Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მარგანცოვკა


Posted by: tat 7 Sep 2005, 23:30
რატომ ჩატვალე რომ სამედიცინო თემა არაა? მე მაგალითად მაგ დანიშნულებით გავხსენი და მაგ მიმართულებით მაინტერესებს თუ არის რამე არასასურველი ჯანმრტელობისთვის......ისე გამოგდის ბარამიძემ მაკიანი ბულკების ჭამა რომ აგვიკრძალა.........
* * *
რის საფუძველზე აიკრძალა და რითი ჩანაცვლდა მედიცინაში მარგანცოვკა
სამედიცინო საშუალებების გარდა მე პირადად ხის შესაღებად( ჩარჩოები, ავეჯი) ხშირად ვხმარობდი და ძალიან მჭირდება. ეხლა რა ?

Posted by: Fragile 10 Sep 2005, 00:22
tat

რა პრეტენზია გაქ
შენ კითხვა დასვი და მიიღე კიდეც პასუხი და შემდეგ პოსტინგები წავიდა არასამედიცინო მხრივ, მეც ავდექი და გადავიტანე სადაც საჭირო იყო
მინი ბობმების( თუ რაც იყო აღარ მახსოვს) დამზადების ტექნოლოგია რა კავშირშია ხომ ვერ მეტყვი?
ასე რომ ჩემო კარგო, თქვენი პროტესტი არ მიღებაtongue.gif

Posted by: Loony 10 Sep 2005, 00:35
მარგანცოვკა აიგრძალა იმიტომ, რომ ე.წ "ნარკომანები" ხმარობენ მას ნარკოტოკის სახით...
აი ზუსტად მაგიტომ აიგრძალა...

Posted by: Boker 10 Sep 2005, 02:10
ჰოდა ავკძალოთ - წებოები, აცეტონი, საღებავების გამხსნელები, დასაძინებელი საშუალებები და კიდევ უამრავი რამ sad.gif

Posted by: psyxo 10 Sep 2005, 02:44
მოშარდვის დროს ჭუჭუზე ხელის მოკიდებაც უნდა აიკრძალოს! biggrin.gif

Posted by: tat 11 Sep 2005, 18:16
Fragile
QUOTE
მეც ავდექი და გადავიტანე სადაც საჭირო იყო

სად გადაიტანე? მე რომ დავბრუნდი არაფერერი ღარ იყო უკვეsmile.gif

მარგანცოვკას ხმარობენ ახალშობილების ნბანაობისას
ვისაც კუჭი აწუხებს-ჩემს კლასელს დედამისი ასმევდა ხოლმე( გაკვეთილზეც კი შემოვარდებოდა დაავიწყდაო)
ნუ ჩემნაირად ვინც ხატავს -ხაზავს ან რამეს ადიზაინერებს ხის დასაფრად...smile.gif
მაინტერესებს რას ვიხმართ ამის მაგივრად?
ბავშვები რა ზელიონკიან წყალში აბანაონ?smile.gif

Posted by: MeGaLine 20 Apr 2008, 20:07
ბებიამისისამ რომელი ნარკომანი ხმარობს მარგანცოვკას? გერაინს უნდა თუ სუბოტექსს მარგანცოვკა? მრგანცოვკას ურევენ 10 ლარიან ხველების წამალში და იმით კაიფობენ მარა ეგ რა ნარკოტიკია? მაგით რო კაცი იკაიფებს იკაიფოს რა თავისი გასაჭირი ეყოფათ თავისი გაჭირვება. თან რა მიკვირს იცი ყველა პრეპარატი რომელშიც ურევენ მარგანცოვკას არ არის აკრძალული. ყველა კი არა არც ერთი არ არის აკრძალული. ნარკოლოგიურში რო მიიყვანო ვერც ამოაგდებს წამალს. არ მინდა ეხლა კონკრეტული დასახელება მაგ ხველების წამლების რომლებითაც კაიფობენ biggrin.gif ნერვები მაქ მოშლილი მარგანცოვკაზე ვმათხოვრობ ხან ვისთან დავრბივარ ხან ვისთან მართლა ან იქნებ ბავშვია დასაბანი არ რამეა შესაღები

Posted by: lexa 20 Apr 2008, 22:37
tat
რა მარგანცოვკა აიკრძალა? რატო?

