Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ავღანეთში მყოფი ჯარისკაცის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს


Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 11:51
საქართველოს ჯარისკაცის, ავთანდილ კემულარიას მიმართვა საქართველოს პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს:


„მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს თქვენნაირი შვილები. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ღვაწლისა და ყველაფრისათვის, რას გაიღეთ საქართველოსთვის.თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ დღეგრძელობასა და წარმატებებს, პირად და საქართველოს საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ერთი რიგითი ქართველი,მაშინაც კი, თუ ჩათვლით, რომ ყველამ მიგატოვათ და გიღალატათ, რადგანმე თქვენთან არ ვიქნები რაიმე თანამდებობისადა პრივილეგიებისათვის.



თქვენ შეძელით ის, რაც ვერ შეძლო თქვენმა წინამორბედმა, ვერ შეძლო ზვიადმა (ხოლო ამ უკანასკნელმა პირიქით უარესი, გადაიმტერა კიდეც ყველა), ვერ შეძლო ნოე ჟორდანიამ, ერეკლე მეორემ, ვახტანგ მეექვსემ, სულხან-საბამ და თქვენ დაიყენეთგვერდით დასავლეთი და მთელი ცივილიზებული სამყარო. რამაც გადაარჩინა საქართველო. მიუხედავად გმირების თავგანწირვისა 2008-ში, რომ არა ეს, ქართული არმია დიდხანს ვერ შეაკავებდა ცბიერ და უთვალავ მტერს. სამწუხაროდ ამის განიავება უნდათ დღეს, მოიმდურეს და გადაიმტერეს ამათაც ყველა…



მართალია ჩვენში ყოველთვის სჭარბობდნენ შადიმანები, ფარსადანები, ედუარდ შევარდნაძეები, თენგის კიტოვანები, ჯაბაიოსელიანები, ასლან აბაშიძეები, სერგო ორჯონიკიძეები, სოსო ჯუღაშვილები, ხალხი, რომელმაც ,,გრეჩიხა’’ პრეზიდენტად აირჩია, 9 აპრილის შემდგომ გაკომუნისტებულებს პარლამენტის თავმჯდომარედ ისვავს, ხოლო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიწაში უშვებს, თქვენსმიერ აყვავებული ბათუმიდა თბილისი, რომელმაც გამჯობინათ კაცი, რომელსაც ჩვენს სახლში შემოჭრილი მტერი მართალი ჰგონია (ანუ ამბობს ლეგალურად შემოვიდნენო), კაცი, რომლის განათლებაც მეორე კლასელი გოიმის განათლებას არ აღემატება და თქვენსას ვერც შეედრება…



მაგრამ მაინც, ნუ გაიტეხთ გულს, რადგან საქართველოში ასევე ყოველთვის იყვნენ ქუჯი ერისთავი და ფარნავაზი, ცოტნე დადიანიდა დემეტრე თავდადებული, გიორგი სააკაძე და 9 ძმა ხერხეულიძე, 7 ძმა ჩოლოყაშვილი, 300 არაგველი, მერაბ კოსტავა და ასე შემდეგ. და ამიტომაც მინდა იმედი გამოვთქვა, რომ არასოდეს ჩაიქნევთ ხელს, არასოდეს დაანებებთ უკვე აშენებულის დანგრევას და მთელს თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას, დაგროვილ უამრავ ცოდნასა და გამოცდილებას კვლავ საქართველოს მოახმართ. მაშ წინ, საქართველოს ერთიანობისა და განვითარებისთვის, წინ ხომ თქვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალია.



მივმართავ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას:



ვიმედოვნებ, რომთქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის. რათა უფრო დაცული იყოს ჩვენი ქვეყანა, რაც უპირველეს ყოვლისა მხოლოდ ჩვენი ერთიანობით, ურთიერთპატივიცემითა და თანადგომით მიიღწევა და განმტკიცდება. აქვე მინდა მოვიტანო ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან - მაშინ, როცა გიორგი სააკაძემ და თეიმურაზ პირველმა გაანადგურეს ირანის მძვინვარე შაჰის, აბას პირველის არმიის ნახევარი, მაშინ როდესაც მთელ აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდნენ, ხოლო თვითონ გიორგის კი დასავლეთ საქართველოშიც კი დიდი მხარდაჭერადა გავლენა ჰქონდა, ირანს კი ქართველი ძმები უნდილაძეები, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ხოსრო-მირზა ბაგრატიონი (შემდგომში ქართლის მეფე როსტომი) განაგებდნენ, ერთიანობა რომ შეენარჩუნბინათ და ბაზალეთამდე არ მისულიყვნენ, დარწმუნებული ვარ, მაშინ საქართველო გაერთიანდებოდა და უფრო გაძლიერდებოდა და დღესაც საქართველო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი, ერთი რიგითი ჯარისკაცი, მოგიწოდებთ, რომ ითანამშრომლოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. წინ თქვენი შილების და ჩვენი ქვეყნის მომავალია.



პ.ს. აქვე დავძენ, რომ შეიარაღებული ძალების ძლიერება, მხოლოდმათი ხელფასებით, ფორმა-ჩაცმულობით, კვებით ან წვრთნებით არ მიიღწევა, მთავარი მაინც მე უფრო მათი (ჯარისკაცების) ღირსება და თავისუფლება მგონია. რისთვისაც იბრძოდა ადამიანის მოდგმაათადან და ბაბადან მოყოლებული.

პტივისცემით, ავთანდილ კემულარია“.

http://presa.ge/new/?m=society&AID=21332

ბიძინიე შედი ბიჭო ბუტკაში lol.gif

Posted by: Doktor Niemand 15 Apr 2013, 11:53
QUOTE
ავთანდილ კემულარია

ეს ვინ არის და რა შუაშია მთელი კონტიგენტი

Posted by: SPLIYVI 15 Apr 2013, 11:58
ქაბულის მთავარ მოედანზე იკრიბებიან ავრანეთის პოეტები

ხინკალა ქუდებით



კაი ინფოა

მიდი დიდგორ
დინამო სტადიონიც ჩვენთან არის



4-5 დისლოკაციის ადგილი გვჭირდება
ყველა ვერ დავეტევით რუსთაველზე

Posted by: aitola 15 Apr 2013, 11:59
კი არის ეს ღირსი ეხლა ისევ ბაჩო იყოს მინისტრი და მთვრალზე "ნაჩნოი ნალიოტებს " უწყობდეს ცოცხალ- მკვდარის გინებით................... yes.gif პ.ს. ყველას სახელით რატომ ლაპარაკობს............? spy.gif

Posted by: MyChemicalRomance 15 Apr 2013, 12:15
QUOTE
ავთანდილ კემულარია


QUOTE
"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ"



ვინ თქვენ? spy.gif
საკუთარ თავს თქვენობით მიმართავს?

Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 12:16
aitola
QUOTE
კი   არის   ეს   ღირსი   ეხლა   ისევ  ბაჩო   იყოს  მინისტრი   და  მთვრალზე   "ნაჩნოი   ნალიოტებს  "   უწყობდეს     ცოცხალ- მკვდარის   გინებით

ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ

პ.ს ამ თემას გადახედე,აქ ნათლად ჩანს ამერიკელების შეხედულებები ახალაიას მიმართ,როგორც თავდაცვის მინისტრი
http://forum.ge/?showtopic=34458885&hl=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90

Posted by: donmixo777 15 Apr 2013, 12:20
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მიღების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ



facepalm.gif


რა მოწიე ეგეთი? biggrin.gif wink.gif

Posted by: viqtorich 15 Apr 2013, 12:21
გადაირევი კაცი რა, მიშამ სასაკლაოზე გააგზავნა, ის კიდევ იქიდან მადდლობას უთვლის. არ არის ეხლა ზომბირებული ეს სირიკო. facepalm.gif

Posted by: Ordu 15 Apr 2013, 12:24
Doktor Niemand
QUOTE
ეს ვინ არის და რა შუაშია მთელი კონტიგენტი



კარდუს ფსევდონიმია lol.gif

Posted by: PREDATOR 15 Apr 2013, 12:24
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მიღების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ

user posted image

Posted by: aitola 15 Apr 2013, 12:25
DIDGORI-GEO
კი ვნახეთ მაგის გაკეთებული საქმე და ისიც თუ რა მდგომარეობაში იყო ბაზები მრეწველობაც ვნახეთ მარტო აღლუმებზე რომ ახსენდებოდათ და ყველაფერი პიარი ეგონათ.......................რაც შეეხება თავდაცვას ეგ ჩამყაყებული და განადგურებული სისტემა ახალაიამ არა სხვამ მოიყვანა წესრიგში და საერთოდ 0-დან ააწყო ისევე როგორც შსს.....................ახალაია არასდროს არ ყოფილა ღირებული კადრი სააკაშვილის კარზე და თვითონაც იცოდა ...........................ვერც ვაჟკაცობას დააბრალებ ფარჩაკი იყო ყოველთვის დაცვა რომ დაიყენა მაშინ მოვიდა დიდ გულზე და შეკრულ გაკოჭილ ტიპებთან ხდებოდა "ლომი" ..........................

Posted by: ჩოხა 15 Apr 2013, 12:25


მთავარსარდალია კაცი ბოლობოლო, რა გაგიკვირდათ თუ ჯარისკაცს უყვარს და ეამაყება smile.gif

Posted by: gimmelle 15 Apr 2013, 12:26
DIDGORI-GEO
პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან შენ დასაშვებად მიგაჩნია?

Posted by: A r c h e r 15 Apr 2013, 12:28
facepalm.giffacepalm.giffacepalm.giffacepalm.giffacepalm.gif

Posted by: -ქართველი- 15 Apr 2013, 12:31
DIDGORI-GEO
გავმაზოთ რო ეგ "ტექსტი" ნაცების ოფისშია დაწერილი?

QUOTE
ავთანდილ კემულარია

ბექა კემულარია, მეგეკითხება იცოდე givi.gif
დაურეკე აბა ბიძაშვილს და გაარკვიე ნებით დაწერა თუ იძალავეს?

Posted by: MBA 15 Apr 2013, 12:31
არადა გუშინ მიმტკიცებდა ერთი მეზობელი, ყოფილი მიშისტი ნაცი, რომ მიშიზმი განკურნებადი სენიაო...

user posted image

Posted by: ბოშეტუნმაი 15 Apr 2013, 12:33
QUOTE
მეამაყება

QUOTE
მიგულეთ

QUOTE
ერთი რიგითი ჯარისკაცი, ერთი რიგითი ქართველი

QUOTE
მივმართავ

QUOTE
ვიმედოვნებ

QUOTE
დავძენ

QUOTE
პტივისცემით, ავთანდილ კემულარია“.





QUOTE
"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ"


ვინ ჩვენ, ჯარისკაცი და დიდგორი-გეო? ააა მაშინ ხო

Posted by: Vox populi 15 Apr 2013, 12:33
მე ვფიქრობ, ახლა მიხუილას ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ. (მხარი გატეხილი აქვენ და იმიტომ biggrin.gif )

Posted by: Noname(c) 15 Apr 2013, 12:33
QUOTE
გავმაზოთ რო ეგ "ტექსტი" ნაცების ოფისშია დაწერილი?


givi.gif yes.gif
არადა სახიფათოა სამხედროების ჩარევა პოლიტიკურ ბძოლაში. გინდა მიშა იყოს პრეზიდენტი გინდა გრიშა. მაგრამ მაგასაც ხომ მიხვედრა უნდა!

Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 12:37
donmixo777
QUOTE
რა მოწიე ეგეთი?

