forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (8) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საინტერესო მეცნიერული სიახლეები
NIGERINO
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 88899
რეგისტრ.: 14-April 09

გამოგზავნილია: 13 Feb 2016, 16:35  #46996506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ გრავიტაციულ ტალღებზე დაწერეთ რამე კიდე მცოდნეებმა საინტერესოა
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3310
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 13 Feb 2016, 18:41  #46997353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
LevM
ეს ტალღები ახალი დაფიქსირებულია ჯერ მარტო ის დაადასტურეს რომ გრავიტაციული ტალღა არსებობს მაგრამ ამ ტალღებიდან აზრის გამოსატანად ალბათ გაცილებით მეტი დრო იქნება საჭირო და სავარაუდოდ ეხლა იკვლევენ იმ მასალას რაც ჩაიწერეს... ასეა თუ ისე კიდე მრავალი ანალოგიური სიგნალი დაფიქსირდება და მომავალში მეტს გავიგებთ


ასევე აღსანიშნავია რომ მალე იგეგმება სამი elisa თანამგზავრის გაშვება რომელიც სხვა სიხშირის გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას შეეცდება და სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ საკითხზე

user posted image


QUOTE
ამ გრავიტაციულ ტალღებზე დაწერეთ რამე კიდე მცოდნეებმა საინტერესოა

graviton მა შეიძლება მოგვაწოდოს საინტერესო დეტალები მაგრამ არ ჩანს ჯერჯერობით

This post has been edited by ლოგიკⒶ on 13 Feb 2016, 18:58


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
Dirac
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 758
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 01:22  #47001473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
ისე შენ იქნებ იცი. როგორ ხდება იმის განსაზღვრა, თუ საიდან მოსული ტალღების შედეგია ?

და საინტერესოა, სამყაროში რამდენად ხშირია შავი ხვრელების შერყმა? (ისე მე შავ ბირთვებს დავარქმევდი, მე მგონი უფრო სწორი იქნებოდა).

აზრზე არ ვარ როგორ განსაზღვრავენ.


ამ ვიდეოში ამბობს კაცი რომ 10000 წელიწადში ერთხელ ხდებაო ერთ გალაქტიკაში.
davidkoko
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 183867
რეგისტრ.: 27-March 14

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 03:08  #47002281      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი საკითხი მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გამარკვიოს:
თუკი დიდი აფეთქება დაახლოებით 14 მლრდ სინათლის წლის წინ მოხდა, როგორ დაინახა ტელესკოპმა დიდი აფეთქების დროინდელი რელიქტური გამოსხივება ან როგორ ამბობენ, რომ დიდი აფეთქების დროინდელ გრავიტაციული ველი შეიძლება დავინახოთ?
14 მლრდ წლის მანძილზე ორივე ამ გამოსხივებამ(ორივე ტალღაა) რატომ საბოლოოდ არ "ჩაუარეს" დედამიწას? გამოდის, რომ ეს ტალღები ჯერ კიდევ სადღაც დიდი აფეთქების ადგილსა და დედამიწას შორისაა და ჯერ დედამიწისთვის არ მოუღწევიათ? ანუ დედამიწა(მატერია) უფრო სწრაფად დასცილდა დიდი აფეთქების წერტილს, ხოლო იმდროინდელი რელიქტურ გამოსხივებას და გრავიტაციულ ტალღებს ჯერ კიდევ არ მოუღწევია დედამიწისთვის? ვიკიპედიაში წერია, რომ რელიქტური გამოსხივება არის სამყაროში ყველაზე ხნიერი სინათლე და თუ სინათლეა, მაშინ იგი მოძრაობს 300 000კმ/წმ სიჩქარით და ალბათ გრავიტაციული ტალღაც ამ სიჩქარით მოძრაობს(თუ არ ვცდები), მაშინ ტელესკოპმა ეს რელიქტური გამოსხივება მე-20 საუკუნეში რომ აღმოაჩინა, ამდენი მილიარდი წელი ეს ელექტრომაგნიტური ტალღები მოდიოდა ამ სიჩქარით და ახლა მოაღწია ტელესკოპამდე? მაშინ დედამიწა და საერთოდ მატერია რა სიჩქარით გაიფანტა, რომ 14მლრდ წლით "გამოასწრო" რელიქტურ გამოსხივებას და გრავიტაციულ ტალღებს? 300 000კმ/წმ ხომ ზღვრული სიჩქარეა?!
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2927
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 05:29  #47002521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
მა შეიძლება მოგვაწოდოს საინტერესო დეტალები მაგრამ არ ჩანს ჯერჯერობით

