin.gif

Posted by: anatoreli 17 Jul 2010, 23:32
ხორხე............................................................................

Posted by: ხორხე 18 Jul 2010, 01:39
anatoreli
QUOTE
დიდუბეში გამოფენაზე მიდი "ევროპლანტია" გამწვანების ფირმა,პირველ პავილიონში.....ნაირნაირი სუროებია და კიდე სხვადასხვანაირი მხვიარები,ბენქსის ვარდი,აკებია და ა.შ. დიდებია მანდ,მარა ფასიც მაღალია....

გაიხარე

ისე მანდ მარადმწვანეები საკმაოდ ძვირი ღირდა, ღობეზე რო დავთვალე ბევრი გამოვიდა და ამიტომ სხვა წერტილებს ვეძებ mo.gif


QUOTE
უფრო პატარები და იეფად თუ გინდა დეზერტირებზე ნახე......ან პერნატას მიმართე და გაყიდინებს...

smile.gif))
QUOTE
აუფ ეს ეხლა წავიკითხე....ესეიგი მერე უნდა ამოძირკვო?!მაშინ რემონტის განყოფილებაში იკითხე რჩევებიეგ იგივეა მე რო დაგიწერო კატლეტს ნავთი უნდა გადავასხა და ვირთხები მოვწამლოთთქო

biggrin.gif

თუ გაქაჩა დავტოვებ, კიარადა თუ გამწვანებული ღობე იქნება კარგად, იმას როგორ გაჩეხავ ნორმალური ადამიანი?
* * *
აი ეგრე ქოთანში მინდა, შემოდგონმამდე დავაკვირდები, ზრდის ტემპს biggrin.gif

ჰოდა გავიგებ მერე რა და როგორ


Posted by: anatoreli 18 Jul 2010, 03:15
ხორხე
ბათუმისკენ თუ მიდიხარ,ან ვინმე თუ გყავს,იქაურობას მოდებულია Pueraria lobata......თუ ტენიან ადგილას ამყოფებ წელიწადში 2 მეტრა გაიზრდება და ღობე კი არა მეზობლებს შეიძლება თავზე გადაუაროს.....ისე ბოტანიკურშია ბათუმში ბლომად,მე თუ მოვხვდი მაქეთ მეც მინდა და წამოგიღებ....

Posted by: ხორხე 18 Jul 2010, 08:21
anatoreli
QUOTE
ბათუმისკენ თუ მიდიხარ,ან ვინმე თუ გყავს,იქაურობას მოდებულია Pueraria lobata......თუ ტენიან ადგილას ამყოფებ წელიწადში 2 მეტრა გაიზრდება და ღობე კი არა მეზობლებს შეიძლება თავზე გადაუაროს.....ისე ბოტანიკურშია ბათუმში ბლომად,მე თუ მოვხვდი მაქეთ მეც მინდა და წამოგიღებ....


დილით იღვიძებ და მანქანა ტყვეა biggrin.gif

შეიძლება წავიდე მეც თვის ბოლოსკენ ბათუმში, ვნახოთ,

და როგორ უნდა წამოვიღო, ფესვები უნდა ამოვთხარო? biggrin.gif
ჰო კიდე, ლაგოდეხში ნაკრძალში ვიყავი და იქ იყო სქელფოთლიანი მცენარე, ეგრე მოდებული, ხეებზეც

მარტო ფოთლები რო წამოიღო და წყალში ჩადო ფესვებს არ გამოიბამს?


Posted by: anatoreli 18 Jul 2010, 14:10
ხორხე
QUOTE
მარტო ფოთლები რო წამოიღო და წყალში ჩადო ფესვებს არ გამოიბამს?

არა,ტოტი უნდა მოჭრა,წყალში ან სილაში უნდა ჩადო და დაელოდო....სანამ ფესვებს არ გამოიღებს.....

ისე შეიძლება იყიდებოდეს აჭარაში გზის პირას....ბოტანიკურში ჩუმად დაგლიჯე,თორე დაგიჭერენ ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის biggrin.gif

Posted by: ხორხე 18 Jul 2010, 17:21
anatoreli
QUOTE
არა,ტოტი უნდა მოჭრა,წყალში ან სილაში უნდა ჩადო და დაელოდო....სანამ ფესვებს არ გამოიღებს.....

ეჰ

ლაგოდეხიდანაც წამომეღო მაინც

QUOTE
ს....ბოტანიკურში ჩუმად დაგლიჯე,თორე დაგიჭერენ ქურდული ტრადიციების მიმდევრობისთვის

ჰაჰა biggrin.gif

მიშმაკაკებს არ იჭერენ ძმაო !

Posted by: ინი44 18 Jul 2010, 18:23
კლემატისი სად შევიძინო? შედარებით იაფად

Posted by: anatoreli 19 Jul 2010, 00:55
ხორხე
QUOTE
სურომანი ვარ 

lol.gif

გახსენი თემა,"კატლეტი სუროს ჩრდილქვეშ".... wink.gif

Posted by: anatoreli 20 Jul 2010, 02:46
ხორხე
ა ძმაო საქმე ჩაგიწყე... biggrin.gif ბაღის ყვაილების თემაში...



"-ნატა ხორხეს სურო-მხვიარა მცენარეები უნდა არ გაქვს?!....კატლეტში გაგიცვლის


-კატლეტი არ მინდა, არაფერი არ მინდა რაც მზადდება და გაზის ქურას მაგონებს ))) ხორხეს კი ჰედერა პართენოცისუსი კამპსისი გლიცინია შემიძლია ჭყინტ სულუგუნში ან როკფორში დავუბარტერო " biggrin.gif

Posted by: ხორხე 20 Jul 2010, 08:47
anatoreli
QUOTE
ა ძმაო საქმე ჩაგიწყე...ბაღის ყვაილების თემაში...



"-ნატა ხორხეს სურო-მხვიარა მცენარეები უნდა არ გაქვს?!....კატლეტში გაგიცვლის


-კატლეტი არ მინდა, არაფერი არ მინდა რაც მზადდება და გაზის ქურას მაგონებს ))) ხორხეს კი ჰედერა პართენოცისუსი კამპსისი გლიცინია შემიძლია ჭყინტ სულუგუნში ან როკფორში დავუბარტერო "

მე ფლორისტები ყველაზე უანგარო ხალხი მეგონეთ

სად ვიპოვო მე ჭყინტი ყველი? biggrin.gif


Posted by: lovedior 27 Jul 2010, 14:46
იყიდება ყავის ხე, რომელიც წელიწადში ერთხელ ისხავს ყავას...
უკვე 6 წლისაა, მარადმწვანე წელიწადის ნებისმიერ დროს....
ფასი 100 ლარი
ტელ 855 37 75 49


Posted by: lovedior 27 Jul 2010, 14:53
....................................................................................

Posted by: NEVADA 2 Aug 2010, 17:50
ხალხნო პავლონია მინდა დავრგო ეზოში და მითხარით რამე რააა.. როგორი ხეა, ღირს დარგვა არ ღირს.. მაღალზე მაქვს დაჩა და ზამთარში ნეტა როგორ ძლებს.,, ???

მითხრეს რომ სწრაფად იზრდებაო თან..

Posted by: magn 2 Aug 2010, 18:16
NEVADA
ჩემი აგარაკიც საკმაოდ მაღალზეა , როცა ვიყიდე მითხრეს ეს სახეობა Paulownia tomentosa -20 გრადუსს უძლებსო და ჯერ არ ვიცი სულ 3 თვეა რაც დავრგე. ისე სწრაფად გაზრდის ვერაფერი შევატყვე ჯერ-ჯერობით რა ვიცი ვაკვირდები wink.gif

Posted by: NEVADA 3 Aug 2010, 13:36
3 თვეში ალბათ არა მარა 1 წელიწადში უნდა დაეტყოს..

და სად შეიძინეთ თუ საიდუმლო არ არის და რამხელა იყო?

Posted by: anatoreli 3 Aug 2010, 15:29
QUOTE
ჩემი აგარაკიც საკმაოდ მაღალზეა , როცა ვიყიდე მითხრეს ეს სახეობა Paulownia tomentosa -20 გრადუსს უძლებსო და ჯერ არ ვიცი სულ 3 თვეა რაც დავრგე. ისე სწრაფად გაზრდის ვერაფერი შევატყვე ჯერ-ჯერობით რა ვიცი ვაკვირდები 

სწრაფად იზრდება სამშობლოში,შედარებით სწრაფად საქართველოში ტენიან ადგილას.....მაღალზე კი შედარებით ნელა,თან ქარი არ ევასება და თბილისის გარშემო მაღალზე ყველგნ ქარიანი ადგილებია....

რამე უკეთესი დარგეთ არ შეიძლება?!....მაგალიტთად წაბლი... wink.gif biggrin.gif

Posted by: magn 3 Aug 2010, 17:14
NEVADA
ყვავილების გამოფენაზე wink.gif 30სმ-მდე იყო. როგორც კი გადავრგე ლალიები დაეძგერნენ და ფოთლის ზარრვებამდე დაღრღნეს. ახლა დაანებეს თავი და გამოიტანა ახალი ფოთლები და ცოტა მოიმატა სიმაღლეში მაგრამ ჯერ ხეობის არაფერი ეტყობა
anatoreli
QUOTE
რამე უკეთესი დარგეთ არ შეიძლება?!....მაგალიტთად წაბლი... 

არა,პავლოვნიას ინტერესი მაქვს.მინდა რომ პოპულარული გახდეს და საწარმოო მნიშვნელობა შეიძინოს.რა ჯობია ლამაზი ხეა, ცხოველისთვისაც გემრიელი საკვებია მისი ფოთოლი,ხე კი სწრაფად იზრდებადა თუ მაგის პლანტაციებს გავაშენებთ ტყეც შეგვინარჩუნდება. ასეთია ჩემი hidden agenda wink.gif yes.gif

Posted by: anatoreli 3 Aug 2010, 17:50
magn
QUOTE
არა,პავლოვნიას ინტერესი მაქვს.მინდა რომ პოპულარული გახდეს და საწარმოო მნიშვნელობა შეიძინოს.რა ჯობია ლამაზი ხეა, ცხოველისთვისაც გემრიელი საკვებია მისი ფოთოლი,ხე კი სწრაფად იზრდებადა თუ მაგის პლანტაციებს გავაშენებთ ტყეც შეგვინარჩუნდება. ასეთია ჩემი hidden agenda 

ეგ სხვა საკითხია...პლანტაციებსაც აშენებენ....

მე ეზოში დარგვაზე ვუბნობდი....სხვა უფრო სასარგებლოები მირჩევნიათქვა...

Posted by: lebidor 3 Aug 2010, 17:54
QUOTE
არა,პავლოვნიას ინტერესი მაქვს.მინდა რომ პოპულარული გახდეს და საწარმოო მნიშვნელობა შეიძინოს.რა ჯობია ლამაზი ხეა, ცხოველისთვისაც გემრიელი საკვებია მისი ფოთოლი,ხე კი სწრაფად იზრდებადა თუ მაგის პლანტაციებს გავაშენებთ ტყეც შეგვინარჩუნდება. ასეთია ჩემი

რა მოგწონთ მაგ პავლოვნიასი არ ვიცი რააsmile.gif ისე გურიაშია ბლომად, ხოდა მაგას ბოლღვას ეძახიან იქ, გული ცარიელი აქვს და მაგიტო smile.gif ბაბუაჩემი მაგისგან კიბეს აკეთებს, იმიტო რო მაგარი მსუბუქია, ხოო მასალად ლამაზი კია მაგრამ ზალიან რბილი მასალაა და მაგის ავეჯი მალე ზიანდება და ადვილად, ხოო არც კარები და არც ფანჯარა არ გამოდისო, და არც იატაკის მასალად არ გამოდგება, მარტო ავეჯი მზადდებაო, ისიც მასიური არაოოო, ასე მითხრეს ხის ხელოსნებმა, ძირითადად გასაფორმებლად იყენებენო smile.gif ისე არც ყვავილი მომწონს მაგისი, თავის ტკივილს იწვევსsmile.gif

Posted by: magn 3 Aug 2010, 18:15
lebidor
QUOTE
რა მოგწონთ მაგ პავლოვნიასი არ ვიცი რაა ისე გურიაშია ბლომად, ხოდა მაგას ბოლღვას ეძახიან იქ, გული ცარიელი აქვს და მაგიტო  ბაბუაჩემი მაგისგან კიბეს აკეთებს, იმიტო რო მაგარი მსუბუქია, ხოო მასალად ლამაზი კია მაგრამ ზალიან რბილი მასალაა და მაგის ავეჯი მალე ზიანდება და ადვილად, ხოო არც კარები და არც ფანჯარა არ გამოდისო, და არც იატაკის მასალად არ გამოდგება, მარტო ავეჯი მზადდებაო, ისიც მასიური არაოოო, ასე მითხრეს ხის ხელოსნებმა, ძირითადად გასაფორმებლად იყენებენო  ისე არც ყვავილი მომწონს მაგისი, თავის ტკივილს იწვევს

ჰოო საინტერსოა უარყოფითი პასუხი. მე მხოლოდ კარგი წამიკითხავს, ფიჭვზე მაგარია-ო და ლამაზი. ტენს იწოვს და სკივრებს ამზადებდებენ მაგისგანო და საკრავებს. რამდენი წელია რაც გურაში მოყავთ?

Posted by: NEVADA 5 Aug 2010, 14:21
ხო ქარს რაც შეეხება სადაც დარგვას ვაპირებ იქ ქარი არ იცის საერთოდ.. რაც შეეხება სხვა ხის დარგვას, მასზე არჩევანი სხვადასხვა მიზნით შევაჩერე, 1, არის დიდფოთლოვანი და ლამაზი ვარჯის მქონე ხე, მეორე იზრდება სწრაფად, განსაკუთრებით ამან დამაინტერესა ძალიან


რაც შეეხება მისგან ნაწარმოებ ავეჯს, პირიქით მსმენია, რომ არის ძალიან მყარი, გამძლე და ბევრ ქვეყანაში მოაშენეს სპეციალურად..

Posted by: ნინი 5 Aug 2010, 20:46

ხალხო,

ჩემი ყვავილები დავუტოვე ჩემს დას საქართველო რო დავტოვე.

ეხლა ჩემი დაც მოდის და იმის გამო რო ძალიან ბევრი წვრილმანი აქვს საყიდელი, გადავწყვიტეთ ჩემი ყვავილები გავყიდოთ.
თან რადგანაც იყიდიან, იმის გარანტია იქნება რო იზრუნებენ კარგად..

დაახლოებით 10 ქოთნის მცენარეა..
მგონი უმრავლესობა ლამაზ ქოთანშია... აღარ მახსოვს..
ქოთნებშიც უამრავი ფული დავხარჯე და ყვავილებშიც..


დეკორატიული ლიმონიც მაქვს : ))


მოკლედ სურათებს გადავაღებინებ და განახებთ...
ფასსაც გეტყვით

Posted by: lebidor 5 Aug 2010, 22:29
QUOTE
ჰოო საინტერსოა უარყოფითი პასუხი. მე მხოლოდ კარგი წამიკითხავს, ფიჭვზე მაგარია-ო და ლამაზი. ტენს იწოვს და სკივრებს ამზადებდებენ მაგისგანო და საკრავებს. რამდენი წელია რაც გურაში მოყავთ?

რაც ტავი მახსოვს ეგ ხე ეზოში მირგიაsmile.gif მე კიდე 24 წლის ვარ ასე რომ... smile.gif ხოო და იქამდეც ქონდათ კიდეsmile.gif

Posted by: anatoreli 5 Aug 2010, 23:54
ნინი
QUOTE
მოკლედ სურათებს გადავაღებინებ და განახებთ...
ფასსაც გეტყვით

აბა მიდი... smile.gif

Posted by: ForLorn 6 Aug 2010, 01:32
NEVADA ავლაბარშია ერთი ყვავილების მაღაზია, ბარათაშვილის ხიდის ბოლოში ავლაბრის მხარეს, მანდ უცხოეთიდან ჩამოაქვთ და მანდ ნახე, შეიძლება ქონდეთ.....

Posted by: MSN 6 Aug 2010, 04:52
ვიყიდი თუთის ნამყენს. ნაყოფის სიმწიფის პერიოდი უნდა იყოს აგვისტო. მომწერეთ პ.მ ში.

Posted by: pernata 6 Aug 2010, 10:23
ნინი
QUOTE
მოკლედ სურათებს გადავაღებინებ და განახებთ...
ფასსაც გეტყვით

გელით smile.gif

Posted by: magn 6 Aug 2010, 11:06
NEVADA
ლაგოდეხში აქვტ პავლოვნიას საშენი მემემულეთა კავშირსი დარეკე და გეტყვიან ტელეფონს.

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 13:09
magn
argania spinoza ხო არ გეგულება სადმე,მაროკოს გარდა?! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Maybach 6 Aug 2010, 13:29
http://forum.ge/uploads/post-72-1275465513.jpg

Pachypodium lamerei , Пахиподиум Ламера (Мадагаскарская "пальма")
სად ვიყიდი შედარებით დაბალ ფასად ???

Posted by: NEVADA 6 Aug 2010, 15:00
მოკლედ ვიპოვე ამ პავლონიას ნერგები, საოცარი რამე მითხრეს, ესეიგი შემოდგომაზე თუ დარგავ გაზაფხულზე ასე აპრილშჳ ბოლომდე უნდა გადაჭრაო, აგვისტოში უკვე 1 1.5 აქვს ნაყარიო.. ასე იმაგრებს მერქანს და უფრო ძლიერდებაო..

ამაზე თუ გაგიგიათ რამე ?

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 15:07
NEVADA
QUOTE
ამაზე თუ გაგიგიათ რამე ?

კი გაგვიგია,ტყემალმაც ეგრე იცის biggrin.gif

Posted by: NEVADA 6 Aug 2010, 16:38
ტყემალი მირგია ეზოში მარა არასდროს ძირში არ გადაგვიჭრია wink.gif

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 17:42
NEVADA
QUOTE
ტყემალი მირგია ეზოში მარა არასდროს ძირში არ გადაგვიჭრია

გადაჭერი და ნახავ როგორ ამოიყრის biggrin.gif

Posted by: magn 6 Aug 2010, 18:19
anatoreli
QUOTE
magn
argania spinoza ხო არ გეგულება სადმე,მაროკოს გარდა?! 

აქ არა. გამოწერა შეძლება თესლით მრავლდება
idea.gif

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 19:00
magn
QUOTE
argania spinoza ხო არ გეგულება სადმე,მაროკოს გარდა?! 


აქ არა. გამოწერა შეძლება თესლით მრავლდება

ნეტში ნახე თუ რამე ლიტერატურა გაქვს?!....ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო,იქნებ იხაროს საქართველოში... boli.gif biggrin.gif

Posted by: magn 6 Aug 2010, 21:17
anatoreli
QUOTE

ნეტში ნახე თუ რამე ლიტერატურა გაქვს?!....ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო,იქნებ იხაროს საქართველოში...  

არა, სახლში არაფერი მაქვს. აი ეს შეიძლება გამოგადგეს:
http://www.tradewindsfruit.com/argan.htm

შარშან იყო მგონი CNN-ს ჰქონდა დიდი სიუჟეტი არგანზე როგორ დაძვრებოდნენ თხები მის ტოტებზე და როგორ ამზადებდნენ მათი განავლიდან გამორჩეული თესლით ქალები ძვირფასს ზეთსს aba.gif .ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა rolleyes.gif

Posted by: anatoreli 6 Aug 2010, 21:43
magn
QUOTE
არა, სახლში არაფერი მაქვს. აი ეს შეიძლება გამოგადგეს:
http://www.tradewindsfruit.com/argan.htm

შარშან იყო მგონი CNN-ს ჰქონდა დიდი სიუჟეტი არგანზე როგორ დაძვრებოდნენ თხები მის ტოტებზე და როგორ ამზადებდნენ მათი განავლიდან გამორჩეული თესლით ქალები ძვირფასს ზეთსს  .ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა 

მადლობა..ეგენი ვიცი,გადაკითხული მაქვს ყველაფერი....

ვარაუდობენ რო თხის ნაჭამი თესლიდან უფრო ხარობს ნერგი....გამოკვლეული არაა რამდენად გაუძლებს ჩვენში არსებულ დაბალ ტემპერატურას....საინტერესოა!
ებრაელები ატრებენ ექსპერიმენტებს და კუვეიტში ერთი ინსტიტუტი მუშაობს ამ საკითხზე....ვიცი სადაც იყიდება თესლები,იმედია როდისმე გამოვიწერ და გავსინჯავ ჩვენს ღია გრუნტში...

Posted by: M43DL0 7 Aug 2010, 02:31
ნინი
მე ვიყიდი ყველას...
10 ივეს...
ფასს არა აქვს მნიშვნელობა

Posted by: korsikeli 7 Aug 2010, 22:57
QUOTE (Maybach @ 6 Aug 2010, 13:29 )
http://forum.ge/uploads/post-72-1275465513.jpg

Pachypodium lamerei , Пахиподиум Ламера (Мадагаскарская "пальма")
სად ვიყიდი შედარებით დაბალ ფასად ???

არამგონია აქ ნახო.

თუ შეძლებ ჩამოტანას:http://goods.marketgid.com/shop/ilikeportal.com/60/

Posted by: Maybach 9 Aug 2010, 13:43
მადლობ ადრე მეგობარმა იყიდა ირანში ყვავილების ბაზრობაზე

Posted by: dejavu 13 Aug 2010, 08:42
ეზო მაქვს სახლის უკან სადაც დღის უმეტეს ნაწილს ჩრდილია, მზე შეიძლება სულ რაღაც 1 საათით არც კი ანათებდეს აღნიშნულ ადგილას. ბაღის გაკეთება მინდა, რის დარგვას მირჩევთ რა გაიხარებს ყველაზე კარგად ასეთ ადგილას (საბურთალო).
* * *
რამოდენიმე ხის დარგვა მინდა + ბაგის ყვავილები.

Posted by: pernata 13 Aug 2010, 11:02
dejavu
სალამი smile.gif
ნიადაგი კარგია? თუ არა - ჯერ შერჩეულ ადგილებში კარგად უნდა გაამზადო ხეებისთვის ნიადაგი. მოზრდილი ორმოები მოყიერი მიწით. ხეები როგორი გინდა? წიწვოვანი, ფოთლოვანი, დიდი რომ გაიზარდოს თუ შედარებით მცირე? რადგან მზე არ უდგება, ალბათ საჩრდილობელი ფუნქცია არ მოეთხოვებათ, არა? (დაგუგლე) წიწვოვანებში კვიპაროსი Cupressus, ფიჭვი pinus... მარადმწვანეები - დაფნა Laurus, მუშმალა Eriobotrya japonica, მაგნოლია Magnolia grandiflora ... ... დეკორატიულ ყვავილოვანი - აბრეშუმის აკაცია albitsia, იუდას ხე Cersis siliquastrum, ოქროს წვიმა laburnum... ლამაზი ფოთლოვანები - ცაცხვი tilia, ცხენის წაბლი aesculus hippocastanum, კატალპა catalpa, ნეკერჩხალი acer... ...
გაითვალისწინწ, წიწვოვანების ძირში გამძლები ყვავილების და ბუჩქების ასორტიმენტი შეზღუდულია. ბაკლახსაც უჭირს. სურო ძლებს.

Posted by: dejavu 13 Aug 2010, 11:27
გამარჯობათ

ნიადაგს რაც შეეხება მოტანა მინდა ანუ კლდე იყო მთლიანად და ჩამოვჭერი. ხეები არ ვიცი დავათვარიელებ ნეტში თქვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ წიწვივან და ფოტლოვან ხეებს. უსე სასურველი იქნება საშუალო ზომის ხეები+ მზე რომელისაც ნაკლებად დაჭირდება და ჩრდილში გაიხარებს.

Posted by: pernata 13 Aug 2010, 12:50
dejavu
ეს თემა ჯერ ადრეა შენთვის, მანამ არჩევ, აქეთ წამოდი smile.gif :
http://forum.ge/?showtopic=34139780&f=&st=255&#entry21100068

Posted by: dejavu 13 Aug 2010, 13:32
Eriobotrya japonica--დიდი ხე იზრდება ისე მუშმალა მიყვარს ძაან. მე უფრო ნაკლებად რომ "იფურჩქნება" ისეთი ხეები მაინტერესებს. Magnolia grandiflora <<<< მაგნოლია მომწონს. გაიხარებს ჩრდილში? სად შეიძლება მაგნოლიის ხის ყიდვა? არააქვს მნიშვნელობა ნიადაგს ადვილად ხარობს?<<<<catalpa-ზეც მაინტერესებს იგივე. მაგნოლია+ კატალპა გვედი გვერდ რომ დარგო გაიხარებს?
მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: pernata 13 Aug 2010, 21:36
dejavu
QUOTE
მაგნოლია+ კატალპა გვედი გვერდ რომ დარგო გაიხარებს?

დისტანცია უნდა დაიცვა, რომ ვარჯებმა არ შეუსალოს ერთმანეთს ხელი. თანაც, სულ სხვადასხვა მასშტაბის ხეებია. მაგნოლია გაცილებით მაღალი იზრდება და ერთმანეთს მაინცდამაინც არ უხდებიან. ვიკიპედიაში ან რამე კატალოგში უნდა ნახო ზრდასრული ხის ვარჯების ზომა და იმის მიხედვით დააშორო ერთმანეთს.
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისათვის.

არაფრის smile.gif

Posted by: dejavu 14 Aug 2010, 08:00
შესწავლის პროცეში ვარ ეხლა აღნიშნილი ხეების. თავისთავად იმასაც ვითვალისწინებ დაახლოების ერთი ზომის ხეები რომ იყოს და ლამაზად რომ გამოიყურებოდეს. მაღალი ხეები არამგონია რომ მოუხდეს.

Posted by: Liv_kalstrom 29 Aug 2010, 11:31
ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოუ

გამარკვიეთ რა იქნება

სად ვნახო და მოვიძიო კაკლის და ნუშის ნერგები. როარ მომატყუონ და კაი ჯიშის იყოს

სოფ.მეურნ სამინისტროს გავუგზავნე მაილი და არაფერს მპასუხობენ.

ეგენი არ არინ ვალდებულნი მომაწოდონ ინფორმაცია?

იქნებ იცოდეთ რამე კაკლის და ნუშის შესახებ. . . .




Posted by: zazaazma 29 Aug 2010, 13:00
თბილისის ზღვაზეა სანერგეები. ნაცნობმა მიმიყვინა, მე კმაყოფილი დავრჩი. ნუშის და კაკლის ნერგები ვიყიდე ამ გაზაფხულზე. მართალია ნუშმა ვერ გაიხარა, მაგრამ ჩემი ბრალი იყო. კაკალმა ყველამ გაიხარა. თუ გაინტერესებს მიგასწავლი

Posted by: pernata 29 Aug 2010, 13:10
zazaazma
QUOTE
თბილისის ზღვაზეა სანერგეები.

QUOTE
თუ გაინტერესებს მიგასწავლი

ფლიიიზ smile.gif

Posted by: zazaazma 29 Aug 2010, 13:37
დიდი სიამოვნებით. ამირანი ქვია, ტელეფონიც ვიცი, მაგრამ არ ვიცი აქ სჰეიძლება დაწერა? თუ კი არაა პრობლემა

Posted by: pernata 29 Aug 2010, 22:52
zazaazma
QUOTE
ამირანი ქვია, ტელეფონიც ვიცი, მაგრამ არ ვიცი აქ სჰეიძლება დაწერა?

რავი, რატომ არა? იმედია არ დაგსჯის მოდერაცია. ან PM -ში მომწერე, თავი დავიზღვიოთ. smile.gif მადლობთ!

Posted by: anatoreli 29 Aug 2010, 23:04
zazaazma
QUOTE
დიდი სიამოვნებით. ამირანი ქვია, ტელეფონიც ვიცი, მაგრამ არ ვიცი აქ სჰეიძლება დაწერა? თუ კი არაა პრობლემა

დასწერე რა პრობლემაა?!

წყავის ნერგები მინდა არ ექნებათ?!

Posted by: zazaazma 30 Aug 2010, 10:57
PERNATA, ANATORELI

PM-ში მოგწერეთ, აბა თქვენ იცით

Posted by: marucha 31 Aug 2010, 16:39
სალამი ხალხო, ძველ მეგობრებსაც სალამი! საციცოცხლოდ მჭრიდება წყლის დუმფარა, იქნებ, მოკრათ ყური სადმე. მიმასწავლეს, მაგრამ ფასი შეუფერებელია-110ლარი. უმორჩილესად გთხოვთ! kiss.gif

Posted by: katrini 1 Sep 2010, 14:17
გამარჯობათ,ციკასი მომწონს ძალიან და ვინმეს ხომ არ გაქვთ ?და ფასი?

Posted by: kwintra 1 Sep 2010, 18:20
გამარჯობა

ბოტანიკურ ბაღში ვნახე წელს ბამბუკების ტყე , მსხვილი ჯიშის ბამბუკი იყო და ძალიან მომეწონა. მაინტერესებს როდის შეიძლება ბამბუკის გადარგვა , გაზაფხულზე თU შემოდგომაზე?

Posted by: anatoreli 1 Sep 2010, 18:27
kwintra
QUOTE
ბოტანიკურ ბაღში ვნახე წელს ბამბუკების ტყე , მსხვილი ჯიშის ბამბუკი იყო და ძალიან მომეწონა. მაინტერესებს როდის შეიძლება ბამბუკის გადარგვა , გაზაფხულზე თU შემოდგომაზე?

გრუნტიდან თუ ამოიღეს ან შემოდგომაზე ან გაზაფხულზე შეიძლება,თუ კონტეინერშია,ნებისმიერ დროს!

ყიდდნენ ბოტანიკურში?!მე ბათუმის ბოტანიკურში ვნახე შავ ბამბუკს ყიდდნენ სათბურში...

Posted by: kwintra 1 Sep 2010, 18:41
anatoreli

არა არ ყიდდნენ . დირექციაში უნდა ახვიდე და მოელაპარაკოო ,მაგრამ რომ გამოვდიოდი სტაიანჩიკი იყო ბოტანიკურის შესასვლელთან და ლიანდაგები როა იმის მიმდებარეზე იყო ეს ბამბუკები და იმ კაცმა მითხრა ჩამოდი და მე გაგატანო.ალბათ თვითონაც ჩალიჩობდა ნერგებზე biggrin.gif

Posted by: anatoreli 1 Sep 2010, 20:21
kwintra
QUOTE
არა არ ყიდდნენ . დირექციაში უნდა ახვიდე და მოელაპარაკოო ,მაგრამ რომ გამოვდიოდი სტაიანჩიკი იყო ბოტანიკურის შესასვლელთან და ლიანდაგები როა იმის მიმდებარეზე იყო ეს ბამბუკები და იმ კაცმა მითხრა ჩამოდი და მე გაგატანო.ალბათ თვითონაც ჩალიჩობდა ნერგებზე 

მეც მინდა ყიდვა შემოდგომისთვის და გაგვაგებინე რას იზავს სტაიანშიკი biggrin.gif

Posted by: kwintra 1 Sep 2010, 21:13
anatoreli

აუცილებლად . მე სოფელში წვრილი ჯიში მაქვს და ეხლა ესენიც მინდა დავრგო. ლამაზიცაა და სოფლის პირობებში ძალიან პრაქტიკულია

Posted by: pernata 1 Sep 2010, 21:43
kwintra
anatoreli
ბოტანიკურში დიდი სიფრთხილით შეიძინეთ, ხშირად კონტრაბანდულად ყიდიან, ტიტველი ფესვით და არ ხარობს. ბამბუკი გაცილებით ეფექტურია გაზაფხულზე რომ დარგათ.

Posted by: papuna_pm 16 Sep 2010, 14:57
მაინტერესებს ამ აგავაში რამდენს გადამიხდიან ,

თუ ვინმეს გინდათ ყიდვა ან თუ ვინმემ იცით ფასი მომწერეთ PM-ში

http://pix.ge/

Posted by: lovedior 4 Oct 2010, 16:42
ყავის ხე,რომელიც წელიწადში ერთხელ ყვავილობს და ისხამს ნაყოფს..მისი სიმაღლეა 3მეტრი და არის 5 წლის..

ფასი 100 ლარი..

ტელ: 899 1616 56

Posted by: lovedior 4 Oct 2010, 16:46
..........................................................

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Oct 2010, 18:44
QUOTE (papuna_pm @ 16 Sep 2010, 14:57 )
მაინტერესებს ამ აგავაში რამდენს გადამიხდიან ,

თუ ვინმეს გინდათ ყიდვა ან თუ ვინმემ იცით ფასი მომწერეთ  PM-ში

დასავლეთში ეგეთები და უფრო დიდები 20-30 ლარი ღირს აქ 70დან 80 ლ მდე

Posted by: GRINGO 9 Oct 2010, 20:12
ხალხნო ყვავილი რომ არის, ხელს რომ დაადებ და იკეცება და წვება მიწაზე, სად ვიყიდო ეგ ვერ დამაკვალიანებტ?

Posted by: pernata 10 Oct 2010, 01:01
GRINGO
QUOTE
ხალხნო ყვავილი რომ არის, ხელს რომ დაადებ და იკეცება და წვება მიწაზე, სად ვიყიდო ეგ ვერ დამაკვალიანებტ?

მორცხვი მიმოზა (Mimosa pudica) ერთწლიანია, აწი უკვე მოილია. გაზაფხულამდე არ იქნება. დეზერტირებზე აქვთ ხოლმე

Posted by: Inanna 10 Oct 2010, 12:24
გამარჯობათ, მყავს 1 წლის დიფენბახიები. გავყიდი 50 ლარში...დაინტერესბულმა პირებმა დამირეკეთ: 899299967

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: 2poster 10 Oct 2010, 22:36
ვყიდი აგავებს სხვადასხვა ჯიშებს და ზომებს...
ფასი : შეთანხმებით.
შემეხმიანეთ PM
დაახლოებით ეს ჯიშებია:
user posted image

user posted image

user posted image

მოდერატორს ვთხოვ არ დამვორნოს რადგან პირველად ვარ ამ კატეგორიაში და ვერ ვერკვევი, თუ სადმე სხვაგან არის ამის ადგილი მითხარით და იქ დავწერ...

Posted by: GRINGO 13 Oct 2010, 10:37
pernata
QUOTE
მორცხვი მიმოზა (Mimosa pudica) ერთწლიანია, აწი უკვე მოილია. გაზაფხულამდე არ იქნება. დეზერტირებზე აქვთ ხოლმე

ერთწლიანი რას ნიშნავს? რომ ამოდის და რომ კვდება აღარ ამოვა მეტი? ბოლქვი რჩება თუ როგორ არის?

Posted by: pernata 13 Oct 2010, 10:51
GRINGO
QUOTE
რომ კვდება აღარ ამოვა მეტი?

ხო, აღარ ამოდის, არაფერი არ რჩება, თესლი უნდა აიღო და დათესო თავიდან, თუმცა ნაყიდი თესლით უფრო გარანტირებულია.

Posted by: GRINGO 18 Oct 2010, 01:39
pernata
დიდი მადლობა გენაცვალე smile.gif

Posted by: pernata 18 Oct 2010, 10:51
GRINGO
QUOTE
მადლობა გენაცვალე

გაამოს გენც (ან სიხა) gigi.gif

Posted by: Paharote 23 Oct 2010, 16:48
ოქროყანის კლიმატისთვის რომ წავა, ისეთი ნერგები მირჩიეთ სად ვიყიდო?

მნიშვნელობა არ აქვს რა ხე იქნება... მტავარია ჩრდილი ჰქონდეს ცოტა რომ გაიზრდება...

არ მაქვს მაინც და მაინც ხეხილზე გართულება, მარა თუ იქნება მაგასაც არაუშავს...

სად ვიყიდო ნერგები და დაახლოებით რა ღირს?


Posted by: CENTURIONI 24 Oct 2010, 20:42
ამ თემის გახსნიდან კარგა ხანია გასული და ეს კითხვა ახლა მე მაქვს არის სადმე თბილისში სადმე მეცენარეების მაღაზია სადაც შემეძლება , როდედენდრონის ,სხვადასხვა სახის პალმის, გვიმრის ხის,ბამბუკის , იაპონური ნეკერჩხლის და ასე შემდგე მცენარეების ,ყვავილების შეძენა?
ამჟამად უცხოეთში ვცხოვრობ და 2 თვეში საქართველოში ვბრუნდები და მაინტერესებდა მანდ თუ შეIძლება ზომეთჩამოთვლილი მცენარეების ან მ,ათი თესლების შეძენა? აქედან წამოღება შემიძლია მარა უამრავი ფორმალობაა მოსაგვარებელი საქართველოში შემოსატანად. არადა მაგარი იაფია აქ მასეთი რამეების ყიდვა. yes.gif sad.gif

Posted by: pernata 25 Oct 2010, 00:34
Paharote
ბაზარზე რაც არის, თითქმის ყველა ხე გაიხარებს ოქროყანაში. ჩამოყალიბდი - რა გინდა? ცხენის წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, კატალპა, იუდას ხე... ... ... უამრავია. ყველაზე სწრაფადმზარდი და ჩრდილიანი ცხენის წაბლი იქნება, ალბათ.
ხეხილის ჩრდილიანებიდან - კარალიოკი შეიძლება, ბალი, თუთა... ... ...
ფასები - 5 დან 500 ლარამდე, გააჩნია სად იყიდი და როგორს. დეზერტირებზეა ყველაზე იაფი, თუ იყოჩაღებ - არც მოგატყუებენ.( 50/50 %) სანერგეებში ხარისხი მეტად გარანტირებულია, თუმცა, მგონი ფასის სხვაობას არ ამართლებს.
Paharote
QUOTE
ასე შემდგე მცენარეების ,ყვავილების შეძენა?

არის სანერგეები, შეიძლება ყველა ნერგი არ იყოს, მაგრამ შეკვეთაც შეიძლება ყველაფრის. აი ფასები - rolleyes.gif 400% - 500% ევროპულ სანერგეებთან შედარებით

Posted by: Paharote 25 Oct 2010, 14:39
pernata
QUOTE
ბაზარზე რაც არის, თითქმის ყველა ხე გაიხარებს ოქროყანაში. ჩამოყალიბდი - რა გინდა? ცხენის წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, კატალპა, იუდას ხე... ... ... უამრავია. ყველაზე სწრაფადმზარდი და ჩრდილიანი ცხენის წაბლი იქნება, ალბათ.
ხეხილის ჩრდილიანებიდან - კარალიოკი შეიძლება, ბალი, თუთა... ... ...
ფასები - 5 დან 500 ლარამდე, გააჩნია სად იყიდი და როგორს. დეზერტირებზეა ყველაზე იაფი, თუ იყოჩაღებ - არც მოგატყუებენ.( 50/50 %) სანერგეებში ხარისხი მეტად გარანტირებულია, თუმცა, მგონი ფასის სხვაობას არ ამართლებს.
PaharoteQUOTE
ასე შემდგე მცენარეების ,ყვავილების შეძენა?


არის სანერგეები, შეიძლება ყველა ნერგი არ იყოს, მაგრამ შეკვეთაც შეიძლება ყველაფრის. აი ფასები -400% - 500% ევროპულ სანერგეებთან შედარებით


ძალიან გულიანად მოწოდებული ინფო!
yes.gif up.gif
დიდი მადლობა!

ხო რაღაც 5 ლარიანებს ავარჩევ ეზოში ნორმალური ჩრდილი რომ იყოს და არც ძალიან მახინჯუნა ხეები რომ იყოს!


Posted by: pernata 25 Oct 2010, 17:28
Paharote
QUOTE
დიდი მადლობა!

არაფრის smile.gif
QUOTE
ლარიანებს ავარჩევ ეზოში ნორმალური ჩრდილი რომ იყოს და არც ძალიან მახინჯუნა ხეები რომ იყოს!

მახინჯუნა არ იქნება, სწორად თუ დარგავ, მოუვლი. მთვარია, საღი იყიდო. ფორუმელების გარანტი დეზერტირებზე არის - ზალინა. იქაა სულ.

Posted by: Paharote 25 Oct 2010, 22:26
pernata
QUOTE
ფორუმელების გარანტი დეზერტირებზე არის - ზალინა. იქაა სულ.


გარანტი ზალინა...
ზალინა ფორუმელია?

smile.gif

Posted by: pernata 26 Oct 2010, 00:28
Paharote
QUOTE
ზალინა ფორუმელია?

არა biggrin.gif
ზალინასთან პაროლია - ნატას მეგობარი ვარ. და აღარ მოგატყუებს.
მცენარეების გადაყიდვაშია მამაშა. ძვეელი და აქტიური კლიენტი ვარ და რეპუტაციას უფრთხილდება.

Posted by: Paharote 26 Oct 2010, 22:13
pernata
QUOTE
არა ზალინასთან პაროლია - ნატას მეგობარი ვარ. და აღარ მოგატყუებს.მცენარეების გადაყიდვაშია მამაშა. ძვეელი და აქტიური კლიენტი ვარ და რეპუტაციას უფრთხილდება.


აჰა მშვენიერია smile.gif
კარგი გოგო ხარ!!!




Posted by: ika_goco 28 Oct 2010, 23:18
ხალხო ლურჯი ვარდის ყიდვა რა ფასში შეიძლება??

Posted by: pernata 28 Oct 2010, 23:59
ika_goco
QUOTE
ხალხო ლურჯი ვარდის ყიდვა რა ფასში შეიძლება??

არ არსებობს. მოვარდისფრო/მოიასამნისფეროს უწოდებენ.

Posted by: ika_goco 29 Oct 2010, 13:33
რა მნიშვნელობა აქვს რა ფასში შეიძლება ყიდვა და სად თუ იცით შემეხმიანეთ

Posted by: pernata 29 Oct 2010, 13:35
ika_goco
არ არსებობს. იაპონიაში გამოიყვანეს შარშან მხოლოდ. გაყიდვაში არ არის. აქ რასაც მოგყიდიან - შეღებილია. შეღებილებს მრგვალ ბაღთან ყიდდნენ, თვალი მოვკარი.

Posted by: kamikadze_teroristi 24 Dec 2010, 15:32
სად შეიძლება ოთახის ყვავილების ყიდვა?კერძოდ კაქტუსი მაინტერესებს

Posted by: Bacci 1 Jan 2011, 23:44
ვეღარ ვუვლი ყვავილებს, ახლა რო გადავუღე სურათი, იმ ერთს მტვერიც ადევს, ვაიმე : ((

მინდა რო გავაჩუქო.

კაკტუსი საკმაოდ დიდია, ყველა არის თავის ქოთანში, ერთის ქოთანია მარტო ისე, ჩანს სურათში, დანარჩენი კაია.

ამის გაჩუქება არ შეილებაო, რავიცი, სიმბოლურად 1 ლარს ვაფასებ.

http://img89.imageshack.us/i/dsc08187h.jpg/


ნახეთ სურათები

http://img708.imageshack.us/i/dsc07669e.jpg/


http://img17.imageshack.us/i/dsc08185h.jpg/

user posted image

Posted by: Iron Butterfly 1 Jan 2011, 23:51
Bacci
QUOTE
ვეღარ ვუვლი ყვავილებს, ახლა რო გადავუღე სურათი, იმ ერთს მტვერიც ადევს, ვაიმე : ((

მინდა რო გავაჩუქო.

კაკტუსი საკმაოდ დიდია, ყველა არის თავის ქოთანში, ერთის ქოთანია მარტო ისე, ჩანს სურათში, დანარჩენი კაია.

ამის გაჩუქება არ შეილებაო, რავიცი, სიმბოლურად 1 ლარს ვაფასებ.



პოსტი გადატანილია

Posted by: Bacci 1 Jan 2011, 23:56
ყიდვა გაყიდვაში რატო შეაერთეთ, გაჩუქება მინდა მე, რა ყიდვა |( :]

Posted by: lovedior 8 Jan 2011, 15:24
იყიდება 3 წლის ქოლანდიური კაქტუსის ხე,რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ყვავილობს და აქვს სხადასხვა ფერის ყვავილები.სიმაღლე ერთი მეტრი.

ფასი 70 ლარი

ტელ 855 37 06 86

Posted by: laci 9 Jan 2011, 14:15
სად შემილა ვიყიდო ნაძვის ხის თესლი??
თუ იცით ვინმემ იქნებ დამაკვალიანოთ?

Posted by: davita74 10 Jan 2011, 14:44
Bacci
ვეღარ ვუვლი ყვავილებს, ახლა რო გადავუღე სურათი, იმ ერთს მტვერიც ადევს, ვაიმე : ((

მინდა რო გავაჩუქო.

კაკტუსი საკმაოდ დიდია, ყველა არის თავის ქოთანში, ერთის ქოთანია მარტო ისე, ჩანს სურათში, დანარჩენი კაია.

ამის გაჩუქება არ შეილებაო, რავიცი, სიმბოლურად 1 ლარს ვაფასებ.[/quote]

მითხარი როგორ დაგიკავშირდე
* * *
Bacci

აუცილებლად ვიჩუქებ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით . როგორ დაგიკავშირდეთ????????

Posted by: dali19 11 Jan 2011, 10:35
CanonXL1
მყრალ კოპიტს თავისი დანიშნულება აქვს სოფლის მაცხოვრებლებისათვის, ჯერ ერთი სარებისათვის კარგია და შორს წასვლა და სხვა მცენარეების განადგურება აღარ გიწევს, მეორეც კოპიტს რგავენ ძირითადად სახლისა და ნაკვეთების გარშემო, ყორეებში, მცურავმა რომ არ დაიბუდოს, ალპურ ზონაში მთიბავები ტოტებს ფეხებზე იმაგრებდნენ რომ არ ეკბინა, კბენის შემთხვევაში კოპიტის ფოთლის წვენით იწმენდნენ და აღარ იწამლებოდნენ.

Posted by: nikita kintrishi 12 Jan 2011, 15:47
პავლონია ქობულეთის რაიონში უკვე სარეველადაა ქცეული და ღელეებში ნერგებიც ბლომადაა. დაბა ჩაქვში და შუახევის რაიონში პლანტაციებიცაა გაშენებული. ნერგის შოვნა პრობლემა არაა, მაგრამ თუ მშობლიური ბუნება გიკვართ მოერიდეთ მის დარგვას. ძლერ ინვაზიური მცენარეა და კატასტროფული სიჩქარით მრავლდება. ქობულეტის რაიონის სოფელ წყავროკაში რამდენიმე ადგილას უკვე კორომების სახით გვხვდება.
* * *
[quote]იყიდება 3 წლის ქოლანდიური კაქტუსის ხე,რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ ყვავილობს და აქვს სხადასხვა ფერის ყვავილები.სიმაღლე ერთი მეტრი.

ფასი 70 ლარი


ეს კაკტუსი ჰოლანდიური არაა და ყოველწლიურად ყვავილობს. ყველა მეორე ოჯახს აქვს ზღვისპირეთსჰი. 70 ლარი ძვირი არ გეცჰვენებათ? მოდი ჩემტან უფასოდ გაგატან, ოგონდ მომაშორეთ.

Posted by: pernata 12 Jan 2011, 18:43
nikita kintrishi
QUOTE
ეს კაკტუსი ჰოლანდიური არაა და ყოველწლიურად ყვავილობს

და არეც ხეა biggrin.gif ბოტანიკურშია მოდებული, კლდეებზე, სარეველასავით.

sorry, მაგრამ ესეა...

Posted by: davita74 15 Jan 2011, 17:36
Bacci
არა დღეს ჩამოვედი არ ვიყავი ქალაქში და ხვალ დაგირეკავ
jump.gif

Posted by: pteranouka 15 Jan 2011, 18:34
nikita kintrishi
QUOTE
პავლონია ქობულეთის რაიონში უკვე სარეველადაა ქცეული და ღელეებში ნერგებიც ბლომადაა. დაბა ჩაქვში და შუახევის რაიონში პლანტაციებიცაა გაშენებული. ნერგის შოვნა პრობლემა არაა, მაგრამ თუ მშობლიური ბუნება გიკვართ მოერიდეთ მის დარგვას. ძლერ ინვაზიური მცენარეა და კატასტროფული სიჩქარით მრავლდება. ქობულეტის რაიონის სოფელ წყავროკაში რამდენიმე ადგილას უკვე კორომების სახით გვხვდება.


საერთოდ რისთვის ჩამოიტანა მაგის ნერგები მთავრობამ და რატომ გაახარეს?

იაპონიაში და ჩინეთში რისთვისაც ხმარობენ კი ვიცი, მაგრამ ჩვენ მაგ დანიშნულებით არ გვჭIრდება

Posted by: davita74 17 Jan 2011, 01:09
pteranouka

უკაცრავად იაპონიაში და ჩინეთში რისტვის ხმარობენ პავლონიას??????

Posted by: globalisti 18 Jan 2011, 15:31
ვერ მეტყვით სად შემიძლია შევიძინო ნერგები(ცაცხვის,წაბლის და ა.შ.)?


Posted by: nikita kintrishi 18 Jan 2011, 19:35
QUOTE
საერთოდ რისთვის ჩამოიტანა მაგის ნერგები მთავრობამ და რატომ გაახარეს?




ვინ იცის რატომ შემოიტანეს. ფაქტი ისაა, რომ იმ ხალხმა შემოიტანა და დარგო ვისაც ბუნების დაცვა ევალებოდა. პირველი ნარგავები შუახევისა და ქობულეთის რაიონში დაახლოებით ათი წლის წინ გააშენეს.
* * *
QUOTE
ვერ მეტყვით სად შემიძლია შევიძინო ნერგები(ცაცხვის,წაბლის და ა.შ.)?


თითქმის ყველა რაიონის სატყეო მეურნეობაშია სანერგეები სადაც გამოყავთ ნერგები. ამიტომ ყიდვა პრობლემა არაა. რაც შეეხება წაბლს თუ მამულში
დასარგავად გინდათ იქნებ ბაღის დარგათ. მსხვილნაყოფაა და იმიტომ

Posted by: pernata 18 Jan 2011, 20:08
globalisti
QUOTE
ვერ მეტყვით სად შემიძლია შევიძინო ნერგები(ცაცხვის,წაბლის და ა.შ.)?

გაზაფხულამდე ვერ იყიდი, მხოლოდ კონტეინერული ამ სეზონზე. (უცხოურები და არაქნორმალურად ძვირი) მიწიდან მოთხრილები-გაზაფხულზე, გლეხები ყიდიან დეზერტირებზე.
nikita kintrishi
QUOTE
თითქმის ყველა რაიონის სატყეო მეურნეობაშია სანერგეები სადაც გამოყავთ ნერგები

მაგ. თბილისთან სადაა ესეთი სანერგე? გომბორის გადასახვევთან? თბილისის ზღვაზეც არარ ფუნქციონირებს. და რაც თბილისშია-იმპოორტით არიან დაკავებული და არა ნერგების გამოყვანით

Posted by: globalisti 18 Jan 2011, 20:20
QUOTE
რაც შეეხება წაბლს თუ მამულში
დასარგავად გინდათ იქნებ ბაღის დარგათ. მსხვილნაყოფაა და იმიტომ



გავიგე რომ ძნელად ხარობს ბარშიო,მართალია თუ იცით?

Posted by: nikita kintrishi 18 Jan 2011, 20:55
პირველად მესმის. ზღვის დონიდან 8 მეტრის სიმაგლეზე ვცხოვრობ და შესანიშნავად იზრდება და არ ვიცი. მე თქვენი ტერიტორიაც არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი
* * *
QUOTE
მაგ. თბილისთან სადაა ესეთი სანერგე? გომბორის გადასახვევთან? თბილისის ზღვაზეც არარ ფუნქციონირებს. და რაც თბილისშია-იმპოორტით არიან დაკავებული და არა ნერგების გამოყვანით


თბილისში არ ვიცი იქაური არა ვარ და დასავლეთ საქართველოში ბევრგანაა. იმერეთშიც და გურიაშიც, აჭარაშიც.

Posted by: globalisti 18 Jan 2011, 21:06
მე აღმოსავლეთ საქართველოში ვცხოვრობ თბილისთან ახლოს და ნაკლებად ტენიან ჰავაზე უჭირს მგონი როგორც ამიხსნეს...

Posted by: pernata 18 Jan 2011, 21:18
nikita kintrishi
QUOTE
დასავლეთ საქართველოში ბევრგანაა. იმერეთშიც და გურიაშიც, აჭარაშიც.

შემორჩენილია და ფუნქციონირებს? და ნერგებიც გამოყავთ კიდე? დაახლოებით რა ღირს, ვთქვათ Aesculus hippocastanum 2-3 წლიანი ნერგი? ან ცაცხვის? და მუნიცეპალურ ბიუჯეტზეა თუ კერძოა?

Posted by: nikita kintrishi 18 Jan 2011, 21:26
QUOTE
შემორჩენილია და ფუნქციონირებს? და ნერგებიც გამოყავთ კიდე? დაახლოებით რა ღირს, ვთქვათ Aesculus hippocastanum 2-3 წლიანი ნერგი? ან ცაცხვის? და მუნიცეპალურ ბიუჯეტზეა თუ კერძოა?


კი ბევრგანაა. კერძო სანერგეებიც არის. ფასი ზუსტად არ ვიცი მაგრამ 2 ან სამი წლის ნერგი 7 ლარიდან 15 ლარამდე მაქსიმუმი. საერთოდ თბილისში არარეალური ფასები მცენარეებზე. ძალიან ძვირია ყველაფერი.

რაც შეეხება წაბლს თბილისის ახლომახლო ნამდვილად გაუჭირდება.
* * *
ჩამონათვალში ცხენის ცაბლიც გაკვთ ნახსენები და ეგ ცოტა ძვირი სიამოვნებაა. ეგ შეიძლება თბილისთან ახლოს, თუმცა, ცოტა გაუჭირდება და დახმარება დასჭირდება პირველ წლებში. ულამაზესია ვარდისფერყვავილიანი ფორმა. ბატუმის ბოტანიკურ ბაღში დგას ორი ეგზემპლიარი.

Posted by: pernata 19 Jan 2011, 01:29
nikita kintrishi
QUOTE
ულამაზესია ვარდისფერყვავილიანი ფორმა.

ხოო, თAნ 2 კვირის ინტერვალით იწყებენ ყვავილობას თეთრი და ვარდისფერი. თბილისშიც ხარობს მშვენივრად. ბოლო წლების პრობლემაა-დავირუსებულია ცხენის წაბლები და ცაცხვები, ვერ ან არ შველიან.
* * *
QUOTE
საერთოდ თბილისში არარეალური ფასები მცენარეებზე. ძალიან ძვირია ყველაფერი.

ხო, საზიზღრად ძვირი და არაადეკვატური. დეზერტირებზე კი შედარებით არაუშავს ფასებს, მაგრამ გამყიდველი თუ ნაცნობი არაა 99% სხვა მცენარეს მოგასაღებენ, ან დაბრედილ-გამხმარს. დიღმის ყოფილ ბაზართან და ლილოშიც დგანან, იქაც იგივე სიტუაციაა.

Posted by: nikita kintrishi 19 Jan 2011, 02:11
შარშან გაზაფხულზე თბილისსი ვიყავი და წერეთელზე ყვითელი ფურისულა ვნახე. ბევრი ფერისა მაქვს და ყვითელი არ მქონდა. ვიფიქრე ვიყიდი მეთქი. 15 ლარი დამიფასა და რომ გავიკვირვე თან გამომლანძღა. მერე სტამბულიდან ჩამოვიტანე. ჩვენს ფულზე 1,20 ლარი გადავიხადე. საერთოდ ერთწლოვან მცენარეებში დიდ ფულის გადაყრა არ მიყვარს.

Posted by: davita74 19 Jan 2011, 02:12
ხომ არ იცით ვინმემ სდ შემიძლია აკაციის ნერგების ყიდვა?

ცინასცარ გმადლობთ
* * *
ხომ არ იცით ვინმემ სდ შემიძლია აკაციის ნერგების ყიდვა?

Posted by: nikita kintrishi 19 Jan 2011, 02:22
QUOTE
ხომ არ იცით ვინმემ სდ შემიძლია აკაციის ნერგების ყიდვა?


თუ აჭარა გაწყობთ გეტყვით. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ერგე. სოფლის თავში კარგი სანერგეა და აკაციის გარდა ბევრი საინტერესო რაღაცეები აქვთ.

Posted by: pernata 19 Jan 2011, 10:26
nikita kintrishi
QUOTE
წერეთელზე ყვითელი ფურისულა ვნახე

წერეთელზე სად? "ევროეზო"-ში? ეხლა ახალი თურქული ბაზრობა გაიხსნა, შედარებით იაფიაო, სადღაც მეტრო ისანთან. წერეთელზე ბუგენვილია 80 ლარი ღირდა, სულ პაწაწინა, სტამბულში 3 ლირა ღირდა ეგეთი.. smile.gif
ფურისულა ხომ არ არის ერთწლიანი? (15 ლარი მაინც არ ღირს, მაგრამ.) smile.gif
davita74
QUOTE
აკაციის ნერგების ყიდვა?

ალბათ კრწანისის სანერგეში უნდა იკითხო, თვალის კლინიკას რომ გაცდები, მარცხენა მხარესაა ცოტა ხანში ჩასახვევი, ყველა გეტყვის. (თუ აჭარა არ გაწყობს smile.gif )nikita kintrishi
QUOTE
ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ერგე

მალე მომიწევს აჭარაში წაქსვლა, (ზემო აჭარაში თუ თოვლი დადებს საბაგიროს ხსნიან სოფ. დანისპარაულში) და აუცილებლად შევივლი, ვნახავ. კიდე რამე საინტერესო კონტაქტებს ხომ ვერ მოგვცემ?

Posted by: CENTURIONI 19 Jan 2011, 12:41
QUOTE
წერეთელზე სად? "ევროეზო"-ში? ეხლა ახალი თურქული ბაზრობა გაიხსნა, შედარებით იაფიაო, სადღაც მეტრო ისანთან. წერეთელზე ბუგენვილია 80 ლარი ღირდა, სულ პაწაწინა, სტამბულში 3 ლირა ღირდა ეგეთი.. 

boli.gif მაგარი მეძვირეები არიან მანდაც მეც ვიყავი და როდოდენდრონის ყიდვა მინდოდა ასე 30 სმ სიმაღლის მცენარე 70 ლარიო .პალმის მაგარი არაფერი აქვთ(მაგეების ყიდვა მინდოდა) აქვთ წიწვოვანი მარადმწვანეები და ისინიც უაზროდ ძვირია.
პალმები ინგლისში 5 ფუნტიდან იწყება ადა ადის 20 ამდე მაღაზიებში აქ კიდევ 100 მაგი ფასები ადევს უაზროდ.

Posted by: davita74 19 Jan 2011, 23:44
nikita kintrishi

დიდი მადლობა მეგობარო. მყავს იქეთ ახლობლები და დავურეკავ თუ აქეთ ვერ ვიშოვე jump.gif
* * *
pernata

თვალის კლინიკის ასახვევს უნდა გავცდე? თუ უნდა ავუხვიო და მერეა სადმე ჩასახვევი??????

Posted by: abelo 20 Jan 2011, 00:37
pernata
QUOTE
ეხლა ახალი თურქული ბაზრობა გაიხსნა, შედარებით იაფიაო, სადღაც მეტრო ისანთან.

ნატ იყავი უკვე?
ეგ ის ხომ არ არის რაღაც სათბურებს რომ აშენებენ? ტვ-ში იყო სიუჟეტი.
დასაზვერად ხომ არ წავიდეთ? მე მაინტერესებს smile.gif

Posted by: pernata 20 Jan 2011, 10:03
abelo
არა, არ ვყოფილვარ დ. ძალიან მაინტერესებს. წავიდეთ აუცილებლად

Posted by: nikita kintrishi 20 Jan 2011, 10:30
QUOTE
მაგარი მეძვირეები არიან მანდაც მეც ვიყავი და როდოდენდრონის ყიდვა მინდოდა ასე 30 სმ სიმაღლის მცენარე 70 ლარიო


ევრო ეზოში არა, მაგრამ არც მანდაა ნაკლები სიძვირე. ბუგენვილია მე ციხისძირში ვიყიდე ძალიან დიდი ას ლარად. აე ვიცი რატო ყიდდნენ იმხელა ეგზემპლიარს ასე იაფად

Posted by: pernata 20 Jan 2011, 10:46
nikita kintrishi
მეც ვნახე, 100 ლარიანები ტრასაზე, სულ არ მეიაფა, არც თურქულ,არც იტალიურ/ბელგიურ ფასებთAნ შედარებით. რა მაინტერესებს- აჭარაში გარეთ ძლებენ ბუგები?
* * *
davita74
QUOTE
თვალის კლინიკის ასახვევს უნდა გავცდე? თუ უნდა ავუხვიო და მერეა სადმე ჩასახვევი??????

უნდა გაცდე, თან კარგად უნდა გაცდე და მარცხნივაა ცასახვევი, აწერია კიდეც. აბორიგენებშიც გაიკითხე, მიგასწავლიან smile.gif

Posted by: davita74 20 Jan 2011, 11:53
pernata
კარგი. მადლობთ ყურადღებისთვის

Posted by: pernata 20 Jan 2011, 12:02
davita74
QUOTE
მადლობთ ყურადღებისთვის

არაფრის, მთავარია იყოს მცენარე smile.gif

Posted by: nikita kintrishi 20 Jan 2011, 16:51
QUOTE
მეც ვნახე, 100 ლარიანები ტრასაზე, სულ არ მეიაფა, არც თურქულ,არც იტალიურ/ბელგიურ ფასებთAნ შედარებით. რა მაინტერესებს- აჭარაში გარეთ ძლებენ ბუგები?
* * *

მე სტამბულში ემინუნუს ბაზრობისა და ბაუჰაუსის ფასებთან შედარებით ნორმალურად მეჩვენა. აივანზე მიდევს და მშვენივრად გრდზნობს თავს. კობულეთში ზღვიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ბათუმში წესით უკეთესად უნდა იგრძნოს თავი.

Posted by: davita74 23 Jan 2011, 22:07
უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ყვითელი აკაციის და იფანის(კოპიტის) ნერგების ყიდვა????????

Posted by: Mr O`Donnell 24 Jan 2011, 12:55
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება კესანეების ყიდვა, ძალიან მჭირდება, ან რა პერიოდში შეიძლება რომ ვიყიდო ? smile.gif

Posted by: pernata 24 Jan 2011, 20:00
Mr O`Donnell
QUOTE
კესანეების

forget-me-nots, незабудки. ესაა,ქართულად, ხო?
სეზონზე (გაზაფხულზე-აპრილში) აქვთ ხოლმე დეზერტირებზე

Posted by: Mr O`Donnell 24 Jan 2011, 20:43
pernata

კი ეგარის smile.gif

იქნება ვითომ დეზერტირებში ?

ძაან გამიხარდება, ჩემს მეუღლეს ქვია კესანე და მგონი ძალიან გაუხარდება smile.gif

Posted by: pernata 24 Jan 2011, 20:49
Mr O`Donnell
QUOTE
იქნება ვითომ დეზერტირებში ?

