Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > მათემატიკას რამდენ ხანში ვისწავლი


Posted by: FANNIE 27 May 2020, 17:27
მეშვიდე კლასის ალგებრიდან მაქვს დასაწყები ჰო და დღეში ერთი სთ მეცადინეობით რამდენ ხანში ვისწავლი კარგად? პირველ ეტაპზე მინდა სკოლის პროგრამა დავამხეცო lol.gif

ონლაინ კურსები ჯიგრულად და მარტივად რომ იყოს ახსნილი ჩემნაირი ენაწაგდებული ჰუმანიტარისთვის არ მოგეპოვებათ? facepalm.gif


მონდომებული ვარ და კარგი მოსწავლეც როცა მონდომებული ვარ yes.gif


ტექნიკოსების აზრი მაინტერესებს ჰუმანიტარებს რამდენად გვაქვს თქვენი აზრით იმის უნარები გააზრებულ ასაკში კარგად ვისწავლოთ მათემატიკა? user.gif

პ.ს. გთხოვთ სიმართლეს ნუ მომახლით! შემომაპარეთ... ფაქიზი სულის პატრონი ვარ weep.gif

Posted by: Strangelove 27 May 2020, 17:28
FANNIE
khanacademy up.gif





--------------

Posted by: FANNIE 27 May 2020, 17:30
Strangelove
შენ მანდ დაამხეცე მათემატიკა?

Posted by: გიორგი XII 27 May 2020, 17:30
QUOTE
დღეში ერთი სთ მეცადინეობით რამდენ ხანში ვისწავლი კარგად?


10 000 დღეში

Posted by: FANNIE 27 May 2020, 17:33
გიორგი XII
ეი 10 000 დღეში გავყავი 365 ზე და მიახლოებით მივიღე 27 წელი, მაგდენი დრო არ მაქვს!






Posted by: Irakli 27 May 2020, 17:34
დღეში 1 სთ ცოტაა მათემტიკისთვის 3-4 საათი მაინც უნდა, მეცადინეობა-ვარჯიშს; ექსპერტოების დონეზე რაღაცა მიმართულებით ცოდნის მიღებას 10 000 საათი დაჭირდება საჭუალოდ, სკოლის დონეზე ასვლას ალბათ მაგის მეხუთედი.

Posted by: FANNIE 27 May 2020, 17:41
Irakli
QUOTE
დღეში 1 სთ ცოტაა მათემტიკისთვის 3-4 საათი მაინც უნდა,

3-4 სთ მეცადინეობა შემიძლია მხოლოდ შაბათ-კვირას.

ნუთუ სკოლის მასალის სწავლისთვის ამდენი დრო დამჭირდება? rolleyes.gif


ძალიან გთხოვთ ნუ მანანებინებთ ძვირფასი ხვიჩა მასწის ნაცვლად თავად რომ ვიწერდი ნიშნებს ჟურნალში.აქამდე ვფიქრობდი რომ სუპერმოხერხებული ვიყავი rolleyes.gif



Posted by: Irakli 27 May 2020, 17:57
FANNIE
სკოლას გააჩნია და სკოლის მასალას, სკოლის მასალის ალგებრაში ბევრი რამ შედის, მაგალითად ტრიგონომეტრიის სწავლას მარტო ბლომად დრო სჭირდება; კალკულუსზე და ა.შ. საუბარიც არ მაქვს. მიზეზი არსებობს იმისთვის რატომაცაა რომ ალგებრას მე-7-ე კლასიდან იწყებენ და არა უფრო გვიან, ბლომადაა მასალა გასავლელი.

ერთი საათი დღეში მარტო ვერ ისწავლი მათემატიკას, ვარჯიში და ამოცანების ამოხსნაც ხომ უნდა დაამუღამო? 3 საათი მაინც უნდა და ალბათ 3 წელში ამოქაჩავ უბრალო სკოლის დონეს.

Posted by: Dirac 27 May 2020, 17:58
QUOTE
მათემატიკას რამდენ ხანში ვისწავლი

ათ სიცოცხლეში ნორმალურ დონეზე იქნები.

Posted by: Strangelove 27 May 2020, 18:39
QUOTE (FANNIE @ 27 May 2020, 17:30 )
Strangelove
შენ მანდ დაამხეცე მათემატიკა?

მე რას მიყურებ )

კარგი საიტი იქნება შენთვის. აზრზე მოხვალ სად გიჭირს, რა გახსოვს. ახსნებიც კაია და სავარჯიშოებიც ბლომადაა. ტვინს გაანძრევ მოკლედ.

რატო გადაწყვიტე რო მათემატიკა გჭირდება?

Posted by: FANNIE 27 May 2020, 19:24
Irakli
QUOTE
ტრიგონომეტრიის სწავლას მარტო ბლომად დრო სჭირდება; კალკულუსზე და ა.შ. საუბარიც არ მაქვს. მიზეზი არსებობს იმისთვის რატომაცაა რომ ალგებრას მე-7-ე კლასიდან იწყებენ და არა უფრო გვიან, ბლომადაა მასალა გასავლელი.

