Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ტროპიკული ხილი


Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2007, 17:44
მანგოს, მარაკუიას, ავოკადოსა და პაპაიას კურკები არ გადავყარე, ვფიქრობ დავთესო და ნეტა გაიხარებს? რამე გამოცდილება ხომ არა გაქვთ ვინმეს?

Posted by: texxa 12 Apr 2007, 18:06
შეიძლება რამე გამოგივიდეს. მაგრამ არ მგონია biggrin.gif

Posted by: beberi_kaci 25 Apr 2007, 15:18
QUOTE
მანგოს, მარაკუიას, ავოკადოსა და პაპაიას კურკები არ გადავყარე, ვფიქრობ დავთესო და ნეტა გაიხარებს? რამე გამოცდილება ხომ არა გაქვთ ვინმეს?

მანგო ვერ აღმოცენდა, მარაკუია (პასიფლორა) დაახლოებით 100 ცალი დავთესე და ერთადერთი აღმოცენდა, ავოკადო ორივე კურკა კარგად აღმოცენდა, პაპაია დაახლოებით 200 დავთესე და თითქმის სუყველა აღმოცენდა მაგრამ მერე ზედმეტი ნესტისგან დაიღუპნენ გადარჩა სულ 10-15 ძირი ეხლა ღია გრუნტში მინდა გადავრგო, თურმე თაკარა მზე უყვართ, ველოდები მაისის ბოლოს.

Posted by: tavadze 25 Apr 2007, 16:30
beberi_kaci
QUOTE
მარაკუია (პასიფლორა) დაახლოებით 100 ცალი დავთესე და ერთადერთი აღმოცენდა, პაპაია დაახლოებით 200 დავთესე და თითქმის სუყველა აღმოცენდა მაგრამ მერე ზედმეტი ნესტისგან დაიღუპნენ გადარჩა სულ 10-15 ძირი ეხლა ღია გრუნტში მინდა გადავრგო, თურმე თაკარა მზე უყვართ, ველოდები მაისის ბოლოს.

ამდენი რად გინდა შე კაცო? ისა და ხომ არ ჰყიდი? wink.gif

Posted by: nanka_iuristka 25 Apr 2007, 16:41
ვა რა საინტერესოა.... მეც დავთესავ smile.gif

თან ამ ბოლო დროს იდეა მაქვს სახლში პატარა ხილის ხეები მინდა გავაკეთო smile.gif ჯერ ზოოპარკად გადავუქციე სახლი დედაჩემს და ეხლა ბოტანიკურ ბაღად...

ლიმნის ხით ვიწყებ და კარგი იდეა მომეცით ტროპიკულებზე...

სახლშI გაზრდაზე ვსაუბრობთ ალბათ ხომ? აბა გარეთ ვერ იხარებენ, აქ ისეთი სიცივეებია ხოლმე....

სახლშI წესით კი უნდა იხარონ მთელი წელი ცხელა ჩემს სახლში smile.gif

ავოკადოს იმხელა კურკები ითესება? მახსოვს ბავშოვბაში როგორ მიყვარდა ავოკადოს კურკების ჯიჯგვნა smile.gif)))

ხო ისე ბანანი ითესება თუ ირგვება? მარა რა უნდა დაითესოს რაც არ ააქვს, ტოესტ კურკა...

ეჰ მომენატრა ის დრო ჩვენი სახლის ყველა ოთახის ფანჯარას რომ გააღებდი და ბანანის ტოტები შემოყოფდნენ ხოლმე თავს sad.gif

აზზე არ ვიყავი პასიფლორას მარაკუიაც თუ ერქვა.... პირველად გავიგე...

ისე საბრასი არავის გიყვართ? ხილი რომელსაც ისხამს კაქტუსი... აი ეგ ორი სერეული უგემრიელესი რამეა - პასიფლორა და საბრასი...

Posted by: beberi_kaci 25 Apr 2007, 17:50
QUOTE
ამდენი რად გინდა შე კაცო? ისა და ხომ არ ჰყიდი? 

პაპაიამ ნაყოფი რომ მოგცეს საჭიროა როგორც მდედრი ასევე მამრი პაპაია, სამწუხაროდ რომელი რომელია ვერ ვარჩევ (არც ერთს აქვს მკერდი და არც მეორეს.......კხმმმ) ამიტომაც დავტოვე ბლომად რომ რომელიმე მაინც ხომ იქნება საწინააღმდეგო სქესის.
არ ვყიდი.

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2007, 13:01
beberi_kaci
როდის უნდა ჩავრგო, მაგალითად, მანგოს კურკა? უკვე კარგად გამოშრა... ან რა წესი უნდა დავიცვა ზოგადად, როგორი ნიადაგი უნდა, მორწყვა, ქოთანში თუ პირდაპირ ნიადაგში (აგარაკზე ) , გთხოვ მიპასუხო ...

Posted by: nanka_iuristka 26 Apr 2007, 13:31
WOMAN IN LOVE

მე მეეჭვება მაგეებმა აგარაკზე იხარონ...

სითბო ჭირდებათ და ქართულ კლიმატს ვერ აიტანენ....

თუ გავაშენებთ ალბათ სახლში smile.gif

დედაჩემს გავაფრენინებ კიდეც smile.gif))))))))))))

Posted by: Drakula 27 Apr 2007, 00:41
WOMAN IN LOVE
nanka_iuristka
ოფტოპიკები პმ-ში. smile.gif

Posted by: beberi_kaci 27 Apr 2007, 14:24
QUOTE
beberi_kaci
როდის უნდა ჩავრგო, მაგალითად, მანგოს კურკა? უკვე კარგად გამოშრა... ან რა წესი უნდა დავიცვა ზოგადად, როგორი ნიადაგი უნდა, მორწყვა, ქოთანში თუ პირდაპირ ნიადაგში (აგარაკზე ) , გთხოვ მიპასუხო ...

მე ეგრევე დავრგე, ჩვეულებრივ ქოთანში, მიწა არ უნდა გამოშრეს მაგრამარც უნდა დალპეს , ზომიერად ტენიანი უნდა იყოს.
გარეთ ვერ გაუძლებს, ოთახში.

Posted by: Iron Butterfly 27 Apr 2007, 15:11
მე აღმოვაცენე ერთხელ ავოკადოს კურკა, წყალში ჩავაგდე, გამოიღო თეთრი კვიტრი, მაგრამ მალევე მოკვდა

Posted by: Iron Butterfly 27 Apr 2007, 15:11
მე აღმოვაცენე ერთხელ ავოკადოს კურკა, წყალში ჩავაგდე, გამოიღო თეთრი კვიტრი, მაგრამ მალევე მოკვდა

Posted by: Iron Butterfly 27 Apr 2007, 15:12
მე აღმოვაცენე ერთხელ ავოკადოს კურკა, წყალში ჩავაგდე, გამოიღო თეთრი კვიტრი, მაგრამ მალევე მოკვდა

Posted by: Iron Butterfly 27 Apr 2007, 15:12
მე აღმოვაცენე ერთხელ ავოკადოს კურკა, წყალში ჩავაგდე, გამოიღო თეთრი კვიტრი, მაგრამ მალევე მოკვდა sad.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 27 Apr 2007, 17:20
Iron Butterfly
QUOTE
ავოკადოს კურკა, წყალში ჩავაგდე,

წყალში რატომ? beberi_kaci
ავოკადოზეც მითხარი ორი სიტყვა, გთხოვ...

Posted by: ikebana 28 Apr 2007, 01:15
ავოკადო მეც მაინტერესებს. უნდა გამოვაშრო ჯერ კურკა? რამდენი ხანი?

Posted by: WOMAN IN LOVE 1 May 2007, 21:50
beberi_kaci
მიპასუხე, გეთაყვა...

Posted by: beberi_kaci 2 May 2007, 13:37
QUOTE
ავოკადოზეც მითხარი ორი სიტყვა, გთხოვ...

ეგრევე ჩავრგე არ გამომიშრია, და მალევე აღმოცენდა, მანგო როგორც გითხარი ვერ აღმოვაცენე.

Posted by: anatoreli 20 Oct 2007, 20:54
მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები,ეგზოტიკური ხილის საქართველოში მოყვანასთან დაკავშირებით,რამდენად შესაძლებელია....მაგალითად მანგო,ავოკადო,პაპაია....და სხვა baby.gif

Posted by: *mirian* 22 Oct 2007, 00:49
როგორც მე ვიცი ვერაა. არაა აქ ტროპიკული კლიმატი

Posted by: BadbadGirl 22 Oct 2007, 02:08
anatoreli
პრინციპში რატომ არ შეიძლება სცადო ?
მანგოც და ავოკადოც არიან ხეები ,მაგრამ მარადმწვანეები არიან თუ არ ვცდები. ალბათ ზამთარში გაუჭირდებათ. მაგრამ ჩემი აზრით ცდა მაინც შეიძლება, ლიმონი და ფორტოხალი ძლებს და ეგენი რატომ ვერ გაძლებენ

Posted by: სულხანი 22 Oct 2007, 10:11
QUOTE (anatoreli @ 20 Oct 2007, 20:54 )
მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები,ეგზოტიკური ხილის საქართველოში მოყვანასთან დაკავშირებით,რამდენად შესაძლებელია....მაგალითად მანგო,ავოკადო,პაპაია....და სხვა baby.gif

კივი ეგზოტიკურ ხილად ითვლება???

მე როგორც ვიცი ქობულეთში კარგად ხარობს ეგ კულტურა yes.gif



Posted by: anatoreli 22 Oct 2007, 12:06
BadbadGirl
QUOTE
პრინციპში რატომ არ შეიძლება სცადო ?
მანგოც და ავოკადოც არიან ხეები ,მაგრამ მარადმწვანეები არიან თუ არ ვცდები. ალბათ ზამთარში გაუჭირდებათ. მაგრამ ჩემი აზრით ცდა მაინც შეიძლება, ლიმონი და ფორტოხალი ძლებს და ეგენი რატომ ვერ გაძლებენ

ნუ მე ზოგადად საქართველო ვიგულისხმე,ანუ დასავლეთი....უნდა ცადოს კაცმა,მაგრამ მაინტერესებდა თუ ვინმეს უცდია უკვე... smile.gif სულხანი
QUOTE
კივი ეგზოტიკურ ხილად ითვლება???

მე როგორც ვიცი ქობულეთში კარგად ხარობს ეგ კულტურა

კივი მოდის დას.საქართველოში...გონიოს ციხეში მთელი პლანტაციაა...

Posted by: beberi_kaci 22 Oct 2007, 14:03
QUOTE
მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები,ეგზოტიკური ხილის საქართველოში მოყვანასთან დაკავშირებით,რამდენად შესაძლებელია....მაგალითად მანგო,ავოკადო,პაპაია....და სხვა 

ავოკადო კარგად გაიზარდა, პაპაიაც, აი მანგო ვერაფრით ვერ გავახარე.

Posted by: underøath 22 Oct 2007, 14:06
რევიც, ჩემს მეზობლად აქვთ პლ'ანი და ავოკადო... yes.gif

Posted by: GoGoNNa 22 Oct 2007, 14:26
აუ მგონი რო გაიზრდები და რა მაგარი იქნება tongue.gif მიყვარს მანგოოოოოოოოო http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: Copula 22 Oct 2007, 15:10
anatoreli
მაშIნ უნდა დააკონკრეტო რომელ მცენარეს გულისხმობ. ვიცი ძალიან მაგარი კივი (გურიაში და აჭარაში), ავოკადო (გურიაში) და მანგოც (გურიაში).

Posted by: ალფი 22 Oct 2007, 15:23
anatoreli
QUOTE
მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები,ეგზოტიკური ხილის საქართველოში მოყვანასთან დაკავშირებით,რამდენად შესაძლებელია....მაგალითად მანგო,ავოკადო,პაპაია....და სხვა 

მას შემდეგ რაც ჩემმა მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში მადაგასკარზე ცხოვრობდა. ანანასის ყუნწი ქოთანში გაახარა და მოსავალიც მიიღო დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენთან ფოთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში ანანასი უხვი მოსავალი მოყავდათ, ოღონდ სათბურებში...

კივი ხო ყველას მოყავს... სრულიად აკლიმატიზებულია და სადაც კი ლეღვი და ვაზი იზრდება ყველგან ხარობს ეგეც!

Posted by: anatoreli 22 Oct 2007, 19:29
beberi_kaci
QUOTE
ავოკადო კარგად გაიზარდა, პაპაიაც, აი მანგო ვერაფრით ვერ გავახარე.

ეგ სად?თბილისში?ნაყოფიც აქვს?
Copula
QUOTE
მაშIნ უნდა დააკონკრეტო რომელ მცენარეს გულისხმობ. ვიცი ძალიან მაგარი კივი (გურიაში და აჭარაში), ავოკადო (გურიაში) და მანგოც (გურიაში)

კივი რო მოდის ცნობილია....ავოკადო და მანგო არ გამიგია....მანგომ ნაყოფი გამოიღო,ნანახი გაქვს?ალფი
QUOTE
მას შემდეგ რაც ჩემმა მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში მადაგასკარზე ცხოვრობდა. ანანასის ყუნწი ქოთანში გაახარა და მოსავალიც მიიღო დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენთან ფოთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში ანანასი უხვი მოსავალი მოყავდათ, ოღონდ სათბურებში...

ვა მართლა?ძაან საინტერესოა...მოყევი კიდე რამე თუ იცი....
QUOTE
კივი ხო ყველას მოყავს... სრულიად აკლიმატიზებულია და სადაც კი ლეღვი და ვაზი იზრდება ყველგან ხარობს ეგეც!

yes.gif

Posted by: Gilgamesh 23 Oct 2007, 11:47
beberi_kaci
Copula
და ავოკადოს ნაყოფი მიიღეთ????????????????????????????????????????????????????????????

ანანასზე და ფოთზე კი არაფერი მსმენია, ძალზედ საინტერესოდ ჟღერს!

Posted by: ალფი 23 Oct 2007, 15:50
anatoreli
QUOTE
QUOTE
მას შემდეგ რაც ჩემმა მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში მადაგასკარზე ცხოვრობდა. ანანასის ყუნწი ქოთანში გაახარა და მოსავალიც მიიღო დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენთან ფოთში, მეოცე საუკუნის დასაწყისში ანანასი უხვი მოსავალი მოყავდათ, ოღონდ სათბურებში...

ვა მართლა?ძაან საინტერესოა...მოყევი კიდე რამე თუ იცი....

გვირგვინი არ უნდა მოწყვიტო, არამედ საზამთროსავით უნდა ამოსჭრა და ისე ჩარგო. დანარჩენი ჩვეულებრივად რა... smile.gif მორწყვა და რამე... ოღონდ აქაური გაყინულ-გამხმარი გვირგვინები არ გამოდგება...
Gilgamesh
QUOTE
ანანასზე და ფოთზე კი არაფერი მსმენია, ძალზედ საინტერესოდ ჟღერს!

სად იყო მაშინ ინტერნეტი?.. sad.gif რუსული ლიტერატურა იყო ამის შესახებ საჯაროში და იქ ამოვიკითხე

Posted by: BlaBla 23 Oct 2007, 16:05
პაპაია აქ ხარობს? და ვინმეს მოყავს? სადმე იყიდება? როგორც ვიცი, ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება, არადა მე ძალიან მიყვარს და ეგება საქართველოშიც "გაიჩითოს"?

პ.ს. მე თვითონ სახლში ვერ მოვიყვან?

Posted by: Gilgamesh 24 Oct 2007, 11:32
ალფი
გაიხარე!
თუ მართლა ეგეთი რაგაცა ხდებოდა , მაშინ მაგარი კაი იქნება რო ეგ სექტორი აღდგეს.
"ქართული ანანასის წვენი"! - ჰა, როგორ ჟღერს? wink.gif

და ავოკადოზე არ მპასუხობენ ხო?! sad.gif აუუუ! როგორ მიყვარს!
სხვათაშორის მათთვის ვინც მარხულობს შეუცვლელი პროდუქტია! wink.gif

Posted by: anatoreli 24 Oct 2007, 23:49
ალფი
QUOTE
ანანასზე და ფოთზე კი არაფერი მსმენია, ძალზედ საინტერესოდ ჟღერს!


სად იყო მაშინ ინტერნეტი?..  რუსული ლიტერატურა იყო ამის შესახებ საჯაროში და იქ ამოვიკითხე

იქნებ გაიხსენო რომელი ლიტერატურა იყო? smile.gifწავალ საჯაროში yes.gif

Posted by: ალფი 25 Oct 2007, 15:13
Gilgamesh
QUOTE
გაიხარე!
თუ მართლა ეგეთი რაგაცა ხდებოდა , მაშინ მაგარი კაი იქნება რო ეგ სექტორი აღდგეს.
"ქართული ანანასის წვენი"! - ჰა, როგორ ჟღერს? wink.gif

ხო, მარა არარენტაბელურია დღევანდელ პირობებში, ჩამოტანა უფრო იაფი ჯდება smile.gif მხოლოდ მოყვარულებს თუ გაახარებს smile.gif ქოთანში კი საკმაოდ მცირე ზომის ნაყოფს იკეთებს...
QUOTE
და ავოკადოზე არ მპასუხობენ ხო?! sad.gif  აუუუ! როგორ მიყვარს!
სხვათაშორის მათთვის ვინც მარხულობს შეუცვლელი პროდუქტია! smile.gif

ავოკადო? მაგას როგორ ჭამთ? არ მესმის, უმად იჭმევა თუ რამე უნდა? ერთმა მითხრა დამარილება თუ რაღაც უნდაო... რამე რეცეპტი მასწავლეთ, მასზე შთაბეჭდილება რომ გამომისწორდეს smile.gif
anatoreli
QUOTE
იქნებ გაიხსენო რომელი ლიტერატურა იყო? წავალ საჯაროში 

საგნობრივში მოვძებნე და სხვათაშორის მეორე მსოფლიო ომამდელი ლიტერატურაც გაიჩითა. მას მერე ჩათვალეს რო არარენტაბელური იყო და მოსპეს. თუმცა სადაც ჩაი გაჩეხეს დასავლეთში, ანანასს რაღა დაუდგებოდა წინ? smile.gif
ახლა რუსულ საიტებზე დაძებნე ანანასის აგოროტექნიკა და უფრო მეტ მასალას იპოვი. მე სოკოს მოყვანის ისეთი ლიტერატურები გავჩითე, რომ უკვე მიცელიუმის წარმოებაც შემიძლია smile.gif

Posted by: Gilgamesh 26 Oct 2007, 12:25
ალფი
ავოკადო? მაგას როგორ ჭამთ? არ მესმის, უმად იჭმევა თუ რამე უნდა?

ავოკადო იცჰმევა უმად. აუცილებლად უნდა იყოს მციფე- ანუ ხელს რო მოკიდებ კარაქის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.
მე პირდაპირ მიყვარს მარილით და ძმრით პურთან! up.gif
კიდევ სალათებსაც აკეთებენ, ზოგი მოხარშულ კვერცხსაც უმატებს...

Posted by: ალფი 26 Oct 2007, 15:22
Gilgamesh
QUOTE
ავოკადო იცჰმევა უმად. აუცილებლად უნდა იყოს მციფე- ანუ ხელს რო მოკიდებ კარაქის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.
მე პირდაპირ მიყვარს მარილით და ძმრით პურთან! 
კიდევ სალათებსაც აკეთებენ, ზოგი მოხარშულ კვერცხსაც უმატებს...

მარილით და ძმრით, პურთან... უნდა დავასხათ ჩავაწოთ თუ მერე მივაყოლოთ ძმარი?? smile.gif კონკრეტულად მითხარი, თორემ ისეთი უგემური რამ რაც ავოკადოა არ გამისინჯავს და მუღამის დაჭერა უნდა ზეთისხილივით? კვერცხს რაც შეეხება, ვეგანი ვარ, ბოდიში... smile.gif

Posted by: Gilgamesh 26 Oct 2007, 22:01
ალფი
მე პირველად რო გამასინჯეს კინაღამ გადავყირავდი იმიტომ , რომ მითხრეს ხილიაო, არადა მას ფქვილისებური კარაქის გემო და ფაქტურა აქვს პირში.
მოკლედ, ისეთი მწიფე უნდა იყოს, რომ ხელს რო მოკიდებ და ოდნავ მოუჭერ უნდა ეტობოდეს და კანი ძვრებოდის თავისუფლად.
ხოდა უნდა გაჭრა შუაზე, კურკა ამოიღო, ისეთი თუა რო ნახევარიდან კოვზით ამოიღო რბილობი (როგორც მოხარშული გოგრა) ამოიღებ და შეგიძლია პირდაპირ პურზე წაუსვა კარაქივით.მოაყარო მარილი, თუ გინდა ძმარი, პამიდორი, მოკლედ ფანტაზია და მარჯვე ხელები... wink.gif
მაგრამ არ ჭამო როგორც რამე ნაცნობი გემო!!!!!!!
ეგეთი გემოსი და ფაქტურის არაფერია სხვა, ცხიმიანი, რბილი...
P.S.: მკვახე ავოკადოს მციფდება დროთა განმავლობაში wink.gif
აბა წარმატებები!

Posted by: ალფი 29 Oct 2007, 15:05
Gilgamesh
QUOTE
მე პირველად რო გამასინჯეს კინაღამ გადავყირავდი იმიტომ , რომ მითხრეს ხილიაო, არადა მას ფქვილისებური კარაქის გემო და ფაქტურა აქვს პირში.
მოკლედ, ისეთი მწიფე უნდა იყოს, რომ ხელს რო მოკიდებ და ოდნავ მოუჭერ უნდა ეტობოდეს და კანი ძვრებოდის თავისუფლად.
ხოდა უნდა გაჭრა შუაზე, კურკა ამოიღო, ისეთი თუა რო ნახევარიდან კოვზით ამოიღო რბილობი (როგორც მოხარშული გოგრა) ამოიღებ და შეგიძლია პირდაპირ პურზე წაუსვა კარაქივით.მოაყარო მარილი, თუ გინდა ძმარი, პამიდორი, მოკლედ ფანტაზია და მარჯვე ხელები...

გადავირიე კაცი...
QUOTE
მკვახე ავოკადოს მციფდება დროთა განმავლობაში

დამწიფდება აბა რას იზავს biggrin.gif wink.gif

ისე ქოქოსის წვენიც მაგარი მყრალი რამეა... ბაუნტიში კი მაგარია გახეხილი, მაგრამ "ცოცხალ" ქოქოსს გემო ვერ ჩავატანე... sad.gif

Posted by: Gilgamesh 30 Oct 2007, 16:05
ალფი
QUOTE
დამწიფდება აბა რას იზავს

biggrin.gif
მე შინ მოტანილზე გითხარი wink.gif
ქოქოსის რძე არ დამილევია, კაი იქნება ალბათ.ნახევარი პლანეტა სვამს smile.gif

Posted by: anatoreli 31 Oct 2007, 21:03
მანგო მგონი გემრიელი უნდა იყოს....გაგისინჯიათ?ნეტა თუ მოისხავს და დამწიფდება საქართველოში... boli.gif

Posted by: ალფი 3 Nov 2007, 15:34
Gilgamesh
QUOTE
მე შინ მოტანილზე გითხარი wink.gif

მეც wink.gif
QUOTE
ქოქოსის რძე არ დამილევია, კაი იქნება ალბათ.ნახევარი პლანეტა სვამს smile.gif

მეორე ნახევარი კი სიგარეტს ეწევა... wink.gif

Posted by: Gilgamesh 6 Nov 2007, 13:45
იქნებ მიპასუხოთ ავიკადოზე რამე მაინც.
მაგარი დაინტერესებული ვარ, ისეთი დაინტერესებული ვარ "პრიამა კუშატ ნე მაგუ!" smile.gif

Posted by: ალფი 6 Nov 2007, 16:07
Gilgamesh
QUOTE
იქნებ მიპასუხოთ ავიკადოზე რამე მაინც.

ჩემი აზრით ხიხიას გემო აქვს და... sad.gif

Posted by: Gilgamesh 8 Nov 2007, 11:32
ალფი
QUOTE
ჩემი აზრით ხიხიას გემო აქვს და...

biggrin.gif ეგ კაი მაგრამ მე იმაზე ვთქვი რო
beberi_kaci
QUOTE
ავოკადო კარგად გაიზარდა, პაპაიაც, აი მანგო ვერაფრით ვერ გავახარე.

underøath
QUOTE
რევიც, ჩემს მეზობლად აქვთ პლ'ანი და ავოკადო... yes.gif


ამეებს წერდნენ და მათ დავუსვი კითხვა wink.gif


Posted by: sumbumbula 9 Nov 2007, 01:37
ალფი

მართალია Gilgamesh რასაც წერს იმაში ასიანი smile.gif ეგ ხილია , მაგრამ ხილივით არ უნდა ჭამო . და აუცილებლად როცა მწიფეა , - მაშინაა მაგარი .

მე მაქვს დარგული სახლში ავოკადო , ქოთანში , უკვე 2 წელი იქნება და სადღაც 1 მეტრია სიმაღლეში smile.gif მაგრამ ნაყოფამდე შორია აშკარად .

ვგიჟდები ავოკადოზე smile.gif ზუსტად როგორც ზეთისხილი არ უყვართ თავიდან , ეგეთი რამეა რა . პირველად როცა გავსინჯე ვიფიქრე ვისაც ეს უყვარს აკლიათ მეთქი , არადა მერე მივხვდი რაცაა . უცხოეთში უფულობის ჟამს ყველაზე იაფი გამოსავალი იყო ვახშმის ამბავში smile.gif და იმის მერე მიყვარს ძალიან , მაგრამ სადაა აბა . საქართველოში ჯერ ვერ ვიპოვნე ვერსად .



Posted by: ლილიანი 9 Nov 2007, 17:53
ის სათბური და აშენე რაც გინდა!!!!!

Posted by: Gilgamesh 10 Nov 2007, 13:21
sumbumbula
კი იყო ბაზარზე ავოკადო , მაგრამ თითო ცალი 5 ლარი დამიფასეს lol.gif
ასე რომ აქ ყიდვას აზრი არ აქვს, ხორცი ბევრად იაფი გამოდის smile.gif
და იქნებ სურათი გადაუღო შენს ქოთანს და დადო რა smile.gif

Posted by: Dr Dre 10 Nov 2007, 13:28
კივი აღმოსავლეთშიც ხარობს უპრობლემოდ მაგალითად ლაგოდეხშიsmile.gif

Posted by: UZUL 10 Nov 2007, 13:41
QUOTE
ეგზოტიკური ხილი!,

წყავი.........

Posted by: anatoreli 1 Dec 2007, 12:51
QUOTE
მანგო მგონი გემრიელი უნდა იყოს

გავსინჯე კარგია biggrin.gif
QUOTE
ნეტა თუ მოისხავს და დამწიფდება საქართველოში


rolleyes.gif

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 03:18
გული მიგრძნობს და ინტუიცია რომ თქვენ ლიჩიც გეყვარებათ.

მოვაშენოთ რა.

Posted by: BadbadGirl 11 Dec 2007, 03:33
BAUSHKE_
აზრზე არ ვარ ეგ ხილი როგორ იჭმევა smile.gif
ზღმარტლს რა ქვია ინგლისურად?

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 03:36
QUOTE (BadbadGirl @ 11 Dec 2007, 03:33 )
BAUSHKE_
აზრზე არ ვარ ეგ ხილი როგორ იჭმევა smile.gif
ზღმარტლს რა ქვია ინგლისურად?

მე კანს ვტეხ კბილით და ვაცლი.
ძაან გემრიელია. და წვენი ლიჩის? ძაან მიყვარს. ოღონდ ეგაა რო კურკა აქვს დიდი.
აუ ზღმარტლს რა ქვია არ ვიცი. გემოც დამავიწყდა ისე.
user.gif

Posted by: BadbadGirl 11 Dec 2007, 03:38
BAUSHKE_
ზღმარტლის გემოს რა დამავიწყებს tongue.gif
არც წვენი არ გამისინჯია smile.gif შორიდან ვუვლი ხოლმე მაღაზიაში tongue.gif:P

Posted by: BAUSHKE_ 11 Dec 2007, 03:41
BadbadGirl
იყიდე, ზღმარტლი მაგან დამავიწყა. tongue.gif

Posted by: beberi_kaci 11 Dec 2007, 11:41
წელს ჩემმა ყავის ხემ პირველი ნაყოფი მოისხა, აი როგორ მწიფდება..

Posted by: MEXXX 11 Dec 2007, 11:42
beberi_kaci
QUOTE
წელს ჩემმა ყავის ხემ პირველი ნაყოფი მოისხა, აი როგორ მწიფდება

აუ რა კაიაა love.gif


რამდენი წლისაა?

Posted by: beberi_kaci 11 Dec 2007, 11:48
MEXXX
QUOTE
აუ ა კაიაა


რამდენი წლისაა?

3 წლისაა

Posted by: didi bege 11 Dec 2007, 13:52
ისე მუშმალაც არ გადის ეგზოტიკაშიიი

Posted by: tavadze 11 Dec 2007, 14:38
Dr Dre
QUOTE
კივი აღმოსავლეთშიც ხარობს უპრობლემოდ მაგალითად ლაგოდეხში

როგორც ვიცი, მაგის მიწისზედა ნაწილები -10 გრადუს ყინვას უძლებს, მიწისქვეშა - -15-ს. ამდენად, მაგას გახარების პრობლემა საქართველოში არ ექნება.
UZUL
QUOTE
QUOTE
ეგზოტიკური ხილი!,
წყავი.........

შენ იცინე და გურიის გარეთ წყავი მართლა ეგზოტიკური ყოფილა. biggrin.gif biggrin.gif
ხალხნო, ამ დილით რ2-ის დილის გადაცემაში, ფლორისტებმა საინტერესო მცენარე აჩვენეს - სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილი. მგონი, ტომატის ხე უწოდეს, მაგრამ იქაური სახელი ვერ დავიმახსოვრე. ნაყოფი უკვე ჩვენთანაც იყიდებაო, იოლადაც მრავლდება და აქაურობას კარგადაც შეეგუებაო, რადგან იქ თურმე ანდებშიც ხარობს.
ისე, ამ ბოლო ხანებში მაგათ მოუხშირეს ეგზოტიკურ მცენარეებზე საუბარს.

Posted by: kanonika 18 Apr 2008, 22:44
ვიყიდე მანგო, შევჭამე, მაქვს მისი კურკა (კი არ გავს, მაგრამ რა ვუწიდი არ ვიცი, შეიძლება გული ვუწოდო), შემიძლია ვახარო და გავზარდო?

Posted by: ბურზო 18 Apr 2008, 22:46
kanonika
QUOTE
ვიყიდე მანგო, შევჭამე, მაქვს მისი კურკა (კი არ გავს, მაგრამ რა ვუწიდი არ ვიცი, შეიძლება გული ვუწოდო), შემიძლია ვახარო და გავზარდო?

არა

Posted by: kanonika 18 Apr 2008, 23:13
ბურზო
ვიცოდი, მაგრამ მაინც დავწერე....

