თრომბოციტოპენიური პურპურა ვერლჰოფის დაავადების
სახელწოდებითაც არის ცნობილი.ის იშვიათი პათოლოგიაა.
დაავადებისათვის დამახასიათებელია მრავლობითი სისხლმდენი
სისხლჩაქცევა სხეულის სხვადასხვა
უბნის კანსა და ლორწოვან გარსებზე,
დაავადება, როგორც წესი, ადრეული ბავშვობისას იწყება,
მაგრამ შეუმჩნევლად. იგი მხოლოდ 8-10 წლის ასაკში იწყებს გამოვლენას.
დაავადების განვითარების მექანიზმში
ძირითად როლს მემკვიდრეობითი
განწყობა ასრულებს, ხოლო
არასასურველი ფაქტორების (ვირუსი,
სტრესი და ა.შ.) თან დართვა შესაძლოა
დაავადების პროვოცირების მიზეზად
იქცეს.
თრომბოციტები სისხლის შედედების
პროცესზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი რგოლია.
სწორედ ამით აიხსნება დაავადების მთავარი კლინიკური ნიშანი
- სისხლდენები და სისხლჩაქცევები.
სისხლდენას ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნის უნარის გაქრობაც,
რაც ამ დაავადებას ახასიათებს.
მიმდინარეობა და სიმპტომები
დაავადება ქვემწვავედ ან მწვავედ
გამოხატული ჰემორაგიული
სინდრომით იწყება.
დამახასიათებელი ნიშნებია სიახლმდენი სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე, სისხლდენები.
კანზე სისხლჩაქცევები ან თავისთავად, ან უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ტრავმების შედეგად ჩნდება.
მათ პოლიმორფული ხასიათი აქვთ: ზოგიერთი წერტილოვანია, ზოგი -
ლაქოვანი, ფერიც, ხანდაზმულობის შესაბამისად,
სხვადასხვაა - მუქი წითელი და მოლურჯო.
სისხლჩაქცევები უმტკივნეულოა და განლაგებულია ასიმეტრიულად.
სისხლჩაქცევა ზოგჯერ სულ რამოდენიმეა 8-10, ზოგჯერ კი იმდენად ბევრი,
რომ კანი ლეოპარდის ტყავს ემსგავსება.
რაც შეეხება ლორწოვან გარსებს, სისხლჩაქცევები პირველ რიგში რბილი და მაგარი სასის ლორწოვან გარსზე ჩნდება,
ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა კი საკმაოდ ძლიერია და ხშირად მძიმე
პოსტჰემორაგიული ანემიის მიზეზად
იქცევა და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
სისხლი ყველაზე ხშირად ცხვირიდან სდით.
ღრძილებიდან სისხლდენა ნაკლებად ინტენსიურია,
თუმცა საშიშია კბილის ამოღებისას, როცა დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
ასეთ შემთხვევაში სისხლდენა კბილის ამოღებისთანავე იწყება, ჰემოფილიისგან განსხვავებით, რომელსაც მოგვიანებითი სისხლდენები ახასიათებს. გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეიძლება განუვითარდეთ მძიმე მენსტრუაციული და საშვილოსნოსმიერი სისხლდენები. ასევე ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშარდე სისტემის ორგანოებიდან.
დაავადების მკურნალობა კომპლექსურია. მასში ჩართულია ჰორმონული თერაპია, იმუნოდეპრესანტები, პლაზმაფერეზი და სხვადასხვა სიმპტომური თუ პათოგენეტიკური საშუალება.
დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა ხანგრძლივი და მყარი რემისიის, შემდგომში კი სრული გამოჯანმრთელების საწინდარია.
დაავადების დროულ გამოვლენაში განსაკუთრებული როლი მშობლებს ეკისრებათ. თუ თქვენს პატარას ხშირად სდის ცხვირიდან სისხლი, ამ ფაქტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, ნუ დასჯერდებით ცხვირზე ცივი საფენების დადებას, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი პედიატრი. გახსოვდეთ: დაავადება ბავშობაშივე ვლინდება და ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა სერიოზული დაავადების ადრეული ნიშანი იყოს.
This post has been edited by ikaaikaa on 19 Sep 2018, 17:20
მიმაგრებული სურათი