ტრიგონომეტრია და კალკულუსი არ მჭირდება. შემიძლია გვერდი ავუარო givi.gif
მინდა რომ როცა დამჭირდება წკაპებში ტექნომოუდზე გადავრთო აზროვნება რომ ამგვარად მოქნილი ვიყო. მოკლედ ვიცი რომ გამომივია. ივნისიდან დავიწყებ ნელ-ნელა.
სამი წელი მაინც მებევრება, ჰა მაქს წელიწადნახევარში უნდა გავიდე იმ შედეგებზე რაც მჭირდება.


Dirac
QUOTE
ათ სიცოცხლეში ნორმალურ დონეზე იქნები.

სად წავიღო ამდენი ოპტიმიზმი ამ თემაში რომ დამიგროვდა აღარ ვიცი lol.gif

Strangelove
QUOTE
მე რას მიყურებ )

გამოცდილება გალაპარაკებს თქო? ეგ გკითხე ლანსელოტ!


QUOTE
რატო გადაწყვიტე რო მათემატიკა გჭირდება?

მჭირდება. მაქვს მიზეზი love.gif
ჰუმანიტარის კვალობაზე მაინც სწორად ვორიენტირდები ხოლმე ტექნიკურ სამყაროში სადაც წესით ისე უნდა ვგრძნობდე თავს როგორც ალისა კაფკას სამყაროში, თავის დროზე რომ მიმეხედა ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი... სწრაფი პროცესორი მაქვს, როგორც ამბობენ სხარტი ვარ! love.gif :ცოტათავისქება:

Posted by: oleg-i 27 May 2020, 20:31
FANNIE
QUOTE
ჩემნაირი ენაწაგდებული ჰუმანიტარისთვის

ისეთი პირი გიჩანს ბიძიკო, წელიწადნახევარში მათემატიკის ექსპერტად შეიძლება ვერა, მაგრამ განათლების მინისტრად რომ მოგვევლინო
არ გამიკვირდება ნამდვილად.... lol.gif

QUOTE
სწრაფი პროცესორი მაქვს, როგორც ამბობენ სხარტი ვარ!

აბა მოსინჯე შენი თავი - არ ჭირდება ამას სინუსი და კუბი...
13 ცალი ლარიანი(მონეტა ჩვენი...) გაქვს. ერთი მათგანი ყალბია წონაში, მაგრამ მსუბუქია თუ მძიმე -არ იცი (''გოუხმეს დამზადებელს კვანჩხები''). '' აიწონა ---- დაიწონა'' სასწორი გაქვს კიდევ და 3 ცდის უფლება ყალბის გამოსავლენად.

არ გაიტეხო გული თუ ვერ გააკეთებ, მაგრამ ჟინი კი შეამოწმე.... ნათქვამია ''ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო'', მაგრამ ისიც ნათქვამია
"თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო'' !!!!!!!


---------------------------------------
მაგრამ საქმე ისიცაა, რომ ამ ბოლო ოპტიმისტურ ანდაზაში რა იგულისხმება ''გულის'' ქვეშ ნახევარმა საქართველომ შეიძლება არც კი იცოდეს.
wink.gif
წარმატებებს გისურვებ.... smile.gif

Posted by: Strangelove 27 May 2020, 20:47
QUOTE
აბა მოსინჯე შენი თავი - არ ჭირდება ამას სინუსი და კუბი...
13 ცალი ლარიანი(მონეტა ჩვენი...) გაქვს. ერთი მათგანი ყალბია წონაში, მაგრამ მსუბუქია თუ მძიმე -არ იცი (''გოუხმეს დამზადებელს კვანჩხები''). '' აიწონა ---- დაიწონა'' სასწორი გაქვს კიდევ და 3 ცდის უფლება ყალბის გამოსავლენად.

არ გაიტეხო გული თუ ვერ გააკეთებ, მაგრამ ჟინი კი შეამოწმე.... ნათქვამია ''ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო'', მაგრამ ისიც ნათქვამია
"თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო'' !!!!!!!

lol.gif

FANNIE
QUOTE
გამოცდილება გალაპარაკებს თქო? ეგ გკითხე ლანსელოტ!


ჩემს გამოცდილებაზე ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება მოსახლეობის წინაშე, მაგრამ ლანსელოტი ცუდს არაფერს არ გირჩევს

Posted by: sisae 27 May 2020, 21:27
FANNIE
QUOTE
პირველ ეტაპზე მინდა სკოლის პროგრამა დავამხეცო






QUOTE
10 000 დღეში




QUOTE
ექსპერტოების დონეზე





QUOTE
ათ სიცოცხლეში ნორმალურ დონეზე იქნები.




facepalm.gif


Posted by: დოჩანა 27 May 2020, 21:34
მეც მსიამოვნებს მათემატიკის მეცადინეობა ახლაც კი

Posted by: sisae 27 May 2020, 21:39
დამწყები ვარ.
მარტივია, არაა რთული.

ექსპერტის დონეზე და აკადემიკოსის დონეზე არც ავტორს მოუთხოვია.

სხარტი გონება აქვს და მალე აუღებს ალღოს.
ბოლოს და ბოლოს ცდას წინ არაფერი უდგას.