ხო ამერიკელებთან ერთად მოვწიე,მარტო ბიძინისტები ხართ ყველაფერში მართლები lol.gif

aitola
QUOTE
კი   ვნახეთ  მაგის   გაკეთებული  საქმე  და  ისიც  თუ  რა  მდგომარეობაში   იყო  ბაზები

ინფრასტრუქტურის 95% აღდგენილის და მიყვანილი იქნა ნატოს სტანდარტების დონემდე,ეხლანდელმა მტავრობამ ის 5% გამოაჩინა სააშკარავოზე თითქოს არ აკეთებდნენ არაფერს
პიარიც არ გამოსდით ამ უბედურებს,სამხედროებს კითხე კარგად რა იყო შევარდნაძXის დროს და რა არის ეხლა
QUOTE
მრეწველობაც   ვნახეთ    მარტო  აღლუმებზე   რომ  ახსენდებოდათ  და  ყველაფერი   პიარი   ეგონათ

ამას რომ კაცი დაწერს ის სამხედრო თემისგან ძალიან შორსაა
ხო,ხო განაგრძე სამიტინგო ფრაზების სროლა lol.gif
QUOTE
რაც   შეეხება  თავდაცვას   ეგ  ჩამყაყებული  და  განადგურებული   სისტემა  ახალაიამ  არა  სხვამ  მოიყვანა წესრიგში  და  საერთოდ  0-დან  ააწყო  ისევე   როგორც   შსს.

ომის დროს უამრავი პრობლემა გამოჩნდა შეიარაღებულ ძალებში,ამერიკელებმა დადეს დასკვნები ქართველკებთან ერთად თუ რა იყო ჩვენი სუსტი წერტილები და მის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო მძიმე რეფორმების გატარება("უვარგისი" სამხედროების გაშვება ჯარიდან).ახალაიას მოსვლის მერე კი დაიწყო ყველა იმ ხვრელის აღმოფხვრა რაც ომის დროს გამოჩნდა და ამას ამბობენ სწორედ ამერიკელებიც თავიანთ დასკვნაში
"ახალაია იყო ყველაზე ძლიერი თავდაცვის მინისტრიო,ის არ ერიდება მტკინვეულ რეფორმებსო და ყველა მისი ნაბიჯი გადადგმულია შეიარაღებულ ძალებში სისუსტეების ამოსავსებად და მის გასაძლიერებლადო"
აააა,ახალაიამ პენტაგონიც და მისი ექსპერტებიც მოისყიდა არა?lol.gif
ეს არის ხო ქოცური ლოგიკა lol.gif

QUOTE
ახალაია  არასდროს  არ  ყოფილა    ღირებული  კადრი  სააკაშვილის   კარზე   და  თვითონაც  იცოდა  ...........................ვერც  ვაჟკაცობას  დააბრალებ ფარჩაკი   იყო  ყოველთვის დაცვა   რომ  დაიყენა   მაშინ     მოვიდა  დიდ  გულზე   და   შეკრულ  გაკოჭილ  ტიპებთან  ხდებოდა  "ლომი"   ..........................

ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის მის მოღვაწეობასთან თავდაცვის სამინისტროში
ამ შემთხვევაში მე ახალაიას არ ვიხილავ როგორც პოლიტიკური ფიგურა

gimmelle
QUOTE
პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან შენ დასაშვებად მიგაჩნია?

სამხედროც ჩვეულებრივი მოქალაქეა და მასაც აქვს საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების საშუალება
ეხლა გაიგე ეს? lol.gif

-ქართველი-
QUOTE
გავმაზოთ რო ეგ "ტექსტი" ნაცების ოფისშია დაწერილი?

ხო აბა რა,ევროკავშირის წერილებიც ნაცების ოფისში იწერება,ამერიკის პრეზიდენტისაც და ვაბშე ყველასი

პ.ს ამ აზროვნებას ვერ გაცდით კიდე ქოცები?
ციკლი "მიშამ ის მოისყიდა,მიშამ ეს დააშინა" lol.gif

Posted by: Gianni 15 Apr 2013, 12:38
ამის

QUOTE
DIDGORI-GEO

და ამის

QUOTE
http://presa.ge/new/?m=society&AID=21332


დანახვის მერე ნამუსიანმა ფორუმელმა ან კითხვა როგორ უნდა გააგრძელოს ან თემა სერიოზულად როგორ უნდა აღიქვას არ მესმის რა smile.gif)))))))))))


დიდგო შენ მეისპე smile.gif))))))))))))))

Posted by: Fixedd 15 Apr 2013, 12:39
ცრემლი მომადგა მოკლედ მაგარი ტექსტია : ))))))))))))))

Posted by: Vox populi 15 Apr 2013, 12:41
QUOTE (DIDGORI-GEO @ 15 Apr 2013, 12:37 )
donmixo777
QUOTE
რა მოწიე ეგეთი?

ხო ამერიკელებთან ერთად მოვწიე,მარტო ბიძინისტები ხართ ყველაფერში მართლები lol.gif

aitola
QUOTE
კი   ვნახეთ  მაგის   გაკეთებული  საქმე  და  ისიც  თუ  რა  მდგომარეობაში   იყო  ბაზები

ინფრასტრუქტურის 95% აღდგენილის და მიყვანილი იქნა ნატოს სტანდარტების დონემდე,ეხლანდელმა მტავრობამ ის 5% გამოაჩინა სააშკარავოზე თითქოს არ აკეთებდნენ არაფერს
პიარიც არ გამოსდით ამ უბედურებს,სამხედროებს კითხე კარგად რა იყო შევარდნაძXის დროს და რა არის ეხლა
QUOTE
მრეწველობაც   ვნახეთ    მარტო  აღლუმებზე   რომ  ახსენდებოდათ  და  ყველაფერი   პიარი   ეგონათ

ამას რომ კაცი დაწერს ის სამხედრო თემისგან ძალიან შორსაა
ხო,ხო განაგრძე სამიტინგო ფრაზების სროლა lol.gif
QUOTE
რაც   შეეხება  თავდაცვას   ეგ  ჩამყაყებული  და  განადგურებული   სისტემა  ახალაიამ  არა  სხვამ  მოიყვანა წესრიგში  და  საერთოდ  0-დან  ააწყო  ისევე   როგორც   შსს.