კი, აუცილებლად. ყვლა სეზონზე არის ხოლმე, თან ძალიან ლამაზი. თუ არ იქნა, აქ დამიკავშირდი, გაგიზიარებ ცოტას ჩემი ეზოდან smile.gif

Posted by: Mr O`Donnell 24 Jan 2011, 21:54
pernata

გაიხარე, მადლობთ. smile.gif

Posted by: perry-wuna 1 Feb 2011, 20:49
ვინმემ ხომ არ იცის სად იყიდება ზეთისხილის ხის ნერგები?იქნებ ვინმემ იცოდეს,მომწერეთ რააააააააააააააა,

Posted by: davita74 1 Feb 2011, 22:34

perry-wuna
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის სად იყიდება ზეთისხილის ხის ნერგები?იქნებ ვინმემ იცოდეს,მომწერეთ რააააააააააააააა,


sanerge.ge ამ საიტზე შედი და ნახავ wink.gif wink.gif

Posted by: nikita kintrishi 2 Feb 2011, 18:43
QUOTE
sanerge.ge ამ საიტზე შედი და ნახავ


ვერაფერსაც ვერ ნახავთ, მაგათ გასაყიდი ერთი წლის მერე ექნებათ და ისიც ან კი და ან არა. ბათუმში იყიდება ზეთისხილის ნერგები ბავშვთა საავადმყოფოს უკან, ანგისის სანერგეში.

Posted by: abelo 2 Feb 2011, 20:09
perry-wuna
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის სად იყიდება ზეთისხილის ხის ნერგები?იქნებ ვინმემ იცოდეს,მომწერეთ რააააააააააააააა

ეს ზეთისხილის ნერგების საიტი:
http://www.geolive.ge/main.html

ეს კი თემა სადაც სანერგეებია:
http://forum.ge/?f=72&showtopic=34213524




Posted by: pernata 2 Feb 2011, 23:45
nikita kintrishi
შენი ნებართვით ამ პოსტს სანერგეების თემაში წავიღებ smile.gif
QUOTE
ვერაფერსაც ვერ ნახავთ, მაგათ გასაყიდი ერთი წლის მერე ექნებათ და ისიც ან კი და ან არა. ბათუმში იყიდება ზეთისხილის ნერგები ბავშვთა საავადმყოფოს უკან, ანგისის სანერგეში.


Posted by: Reggio_Calabria 4 Feb 2011, 00:03
მე მიმაჩნია ხურმა ყველაზე გემრიელ ხილად. ყველაზე საუკეთესო ჯიშია ჰაჩია, მაგრამ ამასწინათ აღმოვაჩინე და გავსინჯე ხურმა სახელად ფუიუ და ისიც ძაან მაგარი იყო და ფორმითაც ორიგინალური.
სიამოვნებით შევიძენდი ამ ორი ჯიშის (ჰაჩია; ფუიუ) ნერგებს.
თუ ვინმემ იცის გამაგებინეთ.

Posted by: nikita kintrishi 4 Feb 2011, 09:28
QUOTE
სიამოვნებით შევიძენდი ამ ორი ჯიშის (ჰაჩია; ფუიუ) ნერგებს.
თუ ვინმემ იცის გამაგებინეთ.

ჰაშიას გურიაში ხაშიას ეძახიან, ქობულეთში ალიაღას. მეც ძალიან მიყვარს და ჩვენთან ბევრია. თუმცა, ორი წელია ჩემი სპანიელის გადამკიდე აღარ გამისინჯავს. ხელს არ მაკიდებინებს სულ ყველას თვითონ ჭამს. სადაც ვინახავთ დღე და ღამე იქაა ჩაცუცქული.

Posted by: perry-wuna 4 Feb 2011, 20:20
davita74
nikita kintrishi
abelo
davita74

ყველას დიდი მადლობააააააააააააააააააააა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: gigi7 8 Feb 2011, 16:01
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო მუშმალას ნერგები? იგივე Loquat

Posted by: nikita kintrishi 8 Feb 2011, 19:10
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო მუშმალას ნერგები? იგივე

რამდენი ცალი გინდა? ჩემთან სარეველადაა გადაქცეული გაჩუქებ რამდენიც გინდა.

Posted by: gigi7 8 Feb 2011, 21:21
QUOTE (nikita kintrishi @ 8 Feb 2011, 19:10 )
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შევიძინო მუშმალას ნერგები? იგივე

რამდენი ცალი გინდა? ჩემთან სარეველადაა გადაქცეული გაჩუქებ რამდენიც გინდა.

მუშმალას საერეველობა აღარ გამეგოsmile.gif მე ბამბუკი კი მაქვს მართლა სარეველასავით ეზოში...

დიდად მადლობელი დაგრჩებით მითხარით სად გეახლოთsmile.gif

Posted by: nikita kintrishi 8 Feb 2011, 23:34
ქობულეთში ვცხოვრობ, ქალაქიდან სამ კილომეტრში ას ცალამდე იქნება ნერგი. ყოველწლიურად ამოდის თავისით დაგვტანჯა უკვე.

Posted by: Gora Mborgali 8 Mar 2011, 09:22
სალამი, კვიპაროსის ნერგები სად შეიძლება შევიძინო ხელსაყრელ ფასად და რომელს მირჩევთ? ქარიან ფაქტიურად მოშიშვლებულ ადგილას დასარგავად მინდა და საერთოდ რეკომენდებულია კვიპაროსი ასეთ პირობებში? ან რა შეიძლება უკეთესი იყოს?

Posted by: gamura8677 8 Mar 2011, 17:40
ვინმეს თუ გინდათ მონსტერა, იაფად მოგცემთ....
150 ლარი
899 38 04 40 დათო

Posted by: irmushela 11 Mar 2011, 23:29
QUOTE

ძალიან მიყვარს, ლათინურად Hyacinth, ქართულად თუ არ ვცდები სუმბული. სად შეიძლება ვიყიდო ბოლქვები?? როგორ მოვუარო ??? თუ არ დაიზარებთ მიპასუხეთ

სუმბულის (გიაცინტის) ბოლქვები უნდა დარგა მიწაში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და ადრეულ გაზაფხულზე იყვავილებს. ეხლა გასაყიდი ბოლქვების სეზონი არ არის, ცივ ადგილას ინახავენ ზაფხულში. შემოდგომაზე გამოჩნდება გაყიდვაში მაღაზიებშიც და ბაზარზეც. მაღაზიაში ყიდვა ჯობია, რათქმაუნდა, ფერი და ხარისხი მეტად გარანტირებულია

რომ დაიყვავილებს შემდეგ როგორ უნდა მოვექცეთ და კიდევ რამხელა ქოთანში უნდა ჩავრგო??პატარა კონტეინერში ეგრე მაჩუკეს და პესვით სავსეა გთხოვთ მიპასუხეთ.. sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: ketato617 21 Mar 2011, 17:08
იასამნის ნერგების შეძენა სად შეიძლება/ ეხლა დარგვა გვიანი ხომ არ იქნება?

Posted by: abelo 21 Mar 2011, 17:33
ketato617
თუ თბილისში ხარ. მაშინ დეზერტირების ბაზრის გვერდით, სადაც თესლები იყიდება იმის ჩაყოლებაზე იყიდი.
შაბათ-კვირას უფრო მეტი ნერგი აქვთ ხოლმე. წელს ცოტა აფვიანებს სეზონი და ალბათ აწი გამოიტანენ.
იასამანი ადვილად ეგუება გადარგვას, მარტი- აპრილი შეგიძლია დარგო.
იასამნის ნერგის ფასი შარშან 2 ლარი იყო .

Posted by: atuna1985 24 Mar 2011, 12:22
გამარჯობათ, სად შეიძლება თბილისში ჯუჯა ხეების ყიდვა??? სასწრაფოდ მინდაsmile.gif გთხოვთ იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთsmile.gif მადლოთ წინასწარ.

Posted by: ჩიტუციო 24 Mar 2011, 21:02
http://forum.ge/?f=72&showtopic=33915896&st=405

Posted by: Jaguar paw 24 Mar 2011, 21:24
და კიდევ http://forum.ge/?f=72&showtopic=33623216 smile.gif

Posted by: iRRa 24 Mar 2011, 21:36
QUOTE
კვიპაროსის ნერგები სად შეიძლება შევიძინო ხელსაყრელ ფასად
?

Posted by: QORSATEVELA 31 Mar 2011, 10:05
გამარჯობათ!
შეგიძლიათ მითხრათ თბილისში ან საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში სად შეიძლება შევიძინო ავოკადოს ნერგი?
გთხოვთ მიმითითოთ კონკრეტული მისამართი

Posted by: teo-tio 34 3 Apr 2011, 15:31
მონსტერას ტოტს ვერ მაჩუქებთ/მეც მაქვს კარგი ყვავილები გაჩუქებთ რამეს

Posted by: kokogorgo 4 Apr 2011, 17:09


მოგესალმებით ფლორისტებო, თქვენი დახმარება მჭირდება.

თუ იცით, ჭარხლის კარგი თესლის ყიდვა სად შეიძლება?

პამიდვრის ჩითილი მაინტერესებს კიდევ.


Posted by: გიო777 20 Apr 2011, 09:14
გამარჯობათ.
ჩინური კაკალი ხომ არ იცით სადმე რომ იყოს. რამოდენიმე ცალი მინდა. ადრე ეგრე ჩავრგე და ამოვიდა და ვეღარ მოვუარე და გამიხმა
* * *
QUOTE (გიო777 @ 20 Apr 2011, 09:14 )
გამარჯობათ.
ჩინური კაკალი ხომ არ იცით სადმე რომ იყოს. რამოდენიმე ცალი მინდა. ადრე ეგრე ჩავრგე და ამოვიდა და ვეღარ მოვუარე და გამიხმა

ნერგი არა, თვითონ კაკლები მინდა

Posted by: CENTURIONI 30 Apr 2011, 09:42
გამარჯობათ ხომ არ იცით სტერილიზებული მიწა სად იყიდება?

Posted by: zutnix 4 May 2011, 17:05
შტოშის (клюква) ნერგები მინდა სად იყიდება ხომ არ იცით ?

Posted by: Tinker Bell 5 May 2011, 01:00
ყვავილების ყველაზე დიდი არჩევანი სადაა?? რომ ვნახეო თან როგორია და ისე რომ ვიყიდო. თესლი და რაღაც მაიმუნობები არ მინდა. მირჩიეთ რაა help.gif

Posted by: Anuki 89 5 May 2011, 13:02
Tinker Bell
ბაზრობაზეც ყიდიან ყვავილების ჩითილებს, მეტროებთან არის... მაგრამ სჰენ თუ დიდი რაოდენობით გინდა ეზოსთვის ჯობია უშუალო მომწოდებლებისგან იყიდო.

გამწვანება კრწანისში,

იელში გამოფენაზე, www.ieli.ge

გრინსერვისში ლილოში www.greenservice.ge

დაუკავშირდი და გეტყვიან

* * *
CENTURIONI

გუდვილში აქვთ დიდ დიღომში. ყვავილებისთვის თუ გინდა

Posted by: abelo 5 May 2011, 15:16
kokogorgo
QUOTE
თუ იცით, ჭარხლის კარგი თესლის ყიდვა სად შეიძლება?

http://www.agroinvest.com.ge/index.php?lang=ka

QUOTE
პამიდვრის ჩითილი მაინტერესებს კიდევ.

დეზერტირის ბაზართან გამოაქვთ ხოლმე, სადაც ნერგები იყიდება.

Posted by: Tinker Bell 5 May 2011, 23:28
Anuki 89

მაადლობა 2kiss.gif

Posted by: Bacci 6 May 2011, 17:51
ხალხნო ხო არ იცით ეს რა მცენარეა? ხე არის უფრო სწორედ.
ცოტა ქარია და უხარისხო სურათია, იმედია გაარჩევთ მაინც user.gif

Posted by: anatoreli 6 May 2011, 18:07
Bacci
QUOTE
ალხნო ხო არ იცით ეს რა მცენარეა? ხე არის უფრო სწორედ. ცოტა ქარია და უხარისხო სურათია, იმედია გაარჩევთ მაინც user.gif

ცხენის წაბლი...

Posted by: Bacci 6 May 2011, 18:12
anatoreli
QUOTE
ცხენის წაბლი...

პირველად გავიგე.
მადლობა

Posted by: lavandula_vulgare 7 May 2011, 23:08
სადმე შესაძლებელია ზაფრანას ყიდვა? Safran (Crocus sativus).

ამას არ ვგულისხმობ

http://www.radikal.ru



არამედ ამას
http://www.radikal.ru

Posted by: pernata 7 May 2011, 23:39
lavandula_vulgare
QUOTE
სადმე შესაძლებელია ზაფრანას ყიდვა?

ერთმა ინდოელმა დაიწყო მოშენება სუნელებისთვის, შემოიტანა ინდოეთიდან, აქ ვერ იშოვა..

Posted by: lavandula_vulgare 8 May 2011, 09:18
pernata
QUOTE
ერთმა ინდოელმა დაიწყო მოშენება სუნელებისთვის, შემოიტანა ინდოეთიდან, აქ ვერ იშოვა..

საქართველოში? ანუ ვიღაც აშენებს აქ? სადმე თბილისის სიახლოვეს?
გერმანიიდან გამოწერა კი შეიძლება, მაგრამ გამოწერის გამოცდილება არ მაქვს. თან როგორც ბოლოს ბაღის ყვავილების პოსტებიდან ჩანდა, თესლების და ბოლქვების გზავნილებს ბოლო ხანებია პრობლემები უნდა ჰქონდეთ.

Posted by: pernata 8 May 2011, 17:30
lavandula_vulgare
QUOTE
საქართველოში? ანუ ვიღაც აშენებს აქ? სადმე თბილისის სიახლოვეს?

1- yes.gif 2 - yes.gif 3 - მე რომ ვნახე, მიწას ეძებდა, ბოლო ბოლო არ ვიცი სად იპოვა..

Posted by: irmushela 8 May 2011, 21:36
QUOTE
ზაფრანას

ყვითელი ყვავილი არაა??

Posted by: iRRa 9 May 2011, 10:10
QUOTE
სადმე შესაძლებელია ზაფრანას ყიდვა?

QUOTE
დეზერტირის ბაზართან

ვიყიდე შარშან.

Posted by: lavandula_vulgare 9 May 2011, 11:04
iRRa

ამას არ ვგულისხმობ

http://www.radikal.ru


არამედ ამას
http://www.radikal.ru


დარწმუნებული ხარ, რომ ეს უკანასკნელი შეიძინე? აქვს კი შენს კროკუსს ეს პატარა საცეცები ყვავილის გულში?

მაშინ იქნებ დამიკონკრეტო სად შეიძინე და რა ფასად?

Posted by: pernata 9 May 2011, 11:10
iRRa
QUOTE
ვიყიდე შარშან.

ეს ალბათ:
http://www.radikal.ru

ტაგეტესი.

Posted by: iRRa 9 May 2011, 11:17

QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ ეს უკანასკნელი შეიძინე? აქვს კი შენს კროკუსს ეს პატარა საცეცები ყვავილის გულში?

no.gif
QUOTE
ეს ალბათ:
yes.gif ზაფრანა ეგ ვიცი რომ არის.

Posted by: pernata 9 May 2011, 11:23
iRRa
QUOTE
ზაფრანა ეგ ვიცი რომ არის.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90

ეს კი ტაგეტესია, რასაც აქ ყველა ზაფრანად ვიცნობთ. ზაფრანისგან სუნელი მზადდება, ტაგეტესიდანაც. ეტყობა ამიტომ გადაჯვარდა სახელები

Posted by: iRRa 9 May 2011, 11:33
QUOTE
ეს კი ტაგეტესია, რასაც აქ ყველა ზაფრანად ვიცნობთ. ზაფრანისგან სუნელი მზადდება, ტაგეტესიდანაც. ეტყობა ამიტომ გადაჯვარდა სახელები

ძალიან კარგი,მეცოდინება უკვე 2kiss.gif

Posted by: pernata 9 May 2011, 11:42
iRRa
QUOTE
ალიან კარგი,მეცოდინება უკვე

ისე ამ ქართულ დასახელებებში მეც მაგრად ავირიე.. smile.gif

Posted by: lavandula_vulgare 9 May 2011, 16:16
pernata
ამიტომ, (როგორც ჩვენში პოპულარული გახდა ერთი სიტყვა -) "სწორება" ლათინურზე ავიღოთ wink.gif . კარგა ხნიანი გამოძიების შემდეგ სწორედ ლათინური სახელწოდებები დამეხმარა, რომ რიგი სანელებლების ზუსტი სახელწოდებები დამედგინა.

და ის ინდოელი უკვალოდ დაიკარგა?

Posted by: pernata 9 May 2011, 22:57
lavandula_vulgare
QUOTE
ის ინდოელი უკვალოდ დაიკარგა?

კვალი კი დატოვა, მეზარება დაკონტაქტება, თუ ძაალიან არ გინდა smile.gif

Posted by: lavandula_vulgare 10 May 2011, 15:25
pernata
QUOTE
კვალი კი დატოვა, მეზარება დაკონტაქტება, თუ ძაალიან არ გინდა

რას ამბობ, სამაგისოდ არ ღირს. ვინმეს დავაბარებ სხვა დროს.

Posted by: bar[o]n 10 May 2011, 17:13
ჯუჯა გიორგინის ბოლქვები სად იყიდება ვინმემ იცით? ძალიან მჭირდება და იქნებ მიტხრათ სადმე მაღაზია

Posted by: lavandula_vulgare 10 May 2011, 20:53
ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება შევიძინო ასეთი გვიმრა?

http://www.radikal.ru
* * *
კიდევ ძალიან მაინტერესებს, რა ქვია ამ მცენარეს და სად შეიძლება მისი შეძენა?

http://www.radikal.ru

Posted by: gamura8677 11 May 2011, 00:01
მონსტერა თუ გინდათ ვინმეს, 13 ფოთლიანი 100 ლარად მოგცემთ...
თავისი ხოშიანი ქოთნით....

Posted by: bar[o]n 11 May 2011, 00:50
ჯუჯა გიორგინის ბოლქვები სად იყიდება ვინმემ იცით? ძალიან მჭირდება და იქნებ მიტხრათ სადმე მაღაზია

Posted by: pernata 11 May 2011, 08:21
lavandula_vulgare
QUOTE
ძალიან მაინტერესებს, რა ქვია ამ მცენარეს

სანსევიერია
Sansevieria whose common names include: mother-in-law's tongue, devil's tongue, jinn's tongue, Bow String Hemp and snake plant
"ყვავილების ქვეყანა"-ში იკითხე..

Posted by: lavandula_vulgare 11 May 2011, 10:51
pernata
QUOTE
სანსევიერია - Sansevieria

დიდი მადლობა.

Posted by: lashagiorgi 11 May 2011, 11:38
[QUOTE=lavandula_vulgare,10 May 2011, 21:53 ] ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება შევიძინო ასეთი გვიმრა?

კიდევ ძალიან მაინტერესებს, რა ქვია ამ მცენარეს და სად შეიძლება მისი შეძენა?
-----------------------------------------------------------------------------

მოგესალმებით,

მინდა გითხრათ, რომ გაიხსნა ჩვენი კომპანიის მაღაზია, უზნაძის 2 ნომერში. ვისაც ახსოვს სადაც იყო საბჭოთა დროს "იუნი ტეხნიკის" მაღაზია და სადაც ეხლა არის მაღაზია "მშრალი ხიდი", ამ მაღაზიის გვერდზე. ანუ, მშრალი ხიდიდან რომ მივდივართ სანაპიროზე დიდუბისაკენ, სანამ ქორწინების სახლამდე მივალთ, სნაპიროს მხრიდან.
მიბრძანდით, დაათვალიერეთ და მემგონი არ დარჩებით უკმაყოფილო არც ფასებით და არც არჩევანით.

ერთი თხოვნა მექნება, თუ რაიმე არ მოგეწონებათ (ფასი იქნება თუ სერვისი) და დაგვეხმარებით რჩევით, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით "გამოვასწოროთ". smile.gif

მადლობა წინასწარ და ბედნიერ გაზაფხულის დღეებს გისურვებთ.[B]

Posted by: lavandula_vulgare 11 May 2011, 16:49
lashagiorgi
არის ამ მაღაზიაში Adiantum და Sansevieria?

Posted by: gamura8677 11 May 2011, 23:11
QUOTE
მონსტერა თუ გინდათ ვინმეს, 13 ფოთლიანი 100 ლარად მოგცემთ...
თავისი ხოშიანი ქოთნით....


Posted by: lashagiorgi 12 May 2011, 10:24
QUOTE (lavandula_vulgare @ 11 May 2011, 17:49 )
lashagiorgi
არის ამ მაღაზიაში Adiantum და Sansevieria?

დილა მშვიდობისა,

ადიანტუმი ნამდვილად არის, სენსივიერაც არის როგორც მახსოვს smile.gif კიდევ არის ბევრი საინტერესო რამ და ბევრი კიდევ უფრო საინტერესო ჩამოვა ამ შაბათს ან მაქსიმუმ ორშაბათს:

AGAVE PARRY CL 3
AGAVE PARRY PCL 7
ARBUTUS UNEDO 60-80 CL 9
CHAMAEROPS HUMILIS VULCANO 40-50 CL 7,5
CHONDROPETALUM TECTORUM PCL 7
CITRUS FORTUNELLA MARGARITA(KUMQUAT) MINISTEM TOTAL HEIGHT 80-100 POT DIAM. 2
CITRUS FORTUNELLA MARGARITA(KUMQUAT) SHRUB TOTAL HEIGHT 40-50 POT DIAM. 16 CM
CITRUS MEDICA DIGITATA SHRUB TOTAL HEIGHT 30-40 POT DIAM. 16 CM
CITRUS MEDICA DIGITATA SHRUB TOTAL HEIGHT 40-50 POT DIAM. 20 CM
CITRUS MEDICA MINISTEM TOTAL HEIGHT 80-100 POT DIAM. 22 CM
CITRUS MEDICA SHRUB TOTAL HEIGHT 40-50 POT DIAM. 20 CM
CITRUS MITIS MINISTEM TOTAL HEIGHT 80-100 POT DIAM. 22 CM
CORDYLINE IND.PURPUREA PAREY 40-60 CL 3
CYCAS REVOLUTA CL 12
CYCAS REVOLUTA CL 3
EUONYMUS JAP.ELEGANTISSIMUS AUREUS CL 3
EUONYMUS MICROPHYLLUS AUREUS CL 3
FATSIA JAP. VARIEGATA CL 1
FATSIA JAP. VARIEGATA PCL 15
GUNNERA MANICATA CL 5
GYNERIUM ARGENTEUM CL 3
GYNERIUM ROSEUM CL 3
IMPERATA CYLINDRICA RED BARON CL 3
KNIPHOFIA IN MORE VARIETIES CL 2
LARIX DECIDUA 100-125 CL 12
LAVANDULA ANGUSTIFOLIA CL 1,5
LAVANDULA HIDCOTE CL 1,5
LEPTOSPERMUM SCOPARIUM CL 3
LIGUSTRUM JONANDRUM BEAR CUB 40-60 CL ART.17
LIGUSTRUM JONANDRUM BEAR CUB 80 CL ART.23
LIGUSTRUM JONANDRUM CL 3
LIGUSTRUM JONANDRUM DUCK 40-60 CL ART.17
LIGUSTRUM JONANDRUM TOPO 40-60 CL ART.17
NERIUM OL.RED CL 9
NERIUM OL.YELLOW CL 9
PHOENIX CANARIENSIS CL 3
PHOENIX ROEBELINII CL 3
PHORMIUM JESTER CL 3
PHORMIUM TENAX SUNDOWNER CL 3
PHORMIUM TENAX VARIEGATUM CL 3
PHORMIUM TRICOLOR CL 3
PHORMIUM YELLOW WAVE CL 3
PHOTINIA FRASERI LITTLE RED ROBIN CL 3
PRUNUS X CISTENA 80-100 CL 9
ROSA (YELLOW) CL 3
ROSMARINUS OFFICINALIS PROSTRATUS CL 1,5
STRELITZIA REGINAE CL 3
STRELITZIA REGINAE CL 9
YUCCA FILAM.BRIGHT EDGE CL 1
YUCCA FILAM.BRIGHT EDGE CL 7
YUCCA FLACC.GOLDEN SWORD CL 1
YUCCA FLACC.GOLDEN SWORD CL 7
YUCCA GLORIOSA BRIGHT STAR PCL 7
YUCCA GLORIOSA VARIEGATA CL 7
YUCCA RECURVIFOLIA BANANA SPLIT CL 1
YUCCA RECURVIFOLIA BANANA SPLIT PCL 7

სულ ესაა ამ ჯერზე smile.gif ვნახოთ, თუ მოეწონა ქართველ საზოგადოებას. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას

Posted by: gamura8677 23 May 2011, 22:41
მონსტერა თუ გინდათ ვინმეს, 13 ფოთლიანი 50 ლარად მოგცემთ...
თავისი ხოშიანი ქოთნით....
აღარ მაქ ადგილი, წაიღეთ!
899 38 04 40 დათო

Posted by: Tetri_Alublis_Muraba 6 Jul 2011, 12:30
გამარჯობათ

თუ ვინმე ნახავთ ჩემ პოსტს მითხარით სად შეიძლება ვიყიდო კროტონი?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: TB-Mordex 11 Jul 2011, 19:38
ოპტავოი ყვავილები სად არის ? სად შეიძლება შეძენა ?

Posted by: Internet_Contraband 14 Aug 2011, 19:15
ნამდვილ ალუჩის ნერგს ვეძებ (მეჩიბუხე ან იმერული) ტყემალი რო არ აღმოჩნდეს რა. სანდო პირი მინდა

Posted by: yando_89 18 Aug 2011, 14:36
ვინმემ არ იცით სად შეიძლება შევიძინო სვია? სვიის ყვავილები მინდა რასაც ლუდში უშვებიან

Posted by: ghostika89 1 Sep 2011, 16:29
ვყიდით კაქტუსებს smile.gif

თავის ქოთნებით
20 ლარი
http://www.radikal.ru

15ლარი
http://www.radikal.ru

8 ლარი
http://www.radikal.ru

12ლარი

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru



და ეს დიდი კაქტუსი რომელიც ყვითლად ყვავის ფასი 100 ლარი ქოთნიანად
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru



Posted by: nika5 10 Sep 2011, 19:34
ვინმე ხომ ვერ მიმასწავლით სად ვიშოვო ქაცვის ნერგები?

პატივისცემით,

Posted by: pernata 10 Sep 2011, 21:32
nika5
პმ-ში მოგწერე................................

Posted by: nika5 11 Sep 2011, 20:20
pernata

გასაგებია, მადლობა დიდი...

Posted by: dmalliance 25 Sep 2011, 19:09
შევიძენ ღვიის 200 ცალ ნერგს მისაღებ ფასად

Posted by: mashikooo 9 Oct 2011, 02:07
მოგესალმებით!
თბილისში სად შეიძლება ჰიპეასტრუმის ძირების ყიდვა? უყდია ვინმეს, რომ ხარისხის და ფასის შესახებ გვამცნოს? უფრო მაინტერესებს თეთრი და ვარდისფერი ეგზემპლარები.
ანდა, თუ გამოუწერია და მიუღია ვინმეს რომელიმე ინტერნეტ-მაღაზიიდან.
ასევე მაინტერესებს, ვინმემ თუ იცის, პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობის და ფასის მცენარის იმპორტი თუ ექვემდებარება განბაჟებას.
(რაღაც ჩამონათვალი არსებობს, სასაქონლო კოდების მიხედვით რიგი ჩამონათვალი 300 ლარამდე არ იბეგრება, რიგი -კი).
წინასწარ მადლობა პასუხისთვის

Posted by: yando_89 30 Oct 2011, 11:09
ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ნედლი სვია?

user posted image

Posted by: maferi 2 Nov 2011, 21:32
მწერიჭამია მცენარეები ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: გობალა 20 Nov 2011, 17:12
http://s017.radikal.ru/i414/1111/fb/ef8846eab95c.jpg


4 წლის მონსტერა. 60 ლარად წაიღეთ. მაგრად მეზარება მოვლა, თან ქოთანი აქვს გამოსაცვლელი უკვე ალბათ
მყიდველს თუ სურვილი ექნება, მოზრდილ კალას საჩუქრად გავატან (შარშან 1 ყვავილი გამოიტანა უკვე)

Posted by: nika5 8 Dec 2011, 21:35
ვინმემ ხომ არ იცით -
გირჩის თესლით რომ წიწვოვანის ნერგები გამოიყვანო და გაყიდო,
მართლა ლიცენზირებას ექვემდებარება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Dec 2011, 21:35
იყიდება sabal minor (ჯუჯა საბალი) ნერგები
უძლებს -21'C ყინვას
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: nika5 3 Feb 2012, 22:14
გამარჯობა,

მაინტერესებს რას ნიშნავს კომპოსტის (დასარგავი მიწის) სტერილურობა და როგორ გავაკეთო?


პატივისცემით,

Posted by: pernata 3 Feb 2012, 23:07
nika5
QUOTE
რას ნიშნავს კომპოსტის (დასარგავი მიწის) სტერილურობა და როგორ გავაკეთო?

რას ნიშნავს, და- გრუნტში არსებული სარეველა თესლების და პარაზიტების დახოცვას, რომ დათესილი კულტურა არ დაჩაგროს.
სტერილური სათესადაა საჭირო. და სათესად კომპოსტი ზედმეტად ნოყიერია, ტორფში ჯობია თესვა.
სახლის პირობებში გრუნტის სტერილიზაციაა - ან დუხოვკაში გამოაცხო, ან "დრუშლაკზე" დაორთქლო. კომპოსტი თვითონ დაამზადე??? კარგად და სწორად დამზადებულ კომპოსტში თესლი არ უნდა იყოს, წესით

Posted by: nika5 3 Feb 2012, 23:48
მადლობა pernata
ტორფს გამოვიყენებ...

Posted by: pernata 3 Feb 2012, 23:50
nika5
QUOTE
მადლობა pernata
ტორფს გამოვიყენებ...

არაფრის. დიღმის გუდვილში არის სტერილური ტორფი, და არც ძვირია. (ფასი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს არ მეძვირა smile.gif )

Posted by: mashikooo 12 Feb 2012, 15:40
QUOTE (pernata @ 3 Feb 2012, 23:50 )
დიღმის გუდვილში არის სტერილური ტორფი, და არც ძვირია. (ფასი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს არ მეძვირა smile.gif )


რამხელა შეფუთვაა? გერმანულ დიდ პარკებშია? აწერია რომელია ტორფი? ე.ი. ამაში შეიძლება თესლის გაღივება?

ნატა, ჩითილების კონტეინერებს რომ ვუყურებ ერთი "голь на выдумку хитра" smile.gif შეკითხვა დამებადა- შეიძლება კვერცხების პლასტიკის კოლოფში, თითო უჯრაში პატარა თესლი გავაღივო? რომ დავხურავდი, სათბურის ეფექტიც გამომივიდოდა. აღმოცენების შემდეგ თავს ამოვჭრი lol.gif თუკი.....

Posted by: pernata 13 Feb 2012, 00:49
mashikooo
ალბათ, სადღაც 8-10 ლიტრიანი შეფუთვაა, გერმანულია ან ჰოლანდიური და ყვავილები ახატია. პჰ- ნეიტრალური. (აზალიების ნუ იქნება, მჟავეა)
ჩითილებზე და კვერცხის ლატოკებზე- თუ ბევრს არ თესავ, ამართლებს. რადგან პატარა სივრცეა და ცოტა სუბსტრატი ჩადის, ძალიან მალე შრება და ხშირ მორწყვას საჭიროებს. ერთ წელს დავთესე კვერცხის ლატოკებში, თან ბევრი და მორწყვამ დამღალა. თან ეკო-პონტში კარგია პლასტიკის რე-გამოყენება. ერთჯერად ჭიქებსაც ამ პრინციპით არ ვყიდულობ, ვაგროვებ და მეგობრებსაც ვაგროვებინებ მაწვნისას და არაჟნისას. სათესად ისევ ცოტა მოზრდილი კონტეინერები ვამჯობინე (ხრაშუნა პეჩენია რომ იყიდება) და სათბურის ეფექტი - თავისთავად კაი აზრია. მერე - პიკირება.
ისე- ძველებურ, მუყაოს, ბიოდეგრადირებად ლატოკებზე (ჯერ კიდე იშოვის კაცი) ითესება კულტურები, რომელიც მალე აღმოცენდება(მალე იხრწნება, 2 -3 კვირაზე მეტი გაუჭირდება) და ამ ლატოკიანად გადაგაქვს მერე გრუნტში.

Posted by: mashikooo 13 Feb 2012, 04:27
ჰო, მე ბევრი არ მინდა.
მადლობა

Posted by: doclizi 14 Feb 2012, 20:57
მიყვარს ძალიან კამელია, პატარა ტოტი მოვჭერი და წყალში ჩავდე, ფესვს გაიკეთებს?

Posted by: mashikooo 18 Feb 2012, 12:12
QUOTE (pernata @ 13 Feb 2012, 00:49 )
8-10 ლიტრიანი შეფუთვაა, გერმანულია ან ჰოლანდიური და ყვავილები ახატია.

ნატა, ბოლოს როდის ნახე? ვაკეშიც ვიყავი და დიღომშიც იმ შაბათს, თითქოს ყველა შეფუთვა დავათვალიერე -ხომ უნდა ეწეროს ,peat , რაღაც ვერ ვნახე sad.gif , ყველა მიწისაა მგონი...

Posted by: Front National 23 Feb 2012, 10:23
ქოქოსი სად შეიძლება ვიყიდო?



Posted by: dii 27 Feb 2012, 19:10
გამარჯობა, ცოტა დილეტანტი ვარ ამ საკითხში , მაგრამ გადავწყვიტე ამ წელს მარწვი დავრგო. მირჩიეთ, სად შევიძინო კარგი ჯიშები?

Posted by: dadu_chavi 9 Mar 2012, 21:14
რა მინდა იციტ?! წიტელი ნეკერჩხალი! იშოვება სადმე? მყმარკეტზე ვნახე მის თესლ ყიდიდნენ და ნომერი არასწორედ უწერია. შად ვიშოვო?

Posted by: pernata 10 Mar 2012, 00:07
dadu_chavi
მგონი "იელს" ააქვს, წერეთელზე, გამოფენის ტერიტორიაზე წითელი ნეკერჩხალი. ვარდების თემაში ფალავანდოს კითხე.
dii
მე მაქვს 2 ჯიშის მარწყვი- საადრეო და ცოტა გვიანი. თუ ბევრი არ გინდა, გიწილადებ, მთელ ეზოს მოედო და უნდა ამოვხშირო.

Posted by: dadu_chavi 10 Mar 2012, 01:40
მადლობ. Aუცილებლად ვკიტხავ. Gამახარე მაგრად.

Posted by: dii 10 Mar 2012, 10:39
QUOTE
მე მაქვს 2 ჯიშის მარწყვი- საადრეო და ცოტა გვიანი. თუ ბევრი არ გინდა, გიწილადებ, მთელ ეზოს მოედო და უნდა ამოვხშირო.


ძალიან მადლობელი დაგრჩებით smile.gif არა ბევრი ნამდვილად არ მინდა, წელს პირველად მინდა ვცადო მარწყვის დარგვა და განსხვავებულ ჯიშებს ვეძებ

Posted by: pernata 10 Mar 2012, 15:40
QUOTE
dii

QUOTE
ძალიან მადლობელი დაგრჩებით

ოკ, ტელეფონი მომწერე პმ-ში და რომ ამოვხშირავ დაგიკავშირდები და სადმე გადმოგცემ.

Posted by: dadu_chavi 11 Mar 2012, 16:20
ვერავინ დამეხმარებით? წიტელი ნეკერჩხალი მაშოვნინეთ რა.

Posted by: likaberaia 14 Mar 2012, 20:54
მეც მინდა მარწყვიიიიიი,ოღონდ მეც პირველად ვკიდებ ამ საქმეს ხელს და არც ვიცი როგორ რა უნდა გავაკეთო.1000კვ/მ მაქვს და მინდა დავახეხილიანო

Posted by: dii 14 Mar 2012, 21:32
likaberaia
ერთ დღეში ვყოფილვართ smile.gif მე ინტერნეტში ვკითხულობ დარგვის და მოვლის წესებს . სამწუხაროა, მაგრამ ქართულად ვერ ვნახე ინფორმაცია. ძირითადად რუსულ საიტებზე დევს ამომწურავი ინფო. ერთი ვიდეო ვნახე სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი. აი ლინკიც
http://www.youtube.com/watch?v=d3MPCpwXn1o


ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი რამდენად მოერგება ჩვენს კლიმატს.

Posted by: likaberaia 15 Mar 2012, 15:17
QUOTE
ერთ დღეში ვყოფილვართმე ინტერნეტში ვკითხულობ დარგვის და მოვლის წესებს . სამწუხაროა, მაგრამ ქართულად ვერ ვნახე ინფორმაცია. ძირითადად რუსულ საიტებზე დევს ამომწურავი ინფო. ერთი ვიდეო ვნახე სადაც ძალიან დეტალურადაა აღწერილი. აი ლინკიც
http://www.youtube.com/watch?v=d3MPCpwXn1o


ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი რამდენად მოერგება ჩვენს კლიმატს.

დიიიიდი დიდი მადლობა ყურადღებისთვის,მეც ვეძებ სხვადასხვა საიტებზე რაღაცეებს და მოგწერთ თუ რაიმე რამე საინტერესო ვნახე

Posted by: buka79 17 Mar 2012, 11:47
არმა მაქვს და მიჭირს მისი მოვლა.ძნელად იზრდება.ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ ვინმე მისი მოვლის სპეციფიურ მეთოდს მასწავლით.

Posted by: dii 17 Mar 2012, 13:02
http://greenhouse.ge
http://greengarden.ge

ამ საიტების მეშვეობით შეგიძენიათ ვინმეს მცენარეები? თუ იცით რამდენად სანდოა?

Posted by: surri 28 Mar 2012, 22:53
dii
likaberaia
4 წელია ეზოში მარწყვი მაქვს, ჩემთვის ვფუსფუსებ და თან ბავშვიც ნატურალურს მიირთმევს. მაგრამ მინდა გითხრათ რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ჩემი გამოცდილებით მარწყვი ჯობია რომ მწკრივში იყოს და არა მთლიან ტერიტორიაზე,
ბევრი ინფო გადავქექე ინტერნეტში, მაგრამ ყველაზე ამომწურავად აი აქ ნახეთ.
http://www.youtube.com/watch?v=iqHosR2o4VU

Posted by: krazana33 29 Mar 2012, 10:23
გამარჯობათ, იქნებ მითხრათ სად შეიძლება შევიძინო ჯუჯა ხეები ბონსაის ეძახიან მგონი.

Posted by: dii 29 Mar 2012, 10:32
surri
უი ვიცი ეს ვიდეო. მართლა კარგად ხსნის ეს ქალი.
მეც ზუსტად ამან გადამაწყვეტინა, პატარა მყავს და მინდა რაც შეიძლება მეტი ნატურალური პროდუქტი შევთავაზო. ამ შაბათ-კვირას ვაპირებ წავიდე აგარაკზე და დავრგო. ცუდმა ამინდმა შემაშინა და 2-ჯერ გადავდე უკვე sad.gif არასოდეს არაფერი არ დამირგავს, აი ქოთნის ყვავილებიც კი არ მაქვს სახლში. მაგრამ ისე ძალიან მომინდა ამ ყველაფერში გარკვევა ჩემი ქმარი დამცინის "ნორჩი აგრონომი" ხარო biggrin.gif მე რაც ვნახე მასალები, მულჩირებით (ნარგავის გარშემო თივის ან ბალახის ან ნახერხის სქელი ფენის დაფენა, რაც ბალახს ამოსვლაში ხელს უშლის და ტენს უნარჩUნებს ნიადაგს) გაცილებით მცირდება შრომატევადი საქმე (ანუ სარეველების მოშორება) უკვე ვიყიდე ორგანიკა და ბიოგუმუსი ნიადაგისთვის . 3 ჯიშის მარწყვი მაქვს ჯერ ჯერობით და თითო ჯიშის თითო მწკრივში დარგვას ვაპირებ. ძალიან მინდა რომ დასაწყისისთვის რაც შეიძლება მეტი სახეობა მოვაგროვო და მერე გადავარჩიო რას დავიტოვებ და რას არა.

Posted by: Lady_Bird 29 Mar 2012, 11:08
dii
გრინჰაუსიდან ჩემმა ახლობელმა იყიდა ხეები და ყვავილის ჩითილები აგარაკისთვის, მაგრამ საიტით არ უყიდია მისული იყო მეურნეობაში, ეგ ორთაჭალაში რომ არის გამწვანება კრწანისი მაგათი საიტია მრამდენადაც ვიცი. ქალაქშიც რგავენ ყვავილებს და ცუდი რატომ უნდა იყოს

Posted by: dii 29 Mar 2012, 11:56
კი დავრეკე, მარწყვი არ ქონით და ხეხილის ნერგები 15 ლარიდან იწყებაო wow.gif მეძვირასავით.... sad.gif ავდექი მერე და ის სამი ჯიში რაც ვახსენე გრინგარდენიდან გამოვიწერე. ოღონდ სანამ მე მოვიფიქრე ხეხილზე კარგად გრინგარდენმა ხეხილი ამოიღო გაყიდვიდან user.gif მაგრამ არაუშავს, მთავარია მარწყვები ვიშოვე tan.gif

Posted by: pernata 29 Mar 2012, 19:06
შეპირებული მარწყვი არ დამვიწყნია, იმ კვირაში, იმედია მივაღწევ მარწყვამდეც...

Posted by: dii 29 Mar 2012, 20:12
pernata

jump.gif ჯერ არაა საჩქარო, როცა მოგიხერხდებათ მაშინ იყოს smile.gif მე მაინც ყოველ კვირას ვაპირებ ვესტუმრო ჩემს ბაღს love.gif
* * *
krazana33
mymarket.ge-ზე ვნახე, ბონსაი იყიდება

Posted by: surri 29 Mar 2012, 22:31
dii
მეც ავარჩიე გრინგარდენის მარწყვები მაგრამ გადავწყვიტე შემოდგომით დავრგო , გაზაპხულზე დარგულს ცოტა უჭირს შეგუება.
ვნახოთ შენი მარწყვები რას იზავს, იმედია კარგად გაიხარებენ და გამრავლდებიან

დღეს მალინა დავრგე, როგორც ბაბუამ მითხრა კარგი მალინაა, ორჯერ იძლევა მოსავალსო, ალბათ რემონტატულია, იმედი მაქვს კარგი ნერგები მომყიდა,,,ისე გულით დავრგე რომ არ მინდა რამე ცუდი იყოს. კვირის ბოლოს შავი "სმაროდინის" ნერგებს მომიტანს biggrin.gif

Posted by: dii 30 Mar 2012, 12:09
surri
აუცილებლად დავწერ როგორ მოიქცევიან ჩემი მარწყვები . გუშინ შევიძინეთ 15 სახეობის ხის ნერგი, მათ შორის სმაროდინაც. ლოტკინზე ყოფილა რაღაც სანერგე. და ნუ დამშვიდებული გულით ვიყიდეთ. ბაზარში ცოტა მეშინოდა ყიდვა. ძალიან ადვილად მომატყუებენ
baby.gif biggrin.gif

Posted by: otargeb 30 Mar 2012, 19:49
მაქვს ორი ულამაზესი მონსტერას ძირი ცალკ-ცალკე დიდ ქოთნებში.მოუხდება როგორც ბინას,ასევე ოფისს.გავყიდი ერთ ცალს,რომელიც მოეწონება მყიდველს.ფასი-200ლარი! ნამდვილ მყიდველს კარგად დავუკლებ wink.gif ტელ:597-11-51-83

Posted by: pernata 30 Mar 2012, 22:05
otargeb
QUOTE
200ლარი! ნამდვილ მყიდველს კარგად დავუკლებ

ეს ფორმულირება გამაგებინეთ ვინმემ biggrin.gif biggrin.gif როგორც მესმის - ფასი ისაა, რასაც იხდის ნამდვილი მყიდველი და ეს (ამ შემთხვევაში 200 ) ის ფასია, რაც გამყიდველს ესიამოვებოდა, მაგრამ იცის რომ არარეალურია? მაშინ 800 რატომ არ წერია?

Posted by: dii 31 Mar 2012, 12:56
ამ წამს მომიტანეს ჩემი შეკვეთა და ძალიან დავიბენი, "ოსტარა"-ს ჯიშის მარწყვი მხოლოდ ფესვებია!!!!!!!!!!!!! "კორონა"-ს რამოდენიმე ფოთოლი აქვს და "ელსანტა" ყველაზე ნორმალურად გამოიყურება, ანუ ფოთლები აქვს. რა ვუყო ამ ფესვებს, ღია გრუნტში ჩავრგო თუ არა? spy.gif

Posted by: RENE_Z 31 Mar 2012, 13:33
გერმანიაში ყოფნის დროს ვნახე, რომ მწვანილი ბევრ მარკეტში იყიდებოდა ქოთნებით, ეს იდეა მომეწონა და აქ რომ ჩამოვედი გადავწყვიტე დამეთესა ქოთნებში ოხრახუში და ქინძი, მოკლედ ვიყიდე ქოთნები მიწა, მწვანილის თესლები და ველოდებოდი როდის აბიბინდებოდა მწვანილები ჩემს აივანზე,
მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა ამ ჩემი წამოწყებიდან, მწვანილები ამოვიდა, მაგრამ სუსტი და მალევე გახმა, ზოგი გაყვითლდა,
ჰოდა ეხლა კიდევ ერთხელ მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი, ეხლა ცოტა დიდი ქოთანი მაქვს და რავიცი, თუ გამოვა,
მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ რამე გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, რომ გამიზიაროთ

Posted by: dii 31 Mar 2012, 15:42
RENE_Z
შესაძლოა ნიადაგი არ არის საკმაოდ ნოყიერი

Posted by: LIKA-KHATIA 31 Mar 2012, 16:21
dii
QUOTE
მარწყვი მხოლოდ ფესვებია!!!!!!!!!

კი ღია გრუნტში, ძალიან ახლოახლოს არ ჩარგო.

10 სმ, ინტერვალით.


Posted by: otargeb 31 Mar 2012, 16:21
მაქვს ორი ულამაზესი მონსტერას ძირი ცალკ-ცალკე დიდ ქოთნებში.მოუხდება როგორც ბინას,ასევე ოფისს.გავყიდი ერთ ცალს,რომელიც მოეწონება მყიდველს.ფასი-200ლარი! ნამდვილ მყიდველს კარგად დავუკლებ wink.gif ტელ:597-11-51-83

Posted by: dii 31 Mar 2012, 16:30
LIKA-KHATIA
როცა ამოვა გადავრგო? თუ დავტოვო როგორც არის?

Posted by: RENE_Z 31 Mar 2012, 18:08
dii
QUOTE
შესაძლოა ნიადაგი არ არის საკმაოდ ნოყიერი

როგორი უნდა იყოს, არ ვიცი
მე ვიყიდე ტყის მიწა ყვავილების მაღაზიაში და ეგ არ გამოდგება?

Posted by: dii 31 Mar 2012, 18:28
მე ვიყიდე ორგანიკა და ბიოგუმუსი. ორგანიკა ყველანაირი სახეობის მცანარისთვის სასარგებლოა და ნუ ქიმიკატებს არ შეიცავსო ასე ამბობენ. ეს ბიოგუმუსი ძალიან ამდიდრებს ნიადაგს. ცადე, მგონი უნდა არგოს. ან თესლები გამოცვალე, იქნებ სულ არ ვარგა

Posted by: RENE_Z 31 Mar 2012, 19:10
dii
QUOTE
მე ვიყიდე ორგანიკა და ბიოგუმუსი. ორგანიკა ყველანაირი სახეობის მცანარისთვის სასარგებლოა და ნუ ქიმიკატებს არ შეიცავსო ასე ამბობენ. ეს ბიოგუმუსი ძალიან ამდიდრებს ნიადაგს.

სად იყიდე?

Posted by: dii 31 Mar 2012, 19:18
მე ვიყიდე დიდუბეში "ჩემი მამული" ასე ქვია მაღაზიას, სამთო ქიმიის მარჯვენა მხარესაა. ორგანიკა ყველა მაღაზიაში აქვთ, მაგრამ ბიოგუმუსის ძებნაში მივადექი მაგ მაღაზიას.

Posted by: irmushela 31 Mar 2012, 19:29
dii
QUOTE
ორგანიკა

QUOTE
ბიოგუმუსი

ფასები შეგიძლია დაწერო?
და კიდევ
ქოთნის ყვავილებზე შეიძლება?

Posted by: dii 31 Mar 2012, 19:46
კი, ბიოგუმუსი ვიყიდე 400 გრამიანი შეფუთვა 2 ლარად. 1 წილ ბიოგუმუსზე 5 წილი მიწა მოდის. და ორგანიკა ვიყიდე 6 ლარად და რა ვიცი 300 ლიტრში იხსნება მგონი 1 ლიტრი . ორგანიკას აწერია რისთვის როგორი ხსნარია საჭირო საიტზე ნახე კარგად უწერიათ http://organica.com.ge/ ყვავილებზეც შეიძლებაო.

Posted by: RENE_Z 31 Mar 2012, 20:07
dii
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: dii 31 Mar 2012, 20:13
RENE_Z
არაფრის, წარმატებები
2kiss.gif

წავედი მე ჩემს აგარაკზე და ხვალ დიიიიდი დღე მაქვს bis.gif

Posted by: GT.ge 1 Apr 2012, 19:52
მაინტერესებს, ხეხილის სანერგე მეურნეობების ადგილსამყოფელი, უეკლო მაყვალი და ჩინური/ჯუჯა კაკლის ნერგები...

Posted by: pernata 1 Apr 2012, 20:12
GT.ge
QUOTE
სანერგე მეურნეობების ადგილსამყოფელი


http://forum.ge/?showtopic=34255969&hl=

ალბათ ეს გამოგადგება - არსენა, ხეხილის სანერგე ნატახტარში (მისაქციელია, შეცდომით წერია) - 5 93 12 92 03

Posted by: goglexa 2 Apr 2012, 00:48
გამარჯობათ..ვინმეს ინტერიერის,ექსტერიერის მცენარეები ან გამწვანებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი პროდუქციის შეძენა გსურთ PM-ში მომწერეთ..დიდ პროექტებსაც ვაკეთებთ გამწვანებასთან დაკავშირებით jump.gif
* * *
QUOTE
გამარჯობათ, იქნებ მითხრათ სად შეიძლება შევიძინო ჯუჯა ხეები ბონსაის ეძახიან მგონი

თუ გინდა გაყიდინებ ბონსაის,ჩვენ გვაქ მაღაზიაში

Posted by: pernata 2 Apr 2012, 01:08
goglexa
QUOTE
თუ გინდა გაყიდინებ ბონსაის,ჩვენ გვაქ მაღაზიაში

და ვერ გვეტყვით, რომელ მაღაზიას წარმოადგენთ?

Posted by: goglexa 2 Apr 2012, 01:13
pernata
ევროეზოს-წერეთლის 89 -ში

Posted by: pernata 2 Apr 2012, 01:45
goglexa
აა, სასიამოვნოა, მადლობთ. smile.gif დიდი ხანია არ შემომივლია, ამ დღეებში ვაპირებ.
ერთწლიანი მოყვავილეები რა გაქვთ ეხლა, ვერ მეტყვით?

Posted by: goglexa 2 Apr 2012, 01:49
pernata
QUOTE
აა, სასიამოვნოა, მადლობთ.  დიდი ხანია არ შემომივლია, ამ დღეებში ვაპირებ.
ერთწლიანი მოყვავილეები რა გაქვთ ეხლა, ვერ მეტყვით?
F1 სელექციის ყვავილები

Posted by: pernata 2 Apr 2012, 02:10
goglexa
biggrin.gif ცოტა კონკრეტულად, სახეობები? იყოს ჰიბრიდი, რეპროდუქციისთვის არ მინდა smile.gif

Posted by: TATA79 2 Apr 2012, 14:15
სურათებიც დააწყეთ რა...ოთახის მცენარეები მაინტერესებს...ახალ სახლში გადავდივარ და მინდა ქოთნის მცენარეები შევიძინო...ყველაფერი მაინტერესებს რაც შეიძლება სახში შევიტანო....
მადლობააა

Posted by: goglexa 2 Apr 2012, 20:46
ერთ წლიანი F1 სელექციისს ყვავილები
http://www.radikal.ru
* * *
აზალია
http://www.radikal.ru

* * *
ზეთის ხილის ბონსაი
http://www.radikal.ru
* * *
ბონსაი კარმონა
http://www.radikal.ru
* * *
დრაცენა
http://www.radikal.ru
* * *
დრაცენა
http://www.radikal.ru

Posted by: pernata 2 Apr 2012, 21:14
goglexa
მადლობთ. სურათიდან დამაინტერესა - antirinum მოყვავილე გაქვთ? ჯუჯაა თუ ჩვეულებრივი ზომა?
და ვინკები. ხვალ შემოგივლით smile.gif

Posted by: goglexa 2 Apr 2012, 21:26
pernata
ამაზე ამბობ ?
http://www.radikal.ru

Posted by: pernata 2 Apr 2012, 23:05
goglexa
QUOTE
ამაზე ამბობ ?

no.gif ესაა anthirium

მე გკითხე მოყვავილე ფოტოდან antiriNum - https://www.google.ge/search?q=antirinum&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=y_d5T-b-D-T24QS9tPSTDw&biw=1280&bih=699&sei=zfd5T_7-OMvGswaX6pyWBA

Posted by: goglexa 3 Apr 2012, 00:31
pernata
მე რაც დავდე ანთურიუმი ქვია და მაგაში ამერია biggrin.gif ხვალ გაგირკვევ

Posted by: GT.ge 3 Apr 2012, 17:56
QUOTE (pernata @ 1 Apr 2012, 20:12 )
GT.ge
QUOTE
სანერგე მეურნეობების ადგილსამყოფელი


http://forum.ge/?showtopic=34255969&hl=

ალბათ ეს გამოგადგება - არსენა, ხეხილის სანერგე ნატახტარში (მისაქციელია, შეცდომით წერია) - 5 93 12 92 03

გაიხარე. დიდი მადლობა.

...................................................

Posted by: dd69 6 Apr 2012, 00:12
dadu_chavi
QUOTE
ვერავინ დამეხმარებით? წიტელი ნეკერჩხალი მაშოვნინეთ რა.



ბათუმი ქობულეტის გზაზეა, სულ მინდა მაოვთხარო, მაგრამ ვერასდროს მოვიცალე

Posted by: pernata 7 Apr 2012, 09:16
dd69
QUOTE
სულ მინდა მაოვთხარო, მაგრამ ვერასდროს მოვიცალე

ველურად იზრდება სულ რომ წითელია და არა მხოლოდ შემოდგომაზე, ის სახეობა?? იქნებ არ მოთხარო? smile.gif თესლი აიღე - მარტივად მრავლდება...

Posted by: bere008 7 Apr 2012, 23:22
ხალხო რა მინდა გკითხოტ, დავათესლიანე ორქიდეა ფალენოფსისი, აგვისტოს მერე სათესლე პარკები უსქელდება და უსქელდება, და როდის მოიმწიფებს თესლებს ხომ ვერ მეტყვით?ინეტში ვერსად ვნახე

Posted by: mashikooo 11 Apr 2012, 00:00
კაქტუს მონსტროზას(მგონი პერუული ცერუსიც ჰქვია) პატრონი სასწრაფოდ ეძებს ”’მზრუნველ და მოსიყვარულე კაქტუსოლოგ”-ებს ამ მცენარიდან აჭრილი დასაფესვიანებელი მორჩების საჩუქებლად. მოზრდილი კაქტუსი დაზარალდა ყინვისგან და აუცილებელი გახდა ზოგი წანაზარდის მოჭრა. მორჩები დევს წყალში და საკმაოდ სიცოცხლისუნარიანად გამოიყურება. მსურველებმა მომმართეთ პმ-ს საშუალებით.

Posted by: mashikooo 13 Apr 2012, 00:13
ვერმიკულიტი და ქარვის მჟავა ხომ არ შეგხვედრიათ სადმე გასაყიდი?

Posted by: touch 14 Apr 2012, 18:55
ბამბუკის ნერგების შეძენა სად შეიძლება ხომ ვერ მეტყვით? ფასიც მაინტერესებს მიახლოებით თუ ვინმემ იცით : ))

Posted by: FRANCHESKAA 16 Apr 2012, 02:00
goglexa
დაახოლოებით 1 თვის უკან ვიყიდეთ თქვენთან (ევროეზოში) ეს მცენარე, მოვლის წესები ვკითხე და მითხრეს არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ნიადაგი უნდა ქონდეს ზომიერად სველი მუდმივადო და ასეც ვიქცეოდი, მაგრამ მგონი ჭკნება ყვავილები sad.gif ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია?

Posted by: goglexa 16 Apr 2012, 11:25
QUOTE
FRANCHESKAA

ყაზბეგზე შეიძინეთ თუ წერეთელზე? მე სამწუხაროდ ვერ გეტყვი რისი ბრალი შეიძლება იყო არ ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური..რომელ მაღაზიაშიც იყიდეთ მიიტანეთ, შეხედავენ და კონსულტაციასაც გაგიწევენ- გეტყვიან რისი ბრალიცაა..

Posted by: FRANCHESKAA 16 Apr 2012, 18:33
goglexa
წერეთელზე ვიყიდე.
უკვე ისე დაჭკნა, მგონი იმის ,,გამოცოცხლება" გაუჭირდებათ, არადა ბევრი მცენარე მაქვს და არცერთი არ დამჭკნობია sad.gif
მადლობა, გავიტან მაინც smile.gif

Posted by: goglexa 16 Apr 2012, 20:23
FRANCHESKAA
სცადე მაინც,შეიძლება გამოფიტულია ძაან მიწა სასუქებს გირჩევენ ან მორწყვა არ ყოფნის..მომავლისთვის გაითვალისწინებ მაინც...ვფიქრობ რომ ეშველება

Posted by: FRANCHESKAA 16 Apr 2012, 22:56
goglexa
კი, გავიტან აუცილებლად. ისე ძალიან დამწყდა გული, არადა ,,არაფერს ვაკლებდი" თითქოს smile.gif)

Posted by: SELBY 18 Apr 2012, 08:13
იასამანი სად ვიშოვო, დამეხმარეთ რა გთხოვთ baby.gif

Posted by: Tinker Bell 18 Apr 2012, 12:02
ხალხო ეს ყვავილი ასეთი ფერის გინახავთ სადმე??

http://www.radikal.ru

ზუსტად ეს ფერი მინდა და სად ვიშოვო? sad.gif და რომელ თვეში ყვავდება ეგ თუ იცით.
* * *
ამაზონიდან გამოგიწერია ვინმეს ყვავილების თესლი?? http://www.amazon.com/CAMELLIA-IMPATIENS-Slipper-Impatiens-Balsamina/dp/B004YRCT9U/ref=sr_1_39?ie=UTF8&qid=1334736611&sr=8-39 ეს რომ გამოვიწერო რამდენ ხანში იქცევა ყვავილად?? აქვს აზრი თესლის გამოწერას?

Posted by: Paharote 18 Apr 2012, 16:22
პირშუშხა სად იყიდება ხომ არ იცით?
მისი ძირები მჭირდება როგორც ინგრედიენტი.
http://ka.wikipedia.org/wiki/პირშუშხა

Posted by: goglexa 18 Apr 2012, 16:38
FRANCHESKAA
როგორც გავარკვიე ეგ დასავლეთის მცენარეა და ტენის მოყვარულია,და ალბათ სწორედ ეგაა მიზეზი

Posted by: bere008 19 Apr 2012, 19:13
goglexa
ეს არაა ეზოს აზალია smile.gif დასავლეთში ეზოს აზალიებია და აქ უჭირთ მარა ეს აზალიები ჩამოდის უცხოეთიდან.
FRANCHESKAA
რო იყიდე ხო გადარგე? თუ არ გადაგირგავს სასწრაფოდ გადარგე, ეგ ტორფშია, ტორფი კი თავიდან კარგი სასუქია მაგრამ მერე ფიტავს მცენარეს,
* * *
Tinker Bell
კამელიები ჩვენთანაც ოხრადაა თან სხვადასხვა ფერები, ყოფილ დეზერტირების ბაზართან ასახვევი როა მანდ გაიარე, სულ აქვთ ხოლმე, 5 ლარიდან იწყება ნერგის ფასი, და მარად მწვანეა

Posted by: abelo 19 Apr 2012, 19:47
Tinker Bell
QUOTE
ხალხო ეს ყვავილი ასეთი ფერის გინახავთ სადმე??

ეს ყვავილი ერთწლიანია და მირაბილისია mirabilis jalapa ჰქვია, ერთწლიანია. ივნისის ბოლოდან იწყევს და გვიან შემოდგიმამდე ყვავის.
იმ ფერის ყვავილი რაც შენ გიდევს დამტვერვის შედეგად არის მიღებული.

ანუ წითელი და ყვითელი დაიმტვერა და მათი ნაყოფიდან ამოსულმა მცენარემ გამოიღო ეს ჭრელი ყვავილი.

მე მაქვს მირიბილისის თესლი, გაჩუქებ.
ძალიან ადვილად ამოდის და მოვლაც მარტივია, უბრალოდ დაზუსტებით ვერ გეტყვი რა ფერის ყვავილი ექნება, ერთად მაქვს ყველა ფერი დარგული და მუდმიოვად იმტვერება, თესლსაც ერთად ვიღებ. smile.gif

bere008
QUOTE
კამელიები ჩვენთანაც ოხრადაა თან სხვადასხვა ფერები

spy.gif

SELBY
დეზერტირებეზე შაბათ კვირას, სადაც ნერგები და ყვავილები იყიდება, კიდობანს რომ ჩაცდები ქვემოთ, მარჯვენა მხარეს.




* * *
goglexa
გვერდზე თემაში ვნახე თქვენი პოსტი:
"ისე ეგ ისტორია როგორ დამთავრდა ფორუმზე გამოხატეს უკმაყოფილება და ფააფუუუ ? მოდითთ მოდერებოოოო დახედეთ ამ თემას თორე შეპირებული ლურჯის მაგივრად სტაფილოსფრად გავაყვავილე აქაურობა "
იქ ვერ გიპასუხებ, დაკეტილია.

ისტორია ასე დამთავრდა, შემრჩა 15 ლარიანი სტაფილოსფერი ჰემეროკალის და აწი თქვენს მაღაზიაში არაფერს ვიყიდი.
როდესაც შეცდომა მოგდის კლიენტთან, ბოდიში უნდა მოიხადო. ეს აგდებული პოსტი მეტყველებს შენს დამოკიდებულებაზე.

