გამარჯობა
მე ვარ თვითნასწავლი კინემატოგრაფი 20 წლის, კონკრეტულად არ ვიმყოფები საქართველოში, ვსწავლობ საზღვარ გარეთ და შეძლებისდაგვარად ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში, შანს არ ვუშვებ.
ვეძებ მსახიობებს მთავარი როლებისთვის, ასევე მეორადი როლებისთვის, ასევე როგორც ექსტრებად.
კასტინგი მოხდება მოსმენითა და გასაუბრებით.
ფილმის სიუჟეტი გვიამბობს ამბავს თბილისში, 2 თინეიჯერზე, რომლებიც ასევთქვათ "დეპრესიაში" არიან და განიცდიან შინაგან "უკმარისობას". მათ უჭირთ თავიანთი თავების პოვნა და ასევთქვათ მორგება თავიანთი გარემოს
რასაც თან ერთვის პრობლემები ასოცირებული თინეიჯერებთან: თანატოლები, სკოლა, მშობლები, გარდატეხის ასაკი, დეპრესია, ხასიათის მყისიერი ცვლილებები და ა.შ.
ფილმი იქნება დამოუკიდებელი, ვინაიდან დაფინანსებას ვერ ვპოულობ. სიმართლე რომ გითხრათ არც ვეძებ.
სავარაუდოდ ფილმის გადაღება მოხდება აიფონით, რაც შეეხება ხმის ჩაწერას და განათებას ყველაფერს მე და ჩემი გუნდი მივუდგებით პროფესიონალურად.
თუ გაქვთ ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ხარისხიანი გამოვა ეს ყველაფერი მერწმუნეთ იმედგაცრუებული არ დარჩებით.
მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკაში არის მრავალი სრულ-მეტრაჟიანი, მოკლე-მეტრაჟიანი, დოკუმენტირი ფილმები რომლებიც აიფონით არის გადაღებული. თუ მაინც ვერ გავქარწყლე თქვენი ეჭვი, გთხოვთ იხილოთ ეს ბმული:
https://www.youtube.com/watch?v=UYVrsXI0kYIდიახ, ეს აიფონით არის გადაღებული.
სცენარს აქ დაინტერესებულ პირებს ვერ გაგიმხელთ გარკვეული მიზეზების გამო.
მაგრამ თუ ხართ დაინტერესებული გთხოვთ პირადი გზავნილით დამიკავშირდეთ ამ ფორუმშივე.
ან სკაიპით @ tornike.umankoshvili @ სიამოვნებით გაგაცნობთ დეტალებს და შეძლებისდაგვარად გავცემ თქვენს ყველა კითხვას პასუხს.
დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, იმედია უქმად არ დაგახარჯინეთ და გთხოვთ, თუ ოდნავ მაინც დაინტერესდით, დამიკავშირდეთ და უფრო დეტალურად გიამბობთ ყველაფერს.
This post has been edited by თორნიკემანკიერი on 17 Mar 2017, 15:50