forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დახმარების თემა, მიშველეთ, დამეხმარეთ, ვეძებ, მირჩიეთ და ა.შ.
Farel0x
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3840
წევრი No.: 119928
რეგისტრ.: 22-August 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 00:23  #29158935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
david40
QUOTE
I არის დენი.

მართალი ხარ. შემეშალა.

This post has been edited by Farel0x on 12 Jan 2012, 00:24
tsotnep
Aries


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 995
წევრი No.: 86212
რეგისტრ.: 8-March 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 00:30  #29159070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
david40
QUOTE
მუხტს რაც უფრო დიდი აქვს პოტენციალური ენერგია მით უფრო ძლიერია მისი ელექტრული ველი


ეს სწორია?

საერთოდ როგორ განიმარტება პოტენციალური ენერგია?


--------------------
ქალი რომ გეტყვის მანქანა მიყიდეო, უნდა უყიდო სარეცხის მანქანა (ც) ბურზო

დღესდღეისობით შესაძლებელია თუ არა მცენარეული გენების გადატანა ცხოველურ გენომში ან პირიქით? აი ვთქვათ ლომს რომ ვაშლის ფოთლები გამოებას იმ ვარიანტში (ც) არწივი9
david40
andrew


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1116
წევრი No.: 84172
რეგისტრ.: 7-February 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2012, 00:52  #29159491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
საერთოდ როგორ განიმარტება პოტენციალური ენერგია?

მუხტის პოტენციალური ენერგია დაკავშირებულია მათ ურთიერთქმედებასთან და შეიძლება ასე განიმარტოს:
W=Fd=qEd.
F-ძალაა, E- ელექტრული ველი, d -მანძილი ნულოვანად არჩეული ენერგიის დონიდან.
gambasha1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 762
წევრი No.: 139226
რეგისტრ.: 20-November 11

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 03:22  #32343404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (tsotnep @ 10 Jan 2012, 22:14 )
ჩემი თეორია biggrin.gif :
ვინაიდან წარმოდგენა არ მაქვს რა კარვშირი აქვს პოტენციალურ ენერგიასა ელექტრულ ველს შორის(და არც ის ვიცი რა არის პოტენციალური ენერგია) შემიძლია შემდეგ ფაქტებზე :
1.რა წინაღობაც არ უნდა გვქონდეს დენი არ იკარგება, ანუ მუხტები არ იკარგება.
2.წინაღობა ამცირებს ძაბვას.
დაყრდნობით ჩამოვაყალიბო შემდეგი წესი:
წინაღობას ქმნის გამტარი გარემო, რომელიც დენს ეხმარება პოტენციალის "შემცირებაში" ანუ, ახლოს მოაქვს ის "უსასრულოდ დაშორებული წერტილი"(სადაც პოტენციალი 0ის ტოლია).
შესაბამისად თუ წინაღობას საკმარისად გავზრდით ეს წერტილი იმდენად ახლოს მოვა რომ დენი აღარ იმოძრავებს,(ანუ მუხტის პოტენციალი იქნება 0ის ტოლი და პოტენციალთა სხვაობაც არ იქნება)
აქედან დასკვნა,მუხტს რაც უფრო დიდი აქვს პოტენციალური ენერგია მით უფრო ძლიერია მისი ელექტრული ველი
შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ წინაღობა ამცირებს დენის სიჩქარეს ანუ ართმევს პოტენციალს.

სწორია?
მართალია ყველაფერი სრულად ვერ ვთქვი რისი თქმაც მინდოდა წინაღობაზე,
და ისიც მართალია რომ საკმაოდ აბდაუბდად მიწერია
ეცადეთ შეცდომა დაიჭიროთ ჩემს "მსჯელობაში" და შემდეგ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი და წესი smile.gif


ვიკიპედიის ლინკს ნუ დამიდებთ smile.gif
არ შემიძლია მაგის გარჩევა ეხლა biggrin.gif


მოკლედ წინაღობა დამოკიდებულია გამტარ ნივთიერებასა და ამ გამტარის სიგრძეზე, ანუ ზოგი ნივთიერება ელექტრული დენის კარგი გამტარია, ზოგიც შედარებით ცუდი, ანუ რომელიც "ცუდად" ატარებს დენს იმ ნივთიერების წინაღობა მაღალია, ასევე ამაზე მოქმედებს გამტარის სიგრძე რაც საგრძნობლად მატებს წინაღობას. ანუ რაც გრძელია გამტარი მით მეტია წინაღობა(ანუ დენის ძალა და ძაბვა იკლებს) და გასათვალისწინებელია ის ნივთიერება რასაც ელექტრული დენის გასატარებლად ვიყენებთ. მოკლედ მე ასე ვიცი და თუ არასწორად დავწერე არ დამცინოთ. biggrin.gif