ომის დროს უამრავი პრობლემა გამოჩნდა შეიარაღებულ ძალებში,ამერიკელებმა დადეს დასკვნები ქართველკებთან ერთად თუ რა იყო ჩვენი სუსტი წერტილები და მის აღმოსაფხვრელად საჭირო იყო მძიმე რეფორმების გატარება("უვარგისი" სამხედროების გაშვება ჯარიდან).ახალაიას მოსვლის მერე კი დაიწყო ყველა იმ ხვრელის აღმოფხვრა რაც ომის დროს გამოჩნდა და ამას ამბობენ სწორედ ამერიკელებიც თავიანთ დასკვნაში
"ახალაია იყო ყველაზე ძლიერი თავდაცვის მინისტრიო,ის არ ერიდება მტკინვეულ რეფორმებსო და ყველა მისი ნაბიჯი გადადგმულია შეიარაღებულ ძალებში სისუსტეების ამოსავსებად და მის გასაძლიერებლადო"
აააა,ახალაიამ პენტაგონიც და მისი ექსპერტებიც მოისყიდა არა?lol.gif
ეს არის ხო ქოცური ლოგიკა lol.gif

QUOTE
ახალაია  არასდროს  არ  ყოფილა    ღირებული  კადრი  სააკაშვილის   კარზე   და  თვითონაც  იცოდა  ...........................ვერც  ვაჟკაცობას  დააბრალებ ფარჩაკი   იყო  ყოველთვის დაცვა   რომ  დაიყენა   მაშინ     მოვიდა  დიდ  გულზე   და   შეკრულ  გაკოჭილ  ტიპებთან  ხდებოდა  "ლომი"   ..........................

ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის მის მოღვაწეობასთან თავდაცვის სამინისტროში
ამ შემთხვევაში მე ახალაიას არ ვიხილავ როგორც პოლიტიკური ფიგურა

gimmelle
QUOTE
პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან შენ დასაშვებად მიგაჩნია?

სამხედროც ჩვეულებრივი მოქალაქეა და მასაც აქვს საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების საშუალება
ეხლა გაიგე ეს? lol.gif

-ქართველი-
QUOTE
გავმაზოთ რო ეგ "ტექსტი" ნაცების ოფისშია დაწერილი?

ხო აბა რა,ევროკავშირის წერილებიც ნაცების ოფისში იწერება,ამერიკის პრეზიდენტისაც და ვაბშე ყველასი

პ.ს ამ აზროვნებას ვერ გაცდით კიდე ქოცები?
ციკლი "მიშამ ის მოისყიდა,მიშამ ეს დააშინა" lol.gif

ეს სმაილიკი რო არ გქონდეს ( lol.gif ამას ვგულისხმობ), რა გეშველებოდა...

არ იქნება შენი საშველი.

Posted by: shavnabada92 15 Apr 2013, 12:43
QUOTE (DIDGORI-GEO @ 15 Apr 2013, 12:16 )
aitola
QUOTE
კი   არის   ეს   ღირსი   ეხლა   ისევ  ბაჩო   იყოს  მინისტრი   და  მთვრალზე   "ნაჩნოი   ნალიოტებს  "   უწყობდეს     ცოცხალ- მკვდარის   გინებით

ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ

პ.ს ამ თემას გადახედე,აქ ნათლად ჩანს ამერიკელების შეხედულებები ახალაიას მიმართ,როგორც თავდაცვის მინისტრი
http://forum.ge/?showtopic=34458885&hl=%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90

givi.gif givi.gif givi.gif givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: *kamikaze* 15 Apr 2013, 12:46
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ

დაჟე რუსების დამმარცხებელ კეზერაშვილს ჯობია ხო
lol.gif lol.gif biggrin.gif lol.gif lol.gif


Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 12:59
Gianni
QUOTE
დიდგო შენ მეისპე

შენ ჯერ ბაშარა მომიკითხეlol.gif

shavnabada92
*kamikaze*
Vox populi
ისე ბიძინისტებ ლოგიკაში ვერავინ ვერ დაგიდგებათ რა
თურმე ამერიკაზე მეტი თქვენ იცით,საღოლ,საღოლ
ლოგიკაა ქვის მხეთქავი lol.gif

Posted by: leva1990 15 Apr 2013, 13:00
QUOTE
 ავღანეთში მყოფი ჯარისკაცის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ"



ჯარში ერთი მხარდამჭერის ყოლა როგორ გაგიხარდა დიდგორ... რა დრო დაგიდგათ ნაცებს....

Posted by: Chxikvia 15 Apr 2013, 13:05
ჯარისკაცი მთავარსარდალის გვერდში რომ იდგეს ამაში არაფერია არანორმალური(რამდენად მორალურია ეს სხვა საქმეა)
არანორმალური მაშინ იქნება თუკი ეს ჯარისკაცი სააკაშვილის შემცვლელს არ დაუდგება გვერდში,
ვინც არ უნდა იყოს ეს ნათელაშვილი თუ პადოშა.

Gianni
QUOTE
ნამუსიანმა ფორუმელმა ან კითხვა როგორ უნდა გააგრძელოს ან თემა სერიოზულად როგორ უნდა აღიქვას არ მესმის რა


user.gif ისეთი უნამუსო გამოვდექი, გამორიცხული არ არის 19-ში მაგათ შევუერთდე ხო ? biggrin.gif

Posted by: Giorgi001 15 Apr 2013, 13:06
DIDGORI-GEO
ისე საინტერესოა, რომ ჩატარდეს გამოკითხვა ავღანეთში მყოფ/ნამყოფ სამხედროებს შორის და დაისვას კითხვა - "რის გამო ხართ აქ(ავღანეთში)"

1. მაღალი ხელფასის გამო
2. დემოკრატიის დასაცავად

რა შედეგი ექნება ამ გამოკითხვას?

მერე კი, ვინც იტყვის დემოკრატიის დასაცავად ვართო, იმათ უნდა ეგრევე გაუნახევრო ხელფასები(დემოკრატიას განახევრებული ხელფასითაც დაიცავენ) ხო და მერე კიდევ ერთხელ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა.



გინდა გითხრა წინასწარ რეზულტატი როგორი იქნება ამ გამოკითხვის? boli.gif




Posted by: giga_1_9_9_4 15 Apr 2013, 13:08
რომელი ქვეყნის სარდალს უდგას გვერჩი, იმის რომელმაც 2008-ში ჯარის კაცები მიატოვა და გამოიქცა?

