forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (66) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დნმ და ევოლუცია, ზოგადი მიმოხილვა და საინტერესო ფაქტები
 
დაინტერესებულხართ თუ არა სახეობების გენეტიკური მსგავსებებით?
კი, და გავერკვი კიდევაც [ 134 ]  [45.12%]
კი, მაგრამ დღემდე არ მაქვს ინფორმაცია [ 112 ]  [37.71%]
არა, არასოდეს [ 27 ]  [9.09%]
რა არის გენეტიკური მსგავსება? [ 24 ]  [8.08%]
Total Votes: 297
Guests cannot vote 
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 14:46  #4990321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ეეეჰ დიდო-დედამიწავ!!!

ღრმად კი არ უნდა შეხედოს, სხვა თვალით უნდა შეხედოს!!!


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 14:54  #4990425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
daiv
ერთი შეკითხვა შეიძლება: რატომ არის შენთვის ასეთი მტკვინეული ევოლუციის რეალობის აღიარება? ემოციურად რატომ არ გინდა, რომ ევოლუცია არსებობდეს?

მეორეც, როგორ გგონია, თუ კი ის ათასობით მეცნიერი, რომელიც ევოლუციურ ბიოლოგიაში მუშაობს, იტყუება, რა არის მათი მოტივი?
თუ კი ევოლუცია მოგონილია, რატომ ამტკიცებენ მის სიმართლეს და პოულობენ მის დამადასტურებელ ფაქტებს?
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16517
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 14:58  #4990459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
კრეაციონიზმი Vs ევოლუციონიზმი

თავიდან იწყება? biggrin.gif





მგონი ამ თემაში უნდა ვისაუბროთ ევოლუციაზე, თავისი სირთულეებით, თეორიებით, ფაქტებით, პარადოქსებით და ა.შ.
და არა იმაზე, არსებობს თუ არა ევოლუცია....



ანუ, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ... boli.gif



--------------------
Paint it Black!

**
Forgive me father, for I know what I do but I want to hear the last poem of the last poet.
J.M
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:04  #4990524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ნამარხი ორგანიზმების შესწავლის მთელს პერიოდში, არ იქნა ნაპოვნი არც ერთი გარდამავალ სტადიაში მყოფი სახეობა. თანამედროვე ევოლუციის თეორიის საპირისპიროდ ყველა ნაპოვნ ინდივიდს გააჩნდა მხოლოდ მისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და მხოლოდ.

გარდამავალი სახეობა იყო არქეოპტერიქსი ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. კიდე თუ კარგად მახსოვს ხვლიკი ინოსტრანცევია, ქვეწარმავლებსა დაძუძუმწოვრებს შორის..ეს მე რაც მახსოვს.. ისე მართლა რას უწოდებ გარდამავალ სახეობას, საინტერესოა, ასე ხელაღებით რომ ამტკიცებ არ ყოფილაო..
QUOTE
ევოლუციის ფუძემდებლის, დარვინის მოსაზრებითაც კი, მუტანტები იღებენ რეცესიულ თვისებებს, რა მიზეზითაც ისინი საერთოდ გამორიცხული უნდა იყვნენ ბუნებრივი გადარჩევის პროცესში არაფერი რომ არ ვთქვათ პოპულაციის გაუმჯობესებაზე.

აი ეს კი სისულელეა. გენეტიკის გაგეგება რამე? როცა რეცესიული გენები წყვილდებიან ხდება მათი ფენოტიპურად გამოვლინება, ხოლო როცა გენი ფენოტიპურად არააქტიურია არ არსებობს თვისება რომლის მიხედვითაც ინიციდი უნდა გაიცხრილოს. ეს ერთი ლაფსუსი, მეორე ლაფსუსი ისაა რომ რეცესიული არაა უარყოფითის სინონიმი. მაგალითად ცისფერი თვალის ფერი რეცესიული გენითაა განპირობებული.