* * *
FANNIE
QUOTE
ჰო და დღეში ერთი სთ მეცადინეობით

დაიწყე და შენ თავზე უკეთესად ვერავინ გეტყვის რამდენი დაგჭირდება და რამდენ ხანში რას ისწავლი.
ასე მეც მეუბნეოდნენ რაღაც ნაწარმოებებზე ეგო ბოლო კლასში თუ ისწავლიო და იმავე წელს დავეუფლე ნოტებიც კი არ ვიცოდი ნორმალურად ჩემით ვისწავლე..
ასე რომ არავის უნდა მოუსმინო.
wink.gif

Posted by: FANNIE 27 May 2020, 21:45
oleg-i
მოკლედ ოლეგი ბიძია, დაყოფ სამ ჯუგფად, 1,2,3,4 და 5,6,7,8 თუ სასწორმა ტოლობა აჩვენა, ე.ი. ყალბი მონეტა აქ არ არის. მერე ვყოფთ დარჩენილ 4 მონეტას ორ ჯგუფად და ვადარებთ სხვა ორს (უკვე აწონილი მონეტებიდან რომელიც ვიცით რომ კარგია)მაგალითდ: 1-2 მონეტა ვს 9-10. თუ ესენიც ტოლებია, მაშინ მესამე აწოვნევაზე ვიღებთ უკვე ერთ-ერთ მონეტას აწონილებიდან და ვადარებთ დარჩენილ აუწონელ (11-ე ან 12-ე) მონეტას.თუ სასწორმა ტოლობა აჩვენა, მაშინ აუწონელი მონეტაა ყალბი, თუ ტოლობა არ აჩვენა, მაშინ სპინაზე "ახალი" დადებული მონეტაა ყალბი.

პ.ს. განათლების მინისტრობას რა მონდომება კი უნდა ისე? გამაგიჟებთ!


კარგი მენეჯერი ვარ. შრომის გადანაწილება მეხერხება იდეალურად ამიტომ მინისტრადაც ვივარგებ თუ მომინდება lol.gif


Strangelove
QUOTE
ჩემს გამოცდილებაზე ლაპარაკი ცოტა მეუხერხულება მოსახლეობის წინაშე, მაგრამ ლანსელოტი ცუდს არაფერს არ გირჩევს

აქ ისეთი შრიალი ატყდა მომიწევს შენი რჩევის გათვალისწინება მგონი lol.gif

sisae
QUOTE
ექსპერტის დონეზე და აკადემიკოსის დონეზე არც ავტორს მოუთხოვია.

აჰამ. მათემატიკური პრობლემების გადაჭრაზე პროფებმა იზრუნონ lol.gif
QUOTE
დაიწყე და შენ თავზე უკეთესად ვერავინ გეტყვის რამდენი დაგჭირდება და რამდენ ხანში რას ისწავლი.
ასე მეც მეუბნეოდნენ რაღაც ნაწარმოებებზე ეგო ბოლო კლასში თუ ისწავლიო და იმავე წელს დავეუფლე ნოტებიც კი არ ვიცოდი ნორმალურად ჩემით ვისწავლე..
ასე რომ არავის უნდა მოუსმინო.

მართალი ხარ საბუ! მადლობა! ეგრეც ვაპირებ! 2kiss.gif

Posted by: sisae 27 May 2020, 21:52
FANNIE
QUOTE
მინისტრადაც ვივარგებ თუ მომინდება

lol.gif


Posted by: FANNIE 27 May 2020, 22:03
sisae
რა გაცინებს? ჩემი ხომ გჯერა? user.gif












lol.gif
გველო!


Posted by: sisae 27 May 2020, 22:05
FANNIE
QUOTE
რა გაცინებს? ჩემი ხომ გჯერა?

yes.gif





























თავად! lol.gif

Posted by: oleg-i 27 May 2020, 23:06
FANNIE
13 ცალი ლარიანი(მონეტა ჩვენი...) გაქვს. ერთი მათგანი ყალბია წონაში, მაგრამ მსუბუქია თუ მძიმე -არ იცი (''გოუხმეს დამზადებელს კვანჩხები''). '' აიწონა ---- დაიწონა'' სასწორი გაქვს კიდევ და 3 ცდის უფლება ყალბის გამოსავლენად.
QUOTE
დაყოფ სამ ჯუგფად, 1,2,3,4 და 5,6,7,8 თუ სასწორმა ტოლობა აჩვენა, ე.ი. ყალბი მონეტა აქ არ არის. მერე ვყოფთ დარჩენილ 4 მონეტას ორ ჯგუფად და ვადარებთ სხვა ორს (უკვე აწონილი მონეტებიდან რომელიც ვიცით რომ კარგია)მაგალითდ: 1-2 მონეტა ვს 9-10. თუ ესენიც ტოლებია, მაშინ მესამე აწოვნევაზე ვიღებთ უკვე ერთ-ერთ მონეტას აწონილებიდან და ვადარებთ დარჩენილ აუწონელ (11-ე ან 12-ე) მონეტას.თუ სასწორმა ტოლობა აჩვენა, მაშინ აუწონელი მონეტაა ყალბი, თუ ტოლობა არ აჩვენა, მაშინ სპინაზე "ახალი" დადებული მონეტაა ყალბი.