იმის, რომელმაც ომი წააგო? (ეხლა ნაცების აზრით მოიგეს)

იმის, რომელმაც რეზერვისტები გორში ღია ცის ქვეშ მიატოვა? რომელიმე რეზერვისტი რომ დაღუპულიყო აგებდა შენი მთავარსარდალი პასუხს გადადგებოდა და ციხეში

წავიდოდა? ვაი თქვენ პატრონსfacepalm.gif

Posted by: edding345 15 Apr 2013, 13:09
DIDGORI-GEO
ვიცით შენი გახსნილი თემების უტყუარობა
ცოტა ხანში ისევ აღმოჩნდება რომ სხვა რაღაცაშია საქმე

Posted by: aitola 15 Apr 2013, 13:12
DIDGORI-GEO
ცხონებული ავლიპა სად აღარ არის ცოცხალი რა მასალა ცდები აქ.................. facepalm.gif
QUOTE
ინფრასტრუქტურის 95% აღდგენილის და მიყვანილი იქნა ნატოს სტანდარტების დონემდე,ეხლანდელმა მტავრობამ ის 5% გამოაჩინა სააშკარავოზე თითქოს არ აკეთებდნენ არაფერს
პიარიც არ გამოსდით ამ უბედურებს,სამხედროებს კითხე კარგად რა იყო შევარდნაძXის დროს და რა არის ეხლა

რა 5% -ი სენაკის ბაზა გორის და ქუთაისის 5%-ია? თუ დანარჩენი 95%-ი შემოიფარგლება ახალაიას კაბინეტის მისაღებით და ოთახებით? შევარდნაძის დროზე რატომ მელაპარაკები? ეგ საერთოდ რა შუაშია? მე შემდგომ პერიოდზე მაქვს საუბარი ..............
QUOTE
ახალაიას მოსვლის მერე კი დაიწყო ყველა იმ ხვრელის ამოვსება

კი ხვრელების ამოვსება ნაღდად ეხერხებოდა მაგასაც ზოგადად ნაცხელისუფლებას ვნახეთ უკვე ეგ ყველაფერი............
პ.ს. ერთი რა მაინტერესებს იცი თU ასე იდეალურად იყო ყველაფერი ესე როგორ გააფარჩაკა ზუსტად 1 წელიწადში იმ ჩია კაცმა ჩვენი "გრძელი" ................არ დაიწყო ოღონდ ფულები და რუსები მაგით ხალხს აყენებ შეურაცჰყოფას და თუ ვერ ხვდები მაგდენს გიხსნი აგერ.......
პ.პ.ს. არ ვარ არც ქოცი არც ნაცი არც ლეიბორისტი და ა.შ.

Posted by: Vox populi 15 Apr 2013, 13:14
QUOTE (DIDGORI-GEO @ 15 Apr 2013, 12:59 )
Gianni
QUOTE
დიდგო შენ მეისპე

შენ ჯერ ბაშარა მომიკითხეlol.gif

shavnabada92
*kamikaze*
Vox populi
ისე ბიძინისტებ ლოგიკაში ვერავინ ვერ დაგიდგებათ რა
თურმე ამერიკაზე მეტი თქვენ იცით,საღოლ,საღოლ
ლოგიკაა ქვის მხეთქავი lol.gif

დიდგორ, ლოგიკა რა შუაშია, მე განა გეკამათები?

ვცდილობ ოდენ გაგაშაყირო

Posted by: KGA 15 Apr 2013, 13:15
ვაი შენს პატრონს შე ფულის მონა შენა.

Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 13:25
aitola
არადა ყველაზე მაღალ დონეზე მოდერნიზებული სწორედ სენაკისა და გორის ბაზებია
გეტყობა სამხედრო თემისგან ძალიან შორს ხარ biggrin.gif

ბიძინას ფული და კრემლის ზურგი რომ არა მისი ფასი არის 0



Vox populi

აჰა თურმე შაყირობ.რა მაგარი შაყირი გცოდნია.შნა გბაზას კრსები გაქვს გავლილი შაყირში თუ ჯაჭვლიანის? biggrin.gif

Posted by: LaughYourAss 15 Apr 2013, 13:27
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე

უუუხ რამდენი ჯარისკაცის დედის გინება წამოვიდა ახლააა wink.gif გიყურებთ დაანიდან და ყველანი გვიყვარხართ მიშისტებო....

დედის დღვა აარ აცდებათ როგორც ვატყობ 19 აპრილს ისე არიან აცუნდრუკებულები ეს სომხები....

Posted by: იონათან 15 Apr 2013, 13:30
ავღანეთში გახსნილი 46-ე და 47-ე საარჩევნო უბნები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე:

1428 ხმა ნაციონალურ მოძრაობას,
18 ხმა ქართულ ოცნება,


ამიტომ რაღა საჭიროა ამ წერილების წერა? biggrin.gif
იყვნენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის საწინააღმდეგოდ და ითამაშონ ომობანა.
lol.gif lol.gif

Posted by: spider77 15 Apr 2013, 13:35
DIDGORI-GEO
QUOTE
პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან შენ დასაშვებად მიგაჩნია?


სამხედროც ჩვეულებრივი მოქალაქეა და მასაც აქვს საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების საშუალება
ეხლა გაიგე ეს?

საშუალება კი, აქვს, მაგრამ უფლება არა. მით უმეტეს, იქ ავღანეთში აფიქსიროს თავისი დიდაქტიკური მჭერმეტყველობები. გამომივიდა კონსტანტინე გამსახურდია.




არჩევნებამდე, "ქართუს" ამბების დროს, აქ ერთი ლეღვი დაუნი მიმტკიცებდა ჯავახიშლი პოლიტიკურ განცხადებებეს აკეთებს და ამაზე უნდა მოეკითხოსო, ბანკის (თუნდაც კერძო) დირექტორს არ აქვს ამისი უფლებავო !!!











P.S. - არაფერი არ ეშეველებათ ამათ. სამწუხაროდ, ეს უკურნებელი სენია facepalm.gif


Posted by: Vox populi 15 Apr 2013, 13:37
QUOTE (DIDGORI-GEO @ 15 Apr 2013, 13:25 )
შნა გბაზას კრსები გაქვს გავლილი შაყირში თუ ჯაჭვლიანის? biggrin.gif

რა გიწერია, ვერ გავიგე. რა ენაზედა სწერ? რა იყო, შე კაცო, რამ აგაღელვა ასე?