--------------------
Digital Dreams Photographer
Да быть тебе узником моих воспоминании и шептать камням ненакриченное..
daiv
WARRIOR OF LIGHT


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2789
წევრი No.: 5900
რეგისტრ.: 9-August 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:11  #4990611      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
BIG_EGO
დასმულ კითხვებზე რომ გიპასუხო ძალიან დავშორდებით თემას და ადამიანის მსოფხედველობის აგების პრინციპებს შევეხებით smile.gif
მხოლოდ ერთს ვიტყვი - ევოლუციის თეორიაც "თეორიაა" და იმდენ დაშვებაზეა აგებული და იმდენი ფაქტი უგულებელყოფილი პირადად ჩემთვის (მართალია დილეტანტისთვის) ნდობას არ იმსახურებს...

გეოლოგიური პლასტების თემას ერთ კითხვასთან მივყევართ - როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი რა რატომ მიაჩნიათ ევოლუციონისტებს მათი ასაკი რამდენიმე მილიონი წელი?
გეოლოგიური შრეების წლოვანების განსაზვრა მოხდა ე.წ. "ერთგვაროვნების" პრინციპით. თეორია "გვეუბნება" რომ წარსულში მომხდარი ესა თუ ის ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობდა ზუსტად ისე როგორც ხდება ეხლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ამა თუ იმ გეოლოგიური შრის ფორმირება იმ პროცესებზე დაყრდნობით რომლებიც მიმდინარეობს დღევანდელ დღეს. განისაზღვრება თუ რა დროა საჭირო (დღეს) დალექვის შედეგად მივიღოთ ვთქვათ 1 მ ფენა, რის შემდეგაც მიღებულ დროის მონაკვეთით ვსაზღვრავთ გეოლოგიური ფენის ასაკს იმის გათვალისწინების გარეშე თუ რამდენად ღრმად მდებარეობს იგი.
ისმის ლოგიკური კითხვა - მიმდინარეობდა თუ არა ბუნებრივი პროცესები წარსულში ზუსტად ისე როგორც ეს ეხლა ხდება?


--------------------
infinity...
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:20  #4990728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
daiv
1) ნამარხების ასაკის დადგენას რაც შეეხება, ნახევარდაშლაზე მაინც თუ გსმენია რამე?
2) დილეტანტი რომ ხარ, ეგ არაფერი, მეც ეგრე ვარ, მაგრამ გარდამავალ სახეობებზე რაც დაწერე, მართლა მიქარე.
რომელიმე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალისთვის მაინც რომ მიგედევნებინა თვალი ოდესმე, ნეიშნალ ჯეოგრაფიკის ტიპის, გეცოდინებოდა, რომ რეგულარულად ხდება ახალ-ახალი ნამარხების აღმოჩენა, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ შუალედურია მანამდე ცნობილ ფორმებს შორის.
3) ყველა სახეობა რაღაც გაგებით შუალედურია. ნებისმიერი პოპულაცია რომ მოხვდეს ექსტრემალურ, მისთვის 'უჩვეულო' გარემოში, ან გადაშენდება, ან განიცდის ცვლილებებს. ამავდროულად, ცხადია, ერთ სახეობას მეორისგან ვერ მივიღებთ რამოდენიმე თაობაში. იმისათვის, რომ შეჯვარება გახდეს შეუძლებელი (რაც, პრაქტიკულად, სახეობების განსხვავებულობის განმარტებაა), როგორც წესი, გაცილებით დიდი დროა საჭირო.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 15:21
daiv
WARRIOR OF LIGHT


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2789
წევრი No.: 5900
რეგისტრ.: 9-August 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:35  #4990941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
BIG_EGO
QUOTE
ნახევარდაშლაზე

რადიაქტიურ ნახშირბადზეა საუბარი??
QUOTE
ნეიშნალ ჯეოგრაფიკის ტიპის, გეცოდინებოდა, რომ რეგულარულად ხდება ახალ-ახალი ნამარხების აღმოჩენა, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ რომ შუალედურია მანამდე ცნობილ ფორმებს შორის.

ალბათ ეხლაც არის შემორჩენილი სკოლის ზოოლოგიის სახელმძღვანელოში თევზი, რომლის ფარფლები კიდურების წარმონაქმნს მიამგვანეს და ევლოუციის თეორიის უტყუარ საბუთად მიიღეს როგორც გარდამავალი სახეობის - წყლის და ხმელეთის მობინადრეებს შორის.