ამ დროს საერთოდ მათემატიკის მასწავლებელს უგინებენ ხოლმე და მიკვირს რატომ.... lol.gif

Posted by: Davion 28 May 2020, 15:26
oleg-i
13 მონეტა, 1 ყალბი და უცნობია უფრო მძიმეა თუ მსუბუქი, და 3 აწონვით შეიძლება გაგება რომელია? არ გამოდის რაცხა givi.gif


Posted by: GEORGEXIII 28 May 2020, 15:30
პაწა ალღოს აუღებ და ეგაა..

jump.gif


პ.ს ბაზა თუ გაქვს 2 წელი ნორმალურია

Posted by: river-song 28 May 2020, 15:55
ერთ მონეტას აიღებ და დანარჩენს ორად გაყოფ, თუ ტოლებია ესე იგი ყალბი ის არი რომელიც არ აწონე , იმ შემთხვევაში თუ სასწორზე დადებული მონეტებიდან რომელიმეს წონა ნაკლებია აიღებ იმ 6 მონეტას ერთად და კიდე გაყოფ ორად 3 ერთ მხარეს 3 მეორე მხარეს , მერე აიღებ იმ მხარეზე დადებულ მონეტებს რომელიც მსუბუქია, ამ სამი ცალი მოენტიდან ერთს აიღებ და დანარჩენ ორს აწონი თუ ტოლებია აწონილები ესეიგი შენ გიჭირავს ყალბი თუ ტოლები არარის ის არის ყალბი რომელიც მსუბუქია, ბაინაერი სერჩ ქვია ამ მეთოდს.

Posted by: Komponent 28 May 2020, 21:33
oleg-i
Davion
თავიდან, ხუთი აქეთ-ხუთი იქეთ.(თუ თანაბარია, დარჩენილ სამიდან გამოვავლენთ ორი აწონით)

თუ აქეთამ დაძლია, აქეთას გადმოვაკლებთ სამ ცალს, დარჩენილ ორს გადავდებთ იქითაზე, იქიდან აქეთ გადმოვიტანთ სხვა ორს, აქეთას კიდევ დავამატებთ პირველ, აუწონელ სამს და ავწონით. (თუ თანაბარია, მეორე გადადებული სამიდან გამოვავლენთ ერთი აწონვით, მძიმე ყალბს);

თუ კიდევ აქეთამ დაძლია, მჩატე ყალბი უნდა გამოვავლინოთ, იქითა ხელშეუხებელ სამიდან ერთი აწონვით;
თუ იქითამ დაძლია, მძიმე ყალბი უნდა გამოვავლინოთ, აქედან გადადებული ორიდან, ერთი აწონვით.

* * *
ჩემი აზრით თემის ავტორი არ იქნება კარგი მოსწავლე smile.gif

Posted by: oleg-i 28 May 2020, 23:01
Davion
QUOTE
13 მონეტა, 1 ყალბი და უცნობია უფრო მძიმეა თუ მსუბუქი, და 3 აწონვით შეიძლება გაგება რომელია? არ გამოდის რაცხა

გამოდის კი yes.gif მაგაშია მუღამი...
Komponent
QUOTE
თავიდან, ხუთი აქეთ-ხუთი იქეთ.(თუ თანაბარია, დარჩენილ სამიდან გამოვავლენთ ორი აწონით)

თუ აქეთამ დაძლია, აქეთას გადმოვაკლებთ სამ ცალს, დარჩენილ ორს გადავდებთ იქითაზე, იქიდან აქეთ გადმოვიტანთ სხვა ორს, აქეთას კიდევ დავამატებთ პირველ, აუწონელ სამს და ავწონით. (თუ თანაბარია, მეორე გადადებული სამიდან გამოვავლენთ ერთი აწონვით, მძიმე ყალბს);

თუ კიდევ აქეთამ დაძლია, მჩატე ყალბი უნდა გამოვავლინოთ, იქითა ხელშეუხებელ სამიდან ერთი აწონვით;
თუ იქითამ დაძლია, მძიმე ყალბი უნდა გამოვავლინოთ, აქედან გადადებული ორიდან, ერთი აწონვით.თუ აქეთამ დაძლია, აქეთას გადმოვაკლებთ სამ ცალს, დარჩენილ ორს გადავდებთ იქითაზე, იქიდან აქეთ გადმოვიტანთ სხვა ორს, აქეთას კიდევ დავამატებთ პირველ, აუწონელ სამს და ავწონით. (თუ თანაბარია, მეორე გადადებული სამიდან გამოვავლენთ ერთი აწონვით, მძიმე ყალბს);



ახლოს ჩალიჩობ მაგრამ მაინც ჭედავ!.... ბოლო მსჯელობისას
QUOTE
თუ იქითამ დაძლია, მძიმე ყალბი უნდა გამოვავლინოთ, აქედან გადადებული ორიდან, ერთი აწონვით.