ჰო აქ ვარ პოლიტიკის განყოფილებაში ვადევნებდი თვალს.. გაგიჟდები რას წერს ხალხი...
დროში ვიმოგზაურებთოოო.
მოკლედ სად ერეკლეო..
როგორი გაუნათლებელია ქართული საზოგადოება...
ქართულ ტელევიზიაშიც სვამდნენ ძირითად კითხვებს დროში მოგზაურობა ამით შესაძლებელი გახდებაო

არადა ეს ყველაფერი ხომ დიდი ხანია ვიცოდით.. ახალი აბსოლუტურად არაფერია..
გარდა იმისა რომ ექსპერიმენტულად დადასტურდა...
ანუ ეს არაა აღმოჩენა, ეს არის დადასტურება...
თუმცა რამდენად 100 პროცენტით ადასტურებს აინშტაინის მოდელს, ჯერ საკითხავია..
BIMOND იც უშვებს ამ ტალღების არßებობას... და ასევე მცირე მასას მოითხოვს გრავიტონისთვის...

კითხვა იყო როგორ გაზომეს საიდან მოვიდაო

პიველი ალაბათ იფიქრა ზოგიერთმა სხვა ტელესკოპებმაც ხომ დაინახესო და ისინი ეტყოდნენო..
როგორც ხდება ასეთ შემთხვევაში..
მაგრამ ახლა არა, ამ შავი ხვრელებიდან წამოსული ნებისმიერი ელექტრომაგნიტური
ძალინ სუსტია ყველა სპექტრში და ალბათ არავინ დააფიქსირებდა..

ისინი თვითOნ ზომავენ მანძილს და მიმართულებას...
ეს ხომ ორი ტელესკოპია, ერთი ამერიკის ჩრდილოდასავლეთსი და მეორე სამხრეთ აღმოსავლეთში..
შესაბამისად ორი დეტექტორით მიმართUლებას ადვილად დაადგენდნე, თუმცა მიახლოებით?.
ეს იგივეა, რაც ორი მიკროფონით მიმათულების დადგენა..
მანძილს კი ამპლიტუდის ფიტირებით აინშტაინის განტოლებასთან...
ამითომ სადღაც მაგელანის ნისლეულის მიდამოებშიო.. მანძილიც მიახლოებითია, მინიმუმ 300 მილიონი სინათლის წელია შეცდომის ფარგლები..
კიდევ ერთი ტელესკოპი, რომ ჰქონოდათ ალბათ უფრო ზუზტები იქნებოდნენ...
არის თუ არა ეს ზუსტად აინშტაინის დადასტურება და სხვა ყველა მოდელის უარყოფა,.. მაინც არაა გარკვეული, რადგან ესენი ყველა, აინშტაინის ფანები არიან და ფიტირება ალბათ მხოლოდ ამ მოდელით გააკეთეს... ასე ჩანს, ...
ხელსაწყო კი საკმაოდ უნიკალურია... შემდგომ წლებში, როცა ექვსივე ასეთი დეტექტორი ამუშავდება
მაშინ დაიწყება ახალი ერა კოსმოლოგია ასტრონომიაში.. რადგან ეს ერთადერთი ინსტრუმენტია
შავი ხვრელების და ნეტრონული ვარსკვლავების შესასწავლად...

ამდენად უახლოეს ასი წელი ალბათ არავითარი პრაქტიკული შედეგი, აი მეცნიერებისთვის კი ძალიან მალე დიდ როლს ითამაშებს....