Posted by: Led_Zeppelin 22 Jun 2008, 21:28
QUOTE
მარგანცოვკას ხმარობენ ახალშობილების ნბანაობისას ვისაც კუჭი აწუხებს-ჩემს კლასელს დედამისი ასმევდა ხოლმე( გაკვეთილზეც კი შემოვარდებოდა დაავიწყდაო) ნუ ჩემნაირად ვინც ხატავს -ხაზავს ან რამეს ადიზაინერებს ხის დასაფრად...smile.gif მაინტერესებს რას ვიხმართ ამის მაგივრად?

QUOTE
მარგანცოვკა აიგრძალა იმიტომ, რომ ე.წ "ნარკომანები" ხმარობენ მას ნარკოტოკის სახით... აი ზუსტად მაგიტომ აიგრძალა...



მე მინახია მარGანცოვკით მკვდარი, როცა მშობელმა დაალევინა მარგანცოვკის ხსნარი ბავშვს, სამკურნალო მიზნით და ბავშვი დაიღუპა.
ბევრი მინახია მარგანცოვკით გამოწვეული გონებრივი დეგრადაცია, ნარკომანებში , მარგანცოვკით დამწვარი ვენები.
QUOTE
აი ზუსტად მაგიტომ აიგრძალა...


Posted by: მონიკა 22 Jun 2008, 21:39
Fragile
QUOTE
მინი ბობმების( თუ რაც იყო აღარ მახსოვს) დამზადების ტექნოლოგია რა კავშირშია ხომ ვერ მეტყვი?

უი უი ბავშვობაში მიმიღია მაგის დამზადებაში მონაწილეობა biggrin.gif მარგანცოვკა, მაგნიუმი და მგონი კიდევ რაღაც უნდოდა

Posted by: Novartis 2 Aug 2009, 11:16
დარწმუნებული ხართ რომ აიკრძალა? I ჯგუფის აფთიაქებში იქნება ჩემი აზრით. მონახეთ ისეთი აფთიაქი სადაც წამლებს ამზადებენ და უეჭველი ექნებათ.


Posted by: ikebana 2 Aug 2009, 14:22
Iron Butterfly


spy.gif

.....................................

Posted by: anarxisti 2 Aug 2009, 17:04
QUOTE (MeGaLine @ 20 Apr 2008, 20:07 )
ბებიამისისამ რომელი ნარკომანი ხმარობს მარგანცოვკას? გერაინს უნდა თუ სუბოტექსს მარგანცოვკა? მრგანცოვკას ურევენ 10 ლარიან ხველების წამალში და იმით კაიფობენ მარა ეგ რა ნარკოტიკია?

ნარკოტიკი არ არის, მაგრამ საუბედუროდ “კაიფობენ“ ( სწორედ სიიაფის გამო ) და მარგანცოვკით დამზადებული რაღაც საზიზღრობა იწვევს თავის ტვინის შეუქცევად დაზიანებას (ექსტრაპირამიდული სისტემის დარღვევებს) .... მკურნალობას თითქმის არ ექვემდებარება..
სამედიცინო ლიტერატურაში ცნობილიცაა, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ნარკომანების სპეციფიური პათოლოგია..
მყავს ნაცნობი, ამის მსხვერპლი და ვიცი რაზეც ვლაპარაკობ...

თუ აიკრძალა, ძალიან კარგია, ისეთი განსაკუთრებული ანტისეპტიკური თვისებებიც არ გააჩნია, რომ არ შეიძლებოდეს მისი სხვა საშუალებით ჩანაცვლება..