თუ იქითამ დაძლია იქნებდა მსუბუქი უნდა გამოვავლინოთ იქედან გადმოდებული ორიდან ერთი აწონვით? (შენ ხომ ადგილები შეუცვალე აქეთა სავარაუდოდ მძიმე ორს და იქეთა სავარაუდოდ მსუბუქ ორს????......
ამაშია მუღამი boli.gif

შეცვალეთ სტარტი!....
--------------------
მადლობა ვუთხრათ ჩვენი თემის ავტორს გახალისებისთვის......

Posted by: Komponent 29 May 2020, 00:26
oleg-i
საშიში კაცი ხართ smile.gif

ოთხი აქეთ ოთხი იქეთ, თუ თანაბარია, დარჩენილი ხუთიდან ვიღებთ სამს და პირველი რვიდანაც სამს და ვწონით
თუ თანაბარია დარჩენილი ორიდან ვიღებთ ერთს და ერთს ნამდვილს და ამ ორისაწონვით მივხვდებით ყალბი სადაა.
(ზოგი ლოგიკა გამოვტოვე(სხვამ რომ მიიყვანოს ბოლომდე), სამი ცალში როცა ვიცით რომ ერთი ყალბია და ვიცით მძიმეა თუ მჩატე, ერთი აწონვით გამოვავლენთ)

წეხან მართლა გავჭედე smile.gif

Posted by: Davion 29 May 2020, 08:24
QUOTE
1 ყალბი და უცნობია უფრო მძიმეა თუ მსუბუქი

უცნობია, აი ამაშია საქმე smile.gif თუ ცნობილია-მაშინ 3 ყოფნის, თუ უცნობია-4 გამომდის და ჰა... ვცდი აბა კიდე smile.gif

Posted by: oleg-i 29 May 2020, 10:28

Davion
ბოლო აწონვაზე უკვე უნდა ფლობდე ზუსტ ინფორმაციას 3-დან იმ 1 ყალბის მძიმეობა - მჩატეობის შესახებ.... და ამის გამო განსაკუთრებით საინტერესოა მე-2 აწონვა... smile.gif


river-song
QUOTE
ერთ მონეტას აიღებ და დანარჩენს ორად გაყოფ, თუ ტოლებია ესე იგი ყალბი ის არი რომელიც არ აწონე , იმ შემთხვევაში თუ სასწორზე დადებული მონეტებიდან რომელიმეს წონა ნაკლებია აიღებ იმ 6 მონეტას ერთად და კიდე გაყოფ ორად 3 ერთ მხარეს 3 მეორე მხარეს , მერე აიღებ იმ მხარეზე დადებულ მონეტებს რომელიც მსუბუქია, ამ სამი ცალი მოენტიდან ერთს აიღებ და დანარჩენ ორს აწონი თუ ტოლებია აწონილები ესეიგი შენ გიჭირავს ყალბი თუ ტოლები არარის ის არის ყალბი რომელიც მსუბუქია, ბაინაერი სერჩ ქვია ამ მეთოდს.


რომ მოგვიგდე ბიძიკო ეს ''ბაიანერი სერჩ'' და მიგვატოვე, ცოდვა არ ვართ?.... ეს ამოცანა კი ვერ ამოხსნა და ის მაინც გვითხარი შევწვათ თუ მოვხარშოთ biggrin.gif

Posted by: Davion 29 May 2020, 10:45
oleg-i
შუაზე გაყოფის მეთოდი ოპტიმალური მგონია და 4 აწონვა გამოდის. კაი დადე ამოხსნა ან პმ და ხინჯი თუ ვერ ვუპოვე აწონვის გეგმას გავჩუმდები და ჯარიმას დავლევ განსხვავებულით givi.gif


Posted by: eniqsi 29 May 2020, 10:47
Davion
QUOTE
არ გამოდის რაცხა

სამ სამი მონეტის აწონვაა ოპტიმპალური.

Posted by: Davion 29 May 2020, 11:01
eniqsi
ეგ როგორ? 1. 123 ვს 456-თანაბარია. 2. 789-მ გადაწონა 10,11,12. 3. ??? smile.gif


Posted by: Komponent 29 May 2020, 11:05
Davion
მე რა ამოხსნაც დავდე ბოლოს, იმასაც გაუკეთე კომენტარი, თუ არ დაგეზარება smile.gif

Posted by: Davion 29 May 2020, 11:34
Komponent
...ოთხი აქეთ ოთხი იქეთ, თუ თანაბარია, დარჩენილი ხუთიდან ვიღებთ სამს და პირველი რვიდანაც სამს და ვწონით
თუ თანაბარია დარჩენილი ორიდან ვიღებთ ერთს და ერთს ნამდვილს და ამ ორისაწონვით მივხვდებით ყალბი სადაა.
(ზოგი ლოგიკა გამოვტოვე(სხვამ რომ მიიყვანოს ბოლომდე), სამი ცალში როცა ვიცით რომ ერთი ყალბია და ვიცით მძიმეა თუ მჩატე, ერთი აწონვით გამოვავლენთ)...
....
1. 1234 ვს 5678, გადაწონა პირველმა ჯგუფმა.
2. 12 ვს 34. თანაბარია.
3. ???
......
1. 1234 ვს 5678 თანაბარია
2. 9,10,11 ვს 123 თანაბარია
3. 12 ვს 1 გადაწონა 12-მა. ამ შემთხვევაში კი ბატონო 12 ყალბია ან 13 თუ თანაბარია.
თუ 1234 გადაწონის 5678 იქ რა ხდება?

