forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (66) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დნმ და ევოლუცია, ზოგადი მიმოხილვა და საინტერესო ფაქტები
 
დაინტერესებულხართ თუ არა სახეობების გენეტიკური მსგავსებებით?
კი, და გავერკვი კიდევაც [ 134 ]  [45.12%]
კი, მაგრამ დღემდე არ მაქვს ინფორმაცია [ 112 ]  [37.71%]
არა, არასოდეს [ 27 ]  [9.09%]
რა არის გენეტიკური მსგავსება? [ 24 ]  [8.08%]
Total Votes: 297
Guests cannot vote 
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 16:38  #4991658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მთელი სამყარო "ოპაა და შეიქმნა" უფრო ადვილად გასაგებია ვიდრე ერთი სუნიანი რნმ/დნმ

ის, რომ ყველაფერი არ შექმნილა "ოპათი", ეს ფაქტებით დასტურდება, რაც შეეხება პირველ ორგანიზმებს, ვფიქრობ, რომ არც იქ იყო "ოპა"-ს ვარიანტი, შეიძლება ეტაპობრივად მომხდარიყო, უბრალოდ რთული აღსაწერი პროცესებია თეორიულ დონეზე. ასეა თუ ისე, ამის ცოდნა სულაც არ არის აუცილებელი ევოლუციის შემდგომი ეტაპების აღსაწერად. ფაქტია, "ღმერთის" ნებითაა თუ როგორც არის, მაგრამ ევოლუცია რეალურად არსებობს და რთული ორგანიზმები "ოპა"თი არ შექმნილა, მათი წარმოშობის კვალი ნათლად იკვეთება.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 16:39
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 57761
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:00  #4991868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (BIG_EGO @ 7 Mar 2007, 15:27 )
მაინც დავაზუსტებ, რომ ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს შორის ნამდვილად არ არიან. ძუძუმწოვრები ქვეწარმავლების აბსოლუტურად სხვა ხაზისგან წარმოიშვნენ მანამ, სანამ ფრინველები წარმოიშვებოდნენ დინოზავრების ერთერთი შტოსგან.
კვერცხებს დებს ქვეწარმავლების უმრავლესობა, თუმცა არიან გამონაკლისებიც, ისევე როგორც ამფიბიებში, რომლებიც ცოცხალ შთამომავლობას აჩენენ.
ალბათ ეგ იგულისხმე...


რასაკვირველია.

რაც შეეხება ჰისტონებს: ტრანსკრიპციის ფაქტორებისაგან განსხვავებით მათი ზემოქმედება შემდეგში გამოიხატება (ჩემი აზრით): ფორმაშეცვლილი ჰისტონების გამო იცვლება ჰისტონ-დნმ-ს კომპლექსის კონფიგურაცია და ამიტომ ტრანსკრიპციის პროცესში დნმ-ს მოცემული მონაკვეთის დესპირალიზაციაც სხვაგვარად ხდება. შეიძლება სულა რ მოხდეს დესპირალიზაცია, შესაბამისად, გენი არ გააქტიურდეს, პრიდუქტი არ წარმოიქმნას, აქედან გამომდინარე, ის რგოლიც ამოვარდეს, რაშიც ეს პროდუქტი მიიღებდა მონაწილეობას, რომ წარმოქმნილიყო თავის დროზე.

რავი, ეს ჩემი მოსაზრებაა და სისწორეზე თავს ვერ დავდებ.
* * *
QUOTE
ერთი სუნიანი რნმ/დნმ, რომელსაც ასევე სხვადასხვა ფერმენტული სისტემები სჭირდება რეპლიკაციისათვის - ასე არაფრიდან წარმოიშვა...

სხვათა შორის, ტეტრახიმენას რნმ-ს აქვს აუტოკატალიზის უნარი..ასე რომ თვითონვე ახერხებს რეპლიკაციას, ფერმენტის გარეშეც. მას რიბოზიმს უწოდებენ (რიბონუკლეინის მჟავა+ენზიმი)

ალტმანს და ჩეხს ტყუილად არ მიუღიათ ნობელის პრემია smile.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Ribozyme
* * *
QUOTE
არაბირთვული დნმ რომელიც მოთავსებულია ვთქვათ მიტოქონდრიებში, რომელიც ასევე გადასცემს ინფორმაციას.