1% მაინც არ არსებობს შანსი, რომ იხაროს?

რომ ჩავრგო იმ კურკა-გულს რა მოუვა?

Posted by: dimmen 18 Apr 2008, 23:35
kanonika
QUOTE
რომ ჩავრგო იმ კურკა-გულს რა მოუვა? 

ნეშომპალად გადაიქცევა, მაგრამ შენ მაინც ჩარგე იქნებ იხაროს რას კარგავ რო

Posted by: Summer 18 Apr 2008, 23:55
მანგოს წვენი ძალიან მიყვარსsmile.gif თვითონ ხილი არ მიჭამია biggrin.gif

Posted by: kanonika 19 Apr 2008, 00:16
dimmen
ხო, ბუნებას მაინც გავახარებ

Posted by: beberi_kaci 20 Oct 2009, 23:31
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ანანასის გამრავლების ჩემს მიერ არაერთხელ გამოცდილი მეთოდი.
როგორც იტყვიან 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.
http://www.youtube.com/watch?v=Ok8OObKBOuM&NR=1

http://www.youtube.com/watch?v=19W4zDeGOpc&feature=related


აი ეს კი სრულყოფილი ნაბიჯნაბიჯ ინსტრუქციაა,


http://www.youtube.com/watch?v=5nCA6xEx4e8&NR=1


ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ საქართველოში ანანასის ბუმი დაიწყება
smile.gif
წარმატებებს გისურვებთ და თუ კითხვები გაგიჩნდებათ შეძლებისდა გვარად გიპასუხებთ.

Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 02:17
beberi_kaci
QUOTE
წარმატებებს გისურვებთ და თუ კითხვები გაგიჩნდებათ შეძლებისდა გვარად გიპასუხებთ.

კარგად დამწიფდება? boli.gif

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 09:08
აი ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორც მოუვლი.ოღონდ 2 წელი უნდა უცადო.

Posted by: veragi 21 Oct 2009, 09:20
მე ვცდი, ეხლა კომბოსტო მეზრდება ქილაში, ულამაზესია, ჯოხი რო ცავარჭო მიწაში ისიც ხარობს, ხოდა ვცდი, რა იცი რა ხდება....ისე ძალიან ლამაზია ანანასი!

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 11:01
beberi_kaci
ვიდეოები ძალიან კარგია, მარა თუ შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციებიც რო დაიდოს?
მაგალითად მე როგორც დავინახე ფოთლები ჰქონდა მოჭრილი ჭარგვის წინ, რატო? აუცილებელია? კიდე მაინტერესებს ანანასს როგორი გნათება უყვარს? ზომიერი, ზმის ქვეშ ურჩევნია თუ ჩრდილში?
მეც მომინდა მაგ ხის გაზრდა biggrin.gif

Posted by: veragi 21 Oct 2009, 11:02
QUOTE (TimeRider @ 21 Oct 2009, 11:01 )
beberi_kaci
ვიდეოები ძალიან კარგია, მარა თუ შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაციებიც რო დაიდოს?
მაგალითად მე როგორც დავინახე ფოთლები ჰქონდა მოჭრილი ჭარგვის წინ, რატო? აუცილებელია? კიდე მაინტერესებს ანანასს როგორი გნათება უყვარს? ზომიერი, ზმის ქვეშ ურჩევნია თუ ჩრდილში?
მეც მომინდა მაგ ხის გაზრდა biggrin.gif

მე რამდენადაც ვიცი, გაყვითლებულ ფოთლებს აჭრიან, და განატება უყვარს არაპირდაპირი, ანუ განატებული მაგრამ ზედ რომ არ აცხუნებდეს მზე! მეც უნდა ვცადო! ლოლ! gigi.gif

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 11:09
veragi
QUOTE
მე რამდენადაც ვიცი, გაყვითლებულ ფოთლებს აჭრიან, და განატება უყვარს არაპირდაპირი, ანუ განატებული მაგრამ ზედ რომ არ აცხუნებდეს მზე!

მადლობა, ესეიგი სახლის პირობებში ადვილი გასაზრდელი იქინება, რამხელა იზრდება? biggrin.gif
და მოისხავს ნეტა ანანასებს? biggrin.gif

Posted by: veragi 21 Oct 2009, 11:13
მე არასდროს გამიზრდია, მაგრამ ვცდი, რავიცი ყველაფერს ვახარებ და არ ცანს ზნელი გასახარებელი ესეც, ზუსტად ეგრე დავაფესვიანე კომბოსტოს გული მქონდა დარცენილი და ეხლა ლამაზფოთლება არსებად იქცა gigi.gif ეტყობა ანანასსაც ეგეთი გული აქვს და მაგას ვჭამთ მერე, მოკლედ ვცადოთ ჩვენი რა მიდის.2 წელი უნდა დამწიფებასო, მარა მანამდე ხო გაახარებს თვალს თუ გაიხარა!

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 11:17
ხო მეც ვცდი, როდის ჯობია ცდა? გაზაფხულზე? თუ მნიშვნელობა არ აქვს?
მე ჯერ ინფოს მოვაგროვებ ბოლომდე, არ მიყვარს "ნეუდაჩები" biggrin.gif ვის უყვარს ნეტა ხო? biggrin.gif
ხოდა ჯერ მოვემზადები მაქსიმალურად და მერე დავიწყებ smile.gif

Posted by: veragi 21 Oct 2009, 11:22
ალბათ მაგის სეზონი როცაა მაშინ, ანუ ანანასისთვის როცაა გაზაფხული იმ დროს, თუ არ ვცდები კაკრაზ ეხლაა მაგის დრო!

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 11:32
veragi
მოვიდეს აბა ერთი beberi_kaci და დაგვაკვალიანებს მერე იმედია smile.gif

Posted by: veragi 21 Oct 2009, 11:35
კი დაგვაკვალიანებს! მაგას ეხერხება ეგეთი რაღაცეები, ადრე სოკოებზე და კიდევ ინდურ კიტრზე ქონდა ვრცელი პოსტები როგორც მახსოვს!

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 14:01
TimeRider
QUOTE
მაგალითად მე როგორც დავინახე ფოთლები ჰქონდა მოჭრილი ჭარგვის წინ, რატო? აუცილებელია

არა აუცილებელი არ არის, უბრალოდ დაფესვიანების დროს, როცა ახალი ფოთლები ამოიყრიან შუაგულში, ძველი ფოთლები ნელნელა იწყებენ გაყვითლებას და შეეგიძლია შეაჭრა თვალს რომ ესიამოვნოს.

QUOTE
კიდე მაინტერესებს ანანასს როგორი გნათება უყვარს? ზომიერი, ზმის ქვეშ ურჩევნია თუ ჩრდილში?

ანანასს უყვარს მზე, ბევრი მზე. მაგრამ არ უნდა დახრუკო, წყალი კი ბევრი არ უყვარს, საკმარისია დაფესვიანების შემდეგ წყალი თავის როზეტში ჩაუსხა ხოლმე და საკმარისია. ჰო ნიადაგი: კომპოსტი, ქვიშა, მიწა. ყველაზე კარგი ნარევია.
პ.ც. თუ სახლში გეყოლება მაშინ სცადე როცა გაგიხარდება, ან როცა იყიდი მაშინ.

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 17:04
beberi_kaci
QUOTE
წყალი კი ბევრი არ უყვარს, საკმარისია დაფესვიანების შემდეგ წყალი თავის როზეტში ჩაუსხა ხოლმე

ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს, თავის როზეტში რა არის? smile.gif

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 17:09
QUOTE
ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს, თავის როზეტში რა არის?

აი ბუჩქის კოკროჭინა ალბათ, ზემოდან რომ დახედავ ბუჩქის ცენტრია, საიდანაც ფოთლები ამოდის ჰოდა შუაში ჩაუსხი ხოლმე..

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 17:32
beberi_kaci
QUOTE
აი ბუჩქის კოკროჭინა ალბათ, ზემოდან რომ დახედავ ბუჩქის ცენტრია, საიდანაც ფოთლები ამოდის ჰოდა შუაში ჩაუსხი ხოლმე..

ანუ ძალიან ცოტა ხო? 1 ჭიქა? ნახევარი? ბოდიში ამდენს რო გეკითხები მარა გამოცდილება ეგეთ რამეებში მაქ 0 biggrin.gif ამიტომ ცოტა ჩაინიკურ შეკითხვებს დავსვავ biggrin.gif
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 17:52
QUOTE
ანუ ძალიან ცოტა ხო? 1 ჭიქა? ნახევარი?

ნუუუუუ ეხლა ჭიქას გააჩნია, ცხონებული ბებიაჩემის ჭიქაში ნახევარი შავი ზღვა ეტეოდა biggrin.gif 2kiss.gif
ისე კი მიწას ხელს რომ დაადებ სველი არ უნდა იყოს , არამედ ნესტიანი ნიადაგი უნდა იყოს
მაგას მაქსიმუმ 1 კვირაში შენით დაამუღამებ. შეგიძლია 3-4- 5 დღეში ერთხელ ცოტა უფრო მეტი დაუსხა წყალი ოღონდ ქოთანს კარგი დრენაჟი უნდა ქონდეს, წყალი ქოთანში არ უნდა დარჩეს და არც ქოთნის ძირში დაგროვდეს.
ჩაინიკური შეკითხვები კი მოსულა რამდენიც გინდა, აქ მაგიტომ ვიკრიბებით რომ ერთმანეთს რაღაცა გამოცდილება გავუზიაროთ.

Posted by: TimeRider 21 Oct 2009, 18:05
beberi_kaci
დიდი დიდი მადლობა, მოკლედ ამ დღეებში წავუანანასებ და ვანხოთ რა გამომივა, პროგრესის შესახებ რეგულარულად მოგახსენებთ biggrin.gif

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 23:19
მეორე სერია



მაშ ასე დღეს შევისწავლოთ ისეთი ეკზოტიკური პალმის გამოზრდას როგორიცაა ქოქოსი, ამისათვის საჭიროა:
1) შეიძინეთ სუპერმარკეტში ან ბაზარში ქოქოსის კაკალი.
2) შეძენისას შეანჯღრიეთ რომ შიგნით ქოქოსის რძე "ჭყლოპინობდეს" (ბოდიშით შესატყვისი სიტყვა ვერ გავიხსენე)
მოკლედ მშრალი არ უნდა იყოს შიგნით, სითხე უნდა იყოს.
3) სამი დღის განმავლობაში დავალბოთ თბილ წყალში, იდეალური ვარიანტია 30-32 გრადუსი, მაგრამ 25-27 წავა.
4) ამ დროს ვამზადებთ ქოთანს, არანაკლებ 10 ლიტრის მოცულობის, პლასტმასის სათლიც წავა, კარგი კომპოსტიანი მიწის და ქვიშის ნარევი.
5) დააკვირდით ქოქოსის კაკალს, ცალ ბოლოში მას 3-5 წრიული ლაქა აქვს, თითქოს ნახვრეტები ამოქოლეს შავი მასითო. სწორედ აქედან გამოეზრდება ფესვები და ღერო, ჩაფალით კაკალი მიწაში ისე რომ ნაწილი ამ შავი ლაქებისა მიწაში მოხვდეს, ხოლო ნაწილი კი მიწის ზემოთ დარჩეს. მიწა უნდა იყვეს სველი მაგრამ
წყალი არ უნდა იდგეს, გადავაფაროთ ცელოფნის პარკი და მოვათავსოთ 24-27 გრადუსზე. საჭიროა ყოველდღიური განიავება რომ ლპობა არ დაიწყოს, 3-4 კვირაში იმ ნახვრეტებიდან რომელიც მიწაში იყო ჩაფლული ფესვები განვითარდება, ხოლო ერთერთი ზემოთ მოთავსებული ნახვრეტიდან მცენარე აღმოცენდება,
პირველი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მცენარე იკვებება კალის შიგთავსით, მესამე წელს უკვე გადარგვა დასჭირდება უფრო დიდ ქოთანში.

Posted by: <GladiatoR> 21 Oct 2009, 23:31
beberi_kaci
QUOTE
კარგი კომპოსტიანი მიწის და ქვიშის ნარევი.

ამის გაკეთება მეც მომინდა რაღაც wink.gif მარა ეს კომპოსტი რა არის ვერ მივხვდი sad.gif მე მაპატიეთ თუ ძაან ჩაინიკური შეკითხვა დავსვი

Posted by: beberi_kaci 21 Oct 2009, 23:32
ესეც ამოსული პალმა 1 თვის მერე.
* * *
QUOTE
ამის გაკეთება მეც მომინდა რაღაც  მარა ეს კომპოსტი რა არის ვერ მივხვდი  მე მაპატიეთ თუ ძაან ჩაინიკური შეკითხვა დავსვი

ორგანული სასუქია, მუშურ გლეხურად რომ ვთქვათ მცენარეების ნარჩენებისგან კეთდება სახლის პირობებში , ბალახისა და მიწის ნარევს ზემოდან აყრი მიწას და სტოვებ მასე ერთი სეზონის განმავლობაში, ბალახი განიცდის ანაერობულ ლპობას, გამოყოFს მეთანს , რომელიც ატმოსფეროში გაიფანტება და თვითონ გადაიქცევა მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად.

Posted by: <GladiatoR> 21 Oct 2009, 23:49
beberi_kaci
QUOTE
ორგანული სასუქია, მუშურ გლეხურად რომ ვთქვათ მცენარეების ნარჩენებისგან კეთდება სახლის პირობებში , ბალახისა და მიწის ნარევს ზემოდან აყრი მიწას და სტოვებ მასე ერთი სეზონის განმავლობაში, ბალახი განიცდის ანაერობულ ლპობას, გამოყოFს მეთანს , რომელიც ატმოსფეროში გაიფანტება და თვითონ გადაიქცევა მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად.


გასაგებია smile.gif მადლობა wink.gif

Posted by: volli35 21 Oct 2009, 23:58
QUOTE
ეხლა კომბოსტო მეზრდება ქილაში, ულამაზესია,

აუ არ შეგიძლია სურათი რომ გადაუღო და დადო???? ძალიან მაინტერესებს

Posted by: veragi 22 Oct 2009, 10:39
QUOTE (volli35 @ 21 Oct 2009, 23:58 )
QUOTE
ეხლა კომბოსტო მეზრდება ქილაში, ულამაზესია,

აუ არ შეგიძლია სურათი რომ გადაუღო და დადო???? ძალიან მაინტერესებს

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


მალე მიწაშიც გადავრგავ! war.gif
* * *
ქოქოსის და ანანასისი პლანტაციების გასენებას ვიწყებ! ლოოოოოოოოოოოლ, მერე გადავალთ მანგოსა და პაპაიაზე! biggrin.gif

Posted by: beberi_kaci 22 Oct 2009, 11:19
QUOTE
ქოქოსის და ანანასისი პლანტაციების გასენებას ვიწყებ! ლოოოოოოოოოოოლ, მერე გადავალთ მანგოსა და პაპაიაზე! 

მაგენი ძალიან ადვილი გამოსაყვანია, აი პაპაია ცოტა გაგიჭირდება უბრალოდ ვერ მოასწრებს დამწიფებას, სიცივეს ვერ უძლებს, ავჭალაში მქონდა ერთი 10 ძირი და ......

Posted by: veragi 22 Oct 2009, 11:21
QUOTE (beberi_kaci @ 22 Oct 2009, 11:19 )
QUOTE
ქოქოსის და ანანასისი პლანტაციების გასენებას ვიწყებ! ლოოოოოოოოოოოლ, მერე გადავალთ მანგოსა და პაპაიაზე! 

მაგენი ძალიან ადვილი გამოსაყვანია, აი პაპაია ცოტა გაგიჭირდება უბრალოდ ვერ მოასწრებს დამწიფებას, სიცივეს ვერ უძლებს, ავჭალაში მქონდა ერთი 10 ძირი და ......

ვაუ, საინტერესოა, ისე ჩემ გაზრდილს ალბათ ვერც შევჭამ, ასე რომ ნუ დამწიფდება, თუმცა შეიზლება ტროპიკული კლიმატის შექმნაც, რა პრობლემაა...თუ მოინდომებ!

Posted by: beberi_kaci 22 Oct 2009, 11:49
QUOTE
ვაუ, საინტერესოა, ისე ჩემ გაზრდილს ალბათ ვერც შევჭამ, ასე რომ ნუ დამწიფდება, თუმცა შეიზლება ტროპიკული კლიმატის შექმნაც, რა პრობლემაა...თუ მოინდომებ!

გააჩნია რას გამოზრდი, ანანასი პატარა ბუჩქია, აი პაპაია კი ოოოოოოო აი რამხელა იზრდება 10 თვეში.
ისე არაჩვეულებრივი მარგებელი და გემრიელია.

Posted by: veragi 22 Oct 2009, 11:53
QUOTE (beberi_kaci @ 22 Oct 2009, 11:49 )
QUOTE
ვაუ, საინტერესოა, ისე ჩემ გაზრდილს ალბათ ვერც შევჭამ, ასე რომ ნუ დამწიფდება, თუმცა შეიზლება ტროპიკული კლიმატის შექმნაც, რა პრობლემაა...თუ მოინდომებ!

გააჩნია რას გამოზრდი, ანანასი პატარა ბუჩქია, აი პაპაია კი ოოოოოოო

gigi.gif პაპაიას ბონსაის გამოვზრდი, ლოოლ

Posted by: krematori 22 Oct 2009, 14:49
ანანასის ვარიანტმა დამაინტერესა მაგრამ ადრე ვცადე და არ გამომივიდა ალბათ რაღაც ოპტიმალური ტემპერატურა სჭირდება წყლის და ონკანისაც არ უნდა იყოს (ქლორის გამო) მოკლედ თუ შეგიძლია უფრო დეტალურად რომ დაწერო კარგი იქნება(მათთვის ვინც ინგლისური კარგად არ იცის))

Posted by: beberi_kaci 22 Oct 2009, 15:59
QUOTE
მოკლედ თუ შეგიძლია უფრო დეტალურად რომ დაწერო კარგი იქნება(მათთვის ვინც ინგლისური კარგად არ იცის))

მეტი დეტალურად როგორ უკვე აღარ ვიცი, მესამე ვიდეოში ხომ ჩანს ყველაფერი , ინგლისურის ცოდნაც არ უნდა, ქოჩორში მოკიდე ხელი, მოაწყვიტე ძირში, ქვედა ფოთლები მოაცალე დაახლოებით 1 სმ სიმაგლემდე, ჩარგე მიწაში და ეგ არის, მორწყე ხოლმე მაგრამ არ უნდა ბრვტი წყალი, მიწა ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს.

Posted by: krematori 22 Oct 2009, 16:13
ეხლა რო გავაკეთო ალბათ გაფუჭდება სიცივის გამო და გაზაფხულზე ვცდი, ადრეც ვცადე მაგრამ დალპა და არ გაიხარა მოკლედ ადვილი არ უნდა იყოს მაგრამ მაინც ვცდი yes.gif

Posted by: macaco-fast65 22 Oct 2009, 16:23
veragi
კარგი და ლამაზი ყვავილები გაქვს.დადე მთლიანი სურათები

Posted by: veragi 22 Oct 2009, 16:56
QUOTE (macaco-fast65 @ 22 Oct 2009, 16:23 )
veragi
კარგი და ლამაზი ყვავილები გაქვს.დადე მთლიანი სურათები

ზაან ბევრი მაქვს, გადავუღებ ერთხელაც და დავდებ...სახლის ყვვილების თემაში yes.gif

Posted by: volli35 22 Oct 2009, 19:46
veragi
მართლა ძალიან მომეწონა შენი ყვავილები .... კომბოსტოც რაღაცნაირი განსაკუთრებულად ორიგინალურია ..... SUPER

Posted by: anatoreli 23 Oct 2009, 03:25
beberi_kaci
ფიჭვის თესლები როგორ გავახარო ეგეც გეცოდინება და მასწავლე თუ ჩემი ბებერი კაცი ხარ biggrin.gif

Posted by: krematori 23 Oct 2009, 09:28
Как вырастить ананас дома
Выращивание ананаса дома
В домашних условиях ананас проще всего вырастить из хохолка (коронки), снятого с соплодия. При покупке ананаса надо обратить внимание не только на качество соплодия, но и на состояние хохолка.


Самое главное – он не должен быть проморожен.

Купленные зимой соплодия чаще всего какое-то время были на холоде, и их хохолки не годятся для укоренения. Лучшее время приобретения – лето или начало осени. Выбирайте хохолок с неповрежденным центром, сочными зелеными внутренними листьями.

Острым ножом хохолок отделяется от соплодия в месте их соединения (мякоть задевать не следует). Нижние листья (3-4 ряда) снимаются, чтобы обнажился “пенек” высотой около сантиметра.

Теперь – самое, пожалуй, важное. Хохолок должен быть просушен в течение 2 – 3-х недель обязательно в вертикальном положении. Это необходимо для заживления раневой поверхности черенка и оттока питательных веществ в зону образования корней.


Пока хохолок сохнет, приготовьте посуду и субстрат для укоренения. Небольшой цветочный горшочек, диаметром чуть больше диаметра хохолка, обязательно с отверстием для стока воды вполне подойдет для этой цели. Как и всегда, поверх черепка, уложенного на дренажное отверстие, насыпается небольшой, около 2 см, слой гальки или керамзита.

Лучший субстрат для укоренения – смесь равных частей торфа и крупного речного песка. За пару дней до посадки просушенного хохолка субстрат обильно проливается крутым кипятком: это и дезинфекция, и придание необходимой влажности. Теперь – самое простое: хохолок вставляется в субстрат до нижних листьев (землю вокруг черенка следует слегка обжать пальцами), опрыскивается водой и накрывается колпаком из полиэтиленового мешка или 2-х литровой пластиковой бутылки. Эту “мини-тепличку” надо поставить в теплое светлое место, но не на прямое солнце.

Корни образуются примерно в течение месяца. За это время можно несколько раз опрыскать листья, но землю поливают только в случае ее полного высыхания. И опрыскивать, и поливать ананасы всегда следует только очень теплой, почти горячей водой. Укорененное растение аккуратно переваливается в чуть большую посуду, в смесь равных объемов плодородной земли, торфа и песка. Через пару недель после перевалки от колпачка можно отказаться.

Ананас – растение светолюбивое, засухоустойчивое. В летнее время его можно содержать на солнечном балконе, оберегая от дождей. Если у вас есть дача и теплица для помидоров – прикопайте горшок с ананасом в самом солнечном углу. Поливают ананасы, как и помидоры – редко, но обильно. Очень полезно для ананаса, особенно в комнатных условиях, если в пазухах нижних листьев бывает вода – своими дополнительными корнями он способен поглощать ее.

В период активной вегетации ананас подкармливают 1 – 2 раза в месяц. Лучшая подкормка – коровяк. Если используются минеральные удобрения, то их концентрация составляет половину от рекомендуемой для других растений. Посуда не должна быть слишком большой и ее размер зависит от размера корневой системы. Если ваш питомец проводит лето не в комнате, то не забудьте в конце теплого сезона перенести его на подоконник.

Примерно через 2,5 года он должен зацвести. Но иногда цветение задерживается. Если растение хорошо развито, активно растет, достигло необходимого возраста, но не цветет, – помогите ему. Самым простым стимулятором цветения ананасов (да и всех растений из семейства бромелиевых) является этилен. Получить его очень просто: в 0,5 л воды растворяется 1 чайная ложка карбида кальция (вещество, используемое газосварщиками). После суточного настаивания в закрытой банке раствор аккуратно сливают в другую емкость без примеси осадка. Этот настой - водный раствор этилена – раз в сутки в течение недели вливается в центр листовой розетки. Разовая доза – около 50 граммов. Цветение практически гарантировано через 1 – 1,5 месяца после стимуляции. Если карбид кальция достать не удалось, - поступите иначе: в большой полиэтиленовый мешок поставьте горшок с ананасом и туда же положите несколько зрелых яблок или помидоров. Этот метод проще, но гораздо менее эффективен,– цветение наступает не всегда. Ананас – это трава, то есть то, что после плодоношения неизбежно погибает. Погибнет и ваш питомец. Но умирает он медленно, иногда до 3-х лет, и взамен себя оставляет до дюжины замещающих побегов – “деток”. По мере развития их отделяют от материнского растения и укореняют. Детки, особенно корневые, способны зацвести еще быстрее, чем выращенные из хохолков. http://www.radikal.ru

Posted by: anatoreli 23 Oct 2009, 12:43
კიდე მაინტერესებს, ბამბუკი როგორ უნდა გავამრავლო, ისე რომ ფესვით არ ამოვიღო ....

Posted by: LIKA-KHATIA 23 Oct 2009, 13:30
ვაიმე წავედი ვიყიდო ანანასები, ქოქოსები და შევუდგე საქმეს.

რა ადვილი ყოფილა ეს ყველაფერი.

მაგრამ კლიმატი რომ არ არის ჩემს აგარაკზე სუბ-ტროპიკულ ტროპიკული.
მაინც არა უშავს?
სახLში კი მექნება და რომ გაიზრდება მერე ხომ დასჭირდება გადატანა ღია გრუნტში,
თუ სულ დიდ ქოთანში მქონდეს? rolleyes.gif

Posted by: beberi_kaci 23 Oct 2009, 15:22
QUOTE
მაგრამ კლიმატი რომ არ არის ჩემს აგარაკზე სუბ-ტროპიკულ ტროპიკული.
მაინც არა უშავს?
სახLში კი მექნება და რომ გაიზრდება მერე ხომ დასჭირდება გადატანა ღია გრუნტში,
თუ სულ დიდ ქოთანში მქონდეს? 

გაიხარე ლიკა, შენ გაამრავლე და სანამ გაიზრდება კლიმატი კი იქნება შეცვლილი ისე რომ გარეთაც გაიზრდებიან.
QUOTE
beberi_kaci
ფიჭვის თესლები როგორ გავახარო ეგეც გეცოდინება და მასწავლე თუ ჩემი ბებერი კაცი ხარ 

სიმართლე გითხრა არ მიცდია, სამაგიეროდ ე.წ ცისფერი ნაძვის თესლიდან შესანიშნავად აღმოცენდა მცენარე, მართალია მანდ რომ არ ვიყავი, გახმა საცოდავი.

Posted by: anatoreli 23 Oct 2009, 15:44
beberi_kaci
QUOTE
სიმართლე გითხრა არ მიცდია, სამაგიეროდ ე.წ ცისფერი ნაძვის თესლიდან შესანიშნავად აღმოცენდა მცენარე, მართალია მანდ რომ არ ვიყავი, გახმა საცოდავი.

პირდაპირ მიწაში ჩარგე თუ ჯერ ბაბმაზე გქონდა.....ზოგმა ესეც მირჩია....

Posted by: beberi_kaci 23 Oct 2009, 17:33
QUOTE
პირდაპირ მიწაში ჩარგე თუ ჯერ ბაბმაზე გქონდა.....ზოგმა ესეც მირჩია....

ბამბაზე თესლის გაღვივებას თავი დავანებე, მცენარე აღმოცენების მერე , ფესვით იხლართება ბამბაში და გადარგვის დროს ხშირად ზიანდება, ამიტომ სჯობია ან დაპრესილი ტორფის ჭიქაში ჩარგო, აღმოცენების მერე პირდაპირ მაგ ჭიქიანად ჩარგავ მიწაში, ან თუ მანდ ჯერ არ იYიდბა DAპრესილი ტორფის ჭიქები, მაშინ ერთჯერად ჭიქაში, ოღონდ გადარგვისას ფრთხილად რომ ფესვი არ დაუზიანო.

Posted by: anatoreli 26 Oct 2009, 02:24
beberi_kaci
QUOTE
ბამბაზე თესლის გაღვივებას თავი დავანებე, მცენარე აღმოცენების მერე , ფესვით იხლართება ბამბაში და გადარგვის დროს ხშირად ზიანდება, ამიტომ სჯობია ან დაპრესილი ტორფის ჭიქაში ჩარგო, აღმოცენების მერე პირდაპირ მაგ ჭიქიანად ჩარგავ მიწაში, ან თუ მანდ ჯერ არ იYიდბა DAპრესილი ტორფის ჭიქები, მაშინ ერთჯერად ჭიქაში, ოღონდ გადარგვისას ფრთხილად რომ ფესვი არ დაუზიანო.

პირდაპირ მიწაშიც(ქვიშის და მიწის ნარევი) მაქვს ჩათესილი და ბაბაზეც,მაგრამ არაფერი არ ჩანს ჯერ.... sad.gif

Posted by: beberi_kaci 26 Oct 2009, 14:19
QUOTE
პირდაპირ მიწაშიც(ქვიშის და მიწის ნარევი) მაქვს ჩათესილი და ბაბაზეც,მაგრამ არაფერი არ ჩანს ჯერ.... 

რამდენი ხანია და რა პირობები გაქვს შექმნილი? ძალიან ცივი ხომ არ არის ნიადაგი გასაღვივებლად?

პ.ს. დღედ სთუ მოვახერხე პაპაიას გამრავლებაზე ვისაუბროთ.

Posted by: beberi_kaci 30 Oct 2009, 20:46
მოკლედ ასე ხალხო, სასწრაფოდ გავაჩუქებ 3 წლის ავოკადოს ხეს
და რამოდენიმე ძირ ახალაღმოცენებულ მხვიარაკაქტუსს "dragon fruit" ს, კაქტუსი ისხავს გემრიელ ნაყოფს
(თუ მოუვლით რა თქმა უნდა).
http://images.google.ae/images?sourceid=na...=N&hl=en&tab=wi

Posted by: beberi_kaci 22 Nov 2009, 23:25
მოდით დღეს ხავსის გამრავლებაზე ვილაპარაკოთ, ზოგი იტყვის ხავს რათ უნდა გამრავლერბაო, მაგრამ დამეთანხმებით ხავსმოდებული ქვები არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურება.
მაშ ასე, ხავსის გასამრავლებლად საჭიროა:
1) სავსე მუჭა ახალმოკრეფილი ხავსი.
2) ერთი ჩაის ჭიქა ლუდი.
3) ნახევარი ჩაის ჭიქა მაწონი ან იოგურთი.


ლუდში ჩავყაროთ ხავსი, დავასხათ მაწონი ან იოგურტი, და ბლენდერით ავთქვიFოთ კარგად. მიღებული მასა ფუნჯით წავუსვათ ქვებს და საერთოდ იმ ზედაპირს რომელზეც გინდათ ხავსის გამრავლება.
ზედაპირს პირდაპირი მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს, სასურველია ჩრდილში იყოს და პერიოდულად სჭირდება დანამვა.
ისე იცოდეთ ხავსი უაღრესად ნელა იზრდება მაგრამ 4-5 წელიწადში მიიღებთ იმ შედეგს რასაც ბუნება 14-20 წელი ანდომებს.
აბა წარმატებები.
პ.ს. არ ეგონოს ვინმეს რომ ვშაყირობ, მართლა ასე მრავლდევა ხავსი .
* * *
რავა, არავის გაინტერესებთ ხავსი?
* * *
რავა არავის გაინტერესებთ ხავსი?