Posted by: oleg-i 29 May 2020, 11:50
Davion
QUOTE
თუ 1234 გადაწონის 5678 იქ რა ხდება?


აი მაგას აქვს მუღამითქვა....
Komponent ჩალიჩობდა გადატან გადმოტანაზე მაგრამ არ გეყურებათ და ..... biggrin.gif

Posted by: Davion 29 May 2020, 11:56
კაი მაშინ, დავყავით 3 ჯგუფად +1,
1. 1 ჯგუფი ვს 2, გადაწონა პირველმა
2. 1 ვს 3, თუ გადაწონა პირველმა ყალბი მძიმეა და 1 ჯგუფშია, თუ თანაბარია-ყალბი 2-ე ჯგუფშია და მჩატეა.
3. ???

Posted by: gia1970 29 May 2020, 12:02
თუ წილადებს ერთ-ორ დღეში დაუმუღამებ
მაშინ გააგრძელე სწავლა

Posted by: oleg-i 29 May 2020, 12:03
Davion
1. 1234 ვს 5678 გადაწონა 1234-მა
2. 1234 დან გადავდევი 123 და მათ ნაცვლად დავდე 9-10-11....... 4 და 5-ს კი შევუცვლე ადგილები....
3 . თუ ა).... თუ ბ)....... თუ გ)

Posted by: Davion 29 May 2020, 13:22
oleg-i
QUOTE
1. 1234 ვს 5678 გადაწონა 1234-მა
2. 1234 დან გადავდევი 123 და მათ ნაცვლად დავდე 9-10-11....... 4 და 5-ს კი შევუცვლე ადგილები....
3 . თუ ა).... თუ ბ)....... თუ გ)

ხოოო... მაშინ ხოო... ესე მართლა გამოდის 3 აწონვით. ეხლა საინტერესოა ეს ერთადერთი ვარიანტია თუ სხვა გეგმაც არსებობს smile.gif

Posted by: oleg-i 29 May 2020, 13:47
Davion
QUOTE

QUOTE
1. 1234 ვს 5678 გადაწონა 1234-მა
2. 1234 დან გადავდევი 123 და მათ ნაცვლად დავდე 9-10-11....... 4 და 5-ს კი შევუცვლე ადგილები....
3 . თუ ა).... თუ ბ)....... თუ გ)

ხოოო... მაშინ ხოო... ესე მართლა გამოდის 3 აწონვით. ეხლა საინტერესოა ეს ერთადერთი ვარიანტია თუ სხვა გეგმაც არსებობს


პირველი აწონვა რომ 4-4 ზეა ეს ერთადერთია .... მეორეზე რომ სამი ცალი უნდა გადმოდო (მაგრამ აქ 2 ვარიანტი გაქვს: ა) სამივე ერთერთი თეფშიდან ან ბ) 2+1 ) ესეც ერთადერთი გზაა.....
yes.gif yes.gif

Posted by: Komponent 29 May 2020, 15:10
Davion
oleg-i
QUOTE
1234 ვს 5678 გადაწონა 1234-მა

1 და 56 გადავდე გვერდზე. 78 გადავიტანე პირველ თეფშზე და გავხადე 78234; მეორე თეფშზე დავდე 9,10,11,12,13 და ავწონე.
თანაბარი თუა მერე ვწონი 5 ვს 6– თუ აქ მსუბუქი არაა მაშინ 1–ია მძიმე ყალბი.
თუ მეორე თეფშმა დაძლია, მაშინ 7 ვს 8 ვეძებ მსუბუქ ყალბს;
თუ პირველმა დაძლია მაშინ 234 დან ვეძებ მძიმე ყალბს.
ეს ვარიანტი გავაკეთე მე და როგორც ოლეგიმ თქვა, კიდევ ყოფილა ერთი.

Posted by: pato-7 29 May 2020, 17:33
FANNIE
khanacademy, როგორც გითხრეს უკვე, მეც მაგას ვუწევ რეკომენდაციას.

QUOTE
შიზოანალიტიკოსი

გაეშვი გატარის და დელუზისნაირ შარლატანებს :დ

Posted by: FANNIE 29 May 2020, 18:13
აუჰ ამ თემაში რა ამბუავი ყოფილა, ამოცანების ამოხსნა გწყუროდათ კი მარა ამხელა ტექნიკოსს საზოაგადოებას? აღუ ბავშვებივით ხართ თავი ნუ მამიკვდება lol.gif

ეგაა რა, ამეტანა ეს ხვიჩა მასწი, მეცადა მისი ბლუყუნის გაგება, მარა არააა facepalm.gif

pato-7
QUOTE
khanacademy, როგორც გითხრეს უკვე, მეც მაგას ვუწევ რეკომენდაციას.

