#51831242 · 14 Dec 2017, 00:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Delta Translation Group მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (http://www.delta-group.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით.
კომპანიას აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის თარჯიმანზე (წერილობითი თარგმანის მიმართულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში; ** თარგმნითი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ოპერატიულობა და დეტალებისადმი (ტერმინები, თარიღები, ციფრები და ა.შ.) ყურადღება; ** სასურველია მთარგმნელობითი მეხსიერების, რომელიმე პროგრამის ცოდნა (მაგ. SDL Trados, OmegaT); ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ანაზღაურება: 1000-დან 1200 ლარამდე. სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და განათლების დასტურის დოკუმენტაცია - დიპლომი, სერტიფიკატი (აუცილებელია) ელფოსტით, შემდეგ მისამართებზე: To: hr@delta-group.ge cc: DeltaTargmani@gmail.com და გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპიანი პროცესის გავლის შემდეგ: პირველი ეტაპი გულისხმობს ტესტირებას, მეორე ეტაპი გასაუბრებას.
გისურვებთ წარმატებას!
--------------------
ინგლისურ-ქართული ლექსიკონი iword.ge
|