შინაარსი : სტივენ მერფი წამყვან კარდიოქირურგად მუშაობს პრესტიჟულ კლინიკაში. ერთი შეხედვით სტივენის ცხოვრება სრულყოფილია – მშვენიერი ოჯახი – ლამაზი მეუღლე და ორი შვილი, მდიდრული სახლი, ბრწყინვალე რეპუტაცია, ასობით მადლიერი პაციენტი, კოლეგების პატივისცემა და ხელმძღვანელობის უსაზღვრო ნდობა. თუმცა, მთავარ გმირს ერთი საიდუმლო აქვს, რომელიც იგი ათეული წელია მალავს. სტივენის საიდუმლო გატაცება ბიჭია სახელად მარტინი – მოზარდი, რომელთანაც ქირურგი საეჭვოდ დიდ დროს ატარებს, ჩუქნის საჩუქრებს და ზრუნავს, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანზე. რა არის ეს – სასიყვარულო ინტერესი, იდუმალი საყავრელის შვილი თუ კიდევ ვინმე სხვა? ორი მთავრი გმირის ურთიერთობები შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო, რადგან თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცი მისი პრობლემური ოჯახის დახმარებას და ნიჭიერი ქირურგის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. თუმცა, მოხდება საბედისწერო შეცდომა, რომელიც მთელი რიგი ტრაგიკულ მოვლენებს გამოიწვევს, და ახლა ყველა მოქმედი პირი, მათი ნათესავები და მეგობრები საფრთხის წინაშე აღმოჩდებიან.
მოკლედ, წელს ლობსტერის რეჟისორმა ახალი ფილმი შემგვთავაზა, რომელიც ლობსტრეის ჟანრშია და ასევე საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ძალიან საინტერესო
ფილმში სამართლიანობის საკითხია ძალიან საინტერესოდ წარმოდგენილი. რა შეიძლება მოხდეს, თუ შესაძლებელი იქნებოდა სამართლიანობის აღდგენა, დაბრუნდება თუ არა ის ძველი წონასწორბა თუ უფრო საშინელი რეალობა დგება და საეროდ ღირს თუ არა სამართლის ძიება
მე მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გაწელილი ფილმია და კოლინ ფარელს აშკარად ფეიკი წვერი აქვს მიწებებული
თქვენ რას ფიქრობთ ამ ფილმზე?
ნახეთ ვინმემ?
This post has been edited by Andy Warhol on 13 Feb 2018, 20:10