This post has been edited by gambasha1 on 30 Jul 2012, 03:24
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 530
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 18:00  #32350917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

tsotnep
რეზისტორში რო გადის დენი და თბება იმიტოა რო წინაღობა ქვია. ეს პროცესი ქიმიურადაც უნდა გაიგო... რატო თბება .... მიმდევრობითი ჩართვა , პარალელური და ა.შ.
პოტენციალთა სხაობის გაგება აუცილებელია !!! სულ ერთი წელი რომ დაგჭირდეს ...ფორომულირება სწორია , მარა საკმარისი არაა.

vtbgeorgia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 776
წევრი No.: 27801
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 18:40  #32351475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქვე ვიკითხავ,

რა არის ვოლტი, სწორად მესმის ვოლტი არის ორ წვერ მავთულს შორის არსებული მუხტებს შორის სხვაობა?

რა არის ამპერაჟი, ანუ რას ზომავს, ვიცი ძაბვის სიძლიერეს, გამიგია 1000მა ვოლტმა დაარყა მარა არაფერი უქნა იმიტომ რომ ამპერაჟი იყო ცოტაო, რას ნიშნავს

ასევე ვატი არის სიმძლავრე როგორ გამითვლება?
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11601
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 19:14  #32351925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ამპერაჟი დენის ძალაა, "ძაბვის სიძლიერე" არასწორი გამოთქმაა. დენის ძალა არის დამუხტული ნაწილაკების რაოდენობა, რომელიც წრედის რომელიმე უბნის განივკვეთში გაივლის დროის ერთეულის განმავლობაში.

ორგანიზმის დაზიანება, როგორც ვიცი, წრფივად არა, მაგრამ პროპორციულია ორგანიზმზე გავლილი დენის სიმძლავრისა და ექსპოზიციის დროისა.

სიმძლავრე არის დენის ძალისა და ძაბვის ნამრავლი.

N = UI

სადაც N არის სიმძლავრე (ვატი არის სი-სისტემის ერთეული), U _ ძაბვა (ვოლტი _ ერთეული სი-სისტემაში) და I _ დენის ძალა (ამპერი _ ერთეული სი-სისტემაში).

როდესაც დენის ძალა ანუ ამპერაჟი არის დაბალი, მაღალი ძაბვის მიუხედავად, საბოლოო ნამრავლი ანუ სიმძლავრე გამოდის დაბალი და არ ყოფნის ორგანიზმის საგრძნობ დაზიანებას. თუმცა, მეორადი ბიოლოგიური ეფექტები არის მაინც არასასიამოვნო _ მაგალითად, კანისა და შემაერთებელი გარსების ბარიერული ფუნქციები ირღვევა და ვირუსებს და სხვა ინფექციურ აგენტებს ეხსნებათ მიკრო-ჭიშკრები ორგანიზმში უფრო ღრმად შესაღწევად...

This post has been edited by ლაბარნა on 30 Jul 2012, 19:17


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
vtbgeorgia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 776
წევრი No.: 27801
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 30 Jul 2012, 19:24  #32352073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა


დენის ორი წვერი რას ნიშნავს 0 და ფაზა,

და რას ნიშნავს ამათ შორის არის სხვაობა 220 ვოლტი



thanks
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11601
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 31 Jul 2012, 20:44  #32368446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
vtbgeorgia,

ჯერ ვეცდები ჩემი სიტყვებით ავხსნა. თუ რაიმე წინააღმდეგობა დავინახეთ, მერე ჩავიხედავ კიდეც რაიმე წიგნში.

ფაზა ეს არის ცვლადი დენის წყარო, სადენი, რომელიც მიერთებულია ცვლადი დენის გენერატორთან, რომელიც ქმნის ელექტრონების რხევას _ ისინი წამში 50-ჯერ (თუ 50 ჰც სიხშირის დენია, როგორც ჩვენი საყოფაცხოვრებო დენი) გარბიან გენერატორიდან იქით და მორბიან გენერატორისკენ. ნული ეს არის მეორე სადენი, რომლის ბოლო მიერთებულია ელექტრონების ძალიან დიდ და მასიურ რეზერვუართან, უმეტეს შემთხვევაში ეს არის დედამიწა, სადაც ყოველგვარი გენერატორების მიერ აღძრული რხევების ენერგია შთაინთქმება. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ენერგიის წყარო და ენერგიის შთანმთქმელი ობიექტი. რა თქმა უნდა, გვექმნება ენერგიის ნაკადი, რომელსაც თავის გზაზე შეუძლია შეასრულოს მუშაობა.

