forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) 1 2 [3] 4 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> EmDrive, დაემხო ფუნდამენტალური ფიზიკა?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6538
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 00:09  #49633324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ენერგიის შენახვის კანონი ალბათ არ ირღვევა.

ენერგიის შენახვის კანონს არღვევს თვით სამყარო wink.gif
პრინციპში არ არღვევს. მაგრამ მაინც არღვევს.
საუბარია ბნელ ენერგიაზე, რომლის სიმკვრივე (ენერგია მოცულობის ერთეულზე) უცვლელია, მუდმივია, მაშინ როცა სამყარო ფართოვდება.
ეჭვი აქვთ ეს არის თვით ვაკუუმის ენერგია, რომელიც ძალიან მცირეა, მაგრამ არა 0-ის ტოლი.

უფრო ზუსტად, ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, ეს მოდელი არ არღვევს ენერგიის მუდმივობის კანონს, რადგან ეს კანონი ეხება ურთიერთქმედ სისტემებს, ან ჩაკეტილ სისტემას.
ჩაკეტილია სისტემა, რომელშიც არც არაფერი შედის, არც არაფერი გადის.
აი აქ, თუ დაითვალე და მიიღე მეტი ან ნაკლები ენერგია, ზნაჩით "დაარღიე ენერგიის მუდმივობის კანონი". ეს კი ნიშნავს, რომ რაღაც გაგეპარა გაზომვა ან/და თეორიაში.
სისტემის ჩაკეტილობა გერღვევა. სადღაც რაღაც ვერ გაითვალისწინე.

ხოლო არაჩაკეტილ სისტემებში ენერგიის მუდმივობის დაცვას არავინ გვთხოვს.

უფრო სინამდვილეში ჯერ კარგად არ არის ცნობილი რა არის ვაკუუმი და/ან ბნელი ენერგია.

თუ ვერაფერი გაიგეთ, დაიკიდეთ.
* * *
QUOTE
კიბატონო მაგრამ, რომელ კინეტიკურში? (ეს გვაიტერესებს)

რას არჩევთ, ამოვვარდი კონტექსტიდან. ვერ მივხვდი რაზე საუბრობთ.

This post has been edited by asphurcela on 5 Jan 2017, 00:10


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2539
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 00:56  #49633678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კიბატონო მაგრამ, რომელ კინეტიკურში? (ეს გვაიტერესებს)

რას არჩევთ, ამოვვარდი კონტექსტიდან. ვერ მივხვდი რაზე საუბრობთ.

ეს შეკითხვა მას დავუსვი, რომ მეტი ელაპარაკა და კარგად გამეგო, მეტი არაფერი smile.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9189
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 11:14  #49635026      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
asphurcela
QUOTE
ენერგიის შენახვის კანონს არღვევს თვით სამყარო

QUOTE
პრინციპში არ არღვევს. მაგრამ მაინც არღვევს.

კაცო, ჩამოყალიბდი, ან ისე, ან ასე biggrin.gif

ენერგიის მუდმივობის კანონი ჩაკეტილი სისტემისთვისაა და ღია სისტემა რა შუაშია?

ბნელი ენერგია კიდე კაციშვილმა არ იცის ჯერ რა არის. იქნებ ენერგია არც არის საერთოდ და რაღაც სხვა ფენომენია?



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
witcher
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4276
წევრი No.: 47175
რეგისტრ.: 18-November 07

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 11:16  #49635034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოკ, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ ჰიპოთეტიურად გვაქვს ფიზიკური პროცესი, რომლის დროსაც ხდება მატერიის პირდაპირი გარდაქმნა მოძრაობაში:

E=m1c^2
K=1/2(m2V^2)

ანუ, ვთქვათ მაქვს ნივთიერება მასით m1, რომლის პირდაპირი გარდაქმნაც ხდება m2 მასის მოძრაობის კინეტიკურ ენერგიაში:

მაშინ: m1c^2q = 1/2(m2V^2)
სადაც q არის გარდაქმნის კოეფიციენტი.