მეოცე საუკუნეში კი ზუსტად იგივე თევზი დაიჭირეს იაპონელმა მეთევზეებმა იგევე აგებულებით biggrin.gif მოგვიანებით კი პრეცედენტმა მასიური ხასიათი მიიღო. ტელევიზორშიც ერთი ვაიუშველებელა იყო ატეხილი ამაზე smile.gif

QUOTE
ნებისმიერი პოპულაცია რომ მოხვდეს ექსტრემალურ, მისთვის 'უჩვეულო' გარემოში, ან გადაშენდება, ან განიცდის ცვლილებებს. ამავდროულად, ცხადია, ერთ სახეობას მეორისგან ვერ მივიღებთ რამოდენიმე თაობაში

ამას რაც ეხება - ძალიან ფართო თემაა დაწერის კვალობაზე ასე რომ ია პას smile.gif
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16517
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:46  #4991049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
daiv
QUOTE
გეოლოგიური პლასტების თემას ერთ კითხვასთან მივყევართ - როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი რა რატომ მიაჩნიათ ევოლუციონისტებს მათი ასაკი რამდენიმე მილიონი წელი?
გეოლოგიური შრეების წლოვანების განსაზვრა მოხდა ე.წ. "ერთგვაროვნების" პრინციპით. თეორია "გვეუბნება" რომ წარსულში მომხდარი ესა თუ ის ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობდა ზუსტად ისე როგორც ხდება ეხლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ამა თუ იმ გეოლოგიური შრის ფორმირება იმ პროცესებზე დაყრდნობით რომლებიც მიმდინარეობს დღევანდელ დღეს. განისაზღვრება თუ რა დროა საჭირო (დღეს) დალექვის შედეგად მივიღოთ ვთქვათ 1 მ ფენა, რის შემდეგაც მიღებულ დროის მონაკვეთით ვსაზღვრავთ გეოლოგიური ფენის ასაკს იმის გათვალისწინების გარეშე თუ რამდენად ღრმად მდებარეობს იგი.


არ გეწყინოს, მაგრამ სრული აბსურდია თუ გეოლოგიური კუთხით მივუდგებით... wink.gif
შენ ძალიან მარტივად უყურებ ამას...

ქანის ასაკის განსაზღვრა არ ხდება ეგრე, რომ აიღო სიმძლავრე (ვთქვათ 1 მეტრი) და მერე იანგარიშო დალექვის ხანგრძლივობა....

ასაკის განსაზღვრა რამდენიმე მეთოდით ხდება ერთდროულად და თანაც არა დღევანდელი ბუნებრივი პირობების ანალოგიით, არამედ იმ დროინდელი ფაქტორების მოდელირების შედეგად.... yes.gif


P.S. გეტყობა სერგეი გოლოვინის "მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?" გაქვს წაკითხული biggrin.gif

ხოდა ეგ წმინდა წყლის სისულელეა დამიჯერე... smile.gif

იმჰო

This post has been edited by nick_el_son on 7 Mar 2007, 15:57
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:46  #4991058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
BIG_EGO
დილეტანტი არ ქვია მაგასsmile.gif
daiv
ნუ მიწყენ და ტერმინების უცოდინრობას განსხვავებული მსოფლმხედველობით ნუ გაამართლებ. როცა არგუმენტებს წერ ის მაინც უნდა იცოდე რას ნიშნავს ესათუ ის სიტყვა მაგალითად გარდამავალი სახეობა, ან დომინანტური გენი ან ბოლობოლო, გენი მაინც ხო უნდა იცოდეsmile.gif
მცდარ დაშვევებს რაც შეეხება, მოიყვანე და დაასაბუთე თუ რატომაა მცდარი და ვისაუბროდ
გეოლოგიურ ფენებს რაც შეეხება მათი ასაკი მხოლოდ დალექვის სიჩქარით არ ისაზღვრება smile.gif
რაც სეეხება წარსულში მომხდარ მოვლენებს წარსულშიც და აწმყოშიც სამყაროში ერთიდა იგივე ფიზიკური კანონები მუშაობს, თავისი მახასიათებლებითsmile.gif