Posted by: Solveig 2 Aug 2009, 19:45
MeGaLine
QUOTE
არ მინდა ეხლა კონკრეტული დასახელება მაგ ხველების წამლების რომლებითაც კაიფობენ

აკრძალეს ეგ წამალი უკვე. კაი ხნის ამბავია (2007 წლის).

საერთოდაც, დროა, რომ საქართველოში წამლები ურეცეპტოდ აღარ გაიცემოდეს. განსაკუთრებით, სპეციფიკური დანიშნულების, რომელთა უკონტროლო ან არასაჭირო მოხმარებამ შეიძლება სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს (ჰორმონები, ანტიბიოტიკები, სხვადასხვა ბლოკატორები და ა. შ.).

Posted by: tatusia 24 Dec 2009, 14:11
სად ვიშოვო მარგანცოვკა?
ექიმმა გამოუწერა ბავშვს და სად იყიდება ხომ არ იცით?

ძალიან მჭირდება sad.gif

Posted by: lgogokhia 24 Dec 2009, 14:14
tatusia
QUOTE
სად ვიშოვო მარგანცოვკა?

არ იშოვო ჯობია..

Posted by: jangula 24 Dec 2009, 14:19
დიდუბის სადგურზე ვყიდულობ ხოლმე. (ქალები ატარებენ-ვანილი, ლილა ვივოდკა არა, სხვები biggrin.gif)
პატარა პაკეტებით ყიდიან.
ოღონდ ხის საღებავად ვის რამდენი ჭირდება არ ვიცი.
1ლ. ღირს

Posted by: tatusia 24 Dec 2009, 14:19
lgogokhia
QUOTE
არ იშოვო ჯობია..

ნუ მჭირდება და რატო არ ვიშოვო?

კოაქსილების და ეფედრინების დამზადებას არ ვაპირებ ნამდვილად

Posted by: Solveig 24 Dec 2009, 15:19
jangula
QUOTE
დიდუბის სადგურზე ვყიდულობ ხოლმე. (ქალები ატარებენ-ვანილი, ლილა ვივოდკა არა, სხვები )
პატარა პაკეტებით ყიდიან.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეგრე ნაყიდს ნამდვილად ვერ ვენდობოდი..თუ რამე სამედიცინო მიზნით დამჭირდებოდა გამოყენება.
აფთიაქში სანამ იყიდებოდა, ეს იმის გარანტიას მაინც იძლეოდა, რომ სუფთა იყო..ის ქალები რას დაატარებენ, კაცმა არ იცის.

tatusia
QUOTE
ნუ მჭირდება და რატო არ ვიშოვო?

ალტერნატივა არ გაქვს?

Posted by: tatusia 24 Dec 2009, 15:56
Solveig
QUOTE
ალტერნატივა არ გაქვს?

არა, სამწუხაროდ. ექიმმა გინდა თუ არა მარგანეციო sad.gif

Posted by: lgogokhia 24 Dec 2009, 16:09
tatusia
QUOTE
ექიმმა გინდა თუ არა მარგანეციო

ჰოდა მაგიტომ გითხარი მეც არ იშოვოთქო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: -ქართველი- 24 Dec 2009, 17:47
psyxo
QUOTE
მოშარდვის დროს ჭუჭუზე ხელის მოკიდებაც უნდა აიკრძალოს! 

ნამდვილად ასაკრძალია, მაგრამ არა სხვისი ხელით! ანუ მერიამ საზოგადოებრივ ტუალეტში მოხალისენი უნდა დააყენოს რომლებიც დაგვეხმარებიან ფისების გაკეთებაში.

Posted by: lgogokhia 24 Dec 2009, 22:24
-ქართველი-
QUOTE
ნამდვილად ასაკრძალია, მაგრამ არა სხვისი ხელით! ანუ მერიამ საზოგადოებრივ ტუალეტში მოხალისენი უნდა დააყენოს რომლებიც დაგვეხმარებიან ფისების გაკეთებაში.