და საერთოდ, მაგარი მივქარე თავის დროზე რომ გავარკვიე თქვენს ფირმაში მომუშავე ქალბატონი, რომ არსებობს ასე მცენარე hemerocallis და მასზე მოთხოვნაა.

აწი ორი წიგნი წაიკითხეთ და ის შეარჩიეთ რა უნდა შემოიტანოთ.

Posted by: goglexa 19 Apr 2012, 21:05
abelo
QUOTE
ისტორია ასე დამთავრდა, შემრჩა 15 ლარიანი სტაფილოსფერი ჰემეროკალის და აწი თქვენს მაღაზიაში არაფერს ვიყიდი.
როდესაც შეცდომა მოგდის კლიენტთან, ბოდიში უნდა მოიხადო. ეს აგდებული პოსტი მეტყველებს შენს დამოკიდებულებაზე.

და საერთოდ, მაგარი მივქარე თავის დროზე რომ გავარკვიე თქვენს ფირმაში მომუშავე ქალბატონი, რომ არსებობს ასე მცენარე hemerocallis და მასზე მოთხოვნაა.

აწი ორი წიგნი წაიკითხეთ და ის შეარჩიეთ რა უნდა შემოიტანოთ.

მე ნაღდად არაფერი მემატება იმით კლიენი შემოვა თუ არ შემოვა ან საერთოდ რამდენი შემოვა მაგრამ შენმა კრიტიკამ შეიძლება კომპანიაზე იმოქმედებს,უთანხმოება და გაუგებრობა ყოველთვის ხდება და ეს გასაკრიტიკებელი და ასე სააშკარაოზე გამოსატანი არაა მითუმეტეს 15 ლარიანი ბოლქვის გამო, მიხვიდოდი და აუხსნიდი ყველაფერს და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს... რაც შეეხება წიგნების წაკითხვას და სხვის ცოდნას ამ სფეროში ვფიქრობ რომ არაა თქვენი შესაფასებელი რადგან საკმაოდ წარმატებით ვმოღვაწეობთ ამ სფეროში და მუდმივი მომხმარებელიც საკმაოდ გვყავს,და შენ თუ ჩემ ცოდნას აფასებ ამ სფეროში,ზემოთაც ავღნიშნე რომ მე კომპეტენტური არ ვარ და მხოლოდ გაყიდვებს წარმოვადგენ....15 ლარიანი ბოლქვიდან მთლიანი კომპანიის მომსახურებაზე და ხარისხზე რომ აკეთებ აქცენტს არაა მგონი მთლად გამართლებული
* * *
bere008
QUOTE
ეს არაა ეზოს აზალია  დასავლეთში ეზოს აზალიებია და აქ უჭირთ მარა ეს აზალიები ჩამოდის უცხოეთიდან

ჩვენ ფლორისტებთან გავარკვიე რომ ეგეც დასავლეთის მცენარეა smile.gif)

Posted by: mashikooo 19 Apr 2012, 23:15
abelo
QUOTE
წითელი და ყვითელი დაიმტვერა და მათი ნაყოფიდან ამოსულმა მცენარემ გამოიღო ეს ჭრელი ყვავილი.
ეს მცენარე პირველად რომ ვნახე, გავგიჟდი - ერთ ბუჩქზე 2 სხვადასხვა ფერის ყვავილი ესხა; იმის შემდეგ ვეძებ ეგეთ ეგზემპლარს და ვეღარსად ვნახე. შეგხვედრიათ ასეთები?

Posted by: pernata 20 Apr 2012, 00:26
goglexa
QUOTE
კომპეტენტური არ ვარ და მხოლოდ გაყიდვებს წარმოვადგენ.

ამ თემაში გაგიჭირდება ამ დახასიათებით. და პმ-ში არ გიპასუხებ, არ ვთვლი საჭიროდ.
mashikooo
QUOTE
ერთ ბუჩქზე 2 სხვადასხვა ფერის ყვავილი ესხა;

მირაბილისებში ძაან ხშირია. ზოგი ყვავილი მკვეთრადაა შუაზე გაყოფილი-ნახევარი წითელი, ნახევარი-ყვითელი.

Posted by: goglexa 20 Apr 2012, 00:34
QUOTE
ამ თემაში გაგიჭირდება ამ დახასიათებით. და პმ-ში არ გიპასუხებ, არ ვთვლი საჭიროდ.

ჰააჰ არ იდარდო რამეს მოვახერხებ biggrin.gif აბა შენ იცი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: abelo 20 Apr 2012, 15:25
mashikooo
QUOTE
ეს მცენარე პირველად რომ ვნახე, გავგიჟდი - ერთ ბუჩქზე 2 სხვადასხვა ფერის ყვავილი ესხა; იმის შემდეგ ვეძებ ეგეთ ეგზემპლარს და ვეღარსად ვნახე. შეგხვედრიათ ასეთები?

კი, ჩემთანაც არის ხოლმე შერეული smile.gif


Posted by: Tinker Bell 21 Apr 2012, 13:02
abelo
კი მინდა ძალიან, დიდი მადლობა. ეხლა უნდა დავთესო ხო?? და რამდენ ხანში ამოდის??

Posted by: Salome_L 23 Apr 2012, 14:34
დამაკვალიანეთ ვინმემ, ბალახის დათესვა გვინდა ეზოში. კორპუსის პირველ სართულებს რომ წინ პატარა ეზოები აქვთ იქ. კვადრატული რომ 6 -8 ლარი ჯდება ეგეთი არ მინდა, სულ არ მიღირს ეგ ეზო მაგდენად biggrin.gif რამე იაფიანი თესლი სად შეიძლება ვიყიდოთ და რა ღირს. ეზო დაახლოებით 80-100 კვადრატამდე იქნება.

Posted by: GigaCc1 4 May 2012, 22:21
მეგობარმა მთხოვა ამ განცხადების გაკეთება:
გავყიდი აგავას ნერგებს, სხვადასხვა ზომის, დამირეკეთ: 597070121, 557274017, 599908917-ქეთინო

Posted by: bere008 5 May 2012, 00:09
Salome_L
კოინდარი, კაპიკები ღირს ვაგლზე, მარა ის თუ არ გაკრიჭე ჯუნგლები იქნება მერე biggrin.gif

Posted by: jojexxx 7 May 2012, 05:43
-----------------------------------------

Posted by: pernata 7 May 2012, 08:26
jojexxx
ეეეეეეეეეეეეხ smile.gif

Posted by: Kate789 29 May 2012, 03:56
შემთხვევით ხომ არ იცით, სად შეიძლება კაქტუსის ყიდვა???
იქნებ იცით კარგი მაღაზია??? smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 May 2012, 10:06
Kate789
QUOTE
სად შეიძლება კაქტუსის ყიდვა?

საუკუნის თავსატეხია უდაოდ
jojexxx
QUOTE
ვინმეს ----------------- ნერგები ხომ არ გაქვთ ???

მოდერი ვიყო კაი წვორნის ნერგებს გაჩუქებდი mo.gif

Posted by: marisenpolia 11 Jun 2012, 15:58
ნუცუბიძის III მკ.რ ასახვევი (ნუცუბიძის ქუჩიდან 100 მეტრში, რესტორან ქვევრთან) გაიხსნა გერმანული ქონების, LECHUZA-ს მაღაზია, ქოთნებს აქვს მორრწყვის სისტემა, არის უმაღლესი ხარისხის, მოყვება სასუქითა და მინერალებით გამდიდრებული ხრეში (დრენაჟი) სხვადასხვა დიზაინისა და ფერის წყალობით იგი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.




Posted by: Georgiana 14 Jun 2012, 05:42
ეგ სუპერქოთნები უკვე თბილისის თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ ყვავილების მაღაზიაში იყიდება smile.gif
საუკეთესო მცენარეების მაღაზია თბილისში არის დიდუბეში,ყოფილი ე.წ. ВДНХ-ს მოპირდაპირე მხარეს.
მაღაზიას ჰქვია "ევროეზო"-შემოდის დიდი ასორტიმენტის სხვადასხვა სახეობის ულამაზესი მცენარეები-საბაღეც და სახლის ქოთნისაც.
უამრავი ეგზოტიური ყვავილია-ორქიდეები,სხვადასხვანაირი პალმები,კაქტუსები,ბონსაის ჯუჯა ხეები...
მოკლედ სამოთხე!რამდენჯერაც მივედი,იმდენი ვეღარ გამოვეტიე იქიდან smile.gif
იაფი მაღაზია ნამდვილად არ ეთქმის,მაგრამ რაც აქვთ-საუკეთესო აქვთ.
ამავე სახელწოდების ფილიალიც აქვთ პავლოვის,იგივე ყაზბეგის ქუჩის დასაწყისში,საბურთალოზე,
შენობის ნომერი არ მახსოვს,მაგრამ იოლად საპოვნელია,ზედ ქუჩაზეა,როგორც წერეთელზე.

Posted by: bere008 15 Jun 2012, 00:09
[b]Georgiana[/b
კაი რა რა აქვთ საკეთესო/? დამპალი ორქიიდეები და გადამხმარი მცენარეები? 2 დღის ჩამოსული მცენარე ყველა კარგია, მარა მერე კატასტროფა ხდება, ეგენი არიან ძირითადად ეზოების მოწყობით დაკავებული, და მაგრად არ ადარდებს სახლის მცენარეები,

Posted by: leprekon 15 Jun 2012, 00:11
ყველაზე სურნელოვანი ყვავილის დასახელება მაინტერესებს და ხომ ვერ მირჩევდით სად შევიძინო ?

Posted by: Georgiana 15 Jun 2012, 05:30
QUOTE (bere008 @ 14 Jun 2012, 23:09 )
[b]Georgiana[/b
კაი რა რა აქვთ საკეთესო/? დამპალი ორქიიდეები და გადამხმარი მცენარეები? 2 დღის ჩამოსული მცენარე ყველა კარგია, მარა მერე კატასტროფა ხდება, ეგენი არიან ძირითადად ეზოების მოწყობით დაკავებული, და მაგრად არ ადარდებს სახლის მცენარეები,

მე რომ მივედი,მშვენიერი მცენარეები ჰქონდათ და კარგ ფორმაშიც იყვნენ,მერე შესაძლოა არც უვლიან ქოთნის მცენარეებს და მართლა მასეა,რასაც ამბობ.
თუ ასეა,ძალიან ცუდი,მაგრამ მომარაგება კარგი აქვთ და ის,რაზეც შენ დაპოსტე,უკვე სულ სხვა პრობლემაა,უფრო ადამიანური ხასიათის თვისება,რომელსაც ვერასოდეს გავუგებ.
თუ გაბარია სიცოცხლე-თუნდაც მცენარის,უნდა მიხედო და უპატრონო,თუ არადა,საერთოდ ნუ ხარ მსგავს საქმეში.
ეჰ,ვითომ არ ვიცოდე სად ვცხოვრობ და როგორია ჩვენი "ობშესტვოს" დიდი ნაწილი...

Posted by: pernata 15 Jun 2012, 10:40
Georgiana
QUOTE
თუ გაბარია სიცოცხლე-თუნდაც მცენარის,უნდა მიხედო და უპატრონო,თუ არადა,საერთოდ ნუ ხარ მსგავს საქმეში.

გადახედე, თუ არ დაგეზარა, ევროეზოზე პოსტებს განყოფილებაში.. თესლიდან იშვიათად ამოდის ის, რადაც ასაღებენ... ესეც "ობშესტვო"-ს ბრალია? smile.gif
Vashakidze
QUOTE
ყველაზე სურნელოვანი ყვავილის დასახელება მაინტერესებს და ხომ ვერ მირჩევდით სად შევიძინო ?

ალბათ, გარდენია. (ამ სეზონზე მოიყვავილა უკვე) და საერთოდ, მგონი ყველა სურნელოვანმა მოიყვავილა - ჟასმინი, იასამანი, ლონიცერა, გლიცინია, სუმბული... ...

Posted by: israfel 10 Jul 2012, 12:46
ნეშომპალა სად შეიძლება რომ ვიყიდო ხომ არ იცით? და დაახლოებით რა ფასებშია ხოლმე?

Posted by: Maybach 10 Jul 2012, 14:04
სად ვიყიდი ნორმალურ ფასად ხომ ვერ მიმასწავლით ?


user posted image

Pachypodium lamerei

Posted by: nuka_m 15 Jul 2012, 11:55
პალმები არავის გინდათ რო იყიდოთ?

დიდი ფინიკის პალმაა 1.20 სმ 4 წლისაა.

ეს კი 1 წლისაა 56 სმ.

თუ ვინმეს შემთხვევით გინდათ არ მოგერიდოთ და მითხარით. wink.gif

Posted by: ketusia7 18 Jul 2012, 16:04
მეგობრებო, ფორუმელებო, ყვავილების მოყვარულებო, იქნებ ვინმემ იცოდეს, სად შეიძლება შევიძინო დეკორატიული ქოთნის ყვავილი კალანჰოე pinnata.
წინასწარ გიხდით მადლობას. smile.gif
* * *
-------------------------------------------------------
პასუხი გთხოვთ პირადში მომწერეთ
* * *
Calanchoe pinnata- ს ყიდვა მინდა, ვის ექნება მიმასწავლეთ...

help.gif

Posted by: ketusia7 18 Jul 2012, 17:00
Calanchoe pinnata- ს ყიდვა მინდა, ვის ექნება მიმასწავლეთ...

help.gif

Posted by: Maybach 18 Jul 2012, 17:39
QUOTE (ketusia7 @ 18 Jul 2012, 17:00 )
Calanchoe pinnata- ს ყიდვა მინდა, ვის ექნება მიმასწავლეთ...

help.gif

http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=2017542

Posted by: ketusia7 21 Jul 2012, 12:18
http://www.radikal.ru
აი, ჩემი კალანხოე დეგრემონა. სულიერივით შევიყვარე...
ერთის ნაცვლად ორი სახეობის კალანხოე მაჩუქესsmile.gif

Posted by: Ketelauri 16 Aug 2012, 18:00
სად შეიძლება შევიძინო ხარისხიანი, ჭეშმარიტი, ლამაზი, დახვეწილი და ა.შ. ბონსაი თბილისში? smile.gif

Posted by: bere008 16 Aug 2012, 18:21
Ketelauri
ევრო ეზო და არტფლორა, ოღონდ რამდენად გადარჩება ვერ გეტყვი

Posted by: Ketelauri 16 Aug 2012, 18:24
მადლობა! არტფლორა სად არის? რატომ არ გადარჩება? ხომ შეიძლება შეძლებისდაგვარად პირობები შეუქმნა, საჭიროების შესაბამისად მოუარო? დასანანი იქნება, რომ დაიღუპოს! sad.gif

Posted by: Maybach 16 Aug 2012, 18:37
ჯერ მოვლის შესახებ თუ გაეცნობი ინფორმაციას კარგი იქნება , ბონსაის ხეები ნამდვილად ლამაზი და საინტერესოა, დიდი სიამოვნებით შევიძენდი თუმცა ფასებიც საკმაოდ დიდი აქვს .
http://bonsay.org.ua/blog/sezonnyj_ukhod_za_bonsaj/2011-04-18-21
ერთხელ მოვსინჯე თუმცა არაფერი გამომივიდა მთელი ხელოვნებაა რა .

user posted image

Posted by: bere008 16 Aug 2012, 18:44
Ketelauri
Maybach
მე უკვე მეოტხე წელია ბონსაებს ვაკეთებ, არ არის რთული, მთავარია ოდნავ მიანც იცოდე მვლის წესები და შესაბამის პირობები შეუქმნა smile.gif) გირჩევთ თავადაც სცადოთ smile.gif) საკმაოდ საინტერესო საქმეა smile.gif და ბონსაის ფასი მისი ასაკიდან გამომდინარეობს და მინიმუმ 100 ლარიდან იწყება

Posted by: Ketelauri 16 Aug 2012, 18:44
Maybach დიდი მადლობა! არ მინდა დაუდევარი გამოვჩნდე... smile.gif ნამდვილად გავეცნობი ამ ინფოს! მაგრამ მაინც მაინტერესებს - სად ვიყიდო ხარისხიანი და ლამაზი, თუნდაც ძვირი? smile.gif
* * *
bere008
საჩუქრად მინდა! smile.gif დამაკვალიანე სად შევიძინო? ფასის სიდიდე გასაგებია.... მოვლას ვისწავლი და ვასწავლი.... smile.gif შეიძლება მაგალითად მინიატურული იასამნის, მუხის, ბროწეულის ხის შეძენა? smile.gif

Posted by: bere008 16 Aug 2012, 18:48
Ketelauri
საერთოდ დაიმახსოვრე, ეს საქართველოა და აქ ხარისხიან მცენარე იშვიათობაა smile.gif მითუმეტეს რომ ბონსაის კულტურა ჩვენთან შემოსული არ არის smile.gif)

Posted by: Ketelauri 16 Aug 2012, 18:56
ანუ ვერ ვიყიდი? თუნდაც უცხოეთიდან შემოტანილს?

Posted by: Maybach 16 Aug 2012, 18:58
Ketelauri დიღომში ვნახე გუდვილში , წერეთელზე არის მგონი http://euroezo.ge/index.php?page=7&lang=geo აბა გადახედე .

კაკტუსები უფრო ადვილად მოსავლელია შედარებით .

user posted image

Posted by: bere008 16 Aug 2012, 19:04
Ketelauri
უი ბროწეული გადასარევია, ყველაზე მარტივი მოსავლელია, იასამანს ჩვენთან ვერ იშოვი არ არის უბრალოდ smile.gif მოყვავილე ბონსაი აქ საერთოდ არ მინხავს მე პირადად, მუხას ნახავ მარა არარეალურ ფასს მოგიხევენ, ყველაზე მარტივს გეტყვი, დეზერტირების ბაზარი ხო იცი სადაც იყო ? დინამოს მიმარტულებით გაუყვები და ზევიტ ქუცჰა ადის მანდ ადი და ხელმარცხნივ მცენარეებს ყიდიან, ბროწეულებიც აქვთ ხოლმე ჯუჯა : 0იყიდე 10 15 ლარი გირს ლამაზ პაწუა ქოტანში ცჰარგე და ეგაა, იდეალური ბონსაია smile.gif) დამიჯერე
ან ტუ არ გინდა მაღაზიებსი გაიარა და იკიტხე კალამონდინი http://www.google.com/imgres?start=77&hl=ru&sa=X&biw=1366&bih=667&tbm=isch&prmd=imvnse&tbnid=OhueTgfGN7SVJM:&imgrefurl=http://www.naturalflower.ru/flower2017/flower2240.html&docid=SOEgjid8DoNAkM&imgurl=http://www.naturalflower.ru/flower2017/img/7e9/7e9dd24e85859e4652b0e0448f41f587.jpg&w=478&h=478&ei=zQgtUMjWFtTa4QTBhoGQAg&zoom=1&iact=hc&vpx=564&vpy=176&dur=609&hovh=225&hovw=225&tx=102&ty=143&sig=111016626870998229290&page=4&tbnh=143&tbnw=153&ndsp=25&ved=1t:429,r:15,s:77,i:53 ეს შევიძიე რამდენი თვის წინ 60 ლარად და ულამაზესია smile.gif)

Posted by: Maybach 16 Aug 2012, 19:08
QUOTE (bere008 @ 16 Aug 2012, 19:04 )
დინამოს მიმარტულებით გაუყვები და ზევიტ ქუცჰა ადის მანდ ადი და ხელმარცხნივ მცენარეებს ყიდიან, ბროწეულებიც აქვთ ხოლმე ჯუჯა : 0იყიდე 10 15 ლარი გირს ლამაზ პაწუა ქოტანში ცჰარგე და ეგაა, იდეალური ბონსაია smile.gif) დამიჯერე
ან ტუ არ გინდა მაღაზიებსი გაიარა და იკიტხე კალამონდინი http://www.google.com/imgres?start=77&hl=ru&sa=X&biw=1366&bih=667&tbm=isch&prmd=imvnse&tbnid=OhueTgfGN7SVJM:&imgrefurl=http://www.naturalflower.ru/flower2017/flower2240.html&docid=SOEgjid8DoNAkM&imgurl=http://www.naturalflower.ru/flower2017/img/7e9/7e9dd24e85859e4652b0e0448f41f587.jpg&w=478&h=478&ei=zQgtUMjWFtTa4QTBhoGQAg&zoom=1&iact=hc&vpx=564&vpy=176&dur=609&hovh=225&hovw=225&tx=102&ty=143&sig=111016626870998229290&page=4&tbnh=143&tbnw=153&ndsp=25&ved=1t:429,r:15,s:77,i:53 ეს შევიძიე რამდენი თვის წინ 60 ლარად და ულამაზესია smile.gif)

მეც მაქ ვნახე ბროწეული დაახლოებით 20 სანტიმეტრამდე 15 ლარი ღირდა გაყვავილებული

Posted by: bere008 16 Aug 2012, 19:08
Ketelauri
როგორ ვერ იყიდი , მაა იმას მუდმივი სასუქები სჭირდება, სასუქი რომ არ მისცე გახმება ეგრევე

Posted by: Maybach 16 Aug 2012, 19:15
ბონსაის გამოზრდა იოლი არ არის. ჯერ ერთი უნდა შეირჩეს ისეთი მცენარე , რომელსაც ბონსაიდ გახდომისთანდაყოლილი მონაცემები აქვს. მეორეც , უნდა გამოითვალოს მზის და სინათლის საჭირო ნაკადი, წყლის რაოდენობა და ხარისხი , სასუქები და შესაფერისი ნიადაგი. მესამე , თვალყური უნდა ადევნო , რათა ხემ ფორმა შეინარჩუნოს : უნდა გადაჭრა , გადარგო , ცალკეული ტოტები მავთულით შეკრა და ა.შ.საბოლოოდ იზრდება პროპორციული , მაგრამ მინიატურული ხე.

ბონსაისთვის აუცილებელია მზის კაშკაშა შუქი , განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივები , რადგან ეს ხის ზრდას ანელებს. ამიტომ ის მთელი დღის განმავლობაში მზის შუქზე ტოვებენ. ამ დროს , რა თქმა უნდა , მიწა ჩქარა შრება. თუ მას მუდმივად მოვრწყავთ, ეს მცენარის გაზრდას გამოიწვევს. ასე რომ , მორწყვას ყოველთვის ზღუდავენ. როგორც ცნობილია , ძლიერი ქარიც ანელებს მცენარის ზრდას. მაღალ მთებში გაზრდილი ბონსაი შეიძლება ყველაზე პატარა ხედ ჩავთვალოდ.

როგორც ვხედავთ ბონსაის გამოზრდა საკმაოდ ნატიფი და შრომატევადი საქმეა. იგი ხელეწიფებათ მხოლოდ ბუნებაზე მხურვალედ შეყვარებულ ადამიანებს. იაპონელებს კარგად ესმითეს და როცა ლანგარზე ხედავენ , მაგალითად მინიატურულ ფიჭვს , გულწრფელი პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან მისი შემქმნელის მიმართ.

Posted by: Ketelauri 16 Aug 2012, 19:16
bere008
მადლობა თანადგომისთვის! smile.gif მე უფრო არაენდემური მხიბლავს - ასეთია ბუნება ქართველთა! smile.gif) ჰოდა თუ სასუქი უნდა, მივცემ სასუქს! თუ შესაბამისი სასუქის შოვნაც პრობლემაა? smile.gif

Posted by: Maybach 16 Aug 2012, 19:19
user posted image

ესეც ინსტრუმენტები რაც გამოადგებათ ბონსაის მფლობელებს

Posted by: daila 12 Sep 2012, 20:10
ამ მონსტერის გაყიდვა მინდა სახლში ვეღარ ვტევ აქვს 8 დიდი ფოთოლი

http://pix.ge/

Posted by: pernata 12 Sep 2012, 20:18
daila
QUOTE
ამ მონსტერის გაყიდვა მინდა

ფასი?? smile.gif

Posted by: daila 12 Sep 2012, 20:38
pernata თქვენ რამდენს ვადაიხდით? არის 4-5 წლის,

Posted by: pernata 12 Sep 2012, 20:53
daila
QUOTE
თქვენ რამდენს ვადაიხდით?

მე რამე უნდა გადავიხადო? biggrin.gif ფასი ვიკითხე, რომ ვიცოდე, მინდა თუ არა...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Sep 2012, 20:56
QUOTE (Maybach @ 16 Aug 2012, 19:19 )
user posted image

ესეც ინსტრუმენტები რაც გამოადგებათ ბონსაის მფლობელებს

ინკვიზიციურ ხელსაწყოებს ჰგავს givi.gif მე გამომადგებოდა ისე ესენი user.gif

Posted by: daila 12 Sep 2012, 21:07
pernataე ი ცუდათ დაგისვით კითხვა-თქვენი რომ იყოს რამდენად გაყიდიდით?

Posted by: tamrikp 13 Sep 2012, 21:31
http://www.radikal.ruაფელანდრა სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: Maybach 13 Sep 2012, 22:08
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 12 Sep 2012, 20:56 )
QUOTE (Maybach @ 16 Aug 2012, 19:19 )
user posted image

ესეც ინსტრუმენტები რაც გამოადგებათ  ბონსაის მფლობელებს

ინკვიზიციურ ხელსაწყოებს ჰგავს givi.gif მე გამომადგებოდა ისე ესენი user.gif

http://www.amazon.com/14-pc-Bonsai-Tool-Carbon-Steel/dp/B000IEH6IW/ref=sr_1_1?s=lawn-garden&ie=UTF8&qid=1347559642&sr=1-1&keywords=bonsai+tool+set

ამაზონზეა ხელსაწყოების კარგი ნაკრებია

Posted by: ketusia7 21 Sep 2012, 10:52
ჩემი ულამაზესი კალანჰოე "ბლოსფელდიანა"
------------------------------------------------------
http://www.radikal.ru

Posted by: ghostbaster 26 Sep 2012, 14:57
გამარჯობათთთ....მაგრად მაინტერესებს მორცხვი მიმოზა სად შეიძლება ვიყიდო თბილისში...ან ძნელია მოვლა???
სულაც არი კიდე ეგეთი მცენარე ტბილისში ხელმისაწვდომი რომელსაც ნასტია ახასიათებსს??????

მიპასუხეთ რათუ იცით ვინმემ biggrin.gif

Posted by: pernata 26 Sep 2012, 15:27
ghostbaster
QUOTE
კიდე ეგეთი მცენარე ტბილისში ხელმისაწვდომი რომელსაც ნასტია ახასიათებსს??????

სეისმონასტია მხოლოდ მორცხვ მიმოზას ააქვს რაც თბილისშია გაყიდვაში, ფოტო და სხვა ნასტიებიც გაინტერესებს?
მიმოზას სეზონი გადადის უკვე, 1წლიანია და გვიან გაზაფხულზე შემოდის.. ეხლა მეეჭვება ვინმეს შემორჩენილი ქონდეს.

Posted by: ghostbaster 26 Sep 2012, 15:43
pernata
და როდის აქვს ყვავილობის პერიოდი? ან წამდენი ხანი ძლებს???
თესლით შეიძლება დავრგო და გაიზარდოს?? მე მეგონა ქოთანში მექნებოდა მთელი წელი...


ან დაახლოებით რაღირს არიცი?? ძან ხოარ გამწეწავს?? biggrin.gif

Posted by: MITIATO 26 Sep 2012, 15:55
http://www.radikal.ru

ჩვენთან იყიდება?
პერნეტია ქვია, მგონი.

Posted by: irmushela 26 Sep 2012, 21:18
MITIATO
რა ლამაზიააა პირველათ ვხედავspy.gif

Posted by: pernata 28 Sep 2012, 02:07
MITIATO
QUOTE
პერნეტია

biggrin.gif ნამდვილად არ შემხვედრია, აუცილებლად შევიძენდი (პერნატას პერნეტიას)

Posted by: T1ko 28 Sep 2012, 13:24
QUOTE (ketusia7 @ 21 Sep 2012, 10:52 )
ჩემი ულამაზესი კალანჰოე "ბლოსფელდიანა"
------------------------------------------------------
http://www.radikal.ru

ვაიმე, რა ლამაზია
მინდააა sad.gif




სად შეიძლება ქოთნის ყვავილების ნერგის ან თესლის ყიდვა?

Posted by: aca baca banci bunca 28 Sep 2012, 20:31
ხალხო იმ ყვავილის ტოესტ ხის სახელი მითხარით რა, 3 წელია მაქ და ვერ დავიმახსოვრე, იაპონურ ბროწეულს ეძახდა ისიც ვინც მომცა. biggrin.gif მოგრძო ხორკლიანი ნაყოფი რო გამოაქ და რო სკდება და კვასკვასა წითელი საზამთროს კურკუსნაირი წითელი მარცვლები რო აქ. sad.gif

Posted by: MITIATO 28 Sep 2012, 20:52
aca baca banci bunca

მომორდიკაზე ამბობ, მე მგონი.

http://www.radikal.ru

Posted by: aca baca banci bunca 28 Sep 2012, 21:23
MITIATO
დიიიაააააახხხხხ bis.gif მადლობ!
-------------------------

Posted by: Apple97 8 Oct 2012, 16:10
იყიდება დეკორატიული მცენარე ''აგავა'' მოვლილია, ულამაზესი მცენარეა. ფასი შეთანხმებით

http://imageshack.us/photo/my-images/40/dsc01978n.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

დაგვიკავშირდით ნომერზე: 2-77-25-34


* * *
----------------------------------------------------------------------

Posted by: GTX 690 8 Oct 2012, 23:09
----------------------------------------------------------------

Posted by: anamch 10 Oct 2012, 07:17
მოკლედ. დიიიიიიიიიიიიიდი ეზოს დედა დიასახლისად გამოვცხვი..
ფერმაზე მიბმული ბაღჩა ბაღის მოწყობა მაქუს განზახული..


ნიადაგგი შავმიწა და ფხვიერია ადვილად დასამუშავებელი ..
კლიმატი თბილისთან მიახლოებული -ზედა თელეთი..
ვისაც გინდებიენ დამიკავშირდით და დავრგოთ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ..

ყველა სახის ნერგის ჩუქებქზეც ყაბულს ვარsmile.gif))))))))))))))))))

მოდრე, პლზზ "ა" -ები ჩამიმატე რა -ჩამიყლაპა კლავიატურამ..

Posted by: touch 16 Oct 2012, 11:32
გამარჯობათ : ))

მაინტერესებს სად იყიდება სხვადასხვა ხის ნერგები?
დიდი არჩევანი რომ იყოს, არაფერი განსაკუთრებული და იშვიათი მგონი არ მინდა : ))

Posted by: JHON GRISHAM 22 Oct 2012, 11:00
ვინმეს ბანანის ნერგი ხომ არ გავქთ გასაყიდი ? ტუ გაქვთ რა ფასად გაყიდით.
მე მქონდა წელს დიდი გავზარდე სადღაც 1 ,5 M იყო სიმაღლეში და მერე ადგილი შევუცვალეს სახლში არარ ეტეოდა ფანჯარასთან და გამიხმა საწყალი.

Posted by: pernata 23 Oct 2012, 22:24
touch
Sadgac aris tema- sanergeebi saqartveloshi.
JHON GRISHAM
Temashi "bagis yvavilebi" userebi ichuqebian bananis nergebs

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Oct 2012, 09:12
მონსტერა არ გინდათ ვინმეს ბათუმში??

Posted by: casa 28 Oct 2012, 20:15
იყიდება მცენარეები სახლიდან იაფად
დიფენბახია პატარა 10 ლარი დიდი 25 ლარი
არმა 5 წლის 35 ლარი, უფრო 25 ლარი
ჩინური ვარდი 10 ლარი დიდი 25 ლარი
პუანსეტია შობის ვარსკვლავი 12 ლარი
დარეკეთ 599510177
აი აქ არის კიდევ ფოტოები http://www.ilist.ge/item/1345477764

http://imageshack.us/photo/my-images/194/dsc08022a.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/248/dsc08002t.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

[URL=http://imageshack.us/photo/m

http://imageshack.us/photo/my-images/801/dsc08067t.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/5/dsc08006i.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

[URL=http://imageshack.us/photo/m

Posted by: casa 30 Oct 2012, 08:35
და ესენიც http://imageshack.us/photo/my-images/40/dsc08061d.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/534/dsc08065m.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

[URL=http://imageshack.us/photo/m
* * *
დრაცენა პალმისებრი

http://imageshack.us/photo/my-images/846/dsc08020y.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: dd69 30 Oct 2012, 11:09
ფლეშერას ყიდვა მინდა


30 ფლეშერა




Posted by: jojexxx 2 Nov 2012, 06:28
ვიYიდი ნათურებს ფლურსაცენტს !
QUOTE
გამოხმაურება:


Posted by: lukito 21 Nov 2012, 22:38
მოკლედ, სამეფო ფიკუსია 2.5 მ სიმაღლეში 2 ტოტი აქვს დაბლა (1,5 და 1მ სიგრძის) და ზემოთ აქვს კიდევ 70-75სმ ტოტი...
რამდენად გაიყიდება დაახლოვებით?
კარგი მოვლილია, ფოთლებს ვუწმენდ ხოლმე მტვრისგან და რავიცი biggrin.gif


სურათებს ხვალე დავყრი......

Posted by: lukito 24 Nov 2012, 13:43
ავიდეს თემა............................................................................ rolleyes.gif

Posted by: pato-7 24 Nov 2012, 20:20
ორწლიანი იტალიური ფიჭვის ნერგი რამდენი ღირს?

Posted by: Kraken 24 Nov 2012, 21:32
ვენარას ბუზიჭერია თუ იშოვება აქ და რაღირს ხო არ იცით?

Posted by: MITIATO 24 Nov 2012, 22:42
Kraken

როგორც ვიცი, არ იშოვება არც ერთი მწერიჭამია მცენარე.

Posted by: oriflame-beauty 25 Nov 2012, 17:10
იყიდება აფრიკული ია "Ле-Песня любви" ,ფასი- 15 ლარი

Posted by: _kutaiseli_ 28 Nov 2012, 16:42
იყიდება კაკტუსი კლდე



http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3380845

800 ლარი


user posted image

Posted by: nuka_m 28 Nov 2012, 17:24
იყიდება პალმა 2 ცალი ფინიკის
პატარა 20 ლარი
დიდი 50 ლარი

Posted by: FLORISTI 29 Nov 2012, 15:19
QUOTE (JHON GRISHAM @ 22 Oct 2012, 11:00 )
ვინმეს ბანანის ნერგი ხომ არ გავქთ გასაყიდი ? ტუ გაქვთ რა ფასად გაყიდით.
მე მქონდა წელს დიდი გავზარდე სადღაც 1 ,5 M იყო სიმაღლეში და მერე ადგილი შევუცვალეს სახლში არარ ეტეოდა ფანჯარასთან და გამიხმა საწყალი.

ბანანის ხეები ბაღში მაქვს. ზამთარში იძინებს... გაზაფხულამდე თუ მოიცდი....
ქოთანში დარგვა არც მიფიქრია...

Posted by: shkinoo 9 Dec 2012, 12:39
მოგესესალმებით! ვიჩუქებ ოთახის და ბაღის ყვავილებს,ვისაც გაცემა და გაჩუქება შეუძლია,ვისაც შეუძლია სიხარული მიანიჭოს სხვას.მეც გამახარებთ და თქვენც გაგახარებთ უფალი,წინასწარ დიდი მადლობაა!

Posted by: daila 12 Dec 2012, 15:58
shkinoo მე გაჩუქებ ოთახის და ბაღის ყვავილებს.ვარდის და ვაზის კალმებს.ეხლა დაგვიანებულია.ისვენებენ.გაზაფხულზე შეგვეხმიანე.

Posted by: penelope 13 Dec 2012, 19:12
shkinoo
QUOTE
მოგესესალმებით! ვიჩუქებ ოთახის და ბაღის ყვავილებს,ვისაც გაცემა და გაჩუქება შეუძლია,ვისაც შეუძლია სიხარული მიანიჭოს სხვას.მეც გამახარებთ და თქვენც გაგახარებთ უფალი,წინასწარ დიდი მადლობაა!

ესენი თუ მოგწონს, გაჩუქებ:

http://forum.ge/?showtopic=34306645&view=findpost&p=34205500

Posted by: shkinoo 13 Dec 2012, 21:01
daila
კარგი ჩემო კარგო,დიდი მადლობა.
* * *
penelope
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის,ყვავილები ისე მიყვარს ყველა ყვავილი მომწონს.

Posted by: FLORISTI 21 Dec 2012, 15:07
ფილიტარია ხომ არ გაქვს ვინმეს ან გაყიდვაში ან გაცვლაში...

Posted by: Maybach 21 Dec 2012, 21:05
user posted image

GIVE ME PLEASE !!!!!

Posted by: FLORISTI 21 Dec 2012, 21:37
Maybach
wow.gif ძალიან უცხოა, რა ქვია?

Posted by: john le care 21 Dec 2012, 21:55
FLORISTI
QUOTE
ბანანის ხეები ბაღში მაქვს. ზამთარში იძინებს... გაზაფხულამდე თუ მოიცდი....
ქოთანში დარგვა არც მიფიქრია...

რამდენად გაყიდი ნერგებს? ისე გარე კლიმატს როგორ უძლებს?

Posted by: FLORISTI 21 Dec 2012, 22:03
john le care
არ ვყიდი. გაჩუქებთ. ზამთარში ჭკნება, გაზაფხულზე თავიდან ამოდის

Posted by: Maybach 21 Dec 2012, 22:21
FLORISTI
Pachypodium lamerei (Пахиподиум Ламера) — растение из рода Пахиподиум (Pachypodium) семейства Кутровые (Apocynaceae). Распространено в Африке и на Мадагаскаре.
http://ru.wikipedia.org/wiki/Pachypodium_lamerei

user posted image

Posted by: john le care 23 Dec 2012, 13:34
FLORISTI
ძალიან კარგი დიდი მადლობა მაშინ გაზაფხულზე შეგეხმიანებით

Posted by: john le care 26 Dec 2012, 19:58
მოკლედ თვალი გადავავლე ახლა და უამრავი თესლები მაქვს. ზეთის ხილის კურკებიდან დაწყებული მაგნოოლის და გვიმრის ხის თესლებით დამთავრებული. ვინმე თუ სათბურის მაგავრი აქვს უკვე შეგვიძლია დავიწყოთ რაღაცეების ჩარგვა ქოთნებში და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს.

Posted by: Angel-A 26 Dec 2012, 20:55
ახლა ბევრი შემოვიდა ქოთანში ჩარგული მცენარე დიდი ხასხასა წითელი ფოთლებით,
ე.წ. ,,შობის ყვავილი"
ვინმემ ხომ არ იცით მოვლის წესები? გადარგვას საჭიროებს? რამე საკვები დანამატი თუ სჭირდება?
ან როდის ამთავრებს ყვავილობას?
* * *
ვიპოვე გვერდით თემაში ....
smile.gif

Posted by: FLORISTI 26 Dec 2012, 23:25
john le care
რას არ გაიგებს აქ ადამიანი...

მაგნოლია და გვიმრა თუ თესლით მრავლდებოდა არ ვიცოდი...
გვიმრა ისედაც კარგად მრავლდება, თავად ამოაქვს ამონაყარი... ღირს თესლის აღმოცენების ლოდინი? თუ რაიმე განსაკუთრებული გვიმრაა და არ ვიცი?
* * *
john le care
კიდევ რეები გაქვთ? აუცილებელია სათბური? იქნებ სახლში (ოთახში) შეიძლება დაითესოს? მაგრამ მგონია რომ ჯერ ძალიან ადრეა

Posted by: john le care 26 Dec 2012, 23:59
FLORISTI
გვიმრა თესლით მრავლდება ოღონდ ხე რომელიცაა ის არა რაც ჩვენთან იზრდება.ძალიან რთულად იზრდება სათუთი თესლი აქვს. კიდევ რა ბაობაბის თესლები მაქვს , ფერნ თრიი ნახეთ fern tree გუგლში. ჩემი ერთერთი საყვარელი ხეა. კიდევ ბაობაბის თესლები მაქვს .სექვოიას თესლი უნდა მქონდეს კიდევ წესიტ და პალმების სხვადასხვა სახეობების. ოტახებსი ცვადე ღაღაცეები და არა ამოვიდა კიდევ შეიძლება ვცადოთ თუ რამე გამოვა. ევკალიპტი უნდა მქონდეს წესით ასევე.

Posted by: MITIATO 27 Dec 2012, 00:33
QUOTE
გვიმრა თესლით მრავლდება

no.gif
გვიმრას თესლი არ აქვს.
გვიმრას აქვს სპორები და სწორედ ამ სპორებით მრავლდება.
თესლი აქვს შიშველთესლოვანებს და ფარულთესლოვანებს.

Posted by: FLORISTI 27 Dec 2012, 00:35
john le care
ევკალიპტი დასავლეთ საქართველოში ხარობს. გვიმრის ხე, ბაობაბი, სექვოია თბილისში თუ ხარობს – არ მსმენია. გვიმრის ხე მომეწონა. მრვალწლიანია ალბათ... გქონიათ გახარებული? სექვოია გუგლში იმხელა ხეები ამოყარა... ჩემი სიცოცხლე არ ეყოფა ალბათ lol.gif
უცნაური მცენარეები გაქვთ (მგონი ტროპიკული), ალბათ ჩამოტანილია...

Posted by: john le care 27 Dec 2012, 00:41
MITIATO
კი ვიცი უბრალოდ მე ტესლებს ვეძახი.
QUOTE
ევკალიპტი დასავლეთ საქართველოში ხარობს.

ვიცი რომ იქ ხარობს და მინდოდა თბილისში მეცადა თუ რას იზამდა.
QUOTE
გვიმრის ხე მომეწონა. მრვალწლიანია ალბათ...

კი მრავალწლიანია და ჩვენნაირ კლიმატს გაუძლებს ოღონდ მუდ მივი სინესტე უნდა ქონდეს.სულ რწყვა უნდა.
სექვოია ერთერთი უდუდესი ხეა მსოფლიოში თავისი ზომებით
QUOTE
უცნაური მცენარეები გაქვთ (მგონი ტროპიკული), ალბათ ჩამოტანილია...

კი ყველა ჩამოტანილია მაგიტომაც ვთქვი რომ შეიძლება სათბური დაგვჭირდეს ისეთია ზოგი მცენარე. რავიცი ცდა უნდა რა გამოვა

Posted by: FLORISTI 27 Dec 2012, 00:44
john le care
ყველა შემთხვევაში დათესვა ნაადრევი მგონია... smile.gif

Posted by: john le care 27 Dec 2012, 00:51
შეიძლება ცოტა ადრე იყოს მარა თესლებსაც დიდი ვადა აღარ ექნებათ შარშან ჩამოვიტანე და ზოგი მასინ დავთესე ზოგის დროც ახლაა თორემ მერე ალბათ მალე გაფუჭდება. სადღაც იანვარ თებერვალში უუკვე შეიძლება ქოთნებში ცდა .

Posted by: pernata 27 Dec 2012, 21:23
john le care
QUOTE
იცი რომ იქ ხარობს და მინდოდა თბილისში მეცადა თუ რას იზამდა.

წელს დავრგე ევკალიპტის ნერგი, ირანიდან შემოტანილი, დაახლ. 2 მეტრი. ვნახოტ, როგორ გაიხარებს. 2011 - ში შემოუტანიათ და ერთი ზამთარი სოფელ დიღომში, კონტეინერებში მშვენივრად გაიარეს.
FLORISTI
QUOTE
სექვოია გუგლში იმხელა ხეები ამოყარა...

National Geographic - ის ბოლო ნომერშია დიდი სტატია (და პლაკატიც) სექვოიაზე..
QUOTE
ბაობაბის თესლები

საინტერესოა! smile.gif
john le care
QUOTE
სადღაც იანვარ თებერვალში უუკვე შეიძლება ქოთნებში ცდა .

კარგი იქნებოდა სათბური სტაბილური ტემპერატურით აღმოცენებისთვის. აქ ესეთი უსერი არ მეგულება, ერთი კი იყო, მაგრამ ეხლა გადადიან სხვა სანერგეში და ამ ზამტარს არამგონია სათბური "დაქოქონ"
აი ბაობაბის გაზრდის ინსტრუქცია:

Baobabs are rarely cultivated in gardens due to their slow growth and specialized environmental needs, but they are sometimes grown as houseplants. Seed propagation is one way of propagating baobab trees for indoor cultivation, but the seeds have a relatively low viability rate and so several must be sown at once to ensure a healthy seedling.

Read more: How to Grow Baobab Trees From the Seeds | eHow.com http://www.ehow.com/how_8161627_grow-baobab-trees-seeds.html#ixzz2GHIbQqH0
http://www.ehow.com/how_8161627_grow-baobab-trees-seeds.html


* * *
ესეც სექვოიას თესვაზე:
Growing a giant redwood or a giant sequoia (Sequoiadendron) from seed is not the easiest thing in the world, but it's certainly not impossible.
Well, first of all it should be said that giant sequoia seeds have a very low chance of germinating. If a few from some twenty to fifty seeds germinate, you're already succesfull...
http://www.monumentaltrees.com/en/trees/giantsequoia/growing_your_own/

Posted by: john le care 28 Dec 2012, 07:17
pernata
დიდი მადლობა ლამის მიშიენ იმპოსიბალია მასინ მაგ 2 ხის გაზრდა ჩვენთან.
QUOTE
წელს დავრგე ევკალიპტის ნერგი, ირანიდან შემოტანილი, დაახლ. 2 მეტრი. ვნახოტ, როგორ გაიხარებს. 2011 - ში შემოუტანიათ და ერთი ზამთარი სოფელ დიღომში, კონტეინერებში მშვენივრად გაიარეს.

რაიმე სპეციფიური მოვლა უნდა თუ ჩვეულებრივ ეგუება გარემოს?

Posted by: pernata 28 Dec 2012, 12:10
john le care
QUOTE
მიშიენ იმპოსიბალია მასინ მაგ 2 ხის გაზრდა ჩვენთან.

lol.gif
http://www.radikal.ru

ხო, მაგრამ შანსი თუ არის, რატომაც არ უნდა ცადოთ? თან ოთახის ხედ ზრდიან ბაობაბსო..

QUOTE
სპეციფიური მოვლა უნდა თუ ჩვეულებრივ ეგუება გარემოს?

ნესტის მოყვარულია, წყლის ჟოლობის გვერდზე დავრგე. სანერგეში, სადაც ეწყოთ, არაფერს განსაკუთრებულს არ უკეთებდნენ ზომიერი მორწყვის გარდა. . ჩემმა, გადარგულმა ცოტა კი მოიწყინა, გაზაფხულზე გაირკვევა რას აპირებს.

Posted by: argo777 28 Dec 2012, 15:54
ვიყიდი კავკასიური სოჭის (ნორდმანის) თესლს დიდი ოდენობით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დამიკავშირდეთ:

ლერი

სკაიპი: Leri.g
e-mail: gersamial@yahoo.com


Posted by: FLORISTI 28 Dec 2012, 15:58
ყვავილების სურათებს დავდებ. მსურველებისთვის... არ ვყიდი... გაცვლა უფრო მესიამოვნება smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

[url=http://www.radikal.ru]user posted image[/ur]

მართალია ეს ყვავილი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზად ესხა ხეივანზე smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: mia_nano 28 Dec 2012, 16:04
FLORISTI
ლამაზებია up.gif ის მეოთხე რა არის? ბუჩქია?

Posted by: argo777 28 Dec 2012, 16:06
ვიყიდი კავკასიური სოჭის (ნორდმანის) თესლს დიდი ოდენობით.

დაინთერესებულ ფირებს გთხოვთ დამიკავშირდეთ:

Leri.g
e-mail: gersamial@yahoo.com


Posted by: FLORISTI 28 Dec 2012, 16:17
mia_nano
რომელზე მეკითხები მია? ყვითელი ყვავილი შავი გულით?

Posted by: mia_nano 28 Dec 2012, 16:49
FLORISTI
არა ეგ ვიცი, ზემოდან მეოთხე რომ არის მწვანე

Posted by: pernata 28 Dec 2012, 18:23
mia_nano
QUOTE
, ზემოდან მეოთხე რომ არის მწვანე

ipomea - cardinal climber ძალიან ეფექტური, ერთწლიანი სწრაფადმზარდი ლიანაა. და ადვილად აღმოცენებადიც. დილის ვარდს რომ უძახიან, იმ ოჯახიდანაა. ( ipomea )

Posted by: mia_nano 28 Dec 2012, 20:27
pernata
ხო ეფექტურია ნამდვილად. იპომეა ორი ფერი მაქვს და ძალიან მიყვარს...მთელი ზაფხული თვალს ახარებს smile.gif

Posted by: FLORISTI 28 Dec 2012, 23:37
mia_nano
ასეთი იპომეა გაქვს მია??? რა ფერებია თქვენი?
* * *
ვაგრძელებ ჩემი ყვავილების გამოფენას smile.gif smile.gif smile.gif
1.
http://www.radikal.ru
2.
http://www.radikal.ru
3.
http://www.radikal.ru
4.
http://www.radikal.ru
5.
http://www.radikal.ru
6.
http://www.radikal.ru
7.
http://www.radikal.ru

Posted by: mia_nano 29 Dec 2012, 22:56
FLORISTI
ვარდისფერი და მელნისფერი მაქვს, ერთმანეთში არეულს ვთესავ და ხეივანში ვაზებზე ცოცავს, ულამაზესია love.gif
ძალიან ლამაზები გყავს love.gif მეექვსე სურათზე ყვავილს მე თურქულ მიხაკს ვეძახი, ასე ქვია ნამდვილად? ორი ფერი მაქვს მაგრამ მაბრაზებს, ცოცავს ეზოში და ჩემი ქმრის ცელის მსხვერპლი ხდება vis.gif იმ ცისფერს რა ქვია?
პირველზე რომ ბრძანდება ეგეც მაქვს, ჩრდილი უყვარს, მზეზე მოიწყენს ხოლმე smile.gif

Posted by: FLORISTI 30 Dec 2012, 00:12
mia_nano
კი, თურქული მიხაკია. მეც მასე ვეძეხი. უამრავი ფერი მქონდა, ეხლა მხოლოდ რამოდენიმე ფერი მაქვს. ბოდიალაა, მაგრამ მაინც მიყვარს.
ცისფერი ყვავილის ლათინური სახელი არ ვიცი... და საერთოდ, ეხლა ვსწავლობ მცენარეების სახელებს. lol.gif lol.gif lol.gif ყველა ყვავილს ან იმ ადგილის ან პატრონის სახელს ვეძახდი... lol.gif lol.gif lol.gif მაყვალას ყვავილი, ამირანის ჩამოტანილი, ხევსურული, კახური... ან საერთოდ – როგორც მატყუებდნენ ისე ვტყუვდებოდი. ვინც მომცა მითხრა – მორცხვი პატარძალააოო...

ფორუმზე კურსებს გავდივარ – მცენარეების სახელებს ვსწავლობ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
mia_nano

თესლს გიწილადებ სიამოვნებით

Posted by: mia_nano 30 Dec 2012, 21:34
FLORISTI
ეგ არაფერი smile.gif მთავარია რომ გვიყვარს ყვავილები, ჩვენს ფორუმელებს კი პასუხის გაცემა არ ეზარებათ, გულისხმიერები არიან 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
სიხარულით ვიჩუქებ თესლებს 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 30 Dec 2012, 23:49

mia_nano
QUOTE
სიხარულით ვიჩუქებ თესლებს


ცისფერი ყვავილები ხო??? სხვაც თუ მოგწონს არ მოგერიდოთ

Posted by: MITIATO 31 Dec 2012, 00:16
QUOTE
5.

Kniphofia

ვგიჟდები ამ მცენარეზე. love.gif

FLORISTI
ძალიან ლამაზი ყვავილები გაქვთ. smile.gif
მეც მინდა ასეთი ბაღი. user.gif

Posted by: FLORISTI 1 Jan 2013, 00:16
ყველას, ყველას, ყველას!!! გილოცავთ ახალ წელს!!! ბედნიერი წელი ყოფილიყოს!!! წარმატებების წელი ყოფილიყოს!!! ყვავის და ბარაქის წელი ყოფილიყოს!!! მრავალჟამიერ!!!

MIთIAთO

ბაღს ვერა smile.gif , ყვავილებს კი გიწილადებთ თუ მოგწონთ და სურვილი გაქვთ.

თუმცა რატომაც არა, საინტერესო პროექტი თუ იქნება, შეიძლება დაფიქრება smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: lukito 11 Jan 2013, 20:35
ვყიდი ფიკუსს
სიმაღლე 2.5მ
ასაკი: 15 წელი

user posted image

Posted by: konstantinyus 13 Jan 2013, 14:51
ესეიგი ვცხოვრობ მე_9 სართულზე,ვიმეორებ მე_9 სართულზე და ბებიაჩემს სახლში და აივანზე აქვს ვაშლის,ლიმნის,ვაშლატამას ხეები. ვაზიც კი აქვს... აღარაფერს ვამბობ უამრავ ყვავილზე facepalm.gif ამოვიდა უკვე ყელში,ვანაშიც კი დევს. კომპიუტერთან დამიდო კაკტუსი გამოსხივებას იწოვსო lol.gif და ყოველ ხელის გაქნევაზე მერჭობა და ძლივს ვიღებ cry.gif

რაშია ეხლა საქმე,მიდნა ორი კურდღელი მოვკლა,თან მოვიშორო და თუ რაიმე ღირებულია გავყიდო biggrin.gif ხოდა აბა ველოდები შემოთავაზებებს (ეს მაინც ვერ გაიგებს იმდენი აქვს და $ კიდე არ მაწყენს givi.gif )

Posted by: xpress-11 13 Jan 2013, 14:52
ამონიუმის ნიტრატი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: FLORISTI 13 Jan 2013, 15:56
konstantinyus

მე პირადად არრრრ დაგეხმარები! ქალს უყვარს ყვავილები, რას ერჩი? მის ზურგს უკან პარტიზანულ მოქმედებაში ხელს ვერ შეგიწყობ! ეგ ყვავილები მისთვის შვილებივითაა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Jan 2013, 16:01
konstantinyus
QUOTE
ესეიგი ვცხოვრობ მე_9 სართულზე,ვიმეორებ მე_9 სართულზე და ბებიაჩემს სახლში და აივანზე აქვს ვაშლის,ლიმნის,ვაშლატამას ხეები. ვაზიც კი აქვს... აღარაფერს ვამბობ უამრავ ყვავილზეამოვიდა უკვე ყელში,ვანაშიც კი დევს. კომპიუტერთან დამიდო კაკტუსი გამოსხივებას იწოვსოდა ყოველ ხელის გაქნევაზე მერჭობა და ძლივს ვიღებ

შენი ბებია არ გეცოდება კურდღელს რაღას ერჩი? sad.gif მე9 სართულზე თუ ვაშლატამა გაახარა წარმომიდგენია რა შრომა აქვს ჩადებული შეუთანხმე მაინც

Posted by: pernata 13 Jan 2013, 16:01
konstantinyus
QUOTE
ბებიაჩემს სახლში და აივანზე აქვს ვაშლის,ლიმნის,ვაშლატამას ხეები. ვაზიც კი აქვს...

ბებო გააწევრიანე ფორუმზე და ვემეგობრებით, რა! biggrin.gif
კაი, ეგერე ნუ დასტრესავ ქალს, დიდი სტრესი იქნება... შენს კომპთან კაკტუსზე გადაეცი - მითია-თქო. არაფერს არ შველის. კონსენსუსამდე მიხვალთ, თუ მოინდომებთ. და არა მგონია ბევრი $$$$$$$$$$$ იშოვო, გულს კი მაგრა დაწყვიტავ მოხუცს...

Posted by: FLORISTI 13 Jan 2013, 16:08
konstantinyus
მგონი ცუდ ადგილას მოხვდი lol.gif lol.gif lol.gif შენი ჩანაფიქრის განსახორციელებლად!

pernata–ს ვეთანხმები, ჯობს ბებია დაგვამეგობრო!!! tongue.gif

Posted by: MITIATO 13 Jan 2013, 16:21
FLORISTI
QUOTE
ბაღს ვერა  , ყვავილებს კი გიწილადებთ თუ მოგწონთ და სურვილი გაქვთ.

ახლა ვნახე შემოთავაზება.
დიდი მადლობა. 2kiss.gif
მაგრამ არ მაქვს ადგილი, სადაც შემეძლება ყვავილების დარგვა-დათესვა. user.gif
ჩემი ბაღი შორეული პერსპექტივაა ჯერ.

P.S. თქვენობით ნუ მომმართავ, რა.
არც ასაკი მიწყობს ხელს და არც_სტატუსი.

Posted by: konstantinyus 13 Jan 2013, 16:36
pernata
FLORISTI

ეტყობა ძალიან პატარა ბუსუსებიანი კაკტუსი არ შეგრჭობიათ
biggrin.gif
თან ბლომად biggrin.gif

ამდენ ყვავილში ეს თუ რამეს შეამჩნევს სგ sleep.gif

მე როგორ არავის ვეცოდები !!! ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ,რომელიმე ყვავილს თუ გამოიღებს იმენა ფოტოსესიას მაწყობინებს. ბარაქის ხეს რო ეძახიან იმას აქვს ეხლა რაღაც ყვავილები და ვაიმეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!! (სხვათაშორის აქედან მომივიდა იდეაც. რა ეღირება ეს მეთქი სხვათაშორის ვკითხე და მინიმუმ 50 ლარიო. ხოდა მეთქი bis.gif )

Posted by: MITIATO 13 Jan 2013, 16:40
konstantinyus
QUOTE
ეტყობა ძალიან პატარა ბუსუსებიანი კაკტუსი არ შეგრჭობიათ


ოპუნცია გიდევს კომპიუტერის მაგიდაზე? biggrin.gif spy.gif


Posted by: FLORISTI 13 Jan 2013, 16:43
QUOTE (MITIATO @ 13 Jan 2013, 16:21 )

P.S. თქვენობით ნუ მომმართავ, რა.
არც ასაკი მიწყობს ხელს და არც_სტატუსი.

ეს მეორე პერსონალური გაფრთხილებაა!!!!

უკვე გავითვალისწინე 2kiss.gif
* * *
QUOTE (konstantinyus @ 13 Jan 2013, 16:36 )
ბარაქის ხეს რო ეძახიან იმას აქვს ეხლა რაღაც ყვავილები და ვაიმეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!

ბარაქის ხის აყვავებას ხალხი წლობით ელოდებიან!

ბებიაშენს ინფაქტი არ დამართო!!! lol.gif lol.gif lol.gif

სხვა ბიზნესი მოიფიქრე გასამდიდრებლად!!!

ფოტოსესიაზე ჩვენც დაგვპატიჟე yes.gif yes.gif yes.gif


Posted by: konstantinyus 13 Jan 2013, 17:38
MITIATO
ოპუნციაა თუ შლოპუნცია ნაღდად არ ვიცი მარა რო მგონია ყველა ამოვიღე მაინც რო რჩება ეგეთია biggrin.gif და თან შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს კარგად yes.gif

აჰა იქნებ გამოუჩნდეს კლიენტი თუ წლების ლოდინის ამბავია lol.gif lol.gif lol.gif

http://pix.ge/

Posted by: FLORISTI 13 Jan 2013, 17:42
konstantinyus
ვაიმეეეეე................. ულამაზესია!
ან ბებია შეიცოდე, ან ეგ ყვავილი! ხომ იცი რაც ქვია მაგ მცენარეს? ბარაქის ხე! ბარაქის გაყიდვით რა უნდა მოიგო!!!

კაკტუსი მოშორებით დადგი! ყოველ შემთხვევაში მაუსის მხარეს ნუ დადგავ და ხანდახან გადარჩები უსიამოვნო ჩხვლეტას lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: konstantinyus 13 Jan 2013, 17:44
FLORISTI
რას ამბობ სახლში რო მაქვს იმიტო მეყრება სულ მწვანეები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: irmushela 13 Jan 2013, 17:53
konstantinyus
შენი პლანის ფოთლებს ჯობია ავატარათ გამოგადგება

Posted by: ololia 14 Jan 2013, 11:06
გილოცავთ ძველით ახალ წელს და ჩვენი ბაღების ბევრი ლამაზი ყვავით გამდიდრებას გისურვებთ smile.gif

იქნებ დამეხმაროთ. ორი თვეა მყავს ზეთისხილის ხე, რომელიც ცხოვრობს გრილ(+8-10), მშრალ და ნათელ დერეფანში.
ერთი კვირაა, რატომღაც ფოთელების ჩამოცვენა დაეწყო. ხომ ვერ მეტყვით რიისი ბრალი უნდა იყოს?

Posted by: abelo 14 Jan 2013, 12:49
ololia
QUOTE
იქნებ დამეხმაროთ. ორი თვეა მყავს ზეთისხილის ხე, რომელიც ცხოვრობს გრილ(+8-10), მშრალ და ნათელ დერეფანში.
ერთი კვირაა, რატომღაც ფოთელების ჩამოცვენა დაეწყო. ხომ ვერ მეტყვით რიისი ბრალი უნდა იყოს?

იქნებ შემოდგომა უნდა რომ დაუდგეს? smile.gif
წესით და ბუნების კანონით ეგ პერიოდი უნდა გაიაროს, ფოთოლმცვენი ხეა.
ღია ნიადაგაში როცა იზრდება, ხომ ისვენებს ზამთარში, ჰო და შეუქმენი მოსვენების პერიოდი შენც, რომ გაზაფხულზე ახალი ენერგიით გამოიტანოს ფოთლები.

ღია ნიადაგის ფოთოლმცვენი მცენარეები რომელიც მუდმივად ოთახის პირობებში გვყავს, მაინც ცდილობენ შემოდგომა ზამთრის სეზონი შეიქმნან, სხვანაირად ან გამოიფიტებიან ან მუდმივად სასუქებზე უნდა "ისხდნენ".

Posted by: jadvari 14 Jan 2013, 14:21
QUOTE
ვყიდი ფიკუსს
სიმაღლე 2.5მ
ასაკი: 15 წელი


რამდენად ყიდი დაახლოებით, ჩემს ახლობელს უნდა

Posted by: ololia 14 Jan 2013, 16:06
abelo დიდზე დიდი მადლობა, ოპერატიული გამოხმაურებისათვის.
ძალიან დამამშვიდეთ smile.gif smile.gif

Posted by: nika5 14 Jan 2013, 18:39

abelo
QUOTE
იქნებ შემოდგომა უნდა რომ დაუდგეს?
წესით და ბუნების კანონით ეგ პერიოდი უნდა გაიაროს, ფოთოლმცვენი ხეა.
ღია ნიადაგაში როცა იზრდება, ხომ ისვენებს ზამთარში, ჰო და შეუქმენი მოსვენების პერიოდი შენც, რომ გაზაფხულზე ახალი ენერგიით გამოიტანოს ფოთლები.