Posted by: A S T U 22 Jan 2010, 19:52
beberi_kaci
QUOTE
ჩემითემა " როგორ გამოვზარდოთ"... სადღაც დაიკარგა და რადგანაც ანანასის გამოზრდა ისევ აქტუალურია

ესეც შენი თემა smile.gif

Posted by: beberi_kaci 22 Jan 2010, 20:16
A S T U
გაიხარე, დიდი მადლობა.

Posted by: LIKA-KHATIA 23 Jan 2010, 00:49
კვაშაააააააააააააააა, თემა გვიპოვეს.

bis.gif jump.gif jump.gif jump.gif

აბა წავიდა გამრავლება გახარება.

Posted by: misssecret 23 Jan 2010, 17:34
ვაიმე რა მაგარი თემაა smile.gif
ამ ზაფხულში ვცდი ანანასის გამრავლებას smile.gif
იმედია გამომივა

Posted by: beberi_kaci 23 Jan 2010, 21:39
ხავსის გამოზრდამ არავინ დაგაინტერესათ? ვერ წარმოიდგენთ რ ა სილამაზეა.

Posted by: pernata 23 Jan 2010, 22:53
beberi_kaci
QUOTE
ლუდში ჩავყაროთ ხავსი, დავასხათ მაწონი ან იოგურტი, და ბლენდერით ავთქვიFოთ კარგად. მიღებული მასა ფუნჯით წავუსვათ ქვებს და საერთოდ იმ ზედაპირს რომელზეც გინდათ ხავსის გამრავლება.

ისედაც შერყეული მაქვს ოჯახში რეპუტაცია მცენარეებთან დაკავშირებით, ასათიანზე გამაქანებენ, ზუსტად ვიცი, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო ეს ექსპერიმენტი smile.gif

Posted by: beberi_kaci 23 Jan 2010, 23:12
QUOTE
ისედაც შერყეული მაქვს ოჯახში რეპუტაცია

lol.gif lol.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jan 2010, 01:07
QUOTE
beberi_kaci

მემგონი შენ ავატარს ამართლებ biggrin.gif
QUOTE
ისედაც შერყეული მაქვს ოჯახში რეპუტაცია მცენარეებთან დაკავშირებით, ასათიანზე გამაქანებენ,

lol.gif lol.gif

ლამაზი უნდა გამოვიდეს წესით smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: lebidor 24 Jan 2010, 01:42
აუუუუუუუ აქ რეებიაsmile.gif კაკ რაზ მე რო მიყვარს ისეთი ტემააsmile.gif ერთი თევზები და აკვარიუმები ავიკელი smile.gif სუ მანდ ვარ და კიდე აქ ვიქნები მოწებებული smile.gif ეს ბებერი კაცი გვიმყოფოს ღმერთმა კარგად დააsmile.gif იმედია ასეთ საინტერესო იდეებს კიდე მოგვაწვდი smile.gif ქოქოსი და ანანასი მაგრა მომეწონნა და აუცილებლად გავაკეთებ smile.gif

Posted by: beberi_kaci 24 Jan 2010, 12:17
lebidor
გაიხარე, რაც ვიცი გაგიზიარებთ აუცილებლად, რაც მეტი ხალხი აამწვანებს საქართველოს მით უკეთესი ჩვენთვის,
ღმერთმა თქვენთან ერთად მამყოფოს კარგად, ისე არ მინდა.
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ლამაზი უნდა გამოვიდეს წესით

ულამაზესია, განსაკუთრებით ქვის ყორე თყ გაქვს ულამაზესი გამოდის ქვებს შორის თუ გაამრავლებ, ოღონდ ეგაა მზე არ უნდა ხვდებოდეს. და ხშირად უნდა დანამვა.

Posted by: pernata 24 Jan 2010, 13:39
beberi_kaci
QUOTE
ულამაზესია

yes.gif სახლის ნესტიან კედედლზე რომ გავაკეთო, ვითომ აწყენს რამეს? სოკოს ხომ არ გააჩენს?

Posted by: beberi_kaci 24 Jan 2010, 13:50
QUOTE
სახლის ნესტიან კედედლზე რომ გავაკეთო, ვითომ აწყენს რამეს? სოკოს ხომ არ გააჩენს?

საცა ხავსია სოკო გინახია?
ხავსზე ამოსული სოკო?

Posted by: lebidor 24 Jan 2010, 18:51
QUOTE
სახლის ნესტიან კედედლზე რომ გავაკეთო, ვითომ აწყენს რამეს
ხავსი სახლის კედელზე? მნია მნია
sleep.gif რაღაც ნიტო მგონია მეე

Posted by: beberi_kaci 24 Jan 2010, 20:55
QUOTE
ხავსი სახლის კედელზე? მნია მნია
რაღაც ნიტო მგონია მეე

გარედან? თუ პატარა ალპინარიუმსაც მიაწყობ მაგ კედელზე, მშვენიერი გამოვა

Posted by: pernata 24 Jan 2010, 21:50
beberi_kaci
QUOTE
გარედან? თუ პატარა ალპინარიუმსაც მიაწყობ მაგ კედელზე, მშვენიერი გამოვა

ჩემს სახლს ჩრდილიან ადგილას, სადაც საწვიმარი მილია, გარშემო ნესტია. ხავსიანი ლამაზი იქნება. თანაც, ჩრდილია. ალპინარიუმი არანაერად არ მოუხდება ამ ადგილს. ძველ სადარბაზოს თავზე ქალის თავები რომ ეკიდა, ის მაქვს, იმასაც იქვე მივამაგრ-მივახავსებ, nightmare სტილი მინდა, ტიმ ბარტონის კინოების სტილში. smile.gif
QUOTE
ხავსზე ამოსული სოკო?

funga ვიგულისხმე, მერე ფუნგიციდებით რომ ებრძვიან.

Posted by: beberi_kaci 24 Jan 2010, 23:32
pernata
გარისკე, ნუ გეშინია ნურც ფუნგების და ნურც ნურაფრის, ერთი რამე შევატყე ქართველ ფორუმელებს, საწყენად ნუ მიიღებთ, ზედმეტათ ფრთხილობთ და წინასწარ ქმნით პრობლემებს, ნურაფრის ნუ გეშინიათ, გადადგი პირველი ნაბიჯი, იმას მეორე მიყვება, როცა რაიმე ბარიერი გამოჩნდება იმის დაძლევაზე იფიქრე თორემ ვირტუალურად იმდენ ბარიერს ააგებ რომ არ ვიცი, თან მერწმუნე რეალში ყოველთვის სულ სხვა ბარიერები შეგხვდება
ასე რომ არ ღირს ორჭოფობა, მიდით და გარისკეთ, ესეც ხომ რაცხა საოცრება არ არის , უბრალო ხავსია. წარმატებები.

Posted by: LIKA-KHATIA 24 Jan 2010, 23:52
beberi_kaci
QUOTE
ლუდში ჩავყაროთ ხავსი, დავასხათ მაწონი ან იოგურტი, და ბლენდერით ავთქვიFოთ კარგად. მიღებული მასა ფუნჯით წავუსვათ ქვებს და საერთოდ იმ ზედაპირს რომელზეც გინდათ ხავსის გამრავლება.

რა უნდა მაგის დაკეტებას? არცარაფერი,
ხვალვე ავკრიფავ სუფთა ხავსს, ავალ ერთი უკანა ეზოში და კლდეებზე იქნება უეჭველი.
ისე ჩემს ეზოშიც კია მაგრამ მაგას ბლენდერში ვერ ჩავყრი და ხელით რომ გავტქვიფო რამე ჭურჭელში არა?

QUOTE
ზედმეტათ ფრთხილობთ და წინასწარ ქმნით პრობლემებს, ნურაფრის ნუ გეშინიათ, გადადგი პირველი ნაბიჯი, იმას მეორე მიყვება,

მეც მაგას ვეუბნები ხოლმე რა,
მე არ მეშინია ხოლმე, თუ მაქვს რამე ვთესავ ვრგავ, ზედმეტი ლოლიავის გარეშე,
ესენი კი წესებით აკეტებენ უფრო ყველაფერს.

მე დილეტანტობიტ მომდის ეტყობა,
მაგრამ შენ დილენატი ნამდვილად არ ხარ. biggrin.gif

Posted by: beberi_kaci 25 Jan 2010, 00:13
QUOTE
მე არ მეშინია ხოლმე, თუ მაქვს რამე ვთესავ ვრგავ, ზედმეტი ლოლიავის გარეშე,

შედეგი ხომ კარგია?

Posted by: lebidor 25 Jan 2010, 00:18
QUOTE
მეც მაგას ვეუბნები ხოლმე რა,
მე არ მეშინია ხოლმე, თუ მაქვს რამე ვთესავ ვრგავ, ზედმეტი ლოლიავის გარეშე,
ესენი კი წესებით აკეტებენ უფრო ყველაფერს.




საკუთარი გამოცდილებით უფრო ისწავლი, ვიდრე ამდენი, ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი წესებითsmile.gif

ისე წიტელი ჩაი როა ხო იცით, ეგვიპტური, კაკადუ თუ რაღაც მაგდაგვარი სახელი აქვს, ვაგზალზე ყიდება გრამებით, ხოდა მაგაში თესლიც ურევია, და ეგენი დავთესე ადრე და ამოვიდა, პროსტო მერე ბევრი წყალი მომივიდა და დალპა, ხოდა ეხლა გაზაფხულზე უნდა დავთესო კიდე, მაინტერესებს რა გაიზრდებაsmile.gif მე პალმის მსგავსი მეგონა, და ალბათ ერთწლიანი მცენარე იქნება რამეsmile.gif

Posted by: pernata 25 Jan 2010, 00:36
lebidor
QUOTE
წიტელი ჩაი როა ხო იცით, ეგვიპტური, კაკადუ თუ რაღაც მაგდაგვარი სახელი აქვს,

smile.gif karkade - ყველასთვის ნაცნობი ჰიბისკუსის ყვავილის ჩაია. ჰიბისკუსს იმხელა თესლი აქვს, თხილის ოდენა...
ჰიბისკუსი: (ჩაი, ალბათ წითელი ჰიბისკუსიდან მზადდება)
http://www.radikal.ru
http://www.buzzle.com/articles/hibiscus-tea-benefits-and-properties.html
beberi_kaci
QUOTE
რთი რამე შევატყე ქართველ ფორუმელებს, საწყენად ნუ მიიღებთ, ზედმეტათ ფრთხილობთ და წინასწარ ქმნით პრობლემებს,

smile.gif გავითვალისწინებ, მადლობთ.

Posted by: LIKA-KHATIA 25 Jan 2010, 01:01
beberi_kaci
QUOTE
შედეგი ხომ კარგია?


ასპროცენტიან. lol.gif

lebidor
QUOTE
ისე წიტელი ჩაი როა ხო იცით, ეგვიპტური, კაკადუ თუ რაღაც მაგდაგვარი სახელი აქვს, ვაგზალზე ყიდება გრამებით, ხოდა მაგაში თესლიც ურევია, და ეგენი დავთესე ადრე და ამოვიდა,

რა საინტერესოა?
pernata
QUOTE
(ჩაი, ალბათ წითელი ჰიბისკუსიდან მზადდება)

და იქნებ სხვა რამეა. ა? rolleyes.gif


Posted by: beberi_kaci 25 Jan 2010, 01:15
ეს წუთია "ჯეკ ფრუტის" გაღვივებული კურკა ჩავრგე მიწაში და მაინტერესებს გაიხარებს თუ არა, ვიცი რომ საქართველოში შანსი არ აქვს მაგრამ ამათ დავუტოვებ, ნაყოფს საკმაოდ საინტერესო გემო აქვს მანამ სანამ სურნელს არ იგრძნობ, აი სურნელი კი ოოოოოოოო, სადღაც დამპალ ხორცსა და გუდის ყველს შორისაა.

Posted by: pernata 25 Jan 2010, 01:37
LIKA-KHATIA
აუუ, გამაგიჟა თბილისის ინტერნეტმა user posted image 15 წუთი უნდება თითო გვერდზე შესვლას. user posted image
LIKA-KHATIA
QUOTE
და იქნებ სხვა რამეა. ა?

მეც ეხლა დავგუგლე karkade tea და ეს ამომიგდო:
http://en.wikipedia.org/wiki/Hibiscus_tea
Hibiscus sabdariffa flower -ზე კი ეს:
http://www.radikal.ru
beberi_kaci
QUOTE
ჯეკ ფრუტის

ძალიან ლამაზი კია. smile.gif

Posted by: lebidor 25 Jan 2010, 01:42
QUOTE
ყველასთვის ნაცნობი ჰიბისკუსის ყვავილის ჩაია. ჰიბისკუსს იმხელა თესლი აქვს, თხილის ოდენა...
ჰიბისკუსი: (ჩაი, ალბათ წითელი ჰიბისკუსიდან მზადდება)

არააა, პატარა შავი მარცვლები იყო, არა მგონია ეგ იყოსsmile.gif აი დავთესავ და რო ამოვა შედეგებს მოგახსენებთsmile.gif ისე გული მიგრძნობს რომ ერთწლიანი მცენარე უნდა იყოსsmile.gif

Posted by: pernata 25 Jan 2010, 01:44
lebidor
QUOTE
არააა, პატარა შავი მარცვლები იყო, არა მგონია ეგ იყოს

გაითვალისწინე, სტერილურ მიწაში თუ არ დათესე, შეიძლება იმ მიწას მოყოლილი სარეველა გაღივდა. smile.gif

Posted by: lebidor 25 Jan 2010, 01:46
ისე ეგზოტიკურს და საინტერესოს კიდე რას შემოგვთავაზებთ?


გამიგია რო არსებობს მცენარე, რომელსაც საერთოდ არ უნდა მიწაში ჩარგვა და წაერიდან იღებს ყველაფერს, გაგიგიათ ტქვენ? ადრე რუსტავი 2 ზეც იყო გადაცემა მაგაზეsmile.gif

* * *
QUOTE
გაითვალისწინე, სტერილურ მიწაში თუ არ დათესე, შეიძლება იმ მიწას მოყოლილი სარეველა გაღივდა.


ჰმ, მაგასაც დავაკვირდი სხვათა შორისsmile.gif და იცი რით მივხვდი რო ნამდვილად ის მცენარე იყო? თესლი რო გაღვივდა, მცენარემ თვიVონ ამოიტანა მიწის ზემოთ თესლის გარსი, ასე რომ შეცდომა გამორიცხულიაsmile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 25 Jan 2010, 02:13
beberi_kaci
QUOTE
აი სურნელი კი ოოოოოოოო, სადღაც დამპალ ხორცსა და გუდის ყველს შორისაა.

ეგ არის კაცო სურნელი,?
ეგ არის სუნი. lol.gif

pernata
QUOTE
karkade tea და ეს ამომიგდო:

და ისმევა ეგა? rolleyes.gif biggrin.gif

lebidor
QUOTE
და იცი რით მივხვდი რო ნამდვილად ის მცენარე იყო? თესლი რო გაღვივდა, მცენარემ თვიVონ ამოიტანა მიწის ზემოთ თესლის გარსი, ასე რომ შეცდომა გამორიცხულია

გენაცვალე შენ, აი რას §იშნავს გამოცდილება, იიიიიიიიიშ. lol.gif

ახლა ძალიანაც ნუ დაიბუდებთ აქა,
სახლშიც შემოიხედთ ზოგჯერ ვაახ. mad.gif

Posted by: pernata 25 Jan 2010, 02:43
LIKA-KHATIA
QUOTE
სახლშიც შემოიხედთ ზოგჯერ ვაახ.

მშია? biggrin.gif მეზობელთანაც არარ გაგვაჩერო! ისედაც მეტი არსად დავდივარ user posted image

Posted by: beberi_kaci 25 Jan 2010, 09:42
QUOTE
ახლა ძალიანაც ნუ დაიბუდებთ აქა,
სახლშიც შემოიხედთ ზოგჯერ ვაახ. 

ედინოლიჩნიცა შენ, არ გაახარო ბებერი კაცი ჰო 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: pernata 25 Jan 2010, 11:09
LIKA-KHATIA
QUOTE
და ისმევა ეგა?

http://www.radikal.ru
http://www.ekonatura.com.ua/en/index.html

Posted by: lebidor 25 Jan 2010, 13:09
QUOTE
და ისმევა ეგა

ვაიმე ისმევა კი არა, გაგიჟებული ვარ მაგის სმითsmile.gif დღეში 5 ჯერ ვსვამ მგონი smile.gif საერთოდ ჩაის გიჟი ვარsmile.gif აი ეგ კიდე ვაბშე მაგარია, რაღაცნაირი მომჟაო გემო დაჰკრავს და უუუუუგემრიელესიაsmile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 25 Jan 2010, 14:36
pernata
ვაიმე დავეცი და ამაყენეთ, მე მაქვს მაგ წითლის თესლები, ხომ დაგირიგეთ, ურეკიდან რომ ჩAმოვიტანე.

bis.gif

pernata
beberi_kaci
QUOTE
მეზობელთანაც არარ გაგვაჩერო!

QUOTE
ედინოლიჩნიცა შენ, არ გაახარო ბებერი კაცი ჰო

ჰჰჰმ , უყურე ახლა ამათ.
მტისკავენ, მე რა უნდა ვქნა?
უნდა დავაიგნორო,
ვითომ არ გამიგია ეგ ფრაზები. biggrin.gif

Posted by: @@kato@@ 8 Feb 2010, 15:35
beberi_kaci
ხავსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ:
1. რომელ სეზონზე სჯობს თქვენი ინსტრუქციის გაკეთება?
2. მთელ ზედაპირზე უნდა წავუსვათ, თუ თვიტონ გამრავლდება მერე? (უზარმაზარი ბეტონის კედელი გვინდა რომ დავფაროთ smile.gif )

Posted by: LIKA-KHATIA 8 Feb 2010, 18:43
@@kato@@
QUOTE
(უზარმაზარი ბეტონის კედელი გვინდა რომ დავფაროთ smile.gif )

აუფ, დაგჭირდებათ ტქვენ ბევრი ლუდი და მაწონი. lol.gif

დროთA განმავლობაში თვითონაც გადავა საზღვრებს, აბა რას იზამს?
ვიყიდე კარკადე და მივირთმევ ულვე მეორე კვირაა, მომწონს კარგია.

Posted by: lebidor 8 Feb 2010, 18:52
QUOTE
ვიყიდე კარკადე და მივირთმევ ულვე მეორე კვირაა, მომწონს კარგია.


გინდა მაგარი რამე გასწავლო? smile.gif მე ვაკეთებ ხოლმე, ესე იგი, უნდა აიღო ცოტა პიტნა(გამხმარი), ცოტა შავი ჩაი დაცოტა კარკადე, მერე ამ ყველაფერს უნდა დაუმატო ცოტა მიხაკი, ცოტა დარიჩინი და ცოტაც ვანილი. ეს ყველაფერი ავურიოთ და დავამატოთ მაგას შემდეგნაირად მომზადებული ფორთოხლის ჩაი; ესე იგი, ერთი ფორთოხალი დავჭრათ წვრილად თავის კანიანად(კანი მთლიანად არა, უფრო ცოტა) და გავაშროთ გახმობამდე(თუ პლიტასთან ახლოს დადებთ, მალე გაშრება) ხოდა მერე დავაყენოთ როგორც ჩვეულებრივი ჩაი, აუ იცით რა მაგარია? smile.gif მე სულ ვაკეთებ ხოლმეsmile.gif

პ.ს სხვათა შორის კარკადე თავიდან მართლა მაგრა მოგზონს, მერე კი გბეზრდება, ასე მომზადებული ჩაი კიდე არ გბეზრდებაsmile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 9 Feb 2010, 00:52
lebidor
QUOTE
უნდა აიღო ცოტა პიტნა(გამხმარი), ცოტა შავი ჩაი დაცოტა კარკადე, მერე ამ ყველაფერს უნდა დაუმატო ცოტა მიხაკი, ცოტა დარიჩინი და ცოტაც ვანილი. ეს ყველაფერი ავურიოთ და დავამატოთ მაგას შემდეგნაირად მომზადებული ფორთოხლის ჩაი; ესე იგი, ერთი ფორთოხალი დავჭრათ წვრილად თავის კანიანად(კანი მთლიანად არა, უფრო ცოტა) და გავაშროთ გახმობამდე(თუ პლიტასთან ახლოს დადებთ, მალე გაშრება) ხოდა მერე დავაყენოთ როგორც ჩვეულებრივი ჩაი, აუ იცით რა მაგარია?


ისა და გამხმარი მორიელის სისხლი და დაფქვილი ყვავის ძვალი არ უნდა? lol.gif

Posted by: lebidor 9 Feb 2010, 01:42
არააsmile.gif ეგ ფუფალას სკოლააsmile.gif მე კიდე ჯადოქრობა-მისნობა ჯერ არ დამიწყიაsmile.gif

Posted by: @@kato@@ 9 Feb 2010, 13:20
LIKA-KHATIA
QUOTE
@@kato@@

QUOTE
(უზარმაზარი ბეტონის კედელი გვინდა რომ დავფაროთ smile.gif )


აუფ, დაგჭირდებათ ტქვენ ბევრი ლუდი და მაწონი. 

დროთA განმავლობაში თვითონაც გადავა საზღვრებს, აბა რას იზამს?


დროთა განმავლობაში რომ გადავა გასაგებია, მაგრამ სწორედ ეგ დრო მაინტერესებს, მინდა რომ მეც მოვესწრო smile.gif

Posted by: rawerfas 9 Feb 2010, 14:56
QUOTE
დროთა განმავლობაში რომ გადავა გასაგებია, მაგრამ სწორედ ეგ დრო მაინტერესებს, მინდა რომ მეც მოვესწრო



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LIKA-KHATIA 9 Feb 2010, 18:07
@@kato@@
QUOTE
მინდა რომ მეც მოვესწრო

მოესწრები, მიდი დაიწყე. biggrin.gif

Posted by: alabai alabai 9 Feb 2010, 19:52
ესეიგი მაქვს პატარა ყავის ხე, რო მომცეს უკვე გახარებული იყო სულ პაწაწუნა.
კი იზრდება მაგრამ ძალიან ნელა და მაინტერესებს ეს ბუნებრივად ესე ხდება თუ მე ვაკლებ რამეს?
სურათსაც დავდებ როგორია ეხლა.
ხო და კიდევ ჩემმა პატარა მონსტრმა ლეკვებმა ჩემს ყველა ყვავილს ფოთლები მოაღეჭეს, რომლებიც გადარჩა მთლიანად შეჭმას კი მაქვს მაგრამ მაინც მოიწყინეს და რითი ვუშველო?

Posted by: lebidor 9 Feb 2010, 20:00
QUOTE
ესეიგი მაქვს პატარა ყავის ხე, რო მომცეს უკვე გახარებული იყო სულ პაწაწუნა.
კი იზრდება მაგრამ ძალიან ნელა და მაინტერესებს ეს ბუნებრივად ესე ხდება თუ მე ვაკლებ რამეს?
სურათსაც დავდებ როგორია ეხლა.
ხო და კიდევ ჩემმა პატარა მონსტრმა ლეკვებმა ჩემს ყველა ყვავილს ფოთლები მოაღეჭეს, რომლებიც გადარჩა მთლიანად შეჭმას კი მაქვს მაგრამ მაინც მოიწყინეს და რითი ვუშველო?

ეს რაა ყავის ხეა? სურატზე?

Posted by: alabai alabai 9 Feb 2010, 20:12
ხო რავი რო მაჩუქეს ასე მითხრეს რო ყავის ხეა.
ნუ ეხლა ნაყოფს არასდროს არ მოიბამს მაგრამ,
პატარა ლამაზი ხე რო იყოს სახლში რას დააშავებს. smile.gif

Posted by: @@kato@@ 9 Feb 2010, 20:47
LIKA-KHAთIA
QUOTE
@@კატო@@
QUOთE
მინდა რომ მეც მოვესწრო


მოესწრები, მიდი დაიწყე. 


ხოდა როდის დავიწყო? გაზაფხულზე, ზაფხულში? ნამდვილი ჩაინიკი ვარ (ხავსების გამოზრდაში) biggrin.gif

[ბ]რაწერფას[/ბ]

შენ რატომ დამცინი? 2kiss.gif
* * *
ნეტავ ეს "ხანშიშესული ადამიანი" სადღა გადაიკარგა? wink.gif

Posted by: rawerfas 9 Feb 2010, 21:07
@@kato@@

დაგცინი???? eek.gif არა, პირიქით, მესიამოვნა biggrin.gif აუცილებლად მოვესწრებით, "ხანში შესვლამდეც" wink.gif
პს. ისე მგონი ყველა დაიკარგა sad.gif

Posted by: pernata 9 Feb 2010, 21:23
@@kato@@
QUOTE
ხოდა როდის დავიწყო? გაზაფხულზე, ზაფხულში? ნამდვილი ჩაინიკი ვარ (ხავსების გამოზრდაში)

ჩვენი ბებერი კაცი ესე იკარგება ხოლმე. იდეას მოგვაწვდის და დვაკვირდება smile.gif მერე ცოტა კრეატივი უნდა ჩავრთოთ. smile.gif ყველა აგრო- სამუშაოებისთვის იდეალურია გაზაფხული. ეხლა არამგონია გაამართლოს.

Posted by: @@kato@@ 9 Feb 2010, 21:26
pernata

დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: pernata 9 Feb 2010, 21:30
@@kato@@
QUOTE
დიდი მადლობა რჩევისთვის

არფრის smile.gif მეც ვაპირებ და აპრილში ვფიქრობ. smile.gif ეხლა ჯერ ნელ-ნელა ლოდებს ვეზიდები მტკვრის და არაგვის სანაპიროდან.

Posted by: LSoso 7 Mar 2010, 00:41
თბილისში არ იხარებს მანგო? ან სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: beberi_kaci 7 Mar 2010, 02:11
kanonika
QUOTE
ვიყიდე მანგო, შევჭამე, მაქვს მისი კურკა (კი არ გავს, მაგრამ რა ვუწიდი არ ვიცი, შეიძლება გული ვუწოდო), შემიძლია ვახარო და გავზარდო?

კი შეგიძლია, ეხლა ღამეა, ხვალ ჩემ მანგოს ( მასე კურკიდან გამოვზარდე) სურათს გადავუღებ და დარწმუნნდები რომ შეიძლება, მართალია ცოტა სეტყვამ შელახა მაგრამ უკვე ახალი ფოთლებიც ამოიყარა.

Posted by: pernata 7 Mar 2010, 11:29
beberi_kaci
QUOTE
გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 22:44

biggrin.gif
LSoso
QUOTE
ან სად იყიდება ხომ არ იცით?

გუდვილში თუ იქნება smile.gif

Posted by: beberi_kaci 7 Mar 2010, 13:40
pernata
QUOTE
გამოგზავნილია: 18 Apr 2008, 22:44

ეუფ ამ არაბების ხელში რაჭველიც გავმხდარვარ lol.gif 2kiss.gif

Posted by: kanonika 11 Mar 2010, 22:48
beberi_kaci
ეეე, რაღა დროს ეგ მანგოა, მას შემდეგ ბევრი მანგოს გული გადავუშვი biggrin.gif

მაინც დაწერე რა, როგორ შეიძლება მანგოს გულით ხის გაზრდა, ამ გლობალური დათბობის პერიოდში მაგ სიკეთეს მაინც გამოვკრათ ხელი biggrin.gif

Posted by: beberi_kaci 11 Mar 2010, 22:50
ძალიან მარტივად, კურკა ჩარგე მიწაში, ტემპერატურა 24 -30 გრადუსი და ამოვა
საკმაოდ სწრაფად.
სულ ეს არის
5 კურკიდან 3 ამოდის
ოღონდ ტემპერატურა ნაკლები არ უნდა იყოს.
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: Varvara 12 Mar 2010, 23:15
და ავოკადოც შეგიძლია მასე აღმოაცენო smile.gif

Posted by: beberi_kaci 13 Mar 2010, 18:26
QUOTE
და ავოკადოც შეგიძლია მასე აღმოაცენო 

რა თქმა უნდა, ლიკა-ხატიას შეეკითხე თუ არ გჯერავს.

Posted by: kanonika 13 Mar 2010, 18:33
beberi_kaci
მადლობა, ვცდი.

Varvara
ავოკადო ნაცადი მაქვს, მაგრამ სრულყოფილ ხედ უნდ აგაიზარდოს ნაყოფი, რომ მოგცეს))

Posted by: beberi_kaci 13 Mar 2010, 22:21
kanonika
უი უი უი დავბერდი კაცი, ან გადავიღალე ამის დედა ვატირე, მანგოს კურკას დამუშავება უნდა ანუ საკვნეტელატი კურკას გვერდი უნდა მოაკვნიტო და ფრტხილად გახსნა, გული ამოიღო ძალიან ბრთხილად და ისე მოათავსო მიწაში, მაშინ ამოსვლა გარანტირებულია, თუ ისე ჩარგავ მაინც ამოვა მაგრამ 50/50 შედეგით.
http://www.youtube.com/watch?v=faMrN2VHwZM
http://www.youtube.com/watch?v=JL_KWCOKzyo
ეს კურკის გაკვნეტით
http://www.youtube.com/watch?v=ih99b8vU3Xc
ეს კი ისე

Posted by: bachuki999 20 Mar 2010, 21:28
მანგო ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის ნაყოფში შემავალი C ვიტამინი და ფერმენტები აფერხებენ ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე.
მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განმტკიცებას, კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
მანგო მხედველობასაც უხდება - მასში უხვად არის კაროტინი (A პროვიტამინი), რომელიც ორგანიზმში რეტინოლად გარდაიქმნება, ეს უკანასკნელი კი აქტიურად მონაწილეობს მხედველობით აღქმაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თვალის რქოვანაზე.
მანგო ასევე სასარგებლოა თირკმელებისთვის - წყლისა და მინერალურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს თირკმელებს და ხელს უწყობს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. თუ ამ ტროპიკულ ხილს განტვირთვის დღეების რაციონში ჩართავთ, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და თავიდან აიცილებთ შეშუპებას.
მანგო ნერვული სისტემისთვისაც სასარგებლოა - უხვად შეიცავს გლუკოზას, რომელიც გვმატებს ენერგიას და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი დღის ბოლომდე უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, თუმცა მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კილოკალორიაა.
მანგოს კიბოს პროფილაქტიკაც შესძლებია. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს ტროპიკული სასწაული მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ნივთიერებებით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თავისუფალ რადიკალებს - სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ ატომებს. მანგოს მიაკუთვნებენ ხილეულს. არსებობს 1.000–ზე მეტი მანგოს ჯიში. ეს ჯიშები ერთმანეთისაგან გასხვავდება ფორმით, ზომითა და გემოთი. მანგოს ნაყოფისაგან ამზადებენ წვენებს, კომპოტებს, ხილფაფებსა და ნაყინს. ევროპის სამომხმარებლო ბაზარმა უკვე რამდენიმე წელია რაც მანგოს გემო გაუგო და მიუხედავად იმისა, რომ იგი მალბეჟვადობის გამო ძნელად ტრანსპორტირებად სახეობას მიეკუთვნება რჩება გაყიდვაში. მანგოს ნაყოფი მომწიფებისას სულ უფრო სურნელოვანი ხდება და რბილდება, ხოლო უკვე სრულად დამწიფებული ხილი კი მცირე და საშუალო ზომის შავ წინწკლებს დაიკრავს.

