Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > შურისძიება


Posted by: Parabola 21 Apr 2019, 17:31
მახსენდება ორი შემთხვევა ცხოვრებაში, როდესაც დაუმსახურებლად მომექცნენ ცუდად. ამ დროს ფიქრობ და გინდა მანაც იგივე ან მსგავსი გადაიტანოს, მაგრამ შენ უძლური ხარ, ეს თავისთავად უნდა მოხდეს. რაღაცნაირად კოსმოსში ვარსკვლავები ისე განლაგდა რომ ორივე შემთხვევაში დაუბრუნდათ, დამთხვევაა ალბათ, მაგრამ ეს ისეთ დროს მოხდა როცა მე გადავლილი მქონდა და ვერც ვერაფერი ვიგრძენი.
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, აზრი.
პირადად მე მაინტერესებს რას ვიგრძნობდი ან რას შეცვლიდა დროულად რომ მიმეღო შურისძიებით გამოწვეული ტკბობა ან იქნებ ვერ მიმეღო ვერც მაშინ.
შეგიძლით საწინააღმდეგო შემთხვევებზეც ისაუბროთ ანუ დაუკმაყოფილებელი შურისძიებით ფორმირებულ გაბოროტებაზე.
რიავიცი ვიფიქრე მოუხდებოდა ამ განყს ასეთი თემა smile.gif


Posted by: bigmaster 21 Apr 2019, 18:43
ბევრჯერ მიფიქრია მაფიები თუნდაც შურისძიების მიზნით ხალხს რო ხოცავენ, ან სისხლის აღების ტრადიცია რო ავიღOთ ქართული.
მკვლელობა ხო ითვლება ყველაზე სასტიკ და მკაცრ შურისძიებად, მაგრამ მაქსიმუმ 2 წუთი იტანჯოს და მერე დასრულდება მისთვის ყველაფერი ვერაფრს ვეღარ იგრძნობს. ამ შემთხვევაში შურის მაძიებელს მისი ტანჯვა არ უნდა, უბრლოდ მისი არსებობა ტანჯავს და ამის გამო კლავენ

Posted by: Alcest 21 Apr 2019, 20:04
დროულად უფრო მიიღებდი შურისძიებით გამოწვეულ ტკბობას რათქმაუნდა, იმიტორო უფრო გაღიზიანებული იყავი იმ ადამიანისგან ვიდრე მერე როცა გადაგიარა. შეცვლით ალბათ შენ გრძნობას შეცვლიდა მხოლოდ მის მიმართ.

შურისძიება ადამიანური მომენტია, გადახდა სამაგიეროსი, ბალანსის დაცვა გრძნობებს შორის..

Posted by: Re-hanna 21 Apr 2019, 22:42
შურისძიების სურვილი მქონია, მაგრამ არ გამიკეთებია. შემეძლო ,მაგრამ რაღაც მაკავებდა. არ ვიცი, ვარსკვლავების განლაგებას დავაბრალო, თუ განგებას, მაგრამ ნამდვილად დაუბრუნდათ ბუმერანგივით. ღმერთს არ ეჩქარებაო, არსებობს ასეთი გამოთქმა. იქნებ მართალა მასეა.

Posted by: Issen 22 Apr 2019, 01:44
რამდენჯერმე მაწყენინეს. ერთხელ ბავშვობაში, მეორედ მოზარდობისას.
ჩემს მაგივრად სამყარომ იძია შური. ცოტა უცნაურად და ცრუმორწმუნებრივად ჟღერს მაგარამ ასეა.
შეიძლება დაემთხვა, არ ვიცი. ფაქტია ვერც ერთმა გაიხარა და ახალგაზრდებმა დაასრულეს სიცოცხლე.
ერთი ცემით მოკლეს, მეორეს თავში მოხვდა ტყვია. მესამე ცოცხალია, მაგრამ ისე ათრია ცხოვრებამ დედა აქვს #####ული.