ღია ნიადაგის ფოთოლმცვენი მცენარეები რომელიც მუდმივად ოთახის პირობებში გვყავს, მაინც ცდილობენ შემოდგომა ზამთრის სეზონი შეიქმნან, სხვანაირად ან გამოიფიტებიან ან მუდმივად სასუქებზე უნდა "ისხდნენ".


???
პროფესიონალი მემცენარე არ ვარ, მაგრამ... ზეთისხილი ხომ მარადმწვანეა?..

ololia
თუ ბევრი ფოთოლი გაცვივდა, მგონი down1.gif

Posted by: bachana123 7 Feb 2013, 18:16
გამარჯობათ wink.gif გვაქვს ხელოვნური მცენარეები ძალიან კარგი ხარისხის აი ლინკიც http://www.facebook.com/pages/Vision-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98/105642462942498

რამოდენიმე სურათს აქაც ავტვირთავ, დეტალურად იქ wink.gif

Posted by: bachana123 7 Feb 2013, 18:23
ფიკუსი, ეს ორი ზომააა, არის 175 სმ-იც

Posted by: bachana123 7 Feb 2013, 18:32
http://www.facebook.com/pages/Vision-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98/105642462942498

დაწვრილებით გვერდზე wink.gif

Posted by: bochola 9 Feb 2013, 22:28
სად შეიძლება ვიყიდო ალოე , ოღონდ ძვირი რომ არ ღირდეს

Posted by: Jaguar paw 9 Feb 2013, 22:55
გაერთიანდა smile.gif

bochola, აქაც შეგიძლია იკითხო http://forum.ge/?f=72&showtopic=34406457

Posted by: tatia* 10 Feb 2013, 15:42
იყიდება 4 წლიანი 28 ფოთლიანი მონსტერა, საუკეთესო მდგომარეობაში, 3 მეტრამდე,თავისი ქოთნით. მის: ყაზაბეგის გამზირი. ფასი: 700ლ. მობ: 597732701 ; 2431588
user posted image
user posted image

Posted by: Maybach 13 Feb 2013, 00:52
რომელი არის სწრაფმზარდი ეკლიანი მცენარე რომელიც გამოდგება მწვანე კედლისათვის ანუ აგარაკის შემოსაღობად ???

Posted by: daila 13 Feb 2013, 11:30
Maybach ეკლიანი?- ვარდი რამბლერი.
QUOTE
სწრაფმზარდი ეკლიანი
და თან ძალიან ლამაზი.

Posted by: pernata 13 Feb 2013, 13:02
Maybach
საბორდიუტე მცენარეა, ციტრუსი, (არ იჭმევა, მაგრამ ლამაზია და სუნი აქვს ფანტასტიური) საქონელიც ვერ გადის- ტრიფოლიატა - poncirus trifoliata ძალიან იაფად იყიდი დეზერტირებზე, 2-3 წელი დასჭირდება, რომ გაიზარდოს

Posted by: Maybach 14 Feb 2013, 22:23
daila
pernata
მადლობა, ვარდი ივარგებს შესაღობად ?
poncirus trifoliataეს კარგია მაგრამ ნელა იზრდებაო ?
კოწახურზე რას იტყვით ?
* * *
user posted image

Posted by: pernata 15 Feb 2013, 00:14
Maybach
არაფრის.
ვარდი შესაღობად ძალიან კარგია, მაგრამ გაითვალისწინე - ბადე ან რამე უნდა, რასაც აჰყვება. ( საბორდიურე ბუჩქები - ტუია, კვიდო... ... დამოუკიდებლადაც "დგანან") და მეოორე - სწორად უნდა შეარჩიო - სწრაფადმზარდი და ინტენსიური სახეობა. მე რაც მქონია, უხვად მოყვავილე (მაისში, 1 ხელ) თეთრი ვარდი ნამდვილი შიზოფრენიკია - ნახევარი ქუჩა დაბურა. ამ საკითხზე ვარდების თემაში "ფალავანდო" გაგიწევს კონსულტაციას.
კოწახური რომელს გულისხმობ? უამრავი სახეობაა და ზრდის მაინცდამაინც სწრაფი ტემპი არც მას ახასიათებს. ძალიან ლამაზია წითელფოთოლა კოწახურები - მაგ, ერთერთი - Berberis thunbergii Atropurpurea მაგრამ უფრო ვიზუალური ბორდიურია, ვიდრე სერიოზული ღობე. ამ ტიპის მცენარე ბევრია და ... ძვირი. (იმპორტირებულია უმეტესად) photinia, Elaeagnus pungens... ... ამ ზომებში შედარებით იაფია spiraea (ფოთოლმცვენია)
შეგიძლია კვიპაროსებიც (პირამიდალური არა) დარგა - იდეალური ბორდიურია.

ეს ფოტო, რაც დადე - სულ სხვა "ოპერიდანაა" - ჰიდროპონიკაზეა და 24სთ ქიმიკატებით იკვებება.გრუნტი არა აქვს საერთოდ, ქეჩაშია ჩარგული და ირწყვება სპეც სარწყავი სისტემიდან. (თან არც კი ცირკულირებს, ცისტერნაში ზავდება სასუქთან და მეორედ მოსარწყავად არ გამოიყენება)

Posted by: Maybach 15 Feb 2013, 00:41
pernata
დიდი მადლობა რჩევისათვის, კარგია რომ ასე კარგად ერკვევი.
ანუ რომელს მირჩევ კონკრეტულად იაფი რომ იყოს და სწრაფმზარდი ისეთი რომ საქონელიც ვერ გავიდეს და ვერ დააზიანოს ?

Posted by: pernata 15 Feb 2013, 02:26
Maybach
ამ მოთხოვნებს ყველაზე მეტად, ალბათ მაინც რკინის ბადე და ვარდი (ყოველ 2-3 მეტრში 1 ძირი) აკმაყოფილებს. თუმცა მცენარის ზომა/ასაკი ფასის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო დიდია, ფასი იზრდება. 2-3 წელი მაინც მოუნდება დაბურვას.
კვიპაროსებს 15 ლარად იშოვი, (100-120 სმ) მიჯრით დასარგავად მეტრში 3-4 ცალი წავა (ჭადრაკულად) , ტუია- 5-6 ლარი, (30-40სმ) მეტრში 4-5 ცალი, კვიდოც ტუიას ფასი/ზომა.
სარწყავი წყალი არის, იმედია? და ნოყიერი ნიადაგი?

26 მაისს, ყვავილების ფესტივალზე მთელი საქართველოდან ჩამოაქვთ მცენარეები და ყველაზე დიდი არჩევანიცაა და "აპტავოი" ფასებიც. მთავარია არ მოგატყუონ... წელს იმედია ჩატარდება.. :/

Posted by: shuka 15 Feb 2013, 20:04
ურნაბის ნერგები მაქვს არაერთი
ალბათ 3-4-5 წლიანები იქნება
ფასი 10 ლარი და ქვემოთ
http://www.radikal.ru

Posted by: Maybach 15 Feb 2013, 20:13
pernata
მადლობა , რა კარგია ასეთ რჩევებს არც ველოდებოდი .
ეხლა უნდას გავარკვიო ნაკვეთის ამბავი და მერე კიდე თუ რამე დამჭირდა მოგწერ.
26 მაისს თუ ფესტივალი იყო ეს არ ვიცოდი აუცილებლად ვეცდები რომ ვნახო სად ეწყობა ?
რაღაც მოვეშვი რა მცენარეების ამბავში თორე ადრე კაკტუსებით ვიყავი დაინტერესებული .

Posted by: abelo 15 Feb 2013, 20:13
shuka
დადე ინფო სად მოგაკითხოთ ნერგებზე ან ტელეფონი დაწერე smile.gif


Posted by: shuka 15 Feb 2013, 20:41
abelo
ნაკვეთში მაქვს, თბილისის მიმდებარედ.
რამდენი გნებავთ მითხარით და შემიძლია თავად მოგაწოდოთ სადაც მეტყვით.
თუ დაინტერესდება ვინმე PM_ით მომწერეთ

Posted by: parasta 21 Feb 2013, 00:00
ვყიდი კლდის კაქტუსს ფასზე შევთანხმდებით არის 12 წლის სიმაღლე 1.90
ტელ : 599-46-05-86 ; 555-58-23-49 user posted image
user posted image

Posted by: Contralto 24 Feb 2013, 20:51
გამარჯობა - ბოდიში, თუ არასწორ ადგილას დავპოსტე, მაგრამ მაინც:

ხომ ვერ მიმასწავლით, სად შეიძლება ოთახის მცენარეების ყიდვა? კონკრეტული მცენარე არა მაქვს გადაწყვეტილი, არჩევა მინდა ისეთ ადგილას, სადაც ბევრია -

წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის

Posted by: pernata 24 Feb 2013, 22:05
Contralto
http://m.facebook.com/?_rdr#!/GRATOGREENHOUSE?__user=1108336693

Posted by: Contralto 24 Feb 2013, 23:51
pernata
დიდი მადლობა, თუმცა, ძალიან შორს კი ყოფილან, მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: FLORISTI 25 Feb 2013, 00:24
Contralto
რას ეძებთ იქნებ გაერკვეთ და დაგეხმაროთ

Posted by: pernata 25 Feb 2013, 00:53
Contralto
QUOTE
, ძალიან შორს კი ყოფილან, მაგრამ მაინც

არაფრის. შორს კი არიან, მაგრამ ძირითAდათ ამათ საქონელს ყიდის ყველა. შეგიძლიათ წერეთელზე, ე.წ "გამოფენა"-ს პირდაპირ, ევროეზოში შეიაროთ.

Posted by: ucxo777 26 Feb 2013, 16:49
თუ ვინმეს გინდათ შემიძლია მოგაწოდოთ ძალიან იაფად მუხის, წიფელის,რცხილის,ცაცხვის, ალიბუხარის,შავი ქლიავის,ალუბალის,ღოღნოშოს, კრუჟონიკის და სმაროდინას ნერგები ჩემი ბაღიდანsmile.gif თუ დაინტერესდებით მომწერეთ pm ში
გაცვლაც შეიძლება

Posted by: Jaguar paw 26 Feb 2013, 16:52
ucxo777, ვაერთიანებ მსგავსი შინაარსის თემასთან. smile.gif

Posted by: Contralto 26 Feb 2013, 20:42
pernata
ვიყავი წერეთელზე და კროტონი და აგლაონემა ვიყიდე. უფ, გაიხარა გულმა smile.gif ახლა მივხედავ ამათ. მადლობა

Posted by: FLORISTI 26 Feb 2013, 22:11
Contralto
ლამაზი მცენარეები გიყიდია. გილოცავ

Posted by: Maybach 26 Feb 2013, 22:45
Pachypodium lamerei (Пахиподиум Ламера) — растение из рода Пахиподиум (Pachypodium) семейства Кутровые (Apocynaceae). Распространено в Африке и на Мадагаскаре.
http://ru.wikipedia.org/wiki/Pachypodium_lamerei

user posted image [/QUOTE]

ამას რამდენად ვიყიდი ????????

Posted by: pernata 27 Feb 2013, 01:47
ucxo777
QUOTE
კრუჟონიკის და სმაროდინას

კრუჟონიკს=крыжовник დიდი ხანია დავეძებ (ნეტა რა ქვია ქართულად? smile.gif ) და ხან რა მომყიდეს, ხან რა. მოკლედ არ გამიმართლა და ძალიან მინდა.
და მოცხარი (სმაროდინა) რომელი გაქვს? შავი და მსხვილი არ მაინტერესებს, დანარჩენი - მინდა. გაცვლა შემიძლია რამე დეკორატიულ ხე/ბუჩქში ან შევიძენ, როგორც გირჩევნია, მთავარია ბოლო-ბოლო ჩემი ბავშვობიდან საოცნებო კრიჟოვნიკი მოისხას smile.gif
Contralto
QUOTE
კროტონი და აგლაონემა ვიყიდე. უფ, გაიხარა გულმა  ახლა მივხედავ ამათ. მადლობა

ძაალიან სასიამოვნოა smile.gif არაფრის!

Posted by: tavadze 27 Feb 2013, 01:55
pernata
QUOTE
კრუჟონიკს=крыжовник დიდი ხანია დავეძებ (ნეტა რა ქვია ქართულად?

ხურტკმელი ხომ არა? ზოლიანი ნაყოფი აქვს იმას...

Posted by: pernata 27 Feb 2013, 01:58
tavadze
QUOTE
ხურტკმელი ხომ არა?

baby.gif არ ვიცი. პატარა, გამჭვირვალე საზამთროს გავს და წითელი მოცხარივით ბუჩქიზე იზრდება. მწვანე მინდა, ღვინისფერი უკვე მაქვს.
http://pix.ge/

Posted by: irmushela 27 Feb 2013, 08:16
pernata
QUOTE
, ღვინისფერი უკვე მაქვს.

რვინისფერი მერე ხდება როცა მწიფდება ძალიან მიყვარს ეს ხილი

Posted by: ucxo777 27 Feb 2013, 11:30
QUOTE (pernata @ 27 Feb 2013, 01:47 )
ucxo777
QUOTE
კრუჟონიკის და სმაროდინას

კრუჟონიკს=крыжовник დიდი ხანია დავეძებ (ნეტა რა ქვია ქართულად? smile.gif ) და ხან რა მომყიდეს, ხან რა. მოკლედ არ გამიმართლა და ძალიან მინდა.
და მოცხარი (სმაროდინა) რომელი გაქვს? შავი და მსხვილი არ მაინტერესებს, დანარჩენი - მინდა. გაცვლა შემიძლია რამე დეკორატიულ ხე/ბუჩქში ან შევიძენ, როგორც გირჩევნია, მთავარია ბოლო-ბოლო ჩემი ბავშვობიდან საოცნებო კრიჟოვნიკი მოისხას smile.gif

კრუჟონიკი მაქვს, ეკლიანი მცენარეა თავიდან მწვანე ნაყოფი აქვს მერე კი რო მწიფდება შინდისფერი ხდება და ძალიან ისხავსsmile.gif ქართულად ნაგდად არ ვიცი რა ქვია. სმაროდინა ორ ნაირი მაქვს ერთი მსხვილია წითელი ნაყოFი აქვს მაგრამ ცოთა მჟავეა მეორე წვრილი მაგრამ იმასთან შედარებით ტკბილი, ორივე წითელიაsmile.gif პმ ში მომწერე და იქ დავილაპარაკოთsmile.gif

Posted by: Jaguar paw 27 Feb 2013, 16:14
tavadze
QUOTE
ხურტკმელი ხომ არა? ზოლიანი ნაყოფი აქვს იმას.

yes.gif
* * *
pernata
QUOTE
რუჟონიკს=крыжовник დიდი ხანია დავეძებ (ნეტა რა ქვია ქართულად?  ) და ხან რა მომყიდეს, ხან რა. მოკლედ არ გამიმართლა და ძალიან მინდა.

ეგ როგორ მრავლდება, დამიწერე ერთი smile.gif
თუ უბრალოდ ტოტების დაკალმება შეიძლება, სამსახურში ეზოში იზრდება და მოგცემ რამოდენიმეს, პრობლემა არ იქნება smile.gif

Posted by: ucxo777 27 Feb 2013, 17:16
QUOTE (Jaguar paw @ 27 Feb 2013, 16:14 )
tavadze
QUOTE
ხურტკმელი ხომ არა? ზოლიანი ნაყოფი აქვს იმას.

yes.gif
* * *
pernata
QUOTE
რუჟონიკს=крыжовник დიდი ხანია დავეძებ (ნეტა რა ქვია ქართულად?  ) და ხან რა მომყიდეს, ხან რა. მოკლედ არ გამიმართლა და ძალიან მინდა.

ეგ როგორ მრავლდება, დამიწერე ერთი smile.gif
თუ უბრალოდ ტოტების დაკალმება შეიძლება, სამსახურში ეზოში იზრდება და მოგცემ რამოდენიმეს, პრობლემა არ იქნება smile.gif

ამონაყარს იკეთებს და უნდა ამოიღო და გადარგოო, დაკალმება არ ვიცი

Posted by: jadvari 27 Feb 2013, 17:51
Maybach
QUOTE
ამას რამდენად ვიყიდი ????????

დღეს დილას ტელევიზორში ვნახე შევარდნაძეს აქვს გარდენიაში

Posted by: Jaguar paw 27 Feb 2013, 18:48
ucxo777
QUOTE
ამონაყარს იკეთებს და უნდა ამოიღო და გადარგოო, დაკალმება არ ვიცი

http://fermer.ru/node/59064 თუ დავუჯერებთ ამ საიტზე განთავსებულ ინფოს, მაშინ დაკალმებაც მოსულა.
მოკლედ, ვინეს თუ უნდა დაწეროს, გამოვკეთდები, სამსახურში გავალ და მოვინახულებ ამ ბუჩქებს.

Posted by: ucxo777 28 Feb 2013, 11:19
QUOTE (Jaguar paw @ 27 Feb 2013, 18:48 )

http://fermer.ru/node/59064 თუ დავუჯერებთ ამ საიტზე განთავსებულ ინფოს, მაშინ დაკალმებაც მოსულა.

არ ვიცოდი ვცდი და ვნახავ რა გამოვაsmile.gif

Posted by: popodi 28 Feb 2013, 12:29
Jaguar pawძალიან ადვილად კალმდება.ტოტიც კი უბრალოდ მიწას რომ ეხება ფესვს იდგავს.

* * *
pernata მე მაქვს ეგ მწვანე კრუჟოვნიკი ანუ ქართულად ხურტკმელი.შემიძლია მოგცე როცა გინდა]
yes.gif yes.gif

Posted by: Jaguar paw 28 Feb 2013, 12:44
popodi
QUOTE
ძალიან ადვილად კალმდება.ტოტიც კი უბრალოდ მიწას რომ ეხება ფესვს იდგავს.

ასეც ვფიქრობდი smile.gif

Posted by: GIO-725 1 Mar 2013, 08:58
მოგესალმებით smile.gif კესანების ყიდვა მინდა და ხომ ვერ მიმასწავლით?

user posted image

Posted by: pernata 1 Mar 2013, 10:28
Jaguar paw
GIO-725
დიდი მადლობა ინფოსთვის და შეთAვაზებისთვის! 2kiss.gif

Posted by: Jaguar paw 1 Mar 2013, 10:34
pernata
QUOTE
დიდი მადლობა ინფოსთვის და შეთAვაზებისთვის! 

ანუ გინდა თუ არა? smile.gif

Posted by: pernata 1 Mar 2013, 11:20
Jaguar paw
კი, კი, მინდა კალმები, არსად მეჩქარება.
popodi
შენ უკვე დაფესვიანებული ხომ არ გაქვს? smile.gif
ucxo777
მადლობა შემოთავაზებისთვის, თან შაბათ-კვირას მაინც არ ვიქნები ქალაქში.
GIO-725
ადრეა ჯერ, აპრილში იწყებს ყვავილობას.

Posted by: Jaguar paw 1 Mar 2013, 11:35
pernata
QUOTE
კი, კი, მინდა კალმები, არსად მეჩქარება.

wink.gif

Posted by: Maybach 1 Mar 2013, 12:30
QUOTE (jadvari @ 27 Feb 2013, 17:51 )
Maybach
QUOTE
ამას რამდენად ვიყიდი ????????

დღეს დილას ტელევიზორში ვნახე შევარდნაძეს აქვს გარდენიაში

user.gif დილის გადაცემაში რომ არის არა ?

Posted by: popodi 1 Mar 2013, 14:48
pernata ბუჩქები მაქვს და ერთს გიწილადებ.

Posted by: jadvari 1 Mar 2013, 14:58
Maybach

QUOTE
დილის გადაცემაში რომ არის არა ?

კიიიიი

Posted by: pernata 1 Mar 2013, 21:11
popodi
QUOTE
ბუჩქები მაქვს და ერთს გიწილადებ.

ურააააა!!! jump.gif alk.gif მადლობა 2kiss.gif
* * *
Jaguar paw
ფოტო ვიპოვნე, ტაგეტესის "ბომბების" მზადების smile.gif
(ვინც არ იცის - თიხოვან ნიადაგში ვურევთ ადვილად აღმოცენებადი ყვავილის თესლს, რომ გაშრება, თან დაგვაქვს და უდაბურ ადგილებში "ვაფეთქებთ" )
http://pix.ge/

Posted by: popodi 2 Mar 2013, 19:38
pernataხოდა პირადში მომწერე და გადმოგცემ.

Posted by: Jaguar paw 2 Mar 2013, 20:43
pernata
QUOTE
ფოტო ვიპოვნე, ტაგეტესის "ბომბების"  მზადების (ვინც არ იცის - თიხოვან ნიადაგში ვურევთ ადვილად აღმოცენებადი ყვავილის თესლს, რომ გაშრება, თან დაგვაქვს და უდაბურ ადგილებში "ვაფეთქებთ" )

up.gif ორშაბათს სამსახურში რომ გამოვალ, ხურტკმელის კალმებს მოვჭრი შენთვის, პატარა ბუჩქები თუ იქნა, მაშინ ბუჩქს ამოვქექავ smile.gif))
ჰო და პერედაჩის დროს კარგი იქნება თუ ამ ბომბოჩკებს გადმომცემ ცოტას yes.gif

Posted by: pernata 3 Mar 2013, 01:35
Jaguar paw
QUOTE
ჰო და პერედაჩის დროს კარგი იქნება თუ ამ ბომბოჩკებს გადმომცემ ცოტას

წელს ჯერ არ დაგვიწყია ტყვიაწამლის მზადება smile.gif კალმების სეზონამდეც ჯერ ცოტა ადრეა, ვაცადოთ, გაიღვიძოს ტოტებმა წესიერად. მადლობა smile.gif

Posted by: Jaguar paw 3 Mar 2013, 11:13
pernata, როგორც იტყვი smile.gif
...............

Posted by: Sectumsempra 8 Mar 2013, 19:42
ძალიან მინდა კლივიას ყიდვა. ხომ ვერ დამეხმარებით/მიმასწავლით სად შემიძლია შევიძინო ეს ლამაზი ყვავილი?



help.gif

Posted by: ninavia 8 Mar 2013, 19:51
Sectumsempra- ზუსტად ეგ ფერი და მასეთი დეზერტირებთან იყიდებოდა ორი დღის წინ, ფასი არ მიკითხავს და იმედია კიდევ ექნებათ.

Posted by: Sectumsempra 8 Mar 2013, 22:41
ninavia

დიდი მადლობა 2kiss.gif იმედია ხვალ იქ დამხვდება smile.gif

Posted by: ქეთუ 11 Mar 2013, 10:10
პიონები სადმე იყიდება? ანუ სახლში მინდა მქონდეს და ცოტა ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: pernata 11 Mar 2013, 10:31
ქეთუ
ჯერ ცოტა ადრეა პიონები, მალე დეზერტირებზეც ექნებატ და კოლმეურნეობაზეც. ერთი მინუსი აქვს პიონს- გადარგვის მერე, შეიძლება 6-7 წელი არ იყვავილოს.. ჩემსას მე3 წელია ველი..

Posted by: ქეთუ 11 Mar 2013, 11:56
pernata და ფასი რა ღირს ხომ არ იცი? ანუ რო შემოვა უკვე ბაზარზე. 1ცალი საშუალოდ 10ლარი ხომ მგონი?
და კიდევ ოქტომბერში ყვავის პიონი?


როგორი ლამაზია ამ დროს..... love.gif არაუშავს წელს იქნებ აყვავდეს შენი პიონები.

Posted by: temuri426 16 Mar 2013, 01:46
სალამი ყველას,

აქ ბევრი გამოცდილი პოსტავთ და თქვენთან მექნება თხოვნა...

იქნებ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ, ქოთნის ყვავილი მინდა საჩუქრად... მე ვერ ვერკვევი ყვავილებში, მაგრამ მთავარია იყოს ქოთნის, ადვილად მოსავლელი, ძაან დიდიც არ უნდა იყოს და რაც მთავარია სურნელი უნდა ქონდეს სასიამოვნო და ლამაზი ყვავილები... არ ვიცი ეგეთი რამე შეიძლება თუ არა , თან რომ რამდენჯერმე ყვავილობდეს წელიწადში.

მადლობა წინასწარ

Posted by: PoteRii 16 Mar 2013, 13:26
გამარჯობათ, მაინტერესებს რამე მაღაზია თუ არის თბილისში სადაც იყიდება ქოთნებში ყვავილები და მცენარეები, თან რომ გიხსნიდნენ იქ როგორ უნდა მოუარო და ა.შ )

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Mar 2013, 14:29
PoteRii
QUOTE
გამარჯობათ, მაინტერესებს რამე მაღაზია თუ არის თბილისში სადაც იყიდება ქოთნებში ყვავილები და მცენარეები, თან რომ გიხსნიდნენ იქ როგორ უნდა მოუარო და ა.შ )

მემგონი ეგეთი არსად არაა და თუ არის ძალიან ცოტა, შენ აირჩიე რა გინდა და ჩვენ გირჩევთ

Posted by: jadvari 16 Mar 2013, 14:34
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მემგონი ეგეთი არსად არაა და თუ არის ძალიან ცოტა,

რატომ მე მაგალითად ევროეზოში და ყვავილების ქვეყანაში რაც მიყიდია კარგი კონსულტაციაც მიმიღია.

Posted by: PoteRii 16 Mar 2013, 14:47
jadvari
სადაა ევროეზო და ყვავილების ქვეყანა?
M-A-S-E-R-A-T-I
რამე ყვავილები მინდა სასურველია ლამაზი იყოს და დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდეს მოვლას, სუნი რომ არ ქონდეს მძაფრი და სპეციფიკური, ასევე მცენარეები მაგალითად რამე ასეთი http://greengarden.ge/index.php?run=product/product&c=308&id=7691, ოღონდ ცოტა პატარა ზომის ოთახში დასადგმელი )

Posted by: MITIATO 16 Mar 2013, 15:00
ქეთუ
QUOTE
ოქტომბერში ყვავის პიონი?

ჩემსას უკვე აქვს კვირტები. ყოველთვის გაზაფხულზე ყვავის.
ოქტომბერში ქრიზანთემები ყვავიან.

Posted by: jadvari 16 Mar 2013, 15:01
PoteRii
ევრო ეზო წერეთელლის 89

მეორეს ფილიალი აქვს დიდი დიღმის გუდვილში. თვითონ ბარათაშვილის აღმართზე არმისული სომხურ ეკლესიასთან მოპირდაპირე რიყის მხარეზე

კიდევ არის მაღაზია ოაზისი პეკინზე ზუსტად ვაჟა-ფშაველას დასაწყისში ნომერი არ ვიცი პროსპექტს გაჰყურებს.

Posted by: MITIATO 16 Mar 2013, 15:06
temuri426
QUOTE
იქნებ დამაკვალიანოთ და მირჩიოთ, ქოთნის ყვავილი მინდა საჩუქრად... მე ვერ ვერკვევი ყვავილებში, მაგრამ მთავარია იყოს ქოთნის, ადვილად მოსავლელი, ძაან დიდიც არ უნდა იყოს და რაც მთავარია სურნელი უნდა ქონდეს სასიამოვნო და ლამაზი ყვავილები...  არ ვიცი ეგეთი რამე შეიძლება თუ არა , თან რომ რამდენჯერმე ყვავილობდეს წელიწადში.

სურნელს თუ გამოვაკლებთ, სენპოლია ზუსტად ჯდება შენს მოთხოვნებში: არც დიდი ზომისაა, ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, თუ კარგ პირობებშია მთელი წელი ყავის და სულაც არ არის რთული მოსავლელი.

http://www.radikal.ru

ყვავილის ფერები ძალიან მრავალფეროვანია და შეგიძლია შენი გემოვნებით (ან ვისაც გინდა აჩუქო_იმის) აარჩიო.

Posted by: PoteRii 16 Mar 2013, 15:13
jadvari
მადლობა
MITIATO
მეც რაღაც მსგავსს ვეძებ და რაც მაგ სურათზეა ეგ სენპოლია მომეწონა )

Posted by: jadvari 16 Mar 2013, 15:39
PoteRii
QUOTE
მეც რაღაც მსგავსს ვეძებ და რაც მაგ სურათზეა ეგ სენპოლია მომეწონა

სენპოლიების თემაში რომ შეხვიდე გული გაგიჩერდება ისეთი ლამაზუნებია, მაგრამ მაგათი ესეტ ლამაზ მდგომარეობაში შოვნა და ყიდვა ცოტა არ იყოს ჭირს. ძირითადად ფოთოლი ან ახლად გადარგული ძირებია ხოლმე.

Posted by: temuri426 16 Mar 2013, 17:01
MITIATO
ლამაზია, მომეწონა..

დიდი მადლობა........ სად შეიძლება შევიძინო, ხომ ვერ მიმასცავლით?

Posted by: FLORISTI 16 Mar 2013, 17:09
PoteRii
QUOTE
რამე ასეთი Hosta June,  ოღონდ ცოტა პატარა ზომის ოთახში დასადგმელი


Hosta June - ძირითადად ეზოში. ზამთარში იძინებს.

მაგის მსგავსი შეგიძლია ბეგონიები აირჩიო

Posted by: MITIATO 16 Mar 2013, 17:56
temuri426
QUOTE
  სად შეიძლება  შევიძინო, ხომ ვერ მიმასცავლით?

ნუცუბუძეზე არის სენპოლიების მაღაზია, აქ რუკა უდევთ, როგორ უნდა მიაგნო მაღაზიას: http://forum.ge/?f=72&showtopic=34465401&st=210
არის კიდევ საიტი: http://www.violets.ge/ ოღონდ ონლაინ მაღაზია არაა. ტელეფონზე დარეკე ან მეილზე შეეხმიანე და გეტყვიან აქვთ თუ არა აყვავებული სენპოლიები გასაყიდად.
მაიმარკეტზეც აქვთ ხოლმე გასაყიდი და ვაგზალზეც.

Posted by: Delirium 17 Mar 2013, 04:15
user posted image



ესსადშეიძლება ვიყიდო? -.-

Posted by: pernata 17 Mar 2013, 10:12
Delirium
ზურა შევარდნაძის სანერგეში შეგიძლია იყიდო, ან მთწმინდაზე აისეირნო (ე.წ. ახალი გზიდან რომ აუყვე ბილიკებს, თუნდაც მანდ) და დაკრიფო რამდენიც გინდა, ველურად მოდის.

Posted by: likaberaia 17 Mar 2013, 16:19
QUOTE (grinvi13 @ 24 Dec 2008, 20:51 )
ხალხო თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ვიშოვო პავლოვნიას ნერგი, ტოტი ან რამე ისეთი რითიც შევძლებ რომ გავახარო?

paulownia ქვია და გავრცელების არეალი არის ცენტრალური და დასავლეთი ჩინეთი, იაპონია და აშშ-ს დასავლეთი ნაწილი.

ხომ არ იცით საქართველოში თუ აქვს ვინმეს ეს ხე?

საქართველოში როგორ არ ხარობს,ცჰემმა ახლობელმა სჰარსჰან კახეთიდან,ლაგოდეხიდან ჩამოიატანინა ნერგი,მეც მინდოდა მაგრამ შემოღობილი არ მქონდა და ვინ გამიჩერებდა,სარები დამიძვრეს და ხეებს ვინ გააჩერებდა.გურიაშიც არის როგორც ვიცი,ვიღაცას სანერგეები აქვს ტუ სამასალედ ჰყავს გაშენებული,მგონი ბახვში.ბახმაროში რომ ვისვენებდი ლაპარაკს მოვყევით და მაშინ მითხრა ვიღაცამ,ზუსტად არ მახსოვს
* * *
აგერ ვნახე ახლა ინტერნეტში,სარშან 85 ძირი აუჩეხიათ ვიღაცისთვის http://www.ambebi.ge/regionebi/58808-ckhemliskhidshi-mckhovreb-nugzar-giorgadzes-sakuthar-karmidamoshi-gashenebuli-pavlonia-gauchekhes.html

Posted by: brutal_88 17 Mar 2013, 19:36
გლიცინია არსად გეგულებათ? cry.gif

Posted by: pernata 17 Mar 2013, 22:37
brutal_88
QUOTE
გლიცინია არსად გეგულებათ?

599219137 ზალინას დაურეკე, ფორუმის სახელით და დააბარე. დეზაზე დგას.

Posted by: brutal_88 17 Mar 2013, 23:54
pernata
დიდი მადლობა!
*************************

Posted by: lemon tree 18 Mar 2013, 14:35
Delirium
5 ლარი ღირს გარდენიაში smile.gif

Posted by: dj-guro 20 Mar 2013, 16:38
პატარა მცენარეა მასეთი, დროზერა ქვია, მეცნიერულს ენაზედ Sundew ( http://en.wikipedia.org/wiki/Drosera ) და ბუზებს ჭამს. იდეაში საქართველოშიც არის ისპანის ნაკრძალში ქობულეთში, მაგრამ ვიყავი წინა თვეს და ან ზამთარი რახანაა იმიტომ ვერ ვნახე ან სწორ ადგილზე არ ვეძებდი.. კაროჩე ვერ ვნახე.

აგერ ქართული რესურსიდან ინფორმაცია:
დროზერა - (ინგლ. drosera), ცვრიანა, მრავალწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანური, როზეტად შეკრებილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, მაგრამ გამოყოფილი წებოვანი სეკრეტის საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს. დროზერას 90-მდე სახეობა არქტიკის გარდა, ყველგანაა გავრცელებული; სახეობათა უმრავლესობა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია. საქართველოშიც გვხვდება 4 სახეობა. დროზერა იზრდება ტორფიან ჭაობებში. ( http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90 )

ხოდა მინდა.. თბილისში ვერსად ვნახავ? ან რა ვიცი, ვინმე არ იცით ესეთ არაყოველდღიურ მცენარეებს რომ ყიდდეს ან ქონდეს ან რამე? ინფორმაცია თუ გაქვთ რამე ეგეც კარგია. smile.gif

Posted by: Jaguar paw 20 Mar 2013, 18:48
dj-guro, ყიდვით ად იყიდება, ძალიან სპეციფიური მოვლა უნდა (მაღალი ტენიანობა, საკმაოდ დაბაძალიან ლი ტემპერატურა), რაც ოთახის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. smile.gif

ისე კი მსგავსი კითხვებისთვის http://forum.ge/?f=72&showtopic=33915896 yes.gif
მოკლედ, ვაერთიანებ.

Posted by: MITIATO 20 Mar 2013, 20:11
dj-guro

თუ გაწყობს, ამაზონზე იყიდება მწერიჭამია მცენარეების თესლები, მათ შორის, დროზერასიც.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, გამომეწერა, მაგრამ თავისებური მოვლა უნდა და ამიტომ, დროებით თავი შევიკავე.

Posted by: lebidor 21 Mar 2013, 00:07
QUOTE
თუ გაწყობს, ამაზონზე იყიდება მწერიჭამია მცენარეების თესლები, მათ შორის, დროზერასიც. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, გამომეწერა, მაგრამ თავისებური მოვლა უნდა და ამიტომ, დროებით თავი შევიკავე.

მე გამოვიწერე, ვენუს რაღაცა ერქვა, მაგრამ არც ამოვიდა sad.gif

Posted by: dj-guro 21 Mar 2013, 09:40
Jaguar paw
QUOTE
მოკლედ, ვაერთიანებ.

მადლობა უფროსო. რომ არ დამვორნე, მაგისთვისაც მადლობა. smile.gif

QUOTE
ძალიან სპეციფიური მოვლა უნდა (მაღალი ტენიანობა, საკმაოდ დაბაძალიან ლი ტემპერატურა),

მე რომ წავიკითხე, ვაფშე არ უნდა მოვლა, კაკტუსის პონტიაო. ტორფზე ცხოვრობს და სულ სველი უნდა იყოსო. ეგ არის და ეგო. დავიჭერ ბუზს და ვაჭმევ და ეგ იქნება. biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 21 Mar 2013, 10:46
dj-guro
QUOTE
მე რომ წავიკითხე, ვაფშე არ უნდა მოვლა, კაკტუსის პონტიაო. ტორფზე ცხოვრობს და სულ სველი უნდა იყოსო. ეგ არის და ეგო. დავიჭერ ბუზს და ვაჭმევ და ეგ იქნება.

სველი არამარტო მიწა უნდა იყოს, არამედ ჰაერიც უნდა იყოს გაჟღენთილი სინესტით biggrin.gif
ისე მწერების მჭამელი მცენარეები (მაგალითად ესეთი http://www.google.ge/search?client=opera&q=Dionaea%20muscipula&oe=utf-8&channel=suggest&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=tqxKUejkK4Xcswahu4CIDg&biw=1280&bih=863&sei=uKxKUa-aM47ItAaC2IH4Bw ) ამაზონზე იყიდება smile.gif

Posted by: nika5 22 Mar 2013, 19:28
მაკაგონის ხეზე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?
თბილისში გაიხარებს?

Posted by: Rveulidacigni 26 Mar 2013, 00:54
პალმა ხო არ გინდათ ვინმეს 5 მეტრიანი ? smile.gif ორი დიდი პალმა მაქ და ერთი პააატარა ბუჩქივით smile.gif მოგყიდით იაფად smile.gif

Posted by: iza 3 Apr 2013, 19:43
ქეთუ
QUOTE
პიონები სადმე იყიდება? ანუ სახლში მინდა მქონდეს და ცოტა ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

ქეთუ მეც მინდა პიონები. იშოვე შენ? მე მგონი გარდენიაში ექნებათ. მივწერე უკვე და მიპასუხებენ იმედია, თუ არადა დავრეკავ ხვალ.

Posted by: nuka_m 3 Apr 2013, 20:45
არავის გინდათ?
ფინიკი?



Posted by: FLORISTI 3 Apr 2013, 20:57
iza
დეზერტირების ბაზართან აქვთ

Posted by: iza 4 Apr 2013, 15:13
FLORISTI
დიდი მადლობა.
რა ღირს დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: FRANCHESKAA 13 Apr 2013, 19:54
nuka_m
მარჯვენას ფასი მაინტერესებს smile.gif

Posted by: FLORISTI 13 Apr 2013, 20:27
iza
QUOTE
რა ღირს დაახლოებით ხომ არ იცით?

არ მიკითხია ვერ გეტყვით

Posted by: john le care 14 Apr 2013, 11:40
Ginkgo biloba ეს მცენარე თუ იშოვება ჩვენთან/ ჩინური ხეა

Posted by: nuka_m 14 Apr 2013, 12:40
FRANCHESKAA
QUOTE
მარჯვენას ფასი მაინტერესებს


ანუ დიდი თუ პატარა ????



Posted by: lebidor 14 Apr 2013, 14:09
john le care
ქობულეთში, ბათუმისკენ რომ მიდიხარ რკინიგზის სადგურთან, აი მანდაა საკმაოდ დიდი ხეებია, ძალიან ლამაზი მცენარეა და სამკურნალოდაც გამოიყენებენ როგორც ვიცი, ნაყოფიც გავსინჯე შარშან და არ მომეწონა მწკლარტეა biggrin.gif

Posted by: FRANCHESKAA 14 Apr 2013, 20:22
nuka_m
მსხვილი ფოთლები რომელსაც აქვს smile.gif

Posted by: john le care 15 Apr 2013, 08:07
lebidor
დიდი მადლობვა უფრო ახლო მახლოს არ იშოვება სადმე ნეტავ ნერგების ყიდვა მინდოდა ნაკვეთისთვის

Posted by: IGORA///M 16 Jun 2013, 11:19
ხალხო პირშუშხა სად ვიყიდო?
http://ka.wikipedia.org/wiki/პირშუშხა

Posted by: MITIATO 19 Jun 2013, 17:38
გავაჩუქებ სინგონიუმის შვილებს (ანუ ამონაყარს biggrin.gif ).
აი. ამ მცენარის.

http://www.radikal.ru



Posted by: kaxanoza 22 Jun 2013, 23:04
სალამი, რა მინდა გკითხოთ!
გაზაფხულზე ჩავრგე ფინიკის პალმის კურკები და აგერ უკვე 2–3 კვირაა ამოდის და ამოდის, 33–დან 17 ამოვიდა უკვე, ზომები 1–დან 13–სმ–მდეა.
მაინტერესებს როდის შეიძლება გადარგვა სხვა ქოთანში????
(თავიდან 2 მონსტერას და 1 ფიკუსს ჩავურგე კურკები, მდგმურად....)
მე ვფიქრობა ალბათ შემოდგომისთვის, მაგრამ მანამდე ხომ დიდი გაიზრდება შეაწუხებს მონსტერას და ფიკუსს????????

მირჩიეთ რამე........
მადობა ყველას წინასწარ.......

Posted by: raiple 16 Jul 2013, 14:45
გამარჯობათ შეგილიათ დამეხმაროთ გუშინ მაჩუქეს პატარძალას ორი სახეობის ყვაილი ერთი კარგადაა წყალში და მეორემ მოიწყინა ეგრევე როგორც კი მოვიტანე და რა გავუკეთო ამ მეორეს
მირჩიეთ რამე წინასწარ
დიდი მადლობა

Posted by: იმერელი 19 Jul 2013, 22:53
ყვავილი სურათის დადება მინდოდა და არაო.
სანამდე პატივცემულო ადმინო?

Posted by: kaktusa15 28 Jul 2013, 14:08
სასწრაფოდ ვყიდი ულამაზეს კაქტუსს, დაახლოები არის 1 მეტრი ,20 წლის . 120 ლარად.
მსურველები დამიკავშირდით ტელ: 598-89-04-69; 2-77-04-71.

Posted by: Guro_ 28 Jul 2013, 17:10
იყიდება ეს ყვავილები. იქნება ვინმემ იცოდეთ სად შეიძლება ჩაიბარონ ეს ყვავილები ან რა იქნება მიახლოებითი ფასები?? ინტერნეტით გაყიდვის შანსი არი???


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: giorgi510 28 Jul 2013, 17:42
გამარჯობა! ხომ არ იცით ხის ჯიშს - ფაციას რუსულად ან ინგლისურად რა ქვია?

Posted by: pernata 28 Jul 2013, 18:38
giorgi510
Фатсия Fatsia

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Jul 2013, 20:12
guro__
QUOTE
იყიდება ეს ყვავილები. იქნება ვინმემ იცოდეთ სად შეიძლება ჩაიბარონ ეს ყვავილები ან რა იქნება მიახლოებითი ფასები??  ინტერნეტით გაყიდვის შანსი არი???

1 თვეა მეც მონსტერას გაყიდვას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ, შენ ადგილი მაინც გაქვს mo.gif

Posted by: daila 28 Jul 2013, 20:22
guro__
ლამაზებია ძალიან, აქ შანსი არ არის გაყიდვის.აიღებან ოფისები, რესტორნები, სასტუმროები.შენთვის სასურველ ფასად.
მასეთი მონსტერა.ოღონდ სწორედ გაზრდილი სახლიდან წაიღეს 200ლარად 15 წლის წინ იყიდა რესტორანმა.სახლში ვეღარ ვტევდი,ჩემი შვილი ერთი კვირა ტიროდა. weep.gif [ვაჭრები ძალიან იაფად გამოგართმევენ]
ერთი კრასულა დააბონსავე ძალიან ლამაზია. yes.gif

Posted by: FLORISTI 29 Jul 2013, 00:32
giorgi510
pernata
QUOTE
Фатсия Fatsia


უყურე შენ ფაციას, რა ლამაზი ვინმე ყოფილა.... smile.gif

Posted by: giorgi510 29 Jul 2013, 09:45
QUOTE (giorgi510 @ 28 Jul 2013, 17:42 )
გამარჯობა! ხომ არ იცით ხის ჯიშს - ფაციას რუსულად ან ინგლისურად რა ქვია?

მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Just_smile 7 Aug 2013, 15:34
რცხილის ნერგები სად შეიძლება შევიძინო და რა ღირს ხომ არ იცით? rolleyes.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Aug 2013, 16:06
Just_smile
ტოტები მოჭერი ჩაასე და გაიხარებს გაზაფხულზე yes.gif

Posted by: Just_smile 7 Aug 2013, 16:56
M-A-S-E-R-A-T-I
აქციისთვის მინდა user.gif

Posted by: kaxanoza 7 Aug 2013, 18:17
სალამი!
მოკლედ... დიდი ხანია რაც ჩემს ფიკუსს ასეთი რამ სჭირს, ბოლო–ბოლო, გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა...
ფოთლებზე კიდეებიდან უჩნდება ჯერ წვრილად შავი კანტი, გეგონება ხმებაო, შემდეგ იმატებს სიგრძეში უფრო და სიგანეშიც, თუ შევაჭრი, ისევ გრძელდება ცოტა ხანში ეს პროცესი..... არადა ყველა ფოთოლს არ ჭირს, კიდევ კარგი. ეს ავადმყოფობა ემართება არეულად ერთი სიტყვით, ზოგ ქვემოთა ფოთოლს, ზოგ ზემოთას, ......
აქვე დავძენ რომ, ფიკუსი დგას სამზარეულოში, განათება ნორმალური, ფოთლები დანამული, მორწყვა სტაბილური... რა ვიცი, ჩემი აზრით მოვლილი......

მადლობა წინასწარ ვინც დამეხმარება.......

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Aug 2013, 18:53
Just_smile
QUOTE
აქციისთვის მინდა

spy.gif არ ვიცი მაშინ



kaxanoza
აქ იკითხე
http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34511687

Posted by: Unico 7 Aug 2013, 22:10
აბა ვის აქვს გასაჩუქებელი მცენარეები biggrin.gif

ვიჩუქებ biggrin.gif

ბეგონია გვინდა განსაკუთრებით (დედაჩემის თხოვნაა), ჭრელი ბეგონია, ერთი ტოტი რომ გვაჩუქოთ, დავაფესვიანებთ biggrin.gif

Posted by: kaxanoza 7 Aug 2013, 23:05
QUOTE
M-A-S-E-R-A-T-I


მადლობა გამოხმაურებისთვის, მანდაც დავწერე, მაგრამ არავინ შემეხმიანა სამწუხაროდ....

Posted by: FLORISTI 8 Aug 2013, 01:36
kaxanoza
ფოთლის გაფუჭება რისი ბრალია ვერ გეტყვით... ისე კი ფიკუსს არაყს ასმევენ... უყვარსო smile.gif

Posted by: kaxanoza 9 Aug 2013, 13:11
QUOTE
ისე კი ფიკუსს არაყს ასმევენ... უყვარსო


ეს როგორ გავიგოთ?!
კარგი ვთქვათ, და უყვარს, რა დოზით, როდის (დილა-საღამოს), ჭაჭა თუ მაღაზიის, ორნახადი თუ ერთი ბარემ ესეც დაწერეთ ვიხალისებთ....
alk.gif alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: FLORISTI 9 Aug 2013, 22:17
თავის დროზე მეც ვიხალისე! მაგრამ ლოთობის შედეგი გვანახეს და დავიჯერე smile.gif გავიგებ დოზებს და დავწერ smile.gif
* * *
ე.ი.ჯერ ვრწყავთ კარგად,შემდეგ ქოთნის გარშემო ვასხავთ 100მლ.არაყს დიდი თუა, პატარას 30-50 მლ.ეყოფა.დატოტვას და გაზრდას უწყობს ხელს
ნაცადი მეთოდია არ შეგეშინდეთ.
ფოთლის სიშავე შეიძლება ჰაერის სიმშრალის ბრალი იყოსო და დანამეთო smile.gif
წარმატებებს გისურვებთ!
* * *
გაიმეორეთ სამჯერ 2-2 კვირის შუალედით

Posted by: faverliki 15 Aug 2013, 12:27
QUOTE
გავაჩუქებ სინგონიუმის შვილებს (ანუ ამონაყარს  ).
აი. ამ მცენარის.

თუ არ გადაგიფიქრებიათ მე ვიჩუქებ

Posted by: MITIATO 15 Aug 2013, 15:40
faverliki

გავაჩუქე უკვე ყველა. sad.gif

Posted by: Greta 24 Aug 2013, 12:49
ბენჟამენ ფიკუსის დაფესვიანებული ტოტები მაქვს, ხომ არ გინდათ ვინმეს?

Posted by: bachoo_i 26 Aug 2013, 14:40
გამარჯობათ

ჟასმინს ვეძებ ქოთანში გახარებულს გასაყიდად... ძალიან მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ

მადლობა წინასწარ

Posted by: forumeli007 4 Sep 2013, 15:56
გამარჯობათ,

მოკლედ მინდა გორტენზიის შეძენა, ძალიან გთხოოოვთ, იქნებ დამეხმაროთ და მიმასწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო გორტენზია, საჩუქრად მინდა.
წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

Posted by: popodi 4 Sep 2013, 22:33

forumeli007 აბა აქ ნახეgreengarden.ge.............................

Posted by: kaxanoza 16 Sep 2013, 16:33
მითხარით გეთაყვა რა მცენარეა? ძალიან მინდა შევიძინო.....

Posted by: PANTALONE 17 Sep 2013, 11:45
პერესკიოპსისები არავის გაქვთ გასაჩუქებლად?
Перескиопсис (Pereskiopsis)
* * *
Перескиопсис (Pereskiopsis) ვინ ყიდის სად ყიდის?

Posted by: GIO-725 22 Sep 2013, 14:39
მოგესალებით smile.gif მეგობრებო, ახლა ალბათ კესანებს ვერსად ვიშოვი? აღარ არის სეზონი?! იქნებ რამენაირად დამეხმაროთ smile.gif მადლობა წინასწარ.. smile.gif
user posted image

Posted by: FFreeMan 22 Sep 2013, 16:03
QUOTE (kaxanoza @ 7 Aug 2013, 18:17 )
სალამი!
მოკლედ... დიდი ხანია რაც ჩემს ფიკუსს ასეთი რამ სჭირს, ბოლო–ბოლო, გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა...
ფოთლებზე კიდეებიდან უჩნდება ჯერ წვრილად შავი კანტი, გეგონება ხმებაო, შემდეგ იმატებს სიგრძეში უფრო და სიგანეშიც, თუ შევაჭრი, ისევ გრძელდება ცოტა ხანში ეს პროცესი..... არადა ყველა ფოთოლს არ ჭირს, კიდევ კარგი. ეს ავადმყოფობა ემართება არეულად ერთი სიტყვით, ზოგ ქვემოთა ფოთოლს, ზოგ ზემოთას, ......
აქვე დავძენ რომ, ფიკუსი დგას სამზარეულოში, განათება ნორმალური, ფოთლები დანამული, მორწყვა სტაბილური... რა ვიცი, ჩემი აზრით მოვლილი......

მადლობა წინასწარ ვინც დამეხმარება.......


K(კალიუმის) დეფიციტმა იცის ფოთლის კიდეების დაწვა.
სასუქს თუ არ ხმარობ გირჩევ დაიწყო. რამე კომპლექსური, მაგ.: GHE flora series.
https://www.facebook.com/pages/GHE-General-Hydroponics/474632799301607?ref=hl

Posted by: kaxanoza 23 Sep 2013, 14:40
და ეს რა მცენარეა? იქნებ მითხრათ სად შევიძინო და რა ღირს?

Posted by: FFreeMan 23 Sep 2013, 15:21
QUOTE (kaxanoza @ 23 Sep 2013, 14:40 )
და ეს რა მცენარეა? იქნებ მითხრათ სად შევიძინო და რა ღირს?

Драцена, დრაცენა.
http://azflora.com/dracaena1.html

Posted by: Nobel 10 Oct 2013, 18:50
ნერგების იმპორტის დროს რა გადასახადები უნდა გადავიხადო, ხომ არ იცით?

Posted by: n-i-c-k 7 Nov 2013, 13:59
QUOTE
პიონები სადმე იყიდება?


გარდენიაში აქვთ ხოლმე და გარდენიამდე არმისული იქაც... გარდენიაში 15 თუ 20 ლარი მთხოვეს sad.gif


ალოე არავის გინდათ (გავაჩუქებ მაგრამ უქოთნოთ) biggrin.gif
თუ რამეა PM .. ამ თემაში იშვიათად თუ შემოვიხედავ ..

აღარ ეტევა სახლში sad.gif


user posted image

Posted by: 2110 8 Nov 2013, 15:54
ეზოში მინდა დავრგო ხე რომელიც მალე იზრდება და დიდი ჩრდილი აქვს.. რას მიჩევთ??

Posted by: An0nym0us 9 Nov 2013, 19:44
http://postimg.org/image/m6stef9oj/ ამ მცენარის სახელი ხომ არ იცით ? ვინმეს თუ გაქვთ შევიძენ

Posted by: Mr Adam 26 Nov 2013, 11:19
თბილისში რომელ მაღაზიაში იყიდება მცენარის მოვლის საშუალებები?

Posted by: ChadiiH 2 Dec 2013, 13:14
იყიდებასავით. მაღალი კაკტუსები დაახლოებით 1მ 80 სმ. თითო დაახლოებით 150 ლარად. ზედმეტად გაიზარდნენ , ვერ ვატევ ვერსად. თუ დაინტერესდებისავით მომწერესავით.

Posted by: Laslo 2 Dec 2013, 13:30
2110
QUOTE
ეზოში მინდა დავრგო ხე რომელიც მალე იზრდება და დიდი ჩრდილი აქვს.. რას მიჩევთ??

კატალპა!

Posted by: MITIATO 2 Dec 2013, 15:44
ChadiiH
ეს მცენარე კაკტუსი არ არის. სუკულენტია და Euphorbia trigona ქვია.

Posted by: ChadiiH 2 Dec 2013, 15:50
QUOTE (MITIATO @ 2 Dec 2013, 15:44 )
ChadiiH
ეს მცენარე კაკტუსი არ არის. სუკულენტია და Euphorbia trigona ქვია.

ძალიან კარგი. ვყიდი Euphorbia trigona-ს. და რახან იგი სუკულენტი მცენარე აღმოჩნდა და არა კაკტუსი მისმა ფასმა მოიმატა 10 ლარით.

Posted by: ChadiiH 3 Dec 2013, 19:50
განცადება:
მაჩუქეთ ან გამიცვალეთ ყინვაგამძლე მცენარეები.
განცხადების დასასრული.

Posted by: Damb0 6 Dec 2013, 17:02
მინდა მესკალინის კაკტუსი შევიძენ რამოდენიმე უბრალოდ რეალური ფასი მითხარით. :3

Posted by: Angel-A 6 Dec 2013, 17:07
Mr Adam
QUOTE
თბილისში რომელ მაღაზიაში იყიდება მცენარის მოვლის საშუალებები?

მე ევროეზოში შევიძინე, წერეთელზე....

Posted by: Mr Adam 6 Dec 2013, 19:04
Angel-A
QUOTE
მე ევროეზოში შევიძინე, წერეთელზე....


წერეთლის რა ნომერშია?


Posted by: Maiko Shamugia 8 Dec 2013, 13:35
T: +995 322 341869
www.euroezo.ge
თბილისი: ა.წერეთლის 89 / ა.ყაზბეგის 8ა

Posted by: ChadiiH 19 Dec 2013, 19:52
იებს ვერ ვახარებ რატომღაც და რაშია საქმე? რამე მირჩიეთ...

Posted by: MITIATO 19 Dec 2013, 20:00
ChadiiH
QUOTE
იებს ვერ ვახარებ რატომღაც და რაშია საქმე?

აი, თემა იებზე: http://forum.ge/?f=72&showtopic=34465401
გადმოდი იქით და დაწერე სად გიდევს ქოთნები, როგორ მიწაში გქონდა ჩარგული, რამდენჯერ რწყავდი...
და გირჩევთ რამეს.
ეს თემა არ არის ასეთი რჩევებისთვის.

Posted by: ChadiiH 19 Dec 2013, 20:41
QUOTE (MITIATO @ 19 Dec 2013, 20:00 )
ChadiiH
QUOTE
იებს ვერ ვახარებ რატომღაც და რაშია საქმე?

აი, თემა იებზე: http://forum.ge/?f=72&showtopic=34465401
გადმოდი იქით და დაწერე სად გიდევს ქოთნები, როგორ მიწაში გქონდა ჩარგული, რამდენჯერ რწყავდი...
და გირჩევთ რამეს.
ეს თემა არ არის ასეთი რჩევებისთვის.

კარგი _________________________________________

Posted by: nerazzurri 20 Dec 2013, 01:11
გამარჯობათ მეგობრებო, თქვენ უნდა გქონდეთ სავარაუდოდ ინფო ამაზე

100 ან ოდნავ მეტი კარგი ვადრი მინდა, მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო და დაახლოებით რა დამიჯდება

Posted by: Maiko Shamugia 20 Dec 2013, 06:46
nerazzurri
სათბურებში მოვიკითხავდი. ჩვენ ვიყიდეთ თუმცა ძალიან ადრე . თითო ძირი როგორც მახსოვს 5-7 ლარი ღირდა.

Posted by: nerazzurri 21 Dec 2013, 02:39
Maiko Shamugia

დიდი მადლობა, ჯერ ჯობია სახსრები მოვიძიო smile.gif

სესხი უნდა ავიღო მგონი ვარდების გამო biggrin.gif

Posted by: hvac 24 Dec 2013, 17:38
მოგესალმებით ყველას. დახმარება მჭირდება ვინმეს ხომ არ გეგულებათ აკალიფა ან სად შეიძლება ვიყიდო. თითქმის ყველა მაღაზიაში დავრეკე და არავის არ ჰქონდა. მითხრეს კერძო კოლექციონერებს შეიძლება ჰქონდეთო, მაგრამ არც მაგათი ნომრები ვიცი და კოორდინეტები.

Posted by: MrsT 27 Dec 2013, 23:11
სად შეიძლება სახლის მცენარეებისა შეძენა? იქნებ რამდენიმე მაღაზიის მისამართი მაინც დამიწეროთ

Posted by: Maiko Shamugia 27 Dec 2013, 23:34
1. გუდვილი დიღმის ულამაზესი ყვავილებია. ხშირად ვხვდები ხოლმე უბრალოდ . სხვაგანაც იქნება

Posted by: torola torola 28 Dec 2013, 00:20
მოგესალმებით თანაფორუმელებო, იქნებ დამეხმაროთ. მინდა შევიძინო მცენარე ნეპტუნისი. იაპონური ოთახის დეკორატიული მცენარეა. არ ვიცი აქ შეიძლება თუ არა იყოს სადმე, არც ის ვიცი კარგი მაღაზია ცოცხალი ყვავილების და ოთახის მცენარეების სადაა. იქნებ დამეხმაროთ. აი ფოტოებიც. ან ვინმეს ხომ არ გქონიათ რომელიმე მცენარის საზღვარგარეთიდან გამოწერის გამოცდილება? შესაძლებელია ასეთი რამ?

Posted by: rêveur 2 Jan 2014, 08:07
torola torola
მოვძებნე და სულაც არ ყოფილა მცენარე ნეპტუნი მცენარე. ზღვის ბინადარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ხმელეთზე კვდება. ამიტომ არ სჭირდება არც მორწყვა, არც ნიადაგი.

Posted by: Lorem ipsum 8 Jan 2014, 01:38
რამე პატარა კაქტუსი შეგიძლიათ მაჩუქოთ? user.gif

Posted by: ltdswarowski 9 Jan 2014, 00:32
თქვენი დახმარება მჭირდება ფორუმელებო...ე.ი. რა ხდება. მე მაინტერესებს ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ რომლების ახორცილებენ განწვანების აქციებს ქველმოქმედების სახით...სურვილი მაქვს ერთ ადგილას მცხეთაში მოვახდინოთ ახალი ნერგების დარგვა..მადლობთ გამოხმაურებისთვის წინასწარ.

Posted by: MITIATO 9 Jan 2014, 02:40
Lorem ipsum
QUOTE
რამე პატარა კაქტუსი შეგიძლიათ მაჩუქოთ?

როგორი გინდა?




Posted by: freeandhappy 30 Jan 2014, 13:37
სად შეიძლება თეთრი ბალბას ყიდვა?

Posted by: Christopher Robin 30 Jan 2014, 18:13
QUOTE (Damb0 @ 6 Dec 2013, 17:02 )
მინდა მესკალინის კაკტუსი შევიძენ რამოდენიმე უბრალოდ რეალური ფასი მითხარით. :3

ვაიჰ
მაგას აქ ვერ იპოვი
და თუ
იპოვი არ გამოგადგება რისტვისაც გინდა

Posted by: likable 30 Jan 2014, 19:13
იქნებ იცოდეთ ვინმემ, ქოთნის ორქიდეების გახარება შეიძლება სახლის პირობებში, თუ ხსნარები და სპეციალური ტემპერატურა ესაჭიროება.

Posted by: irmushela 31 Jan 2014, 21:50
იყიდება დაბალი სენსივერია 3 ლარი

https://imageshack.com/i/jnykr3j

Posted by: nanus 10 Feb 2014, 10:54
მითხრეს ექსპერტები არიანო და შავი ვარდი სად ვიყიდო?? smile.gif

Posted by: JBB 10 Feb 2014, 13:52
QUOTE
მინდა მესკალინის კაკტუსი შევიძენ რამოდენიმე უბრალოდ რეალური ფასი მითხარით

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მცენარე (და არა მისგან მიღებული ჯანდაბა) ოფიციალურად დაშვებულია (ეგრე ხომ ყაყაჩოც იზრდება ველებზე).
ყოველგვარი პრობლემის გარეშე მისი თესლი ოფიციალურად და უპრობლემოდ იყიდება Amazon.com-ზე.
Peyote Lophophora Williamsii
http://www.amazon.com/Lophophora-Williamsii-Cactus-Seeds-RAR/dp/B00EFBDK7U/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1392025668&sr=8-1&keywords=peyote
Trichocereus Pachanoi San Pedro Cactus
http://www.amazon.com/Pedro-Cactus-Trichocereus-Pachanoi-Seeds/dp/B00EWRVJZM/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1392025754&sr=8-1&keywords=san+pedro+cactus+seeds

მეორე საკითხია, როგორ მოახერხებ მაგის აღმოცენებას და გაზრდას.თუმცა არც ეგაა მაინც და მაინც პრობლემა...


* * *
QUOTE
იქნებ დამეხმაროთ. მინდა შევიძინო მცენარე ნეპტუნისი

ეგეთი არ არსებობს. იქნებ ნეპტუნუსი ან ნეპენტესი?
ნეპენტესი მწერიჭამია მცენარეა და მისი შოვნაც შეიძლება.
რაც შეეხება ნეპტუნუსს კი, აი რას წერენ ფორუმებზე:
В магазине под названием НЕПТУНИС продается растение, похожее на срезанные, высушенные и окрашенные зеленой краской веточки аспарагуса. Корней нет. Стоят в горшочке в виде пучка. Якобы эпифит. В энциклопедиях нет информации. В Инете информации нет. На тилландсии и др. аэроформы непохоже. Это недостаток информации или надувательство?

