#52263844 · 27 Feb 2018, 19:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ერთხელ წავიკითხე პედრო პარამო. ნაწარმოების დაახლოებით პირველი100 გვერდი უფრო შთამბეჭდავი იყო ჩემთვის(როცა მთავარი პერსონაჟი მოჩვენებების სამყაროში დაეხეტაბა, თავის განცდებს, გრძნობებს გადმოსცემს და შენც გითრევს იმ ფანტასტიკურ სამყაროში) ვიდრე დანარჩენი ნაწილი.
ამჯერად თითქოს ბევრი ახალი რამის გაგებას, ძაან ღირებული აზრის/აზრების აღმოჩენას ველოდი ნაწარმოებში, მაგრამ შევცდი. რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს რომანს. ჩემი აზრით, ესაა რომანი, რომელშიც არის ძალიან ბევრი სახასიათო პერსონაჟი და ნაცნობი სიტუაცია, ყოველი გმირის ცხოვრება თუ მდგომარეობა ძალიან ჰგავს ჩვენსა თუ ჩვენს გარშემომყოფების ცხოვრებას. ესაა რომანი, რომელშიც ასახულია ადამიანების დრამები, ტკივილი, მათ ფიზიკურსა და სულიერ სამყაროს შორის გაჩენილი ხიდი. ამ რომანში ყველაფერია, ძალაუფლებისკენ, სიმდიდრისკენ სწრაფვა, სისასტიკე, გულგრილობა, უაზრო ოცნება, იმედი, უიმედობა, ცრუმორწმუნეობა, გულუბრყვილობა და ა.შ. თითოეული პერსონაჟის ტანჯვის და დაღუპვის მიზეზი კი ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ხდება. პედრო პარამოებს და პადრე რენტარიებს თავი რომ დავანებოთ, ამ რომანში უბრალო ადამიანების უბრალო ისტორიები არაჩვეულებრივადაა გადმოცემული და ვფიქრობ ესაა ნაწარმოების სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.
ისე, ცოტა გული დამწყდა რომ პირველად წაკითხვივას გაცილებით დიდი შთაბეჭდილება მივიღე ვიდრე ახლა და ალბათ კარგი იქნებოდა მოჩვენებების სამყაროს მუხტი ბოლომდე კარგად შეენარჩუნებინა ავტორს.
პ.ს აქ გოლემი ახსენეს და თუ მოვიცალე უეჭველი უნდა ჩავუჯდე მაგასაც : P
This post has been edited by mishoij on 27 Feb 2018, 19:47
|