შურის ძიების წყურვილი ყოველთვის მაქვს და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ კანონის ფარგლებში. ზნეობრივი დარტყმები კარგად გამომდის. გააჩნია ვინ რას დამიშავებს, უკანონო ქმედებისგანაც არ დავიხევ უკან.
ავტომატის და იარაღის სროლა კარგად ვიცი ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
* * *
Parabola
QUOTE
შურისძიებით გამოწვეული ტკბობა

ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს...


Posted by: Heart_of_Darkness 22 Apr 2019, 10:13
აზრი არ აქვს შურისძიებას, კარმას იფუჭებ.
ნელ-ნელა უნდა ისწავლო შეურაცხყოფაზე, წყენაზე, იმედგაცრუებაზე, ამაღლება და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
სხვა ყველაფერი წარმავალია.

Posted by: Parabola 22 Apr 2019, 11:38
bigmaster
QUOTE
მკვლელობა ხო ითვლება ყველაზე სასტიკ და მკაცრ შურისძიებად, მაგრამ მაქსიმუმ 2 წუთი იტანჯოს და მერე დასრულდება მისთვის ყველაფერი ვერაფრს ვეღარ

საინტერესო აქცენტი გააკეთე. ითვლება, მაგრამ არაა ეგ ყველაზე მკაცრი შურისძიება, თუმცა როდესაც გიკლავენ ამის ანაზღაურება ისევ სისხლითაა ალბათ შესაძლებელი . ,,სისხლი სისხლის წილ'' პრინციპი მუშაობს. როდესაც შვილს უკლავენ იმ ადამიანის ოცნება მკვლელის სიკვდილი მგონია მაინც ვიდრე ციხეში ამოლპობა.
Alcest
QUOTE
ბალანსის დაცვა გრძნობებს შორის.

მეც ბალანსის ამბავი მგონია.
Issen
QUOTE
ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს...

ადამიანს გააჩნია.
QUOTE
შეიძლება დაემთხვა

აი ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ხედვა არ მაქვს, მაგიტომაც დავინტერესდი სხვების გამოცდილებით. ერთის მხრივ ცხოვრების გზაზე ხან ასე იქნება ხან ისე , ჩვენ კიდე ვუკავშირებთ ამას საკუთარ თავს და ვამბობთ აი, დაუბრუნდაო. არადა დაემთხვა. მეორეს მხრივ იქნებ არის რაღაც კარმული ამბავი და მართლა უბრუნდება. დარწმუნებული ვარ გამოკითხვა რომ ჩავატაროთ 80% მეტი იტყვის რომ მათი ,,მწვალებლები" დაისაჯნენ თავისთავად. ამ ცხოვრებისეულ ბრძოლაში გამარჯვებული არავინაა ისე.
.Heart_of_Darkness
QUOTE
აზრი არ აქვს შურისძიებას, კარმას იფუჭებ.
ნელ-ნელა უნდა ისწავლო შეურაცხყოფაზე, წყენაზე, იმედგაცრუებაზე, ამაღლება და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
სხვა ყველაფერი წარმავალია.

აბსოლიტურად გეთანხმები , ეს არის უნივერსალური გამოსავალი და დროთა განმავლობაში კიდეც მიიღწევა ადამიანების უმრავლესობაში. უბრალოდ მე იმ მომენტზე ვსაობრუბ რაც ყველას ქონია ალბათ. მერე ვინ როგორ დაძლევს ეს სხვა თემაა.

Posted by: Heart_of_Darkness 22 Apr 2019, 15:32
Parabola
კი, თავიდან ძნელია. ძალიან ძნელი.
მაგრამ
უნდა გამორთო ის მომენტი, რომ ,,აი, მე როგორ გამიბედეს ასე მოქცევა".
ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება.
ნუ, ახლა საყვარელ ადამიანს რომ გიკლავს ვინმე, იქ განსაკუთრებით რთულია. წარმოუდგენელიცაა და კანონიერი გზებს უნდა მიხედო.
მაგრამ წყენებზე, ურთიერთობებზე, გაურკვევლობებზე შეიძლება.