220 ვოლტი ძაბვის ცვლადი დენი ნიშნავს იმას, რომ თუ გავზომავთ ოსცილოგრაფით, ან სხვანაირად მოვახდენთ რეალურ დროში დენის ძაბვის ცვლილების ვიზუალიზაციას, სინუსოიდაზე ირხევა დენის ძაბვა, წამში 50-ჯერ იცვლება +220 ვოლტიდან ნულის გავლით მინუს 220 ვოლტამდე.

სინუსოიდას აქვს სამი ძირითადი მდგომარეობა, რომლებიც ერთმანეთისგან 90 გრადუსით ანუ ფაზით არიან წანაცვლებულნი. ამის გამო შეიძლება არსებობდეს სამი ფაზის ცვლადი დენი (მეოთხე ფაზა 360 გრადუსს მოგვცემს უკვე და პირველს დაემთხვევა ტაქტით). თითოეული ფაზას შეუძლია შეასრულოს მუშაობა ნულის მიმართ. სპეციალურად თუ შევაერთებთ, სამფაზიანი დენი შეიძლება უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული (ვთქვათ, ზოგ ძრავაში), ვიდრე ერთფაზიანი.
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 31 Jul 2012, 22:37  #32369902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
ჩაიხედეთ აქაც
http://elbasics.blogspot.com/
იქნებ ვინმეს დაგეხმაროთ, ოღონდ ჩემი გამოცდილებით ვიცი უკვე რომ ბევრს კითხვა ეზარება და ნახევარ გზაზე მისული ჩერდებიან და მაინც ფორუმზე აგრძელებენ კითხვების დასმას, ამ ფენომენს ბოლომდე ვერ ვიგებ მარა თუ რამე გაუგებრად წერია მითხარით და შეიძლება უკეთესი ფორუმულირება მოვძებნო.


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
vtbgeorgia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 776
წევრი No.: 27801
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 13:47  #32376767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა

გასაგებია საკმაოდ კარგად ახსენი

რატომ არის რომ თუ მარტო ფაზას მოკიდე ხელი უბრალოდ გაძიგძიგებს, ხოლო თუ ორივე წვერს ფაზასაც და ნოლსაც შეიძლება დაგბრიდოს?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6205
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 14:36  #32377643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბარნა
რამოდენიმე შეცდომა გიწერია ახსნისას, მაგრამ მგონი არაუშავს.
თუ უშავს? smile.gif

მაგალითად:
QUOTE
ნული ეს არის მეორე სადენი, რომლის ბოლო მიერთებულია ელექტრონების ძალიან დიდ და მასიურ რეზერვუართან, უმეტეს შემთხვევაში ეს არის დედამიწა, სადაც ყოველგვარი გენერატორების მიერ აღძრული რხევების ენერგია შთაინთქმება.

ნულიც გენერატორზეა მიერთებული, მაგრამ იმავდროულად დამიწებულია. რაც ქმნის მის პოტენციალს 0-ის ტოლად დედამიწის მიმართ.
ნებისმიერ სიტუაციაში, როცა საუბარია პოტენციალზე, ძაბვა იქნება თუ ენერგია (მაგ. პოტენციური ენერგია), იგულისხმება აუცილებლად რაიმეს მიმართ. ამ შემთხვევაში დედამიწის მიმართ პოტენციალი (ან იგივეა პოტენციალთა სხვაობა, იგივე ძაბვა). ვინაიდან 0 დამიწებულია ამითომ მიწის პოტენციალი და ნულის პოტენციალო ორივე 0-ია.

QUOTE
220 ვოლტი ძაბვის ცვლადი დენი ნიშნავს იმას, რომ თუ გავზომავთ ოსცილოგრაფით, ან სხვანაირად მოვახდენთ რეალურ დროში დენის ძაბვის ცვლილების ვიზუალიზაციას, სინუსოიდაზე ირხევა დენის ძაბვა, წამში 50-ჯერ იცვლება +220 ვოლტიდან ნულის გავლით მინუს 220 ვოლტამდე.

ოსცილოგრაფით ტუ გავზომავთ მივიღებთ 220 * sqrt(2) = 311 ვოლტს.
+ 311 ვ დან -311 ვ მდე ოსცილირებს.
220 არის მისი მოქმედი მნიშვნელობა.