Ну в общем, если называть вещи своими именами, то это надувательство, конечно. Это высушенный растительный материал. Может быть действиельно водоросли какие. Но это не живое растение. Оно не растет, а постепенно покрывается пылью или выгорает на солнце, смотря где его поставить.
Продавцы в цветочных магазинах говорят, что растение впитывает пыль и табачный дым, насыщает воздух в помещении йодом, обладает свойством поглощать излучение телевизоров и компьютеров. И еще полезное в профилактике заболеваний дыхательной системы и щитовидной железы, а питается пылью и грязью из воздуха. Однако не все так идеально. Ведь в действительности нептунус - это даже не растение, а оболочка колонии мелких животных - полипов с названием "сертулярия кипарисовая", погибших после того, как их вынули из морской воды. Эта оболочка сохраняет эластичность и не рассыпается. Благодаря этому растение действительно выглядит живым. Однако ни одно из предписанных ему продавцами свойств не имеет. Пользы, как и вреда, от него никакого. Выглядит нептунус удивительно, потому и является достаточно популярным. Уход чудо-растения простой: не допускать попадания прямых солнечных лучей на пучок водорослей и не опрыскивать. А главное его назначение - декор интерьера. И не более

Posted by: MITIATO 10 Feb 2014, 23:31
nanus
QUOTE
მითხრეს ექსპერტები არიანო და შავი ვარდი სად ვიყიდო??

არ არსებობს შავი ვარდი. no.gif
არსებობს ძალიან წითელი ვარდები, რომელსაც შავს ეძახიან და შავად შეღებილი ვარდები.
კონკრეტულად სად ყიდიან ამ შეღებილ ვარდებს, ნამდვილად არ ვიცი.

ექსპერტს რაც შეეხებია, ამ თემის გამხსნელი ქალბატონია ვარდების ექსპერტი: http://forum.ge/?f=72&showtopic=34514248

Posted by: davitashvili_misho 14 Feb 2014, 22:38
გამარჯობათ,

სოფელში (იმერეთში, ხონის რაიონში), მინდა ეზოს გამწვანება, გახმა ხეების უმეტესობა რაც ეზოში იყო და შარშან დავდრუჟბეთ...
იქნებ მირჩიოთ რომელი ხეებით სჯობს ეზოს გამწვანება და სად მივიდე ნერგების საყიდლად?

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: zazaazma 15 Feb 2014, 14:35
davitashvili_misho
იმერეთში არ არის მკაცრი პირობები და ამიტომაც არჩევანში მეტ-ნაკლებად თავისუფალი ხარ, მაგრამ პირადი Gამოცდილებიდან გამომდინარე ჯობია ეზოს ნახაზი გააკეთო , ზომები, შენობა-ნაგებობები გაითვალისწინო, სოფლის მდებარეობა ზღვის დონიდან და ცოტა ჰონორარი სპეციალისტს და მიიღებ დაწვრილებით ინფორმაციას ჯიშებზე, დისტანციაზე და ყველა დეტალზე. რამოდენიმე სპეციალისტის Kოორდინატი მეც მაქვს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2014, 16:10
davitashvili_misho
QUOTE
სოფელში (იმერეთში, ხონის რაიონში), მინდა ეზოს გამწვანება, გახმა ხეების უმეტესობა რაც ეზოში იყო და შარშან დავდრუჟბეთ...
იქნებ მირჩიოთ რომელი ხეებით სჯობს ეზოს გამწვანება და სად მივიდე ნერგების საყიდლად?

ჩემთან სოფელში რაც მახსოვს ყველაფერი კარგად ხარობდა რასაც უვლიდა ბაბუაჩემი: ქლიავი, მსხალი, ვაშლი ლეღვი.. საერთოდ იმერეთს ხეხილისთვის ყველაზე კარგი კლიმატი აქვს ჩემი აზრით ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ჰავა ნებისმიერი ხილი მოვა თუ მოუვლი

Posted by: sallli1 15 Feb 2014, 16:57
QUOTE
ჩემთან სოფელში რაც მახსოვს ყველაფერი კარგად ხარობდა რასაც უვლიდა ბაბუაჩემი: ქლიავი, მსხალი, ვაშლი ლეღვი.. საერთოდ იმერეთს ხეხილისთვის ყველაზე კარგი კლიმატი აქვს ჩემი აზრით ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ჰავა ნებისმიერი ხილი მოვა თუ მოუვლი



გეთანხმები, მეც მყავდა იმერელი ნათესავი , რომ ჩAვდიოდი აყვავებული მხვდებოდა ხოლმემისი ბაღი

Posted by: მადამ ფისუნია 19 Feb 2014, 00:07
საკურას მინიატურული ხეები რომ არის ქოთნებში ხომ არ იცით სად ვიყიდო?

Posted by: irmushela 19 Feb 2014, 22:54
იყიდება ამ ბეგონიის ნერგები ფასი 5 ლარი

http://www.radikal.ru

იყიდება კოლერიის ნერგები 4 ლარი
http://www.radikal.ru

Posted by: davitashvili_misho 24 Feb 2014, 11:09
გამარჯობათ

ვინმე ფიჭვს ნაძვს და მსგავსი სახის ხეებს ხომ არ ჰყიდის ან გააჩუქებს?

ან ხომ ვერ მიმასწავლით სად მივიდე საყიდლად ?

Posted by: davitashvili_misho 25 Feb 2014, 14:21
ხეები სად შეიძლება შევიძინო თბილისში ვინმე დამეხმარეთ ფლიზ

Posted by: ChadiiH 2 Mar 2014, 22:46
მშრალ და ქვიან მიწიან, ქარიან ადგილას რომელი მცენარე გაიხარებს და სად შეიძლება შევიძინო ხომ ვერ მიეტყვით?

Posted by: Rain Cloud 4 Mar 2014, 12:05
ვინმემ ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინო ჯუჯა ნაძვი?

Posted by: flower90 4 Mar 2014, 17:47
ხალხო ვინმემ იცით ანტურიუმი როგორ უნდა გავამრავლო თესლით? ან როგორ უნდა დავათესლიანო? დზალიან გთხოვთ დაწერეთ რა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Mar 2014, 17:57
flower90
QUOTE
ხალხო ვინმემ იცით ანტურიუმი როგორ უნდა გავამრავლო თესლით? ან როგორ უნდა დავათესლიანო? დზალიან გთხოვთ დაწერეთ რა

დამტვერვა სჭირდება ალბათ ხელოვნურად უნდა გააკეთო (საკმაოდ რთულია) უმჯობესია ფესვების გაყოფის გზით გაამრავლო

Posted by: gogliko777 4 Mar 2014, 18:23
QUOTE (ChadiiH @ 2 Mar 2014, 22:46 )
მშრალ და ქვიან მიწიან, ქარიან ადგილას რომელი მცენარე გაიხარებს და სად შეიძლება შევიძინო ხომ ვერ მიეტყვით?

+1
მეც მაინტერესებს!!!!!
ვინმემ გვირჩიეთ რამე!

Posted by: flower90 5 Mar 2014, 13:20
ანტურიუმი როგორ დავათესლიანო მითხრათ ვინმემ გთხოვთ რა smile.gif





* * *
იუთუბზე კი ვნახე რაგაც ვიდეოები მაგრამ ინდოელები და ესპანელები ხსნიან და ვერ გავიგე ვერაპერი, რგორც მივხვი რაგაც ხსნარს უსმევენ და გამოდის თესლები.
იქნებ ნახოთ ვინმემ?!:)
და ძირების დაყოფით არ მრავლდება 1 წელია მაქვს უკვე შეგნებულად დავაცალკევე როცა ვიკიტხე და არ გამრავლდა sad.gif
იქნებ დაწეროტ რა უფრო მეტი ინFო smile.gif

Posted by: kaxanoza 5 Mar 2014, 13:54
სალამი, გადავაწყდი მეტად საჭირო ინფოს: ეკოლოგია ჩვენს სახლებში, როგორ გავაუმჯობესოთ ეკო მდგომარეობა ჩვენს სახლებში

http://forum.ge/?f=93&showtopic=34472229&st=0

პალმა (Areca palm)( арековая пальма)
სიდედრის ენა (Mother-in-Law's Tongue) (сансевиерия)
ფულის მცენარე (money plant) (сциндапсус)

და სად შეიძლება შევიძინო აღნიშნული მცენარეები თბილიში ნორმალურ ფასად? ნუ დაიზარებთ და დამაკვალიანეთ.

დიდი მადლობა წინასწარ... ვარკეთილის მეტროსთან მეყვავილეებთან თუ იქნება, უკეთესი უფრო....

Posted by: 2110 20 Mar 2014, 17:55
მინდა ეზოში მოვსპო სარეველა და მარადმწვანე ბალახი ვახარო. შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი წამალი გამოვიყენო სარეველას მოსასპობად?

Posted by: holden kolpildi 20 Mar 2014, 22:55
irmushela
კიდევ იყიდება სენსივერია??

..................................

Posted by: CENTURIONI 23 Mar 2014, 07:09
ვინმემ თუ იცის კივი ზღვის დონიდან მაქსიმუმ რა დონეზე იზრდება ჩვენთან სოფელსი მინდა რომ დავრგო და თუ გაიხარებს. 850 მეტრია ზღვის დონიდან .ზამთარი ყინვიანია ზაფხული თბილი

Posted by: UzerNeim 23 Mar 2014, 15:03
davitashvili_misho
გაიარე სადმე ქალაქქგარეთ და მოძებნე პატარა ნერგები. დიდი ხეების ქვეშ რაც ამოდის, აღარ იზრდება, იღუპება, იმიტომ რომ ჩრდილშია მოხვედრილი. შეგიძლია ამოთხარო და ნორმალურ პირობებში გადარგო.

Posted by: irmushela 24 Mar 2014, 15:11
holden kolpildi
კიyes.gif yes.gif

Posted by: holden kolpildi 24 Mar 2014, 18:19
irmushela
მინდა


...................

Posted by: raffaello 24 Mar 2014, 19:07
თბილისში სად შეიძლება ორქიდეები ვიყიდო? და რა ღირს?

Posted by: batsana 24 Mar 2014, 20:21
irmushela

შევიძენ ბეგონიას ნერგს თუ კიდევ გაქვთ

Posted by: irmushela 25 Mar 2014, 08:01
batsana
QUOTE
შევიძენ ბეგონიას ნერგს თუ კიდევ გაქვთ

კი მაქვს

Posted by: MITIATO 25 Mar 2014, 11:08
raffaello
QUOTE
თბილისში სად შეიძლება ორქიდეები ვიყიდო? და რა ღირს?

დიღმის გუდვილში, კარფურში, ევროეზოში აქვთ ხოლმე.
აყვავებულები, დაახლოებით, 75 ლარი ღირს.
აუყვავებლებს გაცილებით იაფად ყიდიან ხოლმე.

Posted by: anibani18 25 Mar 2014, 11:44
MITIATO
აყვავებულის და თუ აუყვავებელის ყიდვა ჯობს?

Posted by: MITIATO 25 Mar 2014, 12:45
anibani18
აყვავებულს თუ იყიდი, გეცოდინება რა ფერის ყვავილები ექნება.
აუყვავებლის ყიდვის შემთხვევაში, გამყიდვლის პატიოსან სიტყვაზე ნდობა მოგიწევს. givi.gif


Posted by: anibani18 25 Mar 2014, 14:58
MITIATO
75 ლარი ფალენოფსისის ფასია?

Posted by: ghostika89 25 Mar 2014, 15:21
anibani18
გრატოში აქვთ პატარა ფალენოფსისები 25 ლარად smile.gif

Posted by: anibani18 25 Mar 2014, 15:33
ghostika89
სად არის ეს გრატო?

Posted by: MITIATO 25 Mar 2014, 15:42
anibani18
QUOTE
75 ლარი ფალენოფსისის ფასია?

ჰო, აბა სხვა ორქიდეა აქ მე არ მინახავს.

QUOTE
სად არის ეს გრატო?

ორხევი, ლევან ჩანტლაძის ქუჩა (ყოფილი საბაჟოს ტერიტორია)
https://www.facebook.com/GRATOGREENHOUSE?ref=ts

Posted by: ghostika89 25 Mar 2014, 16:37
anibani18
დიდებიც აქვთ 75 ლარად. მე პატარა მყავს მერე სურათს დავდებ დღეს გაშალა პირველი კოკორი smile.gif

Posted by: h1chi 25 Mar 2014, 16:37
ვიყიდი უკვე გაზრდილ პლანის მცენარეს შემეხმიანეთ boli.gif

Posted by: anibani18 25 Mar 2014, 17:18
ghostika89
ხო, მაჩვენე რა თუ შეიძლება. ადვილი მისაგნებია ის ადგილი?

Posted by: kaxanoza 25 Mar 2014, 17:43
რა მინდა გკითხოთ,
თუ იცით გრატო–გრინჰაუზში შეიძლება ცალობით ყიდვა მცენარეების, სახლისთვის მინდა, მაგათი ფეისბუკის გვერდი ვნახე და გავოცდი არჩევანით...
დამაკვალიანეთ კეტილო ხალხო, თუ ხართ ნამყოფი, ან როგორ მივაგნო, ან როგორ დავუკავშირდე......
https://www.facebook.com/GRATOGREENHOUSE
მადლობთ წინასწარ.....

Posted by: ghostika89 25 Mar 2014, 18:24
kaxanoza
კი შეიძლება მარა წინა კვირასვიყავი და ეხლა ბევრი არაფერი აქვთ

Posted by: raffaello 25 Mar 2014, 18:24
MITIATO
აუ ძალიან მინდა. ოღონდ თეთრი არა, რამე უცხო ფერის თუ იქნება მინდა.

ისე რთული მოსავლელია? :X

Posted by: kaxanoza 25 Mar 2014, 19:30
QUOTE
ghostika89

QUOTE
კი შეიძლება მარა წინა კვირასვიყავი და ეხლა ბევრი არაფერი აქვთ


და როგორ (რითი) მივაღწიო იქამდე? რუკაზე რომ ვნახე ქალაქშიც არაა მგონი, მაღაზია არ აქვთ თბილისში იქ რომ შევიძინო?....
იქნებ უფრო დეტალურად დამიწეროთ????
მადლობთ წინასწარ.....

Posted by: natalia001 25 Mar 2014, 21:33
kate79
წყნეთის ქუჩაზე არის მცენარეების მაღაზია სადაც ძალიან დიდი არჩევანია..

Posted by: ghostika89 26 Mar 2014, 13:34
kaxanoza
ტრანსპორტი არვიცი რა დადის მანქანით მივდივარხოლმე. აეროპორტის ტრასაზეა არმისული აეროპორტს გადასახვევის არის ორხევში გადასახვევი , აბრაზეც აწრია ორხევი. მანდ ხიდზე გადახვალ და აუყვები გზას, მარცენ მხარეს არის ხიდიდან 4 თუ 5 შესახვევი smile.gif

Posted by: General Discussion 26 Mar 2014, 13:43
სალამი ყველას,
დაფნის ნერგს ან თესლს ვინმე ხო არ ყიდის?
მჭირდება 30 ნერგი ან 60 სათესლე მარცვალი.
შემეხმიანეთ რაა, ძალიან მჭირდება თუ ვინმეა ასეთი. ან მიმასწავლეთ smile.gif

Posted by: kaxanoza 26 Mar 2014, 17:35
ამ გრატო-გრინჰაუზს მაღაზია არ აქვს თბილისში მცენარეები იქ რომ შევიძინო?....

Posted by: anibani18 26 Mar 2014, 18:57
კარფურში ორქიდეები უფრო ძვირი ღირს ვიდრე გრატოში?

Posted by: SOF - 777 27 Mar 2014, 09:25
მაინტერესება, ნაძვის ჩარგვა როგორ ხდება? ნერგი ჩემით მინდა გამოვიყვანო და ქოთანში ან ეზოში რო დავრგო ნაძვიდან გამოჭრილი პატარა ტოტი, გაიხარებს ნეტა? ნაძვი და ფიჭვი მაინტერესებს.

Posted by: Maiko Shamugia 27 Mar 2014, 11:28
SOF - 777
სილაში მინახავს სათბურებში. ისე თესლით ხარობს, ნაძვის გარშემო მინახავს ხოლმე პაწაწინა შვილები.

Posted by: MITIATO 27 Mar 2014, 11:51
SOF - 777
QUOTE
ქოთანში ან ეზოში რო დავრგო ნაძვიდან გამოჭრილი პატარა ტოტი, გაიხარებს ნეტა?

როგორც მითხრა გამოცდილმა ადამიანმა, ძალიან უჭირს წიწვოვნებს ტოტით გახარება.

თუ შენი ნერგი გინდა გქონდეს, დათესე.
ასე უფრო ადვილია.

Posted by: flower90 27 Mar 2014, 21:34
ხალხო ანტურიუმი მაქსვა გასაყიდი, ოგონ ახალი გადარგულია და 2-3 თვეში აყვავდება, დზაან ლამაზია, თან შეჩვეულია ჩვენს კლიმატს და მოვლაც არ გაგიჭირდებათ.
თუ დაინტერესდებით მომწერეთ პირადში wink.gif
* * *
QUOTE (kaxanoza @ 5 Mar 2014, 13:54 )
სალამი, გადავაწყდი მეტად საჭირო ინფოს: ეკოლოგია ჩვენს სახლებში, როგორ გავაუმჯობესოთ ეკო მდგომარეობა ჩვენს სახლებში

http://forum.ge/?f=93&showtopic=34472229&st=0

პალმა (Areca palm)( арековая пальма)
სიდედრის ენა (Mother-in-Law's Tongue) (сансевиерия)
ფულის მცენარე (money plant) (сциндапсус)

და სად შეიძლება შევიძინო აღნიშნული მცენარეები თბილიში ნორმალურ ფასად? ნუ დაიზარებთ და დამაკვალიანეთ.

დიდი მადლობა წინასწარ... ვარკეთილის მეტროსთან მეყვავილეებთან თუ იქნება, უკეთესი უფრო....

ფულის ხეს მე გაჩუქებ ოგონ დაან პატარაა ჯერ, პესვები აქვს ტუ გინდა პირადში მომწეერე smile.gif

Posted by: flower90 27 Mar 2014, 22:36
QUOTE (kaxanoza @ 25 Mar 2014, 17:43 )
რა მინდა გკითხოთ,
თუ იცით გრატო–გრინჰაუზში შეიძლება ცალობით ყიდვა მცენარეების, სახლისთვის მინდა, მაგათი ფეისბუკის გვერდი ვნახე და გავოცდი არჩევანით...
დამაკვალიანეთ კეტილო ხალხო, თუ ხართ ნამყოფი, ან როგორ მივაგნო, ან როგორ დავუკავშირდე......
https://www.facebook.com/GRATOGREENHOUSE
მადლობთ წინასწარ.....

მეც მომწონს მაგრამ დზაან ძვირია, სამგორის მეტროდან მიდის მარშუტკა იქამდე, ისე მე ანტურიუმუ მაქვს გასაყიდი 3 ნერგი და სურატო რო ავდე ნახე 2-3 თვეში მასეთი იქნება, ეხლა არ აქვს ყვავილები მაგრამ კარგატ რო დატბება ყვავილებიც წამოუვა და მტელი ცელი აქსვ ყვავილები , დზაან მაგარია რა, მე პირადატ ვგიჯდები, ნახე სურათი და შენც გაგიჯდები smile.gif

Posted by: DNS13 28 Mar 2014, 15:16
ხალხო ! ოთახის იები ვის გაქვთ, თითო ფოთოლი მაჩუქეთ რაა)) თითო ფოთოლს არ ყიდიან, გაყვავებული და უკვე გაზრდილი არ მინდაsad.gif

Posted by: shkinoo 31 Mar 2014, 09:07
flower90
გამარჯობა! როგორ ყიდით ანტურიუმს?

Posted by: flower90 1 Apr 2014, 00:47
QUOTE (shkinoo @ 31 Mar 2014, 09:07 )
flower90
გამარჯობა! როგორ ყიდით ანტურიუმს?

მარტო ეს ძირი დარჩა დანარჩენი გაიყიდა, ამას პოტოლი აქვს ცოტა დაზიანებული და მაგიტო იყიდება 10 ლარად, მაგრამ ახალი ამონაყარი აქვს ძირში, 1-2 თვეში ამოვა.

Posted by: irmushela 2 Apr 2014, 15:01
იყიდება დეკორატიული ინდური ხახვი

http://www.radikal.ru

თეთრი ია 5 ლარი
http://www.radikal.ru

სუკულენტი 2–2 ლარი

http://www.radikal.ru

Posted by: Guruli_ 2 Apr 2014, 18:06
გმარჯობა,მაინტერესებს მარწვის ნერგების ყიდვა სად შეიძლებაsmile.gif
ასე მაინტერესებს დარგვიდან რამდენ ხანში იძლევა ნაყოფს?არსებობს ვიცი ისეთი ჯიშებიც რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს და რომელია? მოგკელდ თუ ვინმე ხაართ გარკვეული მარწყვის მოვლაში და ა.შ გამომეახაუროთ იქნებ და დამკვალიანოთ დავიდანsmile.gifწინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ghostika89 2 Apr 2014, 21:49
მეგობრებო თუ ვინმეს გინდათ ამ იის ფოთლები გაჩუქებთ smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: MSN 7 Apr 2014, 14:09
იყიდება რქაწითელი ვაზის ნერგი სათბურში გამოყვანილი.მყნობა სესრულებულია ომეგასებრი ჭრით. საძირე იტალიიდან იმპორტირებულია, დაპარაფინებულია სპეც პარაფინში. შესაძლებელია კოკოლის გარეშე დარგვა. მიმოწერა პ.მ ში

Posted by: nia4u 7 Apr 2014, 14:21
SOF - 777
QUOTE
მაინტერესება, ნაძვის ჩარგვა როგორ ხდება? ნერგი ჩემით მინდა გამოვიყვანო და ქოთანში ან ეზოში რო დავრგო ნაძვიდან გამოჭრილი პატარა ტოტი, გაიხარებს ნეტა? ნაძვი და ფიჭვი მაინტერესებს.

ეს ნახე აბა smile.gif
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/20113-nadzvis-gamravlebis-patriarqiseuli-methodi.html

Posted by: ALQAIDA 9 Apr 2014, 21:10
გამარჯობათ, მაინტერესებს ჯუჯის (ფულის) ხეს როგორი მოვლა უნდა მზიანი ადგილი უნდა თუ არა... წყალი რამდენხანში ერთხელ შეიძლება...წყლის დასხმა რა დოზით... და მაინტერესებს გასხლვასავით თუ შეიძლება ძაან დიდია და ძალიან დახლართული ტოტები აქ და თუ შეიძლება შელამაზება... ასევე სასუქი ან რამე ეგეთი თუ ჭირდება

Posted by: Mode-Off 10 Apr 2014, 22:49
გამარჯობა. ლოტკინზე კერძოდ ხუდადოვის ქუჩას რომ აუყვებიო ყოფილა სანერგე მეურნეობა. მინდა ხვალ შევიძინო ნერგები ხომ არ იცით კონკრეტულად სად არის ეს მეურნეობა და გვიანი ხომ არ არის დარგვისათვის?

Posted by: likable 11 Apr 2014, 20:55
დიდი სიამოვნებით ვიჩუქებდი ქოთნის ორქიდეას, smile.gif

Posted by: irmushela 13 Apr 2014, 21:14
იყიდება 2 სხვადასხვა ფერის ციკლამინის ნერგები..
ძირი 2 ლარი
http://www.radikal.ru

ერთი ასეთია
http://www.radikal.ru
მეორე ამაზე ოდნავ ღია ფერის

Posted by: Borris 13 Apr 2014, 21:35
გამარჯობა. პატარა ფულის ხეს (ფენ-შუი) ვიყიდი, ან ვიჩუქებ და თან მაინტერესებს მეც
QUOTE
გასხლვასავით თუ შეიძლება ძაან დიდია და ძალიან დახლართული ტოტები აქ და თუ შეიძლება შელამაზება

წინასწარ მადლობ

user posted image

Posted by: holden kolpildi 22 Apr 2014, 12:30
კლივია მინდა

Posted by: ekatoqaldu 23 Apr 2014, 14:41
გამარჯობათ,, თქვენი ახალი სტუმარი ვარ,, ძალიან მაინტერესებს ფიკუსი როგორ გავახარო,, იქნებ დამეხამროთ ვინმე? ფიკუსის ფოთოლი მომცეს მითხრეს ფოთლით ხარობსო,, ზოგმა მითხრა ფოთლით ვერ გაახარებო და იქნებ მირჩიოთ რამე... ძალიან გამახარებთ,, მადლობა წინასწარ

Posted by: irmushela 23 Apr 2014, 21:15
ekatoqaldu
ფოთლით არ ხარობს არც ერთი სახეობის ფიკუსი

Posted by: holden kolpildi 24 Apr 2014, 12:26
irmushela
მე მინდა ეგენიიი
ოგონდ ჯერ იმდენი საქმეები მაქვს არ მცალია მაგატტვის ტუ კიდევ გექნება ნერგები ვიყიდი

და როგორ უნდა მოუაროოოო?

Posted by: ekatoqaldu 24 Apr 2014, 12:52
QUOTE (irmushela @ 23 Apr 2014, 21:15 )
ekatoqaldu
ფოთლით არ ხარობს არც ერთი სახეობის ფიკუსი

ცუდია,, მაგრამ დამირეკეს და დღეს უნდა მომიტანონ უკვე ქოთნით ფიკუსი yes.gif

Posted by: gia4147 27 Apr 2014, 02:04
ხალხნო მალე რომელი ხე იზრდება და ამავედროს რომელს აქვს კარგი ჩრდილი?
ასევე თუ იცით მეტნაკლებად რომელი ხე უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს სხვებთან შედარებით?

Posted by: bako3333 27 Apr 2014, 13:05
ბიძინა ივანიშვილის სანერგე მეურნეობა რომ არის საგურამოში ვინმემ ხომ არ იცით მაგათი საკონტაქტო ინფორმაცია, ან საიტი ხომ არ აქვთ? დაწერეთ რა სანერგე მეურნეობების საიტები თუ იცით

Posted by: Mr Adam 28 Apr 2014, 16:40
ჰიბისკუსი სად იყიდება?

Posted by: Janiashvili 28 Apr 2014, 17:13
ვერ დამეხმარებით? საქართველოში მორცხვი მიმოზა ან მისი თესლი სად შეიძლება ვიყიდო ვერ მეტყვით?

Posted by: Besa 30 Apr 2014, 18:45
ჰიმალაის კედარის ნერგი ან თესლი სად შეიძლება შევიძინო????????????

Posted by: dato66 10 May 2014, 20:53
ვეძებ: ცირკონი, კორნევინი, ეპინ-ექსტრა.

Posted by: nia4u 10 May 2014, 21:00
Besa
QUOTE
ჰიმალაის კედარის ნერგი ან თესლი სად შეიძლება შევიძინო?

http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/21220-modi-erthad-gavashenoth-tye.html?add=1
ეს წერილი წაიკითხე, რაღაც მეურნეობაა,სადაც გამოყავთ smile.gif

https://www.facebook.com/groups/120834911355019/
აი,ამ ფეისბუქგვერდზე კი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ყიდიან კიდეც რაღაცებს და ესეც ნახე smile.gif

Posted by: Besa 10 May 2014, 22:08
nia4u
გაიხარე, დიდი მადლობა

Posted by: Jaguar paw 16 Jun 2014, 14:30
გავაჩუქებ ალოკაზიას (Alocasia macrorrhiza), ზოგიერთი ალბათ "არმას" სახელით იცნობთ.
ძალიან დიდია, ამ მომენტისათვის 7 თუ 8 ფოთოლი აქვს და ყოველ თვეს 1-2 ახალი ამოაქვს. 3 წლის არის, გავზარდე ბოლქვიდან და შვილივით მიყვარს, მაგრამ სათანადო ადგილის არ ქონის გამო გავაჩუქებ user.gif ზომებში სიმაღლეში სადღაც 1.6 მეტრი და სიგანეში 2 იქნება user.gif

მხოლოდ ერთი რამ - ქოთანი არ მოჰყვება და მსურველმა მაიაკოვსკის ძეგლთან მომაკითხოს. ამის დიდ მანძილებზე წამთრევი მე არ ვარ gigi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Jun 2014, 16:05
Jaguar paw
QUOTE
გავაჩუქებ ალოკაზიას (Alocasia macrorrhiza), ზოგიერთი ალბათ "არმას" სახელით იცნობთ.
ძალიან დიდია, ამ მომენტისათვის 7 თუ 8 ფოთოლი აქვს და ყოველ თვეს 1-2 ახალი ამოაქვს. 3 წლის არის, გავზარდე ბოლქვიდან და შვილივით მიყვარს, მაგრამ სათანადო ადგილის არ ქონის გამო გავაჩუქებ ზომებში სიმაღლეში სადღაც 1.6 მეტრი და სიგანეში 2 იქნება

მხოლოდ ერთი რამ - ქოთანი არ მოჰყვება და მსურველმა მაიაკოვსკის ძეგლთან მომაკითხოს. ამის დიდ მანძილებზე წამთრევი მე არ ვარ 

ბარემ გაგეყიდა მაიმარკეტზე ქოთნის და გრუნტის საფასურსაც დაფარავდა ისე კი უკვე მგონი მე მენანება შენი ალოკაზია biggrin.gif

Posted by: Jaguar paw 16 Jun 2014, 18:29
M-A-S-E-R-A-T-I, biggrin.gif შვილის რომელი გამყიდველი მე მნახე? mo.gif
ქოთანიც არ ჰქვია მაგას - პლასტმასის 20 ლიტრიანი ვედროა biggrin.gif
თორემ განა მენანება. user.gif

Posted by: IRMALA 17 Jun 2014, 15:17
Jaguar paw

დიდი სიამოვნებით ვიშვილებდი თქვენს ,,არმას".
მეც მყავს, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა და როდის მეღირსება მაგის 1.6 მეტრამდე გაზრდა? smile.gif
თუ უკვე ვინმეს არ აჩუქეთ მომწერეთ რა? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: afrasa 17 Jun 2014, 17:36
ხომ ვერ მეტყვით, ვარდისფერი გვირილების ყიდვა სად შეიძლება???

Posted by: Jaguar paw 18 Jun 2014, 11:32
IRMALA, არ მიჩუქებია ჯერჯერობით smile.gif
მე საღამოს შვიდის მერე მცალია yes.gif როგორც ვთქვი, მაიაკოვსკის ძეგლთან გამოვიტან და გადმოგცემთ.
თუ გაწყობთ, PM-ში მომწერეთ ნომერი და მეც ჩემსას მოგწერთ. შევთანხმდეთ დროზე და რიცხვზე.

Posted by: faverliki 18 Jun 2014, 16:40
იქნებ ვინმემ მასწავლოთ როგორ გავახარო და ვაცოცხლო გვიმრა მეოთხედ გამიხმა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jun 2014, 18:00
faverliki
QUOTE
იქნებ ვინმემ მასწავლოთ როგორ გავახარო და ვაცოცხლო გვიმრა მეოთხედ გამიხმა

http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34501222 აქ იკითხე smile.gif

Posted by: mettalmag 18 Jun 2014, 18:10
ძალიან ბევრი ვეძებე,
ბოლოს თელავში მიმასწავლეს ერთი კაცი და ჩავედი მასთანაც, მაგრამ უშედეგოდ
ბოლოს ინგლისიდან გამოვიწერე ჩამოვიდა და მყავს რამოდენიმე წელია უკვე, მაგრამ მოიწყინა მარტო...
ხომ არ შეგხვედრიათ სადმე ?



user posted image
http://en.wikipedia.org/wiki/Peyote

Posted by: Maiko Shamugia 18 Jun 2014, 18:15
mettalmag
ილო ძიას ყავდა გასაყიდი თუ არ ვცდები. კაქტუსების თემაში ნახე სად უნდა იპოვო ილო smile.gif

ანუ გაყიდვა გინდა ? ვერ გავიგე ....

Posted by: mettalmag 18 Jun 2014, 18:29
Maiko Shamugia
QUOTE
ანუ გაყიდვა გინდა ? ვერ გავიგე ....

არა ყიდვა user.gif

Posted by: 7soto7 18 Jun 2014, 20:17
holden kolpildi
QUOTE
კლივია მინდა



პატარა კლივიას გაჩუქებ თუ გინდა

Posted by: holden kolpildi 20 Jun 2014, 18:50
7soto7
QUOTE
პატარა კლივიას გაჩუქებ თუ გინდა

კიიი მინდაააააა user.gif

Posted by: 7soto7 21 Jun 2014, 01:54
holden kolpildi
QUOTE
კიიი მინდაააააა 



მომწერე სად გნახო და გადმოგცემ
yes.gif

Posted by: 7soto7 21 Jun 2014, 20:35
holden kolpildi



ეს მცენარეა, აარჩიე რომელი გინდა დიდი თუ პატარა

Posted by: Jaguar paw 22 Jun 2014, 20:35
წავიდა ჩემი "ბარტყი" კარგ ხელებში user.gif
აი მუდამ ასეა - უვლი, ზრდი, ერთ მშვენიერ დღეს კი სახლიდან მიდიან mo.gif
მომენტარება, ჩემი ლამაზმანი, რომელიც ტროპიკების აურას მიქმნიდა ოთახში user.gif

Posted by: MITIATO 22 Jun 2014, 21:29
გავაჩუქებ Aloe saponaria-ს 2 შვილს. უქოთნოდ.
ახლა დავაშორე დედას.

Aloe saponaria არის ასეთი:
http://www.radikal.ru


Posted by: senpai 22 Jun 2014, 23:00
http://www.radikal.ru
ASTROPHYTUM ASTERIAS

ეს იყიდება სადმე საქართველოში ?

Posted by: Jaguar paw 22 Jun 2014, 23:04
senpai, ჩემთან სამსახურში ერთს აქვს, მაგრამ ვერაფრით ვერ დავითანხმე ჩუქებაზე mo.gif
აქ ექნება ნაყიდი, ასე რომ შოვნა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 22 Jun 2014, 23:29
Jaguar paw
მოიცა და ეს არ არის მასეთი? მე იმედი მავს რომ გაიზრდება კოპლებს გაიჩენს smile.gif)

http://www.radikal.ru

Posted by: Jaguar paw 22 Jun 2014, 23:33
Maiko Shamugia
QUOTE
მოიცა და ეს არ არის მასეთი? მე იმედი მავს რომ გაიზრდება კოპლებს გაიჩენს )

ჰგავს idea.gif ყოველ შემთხვევაში ასტერიასია smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 22 Jun 2014, 23:51
Jaguar paw
ხო და ჩემია ეგ ქალბატონი და ილოსთან ვიყიდე smile.gif

Posted by: MITIATO 22 Jun 2014, 23:55
Maiko Shamugia
QUOTE
მოიცა და ეს არ არის მასეთი?

no.gif
შენი ასტროფიტუმ ასტერიასია, სურათზე_ასტროფიტუმ ასტერიას სუპერკაბუტოა.
არ ამოუვა კოპლები, მაგრამ ასეთიც ლამაზია. smile.gif

Posted by: pekineli 22 Jun 2014, 23:56
ვარდის ნერგები თუ გაქვთ ვინმეს მაჩუქეთ რა smile.gif)

Posted by: Maiko Shamugia 23 Jun 2014, 00:09
MITIATO
ანუ ის გასუპერებული ასტროფიტუმია smile.gif ჩემი საცოდავი დამეჩაგრა კოპლები რომ არ აქვს smile.gif

Posted by: senpai 23 Jun 2014, 10:44

Maiko Shamugia
QUOTE
ილოსთან ვიყიდე

ილო ვინ არი ? და სად შემიძლია მისი ნახვა ?

Posted by: IRMALA 23 Jun 2014, 12:06
Jaguar paw
QUOTE
წავიდა ჩემი "ბარტყი" კარგ ხელებში
აი მუდამ ასეა - უვლი, ზრდი, ერთ მშვენიერ დღეს კი სახლიდან მიდიან
მომენტარება, ჩემი ლამაზმანი, რომელიც ტროპიკების აურას მიქმნიდა ოთახში



ეგ თუ ,,ბარტყია"?.. მთელი ოჯახი და კიდევ ჩემი ორი სტუმარი მეხმარებოდნენ ამ ლამაზი ქალბატონის დაბინავებაში. რა ვიცი, მე როგორც ქალბატონი ისე აღვიქვი.
ულამაზესია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
არავინ დამიჯერა, რომ მართლა მაჩუქეს ეს სილამაზე 2kiss.gif
მოვლას და მოფერებას არ მოვაკლებ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Jun 2014, 12:12
აბა იაფად არავის გინდათ? rolleyes.gif

http://www.radikal.ru

Posted by: MITIATO 23 Jun 2014, 16:06
QUOTE (MITIATO @ 22 Jun 2014, 21:29 )
გავაჩუქებ Aloe saponaria-ს 2 შვილს. უქოთნოდ.
ახლა დავაშორე დედას.

Aloe saponaria არის ასეთი:
http://www.radikal.ru

-----------------------------------------------


Posted by: Maiko Shamugia 23 Jun 2014, 16:11
senpai
აი აქ არის აღწერილი, მხოლოდ მანდ სახელია შეცდომით ილო უნდა ეწეროს smile.gif
http://forum.ge/?act=ST&f=72&t=33622857&hl=&view=findpost&p=41220343

Posted by: MITIATO 8 Jul 2014, 16:54
QUOTE (MITIATO @ 23 Jun 2014, 16:06 )
QUOTE (MITIATO @ 22 Jun 2014, 21:29 )
გავაჩუქებ Aloe saponaria-ს 2 შვილს. უქოთნოდ.
ახლა დავაშორე დედას.

Aloe saponaria არის ასეთი:
http://www.radikal.ru

-----------------------------------------------

ისევ ჩუქდება.

ასევე, გავაჩუქებ სოლანუმის (ე.წ. ქოთნის პომიდორი) ნერგებს.

http://www.radikal.ru

Posted by: Rain Cloud 9 Jul 2014, 13:53
MITIATO
სოლანუმს როგორი მოვლა უნდა? ზამთარში რთული არ იქნება მოვლა? sad.gif(
პ.ს. იჭმევა? rolleyes.gif

Posted by: Maiko Shamugia 9 Jul 2014, 16:36
Rain Cloud
გუგლი ბიძიამ მიპასუხა : )

კითხვა: როგორ მოვუაროთ სოლანუმს და სად გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: ეს მცენარე მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, თუმცა სასურველია ზაფხულში მისი გარეთ გატანა. თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც ზამთარში 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ კარგად გამოიზამთროს. ხშირად მორწყეთ და მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთრის სეზონზე მორწყვა შეამცირეთ და მცენარე დაასვენეთ. ყვავილობისას სოლანუმი ყოველდღე დანამეთ. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი ნათელი ოთახია.

სოლანუმი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი კენკრა ფერს იცვლის და ერთდროულად სხვადასხვაფრად კაშკაშებს, მაგრამ, მისი ნაყოფი შხამიანია და არ იჭმევა. ამიტომ, მოარიდეთ ის ბავშვებს.

Posted by: Levan14 3 Aug 2014, 12:23
გამარჯობათ, საკურას ნერგის შეძენა მინდა და ვინმეს ხომ არ გაქვთ აქ ან სად იშოვება ხომ არ იცით?

Posted by: JordanBelford 8 Aug 2014, 11:44
სასწრაფოდ ვიყიდი ფერად კაქტუსებს

Posted by: Laegel 7 Sep 2014, 00:42
გამარჯობა,


ვეძებ ვისტერიის (გლიცინია) ნერგს. ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ გაყიდოთ, ან გააჩუქოთ?

http://www.sloatgardens.com/wp-content/uploads/2014/05/wisteria.jpg

Posted by: NotSeriousGenius 7 Sep 2014, 12:39
სასწრაფოდ ვიყიდი ვიჩუქებ ოთახის ლიმონის ნერგს/ხეს ზრდასრულს, ან რამე სხვა ციტრუს-ს ოთახისათვის.
ასევე ვიყიდი იაპონურ ჯუჯა ხეებს, ან იქნებ მიმასწავლოთ სად ვიყიდო?

Posted by: chipmunck 17 Sep 2014, 21:11
Levan14

როგორ მიყვარს საკურაა love.gif

ახლა ვიპოვე ამაზონზე და რამდენად სანდოა ან გაახარებ არ ვიცი sad.gif

http://www.amazon.com/Prunus-Serrulata-Japanese-Sakura-Flowering/dp/B00LQULGMO/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1410973426&sr=8-3&keywords=sakura+seeds

http://www.radikal.ru

მმ რა სილამაზეაააა love.gif

http://www.amazon.com/Japanese-Red-Maple-Bamboo-Leaf/dp/B000SKS8JM/ref=pd_sim_lg_3?ie=UTF8&refRID=17AYHNAMJ1SN9NBC9V3R

ესეც მომეწონა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Sep 2014, 08:34
chipmunck
QUOTE
ახლა ვიპოვე ამაზონზე და რამდენად სანდოა ან გაახარებ არ ვიცი

და ვინ გითხრა რომ ეგ საკურაა?

Posted by: 7soto7 18 Sep 2014, 11:55
chipmunck


QUOTE
ახლა ვიპოვე ამაზონზე და რამდენად სანდოა ან გაახარებ არ ვიცი



სანდო იმდენად არის რომ ჩამოგივა.

Red Maple ამის თესლები მქონდა და ვერ ამოვიყვანე.. ცოდნა უნდა მაგის დათესვას. სპეციალური პირობები უნდა შეუქმნა, სტრატიფიკაცია (ქართულად არ ვიცი ეს სიტყვა) ჭირდება.

Posted by: abelo 18 Sep 2014, 12:31
მადამ ფისუნია
chipmunck
საკურა აქვთ "იელი"–ში

აქაურ უზერს, palavando– ს დაუკავშიდით

Posted by: chipmunck 18 Sep 2014, 12:56
7soto7

ჰო აი ეგ არის გახარების მხრივ ვთქვი რამდენად სანდოათქო, თორემ ამაზონი რომ სანდოა ვიცი, ბევრჯერ გამომიწერია საჭირო ნივთები.

abelo

ვააა რა კარგიაააა, დიდი მადლობააა 2kiss.gif

Posted by: katunia 18 Sep 2014, 16:41
მცენარეები ამაზონიდან გამოგიწერიათ? შეიძლება მათი ჩამოტანა გადამზიდის საშუალებით?

Posted by: MITIATO 18 Sep 2014, 19:49
katunia
QUOTE
მცენარეები ამაზონიდან გამოგიწერიათ?

მე არ გამომიწერია, მაგრამ კაკტუსების თემაში იწერს რამდენიმე.
გადამზიდებიდან უსა2ჯორჯიას ჩამოაქვს მარტო მცენარეები 1 კგ-მდე წონით.

Posted by: kvatunia24 18 Sep 2014, 20:36
http://www.radikal.ru
მაქვს ჩინური ვარდი, მაინტრესებს წელიწადში რამდენჯერ ყვავილობს და რა უნდა ვქნა რომ სულ ასეთი ლამაზი და ხასხასა იყოს? აქ კარგად არ ჩანს ცუდი განათება იყო ოთახში, მაგრამ ძალიან ლამაზად არის გაბუჩქული, გასხვლა ხომ არ ჭირდება? ხო კიდე ერთ მხარეს არის წამოსული ფოთლები, მეორე მხარესაც რომ ისევე წამოუვიდეს რა უნდა გავაკეთო? გმადლობთ წინასწარ smile.gif

Posted by: rock in rose 21 Sep 2014, 12:11
გამარჯობათ smile.gif

ლავანდას სად შევიძენ ხომ არ იცით? ბაღში მინდა რომ მქონდეს.

Posted by: popodi 23 Sep 2014, 00:05
MITIATO ნებისმიერი მცენარის გამოწერა შეიძლება.მე http://getit.ge/აკედან ჩამომაქვს

Posted by: MITIATO 23 Sep 2014, 16:05
popodi
ნებისმიერი მცენარის (ნარკოოტიკულის გარდა) ჩამოტანა რომ შეიძლება, ვიცი.
ოღონდ გეთითს აკრძალულ ნივთების ნუსხაში უწერია მცენარეები.
პირადად მე, არასდროს მისარგებლია მაგ გადამზიდის მომსახურეობით.

მეცოდინება, რომ მაგათაც ჩამოაქვთ.
მადლობა. smile.gif

Posted by: dii 23 Sep 2014, 16:22
მეგობრებო ე.წ ბარაქის ხე,( არ ვიცი ნამდვილი დასახელება) თვალსა და ხელს შუა ხმება, ფოთლები ცვივა.. რა ვუშველო?? მოვლის წესებიც არ ამიხსნეს ადამიანურად. მეცოდება cry.gif მასწავლეთ როგორ გადავარჩინო

Posted by: MITIATO 23 Sep 2014, 18:56
dii
ე.წ. ბარაქის ხე არის crassula ovata ლათინურად და უბრალოდ, მსუქანა, ქართულად.

ფოთლების ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ხშირი რწყვა და აქედან გამოწვეული ფესვების ლპობაა.
აუცილებლად შეუმოწმე ფესვები. თუ დაზიანებული აქვს, მოაშორე დაზიანებული ფესვები, რამდენიმე საათით გააშრე და მერე მშრალ მიწაში ჩარგე. რამდენიმე დღე არ მორწყა და მერეც ნელ-ნელა აღადგინე რწყვა.
თუ დიდ ქოთანში გაქვს, გადაიტანე პატარაში, ეცადე, რომ ფხვიერი მიწა შეურჩიო, რომელიც ადვილად ატარებს წყალს და ხშირად არ მორწყა ხოლმე.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა გაშრება ქოთანში.

Posted by: dii 23 Sep 2014, 20:32
MITIATO


დიდი მადლობა, სახელი მომეწონა , მსუქანა
:love
ახლავე შევუმოწმებ ფესვებს
* * *
აუ ხოოო sad.gif არ მომირწყია და მიწა ქონდა სულ სველი sad.gif მამას ვკითხე და ამაყად მითხრა ყოველ დილით ვუსხავ წყალსო facepalm.gif facepalm.gif

Posted by: popodi 24 Sep 2014, 22:41
MITIATO პირადად ჩამოვიტანე არაერთხელ უპრობლემოდ.ტორფი უნდა იყოს მხოლოდ .მიწა არა.
ყველა მცენარე ისედაც ტორფში ჩარგული იყიდება

Posted by: kkaaxxaa 30 Sep 2014, 15:05
ვყიდი
user posted image
user posted image
user posted image
* * *
ესეც ნომერი 577 61 44 39 ............

Posted by: racmagrebivart 2 Oct 2014, 09:46
ვინმეს ხომ არ გაქვთ ხეივნის ვარდი (ნებისმიერი ფერის), ძალიან ლამაზია და მეც მინდა გავახარო. შემეხმიანეთ თუ გაქვთ

Posted by: ETNA20 2 Oct 2014, 20:13
QUOTE (rock in rose @ 21 Sep 2014, 12:11 )
გამარჯობათ smile.gif

ლავანდას სად შევიძენ ხომ არ იცით? ბაღში მინდა რომ მქონდეს.

გასულ კვირას ვიყიდე პატარა ნერგი დეზერტირებთან მცენარეების ბაზრობაზე. smile.gif

Posted by: pernata 2 Oct 2014, 22:43
TramwayMan
QUOTE
რაც მაქსიმალურად დაფარავს სახლს მით უკეთესი, სოფელი გორის რაიონშია, გაიხარებს იქ? ან ამჟამად რო დარგო გაიხარებს? უძლებს ცივ ტემპერატურას?

სად შეიძლება გლიცინიას შეძენა ან ვინმეს ხომ არ გაქვთ ნერგი?

გლიცინია ამტანია, გორს გაუძლებს, ეხლა დარგვა კაია, შეძენა დეზერტირებზე შეიძლება

Posted by: rock in rose 4 Oct 2014, 13:01
ETNA20
QUOTE
გასულ კვირას ვიყიდე პატარა ნერგი დეზერტირებთან მცენარეების ბაზრობაზე.


ვაა, გავივლი მანდ smile.gif დიდი მადლობა პასუხისთვის 2kiss.gif

Posted by: nino83 8 Oct 2014, 11:52
QUOTE (irmushela @ 13 Apr 2014, 21:14 )
იყიდება 2 სხვადასხვა ფერის ციკლამინის ნერგები..
ძირი 2 ლარი
http://www.radikal.ru

ერთი ასეთია
http://www.radikal.ru
მეორე ამაზე ოდნავ ღია ფერის

ციკლამენი კიდევ გაქვთ? სად შეიძლება მოგძებნოთ? ძალიან მინდა ამყვავილის ყიდვა

Posted by: workinggirl 12 Nov 2014, 22:27
QUOTE
ხომ არ იცით ხარიხიან ყვავილებს (ვარდი, ტიტა, მიხაკი და ა.შ.) ბითუმად სად ყიდიან თბილისში? რამდენიმე ადგილი მომწერეთ თუ იცით


QUOTE
ხომ არ იცით ხარიხიან ყვავილებს (ვარდი, ტიტა, მიხაკი და ა.შ.) ბითუმად სად ყიდიან თბილისში? რამდენიმე ადგილი მომწერეთ თუ იცით


პასუხი გაგვეციტ ტუ იციტ

Posted by: NIKOLAUS63 15 Dec 2014, 21:12
გამარჯობათ. ვერცხლისფერი ნაძვის ნერგის ყიდვა სად შეიძლება ვერ მეტყვით?
* * *
აგრეთვე მინდა ცოცხალი ღობის გაკეთება ვარდებისგან, ან რამე მარადმწვანე მცენარისგან. ოღონდ ისეთი რომ ძროხამ ვერ შეჭამოს. რას მირჩევდით.
* * *
ნაკვეთი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს.

Posted by: The Secret 15 Jan 2015, 20:09
მეგობრებო, მჭირდება თქვენი დახმარება smile.gif

მოკლედ, მჭირდება ჯაგი (უხეში, ეკლიანი ველური ბუჩქი) ნაკვეთის შემოსაღობად, პირუტყვისგან დასაცავად.

იქნებ მირჩიოთ, წინასწარ მადლობა!

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jan 2015, 20:56
The Secret
QUOTE
მოკლედ, მჭირდება ჯაგი (უხეში, ეკლიანი ველური ბუჩქი) ნაკვეთის შემოსაღობად, პირუტყვისგან დასაცავად.

ნაკლებად ეფექტურია ეს უმჯობესია შემოღობო (თხა ძროხა ღორი) ყოველთვის მოძებნის შესაძრომს თან გააჩნია რომელი კლიმატური ზონისთვის გინდა

Posted by: The Secret 15 Jan 2015, 21:02
M-A-S-E-R-A-T-I
თიანეთის კლიმატისთვის მინდა. ისე რომელი მცენარე ჯობია თუ შეგიძლია მირჩიო?

Posted by: dzaocom 18 Jan 2015, 23:02
The Secret
მე გირჩევდი კვრინჩხს (Prunus spinosa) რომელიც თავისი დიდი და გაშვერილი ეკლებით ნებისმიერი ცხოველისგან დაიცავს ნაკვეთს. ქაცვიც გამოდგება მაგრამ კვრინჩი ბევრად ეფექტურია. ქაცვი ვიცი რომ ხარობს მანდეთ და იორის მთელ სანაპიროზეა მოდებული, მაგრამ კვრინჩხი არ ვიცი, აღმოსავლეთ საქართველოში ხარობსო და წესით მანდაც იხარებს. ასევე შეგიძლია გამოიყენო კუნელი, ცრუაკაცია და მაკლურა.

Posted by: davita74 20 Jan 2015, 01:24
იქნებ ვინმემ მასწავლოდ როგორ მოვამზადო ნიადაგი რომელსაც ჩითილების გამოსაყვანად გამოვიყენებ? ანუ რომელსაც საჩითილე ჭურჭელში ჩავყრი თესლის აღმოცენებისთვის?
* * *
dzaocom
უკაცრავად მეგობარო ისეთი არაფერი მცენარე იცი, რომ დავრგო და ქვეწარმავალი არ გაეკაროს იქაურობას?????

Posted by: ofazi 23 Jan 2015, 19:53
სად შეიძლება ქოთნის ია ვიყიდო? უცხო ჯიშს ვეძებ, საჩუქრად მინდა.

Posted by: MITIATO 23 Jan 2015, 20:02
ofazi
მაიმატკეტზე ყიდიან ხოლმე აყვავებულებს.

Posted by: dzaocom 24 Jan 2015, 20:09
davita74
ერთი ვიცი სარეველა მამულა ან აბზინდა (Artemisia vulgaris/absinthum) რომელიც წესით გველებს არ აკარებს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ეფექტურია.

Posted by: ofazi 24 Jan 2015, 20:57
QUOTE (MITIATO @ 23 Jan 2015, 20:02 )
ofazi
მაიმატკეტზე ყიდიან ხოლმე აყვავებულებს.

დიდი მადლობა დახმარებისთვის smile.gif

Posted by: dzaocom 27 Jan 2015, 12:17
მეგობრებო არ იცით სტევიას თესლებს სად ყიდიან? ან თქვენ რომ არ გაქვთ?

Posted by: Vax_georgia 28 Jan 2015, 20:37
http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=6532959

Posted by: merabgigu 8 Feb 2015, 23:54
ვეძებ ცაცხვის ნერგებს ვისაც გაქვთ შემომეხმიანეთ.მინდა ეზო მაგით გავალამაზო,თან ფუტკარიც მყავს.გარანტიას ვიძლევი რომ მაგრათ მოვუვლი და გავახარებ.პატარა მაგარიჩი იქნება რა თქმა უნდა.

Posted by: beqa0621 12 Feb 2015, 19:22
კესანე წელიწადის ამ დროს იქნება სადმე? :\\\\\

Posted by: martin_iden_ 12 Mar 2015, 18:35
ბერძნული თხილი სად ვიყიდო ხომ არ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Mar 2015, 19:46
martin_iden_
QUOTE
ბერძნული თხილი სად ვიყიდო ხომ არ იცით?

მგონი ეხლა გვიანია მაგათი დარგვა ფოთოლშია უკვე, თითქმის 1 თვის წინ ვიყიდე ოზურგეთში

Posted by: martin_iden_ 12 Mar 2015, 20:18
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 12 Mar 2015, 19:46 )
martin_iden_
QUOTE
ბერძნული თხილი სად ვიყიდო ხომ არ იცით?

მგონი ეხლა გვიანია მაგათი დარგვა ფოთოლშია უკვე, თითქმის 1 თვის წინ ვიყიდე ოზურგეთში

ნამდვილათ8 არაა გვიანი , მარტიდან იწყება ხეხილის დარგვა ყველანაირის, საერთოდ ნერგის დარგვა არასოდესაა "აკრძალული" ერთხელ ბროწეული ივლისში დავრგე და გავახარე, კახამბალი კიდევ უარესი აგვისტიში ფესვი დავრგე და კვირტები გამოვაღებინე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Mar 2015, 20:24
martin_iden_
QUOTE
ნამდვილათ8 არაა გვიანი , მარტიდან იწყება ხეხილის დარგვა ყველანაირის, საერთოდ ნერგის დარგვა არასოდესაა "აკრძალული" ერთხელ ბროწეული ივლისში დავრგე და გავახარე, კახამბალი კიდევ უარესი აგვისტიში ფესვი დავრგე და კვირტები გამოვაღებინე.

ვიცი ხეხილი გუშინ ჩავიტანედასარგავად, მაგრამ თხილს თავისი დრო აქვს და თებერვალში ირგვება ჩვეულებრივ

Posted by: Glekhi 13 Mar 2015, 15:49
მეგობრებო მჭირდება შავი გოგრა ბალი , ალუბალი შავი ქლიავი, ბროწეული და ალუჩა ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება ამ ნერგების შეძენა რომ ხარისხიანი იყოს.

Posted by: koba6204 17 Mar 2015, 18:14
მე ეხლა წამოვიღე 35 ცალი ბროწეულის ნერგი ჩემი ბაღისთვის თბილისში ;საქართველოს ნერგები; დან
ფასები საკმაოდ კარგი აქვთ, არ ვიცი როგორი ნერგები იქნება მაგრამ რეპუტაცია ნამდვილად
კარგი აქვთ, ვნახოთ რა იქნება

აქვე ვიკითხავ, ხომ არ იცით დიდი პლასმასის ქოთნები სად იყიდება იაფად, თიხის ქოთნებს
რომ გავს, სინამდვილეში პლასტმასებისაა, ალბათ მიმიხვდით, ეზოსთვის მინდა ცოტა დიდი
ზომის ნარგავებისთვის, მაგალითად ბზა, მცირე ზომის ნაძვი და ა.შ.

Posted by: yaramana 17 Mar 2015, 18:26
QUOTE (dii @ 31 Mar 2012, 12:56 )
ამ წამს მომიტანეს ჩემი შეკვეთა და ძალიან დავიბენი, "ოსტარა"-ს ჯიშის მარწყვი მხოლოდ ფესვებია!!!!!!!!!!!!! "კორონა"-ს რამოდენიმე ფოთოლი აქვს და "ელსანტა" ყველაზე ნორმალურად გამოიყურება, ანუ ფოთლები აქვს. რა ვუყო ამ ფესვებს, ღია გრუნტში ჩავრგო თუ არა? spy.gif

ეს ჯიშები სად იშოვე?

ხალხო მარწყვის სხვადასხვა ჯიშები სად იყიდება?

Posted by: koba6204 17 Mar 2015, 20:20

QUOTE
ხალხო მარწყვის სხვადასხვა ჯიშები სად იყიდება?


ეგ მეც მაინტერესებს, სანანდრიას ჯიშის მარწყვი მიქეს, წელიწადში 10 თვე მსხმოიარეა
ოღონდ სათბურში, რამოდენიმე ძირი მინდა საცდელად და ხომ არავისთან გეგულებათ?

Posted by: tikope 20 Mar 2015, 21:46
სად შეიძლება კატალპას ნერგის ყიდვა ?





....

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Mar 2015, 22:10
tikope
შევარდნაძეს ექნება ეგ სავარაუდოდ

Posted by: Keki 22 Mar 2015, 00:27
გამარჯობა
ხომ ვერ მეტყვით ლავანდის თესლი სად ვიყიდო?
მადლობა

Posted by: namana 29 Mar 2015, 15:11
ეზოში მაქვს ბუშმალას ხე,იქნება ალბატ 7-8 წლის.ხის ღეროს ქვედა ნაწილში (მიწის ზემოთ) ამოსულია რამდენიმე

ფოთლოვანი გამონაზარდი.ზოგი დიდი და ზოგიც მომცრო,.

მე ვტვლი რომ,ეს ნერგებია. და მინდა მოვაცილო და ცალკე ჩავრგო .რაზედაც სასტიკ უარს მეუბნებიან იმ მიზეზით,რომ

ნერგი ფესვიდან უნდა ამოდიოდეს,.ეს კი შემდეგში ტოტებად იქცევა

თუ შეგიძლიათ მომცეთ რჩევაც და დამაკვალიანოტ რა ვქნა--დავუტოვო ხეს თავისი ყლორტები, თუ შემიძლია
გადავრგა და რამოდიმე ლამაზი ხით დავამშვენო ეზო.



Posted by: dzaocom 29 Mar 2015, 15:26
namana
თუ ძალიან პატარაა არ ღირს. შეგიძლიათ მოაჭრათ და ჩადოთ მიწაში მაგრამ გახარების შანსი 50:50-ზე იქნება..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Mar 2015, 20:19
namana
ბუშმალას ფესვიდან ამოდის ამონაყრები და მათი ჩამოჭრა ცალკე გადარგვის მიზნით უშედეგო იქნება გახმება, უმჯობესია დააცადოთ გაიზარდოს და შემდეგ გადააწვინოთ დაფესვიანების იმედით მე პირადად არ მიცდია და არც მსმენია, მაგრამ სავარაუდოდ უნდა დაფესვიანდეს

Posted by: namana 30 Mar 2015, 02:26
მადლობთ ყველას რჩევისთვის. დავტოვებ და დაველოდები.
არადა ისეთი ლამაზი ხეა, ვჩქარობ მათგამრავლებას!!!!

Posted by: 13plus 5 Apr 2015, 21:52
ლიმონის ხე მინდა 1 მეტრამდე, გაშლილი რომც იყოს ან ნერგი, ბინისთვის.

Posted by: KVINSON 7 Apr 2015, 22:40
ვინმეს რამე ოთახის მცენარე არ გავქთ ?

თუნდაც ფულის ხე მაზარება მაგი სგამო მოძრაობა და ასე შემდეგ თუ ვინმეს აგქვთ და მაცუქებს ნერგს მაინც მადლობელი ვიქნები

Posted by: rembrandt 21 Apr 2015, 17:54
თბილისში ნერგები ადგილზე მიტანით ვის აქვს?
ლეღვი, ბროწეული თუთა ანწლი პანტა და სხვა?

Posted by: 7soto7 21 Apr 2015, 20:37
koba6204
QUOTE
აქვე ვიკითხავ, ხომ არ იცით დიდი პლასმასის ქოთნები სად იყიდება იაფად, თიხის ქოთნებს
რომ გავს, სინამდვილეში პლასტმასებისაა, ალბათ მიმიხვდით, ეზოსთვის მინდა ცოტა დიდი
ზომის ნარგავებისთვის, მაგალითად ბზა, მცირე ზომის ნაძვი და ა.შ.



ვარკეთილში, პლასტმასების ბაზრობაზე.


Posted by: tuvalu1 22 Apr 2015, 20:50
ხომ არ იცის ბამბუკის ნერგები სად შეიძლება შევიძინო?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Green Earth 28 Apr 2015, 19:40
ხომ არ იცით მრავალძარღვა სად იყიდება ან სად შეიძლება შეგროვება თბილისი გარეუბნებში ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Apr 2015, 20:19
Green Earth
QUOTE
ხომ არ იცით მრავალძარღვა სად იყიდება ან სად შეიძლება შეგროვება თბილისი გარეუბნებში ?

მრავალძარღვა ძირითადად დაბალ ბალახში ხარობს ნახევარჩრდილში ნესტიან ადგილებში უნდა ეძებო

Posted by: likaberaia 4 May 2015, 17:16
QUOTE (dzaocom @ 27 Jan 2015, 12:17 )
მეგობრებო არ იცით სტევიას თესლებს სად ყიდიან? ან თქვენ რომ არ გაქვთ?

სტევია და ბევრი საინტერესო რამ შევიძინე სოფოსგან-https://www.facebook.com/groups/643123985774216/?fref=ts ,მაგრამ თესლებს გაყიდის 7 მაისამდე,მერე უკვე თესლები არ გაიყიდებაო,მარტო ყვავილის ნერგები

Posted by: Teiko_Tekle 16 May 2015, 23:19
მეგობრებო, თუ ვინმემ იცით დეკორატული და მარადმწვანე მცენარეების ნერგები (ტუია, ვერჩხლისფერი ნაძვი, თრმლი და ა.შ.) სად შეიძლება შევიძინო ყველაზე დაბალ ფასად , დაწერეთ დაა. წინასწარ მადლობა ყველას.