Posted by: Alcest 22 Apr 2019, 16:10
Heart_of_Darkness

გააჩნია როდის უნდა დაღუნო თავი და როდის არა

Posted by: chipmunck* 22 Apr 2019, 16:11

შურისძიება?

გაბრაზებულ გულზე უცებ წამოფრინდება ათასი აზრი გადამივლის და მერე ძაან მაგრად მეზარება მსგავს საკითხებზე დროის ხარჯვა

ეს ის მომენტია როცა არაფერს ვაკეთებ და სამყარო თვითონ უკან უბრუნებს ადამიანებს რასაც აშავებენ

Posted by: Alcest 22 Apr 2019, 16:17
chipmunck*

სამყარო თავად მიასწრაფვის ყველაფერს დაბალანსებისკენ smile.gif

Posted by: Damnoc 22 Apr 2019, 19:11
არცერთი დრაივი ჰაერიდან არ მოსულა წარმოშობის მხრივ.

საინტერესო ტენდენციები იკვეთება ევოლუციური game theory-ს განხილვის დროს ადამიანების ბიოლოგიასთან ერთად სოციალური ასპექტის კოევოლუციის კონტექსტში.

მარტივი ფაქტი არის ის რომ ადამიანის ქცევის ≈100% ეგოისტურია პირდაპირი, ირიბი ან ჩერეზე-ჩერეზ ირიბი გზებით. ამასთან ერთად გამოვარჩევთ "კარგ" და "ცუდ" საქციელებს. ანუ საქციელს (იგივე "ეგოისტურ საქციელს") აქვს სხვა პარამეტრებიც რომლებიც მის სიკარგეს განსაზღვრავს.

მგონი ლოგიკურია ზედაპირულად მაინც იმის დაშვება რომ ეს სხვა პარამეტრები ეხება ჯგუფის ინტერესებს რომელიც ხშირად შეიძლება ინდივიდის ინტერესებთან შეწყობილი არ იყოს.

როცა ინდივიდები იკრიბებიან ჯგუფად, აუცილებელი ხდება ამ ჯგუფის ორგანიზება game theory-ს რომელიმე სქემის მიხედვით. ამ სქემების მოფიქრება ბევრი მეცნიერის საყვარელი გასართობია, მერე აჯიბრებენ ხოლმე ერთმანეთს სიმულაციებში.

მეცნიერებისგან განსხვავებით ევოლუციას არ შეუძლია 7 სართულიანი სტრატეგია სპონტანურად შვას და არათუ უბრალოდ შვას, არამედ ჩანერგოს გენების დონეზე რომელიმე პოპულაციაში. ამიტომ მოსალოდნელია რომ სქემა რომლითაც პირველყოფილი ჯგუფები იხელმძღვანელებდნენ იქნებოდა რაღაც მარტივი მაგრამ ქაოსთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტური ჯგუფის ინტერესებისთვის.

თვითინტერესით გამოწვეული საქციელი რომელიც ჯგუფის სხვა წევრს აზიანებს ზოგადად ჯგუფის ქსოვილის რღვევას იწვევს, ლოგიკურია რომ ის ჯგუფი იქნებოდა უფრო წარმატებული რომელსაც ექნებოდა ამის მიტიგაციის მექანიზმი. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის ჯგუფი სადაც ეგოისტური და ჯგუფისთვის საზიანო საქციელი არ ისჯება, მალე ჯგუფი აღარ იქნება. ამიტომ საჭიროა რაღაც მექანიზმი, ჩანერგილი გენების დონეზე, რომელიც განაპირობებს იმას რომ "ცუდ" საქციელს მოყვეს სასჯელი.