ფრიად საინტერესო საკითხია.

მიტოქონდრიების წარმოშობის შესახებ არსებული ჰიპოთეზებიდან ერთ-ერის მიხედვით მიტოქონდრია არის პროკარიოტი, რომელიც ოდესღაც ეუკარიოტში "ჩასახლდა". ამის საფუძველს იძლევა თუნდაც მიტოქონდრიული დნმ-ს სტრუქტურა (წრიული), რიბოსომები (პროკარიოტების მსგავსი). მაგრამ ეს ჰიპოთეზა არცთუ დასაბუთებულია. თავი დავანებოთ იმას, რომ მიტოქონდრიული დნმ აკოდირებს ზოგიერთ ბირთვულ ცილას და არ ჰყოფნის ფაქტორები საკუთარი ცილების სინთეზისათვის-უჯრედიდან "სესხულობს". ერთ უჯრედში ძალიან ბევრი მიტოქონდრიაა და ძნელი წამოსადგენია, რომ ამდენი პროკარიოტი ერთდროულად შესახლებულიყო ეუკარიოტში.

მტ-დნმ მემკვიდრეობს დედის ხაზით, ანუ ერთი დედის შტამომავლებს ის საერთო აქვთ, მაგრამ ესეც არ არის მუდმივი-ცნობილია ე. წ. ჰეტეროპლაზმიის მოვლენა, რაც გულისხმობს ცვალებადობას ერთი დედის შვილებს შორისაც. ამგვარი რამ მოხდა ნიკოლაი II და მისი ძმის შემთხვევაში.

This post has been edited by Solveig on 7 Mar 2007, 17:18


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
moazrovne
ბალღი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4718
წევრი No.: 15786
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:23  #4992077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ არსებობს აბსოლუტურად არცერთი ფაქტი, რომელიც ევოლუციის თეორიას ადასტურებს.
ვინც საწინააღმდეგოს ფიქრობს, ვთხოვ მხოლოდ ფაქტებით მელაპარაკოს, სათანადო, ყველასთვის ხელმისაწვდომი წყაროს (ლინკის, ბმულის) მითითებით. ამგვარი "ფაქტების" სერიოზული განხილვისას ავტორთა შიშველი ფანტაზიის გარდა არაფერი რჩება ხოლმე. ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე.


--------------------
თუ არ გვინდა ანარქია, აღვადგინოთ მონარქია!
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:30  #4992135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
moazrovne
იცი რა მაინტერესებს, მოაზროვნე რატომ გაქვს ნიკნეიმი? შტო-გძე-კაგდას თამაშობდი და იქ გახდი მოაზროვნე თუ... განა იმ პონტში, რომ ვერ აზროვნებ, იმ პონტში, რომ შტო-გძე-კაგდაში ვინები ხდებოდნენ 'მოაზროვნეები'



რაც შეეხება ევოლუციის დამადასტურებელ ფაქტებს - ერთი ფაქტი, ემბრიონის განვითარების სტადიები.
მეორე ფაქტი - სხვადასხვა სახეობების დნმ-ების მსგავსება.
მესამე ფაქტი - ხელოვნური გადარჩევით ჯიშების გამოყვანა (რაც თვისობრივად იგივე მექანიზმებს ემყარება, ოღონდ გარემოს როლს ადამიანი თამაშობს)
მეოთხე ფაქტი - ნამარხი 'გარდამავალი' სახეობები
მეხუთე ფაქტები - სახეობების აგებულების მსგავსება
და ა.შ.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 17:31
moazrovne
ბალღი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4718
წევრი No.: 15786
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:35  #4992195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BIG_EGO
QUOTE
მოაზროვნე რატომ გაქვს ნიკნეიმი?
მინდა და იმიტომ.
QUOTE
რაც შეეხება ევოლუციის დამადასტურებელ ფაქტებს - ერთი ფაქტი, ემბრიონის განვითარების სტადიები. მეორე ფაქტი - სხვადასხვა სახეობების დნმ-ების მსგავსება. მესამე ფაქტი - ხელოვნური გადარჩევით ჯიშების გამოყვანა (რაც თვისობრივად იგივე მექანიზმებს ემყარება, ოღონდ გარემოს როლს ადამიანი თამაშობს) მეოთხე ფაქტი - ნამარხი 'გარდამავალი' სახეობები მეხუთე ფაქტები - სახეობების აგებულების მსგავსება და ა.შ.
ყველა მაგ ფაქტის ახსნა შეიძლება ისე, რომ საერთოდ არ ახსენო ევოლუცია.
P.S. ლინკები სადაა?
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:37  #4992224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
moazrovne
QUOTE
ყველა მაგ ფაქტის ახსნა შეიძლება ისე, რომ საერთოდ არ ახსენო ევოლუცია.

