მოკლედ, თემას ამოგიწევ.
ჩემი აზრით გასაჩივრებას აზრი ნამდვილად აქვს. ბოლობოლო, რამდენადაც ვიცი, სანამ შედეგები არ დაიდება, მაგ 500 ლარიანის გადახდაც არ არის სავალდებულო.
მუხლი 290. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და
წესები
1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ
დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში –
საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამ კოდექსის 242-ე
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ავტოსატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის
რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან
30 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 208-ე და 2082
მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ
დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის
დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341
მუხლით
განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე
განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების
შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე
შეტყობინების ჩაბარებამდე, გარდა ამ მუხლის 15
ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. (15.05.2012 N 6173)
1
1
. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე−119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271
მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს
უფლება აქვს, დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში
ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას სამართალდამრღვევს ამ კოდექსის
შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით ჩამოერთმევა სატრანსპორტო
საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისათვის ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღებისათვის
სავალდებულო არ არის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება (გარდა ამ
კოდექსის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენის შემთხვევებისა). (15.05.2012 N 6173)
ანუ შენ საურავის გადახდაც დაგიგვიანდა ალბათ და შეგიჩერეს მართვის უფლება.
არადა მართვის უფლების აღდგენას არ სჭირდება ხელახლად გამოცდის ჩაბარება.
This post has been edited by serjhanti on 18 Jun 2018, 14:32