აზიაში მკვახე მანგოს ბოსტნეულივით, ან მწვანილეულივით მიატანენ კერძებს. მანგო ჩვ. წელთაღრიცხვამდე დაახლ. 1200 წელს დაწერილ ჰინდუისტურ ვედებში "ღმერთების სადილად" მოიხსენიება. მის ხილს დღესაც მიართმევენ ღმერთებს სიმდიდრისა და ღვთიური სიტკბოს ნიშნად.

Posted by: ananasi 30 Mar 2010, 19:35
აუფ... იმდენი დაუწერიათ რაღა უნდა დაამატოს კაცმა...
დასკვნა: უსასარგებლოესი biggrin.gif და უუუგემრიელესი biggrin.gif

Posted by: amagdari 30 Jul 2010, 13:26
ჩემმა მეგობარმა შარშან მაჩუქა ისრაელიდან ჩამოტანილი ფინიკის პალმის ნაყოფი, თვითონ დაუკრეფია ხეზე, ჩავაგდე მიწაში და პატარა პალმუკები ამოვიდა, მაგრამ აზრზე არ ვარ აწი რა ვუშველო, სად გადავრგო, როგორ მიწაში და საერთოდ გაიხარებს სახლში?:

Posted by: LIKA-KHATIA 30 Jul 2010, 13:36
amagdari
QUOTE
, სად გადავრგო, როგორ მიწაში და საერთოდ გაიხარებს სახლში?:

ახლა აცადე ჯერ.
შემოდგომაზე დააცალკევე კონტეინერებში. და გქონდეს სახლში ჯერ. გარეთ გაგიყინავს.
თუ მაჩუქებ ერთს შემოდგომაზე დაგეხმარები გადარგვაში. biggrin.gif

Posted by: maxmmm2007 30 Jul 2010, 13:48
სინათლეში გქონდეს აუცილებლად!!!! ბნელ ადგილს ვერ იტანს...

Posted by: anatoreli 12 Sep 2010, 19:59
QUOTE
ჩვენი ბებერი კაცი ესე იკარგება ხოლმე. იდეას მოგვაწვდის და დვაკვირდება

biggrin.gif

Posted by: PANTALONE 13 Sep 2010, 01:15
beberi_kaci
QUOTE
მოდით დღეს ხავსის გამრავლებაზე ვილაპარაკოთ, ზოგი იტყვის ხავს რათ უნდა გამრავლერბაო, მაგრამ დამეთანხმებით ხავსმოდებული ქვები არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურება.
მაშ ასე, ხავსის გასამრავლებლად საჭიროა:
1) სავსე მუჭა ახალმოკრეფილი ხავსი.
2) ერთი ჩაის ჭიქა ლუდი.
3) ნახევარი ჩაის ჭიქა მაწონი ან იოგურთი.


ლუდში ჩავყაროთ ხავსი, დავასხათ მაწონი ან იოგურტი, და ბლენდერით ავთქვიFოთ კარგად. მიღებული მასა ფუნჯით წავუსვათ ქვებს და საერთოდ იმ ზედაპირს რომელზეც გინდათ ხავსის გამრავლება.
ზედაპირს პირდაპირი მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს, სასურველია ჩრდილში იყოს და პერიოდულად სჭირდება დანამვა.
ისე იცოდეთ ხავსი უაღრესად ნელა იზრდება მაგრამ 4-5 წელიწადში მიიღებთ იმ შედეგს რასაც ბუნება 14-20 წელი ანდომებს.
აბა წარმატებები.
პ.ს. არ ეგონოს ვინმეს რომ ვშაყირობ, მართლა ასე მრავლდევა ხავსი .
* * *
რავა, არავის გაინტერესებთ ხავსი?



სასწაულ!
ძალიან გამომადგება

Posted by: anatoreli 13 Sep 2010, 03:14
pernata
QUOTE
მაინც უნდა გავაკეთო ეს ექსპერიმენტი

როგორ მიდის ექსპერიმენტი?!)

Posted by: lebidor 13 Sep 2010, 09:06
ხალხო ერთი რარაც მაინტერესებს, იქნებ დამეხმაროთ რააsmile.gif ესე იგი, გავიგე რომ არსებობს კარაქის ხე, (მგონი რამოდენიმე სახეობაა) და აქედან ერთ ერთი ცვენთანაც ხარობს და ნაყოფსაც ისხამს და მწიფდე4ბა კიდეცო, ხოდა მაინტერესებს რა იქნება, ავოკადო არა მგონია, თუმცა რა ვიცი, მრგვალი ნაყოფი აქვსო, მაგრამ ზოგიერთი რვიანის ფორმისაც არისო და იცით ვინმემ რა სეიზლება იყოს? ან ზოგადად კარაქის ხეზე რო ინფო მომაწოდოთ ვინმემ რააsmile.gif განს. ბებერი კაცია ასეტ საქმეებში განსწავლული smile.gif

Posted by: nika10 19 Sep 2010, 23:12
ქოქოსი ქოთანში დავრგე ეხლა ანანასი

Posted by: PANTALONE 20 Sep 2010, 00:50
PANTALONE
QUOTE
მოდით დღეს ხავსის გამრავლებაზე ვილაპარაკოთ, ზოგი იტყვის ხავს რათ უნდა გამრავლერბაო, მაგრამ დამეთანხმებით ხავსმოდებული ქვები არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურება.
მაშ ასე, ხავსის გასამრავლებლად საჭიროა:
1) სავსე მუჭა ახალმოკრეფილი ხავსი.
2) ერთი ჩაის ჭიქა ლუდი.
3) ნახევარი ჩაის ჭიქა მაწონი ან იოგურთი.


ლუდში ჩავყაროთ ხავსი, დავასხათ მაწონი ან იოგურტი, და ბლენდერით ავთქვიFოთ კარგად. მიღებული მასა ფუნჯით წავუსვათ ქვებს და საერთოდ იმ ზედაპირს რომელზეც გინდათ ხავსის გამრავლება.
ზედაპირს პირდაპირი მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს, სასურველია ჩრდილში იყოს და პერიოდულად სჭირდება დანამვა.
ისე იცოდეთ ხავსი უაღრესად ნელა იზრდება მაგრამ 4-5 წელიწადში მიიღებთ იმ შედეგს რასაც ბუნება 14-20 წელი ანდომებს.
აბა წარმატებები.
პ.ს. არ ეგონოს ვინმეს რომ ვშაყირობ, მართლა ასე მრავლდევა ხავსი

ააა გაიტენა პალუდარუმი თეთრი ობით smile.gif)))))

Posted by: pernata 20 Sep 2010, 01:11
anatoreli
QUOTE
როგორ მიდის ექსპერიმენტი?!)

biggrin.gif ვისაჩკავე.

Posted by: QORSATEVELA 18 Mar 2011, 14:00
QUOTE (Copula @ 22 Oct 2007, 15:10 )
anatoreli
მაშIნ უნდა დააკონკრეტო რომელ მცენარეს გულისხმობ. ვიცი ძალიან მაგარი კივი (გურიაში და აჭარაში), ავოკადო (გურიაში) და მანგოც (გურიაში).

გურიაში სად რომელ სოფელში აქვთ ავოკადო ან მანგო შეგიძლია დააკონკრეტო და ნერგები მინდა თუ აქვთ გასაყიდი?

Posted by: irmushela 10 Sep 2011, 23:23
beberi_kaci

დიდი მადლობა ასეთი საინთერესო თემისთვის

alabai alabai

ყავის ხე როგორც მითხრეს 4წლის მერე ყვავილობს და ისხავს კიდეც

QUOTE
ხავსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ:
1. რომელ სეზონზე სჯობს თქვენი ინსტრუქციის გაკეთება?
2. მთელ ზედაპირზე უნდა წავუსვათ, თუ თვიტონ გამრავლდება მერე? (უზარმაზარი ბეტონის კედელი გვინდა რომ დავფაროთ  )


და ჩემს ნეკერჩხლის ბონსაის რომ გადავუსვა ეგ შეჭამანდიlol.gif lol.gif რა მოხდება?

და კიდევ ერთი კითხვა კოკოსის პალმა თუ შემიძლია ვიყოლიო ბინაში?

Posted by: tamriko1809 9 Oct 2011, 18:27
ვიყიდე ჯუჯა ბროწეული. ვისაც გამოცდილება გაქვთ იქმებ მასწავლოთ როგორ მოვუარო? ზედა ფოთლებზე წებოსმაგვარი სითხე შევამჩნიე. ავად ხომ არ არის?

Posted by: QORSATEVELA 26 Mar 2012, 11:06
ხალხნო ძალიან მინდა ავოკადოს ნერგი, ერთი მაინც, იქნებ ვინმემ იცოდეთ საქართველოში სად შეიძლება ავოკადოს ნერგის შეძენა? დახმარებისათვის ყველას დიდი მადლობა!

Posted by: beberi_kaci 20 May 2012, 22:58
ვაა რა თემა ამოტივტივდა რა თემა
მოკლედ მანგო როგორც დავადგინე მხოლოდ ერთი ჯიში Xარობს საქართველოში, სახელს დავადგენ მალე, თუ ვინმეს უნდათ მანგოს და ავოკადოს და მარაკუიას ( პასიფლორა ალატა) ნერგები, ვღებულობ შეკვეთებს, ფორუმელებისათვის
მნიშვნელოვანი შეღავათები.
ჰო ლიჩი და ტკბილი ტამარინდი სამწუხაროდ დიიიდი ხეები იზრდება და ჩვენ კლიმატში ვერ ქაჩავენ.

Posted by: QORSATEVELA 21 May 2012, 15:36
თითო თითო ძირს მე ავიღებ დიდი სიამოვნებით, თუმცა ალბათ დარგვა უკვე დაგვიანებულია და შემოდგომისთვის იმედია ზუსტად მეცოდინება ვისგან შეიძლება ავოკადოსა და მანგოს ნერგების შეძენა

Posted by: beberi_kaci 21 May 2012, 20:16
მოკლედ ასე, პასიფლორა (მარაკუია), ანანასი, მანგო, ავოკადო, პაპაია, ამათი ნერგები მექნება შემოდგომიდან მოყოლებული გაისათ გაზაფხულამდე, თუ ვინმეს უნდა , მიაწერეთ თავი სიას.
შემიძლია ლიჩიც, ტკბილი ტამარინდიც, რამბუტანიც, მაგრამ ძალიან პრობლემური მცენარეები არიან და რავიცი.

Posted by: MITIATO 21 May 2012, 20:40
beberi_kaci
QUOTE
პასიფლორა (მარაკუია), ანანასი, მანგო, ავოკადო, პაპაია


მინდა. user.gif

ოღონდ რა დამიჯდება ეს სიამოვნება დაახლოებით მაინც არ შეგიძლია დაწერო?



* * *
QUOTE
ლიჩი

QUOTE
რამბუტანი


რა ლამაზი მცენარეები ყოფილან. love.gif
ახლა ვნახე. არ ვიცოდი.
რატომ არიან პრობლემურები, რამე განსაკუთრებული მოვლა უნდათ?

Posted by: beberi_kaci 21 May 2012, 22:06
MITIATO
QUOTE
მინდა.  

ოღონდ რა დამიჯდება ეს სიამოვნება დაახლოებით მაინც არ შეგიძლია დაწერო?

პასიფლორა (წყვილი, რომ ნაყოფი მოგცეს) 10 ლარი
ანანასი 10 ლარი
მანგო, ავოკადო 15-30 ლარი ასაკის მიხედვით(ერთწლამდე 15 ლარი)
პაპაია 5 ცალი 15 ლარი
ლიჩი, რამბუტანი და მასეთები, ნუ ძალიან ტროპიკულები არიან და აქ სახლში თუ იყოლიებ სულ, რათქმა უნდა ნაყოფზე ლაპარაკი ზედმეტია.

Posted by: irmushela 21 May 2012, 22:41
jump.gif jump.gif jump.gif
რა კარგი თემაა

Posted by: lebidor 21 May 2012, 22:43
მინდა მინდა მინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა


მანგო და ავოკადო მინდა განსაკუთრებით, ხოდა პაპაიაც კიდო, და დასავლეთში რომ დავრგო, კერძოდ გურიაში ივარგებს გარეთ? რამდენ ხანში იძლევიან ნაყოფს?

Posted by: MITIATO 21 May 2012, 23:05
beberi_kaci
QUOTE
ლიჩი, რამბუტანი და მასეთები, ნუ ძალიან ტროპიკულები არიან და აქ სახლში თუ იყოლიებ სულ, რათქმა უნდა ნაყოფზე ლაპარაკი ზედმეტია.


სახლში ვაპირებ ისედაც, აბა ეზო მე არ მაქვს და... user.gif
ოღონდ მე მსხმოიარე ხეები მომეწონა.

QUOTE
პასიფლორა (წყვილი, რომ ნაყოფი მოგცეს) 10 ლარი
ანანასი 10 ლარი
მანგო, ავოკადო 15-30 ლარი ასაკის მიხედვით(ერთწლამდე 15 ლარი)
პაპაია 5 ცალი 15 ლარი

დაველოდები შემოდგომას. smile.gif

ოღონდ თუ გაქვს გამოცდილება.
პაპაიაზე დიდი ხანია ვოცნებობ და რაღაცეები წავიკითხე მის შესახებ.
რუსულ საიტებზე ეწერა, რომ 12 საათიანი დღე ჭირდება და ზამთარში დამატებითი განათება უნდა. ამის გამო შევიკავე თავი თესლის გამოწერისგან, ვიფიქრე ჯერ განათებას ვიყიდი-მეთქი.
ჩვენთანაც ჭირდება ხელოვნური განათება?

http://www.radikal.ru
ლიჩი_Lychee (Litchi chinensis)



http://www.radikal.ru
რამბუტანი_Rambutan (Nephelium lappaceum)

love.gif love.gif love.gif

Posted by: beberi_kaci 21 May 2012, 23:26
MITIATO
QUOTE
პაპაიაზე დიდი ხანია ვოცნებობ და რაღაცეები წავიკითხე მის შესახებ.
რუსულ საიტებზე ეწერა, რომ 12 საათიანი დღე ჭირდება და ზამთარში დამატებითი განათება უნდა. ამის გამო შევიკავე თავი თესლის

რა არის იცი? პაპაია საკმაოდ ტანმაღალი იზრდება თან ძალიან სწრაფად. ფაქტიურად ერთ სეზონიანი მცენარეა და სახლის პირობებში როგორ მოახერხებ არ ვიცი, წარმატებებს გისურვებ.
რაც შეეხება მანგოს დასავლეთ საქართველოში კი არა და აღმოსავლეთ საქართველოშიც იხარებს მანგოს ერთი ჯიში, სახელს მალე დავადგენ, სხვათაშორის ბურების პირველი პარტია რომ ჩამოვიდა ერთი ბური აღტაცებით ამბობდა რომ აქ მანგოს მოყვანაც შეიძლება თავისუფლათო, მაგრამ რათ გინდა დააFრთხეს მშვენიერი მშრომელი ხალხი.

Posted by: MITIATO 22 May 2012, 00:18
beberi_kaci

QUOTE
პაპაია საკმაოდ ტანმაღალი იზრდება თან ძალიან სწრაფად.

ვიცი ეგ.
მაგრამ მე წავიკითხე, რომ 8 წლამდე ცოცხლობს მცენარე და 6 თუ 8 თვის ასაკში ისხამს პირველადო. 3 წლის ასაკში კი მსხმოიარობის პიკი აქვსო.
რუსეთში თუ აქვთ სახლში მე რატომ ვერ გავაჩერებ. biggrin.gif

თუ სახლში არ გამომივიდა, მერე ეზოს ვიშოვი სადმე.
ძალიან მინდა პაპაია. mo.gif

Posted by: tavadze 22 May 2012, 01:21
QORSATEVELA
QUOTE
გურიაში სად რომელ სოფელში აქვთ ავოკადო ან მანგო შეგიძლია დააკონკრეტო და ნერგები მინდა თუ აქვთ გასაყიდი?

მანგო არ ვიცი, მაგრამ ავოკადო (როგორც დავადგინე, ეს კარაქის სახელით ცნობილი მცენარეა) გურიაში ჩემს სოფელში ჰქონდა მეზობელს - ზემოხეთი, ჩოხატაურია რაიონი, მაგრამ ნერგები არ აქვს. თვითონაც სამტრედიიდან მოიტანა ნერგი. იქ ოჯახიდან ჰყიდდა ვიღაც - მეზღვაური შვილი ჰყავდათ და იმას ჩამოჰქონდა თესლები, მე როგორც მითხრეს.
beberi_kaci
QUOTE
მოკლედ ასე, პასიფლორა (მარაკუია), ანანასი, მანგო, ავოკადო, პაპაია, ამათი ნერგები მექნება შემოდგომიდან მოყოლებული გაისათ გაზაფხულამდე, თუ ვინმეს უნდა , მიაწერეთ თავი სიას.

მინდა რა! თანაც - ძალიან. თუ გახსოვს, ადრეც მოგწერე პმ მაგათ ნერგებზე.

lebidor
QUOTE
მანგო და ავოკადო მინდა განსაკუთრებით, ხოდა პაპაიაც კიდო, და დასავლეთში რომ დავრგო, კერძოდ გურიაში ივარგებს გარეთ?

მანგო არ ვიცი და ავოკადო ივარგებს. არა მგონია, ჩემს სოფელზე მაღლა გქონდეს სოფელი. biggrin.gif

Posted by: bere008 22 May 2012, 16:26
მე მაქვს ავოკადო უკვე მეორე წელია smile.gif)

Posted by: lebidor 22 May 2012, 16:27
ხოოოოოდა ჩამწერეთ სიაში, მინდა მეც

Posted by: bere008 22 May 2012, 16:30
მეც ჩამწერეთ, ანანასი, და პაპაია მინდა, ასევე მანგო, დანარჩენები მაქვს smile.gif))
* * *
უი პასიფლორა ეს გექნება ზუსტად? მე ლურჯი და ვარდისფერი პასიფლორა მაქვს, ამასაც სიამოვნებით შევიძენ

Posted by: lebidor 22 May 2012, 20:26
QUOTE
მე მაქვს ავოკადო უკვე მეორე წელია )

სად გირგია და რამდენ ხანში მოგცა ნაყოფი? აუ არ დაიზარო მოვლის წესები და ეგეტები მომწერე რააsmile.gif და როგორი ადგილი უნდა კიდე, მზიანი, ჩრდილიანი, წყალი რა რაოდენობით უნდა და ა.შ,

Posted by: QORSATEVELA 23 May 2012, 09:26
QUOTE (beberi_kaci @ 21 May 2012, 22:06 )
MITIATO
QUOTE
მინდა.  

ოღონდ რა დამიჯდება ეს სიამოვნება დაახლოებით მაინც არ შეგიძლია დაწერო?

პასიფლორა (წყვილი, რომ ნაყოფი მოგცეს) 10 ლარი
ანანასი 10 ლარი
მანგო, ავოკადო 15-30 ლარი ასაკის მიხედვით(ერთწლამდე 15 ლარი)
პაპაია 5 ცალი 15 ლარი
ლიჩი, რამბუტანი და მასეთები, ნუ ძალიან ტროპიკულები არიან და აქ სახლში თუ იყოლიებ სულ, რათქმა უნდა ნაყოფზე ლაპარაკი ზედმეტია.

მანგოს და ავოკადოს მე ავიღებ ორ-ორ ძირს. ესენი კივის მსგავსად არიან? დედალ-მამალი სჭირდებათ თუ არა?
ის, რომ ავოკადო ნაყოფს იძლევა საქართველოში ეგ გამიგია, მაგრამ აი მანგო თუ იძლევა აქ ნაყოფს ეგ შეუძლია ვინმემ გვითხრას?
მოკლედ შემოდგომისთვის შემოგეხმიანებით.

Posted by: lebidor 23 May 2012, 10:30
ავოკადო ვიყიდე პოპულში, ხოდა კურკა ჩავდე წყალში, ერთი თვენახევრის უკან ხოდა ეხლა ვნახე რომ დამსკდარია და რას ნიშნავს, გაღვივდა ვითომ? პ.ს ეხლაც წყალში მაქვს

Posted by: beberi_kaci 24 May 2012, 18:16
lebidor
QUOTE
ავოკადო ვიყიდე პოპულში, ხოდა კურკა ჩავდე წყალში, ერთი თვენახევრის უკან ხოდა ეხლა ვნახე რომ დამსკდარია და რას ნიშნავს, გაღვივდა ვითომ? პ.ს ეხლაც წყალში მაქვს

აცალე ერთი ორი დღე კუდი თუ გამოიბა გადარჩა თუ არადა მოკვდა.

Posted by: nanana 24 May 2012, 18:22
tavadze
QUOTE
მანგო არ ვიცი, მაგრამ ავოკადო (როგორც დავადგინე, ეს კარაქის სახელით ცნობილი მცენარეა) გურიაში ჩემს სოფელში ჰქონდა მეზობელს - ზემოხეთი, ჩოხატაურია რაიონი, მაგრამ ნერგები არ აქვს. თვითონაც სამტრედიიდან მოიტანა ნერგი. იქ ოჯახიდან ჰყიდდა ვიღაც - მეზღვაური შვილი ჰყავდათ და იმას ჩამოჰქონდა თესლები, მე როგორც მითხრეს.



ავოკადო არ არის ის კარაქის ხეsmile.gif მეც მაქვს გასინჯული, სამტრედიაში აქვს ჩემს ნათესავს. რაღაც გაურკვეველი ხილია. ავოკადოსგან ძAლიან შორს დგას. უფრო ბუშმალას არომატი აქვს. ხილია მოკლედ და არა ავოკადო


beberi_kaci
მანგო და ავოკადო მინდა მეც. დიდ ქოთნებში და აივანზე იხარებს ნეტა?smile.gif

Posted by: beberi_kaci 24 May 2012, 23:09
nanana
QUOTE
მანგო და ავოკადო მინდა მეც. დიდ ქოთნებში და აივანზე იხარებს ნეტა?

არის უმფროსო .
კი იხარებს, ზამთარში მოგიწევს ხოლმე სახლში შეტანა.

Posted by: nanana 25 May 2012, 14:33
beberi_kaci
QUOTE
კი იხარებს, ზამთარში მოგიწევს ხოლმე სახლში შეტანა.


ნაყოფსაც მოისხამს?biggrin.gif

თუ კი მინდა მინდა

Posted by: bere008 25 May 2012, 17:04
lebidor
არა ჯერ რა დროს ნაყოფია smile.gif ცჰესნად რო გიტხრა ვაფსჰე არ ვუვლი ტავისტვის არის მაგრად smile.gif))))

Posted by: beberi_kaci 26 May 2012, 14:30
QORSATEVELA
QUOTE
მანგოს და ავოკადოს მე ავიღებ ორ-ორ ძირს. ესენი კივის მსგავსად არიან? დედალ-მამალი სჭირდებათ თუ არა?

არა არ სჭირდებათ.

Posted by: Mr-Banks 11 Jul 2012, 12:56
მოგესალმებით ყველას! პირველი პოსტია ამ განყოფილებაში და იქნებ, დამეხმაროთ.


ავოკადოს კურკა დავთესე არაჟნის პლასტმასის ქილაში, არც ვიცოდი, რომ ამოვიდოდა, უბრალოდ, ვცადე.

ამოვიდა კიდეც ჩემდა გასაკვირად და გაიზარდა 1 თვეში 15 სმ სიმაღლემდე, დაიფოთლა და ა.შ.

გუშინ ეს არაჟნის ქილა გავჭერი და თავის მიწიანად ჩავრგე უფრო დიდი ზომის თიხის ქოთანში, სადაც ასევე იყო წინასწარ გაფხვიერებული მიწა.

დღეს დილით რაღაც არ მომეწონა, ფოთლები თითქოს, ჩამოყრილი ჰქონდა და იქნებ ვინმემ მიშველოთ. მინდა, რომ გავახარო....

წინასწარ დიდი მადლობა

თემას ნუ დამიხურამთ და ნუ მიაერთებთ ჯერ...

მადლობა წინასწარ

Posted by: Mr-Banks 11 Jul 2012, 13:02
beberi_kaci
nanana

http://forum.ge/?f=72&showtopic=34412650 დამეხმარეთ ამ თემაში რა..... smile.gif

Posted by: @Giorgi@ 11 Jul 2012, 13:41
QUOTE (MITIATO @ 21 May 2012, 23:05 )
beberi_kaci
QUOTE
ლიჩი, რამბუტანი და მასეთები, ნუ ძალიან ტროპიკულები არიან და აქ სახლში თუ იყოლიებ სულ, რათქმა უნდა ნაყოფზე ლაპარაკი ზედმეტია.


სახლში ვაპირებ ისედაც, აბა ეზო მე არ მაქვს და... user.gif
ოღონდ მე მსხმოიარე ხეები მომეწონა.

QUOTE
პასიფლორა (წყვილი, რომ ნაყოფი მოგცეს) 10 ლარი
ანანასი 10 ლარი
მანგო, ავოკადო 15-30 ლარი ასაკის მიხედვით(ერთწლამდე 15 ლარი)
პაპაია 5 ცალი 15 ლარი

დაველოდები შემოდგომას. smile.gif

ოღონდ თუ გაქვს გამოცდილება.
პაპაიაზე დიდი ხანია ვოცნებობ და რაღაცეები წავიკითხე მის შესახებ.
რუსულ საიტებზე ეწერა, რომ 12 საათიანი დღე ჭირდება და ზამთარში დამატებითი განათება უნდა. ამის გამო შევიკავე თავი თესლის გამოწერისგან, ვიფიქრე ჯერ განათებას ვიყიდი-მეთქი.
ჩვენთანაც ჭირდება ხელოვნური განათება?

http://www.radikal.ru
ლიჩი_Lychee (Litchi chinensis)



http://www.radikal.ru
რამბუტანი_Rambutan (Nephelium lappaceum)

love.gif love.gif love.gif

ესენი რეებია იყიდება აქ ? ან როგორი გემო აქვს ? spy.gif

Posted by: bere008 11 Jul 2012, 21:50
Mr-Banks
სალამი,
ესეიგი ფოთლის ჩამოყრა პრობლემა არ არის, აივანზე რომ გაიტანო იგივე დაემართება მზეზე, მიეჩვევა ახალ ქოთანს და ეგაა, უბრალოდ იგივე ადგილას დადგი სადაც მანამდე გქონდა, თუ მანამდე აივანზე გქონდა და ეხლა ისევ იქ დადგი დროებით სახლში შემოიტანე

Posted by: Mr-Banks 12 Jul 2012, 01:20
bere008

სახლში მედო, შიგნით....

აქამდეც და ეხლა...

აივანზე გავიტანო? რა ვქნა???

Posted by: daila 12 Jul 2012, 01:36
Mr-Banksეგ მცენარე ძნელად ეგუება გადარგვას.აღმოცენებით კი ყველა კურკა ცოცხლდება გინდაც 10 წლის იყოს.[ჩემი გამოცდილებიდან]

* * *
ამ პერიოდისთვის იწვალებს ,შეიძლება გახმეს.კიდევ სათესე და იცოდე როცა სძინავს მაშინ გადარგო. ე ი ზ ა მ თ ა რ შ ი.უფრო ზუსტად ადრიან გაზაფხულზე.

Posted by: Mr-Banks 12 Jul 2012, 13:22
daila


და გახმობას ვეღარ გადავარჩენ? ეხლა ჯერ ვერაფერს ვერ ვატყობ, წყალს ვუსხამ და ფოთლებსაც ვუნამავ.....

Posted by: daila 12 Jul 2012, 13:51
Mr-Banksშეიძლება. 50/50-ზეა.
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Mr-Banks 14 Jul 2012, 01:03
daila


ფოთლები რომ უწითლდება, ეს ბუნებრივია? ვერაფერი გავუგე რა...

Posted by: beberi_kaci 27 Jul 2012, 10:24
@Giorgi@
ზემოთა ლიჩია, ქვემოთა რამბუტანი, გემოთი ერთ კატეგორიაში გადიან, რომ გითხრა რაღაც გადასარევია მეთქი ვერ გეტყვი, ეთი ორჯერ გასინჯავს კაცი.

P.S. ავოკადო არავის უნდა? ერთი სამძირიანი ახალგაზრდა მცენარე მაქვს, ფასი როგორც ზემოთ დავწერე 15 ლარი.
პასიფლორა 1 კვირაში იქნება 2 ძირიანი.

Posted by: lebidor 27 Jul 2012, 12:01
QUOTE
ავოკადო არავის უნდა? ერთი სამძირიანი ახალგაზრდა მცენარე მაქვს, ფასი როგორც ზემოთ დავწერე 15 ლარი.

სამძირიანი რას ნიშნავს? შეილება რო დავაცალკევო და ისე ჩავრგა?

Posted by: beberi_kaci 27 Jul 2012, 15:36
lebidor
QUOTE
სამძირიანი რას ნიშნავს? შეილება რო დავაცალკევო და ისე ჩავრგა?

სიმართლე გითხრა ვერაფერს გეტყვი, არასდროს მიცდია.
ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არამგონია კაი აზრი იყოს. ჰო , ისე სამი კი არა 4 შვილიანია.

Posted by: Mr-Banks 29 Jul 2012, 01:10
მოგესალმებით,


მანგოს გახარება თუ არის შესაძლებელი კურკით? user.gif

Posted by: dande-lion 31 Jul 2012, 16:41
მე ნუშის, ფორთოხლის და ლიმონის კურკები ჩავყარე მიწაში და თითო-თითო ყველა ამოვიდა!

Posted by: beberi_kaci 2 Aug 2012, 22:55
Mr-Banks
QUOTE
მანგოს გახარება თუ არის შესაძლებელი კურკით? 

მანგოს კურკას უნდა სათანადო დამუშავება.

Posted by: Mr-Banks 2 Aug 2012, 23:39
beberi_kaci


მასწავლი, როგორ ვქნა ეგ ამბავი? ჩემმა ავოკადომ გაიხარა. ახალი ფოთლები ამოიყარა გადარგვის მერე და ძველები გაუხმა. smile.gif

Posted by: beberi_kaci 3 Aug 2012, 16:32
რა სწავლება უნდა აიღე საკვნეტელი და ფრთხილად გაჭერი კურკა და ემბრიონი ამოიღე.