Posted by: Cephalaspidomorph 18 May 2015, 14:13
იყიდება ფიკუსი "ბენჟამენი" განცხადება ---> http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=7693096

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: MITIATO 4 Jun 2015, 16:16
QUOTE (MITIATO @ 8 Jul 2014, 16:54 )
გავაჩუქებ სოლანუმის (ე.წ. ქოთნის პომიდორი) ნერგებს.

user posted image



შარშან არ გაჩუქდა, იქნებ წელს უნდოდეს ვინმეს.
უკვე ყვავიან და ზოგიერთ ასხია კიდეც. user.gif
ლამაზი, ადვილად მოსავლელი მცენარეა.



Posted by: Greenbro 4 Jun 2015, 16:46
ხალხო გამარჯობა, მირჩიეთ სახლის კედელზე, ღობეზე რო გაიზარდოს რაც შეიძლება ფართოდ და დიდად რომელი მცენარეა ყველაზე ლამაზი და როგორ დავრგო, სასურველია თუ მარადმწვანე იქნება.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Jun 2015, 16:58
Greenbro
ბევრია ასეთი კოლხური თეთრი (ჭრელი) სურო ყველაზე ლამაზია ჩვეულებრივიც კარგია ორთავე მარადმწვანეა მე მაგათ გირჩევდი

Posted by: Greenbro 4 Jun 2015, 17:14
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა

სად ვიყიდი რა რა ღირს დაახლოებით?

რა დრო ჭირდება გასაზრდელად?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Jun 2015, 23:55
Greenbro
QUOTE
სად ვიყიდი რა რა ღირს დაახლოებით?

ვერ გეტყვი საერთოდ იპვი თუ არა გაყიდვაში მაგრამ შევარდნაძეს უეჭველი ექნება შეიძლეა ბებოებსაც ჰქონდეთ გამოტანილი ფოტოს მიხედვით იცნობ ჩვეულებრივ სუროსგან განსხვავებით ფოთოლი დაახლოებით ხელის მტევნის ზომის აქვს და უფრო მომრგვალო ფორმის

QUOTE
რა დრო ჭირდება გასაზრდელად?

თუ ფესვი კარგად მოიდგა (ნიადაგი თიხა და ქვიშა არაა) წყალს არ მოაკლებ და ხელს შეავლებ 2-3 წელიწადში უკვე კარგად გაიზრდება რაც უფრო დიდია მცენარე მით უფრო სწრაფად იზრდება

Posted by: 1900pn 6 Jun 2015, 00:46
გამარჯობა, მაინტერესებს სადმე თუ შევძლებ პიოენების ყიდვას, სადაც ვიკითხე ყველგან შეკვეთით არის, პირდაპირ რო შეიძლებოდეს ყიდვა ეგეთი ადგილი თუ იცით?

Posted by: gogliko777 6 Jun 2015, 22:43
QUOTE (Greenbro @ 4 Jun 2015, 16:46 )
ხალხო გამარჯობა, მირჩიეთ სახლის კედელზე, ღობეზე რო გაიზარდოს რაც შეიძლება ფართოდ და დიდად რომელი მცენარეა ყველაზე ლამაზი და როგორ დავრგო, სასურველია თუ მარადმწვანე იქნება.

Mეც სუროს ვაპირებდი მაგრამ ვარჩიე პართენოცისუსი, მარადმწვანე არაა მაგრამ შემოდგომა და გვიან ზამთრამდე წითელი ფოთლები აქვს.
სუროს მთავარი ნაკლი ისაა რომ ძალიან უყვართ ქვეწარმავლებს და ობობებს, ასევე ნალესს აფუჭებს მაგის ფესვები, პართენოცისუსი კიდ "ლიპუჩკასავით" ეკვრება და არ აზიანებს კედელს, ასევა არ ბუდობენ ბევრი ვიღაცეები smile.gif))
Dისუბეში გამოფენის წინ ვითიდე, თითო ნერგი 8 ლარი ღირდა თუ არ ვცდები გაზაფხულზე. Mიწით ყიდიან და ეხლაც შეგიძლია დარგვა!
ჟერ პატარებია მაგრამ უკვე მიმაგრდა სამიდან ერთი ნერგი კედელზე.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jun 2015, 23:04
gogliko777
QUOTE
ნერგი 8 ლარი ღირდა

და როგორც სარეველა ცოტა იზრდება თბილისში? biggrin.gif

Posted by: westgoth7 6 Jun 2015, 23:04
ბეტონის საყვავილე ქოთნები.ნებისმიერი ფორმისა და ფერის.595033276

Posted by: 死海. 7 Jun 2015, 02:15
gogliko777
QUOTE
პართენოცისუსი

სუროსგან რა განასხვავებს ქვეწარმაველბს და ობობებს რომ "განიზიდავს"?

Posted by: iBEST 9 Jun 2015, 00:40
MITIATO

QUOTE
შარშან არ გაჩუქდა, იქნებ წელს უნდოდეს ვინმეს


თუ არ გაჩუქებულა მე ვიჩუქებ დიდი სიამოვნებით love.gif

Posted by: Teiko_Tekle 9 Jun 2015, 13:26
რა ლამაზია ქოთნის პომიდორიი. სოლანუმის (ე.წ. ქოთნის პომიდორი) ნერგების ჩუქებას არ დავეძებ, სიამოვნებით შევიძენდი. თესლიც მაწყობს.
კიდევ, ძალიან მაინტერესებს, დეკორატიული ნერგები სად შეიძლება შევიძინო მისაღებ ფასად. მაგ. ვერცხლისფერი ნაძვი, ტუია, თრიმლი, ბზები, Berberis thunbergii, დახვეული ნაძვები რომ არის, რა ჰქვია არ ვიცი და სხვა... თუ ვინმემ იცით მომწერეთ რაა. წინასწარ მადლობააა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2015, 16:23
იყიდება Ctenanthe oppenheimiana

http://www.picz.ge

Posted by: Teiko_Tekle 9 Jun 2015, 17:32
რა ღირს? Ctenanthe oppenheimiana

Posted by: blue_velvet 9 Jun 2015, 18:59
M-A-S-E-R-A-T-I
ფასი? რამდენად ადვილი მოსავლელია?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jun 2015, 20:25
Teiko_Tekle
QUOTE
რა ღირს?

50 ლ

blue_velvet
QUOTE
ფასი? რამდენად ადვილი მოსავლელია?

ზამთარში 3-4 დღეში ერთხელ ვრწყავ ზაფხულში ყოველდღე მაგრამ ცოტა, 2 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება გადარგვა მიწის გამოცვლა. კარგად განათებული ოთახი სხვა არაფერი

Posted by: MITIATO 9 Jun 2015, 20:31
iBEST
Teiko_Tekle
თუ მართლა გინდათ, პირადში მომწერეთ და შევთანხმდეთ, როდის შევხვდეთ.
ვერცხლისფერი ნაძვის თესლსაც გაჩუქებ.
ბევრის ყიდვა მომივიდა. biggrin.gif

Posted by: 7soto7 9 Jun 2015, 20:41
MITIATO
QUOTE
ვერცხლისფერი ნაძვის თესლსაც გაჩუქებ.


ადვილად ამოდის?

Posted by: MITIATO 9 Jun 2015, 22:39
7soto7
QUOTE
ადვილად ამოდის?


ჩემთან ლობიოსავით ამოვიდა. yes.gif

Posted by: iBEST 10 Jun 2015, 00:29
MITIATO

QUOTE
თუ მართლა გინდათ, პირადში მომწერეთ და შევთანხმდეთ, როდის შევხვდეთ.
ვერცხლისფერი ნაძვის თესლსაც გაჩუქებ.
ბევრის ყიდვა მომივიდა


აუ კიი მართლა მინდა love.gif love.gif ორივე მინდა biggrin.gif

ბოლო დროს ძაან ფლორისტი გავხდი : ))))

Posted by: disney 12 Jun 2015, 14:16
ვინმე ხომ არ გამოიმეტებთ სედუმის (იგივე სუკულენტის) პაწაწა ნერგს, რომ გავზარდო, გავახარო? love.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jun 2015, 14:40
disney
QUOTE
ვინმე ხომ არ გამოიმეტებთ სედუმის (იგივე სუკულენტის) პაწაწა ნერგს, რომ გავზარდო, გავახარო? 

ბათუმში რომ იყო ბევრს გაჩუქებდი დღეს გადავყარე იმდენი მაქვს sad.gif

Posted by: disney 12 Jun 2015, 14:51
M-A-S-E-R-A-T-I

ნეტავ არ გეთქვა... sad.gif სხვების გულუხვობის იმედიც მაქვს...

Posted by: Cyd_Charisse 15 Jun 2015, 03:37
გამარჯობა
თუ ვინმეს კიდევ გაქვთ "ზედმეტი" თესლი ნებისმიერ მცენარეს ვიჩუქებ bis.gif

პ.ს. საკურა ხომ არ გეგულებათ ? Prunus serrulata

Posted by: guriaaa 19 Jun 2015, 03:49

სალამი ყველას

მაინტერესებს საქმოიას ნერგი ამაზონიდან გამოგიწერიათ ვინმეს? უპრობლემოდ ჩამოდის თუ რაიმე წესებია

ამის გამოწერა მინდა http://www.amazon.com/Nicely-started-California-redwood-tree/dp/B003ZJ75HO/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1434668897&sr=8-7&keywords=GIANT+SEQUOIA

და ეს რა არის თესლია? http://www.amazon.com/Giant-Sequoia-Growing-Kit/dp/B000EJ14FM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1434671325&sr=8-2&keywords=GIANT+SEQUOIA ივარგებს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jun 2015, 14:27
guriaaa
სექვოიას ნერგები ბათუმის ბოტანიკურში იყიდება უკვე გაზრდილები yes.gif

Posted by: ilikeit 19 Jun 2015, 14:37
ავოკადო მომყიდეთ ხალხო, არ აქვს მნიშვნელობა რამხელაა user.gif

Posted by: ლლევ 19 Jun 2015, 17:00
guriaaa

QUOTE
ამის გამოწერა მინდა http://www.amazon.com/Nicely-started-Calif...s=GIANT+SEQUOIAდა ეს რა არის თესლია? http://www.amazon.com/Giant-Sequoia-Growin...s=GIANT+SEQUOIA ივარგებს?


ნერგის გამოწერა არ ვიცი ღირს თუ არა. 10 დღე მაინც მოუნდება გზაში მინიმუმ და ჩამოვა ნორმალურ მდგომარეობაში?
რაც ეხება თესლს. მე გამოვიწერე ზუსტად ეგეთ კონტეინერში იყო 5 მარცვალი. დავთესე ინსტრუქციის შესაბამისად და 1 ცალი ამოვიდა.
აი ესაა ის გამყიდველი ვისგანაც მე გამოვიწერე http://www.amazon.com/gp/product/B000KJRPOA?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o03_s00
მიწიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლის იყო რომ გადავრგე გრუნტში
ერთი კვირა იცოცხლა
მერე მოკვტა sad.gif

ალბათ რაღაც დავაკელი.

მოკლედ, ღირს თუ ნერვები გაქვს და ლოდინი შეგიძლია smile.gif

Posted by: guriaaa 19 Jun 2015, 22:59
M-A-S-E-R-A-T-I

გაიხარე !!!!

Posted by: Cyd_Charisse 20 Jun 2015, 01:32
ჯაკარანდა ვინმეს გამოგიზრდიათ სახლში? ამ დღეებში ვიყიდი თესლს და ვნახოთ აბა smile.gif


greengarden.geზე ვაპირებ შეძენას.

Posted by: guriaaa 21 Jun 2015, 21:27
ლლევ

მადლობა დიდი, გავითვალისწინებ

Posted by: Jaguar paw 22 Jun 2015, 12:26
ვიჩუქებ ადვილად გასახარებელ და ტენიანობის მოყრავულ მცენარეებს smile.gif
სასურველია, დაბალი განათების პირობებში არ გაფუჭდნენ user.gif

Posted by: CENTURIONI 24 Jun 2015, 23:24
QUOTE
ჯაკარანდა ვინმეს გამოგიზრდიათ სახლში? ამ დღეებში ვიყიდი თესლს და ვნახოთ აბა

ჩვენთან იზრდება ჯაკარანდას ხე? მეც მაქვს მაგის მოშენების სურვილი

Posted by: kato_stropa 6 Jul 2015, 00:04
MITIATO
რა ლამაზი პომიდვრებია smile.gif) მე მქონდა და გამიხმა. თუ არ წაუყვანია არავის,წავიყვანდი smile.gif)

სუკულენტების დიდი არჩევანი სად იქნება? კალანჰოე მინდა მოვიშინაურო

Posted by: MITIATO 7 Jul 2015, 00:05
kato_stropa
არ წაუღია არავის.
შემეხმიანებიან და მერე იკარგებიან. mo.gif

ჩვეულებრივ კალანხოეს ბევრგან ნახავ.
მაგ. ვაგზალზე სადაც ყვავილებს ყიდიან, ბევრს აქვს.
მე არ მაქვს, თორემ მოგცემდი.

Posted by: Cyd_Charisse 7 Jul 2015, 21:23
CENTURIONI
ერთმა ქალმა დაწერა მე გამოვზარდეო.

Posted by: CENTURIONI 8 Jul 2015, 08:36

QUOTE
ერთმა ქალმა დაწერა მე გამოვზარდეო.

სად დაწერა? გარეთ უდგას თუ სახლში? საინტერესოა. თბილისში გამოზარდა თუ დასავლეთ საქართველში. მაგ ხეს შედარებით თბილი კლიმატი უყვარს.

Posted by: MITIATO 8 Jul 2015, 10:53
QUOTE
ჯაკარანდა

QUOTE
მე გამოვზარდეო


გამოზრდით კი გამოზრდი, მერე სად უნდა წაიღო, ეგაა საქმე.
მაქსიმუმ -5 გრადუს ყინვას უძლებს.
დასავლეთ საქართველოში კიდევ შეიძლება გაახარო.

არა და რა ლამაზია. mo.gif

Posted by: Shurige 8 Jul 2015, 14:45
შესაბამისი თემა არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აქ გკითხავთ მცოდნეებს smile.gif

ეს რა მცენარეა, თუ იცით ვინმემ?
თბილისში მიგდას ეზოში ერთი 15 წელია, მივარდნილ ადგილას (მანადეც იდგა, რაც მე თავი მახსოვს, მაგრამ ის მოვჭერი, რადგან დაბერდა) და აზრზე არ ვარ, რა ჰქვია.

ხესავით ისზრდება, ერთი, 2,5-3 მეტრამდე, ანუ ამონაყარები არ აქვს, მაგალითად, როგორც იასამანს.
ყვავილობს ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე (ასე მახსოვს და დავაკვირდები წელს).

http://www.radikal.ru

Posted by: Melano 8 Jul 2015, 15:20
Shurige
Althea or Rose of Sharon
Hibiscus syriacus

Posted by: MITIATO 8 Jul 2015, 15:23
Shurige
QUOTE
ეს რა მცენარეა, თუ იცით ვინმემ?


სირიული ჰიბისკუსია.

Posted by: Shurige 8 Jul 2015, 15:28
Melano
QUOTE
Althea or Rose of Sharon
Hibiscus syriacus

მადლობა, მელანო smile.gif

Posted by: Melano 8 Jul 2015, 15:32
Shurige
არაფრის 2kiss.gif

Posted by: Shurige 8 Jul 2015, 15:45
MITIATO
მადლობა smile.gif

Melano
MITIATO
კიდევ ერთი მცენარის სახელი არ ვიცი, მაგრამ ის ახლა არ ყვავილობს და არ დავდებ.
ლიანასავით იზრდება, მარდმწვანეა, ყვავილობს ივნისის დასაწყისში, აქვს ერთდროულად თეთრი და მუქი ყვითელი "კოლოკოლჩიკივით" ყვავილები (ანუ ერთ მცელარეზე ზოგი თეთრია, ზოგი მუქი ყვითელი) და აქვს ძალიან სასიამოვნო და მძფრი სუნი. ყვავილობის მერე იკეთებს თითქმის შავ, პატარა, კენკრასავით ნაყოფს თუ თესლს

პატარა ტოტები ძალიან ინტენსიურად უხმება და სულ მაგის კრეჭაში ვარ smile.gif smile.gif

თუ ამ დახასიათებით რამე თქვენთვის ცნობილი წარმოგიდგათ თვალწინ, მაშინ გადავუღებ ფოტოს და დავდებ უფრო დაზუსტებისთვის

Posted by: TT-KK 8 Jul 2015, 16:48
Shurige
QUOTE
ამონაყარები არ აქვს, მაგალითად, როგორც იასამანს.

თესლით შეგიძლია გაამრავლო.

Posted by: Shurige 8 Jul 2015, 17:28
TT-KK
QUOTE
თესლით შეგიძლია გაამრავლო.

კი, თეთრი ფერის დავთესე, ანუ "გადავამრავლე" ჩემივედან და ამოვიდა smile.gif

ეგ მცენარე დასავლეთ საქართველოშI გაიხარებს?
სირიულიო და რა ვიცი, კლიმატში მაინც დიდინ განსხვავებაა ლიხსაქეთს და ლიხსიქეთს შორის smile.gif

Posted by: CENTURIONI 9 Jul 2015, 07:57
MITIATO
QUOTE
გამოზრდით კი გამოზრდი, მერე სად უნდა წაიღო, ეგაა საქმე.
მაქსიმუმ -5 გრადუს ყინვას უძლებს.
დასავლეთ საქართველოში კიდევ შეიძლება გაახარო.

არა და რა ლამაზია.

საქართველოში რომელიმე ბოტანიკურ დაღში არ აქვთ ნეტავ? იმათგან შეიძლებოდა გაგება თუ როგორ ეგუება აქაურობას.
მასე ჩერიმოიები მაქს ქოთანში 2 წელზე მეტია და არ ვიცი სად წავიღო უკვე საკმაოდ დიდები არიან გარეთ ჭირდებათ გადარგვა .ესენიც პატარა ყინვას უძლებენ მარა დიდი ყინვა გააფუჭებს და ამიტომ ჯერჯერობიტ ისე ქოთანში ვინახავ.

Posted by: Shurige 9 Jul 2015, 10:03
CENTURIONI
QUOTE
ჩვენთან იზრდება ჯაკარანდას ხე? მეც მაქვს მაგის მოშენების სურვილი

ახლა დავათვალიერე ფოტოები და როგორც ჩანს, ფოთში ქუშებში დარგულია ეგ ხე.
კერძოდ, jacaranda mimosifolia. ნუ, ძალიან ჰგავს თავისი მტევნისგვარი ყვავილებით, ყვავილის ფერი ხომ ერთი ერთშია და რა ვიცი.
აი, ფოთლები არ მახსოვს, როგორი აქვს ფოთში მზარდ ხეს.
სამწუხაროდ ახლა არ ვარ ფოთში, თორე გადავიღევდი დღესვე და შევადარებდით smile.gif

Posted by: CENTURIONI 9 Jul 2015, 17:04
Shurige
ვა საინტერესოა. კონკრეტულად რა ადგილებშია დარგული ხომ ვერ მეტყვი. იქითა კვრიაში მივდივარ ურეკში და ფოთშიც შევივლიდი და ვნახავდი . ეზოებში უდგათ თუ ქუჩებში დგას?

Posted by: Shurige 10 Jul 2015, 01:39
CENTURIONI
თუ ნამდვილად ეგ არის და არ მეშლება (არადა, ყვალილი ძალინ ჰგავს, მტევნისებური ფორმითაც და ფერითაც), მე ორ ადგილას მახსენდება ფოთში.
ერთი ზღაზე მიმალავალ ერთ ერთ ქუჩაზე, თამარ მეფის ქუჩაზე (ან მის პარალელეურზე), ზრვასთან ახლოს და
მეორე - გეგიძის ქუჩაზე (ფორტის და რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ქუჩა).
თამარ მეფის ქუჩაზე რომაა, მანდ ფოტოც მაქვს გადაღებული ყვავილობის პერიოდში, ერთი, 15 წლის წინ, ფოტოფირით, მაგრამ რა იპოვნის ახლა იმ ნაბეჭდ სურათს? biggrin.gif

ახლა ჩემებთან გადავრეკე ფოთში და ბევრგან დგასო, ქუჩებშიც და ეზოებშიც (ეზოებში მე არ დავკვირვებივარ, არ ვიცი).

გაზაფხულზე ყვავისო.
ეგ ჯაკარანდა გაზაფხულზე ყვავის?

Posted by: 死海. 10 Jul 2015, 21:46
ახლა რომ დავრგო სურო გაიხარებს? და რამდენი ნერგი დასჭირდბეა 10 მ. სიგრძის მესერს?

თემა ამრევია



რა ღის სურო და სად ყიდიან იქნებ დაწეროთ

Posted by: CENTURIONI 11 Jul 2015, 21:41
Shurige
გასაგებია მადლობა.
QUOTE
გაზაფხულზე ყვავისო.
ეგ ჯაკარანდა გაზაფხულზე ყვავის?

არ ვიცი როდის ყვავის ზუსტად.

Posted by: GioWEED 17 Jul 2015, 18:22
Cannabis indica-ს თავები სად ვიშოვო? biggrin.gif

ჯაკარანდას ხეს მაინც არ ჯობია? biggrin.gif

Warning:
გაფრთხილება, შემდეგზე დაგემატება 20% 

Posted by: disney 7 Aug 2015, 14:02
ვიჩუქებ ნებისმიერი ქოთნის ყვავილის ფოთოლს, ან ტოტს დასაფესვიანებლად, ნერგს. love.gif გადავწყვიტე კიდევ უფრო გავალამაზო ჩემი სახლი ყვავილებით. love.gif წინასწარ გმადლობთ. : ))

Posted by: 2110 12 Aug 2015, 15:41
QUOTE
შარშან არ გაჩუქდა, იქნებ წელს უნდოდეს ვინმეს.

MITIATO
ვიჩუქებ დიდი სიამოვნებით smile.gif
* * *
გამარჯობაsmile.gif) აივანზე მმინდა მარადმწვანე მცენარეები-ძირითადად მცოცავ-ჩამოსაკიდი.. რომელ მცენარეებს მირჩევთ? ცხვირწინ სახლი ამიშენეს და რამენაირად მინდა ხედი მოვალამაზო

Posted by: MITIATO 12 Aug 2015, 18:44
2110
QUOTE
ვიჩუქებ დიდი სიამოვნებით

გაჩუქდა უკვე.

Posted by: TitanKronos 18 Aug 2015, 17:30
სალამი ხალხს , სადმე ხომ არ იცით ცოტა იაფად რომ მომყიდონ 100 ცალი თეთრი ვარდი და პლიუს თაიგულათაც რომ შეკრან ? იქნებ ვინმემ იცოდეთ ცოტა კარგი ხარისხის და ნორმალურ თაიგულსაც რომ აკეთებდნენ ^_^

Posted by: Girl 29 Aug 2015, 15:30
ბამბუკის ხეები სად ვიყიდო ? Phyllostachys Bissetii ეს მინდა ან რამე ესეთი მარადმწვანე და გამძლე ბამბუკი ქოთნისთვის. მაქსიმუმ 2 მეტრი რომ გაიზარდოს. ან რამე მსგავსი სხვა ხე თუ იცით, privacy screen უნდა გავაკეთო აივანზე = ))))))) დამეხმარეთ პლზ რჩევებიტ

ამაზონზე ვიპოვე მაგრამ არ ვიცი გამოწერა შეიძლება თუ არა მცენარეების და რამდენად ცოცხალი ჩამოვა კიდე ცალკე საკითხავია : ))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Aug 2015, 16:12
Girl
QUOTE
ამაზონზე ვიპოვე მაგრამ არ ვიცი გამოწერა შეიძლება თუ არა მცენარეების და რამდენად ცოცხალი ჩამოვა კიდე ცალკე საკითხავია : ))

ბათუმის ბოტანიკურს აქვს ნერგები დუკავშირდი

Posted by: datiko 1 Sep 2015, 13:56
მეგობრებო
ნაძვის ან ფიჭის ნერგები სად ვიყიდო?

Posted by: gogliko777 1 Sep 2015, 15:24
datiko
საქართველოს ნერგებში აქვთ ყველაზე ადეკვატური ფასები. აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში, ქალაქიდან რო გადიხარ მარჯვენა მხარეს!

Posted by: datiko 1 Sep 2015, 18:03
gogliko777
მაგათ მივწერე ფბ ზე . მარი მარკეტთან ახლოს არიან?

Posted by: grou 23 Sep 2015, 21:19
goglexa
ბუგენვილია თუ გაქვთ, რამხელა (რა სახეობის – გლაბრა თუ სხვა, და რა ფერის) და რა ფასია?

Posted by: i_am_goddess 25 Sep 2015, 13:25
იქნებ ვინმემ იცოდეთ რა ქვია ამ ყვავილს, ან ვინმე ხომ არ ყიდით, აჩუქებთ კარგ გოგოს ან რავიცი..
user posted image

Posted by: 死海. 27 Sep 2015, 00:08
i_am_goddess
იაა. ასეთი ჭრელი რომელი სახეობაა ვერ ვიპოვე.

Posted by: i_am_goddess 28 Sep 2015, 14:50
死海.
ია რომაა ვიცი, კონკრეტულ სახელს ვრრ მივაგენი sad.gif
მადლობა

Posted by: MITIATO 28 Sep 2015, 18:43
i_am_goddess

Picasso-ს გავს.

Posted by: gogliko777 28 Sep 2015, 19:00
datiko
ხო რო გაცდები მაგას სადღაც 500 მეტრშია დაახლოებით თU არ ვცდები.... მაგ გაყოლებაზეა მოკლედ დაინახავ. მეც უნდა გავიარო ამ დღეებში, ტუიბი მინდა ვიყიდო გავახალისო ეზო smile.gif

Posted by: Gamerx 4 Oct 2015, 14:11
იყიდება აგავა 50 წლის....თუ დაინტერესდებით მომწერეთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 4 Oct 2015, 20:14
Gamerx
QUOTE
იყიდება აგავა 50 წლის....თუ დაინტერესდებით მომწერეთ

აგავა სულ 30 წელი ცოცხლობს შემდეგ ყვავილობს და კვდება 50 წლის ვერ იქნება

Posted by: north 4 Oct 2015, 21:43
გავაჩუქებ კალანხოეს კარგ და მზრუნველ პატრონზე, ქოთნით.


Posted by: torni_torni91 12 Oct 2015, 00:25
გამარჯობა. აბა თუ სურვილი გექნებათ ვინმეს მაჩუქეთ როგორც ქოთნის ასევე ეზოს ყვავილები ან ნერგები და ა.შ

Posted by: butana 16 Oct 2015, 18:54
იყიდება ულამაზესი დრაცენა ერთ მეტრამდე სიგრძის.

Posted by: marikap 4 Jan 2016, 19:14
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 29 Aug 2015, 16:12 )
Girl
QUOTE
ამაზონზე ვიპოვე მაგრამ არ ვიცი გამოწერა შეიძლება თუ არა მცენარეების და რამდენად ცოცხალი ჩამოვა კიდე ცალკე საკითხავია : ))

ბათუმის ბოტანიკურს აქვს ნერგები დუკავშირდი

ბამბუკის ნერგებს მეც ვეძებ. ფასიც ხომ არ იცით თუ რა ღირს ბათუმის ბოტანიკურში ბამბუკის ნერგები?
* * *
M-A-S-E-R-A-T-I

ბამბუკის ნერგებს მეც ვეძებ. ფასიც ხომ არ იცით თუ რა ღირს ბათუმის ბოტანიკურში ბამბუკის ნერგები?


Posted by: მადამ ფისუნია 4 Jan 2016, 21:11
სად შეიძლება შევიძინო ბონსაი (ჯუჯა ხეები) ან თესლები ?

Posted by: narmonana 4 Jan 2016, 22:12
მადამ ფისუნია
ბონსაის თესლი არ არსებობს,ბონსაები გარდენიებში და მისთანებში იყიდება,მაგრამ წესიერები არსადააა.ისეთი,რომ მოგინდება ყიდვა.

ფიკუსებია დომინოში 128 ლარად.ეგენი კია ლამაზები,თუ ეგ სტილი მოგწონს

Posted by: მადამ ფისუნია 4 Jan 2016, 23:42
narmonana
QUOTE
ბონსაის თესლი არ არსებობს

მეც მეგონა არ არსებობდა, მაგრამ სადღაც ვნახე პოსტი თესლს ვყიდიოოო და იმიტომ დავინტერესდი.... ვიცი რომ ძნელი გასაზრდელია...


QUOTE
ფიკუსებია დომინოში

რამე უფრო ვარდისფერი მინდა biggrin.gif
საკურა მინდა უფრო კონკრეტულად... rolleyes.gif


http://radikal.ru/big/ef32a14c520040a7835077cf149e0c76

Posted by: narmonana 5 Jan 2016, 00:17
მადამ ფისუნია
ჰოო,მოგართმევენ საკურას.

აქ არ ვიცი თუ იქნება,კარმონები მომრავლდა ამ ბოლო დროს გასაყიდად,პატარა თეთრი ყვავილები აქვთ


მაგრამ ბონსაის მუღამი იმაშიარ,რომ თვითონ გაზარდო.ამ გაზაფხულზე უნდა ამოვთხარო ალუბლის ხე

რაც სურათზეა ეგეთი რომ გააკეთო,სულ 2-3 წელი უნდა

Posted by: narmonana 7 Jan 2016, 22:27
ასეთები არ გყავთ რომ მაჩუქოთ ცოტა-ცოტა ?ნუ,თუ ბევრი გყავთ

https://www.google.com/search?q=succulents&biw=1280&bih=913&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwigxtvkqZjKAhVLVRQKHQudCq8Q_AUICCgC

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jan 2016, 12:51
narmonana
სუკულენტები თითოეული ჯიში 5 ლარიდან იწყება მაღაზიებში

Posted by: narmonana 8 Jan 2016, 14:12
M-A-S-E-R-A-T-I
ვიცი ბატონო

პროსტა ერთი ფოთოლი მინდა კეთილი ადამიანებისაგან

ფოთლით მრავლდება ძალიან ადვილად.

ნუუ თუ რათქმაუნდა იმედენი აქვთ რომ არ დაენანოთ ფოთოლი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jan 2016, 22:39
narmonana
კი მარტივად მრავლდება საკმაოდ მაქეთ ვიყო გაჩუქებდი, ფბ -ზე "ყვავილნარი" _ჯგუფში იკითხე

Posted by: narmonana 9 Jan 2016, 22:53
M-A-S-E-R-A-T-I
ჰო,ეგეცაა.აქეთ კაი ჰიპერმარკეტია რაღაცეების და ესენიც აქვთ ბევრნაირი,უნდა დავაცალო თითო ფოთოლი ყველას,მაინც მანდ ვმუშაობ

Posted by: omerta 9 Feb 2016, 21:48
datiko

ნერგები ვისაც დაგჭირდეთ, მე მექნება გაზაფხულისთვის რამოდენიმე ტიპი:
კედარი ჰიმალაის (ათეულ ათასობით), კედარი ლიბანის (დაახლოებით ასი ცალი),
სოჭი კავკასიური (დაახლოებით 5 ათასი) და კიდევ 4 სახეობის (100-100 ცალი).
რამოდენიმე ტიპის ნაძვი (100-100 ცალი);
ტუია კონტაქტური (ათეულ ათასობით);
ფიჭვი შავი (ათეულ ათასობით), ფიჭვი ელდარის (ათეულ ათასობით), ფიჭვი კაუჭა (ათეულ ათასობით), აგრეთვე სხვა 4 სახეობა (100-100 ცალი).
კიპარისი პირამიდული, ჩვეულებრივი და ვერცხლისფერი.
ცხენის წაბლი(ათასამდე)

ერთი წლის შემდეგ მექნება:
კანადური, ლურჯი და ვერცხლისფერი ნაძვები, 30-მდე სახეობა;
ლურჯი სოჭი, კედარი 12-მდე სახეობა;
მტირალა კედარის და ლარიქსის ათამდე სახეობა;
ურთხელისებრთა მინიმუმ 5 ლამაზი სახეობა;
ჯუჯა ფიჭვების და ნაძვების მინიმუმ 25 სახეობა;
ლურჯი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ღვია და კიპარისის ათამდე სახეობა;
აუცილებლად იქნება არაუკარიას და აგატის მინიმუმ 5 სახეობა.

წიწვოვნებს გარდა წარმოდგენილი გვექნება:
იფნის, იგივე კოპიტის 2 სახეობა;
ნეკერჩხლის რამოდენიმე სახეობა, მათ შორის მინდვრის, იაპონური, მანჯურიული და მელნისფერის ოცამდე სახეობა;
ცაცხვი ორი სახეობის;
პავლოვნია 7 სახეობის. სხვადასხვა პირობების შესაბამისად რომ გავრცელდეს.
აუცილებლად აფრიკული ტიტა და ჭიანჭველას ხე.

კიდევ ბევრ სხვა მცენარეებზე მაქვს გათვლა და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ყელში ამომივიდა ჩვენი მენერგეების უსინდისობა!
ერთი ჰიმალაის კედარი 200 ლარი, რა უბედურებაა?
ისე, ეს საქმეც მიყვარს...

Posted by: mustafa_ibrahim 10 Feb 2016, 11:02
omerta
QUOTE
ტუია კონტაქტური (ათეულ ათასობით);

რა სიმაღლის იქნება და რა ეღირება?

Posted by: omerta 10 Feb 2016, 11:14
mustafa_ibrahim
10-20 სმ.
ალბათ 1 ლარი.

Posted by: nalbo 10 Feb 2016, 18:32
გამარჯობათ, ხე მინდა რომელსაც დიდი ჩრდილი ექნება და სწრაფად გაიზრდება შედარებით ეზოსთვის და რას მირჩევდით?

Posted by: ucxo777 10 Feb 2016, 21:51
nalbo
ცაცხვი, ძალიან კარგი ჩრდილი აქვს

Posted by: davita74 11 Feb 2016, 00:28
ucxo777
ცაცხვი ძალიან ნელა იზრდება.
* * *
nalbo
QUOTE
გამარჯობათ, ხე მინდა რომელსაც დიდი ჩრდილი ექნება და სწრაფად გაიზრდება შედარებით ეზოსთვის და რას მირჩევდით?

სად აპირებ დარგვას რომელ რეგიონში???

Posted by: nalbo 11 Feb 2016, 23:19
davita74
თბილისში . მაგრამ ნიადაგი როგორია არ ვიცი შავი მიწის ქვემოთ რაღაც მოყვითალო მიწაა გაიხარებს ვითომ.

Posted by: nika5 12 Feb 2016, 09:34
nalbo
QUOTE
ამარჯობათ, ხე მინდა რომელსაც დიდი ჩრდილი ექნება და სწრაფად გაიზრდება შედარებით ეზოსთვის და რას მირჩევდით?

პავლოვნია...

Posted by: davita74 12 Feb 2016, 23:06
nika5
QUOTE
პავლოვნია...

100%
up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: Picvaso 17 Feb 2016, 12:16
გამარჯობათ.
მინდა სატაცურის თესლის ყიდვა. ხომ ვერ მიმასწავლით, ან იქნებ ვიმეს ჰქონდეს აქ გასაყიდ-გასაჩუქებელი...

* * *
omerta

ნერგების შესაძენად სად შეიძლება რომ მოვიდე?

Posted by: gogliko777 17 Feb 2016, 16:12
Picvaso
გამოიწერე ყველაზე კარგია.
შარშან ეგრე ვქენი, ასპარაგუს ქვია ინგლისურად - ძალიან კი ვისიამოვნეთ რაც მოვიყვანეთ იმით.
კაპიკები ღირდა თესლები, დოლარის ფარგლებში

Posted by: Picvaso 17 Feb 2016, 17:34
gogliko777




მადლობა

Posted by: nika5 18 Feb 2016, 09:42

მჭირდება ნაღდი რენკლოდის (ე.წ. "ლენკროტის") ჯგუფის მომწვანო ქლიავის ნერგი (სულ: 2-3 ც) ...

Posted by: Cephalaspidomorph 19 Feb 2016, 14:57


იყიდება ფიკუსი ბენჟამენი --- > http://www.mymarket.ge/ka/product/view/8927691/

http://radikal.ru/big/a334afdc4b894b76aa4551e7b46f019e

http://radikal.ru/big/6cac65620d584d6596a22af5b63c554c

Posted by: bum65 21 Feb 2016, 15:52
omerta
QUOTE
ნერგები ვისაც დაგჭირდეთ, მე მექნება გაზაფხულისთვის რამოდენიმე ტიპი:
კედარი ჰიმალაის (ათეულ ათასობით), კედარი ლიბანის (დაახლოებით ასი ცალი),
სოჭი კავკასიური (დაახლოებით 5 ათასი) და კიდევ 4 სახეობის (100-100 ცალი).
რამოდენიმე ტიპის ნაძვი (100-100 ცალი);
ტუია კონტაქტური (ათეულ ათასობით);
ფიჭვი შავი (ათეულ ათასობით), ფიჭვი ელდარის (ათეულ ათასობით), ფიჭვი კაუჭა (ათეულ ათასობით), აგრეთვე სხვა 4 სახეობა (100-100 ცალი).
კიპარისი პირამიდული, ჩვეულებრივი და ვერცხლისფერი.
ცხენის წაბლი(ათასამდე)

ერთი წლის შემდეგ მექნება:
კანადური, ლურჯი და ვერცხლისფერი ნაძვები, 30-მდე სახეობა;
ლურჯი სოჭი, კედარი 12-მდე სახეობა;
მტირალა კედარის და ლარიქსის ათამდე სახეობა;
ურთხელისებრთა მინიმუმ 5 ლამაზი სახეობა;
ჯუჯა ფიჭვების და ნაძვების მინიმუმ 25 სახეობა;
ლურჯი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ღვია და კიპარისის ათამდე სახეობა;
აუცილებლად იქნება არაუკარიას და აგატის მინიმუმ 5 სახეობა.

წიწვოვნებს გარდა წარმოდგენილი გვექნება:
იფნის, იგივე კოპიტის 2 სახეობა;
ნეკერჩხლის რამოდენიმე სახეობა, მათ შორის მინდვრის, იაპონური, მანჯურიული და მელნისფერის ოცამდე სახეობა;
ცაცხვი ორი სახეობის;
პავლოვნია 7 სახეობის. სხვადასხვა პირობების შესაბამისად რომ გავრცელდეს.
აუცილებლად აფრიკული ტიტა და ჭიანჭველას ხე.

სად გექნებათ? თბილისში?

Posted by: janriko 23 Feb 2016, 22:24
იყიდება ალვის ხის ნერგები (ქარსაცავისთვის) ფასი--- 4 ლარი.

ტელ: 597310707

Posted by: NTango 25 Feb 2016, 22:23
თუ იცით, ტყეში მომცრო ხის ამოთხრა და სახლში წაღება გადასარგველად დასჯადია? მოჭრა ალბათ აკრძალულია, მაგრამ გადარგვაც? smile.gif
* * *
შევიძენ მოზრდილ ხეს, 3-5 მეტრი სიმაღლის, რომლის გადარგვაც შეიძლება და გაიხარებს. შეიძლება იყოს მარადმწვანე, ხეხილი, ფოთლოვანი. მთავარია იყოს საკმაოდ მოზრდილი, რომ უკვე ჰქონდეს ჩრდილი, გაიხაროს გადარგვის მერე (თბილისში) და მის ძირში შეიძლებოდეს დაჯდომა (ამიტომ ნაძვი არ გამოდგება).

Posted by: davita74 25 Feb 2016, 22:36
janriko
QUOTE
იყიდება ალვის ხის ნერგები (ქარსაცავისთვის) ფასი--- 4 ლარი.

რამხელაა ეს ალვის ხის ნერგი ამხელა ფასი რომ ააქვს??????? როგორც ვიცი საკმაოდ სწრაფმზარდია და ადვილად იხარებს მაგრამ ეს თქვენი ნერგები რა ზომისაა??????

Posted by: John Jolie 25 Feb 2016, 23:03
დრაცენა მინდა, პალმას რომ გავს და თეთრი ორქიდეა იასამნისფერი ალაგ-ალაგ, არასმტრიულად განლაგებული წინწკლებით
ევრო ეზოში ძვირი ღირს ყვავილები? დრაცენა ერთი ქუჩაში მეგულება ცოტა იაფად მაგრა, იქ რომ არ დამხვდეს, სად მირჩევთ მივიდე?

http://radikal.ru/big/6104e9bc0e4a4beda74300ec0714a4bc
* * *
butana
QUOTE
იყიდება ულამაზესი დრაცენა ერთ მეტრამდე სიგრძის

პალმისნაირი? სურათი და ფასი მომწერეთ აბაა smile.gif

Posted by: omerta 28 Feb 2016, 16:39
Picvaso
QUOTE
მინდა სატაცურის თესლის ყიდვა. ხომ ვერ მიმასწავლით, ან იქნებ ვიმეს ჰქონდეს აქ გასაყიდ-გასაჩუქებელი...



სატაცურის თესლი იყიდება ყოფილი სამთო ქიმიის შენობაში, პირველ სართულზე.
ჩემი რჩევა იქნება, ქოთანში გამოიყვანო.

Picvaso
QUOTE
ნერგების შესაძენად სად შეიძლება რომ მოვიდე?


რა ნერგები გჭირდება?
წელს მხოლოდ რამოდენიმე ტიპის პავლოვნიები მექნება. ტუია და დანარჩენი შემოდგომით.
მარადმწვანე მცენარის შემოდგომით ჩარგვა არ ღირს.


bum65
QUOTE
სად გექნებათ? თბილისში?


კი, თბილისში, ოღონდ გაზაფხულისთვის ვიწყებთ გამოყვანას და წელსვე გადარგვა არასასურველია.

janriko
QUOTE
იყიდება ალვის ხის ნერგები (ქარსაცავისთვის) ფასი--- 4 ლარი


დიდი ბოდიშის მოხდით მეგობარო, მაგრამ ძვირია...
ალვის ხე ტოტის ჩარჭობით ხარობს და მაგოდენა ფასის დადება, ნამეტანი არაა?

NTango
QUOTE
შევიძენ მოზრდილ ხეს, 3-5 მეტრი სიმაღლის, რომლის გადარგვაც შეიძლება და გაიხარებს. შეიძლება იყოს მარადმწვანე, ხეხილი, ფოთლოვანი. მთავარია იყოს საკმაოდ მოზრდილი, რომ უკვე ჰქონდეს ჩრდილი, გაიხაროს გადარგვის მერე (თბილისში) და მის ძირში შეიძლებოდეს დაჯდომა (ამიტომ ნაძვი არ გამოდგება).


ეგ ვარიანტი ძალიან დიდ ხარჯებს მოიცავს...
მაგოდენა ხეების გადარგვა ბაღის ფასი ჯდება.
გარდა მაგისა, მაგას 3 წელიწადში ახალი ჩარგული პავლოვნია აჯობებს სიმაღლეში.
ოღონდ უნდა დაიცვა პირობები:
1. არ უნდა ჩარგო ჭაობიან ადგილში;
2. არ უნდა ჩარგო1-2 ცალი. ნიადაგში ნესტს ვერ შეინარჩუნებს; უნდა ჩარგო 5-5 მცენარის ჯგუფი.
3. ნიადაგი უნდა შეამზადო. აუცილებლად უნდა შეუქმნა სიფხვიერე ქვიშის გარევით და სინოყიერე ტყის მიწით და დამწვარი ნაკელით.

ანუ ჩრდილის მისაღებად უნდა ჩარგო მზის მოძრაობის მიმართულებით ზოლად. რგავ 6 ჯგუფს. თითო ჯგუფში 5 მცენარე კამათლის ბეშის პრინციპით.
ჯგუფის შიგნით მცენარეების დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 80 სანტიმეტრს.
ჯგუფებს შორის დაცილება უნდა იყოს მინიმუმ 3 მეტრი მწკვრივში და 2 მეტრი რიგში.
დარგვისას ამოთხრილი უნდა იყოს ორმო, 90 სმ სიღრმის, 1.5/1.5 მ. სიგანეში. მთავარი ხე ცენტრში დარგულია. დანარჩენი 4, ირგვლივ, მხოლოდ დამცავ ფუნქციას ასრულებს. ცენტრალურ ხეს გაცილებით მეტი პირობები ექმნება. 1 წლის შემდეგ გვერდითა ხეები სასურველია გადავჭრათ. შემდეგი წლისთვის კი სრულად ამოვძირკვოთ.
საერთოდ პლანტაციის გაშენებისას 3 რიგს რგავენ ხოლმე, იგივე ბეშის პრინციპით, მაგრამ რიგი არ გირჩიე, ნერგების დაზოგვის მიზნით.
ამ პრინციპის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში ნიადაგი გამოშრება და ზრდა შეფერხდება.
მორწყვა მაინც უნდა. ყოველ 2 კვირაში ერთხელ მაინც.
ამოთხრილი ორმო უნდა შეავსო მიწის ზედაპირი 4 სმ ნაწილით. უნდა აერიოს მასში ქვიშა, ტყის მიწა და მცირე წილი დამწვარი ნაკელი.
ტყის მიწის ნახვა ჩვენ პირობებში ძნელია და წონით ყიდიან. ამიტომაც ეგ ცოტა პრობლემაა. არ ვიცი როგორ გაართმევ თავს.
თუ ნაცნობი არ იქნა და არ ენდობი, არც ვინმეს დაუჯერო, რომ ნორმალურს მოგიტანებენ.
ამ პირობებს თუ დაიცავ, პირველი წლის ნერგი 6 მეტრი უნდა გაიზარდოს. მეორე წელიწადს, როცა გვერდითა ხეებს მოჭრი, ისინი ხელახლა ამოიყრის და ნიადაგს გამოშრობისგან დაიცავენ. მესამე წელს ფესვი ძალიან დიდი ექნება და დაცვა აღარ იქნება საჭირო. მოჩრდილვის სხვა საშუალებებიც არსებობს, მაგრამ როგორც წამიკითხავს, ეს ყველაზე ეფექტურია. ძირითადი ხე მეორე წელს უნდა გათავისუფლდეს გვერდითი ტოტებისგან 3.5-4 მეტრის სიმაღლეზე, ისე, რომ ზემოთ მინიმუმ 2 მეტრი დარჩეს ტოტების განვითარებისთვის.
3 წელიწადში ჩრდილი გექნება. 5 წელიწადში სრულყოფილი.
ეს მცენარე არაა მარადმწვანე. ჩრდილი ზამთარში არ აქვს.

Posted by: davita74 28 Feb 2016, 17:20
omerta
ნერგის ფასი რამდენია??????????

Posted by: omerta 28 Feb 2016, 17:51
davita74
QUOTE
ნერგის ფასი რამდენია??????????


წელს ძვირი დამიჯდება, უნდა შემოვიტანო და რამდენს ამოვიყვან, საკითხავია.
მომვალ წელს 1-2 ლარი.

Posted by: davita74 28 Feb 2016, 18:22
ანუ მომავალ გაზაფხულზე უყნდა დავრგო???/ თუ ამ შემოდგომაზეც მოესწრება????????

Posted by: Picvaso 1 Mar 2016, 11:27
omerta
ზუსტად ეგ მცენარეები მინდოდა, 1 ან 2 ძირი პავლოვნია მინდა, და 4 -6 ტუია, + კიდევ რამოდენიმე სხვა ტიპის ბუჩქოვანი მცენარე თუ გექნებათ . და მცირე კონსულტაცია ადგილის და გრუნტის შესარჩევად. PM-ში მომწერეთ მისამართი და მიახოებითი ფასიც

Posted by: buachidze5678 1 Mar 2016, 12:01
ფლორისტებო სალამი. პეტუნიის თესლები სად შემიძლია შევიძინო საქართველოში?
მითხრეს დიდუბეში, სამთო ქიმიის შენობაშიო და თქვენ თუ შეგიძენიათ მანდ?

Posted by: gio_xabaza 1 Mar 2016, 15:45
მცენარის დარგვა მინდა მაგრამ მარტივი მოსავლელი როიყოს და არც ძვირი ღირდეს და იქნებ ვინმემ განმანათლოთ მოვლის ეტაპები და მცენარეც მირჩიოთ

Posted by: zuradol 12 Mar 2016, 02:02
Convolvulus tricolor ამის თესლები სად იყიდება იცით?

Posted by: bullet3000 15 Mar 2016, 13:51
გამარჯობათ, მინდა შევიძინო ვაშლის, მსხლის, გარგლის, ატმის, ქლიავის, გოგრა ბლის( თეთრი შავი) ნერგები, თბილისში რომ გაიხაროს რა ჯიშებს მირჩევთ მცოდნეებო და სად შევიძინო?
პ.ს ეხლა თუ შეილება დარგვა???


Posted by: Picvaso 15 Mar 2016, 20:19
bullet3000
კი დარგვა შეიძლება, ყველა შენს ჩამოთვლი ხის ნერგს და კიდევ უფრო მეტს შეხვდები აღმაშენებლის ხეივანზე (ში)-თბილისი მოლის-კენ მიმავალ გზაზე + ყველაზე იაფად. 1 ნერგის ფასი 5 ლარია, ნებისმიერი ხილის ნერგის. და კარგად აქვთ სენახული, მიწით და ყველა საჭირო ნორმების დაცვით.იქვე გასხლავენ და დასარგავად გამზადებულ ნერგს გამოგატანენ

Posted by: MITIATO 20 Apr 2016, 12:10
ხარისგულა პომიდვრის ჩითილები მაქვს, შარშან ვიყიდეთ გარდენიიდან და თესლი შევინახეთ.
იმედი მაქვს, რომ ისევ ისეთი გემრიელი გამოვა.
მოკლედ, ძალიან ბევრი ამოვიდა და თუ ვინმეს გინდათ, გაჩუქებთ ჩითილებს.
3 ფოთოლზე არიან ჯერ. ძალიან დიდები არ არიან. ახლა უნდათ გადარგვა და უცებ გაიზრდებიან.


ჩვეულებრივი პომიდვრის ჩითილებიც გვაქვს გასაჩუქებელი, თუ სურვილი ექნება ვინმეს. biggrin.gif

Posted by: John Jolie 20 Apr 2016, 17:42
დრაცენა მინდა . სადმე იაფად სადაა მიმასწავლეთ... ან ვინმე ხომ არ გაყიდით? აი ესაა

https://www.google.ge/search?q=dracena&espv=2&biw=1366&bih=633&tbm=isch&imgil=WmFdMCBjvHmaSM%253A%253BN8DXytWSAU811M%253Bhttps%25253A%25252F%25252Fwww.greenerydesigns.com.au%25252Fproduct-category%25252Fdracena-yucca%25252F&source=iu&pf=m&fir=WmFdMCBjvHmaSM%253A%252CN8DXytWSAU811M%252C_&usg=__drRFPxVnw1N__NyzJ_63iaWlQRU%3D&ved=0ahUKEwiipvT2q53MAhXCuBQKHWhZC4kQyjcILQ&ei=8oYXV6LlC8LxUuiyrcgI#imgrc=UJ6szhEOKU7FEM%3A


Posted by: ლ 20 Apr 2016, 18:25
MITIATO

ხარისგულა ქოთანში არ ივარგებს თორემ სიამოვნებით გამოგართმევდი.


შარშან მოვიყვანე 3 ძირი (biggrin.gif) ჩერის პომიდორი ბალკონზე. ბევრი არ მოისხა, მაგრამ რაც იყო ძალიან გემრიელი გამოვიდა.
თესლი კიდევ მქონდა შემორჩენილი და 3 ცალი კიდევ დავთესე.

Posted by: davita74 21 Apr 2016, 02:33
MITIATO
QUOTE
ხარისგულა პომიდვრის ჩითილები მაქვს, შარშან ვიყიდეთ გარდენიიდან და თესლი შევინახეთ.
იმედი მაქვს, რომ ისევ ისეთი გემრიელი გამოვა.
მოკლედ, ძალიან ბევრი ამოვიდა და თუ ვინმეს გინდათ, გაჩუქებთ ჩითილებს.
3 ფოთოლზე არიან ჯერ. ძალიან დიდები არ არიან. ახლა უნდათ გადარგვა და უცებ გაიზრდებიან.


ჩვეულებრივი პომიდვრის ჩითილებიც გვაქვს გასაჩუქებელი, თუ სურვილი ექნება ვინმეს. 


ხარისგულას ჩითილები თუ დაგრჩა და არ გაგისხვისებია რამოდენიმეს გამოგართმევ smile.gif smile.gif
და ჩვეულებრივ პომიდვრის ჩითილებში რომელს გულისხმობთ??

Posted by: MITIATO 21 Apr 2016, 16:39
davita74

არა, ჯერ არ წაუღია არავის.

QUOTE
ჩვეულებრივ პომიდვრის ჩითილებში რომელს გულისხმობთ??

არ ვიცი რა ჯიშია. biggrin.gif
მოვარდისფრო პომიდვრებს იკეთებს და გემოც არ დაეწუნება.

Posted by: davita74 24 Apr 2016, 02:41
MITIATO
MITIATO
QUOTE
არა, ჯერ არ წაუღია არავის.


თუ შეგიძლიათ რამდენიმე ჩითილი რომ მომცეთ და თუ შეგიძლიათ როგორ დაგიკავშირდეთ?

Posted by: annavita 24 Apr 2016, 23:53
omerta
QUOTE
სატაცურის თესლი

სატაცური რა არის?

დამეხმარეთ, გთხოვთ, ტერასაზე მინდა ყვავილების გაშენება,5სართ. ღობის ვარდი ან რამე ისეთი რაც ყინვას უძლებს. რა ვიყიდო და სად ვიყიდო? გთხოვთ დახმარებას, მოდერატორმა დამიხურა თემა, არადა არსად არ არის გახსნილი მსგავსი თემა– ქოთნის ყვავილები ოთახის გარეთ. იქნებ რამე მირჩიოთ?

Posted by: MITIATO 25 Apr 2016, 13:04
davita74

პმ ნახე.
----------------------------------------

Posted by: davita74 25 Apr 2016, 20:42
MITIATO
ალბად საკუთარი სახლი გაქვთ და თუ გაქვთ ეზოში პატარა აუთვისებელი მიწა რაღაც თესლებს მოგაწვდით, სცადეთ იმედია გაამართლებს და მოგეწონებათ

Posted by: Master_Nick 25 Apr 2016, 22:34
ცაცხვის ხეები დავრგე 1 წლის წინ ეზოში, წელს კარგად დგანან გარდა ერთისა, წელში ვერ გაიმართა კარგად და რამე სასუქის გამოყნებას ხომ არ მირჩევდით?

Posted by: davita74 26 Apr 2016, 00:06
wishmaster_master
QUOTE
ცაცხვის ხეები დავრგე 1 წლის წინ ეზოში, წელს კარგად დგანან გარდა ერთისა, წელში ვერ გაიმართა კარგად და რამე სასუქის გამოყნებას ხომ არ მირჩევდით?

ბიორაგი ცადე??? ან ნატურალური ჯანმრთელი სასუქი საქონლის ნაკელის წყალხსნარი smile.gif
ნერგი რამდენად შეიძინე და სად თუ საიდუმლო არ არი?

Posted by: jaro87 26 Apr 2016, 14:18
არმა არავის უნდა მივყიდო? 3 ცალი მაქვს და მე ვეღარ ვეტევი სახლში. biggrin.gif
პალმა მაქვს კიდე, 10 წლის, პატარა ვედროში არის და არ ყოფნის ადგილი, მოწყენილია.

Posted by: enia 26 Apr 2016, 19:29
მოგესალმებით

მაქვს ზამიოკულკასი, რომელსაც დროდადრო უყვითლდება ტოტები და ვაჭრი sad.gif რით ვუწამლო ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

Posted by: Master_Nick 26 Apr 2016, 22:27
QUOTE (davita74 @ 26 Apr 2016, 00:06 )
wishmaster_master
QUOTE
ცაცხვის ხეები დავრგე 1 წლის წინ ეზოში, წელს კარგად დგანან გარდა ერთისა, წელში ვერ გაიმართა კარგად და რამე სასუქის გამოყნებას ხომ არ მირჩევდით?

ბიორაგი ცადე??? ან ნატურალური ჯანმრთელი სასუქი საქონლის ნაკელის წყალხსნარი smile.gif
ნერგი რამდენად შეიძინე და სად თუ საიდუმლო არ არი?

ჯერ არაფერი არ მიცდია, ბიორაგი სასუქია? სად იყიდება?

ნერგები ტყიდან მომიტანა აგარაკების ყარაულმა, ველური ცაცხვებია, ფასიც დემოკრატიული მითხრა ცალი 10 ლარი

Posted by: nika5 27 Apr 2016, 09:34
ნატურალური ხისგან დამზადებული, ფრინველის ნამდვილი ხის ბუდე. სასარგებლო და ესთეტური ნივთი, რომლითაც თქვენ შეძლებთ გაალამაზოთ ნებისმიერი ხე თქვენი სახლის ახლოს, ტყეში თუ აგარაკზე - შესანიშნავად ჩაეწერება ეზოს ექსტერიერში. საუკეთესო საჩუქარი თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. დამზადებულია ორნითოლოგების რჩევების გათვალისწინებით.

http://radikal.ru/big/1092fde3ade0496f8dbc90ed42877674

Posted by: davita74 27 Apr 2016, 19:39
nika5
nika5
QUOTE
ნატურალური ხისგან დამზადებული, ფრინველის ნამდვილი ხის ბუდე. სასარგებლო და ესთეტური ნივთი, რომლითაც თქვენ შეძლებთ გაალამაზოთ ნებისმიერი ხე თქვენი სახლის ახლოს, ტყეში თუ აგარაკზე - შესანიშნავად ჩაეწერება ეზოს ექსტერიერში. საუკეთესო საჩუქარი თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. დამზადებულია ორნითოლოგების რჩევების გათვალისწინებით.


ბავშვობა გამახსენდა, ესეთებს სკოლაში შრომის გაკვეთილზე გვაკეთებინებდნენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
wishmaster_master
QUOTE
ჯერ არაფერი არ მიცდია, ბიორაგი სასუქია? სად იყიდება?
აღმაშენებლის გამზირზე 20 ნომერში იყიდებოდა 1 ლიტრიანებშია,  შპს აგროინვესტი
ნერგები ტყიდან მომიტანა აგარაკების ყარაულმა, ველური ცაცხვებია, ფასიც დემოკრატიული მითხრა ცალი 10 ლარი

ბოდიში , მაგრამ თუ შეგიძლია, კითხე მაგ შენს ყარაულს აკაციის ნერგებს თუ მომიტანს და რა ფასში?????

მადლობა წინასწარ.

Posted by: ekeeke 28 Apr 2016, 22:25
როზმარინი და სალბი სად შეიძლება შევიძინო და ფასი ხო არ იცით?

Posted by: Master_Nick 28 Apr 2016, 23:14
QUOTE (davita74 @ 27 Apr 2016, 19:39 )
nika5
nika5
QUOTE
ნატურალური ხისგან დამზადებული, ფრინველის ნამდვილი ხის ბუდე. სასარგებლო და ესთეტური ნივთი, რომლითაც თქვენ შეძლებთ გაალამაზოთ ნებისმიერი ხე თქვენი სახლის ახლოს, ტყეში თუ აგარაკზე - შესანიშნავად ჩაეწერება ეზოს ექსტერიერში. საუკეთესო საჩუქარი თქვენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. დამზადებულია ორნითოლოგების რჩევების გათვალისწინებით.


ბავშვობა გამახსენდა, ესეთებს სკოლაში შრომის გაკვეთილზე გვაკეთებინებდნენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
wishmaster_master
QUOTE
ჯერ არაფერი არ მიცდია, ბიორაგი სასუქია? სად იყიდება?
აღმაშენებლის გამზირზე 20 ნომერში იყიდებოდა 1 ლიტრიანებშია,  შპს აგროინვესტი
ნერგები ტყიდან მომიტანა აგარაკების ყარაულმა, ველური ცაცხვებია, ფასიც დემოკრატიული მითხრა ცალი 10 ლარი

ბოდიში , მაგრამ თუ შეგიძლია, კითხე მაგ შენს ყარაულს აკაციის ნერგებს თუ მომიტანს და რა ფასში?????

მადლობა წინასწარ.

ხვალ ავდივარ აგარაკზე და ვკითხავ აუცილებლად

Posted by: davita74 29 Apr 2016, 19:22
wishmaster_master
QUOTE
ხვალ ავდივარ აგარაკზე და ვკითხავ აუცილებლად

დიდი მადლობა

Posted by: Stopika 1 May 2016, 16:08
ბავშვებო გამარჯობათ,

თუ იცით სად შეიძლება შევიძინო ტუიას ნერგები "ნაძვის ხე " ქოთანში ,ერთი 10 ცალი მინდა და ნორმალური ფასებიც რომ იყოს

Posted by: davita74 1 May 2016, 18:26
Stopika
QUOTE
თუ იცით სად შეიძლება შევიძინო ტუიას ნერგები "ნაძვის ხე " ქოთანში ,ერთი 10 ცალი მინდა და ნორმალური ფასებიც რომ იყოს

თბილისის ზღვაზე რომ არის სანერგე, შევარდნაძის მან არის ტუიაც ნაძვიც და კიდევ სხვა ბევრი რამ

Posted by: krikri 1 May 2016, 18:58
nika5
სად ვიყიდო?

ძან ცეცხლი თუ არ უკიდია biggrin.gif

Posted by: kaxanoza 1 May 2016, 23:59
სალამი
სად შეიძლება ვიშოვო როზმარინის თესლი ან ნერგი?......

Posted by: nika5 3 May 2016, 09:55
krikri
QUOTE
nika5
სად ვიყიდო?

ძან ცეცხლი თუ არ უკიდია


http://www.mymarket.ge/ka/product/view/9307322/

Posted by: Master_Nick 3 May 2016, 23:39
QUOTE (davita74 @ 29 Apr 2016, 19:22 )
wishmaster_master
QUOTE
ხვალ ავდივარ აგარაკზე და ვკითხავ აუცილებლად

დიდი მადლობა

აკაციების ამბავზე დაველაპარაკე ყარაულს მაგრამ ვერ დამპირდა რომ იშოვიდა ნერგებს

Posted by: davita74 4 May 2016, 03:06
wishmaster_master
რატო? მაქაც დეფიციტია?????????? მოკლედ რა ბედი მაქვს რააააააააააა biggrin.gif biggrin.gif wink.gif

Posted by: kaxanoza 4 May 2016, 11:25
სალამი მოკლედ რჩევა მჭირდება

მე ვეძებ აივნისთვის (დიდ ქოთანში ჩავრგავ) სურნელოვან, მხვიარა ლამაზ და დიდხანს მოყვავილე ვარდს, იქნებ მირჩიოთ ზუსტად ამ მოთხოვნებს რომელი შეესაბამება?