და m2 მასის მიღებული სიჩქარე გამოდის:

V = c*sqrt(2m1q/m2)

პ.ს. ეს მხოლოდ მაგალითისათვის მოვიყვანე, იდეა რომ ამეხსნა, თუ რას ვგულისხმობდი. არ ვამტკიცებ რომ ეს შესაძლებელია smile.gif


asphurcela

ჩაკეტილ სისტემაში წესით ენერგიის შენახვის კანონი უნდა მუშაობდეს. თუ ექსპერიმენტულად დამტკიცდა, რომ ეს ასე არ არის, ნიშნავს რომ ჩვენი ფიზიკური მოდელი არასრულია (რა თქმა უნდა არასრულია და საკვლევი კიდევ ბევრია) და რაღაც სხვა ფაქტორები მოქმედებენ, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით და არ ვითვალისწინებთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ან დამატებითი ფაქტორების აღმოჩენა ან თეორიის სრული შეცვლა.
ბნელ მატერიას და ენერგიას რაც შეეხება, ესეც ჰიპოთეტიურია ჯერ და მხოლოდ იმიტომ შემოიღეს, სამყაროს რეალური სურათის განსხვავება რომ აეხსნათ თეორიასთან. მაგალითად, სამყაროს გაფართოების ტემპის აჩქარება რომ აეხსნათ.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6538
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 20:30  #49638919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ჩაკეტილ სისტემაში წესით ენერგიის შენახვის კანონი უნდა მუშაობდეს.

ხო ჩაკეტილში მუშაობს და არ ირღვევა.
სამყარო კი მისი გაფართოების გამო ვეღარ ითვლება ჩაკეტილად, რადგან არც ვიცით მის გარეთ რა არის.
ვაკუუმი სამყაროს გაფართოებისას წარმოიქმნება თუ უკვე არის ინფორმაციულ საზღვრებს მიღმა, ვერავინ გვეტყვის.
ამიტომ აქ ენერგიის მუდმივობის კანონს არ გაიხილავენ.
პაბლიკ ლექციების დროს სვავენ ხშირად ამ კითხვას, ხომ არ ირღვევაო ეს კანონი ამ დროსო და პასუხობენ, რომ ამ მოდელზე ეგ კანონი არ ვრცელდება რადგან სამყარო არაა ჩაკეტილი-ო.

nforumi
QUOTE
კაცო, ჩამოყალიბდი, ან ისე, ან ასე 

არა არ ირღვევა მისი იურისდიქციის ფარგლებში.
თან ქვევით ხომ მიწერია, ვინ ან რატომ ფიქრობს ამას.
smile.gif

QUOTE
ბნელი ენერგია კიდე კაციშვილმა არ იცის ჯერ რა არის. იქნებ ენერგია არც არის საერთოდ და რაღაც სხვა ფენომენია?

ამ ეტაპზე თვლიან რომ ეს არის ვაკუუმის მინიმალური ენერგია, რომელიც თუ სწორად მახსოვს 10 ხარისხად მინუს 120 არის.
უფროსწორად სიმკვრივეა ეს რიცხვი, ჯოული/მ^3 ზე. მაგრამ ასტრონომიულ მაშტაბებში ეს საკმარისია რომ გაწიოს მატერია აჩქარებით გარეთკენო.
რავი რას გაუგებ ამ ასტროფიზიკოსებს smile.gif

nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9189
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 22:44  #49639890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ამ ეტაპზე თვლიან რომ ეს არის ვაკუუმის მინიმალური ენერგია, რომელიც თუ სწორად მახსოვს 10 ხარისხად მინუს 120 არის.უფროსწორად სიმკვრივეა ეს რიცხვი, ჯოული/მ^3 ზე. მაგრამ ასტრონომიულ მაშტაბებში ეს საკმარისია რომ გაწიოს მატერია აჩქარებით გარეთკენო.რავი რას გაუგებ ამ ასტროფიზიკოსებს

ჩვეულებრივი სიმკვრივე კი არა, ენერგიის სიმკვრივე თუ არის, გამოდის მაინც ენერგიად მიგვაჩნია.

anaana123
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 619
წევრი No.: 164725
რეგისტრ.: 1-April 13

გამოგზავნილია: 5 Jan 2017, 23:13  #49640131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ ვერაფერი გაიგეთ, დაიკიდეთ.

არადა მე ფიზიკაში0-მა მარტო ეგ პოსტი (ს ნაწილი) გავიგე biggrin.gif
ჰოდა მივხვდი საბოლოო ჯამში რაზეა ბააასი და სანამ პირადად არ ვნახავ (გადავამოწმებ) რომ სადმე რამე არ იპარება, ვერ დავიჯერებ
არადა არ მჯერაე ფიზიკური კანონების დიდად boli.gif და საკმაოდ მალე დაემხობა მგონია (ასე 2 საუკუნის ვადაში), მაგრამ გააჩნია ,,სად", ანუ ჩვენთან მაინც ეგ ფიზიკური კანონები იქნება biggrin.gif

This post has been edited by anaana123 on 5 Jan 2017, 23:33
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6538
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 00:51  #49641005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anaana123

QUOTE
არადა მე ფიზიკაში0-მა

წინადადება გამორიცხავს:
QUOTE
არადა არ მჯერაე ფიზიკური კანონების დიდად

წინადადებას wink.gif
რატომ უნდა გჯეროდეს იმის, რაც არ გესმის?