ხოო ლატიმერია ქვია მაგ თევზს, რომელიც რელიქტია და შემორჩენილია ისეთ გარემოში რომელსაც ცვლილება არ განუცდია, ხოდა არც მაგ თევზს განუცდია ცვლილება, ევოლუციის თეორია კიდო გვეუბნება რომ (იაღოვა გვეუბნებაsmile.gif გარემოს ცვლილებები განაპირობებს პოპულაციაში ცვლილებებსო. ხოდა საწყალი ლატიმერია ისეთ ღრმა წყლებში ბინადრობს რომელიც რომა არ შერება წამდაუწუმ და ამიტომ ვერც ამოფორთხდა ხმელეთზე.. ხოდა რას ხედავ ევოლუციის საწინააღმდეგოს ამიხსენი ერთი, ახლახან რომ დაიჭირეს?smile.gif

This post has been edited by blear_witch on 7 Mar 2007, 15:48
Prankster
God


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54481
წევრი No.: 1829
რეგისტრ.: 20-February 03

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 15:54  #4991162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ნამარხი ორგანიზმების შესწავლის მთელს პერიოდში, არ იქნა ნაპოვნი არც ერთი გარდამავალ სტადიაში მყოფი სახეობა. თანამედროვე ევოლუციის თეორიის საპირისპიროდ ყველა ნაპოვნ ინდივიდს გააჩნდა მხოლოდ მისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და მხოლოდ.

იქნებ "გარდამავალი სტადიის" შენებული ახსნა მოგვაწოდო?

იმიტომ რომ თუნდაც დღეს არსებული ყველა სახეობა არის გარდამავალი სტადია 1000000+ წლის წინ არსებულ მის წინაპარ სახეობას და 1000000+ წლის შემდეგ მისგან წარმოშობილ სახეობას შორის...



--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ...
-
“Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.”
(C) Lewis Black
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58667
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:10  #4991341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გარდამავალი სახეობა იყო არქეოპტერიქსი ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. კიდე თუ კარგად მახსოვს ხვლიკი ინოსტრანცევია,


თევზი ლატიმერია (მტევანფარფლიანი თევზია, გადდამავალი თევზებსა და ამფიბიებს შორის). ასევე იხვნისკარტა და ექიდნა-შუალედური არსებები ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის (კვერცხს დებენ, საიდანაც მათი ნაშიერები იჩეკებიან).

მონოზიგოტური ტყუპების ეპიგენეტიკურ განსხვავებაზე სავსებით ვეთანხმები PFU-ს. ტანდემურად განმეორებადი მოკლე თანმიმდევრობების (STR locuses, გამოიყენება ადამიანის იდენტიფიკაციისათვის) მიხედვით ადამიანის გამოკვლევა და შემდგომი სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ მარკერების ამა თუ იმ ნაკრების მატარებელი ადამიანი (სტანდარტული პანელი 15 ლოკუსიანია) არის ვთქვათ 700 მილიარდში ერთი . ფაქტია, რომ, გამოკვლევის მომენტში დედამიწაზე ამდენი ადამიანი არ ცხოვორბს. სწორედ ამის მიხედვით ხდება ადამიანის იდენტიფიცირება.

თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ სადღაც შვითხმოცდაათი წლის წინ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ზუუუსტად ჩემნაირი აღნაგობის დნმ ჰქონდა biggrin.gif მაგრამ ეს მხედველობაში მისაღები არაა.
* * *
QUOTE
თუმცა პატარა მაგალითს მოვიყვანდი (ძალიან უხეშს ჰიპოტეტურ დონეზე!!!) ვქვათ თვალის ფერს განსაზღვრავს რომელიმე 1 გენის 2 სხვადასხვა ვარიანტი N1 იძლევა შავი ფერის თვალებს ხოლო N2 კი მწვანეს... შეიძლება ორივე ვარიანტი ქონდეს ადამიანს N1 დედიდან N2 მამიდან მაგრამ ამ ვარიანტების ჩართვა გამორთვა კონტროლდებოდეს სხვადასხვანაირად ანუ ვთქვათ N1 ჩაირთვება ვთქვათ 'მზის სხივების გავლენით' რაც ამავე დროს გამორთავს N2 გენს ხოლო N2 ჩართვა ხდება ვთქვათ კორტიკოსტეროიდების მაღალი კონცენტრაციით უჯრედში და ეს ასევე იწვევს N1-ის გამორთვას. შედეგად მივიღებთ ასეთ რამეს რომ თუკი ვთქვათ მზეზე მოხვდება ასეთი ბავშვი მას ექნება შავი თვალები ხოლო თუკი არა მაშინ მწვანე... ამ შემთხვევაში 2 ვარიანტი გენისა კი გვაქვს მაგრამ ის გარემო სადაც ამ ვარიანტების მქონდე უჯრედი მოხვდა განსაზღვრავს მის ფენოტიპს. ამას უწოდებენ ეპიგენეტიკურ კონტროლს სწორედ...