ზუსტად ასეთი სქემა რომელიც ყველა ზემოხსენებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს არის "tit for tat", ანუ ჩვენებურად "თვალი თვალის წილ" aka "შურიძიება".

ამ სტრატეგიას აქვს ერთი ნაკლი ოღონდ. მის ფარგლებში შესაძლებელია კრიტიკული feedback loop-ის წარმოშობა, ა ლა "an eye for an eye makes the whole world blind". ამის მოსაგვარებლად "tit for tat" სტრატეგიას ჭირდება ერთი პატარა მოდიფიკაცია, რომლითაც გადაიქცევა "forgiving tit for tat"-ად, სადაც მთავარი განსხვავება ის არის რომ ვიღაც რაღაც მომენტში წყვეტს ციკლს.

ამის დანერგვის ერთერთი ყველაზე მარტივი მეთოდი რა იქნებოდა? ის რომ შურისძიების სურვილმა "გადავლა" იცოდეს biggrin.gif

ანუ იმას ვამბობ რომ სავარაუდოდ ბუნებრივია ყველაფერი ამ თემაში აღწერილი ნიკოფსიითგან დარუბანდამდისთქო.

QUOTE
პირადად მე მაინტერესებს რას ვიგრძნობდი ან რას შეცვლიდა დროულად რომ მიმეღო შურისძიებით გამოწვეული ტკბობა ან იქნებ ვერ მიმეღო ვერც მაშინ.

შურისძიების სურვილიც, როგორც ბევრი სხვა გრძნობა, თავისი არსით ნეგატიურია. როგორც შიმშილის შემთხვევაში მაგალითად, სიამოვნება არის მის თავიდან მოშორებაში.

თავისთავად, თუ გადაგიარა როგორღა მოიშორებ თავიდან? თუ აღარ გშია ჭამით როგორ ისიამოვნებ?

Posted by: Issen 23 Apr 2019, 01:24
Parabola
QUOTE
ამას საკუთარ თავს და ვამბობთ აი, დაუბრუნდაო. არადა დაემთხვა. მეორეს მხრივ იქნებ არის რაღაც კარმული ამბავი და მართლა უბრუნდება.

შეიძლება. დაუბრუნდა შეიძლება ბევრად უსამართლოდაც და არ იმსახურებდნენ მსგავს რამეს მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მახსოვს მთელი დღე ველოსიპედით იმდენი ვიკატავე რო სახში ვერ შევყავდი ვერავის. და, რაც მთავარია, ეს მოხდა ცხელ გულზე. რამაც მაქსიმალური სიამოვნება მომიტანა. წლების მერე გავლილზე რო მომდარიყო ასეთი მუღამი არ ექნებოდა. თუმც ბევრი ხნის მერეც არ გამდის არავის წყენა. მაგრამ ცხელ გულზე სულ სხვა გემო აქვს.


Posted by: chipmunck* 23 Apr 2019, 11:19
Parabola

გააჩნია ადამიანის ხასიათს და ფსიქოლოგიას, თვითნებურად უკან დაბრუნებული ბოროტება სამყაროს მიერ, შეიძლება არც ჩაგეთვალა იმად რომ მან შენს გამო მიიღო სამაგიერო, პირიქით ჩათვლიდი რომ სხვა რამის გამო დაიმსახურა, ეს უბრალო მაგალითზე

ბევრი ვარიანტებია, გააჩნია შენ როგორი ხედვა გაქვს


მე პირადად ვცდილობ განვთავისუფლდე ისეთი უარყოფითი თვისებებისგან: შურისძიება და მსგავსი, არაფერ სიკეთეს არ მოგიტანს, პირიქით უკან დაგხევს და ჩაგითრევს ჭაობში, კარგი გადაუხადე სამაგიერო და ამით რა? ანუ მისნაირი გახდი?