არაფერს ამბობენ ჯერ გაზომეს თუ არა პოლარიზაცია,... წრფივი პლიუს პოლარიზაცია აინშტანზე მიუთითებს,ხოლო თუ არაწრფივიც არის, მაშინ აინშტაინი ვერ იქნება მთლად...
ამდენად მნიშვნელოვანია კვანტური თვალსაზრისითაც,.. მან უნდა დაადასტუროს გრავიტონული ბუნება...
ითქვა, რომ ზღვარი, რომელიც დაედო გრავიტონის მასას არის 10^-55 გრამი... ძალიან მცირე მასა..
უფრო უმასობისკენ იხრება, რაც ეწინააღმდეგება BIMOND მოდელს....

* * *
davidkoko
QUOTE
ერთი საკითხი მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გამარკვიოს:
თუკი დიდი აფეთქება დაახლოებით 14 მლრდ სინათლის წლის წინ მოხდა, როგორ დაინახა ტელესკოპმა დიდი აფეთქების დროინდელი რელიქტური გამოსხივება ან როგორ ამბობენ, რომ დიდი აფეთქების დროინდელ გრავიტაციული ველი შეიძლება დავინახოთ?

ეს ნიშნავს, რომ არ იცი როგორ მოხდა დროითმსვლელობა აფეთქების შემდეგ...
ამ რელიქტურ გამოსხივებას, ტელესკოპებით ზომავენ კოსმოსში
ელექტრომაგნიტური მიმღებები ყველა მიმართულებით, რამოდენიმე სიხშირულ სპექტრში და მერე აღადგენენ
ამ სპექტრით შავი სხეილის გამოსხივების ტემპერატურას, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის 2.7 გრადუსი დაახლოებით კელვინით?.. და არის თითქმის იზოტროპიულად..
ანუ ეს გამოსხივება არის ყველგან ჩვენს გარშემო და მოიცავს მთელ მსოფლიოს..
ნუ გგონია რომ ეს რაიმე ერთწერტილიდან მომავალია, რომელსაც რადიოტელსკოპი უნდა დავუმიზნოთ.
როდესაც საყარომ დიდი აფეთქების შემდეგ დაიწყო გაცივება, ერთერთI საფეხური იყოს სპონტანური დარღვევა დიდი გაერთიანებული სიმეტრიიის და ამ დროს განთავისუფლდა გრავიტაცია,...
ამ დროს დაიწყო ინფლაციაც , და გამოიყო ელექტროსუსტი ურთიეტქმედება..
თუ გრავიტაცია ამ დროს ასრულებდა რაიმე დიდ როლს მას უნდა ემოქმედა, ელექტრომაგნიტურ
გამოსხივებაზე და უნდა შეეცვალა მისთვის პოლარიზაცია.. და ეს არის E და B პოლარიზაცია..
ამ პოლარიზაციის არსებობა რელიქტურ გამოსხივებაში იქნებოდა ანაბეჭდი იმდროინდელი გრავიტაციის,
არსებობს ექსპერიმენტი ანტარქტიკაში, რომელიც ზომავს ამ პოლარიზაციას, BICEP2 ჰქვია ამ ეხსპერიმენტს
მათ თითქოს გაზომეს ეს ანაბეჭდი, მაგრამ მერე ერთ წელში თავისივე უარყვეს...
ასევე არის სატელიტი პლანკი, რომელიც ზომავს ამ პოლარიზაციასაც, მათაც ვერ ნახეს ეს...
ასე რომ ბიგბანგის დროინდელი გრავიტაცია ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშააააა
QUOTE
14 მლრდ წლის მანძილზე ორივე ამ გამოსხივებამ(ორივე ტალღაა) რატომ საბოლოოდ არ "ჩაუარეს" დედამიწა

რას ჰქვია ჩაუარეს, როდესაც რელიქტური გამოსხივება გათავისუფლდა იყო 1050 წითელი წანაცვლება ანუ დაახლოებით 300-400 ათასი წელი, ანუ მას შემდეგ თითქმის13 მილიარდი წელი გავიდა, დედამიწა კიდევ 4.5 მილიარდი წლისაა, ანუ რეკომბინაციისდან თითქმის 9 მილიარდი წლის შემდეგ წარმოიქმნა...
ეს მიკროტაროვანი ფონი ყველგანაა და მთელი სამყარო მისით შევსებული...
და დედამიწაც მასში "ბანაობს"....