და პლუს მიშას მინისტრები და მთავრობაში მყოფი სხვა ქალბატონები უნდა დასაქმდეს ამ საქმისთვის, დარწმუნებული ვარ უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ!! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Natuka NGN 25 Dec 2009, 02:02
tatusia
ვეტერინარულ აფთიაქში ნახე...
Solveig
იქნებ სხვა ანტისეპტიკი მითხრა, რაც მას ჩაანაცვლებს? ჩემთვის ის რაღაც მომენტში შეუცვლელი იყო. მისი აბაზანა.

Posted by: Solveig 25 Dec 2009, 02:21
lgogokhia
კარგი ახლა..ნუ უზრდელობ sad.gif

Natuka NGN
QUOTE
იქნებ სხვა ანტისეპტიკი მითხრა, რაც მას ჩაანაცვლებს? ჩემთვის ის რაღაც მომენტში შეუცვლელი იყო. მისი აბაზანა.

რა ვიცი, გააჩნია ალბათ, რისთვის გინდა..ჭრილობისთვის წყალბადის ზეჟანგი გამომიყენებია..აბაზანები-გვირილასი ..მოკლედ, ვერ გეტყვი, რა...

თუმცა, შიგნით მიღება მართლა ძალიან გამიკვირდა..არც მეგონა, ვინმე თუ რისკავდა მაგას.

Posted by: jangula 25 Dec 2009, 09:47
QUOTE
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეგრე ნაყიდს ნამდვილად ვერ ვენდობოდი..თუ რამე სამედიცინო მიზნით დამჭირდებოდა გამოყენება. აფთიაქში სანამ იყიდებოდა, ეს იმის გარანტიას მაინც იძლეოდა, რომ სუფთა იყო..ის ქალები რას დაატარებენ, კაცმა არ იცის.



რავი აბა
წყალში რომ ჩავყარე სუფთა მარგანცოვკასავით გაიხსნა.
ისეთი მცირე დოზა ღირს ლარი რომ უბრალოდ სხვა რამის შერევა აღარც უნდა ღირდეს ალბათ (არც ადგილი დარჩება პაკეტში) biggrin.gif

Posted by: -ქართველი- 25 Dec 2009, 11:11
lgogokhia
QUOTE
და პლუს მიშას მინისტრები და მთავრობაში მყოფი სხვა ქალბატონები უნდა დასაქმდეს ამ საქმისთვის, დარწმუნებული ვარ უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ!! 

ხო და პლიუს მაგას მაგენმა დამჭერებად უნდა იმუშაონ და მიშკამ დამფერთხავად.

Posted by: lgogokhia 25 Dec 2009, 11:27
-ქართველი-
მიშისტი ვარ, ცუდი რამე არ წამოგცდეს vik.gif wink.gif მოკლედ, მარგანცოვკის თემაშიც მიშა უნდა იხსენოს რა..

Posted by: anarxisti 25 Dec 2009, 13:59
ვის ახსოვს, მარგანცოვკისა და ოპერის კავშირი?

Posted by: -ქართველი- 25 Dec 2009, 14:14
lgogokhia
მეტი რაღა უნდა წამომცდეს, მიშისტი ხარ და rolleyes.gif

Posted by: Solveig 25 Dec 2009, 18:21
anarxisti
QUOTE
ვის ახსოვს, მარგანცოვკისა და ოპერის კავშირი?

თმებს იღებავდნენ? სხვა ვარიანტი არ მიმდის თავში biggrin.gif

jangula
QUOTE
წყალში რომ ჩავყარე სუფთა მარგანცოვკასავით გაიხსნა.
ისეთი მცირე დოზა ღირს ლარი რომ უბრალოდ სხვა რამის შერევა აღარც უნდა ღირდეს ალბათ (არც ადგილი დარჩება პაკეტში)

რა ვიცი, ვერ ვენდობოდი მე მაინც.