Posted by: MITIATO 3 Aug 2012, 17:12
Mr-Banks

რუსული საიტი თუ გაწყობს, დაწვრილებით წერია როგორ უნდა გაახარო მანგო კურკიდან: http://www.kakprosto.ru/kak-6424-kak-vyrastit-mango-iz-kostochki
წარმატებები. smile.gif

Posted by: Mr-Banks 18 Sep 2012, 00:45
ავოკადო იზრდება სიმაღლეში, მაგრამ ძველი ფოთლები უხმება და ახლები ამოსდის. ეს ნორმალური პროცესია?

Posted by: beberi_kaci 18 Sep 2012, 19:08
Mr-Banks
QUOTE
ავოკადო იზრდება სიმაღლეში, მაგრამ ძველი ფოთლები უხმება და ახლები ამოსდის. ეს ნორმალური პროცესია?

კი ჩემიც მასეა
ისე ცოთა მეტ ტენიანობას თუ შეუქმნი უკეთესი იქნება
უმეტესწილად მაგის გამო ცვივა ფოთლები.

Posted by: Mr-Banks 19 Sep 2012, 00:49
beberi_kaci


ანუ, მეტი წყალი დავასხა, თუ რა ვქნა? გადლობ პასუხისთვის

Posted by: beberi_kaci 20 Sep 2012, 20:28
Mr-Banks
QUOTE
ანუ, მეტი წყალი დავასხა, თუ რა ვქნა? გადლობ პასუხისთვის

ვაა ორი დღის წინ დავწერე პასუხი და არ ატვირთულა
ფოთლები დაუნამე ხოლმე ხშირათ, სასურველია დღეში ერთხელ მაინც, შუშის საწმენდი სითხე იყიდება თავისი პულვერიზატორით და იმაში ვასხავ ხოლმე წყალს, კარგად მუშაობს.

Posted by: anamch 10 Oct 2012, 07:10
ვიჩუქებ ნებისმიერი რამის ნერგსსსსსსსსსს..
გადავცხოვრდი სოფელში და ძალიან მინდა ბევრი უცნაურობაა!

Posted by: oto_terabyte 16 Oct 2012, 09:55
დღეს შევჭამ პაპაიას და მანგოს და რა ვუყო კურკებს? ქოთნის მიწაში ჩავფლა და კვირაში ერთხელ წყალი დავუსხა? ოთახში მექნება თბილად და გაიზრდება?

Posted by: bere008 18 Oct 2012, 22:31
მანგო ჰორიზონტალურად დადე მიწაზე და ისე გააგვივებ, ტუ მინი სატბურს სჰეუქმნი მტლად უკეტესი იქნება

Posted by: toni1441 24 Oct 2013, 16:56
1.Guava pink and white
2.Rambutan
3.Lychee
4.carambola, Star fruit
5.Mangosteen
6.mango
7.avokado
8.papaya
9.pomelo
10.macadamia nut
11.pawpaw
12.Mamey sapote
13.Myristica fragrans- Nutmeg
14.Barbados Nut-Jatropha curcas
15.Yumberry/Red Bayberry (Myrica rubra)
16. Jackfruit

ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია საქართველოში სად იყიდება მსგავსი ტროპიკული ხილი ან სად შეიძლება ტროპიკული ხილის ნერგების ყიდვა ან თესლი მაინც რომ იშოვებოდეს smile.gif))

Posted by: MITIATO 24 Oct 2013, 17:29
toni1441
მანგო, ავოკადო, პაპაია, პომელო და კიდევ რაღაც საოცრებები, რომელთა სახელი არ მახსოვს, კარფურში აქვთ.
თესლი შეგიძლია ამაზონიდან გამოიწერო.

ესეც ნახე: http://forum.ge/?f=72&showtopic=33728238&st=180
წინადადება რამდენად ძალაშია კიდევ, არ ვიცი.


გუშინწინ დავთესე მანგო. biggrin.gif
მაინტერესებს რას იზამს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Oct 2013, 20:40
MITIATO
QUOTE
გუშინწინ დავთესე მანგო. 
მაინტერესებს რას იზამს.

მდუღარე წყლის გადავლებით და შელოცვებით არა? წაკითხული მაქვს ძალიან რთული პროცედურებია მაგის გასაღვივებლად ჩასატარებელი biggrin.gif

Posted by: MITIATO 25 Oct 2013, 00:40
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მდუღარე წყლის გადავლებით და შელოცვებით არა?

არა. biggrin.gif
უბრალოდ, კურკას იმას ვერ დავარქმევ და რა ქვია ბოტანიკურად არ ვიცი, გავხსენი, ამოვიღე ცერცვის მარცვლის ფორმის თესლი, ჩავრგე ფხვიერ მიწაში, თავზე გადავაკარი ცელოფანი, ქვემოდან ნათურა შევუნთე სითბოსთვის და ველოდები სასწაულს. biggrin.gif
შანსი მივეცი და იმედია გამოიყენებს და ამოვა. aba.gif

Posted by: cheese1 3 Nov 2013, 21:39
dragonfruit ყველაზე ლამაზი ხილი ))))

http://radikal.ru/fp/aaa412c1cd8b4f79b5f4ea643c0a5c2e

http://radikal.ru/fp/b9422210a6374afea3f01d39ee755a14

Posted by: john le care 5 Nov 2013, 16:53
მე მაქვს ავოკადო უკვე რამოდენიმე თვის არის კურკიდან აღმოცენდა ასე 15 სმ იქნება

Posted by: Unico 5 Nov 2013, 20:35
სუბტროპიკულ ხილზე რომ დავწეროთ, შაიძლება? biggrin.gif

ზეთისხილი მაჩუქეს, დასათესი, მწიფეა და პირდაპირ მიწაში ჩადევიო. მაგრამ არ ვიცი როგორ მოვუარო.
თუ სასათბურე გარემო უნდა, მაშინ ფბ-ს ფლორისტებისგან ნასწავლ ხერხს გამოვიყენებ - ლიტრიან პლასტმასის ბოთლს გადავჭრი და ქოთანს დავაფარებ smile.gif

რჩევები მომეცით რა, როგორ მოვუარო weep.gif არ მინდა მომიკვდეს sad.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Nov 2013, 20:48
Unico
QUOTE
ზეთისხილი მაჩუქეს, დასათესი, მწიფეა და პირდაპირ მიწაში ჩადევიო. მაგრამ არ ვიცი როგორ მოვუარო.
თუ სასათბურე გარემო უნდა, მაშინ ფბ-ს ფლორისტებისგან ნასწავლ ხერხს გამოვიყენებ - ლიტრიან პლასტმასის ბოთლს გადავჭრი და ქოთანს დავაფარებ

რჩევები მომეცით რა, როგორ მოვუარო  არ მინდა მომიკვდეს

მე გუშინწინ მოვწყვიტე ბულვარში მეც და ეხლა ვგუგლავ, მაგრამ წერენ რომ 5 თესლიდან შესაძლოა 1 ამოვიდეს

Posted by: MITIATO 5 Nov 2013, 20:52
Unico
M-A-S-E-R-A-T-I
კლმით მრავლდება ძალიან ადვილად.
მამაჩემმა საცდელად პირდაპირ ეზოში ჩაარჭო ტოტი. საწყალმა თოვლს გაუძლო და გაზაფხულზე ახალი ფოთლები გაიკეთა.
სახლში რომ მოუარო, უფრო ადვილად დაფესვიანდება, ალბათ.


P.S. ჩემი მანგო ჯერ ისევ ისეა, როგორც ჩავთესე. mad.gif

Posted by: Unico 5 Nov 2013, 20:59
MITIATO
ანუ სითბო ძალიან უყვარს?
ჩავათბუნებ ^_^

M-A-S-E-R-A-T-I
ე ბიჭო, იტალიიდან ჩამომიტანეს biggrin.gif პირდაპირ კოლიზეუმიდან biggrin.gif იქ ახლომახლო ადრე ზეთისხილის ბაღები იყო და იქიდან ახიკეს biggrin.gif
ხოდა, ახლა რა ვქნა მე? დავთესავ მაინც და ვილოცებ რომ გაიხაროს user.gif

დავგუგლე და მგონი გამიმართლა:
http://indasad.ru/derevya-i-kustarniki/kak-virastit-olivkovoe-derevo-v-domashnich-usloviyach

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Nov 2013, 21:08
MITIATO
QUOTE
კლმით მრავლდება ძალიან ადვილად.
მამაჩემმა საცდელად პირდაპირ ეზოში ჩაარჭო ტოტი. საწყალმა თოვლს გაუძლო და გაზაფხულზე ახალი ფოთლები გაიკეთა.
სახლში რომ მოუარო, უფრო ადვილად დაფესვიანდება, ალბათ.

არა თესლით მაინტერესებს თუ გაიხარებს თორე ისე რად მინდა მაინც უნდა გავაჩუქო rolleyes.gif

QUOTE
P.S. ჩემი მანგო ჯერ ისევ ისეა, როგორც ჩავთესე. 

გული არ გაიტეხო მე 4 ჯერ ვცადე ანანასზე და მეხუთედ გამოვიდა

Unico
QUOTE
ე ბიჭო, იტალიიდან ჩამომიტანეს  პირდაპირ კოლიზეუმიდან  იქ ახლომახლო ადრე ზეთისხილის ბაღები იყო და იქიდან ახიკეს
ხოდა, ახლა რა ვქნა მე? დავთესავ მაინც და ვილოცებ რომ გაიხაროს

რა მნიშვნელობა აქვს მაგათგან გლადიატორები ხომ არ ამოვა? biggrin.gif

Posted by: MITIATO 5 Nov 2013, 21:17
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
რა მნიშვნელობა აქვს მაგათგან გლადიატორები ხომ არ ამოვა?

lol.gif
ისე რა სანახავი იქნებოდა.

QUOTE
გული არ გაიტეხო მე 4 ჯერ ვცადე ანანასზე და მეხუთედ გამოვიდა

მეორედ მე მანგოს მყიდველი აღარ ვარ.
საერთოდ არ მომეწონა. user.gif

Unico
QUOTE
ანუ სითბო ძალიან უყვარს?

არა, პირიქით.
მეზობელს დიდი ხე უდგას გარეთ.
ჩვენმა პატარამაც ეზოში გამოიზამთრა.
თესლი არ დამიტესია და არ ვიცი რამდენად ჭირდება სითბო.

წარმატებები ორივეს. smile.gif

Posted by: Unico 5 Nov 2013, 21:18
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
გლადიატორები ხომ არ ამოვა?

givi.gif ვგავარ იაზონს? biggrin.gif მედეა სადაა? საად?

მოკლედ, რაც წავიკითხე, იქიდან ვასკვნი, რომ ჩემმა შეიძლება გაიხაროს.
პლასტმასის ბოთლში ჩავრგავ ჯერ. ფხვიერ მიწაში და ღია გრუნტში (ეს ღია გრუნტი რას ნიშნავს ვერ გავიგე, მომიტევეთ უცოდინრობა). 2-3 თვე მოთმინებით უნდა ელოდოო და გამუდმებით აკონტროლოო: არც უნდა გამოხმეს, არც დანესტიანდეს. ყველაფერი ზომიერად და თანაბრად.

Posted by: beberi_kaci 6 Nov 2013, 13:58
cheese1
QUOTE
dragonfruit ყველაზე ლამაზი ხილი ))))

ჰე ჰე, მე მაქვს ეგ მცენარე , ეხლა გარეთა მყავს და პრობლემა მექნება სახლში როგორ გამოვაზამთრო, დიდი გაიზარდა უკვე, არადა გაისად უნდა მოისხას პირველი ნაყოფი.
http://imageshack.us/photo/my-images/59/faoe.jpg/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Nov 2013, 14:17
beberi_kaci
QUOTE
ჰე ჰე, მე მაქვს ეგ მცენარე , ეხლა გარეთა მყავს და პრობლემა მექნება სახლში როგორ გამოვაზამთრო, დიდი გაიზარდა უკვე, არადა გაისად უნდა მოისხას პირველი ნაყოფი.

ეგეთები ბევრჯერ მინახავს ბათუმში მთელი წელი გარეთ უდგათ და არაფერი მოსდით მაგრამ ნაყოფი არასდროს შემხვედრია არსად
* * *
http://radikal.ru/fp/1ac859a4a6474a469c548595a881bdc7

Posted by: GRIZLY07 6 Nov 2013, 14:34
ხილი, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც პლანეტაზე ყველაზე დიდი რაოდენობითაა ანტიკარცეროგენული შემადგენლობა.

ყველაზე ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ტროპიკულ ხილ გუანაბანას აქვს. ხილი ხე გრავიოლას ნაყოფია, რომელსაც ასევე უწოდებენ ”არაჟნის ვაშლს”. ამ ხილის წვენს შეუძლია კიბოს უჯრდები მოკლას. ნაყოფი გემრიელია და არ აქვს ის ნეგატიური შედეგები, რაც ქიმიოთერაპიას.

ქვეყნებში, სადაც ეს ხილი იზრდება, ირწმუნებიან, რომ გუანაბანა ყველა ფორმის კიბოს კურნავს. ხილის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. 1970 წელს ჩატარდა 20 კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ გუანაბანას ექსტაქტი ანადგურებს 12 ტიპის კიბოს ავთვისებიან უჯრედებს - მათ შორის შველის მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეებს.

გუანაბანა დაბალი მცენარეა და მას მსხვილი ნაყოფი აქვს. ეს ტროპიკული ხილი ნედლი უნდა მივირთვათ. მას ასევე იყენებენ კოქტეილებსა და ტკბილეულის მოსამზადებლად.

კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების გარდა, ხილს ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის აწესრიგებს წნევას. ასევე, გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი და ანტიბიოტიკი.



Posted by: john le care 7 Nov 2013, 12:19
რამოდენიმე თვის წინ მე და ბავშვმა ფორთოხლის კურკები ჩავთესეთ ქოთანში. 1 კურკამ გაიხარა და 2 ღერი ამოვიდა და ასე 5 სმ მდე იქნება უკვე კარგა ხანია და აღარ იზრდება სიმაღლეში. ბავშვმა ფოთლების წვეტები მოაწყვიტა და მას მერე სიმაღლეში აღარ გაიზარდა მარა ფოთლები გაეზარდა და ეშველება რამე ?

Posted by: MITIATO 7 Nov 2013, 12:32
john le care
QUOTE
მას მერე სიმაღლეში აღარ გაიზარდა მარა ფოთლები გაეზარდა

როგორც ჩანს, ზრდის წერტილი მოაწყვიტა ბავშვმა.
არა უშავს, გვერდიდან წამოიღებს ახალ ყლორტს და მაინც გაიზრდება.


ჩვენ გაქვს კურკიდან ამოსული ფორთოხლის ხე სოფელში. დათესვიდან 20 წლის შემდეგ მოისხა პირველად. biggrin.gif

Posted by: john le care 7 Nov 2013, 13:46
MITIATO
QUOTE
როგორც ჩანს, ზრდის წერტილი მოაწყვიტა ბავშვმა.
არა უშავს, გვერდიდან წამოიღებს ახალ ყლორტს და მაინც გაიზრდება.

დიდი მადლობა
QUOTE
ჩვენ გაქვს კურკიდან ამოსული ფორთოხლის ხე სოფელში. დათესვიდან 20 წლის შემდეგ მოისხა პირველად.

ეგრე გვიან ისხავს ფორთოხალი პირველად?

Posted by: MITIATO 7 Nov 2013, 15:16
john le care
ადრე და ბევრი რომ მოისხას, თან ისეთი ნაყოფი, როგორც შენ გინდა, ამყნიან ხოლმე.
თესლით გამრავლებისას იშვიათად გადაეცემა ხოლმე მშობლის თვისებები.
ჩვენ არ დაგვიმყნია და ამდენი ხანი დაჭირდა.

Posted by: Unico 8 Nov 2013, 16:31
ოპერაცია ზეთისხილი დავიწყე ^_^
სახელდახელოდ ქოთანი გავუკეთე, ასე უფრო გავაკონტროლებ მგონია smile.gif
მიწა მოვაყარე და უკვე სახლში მყავს – ისევ და ისევ ტემპერატურის უკეთ კონტროლისთვის.
http://radikal.ru/fp/200a75e3578149578714f3cd074053ae

Posted by: lebidor 19 Nov 2013, 09:58
გამარჯობათ ხალხო. ავოკადო ვიყიდე იმ დღეს კარფურში მწვანე იყო და დარბილებული. ხოდა იუთუბის ვიდეოს მიხედვით ჩავდე წყალში თავის ჩხირებგაყრილი. მარა ყველგან ნაყოფი შავია ვიდეოებზე და ეს მწვანე როა უმწიფარია? ტყუილად ვიწვალე ნეტა? რამდენი ხანიჭირდება არ იცით?

Posted by: bere008 20 Nov 2013, 14:54
შენ მწვანე ავოკადო გიყიდია ))))

Posted by: lebidor 22 Nov 2013, 15:04
bere008
და ეგ არ ამოვა ვითომ?, მწვანე სხვა ჯიშია თუ დაუმწიფებელია და ისეა დარბილებული?

Posted by: leon1977 7 Dec 2013, 13:16
ვანილის ხე შეიძლება გავახაროთ ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Dec 2013, 16:59
leon1977
QUOTE
ვანილის ხე შეიძლება გავახაროთ ?

ვერა, ასეთი უბალოდ ბუნებაში არ არსებობს

Posted by: leon1977 7 Dec 2013, 18:03
გასაგებია რომ ოხიდეის ნაირსახეობაა ამაზე მაკვს საუბარი http://vanilla-beans.narod.ru/facts.html
* * *
http://www.youtube.com/watch?v=IKeT-7BtZ1Y

Posted by: john le care 9 Dec 2013, 21:28
ჩერიმოიას გახარება მინდა და ვნახოთ თუ გამომივა. კურკები მაქვს და იუთუბის ვიდეო ვნახე თუ რა და როგორ უნდა გავაკეთო უკვე დავიწყე პროცესი იმედია გამოვა.

Posted by: Unico 15 Dec 2013, 20:23
მოკლედ, ოპერაცია "ზეთისხილიდან" გავიდა ერთი თვე. მიწა ფხვიერია, წყალს ვუსხამ, სითბოშია.
დღეს, ამწუთას, თითის მივქექე მიწა და წავაწყდი ფესვებს, სიხარულით ლამის ვიკივლე biggrin.gif
მგონი "გლადიატორი" ამოდის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კიდე თვენახევარი და უნდა ამოიწვეროს, იმედია არაფერი მოუვა love.gif

Posted by: MITIATO 15 Dec 2013, 20:59
Unico
QUOTE
ოპერაცია "ზეთისხილიდან" გავიდა ერთი თვე. მიწა ფხვიერია, წყალს ვუსხამ, სითბოშია.დღეს, ამწუთას, თითის მივქექე მიწა და წავაწყდი ფესვებს, სიხარულით ლამის ვიკივლე

up.gif

bis.gif


ჩემმა ოპერაციამ "მანგო" კრახი განიცადა.
ახლა კივი უნდა დავთესო. givi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Dec 2013, 23:49
Unico
QUOTE
მოკლედ, ოპერაცია "ზეთისხილიდან" გავიდა ერთი თვე. მიწა ფხვიერია, წყალს ვუსხამ, სითბოშია.
დღეს, ამწუთას, თითის მივქექე მიწა და წავაწყდი ფესვებს, სიხარულით ლამის ვიკივლე
მგონი "გლადიატორი" ამოდის    კიდე თვენახევარი და უნდა ამოიწვეროს, იმედია არაფერი მოუვა


გილოცავ, მერე იმედია ისე გადაჭარბებული გრძნობები არ გექნება როგორიც მე მაკავშირებს ჩემს ანასთან mo.gif მოზომე ცოტა თავიდანვე

MITIATO
QUOTE

ჩემმა ოპერაციამ "მანგო" კრახი განიცადა.

sad.gif

QUOTE
ახლა კივი უნდა დავთესო. 

lol.gif sad.gif

Posted by: Unico 15 Dec 2013, 23:59
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
იმედია ისე გადაჭარბებული გრძნობები არ გექნება როგორიც მე მაკავშირებს ჩემს ანასთან

არ ვიცი შენ რა გაკავშირებს ანასთან, მაგრამ აი ჩემს შემთხვევაში დაგვიანებულია biggrin.gif

ძალიან მიყვარს გლადიატორი, სახელიც შევარქვი უკვე biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Dec 2013, 00:22
Unico
QUOTE
ძალიან მიყვარს გლადიატორი, სახელიც შევარქვი უკვე 

გინდა თქვა ანანასისთვის მე ცუდი სახელი შევარჩიე? spy.gif user.gif

Posted by: Unico 16 Dec 2013, 00:28
M-A-S-E-R-A-T-I
არა, მე მინდა ვთქვა რომ არ ვიცი იმდენად ძლიერად თუ გიყვარს შენ ანა, როგორც მე გლადიატორი biggrin.gif

Posted by: MITIATO 17 Dec 2013, 21:24
M-A-S-E-R-A-T-I
არც კი გაბედო ჩემი კივის დაცინვა! aba.gif
ჯერ არ დამითესია, მაგრამ მაინც.
biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Dec 2013, 00:21
MITIATO
QUOTE
არც კი გაბედო ჩემი კივის დაცინვა! 
ჯერ არ დამითესია, მაგრამ მაინც.

biggrin.gif არა რას ამბობ, უბრალოდ როგორც მე ვიცი საკმაოდ რთული პროცესია თან კივი მთლად ტროპიკული ხილიც არაა უფრო სუბტროპიკულია და ნერგებსაც ნახავ თბილისში გაზაფხულზე (წლების წინ დიღომში მინახავს ყოფილი ცხოველების ბაზართან) მე ისევ მანგოს ცდას გირჩევდი, ანანასზე მე3-4 ცდით გავახარე პირველად თუ არაფერი გამოგივიდა ხელი არ უნდა ჩაიქნიო smile.gif

Posted by: lebidor 18 Dec 2013, 10:28
პაპაია არსად არ იყიდება საქართველოში? ეგ მინდა რაა ან ვინმეს არ გაქვთ გასაყიდი?

Posted by: john le care 24 Dec 2013, 08:24
lebidor
QUOTE
პაპაია არსად არ იყიდება საქართველოში? ეგ მინდა რაა ან ვინმეს არ გაქვთ გასაყიდი?

პაპაიას ნერგები არ ვიცი მარა კურკები დავთესე ასე 10 დღის წინ იუთუბის ვიდეოების მიხედვით და უკვე რამოდენიმეცალი ამოიწვერა მიწიდან. თუ კარგად რამოდენიმე კვირაში გაიზარდა შემიძლია მოგცე.

Posted by: lebidor 30 Dec 2013, 22:55
john le care
აუ მინდა რაააააა smile.gif გეხვეწები იქნებ მომცე რამოდენიმე, თუ ამოვა რაა smile.gif ვერსად ვერ ვიშოვე ეს პაპაია რაა sad.gif არადა მაგრა მინდა sad.gif

Posted by: MITIATO 30 Dec 2013, 23:44
lebidor
QUOTE
ვერსად ვერ ვიშოვე ეს პაპაია რაა

კარფურში აქვთ.
გუშინ წინ ვნახე. yes.gif

Posted by: lebidor 31 Dec 2013, 00:37
MITIATO
უიიიიიი ეგ ალბათ მოლში. აქ არ ქონდათ ქარვასლაში
sad.gif

Posted by: MITIATO 31 Dec 2013, 01:14
lebidor
ჰო, მოლში.
მარკეტ კარფურში რა აქვთ ეგ რომ ქონდეთ. biggrin.gif

Posted by: lebidor 31 Dec 2013, 11:41
MITIATO
biggrin.gif გუშინ კრევეტები მინდოდა და კუბორჩხალებზე მეუბნებოდა ესენია კრევეტებიო biggrin.gif
* * *
MITIATO
john le care
ვიყავი დღეს მოლში და სამწუხაროდ არ ქონდათ sad.gif არადა ძალიან მინდა sad.gif
john le care
თუ ერთ ორ ძირს მიწილადებთ ამოსვლის შემთხვევაში ძალიან მადლიერი დაგრჩებით smile.gif

Posted by: john le care 7 Jan 2014, 06:50
lebidor
2 ცალი იზრდება კარგად და ვნახოთ რა გამოვა ჯერ სულ 4,5 სმ იქნება თუ ასე გააგრძელა და კარგი გახდა ერთს მოგცემ

Posted by: lebidor 10 Jan 2014, 23:37
john le care
გაიხარეეsmile.gif ველოდები სულმოუთქმელად smile.gif

Posted by: tskaltsagebuli 30 Jan 2014, 03:49
QUOTE (lebidor @ 19 Nov 2013, 09:58 )
გამარჯობათ ხალხო. ავოკადო ვიყიდე იმ დღეს კარფურში მწვანე იყო და დარბილებული. ხოდა იუთუბის ვიდეოს მიხედვით ჩავდე წყალში თავის ჩხირებგაყრილი. მარა ყველგან ნაყოფი შავია ვიდეოებზე და ეს მწვანე როა უმწიფარია? ტყუილად ვიწვალე ნეტა? რამდენი ხანიჭირდება არ იცით?

ბევრი სხადასხვა ავოკადოს სახეობაა, ზოგი მწვანე ზოგი შავი ზოგი დიდი ზოგი პატარა. მწიფეა როცა ცოტა რბილია. ალბათ ამოვა 1-2 თვეში კურკიდან. მერე მიწაში გადარგე და ფანჯრის რაფაზე დადე, კურკის ნახევარი მიწის ზემოთ დატოვე. ნოტიო მიწა ქონდეს მაგრამ ძალიან სველი არა, დალპება.

ავოკადო დიდი ხეა, ოთახში და ქოთანში არ მოისხავს. გარეთ ზამთარში გაფუჭდება. თუ სათბური გაქვს, შესაძლებელია მოისხას 5-6 წელში თუ თბილად შეინახე.

* * *
QUOTE (john le care @ 24 Dec 2013, 08:24 )
lebidor
QUOTE
პაპაია არსად არ იყიდება საქართველოში? ეგ მინდა რაა ან ვინმეს არ გაქვთ გასაყიდი?

პაპაიას ნერგები არ ვიცი მარა კურკები დავთესე ასე 10 დღის წინ იუთუბის ვიდეოების მიხედვით და უკვე რამოდენიმეცალი ამოიწვერა მიწიდან. თუ კარგად რამოდენიმე კვირაში გაიზარდა შემიძლია მოგცე.

პაპაიას 100-ობით თესლი აქვს. ბევრი დათესე, ცოტა ამოვა, საუკეთესოები შეარჩიე და მოუარე. მზე უყვარს და სითბო. გარეთ მოკვდება სიცივისაგან. სწრაფად იზრდება და ბევრი სასუქი და წყალი უყვარს. სახლში და ქოთანში არ მოისხავს, მაგრამ ლამაზი ხეა სანამ დაეტევა ალბათ გაიზრდება მზიან ოთახში.
* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 7 Dec 2013, 16:59 )
leon1977
QUOTE
ვანილის ხე შეიძლება გავახაროთ ?

ვერა, ასეთი უბალოდ ბუნებაში არ არსებობს

არსებობს რათქმაუნდა
დაგუგლე
* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 6 Nov 2013, 14:17 )
beberi_kaci
QUOTE
ჰე ჰე, მე მაქვს ეგ მცენარე , ეხლა გარეთა მყავს და პრობლემა მექნება სახლში როგორ გამოვაზამთრო, დიდი გაიზარდა უკვე, არადა გაისად უნდა მოისხას პირველი ნაყოფი.

ეგეთები ბევრჯერ მინახავს ბათუმში მთელი წელი გარეთ უდგათ და არაფერი მოსდით მაგრამ ნაყოფი არასდროს შემხვედრია არსად
* * *
http://radikal.ru/fp/1ac859a4a6474a469c548595a881bdc7

Dragon fruit ძალიან გემრიელია ნაყოფი
ავილად ისხავს თუ მოვლილია
სითბო უყვარს, სიცივეში არ მოისხავს ან საერთოდ გაფუჭდება
კაკტუსია მაგრამ ბევრი წყალი უყვარს
სახლში ქოთანში შეიძლება ალბათ გაზრდა მზიან ოთახში და ნაყოფის მიღება
მაგრამ ვის უნდა დიდი ელკებიანი მცენარე სახლში
სათბურში შესაზლოა ნაყოფის მიღება ალბათ

Posted by: lebidor 30 Jan 2014, 10:13
tskaltsagebuli
მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif ხოო ავოკადო ჩადებული მაქვს წყალში, აი პაპაია ვერ ვიშოვე, არადა მინდა,, თან გურიაში გაიხარებსო ამბობენ, ავოკადოც იქ უნდა წავიღო, რავი ყინვები არ იცის, მგონი უნდა გადარჩეს და გამოისხას smile.gif

Posted by: tskaltsagebuli 31 Jan 2014, 01:51
QUOTE (lebidor @ 30 Jan 2014, 10:13 )
tskaltsagebuli
მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif ხოო ავოკადო ჩადებული მაქვს წყალში, აი პაპაია ვერ ვიშოვე, არადა მინდა,, თან გურიაში გაიხარებსო ამბობენ, ავოკადოც იქ უნდა წავიღო, რავი ყინვები არ იცის, მგონი უნდა გადარჩეს და გამოისხას smile.gif

სამწუხაროდ, ტროპიკული ხე გაფუჭდება 10 გრადუსის ქვემოთ, პლიუს-მინუს. ყინვამდე ვერც მიაღწევს. თუ გადარჩა, მაშინ დასტრესილი იქნება და ალბათ არც მოისხავს. თუ პატარა სათბურის საშუალება გაქვთ, მაშინ რეალურია ტროპიკული ხილის მოყვანა; ხეები შეიძლება გაისხვლას ისე რომ 2-3 მეტრზე მეტი არ გაიზარდოს. ოგონდ პაპაია არა, პაპაია ერთი ძელივით იზრდება სიმაღლეში.

დასავლეთ საქართველოში სადაც ციტრუსი გამოყავთ შეიძლება რამის გახარება. ფეიხოა მაგალითად, იქ ახარებენ. ფეიხოა არის გუავას ნათესავი.
გარდა ამისა არსებობს ბევრი საინტერესო ციტრუსი და იმედი მაქვა საქართველოს ციტრუსის ინდუსტრია მიაქცევს ყურადღებას მანდარინის და ფორთოხლის და ლიმონის გარდა სხვა ციტრუსს.
მაგალითად პუმელო (pumelo) ძალიან გემრიელი.
* * *
QUOTE (GRIZLY07 @ 6 Nov 2013, 14:34 )
ხილი, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც პლანეტაზე ყველაზე დიდი რაოდენობითაა ანტიკარცეროგენული შემადგენლობა.

ყველაზე ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ტროპიკულ ხილ გუანაბანას აქვს. ხილი ხე გრავიოლას ნაყოფია, რომელსაც ასევე უწოდებენ ”არაჟნის ვაშლს”. ამ ხილის წვენს შეუძლია კიბოს უჯრდები მოკლას. ნაყოფი გემრიელია და არ აქვს ის ნეგატიური შედეგები, რაც ქიმიოთერაპიას.