ლოოლ biggrin.gif დღეს გვქონდა მაგაზე კამათი სამსახურში და ჩემს უფროსს,რომელიც ექიმია განათლებით, ვერაფრით შევასმინე თვალის ფერის მემკვიდრეობის ასპექტები...გენების ექსპრესიაზე წარმოდგენა რომ არ აქვს, ეგ კიდევ ცალკე ჭირია. რაც მე მაგაზე ვიყბედე sad.gif

და ეგ ჩემი უფროსიაააააააა
აააააააააააააააააა

mad.gif


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:22  #4991463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Solveig
ისაა მარტო ჰისტონები ხო არ მოქმედებს გენის ექსპრესიაზე ოხრადაა ტრანსკრიპციის ფაქტორები..

This post has been edited by blear_witch on 7 Mar 2007, 16:24
Prankster
God


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54481
წევრი No.: 1829
რეგისტრ.: 20-February 03

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:22  #4991469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და კრეაციონიზმი + ევოლუციონიზმი ერთად რატომ არ შეიძლება? smile.gif
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:27  #4991531      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ასევე იხვნისკარტა და ექიდნა-შუალედური არსებები ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის (კვერცხს დებენ, საიდანაც მათი ნაშიერები იჩეკებიან).

მაინც დავაზუსტებ, რომ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის ნამდვილად არ არიან. ძუძუმწოვრები ქვეწარმავლების აბსოლუტურად სხვა ხაზისგან წარმოიშვნენ მანამ, სანამ ფრინველები წარმოიშვებოდნენ დინოზავრების ერთერთი შტოსგან.
კვერცხებს დებს ქვეწარმავლების უმრავლესობა, თუმცა არიან გამონაკლისებიც, ისევე როგორც ამფიბიებში, რომლებიც ცოცხალ შთამომავლობას აჩენენ.
ალბათ ეგ იგულისხმე...

QUOTE
და კრეაციონიზმი + ევოლუციონიზმი ერთად რატომ არ შეიძლება?

შეგიძლია ჩათვალო, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი "ღმერთმა შექმნა" ვინაიდან მისი წარმოშობის მექანიზმს რეალურად ვერ ვხსნით, მაგრამ ამის შემდეგ ევოლუცია უკვე საკმარისად არის დოკუმენტირებული.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 16:29
Prankster
God


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54481
წევრი No.: 1829
რეგისტრ.: 20-February 03

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:33  #4991604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BIG_EGO
QUOTE
შეგიძლია ჩათვალო, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი "ღმერთმა შექმნა" ვინაიდან მისი წარმოშობის მექანიზმს რეალურად ვერ ვხსნით, მაგრამ ამის შემდეგ ევოლუცია უკვე საკმარისად არის დოკუმენტირებული.

ნუ ყოველ შემთხვევაში პრეისტორიულ ბულიონში რომ რნმ-ის მსგავსი რთული სტრუქტურა "ოპააა და გაჩნდა" პრინციპით ვერ წარმოიშვებოდა - ფაქტია...
ასე რომ მაგ შემთხვევაში მთელი სამყარო "ოპაა და შეიქმნა" უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე ერთი სუნიანი რნმ/დნმ, რომელსაც ასევე სხვადასხვა ფერმენტული სისტემები სჭირდება რეპლიკაციისათვის - ასე არაფრიდან წარმოიშვა...

This post has been edited by Prankster on 7 Mar 2007, 16:33
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0237 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]