ისე, რა აზრი აქვს, აფთიაქში გაიყიდება თუ "ქალები გაყიდიან"? ნუთუ არავინ აქცევს მაგ ქალებს ყურადღებას?
თუ აკრძალვაა, აკრძალვა იყოს...

Posted by: Natuka NGN 25 Dec 2009, 19:28
Solveig
არა ჭღილობისათვის არა,,, კანდიდოზისათვის ყველაზე მეტად მაგი იყო ეფექტური ჩემთვის, გვირილამ ვერ ჩაანაცვლა. ალბათ ინდივიდუალურია. აი, შინაგანად მიღება კი, რა ვიცი... მაგის დალევა როგორ შეიძლება!!!! ვიცი ადრე მოწამვლის დროს ასმევდნენ ხოლმე ძალიან ბაც ხსნარს!!! მსგავსი სისულელე არ ვიცი... მაგრამ, აი, ჩემი კანდიდოზისათვის მისი აბაზანა იყო ყველაზე ეფექტური... ვეტერინარიაშიც იყენებენ.
რა უბედირებაა, ნარკოტიკად მაგის ხმარება როგორ შეიძლებოდა!!!

Posted by: gast 26 Dec 2009, 17:24
tatusia
QUOTE
ექიმმა გინდა თუ არა მარგანეციო 

მოიცა და ეგ ექიმი მარსიდან არის? თუ აიკრზალა რა განა მაგან პირველ რიგში არ იცის ეგ რომ გიწერს? ანდა ეტყობა მარგანცოვკა მხოლოდ ექიმის რეცეპტიტ იყიდება და არა აკრძალულია, აკრძალული რომ იყოს ეგ ექიმი ხომ არ გამოწერდა არა? user.gif


და როგორ უნდა იყიდო ციგნისგან ნორმალურმა ადამიანმა წამალი რომელიც აკრზალულია და არ გამოდის? ეგ ციგნები ლამის თვალიდან ბეწვი ამოგაცალონ და ნორმალურს რამეს გაყიდიან? თან იმას რაც არ გამოდის და არაა.

ეგ რუსეტშიც აიკრძალულა
http://www.fontanka.ru/2007/05/02/048/


ნეტავ უცხოეტში ხმარობენდა იციან ეგ?
ლათინურად Kalii permanganas

აგერ $1 ღირს ყირგიზეთი უშვებსო, იქ არ აუკრზალავთ user.gif
http://www.pharmacy1010.com/product_page.asp?id=177


Posted by: macaco-fast65 26 Dec 2009, 18:16
მე მგონი აღარსად არ იყიდება უკვე.მეც ძველი შემონახული გამომადგა.ჩემებს ჰქონდათ დიდი ხნის წინ ნაყიდი.

Posted by: _sofa_ 9 Nov 2011, 18:15
გამარჯობათ.....ხომ არ იცით ვინმემ აფთიაქი სადაც წამლებს ამზადებენ....

Posted by: solomoni84 9 Nov 2011, 18:32
ზუსტად ეგ მაინტერესებს........................

Posted by: Iris87 10 Nov 2011, 17:41
_sofa_
solomoni84

თამარ მეფის გამზირზე, ნომერი არ მახსოვს, ნინოშვილის ქუჩის კუთხეშია. ადრე რაღაც მალამო დამიმზადეს მანდ და წამლებსაც ამზადებენ რამდენადაც ვიცი.

Posted by: Melpomene 9 Feb 2018, 21:49
სად შეიძლება ვიშოვო ეს მარგანცოვკა?

Posted by: Dark_Angell 13 Feb 2018, 20:47
Melpomene
ყირგიზეთშიო.

10 წლის წინ იშოვებოდა მანდ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)