+2 ხმა ხანაკადემიას

მადლობა

QUOTE
გაეშვი გატარის და დელუზისნაირ შარლატანებს :დ

შენ მას მერე გაეშვი რაც გაეცანი? ჰო და მეც.

Posted by: oleg-i 29 May 2020, 23:44
QUOTE
აუჰ ამ თემაში რა ამბუავი ყოფილა, ამოცანების ამოხსნა გწყუროდათ კი მარა ამხელა ტექნიკოსს საზოაგადოებას? აღუ ბავშვებივით ხართ თავი ნუ მამიკვდება

არ დაგვახურა თავზე...
აბა კარგად მოირგეთ და გაიღიმეთ - ჩიტი გამოფრინდება... lol.gif
-----------------------------------
ბავშვმა ლუკმა პირში წაიღო და დედამ: - რა ნიჭიერი მყავს, იმისას კი არ გავს ტრ...ში რომ მიაქვსო...
ანუ ---- ?

Posted by: kobaia 5 Jul 2020, 01:09
რა არის მათემატიკაში ამდენი სასწავლი ვერ მივხვდი :დდ როგორც ხვდებით მე არ ვიცი მათემატიკა :დ
მაგრამ რაც ვიცი , სკოლაში ვისწავლე და დღეში 3 4 საათი კი არა 3 -4 წუთი ჭირდება ახსნას და მერე ნუ ცოტა მიჩვევა უნდა რო გაითავისო კარგად მარა მე სკოლის მათემატიკაზე ვამბობ რაც უმარტივესია , ნუ ალბათ რთული მაგალითები სასკოლო პროგრამებშიც არის მარა მე მაგ მხრივ არ ვგულისხმობ მათემატიკის ცოდნას . ანუ სისხარტე და უბრალოდ მასალის ცოდნა სხვა და სხვა რამეა .უმაღლესი არ ვიცი ალბათ მაგას უნდა დიდი ხანი მარა აზრზე არ ვარ ეგ უმაღლესი რა არის :დდ და ცოტა დაგვიანებულინმგონია ახლა მაგის სწავლა :დ ან რაში გჭირდება

Posted by: Nemiroff 7 Jul 2020, 00:27
1 კილონიუტონი რამრენი ცხენის ძალაა დაახლოებით?

Posted by: Dirac 7 Jul 2020, 04:25
Nemiroff
ერთი კილოგრამია მეტი თუ 20 გრადუსი?

ნიუტონი ძალის საზომია, ცხენის ძალა სიმძლავრის.

Posted by: Komponent 7 Jul 2020, 10:54
Nemiroff
თუ ვერ ახერხებ, შეკითხვის გამართულად დასმას. ჯობს ვრცლად დაწერო, რისი გაგება გაინტერესებს.

Posted by: Nemiroff 7 Jul 2020, 14:20
Komponent
Dirac
სტატიაში წერია რომ ფალკონ 9-ს გაშვებიბას ქონდა 8000 კილო ნიუტონი ძალა
მასა 590 ტონა

ხოდ ამაინტერესებს დაახლოებით რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს

Posted by: Irakli 7 Jul 2020, 15:27
Nemiroff
ცხენის ძალა სიმძლავრის ერთეულია, ხოლო კილონიუტონი კი - ძალის. დამატებითი ინფორმაციის გარეშე ვერ გადაიყვან ერთმანეთში.

ვიკიპედიის მონაცემებით ფალკონ 9-ის იმ ძრავას და ახალ საწვავს რომელსაც ეხლა იყენებენ, მაქსიმალური სიმძავრე სადღაც 10 000 ცხენის ძალა აქვს.

Posted by: kaiser Soze 14 Jul 2020, 04:07
oleg-i
საკმაოდ რთული პრობლემა მიეცი, ხო იცი. ჯერ 5 5 ზე დაყოფით ვცადე და გავიჭედე, მაგრამ პრონციპს მივაგენი.

ჩემი ამოხსნა ესეთია. აწონე პირველი ოთხი მეორე ოთხის წინააღმდეგ. თუ ტოლობაა, მაშინ ადვილია ამოხსნა. დარჩენილი 5 დან ორ აწონვაში გაიგებ, თუ შემდეგ აწონვას დარჩენილებიდან სამს სამ ნაღდთან აწონი.

ეხლა თუ არაა ტოლობა. მაშინ მძიმედან აიღე 1 და მსუბუქიდან აიღე 2 და გადადე გვერდზე. გრჩება 3 მძიმე და 2 მსუბუქი. გადადე ორი მძიმე მსუბუქის მხარეს, და ერთი მსუბუქი მძიმეს მხარეს. მძიმეს მხარეს დაამატე ერთი ნაღდი ბალანსისთვის.

სამი ვარიანტია. 1) ტოლობა, 2) მსუბუქი მხარე მაუბუქად რჩება და მძიმე მხარე მძიმედ, 3) მსუბუქი მძიმედ ხდება (ანუ იცვლება სასწორის მხარეები).

