All*eyes*on*me2013 წლის ოქტომბერში მოქმედებდა რედაქცია, რომლის მიხედვითაც 260-ე მუხლის მხოლოდ სამი ნაწილისგან შედგებოდა.
მეორე ნაწილი იმ დროინდელი რედაქციით იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, ვინაიდან შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა აღნიშნული მუხლი. თქვენ სავარაუდოდ გექნებოდათ დიდი ოდენობა... დიდი ოდენობა ეხლა მესამე ნაწილშია, თუმცა სასჯელი შემსუბუქდა და ამჟამად აღნიშნული ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
სსკ-ის მესამე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე ნასამართლობა უნდა გაგიქარწყლდეთ 6 წელში და არა 8 წელში... ესაა ჩემი კომენტარი )))
პ.ს
nina-ninaდაგასწარი