forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (55) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დახმარების თემა, მიშველეთ, დამეხმარეთ, ვეძებ, მირჩიეთ და ა.შ.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6197
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 03:38  #32387998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oscillator
QUOTE
და კოსინუს-ფი?! :-) ან დენი რო ძაბვას პი/2 "ჩამორჩება" ?!... ეგენი რაღაა?
მოკლედ რას ნიშნავს ტრანსფორმატორზე წარწერა VAკოსინუს-ფი ?


cos(phi) = 0.9
აწერიათ ხოლმე ასინქრონულ ძრავებს.
ნიშნავს რამდენად რეაქტიურლია დატვირთვა.
სინამდვილეში ფი კუთხე არის კუთხე ძაბვასა და ძრავის ხვიებში გამავალ დენს შორის.
როცა წრედში ჩართულია იდეალური ინდუქციურობა (იდელურობაში იგულისხმება აქტიური წინაღობა=0, ძალიან კარგი გამტარის კოჭაა, ვთქვათ ვერცხლის, ან ზეგამტარის) მაშინ cos(phi) = 0.
როცა წრედში ჩართულია მხოლოდ აქტიური წინაღობა, რეზისტორი, მაშინ cos(phi) = 1 ანუ დენი და ძაბვა ფაზებში ემთხვევიან.
კოსინუსი 1-ის ტოლი ხომ 0 გრადუსზეა.
ხოლო როცა დატვირთვა სრულიად რეაქტიულია (იდეალური ინდუქციურობა), მაშინ დენსა და ძაბვას შორის ფაზა 90 გრადუსითაა წანაცვლებული და ამიტომ cos(phi) = 0. კოსინუს 90 გრადისზე ხომ 0-ის ტოლია.
ვინაიდან ელ-ძრავის გრაგნილი სპილენძის მავთულისაა, ამიტომ ის არაა იდეალური ინდუქციურობა, შესაბამისად მისი კოსინუს ფი 0.8-0.9 შეიძლება იყოს.
ქარხანა ამას იმიტომ აწერს, რომ ეს ერთგვარად მაჩვენებელია რამდენად რეაქტიულია დატვირთვა.
ენერგო სისტემის მუშაკებს არ უყართ რეაქტიული დატვირთვები (რატომ ეს ცოტა სხვა თემაა).
საუკეთესო იქნებოდა ძრავი, თუ მისი კოსინუს ფი მაქსიმალურად 1=თან იქნებოდა.
და ყოვლად უვარგისი თუ 0 თან ახლოს.

Komponent
QUOTE
კაცურად, ეს sqrt(2)-რა არის? არც ჩემ კალკულატორზე რო არ არის ეს სქრტ.

კაცურად არ ვიცი, მაგრამ პროგრამირების ენით კვადრატული ფესვია 2 დან smile.gif
გაიხსენე სკოლის ფიზიკა და ცვლადი ძაბვის მოქმედი და ამპლიტუდური მნიშვნელობები.
ძველი ფიზიკის წიგნში წერია, სადაც რხევები და ტალღები იწყება XI კლასის იყო მგონი. არ მახსოვს ზუსტად.

This post has been edited by asphurcela on 2 Aug 2012, 03:40


--------------------
QSL
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 09:52  #32388631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
Komponent
რა გქონია ტყუილი კაცო? smile.gif
ცვლადი დენის ქმედება ქვია მაგას, თუ სიგნალი სუფთა სინუსოიდაა, მაშინ მისი ქმედება გამრავლებული ფესვი ორზე უდრის დენის აპლიტუდის პიკს.


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 10:44  #32389027      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
Kakha
ხოო, ცუდად არის საქმე. კიდევ ღრმა დაფიქრების გარეშე უნდა დავწერო და მერე გავარკვიოთ თანდათან.
QUOTE
გაიხსენე სკოლის ფიზიკა და ცვლადი ძაბვის მოქმედი და ამპლიტუდური მნიშვნელობები.
ძველი ფიზიკის წიგნში წერია, სადაც რხევები და ტალღები იწყება XI კლასის იყო მგონი. არ მახსოვს ზუსტად.