სამყაროს ხედვა ჩვენიდან მოდის, როგორც აღვიქვამთ სამყაროს, ზუსტად ისეთი ხდება ის, პრაქტიკაში ძნელია განახორციელო

თორემ შურისძიებას და ეგეთ მსგავსი თვისებების განხორციელებას რა უნდა, ზუსტი მომენტი და ჰოპ, მარტივია, იმაზე მეტად ვიდრე უარი თქვა ამ შურისძიებაზე

ახალი არაფერი მითქვამს....



Alcest


yes.gif


Issen

ჰო ზოგჯერ სასტიკად როცა მოგექცევიან მართლა ძნელია შურისძიებაზე უარის თქმა

დიდი ხანია რაც დავრწმუნდი რომ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ სუსტი ნებისყოფისები ვართ, ამიტომ დავკარგე რწმენა იმისა რომ არსებობს მართლა „ადამიანი“

Posted by: Parabola 23 Apr 2019, 11:37
QUOTE
მარტივი ფაქტი არის ის რომ ადამიანის ქცევის ≈100% ეგოისტურია პირდაპირი, ირიბი ან ჩერეზე-ჩერეზ ირიბი გზებით. ამასთან ერთად გამოვარჩევთ "კარგ" და "ცუდ" საქციელებს. ანუ საქციელს (იგივე "ეგოისტურ საქციელს") აქვს სხვა პარამეტრებიც რომლებიც მის სიკარგეს განსაზღვრავს.

ბუნებრივია, თუ ყველა საქციელი ეგოისტურია , თუ კი არა ასეა, უნდა იყოს რამე სიკარგის პარამეტრიც მათ შორის.
QUOTE
ის ჯგუფი სადაც ეგოისტური და ჯგუფისთვის საზიანო საქციელი არ ისჯება, მალე ჯგუფი აღარ იქნება. ამიტომ საჭიროა რაღაც მექანიზმი, ჩანერგილი გენების დონეზე, რომელიც განაპირობებს იმას რომ "ცუდ" საქციელს მოყვეს სასჯელი.

კი ასეა. უბრალოდ თუ ყურადღება მიაქციე მე ცოტა სხვა კუთხით დავსვი საკითხი. ანუ დასჯა, როგორც სამაგალითო აქტი, ან კანონის აღსრულება ეს კიდე ცალკე ბალანსია და მე ვამბობ კარმულ ბალანსზე, რაღაც რაც თავისთავად ,,ისჯება'' ჩვენს ჩაურევლად.

QUOTE
ამის დანერგვის ერთერთი ყველაზე მარტივი მეთოდი რა იქნებოდა? ის რომ შურისძიების სურვილმა "გადავლა" იცოდეს

ხომ შეიძლება მართლა გადაგიაროს? smile.gif

QUOTE
თუმც ბევრი ხნის მერეც არ გამდის არავის წყენა

რაღაც პატარ-პატარა წყენები ხო სულ არსებობს, ჩემთან მაგალითად ასე დალაგდა ეს ამბავი-გადამიარა ყოველთვის, ყველას მიმართ და ვიცი რატომაც. იმ ადამიანებს ძალიან გავასწარი რაღაცეებში, მერე ძალიან ,,პატარებად'' მომეჩვენნენ და არ დარჩა წყენის ადგილი ჩემს გონებაში. სხვა სიტყვებით ალბათ დაკიდება ქვია ამას. თან მიდრეკილი ვარ იმისკენ რომ სულ ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ყველას საქციელს.

Posted by: Issen 24 Apr 2019, 00:47
................................................................

