მოკლედ, ეს სერიალი
The Handmaid's Tale იწყება 26 აპრილს... პირველი 3 სერია გამოვა 26-ში და მერე კვირაში ერთხელო.. სულ 10 ეპიზოდი

დისტრიბიუტორი: Hulu
კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის 1985 წელს გამოცემული
"მხევლის წიგნი"-ს ეკრანიზაციაა... დისტოპიური მომავალი... ქალები ცხოვრობენ თეოკრატიულ ფუნდამენტალისტურ დიქტატურაში...
წიგნის ანოტაცია ასეთია...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“. „მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს...
ქასთია ძალიანნნნნნ...
Elisabeth Moss
Samira Wiley
Joseph Fiennes
Yvonne Strahovski
Alexis Bledel
This post has been edited by MEDS on 15 Jan 2019, 13:15
"I feel I stand in a desert with my hands outstretched, and you are raining down upon me."
"You are allowed to lose a little bit of control. But sometimes it's just not good enough."
"Qué guapa vas, joder!"