Posted by: erotikosi 15 Apr 2013, 13:43
გასაგდებია ჯარიდან სამხედრო პირი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს

Posted by: borjgali1964 15 Apr 2013, 13:47
QUOTE (gimmelle @ 15 Apr 2013, 12:26 )
DIDGORI-GEO
პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან შენ დასაშვებად მიგაჩნია?

როცა ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას -აქვს.
ბავშვსაც აქვს ძუძუს ჭამაზე უარის თქმის უფლება!!
====
ყველანი ავღანეთში !!!!

პ.ს.
ეს დიდგორა ხელში ატატებული უნდა ვატაროთ.
შიგადაშიგ ავადოთ ხოლმე.
facepalm.gif

Posted by: BAKURMEFE 15 Apr 2013, 13:59
ისე ჯარი პრეზიდენტის გვერდზე უნდა იყოს ,ეს ზოგადი ცნებაა. მაგრამვაი რომ თქვენ პრეზიდენტის წოდება მხოლოდ მიშაზე გელანდებათ.

ისე კი დღევნდელი სიტუაიიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე რომ მიშა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადის, ჯარისკაცი რომელიც ადამიანს უჭერს მხარს და არა ქვეყანას სამარცხვინოა.

მრცხვენია ეგეთი ჯარისკაცის !

მრცხვენია რომჩემი ქვეყნის ჯარში არიან ჯარისკაცები რომლებიც ეგრე ფიქრობენ !

უცხოეთში ამის გამოკაკმინიმუმ ტრიბუნალზე გაუშVებდნენ,იმის გამორომ ქვეყნის წინ პიროვნება დააყენა ,მაშIნ როცა ის ჯარის სახეა !

Posted by: t-90 15 Apr 2013, 13:59
ჯარისკაცი რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს არის ტინგიცა და არა ჯარისკაცი.

Posted by: *kamikaze* 15 Apr 2013, 14:06
DIDGORI-GEO
QUOTE
ისე ბიძინისტებ ლოგიკაში ვერავინ ვერ დაგიდგებათ რა
თურმე ამერიკაზე მეტი თქვენ იცით,საღოლ,საღოლ

ამერიკას დაუჯერეთ, მაგათმა იციან.
უფროსი ძმის სინდრომით ხართ დაავადებული ბიძიკოებო და აქამდე თუ უფროსი ძამიკო რუსეთი იყო ეხლა მისი შემცვლელის პოვნას ცდილობთ.
* * *
DIDGORI-GEO
დეკემბრის ბოლოს ივანისვილის მკვლელობასი მონაწილეობაზე კომპრომატი რო უნდა ჩამოგსვლოდათ რა ხდება არ ჩამოვიდა?
თუ ეგეც ცარიელი ტრიპაჩობა იყო?

Posted by: karlsoni 15 Apr 2013, 14:10
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე

up.gif
ამბობენ ქაუნთერ სთრაიკში ვერავინ უგებდა, ოღონდ თუ თავისი სპეცზაკაზით შეძენილი მანქანიდან თამაშობდა და საკუთარი ჯოისტიკი ჰქონდაო.

Posted by: GEOKING95 15 Apr 2013, 14:18
DIDGORI-GEO
და რა არის მანდ კარგი?
ჯარისკაცები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ.

Posted by: Statham 15 Apr 2013, 14:21
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მიღების მერემან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობაის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ


user posted image

Posted by: bum65 15 Apr 2013, 14:29
DIDGORI-GEO
ძმურად ერთი შენეული ვერსია დაწერე, რამდენი იქნებით 19_ში მიტინგზე

Posted by: erfiro 15 Apr 2013, 14:31
QUOTE (-ქართველი- @ 15 Apr 2013, 12:31 )
DIDGORI-GEO
გავმაზოთ რო ეგ "ტექსტი" ნაცების ოფისშია დაწერილი?

QUOTE
ავთანდილ კემულარია

ბექა კემულარია, მეგეკითხება იცოდე givi.gif
დაურეკე აბა ბიძაშვილს და გაარკვიე ნებით დაწერა თუ იძალავეს?

ეგ ტექსტი დააჭერინეთ ხელში კემულარიას და თუ უშეცდომოდ წაიკითხავს - დავიჯერებ, რომ მართლა მაგისი დაწერილია. biggrin.gif

Posted by: Giorgi001 15 Apr 2013, 15:20
DIDGORI-GEO

ისე საინტერესოა, რომ ჩატარდეს გამოკითხვა ავღანეთში მყოფ/ნამყოფ სამხედროებს შორის და დაისვას კითხვა - "რის გამო ხართ აქ(ავღანეთში)"

1. მაღალი ხელფასის გამო
2. დემოკრატიის დასაცავად

რა შედეგი ექნება ამ გამოკითხვას?

მერე კი, ვინც იტყვის დემოკრატიის დასაცავად ვართო, იმათ უნდა ეგრევე გაუნახევრო ხელფასები(დემოკრატიას განახევრებული ხელფასითაც დაიცავენ) ხო და მერე კიდევ ერთხელ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა.



გინდა გითხრა წინასწარ რეზულტატი როგორი იქნება ამ გამოკითხვის?


Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 15:44
spider77
QUOTE
საშუალება კი, აქვს, მაგრამ უფლება არა. მით უმეტეს, იქ ავღანეთში აფიქსიროს თავისი დიდაქტიკური მჭერმეტყველობები. გამომივიდა კონსტანტინე გამსახურდია.




არჩევნებამდე, "ქართუს" ამბების დროს, აქ ერთი ლეღვი დაუნი მიმტკიცებდა ჯავახიშლი პოლიტიკურ განცხადებებეს აკეთებს და ამაზე უნდა მოეკითხოსო, ბანკის (თუნდაც კერძო) დირექტორს არ აქვს ამისი უფლებავო !!!

სამხედრო მოსამსახურესა და ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს სრული უფლება არასამსახუროებრივ პერიოდში დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება,ამაში გასაოცარი და უცნაური არაფერია

Vox populi
QUOTE
რა გიწერია, ვერ გავიგე. რა ენაზედა სწერ? რა იყო, შე კაცო, რამ აგაღელვა ასე?

