2 თვეში შენი წონის ადამიანისთვის ძალიან ცუდია მასე დაკლება, კალორიებს თუ სწორად ზღუდავ და საჭირო რაოდენობის ცილას იღებ არ უნდა გაგიჭირდეს 78-80 კილოზე ჩასვლა თვენახევარში. სიმძიმეებით ვარჯიშის ბოლო 15-20 წუთი ირბინე ან ეცადე დღის განმავლობაში 10,000ზე ნაკლები ნაბიჯი არ გადადგა, აქედან 5-6 გადაბმულად.
20 საათიანი შიმშილის მასე დაწყება არ შეიძლება, მე გეტყვი ჩემი გამოცდილებით რაც ვიცი და რაც წამიკითხავს ყველაზე უსაფრთხო ვერსიას: თავიდან 1 კვირა იწყებ ჭამ ზუსტად 4 საათში ერთხელ (ორგანიზმისთვის საერთოდ ყველაზე ოპტიმალური კვება ეგაა), შემდეგ 1-2 კვირას გაქვს 16:8-ზე ანუ დღეში ორჯერ იკვებები და 8 საათიანი ფანჯრით, მეორე დღეს ჭამ ბოლო კვებიდან 16 საათის შემდეგ. ამ შიმშილის ფანჯრის დროს მხოლოდ სვამ წყალს ან სუფთა ყავას, ყველანაირი შაქრის და რძის გარეშე. ამ დროს ინსულინი დგება ისეთ დონეზე რომ ყველაფერს უცებ შლის და მიღებულ საკვებს თითქმის სრულად ითვისებს, დანარჩენი შიმშილის დროს კი ცხიმს "ჭამს". 2 კვირის შემდეგ გადადიან 16 საათიან ფანჯარაზე და შემდეგ თუ დაჭირდებათ ჯერ 24 საათი და შემდეგ 36(!). შიმშილს ყოველთვის წყვეტ ბოსტნეულის სალათით ან მოხარშული ხორცით რომ ინსულინი იგივე დონეზე დარჩეს. ჩემი ერთი ახლობელი აკეთებდა მასე თან ასაკში იყო უკვე, წნევები აწუხებდა და ეგ რაც დაიწყო გაუარა... ახლაც ჯიგრულადაა. მაგ შიმშილიდან გამოსვლაც ეტაპობრივად ხდება, ანუ ჯერ 16:8-ზე ხარ ისევ და შემდეგ 4-4 საათიანი, ბოლოს უკვე როგორც გინდა.
ახლა კიდევ რა ხდება, საკმაოდ საზიანოა კუჭისთვის, მაგდენი ხანმა შიმშილმა შეიძლება მჟავიანობა გამოიწვიოს, შეიძლება თავბრუსხვევები დაგეწყოს და წნევებიც. თუმცა პატარა შანსია ამ ყველაფრის, მთავარი მომენტი არის შენი ორგანიზმი როგორ მიიღებს ამ პროცესს. მთავარია ამინომჟავების ამბები გქონდეს ჯიგრულად, თორემ ცხიმის მაგივრად კუნთის ჭამას დაიწყებს ორგანიზმი. თუ დარწმუნებული არ ხარ შეგიძლია ბცაა დალიო ხოლმე აუცილებლად ჭამის შემდეგ რომ შიმშილის დარღვევა არ გამოგივიდეს.
დალშე თუ ვინმემ იცით უკეთესი გზები გისმენთ