QUOTE
სინუსოიდას აქვს სამი ძირითადი მდგომარეობა, რომლებიც ერთმანეთისგან 90 გრადუსით ანუ ფაზით არიან წანაცვლებულნი. ამის გამო შეიძლება არსებობდეს სამი ფაზის ცვლადი დენი (მეოთხე ფაზა 360 გრადუსს მოგვცემს უკვე და პირველს დაემთხვევა ტაქტით).

სინუსოიდა რასთან ქმნის 90 გრადუსიან წანაცვლებას?
ეგეთი წანაცვლება იქმნება რეაქტიულ დატვირთვებზე ძაბვასა და დენს შორის, კონდენსატორზე და ინდუქციურობაზე.

გენერატორში მაგნიტური პოლუსები და შესაბამისად კოჭები განლაგებულნი არიან 120 გრადუსიანი კუთხეებით და 3 ცალი ქმნის 360 გრადუსს, სრულ წრეს.
მეოთხე ფაზას თუ დაამატებ მაშინ 360/4 = 90 გრადუსიანი განლაგებით უნდა ააწყო გენერატორი.
მაგრამ აქ სხვა პრობლემა იქმენება ხოლმე ინჟინრულად. გენერატორი ძიგძიგებს, "დრაჟენია" აქ.
ამას სხვა მეთოდებით ებრძვიან და ეს სხვა თემაა.

მოკლედ ძირითადში კარგად აუხსენი, უბრალოდ ვერ შევძელი კომენტარების არ გაკეთება biggrin.gif

vtbgeorgia
QUOTE
რატომ არის რომ თუ მარტო ფაზას მოკიდე ხელი უბრალოდ გაძიგძიგებს, ხოლო თუ ორივე წვერს ფაზასაც და ნოლსაც შეიძლება დაგბრიდოს?

იმიტომ რომ თუ მიწასთან კარგი კავშირი არ გაქ, ვთქვათ ბეტონზე დგახან, ან ფიცარზე, ან მშრალ ნიადაგზე, დენის გავლა ფაზა-შენისხეული-მიწა ცუდი გამტარებლობის გამო ვერ ხერხდება.
მაშინ როცა ფაზა-შენისხეული-ნული მშვენიერი წრედი იკვრება და ამიტომ დიდი შანსია დაგბრიდოს.
იგივეა მერცხალი რომ ჯდება მხოლოდ ერთ ფაზაე და ვერაფერს გრძნობს - წრედი არ იკვრება. მერცხლის პოტენციალიც 311 ვოლტია დედამიწიას მიმართ,მაგრამ დენს არ აქვს გასვლის საშუალება, წრედი ღიაა.

გადახედე კახას ბლოგს, მშვენივად აქვს ახსნილი.
ნუ გეზარებათ კითხვა, კაცმა იწვალა, ათასი თვალსაჩინოება დადო და რისთვის?
მე ხომ არ ვიქნები კახას მკითხველი? biggrin.gif თუმცა რატომაც არა smile.gif

This post has been edited by asphurcela on 1 Aug 2012, 14:42


--------------------
QSL
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 530
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 20:18  #32382590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და კოსინუს-ფი?! :-) ან დენი რო ძაბვას პი/2 "ჩამორჩება" ?!... ეგენი რაღაა?
მოკლედ რას ნიშნავს ტრანსფორმატორზე წარწერა VAკოსინუს-ფი ?
Crypto
კატა უძაღლო ქვეყანაში


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7938
წევრი No.: 9780
რეგისტრ.: 3-May 05

გამოგზავნილია: 1 Aug 2012, 22:57  #32384927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
წინაღობა დამოკიდებულია გამტარ ნივთიერებასა და ამ გამტარის სიგრძეზე

+ სიგანეზე (კვეთზე) და ტემპერატურაზე
თუ ცვლადი დენია, ფორმაზეც


--------------------
კისრებიც გიტეხიათ © შალვა
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2490
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 00:36  #32386567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
ოსცილოგრაფით ტუ გავზომავთ მივიღებთ 220 * sqrt(2) = 311 ვოლტს.

კაცურად, ეს sqrt(2)-რა არის? არც ჩემ კალკულატორზე რო არ არის ეს სქრტ.
არ გეწყინოს და ერთი შეხედვით რაცხა ტყუილი მგონია ეგ ამბავი.
* * *
აა, ვხვდები რაც არის სქრტ. მეასედები აღარ მიუწერე ხომ.
* * *
220 რომ ვამრავლებ ჩემ სქრტ-ზე ამას ვღებულობ 311.01767........
რამდენად სწორია ეს?

This post has been edited by Komponent on 2 Aug 2012, 00:52
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0303 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]