Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ტურისტული ვიზა ესპანეთში


Posted by: Makulatura 16 Nov 2007, 22:41
მეგობრებო ხო არ იცით რა ღირს ტურისტული ვიზა ესპანეთში? smile.gif

Posted by: Globalist 17 Nov 2007, 11:16
QUOTE
მეგობრებო ხო არ იცით რა ღირს ტურისტული ვიზა ესპანეთში? 


1400 ეუროდან ( ერთი კვირა სამვარსკვლავიანი სასტუმრო+ ავიაბილეთი ორივე მიმართულებით);
გლობალ სერვის ტური, ტელ.: 33 71 73.

Posted by: Makulatura 17 Nov 2007, 13:41
Globalist
დიდი მადლობა, გაიხარე!

Posted by: Gig@ 17 Nov 2007, 14:02
Makulatura

გერმანიის საელჩოში ავიღე მე, 60 ევრო გადავიხადე, ამრა ტურისტული არ იყო მგონი smile.gif

Posted by: Makulatura 17 Nov 2007, 14:04
Gig@
QUOTE
გერმანიის საელჩოში ავიღე მე, 60 ევრო გადავიხადე, ამრა ტურისტული არ იყო მგონი 

ჰმ. ძალიან ცოტაა ტო spy.gif

ტურისტული იმით არის კარგი რომ თუ სწავლობ ან მუშაობ იქ სამუდამოდ დარჩენის პერსპექტივა გაქვს! smile.gif

Posted by: Gig@ 17 Nov 2007, 18:59
Makulatura
QUOTE
ჰმ. ძალიან ცოტაა ტო


ჩავხედავ ერთი პასპორტში ეწერება რამე. საფრანგეთში რომ მივფიოდი იქ საერთოდ არ გამომართვეს, 25 წლამდე არაა საჭიროო....ალბათ მე რამე სხვა ვიზა მქონდა, იმიტომ რომ ორივეჯერ 2 კვირით ვიყავი

Posted by: _Burzum 18 Nov 2007, 04:11
Makulatura
QUOTE
ტურისტული იმით არის კარგი რომ თუ სწავლობ ან მუშაობ იქ სამუდამოდ დარჩენის პერსპექტივა გაქვს!

ტურისტული ვიზით თუ მიდიხარ არც სწავლის და მით უმეტეს მუშაობის უფლება არ გაქვს. ესპანეთში კი ჩვეულებრივი შენგენის ვიზაა საჭირო.

Posted by: Makulatura 18 Nov 2007, 04:26
_Burzum
QUOTE
ესპანეთში კი ჩვეულებრივი შენგენის ვიზაა საჭირო.

იქნებ ცოტა დამიკონკრეტო? smile.gif

Posted by: tms 18 Nov 2007, 13:15
შენგენის ქვეყნებში ტურისტული ვიზიტის დროს(მაქსიმალუი 90 დღე) ვიზაში წერია შენგენ და არა კონკრეტული ქვეყანა. მაგ ვიზით შეგიძლია შენგენის ნებისმიერ ქვეყნაში გადასვლა.
მსგავის ვიზა მუშაობის და სწავლის უფლებას არ იძლევა.
საქართველოში ესპანეთის საელჩო არ არის, ამიტომ ესპანეთისთვის ტურისტულ ვიზას გასცემს რომელიმე შენგენის ქვეყნა, საქართველოში ეს არისი გერმანიის საელჩო.
თუ ესპანეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ გიწევს სწავლა მაშინ უნდა დაუკავშირდე უშუალოდ ესპანეთის საელჩოს. უახლოესი საელჩო არის ანკარაში.

Posted by: _Burzum 18 Nov 2007, 15:02
Makulatura
ანუ შენგენის ვიზის მოთხოვნები?
1. თვითმფრინავის ბილეთი იქით-აქეთ, 2. სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ფარავს 30 000 ევროს, 3. სასტუმროს ჯავშანი.
მგონი, ესაა სულ.

Posted by: Makulatura 18 Nov 2007, 15:31
_Burzum
QUOTE
2. სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ფარავს 30 000 ევროს,

გამორიცხულია. მაგდენი არ ეღირება ვიზა! no.gif

Posted by: Globalist 18 Nov 2007, 15:42
QUOTE
გამორიცხულია. მაგდენი არ ეღირება ვიზა! 


ეს ვიზის ღირებულება კი არა, ესაა იმ სამედიცინი მომსახურების ღირებულება, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაიხდის რაიმე ავადმყოფობის ან უბედური შემთვევის დროს. თვითონ ამ სადაზღვევო პოლისის ღირებულება 10-15 ლარია . მაგრამ , ის თანხა, რაც ზევით დავწერე, არის ჩვეულებრივი ერთკვირიანი ტურისტული მოგზაურობის ღირებულება. სხვანაირად, ვიზას უბრალოდ ვერ მიიღებ.

