რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილის) პრორუსული ორიენტაცია კარგად არის ცნობილი, იგი 22 ნოემბერს არშემდგარი ოპოზიციის "სულიერადაც" მოგვევლინა სადაც ღიად და დაუფარავად პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებსციტატა ამოღებულია შემდეგი ტექსტიდან:
ჟურნალი “ქვაკუთხედი”N8 (27), სექტემბერი, 2008 ).
.....
ანტიქრისტესა და ჭეშმარიტებისგან განდგომილ დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს საქართველო და რუსეთი როგორც ერები, რომლებიც ,,მხეცის~ ბეჭედს არ მიიღებენ.
საქართველო და რუსეთი შეურყვნელად, მინარევების გარეშე შეინარჩუნებენ მართლმადიდებლობას. სამოქალაქო სივრცე კი გლობალიზმის ელემენტებისგან გაიწმინდება.
მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, საქართველოში/რუსეთში სამეფო/სამოდერჟავიე უნდა აღდგეს. ზოგიერთი ვერსიით, რუსეთი საკრალური სივრცეა და მის მისიაში ასევე საკრალური, მაგრამ პატარა საქართველოს დასავლური ექსპანსიისგან დაცვა შედის ,,.... აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისათვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის ხატისთვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრების მფარველიც არის``(ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. ,,ქვაკუტხედი~ 2008, #8.) .
რაც უნდა უცნაურად მოჩანდეს, მართლმადიდებელი სტალინსტები ამ კონტექსტშიც ხედავენ ხოლმე სტალინის როლს. მათი აზრით, მან აღმოსავლური მარტლმადიდებლური სამყარო დასავლეთის/ანტიქრისტეს გაბატონებისგან გადაარჩინა. ასახელებენ ასევე ანტიქრისტეს ვინაობასაც (ერთერთ ანტიქრისტედ გაზეთმა ,,ერმა და ბერმა~ 2004 წელს ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გამოავლინა).
ამ აპოკალიპტურ პრიზმაში ხდება ნებისმიერი მოვლენის განხილვა. იქნება ეს ნატოს ჯარების ოპერაცია კოსოვოში, ევროპის კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, პალესტინა-ისრაელისა ომი თუ ენერგოსადგურის მშენებლობა თურქეთში. მაგალითად, საეკლესიო ჟურნალ ,,ქვაკუთხედის~ რედაქცია რადიკალურად ანტიდასავლური და პრორუსული ტექსტით გვაწვდის აგვისტოს ომის ,,თეოლოგიას~: ,,ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად გაგვიანალიზებია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ “გადატყავებული” ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში,
უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ისტორიული ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უალტერნატივოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?! ..... ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ პრაგმატულ რეალობას, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ.. იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და “ბუჩქების” იდეოლოგიას?!... მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი. ~ (რედაქტორის გვერდი “ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით)
“ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008.
ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით – ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საეკლესიო გამოცემა.რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, რედაქტორის მოადგილე: გიორგი კუპრაძე, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი. გამომცემლობა “აცხოვნე სული შენი”.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის 42; ტელ. 274037; 899900636. იყიდება თბილისის ყველა ეკლესიაში.
მამა იობს შევახსენებ რომ მეფე დავით-IV "აღმაშენებელმა" რუის-ურბნისის კრება სწორედ 1104 წლის 23 ნოემბერს ჩაატარა იმისათვის რომ მამა იობის ნაირი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისგან გაეწმინდა ქართული ეკლესია რუის-ურბნისის ძეგლისწერა, „ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა რანთა და კახთა მეფისასა, პირთათჳის რომელნი ქუემო მოჴსენებულ არიან“, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) დადგენილება, რომელმაც
1. შეცვალა უღირსი მღვდელმთავრები;
2. დააწესა წლოვანების ზღვარი ხელდასხმისათვის (35 წელი ეპისკოპოსთათვის, 30— მღვდელთათვის, 25 —დიაკონთათვის, 8 — წიგნის მკითხველთათვის).