ეს ვნახე ფბ-ზე, იელის ვარდები ქვია, აქვთ ნერგები, მაგრამ ცალი 25 ლარი ღირს და ძვირი ხომ არაა ვითომ? შემპირდნენ რომ იმ წელსვე იყვავილებდა გაზაფხულზე ნაყიდი ნერგი, ესეც ლინკი.....
თუ ვინმეს გაქვთ შეხება ამ სფეროსთან მირჩიეთ პლზ

https://www.facebook.com/IelisVardebi/?fref=ts

Posted by: nino1971 18 May 2016, 17:06

* * *
იყიდება ფიკუსი 3 ძირი ერთ ქოთანში, კარგად მოვლილი.
შეიძლება ცალ-ცალკე გაყიდვაც..სამწუხაროდ სურათის ჩასმა არ ვიცი no.gif

Posted by: Koka1999 28 Jun 2016, 22:56
ვინმე ვერ მეტყვით კესანეს ყიდვას სად შევძლებ?

Posted by: >>levani9<< 29 Jul 2016, 12:51
გამარჯობათ ნეპენტესი ეს ყვავილი იყიდება სადმე ჩვენთAნ ?
მწერი ჭამიას ოჯახიდან არის. როგორც წავიკითხე ამ მცენარეზე ინფო სახლის პირობებშიც შეუზლია გაიხაროს

Posted by: narmonana 29 Jul 2016, 16:59
>>levani9<<
ვერ იშოვი ერსად...კი,შეუძლია,მაგრამ ძნელია.საერთოდ მწერიჭამიების გახარება.

Posted by: tornikejh 29 Jul 2016, 17:47
გამარჯობა ყველას,
თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო მზესუმზირის ყვავილი ან ნერგი (უკვე აყვავებული smile.gif )

მადლობა წინასწარ.

Posted by: narmonana 29 Jul 2016, 17:51
tornikejh
კახეთში გაიარე..............

Posted by: narmonana 1 Aug 2016, 15:11
ბევრი ბევრი სუკულენტიკოები და კაკტუსები აად იყიდება.......................

Posted by: seagu11 4 Aug 2016, 20:26
მეგობრებო, ნეკერჩხლის ბონსაი მჭირდება წითელი სასწრაფოდ და სად ვიყიდო და დაახლოებით რა ღირს?

Posted by: toyota555 4 Aug 2016, 23:19
აქა მშვიდობა.. მაინტერესებს ალოე სად შემიძლია რომ ვიშოვო? მითხრეს რომ ალოეს ჩაი არის ძალიან სასარგებლოო ნერვული სისტემისთვისო და ეს დღეები ალოე ვერსად ვერ ვიშოვე

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Aug 2016, 12:13
toyota555
QUOTE
აქა მშვიდობა.. მაინტერესებს ალოე სად შემიძლია რომ ვიშოვო? მითხრეს რომ ალოეს ჩაი არის ძალიან სასარგებლოო ნერვული სისტემისთვისო და ეს დღეები ალოე ვერსად ვერ ვიშოვე

ალოეს ზურგზე იდებენ წიწაკასავით მწარეა და წელს უხდება მაგრამ ჩაი? ბათუმში ოხრად მაქვს გაჩუქებ თბილისში არ ვიცი

Posted by: dj-guro 6 Aug 2016, 22:21
ხალხ, ნაძვის ნერგები სად შეიძლება ვიყიდოთ, ასე 50 ცალი?

და რა ღირს თუ იცით?

ნუუ, ასე, ერთი წლის რომ იყოს, ცოტა ძლიერი რა.

Posted by: popusha 9 Aug 2016, 19:05
გამარჯობა, იქნებ იცოდეთ ამ მცენარის სახელი?
ძალიან მყრალი სუნი აქვს და ვერაფრით ვაშორებ, რაც უფრო მეტად ვაძრობ მით უფრო მეტი ღეროები ამოსდის

Posted by: MITIATO 10 Aug 2016, 14:36
popusha

იფანი, იგივე კოპიტი.

ძალიან სიცოცხლისუნარიანი ხეა. love.gif

Posted by: Ninia.Ku 10 Aug 2016, 15:18
გამარჯობათ, ქოთანში მინდა პომიდორი დავრგა და სად ვიშოვო ჩითილი? ან სად იყიდება? ან რა დროს უნდა დავრგა? კიდევ რა მაინტერესებს ეზოში მაქვს პატარა ადგილი მაგრამ ძალიან მზიანია და რომელი ყვავილის დარგვას მირჩევთ რომ გაიხაროს? ძალიან მომწონს გზებზე ბარდულებზე ფერადი პატარა ყვავილები რომ არის ეგ იხარეებს? ან სად შევიძინო?

Posted by: narmonana 10 Aug 2016, 21:24
MITIATO
იფანი როგორაა მყრალიი,სულაც არაა.................

აი ამაზე ამბობს

https://en.wikipedia.org/wiki/Ailanthus_altissima


Ninia.Ku
პამიდორი დარგე იმ მზიან ადგილზე და ქოთანში ჩარგე ყვავილი biggrin.gif :

Posted by: MITIATO 10 Aug 2016, 23:34
narmonana

ხო, რა ვიცი. შეიძლება.....

Posted by: popusha 13 Aug 2016, 14:28
MITIATO
narmonana

კი მყრალი ხე ჩავწერე მერე გუგლში და ეგრევე ეგ ამომიგდო ,,სამოთხის ხე''
დამპალი რამეა
დავასხი რაღაც ჰერბიციდი და ვნახოთ აბა

მადლობა ))

Posted by: hulk06 21 Aug 2016, 19:11
გამარჯობა ყველას.იონჯა ხომ არა აქვს ვინმეს ტუკებიტ რაიონებში რომ დააქვს ისეთს...

Posted by: Angel-A 29 Aug 2016, 14:46
omerta
QUOTE
მარადმწვანე მცენარის შემოდგომით ჩარგვა არ ღირს.

რატომ?
ტირიფზე რა შეგიძლია მითხრა?

Posted by: MITIATO 30 Aug 2016, 09:32
hulk06
QUOTE
გამარჯობა ყველას.იონჯა ხომ არა აქვს ვინმეს ტუკებიტ რაიონებში რომ დააქვს ისეთს...

ეგ ამ განყოფილებაში იკითხე: https://forum.ge/?showforum=106

Posted by: Fabian 6 Sep 2016, 17:04
ბრატცი და დატცი ეს ხე იშოვება საქართველოში?
https://en.wikipedia.org/wiki/Delonix_regia

ან გაიხარებს გურჯისტანში?

Posted by: toyota555 6 Sep 2016, 17:15
ვორნი ამჯერად
მომდევნოზე ბანი smile.gif))

Posted by: sexi-bicola 7 Sep 2016, 00:53
ქოთნის ყვავილებს გააჩუქებთ ვინმე? სახლისთვის მინდა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Sep 2016, 00:56
Fabian
QUOTE
ბრატცი და დატცი ეს ხე იშოვება საქართველოში?

კი თუ დაგაინტერესებს შემიძლია გადაგამისამართლო ადამიანთან ვინც ყიდდა (სავარაუდოდ ეხლაც ექნება ნერგი ან თესლი) მაგრამ როგორც ვიცი ჩვენს ყინვებს დასავლეთშიც ვერ უძლებს

Posted by: mastodont 7 Sep 2016, 18:13
გამარჯობათ ძალიან ბევრი ე.წ. მონეტების ხე მაქვს დიდი, პატარა, საშუალო, კაქტუსები, კოლანჰოე გავაჩუქებ კარგ მომვლელზე შესაძლოა, სათითაოდ ჩარგვა და გაყიდვაც მშვენიერი ბიზნესია, ვისაც დრო აქვს

Posted by: narmonana 7 Sep 2016, 20:04
mastodont
კაკტუსებს სიამოვნებით ვიჩუქებ.თუ თბილისს ხართ.ბევრი მაქვს,ვიცი მოვლა და მიყვარს კაკტუსები ძალიან.

Posted by: mastodont 7 Sep 2016, 22:55
narmonana
კი ბატონო დამიკავშირდით სოლოლაკში ვცხოვრობ

sexi-bicola

ყველა ქოთნისაა თუ დაგაინტერესებთ სიამოვნებით გაჩუქებთ

Posted by: sexi-bicola 7 Sep 2016, 23:38
mastodont
დიდი მადლობა ჩათში მოგწერთ, რაც მთავარია ქოთნები მაქვს უვკე

Posted by: narmonana 8 Sep 2016, 21:56
mastodont
პმ მოგწერეთ................

Posted by: nia4u 19 Sep 2016, 21:10
ძახველის ნერგს ვეძებ, იქნებ მიმასწავლოთ სადმე... smile.gif

Posted by: Tommmy 21 Sep 2016, 15:41
ვიჩუქებ ქოთნის ყვავილებს სახლისთვის smile.gif

Posted by: Davidex 22 Sep 2016, 21:56
მთელი თემა რომ არ წავიკითხო... თბილისში რა ადგილები იცით სადაც მცენარეები იყიდება სახლისთვის? კოლმეურნეობის მოედანზე არის მეტნაკლებად არჩევანი. კიდევ ვინ რა წერტილები იცით? მეძვირე სპეკულიანტები რომ არ იყვნენ და მეტნაკლებად არჩევანიც რომ იყოს (ფიკუსების და "ბარაქის ხეების" მიღმა)...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Sep 2016, 21:58
Davidex
https://www.facebook.com/groups/288287414650230/?fref=ts

Posted by: narmonana 22 Sep 2016, 22:22
Davidex
დომინოში გაიარე.ბეეეეეეეეეეეეეევრია ძააან.პროსტა რავი,გიგანტური ცენტრია სავაჭრო,საშუალო ფასებია.უცხოური ყვავილები.ორქიდეები,კაკტუსები,იდები და ათასი ოხრობა კიდე

Posted by: kotcio 23 Sep 2016, 16:28
გავაჩუქებ არმას (არმებს) ქოთნების გარეშე

Posted by: Davidex 26 Sep 2016, 23:20
M-A-S-E-R-A-T-I
narmonana

მადლობა, ვნახავ აუცილებლად! (FB არ მაქვს მაგ ლინკს სხვას გავახსნევინებ smile.gif

Posted by: სან 28 Sep 2016, 02:31
გამარჯობა,
ტუიის ნერგების ყიდვა მინდა საბარდიულედ და სად შეიძლება შევიძინო შედარებით დაბალ ფასად?

30-50 მინდა საწყისად, გააჩნია ღირებულებას smile.gif

Posted by: Tommmy 28 Sep 2016, 18:36
kotcio
სურათი შეგიძლია დადო?

Posted by: bora-diver 10 Oct 2016, 14:15
ვეძებ მცენარეს სახელად Carnívoras cuidados თუ ვინმეს მიცით სად იყიდება ან ვინმე თუ ყიდით მაინტერესებს ფასი

Posted by: MITIATO 10 Oct 2016, 16:05
bora-diver

დომინოში იყიდება ხოლმე.
ეს თემა ნახე: https://forum.ge/?f=72&showtopic=33729536&st=90

Posted by: anthropod 20 Oct 2016, 16:06


კატალპას ნერგებს ვეძებ, ხომ ვერ დამეხმარებით ?
2-3 ცალი მაინც

Posted by: Gunner1991 29 Oct 2016, 21:04
მუხის რკო მინდა რო გავახარო, წითელი ფოთლები რომ აქვს, გახმობის დროს შემოდგომაზე........
სად არის ასეთი მუხები თბილისში ხომ არ იცით?

Posted by: nika5 31 Oct 2016, 10:21
Gunner1991
QUOTE
მუხის რკო მინდა რო გავახარო, წითელი ფოთლები რომ აქვს, გახმობის დროს შემოდგომაზე........
სად არის ასეთი მუხები თბილისში ხომ არ იცით?

დიღმის ტყე-პარკში...

Posted by: Gunner1991 2 Nov 2016, 13:41
nika5
მადლობა (Y) .

Posted by: Gunner1991 4 Nov 2016, 11:52
nika5
ეხლა მაგ დიღმის ტყეპარკის გზას ვეძებ......
ხო არ იცი სადეთა, რომ მივაგნოო?

Posted by: mashinesiyos 20 Nov 2016, 01:54
მეგობრებო სადმე შევძლებ ახლა იასამანის ყიდვას ?

Posted by: nika5 21 Nov 2016, 09:50
Gunner1991
QUOTE
nika5
ეხლა მაგ დიღმის ტყეპარკის გზას ვეძებ......
ხო არ იცი სადეთა, რომ მივაგნოო?


ალბათ, უკვე იპოვე... wink.gif, მაგრამ მაინც ... - აღმაშენებლის ძეგლთან რომ ლუკოილის "კალონკაა" მაგის შემდეგ ჩასახვევში
უნდა ჩაუხვიო ("მარი" მარკეტია მანდ) და 50 მეტრში მარცხნივ არის შენი მუხები...

Posted by: maria-ana 27 Nov 2016, 23:48
სპატიფილიუმსი სად შეიძლება ვიყიდო ????

Posted by: banzai74 28 Nov 2016, 13:01
anthropod
გარდენიაში აქვთ ლოტკინზე, იტალიური და ქართული ნერგები.

Posted by: anthropod 28 Nov 2016, 16:17
QUOTE (banzai74 @ 28 Nov 2016, 13:01 )
anthropod
გარდენიაში აქვთ ლოტკინზე, იტალიური და ქართული ნერგები.

მადლობა, ფასი ხომ არ იცი, დაახლოებით მაინც?

Posted by: banzai74 28 Nov 2016, 17:01
anthropod
ქართული კატალპა 40 -70 ლარი, იტალიური 260.

მე ქართულის ყიდვას ვფიქრობ, ნორმალური ზომის არის, დაახლოებით მეტრანახევრიანი, იტალიური ბევრად დიდია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირია smile.gif

Posted by: anthropod 28 Nov 2016, 19:04
QUOTE (banzai74 @ 28 Nov 2016, 17:01 )
anthropod
ქართული კატალპა 40 -70 ლარი, იტალიური 260.

მე ქართულის ყიდვას ვფიქრობ, ნორმალური ზომის არის, დაახლოებით მეტრანახევრიანი, იტალიური ბევრად დიდია, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირია smile.gif

კიდევ დიდი მადლობა

ბარემ განსხვავებაც მითხარი - ზომის და ფასის გარდა, რით განსხვავდება იტალიური, - უფრო გამძლეა? უფრო სწრაფად იზრდება?

და რუსთაველზე რომ დარგეს, ისინი იტალიურებია, ხომ?

Posted by: banzai74 29 Nov 2016, 10:55
anthropod

იტალიური კატალპა უფრო დიდი იყო და უფრო ბევრი ტოტები ქონდა, აი ისეთი აღმაშენებლის გამზირზე რომ არის, ქართული შედარებით პატარა იყო, ასევე ქონდათ მსხმოიარე ზეთის ხილის ხეები, სასწაული რამეა smile.gif.

Posted by: trezeguet 29 Nov 2016, 11:07
გამარჯობა , ვინმეს შეგიძლიათ ლიმონის წინა წელს გამოსული ტოტი რომ მომცეთ . გასახარებლად მინდა . როგორც წავიკითხე კურკით გახარებული რვა ათი წელი არ იძლევა ნაყოფს .

Posted by: banzai74 29 Nov 2016, 11:48
trezeguet

გაუმარჯოს, კურკიდან მეც გავახარე ლიმონი, ჯერ ერთი წლის არის, სავარაუდოდ გაუჭირდება ნაყოფის მოსხმა, როგორც ვიცი, ლიმონს ამყნობენ ტრიფოლიატზე და ამ დამყნილ ნერგებს რგავენ.

Posted by: trezeguet 30 Nov 2016, 13:26
http://funtime.ge/meba-is-rchevebi/rogor-gavaxarot-limoni-otaxis-pirobebshi/ ამ გვერდზე წავიკითხე და რამდენად მართალია არ ვიცი . ტრიფოლიატზე არაფერი არ ეწერა

Posted by: zutnix 12 Dec 2016, 15:08
ნუშის ნერგი მინდა 2-3 ცალი სად შევიძინო ხომ არ იცით

Posted by: HeisenbergWW 19 Dec 2016, 15:51
ველური ორქიდეისთვის ქოთნისა და სასუქის შეძენა მინდა და სად შეიძლება ვიყიდო?
* * *
ველური ორქიდეისთვის ქოთნისა და სასუქის შეძენა მინდა და სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: la reine 19 Dec 2016, 17:02
მგონი ყველაზე აქტიური თემაა...

ჩემს როზმარინს ტოტები დაალეწეს, არადა ძლივს ზრდა დაიწყო. წყალში რომ ჩავდო, არ გამოიღებს ფესვებს?sad.gif

მომეშალა ნერვები.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Dec 2016, 17:24
la reine
QUOTE
ჩემს როზმარინს ტოტები დაალეწეს, არადა ძლივს ზრდა დაიწყო. წყალში რომ ჩავდო, არ გამოიღებს ფესვებს?

მომეშალა ნერვები.

ამოყრით ამოიყრის გაზაფხულზე, მაგრამ ტოტით წყალში რამდენად გაიხარებს ვერ გეტყვი გაახმე და გაუშვი კერძებში )

Posted by: la reine 19 Dec 2016, 17:30
M-A-S-E-R-A-T-I

ეგ ხო.
მაგრამ ვიფიქრე დავაფესვიანებ თქო:/
მასე ვიზამ. მადლობა.

Posted by: kactus 26 Dec 2016, 11:41
კეთილო ადამიანებო,იქნებ გამარკვიოთ.ჩემს ე.წ. საშობაო ყვავილს,(იცით,ალბათ,რასაც ვგულისხმობ,ზუსტი დასახელება
არ ვიცი) ფოთლები არ გაუწითლდა,სულ მწვანეა.არადა,ვნახე,წითლად აელვარებული მცენარეები იყიდებოდა.
მე შარშან ვიყიდე,საშობაოდ,მაგრამ ეტყობა,სათანადოდ ვერ მოვუარე.კარგად უნდა გამესხლა?თან,ფოთლებიც პატარა
აქვს. user.gif

Posted by: saalome 28 Dec 2016, 20:16
იქნებ იცოდეთ სად შეიძლება ვიყიდო ,,კალამონდინო". ეხლა საქართველოს ბანკის თანამშრომლებს გაუკეთეს საჩუქრად.....

Posted by: narmonana 28 Dec 2016, 20:23
saalome
დომინოში.......................

Posted by: NatiaGull 15 Jan 2017, 16:13
jump.gif jump.gif კალამონდინი
user posted image

Posted by: ushuaia 27 Jan 2017, 12:06
ჯუჯა ხეები სად იყიდებაა,..................................?

Posted by: ინაველ 27 Jan 2017, 14:38
1 წლამდე ალოე არავის გინდათ? ორი ცალი მაქვს, დროებითი ქოთნით თითო 6ლ.

Posted by: seagu11 27 Jan 2017, 15:33
ინაველ
ფოტო დადე აბა, მე მაინტერესებს

Posted by: takotatuli1989 31 Jan 2017, 11:51
მეგობრებო, წითელი კაქტუსი სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით? ჩემ ნაცნობს აქვს რაღაც მწვანე არის ამოსული სქელი ძირი კი არა ისიც კაქტუსია მქონი ბრტყელია და ზემოდან აზის ეს მრგვალი წითელი პატარა კაქტუსი, რომელსაც კიდევ უფრო პატარა ბურთულა კაქტუსები აქ გამობმული და მერიდება რო მოვაწყვიტო ის პატარა, არაფერი გავუფუჭო და ხომ არ გინახავთ ასეთი კაქტუსი ყიდვა მინდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2017, 12:51
takotatuli1989
QUOTE
მეგობრებო, წითელი კაქტუსი სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით? ჩემ ნაცნობს აქვს რაღაც მწვანე არის ამოსული სქელი ძირი კი არა ისიც კაქტუსია მქონი ბრტყელია და ზემოდან აზის ეს მრგვალი წითელი პატარა კაქტუსი, რომელსაც კიდევ უფრო პატარა ბურთულა კაქტუსები აქ გამობმული და მერიდება რო მოვაწყვიტო ის პატარა, არაფერი გავუფუჭო და ხომ არ გინახავთ ასეთი კაქტუსი ყიდვა მინდა.

ეს ნამყენია მოწყვეტის შემთხვევაში საეჭვოა გაიხაროს უმჯობესია საკუთარი შეიძინოთ, სავარაუდოდ ექნებათ მსხვილ სავაჭრო ცენტრებში დომინო გუდვილი და. ა.შ

Posted by: ushuaia 1 Feb 2017, 01:48
ჯუჯა........................

ჯუჯა ხეები სად იყიდებაა,..................................?

Posted by: dachi_dachi 3 Feb 2017, 22:15
გამარჯობათ. მაინტერესებს საიდან შეიძლება ყვავილების გამოწერა. ჰოლანდიიდან მინდა ჩამოვიტანო, მაგრამ გასაყიდად არა, ჩემთვის მინდა. დამეხმარეთ თუ ვინმემ იცით.

Posted by: volovo s 9 Feb 2017, 00:17
ხალხო დამეხმარეთ რაა. პირვველად ვწერ ამ განყოფილებაში და არ ვიცი სად რა მოვძებნო. ყვავილების თაიგულის გაგზავნა მინდა, ოღონდ აუცილებლად კესანე უნდა იყოს. სადაც დავრეკე, არსად არ აქვთ. იანებ მიმასწავლოთ სად ვიპოვო.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Feb 2017, 16:14
volovo s
QUOTE
ხალხო დამეხმარეთ რაა. პირვველად ვწერ ამ განყოფილებაში და არ ვიცი სად რა მოვძებნო. ყვავილების თაიგულის გაგზავნა მინდა, ოღონდ აუცილებლად კესანე უნდა იყოს. სადაც დავრეკე, არსად არ აქვთ. იანებ მიმასწავლოთ სად ვიპოვო.

სათბურებში კესანე არ გამოჰყავთ არც ველური არც დეკორატიული სახეობები ამიტომ მოგიწევს მაისამდე დაცდა ეხლა კესანე არ ყვავილობს

Posted by: rock in rose 16 Feb 2017, 15:43
ეს რა ყვავილია? როდის ყვავილობს? და როდის უნდა დავთესო თუ დავრგა biggrin.gif

http://radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Feb 2017, 16:21
rock in rose
QUOTE
ეს რა ყვავილია? როდის ყვავილობს? და როდის უნდა დავთესო თუ დავრგა 

პიონებია შეგიძლია გაზაფხულზე შეიძინო ბოლქვები და ჩარგო მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ შემდეგ წელს იყვავილებენ

Posted by: rock in rose 16 Feb 2017, 16:52
M-A-S-E-R-A-T-I

გასაგებია, დიდი მადლობა.

სახელიც ლამაზი ჰქონია
ანუ ამ წელს არ იქნებიან, მაგრამ არაუშავს, იყოს თუნდაც იქითა წელს.



Posted by: sallli1 18 Feb 2017, 21:37
გამარჯობა, წიწაკის თესლის ყიდვა მინდა და სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: MITIATO 18 Feb 2017, 22:33
rock in rose

QUOTE
პიონები

QUOTE
სახელიც ლამაზი ჰქონია

იორდასალამი ქვია ქართულად. user.gif
პიონი ლათინური სახელია (Paeonia).

sallli1
QUOTE
წიწაკის თესლის ყიდვა მინდა და სად შეიძლება ვიშოვო?

ვაგზალზე ყიდიან ყველანაირი მწვანილ-ბოსტნეულის თესლს.
სამთო ქიმიის მიმდებარე აგრარულ მაღაზიებშიც აქვთ ბოსტნეულის თესლი.

Posted by: rock in rose 19 Feb 2017, 12:11
MITIATO

QUOTE
იორდასალამი ქვია ქართულად.  
პიონი ლათინური სახელია (Paeonia).


ქართულად არ ჟღერს მთლად ლამაზად biggrin.gif

აუ ერთი სული მაქვს მოვიდეს გაზაფხული, იები, ჰიაცინტები და ნარცისები მაქვს ადრეული გაზაფხულისთვის, როდის ეგენი ამოვლენ და გაიშლებიან.

Posted by: sallli1 19 Feb 2017, 12:18
MITIATO
მადლობა მიტი :* :*

Posted by: MITIATO 19 Feb 2017, 12:43
rock in rose
QUOTE
ქართულად არ ჟღერს მთლად ლამაზად

ნუ, რას ვიზამთ. biggrin.gif

QUOTE
ჰიაცინტები

სუმბულია ქართულად.






Posted by: nikush83 19 Feb 2017, 23:07
სახლიში რომ დაირგოს და მუდმივ ჩრდილში რომ გაიხაროს, აყვავდეს, არის ასეთი მცენარე?

Posted by: Z SAZANO 22 Feb 2017, 17:24
ავოკადოს ნერგი სად ვიყიდო?


ქართული კლავიატურა

Posted by: banzai74 23 Feb 2017, 09:20
Z SAZANO
მგონი არ იყიდება, თავად უნდა კგამოიყვანო კურკისგან, მარტივია.

Posted by: Tokain 24 Feb 2017, 00:28
ვენერას ბუზიჭერიას თესლი რომ გამოვიწერო ღირს?

Posted by: ninoker 27 Feb 2017, 22:36
დამეხმარეთ რა ვინც ოთახის მცენარეებში ერკვევით smile.gif
რომელი მცენარეა თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ smile.gif
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: credo 4 Mar 2017, 12:23
ყვავილების გამყიდველები და მაღაზიები ყვავილებს სად ყიდულობენ?

Posted by: Universe 4 Mar 2017, 13:08
QUOTE (banzai74 @ 23 Feb 2017, 09:20 )
Z SAZANO
მგონი არ იყიდება, თავად უნდა კგამოიყვანო კურკისგან, მარტივია.

მასწავლე აბა, როგორ უნდა დამუშავდეს კურკა, შეირჩეს ნიადაგი და ა.შ. რომ ამოვიდეს და იხაროს? smile.gif

Posted by: banzai74 6 Mar 2017, 09:51
Universe
ესეიგი ყიდულიბ ავოკადოს, მიირთმევ smile.gif კურკა უნდა გარეცხო და გააშრო, გარეთა კანო რომელიც აქვს ის ფრთხილად უნდა მოაშორო, შემდეგ იღებს კბილის ჩხირებს და სამი მხრიდან ამაგრებ კურკის შუა ნაწილში, ანუ პროპორციულად რომ იყოს დაშორება, შემდგომში ამ ჩხირებმა ეს კურკა უნდა დაიჭიროს. რამე პატარა ჭურჭელში, სასურველია ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა, ასხავ წყალს და დებ კურკას შიგნით, ისე რომ კურკის ნახევარი არ დაიფაროს წყლით, სწორედ ამისათვის არის საჭირო ეს ჩხირები. კურკის წვეტიანი ნაწილი უნდა იყოს ზევით, შემოდგო კარადის თავზე და დაელოდე smile.gif სავარაუდოდ ერთ თვეში გამოუვა ფესვი, შემდეგ ზევიდან ამოვა ღერო.
იუთუბის ვიდეოებიც ნახეsmile.gif

https://www.youtube.com/watch?v=Gpvh-CzhynE

Posted by: MITIATO 6 Mar 2017, 13:58
Universe
QUOTE
მასწავლე აბა, როგორ უნდა დამუშავდეს კურკა, შეირჩეს ნიადაგი და ა.შ. რომ ამოვიდეს და იხაროს?


ინტერნეტში ათასი ფრონცკული მეთოდი წერია, როგორ უნდა გაახარო ავოკადო.
მე საკუთარ გამოცდილებას მოგახსენებთ. smile.gif

ექსპერიმენტებს მივყავი ხელი და ერთი კურკა პირდაპირ პატარა ჭურჭელში ჩავდე, ისე, რომ შუამდე წყალში იდო, მეორე_მიწაში ჩავარჭვე ასევე, "წელამდე"
მთავარი არის, რომ თავზე რაღაც გამჭვირვალე ჭურჭელი გადაამხო. ნესტიანი გარემოს შესაქმენლად.
ორივე კურკამ მშვენივრად გაიხარა. პირდაპირ მიწაში ამოსული უფრო ძლიერიც კი არის.

ჰო, წყალში ჩადებული, ფესვის გამოღების მერე, მიწაში უნდა გადაიტანო.

Posted by: Universe 6 Mar 2017, 14:36
ვიდეოთი მოვიხიბლე love.gif

banzai74
MITIATO
მადლობა, დღესვე შევივლი მაღაზიაში. ორივენაირად ვცდი smile.gif

Posted by: rockataka 6 Mar 2017, 20:57
გამარჯობა ხალხო!

დომინოს და ვაგზლის მოედნის ბაზრობის გარდა, კიდე სად არის ყვავილების მაღაზია ფართო არჩევანით?


Posted by: tavadze 6 Mar 2017, 21:11
rockataka
QUOTE
დომინოს და ვაგზლის მოედნის ბაზრობის გარდა, კიდე სად არის ყვავილების მაღაზია ფართო არჩევანით?

გაგიმარჯოს. ისნის სათბური ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია მეყვავილეებისთვის. სხვაც ბევრი სათბურია - გრატო და რამე ამგვარები. კოლმეურნეობაზეც ბევრი აქვთ, მაგრამ დიდი ნაწილი ისანიდანაა გამოტანილი და თან ბევრად ძვირია.
აღმაშენებლის ხეივანზე, საქალაქო სასამართლოს პირდაპირაც არის სანერგე - საქართველოს ნერგები, და კარფურის მოპირდაპირე მხარესაც აქვთ პირდაპირ ტროტუარზე გამოფენილი გასაყიდი მცენარეები.

Posted by: rockataka 6 Mar 2017, 21:38
tavadze
რავა ხარ ბებერო? 2kiss.gif

ისანში სად არის ტერიტორიულად?

ორხევშიაო კიდე მითხრეს და ხომ არ იცი რა სიტუაციაა?

Posted by: Marcha 8 Mar 2017, 20:17
პართენოცისუსი როგორ უნდა მივუშვა ღობეზე ყველაზე იაფად?

რომ მოვატეხო ფარაჯანოვს ან კოტეტიშვილს არ გაიხარებს? ნერგი უნდა ჩავრგო აუცილებლად?

როდის უნდა ჩავიდინო ეგ ვანდალიზმი?

მავთულის გაბმა აუცილებელია? ბეტონის დიდი ბლოკებია ვერ მოეჭიდება?

Posted by: MITIATO 9 Mar 2017, 16:40
Marcha

დათესე. yes.gif

4 თუ 5 ნერგი მაქვს მასე გახარებული.
საკმაოდ სწრაფად იზრდება. სუროს არ ჰგავს.

არ არის აუცილებელი მავთულის გაბმა. მოსაჭიდებელი ფესვები აქვს და ადვილად მიეკრობა ბლოკებს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2017, 16:53
Marcha
QUOTE
პართენოცისუსი როგორ უნდა მივუშვა ღობეზე ყველაზე იაფად?

რომ მოვატეხო ფარაჯანოვს ან კოტეტიშვილს არ გაიხარებს? ნერგი უნდა ჩავრგო აუცილებლად?

როდის უნდა ჩავიდინო ეგ ვანდალიზმი?

მავთულის გაბმა აუცილებელია? ბეტონის დიდი ბლოკებია ვერ მოეჭიდება?

როგორც გირჩია შეგიძლია დათესო, მაგრამ ნელა იზრდება ტოტები კი სწრაფად ამოიყრის და მოედება პირველივე წელს, ტოტები 1,2-2 სიგრძის ჩააწვინე ღობის გაწვრივ და არ დაგავიწყდეს მორწყვა მიწას ნუ გამოახმობ დაფესვიანდება უპრობლემოდ, პრინციპში უკვე დროა ტოტები არი აი ის სენობა რო არი ვეფხვთან და მოყმესთან თუ არ ვცდებაი ეხლა საქართველოს ბანკია მანდ და უნივერსტეტის ქუცაზე მერსედესის ცენტრტან აირე არავინ არაფერს გეტყვის

Posted by: billing 9 Mar 2017, 20:11
მუშმალა თუ მუშმულა თუ რაც ქვია იმას .აი მაგ ხის ნერგი სად ვიყიდო ვერ მეტყვით? ან -15-17 ყინვას გაუძლებს? ზღვისდონიდან ცოტა ზემოთ მინდა დავრგო. ოცნებად მაქვს ხე,რომელსაც ფოთლები არ ცვივა sad.gif((

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Mar 2017, 21:28
billing
QUOTE
მუშმალა თუ მუშმულა თუ რაც ქვია იმას .აი მაგ ხის ნერგი სად ვიყიდო ვერ მეტყვით? ან -15-17 ყინვას გაუძლებს? ზღვისდონიდან ცოტა ზემოთ მინდა დავრგო. ოცნებად მაქვს ხე,რომელსაც ფოთლები არ ცვივა

მუშმულა ყინვაგამძლეა საკმაოდ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ ძლიერ ყინვებს ვერ გაუძლებს

Posted by: billing 14 Mar 2017, 22:15
რამე მსგავს ხეს ხომ ვერ მასწავლიდით ბარემ smile.gif)))

Posted by: აუტისტი 14 Mar 2017, 23:04
დეკას ფოტო დამიდეთ რა. ჩაივით ხომ სვამენ?! სასარგებლოა?
რომელ პერიოდში ხარობს მთებში. მაგალითად მთიულეთში. გუდაურის მიმდებარედ?

Posted by: brutal_88 15 Mar 2017, 01:16
კავკასიური სოჭის ნერგები სად ვიყიდო, იაფად და ოპტამ?
ტყე მინდა გავაკეთო ჩემს ნაკვეთთან.

Posted by: MITIATO 15 Mar 2017, 16:53
brutal_88

ესენი ყიდიან კავკასიური სოჭის ნერგებს: https://www.facebook.com/profile.php?id=100014711141627&hc_ref=NEWSFEED&fref=nf

Posted by: brutal_88 15 Mar 2017, 21:30
QUOTE (MITIATO @ 15 Mar 2017, 16:53 )
brutal_88

ესენი ყიდიან კავკასიური სოჭის ნერგებს: https://www.facebook.com/profile.php?id=100014711141627&hc_ref=NEWSFEED&fref=nf

მადლობა.
ბათუმელებიც მიმასწავლეთ ბარემ biggrin.gif
..........................................

Posted by: Kikikoma 16 Mar 2017, 12:35
QUOTE (grinvi13 @ 24 Dec 2008, 20:51 )
ხალხო თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ვიშოვო პავლოვნიას ნერგი, ტოტი ან რამე ისეთი რითიც შევძლებ რომ გავახარო?

paulownia ქვია და გავრცელების არეალი არის ცენტრალური და დასავლეთი ჩინეთი, იაპონია და აშშ-ს დასავლეთი ნაწილი.

ხომ არ იცით საქართველოში თუ აქვს ვინმეს ეს ხე?

პავლონიას ნერგი იყიდება აგლაძის ქუჩაზე, მეგალაინთან, ელივას ბაზრობის პირდაპირ. 5 ლარი ღირდა.. smile.gif
* * *
QUOTE (grinvi13 @ 24 Dec 2008, 20:51 )
ხალხო თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ვიშოვო პავლოვნიას ნერგი, ტოტი ან რამე ისეთი რითიც შევძლებ რომ გავახარო?

paulownia ქვია და გავრცელების არეალი არის ცენტრალური და დასავლეთი ჩინეთი, იაპონია და აშშ-ს დასავლეთი ნაწილი.

ხომ არ იცით საქართველოში თუ აქვს ვინმეს ეს ხე?

პავლონიას ნერგი იყიდება აგლაძის ქუჩაზე, მეგალაინთან, ელივას ბაზრობის პირდაპირ. 5 ლარი ღირდა.. yes.gif

Posted by: Ronaldo9 17 Mar 2017, 01:54
ხეხილის ნერგები სად შეიძლება რომ ვიყიდო, ვაშლი ატამი და ძმანი მისნი

Posted by: nia4u 23 Mar 2017, 14:43
billing
M-A-S-E-R-A-T-I
მუშმალას უწერია -19 გრადუსამდე უძლებსო ყინვასო,მეც მინდა დარგვა სოფელში და მაგის იმედი მაქვს...
http://www.medgeo.net/2013/02/04/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90/

brutal_88
QUOTE
კავკასიური სოჭის ნერგები სად ვიყიდო, იაფად და ოპტამ?

ფასი არ ვიცი, მაგრამ სამებაშია სანერგე პატრიარქის კურთხევით.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Mar 2017, 21:32
nia4u
QUOTE
მუშმალას უწერია -19 გრადუსამდე უძლებსო ყინვასო,მეც მინდა დარგვა სოფელში და მაგის იმედი მაქვს...
http://www.medgeo.net/2013/02/04/%E1%83%9B...83%9A%E1%83%90/

ვიცი მაგრამ ასეთ ყინვაში ნაყოფზე საუბარი ზედმეტია მუშმალა კი ზამთარში ყვავილობს

Posted by: nia4u 23 Mar 2017, 22:15
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ვიცი მაგრამ ასეთ ყინვაში ნაყოფზე საუბარი ზედმეტია მუშმალა კი ზამთარში ყვავილობს

ჰო, თებერვალში ყვავილობს და ივნისში მწიფს აქ.
ანუ არ გაიყინება, მაგრამ არც ნაყოფს მოგვცემს? sad.gif
არადა, როგორ მიყვარს...

Posted by: guriaaa 24 Mar 2017, 10:21
QUOTE (kactus @ 26 Dec 2016, 11:41 )
კეთილო ადამიანებო,იქნებ გამარკვიოთ.ჩემს ე.წ. საშობაო ყვავილს,(იცით,ალბათ,რასაც ვგულისხმობ,ზუსტი დასახელება
არ ვიცი) ფოთლები არ გაუწითლდა,სულ მწვანეა.არადა,ვნახე,წითლად აელვარებული მცენარეები იყიდებოდა.
მე შარშან ვიყიდე,საშობაოდ,მაგრამ ეტყობა,სათანადოდ ვერ მოვუარე.კარგად უნდა გამესხლა?თან,ფოთლებიც პატარა
აქვს. user.gif

მეც ეგრე დამემართა ზუსტად ..
მერე გავარკვიე, თურმე სექტემბრიდან სანამ ყვავილობას დაიწყებს ყოველ ღამე სიბნელეში უნდა ამყოფო ან გადააფარო რამე, ისე არ წითლდება
და საშობაოდ უეჭველი გაწითლდებაო

სათბურებში ვნახე შუქს უქრობდნენ...მოკლედ საჩალიჩოა პუანსეტიას გაწითლება

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Mar 2017, 11:16
nia4u
QUOTE
ჰო, თებერვალში ყვავილობს და ივნისში მწიფს აქ.
ანუ არ გაიყინება, მაგრამ არც ნაყოფს მოგვცემს? 
არადა, როგორ მიყვარს..

თებერვალში ამთავრებს ეგ ყვავილობას არ ვიცი ძაან საეჭვოა მოგცეს ნაყოფი თუმცა როგორც დეკორატიული შეგიძლია იყოლიო მეტიც შეგიძლია საერთოდ დააბუჩქო ასე უფრო ლამაზია

Posted by: Master_Nick 26 Mar 2017, 20:30
QUOTE (brutal_88 @ 15 Mar 2017, 21:30 )
QUOTE (MITIATO @ 15 Mar 2017, 16:53 )
brutal_88

ესენი ყიდიან კავკასიური სოჭის ნერგებს: https://www.facebook.com/profile.php?id=100014711141627&hc_ref=NEWSFEED&fref=nf

მადლობა.
ბათუმელებიც მიმასწავლეთ ბარემ biggrin.gif
..........................................

ამ სოჭის დარგვაზე რეკომენდაციას იძლევიან რომ ჯობს შემოდგომაზე დაირგოსო, ამ სასტავს ეხლა ვერცხლისფერი ნაძვები ქონდათ თბილისში ჩამოტანილი, ისე სწრაფად დაიყიდა სანახავად მისვლა ვეღარ მოვასწარიsmile.gif
არ მეგონა ამ ნაძვებზე ამხელა მოთხოვნა თუ არსებობდა.

Posted by: General Discussion 27 Mar 2017, 00:29
უკურკო ბროწეულზე თუ გაგიათ ვინმეს რამე და სად შეიძლება მისი შოვნა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 Mar 2017, 10:22
General Discussion
QUOTE
უკურკო ბროწეულზე თუ გაგიათ ვინმეს რამე და სად შეიძლება მისი შოვნა?

კურკა არის ამ ბროწეულში უბრალოდ რბილია და არ იგრძნობა ჯერ სიახლეა ეს ჯიშია ამიტომ ჩვენთან საეჭვოა იყიდებოდეს თუმცა სანერგეებში მოძებნას აზრი აქვს

Posted by: billing 30 Mar 2017, 19:16
M-A-S-E-R-A-T-I
nia4u
მე ნაყოფი არც მაინტერესებს smile.gif)) მთავარია გაიხაროდა და გაიზარდოს

* * *
სად ვიყიდო ხომ არ იცით?? გაზაფხულზე დარგული გაიხარებს?

Posted by: egvipte33 6 Apr 2017, 12:10
გამარჯობა.თუ ვინმე ერკვებით კიპარისი მაქვს საკმაოდ დიდი ათ 5_7 მეტრი სიმაღლის.30 წლისაა დაახლოებით.თუ ყიდულობს ვინმე ესეთ ხეს?და რა ფასი აქ?ვიზუალირად ლამაზია

Posted by: Cecy Elliott 6 Apr 2017, 17:30
ბონზაის ხეები სად იყიდება ყველაზე ბევრი..? ისნის სათბური როა მანდ ააქვთ..? ადრე ორქიდეაზე გავედი და არ შემინიშნავს...

Posted by: erfiro 6 Apr 2017, 19:13
პამიდორიც ხომ მცენარეა და ჭოპორტის პამიდვრის ჩითილები სად ვიშოვო - ეგებ იცოდეს ვინმემ biggrin.gif

Posted by: Cecy Elliott 6 Apr 2017, 21:45
erfiro
ჭოპორტი არ ვიცი, მაგრამ ეს თუ დაგაინტერესებს:
ხარისგულა პომიდვრის ჩითილების საყიდლად, შეგიძლიათ გვეწვიოთ, აღმაშენებლის გამზირზე 14 ნომერში, მაღაზია "ცოტა გარდენია" ში

Posted by: erfiro 8 Apr 2017, 13:54
QUOTE (Cecy Elliott @ 6 Apr 2017, 21:45 )
erfiro
ჭოპორტი არ ვიცი, მაგრამ ეს თუ დაგაინტერესებს:
ხარისგულა პომიდვრის ჩითილების საყიდლად, შეგიძლიათ გვეწვიოთ, აღმაშენებლის გამზირზე 14 ნომერში, მაღაზია "ცოტა გარდენია" ში

დღეს თუ მუშაობთ და რომელ საათამდე?



..................

Posted by: Future> 8 Apr 2017, 21:17
ბზა სად ვიყიდო ქოთანში mad.gif

Posted by: Hunterchupa 9 Apr 2017, 08:07
მაღაზიები თუ იცით სადაც მცენაარეები შეიძლება ვიყიდო ეზოსთვის (ნერგები და ბუჩქები) მომწერეთ მისამართები ან ტერიტორიულად სად მდებარეობს. სუროს ყიდვა მინდა ამ ეტაპზე და მინდა ვნახო რომელი სუროა ყველაზე ნორმალური.

Posted by: Future> 9 Apr 2017, 13:07
დილეტანტი ვარ და რამდენად შესაძლებელია ასეთი თესლებით მოყვანა?

http://www.ebay.com/itm/10pcs-Cucamelon-Seeds-Mini-Watermelon-Fruit-Home-Yard-Garden-Plant-/222108992379?hash=item33b6ba437b:g:jp8AAOSwLs5XLAwY

http://www.ebay.com/itm/100pcs-Mixed-Color-Bougainvillea-Bonsai-Flower-Plant-Seeds-Home-Garden-Decor-/222180183603?hash=item33baf88e33:g:OL8AAOSwZ1BXf1hS

http://www.ebay.com/itm/Carnivorous-plant-Dionaea-muscipula-Venus-Fly-Trap-30-seeds-/322099308209?hash=item4afe9d66b1:g:qjMAAOSw1DtXLLe1

ეს საერთოდ გაიხარებს? თუ საუკუნეები დაჭირდება გასრდას? არადა რამაგარი ა)

http://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=p2047675.m570.l1313.TR0.TRC0.H0.Xblue+maple.TRS0&_nkw=blue+maple&_sacat=0

http://www.ebay.com/itm/30-Red-Pepper-Seeds-Chili-Capsicum-frutescens-Organic-Vegetables-/161565026898?hash=item259e06aa52:g:qZAAAOSwj0NUdIYn

http://www.ebay.com/itm/10pcs-Strange-Rare-Monkey-Face-Flower-Plant-Seeds-Four-Seasons-Planting-Seed-/182069617474?hash=item2a6431e342:g:wQAAAOSwxcRW-JzP

ღირს საერთოდ რომელიმეს ცდა?

და საქარ თველოში ამ მინერალებს რა ქვიათ akadama, fine gravel, potting compost ?
ან შემნაცვლებლებს user.gif

Posted by: Cecy Elliott 9 Apr 2017, 22:21
QUOTE (erfiro @ 8 Apr 2017, 12:54 )
QUOTE (Cecy Elliott @ 6 Apr 2017, 21:45 )
erfiro
ჭოპორტი არ ვიცი, მაგრამ ეს თუ დაგაინტერესებს:
ხარისგულა პომიდვრის ჩითილების საყიდლად, შეგიძლიათ გვეწვიოთ, აღმაშენებლის გამზირზე 14 ნომერში, მაღაზია "ცოტა გარდენია" ში

დღეს თუ მუშაობთ და რომელ საათამდე?



..................

მაგდენი არ ვიცი.. ეგ ტექსტი მაგათი გვერდიდან დაგიკოპირე..))) წინა კვირას ვიყავი და ვიყიდეთ ჩითილები.. 1 ლარი ღირს თითო..

* * *
Hunterchupa
ისნის geobotanic როა..მანდ იყავი? ბევრი მცენარე აქვთ..როგორც ქოთნის ისე ნერგები..

Posted by: MITIATO 10 Apr 2017, 19:50
Future>
QUOTE
დილეტანტი ვარ და რამდენად შესაძლებელია ასეთი თესლებით მოყვანა?


ბუნგელვილია ჰიბრიდული მცენარეა და თესლით გამრავლებისას, შეიძლება, შთამომავლობამ დედის თვისებები არ შეინარჩუნოს.
ვენერას ბუზიჭერიას თესლით გამრავლებას და მოვლას დიდი ხლაფორთი უნდა. ზრდასრული მცენარეები იყიდებოდა დომინოში და გაუფუჭდათ აქაურებს.
აი, ის პირველი შეგიძლია გაამრავლო, ოღონდ პატარა საზამთრო არაა, სულ სხვა მცენარეა (Melothria scabra), რომელსაც, როგორც ინტერნეტში წერია, კიტრის გემო აქვს.

http://radikal.ru

ლურჯი ნეკერჩხალი არ არსებობს, ფოტოშოფია. თან ბონსაი თესლიდან არ იზრდება. წლები და დიდი შრომა ჭირდება მის შექმნას.

"მაიმუნის სახიანი" ყვავილი Dracula Simia-ია და აქაც ფოტოშოფია.
სინამდვილეში, ასეთი ყვავილი აქვს:

http://radikal.ru

წიწაკა არსებობს თუ არა, ზუსტად ასეთი ჯიშის, ვერ გეტყვი.

საერთოდ, ასეთი უცნაურ რამებს რომ წააწყდები, ინტერნეტში დაძებნე ხოლმე ლათინური სახელი და თუ არსებობს, თესლით რამდენად ადვილად მრავლდება.


Posted by: Future> 10 Apr 2017, 21:09
MITIATO
მადლობა დიდი, ხო რაღაც მეუცნაურა, ეს ნეკერჩხალი ხო ყველა ფერში დე ვიდსე უდევთ ნეტში და დავიბენი.

ბონსაის ძირს როგორ უსქელებენ პატარა ქოთანში ხომ არ იცი? ტოტების ფორმას ვიცი ალუმინ/სპილენძით აძლევენ.

ასევე ხშირად უნდა გასხვლა (რამოდენიმე თვეში), მაგრამ რამე ზედმეტად არ წავაჭრა, ახლა ბზა მაქვს პატარა და საექსპერიმენტოდ მეცოდება user.gif

ალბათ ეგ ნეკერჩხლის და სხვა ხეების თესლები ჩვეულებრივი თესლებია, უბრალოდ შენ უნდა გასარდო ბონსაიდ

უცხოეთიდან რომ არ გამოვწერო, აქ ხომ არ იცით თესლები (ხის) და ნერგები (პატარა) ნორმალურ ფასებში სად იქნება, ჩვეულებრივ აგრო ბასარში ვნახო?

Posted by: niktagva 15 Apr 2017, 14:44
მეგობრებო, იებმა მოიწყინა და მიწიდან რომ ამოვიღე,
ფესვები საერთოდ არ ჰქონდა, მიწა კი ჭიაყელებითაა გადატენილი.
როგორ გავანადგური ჭიაყელა?
იქნებ მირჩიოთ.

Posted by: narmonana 15 Apr 2017, 18:06
Future>
QUOTE
ონსაის ძირს როგორ უსქელებენ პატარა ქოთანში ხომ არ იცი? ტოტების ფორმას ვიცი ალუმინ/სპილენძით აძლევენ.

თავისით სქელდება დროთა განმავლობაში. არ არის არანაირი ტექნიკა მაგის.
ერთი ვარიანტი რომ უკვე სქელ ძირიანი ნერგი გადაჭრა და ძირიდან ამოიყაროს ტოტები.


დომინოშI აქვთ ერთI ბეწო ნეკერჩხლები სადღაც ათ თეთრინის დიამეტრი აქვს ღეროს,ხოდა 100 ლარი ღირს biggrin.gif

ბზა საერთოდ რთული ხეა ბონსაისათვის,დრო უნდა ძალიან დიდი გასაზრდელად.

Posted by: Future> 15 Apr 2017, 22:29
narmonana
და ეს გადაჭრილი ნერგი ფესვებიანად ქოთანში გადმორგული გამოიბამს ტოტებს? (ნუ გადაბელვისას მინახავს მაგრამ დიდ ხეებზე)
რა პერიოდში უნდა გაკეთდეს ეს პროცესი , მგონი ამ პერიოდშია კარგი.

ნეკერჩხალი სა ვნახო ტყეში პატარა biggrin.gif

ეს არაჭიაყელიანი მიწა საიდან გავჩითო, არ მინდა ხის მაგივრად ჭიები დავზარდო facepalm.gif

Posted by: narmonana 15 Apr 2017, 23:07
Future>
QUOTE
რა პერიოდში უნდა გაკეთდეს ეს პროცესი , მგონი ამ პერიოდშია კარგი.

ახლაა კაი ზუსტად.გამოიტანს კი,ჩვეულებრივ,თუ საკვებს მიაშველებ,ნუ ბონსაის ქოთანში არ უნდა გქონდეს მაინც და მაინც.
QUOTE
ნეკერჩხალი სა ვნახო ტყეში პატარა

იქ სადაც დიდი ნეკერჩხლებია biggrin.gif
გაკითხვა უნდა,სადაა ნერკერჩხლები.მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი რომ, იმ წვრილ ფოთლიანს იპოვი სადმე აქ biggrin.gif
QUOTE
ეს არაჭიაყელიანი მიწა საიდან გავჩითო, არ მინდა ხის მაგივრად ჭიები დავზარდო 

ეტყობა,როგორღაც იმენა კვერცხები სადაც ედო ეგ მიწა გაჩითე,თორე ჭიაყელა ერთი ან ორი თუ იქნება ხოლმე ქოთანში.
ახლიდან ამოიღე საიდანმე

Posted by: barbi111 29 Apr 2017, 18:39
გამარჯობა, მინდა კორპუსის წინ სადარბაზოში შესასვლი გავალამაზო, რა ყვავილებს მირჩევთ? იასამნის დარგვა მინდოდა თუმცა დამაგვიანდა sad.gif

Posted by: billing 6 May 2017, 11:03
ხომ არ იცით "ეზოს მტვერსასრუტი" სად ვიყიდო? ჰაერის დაბერვის და შეწოვის ფუნქცია რომ აქვს ,ეგეთი რაღაც

Posted by: aleko91 6 May 2017, 13:36
სანსევიერია ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: nalbo 6 May 2017, 13:47
თეთრი თუთის ნერგის ყიდვა სად შეიძლება ?

Posted by: sham 9 May 2017, 12:31
QUOTE
 მცენარეების ყიდვა/გაყიდვა/გაჩუქება



გაფრთხილება შემდეგზე ვორნი

Posted by: MySweetAudrina 9 May 2017, 14:25
სად შეიძლება მცენარეები თბილისში შეიძინო?

Posted by: Lamorac 13 May 2017, 09:26
იაპონურ, წითელ ნეკერჩხალს ვეძებ და ვიპოვე კიდეც ერთ-ერთ სანერგეში, ჰოდა როგორც მოვიძიე ინფორმაცია 4-6 მეტრა იზრდება სიმაღლეში (საკმაოდ ნელა), ხოლო სანერგეში მითხრეს 3 მეტრაო (ჯიში ერთი და იგივეა acer bloodgood). ხო და ცოტა დავიბენი და ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ ვინმემ რომ მითხრათ ამ ხის შესახებ?

Posted by: narmonana 13 May 2017, 10:01
Lamorac
ჩვეულებრივი ხეა.ჩვეულებრივ იზრდება.

სანერგეებში როგორც წესიცათ არ იციან რა არის და როგორ.

მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი რომ 4 წელიწადში საჩრდილობელი ხე გექნება.

Posted by: Lamorac 13 May 2017, 13:19
narmonana
ვიცი რომ ნელა იზრდება. ეგ პრობლემა არაა. მეტრანახევარია ეს ნერგი 136 ლარად. უბრალოდ რამხელა არის სიმაღლეში ხოლმე მაქსიმუმ არ იცი? მანდამაინც როგორც ვიცი ქარი არ უყვარს. საგურამოში მინდა დავრგო.

Posted by: ინაველ 14 May 2017, 01:05
Lamorac

შეიძლება საქართველოში იმხელა არ იზრდება რამხელაც იაპონიაში biggrin.gif


Posted by: Master_Nick 14 May 2017, 19:53
QUOTE (Lamorac @ 13 May 2017, 13:19 )
narmonana
ვიცი რომ ნელა იზრდება. ეგ პრობლემა არაა. მეტრანახევარია ეს ნერგი 136 ლარად. უბრალოდ რამხელა არის სიმაღლეში ხოლმე მაქსიმუმ არ იცი? მანდამაინც როგორც ვიცი ქარი არ უყვარს. საგურამოში მინდა დავრგო.

ქარიან ადგილს მოარიდეთ, მზიან ადგილზე დარგეთ აუცილებლად, საკმაოდ ,,ხასიათების" ხეა, ზრდის სტიმულაცია შეგიძლიათ მოახდინოთ, ფერტილაიზერით YaraMila ქლორის გარეშე, ფაქტიურად მკვადი ნეკერჩხალი გაგვიცოცხლა. ზამთარში ფოთლები დასცვივდება და არ შეგეშინდეთsmile.gif

რომელ სანერგეში იყიდეთ ?

Posted by: Lamorac 16 May 2017, 11:46
wishmaster_master
გასაგებია. მოკლედ ამჯერად იაპონურზე თავი შევიკავე. ქართული ნეკერჩხალი ვიყიდე სიდიდის გამო. 2.5 მეტრია. ზუსტად იაპონურის ნეკერჩხლის ფოთლები აქვს, ოღონდ მწვანე. ფორმა ანალოგიურია. ძალიან დიდები იზრდება, 10-15-20 მეტრიც შეიძლება გახდეს. თუმცა, ჩემზეა დამოკიდებული, მაგხელაზე არ გავუშვებ, გადავბელავ. გარდენიაში ვიყიდე 100 ლარად, დაახლოებით 2.5 მეტრია.

Posted by: whiskey 24 May 2017, 04:08
ვეძებ ხვიარა ჟასმინის ნერგს ვიყიდი, გავცვლი, ვიჩუქებ ..მოკლედ იქნებ სადმე ვინმეს გეგულებათ


კიდევ ვეძებ პავლოვნიას ნერგს მითხრეს მეგალაინთან და რატომღაც ვერ მივაგენი ( ზუსტად ხომ არ იცით ვინმემ )


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2017, 09:36
whiskey
QUOTE
ვეძებ ხვიარა ჟასმინის ნერგს ვიყიდი, გავცვლი, ვიჩუქებ ..მოკლედ იქნებ სადმე ვინმეს გეგულებათ

ხვიარა ჟასმინი არ არი ყინვაგამძლე სახეობა

Posted by: გიო777 24 May 2017, 20:37
გამარჯობათ.
ჩითილები სად ვიყიდო ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკლა, ჩვეულებრივი წიწაკა, როზმარინი ... და ა.შ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2017, 22:44
გიო777
QUOTE
გამარჯობათ.
ჩითილები სად ვიყიდო ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკლა, ჩვეულებრივი წიწაკა, როზმარინი ... და ა.შ.

ბოსტნეულის ალბათ დეზერტირებთან როზმარინი სანერგე მეურნეობებში ექნებათ

Posted by: whiskey 25 May 2017, 09:11
M-A-S-E-R-A-T-I
ანუ ზამთარში მოკვდება ზაფხულამდე თუ სულ მოკვდება?sad.gif

Posted by: გიო777 25 May 2017, 10:29
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 24 May 2017, 22:44 )
გიო777
QUOTE
გამარჯობათ.
ჩითილები სად ვიყიდო ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკლა, ჩვეულებრივი წიწაკა, როზმარინი ... და ა.შ.

ბოსტნეულის ალბათ დეზერტირებთან როზმარინი სანერგე მეურნეობებში ექნებათ

აიღეს გარე ბაზრობაო და არის კიდევ ჩითილები?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2017, 10:42
whiskey
QUOTE
ანუ ზამთარში მოკვდება ზაფხულამდე თუ სულ მოკვდება?

არა ეგ სულ მოკვდება იმიტომ რომ მარადმწვანეა



გიო777
QUOTE
აიღეს გარე ბაზრობაო და არის კიდევ ჩითილები?

მაშინ დიღმის ბაზობაზე მგონი იქ იქნება

Posted by: whiskey 25 May 2017, 21:25
M-A-S-E-R-A-T-I
შევფუთავ
ლიმონივით

არ წავა?sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 May 2017, 11:56
whiskey
QUOTE
შევფუთავ
ლიმონივით

არა ფესვებს გაყინავს მაინც, ბევრი ალტერნატივაგაქვს პრინციპში

Posted by: გიო777 27 May 2017, 11:10
გამარჯობათ.
ჩითილები სად ვიყიდო ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკლა, ჩვეულებრივი წიწაკა, როზმარინი ... და ა.შ. ნამდვილად რომა ხომ არ იცით?

Posted by: _R@uL_ 28 May 2017, 19:41
მოგესალმებით,
მცენარეების ნათურები სად შეიძლება რომ შევიძინო?
სად აქვთ ყველაზე დიდი არჩევანი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 May 2017, 15:29
_R@uL_
QUOTE
მცენარეების ნათურები სად შეიძლება რომ შევიძინო?
სად აქვთ ყველაზე დიდი არჩევანი?

ახალ ნათებაში თუმცა თუ კარგად დაძებნი ალბათ ელიავაზეც იპოვი და უკეთეს ფასშიც

Posted by: _R@uL_ 29 May 2017, 16:01
M-A-S-E-R-A-T-I
გრძელი ნათურები ჰქონდათ ელიავაზეც და ახალ ნათებაში. მე მინდა რომ ხრახნზე იყოს და ეგეთი ვერ ვიშოვეsad.gif
ეს არ გამომადგება?
https://www.amazon.com/gp/product/B00WKMSYX6/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 May 2017, 17:29
_R@uL_
QUOTE
გრძელი ნათურები ჰქონდათ ელიავაზეც და ახალ ნათებაში. მე მინდა რომ ხრახნზე იყოს და ეგეთი ვერ ვიშოვე
ეს არ გამომადგება?

ხელოვნურ განათებას არ ვიყენებ ამიტომ ვერაფერს გირჩევ მეგობარო rolleyes.gif

Posted by: grou 18 Jun 2017, 00:05
pernata
QUOTE
წელს დავრგე ევკალიპტის ნერგი, ირანიდან შემოტანილი, დაახლ. 2 მეტრი. ვნახოტ, როგორ გაიხარებს. 2011 - ში შემოუტანიათ და ერთი ზამთარი სოფელ დიღომში, კონტეინერებში მშვენივრად გაიარეს.

რა ქნეს შენმა ევკალიპტებმა?
მეც მინდა დავრგო, მაგრამ სად ვიშოვო იაფად ნერგები არ ვიცი, იქნებ შენ იც სადმე ადამიანურ ფასად რომ იყოს...

Posted by: Tadzio 18 Jun 2017, 15:50
QUOTE (whiskey @ 24 May 2017, 04:08 )
ვეძებ ხვიარა ჟასმინის ნერგს ვიყიდი, გავცვლი, ვიჩუქებ ..მოკლედ იქნებ სადმე ვინმეს გეგულებათ


კიდევ ვეძებ პავლოვნიას ნერგს მითხრეს მეგალაინთან და რატომღაც ვერ მივაგენი ( ზუსტად ხომ არ იცით ვინმემ )

მეც ვეძებ ამათ, იქნებ ვინმეს ჰქონდეს ( cry.gif cry.gif

Posted by: whiskey 30 Jun 2017, 01:42
Tadzio
საიტზე ვნახე
აი აქ
ეგ ჟასმინი მაგრამ თურმე ყინვას ვერ უძლებს sad.gif

http://greengarden.ge/index.php?run=cart/home

და პავლოვნია ვნახე სადგურზე რაღაც უზარმაზარი ბაზრის ჩონჩხი რომ დგას მაგის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაში . ერთ ქალს აქვს იქვე სახლში და ჩამოაქვს ხოლმე თუ ეტყვი მინდაო biggrin.gif


M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ბევრი ალტერნატივაგაქვს პრინციპში

რომელი ბევრი ? ეგეთი ლამაზი ეგეთი მცოცავი და თანყინვაგამძლე

ნუ ან ცოტა ნაკლებად ლამაზიც მაწყობს


Posted by: WVB25 3 Jul 2017, 14:01
მეგობრებო, სად შეიძლება შევიძინო ვერანდისთვის დეკორატული და მარადმწვანე მცენარეების ნერგები (ტუია, ვერჩხლისფერი ნაძვი, თრმლი და ა.შ.) greenhouse-ზე ვნახე, სხვა უფრო დაბალფასიანი ვარიანტები თუ არის?

მადლობა!

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jul 2017, 22:38
WVB25
QUOTE
მეგობრებო, სად შეიძლება შევიძინო ვერანდისთვის დეკორატული და მარადმწვანე მცენარეების ნერგები (ტუია, ვერჩხლისფერი ნაძვი, თრმლი და ა.შ.) greenhouse-ზე ვნახე, სხვა უფრო დაბალფასიანი ვარიანტები თუ არის?