თუ 1), ესეიგი ყალბი გადადებული 2 მსუბუქიდან და 1 მძიმედანაა, თუ 2) მაშინ ყალბი სასწორის ადგილზე დატოვებული ერთი მძიმესგან და ერთი მსუბუქისგანაა, თუ 3) მაშინ სასწორზე ადგილშეცვლილი 2 მძიმეგან და 1 მსუბუქისგანაა.

2) ს ამოხსნა ადვილია, მესამეზე აწონე ნაღდთან და მიხვდები მსუბუქია ყალბი თუ მძიმე.

1) და 3) იმავე ტიპის პრობლემებია - 1 მსუბუქი, ორი მძიმე ან პირიქით. აიღე მსუბუქი და მძიმე ერთად და აწონე ორ ნაღდთან. თუ ტოლობაა, მაშინ მესამეა ყალბი. თუ მსუბუქია ნაღდთან შედარებით, მაშინ მსუბუქია ყალბი, თუ მძიმეა ნაღდთან შედარებით, მაშინ მძიმეა ყალბი.

და მორჩა.

* * *
FANNIE
გასწი გამოსწი 6 თვე, იმ დონეზე რა დონეზეც გინდა.

თუ მონდომებული ხარ, ნულიდან დიფერენციალური განტოლებების ამოხსნაზე გადახვალ 6 თვეში.

Posted by: oleg-i 14 Jul 2020, 17:36
kaiser Soze
QUOTE
ეხლა თუ არაა ტოლობა. მაშინ მძიმედან აიღე 1 და მსუბუქიდან აიღე 2 და გადადე გვერდზე. გრჩება 3 მძიმე და 2 მსუბუქი. გადადე ორი მძიმე მსუბუქის მხარეს, და ერთი მსუბუქი მძიმეს მხარეს. მძიმეს მხარეს დაამატე ერთი ნაღდი ბალანსისთვის.

ჯეელობისას ეგ ამოცანა მეც ეგრე ამოვხსენი... მთავარი მიგნება მანდ მონეტების ადგილების შეცვლაშია.

და მაინც შედარებით ნაკლებად ტვინსაჭყლეტია(2+1 -ს ნაცვლად უშუალოდ 3) ასეთი გზა - აბა დააკვირდი:
1) 4 - 4..... წონასწორობა დაირღვა
2) სავარაუდო მძიმე(ან მსუბუქი) ოთხეულიდან რომელიმე 3 მათგანი გადაიდო გვერდზე და შეივსო ნაღდი სამეულით, ხოლო მე - 4-ს და სავარაუდო რომელიმე მსუბუქს(ან მძიმეს) მეორე თეფშიდან შეენაცვლა ადგილები...
3) თავადაც მიხვდები... ეძებ ყალბს სამეულიდან ინფორმაციით მძიმე(ან მსუბუქი) ან ეძებ ყალბს ორიდან ინფორმაციით პირველი მძიმე ან მეორე მსუბუქი

Posted by: kaiser Soze 14 Jul 2020, 17:41
oleg-i
QUOTE
და მაინც შედარებით ნაკლებად ტვინსაჭყლეტია(2+1 -ს ნაცვლად უშუალოდ 3) ასეთი გზა - აბა დააკვირდი:

კიი.. უკვე მოვწვი დღეს :დ

გაცილებით ადვილია, მაგრამ პირველი ვერსია ელეგანტურია უფრო. რომანტიკული :დ

მთავარი მისახვედრი ის იყო, რომ სამიდან ერთი აწონვით გაიგებ, თუ ეს სამი უკვე გაქვს აწონილი, ანუ იცი წინასწარ თითოეულზე რომ თუ ყალბია, მხოლოდ ან მძიმე იქნება, ან მსუბუქი, და არა ორივე ერთად.

მერე დააწყობ ისე რომ ბოლო აწონვისას მაქს სამი მოგრჩეს.


Posted by: oleg-i 14 Jul 2020, 18:05
kaiser Soze
QUOTE
მაგრამ პირველი ვერსია ელეგანტურია უფრო. რომანტიკული :დ

სექსუალური... yes.gif

Posted by: kaiser Soze 14 Jul 2020, 18:17
QUOTE
სექსუალური...

დასტურ.
ტვინის ნძრევა სჭირდება, და რომ ამოხსნი ორგაზმივით მოაქვს.

Posted by: oleg-i 14 Jul 2020, 19:20
kaiser Soze
QUOTE
სექსუალური...

დასტურ.
ტვინის ნძრევა სჭირდება, და რომ ამოხსნი ორგაზმივით მოაქვს.


yes.gif
შეიძლება ითქვას ''ინტელექტუალური ორგაზმი''...

Posted by: brazzzersx1 16 Jul 2020, 02:01
QUOTE
ამ დროს საერთოდ მათემატიკის მასწავლებელს უგინებენ ხოლმე და მიკვირს რატომ....


lol.gif

რა ამოცანა გაიჩითა სიმონ

Posted by: ქართლოსი 19 Sep 2020, 02:23
მათემატიკის თვითმსწავლელი არის რამე?

...................

Posted by: tvinikosa 26 Nov 2020, 16:08
ა)  

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)