QUOTE
და საკმაოდ მალე დაემხობა მგონია (ასე 2 საუკუნის ვადაში), მაგრამ გააჩნია ,,სად", ანუ ჩვენთან მაინც ეგ ფიზიკური კანონები იქნება

არ დაემხობა, მხოლოდ უფრო დაზუსტდება, შეივსება და გაფართოვდება.
anaana123
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 619
წევრი No.: 164725
რეგისტრ.: 1-April 13

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 01:13  #49641208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
ყველას გონია, რომ ესმის, არადა ყველაფერი ადასტურებს, რომ უბრალოდ გონია რომ ესმის biggrin.gif
(დია, შეივსება და გაფართოვდება, ამიტომ სიტყვა ,,ვიცი" არასდროს იარსებებს biggrin.gif)
ანუ არსებითად, ყველაფერი შეფარდებითია და შენ რომ ჩემზე მეტი გესმის, სულაც არ ნიშნავს, რომ ნამდვილად გესმის biggrin.gif

,,მჯეროდეს" კი აი იმ გაგებით, რასაც ზემოთ ვწერ
არაფრის არ მჯერა (და არაფერი არ მესმის)
მაგრამ რაღაცეებს არ უარვყოფ და რაღაცეებსაც ვიჯერებ (და ამას ყოველთვის ახლავს მინიმუმ ,,ეჭვი")
მაგალითად რომ ცოცხალი ვარ
არადა სულაც არ მესმის, რატომ ვარ ცოცხალი (რატომ დვიბადე), როგორ (როგორ ვფუნქციონირებ ბიოლოგიურად) და ა.შ. smile.gif

This post has been edited by anaana123 on 6 Jan 2017, 01:15
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6538
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 01:22  #49641266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anaana123
მცოდნე ფიზიკოსი არასდროს ამბობს, რომ რამე იცის ბოლომდე.
რაღაც გვესმის, ბერი რამ კვლავ უცნობია. არ ვიცით რატომ იქცევა რაიმე ისე, როგორც იქცევა.
არის თერია, რომელიც კარგად ხსნის ექსპერიმენტს და ის იტვლება მოცემულ მომენტში მისაღებ თეორიად.
არამც და არამც არ აქვს ამ თეორიას პრეტენზია, რომ უნივერსალურია და სრულყოფილი.
ბევრია ჯერ გასარკვეი, ძალიან ბევრი.
მაგრამ ოდნავ უკეთესად გვესმის რაღაც-რაღაცეები, ვიდრე 100 წლის წინ.

ყველაზე დიდი გამოცანა თვით ადამიანია. ზოგადად სიცოცხლის ნებისმიერი ბიოლოგიური ფორმა.
მოკლედ საინტერესო ველია წინ გადაშლილი, მიდი და იკვლიე smile.gif

QUOTE
არადა სულაც არ მესმის, რატომ ვარ ცოცხალი (რატომ დვიბადე), როგორ (როგორ ვფუნქციონირებ ბიოლოგიურად) და ა.შ. 

ეს კითხვები ყველას გვაქვს.
რატომ დავიბადე მაინცდამაინც მოცემულ ადგილზე, მოცემულ ოჯახში. ვინ ვარ, რა ვარ, რატომ ვარ.
იმდენი კითხვებია ეს ფორუმი არ ეყოფა მარტო კითხვების ჩამოწერას.

witcher
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4276
წევრი No.: 47175
რეგისტრ.: 18-November 07

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 10:03  #49642278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (anaana123 @ 6 Jan 2017, 01:13 )
,,მჯეროდეს" კი აი იმ გაგებით, რასაც ზემოთ ვწერ
არაფრის არ მჯერა (და არაფერი არ მესმის)
მაგრამ რაღაცეებს არ უარვყოფ და რაღაცეებსაც ვიჯერებ (და ამას ყოველთვის ახლავს მინიმუმ ,,ეჭვი")
მაგალითად რომ ცოცხალი ვარ

და რა იცი რომ ცოცხალი ხარ და არა უბრალოდ კლასის ობიექტი ვიღაცის კომპიუტერულ სიმულაციაში? wink.gif
nocs_13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4379
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 12:52  #49643144      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არადა არ მჯერაე ფიზიკური კანონების დიდად


მართლა არ მესმის ეს რას ნიშნავს? ანუ ქვა რომ ავაგდებ და რომ ვირწმუნო რომ არ დაეცემა მართლა არ უნდა დაეცეს?
მობილური ტელეფონი ელ.მაგნიტური ტალღებით არ გადასცემს ინფორმაციას თუ რამე ახალი ძალები ან უძალობა აკეთებს ამას?
მე არ ვიცი ფიზიკის კანონი რომელიც დაირღვა. biggrin.gif ყოველშემთხვევაში აქამდე არ დარღვეულა. კორექტივები იქნა
შეტანილი ეს მართალია მაგრამ რასაც დარღვევა ქვია ეგეთი დარღვევა არ ყოფილა. აი კლასიკური ფიზიკა რომ იყო
იქაც კი არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა რომ ელექრონი პროტონს რატო არ ეხეთქებაო რომ ვერ ხსნიდნენ.