ამას რო ვკითხულობდი თავის დროზე, მახსოვს არ დავეთანხმე ფესვი ორიდანს.
მე ვიცი მეორე ფორმულა, რომლითაც სხვა შედეგს ვღებულობ და ის მგონია უფრო ზუსტი. განსხვავება მეასიათასებშია მაგრამ მაინც.
აბა, რას იტყვით თქვენ და გავაგრძელოთ მერე.

This post has been edited by Komponent on 2 Aug 2012, 10:46
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11599
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 10:52  #32389091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
asphurcela,

მადლობა, მართალია, კიდევ კარგად მახსოვდა ზეპირად smile.gif 230 V ქსელში კი 325 არის ამპლიტუდა. აწი გადავამოწმებ ხოლმე თავს თორემ დეზინფორმაცია გამოვა smile.gif


* * *
Komponent

QUOTE
ამას რო ვკითხულობდი თავის დროზე, მახსოვს არ დავეთანხმე ფესვი ორიდანს.


ტალღების ფორმაზეა დამოკიდებული. ფესვი ორიდან იქნება, როცა სუფთა სინუსოიდაა. სამკუთხა ფორმის ტალღებზე ფესვი სამიდან არის კორელირებული სიმძლავრესთან და ა.შ.

თუ რეალობაში სინუსოიდა არაა (თუნდაც რომ ბლეკაუტები ჰქონდეს რაღაც პერიოდულობით, როგორც ჩვენს ქსელში ხშირია), მაშინ მართლაც ოდნავ სხვა მნიშვნელობა იქნება.


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8989
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 12:22  #32390164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Crypto
QUOTE
+ სიგანეზე (კვეთზე)


უფრო ზუსტად განიკვეთის ფართობზე smile.gif


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 14:23  #32391897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
მეც სუფთა სინუსოიდას ვგულისხმობ, რომ არ ვეთანხმები ფესვო ორიდანს. ახლა უნდა წავიდე, გავაგრძელოთ მერე.
oscillator
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 530
წევრი No.: 133752
რეგისტრ.: 14-July 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 16:06  #32393477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფესვი ორიდან სხვაობა მიანდრსა(მარტკუტხა იმპულსი) და სინუსოიდას შორისაა...სინუსოიდა მართკუტხა იმპულსის პირველი ხარმონიკაა... მემგონი!

This post has been edited by oscillator on 2 Aug 2012, 16:08
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6197
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 19:03  #32395959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
მეც სუფთა სინუსოიდას ვგულისხმობ, რომ არ ვეთანხმები ფესვო ორიდანს. ახლა უნდა წავიდე, გავაგრძელოთ მერე.

მეზარება ამ საკითხზე გამოკიდება და შენთან ჭიდაობა biggrin.gif
მარა რახან არ იშლი, ის მაინც დაწერე რატომ ეწინააღმდეგები მაგ მოსაზრებას?

მიზეზიც უნდა გქონდეს, აბა ისე ადგე და არ მომწონსო იძახო, არა სერიოზული მიდგომა გამოვა.

რას ნიშნავს ცვლადი ძაბვის მოქმედი მნიშვნელობა. ანუ როგორ განიმარტება ის?
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2012, 20:22  #32396912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რას ნიშნავს ცვლადი ძაბვის მოქმედი მნიშვნელობა. ანუ როგორ განიმარტება ის?

ეს იგივე ძაბვის საშუალო მნიშვნელობაა, ხო დავწერე წინათ საშუალოს გამოთვლის მეთოდი, შენც თქვი სწორი მეთოდიაო და იმ მეთოდით ვითვლი.
ანუ მე ვამბობრომ ფესვი ორიდან ზუსტი არ არის. გადავხედე იმ მეთერთმეტე კლასის წიგნსაც და იგრძნობა რომ ეგ ფორმულა რაც მანდ წერია მიახლოებითია. კერძოდ ეს არის მიახლოებითი I^2*R/2 (საშუალო სიმძლავრე) შემდეგ ამ ფორმულიდან გამოდის ის ფესვი ორიდან.
ასეა, სკოლაშიც გვატყუებენ ცოტცოტას, მოკლედ სულ ფხიზლად უნდა იყო რა.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6197
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 01:24  #32400921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეს იგივე ძაბვის საშუალო მნიშვნელობაა

დროის თანაბარ შუალედებში ხან დადებითი ძაბვაა ხან უარყოფითი იგივე დროის შუალედში.
მისი საშუალო მნიშვნელობა იქნება 0.