არა რა,შენ ხუმრობაშიც რა მაგარი ყოფილხარ lol.gif
აშკარად ჯაჭვლიანის კლასი იგრძნობა lol.gif

BAKURMEFE
QUOTE
ისე კი დღევნდელი სიტუაიიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე რომ მიშა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადის, ჯარისკაცი რომელიც ადამიანს უჭერს მხარს და არა ქვეყანას სამარცხვინოა.

მრცხვენია ეგეთი ჯარისკაცის !

მრცხვენია რომჩემი ქვეყნის ჯარში არიან ჯარისკაცები რომლებიც ეგრე ფიქრობენ !

ბიძინას შემხედვარე რომ ამას ადამიანი მიშაზე დაწერს,იმას რა უნდა ელაპარაკო?
მალე თავის პირით რომ აღიაროს ბიძოს აფხაზეთი ის არ გაგიკვირდეს და მერე გასაპრავებელი არ გაგიხდეს ეგ lol.gif

*kamikaze*
QUOTE
დეკემბრის ბოლოს ივანისვილის მკვლელობასი მონაწილეობაზე კომპრომატი რო უნდა ჩამოგსვლოდათ რა ხდება არ ჩამოვიდა?
თუ ეგეც ცარიელი ტრიპაჩობა იყო?

ამის პირობას ვინც დებდა იმას მოკითხე,მე მაშინ ჩვეულებრივად ინფორმაცია გავაჟღერე
QUOTE
ამერიკას დაუჯერეთ, მაგათმა იციან.
უფროსი ძმის სინდრომით ხართ დაავადებული ბიძიკოებო და აქამდე თუ უფროსი ძამიკო რუსეთი იყო ეხლა მისი შემცვლელის პოვნას ცდილობთ

ხო,ამერიკამ არ იცის და შენ იცი lol.gif

Posted by: attool 15 Apr 2013, 15:49
ჯერჯერობით ავღანეთს როგორც სამუშაო ადგილს ისე აღვიქვამთ დიდგორ.) არ უნდა მეთქვა მაგრამ ასეა......

Posted by: zurabishvili 15 Apr 2013, 15:50
"ხალხი, რომელმაც ,,გრეჩიხა’’ პრეზიდენტად აირჩია" - აი აქ რომ არ დავეთანხმო არ შემიძლია,


Posted by: Rustavelli 15 Apr 2013, 15:55
QUOTE (donmixo777 @ 15 Apr 2013, 12:20 )
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მიღების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ



facepalm.gif


რა მოწიე ეგეთი? biggrin.gif wink.gif

აუ რაღაცა მაგარი ბომბი იყო, სად იღება გვითხარი რა კაცურად cry.gif

Posted by: chveniani 15 Apr 2013, 16:04
QUOTE
ავღანეთში მყოფი ჯარისკაცის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ"


ჰიტლერის თავი არ მინდა - შენი თავი ჩამოიტანე თუ კაცი ხარ @ კარგი ადამიანის ფრაზა ...


საკუთარ თავებს მიხედეთ კაცო მანდ და ჯანნმრთელად იყავით - რა დროს მხარდაჭერები და მიტინგებია!!!!

Posted by: spider77 15 Apr 2013, 16:22
QUOTE
სამხედრო მოსამსახურესა და ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს სრული უფლება არასამსახუროებრივ პერიოდში დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება



Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 15 Apr 2013, 16:36
თუ ოქტომბერში გადის ატსტავკაში,გასაგებია,თუ არ გადის,მაშინ რა გულითღა უნდა დაიცვას პატარა ავღანი შავტუხა ბავშვები ოქტომბრის შემდეგ?

Posted by: *kamikaze* 15 Apr 2013, 16:38
DIDGORI-GEO
QUOTE
ამის პირობას ვინც დებდა იმას მოკითხე,მე მაშინ ჩვეულებრივად ინფორმაცია გავაჟღერე

თქვენ ნაცები ხო ერთი გუნდი ხართ?
აჰა ანუ ნაცების მორიგი ტრიპაჩობა აღმოჩნდა ეგ ამბავი ხო lol.gif lol.gif

ერთიანი მოტრიპაჩო ორგანიზაცია - ემო

QUOTE
ხო,ამერიკამ არ იცის და შენ იცი

თქვენ წარმოიდგინეთ ეგრეა wink.gif

QUOTE
სამხედრო მოსამსახურესა და ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს სრული უფლება არასამსახუროებრივ პერიოდში დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება,ამაში გასაოცარი და უცნაური არაფერია

აჰა ეხლა აქვს და წინა წელს არ ქონდა ხო ტყაპატყუპიტ რო გაყარეს ნაცებმა ხალხი სამსახურებიდან.
და თბილისის რაიონების გამგებლები სამუშაო დროს რო მიბრძანდებიან მაგ მიტინგზე ერთი ვნახოთ რას იზამს კანონის მორჩილი თბილისის მერი

Posted by: attool 15 Apr 2013, 16:42
შენ უნდა მამკლაა შენ.
გადამრევს ეს ნაცები, რანაირი ბეჯითები არიან.))

Posted by: White_America:)) 15 Apr 2013, 16:55
QUOTE
აუ რაღაცა მაგარი ბომბი იყო, სად იღება გვითხარი რა კაცურად


QUOTE
რა მოწიე ეგეთი?


ასეთ ბაცნურ პოსტებზე ან ოFტოპიკებზე სასჯელი რომ არაა
იმიტომ დაემსგავსა სანაგვეს პოლიტ-განყი
+დეზებითაა სავსე ყველა თემა

Posted by: matahary 15 Apr 2013, 16:56
სამხედრო სისტემისგან შორს მყოფი ადამიანების ცნობისათვის, სამხედრო მოსამსახურეს წესდებით ეკრძალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანების წევრობა და პოლიტიკურ მოღვაწეობაში მონაწილეობა. სამხედრო მოსამსახურეს აქვს არჩევნის თავისუფლება როგორც ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქეს და მის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ გააჩნია არცერთ მის ხელმძღვანელ პირს (სხვათაშორის მინდა ავღნიშნო ნაციონალების მართველობის დროს ეს უკანასკნელი სრულიად ირღვეოდა და სამხედროების დაშინება და ნაციონალებისთვის იძულებით ხმის მიცემა მიმდინარეობდა, ყველაზე მეტად კი ეს ხდებოდა ახალაის მინისტრობის დროს.)