და საერთოდ არ არსებობს ფიზიკის კანონი(მიუხედავად ნიუტონის 3 კანონისა), არსებობს ბუნების კანონები რომელსაც
ფიზიკა სწავლობს. ის რაც იმზირება და ექსპერიმენტალურად მეორდება შესაბამის პირობებში ყოველთვის არის "კანონი",
უფრო სწორად ბუნების თვისება.

QUOTE
ყველაზე დიდი გამოცანა თვით ადამიანია. ზოგადად სიცოცხლის ნებისმიერი ბიოლოგიური ფორმა.

no.gif

ერთ-ერთი უბანძესი რამ რაც ბუნებაში შეიქმნა არის ბიო სიცოცხლე. რატომ? დააკვირდი დნმ-ს არსებობის ტემპერატურულ
დიაპაზონს და მერე შეადარე სამყაროში არსებულ ტემპერატურულ დიაპაზონებს და მიხვდები რატომაც. მაგარი ბანძი და სუსტი
რამეა ბიო ფორმა.

QUOTE
უბრალოდ კლასის ობიექტი ვიღაცის კომპიუტერულ სიმულაციაში

წარმოგიდგენიათ ფიზიკის სრულფასოვან სიმულაცია რა გამოთვლითი და მეხსიერებითი სიმძლავრის კომპიუტერი სჭირდება?

This post has been edited by nocs_13 on 6 Jan 2017, 12:57
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9013
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 17:01  #49645110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
witcher
QUOTE
რა იცი რომ ცოცხალი ხარ და არა უბრალოდ კლასის ობიექტი ვიღაცის კომპიუტერულ სიმულაციაში?

ეგ ერთმანეთს არ გამორიცხავს, ადამიანი ცოცხლიც არის და იმავდროულად კლასების ობიექტების ნაკრები.

nocs_13
QUOTE
ერთ-ერთი უბანძესი რამ რაც ბუნებაში შეიქმნა არის ბიო სიცოცხლე. რატომ? დააკვირდი დნმ-ს არსებობის ტემპერატურულ
დიაპაზონს და მერე შეადარე სამყაროში არსებულ ტემპერატურულ დიაპაზონებს და მიხვდები რატომაც. მაგარი ბანძი და სუსტი
რამეა ბიო ფორმა.


ბიო სიცოცხლე არის სამყაროს პროცესების ცენტრი, ზუსტად მაგ ტემპერატურულ დიაპაზონში ხდება ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ორგანიზებული და რთული პროცესები.
აბა ვარსკვლავი თერმობირთვული პროცესის მეტი არაფერია, აი ეგ არის ბანძი თუ არის, ერთი ბიო-უჯრედი უფრო რთული სტრუქტურაა ვიდრე მთელი ბეტელგეიზე.
nocs_13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4379
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 18:31  #49645820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტრუქტურის სირთულე მის სიკარგეზე არ მოწმობს, ყოველშემთხვევაში ეს უკვე პირადი სიმპატიების სფეროა
და ასეთ საკითხზე კამათი რთულია. მთავარი ისაა რომ ეს რთული სტრუქტურა ძალზედ სუსტი და მყიფეა
იმისთვის რომ სამყაროს პროცესის ცენტრობაზე ჰქონდეს პრეტენზია. არაფერს ვამბობ იმაზე რომ ჯერ არ დაგვისრულებია
სამყაროს შესცავლა და ყველა კითვაზე არ გვაქ პასუხი რომ რომლიმე ესოდენ დავაწინაუროთ.
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9013
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 6 Jan 2017, 21:10  #49646795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ს რთული სტრუქტურა ძალზედ სუსტი და მყიფეა
იმისთვის რომ სამყაროს პროცესის ცენტრობაზე ჰქონდეს პრეტენზია.


ბიოლოგიური სტრუქტურა ცნობიერებათან ერთად არის ყველაზე სტაბილური სტრუქტურა.

იმ დროს როცა ყველა ვარსკვლავი თუ გალაქტიკა განწირულია დაშლისათვის, ცნობიერებამ შეიძლება გალაქტიკები თავის ჭკუაზეც ატაროს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 2 [3] 4 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0236 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]