მოქმედი მვინშვნელობა სხვა რამეა.

არავის გახსოვთ განმარტება?
ჰე სანამ მე დავწერე. უბრალოდ მაინტერესებს რამდესნ ახსოვს სკოლის ფიზიკა.

This post has been edited by asphurcela on 3 Aug 2012, 01:25
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 08:26  #32402149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოქმედ მნიშვნელობაზე მახსოვს, რა მუდმივი დენსაც შეესაბამება ცვლადი დენი, ეგ არის მოქმედი მნიშვნელობა.
QUOTE
დროის თანაბარ შუალედებში ხან დადებითი ძაბვაა ხან უარყოფითი იგივე დროის შუალედში.
მისი საშუალო მნიშვნელობა იქნება 0.

იმპულსის გამოთვლისთვის დრო რათ გვინდა 0-90 მდე არ უნა აიღო ფი? და აღარ იქნება ნულის ტოლი.
როგორც გეტყობა იოლად არ გინდა უარყო რაც გასწავლეს biggrin.gif და ეს არ არის ცუდი.

This post has been edited by Komponent on 3 Aug 2012, 08:33
shvelo96
Ghost Pirrate LeChuck


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2490
წევრი No.: 83209
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 08:36  #32402183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
აუ ფიზიკა კი არ მესმის user.gif
მე ვიყო ### თუ ჩემი სკოლის ფიზიკის წიგნი სრული ###ობა არ იყოს mad.gif


--------------------
Arch Linux 4 lyfe
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2489
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 08:49  #32402222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shvelo96
ხო გაინტერესებს, მთავარი ეგ არის. აქ არ მოხვიდოდი ინტერესი რო არ გქონდეს.



Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 08:58  #32402250      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
asphurcela
ძაან მარტივი განმარტება აქვს, ეს არის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა, სხვანაერად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის გრაფიკის ფართის შესაბამისი სიმაღლე, აი რომ დავხატოთ სინუსოიდა, დავითვალოთ ფართი რომელიც მოხვდება გრაფიკსა და ღერძს შორის, შემდეგ იმავე ფართის მართკუთხედი დავხატოთ იმავე სიგრძეზე (სიგრძე=დრო) და რა სიმაღლეც გამოვა (სიმაღლე = ძაბვა) ეგაა ქმედება.
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3396
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2012, 09:38  #32402407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ მთავარი განმარტებებია:
1.ნებისმიერი ფორმის დენის საშუალო მნიშვნელობა არის ისეთი მუდმივი დენის მნიშვნელობა, რომელიც იგივე დროში იგივე მუხტს გადაიტანს, ცვლადი დენისათვის გასაგებია რომ =0, აკუმულატორს მაგალითად ვერ დატენით ცვლადი დენით smile.gif
2. მოქმედი მნიშვნელობა არის ისეთი მუდმივი დენის მნიშვნელობა, რომელიც იგივე დროში აქტიურ დატვირთვაზე იგივე სიმძლავრეს გამოყოფს, ეს კი დენის კვადრატის პროპორციულია. (q=i^2*r*t).
სინუსოიდალური დენისათვის ამპლიტუდური მნიშვნელობებიდან Im ესენი გამოითვლება და მივიღებთ
1. Iმოქ.=(1/sqrt2)*Im=0.707Im (მიახლოვებით)
2. Iსაშ.=(2/pi)*Im =0.636Im
აქაც წერია:
http://lseti.ru/trifaz/zepi80.htm

This post has been edited by Davion on 3 Aug 2012, 09:53
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (55) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0356 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]