Posted by: Artist 24 Apr 2019, 12:19
QUOTE
შურისძიება, პირდაპირი თუ კარმული შურისძიების სიამ-ტკბილობანი


კარმიული შურისძიება წინა ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და არც კი იცის ადამიანმა
რატომ ერჩის სხვას, ანდა მას ერჩის ვინმე… სიამ ტკბილობას რაც შეეხება ეს არ ცოდნის ბრალია..
როცა ადამიანმა იცის თუ რა ჩაიდინა წინა ცხოვრებაში, მაშინ ის შურისძიებას არც კი გაივლებს
გულში, პირიქით მიიღებს იმ სასჯელს მორჩილად და ამით დაამთავრებს კარმიულ სერიალს
შურისძიებებისას… მიუხედავად იმისა რომ ყოველი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გადის
განსაწმენდელს სადაც ყველაფერს თავის თავზე განიცდის, რასაც სხვას უშავებს ანუ დაუშავებია…
მაინც... შემდეგ ცხოვრებაში ხდება იმ ადამიანთან შეხვედრა და ნამდვილი მონანიების შანსიც
მაშინ აქვს ადამიანს… მაგ. ერთ ცხოვრებაში მტერი შემდეგ ცხოვრებაში შესაძლოა ახლობლად
მოვიდეს და ამიტომაც არის ის გაგება: "შეიყვარე მტერი შენიო" აი ამას სწორი გაგება სჭირდება.

არის სხვა მაგალითიც: ერთ მოსამართლეს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მაგ. 5 ადამიანზე..
რომლებმაც წინა ცხოვრებაში ჯგუფურად მოკლეს ეს მოსამართლედ მოსული, აი ასეთი ფაქტებიც
ხდება როცა არავითარ ტკბობა არა აქვს ადგილი, უბრალოდ ყოველთვის არის შანსი რომ სხვა რამ
გადაწყვიტოს ადამიანმა და არ დასაჯოს არამედ მიუტევოს.. აი მაშინ მთავრდება ეს კარმიული
ვენდენტა თუ შურისძიება…
       
 

Posted by: Parabola 25 Apr 2019, 19:17
Artist
QUOTE
კარმიული შურისძიება წინა ცხოვრებასთან არის დაკავშირებული


QUOTE
ყოველი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გადის
განსაწმენდელს სადაც ყველაფერს თავის თავზე განიცდის,

ვისაც არც ერთის არ გვჯერა ხომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ აქვე ხდება კარმის (თუ გნებავთ სხვა სიტყვა დავარქვათ )დაბრუნება?

Posted by: ASIA 25 Apr 2019, 21:58
იყო დრო რევოლვერზე ვოცნებობდი - კიდევ კარგი ხელი არ მიმიწვდებოდა ...

ახლა ვფიქრობ - მე რომ ძააალიან კარგად ვიყო, აი ეს იქნება მათთვის ყველაზე მაგარი შურისძიება . . .

თუმცა მე ძააალიან არ ვარ კარგად და ისინი ძაალიან კარგად არიან . . .

ასე, მიდის დრო და . . . ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ გავუძლო ამ წუთისოფელს . . .

სადღაც რაღაც მივქარე ეტყობა და აზრზეც არ ვარ რა და სად . . .


Posted by: Tornike Alashvili 26 Apr 2019, 02:30
შურისძიების სურვილი აზრებიც და ქმედება სიამოვნებას ანიჭებს მდაბიო სულის ადამიანებს მხოლოდ. უფლის შვილებს, ანუ ღირსეულებს არც უნდა გეწყინოს ვინმესგან რამე. თუ თვლი რომ დაუმსახურებლად მოგეგცნენ - შეიძლება ცდები კიდეც. -ილოცე მისთვის ვინც ასე გეგცევა -არ უსურვო მას ცუდი. ამაღლდი წყენაზე და ნახავ,რომ შენზე უარესს დღეში თავად აღმოჩნდება უფლის წყალობით -თუ არ ინანებს და გამოასწორებს. მერე ეწევა მხოლოდ შენი ლოცვა და სიკეთე - ამას რომ ხედავ , ეს უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე დაარტყა, ესროლო, დაჭრა, მოკლა. სახლი გადაუწვა და ნათესავები დაუხოცო.
ამრავლებ ასე ბოროტებას და აძლიერებ ეშმას

Posted by: Artist 26 Apr 2019, 02:49
Parabola
QUOTE
ვისაც არც ერთის არ გვჯერა ხომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ აქვე ხდება კარმის (თუ გნებავთ სხვა სიტყვა დავარქვათ )დაბრუნება?