ახსენი გეთაყვა, და ლინკებიც მოაყოლე


--------------------
Digital Dreams Photographer
Да быть тебе узником моих воспоминании и шептать камням ненакриченное..
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:42  #4992282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხელოვნური გადარჩევით ჯიშების გამოყვანა

თუნდაც ამას როგორ ახსნი, თუ კი გენეტიკას არ აღიარებ? ზებუნებრივი ძალებით?
ან, საერთოდ, როგორ ხსნი იმას, რომ შთამომავლობა იღებს მშობლების თვისებებს?

პ.ს. მაპატიე, მაგრამ შენ თუ გინდა ლინკები იმ ფაქტების გასაგებად, რაც მე ჩამოვთვალე, სჯობს 'კომპეტენციის დონე' ოდნავ აიმაღლო და შემდეგ დავუბრუნდეთ დისკუსიას...

რა ლინკებს ითხოვ, ვერ ვხვდები. შედი ვიკიპედიაში და გახსენი სტატია ევოლუციაზე, იქიდან ყველა ზემოთ ხსენებულ საკითხზე გახვალ, პირდაპირ თუ არა, რამოდენიმე ნაბიჯში.

მე ნამდვილად არ მაქვს დიდი ბიოლოგიური განათლების პრეტენზია, მაგრამ, როგორც ვაკვირდები, ჩვენთან საბავშვო ენციკლოპედიის დონეზეც კი არ არის ინფორმირებული საზოგადოება.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 17:47
Prankster
God


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 54469
წევრი No.: 1829
რეგისტრ.: 20-February 03

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:53  #4992375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Solveig
QUOTE
სხვათა შორის, ტეტრახიმენას რნმ-ს აქვს აუტოკატალიზის უნარი..ასე რომ თვითონვე ახერხებს რეპლიკაციას, ფერმენტის გარეშეც. მას რიბოზიმს უწოდებენ (რიბონუკლეინის მჟავა+ენზიმი)

ალტმანს და ჩეხს ტყუილად არ მიუღიათ ნობელის პრემია

ეგ ადასტურებს იმას რომ ჯერ რნმ იყო და მერე დნმ
და არა პირიქით

და ლოგიკურადაც მასე უნდა იყოს
ჯერ მარტივი და შემდეგ რთული...
მაგრამ ეს "მარტივი" რამდენად რთულია თავად მშვენივრად მოგეხსენება და რამდენად შესაძლებელია "ოპა და შეიქმნა"-ს პრინციპით შეიქმნას smile.gif