QUOTE
ვიკიპედიაში წერია, რომ რელიქტური გამოსხივება არის სამყაროში ყველაზე ხნიერი სინათლე და თუ სინათლეა, მაშინ იგი მოძრაობს 300 000კმ/წმ სიჩქარით და ალბათ გრავიტაციული ტალღაც ამ სიჩქარით მოძრაობს(თუ არ ვცდები), მაშინ ტელესკოპმა ეს რელიქტური გამოსხივება მე-20 საუკუნეში რომ აღმოაჩინა, ამდენი მილიარდი წელი ეს ელექტრომაგნიტური ტალღები მოდიოდა ამ სიჩქარით და ახლა მოაღწია ტელესკოპამდე?

ის ყველგანა და ყველა მიმართულებით მიდის და მოდის და სამყარო იზოტროპიულად მისით არის შევსებული.....
ანუ ეს გამოსხივება და ასევე ნეიტრონული ფონი ყველა წერტილში, ყველა მიმართულებით არის..
და ეს არის ამ ასეთი დიდი აფეთქების არსი, თუ არადა იქნებოდა ჩვეულებრივი ერთწერტილიდან გამომავალი აფეთქება...
ანუ ჩვენს სამყაროში, ყველა წერტილი, ყველა წერტილს, ყველა მიმართულებით სცილდება...
ამიტომ არ აქვს ცენტრი...

This post has been edited by graviton on 14 Feb 2016, 06:07
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7833
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 09:56  #47002802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მე პირადად სიგნალის გაშიფრვა ყველაზე კარგად ამ ვიდეოდან დავინახე



ნებისმიერ სიტყვა-ფორმულებზე უფრო ინფორმატულია მე რო მკითხო
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8991
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 11:19  #47003052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Dirac
QUOTE
ამ ვიდეოში ამბობს კაცი რომ 10000 წელიწადში ერთხელ ხდებაო ერთ გალაქტიკაში.

ყოველ მოცემულ გალაქტიკაშიო... რამდენი შავი ხვრელია ერთ გალაქტიკაში?

ეს თუ ასეა, მაშინ გამოდის ასეთ მოვლენას ყოველ წამიერად აქვს ადგილი სადღაც...



ჯიბ
კარგი თვალსაჩინოებაა მართლა.

graviton
QUOTE
ეს ხომ ორი ტელესკოპია,

ორი წერტილით მანძილის დადგენა სივრცეში ნიშნავს იცოდე წრეწირი, რომლის რომელიღაც წერტილშიც მოცდა ეს მოვლენა. (სიზუსტეზე არ ვლაპარაკობთ ახლა ცხადია). მიმართულების დადგენა როგორ უნდა მოხერხდეს?


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7833
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 14:43  #47004268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (nforumi @ 14 Feb 2016, 11:19 )
ორი წერტილით მანძილის დადგენა სივრცეში ნიშნავს იცოდე წრეწირი, რომლის რომელიღაც წერტილშიც მოცდა ეს მოვლენა.  (სიზუსტეზე არ ვლაპარაკობთ ახლა ცხადია).  მიმართულების დადგენა როგორ უნდა მოხერხდეს?

LIGOს საჲტზე არის ეგ ახსნილი, Where the Gravitational Waves Came From - მანდ ამბობენ, რომ არე დადგინდა (ა) იმის საფუძველზე, რომ ლივინგსტონის დეტექტორამდე სიგნალმა 7 მილიწამით ადრე მიაღწია ვიდრე ჰენფორდამდე და (ბ) ლივინგსტონსა და ჰენფორდში მიღებული სიგნალის სიმძლავრის ვარიაციები ოდნავ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ეს განსხვავებები საშუალებას იძლევა კიდევ ზოგიერთი არე გამოირიცხოსო

user posted image

სიგნალიო 90% სანდოობით მოსულიაო სურათზე ყველაზე დიდი (იისფერი) ზონიდან და 10% სანდოობით ყველაზე შიდა (ყვითელი) ზონიდან
Dirac
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 758
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 17:38  #47005550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.theguardian.com/science/2016/fe...duce-animal-use
პატარა ტვინი შექმნეს ლაბორატორიაში. მემგონი ეშველა უტვინო ადამიანებს.
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8917
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 21:06  #47007325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ზღვარი, რომელიც დაედო გრავიტონის მასას არის 10^-55 გრამი...