სხვა სიტყვაა ქართულად ბედი… ეს იგივეა რასაც კარმას ეძახიან.. რა თქმა უნდა არის ბედში წინა ინკარნაციებიდან შეხვედრები თუ შურის ძიებები
და აგრეთვე არის იგივე ცხოვრებაშივე მომხდარის იქვე მოგვარება, მე მგონი ამას გულისხმობ როცა ამბობ "აქვე ხდება კარმის დაბრუნებაო"...
შურისძიება იმიტომ არაა კარგი რამ, რომ ისევ იმას ვნებს ვინც იძიებს შურს, ეს ცხოვრება სულ გამოცდებია, ხოდა როგორც ჩააბარებს ადამიანი ისევე
მიეზღვება, ნიუტონის ერთ ერთი კანონიც კი ამაზე მიგვანიშნებს, ქვედება იწვევს უკუქმედებას, ხოდა თუ კაი საქმეს აკეთებ ის გიბრუნდება ცხვირწინ..

ASIA
QUOTE
თუმცა მე ძააალიან არ ვარ კარგად და ისინი ძაალიან კარგად არიან . . .ასე, მიდის დრო და  . . .  ახლა იმაზე ვფიქრობ,  როგორ გავუძლო ამ წუთისოფელს . . .

შენ რომ არ ხარ კარგად იმიტომ არიან ისინი კარგად, შენ თუ დაიკიდებ და აღარ იფიქრებ მათზე საერთოდ აი მაშინ დაიწყბა ის პროცესი რასაც ცოდვამ უწიაო ქვია…
ეს იმიტომ, რომ შენ ენერგიას აძლევ მათ კარგად ყოფნაზე როცა იგრუზები, შურის-ძიება აი ეს სიტყვა პირდაპირ მიგვანიშნებს თუ რაშია საქმე, შურს ეძიებ და ამიტომ
არ ხარ კარგად… სულ დავიწყება ძნელია როცა ვინმე გაწყენინებს თანაც როცა არ იცი რატომ და რისთვის, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები მიხვდები რაშიცაა საქმე,
მათ არ უნდა დაემსგავსო და შური უნდა ჩამოიშორო… ისინი ვინც ბოროტებას სთესავს ზუსტად იგივეს მოიმკიან, ასე რომ არ უნდა მისცე ენერგია და დაინახავ უფრო
მეტს, ამ გამოცდას თუ გადალახავ ისეთ დიდ ნაბიჯს გადაგამ საკუთარი განვითარების ამბავში, რომ კარგადაც გახდები და სხვებსა გაუნათებ გზას შენი კარგად ყოფნით..
იფიქრე კარგ ადამიანებზე, არიან ასეთებიც შენს ირგვლივ და მიხვდები, რომ ისინიც არსებობენ და არ მიგიქცევია ყურადღება, ანუ უჩინარივით იყვნენ იმდენად დაიძაბე
იმათ გამო…

Posted by: Anan100 26 Apr 2019, 03:45
თუ მომენტალურად არ ვიმოქმედე მერე კარმას ვანდობ ამ ამბავს, ვერ ვატარებ შურისძიების სურვილს დიდი ხნით.
ერთის მჯერა, სხვის განადგურებას ჯობს საკუთარი კედლები გაამაგრო.

Posted by: Artist 26 Apr 2019, 03:53
Anan100
QUOTE
სხვის განადგურებას ჯობს საკუთარი კედლები გაამაგრო.

up.gif +

Posted by: brun025 1 Jun 2019, 22:53
არასდროს არ მქონია მსგავსი განცდა.

არ ვიცი, შეიძლება რამე სერიოზული არაფერი გადამიტანია და მაგიტომ.

ან შეიძლება ხასიათი მაქვს ასეთი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)