--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ...
-
“Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.”
(C) Lewis Black
moazrovne
ბალღი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4718
წევრი No.: 15786
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:54  #4992387      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blear_witch
QUOTE
ახსენი გეთაყვა
კი ბატონო.
QUOTE
ერთი ფაქტი, ემბრიონის განვითარების სტადიები.
ემბრიონი ვითარდება და გადის სხვადასხვა სტადიებს. მერე რა რო?
QUOTE
მეორე ფაქტი - სხვადასხვა სახეობების დნმ-ების მსგავსება.
სხვადასხვა სახეობებს ნამდვილად აქვთ დნმ-ს მსგავსი სტრუქტურა, მერე რა რო?
QUOTE
მესამე ფაქტი - ხელოვნური გადარჩევით ჯიშების გამოყვანა (რაც თვისობრივად იგივე მექანიზმებს ემყარება, ოღონდ გარემოს როლს ადამიანი თამაშობს)
ხელოვნურად არა მარტო ახალი ჯიშების გამოყვანა, გენური ინჟინერიის თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე შესაძლებელია მთლად ახალი, ჯერ არარსებული სახეობის გამოყვანაც კი (განსაკუთრებით - ე.წ. უმარტივესი ორგანიზმებისა). მერე რა რო?
QUOTE
მეოთხე ფაქტი - ნამარხი 'გარდამავალი' სახეობები
არ არსებობენ. საუკეთესო შემთხვევაში ისეთი ნამარხები, რომელთაც ე.წ. გარდამავალ სახეობებს მიაკუთვნებენ, ჩვეულებრივ სახეობათა ავადმყოფი ინდივიდუმებია, უარეს შემთხვევაში კი - უბრალო ფაბრიკაციასთან გვაქვს საქმე.
QUOTE
მეხუთე ფაქტები - სახეობების აგებულების მსგავსება
კი, ზოგი სახეობა გავს ერთმანეთს, მერე რა რო?
QUOTE
და ა.შ.
რა "ა.შ."?

QUOTE
და ლინკებიც მოაყოლე
შენ რაღაც ვერ გაიგე ძმობილო, მე თქვენგან ველი ფაქტებს და თუ საჭიროდ ჩავთვლი, რომ თქვენს მიერ მოყვანილი "ფაქტების" გასაფარჩაკებლად რაიმე ლინკის დადებაა აუცილებელი, დავდებ კიდეც.
luka0077
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 735
წევრი No.: 17482
რეგისტრ.: 21-February 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:55  #4992397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუნდაც ამას როგორ ახსნი, თუ კი გენეტიკას არ აღიარებ? ზებუნებრივი ძალებით?



როგორ და აი ასე
იჯდა ღმერთი
1000 000 000 0 00 000 000 000 000 000 00 000 000 000 000 000 მილიარდი საუკუნეზე მეტი
ბევრად მეტი,ანუ უსასრულოდ დიდხანს, სიბნელეში მერე უცბად წამოხტა და თქვა
"და ბუდეტ სვეტ"
და მერე ალბათ თქვენ ჩემგან როგორ გესწავლებათ, კიდევ რეები თქვა,
და ა ბატონო გაჩნდა სახეობები.!

This post has been edited by luka0077 on 7 Mar 2007, 18:04


--------------------
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა..
moazrovne
ბალღი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4718
წევრი No.: 15786
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 17:58  #4992410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BIG_EGO
QUOTE
მე ნამდვილად არ მაქვს დიდი ბიოლოგიური განათლების პრეტენზია,
მე მაქვს. დიდის თუ არა, ნორმალურის მაინც.
BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 18:04  #4992471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სხვადასხვა სახეობებს ნამდვილად აქვთ დნმ-ს მსგავსი სტრუქტურა, მერე რა რო?

QUOTE
ემბრიონი ვითარდება და გადის სხვადასხვა სტადიებს. მერე რა რო?

QUOTE
ხელოვნურად არა მარტო ახალი ჯიშების გამოყვანა, გენური ინჟინერიის თანამედროვე ტექნოლოგიებით უკვე შესაძლებელია მთლად ახალი, ჯერ არარსებული სახეობის გამოყვანაც კი (განსაკუთრებით - ე.წ. უმარტივესი ორგანიზმებისა). მერე რა რო?

QUOTE
კი, ზოგი სახეობა გავს ერთმანეთს, მერე რა რო?

არაფერი, გარდა იმისა, რომ ზოგ ადამიანს ასოციაციური აზროვნება არ აქვს განვითარებული.
QUOTE
მე მაქვს. დიდის თუ არა, ნორმალურის მაინც.

კიდევ ერთი დადასტურება.
QUOTE
არ არსებობენ. საუკეთესო შემთხვევაში ისეთი ნამარხები, რომელთაც ე.წ. გარდამავალ სახეობებს მიაკუთვნებენ, ჩვეულებრივ სახეობათა ავადმყოფი ინდივიდუმებია, უარეს შემთხვევაში კი - უბრალო ფაბრიკაციასთან გვაქვს საქმე.

აქ უკვე დეზინფორმაციას ეწევი.

