რამდენჯერმე ქნა ასე , იუტუბს ვუყურებ და sleep mode-ში გადადის, ამ სლიპიდან ვერ გამოდის მერე, უნდა გადატვირთო... მსმენია რომ ვიდეოს ან პროცის გადახურებამ იცის ასეო და პროცესორის ტემპ კონტროლი სულ ჩართული მაქ, ძალიან ნორმაზეა და ერთ საათიან რენდერინგსაც უძლებს... ვიფიქრე ვიდეო კარტა იქნებათქო, გამოვიღე გავჭმინდე საუკუნოვანი კარტა საუკუნოვანი მტვერისგან.. ერთი ორი კვირა კარგად იყო... ახლა ისევ დაიწყო. GPY Temp კონტროლიც დავაყენე და ნორმაზეა თითქოს ტემპი... ქულერის სიჩქარე სულ 30%ზეა ნებისმიერ დატვირთვაზე (ავტომატურზე აყენია). ახლა nTune გადმოვწერე, ავწევ ქულერის ბრუნებსთქო და 99%-ში როცა კი შევდივარ nTune -ში ან ნვიდიას კონტროლ პანელში, ეგრევე მიგდებს ლურჯ ეკრანს... ამან კიდე უფრო განმიმტკიცა რწმენა რომ ვიდეოკარტის ბრალია .. ვცადე ძველი დრაივერები - არ უშველა...
რა შეიძLება იყოს და რა ვცადო კიდე, წინდოუსის გადაყენების და კარტის გამოცვლის გარდა ?