3. დაადგინა ხელდასხმის წესი;
4. აკრძალა ხელდასხმელის მიერ ხელდასხმულისაგან „ქრთამისა და საფასის მიღება“
5. აკრძალა ყოველგვარი საეკლესიო ნივთის მოხმარება;
6. აკრძალა უეკლესიოდ ნათლისცემა და ქორწინება
7. აკრძალა გვირგვინის კურთხევა „ჩჩვილთა ქალ-ყმათა“. თუ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოყვრება, ნება ეძლეოდათ პატარები დაეწინდათ, ხოლო დაქორწინება მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში იყო დაშვებული: ჯვარდასაწერი ქალი 12 წლისაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
8. კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს დაევალათ ქორეპისკოპოსებად „სჯულისა და საღთოთა წიგნთა მეცნიერი“ აერჩიათ
9. მონასტერს უნდა ჰქოლოდა ერთი მძლავრი, განსაკუთრებულ შემთხვევაში (თუ მონასტერი დიდი იყო) - ორი.
10. აიკრძალა მონასტერთან ბაზრობის გამართვა.
მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები შინასაეკლესიო საქმიანობას ეხებოდა.
14. აიკრძალა მეორედ გვირგვინის კურთხევა
15. აიკრძალა სასულიერო პირთა შორის დამკვიდრებული ზოგიერთი უწესობა საპატრიარქოში გაწევრიანებულ ზოგიერთ "სულიერს" არ ძალუძს "უფროსი ძმის" სინდრომთან შერკინება ისტორიულად ბიზანტიურ-დერჟავნიკური იდეოლოგიის ზეწოლის ქვეშ იძულებულები არიან რუსული КГБ-შნიკური საპატრიარქოს იდეოლოგიის გამტარები გახდნენ ქართველი მრევლის "ლოცვა-კურთხევისას" რაც საშიშროებას წარმოადგეს ქართული საზოგადოების იმ ფენაისათვის რომელიც მუხლმოდრეკილი უსიტყვოდ ასრულებს(ღვთის შიშის გამო) პრორუსულად განწყობილი "სულიერების" ნება-სურვილს! არის თუ არა КГБ-ს აგენტურა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში?რუის-ურბნისის ძეგლის 15-ე პუნქტი ამ "ცისფერ მამაოს" შეეხება
რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში. მარჯვნიდან მეოთხე დეკანოზი "ჟოზეფინა"(გიორგი) ხარაზიშვილი მის კოლეგა ცაიშ-ზუგდიდელ გერასიმესთან ერთად შეფობას ხვდება 2008 წლის 4 ნოემბერი
2008 წლის 4 ნოემბერი
შეხვედრა რუსეთის ყოფილ ელჩთან საქარეთველოში ვიაჩესლავ კოვალენკოსთან. მოსკოვი
3 თვით ადრე ეს "სულიერი" 2008 წლის სამამულო ომში დაღუპული გმირების პანაშვიდს ატარებს მუხადგვერდში.
22 ნოემბერი 2010 წელი მოსკოვი
მარცხნიდან მარჯვნივ:მოსკოვის პატრიარქი კირილი, ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი,გორის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა
მიტროპოლიტები ანდრია გვაზავა და ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კრემლში, 21.11.2010
არ დამიწყოთ ეხლა "გორის ეპისკოპოსი ომის დრო დიდი ამაგი აქვს და ნუ ბედავთ მის სახელის ხსენებას"-ო
აფხაზეთში "ილორის" წმ.გიორგის მონასტრის გადაღებვაზე ხმა რატომ არ ამოიღო?! ბარემ რუსეთში ჩავიდა და შეეძლო დაეცვა ქართული სალოცავი?!
რუსეთი ქართული სალოცავების განადგურებას იწყებსეგაა რა, "დერჟავნიკებს" ვერ უბედავენ ეს მონები ხმის ამოღებას!
This post has been edited by Beelphegor on 24 Nov 2010, 20:31