მადლობა!

არ გამოგადგებათ ზემოჩამოთვლილი მცენარეები ქოთანში ვერანდისთვის შეარჩიეთ რომელიმე სხვა

Posted by: WVB25 4 Jul 2017, 14:37
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობა რჩევისთვის. ბზაზე რას მირჩევთ გაიხარებს ვერანდაზე? ასევე როგორი მოსავლელია? სადაც იყიდებოდა გოგოებმა მითხრეს კვირაში ორჯერ უნდაო სულ მორწყვა. ვერანდისთვის მინდა დაახლოებით 5 საშუალო ზომის ბზა და 30 ლარად ვნახე, უფრო იაფად სადმე მიმასწავლით?

მადლობა

Posted by: PAINKILLER 4 Jul 2017, 16:42
QUOTE (Tadzio @ 18 Jun 2017, 15:50 )
QUOTE (whiskey @ 24 May 2017, 04:08 )
ვეძებ  ხვიარა ჟასმინის ნერგს  ვიყიდი, გავცვლი, ვიჩუქებ ..მოკლედ იქნებ სადმე ვინმეს გეგულებათ


კიდევ ვეძებ პავლოვნიას ნერგს მითხრეს მეგალაინთან და რატომღაც ვერ მივაგენი ( ზუსტად ხომ არ იცით ვინმემ )

მეც ვეძებ ამათ, იქნებ ვინმეს ჰქონდეს ( cry.gif cry.gif

აბა აქ ნახეთ


https://www.facebook.com/Paulownia-Association-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-157090130974225/




Posted by: Master_Nick 4 Jul 2017, 21:51
QUOTE (WVB25 @ 3 Jul 2017, 14:01 )
მეგობრებო, სად შეიძლება შევიძინო ვერანდისთვის დეკორატული და მარადმწვანე მცენარეების ნერგები (ტუია, ვერჩხლისფერი ნაძვი, თრმლი და ა.შ.) greenhouse-ზე ვნახე, სხვა უფრო დაბალფასიანი ვარიანტები თუ არის?

მადლობა!

სართიჭალაში პოლონელების სანერგეში უნდა ჩახვიდეთ, არ არის შორს, თბილისის სანერგეების 90% ამ ადგილიდან მარაგდება, ფასებიც შესაბამისად დაბალი, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, დაწყებული ვერცხლისფერი ნაძვებიდან დამთავრებული თრიმლებამდეsmile.gif

https://www.facebook.com/agromaxdecor/

Posted by: WVB25 6 Jul 2017, 13:18
wishmaster_master

თქვენ გაიხარეთ smile.gif არ მსმენია ამ ადგილის შესახებ და ზუსტად ის არის რაც მინდოდა !

მადლობა :*

Posted by: Master_Nick 6 Jul 2017, 22:37
QUOTE (WVB25 @ 6 Jul 2017, 13:18 )
wishmaster_master

თქვენ გაიხარეთ smile.gif არ მსმენია ამ ადგილის შესახებ და ზუსტად ის არის რაც მინდოდა !

მადლობა :*

წარმატებები, გაგვაგებინე მერე ადგილზე ვიზიტის შედეგებიsmile.gif

Posted by: ბესიკის26 7 Jul 2017, 09:40
ევკალიპტის ნერგებს სად შევიძენ, ხომ არ იცით ვინმემ ?

Posted by: nika5 7 Jul 2017, 10:52
WVB25
QUOTE
მადლობა რჩევისთვის. ბზაზე რას მირჩევთ გაიხარებს ვერანდაზე? ასევე როგორი მოსავლელია? სადაც იყიდებოდა გოგოებმა მითხრეს კვირაში ორჯერ უნდაო სულ მორწყვა. ვერანდისთვის მინდა დაახლოებით 5 საშუალო ზომის ბზა და 30 ლარად ვნახე, უფრო იაფად სადმე მიმასწავლით?


თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ...
ბზას აქვს სპეციფიური სურნელი (ცუდს არ ვგულისხმობ) და დანიშნულებაც და... თქვენს ადგილზე, ვერანდაზე არ დავდგამდი.

Posted by: bazieri777 9 Jul 2017, 15:36
სად შეიძლება შევიძინო ვარდისფერი როდიოლას ნერგები ან თესლი? ან საიდან გმოვიწერო?






Posted by: MsBrightside 9 Jul 2017, 23:11
დამეხმარეთ რა, დედაჩემს მინდა ვაჩუქო ნეკერჩხალი, ვიცი რო უნდა, წითელი ფერის მცენარე იყო რაზეც თქვა (ეგაა ალბათ)
გორგიაში უფრო პატარა ზომის ღირდა 72 ლარი,

მირჩიეთ რა, ცოტა უფრო იაფად სხვაგან ხოარ ვნახავ? თუ ვერა მანდ მომიწევს

Posted by: Master_Nick 10 Jul 2017, 19:55
QUOTE (MsBrightside @ 9 Jul 2017, 23:11 )
დამეხმარეთ რა, დედაჩემს მინდა ვაჩუქო ნეკერჩხალი, ვიცი რო უნდა, წითელი ფერის მცენარე იყო რაზეც თქვა (ეგაა ალბათ)
გორგიაში უფრო პატარა ზომის ღირდა 72 ლარი,

მირჩიეთ რა, ცოტა უფრო იაფად სხვაგან ხოარ ვნახავ? თუ ვერა მანდ მომიწევს

აბა აქ ნახე, 3 კვირის წინ ქონდათ 40 ლარად წვრილფოთლოვანი იაპონური ჯუჯა ნეკერჩხალი
https://www.facebook.com/Geobotanic-945912392126471/

Posted by: dimitriiiii 2 Aug 2017, 17:47
გამარჯობა, აბზინდას პაკეტების შეძენა შესაძლებელია საბურთალოს ტერიტორიაზე სადმე?

Posted by: AquariuMANIAK 5 Aug 2017, 20:37
ხალხო ეს რისი ფოთოლია?

user posted image

Posted by: viktori 10 Aug 2017, 22:41
კაკლის ფოთოლს გაუჩნდა რაღაც დაავადება. ყოველ დილით ვრწყავთ ზომიერად, ღერო იზრდება და ფოთლებზე ეს ავადმყოფობაც მისდევს. გვეშინია არ გაახმოს (ბოლო დროს თითქოს ჭკნობის ელფერი გადაეკრა).
თუ ვინმეს (სპეციალისტს ან მოყვარულს) შეუძლია გვირჩიოს, როგორ ვუწამლოთ, დიდად მადლობელი ვიქნებით ჩვენც და კაკალიც.

ჩვენი მეილი: v_zviuser posted imageadauri@yahoo.com; ტელ. 597002377

Posted by: koleusi 25 Aug 2017, 04:24
Megobrebo, mwvane kislica mipuchdeba, chveulebrivad vuvli rogorc witels, magram ragac ar moswons (( tu vinmes gaqvt, iqneb maswavlot rogor uvlit :-(

Posted by: marrriam 23 Sep 2017, 19:07
QUOTE
https://www.facebook.com/agromaxdecor/



რა ლამაზი მცენარეებია bis.gif
დავიმახსოვრებ ამ მისამართს up.gif

Posted by: evgena 24 Sep 2017, 18:58
გამარჯობათ,
მოკლედ ჩემს მინიატურულ ბაღნარში მყავს ეს მცენარე.
უნამუსოს ვეძახი მე, ქუჩაში ვიპოვე ტოტი, ჩავდე წყალში და ერთკბირაში ფესვი გამოუშვა. მერე გადავრგე ჰე, დამშვენდა.
ხოდა ვინ არის საიდან მოვიდა, რა ქვია ხო ვერ მეტყვით? სახელს რო მეკითხებიან ვერ ვპასუხობ
user posted image

Posted by: mado282 2 Oct 2017, 13:07
user posted image
იყიდება კანადური ჯიშის მინი ხეხილის ხეები, რომელიც დაამშვენებს, როგორც კერძო სახლების ტერასებს, ასევე სასტუმროებს, ოფისებს, რესტორნებსა და ბარებს.ხე ცოცხლობს 10-12წ, ერთ კვადრატულ ფართზე ეს ხეები საშუალებას მოგცემთ მოიწყოთ მინი ხეხილის ბაღი, ზრდასრული მცენარე ისხავს 3-7 კგ ხილს ფასი 170ლ, რამოდენიმეს ყიდვის შემთხვევაში 150ლ, საკონტაკტო ტელ: 551 93 26 18, 595 20 20 58,

Posted by: takome 14 Oct 2017, 21:54
user posted image


გამარჯობა იქნებ მითხრათ ეს რომელი მცენარეა

Posted by: AnneSh 15 Oct 2017, 12:09
takome
მხოლოდ ფოთლებია? თეთრი ყვავილიც ხომ არ ამოსდის?

Posted by: tatoxeladze 17 Oct 2017, 01:00
მეგობრებო გთხოვთ დამეხმარეთ კესანეს ვეძებ და ვერ ვიპოვე ვერსად იქნებ მიმასწავლოდ სად შეიძლება რო შევიძინო ან ვინმეს გქონდეთ ბაღში და მომყიდოთ ძალიან მინდა user posted image

Posted by: grou 17 Oct 2017, 20:02
ბესიკის26
QUOTE
ევკალიპტის ნერგებს სად შევიძენ, ხომ არ იცით ვინმემ ?

მეც ვიკითხე და არავინ მპასუხობს... sad.gif
შეკვეთილში არის ბლომად, მაგრამ ის მიწა ბიძინასია და ვინ მიგვიშვებს.
ასევე ყოფილა ბათუმისკენ ტყედ, და იქ შეიძლება რომ აიღო პატარა ნერგები. ნუ გზაში თუ არ გაგსკვანჩეს.
მე კიდევ მინდა რომ წესიერად, იაფად ვიყიდო სადმე და არსად არ არის.

Posted by: ბესიკის26 17 Oct 2017, 20:37
grou
QUOTE
ასევე ყოფილა ბათუმისკენ ტყედ, და იქ შეიძლება რომ აიღო პატარა ნერგები.

არ იზრდება ხის ძირში . მეც დავზვერე smile.gif
ძალიან ძნელად ხარობსო მითხრეს...
მაგი არა და "მელია" დამპირდნენ...მაგიც მაგარი ინსექტ რეპილერი ყოფილა

Posted by: SenatoR 18 Oct 2017, 21:30
მე მაჩუქეთ ან მომყიდეთ ფიკუსი ბენჯამინის

Posted by: grou 19 Oct 2017, 16:27
ბესიკის26
QUOTE
არ იზრდება ხის ძირში . მეც დავზვერე 
ძალიან ძნელად ხარობსო მითხრეს...

ხის ძირში ამონაყარს არ ვგულისხმობდი, ცალკე მდგომი პატარა ნერგებიც არის იმ ტყეში, ასე 1 მეტრი სიმაღლის.

Posted by: takome 19 Oct 2017, 17:30
AnneSh
თეთრი ყვავილიც აქვს და რა ქვია?

Posted by: MITIATO 19 Oct 2017, 18:10
takome

QUOTE
იქნებ მითხრათ ეს რომელი მცენარეა


Aglaonema modestum

Posted by: ბესიკის26 19 Oct 2017, 18:16
grou
QUOTE
ცალკე მდგომი პატარა ნერგებიც არის იმ ტყეში, ასე 1 მეტრი სიმაღლის.

პმ ში დამიზუსტე მაგ ტყის კორდინატები და თუ მართლა იქნა დოლიაში ხარ smile.gif

Posted by: AnneSh 19 Oct 2017, 18:48
takome
სპატიფილუმი მეგონა მე
QUOTE
Aglaonema modestum

და ამან დამაბნია :დ
მთლად ასე კარგად ვერ ვერკვევი

Posted by: SenatoR 19 Oct 2017, 18:51
user posted image
რა მცენარეა ეს?

Posted by: takome 19 Oct 2017, 22:46
MITIATO
შემშალა ყვავილი არ ქონია თეთრი და მაინც ესაა Aglaonema modestum ?

Posted by: AnneSh 19 Oct 2017, 23:25
takome
ყვავილი თუ არ აქვს , მაშინ
QUOTE
Aglaonema modestum

იქნება

Posted by: MITIATO 20 Oct 2017, 20:44
takome

QUOTE
შემშალა ყვავილი არ ქონია თეთრი


აგლაონემას თეთრი ყვავილი კი აქვს, მაგრამ სიმახინჯის განსახიერებაა.
სტაპიფილუმს ლამაზი ყვავილები აქვს.

კი, აგლაონემაა, მეც მაქვს თავისი უპრობლემობის გამო.
ხანდახან ეჭვი მეპარება, რომ ხელოვნური არაა: მორწყავ, არ მორწყავ, ცხელა, ყინავს, ჩრდილშია, მზეზეა, სულ ერთნაირად მწვანეა და გულს ახარებს. biggrin.gif
არა და თავიდან გაჩუქებას ვუპირებდი.

Posted by: 365 30 Oct 2017, 21:51
Tadzio
whiskey
ჟასმინი მე მაქვს ეზოში, მაგრამ ხვიარაა თუ არა არ ვიცი, ხვალე გადავიღებ სურათს და დავდებ

Posted by: apolonbakunini 2 Nov 2017, 13:25
user posted image
;;;;;;;;;..............;;;;;;;;;;;;;;;;;;.................;;;;;;;;;;;........

Posted by: whiskey 28 Nov 2017, 23:53
365
თუ ბევრი გაქვს ერთ ტოტს თუ ფესვს,თუ რაცაა,რო გავამრავლო, გამიცვლი რამეში?

Posted by: abreviatura 16 Dec 2017, 11:06
მე
ვიყიდიჩემი საკონტაქტო ტო ტელეფონია 591 939307 წინასწარ გმადლობთ


Posted by: Gunner1991 27 Dec 2017, 20:43
წაბლის ნერგი მინდა და ვინმეს არ გაქვთ?

Posted by: mixeili777 17 Jan 2018, 22:18
გამარჯობათ მეგობრებო ესეიგი ეს კალანხოე მინდა 3 წლის და სად შევიძინო

Kaalcnohe pinntaa


Kaalcnohe dagieromtnaina

Posted by: khatunadz 20 Jan 2018, 19:13
მოგესალმებით. საგურამოს ასასვლელში ნატახტრის ქარხნის ახლო მდებარე ნაკვეთისთვის ( კლიმატური პირობები რომ იყოს ნათელი smile.gif ) მინდა ცოცხალი ღობის გაკეთება. სასურველია მარადმწვანე, 1,5 დან 2 ან 2,5 მ მდე სიმაღლის ( ნუ თუ ყვავილოვანი იქნება ხომ უკეთესი) და სწრაფადზრდადი მცენარე. ადგილი მზიანი და ოდნავ ნიავიანია.
შეგიძლიათ დამეხმაროთ რჩევებით რამე ამდაგვარი თუ არ სებობს?
უამრავი მასალა ვნახე ინტერნეტშ და თავგზა ამებნა

Posted by: Obey 21 Jan 2018, 11:20
მიმოზა ხარობს საერთოდ თბილიში სადმე? ან ყიდვა სად შეიზლება?

Posted by: Master_Nick 21 Jan 2018, 19:05
QUOTE (khatunadz @ 20 Jan 2018, 19:13 )
მოგესალმებით. საგურამოს ასასვლელში ნატახტრის ქარხნის ახლო მდებარე ნაკვეთისთვის ( კლიმატური პირობები რომ იყოს ნათელი smile.gif  ) მინდა ცოცხალი ღობის გაკეთება. სასურველია მარადმწვანე, 1,5 დან 2 ან 2,5 მ მდე სიმაღლის ( ნუ თუ ყვავილოვანი იქნება ხომ უკეთესი) და სწრაფადზრდადი მცენარე. ადგილი მზიანი და ოდნავ ნიავიანია.
შეგიძლიათ დამეხმაროთ რჩევებით რამე ამდაგვარი თუ არ სებობს?
უამრავი მასალა ვნახე ინტერნეტშ და თავგზა ამებნა

მე აი ასეთ ვარიანტს გირჩევთ, სუროს Ivy (Hedera helix) ღობეები გამოდის ძალიან ლამაზი, ის მითები რომ სურომ გველები იცის და ა,შ, დაივიწყეთsmile.gif მზიან ადგილში თავიდან გაუჭირდება გახარება, მაგრამ ერთი თუ მოიდგა ძირი მერე უკვდავი მცენარეა. სუროს ბევრნაირი ჯიშია, მე მუქ მწვანე ფოთლიანს გირჩევთ, რომ ეზოს შიგნით მერე გამწვანებაზე ბევრი საფიქრალი არ გაგიჩნდეთ.
http://www.picz.ge

Posted by: gudo 14 Feb 2018, 20:12
მოგესალმებით, მაინტერესებს ვისტერიის ნერგები იყიდება სადმე თბილისში ?

Posted by: giorgi--6 5 Mar 2018, 15:39
გამარჯობათ
ლიმონის ნერგი სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: ia-viola 5 Mar 2018, 16:39
xisho
დიდუბის მეტროთნ აქვთ სხვადასხვა ფერის ვარდის ნერგები. ოღონდ რამდენად ყიდიან იმ ფერს, რასაც ამბობენ არ ვიცი.

Posted by: Kobalty 5 Mar 2018, 17:32
გამარჯობა

თუ იცით, 1 წლის გარგლის ნერგის გადარგვა შეიძლება უკვე თბილისში?
თუ ჯერ ადრეა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Mar 2018, 18:01
Kobalty
QUOTE
თუ იცით, 1 წლის გარგლის ნერგის გადარგვა შეიძლება უკვე თბილისში?
თუ ჯერ ადრეა?

ასე მარტის ბოლოსთვის თავისი მიწით გადარგე

Posted by: Kobalty 6 Mar 2018, 17:59
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 5 Mar 2018, 18:01 )
Kobalty
QUOTE
თუ იცით, 1 წლის გარგლის ნერგის გადარგვა შეიძლება უკვე თბილისში?
თუ ჯერ ადრეა?

ასე მარტის ბოლოსთვის თავისი მიწით გადარგე

და რა დიამეტრით ამოვიღო?
მსმენია რო, ვარჯის სიგანეზე აქვს ფესვებიო და მასეა?
ანუ ნერგის ტოტების სიგანის მიწა მოვჭრა და ისე გადავიტანო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Mar 2018, 22:47
Kobalty
QUOTE
და რა დიამეტრით ამოვიღო?
მსმენია რო, ვარჯის სიგანეზე აქვს ფესვებიო და მასეა?
ანუ ნერგის ტოტების სიგანის მიწა მოვჭრა და ისე გადავიტანო?

გააჩნია ეხლა მცენარის ზომას ასე გამიჭირდება რაღაცის რჩევა

Posted by: Leonis 13 Mar 2018, 13:47
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image ხისა და ბეტონის საყვავილეები 595033276

Posted by: rockataka 13 Mar 2018, 18:34
Leonis
ფასები ადამიანური გაქვთ?

Posted by: Leonis 13 Mar 2018, 19:24
ფასი მასალისა და ზომის მიხედვით

Posted by: kotcio 13 Mar 2018, 21:53
Leonis
დააწერეთ რომ წარმოდგენა შეგვექმნას

Posted by: Leonis 13 Mar 2018, 22:19
ხის საყვავილე 100/50/50 - 280 ლარი. ანალოგიური ზომის თეთრ ბეტონში 220 ლარი

Posted by: rockataka 14 Mar 2018, 10:10
Leonis
ტერიტოლიულად ად ხართ? სად შეიძლება დათვალიერება და დალაპარაკება?

Posted by: Leonis 14 Mar 2018, 12:14
QUOTE (rockataka @ 14 Mar 2018, 10:10 )
Leonis
ტერიტოლიულად ად ხართ? სად შეიძლება დათვალიერება და დალაპარაკება?

ლოტკინზე გარდენიასთან ახლოს 595033276

Posted by: Master_Nick 14 Mar 2018, 19:58
ეს ჩემოდნები რა ღირს? ფეხიანიც მაინტერესებს და უფეხოცsmile.gif

Posted by: ia-viola 15 Mar 2018, 10:32
giorgi--6
QUOTE
ლიმონის ნერგი სად შეიძლება ვიყიდო?


მე კურკით ამოვიყვანე.
პატარაა, 1 წლის არცაა. ახლახან ამოვიდა. wink.gif

2-3 მაქვს და შემიძლია ერთი გაჩუქო.

მაგას ნეტა დამყნობა უნდა თუ თავისით იზამს რამეს?

Posted by: tornike85 15 Mar 2018, 11:35
მოწერა · ჩატი · ელფოსტა

გამარჯობათ.
გთხოვთ მირჩიოთ.
დავრგე უმზეო ეზოში რამდენიმე ბამბუკის ნერგი. ტოტების შესხვლა ხო არ ჭირდება ეხლავე,?
* * *
აგრეთვე გთხოვთ მირჩიოთ, ჩრდილიან ადგილზე რომელ მარადმწვანე მცენარე შეიძლება?
თუ გაქვთ გასაჩუქებელი ნერგები, მადლობელი ვიქნები.

Posted by: zazmena12 22 Mar 2018, 11:02
მეგობრებო აგარაკზე მინდა დავრგო ხეები ხეხილი და რას მირჩევთ რა არის ადვილი მოსავლელი დასაწყისისთვის?

აგარაკი მდებარეობს ნაფეტვრებში, თბილისთან ახლოს არის მაგრამ მზიანი და ხრიოკი ადგილია, ჩემს ეზოში კიარის შავი მიწა დაყრილი მაგრამ მაინც ძალიან მზიანი ადგილია.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Mar 2018, 12:10
zazmena12
QUOTE
მეგობრებო აგარაკზე მინდა დავრგო ხეები ხეხილი და რას მირჩევთ რა არის ადვილი მოსავლელი დასაწყისისთვის?

აგარაკი მდებარეობს ნაფეტვრებში, თბილისთან ახლოს არის მაგრამ მზიანი და ხრიოკი ადგილია, ჩემს ეზოში კიარის შავი მიწა დაყრილი მაგრამ მაინც ძალიან მზიანი ადგილია.

ხილი თუ დეკორატიული გააჩნია რა გინდა

Posted by: zazmena12 22 Mar 2018, 12:30
იდეაში არ აქვს მნიშვნელობა მთავარია კარგი ხე იყოს და ასეთ პირობებში არ გაუჭირდეს გაზრდა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Mar 2018, 12:43
zazmena12
გააჩნია ფართობსაც თუ მორწყვას ხშირად ვერ მოახერხებ ხილს აზრი არ აქვს შეგიძლია დარგო ფისტა რამოდენიმე წელი დასჭირდება მაგრამ ჯამში ექნება ნაყოფი და ისარგებლებ, ნიგოზი, დეკორატიულ ვარიანტში კიპარისები სხვადასხვა სახეობებია ეხლა ძალიან ლამაზები ნებისმიერ პერიოდში შეგიძლია თავისი მიწით დარგო და იხარებს, თუ ფართი დიდია ფიჭვიც შეიძლება

Posted by: zazmena12 22 Mar 2018, 12:47
M-A-S-E-R-A-T-I
ფისტა დავრგე უკვე, ხშირად ვერ ვახერხებ მორწყვას კვირაში 1 ხელ ვახერხებ ასვლას. ფართი 500 კვადრატულია ეზო

ნიგოზს ძალიან დიდი ხანი უნდა რომ გაიზარდოს ხო როგორც ვიცი
* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11538742/ კიპარისიც ძალიან მაღალი იზრდება ?
* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11609274/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 22 Mar 2018, 13:34
zazmena12
QUOTE
ნიგოზს ძალიან დიდი ხანი უნდა რომ გაიზარდოს ხო როგორც ვიცი

არი ჯუჯა ჯიშები რომლებიც მალეც ისხამს და დიდიც არ იზრდება, ეგ კიპარისები არ იყიდო ეხლა კარგი ჯიშებია შემოტანილი მოძებნე საბაღე მეურნეობებში, იგივე ტუიაზეც. ყველაზე კარგი ვარიანტია დაიარო სამეზობლოში და დააკვირდე რა ხარობს მათთან ანუ შეიძლება ეხლა გირჩიო რაღაც უშვიალოდ ხრიოკი მშრალი ჰავისთვის მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ირგვლივ გაშენებული მცენარეები გეტყვის რაზე ღირს ფულის და დროის ხარჯვა

Posted by: Fizikismama 22 Mar 2018, 13:48
ალუბლის ნერგები სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: zazmena12 22 Mar 2018, 13:55
M-A-S-E-R-A-T-I
გაიხარე მადბლობა, გარშემო ვინც ხშირად დადის ან იქ ცხოვრობს იმას ხეხილიც აქვს მე უბრალოდ ვერ ვივლი ხშირად sad.gif

Posted by: giorgi--6 23 Mar 2018, 00:53
ia-viola
კურკით ამოსული ნაყოფს მოისხამს? გაგებული მაქვს რომ კურკაზე ამოსული არ ისხამს და არ ვიცი

Posted by: zazmena12 23 Mar 2018, 11:18
giorgi--6
ჩემთან ალუბალი ისხამდა smile.gif და ატამიც და ისე არ ვიცი

Posted by: ia-viola 23 Mar 2018, 12:22
giorgi--6
არ ვიცი, პატარებუ არიან. სანამ არ გაიზრდება, იქსმდე ვერ გავიგებ რამეს.

ვფიქრობ, ფოღთოხალზე ხომ არ დზვამყნო. საინტერესოა რა გამოვა.

Posted by: Master_Nick 23 Mar 2018, 15:05
zazmena12
წყლის გარეშე ძალიან გაგიჭირდება, ტუიას და კიპარისებს მზე კი უყვართ მაგრამ წყალიც სჭირდებათ, წყლის პრობლემა თუ გაქვს არ გირჩევ არც ტუიას და მითუმეტეს კიპარისებს, ფულს ტყუილად გაისვრი

Posted by: Orange 1 Apr 2018, 00:01
გამარჯობა

გაზონის ბალახის ყიდვა თბილისისთვის სად არის სანდო და ხელსაყრელი. ან რულონებით დახვეული რომ არის ან ვინც ამ საქმიანობით არის აქ დაკავებული შემეხმიანეთ რა. ნერგებსაც ვფიქრობ მაგრამ არ ვიცი სად ჯობია ყიდვა, ტრასაზე რო ყიდიან ჯოხებია ეხლა და მერე რა გაიზრდება კაცმა არ იცის

Posted by: Andy Warhol 15 Apr 2018, 11:54
გლიცენიას ნერგები იაფად სად შეიძლება ვიყიდო? სასწრაფოდ მჭირდება რომ მოვასწრო დარგვა.

Posted by: Nicola_Rizzoli 15 Apr 2018, 13:32
QUOTE (Andy Warhol @ 15 Apr 2018, 11:54 )
გლიცენიას ნერგები იაფად სად შეიძლება ვიყიდო? სასწრაფოდ მჭირდება რომ მოვასწრო დარგვა.

მეც ძალიან მაინტერესებს ... იქნებ ვინმემ გვიპასუხოს cry.gif

Posted by: Tornike Alashvili 21 Apr 2019, 02:49
ჩემს ჰომეოპათიურ კლინიკაში მზადდება წამლები მცენარეების ზრდისთვის და მოსავლიანობის მოსამატებელი ასევე გვალვაგამძლე და იმუნიტეტის ასამაღლებელი 2986486


1- ჰეტეროაუქსილი 1000 განზავება. ფესვები უნდა ჩაიდოს ხსნარში 1 დღე გადარგვის წინ ან თესლები დააკბო, ჩეიძლება მორწყვაც
2- ანტივირუსული და იმუნიტეტის

Posted by: Lamorac 21 Apr 2019, 11:20
იასამნებს რა ჭირთ? სურნელოვანი საერთოდ ვერ ვიპოვე.

ძალიან ლამაზები იყიდება, მარა სუნი არ აქვთ

Posted by: Tornike Alashvili 21 Apr 2019, 21:21
სუნი აქვს მიწაზე გაზრდილ იასამნებს და არა ნეხვზე

Posted by: Taisiaa 25 Apr 2019, 13:24
ჟოლოს ნერგებს სად ვიყიდი?

ან ახლა რამდენად შესაფერისი პერიოდია?

რჩევებს მივიღებ, სახლისთვის მინდა)))



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Apr 2019, 16:38
Taisiaa
გორგიაში აქვთ კარგები, ეხლა კარგი პერიოდია იდეალური, ბინაში არ ივარგებს თუ ამას გულისხმობ

Posted by: Taisiaa 26 Apr 2019, 01:05
M-A-S-E-R-A-T-I

არა კერძო სახლი მაქვს, ბაღში მინდა გავახარო, ვიყიდი აუცილებლად, მადლობა

ჯერ ალოე გადამირჩინეთ, ახლა ჟოლოს ვიყიდი... biggrin.gif

Posted by: borbolia777 3 May 2019, 12:05
მარწყვის ნერგები სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით????

Posted by: batchat 4 May 2019, 16:16
გამარჯობათ სად შეიძლება გვირილის ფოთლების ყიდვა?
წონის სახით

Posted by: borbolia777 4 May 2019, 17:31
QUOTE (batchat @ 4 May 2019, 16:16 )
გამარჯობათ სად შეიძლება გვირილის ფოთლების ყიდვა?
წონის სახით

მწვანე აფთიაქში იკითხე? მანდ აქვთ სამკურნალო მცენარეები

Posted by: batchat 5 May 2019, 21:03
QUOTE (borbolia777 @ 4 May 2019, 17:31 )
QUOTE (batchat @ 4 May 2019, 16:16 )
გამარჯობათ სად შეიძლება გვირილის ფოთლების ყიდვა?
წონის სახით

მწვანე აფთიაქში იკითხე? მანდ აქვთ სამკურნალო მცენარეები

მადლობა

Posted by: Gemballa 12 May 2019, 20:36
გამარჯობა,

პართენოცესუსის და სუროს ყიდვა მინდა 20 - 20 ცალის. იქნებ ვინმე ყიდიდეს.
მადლობა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 May 2019, 21:00
Gemballa
მგონი აჯობებს თვითონ დააფესვიანო ძალიან მარტივია ტოტებით

Posted by: Gemballa 14 May 2019, 08:01
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მგონი აჯობებს თვითონ დააფესვიანო ძალიან მარტივია ტოტებით

მადლობა რჩევისათვის. სად ვნახო პროცესი ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 May 2019, 13:50
Gemballa
QUOTE
მადლობა რჩევისათვის. სად ვნახო პროცესი ხომ ვერ მეტყვით?

http://astrym.com.ua/posts/2011942763-vinograd-partenocissus-uhod-v-domashnih-usloviyah/

Posted by: Gemballa 15 May 2019, 06:36
M-A-S-E-R-A-T-I
jump.gif bis.gif

Posted by: tavadze 15 May 2019, 11:27
Taisiaa
borbolia777
შაბათობით ისნის მეტროს გვერდით, სკვერში ყვავილების ბაზრობაა, თუმცა ხეხილი, დეკორატიული მცენარეები და კენკროვანებიც გამოაქვთ. შედარებით იაფადაც აქვთ. მაგალითად, საკმაოდ მოზრდილი ფოტინია 8 ლარად ვიყიდე და პირდაპირ ვეტაკე, არ გადაიფიქროს-მეთქი biggrin.gif biggrin.gif - ეგ მცენარე იმავე ჯორჯიას 33 ლარად აქვს. თან მე დასავლეთში წასაღებად მინდოდა და უფრო პატარა ძირი ავიღე, თორემ ამაზე ბევრად უფრო დიდებიც ჰქონდა იმავე ფასში. სხვა დროს 15 ლარად ჰყიდდა სხვა გამყიდველი, მაგრამ მაღაზიების ფასებს მაინც ჯობია.
მარწყვი და მაგდაგვარებიც ბევრნაირი აქვთ.

Posted by: Hunterchupa 15 May 2019, 11:39
Gemballa

მე ბევრჯერ დავაფესვიანე სურო, უადვილესია უბრალოდ ტოტს მოტეხავ და ჩადებ წყლით სავსე ქილაში პატარა ფესვებს გამოიტანს თუ არა (1 სმ სიგრძის) გადარგავ ქოთანში სახლის პირობებში. ცოტა რომ მომძლავრდება გაიტან აივანზე ერთი 5-10 დღე და მერე გადარგე ეზოშიც თუ გინდა

Posted by: Gemballa 16 May 2019, 08:35
Hunterchupa
QUOTE
მე ბევრჯერ დავაფესვიანე სურო, უადვილესია უბრალოდ ტოტს მოტეხავ და ჩადებ წყლით სავსე ქილაში პატარა ფესვებს გამოიტანს თუ არა (1 სმ სიგრძის) გადარგავ ქოთანში სახლის პირობებში. ცოტა რომ მომძლავრდება გაიტან აივანზე ერთი 5-10 დღე და მერე გადარგე ეზოშიც თუ გინდა

bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Gemballa 17 May 2019, 17:02
მეგობრებო პართენოცესუსი სადმე ხომ არ გეგულებად ველურად გაზრდილი? ტოტი რომ მოვატეხო და დავაფესვიანო?


Posted by: benefit123 17 May 2019, 18:40
გამარჯობა. სამუშაო მაგიდისთვის მინდა რაიმე მცენარე, რომელიც არ იზრდება დიდი ან გაიზარდოს დიდი უბრალოდ ლამაზი მინდა რომ იყოს. სასურველია თუ თესლის ყიდვა იქნება შესაძლებელი რადგან თავიდან ბოლომდე ეს პროცესი მიყვარს, გაღვივებით დაწყებილი გახარებით დამთავრებული.

კიდე ლიმონის კურკა მინდა რომ დავთეს და პირდაპირ დავთესო თუ რაიმე პროცედურა უნდა დათესვამდე

Posted by: _LegenDa_ 18 May 2019, 02:37
ბონსაის ფასები როგორაა???ხო არ იცით ვინმემ??ან სად შეიძლება შეძენა????

Posted by: raiple 18 May 2019, 21:04
მოგესალმებით ვინმეს ბომ არ გაქვთ ბალზამინის ნერგები გასაყიდი ან გასაჩუქებელი?user posted image
* * *
user posted image
...............................................................................................

Posted by: gogliko777 27 May 2019, 16:40
Gemballa
ძალიან მაგარი მცენარეა, მე4 წელია უკვე მაგრა გავაჯეჯეილეთ, ღობე დაფარა ხოშიანათ. ტოტიდან მე ვცადე და არ გამომივიდა დაფესვიანება, გეტყვი სადაც იყიდება - ვაგზალზე დეზერიტრების გვერდითა ქუჩაზე ქალები რომ მცენარეებს და ნერგებს ყიდიან მანდ აქვთ სტაბილურად, თუ არ ექნებათ შეუკვეტავ მოგიტანენ.

Posted by: Lamorac 17 Jun 2019, 13:41
გამარჯობა

ნაკვეთი შემოღობილი მაქვს ბეტონის კაპიტალური ღობით
და ამ ღობეს (ეზოს შიგნიდან) მინდა რამე ლამაზი ხეები გავაყოლო

რას მირჩევთ რა დავრგო?

კედრები ვიფიქრე მე...

Posted by: PAINKILLER 17 Jun 2019, 13:57
QUOTE
კედრები ვიფიქრე მე...

Lamorac

კედარი საკმაოდ მაღალი იზრდება და ფორმირებასაც არ ექვემდებარება, კიპარისები სჯობია ან ტუია

Posted by: jjj 17 Jun 2019, 16:29
სასაფლაოზე რომელი ყვავილის დარგვას მირჩევთ? სიცხის ამტანი რომ იყოს და თან თუ გამრავლდება კიდევ უკეთესი.

Posted by: Maiko Shamugia 17 Jun 2019, 17:45
nika5
https://www.facebook.com/pg/IelisVardebi/photos/?tab=album&album_id=697640933760906&ref=page_internal

Posted by: Lamorac 18 Jun 2019, 10:16
PAINKILLER
QUOTE
კიპარისები სჯობია ან ტუია

კიპარისები ვნახე სურათები და მომეწონა.

დავრგავ აუცილებლად, ოღონდ:

სად ვიყიდო? ღობის სიგრძე 35 მეტრია ანუ კაი ბლომად დამჭირდება არა? ერთ მეტრში ალბათ 2 ცალის გაშვება ნორმალური იქნება. ანუ სულ 70 ძირი დამჭირდება

Posted by: PAINKILLER 18 Jun 2019, 12:53
QUOTE (Lamorac @ 18 Jun 2019, 10:16 )
PAINKILLER
QUOTE
კიპარისები სჯობია ან ტუია

კიპარისები ვნახე სურათები და მომეწონა.

დავრგავ აუცილებლად, ოღონდ:

სად ვიყიდო? ღობის სიგრძე 35 მეტრია ანუ კაი ბლომად დამჭირდება არა? ერთ მეტრში ალბათ 2 ცალის გაშვება ნორმალური იქნება. ანუ სულ 70 ძირი დამჭირდება

ბევრია 1 მეტრში 2 ცალი, ცოცხალი ღობისთვისაც კი ბევრია, ჩვეულებრივი კვიპაროსი სიგანეშიც საკმაოდ იზრდება, პირამიდისებრს თუ დარგავ 1 მეტრში 1 ცალი საკმარისია

Posted by: kshaneli 19 Jun 2019, 13:41
QUOTE
ტოტი რომ მოვატეხო და დავაფესვიანო?

დასაფესვებლად რომელ წამალლს ხმარობთ?

Posted by: raiple 21 Jun 2019, 12:39
ნახშირს ...........................................................................

Posted by: nika5 24 Jun 2019, 09:23
Maiko Shamugia
მაიკო შამუგია, მადლობა დიდი............................

Posted by: datunia93 24 Jun 2019, 10:20
გამარჯობათ. დაახლოებით 18 კვადრატი ვერანდა მაქვს და ძაან მიღ₾ის ტვინს მზე ამ ზაფხულში. ხოდა გასაშლელი ქოლგის და მაიმუნობების ყიდვას, ვიფიქრე რამე დიდი ზომის ხე რო დავდგა თქო, დიდი ზომის ქოთანით - ხოდა სად ვიყიდი, რა ღირს ხომ ვერ დამაკვალიანებთ


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jun 2019, 15:03
datunia93
QUOTE
გამარჯობათ. დაახლოებით 18 კვადრატი ვერანდა მაქვს და ძაან მიღ₾ის ტვინს მზე ამ ზაფხულში. ხოდა გასაშლელი ქოლგის და მაიმუნობების ყიდვას, ვიფიქრე რამე დიდი ზომის ხე რო დავდგა თქო, დიდი ზომის ქოთანით - ხოდა სად ვიყიდი, რა ღირს ხომ ვერ დამაკვალიანებთ

კლიმატის გათვალისწინებით გირჩევდი რაიმე მაღალ მზარდ ვარდს ხე ცოტა ისეთი თემაა აივნისთვის მოუხდება აივანს Fatsia ან euonymus-japonicus ორთავე ყინვაგამძლეა ან შეგიძლია მთლად უკეთესი ვისტერია გაუშვა რამოდენიმე მოზრდილი ქოთნით რამოდენიმე ფერის იყიდება გარდენიაში ძალიან მარტივი მოსავლელია მხოლოდ გასხვლა სჭირდება 2 ჯერ წელიწადში

Posted by: datunia93 24 Jun 2019, 16:08
M-A-S-E-R-A-T-I

ერთი ცალი დიდი მინდა რო დავდგა შუაში, დაახოებით 12 სმ დიამეტრის ერთი სწორი ღერო რომ იყოს 2-2.5 მეტრი სიმაღლის და ზემოთ ბუჩქი (ჩუპაჩუპსივით) ქოთანს დავუდგავ დიდს, დაახლოებით 200-250 ლიტრიანს და ზედვე, ამ ქოთანზე იქნება მაგიდა. ხის ზედა, გაბუჩქული ნაწილი ქოლგის მოვალეობას შეასრულებს შუადღეს და ეგაა რა smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Jun 2019, 00:58
datunia93
QUOTE
ერთი ცალი დიდი მინდა რო დავდგა შუაში, დაახოებით 12 სმ დიამეტრის ერთი სწორი ღერო რომ იყოს 2-2.5 მეტრი სიმაღლის და ზემოთ ბუჩქი (ჩუპაჩუპსივით) ქოთანს დავუდგავ დიდს, დაახლოებით 200-250 ლიტრიანს და ზედვე, ამ ქოთანზე იქნება მაგიდა. ხის ზედა, გაბუჩქული ნაწილი ქოლგის მოვალეობას შეასრულებს შუადღეს და ეგაა რა

ქოთანში ჩარგული არცერთი ხე არ მოგცემს ქოლგის ეფექტს ანუ ჩრდილს ისე რომ პაპანაქებაში ან თუნდა დილის საათებში არ შეგაწუხოს მზემ, იყიდი მაგრამ დროთა განმავლობაში დასუსტდება მიწა გამოიწვება მზეზე, გამოიფიტება და ამ ზომის მცენარის მიწის შეცვლა გაგიჭირდება ფიზიკურად ძაან ხარჯიანი თემაა, მაგრამ თუ ეს თემა არ გაწუხებს გლიცინიას ვარიანტი არ იყო ცუდი შეგიძლია ნებისმიერი ფორმა მისცე როცა გაიზრდება ზედმეტად ფესვებს დააჭრი ზემთ ტოტებს გადაჭრი და გინდ ჩუპაჩუპსის და გინდ ესკიმოს ფორმა მიეცი ეგ არი რო რაღაც კონსტრუქცია დაგჭირდება რომ ზედ ავიდეს, მე თავად მინდოდა აივანზე გლიცინიას გახარება მაგრამ ჯამში ძალიან მძმე კონსტრუქცია გამოდიოდა გადავიფიქრე, შენ თუ გაქვს საშუალება სცადე

user posted image

Posted by: kshaneli 25 Jun 2019, 11:12
აუ ეს გლიცინია მაგარი ყვავილია. რა სასიამოვნო სურნელი აქვს.ქოთანში ცოდვაა მიწაში გადაიტანე

Posted by: Hunterchupa 26 Jun 2019, 10:23
კეთილო ხალხო ვეძებ ჟასმინს (cape jasmine) ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ მაჩუქოთ ან როგორ მრავლდება ან რა ღირს რომ ვიყიდო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 26 Jun 2019, 19:32
Hunterchupa
გარდენია გარდენიაში უნდა ნახო, ისანშიც ექნებათ გჯებოტანიკს ან ნებისმიერ სხვა სანერგებს არც ისე იშვიათი მცენარეა

Posted by: Hunterchupa 26 Jun 2019, 23:55
M-A-S-E-R-A-T-I

10 ლარიო ნერგიო გებოტანიკ თუ რაღაც საიტზე დავრეკე ოღონდ გაზაფხულზეო და ვნახოთ

Posted by: kshaneli 27 Jun 2019, 11:47
10 ლარი ძვირი არაა? კალმით არ ფესვიანდება მიწაში რომ ჩავრგო?

Posted by: Hunterchupa 28 Jun 2019, 15:58
kshaneli

მე მეკითხები? smile.gif არ ვიცი მეთვითონ მაინტერესებს ძალიან მხიბლავს ეგ მცენარე. თუ ვინმეს აქვს და იცის გვეტყვის თუ არა და გადავიხდით 10 ლარს. უცხოეთში ვნახე და 4 დოლარი ღირს თესლი 50 ცალი. შეილება იქიდან ჩამოვიტანო ვნახოთ. აქ თუ ვერ ვიშოვნით მოვიფიქრებ რამეს.

Posted by: Lamorac 29 Jun 2019, 15:41
კიპარისის ნერგები სად ვიყიდო?''''''''''''''

Posted by: Hunterchupa 29 Jun 2019, 18:10
Lamorac

ნებისმიერ ადგილას სადაც მცენარეებს ჰყიდიან ყველაზე გავრცელებული მცენარეა მემგონი.

Posted by: Lamorac 30 Jun 2019, 19:09
QUOTE (Hunterchupa @ 29 Jun 2019, 18:10 )
Lamorac

ნებისმიერ ადგილას სადაც მცენარეებს ჰყიდიან ყველაზე გავრცელებული მცენარეა მემგონი.

მართალი ხარ

სანერგეში ვიყიდე 60 სმ-იანები 13 ლარად.


2 მწვანე ვიყიდე და 2 ოქროსფერი.


მორიგეობით უნდა გავუშვა.

ჯამში 40 მინდა.


ეს 4 ცალი დღეს დავრგე.

ვნახოთ რას იზამენ

Posted by: Hunterchupa 30 Jun 2019, 22:23
Lamorac

პატარები უფრო იაფადაა 3 ლარად იყო 15 თუ 20 სანტიმეტრიანები სადღაც შემხვდა სამგორის ბაზართან მემგონი

Posted by: cuore 7 Jul 2019, 19:22
bodishit latinurad rom vwer eseigi r mindabgkirxot ezos perimetrze minda buchi mcenare zolad ro sheovartya ezos ogond ar vici ra qvia ammcenare buchqs da iqneb damakvalianot sad.gif marad mwvane buchqia uyvavilo. Parkebshi minaxavs

Posted by: Hunterchupa 7 Jul 2019, 20:37
სავარაუდოდ ტუიაზე საუბრობ

http://gamwvaneba.ge/mcenareebi/89-.html

არ ღირს ძვირი როგორც ვიცი

Posted by: cuore 7 Jul 2019, 22:21
Hunterchupa
ki zustad isaa rac minda madloba
................
Exla mainteresebs ramdenad male izrdeba da ra siaxlovit unda davrgo?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 8 Jul 2019, 09:02
cuore

ქართულად წერე

Posted by: Hunterchupa 8 Jul 2019, 10:38
cuore

მაგას ვერ გეტყვი არ ვიცი, ჩემი აზრით გააჩნია რამსიმაღლის უნდა გაზარდო. თუ მაღალი გინდა უნდა დააშორო თუ დაბალი გინდა ახლო ახლოც არ იქნება ცუდი. დაშორების შემთხვევაში მალე გაიზრდება ახლოს დარგვით შეაფერხებ. უმჯობესია ვისაც გამოცდილება აქვს იმათმა გიპასუხონ

Posted by: seagu11 13 Sep 2019, 12:43
გამარჯობა, ოთახის კვიპაროსი სად შევიძინო ან რა ღირს?

Posted by: mixailovichi 20 Sep 2019, 17:42
გამარჯობა
სოფელში (იმერეთში) მინდა რომ ეზოში დავრგო ხე, რომელიც მალე გაიზრდება და კარგი ჩრდილი ექნება.
ამ სფეროში თითქმის არაფერი გამეგება და იქნებ მირჩიოთ რომელი ხე აჯობებს.

Posted by: PAINKILLER 20 Sep 2019, 17:50
mixailovichi

პავლოვნია იზრდება ყველაზე სწრაფად

Posted by: mixailovichi 20 Sep 2019, 18:38
PAINKILLER მადლობა
კარგი ვარიანტი მგონია მეც.
სხვა რა ვარიანტები შეიძლება რომ განვიხილო?
გაზაფხულზე უნდა დავრგო ალბათ ხო?

Posted by: raiple 21 Sep 2019, 11:47
მოგესალმებით ვიჩუქებ ყვავილებს ან ვიყიდიuser posted image ესეთს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2019, 20:35
raiple
თუ ბათუმში ხართ მყავს ასეთი ჯუჯა ვარდი საკოლექციო იშვიათი სახეობაა მომწერეთ პირადში

Posted by: raiple 21 Sep 2019, 21:32
არა ბათუმში არვარ ეს ვარდი არაა პატარძლას ეძახიან პელარგონიას

Posted by: giorgi korkotadze 23 Sep 2019, 22:49
გამარჯობა ვარ დამწყები მებაღე ჯერ ჯერობით ინტერესით გამოვირჩევი მინდა სურამში დავრგო ხეები და მივხედო გამწვანებას საწყის ეტაპზე მჭირდება ისეთი მცენარე რომელიც სწრაფად იზრდება და სურამის კლიმატური პირობებისთვის გამოდგება თუ მაჩუქებთ ასეთ მცენარეს მადლობელი დაგრჩებით

Posted by: Keti-Ket 7 Oct 2019, 14:33
აშკარად შეცდომით დავწერე გვერდით თემაში. ამიტომ აქ გადმომაქვს


მოკლედ, ყვავილების მაღაზია მირჩიეთ, სადაც ოფისისის გასაფორმებლად რამეს შევარჩევ. ქოთანში რომ იყოს უკვე მზა სახით. რამე მწვანე, ფიკუსი, პალმის მაგვარივით ანუ რაღაც მწვანე, უპრეტენზიო მცენარე მინდა. ასევე ბაზრობების ტერიტორია ვერ გამომადგება, რადგან საბანკო გადარიცხვით დამჭირდება გადახდა.

გთხოვთ, თუ იცით, არ დაიზაროთ რჩევები.

ან რამე ამდაგვარი ხომ არ გეგულებათ სადმე მზა ან შეკვეთით?

user posted image

Posted by: Sxl 7 Oct 2019, 14:45
Keti-Ket
https://www.facebook.com/PlantShop.ge/

ეს ცადეთ. პირადად არ გამომიყენებია და არ ვიცი მზა რაღაცეები თუ აქვთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Oct 2019, 14:48
Keti-Ket
https://www.facebook.com/groups/844709555605825/ აქ არიან ადამიანები ვინც მსგავს კომპოზიციებს აკეთებენ იკითხე

Posted by: Keti-Ket 8 Oct 2019, 15:16
Sxl
M-A-S-E-R-A-T-I

მადლობა ორივეს

შემთხვევით დრაცენა სანდერა სად იყიდება ხომ არავინიცით. გარდენიასა და გრინ ჰაუსში არ აქვთ

Posted by: Freestyle 11 Nov 2019, 23:07
მგონი სწორად ვკითხულობ აქ smile.gif)

ქოთნის პომიდორი, წიწაკა და მსგავსი ბოსტნეულის თესლები სად უნდა ვიყიდო ხომ არ იცით?


Posted by: mettalmag 20 Nov 2019, 12:04
კარალიოკის ნერგებს ვეძებ
იქნებ მიმასწავლოთ ვისთან/სად შეიძლება ვნახო
2-3 ნერგი მინდა მხოლოდ საჩუქრად
მადლობა

* * *
Freestyle
QUOTE
ქოთნის პომიდორი, წიწაკა და მსგავსი ბოსტნეულის თესლები სად უნდა ვიყიდო ხომ არ იცით?

ცოტა რაოდენობაც რომ იყოს მე ვიწერ ხოლმე
ისე გორგიას და მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი პატარა მაღაზიაა
არის ონლაინ მაღაზიებიც ლოკალური მაგრამ რაოდენობები აქვთ დიდი

Posted by: uwi-buwi 17 Dec 2019, 15:57
Venus Flytrap - ს სად ვიყიდი? კაი როჟას ოღონდ დებილს არა biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Dec 2019, 12:19
uwi-buwi
QUOTE
სად ვიყიდი? კაი როჟას ოღონდ დებილს არა

ალბათ გაზაფხულზე ჯეობოტანიკს ექნება ისანში

Posted by: murzayani 21 Dec 2019, 17:27
შობის ყვავილს ჭითელი ფოთლები უშავდება და რისი ბრალია რა უშველო?

* * *
მხვიარა ვარდებ მინდა ყიდით ვინმე?

Posted by: tavadze 16 Jan 2020, 01:48
Keti-Ket
მსგავსი რამეები ჯეობოტანიკს აქვს ისანში ხარისხიანებიც და იაფადაც. ჰოლანდიური ეზოც ნახეთ ფბ-ზე.
murzayani
QUOTE
მხვიარა ვარდებ მინდა ყიდით ვინმე?

შაბათობით, ისნის მეტროს გვერდით იმართება მცენარეების ბაზრობა. იქ ნახე, ოღონდ რამდენად სანდოა, ვერ გეტყვი.
ან ფბ-ზე დაგუგულე - "ვარდები და მარადმწვანეები".

Posted by: murzayani 16 Jan 2020, 15:18
ხეხილის ნამყენ ნერგებს ვერ მაჩუქებთ ტებერვ;ისთვის? ყველანაირი მინდა

Posted by: kotcio 16 Jan 2020, 18:54
murzayani
თებერვლისთვის რატომ? მაგ დროს კარგია დარგვა?

Posted by: damdam 21 Jan 2020, 16:35
იყიდება ნერგები:

✅უეკლო მაყვლის.სამმაგი გვირგვინი,არის ძალიან ტკბილი და ისხამს ზომით დიდ ნაყოფს.

ნერგის ფასი 2 ლარია

✅რემოტანტული მარწყვის " სან ანდრეასის"დღის ხანგრძლივობის მიმართ ნეიტრალური ჯიშის.ისხამს მთელი წელი.ნაყოფი არის ზომით დიდი ტკბილი და არომატული.

ნერგის ფასი 1 ლარია

✅თეთრი მარწყვის რომლის ნაყოფიც არის ძალიან ტკბილი და სურნელოვანი.
არის სეზონური, მოკლე დღის ხანგძლივობის ჯიში. მწიფობის პერიოდი ემთხვევა მაისის თვეს.
ნერგის ფასი 1 ლარია

ნერგებს ვაგზავნით ფოსტის საშუალებით საქართველოს მაშტაბით. 597885517

Posted by: murzayani 21 Jan 2020, 17:22
damdam
ერთი მარწყვის ნერგი რამდენს ისხამს დაახლოებით?

Posted by: tatuta 14 Feb 2020, 16:13
გამარჯობა, ვეძებ საკურას ნერგებს. ასევე კესანებს. გთხოვთ თუ ვინმე ყიდის მომწერეთ ან აქ ან მეილზე.
tat.didebashvili@gmail.com
მადლობა წინასწარ

Posted by: firalifirali 23 Feb 2020, 15:20
user posted image

ამის სახელს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Feb 2020, 17:11
firalifirali
სპატიფილუმი

Posted by: kwintra 27 Feb 2020, 17:03
მეგობრებო პიტნის თესლს სად ვიყიდი? ან საიდან გამოვწერო? უამრავი საიტია გამოცდილება საიდან გაქვთ გამოწერი?

Posted by: Ika39 2 Mar 2020, 16:17
მეგობრებო , სოფელში ეზოში მინდა მუხის დარგვა და მჭირდება რჩევები . წელიწადის რომელ დროს არის რეკომენდირებული , ნერგი სად ვიშოვო და ა.შ დეტალები. გთხოვთ რომ დამეხმაროთ ვინც ერკვევით smile.gif

Posted by: Machvi 3 Mar 2020, 20:07
გამარჯობათ. ვეძებ ბლის ნერგებს , კერძოდ რეგინა კორდია სამბა ბურლატი ამ ჯიშწბიდამ რომელიმეს. ვიყიდი. მადლობა წინასწარ. იქნებ თუ ვინმეს გაგახნიათ ინფორმაცია მომწეროთ აქ ან მობილირზე 593 796599 ბაჩო.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Mar 2020, 21:54
Ika39
QUOTE
მეგობრებო , სოფელში ეზოში მინდა მუხის დარგვა და მჭირდება რჩევები . წელიწადის რომელ დროს არის რეკომენდირებული , ნერგი სად ვიშოვო და ა.შ დეტალები. გთხოვთ რომ დამეხმაროთ ვინც ერკვევით

მუხის ნერგები საეჭვოა სადმე იყიდებოდეს, თუ სადმე ტყიდან წამოიღებ ეხლა ვიდრე ჯერ კიდევ კვირტშია საუკეთესო დროა

Posted by: MITIATO 4 Mar 2020, 09:54
kwintra
შარშან დომინოში ვიყიდე პიტნის თესლი. ამაზონიდან გამომიწერია მხოლოდ, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც შეცვალეს თესლის გამოწერასთან დაკავშირებით და გადამზიდების უმეტეაობას აკრძალულ ნივთებში უწერია. sad.gif

Posted by: Ika39 4 Mar 2020, 22:48
მეგობრებო თუ იცით გლახას ბოსტანი უნდა ?
* * *
ხუმრობა იქეთ იყოს და კაქტუსი "ქაჯეთის ციხე"-ო თუ რაც ქვია რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა ?
დილით მოვრწყავ თუ საღამოთი აქვს მაგას მნიშვნელობა ?
მითხრეს რო მზე როცაა არ უნდა მორწყაო და რამდენად მართალია

Posted by: muhambe 11 Mar 2020, 09:52
გავაჩუქებ ცხენის წაბლის პატარა ნერგებს. 1 წლიანებს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Mar 2020, 12:32
muhambe
QUOTE
გავაჩუქებ ცხენის წაბლის პატარა ნერგებს. 1 წლიანებს.

რამდენია სიმაღლეში?

Posted by: muhambe 11 Mar 2020, 13:36
M-A-S-E-R-A-T-I
მტკაველზე ცოტა დიდებია,სადღაც ეგრე.. ჩრდილში დავთესე და შეიძლება მაგიტომ.

Posted by: tavadze 12 Mar 2020, 00:09
tatuta
QUOTE
ეძებ საკურას ნერგებს. ასევე კესანებს.

საკურა არ ვიცი (ისე მი მეეჭვება, აქ ნამდვილი საკურა იყიდო - აქ რასაც საკურას ეზახიან, მგონი, ეგ სხვა ჯიშია) და კესანეს ნახავ ვაგზალზე ბაზრობაზეც, ან შაბათობით ისანში მეტროს გვერდით ბაზრობაზე.

Posted by: Montoya 12 Mar 2020, 12:08
გამარჯობა, ხის დარგვა მინდა სახლის პირობებში დასაჩრდილად. სად შეიძლება გაზრდილი (2-3 მეტრის სიმაღლის) ხის ნერგვების ყიდვა და რომელ მცენარეს მირჩევდით?

Posted by: Isshen 31 Mar 2020, 03:17
გამარჯობა! აქტარას ყუდვა მინდა და დღევანდელ პირობებში, ხომ ვერ მეტყვით, ონლაინ მაღაზიას საიდანაც შევძლებ გამოწერას?

Posted by: murzayani 26 Apr 2020, 14:00
თამბაქოს ჩითილები არავის გაქვთ გასაყიდათ?

Posted by: hitman-misha 19 Jun 2020, 11:44
მოგესალმებით, თუ გაგიგიათ მცენარე მარიამ-მსხალა? როგორც მითხრეს აჭარაში მწვანე კონცხზეა ბევრიო, ქინძივით ფოთლები აქვს და ბოლქვიანია. თბილისშიც იყიდებაო და თუ იცით იქნებ მიმასწავლოთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jun 2020, 20:56
hitman-misha
QUOTE
მოგესალმებით, თუ გაგიგიათ მცენარე მარიამ-მსხალა? როგორც მითხრეს აჭარაში მწვანე კონცხზეა ბევრიო, ქინძივით ფოთლები აქვს და ბოლქვიანია. თბილისშიც იყიდებაო და თუ იცით იქნებ მიმასწავლოთ. მადლობა წინასწარ.

პირველად მესმის ბოტანიკურშიც არასდროს შემხვედრია ასეთი

Posted by: Fabian 1 Jul 2020, 12:09
ამ ხეს რა ჰქვია და თუ იყიდება სადმე?
user posted image

Posted by: Keti-Ket 2 Jul 2020, 22:15
მეგობრებო, ცხრატყავას ნაყოფი ხომ არ იცით თუ იყიდება სადმე?

Posted by: maktraxer 6 Jul 2020, 14:24
Master_Nick 210
ia-viola 188
M-A-S-E-R-A-T-I 93
sophka 76
Maiko Shamugia 72
*WASP* 64
kotcio 17
ASIA 16
GunsN 12
Universe 11
Harrison Stafford 10
E madame 7
holden kolpildi 7
banzai74 5
FANNIE 5
coldbreeze 5
cosmia 5
Evo_PoWeR 5
Frankens†ein 4
Sxl 4
-Ivar- 4
<<Innamorata>> 4
s@likun@ 3
T-mademoiselle 3
NankA2203 3
aabbaa 3
40dz 3
Poppysmic 3
quchi 3
anni_dembo 3
godless 3
ლეოპარდი 3
Pickering 2
sweetAppletree 2
davita74 2
Taisiaa 2
Hyderabad 2
პაპა 2
Sargerass 2
DeathListFive 2
muhambe 2
kshaneli 2
FixYou 2
itona 2
Johnnie Walker 2
Анюта 2
LaBohemia 2
guriaaa 2
Kikunaa 2
Likri 2
shemoreva 2
max-14 2
nia4u 2
ilia132 2
Corvette 1
<<ეგოისტკა>> 1
Ronaldo9 1
playstation 1
Strangelove 1
Unico 1
gramatikikina 1
Solivagant 1
Calvados_La_Monnerie 1
JORJ1 1
S_H_I_N_Y 1
K1CK3R 1
kanavaro 1
borbolia777 1
(იგი) 1
ჰერმიონაა 1
Librarian 1
murzayani 1
aktrisa 1
gio0909 1
NIK-001 1
ტუზ❤️ 1
mzi 1
ako_chumbura 1
nothing_else_matters 1
Alfred Shnobel 1
gigaboku 1
Pero 1
garnier 1
Hitzor 1
CanterburyTales 1


სუმბული არ გაქვთ რამენაირი სახით არავის? სასწრაფოდ მჭირდება მეგობრებო.. ნახევარ სახელმწიფოს დავთმობ

Posted by: Pakusa1 13 Aug 2021, 12:55
გამარჯობა


სად შეიძლება შევიძინო ქოთნის პიონი?



Posted by: llevani 5 Sep 2021, 01:41
Fabian
ძალიან გვიან ვწერ.
ეს არის სოფორა. მაღალი ფორმები იყო ადრე თბილისში. ახლა ეგენია მოდაში

Posted by: Fabian 7 Sep 2021, 10:49
llevani
QUOTE
ძალიან გვიან ვწერ.
ეს არის სოფორა. მაღალი ფორმები იყო ადრე თბილისში. ახლა ეგენია მოდაში

მადლობა

ძალიან ლამაზი ხეა...

Posted by: თენგო 2 Jan 2022, 20:17
Venus Flytrap - ს სად ვიყიდი? ..................

Posted by: ThelicH 27 Jan 2022, 17:42
მოგესალმებით,
შევიძენ ოთახის დიდ მცენარეს, ჯიშის სახელები არ ვიცი მაგრამ ვერტიკალური რომ იყოს მაქსიმალურად არა გაბუჩქული , კუთხეში მსურს დავდგა და პრიორიტეტია სიმაღლე, 1.5 მ რომ იყოს დაახლოებით
ასევე მეორე მცენარეც მინდა, ბენჟამინ ფიკუსი ან ავარჩევ თქვენი შემოთავაზებებიდან .
მომწერეთ აქ ან ვაიბერში 555 400232
მადლობა

Posted by: ianomiel 3 Feb 2022, 21:38
გამარჯობა! პერესკიოპსის (pereskiopsis) პოვნას შევძლებ სადმე ჩვენთან? ძალიან მინდა გავზარდო / დასამყნობად მჭირდება და თუ დამეხმარებით გამიხარდება
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)