Prankster
QUOTE
მაგრამ ეს "მარტივი" რამდენად რთულია თავად მშვენივრად მოგეხსენება და რამდენად შესაძლებელია "ოპა და შეიქმნა"-ს პრინციპით შეიქმნას smile.gif

მერე და ამით რისი თქმა გინდა? რომ არ ვიცით რნმ როგორ შეიქმნა? დავუშვათ არ ვიცით, თუმცა ისიც შეიძლება შექმნილიყო ეტაპობრივად, მაგრამ რას ცლის ეს ევოლუციის იმ ასპექტებთან მიმართებაში, რასაც აქ ვიხილავთ?

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 18:07
blear_witch
black cat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5563
წევრი No.: 5188
რეგისტრ.: 19-May 04

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 18:06  #4992480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
moazrovne
ახსნა აქ არცერთი არაა მარტო ფაქტების ჩამონათვალია smile.gif
ავადმყოფი ინდივიდუუმები საერთოდ მწვერვალიაbiggrin.gif
და ლინკებიც გეთაყვა, განსაკუთრებით ავადმყოფობის დიაგნოზებისsmile.gif
ითხოვ არგუმენტებს ლინკებით და ვითხოვ კონტრარგუმენტებს ლინკებით რაა აქ გაუგებარი?
ფაქტების გაფარჩაკება კიდე საერთოდ არაა ასეთი ცნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში.
ევოლუცია პროცესია ამიტომ არგუმენტებიც გარკვეული პროცესების აღწერაა
(ბუნებრივი გადარჩევა ბრძოლა არსებობისათვის და ასე შემდეგ, თავისი კონკრეტული მაგალითებით)
ლიტონი კითხვა მერე რაა როო? მერე რაა რო ნიუტონს ვაშლი დაეცა? ან არქიმედეს აბაზანიდან წყალი რომ გადმოვიდა მერე რაა თქვა არქიმედენმ..biggrin.gif
მეცნიერებაში მთავარია კითხვების დასმა იცოდე და მერე მათზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა.


BIG_EGO
შავების პარტია


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4889
წევრი No.: 11919
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 18:10  #4992537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blear_witchმართალს ამბობს.
მასე შეიძლება თქვა, მერე რა, რომ ყველა საგანი დედამიწის სიახლოვეს დედამიწაზე ეცემა. ეს არ არის თეორიის უარსაყოფი არგუმენტი. თეორიის უარყოფისთვის უნდა დაამტკიცო მისი სიმცდარე მისივე გამოყენებადობის ფარგლებში.


კიდევ ერთი მომენტი, თუ აღიარებ ხელოვნურ გადარჩევას, ავტომატურად აღიარებ ევოლუციის თეორიულ შესაძლებლობას, როგორც მინიმუმ, რადგანაც აღიარებ, რომ ერთი ტიპის ორგანიზმისგან შეიძლება წარმოიშვას მეორე.

ეხლა წარმოიდგინე, რომ რაღაც მომენტში პირობები გახდა ისეთი, რომ რაც უფრო პატარაა ძაღლი (ან პირიქით), მით უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩენისა (ან პირიქით). აგერ შენი ევოლუციაც მცირე მასშტაბებში ადამიანის ჩარევის გარეშე.

This post has been edited by BIG_EGO on 7 Mar 2007, 18:18
luka0077
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 735
წევრი No.: 17482
რეგისტრ.: 21-February 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2007, 18:16  #4992574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ევოლუციით მანქანიდან გვინდა მივიღოთ თვითმფრინავი,
გაუძლიერეთ მოტორი,აიტანა, მივამაგრეთ ერტი ფრთა, აიტანა
მივამაგრეთ მეორე და გაფშიკა ფეხები! კატასტროფა!
არ გამოვიდა ევოლუცია!
მარა ორგანიზმს გააცნია კატასტროფისგან დამცავი მექანიზმი!
ძველი გენეტიკის შესაძლებლობების შენახვა სანამ ახალი ფუნქცია წარმაებით არ ამუშავდება. ესეც გადამწყვეტი მომენტია!!
თორე ევოლუცია კატასტროფებით დამტავრდებოდა!!

This post has been edited by luka0077 on 7 Mar 2007, 18:17
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0228 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]