ქვეყნებში, სადაც ეს ხილი იზრდება, ირწმუნებიან, რომ გუანაბანა ყველა ფორმის კიბოს კურნავს. ხილის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. 1970 წელს ჩატარდა 20 კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ გუანაბანას ექსტაქტი ანადგურებს 12 ტიპის კიბოს ავთვისებიან უჯრედებს - მათ შორის შველის მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეებს.

გუანაბანა დაბალი მცენარეა და მას მსხვილი ნაყოფი აქვს. ეს ტროპიკული ხილი ნედლი უნდა მივირთვათ. მას ასევე იყენებენ კოქტეილებსა და ტკბილეულის მოსამზადებლად.

კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების გარდა, ხილს ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს. ის აწესრიგებს წნევას. ასევე, გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი და ანტიბიოტიკი.

ეს არის: https://www.google.com/search?q=soursop&source=lnms&tbm=isch&sa=X
საქართველში მხოლოდ სათბურში შეიძლება გახარება ალბათ.
დიდი ხე კი იზრდება მაგრამ გაისხვლება.

* * *
QUOTE (toni1441 @ 24 Oct 2013, 16:56 )
1.Guava pink and white
2.Rambutan
3.Lychee
4.carambola, Star fruit
5.Mangosteen
6.mango
7.avokado
8.papaya
9.pomelo
10.macadamia nut
11.pawpaw
12.Mamey sapote
13.Myristica fragrans- Nutmeg
14.Barbados Nut-Jatropha curcas
15.Yumberry/Red Bayberry (Myrica rubra)
16. Jackfruit

ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია საქართველოში სად იყიდება მსგავსი ტროპიკული ხილი ან სად შეიძლება ტროპიკული ხილის ნერგების ყიდვა ან თესლი მაინც რომ იშოვებოდეს smile.gif))

მინდა რომ კარგი სიახლე ვთქვა, მაგრამ არ შემიძლია. იმპორტი ალბათ.
აქედან შეიძლება #15 გაიხაროს; დასავლეთში #9 და #11 ალბათ.
სხვები მხოლოდ სათბურში გაიხარებს.
რაც გამისინჯავს, კველა ძალიან გემრიელი ამ სიაში.
თუ რამბუტანი გაინტერესებთ, აბა პულასანიც ნახეთ, ამბობენ უკეთესი ნათესავიაო.
თუ ლიჩი გაინტერესებთ, ლონგანიც ნახეთ
თუ გუავა, მაშინ ფეიხოა ხომ მოჰყავთ დასავლეთში და ახლოა მასთან
ასევე რეკომენაციას ვუწევ: ჩირიმოია, როლინია, კაიმიტო, ჯაბოტიკაბა -- ნერწყვები მადგება
* * *
QUOTE (@Giorgi@ @ 11 Jul 2012, 13:41 )
[QUOTE=MITIATO,21 May 2012, 23:05 ] ესენი რეებია იყიდება აქ ? ან როგორი გემო აქვს ? spy.gif

ლიჩი არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებული ხილი. აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, თბილ კუნძულებზე. ოგონდ საქართველოში არაფერი იციან. გემრიელი.

* * *
აბა თქვენ ყველას ეს საიტი მოგეწონებათ: http://www.tropicalfruitnursery.com/

ტროპიკული ხილის სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/fruitproducts_ab.htm
მანგოს სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/mango/index.shtml
ავოკადოს სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/avocado-viewer/index.htm
პიტაიას სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/dragon/index.htm
ლიჩის სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/dragon/index.htm
საპოდიას სახეობები: http://www.tropicalfruitnursery.com/sapodilla/index.htm

მანგოს სახეობები რომელიც ქოთანში მოისხავს, სახლისთვის: http://www.tropicalfruitnursery.com/mango/condo.shtml

Posted by: lebidor 31 Jan 2014, 14:27
QUOTE
სამწუხაროდ, ტროპიკული ხე გაფუჭდება 10 გრადუსის ქვემოთ, პლიუს-მინუს.  ყინვამდე ვერც მიაღწევს.  თუ გადარჩა, მაშინ დასტრესილი იქნება და ალბათ არც მოისხავს.  თუ პატარა სათბურის საშუალება გაქვთ, მაშინ რეალურია ტროპიკული ხილის მოყვანა; ხეები შეიძლება გაისხვლას ისე რომ 2-3 მეტრზე მეტი არ გაიზარდოს.  ოგონდ პაპაია არა, პაპაია ერთი ძელივით იზრდება სიმაღლეში.

რა გითხრათ აბა, ფორუმზე ვნახე რომ პაპაია და ავოკადო გაიხარებს დასავლეთშიო, სხვატა შორის ქობულეთში ხარობს რაღაც ხილია, კარაქის ხეს ეძახიან, სამწუხაროდ ვერ დავადგინე რომელია, რვიანის ფორმის ნაყოფი აქვსო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 31 Jan 2014, 14:29
lebidor
QUOTE
რა გითხრათ აბა, ფორუმზე ვნახე რომ პაპაია და ავოკადო გაიხარებს დასავლეთშიო, სხვატა შორის ქობულეთში ხარობს რაღაც ხილია, კარაქის ხეს ეძახიან, სამწუხაროდ ვერ დავადგინე რომელია, რვიანის ფორმის ნაყოფი აქვსო

ავოკადო კი პაპაია არამგონია

Posted by: ilikeit 13 Apr 2014, 00:54
შვილივით ვუვლიდი ავოკადოს ეს 2-3 თვე და ალბათ ერთ კვირაში გადავრგავ მიწაში :დ


რჩევები დაიდოს


Posted by: CENTURIONI 13 Apr 2014, 07:19
რა მაინტერესებ.მცოდნეებს მინდა რომმ გკითხოთ. ტროპიკული ხილის მყნობა თუ შეილძლება იდეაში? ადგილობრივ სიცივის გამძლე ხეზე რო დაემყნოს გამოვა რამე თუ ნამეტანი ფანტაზიის ნაყოფია?

Posted by: lebidor 28 May 2014, 21:16
ავოკადოს თესლიდან ამოვიყვანე ნერგი, გურიაში ვაპირებ გადატანას ნოემბრის ბოლოს, როგორ ჯობია, შევფუთო ზამთარში? მზიან ადგილად დავრგა, და დაახლოებით რამდენ ხანში მომცემს ნაყოფს?

Posted by: dzaocom 28 May 2014, 21:50
QUOTE
შვილივით ვუვლიდი ავოკადოს ეს 2-3 თვე და ალბათ ერთ კვირაში გადავრგავ მიწაში :დ რჩევები დაიდოს

არ გადარგო!!! ავოკადო ისედაც ვერ იტანს სიცივეს, +10 ცელსიუსზეც ზიანდება, ამიტომ ღია ადგილზე გადარგვა არ შეიძლება. ყველაზე იდეალურია პატარა ღრმა ქოთანში გადარგვა სადაც კარგად იგრძნობს თავს. მე უკვე 4 ავოკადო გავახარე და ქოთანში მაქვს.
* * *
QUOTE
რა მაინტერესებ.მცოდნეებს მინდა რომმ გკითხოთ. ტროპიკული ხილის მყნობა თუ შეილძლება იდეაში? ადგილობრივ სიცივის გამძლე ხეზე რო დაემყნოს გამოვა რამე თუ ნამეტანი ფანტაზიის ნაყოფია?

facepalm.gif არა
* * *
QUOTE
ავოკადოს თესლიდან ამოვიყვანე ნერგი, გურიაში ვაპირებ გადატანას ნოემბრის ბოლოს, როგორ ჯობია, შევფუთო ზამთარში? მზიან ადგილად დავრგა, და დაახლოებით რამდენ ხანში მომცემს ნაყოფს?

1). მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევაში გადარგე მიწაში იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +10 ცელსიუზზე დაბლა არ ჩადის. თან ნერგიც დიდი უნდა იყოს. 2). საერთოდ, თესლიდან გახარებული ნერგები მისი მშობლების გენებს და თვისებებს ხშირად კარგავენ და ამიტომ რეალურად ძალიან ცოტა შანსია იმის რომ ნაყოფი გამოიღოს კურკით გახარებულმა ავოკადოს ხემ.

Posted by: lebidor 28 May 2014, 22:05
QUOTE
1). მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევაში გადარგე მიწაში იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +10 ცელსიუზზე დაბლა არ ჩადის. თან ნერგიც დიდი უნდა იყოს. 2). საერთოდ, თესლიდან გახარებული ნერგები მისი მშობლების გენებს და თვისებებს ხშირად კარგავენ და ამიტომ რეალურად ძალიან ცოტა შანსია იმის რომ ნაყოფი გამოიღოს კურკით გახარებულმა ავოკადოს ხემ.

მდაა, ცუდია sad.gif არადა გურიაში სოფელ აკეთში აქვთ ავოკადო ნამდვილად ვიცი, ისხამს ენ რაოდენობით, როგორ დავიჯერო 10 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის იქ ტემპერატურა, რა ვიცი რა ვიცი, მგონი ჯობია იმ ხის ნერგი ვიჩალიჩო ისევ sad.gif

Posted by: dzaocom 28 May 2014, 22:08
QUOTE
მდაა, ცუდია  არადა გურიაში სოფელ აკეთში აქვთ ავოკადო ნამდვილად ვიცი, ისხამს ენ რაოდენობით, როგორ დავიჯერო 10 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოდის იქ ტემპერატურა, რა ვიცი რა ვიცი, მგონი ჯობია იმ ხის ნერგი ვიჩალიჩო ისევ 

თუ აქვთ და ხარობს მაშინ შენც გადარგე, ხოლო დასხმაზე რა გითხრა. უნდა დაელოდო ან მოისხამს ან არა. ისე ვისაც უდგა მანდეთ ავოკადოს ხე კურკიდან აქვთ გახარებული? ან ნერგები სად იშოვეს?

Posted by: ilikeit 28 May 2014, 23:41
dzaocom
მადლობა bis.gif

სახლში მქონდეს ხო? თუ აივანზე?


ერთი გადავრგე უკვე, ვნახოთ რას იზამს.
ორი მაქვს კიდევ და ქოთნებში გადავიტან.

Posted by: tavadze 29 May 2014, 00:14
lebidor
QUOTE
სხვატა შორის ქობულეთში ხარობს რაღაც ხილია, კარაქის ხეს ეძახიან, სამწუხაროდ ვერ დავადგინე რომელია, რვიანის ფორმის ნაყოფი აქვსო

დიდი ეჭვი მაქვს, სწორედ ეგაა ავოკადო, დასავლეთში კი შეცდომით (ალბათ, უფრო - არცოდნით) ეძახიან მაგ სახელს. მაგ კარაქის ნაყოფი რომ ვნახე და მერე ინტერნეტში ავოკადოს ფოტოები, ნაყოფი ფორმით იგივეა, გემოსი კი რა გითხრათ. არადა, ეგ კარაქის ხე დასავლეთში უპრობლემოდ ხარობს. მეც გურიაში მაქვს სოფელი, ტანაც მთიან მხარეში - ჩოხატაურში, ხევისწყალას სათავეში, ზემოხეთი. სოფლის დასახლებული ნაწილი ძირითადად 800-მეტრზეა ზღვის დონიდან, მაგრამ ჩვეულებრივად ისხამდა მეზობლის ეზოში.

Posted by: dzaocom 29 May 2014, 10:18
ilikeit
ზაფხულში აივანზე ჯობია, მზიან ადგილას. მიწა სულ ნესტიანი უნდა იყოს მაგრამ არა წყლით გაჟღენთილი. ნებისმიერ მიწას ეგუება მაგრამ შავი მიწა ჯობია. სასუქი არ სჭირდება.

Posted by: lebidor 19 Jun 2014, 08:50
ვაგრძელებ მოკლედ ისევ ამ ექსპერიმენტებს biggrin.gif ეგვიპტიდან ჩამოვიტანე ხილი Physalis ქვია, ხოდა თესლი დავტესე და ამოვიდა, ეხლა გადავრგე მიწაში, ჩითილებში მქონდა, თუ იცით რაიმე ამ მცენარეზე? ბუჩქოვანია ინტერნეტში რომ ვნახე, თითქოს გურიაშიც მახსოვს მასეთი ბალახი, ეგეთ ნაყოფს რომ ისხამდა, მარა ვინ ჭამდა მაშინ მაგას biggrin.gif არადა თურმე ბამბუკიც კი იჭმევა თან ძალიან გემრიელი ყოფილა, მოკლედ თუ ვინმემ რამე იცით ამ ხილის შესახებ იქნებ დაწეროტ რაა. როგორ ისხამს, როდის, და ა.შ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Jun 2014, 10:45
lebidor
QUOTE
გურიაშიც მახსოვს მასეთი ბალახი,

არის დასავლეთში მაგის მონათესავე მცენარე ვიზუალურად მეც მახსოვს მსგავსება მაგრამ აი რამდენად იჭმევა ეგ არ ვიცი საერთოდ ხშირად მცენარეებში მიმიკრია გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული ანუ თუ ჰგავს ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება ესეც გემრიელი და სასარგებლო იყოს rolleyes.gif

Posted by: lebidor 19 Jun 2014, 20:53
M-A-S-E-R-A-T-I
ალბათ მაგიტომაც არ ჭამს არავინ smile.gif

Posted by: CENTURIONI 5 Aug 2014, 07:52
გამარჯობა
კითხვა მაქვს .საქართველოში მზარდი ევკალიპტები რომელი სახეობას განეკუთვნება ვინმემ თუ იცის. რამდენად ყინვა გამძლეები არიან ისინი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 5 Aug 2014, 12:19
CENTURIONI
QUOTE
კითხვა მაქვს .საქართველოში მზარდი ევკალიპტები რომელი სახეობას განეკუთვნება ვინმემ თუ იცის. რამდენად ყინვა გამძლეები არიან ისინი?

თუ არ ვცდები 3 სახეობის ევკალიპტია ჩვენთან სუბტროპიკებში წარმოდგენილი (სახელები სამწუხაროდ არ ვიცი) საკმაოდ ყინვაგამძლე ჯიშებია მინახავს მაღალმთიან გურიაში, ქუთაისშიც აღმოსავლეთში თუ გინდა არ გირჩევ წვალებად

მაგრამ რა შუაში იყო ისე ეს ტროპიკული ხილის თემაში წარმოდგენა არ მაქვს givi.gif

Posted by: CENTURIONI 5 Aug 2014, 23:45
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
აღმოსავლეთში თუ გინდა არ გირჩევ წვალებად

მაინც ვცდი დღეს ვიყიდე ერთი ძირი.
QUOTE
მაგრამ რა შუაში იყო ისე ეს ტროპიკული ხილის თემაში წარმოდგენა არ მაქვს 

რამდენიმეგან დავწერე ეს კითხვა და მათ შორის აქ ასუხი რომ მიმეღო.თან ეგზოტიკურია ეს ხე შორეული ავსტრალიიდან. gigi.gif gigi.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Aug 2014, 11:46
CENTURIONI
QUOTE
მაინც ვცდი დღეს ვიყიდე ერთი ძირი.

უჭირს ამ მცენარეს ორპირ ქარში ანუ 4-5 წლის მანძილზე კარგი იქნება თუ მოფარებულ ადგილზე იქნება, კარგად იტანს ნახევარჩრდილს, ჭაობიან ადგილებს, მაგრამ აღმოსავლეთში ძლიერი ყინვებისას მიწაც იყინება და ესეც პრობლემაა, წარმატებებს გისურვებ წყალი არ მოაკლო ისე ეხლა გადარგვისთვის არაა კარგი პერიოდი კარგი იყო გაზაფხულზე გეცადა

Posted by: CENTURIONI 7 Aug 2014, 22:31
M-A-S-E-R-A-T-I
გასაგებია დიდი მადლობა. ვცდი ვნახოთ რა გამოვა. ისე რამოდენიმე დღს წინ აღმოვაჩინე ვიკიპედიაში რომ ტასმანიური ჯიშები 20 გრადუსამდე ყინვას უძლებენო. 2 თუ 3 ჯიშია ეგეთი და ამ ევკალიპტების თესლის შევნა მინდა .იმენნა მუღამი მაქვს რომ თბილისში გავახარო.

Posted by: CENTURIONI 12 Aug 2014, 01:13
დღეს გადავრგე ევკალიპტი. ვნახოთ რას იზამს.
http://en.wikipedia.org/wiki/Eucalyptus_gunnii

ევკალიპტის ესს ტსამანიური ჯიში 20 გრადუსამდე ყინვას უძლებსო და წესით ჩვენთანაც უნდა გაიხაროს.ამაზონზე იყიდება თესლები. უნდა ვცადო . gigi.gif

Posted by: tavadze 15 Aug 2014, 01:36
lebidor
QUOTE
არადა თურმე ბამბუკიც კი იჭმევა თან ძალიან გემრიელი ყოფილა,

ჩემი ნატანებელი მეზობელი ქალისგან გამიგონია, ბავშვობაში ბამბუკს ვამწნილებდით, ძალიან გემრიელი იყოო.

Posted by: The Black Widow 18 Aug 2014, 21:58
WOMAN IN LOVE
სამწუხაროა ახლა რომ ვნახე ეს პოსტი... მარაკუია (პასიფლორა) ზღვისპირეთში (აჭარა, სამეგრელო) ბევრს აქვს ეზოებში როგორც დეკორატიული მცენარე, რადგან საკმაოდ უცნაური და ლამაზი ყვავილები აქვს... მაგრამ მისი უძვირფასესი ნაყოფი საქართველოში არ მოდის ერთი უბრალო მიზეზის გამო, ისევე როგორც კივი, ეს მცენარეც არის დედალი და მამალი და მისი დარგვისას საჭიროა დავიხმაროთ მცოდნე აგრონომი. სხვაგვარად ის ერთმანეთს ვერ დამტვერავს და ნაყოფს ვერ მოგვცემს...

nanka_iuristka
QUOTE
სითბო ჭირდებათ და ქართულ კლიმატს ვერ აიტანენ....

მარაკუია ხარობს ჩვეულებრივ... smile.gif

beberi_kaci
QUOTE
პაპაია დაახლოებით 200 დავთესე და თითქმის სუყველა აღმოცენდა მაგრამ მერე  ზედმეტი ნესტისგან დაიღუპნენ გადარჩა სულ 10-15 ძირი ეხლა ღია გრუნტში მინდა გადავრგო, თურმე თაკარა მზე უყვართ, ველოდები მაისის ბოლოს.

დიდი ზომის ქოთნები რომ იყიდება შეგიძლია იმაში ჩარგო და სახლში საყვარლობა პალმა გექნება... მთლად კომშისოდენა პაპაიებს ვერ მოისხავს, მაგრამ მაინც. smile.gif
* * *
MITIATO
QUOTE
ჩემმა ოპერაციამ "მანგო" კრახი განიცადა.

მეც რამდენიმე მცდელობა მქონდა მეხარებინა... კურკებს ვტენიდი ქოთნებში, მაგრამ გავბანძდი... biggrin.gif

tskaltsagebuli
QUOTE
ჯაბოტიკაბა

ჟაბუტიკაბა გასინჯული გაქვს? ბრაზილიელებისთვის ეს პატარა შავი ბურთულები ხილის მეფეა... smile.gif

Posted by: lebidor 3 Sep 2014, 10:49
გამარჯობათ ადრე ვწერდი ე.წ. კარაქის ხეზე რომელიც აჭარაში იზრდება მუშმალას მსგავსი კურკები აქვს. ხომ ვერ მეტყვით რა მცენარეა ? http://postimg.org/image/5t6pyhrfx/ http://postimg.org/image/5t6pyhrfx/

Posted by: ilikeit 3 Sep 2014, 12:12
QUOTE
კარაქის ხე

biggrin.gif

რამდენიმე დღის წინ გავსინჯე, ბანანის გემო აქვს.

Posted by: lebidor 3 Sep 2014, 13:04
სახელი არ იცი? smile.gif მაგ ხის? smile.gif მაინტერესებს smile.gif

Posted by: ilikeit 3 Sep 2014, 13:12
lebidor
მეც კარაქის ხედ "გამაცნეს"

Posted by: tskaltsagebuli 8 Sep 2014, 21:19
ეგ სურათი და აღწერა პაუპაუს გავს: http://en.wikipedia.org/wiki/Asimina_triloba

ბანანის გემოს წააგავს, მაგრამ ანონას ოჯახშია და არა ბანანის. ანონას ოჯახის წარმომადგენლები ძალიან გემრიელებია, თუმცა პაუპაუ პირველ რანგზე არ არის ანონებს შორის.

პრინციპში პაუპაუ დასავლეთ საქართველოში კი გაიხარებს, სხვა ანონები - არა მგონია. საქართველოში როგორ მოხვდებოდა ეგ მცენარე საინტერესოა თუ ვინმემ იცით.

მე კარაქის ხილი ავოკადო მეგონა. ავოკადო გინახიათ დასავლეთ საქართველოში ?

Posted by: lebidor 9 Sep 2014, 22:48
ჩემს ნათესავს აქვს აკეთში, მე არ მინახია მარა მაგრად ისხმასო smile.gif პაუპაუა აშკარად ეგ ხე smile.gif

Posted by: tskaltsagebuli 17 Sep 2014, 23:06
QUOTE (The Black Widow @ 18 Aug 2014, 21:58 )
QUOTE
ჯაბოტიკაბა

ჟაბუტიკაბა გასინჯული გაქვს? ბრაზილიელებისთვის ეს პატარა შავი ბურთულები ხილის მეფეა... smile.gif

კი, ჯაბოტიკაბა/ჟაბუტიკაბა გემრიალია, მუსკატს წააგავს გემოთი თუმცა სულ სხვა რამეა. ბრაზილიელები გიჟდებიან ამ ხილზე. ისეც ჭამენ და ჯემებს და ღვინოს და ათას რამეს აკეთებენ. ქართული სახელები არ ვიცი, ბოდიშს გიხდით.

თვითონ ხე ძალიან ლამაზია. ყვავილები და ხილი ძველ ტოტებზე გამოაქვს და ადა ახალ შტოებზე.

https://www.google.com/search?q=jaboticaba&tbm=isch

Posted by: nia4u 17 Sep 2014, 23:26
QUOTE
ჟაბუტიკაბა

"ყვითელი კოდალას ორდენიდან" მახსოვს... smile.gif
ბავშვობა... sad.gif

Posted by: The Black Widow 18 Sep 2014, 21:03
tskaltsagebuli
QUOTE
ქართული სახელები არ ვიცი, ბოდიშს გიხდით.

მგონი ქართული სახელი არც ექნება მაგას. ეგ ხომ მარტო ბრაზილიაში მოდის? მგონი სხვაგან არც იზრდება... ეჰ, მხოლოდ მაგის დასაგემოვნებლად როგორ წავიდე ბრაზილიაში? smile.gif არა უშავს, სუზანა ვიეირა რომ მიმიწვევს ფინჯან ჩაიზე მაშინ დავაგემოვნებ ჟაბუტიკაბასაც. smile.gif
nia4u
QUOTE
"ყვითელი კოდალას ორდენიდან" მახსოვს...

ეგ წიგნი შენც გაქვს? რამდენჯერ მაგ წიგნით ჩახუტებულს დამიძინია... smile.gif


Posted by: tskaltsagebuli 19 Sep 2014, 01:08
The Black Widow, მთლად ეგეთი გემრიელიც არ არის რომ ბრაზილიაში წასვლად ღირდეს, მაგრამ თუ ბრაზილიაში წასვლას ისედაც დააპირებთ მაშინ მოსავლის რდოს წადით და არ ინანებთ. Sabara რეგიონში მოდის განთქმულად, მაგრამ ყველგან იქნება მაღაზიებში თვითონ ხილი.

ბრაზილიაში ბევრი ტროპიკული ხილია, ზოგი ჟაბუ-ზე უფრო გემრიელი ჩემი გემოვნებით, მაგალითად ჩირიმოია. ისე, კარგი კარალიოკი ან ატამი ან ლეღვი საქართველოში მირჩევნია ჟაბუტიკაბასაც, ჩირიმოიასაც, მანგოსაც, პაპაიასაც.

Posted by: CENTURIONI 19 Sep 2014, 08:32
სახლში მაქვს ციტრუსოვნები ქოთანში 3 ძირი. ეღტ ძირს Fოთლებზე რაღაც წებოვანი მასა გაუჩნდა რამოდენიმე ფოთოლზე ეჭვი მაქვს რომ რაღაც დაავადება და რამეს ხომ არ მირჩევდით რა ვქნა ან ვის მივმართო?

Posted by: The Black Widow 20 Sep 2014, 17:59
tskaltsagebuli
QUOTE
მთლად ეგეთი გემრიელიც არ არის რომ ბრაზილიაში წასვლად ღირდეს

აბა რამ გადარია ეს ტუტრუცანა ბრაზილიელები? biggrin.gif
QUOTE
ისე, კარგი კარალიოკი ან ატამი ან ლეღვი საქართველოში მირჩევნია ჟაბუტიკაბასაც, ჩირიმოიასაც, მანგოსაც, პაპაიასაც.

ისე ამერიკის კონტინენტზე მდებარე მცენარეებიდან მხოლოდ ერთადერთი მიმაჩნია იმდენად ძვირფასად, რომ მთელი ამერიკა არაფრად რომ არ ღირდეს ამ მცენარის გამო ღირს მისი არსებობა. smile.gif ეს არის კაკაო.
QUOTE
ჩირიმოია

ნაყოფი ძალიან წააგავს გრავიოლას (გუანაბანა, სოუსაპი, არაჟნის ვაშლი და ა.შ. რომელი სახელი ჰქვია ქართულად არ ვიცი), გემოთიც ხომ არ წააგავს?

Posted by: tskaltsagebuli 24 Sep 2014, 21:22
QUOTE (The Black Widow @ 20 Sep 2014, 17:59 )
QUOTE
ჩირიმოია

ნაყოფი ძალიან წააგავს გრავიოლას (გუანაბანა, სოუსაპი, არაჟნის ვაშლი და ა.შ. რომელი სახელი ჰქვია ქართულად არ ვიცი), გემოთიც ხომ არ წააგავს?

გემოთი კი წააგავს მაგრამ გუანაბანაზე გაცილებით ტკბილია და ერთი თავით უკეთესია ჩირიმოია, თუმცა ყველას თავისი გემოვნება აქვს. მსოფლიოს ყველანაირი ხილით რომ იყოს მაგიდა სავსე მე პირველი ჩირიმოიას დავწვდებოდი :-)

ხილის შეკვეთა შეიძლება ინტერნეტსში აქედან http://cherimoya.com/

Posted by: The Black Widow 25 Sep 2014, 11:02
tskaltsagebuli
QUOTE
მსოფლიოს ყველანაირი ხილით რომ იყოს მაგიდა სავსე მე პირველი ჩირიმოიას დავწვდებოდი

მე მასეთი დამოკიდებულება მაქვს მარაკუიასთან... მცენარე ვიყიდე რამდენიმე ძირი ვაგზალზე და ახლა ველოდები იმ ზომამდე გაიზარდოს, იქნებ ნაყოფითაც მასიამოვნოს... biggrin.gif იმედია სულ მამლები ან სულ დედლები არ იქნება. biggrin.gif

Posted by: CENTURIONI 26 Sep 2014, 11:21
QUOTE
მე მასეთი დამოკიდებულება მაქვს მარაკუიასთან... მცენარე ვიყიდე რამდენიმე ძირი ვაგზალზე და ახლა ველოდები იმ ზომამდე გაიზარდოს, იქნებ ნაყოფითაც მასიამოვნოს...  იმედია სულ მამლები ან სულ დედლები არ იქნება.

ჩვენთან მარაკუია იზრდება?

Posted by: CENTURIONI 26 Sep 2014, 11:21
QUOTE
მე მასეთი დამოკიდებულება მაქვს მარაკუიასთან... მცენარე ვიყიდე რამდენიმე ძირი ვაგზალზე და ახლა ველოდები იმ ზომამდე გაიზარდოს, იქნებ ნაყოფითაც მასიამოვნოს...  იმედია სულ მამლები ან სულ დედლები არ იქნება.

ჩვენთან მარაკუია იზრდება?

Posted by: The Black Widow 26 Sep 2014, 12:59
CENTURIONI
QUOTE
ჩვენთან მარაკუია იზრდება?

მარაკუია ნაყოფია. მცენარეს პასიფლორა ჰქვია. დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრს უდგას ეზოების და აივნების გასაფორმებლად, როგორც დეკორატიული მცენარე. ის წელიწადში ორჯერ ძალიან ლამაზად ყვავის... მაგრამ ვისაც უდგას თითქმის 99%-მა არც კი იცის ეს რა მცენარეა... როგორც კივი ეს მცენარე არის დედალი და მამალი. ჩვენში რომ ნაყოფი მოგვცეს მგონი საერთოდ ხელოვნურად უნდა დამტვერო...

Posted by: CENTURIONI 29 Sep 2014, 14:00
The Black Widow
გასგაებია მადლობა. მარტო დასავლეთში ხარობს თუ აღმოსავლეთშიცაა გახარების შანსი?

Posted by: The Black Widow 29 Sep 2014, 16:51
CENTURIONI
QUOTE
მარტო დასავლეთში ხარობს თუ აღმოსავლეთშიცაა გახარების შანსი?

წესით აღმოსავლეთშიც უნდა იხაროს... უბრალოდ მოვლა დასჭირდება, ველურად გაშვება და მიგდება არ არგებს. smile.gif

Posted by: CENTURIONI 22 Oct 2014, 08:01
ჩერიმოიები მაქვს რამოდენიმე ცალი პატარები არიან დაახლოებით 10 სმ თითო და ერთ ქოტანში იყვნენ და გადავრგე 2 სხვა ქოთანში რაღაც ფოთლების გაყვითლება დაეწყოთ და ვინმემ თუ იცის რისი ბრალია შეიძლება იყოს?

Posted by: The Black Widow 24 Oct 2014, 20:58
CENTURIONI
QUOTE
ფოთლების გაყვითლება დაეწყოთ და ვინმემ თუ იცის რისი ბრალია შეიძლება იყოს?

არა თუ ყინვას, სიცივესაც კი ვერ იტანს. ასე რომ ეცადე არ შესცივდეთ თორემ გახმება...

Posted by: CENTURIONI 26 Oct 2014, 08:01
QUOTE
არა თუ ყინვას, სიცივესაც კი ვერ იტანს. ასე რომ ეცადე არ შესცივდეთ თორემ გახმება...


სახლში თითქოს არ ცივა. ჯერ გათბობა არ მაქვს ჩართული .ინტერნეტში რაც ვნახე დაბალ ტემპერატურაზე დიდი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთო ყინვა ჯერ არ არის და რავიცი .რამოდენიმე ფოთოლი გაუშავდან.შავი წინწკლები გაუჩდათ და ვერ გავიგე რისი ბრალია.

