რატო გვაბოლებენ ამის დედა ვატირე, 1 თვის წინ თქვეს ლიეტუვამ უპირობოდ გაგვიხსნა საზღვარიო და ჩვენც მაგიტომ ვუხსნითო, ახლა აღმოჩნდა, თურმე პირობა გვქნონია 14 დღიანი იზოლაცია;
წყარო:
https://bm.ge/ka/article/lietuvashi-chasuli...-gaivlian/61224მაშინვე თქვეს, ივლისის დასაწყისში, რომ მაგალითად კვიპროსშიო, იტალიაშო და სხვა ქვეყნებში კარანტინიაო და ჩვენც კარანტინს ვუწესებთო. რაც ნამდვილად ვიცი, რომ მოიტყუეს, კარანტინი კვიპროსში არ ყოფილა, B ჯგუფში იყო საქართველო, რომელი ჯგუფის ქვეყნებიდან შესულებსაც, მხოლოდ უარყოფითი PCR ტესტი უნდა წარედგინათ, არაუმეტეს 72 საათით ადრე გაკეთებული შესვლამდე, ახლა კი 1 აგვისტოდან, ტესტის გარეშე შედიან საქართველოს მოქალაქეები კვიპროსში, ასევე საბერძნეთში ივლისიდან უპირობოდ შევდივართ. არც ვიზეარი დაუშვეს, არც ეგეოსის ავიახაზები რომელიც ათენში დაფრინავს და გაიძახიან იმათ დაგვიწესეს შეზღუდვები და ჩვენც მაგიტომ ვუწესებთო, წმინდა წყლის ტყუილი!!! სხვა ქვეყნები რომ გადამოწმდეს, კაცმა არ იცის კიდე რა მოიტყუეს.
სისულელე, რომ არ ვუხსნით საზღვარს ისეთ ქვეყნებს, ვინც თვითონ გვიხსნის, ალბათ იმით აიხსნება, რომ წინასაარჩევნოდ ეპიდ-სიტუაციის გაუარესება არ უნდათ, რავიცი შეიძლება მეტი წვეტიანი აზრებიც უტრიალებთ, მაგრამ ტურიზმის სექტორზე არავინ ფიქრობს, რომელიც მართლა მაგარ გასაჭირშია.
საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ყველა ვარიანტში კარანტინში ჩასმა, მიუხედავად იმისა საიდან შემოვა, ხო საერთოდ აბსურდი. ალბათ ეს იდოტიზმი იმას ემსახურება, რომ ქართველს საზღვარგარეთ წასვლა დაეზაროს და აქვე დახარჯოს ფული;
იმას არავინ ფიქრობს რომ, საბერძნეთიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ისევ ქართველების მასა შემოვა ძირითადად, ზოგი სახლში დაბრუნდება, ნახევარი ან უფრო მეტი კი უბრალოდ შვებულების გასატარებლად და ამ ყბადაღებულ შიდა-ტურიზმში ფულის დასახარჯად.
ვიზეარი და რაინეარი ჩვენ შემოვიყვანეთო, ყოველ დღე იმადლება ეკონომიკის მინისტრი და ეგენი თუ გაექცათ, მერე მართლა ძველი დრო დაბრუნდება მაგ მხრივაც, მარტო შეძლებული ფენა იფრენს ლუფთჰანზათი და აირზენათი.
ჟურნალისტი მაინც არავინ ხართ, სტატია დაწერეთ რომ გვაბოლებენ, თორე მთავრობის სხდომის ლაივებზე, კომენტარებში ან ოცნების მხარდამჭერების გულებია, ან გაწვალებული ემიგრანტების თხოვნები, რომ ფრენა აღადგინონ, ესენი კიდე მარტო გულებს აქცევენ ყუდარღებას როგორც ჩანს ((