Posted by: grafinia79 15 Apr 2013, 17:07
დიდგორი -გეოს პოსტებს რომ ვკიტხულობ დაახლოებით ასეთი ყმაწვილის შთაბეჭდილებას მიტოვებს lol.gif


Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 17:46
spider77
[YOUTUBE]player_embedded&v=AlQGIdFDvJ0#![YOUTUBE]

*kamikaze*
QUOTE
თქვენ ნაცები ხო ერთი გუნდი ხართ?
აჰა ანუ ნაცების მორიგი ტრიპაჩობა აღმოჩნდა ეგ ამბავი ხო    

ერთიანი მოტრიპაჩო ორგანიზაცია - ემო

აი ეს რა შუაშუა ამ შემთხვევაში? lol.gif
QUOTE
თქვენ წარმოიდგინეთ ეგრეა

ხო შენ მსოფლიოს პოლიტიკის წარმართავი ხარ lol.gif
QUOTE
აჰა ეხლა აქვს და წინა წელს არ ქონდა ხო ტყაპატყუპიტ რო გაყარეს ნაცებმა ხალხი სამსახურებიდან.
და თბილისის რაიონების გამგებლები სამუშაო დროს რო მიბრძანდებიან მაგ მიტინგზე ერთი ვნახოთ რას იზამს კანონის მორჩილი თბილისის მერი

ვიდეოს უყურე კარგად,პატრული როგორ ასრულებს პოლიტიკურ დავალებას

Posted by: jaba83 15 Apr 2013, 17:50
http://www.iveroni.com.ge/qarthuli-presidan/31216-qasaval-dasavaliq-ra-sheemthkhva-saakashvils-sinamdvileshi.html?lang=ka-GE

Posted by: *kamikaze* 15 Apr 2013, 17:54
DIDGORI-GEO
QUOTE
აი ეს რა შუაშუა ამ შემთხვევაში?

რა ტრიპაჩობა? ბაქი-ბუქობა ნაცების ჩვეულებრივი საქმეა, აი მაპს მოგვცემენ უი არა მაპზე უკეთესი მოგვცეს
QUOTE
ხო შენ მსოფლიოს პოლიტიკის წარმართავი ხარ

კი ეგრეა.
გჯერამს ჩემი? lol.gif lol.gif
QUOTE
ვიდეოს უყურე კარგად,პატრული როგორ ასრულებს პოლიტიკურ დავალებას

და რა?
ნაცებს უკანალში პაიანიკი რო გაუკეთონ მაინც ხმა არ უნდა ამოიღონ, ერთადერთი გაცხელება მოითხოვონ

Posted by: Rustavelli 15 Apr 2013, 18:07
QUOTE (White_America:)) @ 15 Apr 2013, 16:55 )
QUOTE
აუ რაღაცა მაგარი ბომბი იყო, სად იღება გვითხარი რა კაცურად


QUOTE
რა მოწიე ეგეთი?


ასეთ ბაცნურ პოსტებზე ან ოFტოპიკებზე სასჯელი რომ არაა
იმიტომ დაემსგავსა სანაგვეს პოლიტ-განყი
+დეზებითაა სავსე ყველა თემა

მოდი მაშინ უმსუბუქეს ფორმაში ვიტყვი, შენ თუ იმას მიკომენტარებ რაც მე დავწერე რო ეგ ბაცნურია, მაშინ მე იმას გეტყვი რაზეც მე დავაკომენტარე ჩემთვის ეგ იდიოტურია, ხოდა რავიცი აქ პოსტკონტროლი თუ არსებობს მომეკითხოს მაშინ არაა პრობლემა, სიტყვის თავისუფლებაა უკვე ქვეყანაში

Posted by: მანგია 15 Apr 2013, 18:30
DIDGORI-GEO

QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე

რატო, ომიდან გამოქცეული "გენერლები" რო დააწინაურა?

Posted by: DIDGORI-GEO 15 Apr 2013, 18:55
*kamikaze*
QUOTE
და რა?
ნაცებს უკანალში პაიანიკი რო გაუკეთონ მაინც ხმა არ უნდა ამოიღონ, ერთადერთი გაცხელება მოითხოვონ

ამ აზროვნებით წინ წახვალთ აუცილებლად
ჩრდილოეთკორეასმაილიკი
lol.gif

მანგია
QUOTE
რატო, ომიდან გამოქცეული "გენერლები" რო დააწინაურა?

წაიკითხე ამერიკელების დასკვნა და მიხვდები wink.gif

Posted by: MBA 15 Apr 2013, 19:00
QUOTE (Rustavelli @ 15 Apr 2013, 15:55 )
QUOTE (donmixo777 @ 15 Apr 2013, 12:20 )
DIDGORI-GEO
QUOTE
ბაჩო ახალაია არის საქართველოს საუკეთესო თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მიღების მერე
მან ომის შემდგომ უამრავი სასიკეთო რეფორმა გაატარა ჯარში და ასევე სწორედ მის დროს დაიწყო ქართული სამხედრო მრეწველობა
ის რომ ის საუკეთესო მინისტრი იყო,ამას ამერიკელებიც აღიარებდნენ



facepalm.gif


რა მოწიე ეგეთი? biggrin.gif wink.gif

აუ რაღაცა მაგარი ბომბი იყო, სად იღება გვითხარი რა კაცურად cry.gif

ეგ ბომბი მოწევის მაგივრად გაიჩხირა smile.gif იმიტომაა მაგარ თემებს რო აცხობს

მეისპე დიდგორიკო, რას გიხდიან ამდენს?































პ.ს. მპოსტავებს რამდენს უხდის ნაცმო?

wink.gif

Posted by: *kamikaze* 16 Apr 2013, 09:32
DIDGORI-GEO
QUOTE
ამ აზროვნებით წინ წახვალთ აუცილებლად

ნამდვილად,

თავის დროზე კომუნისტებისთვისაც იგივე რო ექნათ უფრო შორს ვიქნებოდით წასული.

Posted by: Geooo 16 Apr 2013, 12:10
QUOTE (ჩოხა @ 15 Apr 2013, 12:25 )


ამას სერიოზულად როგორ უნდა უყურო lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)