Posted by: Unico 1 Dec 2014, 21:53
მოკლედ, ფინიკის კურკები მიშოვა მამამ ^_^

ვაპირებ დათესვას. რამეს მირჩევთ? რაც ვნახე რუსულად, ეს ძირითადად გაზრდილს შეეხება და მე კი ვაპირებ ავღზარდო lol.gif givi.gif

Posted by: dzaocom 2 Dec 2014, 22:12
Unico
აჰა http://homeguides.sfgate.com/plant-date-palm-tree-seeds-74853.html

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Dec 2014, 00:04
Unico
QUOTE
ვაპირებ დათესვას. რამეს მირჩევთ? რაც ვნახე რუსულად, ეს ძირითადად გაზრდილს შეეხება და მე კი ვაპირებ ავღზარდო   

არაა რთული ეხლაც შეგიძლია დათესო მხოლოდ დათესვამდე ჯერ კარგად გამოაშრე და მერე ისევ 1 დღე ღამით ჩაალბე წყალში შემდეგ ჩათესე და დაელოდე ბევრი თვე biggrin.gif

Posted by: The Black Widow 3 Dec 2014, 14:04
ისე ფინიკის პალმა ამას წინათ ჩაქვში ვნახე, ოღონდ რამე რომ ჰქონოდაა მოსხმული, ვერაფერი შევამჩნიე... ნეტა საქართველოში ნაყოფს მოგვცემს?

Posted by: Unico 3 Dec 2014, 14:46
dzaocom
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა :დდდ
ახლა ვაშრობ და თან ქოთანს ვარჩევ შესაფერისს.

იმედი მაქვს ამოვა, 4–5 ცალია და აქედან ერთი მაინც ხო გაიხარებს. ჯანდაბას ნაყოფს ნუ მომცემს, პალმა მქონდეს,ესეც დამაკმაყოფილებს biggrin.gif
მერე ვიმღერებ ჩუნგა ჩანგას biggrin.gif თუთიყუში ქე მყავს biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Dec 2014, 18:11
Unico
ეცადე ისეთი ქოთანი შეარჩიო ღია ყელი რომ ჰქონდეს და შემდეგ გადარგვა არ გაგიჭირდეს _ისე კი უმჯობესია დათესვით პატარა ქილებში ჩათესო და რომ ამოვა შემდეგ გადაიტანო დიდიში_ფინიკის გადარგვა ცოტა საჩოთირო საქმეა

Posted by: trusikebisqurdi 6 Dec 2014, 02:19
QUOTE (CENTURIONI @ 22 Oct 2014, 08:01 )
ჩერიმოიები მაქვს რამოდენიმე ცალი პატარები არიან დაახლოებით 10 სმ თითო და ერთ ქოტანში იყვნენ და გადავრგე 2 სხვა ქოთანში რაღაც ფოთლების გაყვითლება დაეწყოთ და ვინმემ თუ იცის რისი ბრალია შეიძლება იყოს?

სიცივის ან უწყლობის ალბათ spy.gif
--------

Posted by: CENTURIONI 3 Feb 2015, 12:08
3 ავოკადოს კურკა მაქვს ჩადებული წყალში უკვე 3 კვირაა და არაფერს შვრება არც ერთი და დაახლოებით რამდენი უნდა ველოდო კიდე ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Feb 2015, 15:06
CENTURIONI
QUOTE
3 ავოკადოს კურკა მაქვს ჩადებული წყალში უკვე 3 კვირაა და არაფერს შვრება არც ერთი და დაახლოებით რამდენი უნდა ველოდო კიდე ?

კიდევ 3 დააცადე თუ არ ამოვიდა ალბათ დალპა ისე ეხლა გაგიჭირდება წყალი თუ საჭირო ტემპერატუსი არ იქნება შეიძლება არც გაღვივდეს

Posted by: CENTURIONI 3 Feb 2015, 16:34
QUOTE
კიდევ 3 დააცადე თუ არ ამოვიდა ალბათ დალპა ისე ეხლა გაგიჭირდება წყალი თუ საჭირო ტემპერატუსი არ იქნება შეიძლება არც გაღვივდეს


გასაგებია ვცდი მადლობა
სულ სითბოშია ეს პერიოდი წყალი მუდამ ოთახის ტემპერატურისაა და ვნახოტ რას იზამს.

Posted by: dzaocom 8 Feb 2015, 00:25
CENTURIONI
მიწაში გადაიტანე და დაიწყებს გაღვივებას

Posted by: DJ_PUNK 13 Feb 2015, 01:31
მოგესალმებით ყველას,

მოკლედ ვცადე ანანასის გახარება. YOUთUBE ზე ვნახე ვიდეო ანუ ჯერ უნდა თავი მოაჭრა შემდეგ წყალში ჩადო და ფესვები რო გამოუვა უნდა ჩარგო ქოთანში. წყალში რო ჩავდე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ფესვები არ გამოსვლია და დალპა. რაც შეეხება ქოქოსის გახარება ჯერ არ მიცდია ანუ როგორც იძახიან თბილ წყლიან ვედროში უნდა იყოს ჯერ 3 დღე შემდეგ თბილ წყლიან პარკში 2 თვე და მერე შეიძლება გადარგვა მიწაში.

ვინმეს ხო არ გაქვთ გახარებული რაიმე ან ქოქოსის პალმა ან ანანასი ან რაიმე ეგეთი ხე?

https://www.youtube.com/watch?v=BYh1LSXaSuY

https://www.youtube.com/watch?v=S5Fm-khzvoo


Posted by: manase92 13 Feb 2015, 10:54
მოგესალმებითთ

ბალზამინი ხომარაგყავთ ვინმეეს <3
1 ტოტს თუ მაჩუქებდიით :/ <3 smile.gif smile.gif user.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Feb 2015, 18:06
manase92
მგონი ეგ თესლით მრავლდება და არა ტოტით

Posted by: manase92 16 Feb 2015, 10:29
M-A-S-E-R-A-T-I

არა არა ტოტით მრავლდება , აფესვიანებეენ წყალში და მერე მიწაში ჩარგავენ

Posted by: MITIATO 16 Feb 2015, 20:15
QUOTE
მგონი ეგ თესლით მრავლდება და არა ტოტით

ძალიან მარტივად მრავლდება ტოტით. yes.gif

QUOTE
ბალზამინი

უკადრისა ქვია ქართულად. user.gif

Posted by: manase92 17 Feb 2015, 10:46
ხოდა უკადრისა თუ გაქვთ 1 ტოტი მმაჩუქეეთ რაა smile.gif)))))) biggrin.gif biggrin.gifMITIATO
MITIATO

Posted by: tavadze 17 Feb 2015, 20:48
manase92
QUOTE
ბალზამინი ხომარაგყავთ ვინმეეს <3
1 ტოტს თუ მაჩუქებდიით :/

თუ არ ვცდები, კულინარიაში წერდა ერთი, დავთესე და ამოვიდაო. ვკითხავ აბა და მოგწერ პასუხს.

Posted by: manase92 18 Feb 2015, 09:36
tavadze

მადლობაა აბა გელოდები <3

Posted by: MITIATO 18 Feb 2015, 19:06
manase92
QUOTE
ხოდა უკადრისა თუ გაქვთ 1 ტოტი მმაჩუქეეთ რაა

აღარ მაქვს და არც აღარასდროს მექნება, როგორც ოთახის მცენარე.



Posted by: manase92 19 Feb 2015, 09:19

აააა გასააგებიაა ,კარრრგი biggrin.gif smile.gif

Posted by: ilikeit 12 Jun 2015, 14:23
ავოკადოს ვიყიდი გადარგულს ან ცოტა ხნის წინ განაყოფიერებულს თუ ვინმეს გაქვთ
ან სად ვიყიდო ხომ არ იცით

Posted by: Harrison Stafford 18 Feb 2016, 17:21
ვინმემ მასწავლეთ როგორ დავრგო მანგო
საერთოდ აზრზე არ ვარ და მინდა ძალიან რო გავახარო

Posted by: sofo1967 19 Feb 2016, 19:32
პაპაია არ ისხვლება.თუ ჯუჯის თესლს იყიდით კიდევ კარგი თორემ მაგის სიმაღლე არის 3 მეტრი და უკვე მაღლა.თანაც დედალ-მამალი თუ არ არის <როგორც კივი)))ისე არც მოისხავს რომ გაზარდით კიდეც

Posted by: Laegel 9 Jun 2016, 19:42
მე გავახარე მანგო რამოდენიმე თვის წინ. ხოშიანად აიყარა ტანი.
მთავარია ახლა როგორ გადაიზამთრებს.

Posted by: narmonana 12 Mar 2017, 10:23
დავაიით,ავოკადოს დათესვა მასწავლეეთ................სამი ცალი თესლი მაქვს

Posted by: MITIATO 12 Mar 2017, 11:42
narmonana

ჩემს პოსტს დავაკოპირებ:

QUOTE
ექსპერიმენტებს მივყავი ხელი და ერთი კურკა პირდაპირ პატარა ჭურჭელში ჩავდე, ისე, რომ შუამდე წყალში იდო, მეორე_მიწაში ჩავარჭვე ასევე, "წელამდე"
მთავარი არის, რომ თავზე რაღაც გამჭვირვალე ჭურჭელი გადაამხო. ნესტიანი გარემოს შესაქმენლად.
ორივე კურკამ მშვენივრად გაიხარა. პირდაპირ მიწაში ამოსული უფრო ძლიერიც კი არის.

ჰო, წყალში ჩადებული, ფესვის გამოღების მერე, მიწაში უნდა გადაიტანო.


წარმატებები. smile.gif

Posted by: narmonana 12 Mar 2017, 11:56
MITIATO
მე წყალშI ჩავდე სამივე,ჩხირებით და ამბებით.გადავიტანო მიწაში?სულ ნამიანი და სველი მექნება მიწა

Posted by: MITIATO 14 Mar 2017, 16:30
narmonana
QUOTE
მე წყალშI ჩავდე სამივე,ჩხირებით და ამბებით.


რავი, მე დამეზარა მაგდენი წვალება.
მიწაში ჩათესილიც მშვენივრად ამოდის.

ოღონდ რაში უნდა გამოვიყენო ახლა ეს ავოკადოები, აღარ ვიცი. givi.gif

Posted by: narmonana 14 Mar 2017, 16:34
MITIATO
QUOTE
ოღონდ რაში უნდა გამოვიყენო ახლა ეს ავოკადოები, აღარ ვიცი. 

biggrin.gif biggrin.gif მეც ეგრე ვარ

კაი გემო მაინც აქ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Mar 2017, 00:30
MITIATO
QUOTE
ოღონდ რაში უნდა გამოვიყენო ახლა ეს ავოკადოები, აღარ ვიცი. 

კითხვა რომელმაც გადამაფიქრებინა ამ მცენარის გამოყვანა თესლიდან, ანანასს ფოთოლი მაინც ჰქონდა ლამაზი და ყვავილსაც არაუშავდა boli.gif

Posted by: banzai74 15 Mar 2017, 11:29
narmonana
არ მოისხავს ეგ ავოკადო, პროსტო მუღამის პონტში გექნება.
მე 6 ძირი მაქვს )smile.gif

Posted by: narmonana 15 Mar 2017, 11:51
banzai74
რეტოო არ მოისხაააამს...

Posted by: banzai74 15 Mar 2017, 12:59
narmonana
დამყნობის გარეშე ვერ მოისხავს, და ჩვენთან დასამყნობ მასალას ცოტა რთულად იშოვი, გამიგია სუფსაში გაუშენებია ვირაცა კაცს და მოსავალსაც ელოდებოდა.
ავოკადო ადვილი გასახარებელია, ძლივს გავახარე მარაკუაsmile.gif

Posted by: narmonana 15 Mar 2017, 13:54
banzai74
ვაგზალზე ყიდიდა ქალი კურკებს და ისე ნაყოფს,დასავლეთში უდგას ხალხს,მაგრამ ჰოო,ჩალიჩი უნდა.ჯერ გაიზარდონ და ვნახოთ,მერეეეე

Posted by: MITIATO 15 Mar 2017, 16:42
narmonana
QUOTE
კაი გემო მაინც აქ?

უმ კარტოფილს უკეთესი გემო აქვს. yes.gif

ჩემი და კი მიძახდა, რა ჯანდაბად გინდა რომ თესავო. biggrin.gif

Posted by: narmonana 15 Mar 2017, 16:47
MITIATO
გუაკამოლეს მაინც ჩავზილავ biggrin.gif

Posted by: banzai74 15 Mar 2017, 17:13
narmonana
გუაკამოლე მაგარი რამეა და ისედაც სალათებსაც უხდება, მე მაგრად მომწონს და სხვისი არ ვიციsmile.gif

Posted by: Universe 10 Apr 2017, 20:00
banzai74
კურკიდან ამოყრილი ერთმანეთზე არ დაიმყნობა?

Posted by: AnimeR 20 Apr 2017, 15:39
გამარჯობა. guava მინდა საჭმელად და სად ვიყიდო ვერ მეტყვით?
მადლობა.

Posted by: presbiteri 20 Apr 2017, 18:24
შარშან გაზაფხულზე ჭიქებში დავთესე ავოკადოს თესლები, ამოვიდა და მაგრად ვუვლი. ვრწყავ, სასუქს არ ვაკლებ. და ძალიან კარგად არიან. სახლში მაქვს. ზამთარში ჩვენთან ძალიან ცივა და გარეთ მაგათ გატანის შანსი არაა. ჰოდა შეძლებენ სახლში იცოცხლონ? დიდი ქოთნები რომ ვუყიდოთქო.

მაგრამ ერთი ჩეპე მომივიდა. ავოკადოს გარდა ცხენისწაბლები დავთესე და გადატანა-გადმოტანაში ერთმანეთში ამერია. ეხლა ვეღარ ვხვდები რომლები ავოკადოა და რომლები-ცხენისწაბლები biggrin.gif
* * *
QUOTE (narmonana @ 12 Mar 2017, 10:23 )
დავაიით,ავოკადოს დათესვა მასწავლეეთ................სამი ცალი თესლი მაქვს

ეუჰ, ეხლა გადავხედე. მთელი წინა გვერდი ავოკადოზე გილაპარაკიათ.

დიდი არაფერი არ უნდა. პივის ბაკალში შავი მიწა. და მუდმივი რწყვა. როგორც კი ცოტა შეშრებოდა, მაშინვე ვრწყავდი. ცოტა გვიან ამოდის. მარტში დათესილი ივნისის შუა რიცხვებში ამოვიდა. მაგრამ ზატო უცებ გაიზარდა. იმხელა ფოთლები აქვს, რომ რავი. წყალში ვამატებდი თხევად ჰუმატს. უფრო ზუსტად "ჯეოჰუმატს". და დღემდე ვიყენებ რწყვისას. მაგრად ეხმარება.

Posted by: erihaa 19 May 2017, 22:45
გამარჯობათ, კივთან.მიმართებაში მოხმარება მჭირდება და იქნებ ვინმეს აქვს გამოცდილება, 4 ძირი ნამყენი კივი მაქვს, ოზურგეთიდან ჩამოვიტანე, მამალი გაგიჟდა ისე გაიხარა , დაჟე ყვავილები აქვს ბლომად, და ეს დედლები ვერ ყოჩაღობენ, 2 ძირი ასე თუ ისე ავიყვანე ძლივს ტარაველზე მარა ვერ აქვთ ისეთი ზდა როგორც მამალს, მესამე დედალი რასაც ქვია სულს ღაფავს, გაყვითლებულია სხვეფთან შედარებით, არა და რო დავრგე ყველაზე კარგად თითქოს ეგ ხარობდა sad.gif წყლის ნაკლებობა არ აქვთ, რამე სასუქის მიცემას ხომარ მირჩევთ?

Posted by: levvani 20 May 2017, 01:16
მანგოს გახარება მოჟნა საქართველოში? და თუ კი როგორ?

Posted by: enemja1 30 May 2017, 22:43
ავოკადო გავახარე ,მაგრამ ეხლა ფოთლები უხმება. 60 სმ -ია სიმაღლეში, როგორ გადავარჩინო?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 May 2017, 23:58
enemja1
QUOTE
ავოკადო გავახარე ,მაგრამ ეხლა ფოთლები უხმება. 60 სმ -ია სიმაღლეში, როგორ გადავარჩინო?

ფოტო დადე, სავარაუდოდ დაავადებული იქნება წებოვანი ბუგრებით

Posted by: narmonana 1 Jun 2017, 18:54
QUOTE (narmonana @ 12 Mar 2017, 10:23 )
დავაიით,ავოკადოს დათესვა მასწავლეეთ................სამი ცალი თესლი მაქვს

http://radikal.ru


კარგად გაიხარეს,მესამე კვერცხსაც აქვს ფესვი,ჯერ არ უნდა ამოსვლა უბრლაოდ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jun 2017, 20:58
narmonana
QUOTE
კარგად გაიხარეს,მესამე კვერცხსაც აქვს ფესვი,ჯერ არ უნდა ამოსვლა უბრლაოდ

რაის კვერცხი? biggrin.gif როგორ დამაკლდი თვალში სუკულენტებში ბიჭოოო weep.gif

Posted by: narmonana 1 Jun 2017, 21:12
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
რაის კვერცხი? 

რავი,კვერცხებს ვეძახი biggrin.gif
QUOTE
როგორ დამაკლდი თვალში სუკულენტებში ბიჭოოო

აბაა,როგორ გამაგდოოო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jun 2017, 21:34
narmonana
QUOTE
რავი,კვერცხებს ვეძახი

ჩემმა ანანასმა მაოისხა მაინც და ეგ რად გინდა თუ საკუტარი ორანჟერე არ გაქვს რათქმაუნდა biggrin.gif

QUOTE
აბაა,როგორ გამაგდოოო

ბებერი ქალების სხოდნიაკია mo.gif

Posted by: narmonana 14 Jun 2017, 14:39
M-A-S-E-R-A-T-I
რა უნდა ხო არ იცი,ფოთლებზე შავი ლაქები აქვს.
http://radikal.ru



QUOTE
ეგ რად გინდა თუ საკუტარი ორანჟერე არ გაქვს რათქმაუნდა

პფფ,იდგეს სახლში,სიმაღლეში მაინც გაიზრდება,დედაჩEმის გაქუცულ გვიმრას კი ჯობს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jun 2017, 18:58
narmonana
QUOTE
რა უნდა ხო არ იცი,ფოთლებზე შავი ლაქები აქვს.

თუ მზეს არ დაუწავს მავნებლებზე დაათვალიერე გამადიდებლით, რაც თუ არსებობს ყველაფერი ემართებათ ამიტომ დროულად უმკურნალე აღმოჩენის შემთხვევაში ხო ასევე მშრალ ჰავაზეც ემართებათო ეგეთები ან ნაკლებ განათებაზე

Posted by: Universe 14 Jun 2017, 19:36
QUOTE (narmonana @ 1 Jun 2017, 18:54 )
QUOTE (narmonana @ 12 Mar 2017, 10:23 )
დავაიით,ავოკადოს დათესვა მასწავლეეთ................სამი ცალი თესლი მაქვს

http://radikal.ru


კარგად გაიხარეს,მესამე კვერცხსაც აქვს ფესვი,ჯერ არ უნდა ამოსვლა უბრლაოდ

მთლიანი ნაყოფი ჩარგე?
მეგონა მარტო კურკა ირგვებოდა. მიწყვია ჯერ... ვერ დავრგე. სულ გამოშრა და იხარებს ვითომ?

Posted by: narmonana 14 Jun 2017, 19:43
M-A-S-E-R-A-T-I
არა.მავნებლები არ ყავს,მზეც არ ხვდება ისე რომ რამე უქნას.სამი დღე მორწყვა დამავიწყდა და შეიძლება მაგის ბრალია,ან დიდი ალბათობით მიწა მაქვს შესაცვლელი,გადავიტან ამ დღეებში,ისედაც გადასატანია.
Universe
QUOTE
მთლიანი ნაყოფი ჩარგე?

სადაა დასარგავი ავოკადოები biggrin.gif

არა,კურკებია მარტო,პროსტა კანი გასძვრათ.

Posted by: narmonana 19 Aug 2017, 18:17
user posted image

ჩემი ხეჩუნიი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Aug 2017, 17:37
narmonana
QUOTE
ჩემი ხეჩუნიი

ვა ყოჩაღ შენ რამხელა გაზრდილა ეცადე აგრილებამდე გადარგო (მთვარი ფაზებსაც აქვს მნიშვნელობა რო იცოდე) ფესვი რომ გაღვივდეს

Posted by: The Black Widow 25 Aug 2017, 11:24
კარამბოლას რამდენიმე თესლი მაქვს. იხარებს ვითომ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Aug 2017, 11:41
The Black Widow
QUOTE
კარამბოლას რამდენიმე თესლი მაქვს. იხარებს ვითომ?

ძალიან მარტივია მეტიც ნაყოფსაც მოგცემს გარკვეული დროის შემდეგ ელემენტარული პირობები სჭირდება კარგი მიწა დროული მორწყვა

Posted by: The Black Widow 25 Aug 2017, 17:32
ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ეგზოტიკურ ხილთან დაკავშირებით გამოცდილება მემატება... smile.gif კარამბოლა და გრენადილა (პასიფლორების წარმომადგენელი) გავსინჯე. კარამბოლასგან უფრო მეტს ველოდი. smile.gif როგორც ახასითებენ იმდენად გემრიელი ვერ გამოდგა. გეგონება ბანანის ქერქს ვჭამდი ისეთი გემო ჰქონდა. smile.gif აი გრენადილა კი... მართლა ძალიან გემრიელი და არომატული აღმოჩნდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Sep 2017, 01:10
The Black Widow
QUOTE
გრენადილა

ბათუმში მინახავს ნაყოფები (სხვათაშორის ქუჩაში) კილო 31 ლარი რომ ღირს კარფურში აქ კი აზრადაც არავის მოსდის რომ იჭმევა და ძალიან გემრიელიცაა biggrin.gif

Posted by: The Black Widow 7 Sep 2017, 22:23
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
კილო 31 ლარი რომ ღირს კარფურში

სადაა ეგ ბედნიერება 31 ლარად რომ იყოს? 46.50 ღირდა მე რომ ვიყიდე... ბათუმის კარფურში.
QUOTE
ბათუმში მინახავს ნაყოფები (სხვათაშორის ქუჩაში)

გადმოცემით ვიცი რომ ბათუმში როგორც დეკორატიული მცენარე ბევრს უდგას გრენადილა და მარაკუია. რამდენი ვათვალიერე და ვერსად ვერ შევამჩნიე... smile.gif

Posted by: Universe 30 Jun 2018, 01:38
ისეთი ტროპიკული ხილი, როგორიცაა ბანანი, მოჰყავთ იაპონიაში. თესლის გაყინვის ტექნოლოგიით მიაღწიეს იმას რომ შეეგუოს იქაურ კლიმატურ პირობებს და ნაყოფიც გამოისხას.

ავოკადოს კურკა რომ გავყინო, რას ფიქრობთ, მაინც არ მოისხამს?

Posted by: sandroEVO 30 Jun 2018, 12:01
მეგობრები დურიანი ჩვენთან სადმე იყიდება? აგროჰაბში უნდა შევამოწმო, ერთი მაგათი იმედი დამრჩა

პ.ს გახარება რამდენად რეალურია? სეზონიც სჭირდება როგორც ვიცი.

Posted by: narmonana 30 Jun 2018, 14:00
sandroEVO
გამოწერა შეიძლება...გახარება რავი biggrin.gif არამგონია

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jun 2018, 15:10
sandroEVO
QUOTE
მეგობრები დურიანი ჩვენთან სადმე იყიდება? აგროჰაბში უნდა შევამოწმო, ერთი მაგათი იმედი დამრჩა

პ.ს გახარება რამდენად რეალურია? სეზონიც სჭირდება როგორც ვიცი.

გამორიცხულია ეგ სადმე გაყიდვაში ნახო დურიანი აქ გარეთ ვერ იხარებს და ქოთანში ნაყოფს ვერ მოისხამს ისე ეგ სიმყრალე რად გინდა?

Posted by: sandroEVO 1 Jul 2018, 01:18
M-A-S-E-R-A-T-I
აქ შეიძლება არ იხარებს მაგრამ შემოტანილი იყოს.

სიმყრალე გარედანაა მაგრამ შიგნიდან როგორც ამბობენ უგემრიელესიაო.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jul 2018, 08:42
sandroEVO
QUOTE
სიმყრალე გარედანაა მაგრამ შიგნიდან როგორც ამბობენ უგემრიელესიაო.

შიგნიდანაც მყრალია უბრალოდ უნდა შეეჩვიო ამ გემოს გემოვნებაზეა

Posted by: sandroEVO 1 Jul 2018, 11:46
M-A-S-E-R-A-T-I
აგროჰაბში გავივლი, აქამდე არ შემიმჩნევია, იქნებ იყოს მართლა.

Posted by: ASIMO 1 Jul 2018, 14:00
მთლიან თემას ვერ გადავიკითხავ და ვინ რა ტროპიკული ხილი გაახარეთ და როგორი მეთოდით, იქნებ დაწეროთ თქვენი გამოცდილება.



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jul 2018, 15:03
sandroEVO
QUOTE
აგროჰაბში გავივლი, აქამდე არ შემიმჩნევია, იქნებ იყოს მართლა.

დაწერე თუ გადააწყდე

ASIMO
QUOTE
მთლიან თემას ვერ გადავიკითხავ და ვინ რა ტროპიკული ხილი გაახარეთ და როგორი მეთოდით, იქნებ დაწეროთ თქვენი გამოცდილებ

https://forum.ge/?f=72&showtopic=34496815&hl

Posted by: eldiablo 1 Jul 2018, 15:11
sandroEVO
არარის არც აგროჰაბში ტყუილად არიწვალო..

Posted by: ASIMO 1 Jul 2018, 21:44
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა...

Posted by: datvina 14 Jul 2018, 21:25
მე თბილისში ეზოში დავთესე შარშანწინ გაზაფხულზე ავოკადოს სამი კურკა და ოქტომბრისთვის სამივე დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლის იყო, მაგრამ როგორც კი ტემპერატურა დაეცა ავოკადოებიც გახმა
სავარაუდოდ სახლის პირობებში შეიძლება, მაგრამ მაღალი იზრდება.

Posted by: Universe 15 Jul 2018, 12:34
datvina
რა დასანანია. ზამთარში არ შეფუთე?
მეც ორი ქოთანში ჩავრგე, თავზე არაფერი დამიფარებია ტენიანობის შესაქმნელად, მხოლო მიწას ვაქცევ ყურადღებას რომ არ გამოშრეს. ასე თუ გაიხარებს, მშრალ ჰავას შეეჩვევა მგონია (ჯერ მარტო ბალახი ამოიწვერა).
ერთიც საყინულეში მოვათავსე, სანამ ეზოში ჩავრგავ, ვითომ ყინვაგამძლეობისთვის smile.gif)) ველი, რა გამოვა.

Posted by: The Black Widow 15 Jul 2018, 22:45
ზაფხულში გრენადილა ვახარე თესლიდან, მაგრამ როგორც კი სიცივეები დაიწყო არ მოეწონა და გახმა. გაზაფხულზე კიდევ ჩავთესე ქოთანში მაგრამ ძალიან ნელა იზრდება... დაახლოებით 5 სანტიმეტრი თუ გაიზრდება მთელი წლის განმავლობაში... იმედია ისევ არ გამიხმება. smile.gif
* * *
sandroEVO
QUOTE
მეგობრები დურიანი ჩვენთან სადმე იყიდება?

საზიზღრობაა!!! ცხვრის გუდის ყველი გიყვარს? წარმოიდგინე მაგის გემო და სიმყრალე რომ 10-15-ჯერ გაამძაფრო და დაჭყლეტილი ნიორი რომ დაამატო, ბოლოს ეს ყველაფერი რომ დაატკბო. დაახლოებით მსგავსი გემო აქვს.

Posted by: sandroEVO 15 Jul 2018, 23:51
The Black Widow
QUOTE
საზიზღრობაა!!! ცხვრის გუდის ყველი გიყვარს? წარმოიდგინე მაგის გემო და სიმყრალე რომ 10-15-ჯერ გაამძაფრო და დაჭყლეტილი ნიორი რომ დაამატო, ბოლოს ეს ყველაფერი რომ დაატკბო. დაახლოებით მსგავსი გემო აქვს.


მმმმმ, უფრო მომინდა, იმედია სადმე ევროპაში გადავაწყდები


პ.ს აგროჰაბისკენ ხომ ვერ მოვხვდი, რომ შემემოწმებინა, იქნებ შემოიტანეს

Posted by: The Black Widow 22 Jul 2018, 21:34
კითხვა მაქვს მცოდნე ადამიანებთან. smile.gif კივანო ანუ აფრიკულ კიტრად წოდებული მცენარე საქართველოში იხარებს ნეტა? თესლი მაქვს უამრავი. კიტრის თესლს წააგავს მაგრამ კიტრის თესლის ნახევარია ზომით...
კიდევ კარამბოლას თესლი მაქვს სულ 2 ცალი. თან მინდა ჩავთესო მიწაში და თან გული მეთანაღრება იმის შიშით რომ არ ამოვა. smile.gif


sandroEVO
QUOTE
მმმმმ, უფრო მომინდა, იმედია სადმე ევროპაში გადავაწყდები

ზოგადად მე ყველი, მით უმეტეს გუდის, სასტიკად არ მიყვარს. smile.gif ალბათ ამიტომაა ამ ხილის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება. smile.gif ისე ევროპაში დურიანის არსებობას რაც შეეხება, შესაძლოა ესპანეთში, პორტუგალიას ან საბერძნეთში იყოს... სხვაგან არა მგონია. უფრო აზიაშია გავრცელებული...

Posted by: Universe 1 Aug 2018, 10:49
ყინვაგამოვლილი
user posted image
drug.gif

დანარჩენი ჩვეულებრივ დასკდა, ყლორტი ამოაქვთ, ეს კი ასე დაიბუშტა.

წყალი უნდა ეცვალოს?

Posted by: narmonana 1 Aug 2018, 11:15
Universe
გადააგდე.არ უნდა წყალიი.მე მიწაში მქონდა და ამოვიდა...................

Posted by: Universe 1 Aug 2018, 11:25
narmonana
მიწაში ჩარგული ჩემთანაც ამოდის, ყოველ შემთხვევაში, მასეთი პირი უჩანთ.
ეს ერთია რომ გავყინე და წყალში ჩავდე, თვალსაჩინოდ რომ მქონდეს, ფესვს თუ გაიტანს.
მაგრამ მგონი მართლა გადასაგდებია.

Posted by: narmonana 1 Aug 2018, 11:26
Universe
რატო გაყინე biggrin.gif ..................