თუ გრავიტაცია იგივე სივრცის გეომეტრიაა, რანაირად უნდა იარსებოს გრავიტონმა?
ეს "სივრცის გეომეტრია" ძაან ხლართავს საქმეს. yes.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8991
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 21:35  #47007569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჯიბ
QUOTE
LIGOს საჲტზე არის ეგ ახსნილი, Where the Gravitational Waves Came From - მანდ ამბობენ, რომ არე დადგინდა (ა) იმის საფუძველზე, რომ ლივინგსტონის დეტექტორამდე სიგნალმა 7 მილიწამით ადრე მიაღწია ვიდრე ჰენფორდამდე და (ბ) ლივინგსტონსა და ჰენფორდში მიღებული სიგნალის სიმძლავრის ვარიაციები ოდნავ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ეს განსხვავებები საშუალებას იძლევა კიდევ ზოგიერთი არე გამოირიცხოსო

წარმოდგენა მიჭირს რამხელა სიზუსტე ჭირდება მაგას...
Dirac
QUOTE
https://www.theguardian.com/science/2016/fe...duce-animal-use
პატარა ტვინი შექმნეს ლაბორატორიაში. მემგონი ეშველა უტვინო ადამიანებს.

საინტერესოა რამდენად ახლოა რეალურთან.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2927
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 21:42  #47007638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
წერტილით მანძილის დადგენა სივრცეში ნიშნავს იცოდე წრეწირი, რომლის რომელიღაც წერტილშიც მოცდა ეს მოვლენა. (სიზუსტეზე არ ვლაპარაკობთ ახლა ცხადია). მიმართულების დადგენა როგორ უნდა მოხერხდეს?

ეს არაა ხომ ორი წერტილი... თვითოელი დეტექტორი არის 4*4 კმ^2 სიბრტყე,
ბოლოებში ტესტური მასებით და საწინააღმდეგო მხარეს ინტერფერენციული პიქსელ დეტექტორით..

გრავიტაციული ტალღა არის წრფივი და კრესტული პოლარიზაციის ჯამი..
მაქსიმუმ სიგნალს მიიღებ დეტექტორის სიბრტყის ზედაპირის პერპენდიკულარული სიგნალიდან..
შესაბამისად ამ ორი დეტექტორის სიბრტყის პერპენდიკულარული, ორი ცილინდრის, თუ პარალელეპიპედის კვეთა, მოგვცემს მიმართულებას და არეს დაახლოებით 600 გრადუსი^2.
ხოლო ამპლიტუდის ფიტირება სიღრმეს, .... დაყოვნების დროის გათვალისწინება გრავიტონის მასაზე შეძღუდვას...
ამის გამო ლუმინოსითი მანზილიც საკმაოდ განუსაზღვრელია.. წერენ მანზილი 410 მეგაპარსეკიაო და შეცდომა + 160. ...-180 მეგაპარსეკი...

This post has been edited by graviton on 15 Feb 2016, 00:58
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7833
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 14 Feb 2016, 21:44  #47007660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (nforumi @ 14 Feb 2016, 21:35 )
წარმოდგენა მიჭირს რამხელა სიზუსტე ჭირდება მაგას...
შეიძლება პრინციპში დაახლოებით წარმოიდგინო რო ეგეთი მონაცემებიდან

user posted image

საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება სიგნალის მიმართულების შესახებ
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2927
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 15 Feb 2016, 00:12  #47009081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიბ
QUOTE
საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება სიგნალის მიმართულების შესახებ

კონკრეტულად?
* * *


This post has been edited by graviton on 15 Feb 2016, 00:15
ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7833
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 15 Feb 2016, 01:36  #47009850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (graviton @ 15 Feb 2016, 00:12 )
კონკრეტულად?
შენ რაც გიწერია იმაზე კონკრეტულად რაღა უნდა დავწერო biggrin.gif

არა ისე მართლა რო გაშალო ჰარმონიკებად და თითოეულის ფაზაში წანაცვლებები შეადარო, ზოგი კუთხიდან ალბათ წანაცვლებების ასეთი კომბინაცია შეუძლებელი გამოვა და მაგ კუთხეებს გამორიცხავ, რაღაც ეგეთი, არა?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0315 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]