Posted by: _Burzum 18 Nov 2007, 16:29
Globalist
და რატომ ვერ მიიღებს ვითომ?
ტურის გარეშე ვიზას არ მისცემენ? სულაც არ ვარ მზად ასტრონომიული თანხები ვიხადო+ ამას დამიგეგმონ, თუ რა, როგორ, სად და როდის ვაკეთო.
ბიუჯეტზე მოგზაურობის შემთხვევაში თბილისიდან ისტანბულამდე წავიდოდი ავტობუსით (80$ იქით-აქეთ)
ისტანბულიდან იზიჯეთის ( http://www.easyjet.com ) რეისით ბაზელამდე ( 80$ ორი გზა)
ბაზელიდან რაიანერის ( www.ryanair.com/ ) რეისით ბარსელონამდე ან მადრიდამდე ( 35 $ ორი გზა)
სადღაც 200$ გამოვიდა გზა, თუ ამდენი გადაჯდომა არ მაწყობს და ბიუჯეტიც მიწყობს ხელს, მაშინ ისტანბულიდან გზას შევიმოკლებდი ლუფთანზას რეისით პირდაპირ ბარსელონამდე (300 $ იქით-აქეთ) ანდა სულაც თბილისიდანვე უკრაინული ავიახაზების რეისით (კიევში გადაჯდომით 550 $).
მერე დღეში 30-40 $ ბიუჯეტით ( მაქს 50$) 1 კვირა დამჭირდებოდა 350$.
ეს მოგზაურობა დაჯდებოდა მინიმუმ 550$ და მაქსიმუმ 900 $.

Posted by: cesdeba 18 Nov 2007, 19:13
_Burzum
გეთანხმები.

გადავწყივეტეთ მეგობრებმა წასვლა. დავჯავშნეთ სასტუმრო. ხელში გვიჭირავს ეს ჯავშანები სასტუმროს ადმინისტრაციის ხელმოწერით. შევავსეთ ანკეტები. ბანკიდან ცნობა წამოვიღეთ რომ გვაქვს ტურისტული ვიზიტებისთვის საჭირო თანხა. გამოვიყურებით ევროპულად (მოგზაურებს ვგავართ biggrin.gif) დაზღვევა გავაკეთეთ. და ეს ყვეალფერი წარვადგინეთ საკონსულოში.
არ უნდა ამას წინასწარი 1400 ევრო.

მაგრამ როცა მიმართავ ტურისტულ კომპანიას, მაშინ სხვანაირადაა. პაკეტი უნდა იყიდო. კომპანიამ ხომ უნდა იხეიროს.
წესიერ ქვეყანაში კი, როდესაც მიმართავ ტურისტულ კომპანიას, საერთოდ არ გჭიორდება საკონსულოში მისვლა.. rolleyes.gif

Posted by: ფიორენტინო 19 Nov 2007, 05:01
ესპანეთსი ბინების ფასი გაცილებით ნაკლები ყოფილა ვიდრე თბილისში... yes.gif

Posted by: Cyberpunk 19 Nov 2007, 20:42
კი, აშკარად და ქირაობაც არაა ძვირიwink.gif

Posted by: Globalist 19 Nov 2007, 20:59
QUOTE (_Burzum @ 18 Nov 2007, 16:29 )
Globalist
და რატომ ვერ მიიღებს ვითომ?
ტურის გარეშე ვიზას არ მისცემენ? სულაც არ ვარ მზად ასტრონომიული თანხები ვიხადო+ ამას დამიგეგმონ, თუ რა, როგორ, სად და როდის ვაკეთო.
ბიუჯეტზე მოგზაურობის შემთხვევაში თბილისიდან ისტანბულამდე წავიდოდი ავტობუსით (80$ იქით-აქეთ)
ისტანბულიდან იზიჯეთის ( http://www.easyjet.com ) რეისით ბაზელამდე ( 80$ ორი გზა)
ბაზელიდან რაიანერის ( www.ryanair.com/ ) რეისით ბარსელონამდე ან მადრიდამდე ( 35 $ ორი გზა)
სადღაც 200$ გამოვიდა გზა, თუ ამდენი გადაჯდომა არ მაწყობს და ბიუჯეტიც მიწყობს ხელს, მაშინ ისტანბულიდან გზას შევიმოკლებდი ლუფთანზას რეისით პირდაპირ ბარსელონამდე (300 $ იქით-აქეთ) ანდა სულაც თბილისიდანვე უკრაინული ავიახაზების რეისით (კიევში გადაჯდომით 550 $).
მერე დღეში 30-40 $ ბიუჯეტით ( მაქს 50$) 1 კვირა დამჭირდებოდა 350$.
ეს მოგზაურობა დაჯდებოდა მინიმუმ 550$ და მაქსიმუმ 900 $.

გამარჯობათ,
არავითარი სურვილი არ მაქვს ვიკამათო: გენიალური მარშრუტი აგირჩევიათ !
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! yes.gif

Posted by: Qolga 1 Oct 2008, 02:41
სასწავლო პროგრამები არის თბილისში ესპანეთში რომ აგზავნიდეს? ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია? თუ ისევ დავგუგლო და მე თვითონ უნდა ვიპოვო ბრმად?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)