გაყინული როგორ გამოიტანს ფესვს.გაშავებულია,არგამოიტანს ეგ ფესვს

Posted by: Universe 1 Aug 2018, 11:43
narmonana
ბანანზე ვუყურე ფილმს, გაყინვის მეთოდით როგორ გამოიყვანეს არატროპიკულ კლიმატს შეგუებული. ხოდა ვცადე, სახლის პირობებში, ტემპერატურის და წესების დაუცველად.
მეჭეჭების გამოსვლას არ ველოდი. მაინც მენანება გადაგდება... 2 კვირა დავაცდი. facepalm.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Aug 2018, 17:27
Universe
QUOTE
ბანანზე ვუყურე ფილმს, გაყინვის მეთოდით როგორ გამოიყვანეს არატროპიკულ კლიმატს შეგუებული. ხოდა ვცადე, სახლის პირობებში, ტემპერატურის და წესების დაუცველად.
მეჭეჭების გამოსვლას არ ველოდი. მაინც მენანება გადაგდება... 2 კვირა დავაცდი.

აზრი არ აქვს ამის შენახვას ეგ უკვე მკვდარია როგორც narmonana შეგიძლია პირდაპირ მიწაში დააფესვიანო ოღონდ ნაყოფს ვერასდროს მოისხამს შესაბამისად აზრიც ჩემთვის გაუგებარია

Posted by: narmonana 1 Aug 2018, 17:32
M-A-S-E-R-A-T-I
თუ დაამყნობ მსხმოიარე ხის ტოტს,რატომააც არ დაისხამს

Posted by: Universe 1 Aug 2018, 19:49
M-A-S-E-R-A-T-I
დავმარხავ, რაღას გავაწყობ.

მიწაში დაფესვიანდნენ, კი. წეღან ამოვთხარე, შევამოწმე facepalm.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



narmonana
რამდენი გყავს?

ყვავილს ისედაც, როგორც წესი, 10 წლის მერე იკეთებსო, დაახლოებით ( ზოგი ჯიშის გამოკლებით), და ისიც ჰერმაფროდიტია: დღის ერთ მონაკვეთში გახსნისას მდედრი, მეორეში მამრი, ან პირიქით.
ხოდა, როცა პირიქითაც და პირაქეთაც გყავს, დამტვერვის შანსი იზრდება ალალბედზეც.

მოცდად ნამდვილად ღირს.

Posted by: levvani 2 Aug 2018, 14:17
ავოკადოს ზედა რამოდენიმე ფოთოლი ონავ გღაივდა სიყვითლისკენ წავიდა რისი ბრალი იქნება?

Posted by: lebidor 5 Aug 2018, 19:46
დაახლოებით სამი წლის უკან გადავრგე ქოთნიდან მიწაში, დღეს ასე გამოიყურება
* * *
user posted image იმედია მოისხამს კიდეც, მაგრამ როდის არ ვიცი

Posted by: banzai74 5 Aug 2018, 21:31
lebidor
ეს ავოკადო გაქვს ღია გრუნტში?
რომელ მხარეშია და როგორ გამოიზამთრა?

Posted by: lebidor 6 Aug 2018, 10:24
გურიაში მაქვს ორი წელი შევფუთე ზამთარში, წელს ვეღარ შევფუთავ იმხელაა

Posted by: ჩხრამბურთლაძე 6 Aug 2018, 11:33
მაკადამიის თხილის გახარებაზე რას ფიქრობთ?

Posted by: max-14 11 Aug 2018, 19:35
QUOTE
მაკადამიის თხილის

ეს რომელი მცენარეა?

Posted by: levvani 13 Aug 2018, 11:20
QUOTE
ავოკადოს ზედა რამოდენიმე ფოთოლი ოდნავ გაღიავდა სიყვითლისკენ წავიდა რისი ბრალი იქნება და როგორ მივხედო?

Posted by: Universe 13 Aug 2018, 11:26
levvani
აზრზე არ ვარ.
შეიძლება მორწყვა დააკელი, ან პირიქით.
ან ჰაერია გამომშრალი.
ან ტემპერატურა არ მოსწონს
მიწა აქვს ცუდი
...


ჩემს ჯერ ორი მოცუცქნული ფოთოლი აქვს.

რომ წამოიზრდება (სახლში გამოვაზამთრებინებ წელს), რადგან ფესვი ვერტიკალურად ეზრდება, მაღალ ქოთანში მოუწევს გადატანა ვფიქრობ

Posted by: The Black Widow 29 Aug 2018, 21:17
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
მაკადამიის თხილის გახარებაზე რას ფიქრობთ?

რამდენადაც ვიცი ენდემია. იყო მცდელობა, ეხარებინათ მაგრამ კრახით დასრულდა. ავსტრალიის გარდა ჯიუტად არ უნდა მაგ მცენარეს არსად როგორც ვიცი. smile.gif


Posted by: Universe 14 Sep 2018, 19:01
რას მირჩევთ, გადავრგო ავოკადო(20-30სმ სიმაღლის) ეზოში, გაუძლებს თბილისის ზამთარს დათბუნებული, თუ აჯობებს მაღალი ქოთანი შევურჩიო, ფესვის გასადგმელად, და სახლში გამოიზამთროს?

Posted by: lebidor 1 May 2019, 10:50
user posted imageuser posted image ავოკადოს ყვავილი გურიაში

Posted by: donpako007 2 May 2019, 21:55
lebidor

მშვენიერია და ლამაზი შენ გაიხარე

ხომ გავგვასინჯებ? chups.gif

Posted by: ჩხრამბურთლაძე 30 Jul 2019, 18:38
გავაცოცხლოთ ეს თემა და მეტი ტროპიკული მცენარე შევმატოთ ქვეყანას.შემდეგი ხილი იხარებს საქართველოში, დასავლეთში ზუსტი არეალი სადაც იზრდება ბანანი, პაპაია, ქოქოსის პალმები უკვე მოერგო კლიმტს, შემდეგ გამოწერას ჟარაკანდრას ხე მინდა გამოვიწერო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Jul 2019, 19:18
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
გავაცოცხლოთ ეს თემა და მეტი ტროპიკული მცენარე შევმატოთ ქვეყანას.შემდეგი ხილი იხარებს საქართველოში, დასავლეთში ზუსტი არეალი სადაც იზრდება ბანანი, პაპაია, ქოქოსის პალმები უკვე მოერგო კლიმტს, შემდეგ გამოწერას ჟარაკანდრას ხე მინდა გამოვიწერო

აბა ერთი გვანახე აკლიმატიზირებული ქოქოსის პალმა, პაპაია ძალიან კი მაინტერესებს biggrin.gif ბანანი კახეთშიც ხარობს ოღნდ დეკორატიული ნაყოფის გარეშე და " ჟარაკანდრა" რომელია? spy.gif

Posted by: ჩხრამბურთლაძე 30 Jul 2019, 21:03
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 30 Jul 2019, 18:18 )
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
გავაცოცხლოთ ეს თემა და მეტი ტროპიკული მცენარე შევმატოთ ქვეყანას.შემდეგი ხილი იხარებს საქართველოში, დასავლეთში ზუსტი არეალი სადაც იზრდება ბანანი, პაპაია, ქოქოსის პალმები უკვე მოერგო კლიმტს, შემდეგ გამოწერას ჟარაკანდრას ხე მინდა გამოვიწერო

აბა ერთი გვანახე აკლიმატიზირებული ქოქოსის პალმა, პაპაია ძალიან კი მაინტერესებს biggrin.gif ბანანი კახეთშიც ხარობს ოღნდ დეკორატიული ნაყოფის გარეშე და " ჟარაკანდრა" რომელია? spy.gif

პაპაია კახეთშიც იზრდება, კერძოთ ლაგოდეხში, 2015 პირადად დამიგემრვნებია. ქოქოსის პალმა გრიგოლეთში კერძო სახლში დავრგით აპრილის ბოლო რიცხვებში, ჯერ სურათის გადასაღები ნამდვილად არ არის, მნიშვნელოვნად გაზრდილია. ბანანს რაც შეეხება, თავისუფლად ისხამს იგივე გურიაში. ჟარაკანდრა ბუენოს აირესის მარგალიტია, ტენდერი ჩატარებას ველით თბილისის გამწვანებაში გვინდა მივიღოთ მონაწილეობა, დასკვნას გვინდა ოფიციალური რომ ეს ხე მოერგება თბილისის კლიმატს, ამის შემდეგ თუ ბიუროკრატია და ნაცნობობა არ იქნა საჭირო შეძლებ არგენტინიდან შემოვიტანოთ. user posted imageuser posted image user posted image

Posted by: tavadze 10 Sep 2019, 12:24
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
დასკვნას გვინდა ოფიციალური რომ ეს ხე მოერგება თბილისის კლიმატს,

უძლებს კი ჩვენს კლიმატს? თუმცა ბუენოს აირესში თუ ხარობს, წესით, აქაც არ უნდა გაუჭირდეს.
ლამაზი ხეა.
M-A-S-E-R-A-T-I - მანგო ხომ შეეგუა ჩვენს კლიმატს და პალმა ან პაპაია რატომაა გასაკვირი? მანგოს საქართველოში კარაქის ხეს ეძახიან, დასავლეთში მშვენივრად ისხამს ნაყოფს. ჩემს სოფელშიც კი ჰქონდა მეზობელს, რომელიც საკმაოდ მაღლაა, მთებისკენ და ზამთარიც ცივი იცის. ნუ, ბოლო წლებში - აღარ, მაგრამ იმ დროს, როცა ეგ დარგეს და გაახარეს, დიდთოვლიანი და მკაცრი ზამთარი იცოდა.

Posted by: Mr Angry 23 Sep 2019, 23:55
ჩხრამბურთლაძე

Жакаранда jacaranda ესე ქვია ხომ?

ლამაზია საკმაოდ

Posted by: max-14 4 Oct 2019, 15:14
QUOTE
ბანანი კახეთშიც ხარობს

ვნახე კახეთში,უბრალოდ ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას............

Posted by: ჩხრამბურთლაძე 13 May 2021, 12:53
QUOTE (tavadze @ 10 Sep 2019, 11:24 )
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
დასკვნას გვინდა ოფიციალური რომ ეს ხე მოერგება თბილისის კლიმატს,

უძლებს კი ჩვენს კლიმატს? თუმცა ბუენოს აირესში თუ ხარობს, წესით, აქაც არ უნდა გაუჭირდეს.
ლამაზი ხეა.

კი ნამდვილათ უძლებს, უბრალოთ რამოდენიმე წლიანი სელექციაა საჭირო და ამას დრო და თანხები უნდა. საბჭოთა კავშირს დროს ეს ხდებოდა, ოღონდ ყველგან არა, თუ დააკვირდებით, დასავლეთ საქართველოში , გაგრიდან ბათუმამდე აქტიურათ მიმდინარეობდა კუბიდან ჩამოტანილი ნერგების სელექცია და აქაურ კლიმატზე მორგება , იგივე ფეიოჰოასი ,პალმების და სხვა ტროპიკული და სუბტროპიკული ნერგის. იმის შემდგომ ახალი არაფერი დაგვირგია და შეგვიქმნია. ისიც უნდა ვახსენო, რასაც რუსეთის ევროპულ ნაწილში რგავნდნე იგივე ნერგებს რგავდნენ ჩვენთან ), და დღესაც ესეა.

ყველას ყ-ზე კიდია რა, გაშენება და გალამაზება, მარტო იმაზე ფიქრობენ რაც ადვიალთ ადაპტირდება.

Posted by: GOD-OF-FUN 2 Aug 2021, 02:25
ქოქოსი მინდა დავრგო და რა უნდა დავთესო რომ ამოვიდეს, თესლი აქვს?

Posted by: artavazi 14 Dec 2021, 14:19
QUOTE (lebidor @ 3 Sep 2014, 13:04 )
სახელი არ იცი? smile.gif მაგ ხის? smile.gif მაინტერესებს smile.gif

აზიმინა

.........................................
* * *
რა მაინტერესებს, კურკიდან ამოსული ავოკადო ნაყოფს გამოიღებს? სტატია წავიკითხე გურიაში გააშენეს პლანტაციები

Posted by: tavadze 16 Dec 2021, 21:49
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
კი ნამდვილათ უძლებს,

ამას წინათ შემხვდა ფბ-ზე, რომელიღაც სანერგეს ედო განცხადება (მგონი, კოლხურ ეზოს), ნერგებს ჰყიდდნენ, მაგრამ დიდ ყინვას ვერ უძლებს, უნდა შეფუთოთო.
QUOTE
თუ დააკვირდებით, დასავლეთ საქართველოში , გაგრიდან ბათუმამდე აქტიურათ მიმდინარეობდა კუბიდან ჩამოტანილი ნერგების სელექცია და აქაურ კლიმატზე მორგება , იგივე ფეიოჰოასი ,პალმების და სხვა ტროპიკული და სუბტროპიკული ნერგის.

კივიც ხო ამ ბოლო წლებში შემოიტანეს ზელანდიიდან.
artavazi
QUOTE
აზიმინა

იგივე კარაქის ხე, იგივე ავოკადო. სამტრედიაში ვიყიდე შარშან. იქ კარგი რამეები აქვთ.
პ.ს. ამასობაში მთლად ტროპიკულების თუ არა, უცხო მცენარეების პატარა კოლექცია კი მომიგროვდა: biggrin.gif კარაქის ხე, საპნის ხე, მარმელადის ხე, კამფეტის ხე, ძმრის ხე, მარწყვის ხე... კიდევ ვაგრძელებ მოგროვებას და იანვარში ცინარეას (ვერცხლისფერი ევკალიპტი), ხე-ტიტას (ლიდიოდენდრონი) და წითელ მუხასაც შევმატებ. იგივე ჯაკარანდაც ძალიან მინდა, კიდევ - ჰიმალაის კედარი და პილპილის ხე.

Posted by: artavazi 16 Dec 2021, 23:45
QUOTE (tavadze @ 16 Dec 2021, 21:49 )
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
კი ნამდვილათ უძლებს,

ამას წინათ შემხვდა ფბ-ზე, რომელიღაც სანერგეს ედო განცხადება (მგონი, კოლხურ ეზოს), ნერგებს ჰყიდდნენ, მაგრამ დიდ ყინვას ვერ უძლებს, უნდა შეფუთოთო.
QUOTE
თუ დააკვირდებით, დასავლეთ საქართველოში , გაგრიდან ბათუმამდე აქტიურათ მიმდინარეობდა კუბიდან ჩამოტანილი ნერგების სელექცია და აქაურ კლიმატზე მორგება , იგივე ფეიოჰოასი ,პალმების და სხვა ტროპიკული და სუბტროპიკული ნერგის.

კივიც ხო ამ ბოლო წლებში შემოიტანეს ზელანდიიდან.
artavazi
QUOTE
აზიმინა

იგივე კარაქის ხე, იგივე ავოკადო. სამტრედიაში ვიყიდე შარშან. იქ კარგი რამეები აქვთ.
პ.ს. ამასობაში მთლად ტროპიკულების თუ არა, უცხო მცენარეების პატარა კოლექცია კი მომიგროვდა: biggrin.gif კარაქის ხე, საპნის ხე, მარმელადის ხე, კამფეტის ხე, ძმრის ხე, მარწყვის ხე... კიდევ ვაგრძელებ მოგროვებას და იანვარში ცინარეას (ვერცხლისფერი ევკალიპტი), ხე-ტიტას (ლიდიოდენდრონი) და წითელ მუხასაც შევმატებ. იგივე ჯაკარანდაც ძალიან მინდა, კიდევ - ჰიმალაის კედარი და პილპილის ხე.

მეც სამტრედიაში ვიყიდე აზიმინა მეორე ძირი მაჩუქეს.

ისე ავოკადო არაა ეგ

Posted by: Oion 17 Dec 2021, 04:26
GOD-OF-FUN
QUOTE
ქოქოსი მინდა დავრგო და რა უნდა დავთესო რომ ამოვიდეს, თესლი აქვს

თავად ქოქოსის კაკალია თესლი, მაგრამ ჩვენთან ვერ გაიხარებს, ეკვატორული კლიმატი უნდა

Posted by: komsi_komsa 22 Feb 2022, 11:48
https://gemrielia.ge/article/detail/2817/
რა იცით ამის შესახებ და სად შეიძლება ვიშოვო ხო ვერ მეტყვით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 23 Feb 2022, 12:21
komsi_komsa
QUOTE
რა იცით ამის შესახებ და სად შეიძლება ვიშოვო ხო ვერ მეტყვით?

შევარდნაძის გარდენიას აქვს(ჰქონდა) დაუკავშირდით

Posted by: tavadze 23 Feb 2022, 17:10
artavazi
QUOTE
ისე ავოკადო არაა ეგ

ჰო - ზუსტად წუხელ წავაწყდი თემას მაგაზე.
იქვე ეწერა, რომ ავოკადო გურიაში გაუშენებიათ სადღაც - ახალი საფიქრალი მომეცა. biggrin.gif
QUOTE
მეც სამტრედიაში ვიყიდე აზიმინა მეორე ძირი მაჩუქეს.

სამტრედიაში სად, რომელ სანერგეში? ~
მე დღესაც ვიყავი სამტრედიაში, ნაცნობ სანერგეში. ამჯერად წამოვიღე ლიდიოდენდრონი - ტიტას ხე, წითელი მუხა, ჭრელფოთოლა ტირიფი, კოწახური და ლიკვიდამბრი. პლუს - ბაზარში დავამატე იაპონური ხურმა და ვაშლი "ბარნელი" (თუ სახელი არ მეშლება) - იმედია, ნამდვილად ეგ ჯიშები იქნება და მწარე საძირე არ შემრჩება ხელთ. biggrin.gif
komsi_komsa
QUOTE
https://gemrielia.ge/article/detail/2817/
რა იცით ამის შესახებ და სად შეიძლება ვიშოვო ხო ვერ მეტყვით?

უკვე თბილისში და კახეთისკენაც ბევრს აქვს, დასავლეთში კი უპრობლემოდ იშპვი. დღესაც სამტრედიის ბაზარში ლამის ყველა მენერგეს ჰქონდა.
ცოდნით ის ვიცი, რომ საადრეოა და ტკბილია. მეც მიდგას ეზოში, მაგრამ ჯერ 2 წლისაა, ნაყოფი არ ჰქონია.

Posted by: artavazi 6 Apr 2022, 21:32
tavadze
თავისუფლების ქუჩაზე, ფეისბუქზე გვერდიც აქვთ კოლხური ეზო
* * *
იქნებ იცოდეთ ზეთისხილი როგორ გავახარო? ქილებში რომ არის დაკონსერვებული მაქედან ხომ არ ამოვა? არა ხო? ერთი ნერგი ძლივს ვნახე და 50 ლარი დამიფასეს

Posted by: tavadze 6 Apr 2022, 23:43
artavazi
QUOTE
tavadze
თავისუფლების ქუჩაზე, ფეისბუქზე გვერდიც აქვთ კოლხური ეზო

მაგ სანერგეზე ვწერ მეც და მანდ ვყიდულობ ნერგებს, ვალერი კახიანთან.
კოლხური ეზო მაგის არაა, მისი მეგობრისაა და ამის ნერგებსაც დებს. მაგ გვერდზე სულ ასე სხვების გასაყიდ ნერგებს დებენ.
პ.ს. ზეთისხილის ნერგებზე პერიოდულად მხვდება გასაყიდი პოსტები, მაგრამ მაგხელა ფასი არ მახსოვს. დაძებნე ფბ-ზე.
როცა შემხვდება, დავდებ აქ ბმულს.

Posted by: artavazi 7 Apr 2022, 00:00
QUOTE (tavadze @ 6 Apr 2022, 23:43 )
artavazi
QUOTE
tavadze
თავისუფლების ქუჩაზე, ფეისბუქზე გვერდიც აქვთ კოლხური ეზო

მაგ სანერგეზე ვწერ მეც და მანდ ვყიდულობ ნერგებს, ვალერი კახიანთან.
კოლხური ეზო მაგის არაა, მისი მეგობრისაა და ამის ნერგებსაც დებს. მაგ გვერდზე სულ ასე სხვების გასაყიდ ნერგებს დებენ.
პ.ს. ზეთისხილის ნერგებზე პერიოდულად მხვდება გასაყიდი პოსტები, მაგრამ მაგხელა ფასი არ მახსოვს. დაძებნე ფბ-ზე.
როცა შემხვდება, დავდებ აქ ბმულს.

ჯერ ფოთლები არ გამოუღია ჩემს კარაქის ხეს, იმედია გაიხარებს

Posted by: tavadze 7 Apr 2022, 23:10
artavazi
QUOTE
ჯერ ფოთლები არ გამოუღია ჩემს კარაქის ხეს, იმედია გაიხარებს

იმედია. ჩემთან უპრობლემოდ გაიხარა.
დღეს დომინოში ვნახე ზეთისხილის ნერგები - კონტეინერებით ჰქონდათ, 20 და 17 ლარად.
ოღონდ გარეთ, ეზოში რომ სანერგე აქვთ, იქ ჰქონდათ. 20-იანები დიდები იყო, 17-იანებიც კარგა მოზრდილებია.

Posted by: artavazi 8 Apr 2022, 12:28
QUOTE (tavadze @ 7 Apr 2022, 23:10 )
artavazi
QUOTE
ჯერ ფოთლები არ გამოუღია ჩემს კარაქის ხეს, იმედია გაიხარებს

იმედია. ჩემთან უპრობლემოდ გაიხარა.
დღეს დომინოში ვნახე ზეთისხილის ნერგები - კონტეინერებით ჰქონდათ, 20 და 17 ლარად.
ოღონდ გარეთ, ეზოში რომ სანერგე აქვთ, იქ ჰქონდათ. 20-იანები დიდები იყო, 17-იანებიც კარგა მოზრდილებია.

ამ აზიმინას ,(კარაქის ხე)კარგი გემო აქვს?

..........

Posted by: tavadze 8 Apr 2022, 22:57
artavazi
QUOTE
ამ აზიმინას ,(კარაქის ხე)კარგი გემო აქვს?

მე რაც გამასიჯნეს წლების წინ, როგორც კარაქის ხე, მართლა კარაქის გემო ჰქონდა - ცოტათი დაჰკრავდა...
ზუსტად რა გამასინჯეს, ეგ არ ვიცი - ხშირად მეპატრონემაც არ იცის ხილის სახელი. biggrin.gif

Posted by: artavazi 9 Apr 2022, 00:36
ეს რომ დავთესო ხომ არ ამოვა? თუ შანსი არაა? gigi.gif

Posted by: tavadze 9 Apr 2022, 22:00
artavazi
QUOTE
ეს რომ დავთესო ხომ არ ამოვა? თუ შანსი არაა?

არა, არ გაქვს შანსი.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 15 Apr 2023, 21:54
nothofagus რომელ ბოტანიკურშია ვინმემ იცის?
რელიქტური ქარ გამძლე ხეებიდან საუკეთესო არჩევანია

nothofagus antarctica
user posted image
user posted image


nothofagus alpina

user posted image

* * *
usda-ს ელექტრონული განახლებული ზონები საქართველოსი ვინმეს თუ აქვს თუ მარტო საბჭოური?

ანუ ესეთი რუქა მინდა.

https://www.plantmaps.com/index.php


როგორი ჩამორჩენილი ქვეყანა და საზოგადობა ვართ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Apr 2023, 00:03
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
როგორი ჩამორჩენილი ქვეყანა და საზოგადობა ვართ

ფაქტის მეათასედ ხაზგასმა თუ შვებას მოგგვრის კი ასეა მაგრამ სამართლიანობისთვის ვიტყვი რომ ყველა მცირე ერი ამ ჭაობშია თუ ევროკავშირის წევრი არ არი, მეცნიერება ყველგან თვლემს და ერიც მასთან ერთად
რაც შეეხება ამ მცენარეს, ტოპიკულ ხილთან რა კავშირშია?

Posted by: cercetae_cacari_3 19 Apr 2023, 03:21
ჩხრამბურთლაძე
ნოთოფაგუსი ან რაის ტროპიკულია ან რისი ხეხილია
ნოთოფაგუსის სამშობლოებს და საერთოდ სამხრეთ ნახევარსფეროს რბილი კლიმატი აქვს. უფრო ოკეანური, ნაკლებად კონტინენტური. პატაგონია მაგალითად ყაზახეთივით მშრალია მაგრამ არც ყინვა იცის იქ და არც დიდი სიცხე. ნოთოფაგუსი და სამხრეთ ანდების სახეობები გრილი კლიმატისთვისაა და არა ცივი. შოტლანდიაში კარგად ხარობს, ყაზბეგში (ისე კარგად) ვერ გაიხარებს (უმეტესობა).
* * *
თბილისი ალბათ usda 8b გამძლეობის ზონაშია. კოლხეთი - 9.

Posted by: ჩხრამბურთლაძე 19 Apr 2023, 13:15
QUOTE (cercetae_cacari_3 @ 19 Apr 2023, 02:21 )
ჩხრამბურთლაძე
ნოთოფაგუსი ან რაის ტროპიკულია ან რისი ხეხილია
ნოთოფაგუსის სამშობლოებს და საერთოდ სამხრეთ ნახევარსფეროს რბილი კლიმატი აქვს. უფრო ოკეანური, ნაკლებად კონტინენტური. პატაგონია მაგალითად ყაზახეთივით მშრალია მაგრამ არც ყინვა იცის იქ და არც დიდი სიცხე. ნოთოფაგუსი და სამხრეთ ანდების სახეობები გრილი კლიმატისთვისაა და არა ცივი. შოტლანდიაში კარგად ხარობს, ყაზბეგში (ისე კარგად) ვერ გაიხარებს (უმეტესობა).
* * *
თბილისი ალბათ usda 8b გამძლეობის ზონაშია. კოლხეთი - 9.

ეს გასაგებია, ამ თემაში მოვიკითხე თუ ვინმემ იცის სადმე არის საქართველოში..


* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 18 Apr 2023, 23:03 )
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
როგორი ჩამორჩენილი ქვეყანა და საზოგადობა ვართ

ფაქტის მეათასედ ხაზგასმა თუ შვებას მოგგვრის კი ასეა მაგრამ სამართლიანობისთვის ვიტყვი რომ ყველა მცირე ერი ამ ჭაობშია თუ ევროკავშირის წევრი არ არი, მეცნიერება ყველგან თვლემს და ერიც მასთან ერთად
რაც შეეხება ამ მცენარეს, ტოპიკულ ხილთან რა კავშირშია?

თუ ჭაობში ვართ, ჩვენ შეგვილია თვითონვე ავიღოთ ბოლოს 5 წლის ზამთრის ყინვარების მონაცემები და შევქმნათ USDA-საქართველოს რუქა, შემდგომ შეგვიძლია იმეილზე გაუგზავნოთ და დაამატებენ საქართველოს მონაცემებს.

Posted by: NIK-001 2 May 2023, 09:17
მარაკუია ( პაციფლორა ) დავრგე და გავახარე მაგრამ არ ყვავილობს რამე საშველი არის?
ასევე გავახარე ტომარილიო smile.gif რამე რეკომენდაციები?

Posted by: artavazi 2 May 2023, 18:24
QUOTE (NIK-001 @ 2 May 2023, 09:17 )
მარაკუია ( პაციფლორა ) დავრგე და გავახარე მაგრამ არ ყვავილობს რამე საშველი არის?
ასევე გავახარე ტომარილიო smile.gif რამე რეკომენდაციები?

ტამარილო მეც მაქვს ქოთანში, კი გაიზარდა მაგრამ ფოთლები დაეკუჭა, ვისგანაც ვიყიდე ვკითხე და ეზოში შეგიძლია დარგო და სასუქიც მიეციო... ზამთარში შეფუთავ

Posted by: NIK-001 3 May 2023, 21:28
artavazi
მადლობა. ჩემები ჟერ პატარაბი არიან smile.gif ცოტა რომ წამოიზრდება მომიწევს smile.gif ასევე მსმენია რომ ყარს ეს შობელძაღლი

Posted by: artavazi 3 May 2023, 22:25
QUOTE (NIK-001 @ 3 May 2023, 21:28 )
artavazi
მადლობა. ჩემები ჟერ პატარაბი არიან smile.gif ცოტა რომ წამოიზრდება მომიწევს smile.gif ასევე მსმენია რომ ყარს ეს შობელძაღლი

რავიცი ოთახში მაქვს და არანაირი სუნი არ მიგვრძვნია.... ძალიან სწრაფად იზრდება სხვათაშორის ნაყოფი მაინტერესებს მაგრამ ჯერ არ გამოუსხამს

Posted by: artavazi 10 Sep 2023, 14:11
ამ აზიმინას მართლა უმწიფარი კარალიოკის გემო აქვს თუ მე გავსინჯე უმწიფარი?

Posted by: tavadze 14 Sep 2023, 00:37
artavazi
QUOTE
ამ აზიმინას მართლა უმწიფარი კარალიოკის გემო აქვს თუ მე გავსინჯე უმწიფარი?

მე რაც გავსინჯე, კარაქივით კარგი გემო ჰქონდა. biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. ჩემი აზიმინას ნერგიც მივაყოლე სათიბს. sad.gif sad.gif მაგრამ რაღაც უჭირდა ნერგს, პრაქტიკულად, არ იზრდებოდა.
უნდა ვესტუმრო ისევ სამტრედიაში იმ ჩვენს სანერგეს. biggrin.gif

Posted by: Meinkampf 16 Sep 2023, 12:32
გამარჯობა, აივანზე სახლის პირობებში რა შეიძლება მარტივად მოსავლელი რო. ჩავდო ქოთანში ? ფეიხოა ვცადე და გამიხმა ვერ გავახარე sad.gif

Posted by: artavazi 16 Sep 2023, 20:55
QUOTE (Meinkampf @ 16 Sep 2023, 12:32 )
გამარჯობა, აივანზე სახლის პირობებში რა შეიძლება მარტივად მოსავლელი რო. ჩავდო ქოთანში ? ფეიხოა ვცადე და გამიხმა ვერ გავახარე sad.gif

კუმკვატი
.................................

Posted by: GEORGEXIII 16 Sep 2023, 22:38
ციტროს ნერგები აქვს ნეტა ვინმეს?


Posted by: artavazi 21 Sep 2023, 20:23
QUOTE (GEORGEXIII @ 16 Sep 2023, 22:38 )
ციტროს ნერგები აქვს ნეტა ვინმეს?

https://www.facebook.com/groups/3490215694436895/permalink/4872426786215772/?app=fbl


აგერ ყიდის ვიღაც
........................

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2023, 11:53
artavazi
მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: tavadze 22 Sep 2023, 12:06
GEORGEXIII - აქეთაც ექნებათ სანერგეებს და აჭარაში არ უნდა იყოს შოვნა პრობლემა - იქ ხარობს. სამეგრელოშიც ექნებათ.

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2023, 12:55
tavadze
ხოო იქნება გავახარო ავჭალაში მინდა დავრგო

Posted by: tavadze 22 Sep 2023, 15:17
GEORGEXIII
QUOTE
tavadze
ხოო იქნება გავახარო ავჭალაში მინდა დავრგო

ოოო - წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ძნელი საქმე მგონია. აღმოსავლეთში ხომ ისედაც ძნელია და თან ტბილისის და ისიც ავჭალა - გარეუბანი, მტკვრის პირი, ბევრად მკაცრი ზამთარი იცის...
თუმცა, მინი-სათბურს თუ გაუკეთებ, გაძლებს უპრობლემოდ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)